„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.06.2023
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი; სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/304/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-03
ბიუროს ნომერი 275

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი იმ კომერციულ ბანკზე, რომლის გადახდისუნარიანობა საეჭვოა, მათ შორის, რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე. ამ პუნქტით განსაზღვრული სესხი შეიძლება გაიცეს მხოლოდ შემდეგი პირობების ერთდროულად დაკმაყოფილების შემთხვევაში: ა) სესხისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი გადასახდელები, მათ შორის, პირგასამტეხლო; ბ) სესხი უნდა გაიცეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღის ვადით, რომელიც გამონაკლის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღით. თუ ფინანსური კრიზისი არ აღმოფხვრილა ან შეიძლება სრულად არ აღმოიფხვრას ამ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია სესხი გასცეს ან მისი ვადა გაახანგრძლივოს ამ ქვეპუნქტით დადგენილზე მეტი ვადით; გ) კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელი უნდა იყოს ადეკვატური რეკაპიტალიზაციის/რეზოლუციის პირობებში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი გეგმით, რომელიც, მათ შორის, მოიცავს დაფინანსების გეგმას; დ) სესხი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიით. ამასთანავე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის წარმოდგენა; ე) ამ პუნქტის შესაბამისად გაცემული სესხის მიმღებ კომერციულ ბანკს ეროვნულმა ბანკმა დამატებითი მოთხოვნები უნდა დაუწესოს.“. 2. 554 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რეზოლუციის პროცესის დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გასცემს დროებით სახელმწიფო დაფინანსებას, თუ ეს აუცილებელია ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, სარეზოლუციო ფონდში საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკების და უცხოური ბანკების ფილიალების მიერ წინასწარი შენატანების ფარგლებში აკუმულირებული თანხები საკმარისი არ არის/არ იქნება და დაფინანსების არასახელმწიფო წყაროდან მოძიება შეუძლებელია ან ასეთი დაფინანსება საკმარისი არ არის/არ იქნება. დროებითი სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება გაიცეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქციონერები და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37 12 მუხლის 102 პუნქტის „ლ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კრედიტორები ლიკვიდაციისას დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობის საპირისპირო მიმდევრობით მიიღებენ პირველად ზარალს, რეზოლუციის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით.“; ბ) მე-6-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებს განუსაზღვრავენ შესაბამისი შენატანების განხორციელების ვალდებულებას მათი სარეზოლუციო ფონდში გადარიცხვის გზით. აღნიშნული შენატანი თითოეული საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკისთვის და უცხოური ბანკის ფილიალისთვის ობიექტური და პროპორციული კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება. პროპორციულობის კრიტერიუმი გულისხმობს შენატანის იმ ვალდებულებების პროპორციულად განხორციელებას, რომლებიც არ მოიცავს ისეთ ვალდებულებას, რომელიც იმავდროულად არის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი ან დაზღვეული დეპოზიტი. ობიექტურობის კრიტერიუმი მოიცავს კომერციული ბანკის რისკის პროფილს. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შენატანის დაკისრების კრიტერიუმები და შენატანის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის ერთობლივი სამართლებრივი აქტით, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად დაადგენს: შენატანის დაკისრების საფუძვლებს, გამონაკლისებს, რისკის პროფილის ელემენტებს, შენატანის ზედა ზღვარს, მისი განხორციელების პერიოდულობასა და ვადებს. შენატანის ზედა ზღვარი დგინდება იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ შენატანის განხორციელება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს კომერციული ბანკის ლიკვიდურობას ან გადახდისუნარიანობას.“. 3. 555 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 555. სარეზოლუციო ფონდი 1. რეზოლუციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით ეროვნული ბანკი ხსნის ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრულ ანგარიშს − სარეზოლუციო ფონდს. 2. ეროვნული ბანკი საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკსა და უცხოური ბანკის ფილიალს განუსაზღვრავს სარეზოლუციო ფონდში შესაბამისი წინასწარი შენატანის განხორციელების ვალდებულებას. აღნიშნული წინასწარი შენატანი თითოეული საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკისთვის და უცხოური ბანკის ფილიალისთვის ობიექტური და პროპორციული კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება. პროპორციულობის კრიტერიუმი გულისხმობს წინასწარი შენატანის იმ ვალდებულებების პროპორციულად განხორციელებას, რომლებიც არ მოიცავს ისეთ ვალდებულებას, რომელიც იმავდროულად არის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი ან დაზღვეული დეპოზიტი. ობიექტურობის კრიტერიუმი მოიცავს კომერციული ბანკის რისკის პროფილს. 3. წინასწარი შენატანის დაკისრების კრიტერიუმები და წინასწარი შენატანის განხორციელების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად დაადგენს: წინასწარი შენატანის დაკისრების საფუძვლებს, გამონაკლისებს, რისკის პროფილის ელემენტებს, წინასწარი შენატანის ზედა ზღვარს, მისი განხორციელების პერიოდულობასა და ვადებს. წინასწარი შენატანის ზედა ზღვარი დგინდება იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ წინასწარი შენატანის განხორციელება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს კომერციული ბანკის ლიკვიდურობას ან გადახდისუნარიანობას. 4. სარეზოლუციო ფონდში ირიცხება საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკის ფილიალის წინასწარი შენატანები, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების შემთხვევაში, ამ დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით განხორციელებული შენატანები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გასაცემი სესხები, გარანტიები და გრანტები, სარეზოლუციო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებით მიღებული შემოსავლები, აგრეთვე, სხვა წყაროებიდან მიღებული ფინანსური სახსრები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში. სარეზოლუციო ფონდის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული გარანტია. 5. სარეზოლუციო ფონდში ჩარიცხული ფინანსური სახსრები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, მათ შორის, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე ან დროებით ბანკზე სესხის ან გარანტიის გაცემის, კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან დროებითი ბანკის ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევაში, გადაცემულ ვალდებულებებსა და აქტივებს შორის სხვაობის ანაზღაურების მიზნით, აგრეთვე, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3710 მუხლის მე-12 პუნქტის ან/და იმავე კანონის 3711 მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის. საჭიროების შემთხვევაში სესხი ან/და გარანტია შეიძლება გაიცეს კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან შერწყმის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების ფარგლებში კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების შემძენ სუბიექტზე. სარეზოლუციო ფონდში ჩარიცხული ფინანსური სახსრები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასევე, რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ლიკვიდობის გაუმჯობესებისთვის, რეზოლუციის პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარჯების, მათ შორის, სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებასთან და აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად. 6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკსა და უცხოური ბანკის ფილიალს დროებით შეუჩეროს სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანების განხორციელების ვალდებულება, თუ მათ მიერ ხდება დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყენებული ფულადი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით სარეზოლუციო ფონდში შენატანების განხორციელება ამ დაფინანსების სრულ დაფარვამდე. 7. სარეზოლუციო ფონდში საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკის ფილიალის წინასწარი შენატანებით აკუმულირებულმა თანხებმა უნდა მიაღწიოს სარეზოლუციო ფონდის მიზნობრივ ოდენობას, რომელიც „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 3%-ს შეადგენს. 8. საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკი და უცხოური ბანკის ფილიალი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანი არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა ამ კანონისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 9. სარეზოლუციო ფონდს ადმინისტრირებას უწევს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სარეზოლუციო ფონდი ადმინისტრირებისთვის გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს. ეროვნული ბანკი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო პასუხს არ აგებს სარეზოლუციო ფონდის გამოყენებიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე. დაუშვებელია სარეზოლუციო ფონდის აქტივების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვების, მათ შორის, გირავნობის, ყადაღის ან/და აღსრულების გამოყენება. 10. ეროვნული ბანკი ვალდებულია სარეზოლუციო ფონდის ფინანსური ანგარიშგება მოამზადოს ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშგებებისგან დამოუკიდებლად. სარეზოლუციო ფონდის ფინანსური ანგარიშგება უნდა შეამოწმოს დამოუკიდებელმა აუდიტორმა. სარეზოლუციო ფონდის აქტივების ღირებულება უნდა აღირიცხოს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. 11. სარეზოლუციო ფონდის შექმნისა და სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანების განხორციელების შედეგად აკუმულირებული ფულადი სახსრების ადმინისტრირების საკითხები განისაზღვრება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. ამ სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს, აგრეთვე, სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანების განხორციელების შედეგად არსებული თანხების ინვესტირების საკითხები. ხოლო სარეზოლუციო ფონდში დროებითი სახელმწიფო დაფინანსების, აგრეთვე, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყენებული ფულადი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით განხორციელებული შენატანების ადმინისტრირებისა და ინვესტირების საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 554 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი სამართლებრივი აქტით. ამ ერთობლივი სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე გარკვეული ტრანზაქციებისთვის აუცილებელი თანხმობის მიღების, მათი ანგარიშგების მოთხოვნების დადგენის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ აღნიშნული თანხების გამოთხოვის წესები. 12. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მისგან მოითხოვოს და მიიღოს სარეზოლუციო ფონდთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური).“. მუხლი 2. 1. საქართველოში ლიცენზირებულმა კომერციულმა ბანკმა და უცხოური ბანკის ფილიალმა ამ ორგანული კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ორგანული კანონის 555 მუხლითა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წინასწარი შენატანის პირველი გადახდა უზრუნველყონ არაუგვიანეს 2025 წლის 15 თებერვლისა. 2. სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანებით აკუმულირებული თანხები 2033 წლამდე შეიძლება იყოს სარეზოლუციო ფონდის მიზნობრივ ოდენობაზე ნაკლები. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაახანგრძლივოს ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადა, თუ ვადის დადგომამდე გაიზარდა დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალური ოდენობა (ზღვარი) ან/და სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული თანხები გამოყენებულ იქნა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაზღვეული დეპოზიტების არანაკლებ 0.5%-ის ოდენობით. 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს ამ ორგანული კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის გამოცემა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სამართლებრივ აქტ(ებ)ში ცვლილებების განხორციელება. 4. ამ კანონის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უზრუნველყონ ამ ორგანული კანონით გათვალისწინებულ ერთობლივ სამართლებრივ აქტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს ფინანსური სექტორი გარკვეული პერიოდულობით ფასდება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) ერთობლივი მისიის მიერ "ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის" (FSAP) ფარგლებში. აღნიშნული, როგორც წესი, მოიცავს ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და სიჯანსაღის, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმების, განვითარებისა და ზრდის პერსპექტივების შეფასებასა და, ეროვნული ბანკის საზედამხედველო და რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომი განვითარებისა და დახვეწის კუთხით, რეკომენდაციებს. საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლიდან მოყოლებული აქტიურად განაგრძობს კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს იმპლემენტაციაზე მუშაობას, რა დროსაც ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან. კანონპროექტის შემუშავება ძირითადად განპირობებულია იმით, რომ 2022 წელს IMF ტექნიკური დახმარების მისიის ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაციები გაჯანსაღებისა და რეზოლუციის მიმართულებით ყველა ძირითად საკითხზე, მათ შორის, სარეზოლუციო ფონდთან დაკავშირებით. IMF-ის მიერ შემუშავდა პრაქტიკული რეკომენდაციები როგორც ეროვნული ბანკის, ისე სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და საქართველოს წარმოადგენდა ფინანსთა საფინანსო სამინისტროს სისტემის წარმომადგენლებისთვის. კრიზისის დროს, ერთ-ერთ რეზოლუციის რეკომენდაციას მიზნების ეფექტური განხორციელებისთვის, სარეზოლუციო ფონდში წინასწარ აკუმულირებულიყო ფულადი სახსრები, რომელთაც საბანკო სექტორი უზრუნველყოფდა წინასწარი შენატანებით. ამასთანავე, დამატებით, მსოფლიო ბანკის გუნდმა, მისიის ფარგლებში, ჩაატარა რეზოლუციის სიმულაცია. სიმულაციის ფარგლებში შემოწმდა ფინანსური კრიზისისადმი მზაობა და გაიცა პრაქტიკული რეკომენდაციები. ერთ-ერთი რეკომენდაცია ითვალისწინებს რეზოლუციის მიზნებისთვის სარეზოლუციო ფონდის შევსებას კომერციული ბანკების მიერ წინასწარი შენატანების განხორციელებით, რაც ხელს შეუწყობს საფინანსო სექტორის კრიზისის დროს ფინანსურ სახსრებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ფინანსურ სისტემას გრძელვადიან სიცოცხლისუნარიანობასა და სტაბილურობას შეუნარჩუნებს. დღეს არსებული რეზოლუციის ჩარჩო ფინანსური კრიზისისა და შოკების დროს მოიაზრებს ფინანსთა სამინისტროს მიერ საფინანსო სექტორის ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებას დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, მათ შორის, დაფინანსების სარეზოლუციო ფონდის სასარგებლოდ გამოყოფას. დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის შემდგომი ანაზღაურების მიზნით კი კომერციულ ბანკებს განესაზღვრებათ სარეზოლუციო ფონდში შესაბამისი შენატანების განხორციელების ვალდებულება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამ მიდგომით, კრიზისის დროს სახელმწიფო ბიუჯეტზე ფინანსური წნეხი მნიშვნელოვნად იზრდება, რაც საერთო ჯამში უარყოფით ეფექტს ქმნის ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგრადობაზე. მაღალია ალბათობა, რომ ფინანსური სექტორის არასტრაბილურობის მიზეზი იყოს ზოგადად ეკონომიკური შოკი, რომლის მიმართ ფისკალური სექტორიც მოწყვლადია. ამ დროს სახელმწიფო ვალის დონე და მისი ზრდა გამოწვევა გახდება. ასევე, სტრესის შემდგომ ახლო პერიოდში კომერციულ ბანკებს გაუჭირდებათ მსხვილი „Ex-post“ კონტრიბუციების გაღება გაწეული სახელმწიფო დაფინანსების ასანაზღაურებლად. ზემოაღნიშნული რისკების შესამსუბუქებლად და კრიზისის მიმართ მზაობისთვის, სარეზოლუციო ფონდში წინასწარ თანხების აკუმულირება კომერციული ბანკების მიერ შენატანების განხორციელებით, წარმოადგენს საფინანსო სისტემისთვის ერთგვარ დამხმარე მექანიზმს. ეს არ გამორიცხავს რეზოლუციის მიზნებისთვის დროებითი სახელმწიფო დაფინანსების მოთხოვნის შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული თანხები ფინანსური კრიზისის დროს არ იქნება საკმარისი რეზოლუციის პროცესის დასაფინანსებლად. აღსანიშნავია, აგრეთვე, ევროკომისიის შეფასება, მათ შორის, საფინანსო სისტემის მიმართულებით, სადაც სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს საფინანსო სისტემა შედარებით ნეგატიურად შეფასდა საფინანსო კრიზისის დროს ფინანსურ სახსრებზე ნაკლები ხელმისაწვდომობის გამო, რაც, მათ შორის, გამოწვეულია სარეზოლუციო ფონდში ფულადი სახსრების წინასწარ არარსებობით და განგვასხვავებს ევროკავშირში მოქმედი რეგულირებებისგან. შესაბამისად, ეს საკანონმდებლო ცვლილება მნიშვნელოვანია ევროკავშირის პრაქტიკასა და ბაზართან შემდგომი დაახლოების მიზნებისთვისაც. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2023 წელს, მსოფლიოში, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საფინანსო სისტემაში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ, გაკოტრებულმა ბანკებმა და მათ მიერ შექმნილმა ფინანსურმა რისკებმა, კიდევ უფრო მეტად ცხადყო რეზოლუციის ჩარჩოს ეფექტიანად მუშაობისა და აღსრულების მნიშვნელოვნება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმისათვის, რომ დავუახლოვდეთ ევროპულ კანონმდებლობასა და პრაქტიკას, აგრეთვე, განვავითაროთ რეზოლუციის ჩარჩო მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული რეკომენდაციებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და რეზოლუციის მიზნებისთვის თანდათანობით მობილიზდეს ფულადი სახსრები, აუცილებელია სარეზოლუციო ფონდის შევსება მოხდეს კომერციული ბანკების მხრიდან წინასწარი შენატანების განხორციელებით, რითაც შესაძლებელი იქნება საბანკო სექტორში რისკების მართვის კულტურის ამაღლება, ფინანსურ კრიზისზე ადრეული რეაგირება, კრიტიკული საბანკო ფუნქციების განგრძობითობის უზრუნველყოფა და სისტემურ დონეზე ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება. ამ მიზნებს ემსახურება საკანონმდებლო ცვლილება, რამდენადაც რეზოლუციასთან, მათ შორის, სარეზოლუციო ფონდთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი საკითხები საკანონმდებლო აქტითაა მოწესრიგებული. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით გათვალისწინებული, სარეზოლუციო ფონდთან დაკავშირებული ცვლილებები, კერძოდ, რეზოლუციის მიზნებისთვის, დროებით სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად, აღნიშნული ფონდის წინასწარი შენატანებით შევსება გაზრდის ფინანსური კრიზისის დროს ფინანსურ სახსრებზე ხელმისაწვდომობას, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება რეზოლუციის პროცესს. კანონპროექტის მიღება განამტკიცებს რეზოლუციის ჩარჩოს, მისი რეგულირებისა და პროცესის ეფექტიანად წარმართვის კუთხით, რაც საბოლოოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში, დადებითად აისახება ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე. სარეზოლუციო ფონდში გაჩნდება ფულადი სახსრები, რომელიც რეზოლუციის განმახორციელებელ ორგანოს საშუალებას მისცემს სწრაფად და ეფექტურად წარმართოს რეზოლუციის პროცესი. საბოლოოდ, კი, ფინანსურ სისტემას გრძელვადიან სიცოცხლისუნარიანობასა და სტაბილურობას შეუნარჩუნებს. აღნიშნული, ასევე, დადებითად აისახება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედი რედაქციით, რომელიც ეხება ბოლო ინსტანციის კრედიტორს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი იმ კომერციულ ბანკზე, რომლის გადახდისუნარიანობა საეჭვოა. ვინაიდან გადახდისუნარიანობის საეჭვოობის საკითხი შესაძლებელია დადგეს რეზოლუციის პროცესშიც, რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზეც, ორგანული კანონის ახალი რედაქცია აზუსტებს და ნათლად აყალიბებს, ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას განსაკუთრებულ შემთხვევაში ბოლო ინსტანციის სესხი გასცეს იმ კომერციულ ბანკზე, რომლის გადახდისუნარიანობა საეჭვოა, მათ შორის, რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზეც. ორგანული კანონის 554 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გასცემს დროებით სახელმწიფო დაფინანსებას, თუ დაფინანსების გაცემა აუცილებელია ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და დაფინანსების არასახელმწიფო წყაროდან მოძიება შეუძლებელია ან ასეთი დაფინანსება საკმარისი არ არის/არ იქნება. ვინაიდან, ეროვნული ბანკი ex-post (დროებითი სახელმწიფო დაფინანსება) მიდგომის პარალელურად, პრაქტიკაში ამკვიდრებს წინასწარი შენატანების (ex-ante) მიდგომასაც, რეზოლუციის პროცესის დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გასცემს დროებით სახელმწიფო დაფინანსებას, თუ ეს აუცილებელია ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და თუ სარეზოლუციო ფონდში კომერციული ბანკების და უცხოური ბანკების ფილიალების მიერ წინასწარი შენატანების (ex-ante) ფარგლებში აკუმულირებული თანხები არ არის/არ იქნება საკმარისი და დაფინანსების არასახელმწიფო წყაროდან მოძიება შეუძლებელია ან ასეთი დაფინანსება საკმარისი არ არის/არ იქნება. ამასთან, მე-6 პუნქტში ზუსტდება რომ ex-post შენატანები ეხება საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებს და ასევე უცხოური ბანკების ფილიალებს. ასევე მე-7 პუნქტში დაზუსტების სახით ემატება მითითება ამ მუხლის მე6 პუნქტით განსაზღვრულ (ex post) შენატანებზე. კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება ორგანული კანონის 555 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანების განხორციელების, სარეზოლუციო ფონდში ჩარიცხული თანხების გამოყენების, კომერციული ბანკების მიერ ex post შენატანების განხორციელების შემთხვევაში წინასწარი შენატანების შეჩერების, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსგან ინფორმაციის გამოთხოვის, სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებისა და სხვა საკითხებს. ამასთან, ამავე მუხლში განხორციელებული ცვლილებით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება სარეზოლუციო ფონდი ადმინისტრირებისთვის გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს. კანონმდებლობის მიხედვით, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო მართავს დეპოზიტების დაზღვევის ფონდს, ასევე აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის პროცესის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი და სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობენ. ამასთანავე, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს კომერციული ბანკების მხრიდან მსგავსი სახის შენატანების მობილიზების, კონტროლისა და მართვის შესაბამისი გამოცდილება უკვე აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირების სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოზე გადაცემის უფლებამოსილების შესაძლებლობით, მნიშვნელოვნად გამარტივდება და ეფექტიანი გახდება რეზოლუციის რეჟიმის წარმოება. დამატებით, ორგანული კანონის 555 მუხლის ახალი რედაქციით განისაზღვრება, რომ სარეზოლუციო ფონდში კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების წინასწარი შენატანებით აკუმულირებულმა თანხებმა უნდა მიაღწიოს სარეზოლუციო ფონდის მიზნობრივ ოდენობას, რომელიც „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 3%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ევროპული ჩარჩოს მიხედვით, სარეზოლუციო ფონდის მიზნობრივი ოდენობა დაზღვეული დეპოზიტების 1%-ს შეადგენს, თუმცა დაზღვეული დეპოზიტების ლიმიტი 100 000 ევროთია განსაზღვრული. ფუნქციურად მეტნაკლებად ექვივალენტური ფონდის შესაქმნელად, მიზნობრივი ოდენობა განისაზღვრა 3% ით, რაც შესაბამისობაშია საქართველოს მსგავსი ქვეყნების პრაქტიკასთან. კანონპროექტით, სარეზოლუციო ფონდის შექმნის და ex ante შენატანების ადმინისტრირებასთან, მათ შორის, ინვესტირებასთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, ხოლო ex post შენატანებთან დაკავშირებით სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირების თემები კვლავ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი სამართლებრივი აქტით იქნება მოწესრიგებული. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებს, რომელთა შესაბამისად:  კომერციულმა ბანკებმა და უცხოური ბანკების ფილიალებმა ორგანული კანონის 555 მუხლითა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირველადი შენატანის გადახდა უნდა უზრუნველყონ არაუგვიანეს 2025 წლის 15 თებერვლისა;  სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანებით აკუმულირებული თანხები 2033 წლამდე შეიძლება იყოს სარეზოლუციო ფონდის მიზნობრივ ოდენობაზე ნაკლები. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაახანგრძლივოს აღნიშნული ვადა იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადის დადგომამდე გაიზარდა დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალური ოდენობა (ზღვარი) ან/და გამოყენებულ იქნა სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული თანხები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაზღვეული დეპოზიტების არანაკლებ 0.5%-ის ოდენობით;  კანონის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ამ ორგანული კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის გამოცემა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამართლებრივ აქტ(ებ)ში ცვლილებების განხორციელება;  კანონის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა უზრუნველყონ ამ ორგანული კანონით გათვალისწინებულ ერთობლივ სამართლებრივ აქტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფა, იმ შემთხვევაში, თუ დაიწყება კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის პროცესი, სარეზოლუციო ფონდში საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკების და უცხოური ბანკების ფილიალების მიერ წინასწარი შენატანების ფარგლებში აკუმულირებული თანხები საკმარისი არ იქნება და დაფინანსების არასახელმწიფო წყაროდან მოძიება შეუძლებელია ან ასეთი დაფინანსება საკმარისი არ იქნება და, შესაბამისად, დადგება დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გამოყენების საჭიროება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია, რომ რეზოლუციის პროცესის დასრულების შემდეგ, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების დაფარვა განხორციელდება საბანკო სექტორის მიერ. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იმ შემთხვევაში, თუ დაიწყება კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის პროცესი, სარეზოლუციო ფონდში საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკების და უცხოური ბანკების ფილიალების მიერ წინასწარი შენატანების ფარგლებში აკუმულირებული თანხები საკმარისი არ იქნება და დაფინანსების არასახელმწიფო წყაროდან მოძიება შეუძლებელია ან ასეთი დაფინანსება საკმარისი არ იქნება და, შესაბამისად, დადგება დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გამოყენების საჭიროება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია, რომ რეზოლუციის პროცესის დასრულების შემდეგ, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების დაფარვა განხორციელდება საბანკო სექტორის მიერ. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებს, წარმოდგენილი კანონპროექტით უწესდებათ გარკვეული ფინანსური სახსრების აკუმულირების ვალდებულება სარეზოლუციო ფონდში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შედეგად ჩამოყალიბდება სრულყოფილი და მძლავრი რეზოლუციის ჩარჩო, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში, ფინანსურ სისტემას სიცოცხლისუნარიანობასა და სტაბილურობას შეუნარჩუნებს, დაიცავს და გააძლიერებს საზოგადოების ნდობას ფინანსური სისტემის მდგრადობის მიმართ. გამომდინარე იქიდან, რომ კომერციული ბანკები სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურებას უწევენ მოქალაქეებს, ბიზნესსა და ზოგადად ეკონომიკას, საჭიროა არსებობდეს მძლავრი მექანიზმი, რომელიც დაიცავს საჯარო ინტერესებს სწრაფი და ეფექტური გზით. იმის გათვალისწინებით, რომ 2023-2024 წლებში, კომერციულ ბანკებს, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გამომდინარე გარკვეულწილად ეზრდებათ ხარჯები, კომერციულ ბანკებზე დამატებითი წნეხისგან თავის არიდებისთვის, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ სარეზოლუციო ფონდში წინასწარ შენატანებთან დაკავშირებული მოთხოვნა, რომელიც აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარეობს, ძალაში შევიდეს 2025 წლიდან და მიზნობრივ მაჩვენებელს მიაღწიოს 2033 წლამდე. კანონპროექტის მიღება დადებითად იმოქმედებს კომერციული ბანკის კრედიტორებზე, ვინაიდან რეზოლუციის ჩარჩოს ფუნდამენტურ მიზანს, სხვა მიზნებთან ერთად, კრედიტორთა ინტერესების დაცვა წარმოადგენს. დამკვიდრებული პრინციპის მიხედვით, კრედიტორებმა არ უნდა იზარალონ იმაზე მეტად, ვიდრე ისინი იზარალებდნენ ლიკვიდაციის დროს. ამის მიღწევა კი მხოლოდ სრულყოფილი რეზოლუციისა და მისი ინსტრუმენტების საშუალებით მიიღწევა. იმ შემთხვევაში თუ სარეზოლუციო ფონდი ადმინისტრირებისთვის გადაეცემა სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, აღნიშნულიდან გამომდინარე შესაძლოა გაიზარდოს სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ გასაწევი ადმინისტრაციული ხარჯები. აღნიშნული ხარჯების დაფინანსება განხორციელდება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება სხვა ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში“ ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.