„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/332/10, 31/05/2023), და მისგან გამომდინარე კანონპროექტები; (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი(07-3/332/10, 31/05/2023) გამომდინარე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-05
ბიუროს ნომერი 262
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი,
№31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1343-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა
მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა
მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე; ხოლო თუ
მამკვიდრებელი ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა,
სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა სპეციალიზებულ
დაწესებულებათა რჩენაზე იმყოფებოდა, მაშინ – მათ საკუთრებაში.“.
2. 1359-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საავადმყოფოს, ჰოსპიტლისა და სხვა სამკურნალო დაწესებულების,
სანატორიუმის მთავარი ექიმი, უფროსი, მათი მოადგილე სამედიცინო ნაწილში,
მორიგე ექიმი, ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
სპეციალიზებული დაწესებულების დირექტორი ან მთავარი ექიმი, თუ მოანდერძე
ამ დაწესებულებაში მკურნალობს ან ცხოვრობს;“.
3. 1361-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1361. წერა-კითხვის არმცოდნე, სმენადაქვეითებული, ყრუ ან
უსინათლო პირის ანდერძი
1. წერა-კითხვის არმცოდნე მოანდერძემ ნოტარიუსთან საანდერძო
განკარგულება უნდა გააკეთოს ორი მოწმის, მათ შორის, იმ პირის თანდასწრებით,
რომელიც მოანდერძეს გააცნობს საქმის არსს და თავისი ხელმოწერით
დაადასტურებს, რომ ანდერძის შინაარსი შეესაბამება მოანდერძის ნებას.
2. წერა-კითხვის მცოდნე ყრუ, სმენადაქვეითებული ან უსინათლო პირი
ანდერძს ადგენს და ხელს აწერს დამოუკიდებლად ან მოთხოვნის შემთხვევაში მას
შეუძლია საანდერძო განკარგულება გააკეთოს ორი მოწმის თანდასწრებით, რის
შესახებაც უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი.
3. ჩამწერი და წამკითხველი შეიძლება იყვნენ მოწმეებიც, მაგრამ ჩამწერი არ
უნდა იყოს წამკითხველი.
4. ჩანაწერში უნდა მიეთითოს ჩამწერის და წამკითხველის ვინაობა. ჩანაწერს
ხელი უნდა მოაწერონ მოწმეებმა და დაადასტუროს ნოტარიუსმა.“.
მუხლი 2. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა 2024 წლის 1
იანვრამდე უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა.
1
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველომ 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა გაეროს შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2006 წლის კონვენციის (UN CCRPD)
რატიფიცირება, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 12 აპრილს. ჩვენმა ქვეყანამ ამ
უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხელშეკრულებასთან მიერთებით აიღო
ვალდებულება შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების კონვენციის სტანდარტის
შესაბამისად დაცვის თაობაზე. კონვენციის თანამიმდევრული და ეფექტიანი
იმპლემენტაციის მიზნით საქართველოს სახელმწიფომ უკვე გადადგა არაერთი
ქმედითი ნაბიჯი და განახორციელა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები:
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტში მიეთითა, რომ
„სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის;“ 2015 წელს
განხორციელდა ქმედუნარიანობის რეფორმა; 2020 წელს მიღებულ იქნა
საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
შესახებ“; 2021 წელს განხორციელდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება და სხვა.
ზემოხსენებული ღონისძიებების გატარების მიუხედავად, საქართველოს
საკანონმდებლო აქტების კონვენციის სტანდარტებთან დაახლოება კვლავ
აქტუალურია, რაც, მათ შორის, იმით არის გამოწვეული, რომ საქართველოს
ნორმატიული აქტების დიდი ნაწილი კონვენციის რატიფიცირებამდე არსებობდა.
ამდენად, ამ ნორმატიულ აქტებში ასახული ტერმინოლოგია რიგ შემთხვევებში არ
შეესაბამება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თანამედროვე
ტერმინებსა და სტანდარტებს; კერძოდ, საქართველოს საკანონმდებლო აქტების
ნაწილში ჯერ კიდევ გამოიყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან
დაკავშირებული მოძველებული ტერმინები, რომელთა გამოყენებაც აფერხებს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სტერეოტიპების გამყარებისა
და სტიგმატიზაციის თავიდან აცილებას. საქართველოს რიგ საკანონმდებლო
აქტებში არსებული ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი ხასიათის შეუსაბამობა
კონვენციის სტანდარტებთან ქმნის შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მიმართ
ღირსების შემლახავი და დისკრიმინაციული მოპყრობის საფრთხეს. აქედან
გამომდინარე, კონვენციური ტერმინებისა და სტანდარტების შშმ პირთა მიმართ
გამოყენება თანაბარი შესაძლებლობების პრაქტიკაში უზრუნველყოფისა და
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მხრივ კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
1
ამრიგად, კანონპროექტი ემსახურება ზემოხსენებული საკითხის მოწესრიგებას და
ამ თვალსაზრისით საქართველოს ცალკეულ საკანონმდებლო ნორმებში არსებული
ხარვეზების აღმოფხვრასა და ამ ნორმათა დაზუსტებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად ახლებურად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში
აღნიშნული საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამის
ნორმებში ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებასა და შინაარსობრივ
დაზუსტებას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის პირველი მუხლი ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან, ხოლო
კანონპროექტის სხვა ნორმები − გამოქვეყნებისთანავე, რადგან, კანონპროექტის ამ
ნორმათა არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, კანონპროექტის ამგვარი
ამოქმედების ვადების დადგენა; ამასთანავე, სათანადო კანონქვემდებარე აქტების
გამოსაცემად მიზანშეწონილია გარკვეული პერიოდის არსებობა. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
2
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
3
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
4
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი,
მიხეილ სარჯველაძე, ზაზა ლომინაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გენრიეტა წიწავა, კახა
კახიშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ირაკლი შატაკიშვილი,
გიორგი ხახუბია, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, დავით მათიკაშვილი,
ვლადიმერ კახაძე, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია, მერაბ
ქვარაია, სალომე ქურასბედიანი, ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი
მეზურნიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი.
5