„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/332/10, 31/05/2023), და მისგან გამომდინარე კანონპროექტები; (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი(07-3/332/10, 31/05/2023) გამომდინარე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-05
ბიუროს ნომერი 262
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
(პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ინფორმირებული თანხმობა - თანხმობა, რომელსაც გასცემს პაციენტი
ნებაყოფლობით (მესამე პირების ზეგავლენისგან თავისუფალი) წერილობით,
ვერბალურად, ან სხვა ნებისმიერი არავერბალური ფორმით მისთვის საჭირო
სამედიცინო ჩარევის ჩატარებაზე მას შემდეგ, რაც მისთვის გასაგები ტექნიკური
ენითა და მისაწვდომი ფორმატით მიეწოდება ყველა ინფორმაცია შემდეგ
საკითხებთან დაკავშირებით: ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ამ ჩარევასთან
დაკავშირებული რისკები და სარგებელი; ალტერნატიული ჩარევების
შესაძლებლობები; სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის უფლება და უარის
თქმის სავარაუდო უარყოფითი შედეგები; მეორე აზრის მოძიების უფლება.
კ.ა) ინფორმირებული თანხმობა გულისხმობს ასევე პაციენტის
ნებაყოფლობით და ინფორმირებულ გადაწყვეტილებას, უარი თქვას ამა თუ იმ
მკურნალობის ჩატარებაზე მიუხედავად მოსალოდნელი შედეგისა;
კ.ბ) გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არ მქონე
პაციენტისგან ნებაყოფლობითი და ინფორმირებული თანხმობის მიღება
შესაძლებელია,
მიღებულ
იქნეს
პაციენტის
წარმომადგენლობითი
უფლებამოსილებით აღჭურვილი პირისგან, მხარდაჭერისგან, ოჯახის წევრისგან ან
ასეთის არ არსებობის შემთხვევაში სხვა ნათესავისგან;
კ.გ) მესამე პირისგან მიღებული თანხმობა უნდა ემყარებოდეს პაციენტის
ნებასა და სურვილებს;
კ.დ) პაციენტს, პაციენტის წარმომადგენელს (რომელიც არ არის ოჯახის
წევრი) და ოჯახის წევრს შორის პაციენტის მკურნალობაზე განსხვავებული
მოსაზრების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ყოველთვის პაციენტის ნებასა
და სურვილებს ენიჭება;
კ.ე) წარმომადგენელს (რომელიც არ არის ოჯახის წევრი) და ოჯახის წევრს
შორის პაციენტის მკურნალობაზე განსხვავებული მოსაზრების არსებობის
შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს ეთიკის კომისია კომპლექსურად ყველა
გარემოების შესწავლის შედეგად;
კ.ვ) 7 წლამდე არასრულწლოვანი პაციენტის შემთხვევაში ინფორმირებულ
თანხმობას გასცემს პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი, ბავშვის აზრის
მოსმენისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;
1
კ.ზ) 7-დან 18-წლამდე არასრულწლოვანი პაციენტის შემთხვევაში
ინფორმირებულ თანხმობას გასცემს ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი (ბავშვის
საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით) გადაწყვეტილების მიღების პროცესში
ბავშვის აუცილებელი ჩართულობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით.
წესიდან გამონაკლის წარმოადგენს ის შემთხვევები, რომელიც ცალკე
რეგულირდება კანონმდებლობის შესაბამისად;
კ.თ)
არასრულწლოვანსა
და
მშობელსა
ან/და
სხვა
კანონიერ
წარმომადგენელს შორის განსხვავებული მოსაზრებების არსებობის შემთხვევაში
საკითხს
წყვეტს
ეთიკის
კომისია
ბავშვის
საუკეთესო
ინტერესის
გათვალისწინებით;“;
ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) მყარი ვეგეტატიური მდგომარეობა, ქრონიკული უგონო მდგომარეობა,
რომლისთვისაც დამახასიათებელია სიფხიზლისა და ძილის მონაცვლეობა და,
ამავე დროს, ქცევითი ან თავის ტვინის აქტიურობისათვის დამახასიათებელი
გაცნობიერებული ქმედებების, გარემო გამღიზიანებლებზე და მოვლენებზე
ადეკვატური რეაქციის არარსებობა;“;
გ) „ტ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ1) გადაუდებელი სამედიცინო დახმარება - სამედიცინო დახმარება,
რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, ჯანმრთელობის
მდგომარეობის სერიოზული გაუარესება.“ მყარი ფიზიკური, ფსიქიკური,
ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევა, რომელიც იწვევს შეზღუდული
შესაძლებლობის სტატუსის დადგენას;“;
დ) „ტ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ4) პალიატიური მზრუნველობა − მულტიდისციპლინური მიდგომით
მომსახურება, რომელიც ტკივილისა და სხვა ფიზიკური, ფსიქოსოციალური
საჭიროებების ადრეული გამოვლენის, სწორი შეფასების, მკურნალობის,
ფსიქოსოციალური და სულიერი თანადგომის, ტანჯვის პრევენციისა და
შემსუბუქების
გზით
აუმჯობესებს
ქრონიკული
დაავადების
ან/და
სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადების მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახის
წევრების ცხოვრების ხარისხს;“;
ე) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:
„ქ1) ქმედუნარიანი პაციენტი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12
მუხლით განსაზღვრული პირები;“.
2. მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტის, აგრეთვე ამა
თუ იმ დაავადების მქონე პირის დისკრიმინაციისგან დაცვა სამედიცინო
დახმარების გაწევისას;“.
3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტისთვის (როგორც
სამედიცინო დაწესებულების შიგნით, ისე მის გარეთ) უარი გონივრულ
მისადაგებაზე წარმოადგენს დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის
ნიშნით.
2
4.
სამედიცინო
დაწესებულებაში
დასაქმებული
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირის შრომითი უფლებები, მათ შორის დასაქმების
ადგილზე გონივრული მისადაგების პრინციპის უზრუნველყოფის ვალდებულება
დამსაქმებლის მხრიდან, განისაზღვრება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა
საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების, საქართველოს
კონსტიტუციისა და ეროვნულ დონეზე არსებული შემდეგი ნორმატიული აქტების
შესაბამისად: „საქართველოს შრომის კოდექსის“, საქართველოს კანონის
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, საქართველოს კანონის
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ.“.
4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს მისთვის გასაგები და
მისაწვდომი ფორმით მიიღოს ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია, აგრეთვე,
მოიძიოს მეორე აზრი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გარდა ამ
კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
5. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამკურნალო, დიაგნოსტიკურ, სარეაბილიტაციო, პროფილაქტიკურ და
პალიატიური
მზრუნველობის
პროცესებში
პაციენტის
მონაწილეობის
აუცილებელი პირობაა ზეპირი, წერილობითი, ან სხვა სახის არავერბალური
ფორმით გამოხატული ინფორმირებული თანხმობა. სამედიცინო ჩარევების
ჩამონათვალი, რომელთა ჩატარებისთვის აუცილებელია წერილობითი თანხმობა,
განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამედიცინო განათლების პროცესში პაციენტის მონაწილეობის
აუცილებელი პირობაა ზეპირი, ან სხვა არავერბალური ფორმით მიცემული
ინფორმირებული თანხმობა.“.
6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11
მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის
არმქონე პაციენტისათვის სამედიცინო ჩარევის ჩატარება, სამედიცინო
განათლებისა და სამეცნიერო კვლევის პროცესში მისი ჩართვა დასაშვებია მხოლოდ
პაციენტის მიერ წარსულში (როცა მას ჰქონდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების
მიღების უნარი) განცხადებული ნების გათვალისწინებით, ან მხარდამჭერის
ჩართულობით (სასამართლოს გადაწყვეტილებით მიღებულ ფარგლებში), ხოლო
ასეთი ნების არარსებობისას – პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის ან/და
ოჯახის წევრის, ან ასეთის არ არსებობისას ნათესავის, ან/და ემოციური კავშირის
მქონე მეგობრის ინფორმირებული თანხმობით.“.
7. 52-ე მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3
„გ) მიღებულია პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების ან მის მიერ
გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში პაციენტის წარმომადგენლის, ან/და ოჯახის წევრის, ან, ასეთის არ არსებობის
შემთხვევაში, ნათესავის ან/და ემოციური კავშირის მქონე მეგობრის წერილობითი
ინფორმირებული თანხმობა;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსი „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) თუ ინფორმირებული თანხმობის გამცემი პირი თავისი შეზღუდული
შესაძლებლობიდან გამომდინარე ვერ ახერხებს წერილობითი ფორმით
ინფორმირებული თანხმობის გაცემას, მისგან ინფორმირებული თანხმობა
შესაძლებელია ვერბალური ან არავერბალური ფორმით იქნეს აღებული შესაბამისი
ვიდეო ჩანაწერის გაკეთების გზით. გაკეთებული ვიდეო ჩანაწერი შეინახება
კანონმდებლობის დაცვით და მის შესაბამისად.“
8. 68-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 68
სახელმწიფო ხელს უწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევის მქონე
პირთათვის სამედიცინო და სოციალურ დახმარებას.“.
9. 69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 69
ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევის მქონე პირთა უფლებებისა და
ინტერესების დაცვა, ასევე, მათთან მომუშავე სამედიცინო მუშაკთა და მათთან
უშუალო კავშირის მქონე პირთა უფლებები და მოვალეობები წესრიგდება
„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
10. 110-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 110
მხარდაჭერის მიმღები შეიძლება იყოს სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის
ობიექტი ამ კანონის 108-ე მუხლში მოცემული პირობებით, თუ იგი არ გამოხატავს
რაიმე წინააღმდეგობას და მან მიიღო შესაბამისი მხარდაჭერა. მცირეწლოვანი
შეიძლება იყოს სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის ობიექტი ამ კანონის 108-ე
მუხლში მოცემული პირობებით, თუ იგი არ გამოხატავს რაიმე წინააღმდეგობას და
მიღებულია მშობლის/მშობლების ან ასეთი არ არსებობის შემთხვევაში მისი სხვა
ნათესავის ინფორმირებული თანხმობა.“.
11. 148-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტერმინალურ სტადიაში მყოფ ქმედუნარიან, გაცნობიერებული
გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე ავადმყოფს უფლება აქვს უარი
განაცხადოს სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელ ან პალიატიურ
მკურნალობაზე ან/და პალიატიურ მზრუნველობაზე.“.
12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1544 მუხლი:
„მუხლი 1544
4
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კანონის ამოქმედებიდან 2
წლის ვადაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს
კანონის შშმ პირთა უფლებების შესახებ შესაბამისად, შეიმუშაოს და დაამტკიცოს
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გონივრული მისადაგების ერთიანი სტანდარტის
დანერგვის მიზნით შესაბამისი ინსტრუქცია ჯანმრთელობის დაცვის სფეროს
ყველა ტიპის სახელმწიფო ორგანოსთვის, თუ კერძო ორგანიზაციისთვის. ასევე,
ნებისმიერი ფორმის, თუ ტიპის სამედიცინო მომსახურების გამწევი
დაწესებულებისთვის.“.
მუხლი 2. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა 2024 წლის 1
იანვრამდე უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
5
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველომ 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა გაეროს შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2006 წლის კონვენციის (UN CCRPD)
რატიფიცირება, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 12 აპრილს. ჩვენმა ქვეყანამ ამ
უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხელშეკრულებასთან მიერთებით აიღო
ვალდებულება შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების კონვენციის სტანდარტის
შესაბამისად დაცვის თაობაზე. კონვენციის თანამიმდევრული და ეფექტიანი
იმპლემენტაციის მიზნით საქართველოს სახელმწიფომ უკვე გადადგა არაერთი
ქმედითი ნაბიჯი და განახორციელა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები:
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტში მიეთითა, რომ
„სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის;“ 2015 წელს
განხორციელდა ქმედუნარიანობის რეფორმა; 2020 წელს მიღებულ იქნა
საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
შესახებ“; 2021 წელს განხორციელდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება და სხვა.
ზემოხსენებული ღონისძიებების გატარების მიუხედავად, საქართველოს
საკანონმდებლო აქტების კონვენციის სტანდარტებთან დაახლოება კვლავ
აქტუალურია, რაც, მათ შორის, იმით არის გამოწვეული, რომ საქართველოს
ნორმატიული აქტების დიდი ნაწილი კონვენციის რატიფიცირებამდე არსებობდა.
ამდენად, ამ ნორმატიულ აქტებში ასახული ტერმინოლოგია რიგ შემთხვევებში არ
შეესაბამება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თანამედროვე
ტერმინებსა და სტანდარტებს; კერძოდ, საქართველოს საკანონმდებლო აქტების
ნაწილში ჯერ კიდევ გამოიყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან
დაკავშირებული მოძველებული ტერმინები, რომელთა გამოყენებაც აფერხებს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სტერეოტიპების გამყარებისა
და სტიგმატიზაციის თავიდან აცილებას. საქართველოს რიგ საკანონმდებლო
აქტებში არსებული ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი ხასიათის შეუსაბამობა
კონვენციის სტანდარტებთან ქმნის შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მიმართ
ღირსების შემლახავი და დისკრიმინაციული მოპყრობის საფრთხეს. აქედან
გამომდინარე, კონვენციური ტერმინებისა და სტანდარტების შშმ პირთა მიმართ
გამოყენება თანაბარი შესაძლებლობების პრაქტიკაში უზრუნველყოფისა და
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მხრივ კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
1
ამრიგად, კანონპროექტი ემსახურება ზემოხსენებული საკითხის მოწესრიგებას და
ამ თვალსაზრისით საქართველოს ცალკეულ საკანონმდებლო ნორმებში არსებული
ხარვეზების აღმოფხვრასა და ამ ნორმათა დაზუსტებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად ახლებურად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში
აღნიშნული საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამის ნორმებში ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებასა და
შინაარსობრივ დაზუსტებას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის პირველი მუხლი ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან, ხოლო
კანონპროექტის სხვა ნორმები − გამოქვეყნებისთანავე, რადგან, კანონპროექტის ამ
ნორმათა არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, კანონპროექტის ამგვარი
ამოქმედების ვადების დადგენა; ამასთანავე, სათანადო კანონქვემდებარე აქტების
გამოსაცემად მიზანშეწონილია გარკვეული პერიოდის არსებობა. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
2
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
3
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
4
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი,
მიხეილ სარჯველაძე, ზაზა ლომინაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გენრიეტა წიწავა, კახა
კახიშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ირაკლი შატაკიშვილი,
გიორგი ხახუბია, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, დავით მათიკაშვილი,
ვლადიმერ კახაძე, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია, მერაბ
ქვარაია, სალომე ქურასბედიანი, ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი
მეზურნიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი.
5