„ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, ზაზა ლომინაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გენრიეტა წიწავა, კახა კახიშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი ხახუბია, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, დავით მათიკაშვილი, ვლადიმერ კახაძე, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია, მერაბ ქვარაია, სალომე ქურასბედიანი, ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი მეზურნიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/332/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-05
ბიუროს ნომერი 262

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 57) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე პირები;“. 2. მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში უპირატესი მიღება, აგრეთვე პენსიონერთა სოციალური უზრუნველყოფის ტერიტორიულ განყოფილებებში და ბინაზე უპირატესი მომსახურება.“. 3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუს დადგენილ პირთა სოციალური დაცვა ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუს დადგენილ პირებს უწესდებათ შემდეგი შეღავათები: ა) საპენსიო უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ან მებაღეობამებოსტნეობის მეურნეობის მოსაწყობად საკარმიდამო მიწის ნაკვეთის უპირატესი მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით; გ) კუთვნილი ავარიული საცხოვრებელი სახლის შეკეთებაში დახმარების გაწევა სახელმწიფოს ხარჯზე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით; დ) საცხოვრებელი ფართობის ქირისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების (წყალი, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანა, გაზი, ელექტროენერგია, რადიო, ტელეფონი, გარდა საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საუბრებისა) ღირებულების გადახდისაგან გათავისუფლება, 1 რომელთა დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეშვეობით; ე) სახელმწიფო და მუნიციპალური ამბულატორიულ-კლინიკური დაწესებულებების მომსახურებით სარგებლობა, ყოველწლიური დინამიური მეთვალყურეობა და სტაციონარული მკურნალობა სახელმწიფოს ხარჯზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად; ვ) აღდგენითი სარეაბილიტაციო-სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად; ზ) შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტებით უზრუნველყოფა; თ) სამკურნალო დაწესებულებებში კბილების პროთეზის (ძვირფასი ლითონების პროთეზის გარდა) უფასოდ დამზადება და შეკეთება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში; ი) წელიწადში ერთხელ სანატორიუმის, დასასვენებელი სახლისა და პროფილაქტორიუმის უფასო საგზურით უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში; კ) ქალაქში სახელმწიფო საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) უფასოდ სარგებლობა, აგრეთვე ქვეყნის შიგნით სარკინიგზო ტრანსპორტით 50 პროცენტის ფასდაკლებით მგზავრობა, რომელთა დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეშვეობით; ლ) სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაკთა რაოდენობის შემცირებისას სამუშაოზე უპირატესი დატოვება სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობის მიუხედავად; მ) ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში უპირატესი მიღება, აგრეთვე პენსიონერთა სოციალური უზრუნველყოფის ტერიტორიულ განყოფილებებში და ბინაზე უპირატესი მომსახურება.“. 4. მე-6 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში უპირატესი მიღება, აგრეთვე პენსიონერთა სოციალური უზრუნველყოფის ტერიტორიულ განყოფილებებში და ბინაზე უპირატესი მომსახურება.“. მუხლი 2. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველომ 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2006 წლის კონვენციის (UN CCRPD) რატიფიცირება, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 12 აპრილს. ჩვენმა ქვეყანამ ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხელშეკრულებასთან მიერთებით აიღო ვალდებულება შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების კონვენციის სტანდარტის შესაბამისად დაცვის თაობაზე. კონვენციის თანამიმდევრული და ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით საქართველოს სახელმწიფომ უკვე გადადგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი და განახორციელა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები: საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტში მიეთითა, რომ „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის;“ 2015 წელს განხორციელდა ქმედუნარიანობის რეფორმა; 2020 წელს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“; 2021 წელს განხორციელდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება და სხვა. ზემოხსენებული ღონისძიებების გატარების მიუხედავად, საქართველოს საკანონმდებლო აქტების კონვენციის სტანდარტებთან დაახლოება კვლავ აქტუალურია, რაც, მათ შორის, იმით არის გამოწვეული, რომ საქართველოს ნორმატიული აქტების დიდი ნაწილი კონვენციის რატიფიცირებამდე არსებობდა. ამდენად, ამ ნორმატიულ აქტებში ასახული ტერმინოლოგია რიგ შემთხვევებში არ შეესაბამება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თანამედროვე ტერმინებსა და სტანდარტებს; კერძოდ, საქართველოს საკანონმდებლო აქტების ნაწილში ჯერ კიდევ გამოიყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული მოძველებული ტერმინები, რომელთა გამოყენებაც აფერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სტერეოტიპების გამყარებისა და სტიგმატიზაციის თავიდან აცილებას. საქართველოს რიგ საკანონმდებლო აქტებში არსებული ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი ხასიათის შეუსაბამობა კონვენციის სტანდარტებთან ქმნის შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მიმართ ღირსების შემლახავი და დისკრიმინაციული მოპყრობის საფრთხეს. აქედან გამომდინარე, კონვენციური ტერმინებისა და სტანდარტების შშმ პირთა მიმართ 1 გამოყენება თანაბარი შესაძლებლობების პრაქტიკაში უზრუნველყოფისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მხრივ კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამრიგად, კანონპროექტი ემსახურება ზემოხსენებული საკითხის მოწესრიგებას და ამ თვალსაზრისით საქართველოს ცალკეულ საკანონმდებლო ნორმებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და ამ ნორმათა დაზუსტებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად ახლებურად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის ნორმებში ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებასა და შინაარსობრივ დაზუსტებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის პირველი მუხლი ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან, ხოლო კანონპროექტის სხვა ნორმები − გამოქვეყნებისთანავე, რადგან, კანონპროექტის ამ ნორმათა არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, კანონპროექტის ამგვარი ამოქმედების ვადების დადგენა; ამასთანავე, სათანადო კანონქვემდებარე აქტების გამოსაცემად მიზანშეწონილია გარკვეული პერიოდის არსებობა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. 2 ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: 3 კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: 4 დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, ზაზა ლომინაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გენრიეტა წიწავა, კახა კახიშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი ხახუბია, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, დავით მათიკაშვილი, ვლადიმერ კახაძე, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია, მერაბ ქვარაია, სალომე ქურასბედიანი, ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი მეზურნიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი. 5