„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტიდან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07-2/304/10; 28.06.2023) მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროს ნომერი 275
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003,
27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის „ლ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ1) კომერციული ბანკის ფუნქციონირების გაგრძელების მიზნით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ან სარეზოლუციო
ფონდში აკუმულირებული სხვა ფულადი სახსრების გამოყენების ან იმავე კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული ეროვნული ბანკის ბოლო ინსტანციის სესხის საჭიროება;“.
2. 374 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დროებითი სახელმწიფო დაფინანსების განხორციელებამდე ან/და სარეზოლუციო ფონდში
აკუმულირებული სხვა ფულადი სახსრების გამოყენებამდე ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ
დადგენილი პირობებით კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ჩვეულებრივი აქციების გამოშვება შესაბამისი
კაპიტალის ინსტრუმენტების მფლობელთა მიერ მათ შესაძენად.“.
3. 3710 მუხლის:
ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით
რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოსაყენებლად ეროვნული ბანკი განსაზღვრავს იმ საზედამხედველო
კაპიტალის ოდენობას, რომელიც საჭიროა ამ კომერციული ბანკის პირველადი ძირითადი კაპიტალის
დადგენილი კოეფიციენტის დასაცავად, ხოლო დროებითი ბანკის შემთხვევაში − კაპიტალის დადგენილი
კოეფიციენტის დასაცავად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზედამხედველო კაპიტალის
ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული
ფულადი სახსრების ოდენობა, საჭიროების შემთხვევაში - დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა და
კომერციული ბანკის/დროებითი ბანკის მიმართ ნდობის აღდგენისა და კომერციული ბანკის/დროებითი ბანკის
სალიცენზიო მოთხოვნებთან მინიმუმ მომდევნო 1 წლის განმავლობაში შესაბამისობისათვის აუცილებელი
რესურსები.“;
ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით
რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენების შედეგად ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული
შესაბამისობა მიღწეული ვერ იქნა, რეზოლუციის დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული, სარეზოლუციო ფონდში
აკუმულირებული სხვა ფულადი სახსრების გამოყენებით ან/და დროებითი სახელმწიფო დაფინანსებით.
ზემოაღნიშნული შეიძლება განხორციელდეს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი ფორმით:
ა) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის ნულამდე დაყვანის მიზნით
სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული სხვა ფულადი სახსრებით ანაზღაურდება ის ზარალი, რომელიც ამ
მუხლით გათვალისწინებული ინსტრუმენტის გამოყენებით ვერ ანაზღაურდა; თუ სარეზოლუციო ფონდში
ზემოაღნიშნული ფულადი სახსრები საკმარისი არ არის/არ იქნება, ზარალი ანაზღაურდება საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს მიერ, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, სარეზოლუციო ფონდის
საშუალებით;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეიძენს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციებს ან
საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტებს.“.
4. 3712 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და
დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების/გარიგების და
„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამასთან
დაკავშირებული ქმედების/გარიგების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს
ლიკვიდატორის დანიშვნის თარიღამდე 1 წლის განმავლობაში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ
განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამ
ქმედებამ/გარიგებამ კრედიტორებისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია, ხოლო თუ შეცილების მოწინააღმდეგე
მხარე დაკავშირებული პირია − 2 წლის განმავლობაში. ქმედება ან გარიგება, რომელიც კომერციული ბანკის
ადმინისტრატორმა კრედიტორებისთვის ზიანის მისაყენებლად განახორციელა/დადო, შეიძლება საცილო
გახდეს, თუ იგი ლიკვიდატორის დანიშვნამდე 3 წლის განმავლობაში განხორციელდა.“;
ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური
გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება (ფინანსური გირავნობის
ღირებულების ფარგლებში), აგრეთვე „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ პროგრამის კრედიტორებს აქვთ უზრუნველყოფის აქტივებიდან იმავე კანონით
განსაზღვრული მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება.“;
გ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 102 პუნქტები:
„101. კომერციული ბანკის უზრუნველყოფილი კრედიტორის (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს), გარდა ამ
მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირისა, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილდება
უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის გზით, უზრუნველყოფის ღონისძიების (მათ შორის, საგადასახადო
გირავნობის/იპოთეკის უზრუნველყოფის ღონისძიების) რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად. იმ
უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, რომლის მოთხოვნაც ვერ დაკმაყოფილდა
უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის გზით ამონაგები თანხის არასაკმარისი ოდენობის გამო, მოთხოვნის
დაუკმაყოფილებელი ნაწილი აისახება ამ მუხლის 102 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების რიგში,
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 301-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად.
102. კომერციული ბანკის მიმართ არსებული მოთხოვნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის
მე-10 და 101 პუნქტებით, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი რიგითობით:
ა) ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები;
ბ) კრედიტორები, რომელთა მიმართ სასესხო ვალდებულება კომერციულ ბანკს მისთვის საბანკო საქმიანობის
ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა, ასევე, ეროვნული ბანკი. ამასთან, საგადასახადო ვალდებულებები,
რომლებიც ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოიშვა, დაკმაყოფილდება ამ
პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) სარეზოლუციო ფონდი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გარდა ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონით განსაზღვრული სხვა დაფინანსების ფარგლებში (გარდა სარეზოლუციო ფონდის საშუალებით
განხორციელებული დროებითი სახელმწიფო დაფინანსებისა);
დ) დაზღვეული დეპოზიტები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებში ან საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოთხოვნები, მათ შორის, „დეპოზიტების
დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
მოთხოვნები;
ე) ფიზიკური პირების, იურიდიული პირებისა და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული
წარმონაქმნების ანგარიშებზე არსებული თანხები, რომლებიც აღემატება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ანაზღაურებადი ზღვრის ფარგლებს, არაუმეტეს
100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა;
ვ) მოთხოვნები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაგროვებითი
საპენსიო სქემის სასარგებლოდ;
ზ) ფიზიკური პირების, იურიდიული პირებისა და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული
წარმონაქმნების ანგარიშებზე არსებული თანხები, რომლებიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“
ქვეპუნქტების შესაბამისად, გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;
თ) კომერციული ბანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები, კომერციული ბანკის
კაპიტალის 5%-ის ან მეტის მფლობელი აქციონერების დეპოზიტები, აგრეთვე, ამ პირების „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრების ან მათი
სახელით მოქმედ მესამე პირთა არსებული დეპოზიტები და ფინანსური ინსტიტუტების დეპოზიტები;
ი) საბიუჯეტო ვალდებულებები და დავალიანებები;
კ) კომერციული ბანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები, (მათ შორის, „იპოთეკით დაცული
ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამის კრედიტორების
არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები) გარდა ამ პუნქტის „ლ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა;
ლ) კომერციული ბანკის სასესხო ვალდებულება კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი
მფლობელების მიმართ, გარდა ამ პუნქტის „მ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
მ) კომერციული ბანკის სუბორდინირებული ვალი, რომელიც საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი არ
არის;
ნ) კომერციული ბანკის ისეთი ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან საზედამხედველო კაპიტალში
კონვერტაცია
განსაზღვრულია
ხელშეკრულებით,
გარდა
ამ
პუნქტის
„ო“-„ჟ“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ო) კომერციული ბანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტები;
პ) კომერციული ბანკის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები;
ჟ) კომერციული ბანკის სხვა ვალდებულებები კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი
მფლობელების მიმართ.“;
დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. თუ არსებული თანხა ამ მუხლის 102 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაფარავად
საკმარისი არ არის, ყველა სათანადო მოთხოვნა უნდა დაიფაროს ამ რიგის თითოეული კრედიტორის
მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.“.
მუხლი 2. იმ კომერციული ბანკის მიმართ, რომლის ლიკვიდაცია ამ კანონის ამოქმედებამდე დაიწყო,
გამოიყენება მისი ლიკვიდაციის დაწყების მომენტში მოქმედი წესები.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს ფინანსური სექტორი გარკვეული პერიოდულობით ფასდება საერთაშორისო სავალუტო
ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი მისიის მიერ "ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის" (FSAP)
ფარგლებში. აღნიშნული, როგორც წესი, მოიცავს ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და სიჯანსაღის,
ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმების, განვითარებისა და ზრდის პერსპექტივების შეფასებასა და,
ეროვნული
ბანკის
საზედამხედველო
ჩარჩოს
შემდგომი
განვითარებისა
და
დახვეწის
კუთხით,
რეკომენდაციებს. 2021 წლის აპრილში FSAP-ის მორიგი მისიის დროს იდენტიფიცირებულ იქნა გარკვეული
შეუსაბამობა/ხარვეზი
კომერციული
ბანკის
ლიკვიდაციისას,
ბანკის
კრედიტორთა
მოთხოვნების
რიგითობასთან დაკავშირებით.
კანონპროექტის შემუშავება ძირითადად განპირობებულია სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის
(IMF) მიერ, FSAP-ის ფარგლებში 2021 წლის 17 სექტემბრის ტექნიკურ შენიშვნაში (Financial Sector Assessment
Program - Technical Note-Financial Safety Net, Resolution and Crisis Management) იდენტიფიცირებული,
კომერციული ბანკების ლიკვიდაციისას კრედიტორთა დაკმაყოფილების იერარქიის არსებული მოდელის
სირთულითა
და
მის
გამოსასწორებლად
მითითებული
ერთ-ერთი
რეკომენდაციის
შესრულების
მნიშვნელობით. აღნიშნული რეკომენდაცია გულისხმობს კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს ბანკის
კრედიტორთა
იერარქიის
(კრედიტორთა
მოთხოვნების
დაკმაყოფილების
რიგითობის)
განახლებას
გამარტივებული სტრუქტურის მისაღებად, რომელიც ამავე დროს შესაბამისობაში იქნება „დეპოზიტების
დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დაზღვეულ დეპოზიტებთან
დაკავშირებულ მოწესრიგებასთან. დამატებით, რეკომენდაციაში მითითებულია, რომ კომერციული ბანკის
მიერ ლიკვიდაციის პროცესში მყოფი კომერციული ბანკის სასესხო დაფინანსების შედეგად წარმოქმნილი
მოთხოვნები უნდა სარგებლობდეს იმავე პრიორიტეტით, როგორც ეროვნული ბანკის არაუზრუნველყოფილი
მოთხოვნები, რაც კანონის მოქმედი რედაქციით განსხვავებულად არის მოწესრიგებული.
ამასთანავე, 2022 წლის 1 იანვრიდან „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში
ამოქმედდა რიგი ცვლილებებისა, მათ შორის, იურიდიული პირებისა და იურიდიული პირის სტატუსის
არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების დამატება დაზღვევის პროგრამაში. შესაბამისად, საჭიროა ეს
ცვლილებაც გათვალისწინებულ იქნას „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრულ კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობაში, რათა აღნიშნული საკანონმდებლო
აქტებით ერთგვაროვანი მიდგომა იყოს გათვალისწინებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ.
ასევე, კრედიტორთა იერარქიაში ცალკე გამოიყოფა და პრიორიტეტი მიენიჭება „დაგროვებითი პენსიის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა მოთხოვნებს,
რადგან რეალურად ეს არის ფიზიკური პირების სახსრები, რომელიც მათ სასარგებლოდ განიკარგება. კანონის
მოქმედი რედაქციით კი, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა მოთხოვნების დაკმაყოფილება
მოიაზრება საპენსიო თანხების განმკარგველი იურიდიული პირის მოთხოვნათა რიგში („კომერციული ბანკების
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლის მე-10 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი).
კანონპროექტის
შემუშავება
ასევე
განპირობებულია
„საქართველოს
ეროვნული
ბანკის
შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის
მომზადებით, რომლის მიხედვით, სარეზოლუციო ფონდში დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში
განხორციელებული შენატანების გარდა თავს მოიყრის ასევე სხვა ფულადი სახსრებიც.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმისთვის, რომ შესრულდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ, ფინანსური სექტორის
შეფასების პროგრამის (FSAP) ფარგლებში გაცემული ზემოაღნიშნული რეკომენდაცია, აუცილებელია
საკანონმდებლო ცვლილება, რამდენადაც კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესში კრედიტორთა
იერარქია საკანონმდებლო აქტითაა მოწესრიგებული. ასევე, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტით
გათვალისწინებული
სარეზოლუციო
ფონდთან
დაკავშირებული
ცვლილებების
შეუფერხებლად
და
დაუბრკოლებლად დანერგვისთვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით შესრულდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ, ფინანსური
სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) ფარგლებში გაცემული რეკომენდაცია, გამარტივდება და დაიხვეწება
კომერციული ბანკის კრედიტორთა მოთხოვნების რიგითობა/იერარქია. ამასთან, კომერციული ბანკის
კრედიტორთა იერარქია კიდევ უფრო დაუახლოვდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. დამატებით,
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „დეპოზიტების
დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მიდგომასთან. მნიშვნელოვანია,
ასევე, რომ გამოსწორდება პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები. დამატებით, კანონპროექტის მიღებით,
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის და ახლებურად ყალიბდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონის 3712 მუხლის მე-7 პუნქტი, რომლითაც გათვალისწინებულია ქმედების/გარიგების
შეცილების შესაძლებლობა 2 წლის განმავლობაში, თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე დაკავშირებული
პირია, ხოლო თუ ქმედება/გარიგება კრედიტორებისთვის ზიანის მისაყენებლად იქნა განხორციელებული - 3
წლის განმავლობაში, რითაც გაზიარებულ იქნება აღნიშნული საკითხისადმი „რეაბილიტაციისა და
კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიდგომა, რომელიც 2021 წლის
პირველი აპრილიდან შევიდა ძალაში.
ამავე მუხლის მე-10 პუნქტით ზუსტდება, რომ ფინანსური გირავნობის მოგირავნეს მოთხოვნის უპირატესი
დაკმაყოფილების უფლება ფინანსური გირავნობის ღირებულების ფარგლებში ექნება, ასევე, განისაზღვრება,
რომ „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამის
კრედიტორებს აქვთ უზრუნველყოფის აქტივებიდან იმავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების უპირატესი
დაკმაყოფილების უფლება. კანონპროექტით, 3712 მუხლს მე-10 პუნქტის შემდეგ ემატება 101 და 102 პუნქტები,
რომლითაც რეგულირდება კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა კომერციული ბანკის ლიკვიდაციის
დროს, კერძოდ, უზრუნველყოფილი კრედიტორები (მათ შორის, საგადასახადო ორგანო) დაკმაყოფილდებიან
უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით, უზრუნველყოფის ღონისძიების (მათ შორის,
საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უზრუნველყოფის ღონისძიების) რეგისტრაციის რიგითობის
შესაბამისად, ხოლო სხვა მოთხოვნები დაკმაყოფილდება შემდეგი რიგითობით:
„ა“ ქვეპუნქტში უპირატესად გამოიყო ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული
ხარჯები;
„ბ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა ისეთი კრედიტორების მოთხოვნები, რომელთა მიმართ სასესხო
ვალდებულება კომერციულ ბანკს მისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა,
ასევე, ეროვნული ბანკი; ამასთანავე, ამ მოთხოვნებში არ შედის საგადასახადო ვალდებულებები, რომლებიც
ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოიშვა. ასეთი მოთხოვნები ამავე პუნქტის
„ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაკმაყოფილდება;
„გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომდევნო რიგში განისაზღვრება სარეზოლუციო ფონდის და საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნები (გარდა „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა),
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა
დაფინანსების ფარგლებში (გარდა სარეზოლუციო ფონდის საშუალებით განხორციელებული დროებითი
სახელმწიფო დაფინანსებისა);
„დ“ ქვეპუნქტში მოცემულია დაზღვეული დეპოზიტები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“
საქართველოს კანონით დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებში ან სსიპ დეპოზიტების
დაზღვევის სააგენტოს მოთხოვნები;
„ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განისაზღვრა ფიზიკური პირების, იურიდიული პირებისა და იურიდიული
პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების ის მოთხოვნები, რომლებიც აღემატება
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანაზღაურებადი
ზღვრის ფარგლებს (15 000 ლარს), არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი
ეკვივალენტისა;
„ვ“ ქვეპუნქტით კრედიტორთა მოთხოვნების რიგითობას დაემატა მოთხოვნები „დაგროვებითი პენსიის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაგროვებითი საპენსიო სქემის სასარგებლოდ (დაგროვებული
საპენსიო თანხები);
„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ფიზიკური პირების, იურიდიული პირებისა და იურიდიული
პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების ის მოთხოვნები, რომლებიც გადახდილი არ არის
„დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;
„თ“ ქვეპუნქტში მოცემულია/გამოცალკევებულია მოთხოვნები, რომლებიც „დეპოზიტების დაზღვევის
სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება დაუზღვეველ დეპოზიტებად. კერძოდ,
კომერციული ბანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები, ბანკის კაპიტალის 5%-ის ან
მეტის მფლობელი აქციონერების დეპოზიტები, აგრეთვე, ამ პირების ოჯახის წევრების ან მათი სახელით
მოქმედ მესამე პირთა არსებული დეპოზიტები და ფინანსური ინსტიტუტების დეპოზიტები;
„ი“ ქვეპუნქტი მოიცავს საბიუჯეტო ვალდებულებებს და დავალიანებებს;
„კ“ ქვეპუნქტში გაწერილია კომერციული ბანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები (მათ შორის,
„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამის
კრედიტორების არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები), გარდა კომერციული ბანკის სასესხო ვალდებულებისა
ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ, სუბორდინირებული ვალისა, რომელიც
საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი არ არის, ისეთი ვალდებულებებისა, რომელთა ჩამოწერა ან
საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია განსაზღვრულია ხელშეკრულებით, ბანკის მეორადი და
დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტებისა და ასევე კომერციული ბანკის სხვა ვალდებულებებისა
კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ;
„ლ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით განისაზღვრა კომერციული ბანკის მიმართ ისეთი მოთხოვნების რიგითობა,
როგორიცაა: კომერციული ბანკის სასესხო ვალდებულება კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი
მფლობელების მიმართ, კომერციული ბანკის სუბორდინირებული ვალი, რომელიც საზედამხედველო
კაპიტალის ინსტრუმენტი არ არის, კომერციული ბანკის ისეთი ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან
საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია განსაზღვრულია ხელშეკრულებით, კომერციული ბანკის მეორადი
კაპიტალის ინსტრუმენტები, კომერციული ბანკის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები;
კომერციული ბანკის სხვა ვალდებულებები კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების
მიმართ.
ამასთან, კანონპროექტით დროებით სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად მითითება ხდება სარეზოლუციო
ფონდში აკუმულირებულ სხვა ფინანსურ სახსრებზეც, ვინაიდან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
ითვალისწინებს სარეზოლუციო ფონდში დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გარდა სხვა სახსრების
აკუმულირებასაც.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის
შემთხვევაში);
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების
შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის
უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი
ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების
წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფა. კერძოდ,
თუ რეზოლუციის პროცესის დაფინანსებისთვის არასახელმწიფო წყაროდან დაფინანსების მოძიება
შეუძლებელია ან ასეთი დაფინანსება საკმარისი არ არის/არ იქნება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი
სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია, რომ რეზოლუციის პროცესის დასრულების შემდეგ, დროებითი
სახელმწიფო დაფინანსების დაფარვა განხორციელდება საბანკო სექტორის მიერ.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ან/და
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ან/და
რესპუბლიკური
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა არ ექნება.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა მოახდინოს გავლენა
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, კერძოდ, თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის
სააქციო კაპიტალის ნულამდე დაყვანის მიზნით „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონის 3710 მუხლის შესაბამისად, ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის
ინსტრუმენტის გამოყენების შედეგად, ვერ ანაზღაურდა კომერციული ბანკის ზარალი, მაშინ ამ ზარალის
ანაზღაურება მოხდება სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული სხვა ფულადი სახსრებით და თუ ეს თანხაც
არ იქნება საკმარისი, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, დროებითი
სახელმწიფო დაფინანსების გაცემა, სარეზოლუციო ფონდის საშუალებით; შესაბამისად, დროებითი
სახელმწიფო დაფინანსების გამოყენების საჭიროება დგება მხოლოდ ზემოხსენებული მიმდევრობით.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
ერთობლივი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია, რომ რეზოლუციის პროცესის დასრულების
შემდეგ, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების დაფარვა განხორციელდება საბანკო სექტორის მიერ.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო
ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების
მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მიღება დადებითად იმოქმედებს კომერციული ბანკის კრედიტორებზე, ვინაიდან
აღმოიფხვრება ხარვეზი, რაც კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს კრედიტორთა მოთხოვნების
რეგულირებას/რიგითობას უკავშირდებოდა, პროცესი გახდება მეტად განჭვრეტადი და მარტივად აღსაქმელი
დაინტერესებული
პირებისთვის,
შესაძლებელი
იქნება
კრედიტორული
მოთხოვნების
ეფექტიანი
დაკმაყოფილება. კერძოდ:
არაფინანსური აქტივებით უზრუნველყოფილი კრედიტორები, უზრუნველყოფის საგნის ღირებულების
ფარგლებში დაწინაურდებიან
მოთხოვნათა დაკმაყოფილების რიგში, ისევე როგორც ფინანსური
გირავნობის მოგირავნეები - ფინანსური გირავნობის ღირებულების ფარგლებში;
პრიორიტეტი მიენიჭება ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ისეთ ხარჯებს,
რომელიც აუცილებელია ლიკვიდაციის შეუფერხებელი წარმართვისათვის, რაც იძლება წინაპირობას
ლიკვიდაციის დროულად დასასრულებლად;
ერთმანეთს გაუთანაბრდება და შესაბამისად ერთი რიგითობით იქნება დაკმაყოფილებული ყველა იმ
კრედიტორის სასესხო ვალდებულება, რომლებმაც კომერციულ ბანკს მისთვის საბანკო საქმიანობის
ლიცენზიის გაუქმების შემდეგ ასესხეს ფულადი სახსრები, მათ შორის, კომერციული ბანკების არსებული
მოთხოვნებიც;
იურიდიული პირები და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნები
როგორც სტატუსით, ასევე კრედიტორული მოთხოვნებით გაუტოლდებიან იმ ფიზიკურ პირებს,
რომელთა ანგარიშებზე არსებული თანხები აღემატება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული ანაზღაურებადი ზღვრის ფარგლებს, არაუმეტეს 100 000 (ასი
ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა. ისინი დაკმაყოფილდებიან დაზღვეული
დეპოზიტების შემდეგ რიგში. მაშინ, როცა ზემოაღნიშნული პირების 100 000 (ასი ათასი) ლარზე ან
უცხოურ ვალუტაში მის ეკვივალენტზე ზემოთ მოთხოვნა დაკმაყოფილდება მომდევნო ქვედა რიგებში;
კრედიტორთა მოთხოვნების რიგითობაში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა მოთხოვნების - დაგროვებული საპენსიო
თანხების (რეალურად ეს არის ფიზიკური პირების სახსრები, რომელიც მათ სასარგებლოდ განიკარგება)
ცალკე გამოყოფა და მათთვის პრიორიტეტის მინიჭება, წინა პლანზე წამოწევს ფიზიკური პირის
ინტერესების გათვალისწინებას კომერციული ბანკის ლიკვიდაციისას;
ბანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები, ბანკის კაპიტალის 5%-ის ან მეტის
მფლობელი აქციონერების დეპოზიტები, აგრეთვე, ამ პირების „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედ მესამე
პირთა არსებული დეპოზიტები უპირატესობაში მოვა ამავე პირების სასესხო ვალდებულებებთან;
დეპოზიტების ჯგუფიდან გამოიკვეთება ფინანსური ინსტიტუტების დეპოზიტებიც.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ
ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის
შემთხვევაში,
რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და
შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება სხვა ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)
არსებობის
შემთხვევაში,
ევროკავშირის
ის
სამართლებრივი
აქტი,
რომელთან
დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან
ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო
ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს სავალუტო ფონდის ექსპერტებმა, რომლებმაც
განიხილეს კრედიტორთა იერარქია და ეროვნულ ბანკს შესთავაზეს რეკომენდაციები თავდაპირველად FSAP
ფარგლებში (17 სექტემბერი, 2021), სადაც განიხილებოდა რეზოლუციისა და კრიზისის მართვის
მიმართულებები და შემდეგში რეკომენდაციები გაგრძელდა სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის
ფარგლებში (03.2022 და 09.2022). განხილვებში ჩართული იყო ექსპერტი დეივიდ სკოტი.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი
მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.