„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-20
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
მე-6 მუხლის:
ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო
და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ელექტრონული სახით რეალურ დროში
წვდომას შემდეგ ინფორმაციაზე:
ა) მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის
შესახებ;
ბ) მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის
მოქმედების ვადის ამოწურვის შესახებ ამ ვადის ამოწურვიდან პირის შესაძლებლობის შეზღუდვის
სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში.“.
ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მიწოდებას
შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის/თბილისის რაიონისთვის.“.
2.
29-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) მოქალაქე, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა,
ვადის ამოწურვიდან პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში,
მაგრამ არაუმეტეს 3 თვით.“.
მუხლი 2
1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან ამოქმედებამდე პერიოდში სამხედრო სავალდებულო
სამსახურში გაწვევის მიზნით წარმოება არ დაიწყოს, ხოლო მიმდინარეობის შემთხვევაში შეჩერდეს
იმ მოქალაქეთა მიმართ, რომელთა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა
ამოიწურა 2023 წლის პირველი იანვრიდან და სტატუსი არ გადამოწმებულა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო
კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების
სააგენტომ უზრუნველყოფს მოქალაქის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადის
ამოწურვისა და შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის გადამოწმების შესახებ ინფორმაციის
მიწოდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის.
3. ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს
შესაბამისი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
4. ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით
განისაზღვროს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის
სტრუქტურულ ერთეულს შორის პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის
სტატუსის შესახებ მონაცემების გაცვლასთან დაკავშირებული წესი.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონმდებლობის თანახმად, ბავშვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედება 18
წლის ასაკის მიღწევისას წყდება და სტატუსის დასადგენად ის ექვემდებარება გადამოწმებას. ამავე
დროს, სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველია შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირად ცნობა.1 შესაბამისად, სტატუსშეწყვეტილი პირი, de facto შესაძლებლობის შეზღუდვის
ხარისხის მიუხედავად, ავტომატურად ინაცვლებს იმ პირთა კატეგორიაში, რომელიც ექვემდებარება
სამხედრო აღრიცხვას. შემდგომში, რიგი პროცედურების შემდეგ, ასეთი პირის სამხედრო სამსახურში
გაწვევისგან გამორიცხვა დაეფუძნება სამედიცინო კომისიის დასკვნას, რომელმაც შეამოწმა პირის
ჯანმრთელობის მდგომარეობა სამხედრო სამსახურისათვის მისი ვარგისიანობის დასადგენად.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტს მომართა არაერთმა მოქალაქემ განცხადებით. განცხადებებში მოქალაქეები
გამოხატავდნენ წუხილს, რომ პირებს, რომელთაც შეზღუდული შესაძლელობის სტატუსი შეუწყდათ
18 წლის ასაკს მიღწევის საფუძვლით, დროით შუალედში, ვიდრე მოხდება მათი მდგომარეობის
გადამოწმება, იწვევენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში. განცხადების ავტორთა განმარტებით,
აღნიშნული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსშეწყვეტილი პირებისათვის, ისევე როგორც მათი
წარმომადგენლებისათვის, წარმოადგენს მძიმე ტვირთს. მაგალითად, სტატუსშეწყვეტილი
პირისათვის გამწვევ კომისიაში გამოცხადება, სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაში
სამედიცინო შემოწმების გავლა შესაძლოა დაკავშირებული იყოს როგორც ლოჯისტიკურ, ისე
ემოციურ სირთულეებთან. აღსანიშნავია, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ
კომისიაში გამოუცხადებლობა წარმოადგენს პირის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის
დაკისრების წინაპირობას.2
შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის პერიოდული გადამოწმება წარმოებს, ასევე, 18 წელს
გადაცილებულ სრულწლოვან პირებთან მიმართებით. შესაბამისად, სამხედრო სამსახურში გაწვევას
და მასთან დაკავშირებულ სირთულეებს, შესაძლებლობის შეზღუდვის ახალი სტატუსის
დადგენამდე, ასევე, ექვემდებარებიან 19 - 60 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის
სტატუსშეწყვეტილ პირები. ამდენად, თანასწორი მოპყრობის კონსტიტუციურ პრინციპზე
დაფუძნებით, ერთნაირი პირობები უნდა გავრცელდეს ყველა წვევამდელისა და სამობილიზაციო
რეზერვისტის მიმართ.
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის
შესაბამისად, „პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დგინდება იმ მომდევნო თვის პირველ
1
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3
პუნქტი.
2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლი.
რიცხვამდე, რომელ თვეშიც დანიშნულია გადამოწმება“. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული
რეგულაცია მოქნილია და ითვალისწინებს პირის გადამოწმებას სტატუსის შეწყვეტამდე, პრაქტიკის
თანახმად, არსებობს გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევები
(მაგალითად, საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში
ყოფნა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მუშაობის გრაფიკის დარღვევა ან ფორს-მაჟორული
მდგომარეობა).
მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს წესს, რომ შესაძლებლობის შეზღუდვის
სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვიდან სტატუსის გადამოწმებამდე, დროებით (ვადა, რომელიც,
სხვადასხვა სცენარის გათვალისწინებით, გონივრული იქნებოდა შესაძლებლობის შეზღუდვის
სტატუსის გადამოწმების პროცესის გასავლელად), მოხდეს პირის გათავისუფლება სამხედრო
სამსახურში გაწვევისგან. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ასეთ სამართლებრივ
საფუძველს შექმნის, როგორც წვევამდელისთვის, ისე სამობილიზაციო რეზერვისტისთვის.
გარდა სტატუსშეწყვეტილი პირის სამხედრო სამსახურში გაწვევისგან დროებითი
გათავისუფლების მატერიალური საფუძვლის შექმნისა, მნიშვნელოვანია პროცედურული ასპექტის
გამართულობაც.
უფრო კონკრეტულად, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, „სამედიცინო დაწესებულება
ვალდებულია შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში შეატყობინოს იმ
მოქალაქის (წვევამდელის, სამობილიზაციო რეზერვისტის) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირად ცნობის შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე“.
კანონპროექტის შემუშავების პროცესში სახელმწიფო უწყებებთან გავლილი კონსულტაციის შედეგად
დადასტურდა ხსენებული რეგულირების არაეფექტიანობა. კერძოდ, აღინიშნა, რომ, უმეტესად,
სამედიცინო
დაწესებულებების
მხრიდან
რეგულირება
არ
სრულდება.
შშმ
პირის/სტატუსშეწყვეტილი პირის სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების
დებულებების სათანადო აღსრულებისათვის საკვანძო საკითხია რელევანტურ დაწესებულებებს
შორის შშმ პირის/სტატუსშეწყვეტილი პირის შესახებ ინფორმაციის დაუბრკოლებლად და
დაყოვნების გარეშე გაცვლა. წარმოდგენილი კანონპროექტი უზრუნველყოფს დასახელებული
ინფორმაციის მიმოცვლის ეფექტიანი მექანიზმის შექმნას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს
იმ პირთა კატეგორიას, ვინც სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდება, ისევე როგორც
რელევანტურ დაწესებულებებს შორის მოქალაქის (წვევამდელის, სამობილიზაციო რეზერვისტის)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შესახებ ინფორმაციის გაცვლის წესს. კანონის
პროექტით იცვლება დასახელებული საკითხების რეგულირება, რის გამოც კანონის მიღება
აუცილებელია.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
მოქალაქე (წვევამდელი, სამობილიზაციო რეზერვისტი), რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის
სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, არაუმეტეს 3 თვის მანძილზე, სამხედრო სამსახურში
გაწვევისგან გათავისუფლდება. ასევე, გაუმჯობესდება რელევანტურ დაწესებულებებს შორის
სამხედრო აღრიცხვის მიზნით პირის (წვევამდელის, სამობილიზაციო რეზერვისტის)
შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემების გაცვლის მექანიზმი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონის პროექტის შესაბამისად:
იმ პირთა კატეგორიას, რომელებიც სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდებიან
ემატება პირთა ახალი ჯგუფი. კერძოდ, წვევამდელი/სამობილიზაციო რეზერვისტი, რომლის
შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, ვადის ამოწურვიდან
სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, თუმცა არაუმეტეს 3 თვის მანძილზე, თავისუფლდება
სამხედრო სამსახურში გაწვევისგან;
იცვლება რელევანტურ დაწესებულებებს შორის შშმ პირის შესახებ ინფორმაციის გაცვლის
მოდელი. კერძოდ, შემოთავაზებული რეგულაციით ინფორმაციის მიმოცვლის სისტემიდან
ხდება სამედიცინო დაწესებულებების ამოვარდნა. ნაცვლად ამისა, საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და
ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის მოქალაქის შშმ
პირის/სტატუსშეწყვეტილი პირის (წვევამდელის, სამობილიზაციო რეზერვისტის) შესახებ
ინფორმაციაზე
ელექტრონული
სახით
რეალურ
დროში
წვდომას.
შესაბამის
მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ;
პროექტი ადგენს ვალდებულებას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ერთობლივი ბრძანებით
განსაზღვრონ სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა
და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის
პირის (წვევამდელის, სამობილიზაციო რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის
შესახებ მონაცემების გაცვლასთან დაკავშირებული წესი;
ვინაიდან კანონის სრულად გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება, აღსრულებისათვის
აუცილებელი ლოგისტიკური საკითხების მოწესრიგების საფუძვლით, ვერ ხერხდება და
გადავადებულია, პროექტი ადგენს დროებით წესს სტატუსშეწყვეტილი პირების ინტერესების
დასაცავად. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებების გამოქვეყნებიდან ამოქმედებამდე
პერიოდში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მიზნით წარმოება არ დაიწყება,
ხოლო მიმდინარეობის შემთხვევაში შეჩერდება იმ მოქალაქეთა მიმართ, რომელთა
შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა 2023 წლის პირველი
იანვრიდან და სტატუსი არ გადამოწმებულა. სტატუსის მოქმედების შეწყვეტის ვადად 2023
წლის პირველი იანვრის განსაზღვრა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ აუცილებელია დროებითი
რეგულაციის ფარგლებს მიღმა არ დარჩეს ის პირთა ჯგუფი, რომელთაც არ „გაუმართლათ“ და
სტატუსის მოქმედების ვადა ამოეწურათ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე
პერიოდში. ამავე დროს, დადგენილია, რომ 3 თვე წარმოადგენს გონივრულ ვადას სტატუსის
გადამოწმებისათვის დადგენილი პროცედურების გასავლელად. ამდენად, 2023 წლის პირველი
იანვრიდან ამ პროექტის მიღების სავარაუდო თარიღამდე დრო წარმოადგენს იმგვარ
გონივრულ ვადას (დაახლოებით 3 თვიანი პერიოდი), რა ვადაშიც სტატუსშეწყვეტილი პირების
ინტერესი - გათავისუფლდნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისგან - დაცვის
ღირსია.
ამავე დროს, ასეთი დროებითი წესის მხოლოდ წვევამდელებისათვის შექმნა განაპირობა იმ
გარემოებამ, რომ წვევამდელის გაწვევისგან განსხვავებით სამობილიზაციო რეზერვისტის
გაწვევას აქვს კანონით Expressis verbis გაწერილი სპეციფიკური საფუძვლები (საომარი
მდგომარეობის დროს; საგანგებო მდგომარეობის, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის დროს;
სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და რეზერვისტების მომზადების მიზნით),
რომლებიც არ არის აქტუალური დროებითი წესის მოქმედების პერიოდში.
გარდამავალ პერიოდში რელევანტურ უწყებებს შორის წვევამდელის შესაძლებლობის
შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემების გაცვლა წარიმართება მანუალური წესით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტი, გარდა მისი პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო
კანონის პირველი მუხლი ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. კანონის პირველი მუხლის
ამოქმედების ვადის შერჩევის საფუძველია კანონის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი
კანონქვემდებარე აქტის მომზადებისა და ლოგისტიკური საკითხების მოგვარებისათვის გონივრული
ვადის საჭიროება. კანონპროექტის მომზადების პროცესში საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან
გავლილი კონსულტაციიდან ირკვევა, რომ სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტოს, ამ ეტაპზე, არ გააჩნია შშმ პირთა ელექტრონული ბაზა, რომლის არსებობაც
კანონის აღსრულებისათვის საკვანძო ელემენტია.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებასთან
აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
დაკავშირებული
პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების დაფინანსება როგორც 2023 წელს, ასევე
მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტს გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდაზე. კერძოდ,
კანონის ამოქმედების საწყის ეტაპზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს
დაქვემდებარებულმა სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ
უნდა შექმნას შშმ პირთა მონაცემთა ელექტრონული ბაზა. ამავე დროს, ინფორმაციაზე წვდომისათვის
ტექნიკური მზაობა უნდა გამოავლინოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.
გარდა ამისა, კანონპროექტმა გავლენა შეიძლება იქონიოს მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის შემცირებაზე. კერძოდ, ცვლილებების მიღების შემდეგ გამწვევი/სამობილიზაციო
კომისიები, რომლებიც ფუნქციონირებს მუნიციპალურ დონეზე, პირებს, ვიდრე მათი შესაძლებლობის
შეზღუდვის სტატუსი არ გადამოწმდება, არ გაიწვევენ. აღნიშნული შეამცირებს გაწვევის მიზნით,
საერთო სიაში მითითებული მოქალაქეების რაოდენობას, რამეთუ პირთა ნაწილი, რომელთა
შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედებას ვადა ამოეწურა, გადამოწმებისას კვლავ მიიღებს
შშმ პირის სტატუსს. მოქალაქეთა სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებულია არაერთი საკითხის
მოგვარება (მაგალითად, მოქალაქეთა გამოძახება, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება), რაც
მოითხოვს ფინანსური რესურსის ხარჯვას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტის მიღება შეამცირებს ფინანსურ ტვირთს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, პირებს, რომელთა შესაძლებლობის შეზღუდვის
სტატუსის მოქმედებას ვადა ამოეწურა და გადამოწმებას ექვემდებარებიან, არ მოუწევთ
გამწვევ/სამობილიზაციო კომისიაზე გამოცხადება და რელევანტური დოკუმენტების შეგროვება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული
ზეგავლენის შეფასება
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაცია გავლილი იქნა სახელმწიფო
დაწესებულებებთან, სახელდობრ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს რეგიონული
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროსთან,
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროსთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან.
გარდა ამისა, კანონპროექტის შემუშავების პროცესში, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, შშმ
პირთა თემის წარმომადგენლებისთვის მოხდა მომზადებული კანონის პროექტის გაცნობა და მათგან
შესაბამისი მოსაზრებების გაზიარება.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: მიხეილ სარჯველაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, რატი იონათამიშვილი, ზაზა
ლომინაძე, გენრიეტა წიწავა, ვლადიმერ ჩაჩიბაია, მაია მენაღარიშვილი, ალუდა ღუდუშაური, რამინა
ბერაძე, ქეთევან დუმბაძე, ანტონ ობოლაშვილი