„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/332/10, 31/05/2023), და მისგან გამომდინარე კანონპროექტები; (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი(07-3/332/10, 31/05/2023) გამომდინარე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-05
ბიუროს ნომერი 262
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33,
მუხ. 692) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მეორე მსოფლიო ომისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე
საბრძოლო მოქმედების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების
განსაზღვრა
მეორე მსოფლიო ომისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო
მოქმედების
შედეგად
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირების
მიეკუთვნებიან:
ა) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოქმედი არმიის სამხედრო
მოსამსახურეები, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილები
/გადამდგარნი/, პარტიზანები, აგრეთვე საპენსიო უზრუნველყოფის მხრივ
სამხედრო მოსამსახურეებთან გათანაბრებული შესაბამისი კატეგორიის მუშები და
მოსამსახურეები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის
სტატუსი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ფრონტზე, სამხედრო მოქმედების
რაიონში, რკინიგზისა და საავტომობილო გზების ფრონტისპირა უბნებში,
თავდაცვითი ზღუდეების, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და აეროდრომების
მშენებლობის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან
დაავადების შედეგად;
ბ) სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების
ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა
შემადგენლობის პირები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის
სტატუსი მეორე მსოფლიო ომისა და შემდგომ პერიოდში სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის,
დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;
გ) შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და
დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის
პირები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი
საბრძოლო მოქმედებების რაიონებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების
დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;
დ) სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო
უშიშროების ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი
და მეთაურთა შემადგენლობის პირები, გამანადგურებელი ბატალიონების,
ოცეულებისა და სახალხო დაცვის რაზმეულის მებრძოლები და მეთაურები,
რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი მთავრობის
1
საბრძოლო დავალებების შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის,
დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;
ე) პირები, რომლებსაც ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა ომის
წლებში დაავალეს საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკის შეგროვება,
ტერიტორიებისა და ობიექტების განაღმვა და დაუდგინდათ შესაძლებლობის
შეზღუდვის სტატუსი ამ პერიოდში მიღებული ჭრილობის, კონტუზიის ან
დასახიჩრების შედეგად;
ვ) მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სხვა
სახელმწიფოში
მოქმედ
სამხედრო
კონტინგენტს
და
დაუდგინდათ
შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი საბრძოლო მოქმედების პერიოდში
ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად.
მუხლი 12. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირების განსაზღვრა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირების მიეკუთვნებიან:
ა) საქართველოს რეგულარული არმიის, სახალხო გვარდიის სამხედრო
მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები /გადამდგარნი/,
მილიციის მუშაკები და ამ ფორმირებებში მოხალისედ შესული სამოქალაქო
პირები, რომლებიც 1918-1921 წლებში მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში
საქართველოს
დასაცავად
და
მისი
ტერიტორიული
მთლიანობის
შესანარჩუნებლად და დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი
საბრძოლო მოქმედების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების
ან დაავადების შედეგად;
ბ) საქართველოში 1921-1924 წლებში ეროვნული მოძრაობის ან
დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი, რომლებსაც
დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი ამ პერიოდში საბრძოლო
მოქმედების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან
დაავადების შედეგად;
გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი,
რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი საბრძოლო
მოქმედების პერიოდში მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან
დაავადების შედეგად.“.
2. მე-14 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მეორე მსოფლიო ინვალიდების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე
საბრძოლო მოქმედების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დაცვა“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2
„1. ამ კანონის მე-11 და მე-12 მუხლებში აღნიშნული შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დაცვა ითვალისწინებს:
ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად;
ბ) დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების
დაუშვებლობას სამაგიეროს მიუცემლად;
გ)
საყოფაცხოვრებო-კომუნალური
მომსახურების
–
წყლის
,
საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანას, გაზის, ელექტროენერგიის,
ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლებას, აგრეთვე ქალაქში
საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) სარგებლობას, სოფლად – საგარეუბნო
და
საქალაქთაშორისო
ტრანსპორტით
სარგებლობას
საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.“.
3. მე-16 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მეორე მსოფლიო ომის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირების და მონაწილეების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო
მოქმედების
და
საქართველოს
ტერიტორიული
მთლიანობისათვის,
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დროს
დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომისშემდგომ პერიოდში უგზოუკვლოდ დაკარგულთა, ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების ოჯახის
წევრთა (შემგომში დაღუპულთა, გარდაცვლილთა) სოციალური დაცვა“.
4. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაღუპული (გარდაცვლილი) მეორე მსოფლიო ომის შედეგად
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ან მონაწილეების, სხვა
სახელმწიფოთა
ტერიტორიაზე
საბრძოლო
მოქმედების
ვეტერანების,
საქართველოს
ტერიტორიული
მთლიანობის,
თავისუფლებისა
და
დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანების, სამხედრო
სამსახურის ვეტერანების დაკრძალვა ხდება დაღუპულის (გარდაცვლილის)
ნათესავების სურვილით შერჩეულ ადგილებში (სამხედრო მოსამსახურეების –
სამხედრო პატივის მიგებით).“.
მუხლი 2. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა 2024 წლის 1
იანვრამდე უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველომ 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა გაეროს შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2006 წლის კონვენციის (UN CCRPD)
რატიფიცირება, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 12 აპრილს. ჩვენმა ქვეყანამ ამ
უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხელშეკრულებასთან მიერთებით აიღო
ვალდებულება შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების კონვენციის სტანდარტის
შესაბამისად დაცვის თაობაზე. კონვენციის თანამიმდევრული და ეფექტიანი
იმპლემენტაციის მიზნით საქართველოს სახელმწიფომ უკვე გადადგა არაერთი
ქმედითი ნაბიჯი და განახორციელა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები:
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტში მიეთითა, რომ
„სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის;“ 2015 წელს
განხორციელდა ქმედუნარიანობის რეფორმა; 2020 წელს მიღებულ იქნა
საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
შესახებ“; 2021 წელს განხორციელდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება და სხვა.
ზემოხსენებული ღონისძიებების გატარების მიუხედავად, საქართველოს
საკანონმდებლო აქტების კონვენციის სტანდარტებთან დაახლოება კვლავ
აქტუალურია, რაც, მათ შორის, იმით არის გამოწვეული, რომ საქართველოს
ნორმატიული აქტების დიდი ნაწილი კონვენციის რატიფიცირებამდე არსებობდა.
ამდენად, ამ ნორმატიულ აქტებში ასახული ტერმინოლოგია რიგ შემთხვევებში არ
შეესაბამება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თანამედროვე
ტერმინებსა და სტანდარტებს; კერძოდ, საქართველოს საკანონმდებლო აქტების
ნაწილში ჯერ კიდევ გამოიყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან
დაკავშირებული მოძველებული ტერმინები, რომელთა გამოყენებაც აფერხებს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სტერეოტიპების გამყარებისა
და სტიგმატიზაციის თავიდან აცილებას. საქართველოს რიგ საკანონმდებლო
აქტებში არსებული ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი ხასიათის შეუსაბამობა
კონვენციის სტანდარტებთან ქმნის შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მიმართ
ღირსების შემლახავი და დისკრიმინაციული მოპყრობის საფრთხეს. აქედან
გამომდინარე, კონვენციური ტერმინებისა და სტანდარტების შშმ პირთა მიმართ
გამოყენება თანაბარი შესაძლებლობების პრაქტიკაში უზრუნველყოფისა და
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მხრივ კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
1
ამრიგად, კანონპროექტი ემსახურება ზემოხსენებული საკითხის მოწესრიგებას და
ამ თვალსაზრისით საქართველოს ცალკეულ საკანონმდებლო ნორმებში არსებული
ხარვეზების აღმოფხვრასა და ამ ნორმათა დაზუსტებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად ახლებურად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში
აღნიშნული საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის ნორმებში ტერმინოლოგიური ხასიათის
ცვლილებასა და შინაარსობრივ დაზუსტებას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის პირველი მუხლი ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან, ხოლო
კანონპროექტის სხვა ნორმები − გამოქვეყნებისთანავე, რადგან, კანონპროექტის ამ
ნორმათა არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, კანონპროექტის ამგვარი
ამოქმედების ვადების დადგენა; ამასთანავე, სათანადო კანონქვემდებარე აქტების
გამოსაცემად მიზანშეწონილია გარკვეული პერიოდის არსებობა. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
2
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
3
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
4
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი,
მიხეილ სარჯველაძე, ზაზა ლომინაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გენრიეტა წიწავა, კახა
კახიშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ირაკლი შატაკიშვილი,
გიორგი ხახუბია, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, დავით მათიკაშვილი,
ვლადიმერ კახაძე, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია, მერაბ
ქვარაია, სალომე ქურასბედიანი, ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი
მეზურნიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი.
5