„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-20
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №35, 26.12.2001, მუხ. 137) 46-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი
ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის „ი“
ქვეპუნქტი ადგენს სამედიცინო დაწესებულების ვალდებულებას სამხედრო ვალდებულისა და
წვევამდელის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შემთხვევაში ინფორმაცია
მიაწოდოს შესაბამის სამხედრო კომისარიატს. კანონპროექტის შემუშავების პროცესში სახელმწიფო
უწყებებთან გავლილი კონსულტაციის შედეგად დადასტურდა ხსენებული რეგულირების
არაეფექტიანობა. კერძოდ, აღინიშნა, რომ, უმეტესად, სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან
რეგულირება არ სრულდება.
შშმ პირის/სტატუსშეწყვეტილი პირის სამხედრო სავალდებულო და სამობილიზაციო
სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლების დებულებების სათანადო აღსრულებისათვის საკვანძო
საკითხია რელევანტურ დაწესებულებებს შორის შშმ პირის/სტატუსშეწყვეტილი პირის შესახებ
ინფორმაციის დაუბრკოლებლად და დაყოვნების გარეშე გაცვლა. ამ მიზნით, საკანონმდებლო
ცვლილებათა პაკეტში შემავალი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის თანახმად,
იცვლება პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ
მონაცემებზე წვდომის მოდელი, მათ შორის, ინფორმაციის გაცვლის პროცესში მონაწილეობას არ
მიიღებენ სამედიცინო დაწესებულებები. ამდენად, მნიშვნელოვანია „სამხედრო ვალდებულებისა და
სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებასთან
შესაბამისობაში მოვიდეს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის „ი“
ქვეპუნქტი ადგენს სამედიცინო დაწესებულების ვალდებულებას სამხედრო ვალდებულისა და
წვევამდელის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შემთხვევაში ინფორმაცია
მიაწოდოს შესაბამის სამხედრო კომისარიატს. კანონის პროექტი ითვალისწინებს სამედიცინო
დაწესებულებისათვის ამ ვალდებულების გაუქმებას, რის გამოც კანონის მიღება აუცილებელია.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
სამედიცინო დაწესებულებები არ მიიღებენ მონაწილეობას პირის (წვევამდელის,
რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემების გაცვლის პროცესში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონის პროექტის თანახმად, უქმდება სამედიცინო დაწესებულებების ვალდებულება
სამხედრო ვალდებულისა და წვევამდელის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის
შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის სამხედრო კომისარიატს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. კანონის ამოქმედების ვადის
შერჩევის საფუძველია საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „სამხედრო ვალდებულებისა და
სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის
პროექტით დადგენილი მოწესრიგება, რაც წარმოშობს კანონის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი
კანონქვემდებარე აქტის მომზადებისა და ლოგისტიკური საკითხების მოგვარებისათვის გონივრული
ვადის საჭიროებას.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დაფინანსებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონის პროექტი შეუმსუბუქებს ფინანსურ ტვირთს იმ სამედიცინო დაწესებულებებს,
რომელთაც გააჩნდათ სამხედრო კომისარიატისათვის სამხედრო ვალდებულისა და წვევამდელის
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შესახებ ინფორმაცის მიწოდების ვალდებულება,
ინფორმაციის მიწოდებისათვის აუცილებელი ხარჯების ფარგლებში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული
ზეგავლენის შეფასება
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაცია გავლილ იქნა სახელმწიფო
დაწესებულებებთან, სახელდობრ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს რეგიონული
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროსთან,
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროსთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან.
გარდა ამისა, კანონპროექტის შემუშავების პროცესში, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, შშმ
პირთა თემის წარმომადგენლებისთვის მოხდა მომზადებული კანონის პროექტის გაცნობა და მათგან
შესაბამისი მოსაზრებების გაზიარება.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: მიხეილ სარჯველაძე;
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, რატი იონათამიშვილი, ზაზა
ლომინაძე, გენრიეტა წიწავა, ვლადიმერ ჩაჩიბაია, მაია მენაღარიშვილი, ალუდა ღუდუშაური,
რამინა ბერაძე, ქეთევან დუმბაძე, ანტონ ობოლაშვილი