„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ სამოქმედო გეგმების შესრულების 2022 წლის წლიური ანგარიში“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-11
ბიუროს ნომერი 315
📜 ტექსტი
ანგარიში
2023 წელი
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების
შესახებ“ სამოქმედო გეგმების შესრულების
2022 წლის წლიური ანგარიში
შესავალი
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების შესახებ (შომდგომში - შშმ პირთა) საქართველოს კანონით განსაზღვრული
ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შიდაუწყებრივი ყოველწლიური სამოქმედო
გეგმების 2022 წლის შესრულების გაერთიანებულ ანგარიშს.
ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შედგენა, დაეყრდნო ისეთ ჩარჩო დოკუმენტებს,
როგორიცაა გაეროს კონვენცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
შესახებ“ (UN CRPD), მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs), საქართველოს
კონსტიტუცია და საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების შესახებ“.
აღსანიშნავია, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვის მნიშვნელობას საქართველოს
კონსტიტუცია განამტკიცებს. კონსტიტუციის მე-11 მუხლი აღიარებს და უზრუნველყოფს
სამართლის წინაშე ადამიანთა თანასწორობის ძირითად უფლებას და ითვალისწინებს
კონკრეტულ ვალდებულებას სახელმწიფოს მიმართ შშმ პირთა უფლებების დაცვის
გაუმჯობესებისათვის. კერძოდ, კონსტიტუცია ადგენს, რომ „სახელმწიფო ქმნის
განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და
ინტერესების რეალიზებისათვის“.
2014 წელს საქართველომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
შესახებ“
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
კონვენციის
რატიფიკაცია
განახორციელა, რითიც, ერთის მხრივ, ქვეყანამ აღიარა შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები, ხოლო, მეორე მხრივ, იკისრა რიგი
ვალდებულებები, როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.
გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციით
ნაკისრი ვალდებულებებისა და პრინციპების ეროვნულ კანონმდებლობაში უკეთ ასახვის
მიზნით, 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, ხოლო 2021 წელს საქართველოს
პარლამენტმა მხარი დაუჭირა „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის
რატიფიცირებას.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულების შესრულების მიზნით,
დამტკიცდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის
იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის N551
დადგენილება.
1
ანგარიში
აღსანიშნავია, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, შშმ პირთა შესახებ
2022 წლის სამოქმედო გეგმები დაამტკიცეს როგორც საქართველოს სამინისტროებმა, ასევე,
59-მა მუნიციპალიტეტმა და 20-მდე სხვა საჯარო დაწესებულებამ.
აღნიშნული დოკუმენტი 7 ძირითადი თავისგან შედგება და წარმოადგენს შშმ პირთა
უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმების შესრულების კუთხით განხორციელებული
საქმიანობის შეჯამებას და ეხმიანება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში გაწერილ ვალდებულებებს.
ანგარიშის პირველი თავი ეთმობა ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს,
საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას და შესაბამისი გზამკვლევების შემუშავებას; მეორე
თავი - ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის საკითხს მიემართება; დოკუმენტის
მესამე თავი ფარავს დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობასა და მისაწვდომობის
უზრუნველყოფას; მეოთხე თავი ეხება სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობას; მეხუთე
თავი ფარავს დასაქმების ხელშეწყობის საკითხებს; მეექვსე და მეშვიდე თავები კი
მიმოიხილავენ განათლების უფლების ხელმისაწვდომობასა და მონაწილეობას
კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში.
2
სარჩევი
შესავალი ............................................................................................................................................... 1
ანგარიში ............................................................................................................................................ 2
I. ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და
შესაბამისი გზამკვლევების შემუშავება .......................................................................................... 4
II.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის მიმართულება ................................... 24
III. დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და მისაწვდომობის უზრუნველყოფა ...... 37
IV. სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობა ........................................................................61
V. დასაქმების ხელშეწყობა.............................................................................................................66
VI. განათლების უფლების ხელმისაწვდომობა ......................................................................... 70
VII. მონაწილეობა კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ
ღონისძიებებში .................................................................................................................................. 74
3
I.
ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები,
საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი
გზამკვლევების შემუშავება
სამოქმედო გეგმების შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოების მიერ საანგარიშო
პერიოდში მნიშვნელოვნად ექცეოდა ყურადღება ცნობიერების ასამაღლებელი
ღონისძიებების განხორციელებას, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლასა და შესაბამისი
გზამკვლევების შემუშავებას.
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს
ორგანიზებით,
მასწავლებლებთან/ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან - ცნობიერების ამაღლების,
უნარ-ჩვევების გაძლიერების, რისკების გამოკვეთის და ეფექტიანი რეაგირების მიზნით,
საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ტრენინგები ისეთ თემებზე, როგორიცაა: სარისკო
ქცევების პრევენცია და მათზე რეაგირება, დესტრუქციული ქცევის, კრიზისული
სიტუაციების მართვა; მოწყვლადობის რისკის წინაშე მყოფი მოსწავლეების
იდენტიფიცირება; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (შემდგომში - სსსმ)
მოსწავლეთა მშობლებთან კომუნიკაციის პროტოკოლის აღსრულება; ბავშვთა უფლებები
და ანტიდისკრიმინაციული მიდგომები.
ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, კრიზისული სიტუაციების მართვის პროტოკოლის
გაცნობის მიზნით. მოხდა LSCI მეთოდის შესახებ მასწავლებლებისთვის ინფორმაციის
მიწოდება. პედაგოგები გაეცნენ „აღდგენით“ მიდგომებს, ბულინგის სქემას და სხვა
მნიშვნელოვან საკითხებს.
სკოლაში სოციალური მუშაობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაიმართა
შეხვედრები როგორც სკოლის ადმინისტრაციასა და პერსონალთან, ასევე, მოსწავლეებთან
და მათ მშობლებთან. ამასთანავე, კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობდა სასკოლო
თემთან, მათ შორის, სკოლის სპეციალურ მასწავლებლებთან, ფსიქოლოგებთან.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური
მომსახურების ცენტრის თანამშრომლების მიერ, სოციალური მუშაობის ფარგლებში, 2022
წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინფორმაციო, საგანმანათლებლო, შემეცნებით,
სპორტულ, სადისკუსიო და საინტერვენციო აქტივობაში ჩაერთო: 5005 მასწავლებელი, 776
- ადმინისტრაციის წარმომადგენელი; 45519 - მოსწავლე; 6095 - მშობელი; 4 კანონიერი
წარმომადგენელი.
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურ მუშაკთა პროფესიული უნარების
გაძლიერების მიზნით, საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა განგრძობითი განათლების
უწყვეტი პროცესი. ცენტრის თანამშრომლები გადამზადდნენ ისეთ საკითხებში,
როგორიცაა: კონსულტირება; ოჯახების კონსულტირება; პოზიტიური მშობლობა;
ფსიქიკური ჯანმრთელობა; სუიციდის პრევენცია, ძალადობრივი და დესტრუქციული
ქცევის ამოცნობა და პრევენცია (მოდიფიცირებული), ბავშვთა შრომის, სექსუალური
ძალადობის სამართლებრივი ასპექტები. მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა
მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაცია MAC GEORGIA-ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგში
„შფოთვისა და სხვა ემოციური სირთულეების მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერა“; ასევე,
ორგანიზაცია „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის“ მიერ ორგანიზებულ
ტრენინგში - სარისკო ქცევის პრევენციის მოდული.
4
2022 წელს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა, გაეროს ბავშვთა
ფონდის მხარდაჭერით, მაგისტრანტი ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისთვის
ელექტრონული სასწავლო სახელმძღვანელოები შექმნა. სასწავლო მასალა, განათლების
სისტემაში
მიმდინარე
რეფორმის
ფარგლებში,
შესაბამისი
სპეციალობის
წარმომადგენელთა სასკოლო ჩარევებისთვის მზადებას ემსახურება და არსებული
პრაქტიკის სპეციფიკას ასახავს. „სოციალური მუშაკის როლი სასკოლო გარემოს
გაჯანსაღებისთვის“
და
„სკოლის
ფსიქოლოგის
როლი
სასკოლო
გარემოს
გაუმჯობესებისთვის“ - სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსია საგანმანათლებლო
დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცა. ეს პირველი ქართულენოვანი სასწავლო მასალაა
აღნიშნულ თემებზე, რომელიც საუნივერსიტეტო სივრცეში ახალგაზრდა ფსიქოლოგებსა
და სოციალურ მუშაკებს ამ ტიპის სამუშაოს შესასრულებლად მოამზადებს.
მომზადდა „ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების გზამკვლევი“,
რომლის მიზანია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულებებში მიმდინარე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესების ყველა
ბავშვის თავისებურებებისა და საჭიროებების შესაბამისად ორგანიზება და საბავშვო
ბაღების მხარდაჭერა ინკლუზიური, ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა
და განათლების ყველა ბავშვისათვის მიწოდებაში. მასში თავმოყრილია ის ინფორმაცია და
პრაქტიკული რჩევები, რომლებიც დაეხმარება დაწესებულებებს მიმდინარე პროცესების
ინკლუზიური განათლების პრინციპების მიხედვით დაგეგმვასა და განხორციელებაში.
მომზადდა „აქტივობების კრებული“. აღნიშნული კრებული, განკუთვნილია სპეციალური
მასწავლებლებისთვის, მასწავლებლებისთვის, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული
სპეციალისტებისთვის, მშობლებისა და ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვინც
მონაწილეობს ბავშვის განვითარებისა და სწავლა-სწავლების პროცესში. გზამკვლევში,
ბავშვის განვითარების სფეროების მიხედვით, აღწერილია განვითარების თავისებურებები
და მოცემულია შესაბამის აქტივობათა ნიმუშები, რომელთა გამოყენებაც სპეციალისტსა
თუ დაინტერესებულ პირს შეუძლია სწავლა-სწავლების პროცესში.
პროფესიული განათლების საფეხურზე, ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ
მომზადდა
სსსმ და შშმ პირთა საორიენტაციო სერვისის გზამკვლევი, რომელიც
წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს დაწესებულების სპეციალისტებისთვის, თუ
როგორ დაგეგმონ სერვისი სპეციალისტებმა და როგორ გაუწიონ ეფექტური მომსახურება
საორიენტაციო სერვისის მსურველ სსსმ და შშმ აპლიკანტებს. გზამკვლევზე დაყრდნობით,
შემუშავდება ტრენინგ-მოდული და სპეციალისტების მომზადების მიზნით, ჩატარდება
ტრენინგები.
გარდა ამისა, საორიენტაციო სერვისის ფარგლებში, გადაიხედა და მომზადდა ახალი
დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს საორიენტაციო სერვისის გეგმასა და შემაჯამებელ
ოქმებს. მუშავდება პრაქტიკული მოსინჯვისა და დაკვირვების ახალი ფორმები,
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელიც
ორიენტირებული იქნება შესაბამისი უნარებისა და შესაძლებლობების გაზომვაზე.
ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ მომზადდა მეთოდოლოგიური რესურსი გზამკვლევი „აკომოდაციები სასწავლო პროცესის მისაწვდომობისათვის“, რომელიც
განკუთვნილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი
დაწესებულებების
ინკლუზიურ
პროფესიულ
განათლებაში
ჩართული
სპეციალისტებისთვის. გზამკვლევში ასახულია რეკომენდაციები შეზღუდული
შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა
5
სასწავლო პროცესის ორგანიზებისათვის. დოკუმენტი
ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში.
მომზადდა
ევროკავშირის
„მშობლების მხარდამჭერი“ სერვისის ფარგლებში შემუშავდა
ვებინარები და
ჩატარებულია შეხვედრები სსსმ მოსწავლეთა და ასევე, ტიპური განვითარების მქონე
მოსწავლეთა მშობლებთან სწავლა-სწავლების, ქცევითი, ემოციური, კოგნიტური და
აკადემიური უნარების, მეტყველების, ასევე, მოტორიკის და კომუნიკაციის
გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით. 2022 წელს ჩატარდა 6 ვებინარი, რომელსაც ჯამში
300-მდე მშობელი დაესწრო.
შედგა შეხვედრა 6 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებთან პოზიტიური მშობლობის,
მშობლის საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობისა და ზოგადად სკოლამდელი
განათლების მნიშვნელობაზე მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით. მშობლებს შორის
იყვნენ საბავშვო ბაღის მშობელთა საკონსულტაციო საბჭოს წევრებიც. შეხვედრის
მონაწილეებს გადაეცათ სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების
დეპარტამენტის მიერ შემუშავებული ბროშურა „პოზიტიური მშობლობა“ და მიეწოდათ
ინფორმაცია, თუ სად უნდა მოიძიონ ელექტრონული რესურსი -„რჩევები 6 წლამდე ასაკის
ბავშვების მშობლებს“. დაიბეჭდა ბროშურა: პოზიტიურ მშობლობაზე (300 ცალი) და
სამინისტროს მიერ შემუშავებული რესურსი - „რჩევები 6 წლამდე ასაკის ბავშვების
მშობლებს“ (140 ცალი).
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სხვადასხვა საგნის მასწავლებელებისთვის
შეთავაზებულია ინკლუზიური განათლების საკითხებზე შემუშავებული ტრენინგები.
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ინკლუზიური განათლების
მიმართულებით ჩატარდა ტრენინგ-მოდული: „შესავალი ინკლუზიურ განათლებაში“,
რომელიც გაიარა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა 59-მა მასწავლებელმა;
სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, პირისპირ და ონლაინ ფორმატში ჩატარდა
ტრენინგები შემდეგ თემებზე: „ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, „რთული ქცევის
მართვა“, „შესავალი ინკლუზიურ განათლებაში“, რომლებშიც ჩართული იყო 150-მდე
მასწავლებელი; „მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა (მათ შორის, მიუსაფარი ბავშვების)
საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიკაცია, მათთან კომუნიკაციის და
თანამშრომლობის სტრატეგიები“ გაიარა 81-მა სხვადასხვა საგნის მასწავლებელმა.
ტრენინგ-მოდული „სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება“ წარმატებით გაიარა 19-მა
არჩევითი საგნის მასწავლებელმა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სავალდებულო
სქემის ფარგლებში, სხვადასხვა საგნის მასწავლებლისათვის შეთავაზებული იქნა
ტრენინგები:
ინკლუზიური
განათლება
ზოგადსაგანმანათლებლო
სისტემაში
დასაქმებული უფროსი მასწავლებლისათვის, რომელიც გაიარა სხვადასხვა საგნის 1328
მასწავლებელმა.
ინკლუზიური
განათლება
ზოგადსაგანმანათლებო
სისტემაში
დასაქმებული წამყვანი მასწავლებლისათვის, რომელიც გაიარა სხვადასხვა საგნის 243-მა
მასწავლებელმა;
ტრენინგ-მოდული „უსინათლო მოსწავლეთა სწავლების სტრატეგიები და მეთოდები“
წარმატებით გაიარა სსიპ - ქალაქ ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის სხვადასხვა საგნის 10-მა
მასწავლებელმა, რომელთაც შეისწავლეს ბრაილის შრიფტი და უსინათლო მოსწავლეთა
სწავლის სტრატეგიები. სსიპ - ქალაქ ახალციხის N7 საჯარო სკოლის 19-მა სხვადასხვა
საგნის მასწავლებელმა; ტრენინგ-მოდული „მცირემხედველ მოსწავლეთა სწავლება“
წარმატებით გაიარა 46-მა მასწავლებელმა;
6
ინკლუზიური
განათლების
განხორციელებისთვის
სხვადასხვა
მიმართულების
სპეციალისტისთვის, დამხმარე სპეციალისტებისათვის, პროფესიული მხარდაჭერის
მიზნით, ჩატარდა ტრენინგ-კურსები, კერძოდ: სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური
ასისტენტების მომზადება, ტრენინგ-მოდული გაიარა 460-მა ასისტენტმა. „პოზიტიური
ქცევის მხარდამჭერი სისტემა და რთული ქცევის მართვა“ ჩართული იყო სისტემაში
მომუშავე 176 ფსიქოლოგი, მათ შორის, წარმატებით გაიარა 133-მა.
გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა ტრენინგ-მოდული „მწვავე
ქცევითი სირთულით გამოწვეული კრიზისული სიტუაციის მართვა“. აღნიშნული
ტრენინგ-მოდულით გადამზადდნენ სსიპ - მასწავლებლის პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის ტრენერები, კონსულტანტები, ინტეგრირებული კლასების
სუპერვაიზერები და სპეციალისტები.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებებში ჩართული
ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილებას პირდაპირი წესით, უზრუნველყოფს
ადგილობრივი ხელისუფლება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ
აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 36 მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების
გაერთიანების/სააგენტოს წარმომადგენელთათვის და სამინისტროს რესურსცენტრების
სკოლამდელი განათლების სპეციალისტთათვის უზრუნველყო ტრენინგები შერეულ
ფორმატში, შემდგომი კონსულტირება და მხარდაჭრა თემაზე - „ინკლუზიური
სკოლამდელი განათლების მხარდაჭერა“.
მოწყვლადი ბავშვების სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების
მიზნით, მათი იდენტიფიცირებისა და შესაბამის მომსახურებაში ჩასართავად, სამიზნე
ხუთ მუნიციპალიტეტში (დუშეთი, ქედა, მარნეული, დმანისი, ონი) ჩატარდა სამუშაო
შეხვედრები გადაწყვეტილების მიმღებ და სკოლამდელი განათლების მართვაში ჩართულ
სხვა პირებთან.
ინკლუზიურ პროფესიულ განათლებაში ჩართული კადრების პროფესიული მომზადებისა
და გადამზადების მიზნით, საანგარიშო პერიდოში, მუშაობა მიმდინარეობდა უწყვეტი
პროფესიული განვითარების სისტემის კონცეფციაზე. დოკუმენტში აღწერილია
საქართველოში არსებული კონტექსტი, ინკლუზიურ პროფესიულ განათლებაში ჩართული
გუნდები, ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილებები, უწყვეტი პროფესიული
განვითარებისა და კარიერული შესაძლებლობები და ა.შ. გადაიხედა ინკლუზიურ
პროფესიულ განათლებაში ჩართული კადრების (ინკლუზიური განათლების
სპეციალისტის, სასწავლო პროცესის ასისტენტის, სტუდენტის ინდივიდუალური
ასისტენტის, ჟესტური ენის თარჯიმნის და სხვათა) ფუნქცია-მოვალეობები, განისაზღვრა
მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მომზადდა სამუშაო აღწერილობები. დაიგეგმა
ახალი პოზიციის შექმნა - რეგიონალური კოორდინატორის სახით, პროფესიულ
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
მომუშავე
ინკლუზიური
განათლების
სპეციალისტების კონსულტირების მიზნით.
ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, სსსმ მოსწავლეების ხარისხიანი
განათლების უფლების უზრუნველყოფის მიზნით, მოხდა საქართველოს მაღალმთიანი
და ბარის შორეული სოფლების რამდენიმე საჯარო სკოლის სპეციალური-კონსულტანტ
მასწავლებლებით დაკომპლექტება, ტრენინგ-მოდული „პრაქტიკოსი სპეციალური
მასწავლებლის პროფესიული მხარდაჭერა“ გაიარა 339-მა პრაქტიკოსმა სპეციალურმა
მასწავლებელმა;
7
სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალი კურსის 6 მოდული
წარმატებით დაასრულა 220-მა სპეციალურმა მასწავლებელმა; რეგიონული სასწავლო
ტურის ფარგლებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 60-მდე სპეციალურმა
მასწავლებელმა გაიარა პრაქტიკა თბილისის სხვადასხვა სკოლაში. სპეციალური
მასწავლებლის პროფესიული მხარდაჭერისა და პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, 11
საპილოტე სკოლაში განხორციელებულია სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს
პილოტი.
მულტიდისციპლინური გუნდის წევრების კომპეტენციის ამაღლების მიზნით,
განხორციელდა
მულტიდისციპლინური
გუნდის
წევრების
ტრენინგი.
მულტიდისციპლინური გუნდის წევრებმა აიმაღლეს კომპეტენცია სსსმ მოსწავლის
მასწავლებლებთან
და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებთან
საკონსულტაციო მიმართულებით, ასევე, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნისა და
განხორციელების შესახებ, მათ შორის, მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე (ესგ),
ალტერნატიულ სასწავლო გეგმაზე, სენსორულ სასწავლო გეგმასა და გაფართოებულ
სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ცნობიერების ამაღლებისა და შშმ პირთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით,
საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ტრენინგები შემდეგი მიმართულებებით:
2022 წლის სექტემბრის თვეში სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა
ადმინისტრაციამ ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულთათვის და დასაქმების
მსურველთათვის ჩაატარა ტრენინგი - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებისათვის ტურისტული სერვისები - მომსახურება და უსაფრთხოება“, რომლის
ფარგლებშიც, ჯამში გადამზადდა 420-მდე ადამიანი.
2022 წელს, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, შშმ პირების
მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა საჭიროების კვლევა, რომლის
შესაბამისად, დაიგეგმა სააგენტოს თანამშრომელთათვის ტრენინგის ჩატარება 2023 წლის
II კვარტალში.
2022 წელს,
შპს - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ,
ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტში, მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივ აეროპორტებში
შშმ პირთა მომსახურების საკითხებზე გადამზადდა სამივე აეროპორტის ყველა შესაბამისი
კადრი, ჯამში 47 თანამშრომელი.
2022 წელს, სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განახორციელა საქართველოს
დროშის ქვეშ რეგისტრირებულ შიდა ნაოსნობის სამგზავრო/სასეირნო გემებზე შშმ
პირებისთვის ადაპტირების და საგანგებო სიტუაციებში დახმარების ტრენინგ პროგრამა „სამგზავრო/სასეირნო გემებზე შშმ პირთა მომსახურების მიმწოდებელი პერსონალის
ტრენინგი / Training for Personnel Providing Service to Persons of Reduced Mobility on Domestic
Passanger/Leisure Ships". ტრეინინგს ესწრებოდა სასეირნო დანიშნულების სამგზავრო
გემებზე დასაქმებული ეკიპაჟის ყველა წარმომადგენელი, ჯამში 15 ადამიანი.
8
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები შემდეგი მიმართულებით: შშმ პირთა
უფლებები და გამოწვევები; ტექნოლოგიური შესაძლებლობები; პროდუქტის ბაზართან
თავსებადობა, პოზიციონირება და კონკურენტული უპირატესობის მოპოვება; ბიზნეს
მოდელი (Canva).
პროექტის დასასრულს, 15-მა გუნდმა ჟიურის წინაშე წარადგინა იდეები და პროტოტიპები,
რომლის თემატიკა იყო შშმ პირებისთვის ინოვაციური და ტექნოლოგიური გზით,
ყოველდღიური გამოწვევების აღმოფხვრა. გამარჯვებული გუნდი - " M F T ", რომელმაც
შექმნა შშმ პირებისთვის, კერძოდ, ოთხივე კიდურის შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის
ენით სამართავი მაუსი, 5000 ლარიანი გრანტის მფლობელი გახდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
შემუშავებულია სახელმძღვანელო დოკუმენტი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
პოლიტიკა და გზამკვლევი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და
საჭიროებების მიმართ“, რომელიც შექმნის კონცეპტუალურ და ფუნქციურ საფუძველს
თავდაცვის სამინისტროს სისტემის ფარგლებში შშმ პირთა უფლებების დაცვასა და
სპეციალური საჭიროებების რეალიზებასთან დაკავშირებით.
სამინისტროში ჩატარდა 2 ტრენინგი: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების და მათთან კომუნიკაციისთვის საჭირო
უნარების განსავითარებელი ტრენინგი“ და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების ზოგადი ტრენინგი“. აღნიშნული
ტრენინგების ფარგლებში გადამზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 28
თანამშრომელი, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პირები.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შემუშავდა 16-საათიანი
ტრენინგ-მოდული, რომლის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სისტემის თანამშრომლები მიიღებენ ინფორმაციას შშმ პირთა უფლებების თაობაზე.
სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირებისთვის სერვისის მიწოდების მიმართულებით სისტემის მასშტაბით
გადამზადდა 32 თანამშრომელი; სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში განახლდა პრობაციის
ოფიცრის საბაზისო კურსი „მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობა“. აღნიშნულ სესიაში
მნიშვნელოვანი დრო ეთმობა შშმ პირებთან მუშაობის თავისებურებების გაცნობასა და
ცნობიერების ამაღლებას.
სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნულ სააგენტოში დაინერგა ახალი სარეაბილიტაციო მოდული - „თანასწორობის
პროგრამა“, რომლის მიზანია თანამშრომლების დისკრიმინაციული მიდგომებისა და
წინასწარი განწყობების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ინფორმაციის მიწოდება
ადამიანის ძირითად უფლებებზე და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ ემპათიური და
ტოლერანტული დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.
9
სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა საბაზისო
საორიენტაციო პროგრამა - „უნივერსალური ტრენინგ-მოდული,“ რომელიც მოიცავს შშმ
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკითხებს.
სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სააგენტოში დასაქმებულებისათვის
ჩატარდა ტრენინგი - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინკლუზიური
სერვისების მიწოდება“. ასევე, ამავე სააგენტოში დასაქმებულ შშმ პირებს ჩაუტარდათ
ტრენინგები („სააგენტოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის პროგრამა“ და
„ეფექტური კომუნიკაცია მომსახურების სფეროში“).
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომელთა ცნობიერების
ამაღლების მიზნით, გაზიარებულია საინფორმაციო ხასიათის მასალა. ასევე, სამინისტროს
კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებისათვის მეთოდური დახმარების გაწევის
მიზნით გაზიარებულია მუნიციპალიტეტების შშმ პირების უფლებების დაცვის
შემუშავებული სამოქმედო გეგმის ნიმუში და საინფორმაციო ხასიათის მასალა.
სამინისტროს მხარდაჭერით ყველა მუნიციპალიტეტში „მისაწვდომობის ეროვნული
სტანდარტის“ საკითხებზე ჩატარდა ტრენინგები. სულ გადამზადდა 191 თანამშრომელი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
მომხმარებლებთან
კონტაქტური
თანამშრომლებისათვის (front desk), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან
კომუნიკაციის უნარების ჩამოსაყალიბებლად/გასაუმჯობესებლად 2022 წლის 6-7
ოქტომბერს გაიმართა ტრენინგები, ტრენინგებს ორგანიზება გაუწია გაეროს განვითარების
პროგრამამ (UNDP), რის შედეგადაც, ტრენინგი გაიარა საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს სისტემის 50-მა თანამშრომელმა.
სსიპ - შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის მიერ შერჩეული იქნა
5 ვიდეო ინსტრუქცია, რომელთა ადაპტირება უნდა განხორციელდეს შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებზე (ჟესტურ ენაზე თარგმნა). შერჩეული ვიდეო
ინსტრუქციებია:
მცირე და მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება, საქმიანობის ცვლილება და
სტატუსის გაუქმება;
საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანა,
ცვლილება და ამოღება;
ელექტრონულ გვერდზე ავტორიზაცია და პირადი მონაცემების ცვლილება;
დისტანციურად განცხადების წარდგენის ინსტრუქცია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო
ბიოფსიქოსოციალური მოდელის ინსტიტუციური მოწყობის კონცეფციის შემუშავება
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის
10
სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და სფეროს ექსპერტების აქტიური და მჭიდრო
თანამშრომლობით შექმნა გზამკვლევები, რომლებშიც თვალნათლივ იქნა ასახული
ქვეყანაში
ბიოფსიქოსოციალური მოდელის ინსტიტუციური მოწყობის მექანიზმი.
კერძოდ:
ა)
გზამკვლევი
შეზღუდული
შესაძლებლობის
სტატუსის
განსაზღვრა
ბიოფსიქოსოციალური მოდელის მიხედვით: მოდელის კონცეფცია და
სტატუსის
დადგენის პროცესის გაიდლაინი;
ბ) გზამკვლევი - შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური მოდელი.
ბიოფსიქოსოციალური მოდელის მიხედვით სტატუსის მინიჭების/გადაწყვეტილების
მიღების მექანიზმის დახვეწა
შემუშავებული იქნა სამუშაო დოკუმენტი „შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და
სტატუსის განსაზღვრის სოციალური მოდელის დანერგვა სახელმწიფო სისტემაში“,
რომელიც ასახავს შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების ზოგად პროცესს და რომლის
თანახმადაც, აღნიშნული მოდელის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის შეფასება
და სტატუსის განსაზღვრა მოხდება არსებული სისტემის ფარგლებში. კერძოდ, არსებული
კანონმდებლობით, სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებების
მიერ განხორციელებულ სამედიცინო შეფასებასთან ერთად მოხდება მაძიებლის
ფუნქციური შესაძლებლობების შეფასება, ხოლო სტატუსი განისაზღვრება ორივე სფეროს
მონაცემების გათვალისწინებით.
შემუშავებულია კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავს ბიოფსიქოსოციალური (შემდგომში ბფს) მოდელით სტატუსის დადგენის პრინციპებს, ასაბუთებს მის შესაბამისობას შშმ პირთა
უფლებების კონვენციასთან, მის უპირატესობას არსებულ სისტემასთან მიმართებაში და
განმარტავს ბფს მოდელით სტატუსის დადგენის კომპონენტებს (ბიოლოგიური,
ფსიქოლოგიური და სოციალური).
ფუნქციური შეფასების პროცესში 0-18 წლის ასაკის პირის (ბავშვის) მონაწილეობის
კონცეფციისა და პროცედურების ფორმულირება
პროექტის - „შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის მინიჭების სისტემის
რეფორმა საქართველოში“ - ფარგლებში შემუშავებული იქნა დოკუმენტი - გაიდლაინი
„შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის პროცესში ბავშვის მონაწილეობა“,
რომლის მიხედვითაც, შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და გადაწყვეტილების
მიღების პროცესში გათვალისწინებულია ბავშვის მოსაზრება და ინტერესები.
სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლების მიერ პარტნიორი ორგანიზაციების UNICEF, UNDP, ექსპერტიზ ფრანს (Expertise France), საქართველოს სოციალურ მუშაკთა
ასოციაციის ჩართულობითა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი
საკოორდინაციო საბჭოს შესაბამისი კომიტეტის მიერ შემუშავებული იქნა სამოქმედო
გეგმის პროექტი.
11
გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობაზე დარგთაშორისი რეაგირებისას ჯანდაცვის
მომსახურების გაწევის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (ს.ო.პ.) გადახედვა და
განახლება შშმ ქალებისთვის სპეციალური საჭიროებების გათვალისწინებით
საანგარიშო პერიოდში განახლდა „ჯანდაცვის მომსახურებების გაწევა გენდერული
ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობაზე დარგთაშორისი რეაგირებისას“ - სტანდარტული
ოპერაციული პროცედურები (ს.ო.პ.). დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე გოგონებსა და ქალებზე. ს.ო.პ.-ის თანახმად, გენდერული
ძალადობის მსხვერპლთათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და მართვა მოიცავს 5
ძირითად ელემენტს: ამოცნობა, შეფასება, სამედიცინო მომსახურების მიწოდება,
სამხილების შეგროვება და გენდერული ძალადობის დოკუმენტირება/რეფერალი.
ამასთან, ნაწილების ან/და ნაბიჯების თანმიმდევრობა შესაძლოა, შეიცვალოს გენდერულ
ძალადობაზე რეაგირების დროს.
აღნიშნული დოკუმენტი, ასევე, ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
სოციალური მუშაკების როლს და ძალადობის საკითხებში მათ ჩართულობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის საკითხებზე, 2022 წელს, შშმ
პირებისთვის გაიმართა 11 საინფორმაციო შეხვედრა 220 ბენეფიციარის მონაწილეობით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში, საუკეთესო იდეის
ავტორად გამოვლინდა ა(ა)იპ - აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი - ჰერა.
პროექტის მიზანი გახლდათ უსინათლო და მცირედმხედველი ბენეფიციარების
ჩართულობის გაზრდა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის
პროცესში, მათი ცოდნისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლება საქართველოს
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ. პროექტი
ითვალისწინებს აუდიო წიგნების გამოშვებასა და ტირაჟირებას უსინათლო
ბენეფიციარებისთვის (პროექტი მოიცავს 16 000 ბენეფიციარს).
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო
გეგმის შესაბამისად, სსიპ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის
სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით,
იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, 2022 წლის 29 ნოემბრიდან 1
დეკემბრის ჩათვლით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიური
წარმომადგენლობების
თანამშრომლებისთვის, ჩატარდა ონლაინ ტრენინგი თემაზე - „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინკლუზიური სერვისების მიწოდება“ და 28
მონაწილეს გადაეცა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
2022 წელს, განხორციელდა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა.
სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული
სუბიექტების თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, გავრცელდა
საინფორმაციო ხასიათის მასალა. ასევე, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში,
12
მუნიციპალიტეტებისათვის მეთოდური დახმარების გაწევის მიზნით, გაზიარდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული
შშმ პირების უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის ნიმუში და საინფორმაციო ხასიათის
მასალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
განხორციელდა მონიტორინგი უწყებრივ და ადგილობრივ საგანგებო მართვის გეგმებში
შშმ პირთა საჭიროებებზე ორიენტირებული ღონისძიებების იდენტიფიცირებისა და
გათვალისწინების კუთხით, შესწავლილი იქნა საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკა
შშმ
პირთა
საჭიროებებზე
ორიენტირებული
ღონისძიებების
შემუშავების
ზედამხედველობის და მათი განხორციელების მხარდაჭერის მიზნით.
კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის
სააგენტოსა (SDC) და საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს
განვითარების პროგრამის (UNDP), „კლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკების
შემცირება საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, ექვს საპილოტე მუნიციპალიტეტში
(თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ლაგოდეხი, გორი, ქობულეთი) მომზადდა საგანგებო მართვის
გეგმები ზემოაღნიშული ღონისძიებების გათვალისწინებით.1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სსფეროში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან
კონსულტირებით, 37 საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანგებო მართვის გეგმები
მომზადდა.
10 მუნიციპალიტეტში (თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ლაგოდეხი, გორი, ქობულეთი, ონი,
ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი) უფლებამოსილი წარმომადგენლებისთვის საგანგებო
სიტუაციების მართვის გეგმების მომზადების საკითხებზე, შშმ პირთა საჭიროებებზე
ორიენტირებული ღონისძიებების გათვალისწინების კუთხით ჩატარდა ტრენინგები.
ამასთანავე,
საპატრულო
პოლიციის
ერთიანი
მომსახურების
ცენტრის
თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგების ციკლი, რომელიც ემსახურებოდა ჟესტური
ენის შესწავლასა და შშმ პირების მომსახურების პროცესში არსებული სპეციფიკის
გაცნობას. ჟესტურ ენაში ორ ეტაპად გადამზადდა საპატრულო პოლიციის ერთიანი
მომსახურების ცენტრის 5 თანამშრომელი. რაც შეეხება შშმ პირების მომსახურების
სპეციფიკას, აღნიშნულ კურსში მონაწილეობდა ერთიანი მომსახურების ცენტრის 22
თანამშრომელი.
აგრეთვე, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად,
შემუშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
ერთიანი მომსახურების ცენტრის (სამმართველო) თანამშრომლების მომსახურების
სტანდარტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის დროს.
1
ადგილობრივი საგანგებო მართვის გეგმები წარმოადგენს დოკუმენტებს, რომლებსაც „სამოქალაქო
უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურთან კონსულტაციით, შეიმუშავებენ ორგანიზაციები და მუნიციპალიტეტები და მათში
ასახულია საგანგებო სიტუაციების დროს ან პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებები,
საგანგებო სიტუაციაში ქცევის წესები.
13
UNDP-ის მხარდაჭერით მოწვეული ექსპერტების მიერ შემუშავდა სტანდარტი, რომელიც
სავალდებულო წესად დამტკიცდა სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს 2022 წლის 23 აგვისტოს №49/74 ბრძანებით („საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მომსახურების ხარისხი და კომუნიკაციის
სტანდარტი“) და პარალელურად გადამზადდა თანამშრომლების ნაწილი, დანარჩენი
ნაწილი გადამზადდება განსაზღვრული გეგმის მიხედვით.
დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მომზადებული შშმ პირებთან კომუნიკაციის
სტანდარტი სავალდებულო წესად დამტკიცდა მომსახურების სააგენტოს უფროსის
ბრძანებით, რომელიც შიდა ქსელებით არის გაზიარებული და ხელმისაწვდომი სააგენტოს
ყველა თანამშრომლისთვის.
სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ
დეპარტამენტში თანამშრომლებმა გაიარეს შესაბამისი გადამზადება და სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების პრაქტიკული გამოცდის შედეგებზე ინფორმაციის
მიწოდება უზრუნველყოფილია ჟესტური ენის გამოყენებით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მომზადდა სკოლებში შშმ
ბავშვებისთვის საგანგებო სიტუაციებისას ქცევის წესის შესახებ საინფორმაციო
ბროშურების ელექტრონული ვერსია. UNDP-ის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტით
გათვალისწინებულია საგანგებო სიტუაციების შესახებ საინფორმაციო ხასიათის
ბროშურების დაბეჭდვა. ბროშურები დაიბეჭდება, როგორც ბრაილის შრიფტით, ასევე,
ილუსტრაციებით და მინიმუმ 100 შშმ ბავშვს დაურიგდება რესურს სკოლების მასშტაბით.
საანგარიშო პერიდში UNDP-ის ექსპერტი მუშაობდა ბროშურის ტექსტის გამარტივებაზე,
ილუსტრაციებზე.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ჩატარებულია მინიმუმ 2 ტრენინგი შშმ
პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე. 2022 წლის 26 და 27 სექტემბერს, შსს აკადემიის
ბაზაზე ჩატარდა ტრენინგი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და
კომუნიკაციის სტანდარტი“. გადამზადდა მიგრაციის დეპარტამენტის 43 თანამშრომელი.
UNDP-ის მხარდაჭერით მოწვეულ ექსპერტთან და მომსახურების სააგენტოს
მოსამსახურეთა თანატრენერობით, ერთობლივად ჩატარდა ტრენინგები თემაზე - „შშმ
პირებთან კომუნიკაციის ეტიკეტი“. 2022 წლის 27 ოქტომბერს, 2022 წლის 3 ნოემბერს, 2022
წლის 10 ნოემბერს და 2022 წლის 17 ნოემბერს, ქ. ქუთაისში, ქ.ბათუმში, ქ.თელავში და ქ.
თბილისში. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში გადამზადდა მომსახურების სააგენტოს 50
თანამშრომელი.
ჩატარებულია ტრენინგები დროებითი მოთავსების იზოლატორების მოსამსახურეთათვის,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაკავებულებთან კომუნიკაციის, ქცევისა და
მოპყრობის სტანდარტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც გადამზადებულია მინიმუმ 60
თანამშრომელი.
2022 წლის 3-5 აგვისტოს, ევროკავშირის მხარდაჭერით PMCG-მა განახორციელა
ტრენინგები, რომელთა ფარგლებშიც დროებითი მოთავსების იზოლატორების 60
თანამშრომელს ჩაუტარდა ტრენინგი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ.
14
გადამზადებულია 55 მეხანძრე-მაშველი შშმ პირთა უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის
სტანდარტების შესახებ. UNDP-ის მხარდაჭერით NCCE-მა განახორციელა ტრენინგები,
რომლის ფარგლებშიც 2023 წლის თებერვალში გადამზადდა 69 მეხანძრე-მაშველი.
ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შშმ პირთა უფლებებისა და მათთან
კომუნიკაციის სტანდარტების შესახებ, ევროკავშირის მხარდაჭერით, PMCG-მა
განახორციელა ტრენინგები, რომელთა ფარგლებშიც გადამზადდა 196 მართლწესრიგის
ოფიცერი; გადამზადებულია საპატრულო პოლიციის 2200-მდე პატრულ-ინსპექტორი - შშმ
პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტების შესახებ.
გადამზადებულია საპატრულო პოლიციის 2200-მდე პატრულ-ინსპექტორი - შშმ პირთა
უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტების შესახებ. UNDP-ის მხარდაჭერით, პროექტი
„ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში 2022 წელს გადამზადდა 521 პატრულინსპექტორი. ასევე, UNDP-ის მხარდაჭერით, NCCE-მა შსს-თან განახორციელა პროექტი,
რომლის ფარგლებშიც ორგანიზებული იქნა ტრენინგები პატრულ-ინსპექტორებისათვის.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2022 წელს, გადამზადდა 1549 პატრულ-ინსპექტორი.
საერთო ჯამში, 2022 წელს გადამზადდა 2070 პატრულ-ინსპექტორი.
გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ადამიანთა უფლებების უმაღლესი
კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი შსს აკადემიის
ფსიქოლოგებისთვის და ინსტრუქტორებისთვის (შსს აკადემიიდან - 4 ინსტრუქტორი და 6
ფსიქოლოგი); ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის
დეპარტამენტიდან ტრენერთა ტრენინგი გაიარა 2-მა თანამშრომელმა.
2022 წლის 14-15 ნოემბერს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით,
UNDP-ის პროექტის - „შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრის და
მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა
გაუმჯობესებული საჯარო მომსახურების მიწოდების მიზნით“ III ფაზის ფარგლებში,
სამინისტროს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „შშმ პირებთან
კომუნიკაცია და მათი საჭიროებები". პირველ ეტაპზე განხორციელდება ტრენერთა
ტრენინგი (TOT). ხოლო, 2022 წლის 21, 24, 28, 30 ნოემბერსა და 2 დეკემბერს, TOT-ის
ფარგლებში გადამზადებულმა ტრენერებმა, ექსპერტთან ერთად, გადაამზადეს
საქმისწარმოების 105 თანამშრომელი; საანგარიშო პერიოდში გაიმართა რამდენიმე
სამუშაო შეხვედრა.
2022 წლის 16 სექტემბერს გამართული შეხვედრის ფარგლებში, საკონსულტაციო ჯგუფს
მიეწოდა ინფორმაცია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების
მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, განხილულ იქნა სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებული ბროშურების მომზადების საკითხი.
2022 წლის 7 ნოემბერს, გაიმართა სამუშაო შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრების ქსელის“ (NCCE) პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა
უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტური აღსრულების ხელშეწყობა"
ფარგლებში ვიდეორგოლების გადაღების საკითხთან დაკავშირებით.
2022 წლის 30 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაეროს განვითარების
პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობითა და შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით,
15
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი
კონფერენცია გამართა. აღნიშნულ კონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს
წარმომადგენლებმა შეაჯამეს ის საქმიანობა, რომელიც უწყებაში შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის განხორციელდა. შშმ
პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს
საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობასა და მათ ჩართულობაზე სამინისტროს სამოქმედო
გეგმის შესრულების პროცესში. ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო
ორგანიზაციების, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენლები და თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ესწრებოდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სისტემატურად ატარებს სწავლებებს
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა სასწავლო - სააღმზრდელო
დაწესებულებებში. სწავლება მიზნად ისახავს სკოლის პედაგოგებისა და ამავე სასწავლო
დაწესებულების აღსაზრდელი შშმ ბავშვებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო
ქცევის წესების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. სპეციალური საგანმანათლებლო
პროგრამების განმახორციელებელი სკოლები, სადაც ჩატარდა ზემოხსენებული
სწავლებები: სსიპ - ქალაქ თბილისის N200 საჯარო სკოლა; სსიპ - ქალაქ თბილისის N202
საჯარო სკოლა; სსიპ - ქალაქ თბილისის N203 საჯარო სკოლა; სსიპ - ქალაქ თბილისის N198
საჯარო სკოლა.
სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
გადამზადდა სამსახურის 5 თანამშრომელი სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ,
ორგანიზებულ ტრენინგკურსზე - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები
და მათთან კომუნიკაციის ეტიკეტი“.
სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო
სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და პარლამენტის ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, შშმ პირთა უფლებების
შესახებ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლების
მიზნით, 2022 წლის 18 მაისს, საქართველოს პარლამენტში ჩაატარეს ტრენინგი -„შშმ პირთა
უფლებები“.
ტრენინგს სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინტერრელიგიური
სათათბიროს წევრი რელიგიური ორგანიზაციების: საქართველოს სამოციქულო
ავტოკეფალური
მართლმადიდებელი
ეკლესიის,
საქართველოს
მუსლიმთა
სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს
ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს
ებრაელთა კავშირის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს
ბაპტისტური ეკლესიების კავშირის, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის,
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის
ეკლესიისა და საქართველოს ეზიდთა სასულიერო კრების წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.
სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“
16
საქპატენტში დასაქმებული პირების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან
ურთიერთობისათვის საჭირო უნარების გაუმჯობესების მიზნით, საქპატენტის
თავმჯდომარის 2022 წლის 25 მარტის №48 ბრძანებით დამტკიცდა საქპატენტის
მომსახურების დეპარტამენტის მოქალაქეთა მომსახურების სამმართველოს მომსახურების
ხარისხის სტანდარტი, რომელშიც აისახა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
მომსახურების, კომუნიკაციისა და ქცევის წესები. ამავე დოკუმენტით განისაზღვრა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ გამოყენებადი ტერმინების
გზამკვლევი. დაგეგმილია ფრონტ ოფისის წინა ხაზის თანამშრომელთათვის ტრენინგების
ჩატარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და მათი
მომსახურების სტანდარტების შესახებ, რისთვისაც შემუშავდა ტრენინგ საჭიროებათა
ანალიზის (TNA) პროექტი.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საქპატენტის სისტემაში არსებული
ყველა შესაბამისი სერვისის სრული მისაწვდომობის მიზნით უწყების ვებგვერდი
(www.sakpatenti.gov.ge) ნაწილობრივ ადაპტირებულია მხედველობადაქვეითებულ პირთა
საჭიროებებზე, კერძოდ, შესაძლებელია ფერის, კონტრასტისა და ფონტის ზომის
ცვლილება.
საქპატენტის
მონაწილეობით
ორგანიზებული
ინტელექტუალური
საკუთრების დისტანციური სწავლების ზოგადი კურსის ფორმატი ითვალისწინებს სმენა
და მხედველობადაქვეითებულ პირთა საჭიროებებს, რისთვისაც სასწავლო მასალა
მოცემულია ტექსტური და აუდიო ფაილების სახით.
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
2022 წელს, სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის (შემდგომში - იურიდიული
დახმარების სამსახური) მიერ განხორციელდა სხვადასხვა რეგიონში გასვლითი
საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები. შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობას
მიეწოდა ინფორმაცია მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე, მათ შორის, შშმ
პირთა უფლებებზე.
პროექტის - „იცოდე შენი უფლება 18 წლამდე“ ფარგლებში შშმ ბავშვებთან საინფორმაციოსაკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა და არასრულწლოვანთა სამართლებრივი
ცნობიერების გაზრდის მიზნით, თბილისისა და რეგიონების სკოლებში ჩატარდა 6
შეხვედრა, რა დროსაც სკოლის მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია შემდეგ თემებზე: შშმ
პირთა უფლებები, ბულინგი, ინკლუზიური განათლება, ტოლერანტობა, გენდერული
თანასწორობა და სხვა.
ინტეგრირებული შეხვედრები ჩატარდა (მათ შორის, შშმ პირების მონაწილეობით) - 2022
წლის 22 მარტს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, ევროკავშირის (EU) და სამხრეთ
კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR)
მხარდაჭერით, გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის 2022 წლის სამოქმედო
გეგმის - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვის“ წარდგენა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარაში მოქმედი მზრუნველობისა და სხვა
უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე
არასამთავრობო
სექტორის
წარმომადგენლები,
ბათუმის
იურიდიული
დახმარების ბიუროს თანამშრომლები, შშმ თემის სხვა წარმომადგენლები.
2022 წლის 11 მაისს, თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, სამსახურის 2022
17
წლის სამოქმედო გეგმის - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
დაცვის" წარდგენა გაიმართა. ინიციატივის მხარდამჭერია სამხრეთ კავკასიაში გაეროს
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR), გაეროს მდგრადი
განვითარების მიზნის ფონდის (UN SDG Fund) ფინანსური ხელშეწყობით.
2022 წლის, 27 აპრილი-2 მაისს, კახეთში, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა
უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR), გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის
(SDG Fund) და გაეროს პარტნიორობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებებისთვის (UNPRPD) მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი თემაზე - „შშმ
პირთა უფლებები“. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ იურიდიული დახმარების
სამსახურის აპარატის თანამშრომლები და საზოგადოებრივი ადვოკატები. გადამზადდა
იურიდიული დახმარების სამსახურის 13 თანამშრომელი.
2022 წლის, 17-18 ივლისს, კახეთში, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა
(UNDP) და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის
(OHCHR) მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებები საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები“. ტრენინგში
მონაწილეობას
იღებდნენ
იურიდიული
დახმარების
სამსახურის
აპარატის
თანამშრომლები და საზოგადოებრივი ადვოკატები.
გადამზადდა იურიდიული
დახმარების სამსახურის 9 თანამშრომელი.
2022 წელს, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ექსპერტების მიერ იურიდიული
დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრისათვის მომზადდა: 1 ტრენინგ მოდული და 4
თემასთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვები. კერძოდ: გაეროს ადამიანის
უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (UN OHCHR) საქართველოში მხარდაჭერით,
შეიქმნა მოდული სახელწოდებით:
„შშმ პირთა უფლებები“; USAID სამართლის
უზენაესობის პროგრამის (USAID RoLP) მხარდაჭერით მომზადდა ხშირად დასმული
კითხვები თემაზე - შშმ პირთა უფლებები.2
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
მისაწვდომი გარემოს შექმნის და სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით,
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 10 დასაქმებულს, ჩაუტარდა შშმ პირთა უფლებების
დაცვის შესახებ ტრენინგები, რაც ხელს უწყობს თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებას
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობისა და
ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით მუშაობის დასაწყებად. აღნიშნული ტრენინგი
ჩატარდა საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ ონლაინ, ზუმის საკონფერენციო
პლატფორმის საშუალებით.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მედიაწიგნიერების განვითარების
დეპარტამენტის მიერ იდენტიფიცირებულია პროექტები, რომლებშიც შესაძლებელია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართულობა. მედიაწიგნიერების სამი
პროექტის ფარგლებში ჩატარდა სემინარები და საინფორმაციო შეხვედრები თბილისსა და
რეგიონებში, მათ შორის, კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში,
2
აღნიშნული კითხვარი განთავსდება იურიდიული დახმარების სამსახურის ვებგვერდზე, რიმელიც
ადაპტირებულია შშმ პირებისთბის. ვებგვერდი ამჟამად რეკონსტრუქციის პროცესშია.
18
მცხეთა-მთიანეთში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში არსებულ 78 საჯარო სკოლის
2500-მდე მოსწავლის მონაწილეობით.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი
დამცველის
სამსახური,
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთათვის,
სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და სატელეკომუნიკაციო
მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი
ვალდებულებების თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, რეგულარულად
უზრუნველყოფს საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას.
საინფორმაციო შეხვედრები ჩატარებულია როგორც ბენეფიციარებთან, ასევე, შშმ პირთა
საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან (დაახლოებით 50 პირი), მათ
შორის: ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“, „ა(ა)იპ ბათუმის
დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“, „ა(ა)იპ თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის
ცენტრის EPC“, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში (შშმ) ორგანიზაციის
წარმომადგენლებთან და სხვა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, როგორც მონაცემთა დაცვის ახალმა
საზედამხედველო ორგანომ, ფუნქციონირება დაიწყო 2022 წლის 1 მარტიდან. ამავე წლის
7 ივლისს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის №01/86 ბრძანებით
დამტკიცებულ იქნა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ 2022
წლის სამოქმედო გეგმა“. ზემოაღნიშნული ამოცანების შესრულების ფარგლებში,
გათვალისწინებული იყო და განხორციელდა შემდეგი აქტივობები: შშმ პირთა
პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით, 1 სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 30 დეკემბრის №01/253
ბრძანებით დამტკიცდა საერთაშორისო, ორენოვანი, რეფერირებადი და რეცენზირებადი,
პერიოდული სამეცნიერო გამოცემა — „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის
ჟურნალი“, რომელიც არის სამსახურის ორენოვანი, საერთაშორისო რეფერირებისა და
რეცენზიების სამეცნიერო პერიოდული გამოცემა. მისი დაარსება „მონაცემთა დაცვის
ძირითადი რეგულაციის“ (GDPR) მიღების მეოთხე საიუბილეო თარიღს უკავშირდება.
ჟურნალის ძირითადი ორიენტირი საჯარო სამართლის დარგობრივი მიმართულებით
შედარებითსამართლებრივი დისკურსის წარმართვა და მკვლევართა სამეცნიერო
პლატფორმის ჩამოყალიბებაა. ჟურნალში ქვეყნდება ადამიანის ძირითად უფლებათა და
თავისუფლებათა, განსაკუთრებით კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის
დარგში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომები. მისი მიზანია აქტუალურ საკითხთა
სამართლებრივი ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენა და საზოგადოების
მართლშეგნების ამაღლება.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
19
საქმიანობის ფარგლებში ახალციხის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის საოლქო
საარჩევნო კომისიების მიერ გაიმართა ოთხი შეხვედრა შშმ პირების საკითხებზე მომუშავე
12 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2022 წლის სამოქმედო გეგმის საქმიანობა: „შშმ
ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობის სტატისტიკის წარმოების საერთაშორისო
გამოცდილების შესწავლა“ მიზნად ისახავდა საერთაშორისო გამოცდილების
გაანალიზებას. სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტმა შეისწავლა 15
ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის პრაქტიკა არჩევნებში მონაწილე შშმ პირთა
სტატისტიკის წარმოების შესახებ და მოამზადა შესაბამისი პრეზენტაცია, რომელიც
წარუდგინა ცესკოში შექმნილი შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებს.
აღსანიშნავია, რომ შშმ პირების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან დაგეგმილია
კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც განიხილება შშმ ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობის
სტატისტიკის წარმოების საკითხი ტექნოლოგიურ სიახლეებთან დაკავშირებული
საკანონმდებლო ცვლილებების ჭრილში;
სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტმა სასწავლო მოდულის „შშმ
პირებთან საუბრის ეტიკეტისა და ქცევის ნორმების დაცვის შესახებ“ საფუძველზე
მოამზადა პრეზენტაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შშმ პირებისთვის
შეთავაზებული სერვისების, საარჩევნო უბნის მისაწვდომობის სტანდარტების, შშმ
პირებთან საუბრის ეტიკეტისა და ქცევის ნორმების შესახებ. აღნიშნული პრეზენტაცია 2022
წელის 6 ოქტომბერს დისტანციური შეხვედრის ფორმატში წარედგინა საოლქო საარჩევნო
კომისიების 350-ზე მეტ წევრს.
შეიქმნა ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შესახებ სასწავლო მოდული, რომელიც აისახა
ოთხ სასწავლო პროგრამაში, კერძოდ, საჯარო სკოლებში XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის
ჩატარებულ საინფორმაციო-სასწავლო პროგრამაში – „არჩევნები და ახალგაზრდა
ამომრჩეველი“, სასწავლო პროექტებში – „საარჩევნო განვითარების სკოლა“ და
„ახალგაზრდული ბანაკები“, ასევე, უნივერსიტეტებში სემესტრულ სასწავლო პროგრამაში
– „საარჩევნო სამართალი“. ყველა საინფორმაციო-სასწავლო მასალა, რომლებიც მოიცავდა
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაციას, გაზიარებულ იქნა შშმ პირების
საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის.
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა
და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
(შშმ) პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, 2023 წლის თებერვალში, ჩატარდა ორი
ორდღიანი ტრენინგი საქართველოს სამინისტროების, საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციისა და დამოუკიდებელი სსიპ-ების ადამიანური რესურსების მართვის
ერთეულების 28 წარმომადგენლისათვის. ტრენინგი ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან
საკითხებს, როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის მოდელები, ცნებები, მიდგომები,
სტერეოტიპები და გარემოში არსებული ბარიერები, გაეროს შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია (UN CRPD), ძირითადი პრინციპები,
უფლებები, აღსრულება და მონიტორინგი.
20
2022 წლის 5 დეკემბერს, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურომ შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საჯარო მოხელეთა ფორუმს
უმასპინძლა თემაზე „როგორ შევქმნათ თანასწორი სამუშაო გარემო შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საჯარო სამსახურში“. ფორუმი დისტანციურ რეჟიმში
ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ცენტრალური საჯარო
დაწესებულებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 127-მა
წარმომადგენელმა.
2022 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, განხორციელდა
კვლევა - „საჯარო სექტორში შშმ პირთა დასაქმების მხარდაჭერა”. აღნიშნული კვლევის
ფარგლებში გაანალიზდა საერთაშორისო პრაქტიკა საჯარო დაწესებულებებში
დასაქმებული შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობა. კერძოდ, კვლევაში მოცემულია
საერთაშორისო და ადგილობრივი სიტუაციის ანალიზი. კვლევა ხელმისაწვდომია საჯარო
სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე.3
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების კვლევის
ცენტრის მიერ, დასრულდა კვლევაზე - „საჯარო სექტორში შშმ პირთა დასაქმების
მხარდაჭერა“ - მუშაობა. ჩატარებული კვლევა ხაზს უსვამს შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა დასაქმების შესახებ ინფორმაციის შეგროვების მეთოდების მნიშვნელობას.
კვლევის მიზანი იყო საქართველოს საჯარო სამსახურში შშმ პირთა დასაქმებისა და
მუშაობის თავისებურებების გაანალიზება. კერძოდ, საჯარო სექტორში დასაქმებული შშმ
პირების აღრიცხვის ეფექტიანი გზებისა და საჯარო სამსახურში შშმ პირთა დასაქმებასა და
მუშაობაზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა. კვლევა დაეყრდნო როგორც რაოდენობრივი,
ისე თვისებრივი კვლევის მეთოდებს. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა
ონლაინ გამოკითხვა, მათ შორის, საჯარო სექტორში დასაქმებულ შშმ პირებთან. კვლევის
ემპირიულ მონაცემებზე დაყრდნობით და რელევანტური საერთაშორისო/ადგილობრივი
ლიტერატურის ანალიზის შედეგად, მომზადდა შესაბამისი დასკვნები.
ამასთანავე, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამას
(UNDP) შორის 2023 წლის 9 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით, 2024 წლის
ბოლომდე საჯარო სამსახურის ბიურო შექმნის საჯარო სამსახურში დასაქმებული შშმ
პირების შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავების ინსტრუმენტს.
სსიპ - საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო
საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს შესაბამისი თანამშრომელი პერიოდულად
ესწრება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებით
გამართულ ტრენინგებს.
საქართველოს პროკურატურა
2022 წელს ჩატარებული 5 სასწავლო აქტივობის ფარგლებში, შშმ პირთა უფლებებისა და
მათთან კომუნიკაციის საკითხებზე გადამზადდა პროკურატურის 89 თანამშრომელი, მათ
შორის, 85 პროკურორი და 4 გამომძიებელი. კერძოდ, შშმ პირების უფლებებისა და მათთან
კომუნიკაციის სტანდარტის საკითხებზე, ასევე, სამართლებრივი და ფსიქოლოგიური
3
http://csb.gov.ge/media/3356/7897.pdf
21
ასპექტების შესახებ ჩატარდა ერთი ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობდა 17 პროკურორი.
შშმ პირთა უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის საკითხებს ასევე მოიცავდა 2022 წელს
ჩატარებული შემდეგი სასწავლო აქტივობები:
განხორციელდა 2 სასწავლო კურსი თემაზე - „დანაშაულისა და ძალადობის მსხვერპლი და
მოწმე ბავშვები“. გადამზადდა 30 პროკურორი, რომლებმაც აიმაღლეს ცოდნა და
კვალიფიკაცია მოწყვლადი და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების, მათი
მახასიათებლების, შეზღუდვებისა და შესაძლებლობების საკითხებზე.
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სპეციალიზაციის სასწავლო კურსის
ფარგლებში გადამზადდა 21 თანამშრომელი, მათ შორის, 18 პროკურორი და 3
გამომძიებელი. კურსი მოიცავდა შშმ ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი
დანაშაულისა და შშმ პირების მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის საკითხებს.
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის
სპეციალიზაციის კურსის ფარგლებში, გადამზადდა პროკურატურის 21 თანამშრომელი,
მათ შორის, 20 პროკურორი და ერთი გამომძიებელი.
2022 წელს, სპეციალიზებული პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების
შესაძლებლობების გაძლიერების,
კვალიფიკაციის ამაღლებისა და შემდგომი
გადამზადების მიზნით, გაგრძელდა სასწავლო აქტივობები და შშმ პირთა საკითხებზე, მათ
შორის, შშმ ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის თემაზე
ჩატარებული 4 სასწავლო აქტივობის ფარგლებში 30 სპეციალიზებული პროკურორი
გადამზადდა.
კერძოდ,
სპეციალიზებული
პროკურორებისთვის/პროკურატურის
გამომძიებლებისთვის შემდგომი გადამზადების მიზნით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე „შშმ
პირთა უფლებები და კომუნიკაციის სტანდარტი“.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შშმ პირთა უფლებების შესახებ ეროვნული და
საერთაშორისო
კანონმდებლობის,
სასამართლო
გადაწყვეტილებების
და
მართლმსაჯულების ბარიერების, ასევე, შშმ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებში
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის იდენტიფიცირების საკითხები
გაიარეს. გარდა ამისა, ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა შშმ პირებთან
კომუნიკაციის სტანდარტისა და ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ აიმაღლეს ცოდნა და
კვალიფიკაცია. ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა 11 სპეციალიზებული პროკურორი.
პროკურორთა ორი ჯგუფისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „დანაშაულისა და
ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვები“. ტრენინგი მოიცავდა მოწყვლადი და
სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების, მათი მახასიათებლების, შეზღუდვებისა და
შესაძლებლობების შესახებ საკითხებს. სწავლების შედეგად გადამზადდა 11
სპეციალიზებული პროკურორი. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის
წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების სპეციალიზაციის სასწავლო კურსის ფარგლებში,
შშმ პირების მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების სპეციფიკის, შშმ
დაზარალებულთან კომუნიკაციის სტანდარტისა და მეთოდიკის საკითხებზე, ასევე
სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლ შშმ პირებთან ურთიერთობისას მოწმისა და
დაზარალებულის კოორდინატორის როლის მნიშვნელობაზე გადამზადდა 8
სპეციალიზებული პროკურორი.
2022 წელს, სტაჟიორთა მოსამზადებელი კურსის ფარგლებში, სტაჟიორ-პროკურორებისა
და სტაჟიორ-გამომძიებლებისთვის ჩატარდა სწავლება შშმ პირთა უფლებებისა და მათთან
22
კომუნიკაციის თემაზე. ტრენინგის შედეგად, 2 ჯგუფის ფარგლებში, ჯამში 37 მონაწილე
გადამზადდა.
2022 წლის 3-5 ნოემბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით და
ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში - „თანასწორობის
დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა
საქართველოში“, პროკურატურის მენეჯერების, მოსამართლეების, საქართველოს
უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით ერთობლივი სამუშაო შეხვედრა
გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განიხილეს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით არსებული სისხლის
სამართლის საქმეების ტენდენციები, მიღწევები და გამოწვევები, საქმეებში შშმ ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივის იდენტიფიცირებისა და ეფექტიანი რეაგირების საკითხები.
უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო
ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, გამოცდილების გაზიარებას.
საქართველოს პროკურატურა მუდმივად ინარჩუნებს კოორდინაციას პარტნიორ
უწყებებთან, ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის
გაუმჯობესების მიზნით.
2022 წლის 18 ნოემბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით,
ევროპის საბჭოს კამპანიის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში, ჩატარდა სამუშაო
შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებების მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოსთან და შშმ თემის
წარმომადგენლებთან. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პროკურორებმა
შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს ანგარიში შშმ პირთა მართლმსაჯულებაზე
მისაწვდომობის გაუმჯობესების თვალსაზრისით საქართველოს პროკურატურის მიერ
დანერგილი
მიდგომების,
ჩატარებული
ღონისძიებების,
იდენტიფიცირებული
ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ, წარადგინეს შშმ მოწმესთან, დაზარალებულთან
და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ შემუშავებული სახელმძღვანელო
მითითებების შესრულების შედეგები, უპასუხეს მონაწილეთა შეკითხვებს და მოისმინეს
მონაწილეთა მოსაზრებები შშმ პირთა მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ, საანგარიშო პერიოდში
განხორციელდა რიგი ღონისძიებები ცნობიერების ამაღლების მიმართულებით,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმების
ფარგლებში. მუნიციპალიტეტების მიერ ხორციელდებოდა ცნობიერების ამაღლების
აქტივობები შშმ პირთა უფლებებზე, განსაკუთრებული აქცენტით „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით და
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით
გათვალისწინებული
რეგულაციების
თაობაზე.
აქტიურად
მიმდინარეობდა
მუნიციპალიტეტის თანამშრომლების გადამზადება/ტრენინგების ჩატარება ცნობიერების
ამაღლება. საზოგადოებაში შშმ პირთა შესახებ ცნობიერების გაზრდის, პოზიტიური
დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობისა და შშმ პირთა ინფორმირებულობის
მიზნით, ბიზნეს სექტორის წახალისებით საინფორმაციო ხასიათის კამპანიები ჩატარდა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრები
ჩატარდა გამგეობების, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის და
ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებისთვის. ამასთანავე, გადამზადდნენ
23
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისა და კონტროლიორების ნახევარზე მეტი.
პროცესი გრძელდება და დასრულდება 2023 წლის ბოლომდე. ასევე, ა(ა)იპ - მოსწავლეახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომლებმა გაიარეს დისტანციური
ტრენინგ-კურსი - „განვითარების დარღვევები და სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროებები.“ შშმ პირების უფლებებზე თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების
პროცესი გრძელდება და 2024 წლამდე ყველა სამსახურს და გამგეობას მოიცავს.
უნივერსალური დიზაინის პრინციპების გაცნობისა და პრაქტიკაში გამოყენების მიზნით,
შემუშავდა გზამკვლევი სახელმძღვანელო, რომელიც გაეგზავნა ყველა იმ სამსახურს,
რომელიც ახორციელებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.
ახალი პროგრამების გაცნობისა და სამომავლოდ დანერგვის მიზნით, წარმატებული
საერთაშორისო გამოცდილებების გასაცნობად, სამუშაო შეხვედრები გაიმართა
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ამერიკაში, ირლანდიაში, ისრაელსა და ჩინეთში მოქმედ
სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე
განხილული იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თითოეული ჯგუფის
საჭიროებები და მათთან დაკავშირებული სერვისების შინაარსი.
II.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის
მიმართულება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური
მომსახურებების
მომსახურებების დანერგვა
გეოგრაფიული
დაფარვის
გაზრდა
და
ახალი
2022 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული იქნა შემდეგი
ღონისძიებები:
გაიზარდა „დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“
დაფინანსება, კერძოდ, მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების შემთხვევაში - 8 ლარიდან
10 ლარამდე, შშმ ბავშვების და შშმ პირების შემთხვევაში - 16 ლარიდან 18 ლარამდე, მძიმე
და ღრმა შშმ ბავშვების - 27 ლარიდან 30 ლარამდე, ქვეპროგრამას დაემატა რთული ქცევის
ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურება, რომლის დაფინანსება განისაზღვრა დღეში 60
ლარით. წლის განმავლობაში მომსახურების მომწოდებლად დარეგისტრირდა 12 ახალი
ორგანიზაცია, მათ შორის - ანტისოციალური რთული ქცევის მქონე 12-18 წლის
მოზარდებისთვის - 2 ორგანიზაცია.
„სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში
გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა ხანდაზმულების შემთხვევაში 180 პირამდე, 150-ის
ნაცვლად და შშმ ბენეფიციარების შემთხვევაში - 250 ბენეფიციარამდე 230-ის ნაცვლად.
ამასთან, „სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“
ფარგლებში გაიზარდა კომპონენტების დაფინანსება, კერძოდ, ხანდაზმული ბენეფიციარის
შემთხვევაში - 22 ლარიდან 25 ლარამდე, შშმ პირებისთვის - 25 ლარიდან 30 ლარამდე და
24
დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის ბენეფიციარებისთვის 30 ლარიდან 35
ლარამდე. გასული წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირება დაიწყო 9
ახალმა ორგანიზაციამ.
„ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ვაუჩერის
ღირებულება გაიზარდა 250 ლარიდან 300 ლარამდე.
„კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის“
ფარგლებში გაიზარდა ბავშვთა ხელოვნური კვების ვაუჩერის ღირებულება 80 ლარიდან
150 ლარამდე.
„ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული
ერთი ვიზიტის ღირებულება ნაცვლად 19 ლარისა, განისაზღვრა 22 ლარით, ხოლო
პროფესიული ზედამხედველობისათვის გათვალისწინებული იქნა მომსახურების
ღირებულების გაზრდა 20 ლარიდან 25 ლარამდე. წლის განმავლობაში მომსახურების
მომწოდებლად დარეგისტრირდა 10 ახალი ორგანიზაცია.
„ბავშვთა
რეაბილიტაცია/აბილიტაციის
ქვეპროგრამის"
ფარგლებში
შეიცვალა
მომსახურების მიწოდების სქემა, რომელიც ხდება უფრო მოქნილი. იზრდება წლის
განმავლობაში დაფინანსებული სეანსების რაოდენობა 176-დან 192 სეანსამდე და ერთი
სეანსის ღირებულებაა 15 ლარიდან 17 ლარამდე.
გაიზარდა „მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული მომსახურების
ანაზღაურება: რეგულარული მინდობით აღზრდის შემთხვევაში - 16 ლარიდან 20
ლარამდე, გადაუდებელი და სპეციალიზებული მინდობით აღზრდის შემთხვევაში - 30
ლარიდან 35 ლარამდე, ნათესაური მინდობით აღზრდა - 200 ლარიდან 230 ლარამდე,
ხოლო ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული შშმ ბავშვის შემთხვევაში - 375
ლარიდან 400 ლარამდე. ქვეპროგრამის ფარგლებში განსხვავებულად დაფინანსდა 2
წლამდე ასაკის ბავშვების მომსახურება, კერძოდ, დღიური დაფინანსება განსაზღვრულია
35 ლარით. 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახური
მზრუნველობის კომპონენტის შემთხვევაში დაფინანსება გაიზარდა 300 ლარიდან 600
ლარამდე.
ამასთან, გაიზარდა „განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე
მოვლით უზრუნველყოფისა“ და „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან
ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის
მომსახურების“ ქვეპროგრამების დაფინანსება, კერძოდ, ბინაზე მოვლისათვის
ყოველთვიური დაფინანსება გაიზარდა 308 ლარიდან 440 ლარამდე, ხოლო
სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებისათვის - 50 ლარიდან 70 ლარამდე.
ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე შშმ ბავშვთა მომსახურების სტანდარტების
შემუშავება და საპილოტე პროექტის განხორციელება
2022 წლის 16 მაისს, საქართველოს მთავრობის №256 დადგენილებით დამტკიცდა
„ტექნიკური რეგლამენტი – ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინოსოციალური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების ოპერირების სტანდარტები“.
ამავე წელს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო
პროგრამით“ გათვალისწინებული იყო „ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო25
სოციალური ცენტრის მომსახურების ქვეპროგრამით“ განსაზღვრული მომსახურების
ფუნქციონირების დაწყება, თუმცა პოტენციური მომსახურების მომწოდებელი
ორგანიზაცია არ აღმოჩნდა მზად რეგისტრაციის პროცედურების გავლისათვის.
რთული და ასოციალური ქცევის მქონე შშმ ბავშვთა მომსახურების საპილოტე პროექტის
განხორციელება
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამით“
„დღის ცენტრებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში 2022 წლის ივნისის
თვიდან ქ. ქუთაისში ამოქმედდა ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე ბავშვების
დღის ცენტრი. დეკემბრის თვიდან მომსახურებამ ფუნქციონირება დაიწყო ქ. თბილისში.
შშმ პირთა საკოორდინაციო მექანიზმის გაძლიერება
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს
კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს"
ფარგლებში მოქმედებს ოთხი კომიტეტი:
- შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის (ბიო-ფსიქოსოციალური მოდელის) დანერგვის;
- დეინსტიტუციონალიზაციისა და ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებების
განვითარების ხელშეწყობის;
- შშმ პირებისთვის სხვებთან თანაბარი შესაძლებლობის ხელშემწყობი
სოციალური მომსახურებების განვითარების, ხარისხის მონიტორინგის და
შეფასების მექანიზმის გაუმჯობესების ხელშეწყობის;
შშმ პირებისთვის სხვებთან თანაბარი შესაძლებლობის ხელშემწყობი
მომსახურებების მუნიციპალურ დონეზე ინტეგრირების ხელშეწყობის
კომიტეტები.
თითოეულ კომიტეტს შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც
აგრძელებს მუშაობას გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესაბამისად.
თითოეული მიმართულების
ანალიზის მომზადება
ფარგლებში
არსებული
ინიციატივების
სიტუაციური
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის
აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს
კომიტეტების
მუშაობის
შესახებ
მომზადდა
შემაჯამებელი
ინფორმაცია
განხორციელებული აქტივობების შესახებ, კომიტეტების წევრებთან გაგზავნის მიზნით.
ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების განვითარება
2022 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის
ქვეპროგრამის მომსახურების ხარისხი და ფინანსური უზრუნველყოფა გაუმჯობესდა:
ა) 2021 წლის ქვეპროგრამასთან შედარებით, გაიზარდა ქვეპროგრამის ბიუჯეტი 3 140 000
ლარიდან 5 000 000 ლარამდე.
ბ) შეიცვალა ქვეპროგრამის დიზაინი: თუ 2021 წლის ქვეპროგრამის ღონისძიებები
მოიცავდა თერაპიულ ინტერვენციაში შემავალი სეანსების ტიპების/სახეებისა და მათი
რაოდენობის განსაზღვრას ერთი ათდღიანი კურსის განმავლობაში და ერთი ათდღიანი
კურსი შედგებოდა ჯამში 22 სეანსისგან, 2022 წლის ქვეპროგრამის მიხედვით, თერაპიულ
26
ინტერვენციაში შემავალი სეანსების ტიპების/სახეებისა და მათი რაოდენობის განსაზღვრა
ხდება
საერთო ლიმიტის ფარგლებში. ამასთან, მომსახურების მიმწოდებელი
უფლებამოსილია, ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე,
შეარჩიოს თერაპიული ინტერვენციების სახეობა და მათი ერთობლიობა. ამავე დროს,
არცერთი ზემოთჩამოთვლილი თერაპიული ინტერვენცია, ძირითადი პაკეტით
გათვალისწინებული თერაპიული ინტერვენციების ჩათვლით, არც ერთობლივად და არც
ცალ-ცალკე, არ ატარებს სავალდებულო ხასიათს. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს
20 სეანსის ჩატარებას ინდივიდუალური აბილიტაციის/ რეაბილიტაციის გეგმის
შესაბამისად.
გ) შეიცვალა ვაუჩერის ღირებულებაც: 2021 წლის ქვეპროგრამის მიხედვით, ჯამურად
გადასარიცხი თანხის ოდენობა გამოიანგარიშებოდა ჩატარებული სეანსების რაოდენობის
ნამრავლით 15 ლარზე, მაგრამ არაუმეტეს 330 ლარისა. 2022 წლის ქვეპროგრამის
შესაბამისად, ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა გამოიანგარიშება ჩატარებული
სეანსების რაოდენობის ნამრავლით 17 ლარზე. წლის განმავლობაში სეანსების ჯამური
რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 480 000 სეანსს, ხოლო ერთ ბენეფიციარზე წელიწადში
192 სეანსს. ამასთანავე, განისაზღვრა მომსახურების მომწოდებლის მიერ წერილობით
დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, დისტანციური მომსახურების ლიმიტიც
(თვეში არაუმეტეს 3 სეანსისა).
დ) შეიცვალა
მაძიებლების რეესტრის რიგითობის კრიტერიუმიც: 2021 წლის
ქვეპროგრამის მიხედვით, უპირატესობით სარგებლობდნენ განცხადების წარდგენის
დღისთვის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“
რეგისტრირებული 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები. 2022
წლიდან სარეიტინგო ქულა გახდა 120 001-მდე, რითაც გაიზარდა სოციალურად
დაუცველი ოჯახების ბავშვების მომსახურებაში ჩართვის შესაძლებლობა.
ე) 2022 წლიდან განისაზღვრა ბენეფიციარისთვის გაცემული ვაუჩერის გაუქმების
საფუძველი და გაცდენის საპატიო მიზეზად ჩათვლის კრიტერიუმები.
ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის
დამტკიცება
მომსახურების სტანდარტების შემუშავება
და
„საქართველოს ნევროლოგიური რეაბილიტაციის კოალიციის“ წევრი ორგანიზაციების
მიერ
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული
პრიორიტეტების
შესაბამისად,
შემუშავებული
იქნა
„ბავშვთა
რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის მომსახურების მინიმალური სტანდარტი“,
რომლის მიზანია ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის მომსახურებაში
ჩართული ბავშვებისათვის განკუთვნილი თერაპიული და სოციალური მომსახურებების
ხარისხის
გაუმჯობესება.
მოცემული
სტანდარტი
წარმოადგენს
ბავშვთა
რეაბილიტაცია/აბილიტაციის
ქვეპროგრამის
მომსახურების
მიმწოდებელი
ორგანიზაციების სახელმძღვანელო დოკუმენტს.
ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის მომსახურების მინიმალური
სტანდარტები შემუშავდა საანგარიშო პერიოდში და დამტკიცებული იქნა საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2023 წლის 12 იანვრის N1/ნ ბრძანებით.
27
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
2022 წლის განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა საგანმანათლებლო
სივრცეში სოციალური მუშაობის კომპონენტისა და სოციალური მუშაკების როლის
გაძლიერების მიზნით, რაც გულისხმობს მოსწავლეთა, მათი მშობლებისა და პედაგოგების
მხარდაჭერას საგანმანათლებლო პროცესში, ასევე, მოსწავლეთა ეფექტიანი სოციალური
ფუნქციონირებისათვის ხელშემშლელი ფაქტორების შემცირებასა და აღმოფხვრას.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, თბილისსა და რეგიონებში,
ახალი სოციალური მუშაკები დაემატნენ და მათი რაოდენობა 63-მდე გაიზარდა.
სოციალური მუშაობის კომპონენტით, მანდატურის სამსახური ამჟამად შესულია
საქართველოს 56 საჯარო სკოლაში. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრებში
დასაქმებულია 4 პროფესიული ზედამხედველი სოციალური მუშაობის მიმართულებით.
ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, როდესაც
სოციალური მუშაკი სასკოლო ცხოვრების ორგანული ნაწილი გახდა და ის თავის ფუნქციამოვალეობებს უშუალოდ ადგილზე ახორციელებს. აქამდე, სოციალური მუშაობა
სკოლებში საჭიროებისამებრ, ინტერვენციის ფარგლებში ხორციელდებოდა.
სკოლებში სოციალური მუშაობის დანერგვის,
ეფექტიანი თანამშრომლობის,
განხორციელებული ღონისძიებების შეჯამებისა და სამომავლო აქტივობების წარმატებით
განხორციელების მიზნით, გაიმართა ინტენსიური შეხვედრები საგანმანათლებლო
დაწესებულების
დირექტორებთან,
მათ
მიერ
მოწვეულ
სუბიექტებთან
და
რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან, რომელთა სტრუქტურულ ერთეულშიც შედიან ის
კონკრეტული სკოლები, სადაც მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები არიან
წარმოდგენილები. ასევე, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც მანდატურის
სამსახური სოციალური მუშაობის კომპონენტითაა წარმოდგენილი,
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სპეციალისტების მიერ/ან მათი მხარდაჭერითა
და სუპერვიზიით, საპილოტე სკოლებში ჩატარდა სხვადასხვა მიზანსა და ამოცანაზე
ორიენტირებული ღონისძიებები.
2022 წლის განმავლობაში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში სულ დაფიქსირდა
3302 შემთხვევა. აქედან, 2436 შემთხვევის რეფერირება განხორციელდა სკოლებიდან,
ხოლო 866 ბენეფიციარმა თვითდინებით მიმართა ცენტრს, გადმომისამართდა სხვა
სუბიექტის მიერ შესაბამისი მომსახურების მიღების მიზნით და/ან შემთხვევა
იდენტიფიცირებული იქნა ცენტრის თანამშრომლის მიერ. საანგარიშო პერიოდში, 24
საათიან ცხელ ხაზზე მიღებულია 523 შეტყობინება.
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკები, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის ბრძანების N04/ნ
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის
სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, აქტიურად
განაგრძობდნენ
მოსწავლისთვის
სტატუსის
შეჩერებამდე
სკოლებისა
და
საგანმანათლებლო რესურს ცენტრების მომართვის საფუძველზე შესაბამისი საქმიანობის
განხორციელებას, მათ შორის: მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩასართავად დასახული
ღონისძიებების გაუტარებლობის მიზეზების დადგენას და/ან მიღწეული შედეგების
მდგრადობის შეფასებას; მოსწავლის ოჯახში ვიზიტს; ვიზიტის თაობაზე ანგარიშის
მომზადებას; სამოქმედო გეგმის შედგენასა და შემაჯამებელი დასკვნის მომზადებას.
28
სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში შემოსული
მომართვების რაოდენობა შადგენს 445-ს. მომართვის მიზეზს წარმოადგენს მოსწავლის
სტატუსის შეჩერების რისკი, ძირითადად, მომმართველი უწყება იყო სკოლა და
საგანმანათლებლო
რესურსცენტრი.
აღნიშნული
მომართვების
რაოდენობიდან
მანდატურის
სამსახურის
ფსიქოსოციალური
მომსახურების
ცენტრის
მიერ
რეაგირება/შეფასება და მუშაობა წარიმართა 254 მომართვაზე, დანარჩენი მომართვებზე
რეაგირება სცდებოდა ცენტრის კომპეტენციებს (მოსწავლეების საცხოვრებლის ცვლილება,
კერძოდ, საზღვარგარეთ ყოფნა, ცენტრის კომპეტენციებს მიღმა რეგიონების მომართვები)
გაუმჯობესებულია ფსიქოლოგით მომსახურება პროფესიული მხარდაჭერის საფუძველზე,
საჯარო და კერძო სკოლებში მომუშავე ფსიქოლოგებისათვის 2022 წელს შეთავაზებული
იქნა - „პოზიტიური ქცევის მხარდამჭერი სისტემა და რთული ქცევის მართვა სკოლაში“,
რომელიც წარმატებით გაიარა 133 ფსიქოლოგმა.
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტო
საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პასუხისმგებელ
სახელმწიფო
უწყებებთან
თანამშრომლობით,
შემუშავებულია
შშმ
პირთა
დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. გეგმის თანახმად, გარდა
ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული ზრუნვის ფორმის შექმნისა, დაგეგმილია სათემო
სერვისების განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირების ძლიერი მხარეების გამოვლენას, მხარდაჭერის უზრუნველყოფასა და
საზოგადოებაში ინტეგრაციას.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების
სააგენტო რთული და ასოციალური ქცევის მქონე შშმ ბავშვთათვის დღის ცენტრებში
მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას 2022 წელს დაემატა ახალი კომპონენტი ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 12-18 წლის მოზარდებისათვის, კერძოდ,
მითითებული დღის ცენტრები გაიხსნა ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში. სოციალური
რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო ქვეპროგრამის ფარგლებში
ფუნქციონირებს ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა, რომელიც
ითვალისწინებს ბავშვისა და ოჯახის გაძლიერებას, ბავშვის ფიზიკური და
ინტელექტუალური ფუნქციური პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას, ცხოვრების
ხარისხის გაუმჯობესებისა და ინკლუზიური განვითარების პროცესის ხელშეწყობას. ასევე,
2022 წლიდან განხორციელდა ქვეპროგრამის სრული მოდიფიცირება. კერძოდ, გასულ
წლებში ბენეფიციარების მომსახურებას შეადგენდა წელიწადში 8 კურსს თითო კურსზე 22
სეანსი, გარკვეული დათქმებით და ვალიდაციებით, რის გათვალისწინებითაც,
შესაძლებელი იყო, რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ ბავშვებზე ქვეპროგრამის
მომსახურებას წყვეტა ჰქონოდა 3 თვითაც კი. აღნიშნულის ანალიზის მიხედვით,
სააგენტომ დააინიცირა პროგრამის განახლებული სტრუქტურა, რომლის საფუძველზეც,
ბენეფიციარზე გაიცება 12 თვის უწყვეტი ვაუჩერი (192 სეანსის მიღების შესაძლებლობით,
თუ გასულ წლებში აღნიშნული რიცხვი არ აღემატებოდა 176-ს), საანგარიშo პერიოდში,
გაიზარდა წლიური სეანსების რაოდენობა 242 000 სეანსიდან 480 000-მდე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
მინისტრის
2023
წლის
12
იანვრის
„ბავშვთა
29
რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის მომსახურების მინიმალური სტანდარტის
დამტკიცების შესახებ“ №1/ნ ბრძანებით დამტკიცდა ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის
მომსახურების სტანდარტები.
ასევე, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში 2022 წელს დამტკიცდა „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებზე განხორციელებული ძალადობისას სოციალური მუშაკის
რეაგირების სამუშაო ინსტრუმენტი“ და საპილოტე პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 1
თებერვლიდან - 2023 წლის 1 ივნისამდე პერიოდი. აღნიშნული ინსტრუმენტი
ორიენტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მიმართ გენდერული
ნიშნით ძალადობის საკითხებზე, რაც მოიცავს ძალადობის იდენტიფიცირებას და
შემთხვევის მართვას.
შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალური
მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ
დამტკიცდა ბრძანება „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის
ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით განსახორციელებელი
ღონისძიებების 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის
სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ პროგრამებზე სოციალური მუშაკების
ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, მუდმივად ხორციელდება საინფორმაციო
შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება ყველა რეგიონის სოციალურ მუშაკთან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ, საანგარიშო პერიოდში
განხორციელდა რიგი ღონისძიებები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის
მიმართულებით, მათ შორის:
ქ.
ბათუმის
მუნიციპალიტეტის
მერიაში
მოქმედებს
ქვეპროგრამა
მზრუნველობასმოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების
მქონე პირთა დახმარება. აღნიშნული ქვეპროგრამის ერთ-ერთი ღონისძიებაა ბინაზე
მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება, რაც ითვალისწინებს სამედიცინო და
სოციალური სერვისების მიწოდებას სახლის პირობებში იმ ბენეფიციარებზე, რომლებსაც
ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. მომსახურება გაეწევა ქრონიკულად დაავადებულ,
ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე ან/და საწოლს მიჯაჭვულ, ქ. ბათუმში 2022 წლის
1 იანვრამდე რეგისტრირებულ, 0-დან 100 000-მდე ქულის მქონე ბენეფიციარებს, შშმ
პირებს, ასაკით პენსიონერებს. მოსარგებლეთა შერჩევა ხდება შემოსული განცხადებების
საფუძველზე, რიგითობის მიხედვით. აღნიშნულ ღონისძიებაში ბენეფიციარი ჩართულია
მანამდე, სანამ ესაჭიროება შესაბამისი სერვისი.
ქედის მუნიციპალიტეტში შშმ პირები მათი საჭიროების შესაბამისად, მაქსიმალურად
ჩართული არიან სხვადასხვა პროგრამებში, კერძოდ: 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა
მოვლის საჭიროებისთვის ახორციელებს პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მათზე
ყოველთვიურად 100 ლარის მატერიალური დახმარებას. სარგებლობს 68 შშმ ბავშვი.
ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედებს პროგრამა მარტოხელა სოციალურად
დაუცველი ხანდაზმულებისთვის, სადაც ჩართულია 6 შშმ პირი. პროგრამა ხორციელდება
30
თანადაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაცია „დახმარების ეროვნულ ფონდთან“
ერთად. პროგრამით სარგებლობს სულ 10 ბენეფიციარი, ყველა 65 წელს ზევით და
ითვალისწინებს მოხალისეობრივ დახმარებას, როგორც ფსიქოლოგიურს ასევე
მატერიალურს და სხვა.
შშმ პირებზე მათი მოთხოვნის შემთხვევაში, ხდება როგორც
ფინანსური, ისე სხვა სახის დახმარების გაწევა. 2022 წელს 1 შშმ სტატუსის მქონე ბავშვის
ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელით. ყველა შშმ სტატუსის მქონე პირი სარგებლობს
200 ლარის ღირებულების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით. მერიაში
ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან და
აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
ღონისძიებებში ჩართული არიან
სსსმ და შშმ პირები, ასევე მათი მშობლები და საზოგადოების სხვა წევრები. უფასოდ კვების
პროგრამით სარგებლობს 4 შშმ პირი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს მოწყვლადი
კატეგორიის
ბენეფიციარების სოციალური მხარდაჭერის კომპონენტს, რომელიც ითვალისწინებს 0-დან
150 000-ს ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მძიმე და ღრმა შეზღუდვის მქონე პირთა და
ასევე 0-დან 150 000-ს ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მხცოვანი (80 წლის და მეტი)
მწოლიარე ბენეფიციარების უზრუნველყოფას მოვლის საშუალებებით.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაინერგა შინ მოვლისა და პერსონალური ასისტენტის
სერვისი, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ოდაქეარი“. სერვისი
გათვლილია 20 ბენეფიციარზე, რომელთა შერჩევა მოხდა წინასწარი კვლევის შედეგად.
პერსონალური ასისტენტი უზრუნველყოფს შშმ პირთათვის ყოველდღიური ბარიერების
გადალახვაში დახმარებას, ხოლო შინ მოვლის სერვისი ითვალისწინებს ექთნის
მომსახურებას, საჭიროებების შესაბამისად.
შინმოვლის მუნიციპალურ პროგრამას,
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია
მუნიციპალიტეტში
მცხოვრებ
38
ბენეფიციარზე
საპილოტედ
ახორციელებს
არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ანიკასთან“ ერთად. პროგრამა, ევროკავშირის
დაფინანსებითა და თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან
პარტნიორობით, 2021 წლიდან ხორციელდება სამწლიანი პროექტის „სამოქალაქო
საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“
ფარგლებში.
ტყიბულის
მუნიციპალიტეტში
მოქმედებს
შინმოვლის
პროგრამა,
რომელიც
ითვალისწინებს მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისათვის ჰიგიენური და
საცხოვრებელი პირობების მოწესრიგებას თვეში 4-ჯერ ( სავალდებულო ვიზიტი კვირაში
ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში კვირაში ორჯერ) და ყოველთვიურად საკვები
პროდუქტებით უზრუნველყოფა, გარდა უფასო სასადილოს ბენეფიციარებისა. ამ ეტაპზე,
შინმოვლის პროგრამაში ჩართულია 26 მოქალაქე. პროგრამა ემსახურება მოქალაქეს
მანამდე, სანამ ამის საჭიროება არსებობს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების
დაფინანსება ხორციელდება წლიური ვაუჩერის მეშვეობით, რომლის ღირებულება
განისაზღვება კატეგორიების მიხედვით. სოციალურ საკითხთა სამსახურში შემოსული
მოქალაქის განცხადება თანდართული დოკუმენტაციით ეგზავნება იმ მომსახურების
მიმწოდებელ ორგანიზაციას, რომელიც მოთხოვნილი აქვს მოქალაქეს თავის
განცხადებაში. მომსახურების მიმწოდებელი ბინაზე ვიზიტით აფასებს მოქალაქის
მდგომარეობას, გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით უდგენს მომსახურების
გეგმას. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს სამსახურს არა უგვიანეს 10 დღისა.
31
პროგრამაში ჩართული ბენეფიციარი მომსახურებით სარგებლოს 12 თვის (პროგრამის
ვადის შეაბამისად) განმავლობაში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2022 წელს დაინერგა შინმოვლის და პერსონალური
ასისტენტის მომსახურების სერვისი. ამჟამად, მომსახურება მიეწოდება 50 ხანდაზმულ და
შშმ ადამიანს, რომლებიც საჭიროების მიხედვით, შინ ღებულობენ პერსონალური
ასისტენტის, ექიმის, ექთნის, მომვლელის, საყოფაცხოვრებო ან ტექნიკური ასისტენტის
მომსახურებას. ბენეფიციარების შერჩევის პროცესში მიმწოდებელი ხელმძღვანელობს
დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით, რაც გულისხმობს უძლურების ინდექსის,
ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობების შეფასებას.
ყვარელის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს
მუნიციპალურ სოციალურ
პროგრამებს: „ცერებრალური დამბლით დაავადებულთა, დაუნის სინდრომით და
აუტისტური სპექტრის მქონე პირთა და რეაბილიტაციის საჭიროების მქონე პირთა
დახმარება“.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ
ხორციელდება პროფესიული შინმოვლა, კერძოდ, ბინაზე მოვლის სერვისი, რაც
ითვალისწინებს, რომ მულტიფუნქციური გუნდის ექიმი-კოორდინატორის, სოციალური
მუშაკის, ექთნის, ექთნის ასისტენტის, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის მიერ ხდება
დახმარების გაწევა შესაბამისი საჭიროების მქონე პირებზე. 2022 წლის მდგომარეობით
მოსარგებლეა 120 ბენეფიციარი. ასევე პერიოდულად, რიგდება სასურსათო და ჰიგიენური
ამანათები და მათთვის საჭირო მედიკამენტები.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია შშმ პირებზე სოციალური გასაცემლის სახით
ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით თანხას გასცემს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური
პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
მხარდაჭერას ადგილობრივ დონეზე, საპროგნოზოდ გათვლილი იყო 1057 შშმ პირზე. 2022
წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით კი, სოციალური დაცვის მუნიციპალური
პროგრამებით, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ისარგებლა 1135 შშმ
პირმა.
პროგრამით, რომელიც გულისხმობდა შშმ პირთა კომუნალური გადასახადების 4 თვის
განმავლობაში 25-25 ლარის ოდენობით სუბსიდიდრებას, საპროგნოზოდ გათვლილი იყო
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 500 მოქალაქეზე. 2022 წლის 2 დეკემბრის
მდგომარეობით, პროგრამით ისარგებლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 350-მა
მოქალაქემ.
მომვლელის საჭიროების მქონე შშმ პირთა ყოველთვიური 100 ლარიანი ფულადი
დახმარების პროგრამით, 2022 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით, ისარგებლა მომვლელის
საჭიროების მქონე 142-მა ბენეფიციარმა და მათი ოჯახის წევრმა. 2022 წლის სამოქმედო
გეგმის მიხედვით, საორიენტაციოდ, აღნიშნული პროგრამა გათვლილი იყო მომვლელის
საჭიროების მქონე 120 ბენეფიციარსა და მათ ოჯახის წევრზე.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა 2022 წლის 21 თებერვალს
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის Nბ42.422205215 ბრძანებით. სამოქმედო გეგმის
მიხედვით 2022 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით 2022
წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებით ისარგებლა: 1.ა) უსინათლოებისა და
32
სმენადაქვეითებულთა მატერიალური დახმარება კომუნალური გადასახადების
დასაფინანსებლად - 76-მა შშმ პირმა; ბ) უსინათლოებისათვის წნევის გამზომი ხმოვანი
აპარატების შეძენა - 6-მა შშმ პირმა; გ) სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული
დახმარება - 99-მა შშმ ბავშვმა. 2. შინმოვლის მომსახურეობა გაეწია - 3 შშმ პირს. 3. შშმ
პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის კუთხით 15 შშმ პირს გადაეცა
გადასაადგილებელი ეტლი. 4. დაფინანსდა ა(ა)იპ „კოალიცია სოციალური
რეფორმებისათვის“ დღის ცენტრის კომუნალური გადასახადები - 20 შშმ ბავშვი. 5. შშმ
ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით დაფინანსდა - 177 შშმ ბავშვი. 6. ფენილკეტონურიით
და ცელიაკიით დაავადებულ პირთა კვებითი დანამატებით უზრუნველყოფილ იქნა - 5 შშმ
ბავშვი. 7. კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარების პროგრამით
ისარგებლა - 1-მა შშმ ბავშვმა.
ხობის მუნიციპალიტეტში შშმპ-თა ერთჯერადი დახმარებით ისარგებლა 6-მა ვეტერანმა
და გაიხარჯა 1500 ლარი. დიალიზზე მყოფი შშმპ-ის დამტკიცებული ყოველთვიური
ფულადი დახმარება 27000 ლარიდან დაიხარჯა16 ბენეფიციარზე 24 600 ლარი. 6-18
წლამდე შშმპ არასამთავრობო ორგანიზაციის სოციალური პროგრამის, კერძოდ, დღის
ცენტრის
თანხის
(კომუნალური
ხარჯების)
თანადაფინანსება
ბიუჯეტში
გათვალისწინებული 10000 ლარიდან გაიხარჯა 6000 ლარი. დახმარება ჩერნობილის
კატასტროფის
სალიკვიდაციო
სამუშაოებში
მონაწილეთათვის
ბიუჯეტით
გათვალისწინებული 1950 ლარიდან გაიხარჯა 12 ვეტერანზე 1800 ლარი. შშმპ-თა და
ონკოლოგიურ დაავადებაზე საეჭვო პაციენტთა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების
(კორონოგრაფია,
კომპიუტერული
ტომოგრაფია,
მაგნიტურ
რეზონანსული
ტომოგრაფია,ბიოფსია) დაფინანსება (ერთჯერადად) 15 150 ლარიდან გაიხარჯა 57
ბენეფიციარზე - 14 168 ლარი. ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში შინმოვლის პროგრამა
10 000 ლარის თანადაფინანსებით გათვალისწინებულია 2023 წლის ბიუჯეტში.
ასპინძის მუნიციპალიტეტის 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის სოციალური
პროგრამის ფარგლებში გაეწიათ ფინანსური დახმარება: მკვეთრად გამოხატული
მხედველობით შშმ სტატუსის მქონე პირველი ჯგუფის უსინათლო 18 ბენეფიციარს,
თითოეულს 200 ლარი - სულ 3600 ლარი, 18 წლამდე შშმ 33 ბენეფიციარს ერთჯერადი
დახმარება გაეწია - თითოეულს 200 ლარი, სულ 6600 ლარი. მუდმივად მწოლიარე 4 შშმ
პირს, თითოეულს 1000 ლარი - სულ 4000 ლარი. 18 წლამდე 10 შშმ არასრულწლოვანს
გაეწია სამედიცინო მომსახურებისა და რეაბილიტაციისათვის 12000 ლარის დახმარება.
ქირურგიული ოპერაციის თანადაფინანსებისთვის 3 შშმ პირი დაფინანსდა 4300 ლარით.
2022 წელს დასაქმდა 7 შშმ სტატუსის მქონე პირი. ასპინძის მუნიციპალიტეტში
ფუნქციონირებს ა(ა)იპ ასპინძის შშმ პირთა უფლებების დაცვის ცენტრი.
ახალქალაქში 2022 წლის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული იქნა 2 000 000
ლარი, რომელიც გამოყოფილ იქნა შშმ პირებზე, კერძოდ, მკვეთრად გამოხატული ხარისხი
- 80 000 ლარი 160 ბენეფიციარზე, მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხი - 70 000 ლარი 350
ბენეფიციარზე, ზომიერად გამოხატული ხარისხი - 3000 ლარი 30 ბენეფიციარზე, შშმ
ბავშვები - 47 500 ლარი - 95 ბენეფიციარზე, მედიკამენტებისთვის განკუთვნილი ფულადი
დახმარება შშმ პირებისთვის - გამოყოფილ იქნა 25 000 ლარი, 80 ბენეფიციარზე შშმ
ბავშვების ყველა სახის სამედიცინო მომსახურებისთვის გამოყოფილ იქნა 45 000 ლარი - 36
ბენეფიციარზე.
ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ პირებისათვის სხვებთან თანაბარი
შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება შესაბამისი სოციალური
დახმარება. მხედველობის მხრივ მკვეთრად გამოხატული შშმ პირების ფიზიკური და
33
ფსიქოლოგიური რეაბილიტაციიის მიზნით, ხორციელდება რეკრიაცია-რეაბილიტაციის
პროგრამები, ასევე ხორციელდება არაფორმალური განათლების მიღებასა და დამხმარე
ტექნოლოგიებზე წვდომაზე ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები
შშმ სტატუსის მქონე მოქალაქეების შესახებ წარმოებს ბაზები. ხორციელდება შშმ პირთა
ინფორმირებულობა სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შესახებ და მათზე
მისაწვდომობის გაზრდა/სარგებლობის ხელშეწყობა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის
გადაწყვეტილებით 18 წლამდე ასაკის შშმ პირების დახმარების პროგრამას საკურორტო
მომსახურებაც დაემატა. ქვეპროგრამა ითვალისწინებს, 18-წლამდე ასაკის შშმ
პირებისთვის წელიწადში ერთხელ საკურორტო მომსახურებისთვის 800-ლარიანი
ვაუჩერის მიღებას. საკურორტო მომსახურება მიეცემა ბორჯომის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს. ერთ ბენეფიციარზე
საკურორტო მომსახურება განკუთვნილია ერთჯერადად, არაუმეტეს 800 ლარის
ოდენობით. ვაუჩერის მფლობელს უფლება აქვს, ისარგებლოს მისი კანონიერი
წარმომადგენლის მიერ შერჩეულ საქართველოს კურორტებზე არსებულ სასტუმროებით
ან კერძო გამქირავებელთან 6 დღე-ღამით.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას აქვს ერთჯერადი დახმარების პროგრამა, როგორც
სოციალური კუთხით, ასევე ჯანდაცვის კუთხით. სოფელ არალში ფუნქციონირებს
უნარშეზღუდული და მენტალობადაქვეითებულ პირთა საინტეგრაციო ცენტრი, რომლის
დაფინანსებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მერიაში ფუნქციონირებს შშმპ საბჭო,
სადაც 2021-2022 წლის განმავლობაში ჩატარდა 2 სხდომა, (სხდომები ტარდება
საჭიროებიდან გამომდინარე).
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №17
დადგენილებით დამტკიცებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოციალური
პროგრამის“ ფარგლებში, გასულ წელს, სულ 232 შშმ სტატუსის მქონე ბენეფიციარს,
როგორც 18 წლამდე ასევე 18 წლის ზემოთ, გაეწია ერთჯერადი მატერიალური დახმარება
300 ლარის ოდენობით. სოციალური პროგრამის ფარგლებში, მომართვიანობიდან
გამომდინარე, როგორც 18 წლამდე შშმ ბავშვების, აგრეთვე 18 წლის ზემოთ შშმ პირებს
გაეწიათ სარეაბილიტაციო/სამედიცინო მომსახურება. ბავშვის უფლებების დაცვისა და
მხარდაჭერის განყოფილების მონაცემებზე დაყრდნობით, მოძიებულ იქნა 9
არასრულწლოვანი ბენეფიციარი, დადგინდა ძირითადი დაავადებები და ოჯახების
გამოკითხვითი შესწავლით გამოიკვეთა ბენეფიციართა სარეაბილიტაციო და თერაპიულ
მომსახურებათა საჭიროება. საჭიროებიდან გამომდინარე, მოეწყო რამოდენიმე
ადაპტირებული პანდუსი.
დმანისის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
დაცვის სისტემური გარანტიების გაძლიერებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა
სფეროში მათი მონაწილეობის გაზრდის მიზნით, შექმნილია 18 წლამდე შშმ პირების
მონაცემთა ბაზა მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების მიხედვითმოწყვლადი ჯგუფების გამოვლენა;
დმანისის მუნიციპალიტეტში შემუშავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
სოციალური დაცვის პროგრამები:
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარების 2023 წლის
მუნიციპალური ქვეპროგრამა;
ფენილკეტონურიით და გლუტენის ავადმყოფობით (ცელიაკია) დაავადებულ
ბავშვთა სპეციფიკური კვების პროდუქტებით დახმარების 2023 წლის
მუნიციპალური ქვეპროგრამა;
34
მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
უსინათლო პირების დახმარების 2023 წლის მუნიციპალური ქვეპროგრამა;
„18 წელს გადაცილებულ შეზღუდული შესაძლებლობის ქალთა და 18 წლამდე
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა 2023 წლის სოციალური დაცვის
მუნიციპალური ქვეპროგრამა“;
სოციალურად
დაუცველი
მოსახლეობის
სამედიცინო
სტაციონარული,
ამბულატორიული დახმარების, ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის 2023
წლის მუნიციპალური ქვეპროგრამა;
აუტიზმის სპექტრის აშლილობათა მქონე ბავშვების რეაბილიტაციის სოციალური
დახმარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა;
„ხანდაზმულთა შინმოვლისა და ჯანსაღი დაბერების თანადაფინანსების 2023 წლის
მუნიციპალური პროგრამა“;
„ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამაში ჩართული 0-18 წლამდე შშმ
სტატუსის მქონე არასრულწლოვანი, ბავშვიანი ოჯახების ქირით უზრუნველყოფის
2023 წლის ქვეპროგრამა“;
დმანისის მუნიციპალიტეტს აქვს შინმოვლის პროგრამა (23 ბენეფიციარი). მიმღები
ბენეფიცარები არიან 60 + ასაკის, დმანისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და
ხანგრძლივად მცხოვრები მოქალაქეები. მერიას, Hilfwserk International და ქალთა
ასოციაცია „თანხმობას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დმანისის
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ხანდაზმულთათვის მობილური ზრუნვის
მომსახურებებზე
ხელმისაწვდომობის
გაზრდის,
ხანდაზმულთა
საკითხებზე
კონსულტაციების გაწევისა და ჯანსაღი დაბერების მომსახურებები ფუქნციონირებს.
შინმოვლის მომსახურებები მოიცავს:
საექთნო-სამედიცინო მომსახურებას;
საყოფაცხოვრებო მომსახურებას;
ფსიქოსოციალურ მომსახურებას.
ჯანსაღი დაბერების მომსახურების მიმღები ბენეფიციარები ცენტრში იღებენ შემდეგ
მომსახურებებს:
ჯანმრთელობის გაუარესების პრევენცია;
განგრძობითი განათლება;
ფსიქოსოციალური კონსულტირება;
იურიდიული კონსულტაცია;
კულტურულ-სოციალური ღონისძიებები და სხვა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები: შშმ პირთა სოციალური,
ჯანმრთელობის და სხვა უფლებების დაცვის გარანტიების გაძლიერების მიზნით 2022
წლის
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტით
გათვალისწინებულია
სოციალური და
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები. აღნიშნული პროგრამებით დახმარება მიიღო 100-ზე
მეტმა შშმ პირმა, მათ შორის, შშმ ბავშვებმა. საკვების ხელმისაწვდომობის მიზნით,
მუნიციპალური ა(ა)იპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და
სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი“ ქ. თეთრიწყაროში 100 ბენეფიციარს
ყოველდღიურად აწვდის ცხელ სადილს, ხოლო სოფლად მცხოვრებ 400 ბენეფიციარს,
თვეში ერთხელ - მშრალ საკვებ პროდუქტებს, მათ შორის, არიან შშმ პირები.
35
გადაადგილებაშეზღუდული ბენეფიციარებისთვის მოქმედებს სახლში მიწოდების
სერვისი. თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეებისთვის, რომელთა
დიდი ნაწილი მკვეთრად გამოხატული შშმ პირია, იქიდან გამომდინარე, რომ
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ არსებობს დიალიზის სეანსების ჩატარების
საშუალება და ბენეფიციარებს თბილისში, რუსთავსა და მარნეულში უხდებათ
სამედიცინო დახმარების მიღება, ჯანდაცვისა და სოც. უზრუნველყოფის პროგრამით
გათვალისწინებული იყო მათი ტრანსპორტირების თანადაფინანსების მიზნით
ყოველთვიური დახმარება თითოეულ ბენეფიციარზე წლის დასაწყისში 100 ლარის, ხოლო
მაისიდან 160 ლარის ოდენობით და აღნიშნული დახმარებით 2022 წელს ისარგებლა 15-მა
პირმა.
გორის მუნიციპალიტეტში ხორციელდება
პროექტების თანადაფინანსების“ მუხლით.
შინმოვლის
პროგრამა
„სოციალური
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის N21 დადგენილების
საფუძველზე, 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან კასპის მუნიციპალიტეტის მერია
შშმ პირებისთვის ახორციელებს შემდეგ პროგრამებს:
კასპის მუნიციპალიტეტის
სოციალური პროგრამის მე-16 მუხლი ითვალისწინებს
ცერებრალური დამბლით,
პარაპლეგიით,
ტეტრაპლეგიით,
პარაპარეზით,
ტეტრაპარეზით,
არასრული
ოსტეოგენეზით, ოსტეომალაციით, კახექსია მძიმე ფორმით, აუტიზმით, დაუნის
სინდრომით, გონებრივი ჩამორჩენილობით, სმენის ორმხრივი დაქვეითებით მესამე
ხარისხიდან,
ეპილეფსიით,
ფსორიაზით,
ფენილკეტონურიით,
ცელიაკიით,
ჰიდროცეფალიით, მიკროცეფალიით, სპინალური ამიოტროფიით, სპინო - ცერებრალური
ფორმით, სპონდილოართრიტით, ორმხრივი ნეოართროზით და სისტემური დაავადებით
(კოლაგენოზები და ვასკულიტები), 0-დან 18-წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით
(ინსულინდამოკიდებული) დაავადებულ პირებზე წელიწადში ერთჯერადად 400 ლარით
დახმარებას. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ
სარეაბილიტაციო დახმარებით ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით, 171 მუხლი
ითვალისწინებს ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარებას სპეციალური
კვებისთვის 1000 ლარის ოდენობით, მე-19 მუხლი ითვალისწინებს შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის, მათ შორის, 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან
უსინათლო შშმ პირებისთვის ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით დახმარებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება შემდეგი სახის
პროგრამები:
„ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის
კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობის „სოციალური პროგრამა;
რიგ მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებს ა(ა)იპ შშმ პირთა დღის ცენტრები, რაც
ითვალისწინებს 3 კომპონენტიან კვებას ერთჯერადად;
ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა
სატრანსპორტო კომპენსაციით უზრუნველყოფა;
„ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამაში ჩართული 0-18 წლამდე შშმ
სტატუსის მქონე არასრულწლოვანი, ბავშვიანი ოჯახების ქირით უზრუნველყოფის
2023 წლის ქვეპროგრამა“;
სპორტულ, კულტურულ და გასართობ ობიექტებზე მაქსიმალური ადაპტირებული
გარემოს შექმნის აქტივობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტების ბალანსზე
არსებული ადაპტირებული შენობა ნაგებობების რაოდენობა გაიზარდა;
36
მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთათვის
ოპერაციის, რეაბილიტაციის, გამოკვლევების და მედიკამენტებით
დახმარების პროგრამა;
დიალიზით მოსარგებლე პირთა ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფა, თემზე
დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის
მქონე
პირთათვის,
მოწყვლადი
სოციალური
ჯგუფების
ბენეფიციართა
მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების
საქალაქო სამსახურში შექმნილია „შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის“
ქვეპროგრამა, რომელიც სრულად ასრულებს სამოქმედო გეგმის 1.3.1 და 3.1.5
(ინდივიდუალური მობილობის უნარ-ჩვევების სწავლება/სწავლების თანადაფინანსება და
შშმ პირთა საერთაშორისო და ეროვნული დღეების აღსანიშნავი ფორუმები/მასობრივი
თემატური ღონისძიებებში მონაწილეობაში ხელშეწყობა) აქტივობებს.
აღსანიშნავია, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა აბილიტაციის
პროგრამა დაიხვეწა, გახდა ბავშვის საჭიროებებზე მეტად მორგებული და, ამასთანავე,
გაიზარდა პროგრამით მოსარგებლე ბავშვების დაფინანსება.
გარდა ამისა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ჩართულია
პერსონალური ასისტენტის პროგრამის შემუშავებაში.
სამოქმედო გეგმის 4.1.5 მოთხოვნების შესაბამისად, რეგიონებიდან თბილისში
სოციალური და სხვა სერვისების მისაღებად შშმ პირთა ჩამოსვლის/მიგრაციის პრევენციის,
რეგიონებში ხარისხიანი სერვისების განვითარების ხელშეწყობის, გამოცდილების
გაზიარებისა და ინფორმირების მიზნით, აქტიური კომუნიკაცია და გამოცდილებების
გაზიარება
მიმდინარეობს
ადგილობრივ
ხელისუფლებებთან
და
სერვისის
მიმწოდებლებთან.
III.
დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და მისაწვდომობის
უზრუნველყოფა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო
დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა
2022 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული მომსახურებები გაუმჯობესდა:
ა) 2022 წლიდან მომსახურებას დაემატა ეტლის ახალი სახეობა: საშუალო და მაღალი
მორგების პედიატრიული ეტლები. ამასთან, მექანიკური ეტლების შემთხვევაში, დაიწყო
ეტლების ბენეფიციარზე გაცემა ბენეფიციარის მოთხოვნისა და საჭიროების შემთხვევაში –
ადგილზე ტრანსპორტირებით და, საჭიროების შემთხვევაში, მექანიკურ ეტლთან ერთად
ხელმოსაჭიდი ძელებით უზრუნველყოფა. 2022 წლიდან მექანიკური ეტლებისა გაცემა
შესაძლებელი გახდა ფორმა 100-ის საფუძველზე.
37
წინა წელთან შედარებით გაიზარდა კომპონენტის ბიუჯეტი 934 200 ლარიდან 1 522 520
ლარამდე. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების
ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი მექანიკური ეტლის
შემთხვევაში, შეადგენს 760 ლარს (ნაცვლად 720 ლარისა), საჭიროების შემთხვევაში,
ადგილზე ტრანსპორტირება შეადგენს 50 ლარს, ხელმოსაჭიდი ძელებით უზრუნველყოფა
– 70 ლარს, საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული ეტლის შემთხვევაში – 2650
ლარს, ხოლო ელექტრო-ეტლის შემთხვევაში – 5053 ლარს (ნაცვლად 4785 ლარისა).
ბ) გაიზარდა პროთეზების კომპონენტის ბიუჯეტი 1 707 000 ლარიდან 3 100 000 ლარამდე
(მათ შორის, გათვალისწინებული იქნა არაუმეტეს ქვედა კიდურის პროთეზირების
საჭიროების მქონე 30 პირის ადგილზე, 5 დღის განმავლობაში სადღეღამისო
მომსახურებისათვის 7 500 ლარი).
2022 წლიდან მომსახურებას დაემატა ქვედა კიდურის პროთეზირების საჭიროების მქონე
პირთათვის აუცილებლობისა და ასეთი მომსახურების შესაძლებლობის შემთხვევაში,
მომხმარებელთა სადღეღამისო განთავსების უზრუნველყოფა (განცალკევებული
განყოფილება ადაპტირებული ტუალეტითა და აბაზანით, საჭირო ინვენტარითა და შშმ
პირთათვის ადაპტაციის საშუალებებით). კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის
(მომსახურების) სახეობას დაემატა სილიკონ ლაინერის შეცვლა სხვადასხვა დონეზე. 18
წლამდე ასაკის ბავშვების პროთეზირების შემთხვევაში, როდესაც ფიზიოლოგიური
(კიდურის ზრდა), ან დაავადების, ან ტრავმით გამოწვეული ცვლილებების გამო,
შეუძლებელია და უკუნაჩვენებია უკვე მიღებული პროთეზით სარგებლობა, საგარანტიო
ვადა განისაზღვრა საჭიროების მიხედვით. ნებისმიერი დონის ორთეზის საჭირობის
შემთხვევაში, ორთეზის მიღება შესაძლებელი გახდა ფორმა №IV-100/ა- ის საფუძველზე.
გ) 2021 წლიდან სმენის აპარატის კომპონენტი ითვალისწინებდა არა ნაკლებ 1 400
ციფრული სმენის აპარატის შეძენასა და გაცემას, ხოლო ბიუჯეტი შეადგენდა 378 000 ლარს.
2022 წლის კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 763 100 ლარით და ღონისძიებები
მოიცავდა არა ნაკლებ 2 228 ციფრული სმენის აპარატის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის
ბავშვებისთვის პედიატრიული ციფრული სმენის აპარატის – 80 ერთეულის) გაცემას.
ამასთან, ბენეფიციარის აუდიომეტრიული მონაცემების და ფუნქციური საჭიროებების
შესაბამისად, ციფრული აპარატის მორგება ხდება ბენეფიციართათვის გეოგრაფიულად
ხელმისაწვდომ ადგილებზე (გარდა თბილისისა), დასავლეთ საქართველოში არა ნაკლებ
ორ ქალაქში. საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში – არა ნაკლებ ორ ქალაქში (გარდა
ობიექტური აუდიომეტრიისა და სედაციის პროცედურებისა, რომელიც მომსახურების
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საჭიროების შესაბამისად).
დ) სმარტფონი - კომპონენტის ბიუჯეტი 2021 წელთან შედარებით გაორმაგდა და 12 000
ლარის ნაცვლად განისაზღვრა 24 000 ლარით.
2022 წლიდან გაიზარდა დამხმარე საშუალებების ყველა სახეობის საგარანტიო ვადები.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში
საშუალებებით უზრუნველყოფა:
განხორციელდა ახალი
სახეობის
დამხმარე
ა) საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილებით
დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის
სახელმწიფო პროგრამის“ დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის
ფარგლებში, 2022 წლიდან ხორციელდება ახალი მომსახურება - ყავარჯნებით, ხელჯოხყავარჯნებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი,
38
რომლის ამოცანაა საპილოტე პროექტის ფარგლებში, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის
გათვალისწინებით, სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის
გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
პროექტი ითვალისწინებს წინა წლებში ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით,
უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის
კომპონენტის ფარგლებში, შესყიდული დამხმარე საშუალებების კახეთისა და მცხეთამთიანეთის რეგიონების 8 მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისადმი
შემდგომი განკარგვის მიზნით გადაცემას.
აღნიშნული საპილოტე პროექტი ხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის
რეკომენდაციის საფუძველზე და მიზნად ისახავს დამხმარე საშუალებებზე
ხელმისაწვდომობის გაზრდას მუნიციპალურ დონეზე, რათა ფუნქციონალური
შეზღუდვის მქონე ადამიანები ადგილებზე იყვნენ უზრუნველყოფილნი მათთვის საჭირო
დამხმარე საშუალებებით. პროექტის ფარგლებშივე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ
(ჯანმო) უზრუნველყო პირველადი ჯანდაცვის ცენტრების სამედიცინო პერსონალის
სწავლება და სერტიფიცირება
დამხმარე პროდუქტების მიწოდების სერვისის
ტრენინგების (თეორია და პრაქტიკა) საშუალებით.
ბ) 2022 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო უსინათლოთა ხელჯოხებით უზრუნველყოფის
კომპონენტის განხორციელება. კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის უსინათლოთა
თეთრი ხელჯოხებით უზრუნველყოფა და მათი ფუნქციური დამოუკიდებლობის
ხარისხის გაუმჯობესება.
კომპონენტის
ღონისძიებებში
შედის:
თეთრი
ხელჯოხების
ბენეფიციარზე
საჭიროებისამებრ ინდივიდუალური მორგება და გაცემა; თეთრი ხელჯოხის
გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური
მომსახურების გაწევა. ასევე, შესაბამისი ტრენინგების ჩატარება.
კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 500 ლარით, მათ შორის: 3000 ლარი 30 ცალი
თეთრი ხელჯოხისთვის. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების)
ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი
თეთრი ხელჯოხის შემთხვევაში შეადგენს 150 ლარს (ხელჯოხის ღირებულება და
შესაბამისი ტრენინგის ანაზღაურება).
ახალი სახეობის დამხმარე საშუალებებით მომსახურების მინიმალური სტანდარტების
შემუშავება და შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანა
ბენეფიციართა
დამხმარე
საშუალებებით
უზრუნველყოფის
ტერიტორიული
ხელმისაწვდომობის გაზრდის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და
მომსახურების ხარისხის მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობის მიზნით,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სამინისტროსადმი გაწერილი რეკომენდაციების
საფუძველზე სამინისტროს, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების
წარმომადგენლებისგან შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ განსაზღვრული იქნა
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფორმატში
ბენეფიციართათვის
მომსახურების
ადგილზე
მიწოდების
ღონისძიებების
ორგანიზაციული და ფინანსური შესაძლებლობები და საერთაშორისო სტანდარტებზე
39
დაყრდნობით, შემუშავებული იქნა მომსახურების (ეტლები, საპროთეზო-ორთოპედიული
საშუალებები, სმენის აპარატი) მინიმალურ სტანდარტები, რომელშიც დეტალურად იქნა
გაწერილი მომსახურების ის საფეხურები, რომელთა ზედმიწევნით განხორციელებასაც
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სერვისის მიმწოდებლებისგან ითხოვს.
აღნიშნული სტანდარტები დამტკიცებული იქნა საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის 2021 წლის 29 აპრილის №01-43/ნ ბრძანებით: „დამხმარე საშუალებებით
მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის
№634 დადგენილებით
დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის
სახელმწიფო პროგრამის“ დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის
ფარგლებში განსაზღვრული ახალი მომსახურებების: უსინათლოთა ხელჯოხებით
უზრუნველყოფის კომპონენტი და ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებითა და
გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის განხორციელების
შემდეგ, შემუშავდა „დამხმარე საშუალებებით მომსახურების მინიმალური სტანდარტების
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 29 აპრილის №0143/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანების პროექტი, რომელიც დამტკიცდა 2022 წლის 8 დეკემბერს - N01-94/ნ
ბრძანებით.
სამინისტროს ვებ-გვერდი უსინათლო და მცირემხედველ შშმ პირებისთვის
ადაპტირებულია. შესაძლებელია გამოსახულებისა და ფონის სიმკვეთრის ცვლილება
გრადაციის მიხედვით.
ჩვილ ბავშვთა სახლიდან
უზრუნველყოფა
ბენეფიციარების
ალტერნატიულ
სერვისში
გადაყვანის
თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში ამჟამად დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი
დასრულებულია. 2022 წელს თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბაზაზე, ამერიკის
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერით, გაიხსნა 3
განყოფილება 21 ბენეფიციარისთვის. თითო სახლში მომსახურებას მიიღეს 7-7
ბენეფიციარი. ამ ეტაპზე, ჩვილ ბავშვთა სახლში აღარ იმყოფება არც ერთი ბავშვი. 14
ბენეფიციარი მომსახურებას იღებს აღნიშნულ განყოფილებებში, დანარჩენები
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფებიან სხვადასხვა კლინიკებში. მიმდინარე
წლის ბოლოს დაგეგმილია ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური
ცენტრის ამოქმედება, სადაც სრულად მოხდება ჩვილ ბავშვთა სახლში მცხოვრები იმ
არასრულწლოვნების გადაყვანა, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა
და საჭიროებენ სამედიცინო მეთვალყურეობასაც. აღნიშნული სერვისი შექმნილია ჩეხეთის
განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
ფსიქიკური პრობლემების მქონე შშმ პირთათვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის
ახალი მომსახურების შექმნა
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „სათემო
ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას“ დაემატა: ფსიქიკური
40
დარღვევების მქონე შშმ პირთა 24-საათიანი მომსახურებით უზრუნველყოფის, მძიმე და
ღრმა შშმ პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფისა და 18 წლის და მეტი
ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით
უზრუნველყოფის კომპონენტი, რომლებიც მცირე ზომის მომსახურებებია და ამ
მომსახურებებში შესაძლებელი იქნება ბენეფიციარების ინტერესების უფრო უკეთ
გათვალისწინება.
პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის მოდელის შემუშავება და შესაბამისი
საპილოტე პროექტის განხორციელება
პერსონალური ასისტენტის პროგრამის მოდელი მომზადდა ასოციაცია „ანიკა“-ს მიერ,
რომელიც ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს
„სამოქალაქო
საზოგადოების
გაძლიერება
სოციალური
მომსახურებების
განვითარებისათვის“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს პერსონალური
ასისტენტის მომსახურების საპილოტე პროგრამა 5 მუნიციპალიტეტში (შუახევი, ქედა,
ჩოხატაური, ბაღდათი და ხარაგაული). „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე
ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის“ პროექტში გათვალისწინებულია
„პერსონალური
ასისტენტის
მომსახურებით
უზრუნველყოფის
ქვეპროგრამის“
ამოქმედება. ასევე, 2023 წელს დაგეგმილია პროგრამის ამოქმედებამდე ქვეპროგრამის
განხორციელებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე მუშაობა როგორიცაა სატრენინგო
მოდულების შემუშავება, შეფასების სისტემის შექმნა/დამტკიცება და ა.შ.
პრევენციული სერვისების იდენტიფიცირება და მუნიციპალიტეტებზე დელეგირებისთვის
მომზადება
იდენტიფიცირებულია „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო
პროგრამის“ პრევენციული ქვეპროგრამები, რომელთა დელეგირება შესაძლებელია
განხორციელდეს მუნიციპალიტეტებზე. აღნიშნული საკითხის განხილვისა და სამომავლო
ნაბიჯების დაგეგმვის მიზნით, შედგა შეხვედრები საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
2022 წელს აშენდა 2 სრულად ადაპტირებული ახალი სკოლის შენობა; სრულად
რეაბილიტირდა 3 სკოლის შენობა, სადაც გათვალისწინებულია სრული ადაპტაცია, 18
სკოლაში განხორციელდა სხვადასხვა ტიპის ადაპტაცია (პანდუსის მოწყობა, ამწე ლიფტი,
ადაპტირებული სანიტარული კვანძი);
დასრულდა 2 პროფესიული სასწავლებლის
გათვალისწინებულია ადაპტირებული გარემო;
მშენებლობა,
სადაც
სრულად
განხორციელდა თბილისის
N7 საჯარო
სკოლის 399 სსსმ
და
შშმ
მოსწავლის
ტრანსპორტირება. მომსახურების სახელშეკრულებო თანხა შეადგენს 898 560 ლარს.
ინკლუზიური განათლების გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობის
დაფინანსებით, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ ორგანიზაციასთან „ინოვაციები
41
ინკლუზიური საზოგადოებისთვის‘‘ პარტნიორობით დაიწყო პროექტის „ინკლუზიური
განათლების გაძლიერება ინოვაციური მიდგომების პილოტირებით საქართველოს 10
საჯარო სკოლაში“ განხორციელება. პროექტის მიზანს წარმოადგენს სსსმ და შშმ
მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესება - რესურსოთახების ფუნქციონალური
გამოყენების გაძლიერების, ზოგადი განათლების საფეხურიდან განათლების შემდგომ
საფეხურზე ტრანზიციის ეფექტიანი პრაქტიკის დანერგვისა და სკოლის ბაზაზე მშობელთა
საგანმანათლებლო კლუბების დაფუძნების გზით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის,
ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის სამეფოს სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის პარტნიორობით, ხორციელდება
პროექტი - „არცერთი ბავშვი განათლების გარეშე“, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული
განათლების
სისტემის
ხარისხისა
და
ინკლუზიურობის
გაძლიერებას.
ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი
გულისხმობს სხვადასხვა პასუხისმგებლობისა და მომსახურების ერთ სივრცეში
მობილიზებას, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს არსებული რესურსების
კოორდინირებულად მართვას, ეფექტიანად გამოყენებასა და კომპეტენციების
ფოკუსირებულად
გაძლიერებას.
ამასთან,
ახალი
სისტემა
უზრუნველყოფს
რესურსსკოლების გაძლიერებას, საჯარო სკოლების კონსულტირების კომპონენტის
გაუმჯობესებას, ეფექტიანი ოპერაციული გუნდების ფორმირებასა და საჭიროებების
შესაბამისად, ახალი მხარდამჭერი სერვისების განვითარებას.
უსინათლო მოსწავლეების/სტუდენტების განათლების მისაწვდომობის ხელშეწყობის
მიზნით, სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების ფონდის ფინანსური
მხარდაჭერით, ორგანიზაცია „მარიანის“ მიერ შეიქმნა ქართული ბრაილის შრიფტის
ელექტრონული მხარდაჭერა. ბრაილის შრიფტის ელექტრონული მხარდაჭერა
ინტეგრირებულია ღია წყაროს მქონე, უფასო პროგრამა „ლიბლუიში“, რომელიც თავის
მხრივ, ჩაშენებულია ეკრანის წამკითხველ სხვადასხვა პროგრამებში, როგორიცაა NVDA,
JAWS და სხვა. შედეგად, უსინათლო ადამიანებს შეუძლიათ ბრაილის ელექტრონული
ეკრანის გამოყენებით წაიკითხონ კომპიუტერის ეკრანზე გამოსახული ინფორმაცია. ასევე,
შესაძლებელი გახდა, ბრაილის კლავიატურის გამოყენებით ტექსტის აკრეფა, რაც
საშუალებას აძლევს უსინათლო ადამიანებს, სრულყოფილად ისარგებლონ კომპიუტერით,
როგორც სასწავლო და სამუშაო გარემოში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
2022 წელს, დაახლოებით 350 სსსმ და შშმ პროფესიული სტუდენტი უზრუნველყოფილია
საჭირო საგანმანათლებლო რესურსებით და დამხმარე საშუალებებით.
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს
მიერ, 2022 წელს:
სსიპ - ქალაქ თბილისის N202 და სსიპ - ქალაქ ბათუმის N3 საჯარო სკოლების
მოთხოვნის შესაბამისად, შესყიდული იქნა ბრაილის შრიფტითა (673 ერთეული) და
რელიეფურად დაბეჭდილი (19 ერთეული) სახელმძღვანელოები, ჯამური
ღირებულებით 436250.00 ლარი და გადაეცა სკოლებს.
სსიპ - ქალაქ თბილისის N202 საჯარო სკოლის მოთხოვნის შესაბამისად,
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების
ხელშესაწყობად გახმოვანდა 29753.00 ლარის ღირებულების VIII და IX კლასის 15
გრიფირებული სახელმძღვანელო და გადაეცა სკოლას.
სსიპ - ქალაქ თბილისის N202 საჯარო სკოლა უსინათლო და მცირემხედველი
პირებისათვის შექმნილი თანამედროვე დამხმარე მოწყობილობების შეძენის
42
მიზნით, დაფინანსდა 102190.00 ლარით, რომლის ფარგლებშიც სკოლის მიერ
შეძენილ იქნა პორტატული ვიდეო გამადიდებელი მერლინ მინი (2 ერთეული),
პორტატული ვიდეო გამადიდებელი კონექტ 12 (5 ერთეული), სამაგიდო ვიდეო
გამადიდებელი რივილ 16.
ყრუთა
თემის
წარმომადგენლებისათვის
სახელმწიფო
სერვისებსა
და
მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და მათთვის ხარისხიანი ქართული
ჟესტური ენის თარგმანის შეთავაზების მიზნით, 2022 წელს გადამზადებული და
სერტიფიცირებულია ქართული ჟესტური ენის 19 თარჯიმანი.
ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტო აქტიურად მუშაობს სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
მხარდამჭერი, როგორც უკვე არსებული, ასევე, დამატებითი
სერვისების
შემუშავება-განვითარებაზე. 2022 წელს სსსმ და შშმ პირთა პროფესიული
განათლების პროცესში, დაახლოებით 35 პროფესიულმა დაწესებულებამ მიიღო
მხარდაჭერა პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ, როგორც საგანმანათლებლო
პროცესთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით, ასევე, 2022 წლის
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებისა და ჩარიცხვის პროცესის
დროს.
2022
წელს
პროფესიულმა
საგანმანათლებლო
პროგრამების
განმახორციელებელმა დაწესებულებებმა მიიღეს სულ (დაახლოებით) 261 სსსმ
და/ან შმმ სტუდენტი.
დამატებით, მიმდინარეობს მუშაობა საორიენტაციო სერვისის შემუშავებაზე.
აღნიშნული მომსახურება მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებსა და აქტივობებს,
რომლის დახმარებითაც სსსმ/შშმ აპლიკანტს შეეძლება საკუთარ ინტერესებსა და
სურვილებზე, უნარებზე, საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებული,
ინფორმირებული კარიერული არჩევანის გაკეთება.
სერვისის ფარგლებში, მუშაობა მიმდინარეობდა ორი მიმართულებით.
მომზადებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საორიენტაციო სერვისის მხარდამჭერი
ელექტრონული სისტემის კონცეფცია, რის საფუძველზეც უნდა შეიქმნას
ელექტრონული პლატფორმა. პლატფორმაზე დაინტერესებულ სსსმ და/ან შშმ
პირებს შეეძლებათ დარეგისტრირება და სასურველი დაწესებულების და
პროფესიული ინტერესის დაფიქსირება, ხოლო შემდგომში უშუალოდ მათ მიერ
შერჩეულ დაწესებულებაში მიიღებენ საორიენტაციო სერვისს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მისაწვდომობის
უზრუნველყოფის
ხელშეწყობის
მიზნით,
სამინისტროს
ადმინისტრაციულ შენობაში განხორციელდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთათვის სველი წერტილების ადაპტირება და განისაზღვრა სამინისტროს ვებგვერდის
ადაპტირებისთვის საჭირო ღონისძიებები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული
სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების
შესრულების მიზნით, სამინისტრო პროექტ „ლოგ-ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, მუშაობს
43
უნივერსალური მომსახურების თაობაზე ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების
კოდექსის (2018/1972 დირექტივის) შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე.
უნივერსალური მომსახურების დანერგვის მიზანია, უზრუნველყოს მოსახლეობისათვის
სატელეკომუნიკაცო მომსახურებების ეკონომიკური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა,
აღნიშნული ასევე მოიცავს შშმ პირების ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურებებზე
წვდომის
უზრუნველყოფის
მიმართულებას.
მომზადდა
კანონის
პროექტი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“.
2022 წელს განახლდა სსიპ - „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“
ვებგვერდი - https://georgia.travel/, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა საიტის
ადაპტირება მხედველობადაქვეითებულთათვის. მომზადდა offline დემო ვერსია, სადაც
ინტეგრირებულია შშმ პირთათვის ფუნქციონალი. ასევე, აღსანიშნავია, რომ სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ“ განაახლა „საქართველოს
ტურიზმის სტრატეგია 2025“, რომელშიც ერთ-ერთი სტრატეგიული მიზნის
რეკომენდაციები ეხება ტურისტული პროდუქტისა და მომსახურების განვითარების
პროცესში შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებას.
2022 წელს, სსიპ - „სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ“ საქართველოს აეროპორტებში შშმ
პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგის ფარგლებში, განახორციელა ექვსივე
აეროპორტის ინსპექტირება: შემოწმდა აეროპორტების სამგზავრო ტერმინალის
აღჭურვილობა, შშმ პირების მიღების ადგილების მონიშვნა, შშმ პირების სავარძლების,
სპეც. ავტოტრანსპორტის მდგომარეობა, პერსონალის მომზადება შშმ პირების
მომსახურებისათვის და სამგზავრო ტერმინალის ადაპტირება შშმ პირებზე. აღნიშნული
აეროპორტები აკმაყოფილებენ არსებულ სტანდარტებს.
2022 წელს, სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გაიხსნა რეაბილიტირებული სადგური
კოპიტნარი. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის
გაუმჯობესების მიზნით, სადგური ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე.
დამატებით, სს „საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო გადაყვანების მართვის ერთიანი
ელექტრონული სისტემის შექმნის მიზნით, 2022 წლის თებერვალში ხელშეკრულება
გაფორმდა კონტრაქტორთან, რომლის მიხედვითაც, 14 კალენდარული თვის ვადაში უნდა
მოხდეს სამგზავრო გადაყვანების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და
დანერგვა და შემდგომი 3 თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში გაშვება. აღნიშნული
ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მოხდება ყველა გაყიდვის არხით (ვებ. გვერდი,
მობილური აპლიკაცია და ა.შ.) ბილეთების რეალიზაცია. სისტემის დანერგვის შედეგად,
ეტლით მოსარგებლეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება სს „საქართველოს რკინიგზის“
ვებ-გვერდზე ბილეთების შეძენა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროში
შემუშავებულია
ინფრასტრუქტურის
განვითარების გეგმა, რომლის ფარგლებში დასრულებულ, მიმდინარე და სამომავლო
ინფრასტრუქტურულ პროექტებში გათვალისწინებულია შშმ პირთა საჭიროებები.
სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის
დეპარტამენტმა არსებული გამოწვევების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით,
გამოცდილების გაზიარების მიზნით, გამართა საკონსულტაციო შეხვედრები
44
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოსთან. საკონსულტაციო შეხვედრების შედეგად, გაზიარებული ინფორმაციის
საფუძველზე, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის
დეპარტამენტის მიერ დაიგეგმა ვებგვერდის ადაპტირებისთვის საჭირო ღონისძიებები
(კომპიუტერული პროგრამის შერჩევა/შესყიდვა, პროგრამული უზრუნველყოფის
სამუშაოები, შესაბამისი პირებისთვის ტრენინგების ჩატარება და სხვა).
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
განხორციელდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის
მისაწვდომობის უზრუნველყოფა უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის;
დასრულდა სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ფუნქციონალის აღწერა, სადაც
გათვალისწინებულია შშმ პირთათვის ვებგვერდის მისაწვდომობის საკითხი;
ჩატარდა საჭიროებათა კვლევა და მოსამზადებელი სამუშაოები სსიპ - საქართველოს
ეროვნული არქივის ვებგვერდის მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რომლის
ფარგლებშიც საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ შემოწმდა საქართველოს
ეროვნული არქივის ვებგვერდის პარამეტრები;
სსიპ - იუსტიციის სახლის მიერ შეიქმნა სახელმძღვანელო „ფსიქოსოციალური საჭიროების
მქონე პირთა მომსახურება იუსტიციის სახლში“, ასევე, „მომხმარებლებს შორის შესაძლო
ძალადობის ფაქტების გამოვლენა და მათზე რეაგირების სახელმძღვანელო“, სადაც
გათვალისწინებულია შშმ პირთა კომპონენტიც;
სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ორივე ოფისში განთავსდა
სმენადაქვეითებულ პირთათვის სახანძრო უსაფრთხოების სისტემა − ვიზუალური
განგაშისა და შეტყობინების მოწყობილობა;
დასრულდა სუფსის იუსტიციის სახლის მშენებლობა, რომელიც სრულად მისაწვდომია
შშმ პირთათვის და სრულად მორგებულია მათ საჭიროებებზე;
სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ განხორციელდა თბილისის მასშტაბით
არსებული სანოტარო ბიუროების მისაწვდომობის კუთხით მოკვლევა (გამოკვლეულია
სულ 139 სანოტარო ბიურო), რომლის მიხედვით მომზადდა მისაწვდომობის გეგმა და
მისაწვდომობის უზრუნველყოფის ხარჯთაღრიცხვა; ამასთან, 2023 წელს დაგეგმილია
რეგიონებში მდებარე სანოტარო ბიუროების მისაწვდომობის კუთხით მოკვლევის
ჩატარება;
სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ მომზადდა „სანოტარო მოქმედებათა
შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის ბრძანებაში ცვლილების პროექტი, რომლითაც
სანოტარო ბიუროს მოწყობის ერთ-ერთ სტანდარტად განისაზღვრა მისაწვდომობის
უზრუნველყოფა და შშმ პირთა, სხვა მოქალაქეებთან ერთად, თანაბარ პირობებში
სანოტარო მომსახურების მიღების შესაძლებლობა;
45
ევროპის საბჭოს პროექტთან („ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს
პენიტენციურ სისტემაში“) თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობდა პენიტენციურ
დაწესებულებებში შშმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეფასების ინსტრუმენტისა და
თანაბარი უფლებების უზრუნველყოფის სტანდარტზე მუშაობა; ამ მიზნით შეირჩა
WHODAS 2.0 (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის
შეფასების ცხრილი);
მიმდინარეობს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის
მისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომლის ფარგლებში ჩატარდა წინამოსამზადებელი
სამუშაოები.
გარდა ამისა, დამატებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საანგარიშო წლის
განმავლობაში განახორციელა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
დაცვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2022 წლის სამოქმედო გეგმის
მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე შემდეგი აქტივობები:
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში („საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და
დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ
გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების
ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“) განხორციელდა
ცვლილებები, რომელთა თანახმად, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა
საშეღავათო პირობებით გაიცემა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირზე;
დასრულდა ლაითურის ახალი №1 პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა, რომელიც
აკმაყოფილებს მისაწვდომობის სტანდარტებს;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობის პროცესის ინკლუზიურობის მაღალი ხარისხის
უზრუნველყოფის მხრივ 2022 წელს შეიქმნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე
საკონსულტაციო საბჭო, რომლის მიზანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შშმ პირთა თემთან მუდმივი და
მჭიდრო კონსულტაციების გამართვა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და
განხორციელების პროცესში შშმ პირთა არსებითი ჩართულობა;
სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სააგენტოში დასაქმებულებისათვის
ჩატარდა ტრენინგი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინკლუზიური
სერვისების მიწოდება“; ასევე, სააგენტოში დასაქმებულ შშმ პირებს ჩაუტარდათ
ტრენინგები („სააგენტოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის პროგრამა“ და
„ეფექტური კომუნიკაცია მომსახურების სფეროში“).
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
განხორციელდა სსიპ - შემოსავლების სამსახურის გარე მოხმარების ვებგვერდის
(www.rs.ge) აუდიტი. გარე მოხმარების ვებგვერდის საინფორმაციო კონტენტი
მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე, ამ მიზნით,
46
შექმნილია სპეციალურად აღნიშნულ პირთათვის სამსახურის ვებგვერდის ვერსია https://voice.rs.ge/.
ასევე, სსიპ - შემოსავლების სამსახურის სერვისის გამწევი სტრუქტურული ერთეულების
ფიზიკური გარემო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა
საჭიროებებთან;
ახალი საინფორმაციო და მეთოდოლოგიური პორტალის (infohub.rs.ge)–ს ფარგლებში
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების დადგენის მიზნით, გაიმართა
შეხვედრა შშმ პირთა თემთან;
სსიპ შემოსავლების სამსახურში დაიწყო მუშაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის
82-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შეღავათების უფლებით
მოსარგებლე ფიზიკური პირებისათვის შეღავათის გამოყენების პროცესის გამარტივებაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ქ. თბილისში გ. ლეონიძის ქ. N3-ში მდებარე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები შშმ პირთათვის ადაპტირებულია:
შშმ პირთა სარგებლობისთვის მოწყობილია ოთხი სანიტარული კვანძი, პირველ
სართულზე - ორი, ხოლო მეორე და მესამე სართულებზე თითო-თითო;
მესამე სართულზე მოწყობილია შშმ პირთა სარგებლობისთვის პანდუსი;
პირველ სართულზე არსებული მოქალაქეთა მისაღები აღჭურვილია შშმ პირთათვის
კიბეებზე ტრანსპორტირების პლატფორმით და სველი წერტილით.
სსიპ - საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ (შემდგომში - ცენტრი) შშმ
პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, განახორციელა
შემდეგი აქტივობები:
ცენტრის სათაო ოფისში (ქ. თბილისი, შ. დადიანის 2/1) მოეწყო შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით ადაპტირებული გარემო
(შენობაში მოქალაქეთა სარგებლობის კიბეებზე დამონტაჟდა პანდუსი);
2022 წელს შშმ პირებისთვის საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის
საკითხებზე გაიმართა 11 საინფორმაციო შეხვედრა 220 ბენეფიციარის მონაწილეობით.
საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის ვებგვერდი შშმ პირთათვის ადაპტირებულია ნაწილობრივ.
ვებ მისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო
და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ასევე, ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურებთან. 2021
წელს საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ფარგლებში, გაეროს განვითარების
პროგრამის (UNDP) და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის
მხარდაჭერით, გაეროს უნივერსიტეტის ელექტრონული მმართველობის პოლიტიკის
ოპერაციულმა დეპარტამენტმა (UNU-EGOV) ჩაატარა კვლევა და გააანალიზა შეზღუდული
47
შესაძლებლობის მქონე პირების ვებ მისაწვდომობის სფეროში საქართველოში არსებული
მდგომარეობა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. ანგარიში ითვალისწინებს შშმ
პირების ვებ მისაწვდომობის სტანდარტის შესახებ რეკომენდაციებს.
2022 წელს ფოთის რაიონული პროკურატურის ადმინისტრაციული შენობაში, შშმ პირთა
საჭიროებების გათვალისწინებით, მოეწყო ინფრასტრუქტურა. კერძოდ, შენობის
შესასვლელში დამონტაჟდა პანდუსი, რომლის გამოყენებას შეძლებენ ეტლით
მოსარგებლენი;
საქართველოს გენერალური პროკურატურის მოქალაქეთა მისაღები სივრცე ადაპტირდა
შშმ პირთა საჭიროებების შესაბამისად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრში სატელეფონო
მომსახურების გაწევისთვის თანამშროლობის ფარგლებში განხორციელდა 112-ის
პროგრამის ERC PHONE-ის დანერგვა. შშმ პირებისთვის ვიდეო ზარით მომსახურების
დანერგვის მიზნი,თ განხორციელდა ტექნიკური სამუშაოები და ამ ეტაპზე ერთიანი
მომსახურების ცენტრს აქვს შესაძლებლობა ვიდეო ზარით მოემსახუროს დაინტერესებულ
პირებს. სამომავლოდ, სსიპ - 112-ის მიერ პროგრამული განახლების საფუძველზე
დაინერგება 112-ის აპლიკაციის საშუალებით ვიდეო ზარის ფუნქციონალის დამატება.
სამინისტროს სისტემის საქმისწარმოების ფუნქციით აღჭურვილი დანაყოფების ბრაილის
შრიფტის მცოდნე პირისა და სურდო თარჯიმნით უზრუნველყოფა ნაწილობრივ
შესრულებულია საკონსულტაციო კომპანია GEC-ისა და ინოვაციებისა და რეფორმების
ცენტრის (IRC) ხელშეწყობით შემუშავებული შშმ პირების საჭიროებების კვლევისა და
მისაწვდომობის გეგმის რეკომენდაციებიდან, საანგარიშო პერიოდში, უმეტესი ნაწილი
შესრულებულია
განხორციელდა
საპატრულო
პოლიციის
დეპარტამენტის
ადმინისტრაციული შენობის ინფრასტრუქტურის ადაპტირება შშმ პირთა საჭიროებებზე.
კერძოდ,
ეტლით
მოსარგებლე
პირებისთვის
განთავსდა
ლიფტი,
ხოლო
მხედველობაშეზღუდული მოქალაქეებისთვის (უსინათლო, მცირემხედველი) მოეწყო
ტაქტილური ბილიკები.
საანგარიშო პერიოდში შსს ინფრასტრუქტურის ადაპტირების მიზნით, შსს ლოჯისტიკის
დეპარტამენტის სამშენებლო სამმართველოს მიერ საქართველოს მასშტაბით, ისევ
გრძელდება შსს ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი, რათა
გამოვლინდეს საჭიროებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობების
ადაპტირების მიზნით.
ქ. წალკაში, ქ. ფოთში მიმდინარეობს შსს დროებითი მოთავსების იზოლატორებში
სარემონტო სამუშაობი, სოფელ აბასთუმანში ახალი ადმინისტრაციული შენობის და
სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამხარეოს
შენობის სარემონტო სამუშაობი (აღნიშულ შენობებში, გათვალისწინებულია შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობების ადაპტირება).
მიმდინარეობს შსს ახალი ადმინისტრციული შენობების საპროექტო სამუშაოების
წარმოება, სადაც გათვალისწინებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთათვის შენობების ადაპტირება.
48
2022 წლის აპრილიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში შსს
ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამშენებლო სამმართველოს მიერ საქართველოს მასშტაბით
ჩატარდა
სამშნებლო-სარემონტო
სამუშაოები, სადაც
მოხდა
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობების ადაპტირება, კერძოდ:
ქ. გორში და ქ. ქობულეთში დასრულდა შსს დროებითი მოთავსების იზოლატორები
(რემონტი), ასევე, ქ. გორში, მშვიდობის გამზირზე საპატრულო პოლიციის ერთიანი
მომსახურების ცენტრი (რემონტი), ქ. თბილისი სოფელ ტაბახმელაში შსს ახალი
ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა.
ქ. კასპში მიმდინარე ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა ადაპტირებულია, რომლის
მშენებლობა და რემონტი დასრულდება 2023 წელს. ასევე ხულოში მშენებარე ახალი
სახანძრო-სამაშველო შენობაც ადაპტირებულია, მშენებლობა დასრულდება 2024 წელს.
ბორითში დაიგეგმილი ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის არქიტექტურული
კონსტრუქციული პროექტი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურს ასევე დაგეგმილი აქვს ქ. ონში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის
მშენებლობა, რომლის არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტი ადაპტირებულია
შშმ პირთათვის.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს შენობაში
მოეწყო შესაბამისი პანდუსი, ადაპტირდა სველი წერიტილი და ე.წ. ტურნიკეტი.
დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დეპარტამენტის
სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასაწყობო ანგარში მოეწყო პანდუსი და
ადაპტირებული სველი წერტილი.
2022 წლის აგვისტოს თვეში, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული
სამსახურის გორის დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება) სრულად იქნა
ადაპტირებული, ხოლო 2022 წლის დეკემბრის თვეში
ქ. თბილისის დროებითი
მოთავსების მთავარი სამმართველოს ქ. თბილისის დროებითი მოთავსების №1 და №2
იზოლატორებში (სამმართველო) ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციის
შესაბამისად, დამონტაჟდა შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული მექანიკური საწოლები
და სახელურები.
სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტო
სრულად ადაპტირებული და კეთილმოწყობილია დმანისში, სააგენტოს ბალანსზე
არსებული ცენტრი. 2022 წელს, მისი ფუნქციური დატვირთვისთვის შემუშავდა კონცეფცია
და აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით. სააგენტოს შენობა ადაპტირებულია ეტლით
მოსარგებლეთათვის და ნაწილობრივ ადაპტირებულია უსინათლო და მცირედმხედველი
ადამიანებისთვის. შენობას აქვს პანდუსი, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილი.
შენობაში არის სამუშაო სივრცე - „ბიბლიოთეკის დარბაზი“, რომელიც ადაპტირებულია
უსინათლოთათვის.
სააგენტოს ინიციირებით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ნოემბრის N2160
განკარგულების საფუძველზე, სააგენტოს ბალანსზე არსებული შენობის ნაწილი თხოვების
ფორმით გადაეცა ა(ა)იპ - „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“-ს, რომლებიც აქტიურად
მუშაობენ შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარების მიმართულებით.
49
სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო
2022 წელს, სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ განახორციელა ორი
სოციალური პროექტი:
ა) ბრაილის შრიფტით გამოსცა ინტერრელიგიური კალენდარი;
ბ) საქართველოს უსინათლოთა კავშირის თხოვნით - ბიბლიის მესამე წიგნი (2020 წელს
გამოიცა - ძველი აღთქმის პირველი კანონიკური წიგნი „დაბადება“, 2021 წელს „გამოსვლა“, 2022 წელს კი „წიგნი ლევიტელთა (ლევიანნი)“). გამოცემები
„ინტერრელიგიური კალენდარი“ და ბიბლიის მესამე კანონიკური წიგნი ბრაილის
შრიფტით საჩუქრად გადაეცათ უსინათლოთა კავშირსა და თბილისის N202-ე უსინათლო
ბავშვთა საჯარო სკოლას.
2023 წლის 31 მარტს, თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში, შშმ პირების,
კერძოდ უსინათლოთა რელიგიური უფლებების განხორციელების ხელშესაწყობად,
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს
საპატრიარქოსთან შეთანხმებით, ხატებთან განთავსდა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი
ლოცვები და ტროპარ-კონდაკები.
ლოცვები ბრაილის შრიფტით უკვე განთავსებულია სამების საკათედრო ტაძარში და
ფონიჭალის წმინდა თამარის სახელობის ეკლესიაში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო
სააგენტო განაგრძობს სოციალურ პროექტს შშმ პირებისთვის. პროექტის ფარგლებში,
ყოველწლიურად გამოდის ბრაილის შრიფტით აწყობილი ინტერრელიგიური კალენდარი,
რასაც წელს დაემატა ბიბლიის ოთხი წიგნის გამოცემა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა
კომისიამ უზრუნველყო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის
2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 აპრილის
№19/3
გადაწყვეტილებით
დაგეგმილი
ღონისძიებების
განხორციელება
და
საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება - მოხდა ადმინისტრაციული შენობისა და
შიდა ინფრასტრუქტურის შესაბამისი ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის
37-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 28
მაისის №144 ბრძანებით დამტკიცდა სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილი შესრულდა 2021 წელს, ნაწილი
ვალდებულებების შესრულება კი გაგარძელდა 2022 წელს.
50
საქპატენტის ინფრასტრუქტურის ფიზიკური მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით,
დაგეგმილია სათავო ოფისის (ქ. მცხეთა, ანტიოქიის ქუჩა, №5) შესასვლელთან ღია
ადაპტირებული ლიფტის მოწყობა, რისთვისაც დამტკიცებულია შესაბამისი პროექტი და
პოტენციური მიმწოდებლების გამოსავლენად მიმდინარეობს სახელმწიფო შესყიდვის
პროცედურები. სათავო ოფისის მიმდებარედ, ასევე, მოეწყო შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საპარკინგე სივრცე.
საქპატენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობის დახვეწასა და
ჰარმონიზებას. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა „უსინათლო, მხედველობადაქვეითებული
და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გამოქვეყნებულ ნაწარმოებებთან
ხელმისაწვდომობის
გაადვილების“
მარაქეშის
საერთაშორისო
შეთანხმებასთან
საქართველოს მიერთების პროცესზე, რაც ხელს შეუწყობს გამოქვეყნებულ ნამუშევრებზე
უსინათლო და მხედველობადაქვეითებულ პირთა წვდომას.
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
ბენეფიციარებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მომსახურების
კომფორტული ფორმით მიწოდების მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახური
იყენებს მობილურ საკონსულტაციო აპლიკაციას, რომელიც ხელმისაწვდომია მსოფლიოს
ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები პირისათვის და მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია,
ნებისმიერი სისტემის მქონე ტელეფონის მეშვეობით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ
აპლიკაცია საშუალებას აძლევს ბენეფიციარს, სურვილის შემთხვევაში, არ გაამჟღავნოს
საკუთარი ვინაობა, დარჩეს ანონიმურად და მისი მაიდენტიფიცრებელი მონაცემების
გამჟვანების გარეშე მიიღოს სამართლებრივი კონსულტაცია.
2022 წელს, აპლიკაციის მუშაობაში ჩაერთო იურიდიული დახმარების სამსახურის 19
კონსულტანტი. სპეციალურად აპლიკაციისთვის, USAID სამართლის უზენაესობის
პროგრამისა (USAID RoLP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
(UN OHCHR) მხარდაჭერით, შეიქმნა ხშირად დასმული კითხვების ბანკი შემდეგ თემებზე:
შშმ პირთა უფლებები, წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, ქალთა
უფლებები, ტრეფიკინგი, ადამიანით ვაჭრობა.
ამ ეტაპზე, კონსულტანტები, რომლებიც მუშაობენ აპლიკაციაში გადამზადებული არიან
შესაბამის თემებში.
2022 წელს, სამსახურის ძირითად ვებგვერდზე www.newlegalaid.ge მნიშვნელოვანი
ცვლილებები განხორციელდა. ვებგვერდს დაემატა რუკა, რომლის დახმარებით,
მომხმარებელს შეუძლია, მონიშნოს მისთვის სასურველი ტერიტორია და მიიღოს
ინფორმაცია მასთან ახლოს მდებარე ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების შესახებ.
გარდა ამისა, ბენეფიციარს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ბიუროში/საკონსულტაციო
ცენტრში დასაქმებული ადვოკატებისა და კონსულტანტების შესახებ. მათ შორის, მათ მიერ
ნაწარმოები
საქმეების
რაოდენობის,
გაწეული
კონსულტაციებისა,
ვიწრო
სპეციალიზაციისა და გავლილი გადამზადების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდი
ადაპტირებულია შშმ პირებზე. ვებგვერდს დაემატება ხშირად დასმული კითხვების ველი,
რაც შშმ პირებს შესაძლებლობას მისცემთ, მიიღონ ონლაინ კოსნულტაცია. ვებგვერდი
ამჟამად კონსტრუქციის რეჟიმშია.
51
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
დაწყებულია სამუშაოების განხორციელება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის/საზოგადოებრივი
დამცველის
ვებგვერდების
(www.comcom.ge,
www.momkhmarebeli.comcom.ge, www.mediatsigniereba.ge) შშმ პირთა საჭიროებაზე
მორგებასა და ადაპტირებისთვის. მიმდინარეობს საჭირო სამუშაოების დაგეგმვა, როგორც
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შიდა სამუშაო ჯგუფებთან, ასევე, ტექნიკური
დეტალების შეთანხმება შერჩეულ კომპანიებთან.
შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით, კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის მიერ განხორციელდა კომისიის შენობის საჭიროებების შეფასება, კერძოდ,
მომსახურების მომწოდებელი კომპანიის მიერ მოხდა საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის ძირითადი შენობის საჭიროებების შეფასება და მომზადდა კომისიის
შენობის კანონმდებლობის შესაბამისად ადაპტირების პროექტი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
შშმ პირთა შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურში გატარებულია გარკვეული ღონისძიებები. კერძოდ, სამსახურის შენობის
პირველი სართული მორგებულია შშმ პირთა საჭიროებებს, მათ შორის, ადაპტირებულია
შეხვედრების ოთახი, სამზარეულო, სველი წერტილები. აქვე აღსანიშნავია, რომ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ოფისის წინ გამოყოფილია პარკირების 2
ადგილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. აგრეთვე, პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურის ოფიციალური ვებგვერდი (www.personaldata.ge)
ადაპტირებულია უსინათლო და მცირედმხედველი პირებისათვის. ამასთან, პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურში შექმნილია სასწავლო პლატფორმა, რომელიც
ადაპტირებულია შშმ პირთათვის და მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს პროგრამის
რებრენდინგი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გააგრძელებს შშმ პირთა უფლებების დაცვის
კუთხით არსებული საჭიროებების გამოვლენასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთათვის
სასამართლო
შენობებზე
ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა
შემდეგი აქტივობები:
2022 წელს დასრულდა ზესტაფონის, თელავის, ახალციხისა და ბოლნისის რაიონულ
სასამართლოებში, ასევე, საგარეჯოს მაგისტრატ სასამართლოში პანდუსების მოწყობის
სამუშაოები. შუახევის მაგისტრატ სასამართლოში პანდუსის მოწყობა დაგეგმილი იყო 2022
წელს გამოცხადებული NAT220017444 ტენდერის ფარგლებში, სადაც ერთ ლოტში
გაერთიანებული იყო ხულოს, შუახევისა და ქედის მაგისტრატი სასამართლოების
სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხულოს მაგისტრატი სასამართლოს სარემონტო
52
სამუშაოების მიმდინარეობისას, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, დადგინდა, რომ სასამართლოს
შენობა არის ავარიული და სასწრაფოდ საჭირო გახდა სასამართლოს თანამშრომელთა
გადაყვანა შუახევის მაგისტრატ სასამართლოში. აქედან გამომდინარე, შუახევის
მაგისტრატი სასამართლოს შენობის რეაბილიტაციის მასშტაბების გაზრდის მიზნით,
NAT220017444 ტენდერის ფარგლებში გათვალისწინებული თანხები მიმართულ იქნა
შუახევის მაგისტრატი სასამართლოს შენობის რეაბილიტაციისთვის. შუახევის მაგისტრატ
სასამართლოში პანდუსის მოწყობა დაგეგმილია აღნიშნული სასამართლოს შენობისა და
ხულოს მაგისტრატი სასამართლოსათვის იჯარით აღებული შენობის რეაბილიტაციის
მეორე ეტაპზე, 2023 წელს.
სსიპ - საპენსიო სააგენტო
2022 წელს განხორციელდა საპენსიო სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის შშმ პირთა
საჭიროებების მიხედვით ადაპტირება. 2023 წლის მარტიდან საპენსიო სააგენტომ
შეიცვალა ოფისი და ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირთათვის სერვისებზე
წვდომის უზრუნველსაყოფად.
2023 წლის 1 მარტიდან მოქალაქეებს საპენსიო სააგენტოს ყველა სერვისის მიღება
საქართველოს მასშტაბით მოქმედ იუსტიციის სახლის 117 ფილიალსა და მობილურ
იუსტიციის სახლებშიც შეეძლებათ. სამოქმედო გეგმის (2022-2023) ფარგლებში
დარჩენილი აქტივობების განხორციელება დაგეგმილია მიმდინარე წელს.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში შემავალი სსიპ - საქართველოს
სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე რიცხული ობიექტებიდან:
საქართველოს პრეზიდენტის სასახლე (ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25) და სახელმწიფო
ცერემონიების სასახლე (ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. N1) სრულადაა ადაპტირებული
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმ პირები) კანონიერ ინტერესებთან, ასევე
ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო სექტორში და ქ. ბათუმის
საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო სექტორში მოწყობილია შშმ პირებისათვის
საჭირო ინფრასტრუქტურა (შესასვლელები და სველი წერტილები);
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაცვითი
ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, ღონისძიების მიმდინარეობის
ადგილზე უსაფრთხოების მიზნით დროებითი შეზღუდვების დაწესებისას, ხდება შშმ
პირთა ინტერესების გათვალისწინება და მიღებული ზომების მათ კანონიერ
ინტერესებთან და შესაძლებლობებთან გონივრული მისადაგება;
გრძელდება მუშაობა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემის
სარგებლობაში
არსებული
სხვა
ობიექტების
შშმ
პირთა
ინტერესებთან
ინფრასტრუქტურული ადაპტირებისთვის და სამსახურის შესახებ ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.
53
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტო
შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდგომში სააგენტო) უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს სპეციალიზებული მინდობით აღზრდის
ქვეპროგრამის გაძლიერებას, კერძოდ, მინდობით აღმზრდელთა მოძიების/დაინტერესების
მიზნით,
სააგენტოს
ტერიტორიული
ერთეულები
სხვადასხვა
უწყებებთან
თანამშრომლობისა და თემთან მუშაობის პროცესში, ინფორმაციას აწვდიან მინდობით
აღზრდის, განსაკუთრებით, სპეციალიზებული მინდობით აღზრდის თაობაზე. სააგენტო
ახორციელებს სპეციალიზებულ მინდობით აღმზრდელად დარეგისტრირების მსურველი
პირების მომზადებას. სააგენტო აქტიურად მუშაობს სპეციალიზებულ მინდობით
აღმზრდელთა მოძიების/დაინტერესების ეფექტიანი მექანიზმების შემუშვებაზე.
აღსანიშნავია,
რომ
განხორციელდა
თბილისის
ჩვილ
ბავშვთა
სახლის
დეინსტიტუციონალიზაცია და 2022 წელს იქ მყოფი ბავშვებისთვის შეიქმნა
ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებები. ჩვილ ბავშვთა სახლში მყოფი ბენეფიციარების
ნაწილი
განთავსდა
მინდობით
აღზრდაში,
ხოლო
იქ
ჩარიცხული
31
არასრულწლოვნისთვის ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 3 სახლი, რომლის მიზანია ოჯახურ
გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ბენეფიციართა
გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებასა და სოციალურ რეაბილიტაციას.
აგრეთვე, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო ქვეპროგრამის
ფარგლებში ამოქმედდა ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური
ცენტრის მომსახურების ქვეპროგრამა, რომელიც ბავშვის სოციალური განვითარების
ხელშემწყობი ქვეპროგრამაა, რომლის მიზანია დაკმაყოფილდეს იმ ბავშვების
კომპლექსური მოთხოვნილებები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალიზებულ, ხანგრძლივ,
კომპლექსურ სამედიცინო მოვლას და სოციალურ მხარდაჭერას.
ჩეხეთის განვითრების სააგენტოსა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური
მხარდაჭერით, ჩეხეთის კარიტასთან პარტნიორობით დაიწყო სრულწლოვანი შშმ პირების,
კერძოდ, მარტყოფისა და დუშეთის პანსიონების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი,
დაწყებულია და შესყიდულია და გარემონტებულია ახალი სახლები.
ასევე, იქმნება ხანგრძლივი მოვლის სათემო ცენტრი, რომელიც განკუთვნილი იქნება
ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე 15 ბენეფიციარისთვის. ამავე პროექტის
ფარგლებში, გათვალისწინებულია საოჯახო სახლების და ხანგრძლივი მოვლის სათემო
ცენტრის თანამშრომლების გადამზადება.
საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პასუხისმგებელ
სახელმწიფო
უწყებებთან
თანამშრომლობით,
შემუშავებულია
შშმ
პირთა
დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. გეგმის თანახმად, გარდა
ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული ზრუნვის ფორმის შექმნისა, დაგეგმილია სათემო
სერვისების განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირების ძლიერი მხარეების გამოვლენას, მხარდაჭერის უზრუნველყოფასა და
საზოგადოებაში ინტეგრაციას.
54
სახელმწიფოს მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ბავშვთა
და
ხანდაზმულთა ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და მათი
საზოგადოებაში ინტეგრაცია, აგრეთვე, ბენეფიციართა გონებრივი, ემოციური და
ფიზიკური განვითარება და სოციალური რეაბილიტაცია. შესაბამისად, სოციალური და
ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ქვეპროგრამები, სწორედ
აღნიშნულ მიზანს ემსახურება.
დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით მოსარგებლეთა მსურველი
პირების რაოდენობა იზრდება და შესაბამისად, სააგენტო უზრუნველყოფს სახელმწიფო
ქვეპროგრამით გათვალისწინებული საფუძვლებით ბენეფიციართა დაკმაყოფილებას.
დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას დაემატა ახალი კომპონენტები:
1.უსინათლოთა ხელჯოხებით უზრუნველყოფის კომპონენტი, რომელიც მოიცავს,
უსინათლო და მხვედველობა დაქვეითებული შშმ პირების, ასევე, მხედველობის
პრობლემების მქონე შშმ ბავშვებისათვის უსინათლოთა თეთრი ხელჯოხებით
უზრუნველყოფას და მათი ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებას.
2. სათვალეებით უზრუნველყოფის კომპონენტი სათვალის საჭიროების მქონე მკვეთრად
და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე
მხვედველობა დაქვეითებული შშმ პირებისათვის
სათვალის ჩარჩოს და ლინზის
შერჩევა/მორგება და გაცემა.
რთული და ასოციალური ქცევის მქონე შშმ ბავშვთათვის დღის ცენტრებში მომსახურებით
უზრუნველყოფის ქვეპროგრამას 2022 წელს დაემატა ახალი კომპონენტი ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 12-18 წლის მოზარდებისათვის, კერძოდ,
მითითებული დღის ცენტრები გაიხსნა ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში.
სოციალური რეაბილიატაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო ქვეპროგრამის
ფარგლებში ფუნქციონირებს ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა,
რომელიც ითვალისწინებს ბავშვისა და ოჯახის გაძლიერებას, ბავშვის ფიზიკური და
ინტელექტუალური ფუნქციური პოტენციალის მაქსიმალური რეალიზებას, ცხოვრების
ხარისხის გაუმჯობესებისა და ინკლუზიური განვითარების პროცესის ხელშეწყობას.
ასევე, 2022 წლიდან განხორციელდა ქვეპროგრამის სრული მოდიფიცირება. კერძოდ,
გასულ წლებში ბენეფიციარების მომსახურებას შეადგენდა წელიწადში 8 კურსი თითო
კურსზე 22 სეანსი, გარკვეული დათქმებით და ვალიდაციებით, რის გათვალისწინებითაც
შესაძლებელი იყო რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ ბავშვს ქვეპროგრამის
მომსახურების წყვეტა ჰქონოდა 3 თვითაც კი, აღნიშნულის ანალიზის საფუძველზე,
სააგენტომ დააინიცირა პროგრამის განახლებული სტრუქტურა, რომლის საფუძველზეც,
ბენეფიციარზე გაიცება 12 თვის უწყვეტი ვაუჩერი (192 სეანსის მიღების შესაძლებლობით,
გასულ წლებში აღნიშნული რიცხვი არ აღემატებოდა 176-ს), გაიზარდა წლიური სეანსების
რაოდენობა 242 000 სეანსიდან 480 000-მდე.
ასევე, აღსანიშნავია, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში 2022 წელს დამტკიცდა „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებზე განხორციელებული ძალადობისას სოციალური მუშაკის
რეაგირების სამუშაო ინსტრუმენტი“ და საპილოტე პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 01
თებერვლიდან - 2023 წლის 1 ივნისამდე პერიოდი. აღნიშნული ინსტუმენტი
55
ორიენტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მიმართ გენდერული
ნიშნით ძალადობის საკითხებზე, რაც მოიცავს ძალადობის იდენტიფიცირებას და
შემთხვევის მართვას.
შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალური
მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ
დამტკიცდა ბრძანება „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის
ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით განსახორციელებელი
ღონისძიებების 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“.
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)
მხარდაჭერით, 2022 წელს, შემუშავდა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ
ადმინისტრირებული ვებგვერდის - hr.gov.ge-ის შშმ პირებზე ადაპტირების პირველადი
კონცეფციის დოკუმენტი. შშმ პირების უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით,
პირველადი კონცეფციის დოკუმენტით განისაზღვრა hr.gov.ge-ს შშმ პირებზე
ადაპტირების საჭიროებები. დოკუმენტი შემუშავდა სამაგიდო კვლევის შედეგების,
სხვადასხვა საჯარო უწყების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების
წარმომადგენლებთან
დასაქმების
ხელშეწყობის
სახელმწიფო
სააგენტოს
თანამშრომლებთან და ასევე, შშმ პირებთან ჩატარებული ინტერვიუებისა თუ ფოკუს
ჯგუფების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. პირველადი კონცეფციის
დოკუმენტი ხელმისაწვდომია სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის
ფარგლებში, 2022 წელს ჩატარდა კვლევა თუ როგორ უნდა გახდეს www.hr.gov.ge შშმ
პირებისათვის მიმზიდველი და ხელმისაწვდომი. რეკომენდაციების შესაბამისად,
www.hr.gov.ge-ს ადაპტაცია უნდა ეფუძნებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და
სტანდარტებს, რომლებიც მორგებული იქნება საქართველოს კონტექსტზე. გარდა ამისა,
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის
2023 წლის 9 თებერვალს გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება ითვალისწინებს
რეკომენდაციებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავებას www.hr.gov.ge-ს
განახლებისთვის, მათ შორის სხვა ელექტრონულ პლატფორმებთან (მაგ. eHRMS)
ურთიერთდაკავშირების პროცესის უზრუნველყოფას.
მნიშვნელოვანია, რომ სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურომ უზრუნველყოს შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებისათვის თავის სისტემაში არსებული ყველა შესაბამისი
სერვისის სრული ხელმისაწვდომობა, შესაბამის საჭიროებებზე
მორგებული,
ადაპტირებული პროგრამებისა და მასალების შეთავაზების ჩათვლით. სსიპ - საჯარო
სამსახურის ბიურომ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით 2022 წელს
განახორციელა ბიუროს მიერ შემუშავებული მოხელის პრაქტიკული სახელმძღვანელოსა
და ორი ვიდეო რგოლის (საჯარო მოხელის დღე, როგორ გავხდე საჯარო მოხელე)
ადაპტირება. ადაპტირებული სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე.
ხოლო, ვიდეო რგოლები - ბიუროს YouTube არხზე.
56
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2022 წლის სამოქმედო გეგმის საქმიანობა:
„შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან
თანამშრომლობის გაძლიერება“ მიზნად ისახავდა საარჩევნო ადმინისტრაციის
საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის გაზიარების გზით, საოლქო
საარჩევნო კომისიებსა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
საქმიანობის ფარგლებში ახალციხის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის საოლქო
საარჩევნო კომისიების მიერ გაიმართა ოთხი შეხვედრა შშმ პირების საკითხებზე მომუშავე
12 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან.
„2021 წლის მუნიციპალიტეტის არჩევნების დროს არსებული ადაპტირებული/მისაწვდომი
საარჩევნო
უბნების
შეფასების
განხორციელება“
ითვალისწინებდა
ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესწავლას. საქართველოს ორგანულ
კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს
საკანონმდებლო ორგანოს მიერ განხორციელდა რიგი ცვლილებები, რომლის თანახმად,
ახლებურად ჩამოყალიბდა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი,
მათ შორის, ორგანულ კანონს დაემატა ახალი VIII თავი – კენჭისყრის/არჩევნების
ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარება. ორგანული კანონით დადგინდა,
რომ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არჩევნები უნდა ჩატარდეს უმრავლეს
საარჩევნო ოლქებში/საარჩევნო უბნებში და ამ საარჩევნო ოლქებმა/საარჩევნო უბნებმა
საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტი მოიცვას.
შესაბამისად, საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანმა გამოყენებამ
დღის წესრიგში დააყენა საარჩევნო უბნების საზღვრების გამსხვილების საკითხი, რაც
თავის მხრივ უკავშირდება საარჩევნო უბნების შენობების ცვლილების საჭიროებას.
შესაბამისად, აღნიშნული საქმიანობის განხორციელება 2022 წელს შეჩერდა.
„ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობასთან
დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადების მომზადება/ინიცირება“ ფარგლებში,
საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან
შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საკანონმდებლო წინადადების პაკეტში ეტლით
მოსარგებლე
ამომრჩეველთა
არჩევნებში
დამოუკიდებლად
მონაწილეობასთან
დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადების ასახვის საჭიროების შესახებ
საკანონმდებლო წინადადება წარედგინა საქართველოს პარლამენტს, რომელიც
გათვალისწინებულ იქნა საქართველოს საარჩევნო კოდექსის გარდამავალ ნორმად, ხოლო
გარდამავალი ნორმის ვადა გახანგრძლივდა 2026 წლის იანვრამდე.
„მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის საარჩევნო დოკუმენტაციისა და საინფორმაციო
მასალების მისაწვდომობის შესწავლა“ მიზნად ისახავდა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ
ამომრჩეველთა
ინფორმირებისთვის
შემუშავებული
საინფორმაციო
მასალების
ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებისთვის (მხარდაჭერის მიმღები პირები)
მისაწვდომობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლას. დეპარტამენტმა ასევე
მოიკვლია ხუთი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის პრაქტიკა, კერძოდ, ავსტრალია,
ახალი ზელანდია, მოლდოვა, უგანდა და გაერთიანებული სამეფო. პროექტში
გათვალისწინებული იყო ასოციაცია „ანიკას“ მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები.
შემუშავდა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებისთვის (მხარდაჭერის მიმღები
პირები) საინფორმაციო მასალების მისაწვდომობის პროექტი, რომელიც სამუშაო ჯგუფის
შეხვედრაზე წარედგინა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებს. 2023 წელს
57
აღნიშნული პროექტი განახლდება ტექნოლოგიურ სიახლეებთან დაკავშირებული
საკანონმდებლო ცვლილებების ჭრილში კენჭისყრის პროცედურების შესახებ მიღებული
გადაწყვეტილების შესაბამისად;
სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონი (რომელიც ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმებაში მოცემული
ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2014/24/EU დირექტივისა და 89/665/EEC დირექტივის
დაახლოების II და IV ფაზებით დადგენილი რეგულაციების იმპლემენტაციას ეროვნულ
კანონმდებლობაში) ითვალისწინებს სოციალური შესყიდვების უზრუნველმყოფ არაერთ
დებულებას და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, სრულად უჭერს მხარს
მდგრადი საჯარო შესყიდვების კონცეფციისა და მიდგომების ეროვნულ დონეზე
იმპლემენტაციას. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონით დგინდება, რომ სოციალურ და
სხვა სპეციფიკურ სფეროებში მომსახურების შესყიდვის მიზნით შესაძლებელია
გამოყენებულ იქნეს განსხვავებული საჯარო შესყიდვის პროცედურები, რომლებიც
სამომავლოდ განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. ამასთან, საჯარო
შესყიდვების მარეგულირებელი ახალი კანონის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია
უფლებამოსილია, კანონით დადგენილი პირობების დაცვით საჯარო შესყიდვის
პროცედურა გამოაცხადოს იმ ეკონომიკური ოპერატორებისთვის, რომელთა მთავარი
მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან სხვა მოწყვლადი ჯგუფების
წევრთა (მათ შორის, ნაკლებად წარმოდგენილი სქესის პირთა) სოციალური და
პროფესიული ინტეგრაცია. ასეთ შემთხვევაში ეკონომიკურ ოპერატორში დასაქმებულ
პირთა 30% მაინც უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სხვა
მოწყვლადი ჯგუფის წევრი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „საჯარო შესყიდვების
შესახებ“ კანონის თანახმად, თუ საჯარო შესყიდვა გამიზნულია ფიზიკური პირებისთვის
ან ფართო საზოგადოებისთვის, სპეციფიკაციების შემუშავებისას, გარდა სათანადოდ
დასაბუთებული შემთხვევისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს გარემოსდაცვითი და
სოციალური ასპექტები, აგრეთვე ყველა კატეგორიის მომხმარებლის (მათ შორის,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა) ინტერესები.
საგულისხმოა, რომ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ზემოაღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით პერმანენტულად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს, ასე მაგალითად,
2023 წლის 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
ორგანიზებით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და USAID-ის
ადგილობრივი მმართველობის პროგრამის ხელშეწყობით, ასოციაცია „ანიკასთან“ და „მაკჯორჯიასთან“
მჭიდრო
თანამშრომლობით,
შშმ-პირებისათვის
ჩატარდა
სპეციალიზებული ტრენინგი „სახელმწიფო შესყიდვების ზოგად კურსში“.
ღონისძიების მიზანი იყო სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტის, როგორც პროფესიის
პოპულარიზაცია ორივე სექტორში (როგორც საჯარო სამსახურში, ასევე ბიზნეს
საზოგადოებაში), ასევე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომზადებაგადამზადების
პროცესში
საზოგადოების
სხვადასხვა
მოწყვლადი
თემის
წარმომადგენლების მოზიდვა და ჩართვა.
აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა
საქართველოს 6 სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან; ჯამში გადამზადდა და სერთიფიკატი
58
გადაეცა 13 მსმენელს. სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, USAID-ის ეკონომიკური
მმართველობისა და USAID-ის ადგილობრივი მმართველობის პროგრამებთან ერთად,
ხელს შეუწყობს მონაწილეებს სამომავლო დასაქმებასა და საქმიანობაში.
სსიპ - კონკურენციის ეროვნული სააგენტო
„საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის
24 იანვრის N04/3 ბრძანების ფარგლებში სააგენტოს ჰქონდა შესასრულებელი ორი
აქტივობა: 1) შშმ პირთა უფლებების დამცველ ასოციაციებთან კომუნიკაციის დამყარება და
სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში,
მემორანდუმის გაფორმების გზით) და 2) იმ შშმ პირის იდენტიფიცირება, რომელიც
დაინტერესებულია
სააგენტოში
პრაქტიკის
გავლით.
გეგმის
შესრულების
უზრუნველსაყოფად, ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“
ხელშეწყობით, 2022 წელს სააგენტოს იურიდიულ დეპატამენტში სამთვიანი პრაქტიკა (12
სექტემბერი - 12 დეკემბერი) გაიარა ერთმა შშმ პირმა.
სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - საქსტატი
საანგარიშო პერიოდში, საქსტატი, შშმ პირთა უფლებების სამოქმედო გეგმის შესაბამისად,
ახორციელებდა შშმ პირების შესახებ დამატებითი მაჩვენებლების იდენტიფიცირებას და
წარმოებას და შშმ პირების შესახებ არსებული მაჩვენებლების ხელმისაწვდომობის
გაუმჯობესებას. საქსტატმა 2022 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა
აქტივობა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს შემუშავდა შშმ პირების სტატისტიკის პორტალი, რომელიც
მომხმარებელს აძლევს საშუალებას სხვადასხვა სფეროს სტატისტიკური მაჩვენებლები
მოიძიოს ერთ სივრცეში. პორტალი ხელმისაწვდომია საქსტატის ოფიციალურ საიტზე,
შემდეგ ბმულზე: http://disability.geostat.ge/shshm/index.php?lang=ka. ამასთან, 2022 წელს
საქსტატმა შეიმუშავა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის კითხვარის პროექტისათვის
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ სპეციალური მოდულის სამუშაო
ვერსია.
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, ბიუროს ოფისები (ქ. გურჯაანი, ქ.
თბილისი) ადაპტირდა შშმ პირების საჭიროების გათვალისწინებით (პანდუსების და
სველი წერტილების მიმართულებით).
საქართველოს გაეროს განვითარების პროგრამის, სახალხო დამცველის ოფისის და
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლობით, ბიუროს თანამშრომლებს
ჩაუტარდათ ტრენინგი შშმ პირთა უფლებების შესახებ. აღნიშნული თანამშრომლობის
59
ფარგლებში მომზადდა ტრენინგ-მოდული შშმ პირთა უფლებების შესახებ, რომელსაც
ეტაპობრივად
გაეცნენ
ბიუროს
სხვადასხვა
სტრუქტურული
დანაყოფების
თანამშრომლები.
მომზადდა და დამტკიცდა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების სტანდარტი
შშმ პირებთან მიმართებაში.
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სასამხურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ
ბაზაში რეგისტრირებულია 66 693 ვეტერანი, საიდანაც ომის შეზღუდული შესაძლებობის
მქონე - 2 292 ვეტერანია.
სსიპ
ვეტერანების
საქმეთა
სახელმწიფო
სამსახური
2017
წლიდან
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“.
ამ წლების განმავლობაში ვეტერანების მომართვის საფუძველზე სამსახურმა ეტლსავარძელით უზრუნველყო 153 შშმ ვეტერანი.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
2022 წელს დასრულდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისის მშენებლობა,
რომელიც სრულიად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. შემუშავებული უნივერსალური
დიზაინის შესაბამისად, უზრუნველყოფილია შშმ პირთათვის დაწესებულების სრული
მისაწვდომობა.
ადვოკატთა ასოციაციის ახალ შენობაში შშმ პირთა მარტივად ნავიგაციის მიზნით, მოეწყო
სპეციალური აღმნიშვნელები. ასოციაციის ახალი ოფისის გარე პერიმეტრზე
დაპროექტებული და აშენებულია პანდუსი ეტლით მოსარგელბეებისთვის, რომელიც
შიდა სივრცეს ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის, მთავარ დაბრაზში ეტლით
გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი.
ადვოკატთა ასოციაციის პარტნიორი/დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, 2022 წელს
შშმ პირთა უფლებების ჭრილში დაიგეგმა და ჩატარდა 5 სიღრმისეული ტრენინგი,
რომელშიც მონაწილეობა მიიღო და გადამზადდა 81 ადვოკატი.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტების მხრიდან განხორციელდა
რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები. მათ შორის, სამოქმედო
გეგმით
დადგენილი
ვალდებულების ფარგლებში, განახორციელეს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული
საჯარო დანიშნულების შენობების იდენტიფიცირება და ადაპტირება; სხვადასხვა
მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელდა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები,
რომლებიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, მათ შორისაა საბავშვო ბაგა-ბაღები,
სკოლები და სხვა შენობები.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
60
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შშმ პირთა უფლებების სამოქმედო გეგმის 1.2
ამოცანის ქვეშ არსებული აქტივობებიდან, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივ
სივრცეებში, ობიექტებსა და სერვისებში გონივრული მისადაგების, მისაწვდომობისა და
ინკლუზიის გაზრდას, მიმდინარეობს ძველი სპორტული ცენტრების ადაპტირების
პროცესი, ხოლო ახალი შენობები გეგმარდება მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტის
მოთხოვნების შესაბამისად. ასევე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიერ ადაპტირდა
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი და ნიკოლოზ ბარათაშვილის
მემორიალური სახლ-მუზეუმი, ხოლო მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის,
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო პროექტები ითვალისწინებს
აღნიშნული შენობების ადაპტირებასა და სხვადასხვა საჭიროების ადამიანებისთვის სრულ
ხელმისაწვდომობას. ასევე, 2022 წელს დაიწყო თბილისის საკრებულოს ისტორიულ
შენობაში თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმისთვის გამოყოფილი სივრცის
პროექტირება. მუზეუმი მთლიანად იქნება ადაპტირებული და ხელმისაწვდომი
სხვადასხვა საჭიროების ადამიანებისთვის.
ისეთი ტიპის ობიექტები, როგორებიც არის მაგალითად: სკვერები, პარკები და ა.შ. და
რომლებშიც ხდება საზოგადოების თავშეყრა, გეგმარდება და ეწყობა მისაწვდომობის
ეროვნული სტანდარტების გათვალისწინებით.
2.6.1 ამოცანის მოთხოვნების შესაბამისად, თბილისის მერიის კომპეტენციის ფარგლებში,
ადაპტირდა არჩევნების პერიოდში საარჩევნო უბნებად გამოსაყენებელი ის შენობა ნაგებობები, რომლებიც ირიცხება თბილისის მერიის ბალანსზე.
საჯარო, სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში, უზრუნველყოფილია შშმ
პირთა დასწრების შესაძლებლობა. გამოყენებულია ამისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
IV. სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობა
საქართველოს პროკურატურა
2022 წელს საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის
დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში სწავლობდა შშმ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე
არსებულ სისხლის სამართლის საქმეებს და მონიტორინგს უწევდა პროკურორებისა და
გამომძიებლების მიერ „შშმ მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის
სტანდარტების შესახებ“ სახელმძღვანელო მითითებების შესრულებას. მონიტორინგის
საფუძველზე შემუშავდა შშმ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე არსებული სისხლის
სამართლის საქმეების ანალიზი. შესწავლილია შშმ დაზარალებულთა მონაწილეობით
არსებული 107 სისხლის სამართლის საქმე და გაანალიზებულია საპროცესო დოკუმენტები.
მონიტორინგის ასპექტები მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: შშმ დაზარალებულის
შეზღუდვისა და სპეციალური საჭიროებების იდენტიფიცირება და გათვალისწინება;
გონივრული მისადაგების პრინციპის დაცვა; შშმ პირის მიმართ ჩადენილი ქმედების
სისხლისსამართლებრივი შეფასება. გაანალიზდა ოჯახური დანაშაული, შშმ პირთა
მიმართ ჩადენილი სხვადასხვა ტიპის ძალადობის შემთხვევები, გაუფრთხილებლობით
ჩადენილი და ეკონომიკური დანაშაულები, დაზარალებულთა და ბრალდებულთა
ტერიტორიული განფენილობა, სქესი, ასაკი, სოციალური კავშირი, შესაძლებლობის
შეზღუდვის სახეები, შეუწყნარებლობის მოტივი და სხვ.
61
მონიტორინგის საფუძველზე მომზადდა 2022 წლის 9 და 12 თვის სისხლის სამართლის
საქმეთა ანალიზები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმეთა
მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ, ასევე,
ასახავს საქართველოს პროკურატურის სამომავლო გეგმებს შშმ პირთა მიმართ ჩადენილი
დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაში. აღნიშნული ანალიზების შედეგები,
ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნდა საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე
და მისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
2022 წლის განმავლობაში საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის
უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მონიტორინგს უწევდა არასრულწლოვან შშმ
დაზარალებულთა და კანონთან კონფლიქტში მყოფ შშმ არასრულწლოვანთა
მონაწილეობით არსებულ სისხლის სამართლის საქმეებს, ამოწმებდა პროკურორებისა და
გამომძიებლების მიერ „შშმ არასრულწლოვან მოწმესთან, დაზარალებულთან და
ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ“ სახელმძღვანელო მითითებების
შესრულებას. მონიტორინგის საფუძველზე შემუშავდა ანალიზი. შესწავლილია
არასრულწლოვან შშმ დაზარალებულთა და კანონთან კონფლიქტში მყოფ შშმ
არასრულწლოვანთა მონაწილეობით არსებული 24 სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც
იდენტიფიცირდა 22 შშმ არასრულწლოვანი დაზარალებული და 3 შშმ კანონთან
კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი. გაანალიზდა საპროცესო დოკუმენტები; შშმ
არასრულწლოვანთა შეზღუდვის სახე და მათი სპეციალური საჭიროებები, შემოწმდა
გონივრული მისადაგების დაცვის სტანდარტი, შშმ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი
დანაშაულებისა და კანონთა კონფლიქტში მყოფ შშმ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი
ქმედებების სისხლისსამართლებრივი შეფასება. გაანალიზდა ოჯახური დანაშაული,
სხვადასხვა ტიპის ძალადობის შემთხვევები, გაუფრთხილებლობით ჩადენილი
დანაშაული და ეკონომიკური დანაშაული. გარდა დანაშაულის სტატისტიკური
მონაცემებისა, ანალიზი მოიცავს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ტენდენციებსა და
გამოწვევებს
და
საქართველოს
პროკურატურის
სამომავლო
გეგმებს
შშმ
არასრულწლოვანთა მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეებზე
ეფექტიანი რეაგირებისთვის.
2022 წელს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურით
ისარგებლა 30-მა შშმ პირმა, მათ შორის 25 იყო სრულწლოვანი დაზარალებული, 2 არასრულწლოვანი დაზარალებული, 3 - სრულწლოვანი მოწმე. აღნიშნული მაჩვენებელი
2021 წლის მონაცემთან შედარებით (18 პირი) გაზრდილია 66%-ით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის პირველი ნაწილის, როგორც
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე
სახელმძღვანელო მითითების განახლების მიზნით, 2022 წელს საქართველოს გენერალური
პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში პროკურორებისა და
პროკურატურის გამომძიებლებისთვის შემუშავდა სახელმძღვანელო მითითება
„დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე
ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ“. სახელმძღვანელო მითითებაში ცალკე
თავი ეთმობა შშმ ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე ეფექტიან
რეაგირებასა და საპროკურორო საქმიანობის განხორციელებას. აღნიშნული მითითება
პროკურატურის სისტემაში გავრცელდება 2023 წელს.
62
2022 წლის განმავლობაში, დაინტერესებულ პირთა ინფორმირების მიზნით, საქართველოს
პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალური ქსელის Facebook-ის გვერდზე
ქვეყნდებოდა ინფორმაცია შშმ პირთა წინააღმდეგ და შშმ ნიშნით შეუწყნარებლობის
მოტივით ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა
და სასამართლოში საქმის განხილვის შედეგების თაობაზე. აღნიშნული კატეგორიის
დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება და საზოგადოების ინფორმირება საქართველოს
პროკურატურისთვის პრიორიტეტულია.
გარდა აღნიშნულისა, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან
დაკავშირებით, პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია 2022 წელს
საქართველოს პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით
განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების, მათ შორის შშმ პირთა უფლებების
დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთათვის
სასამართლოს
სერვისებზე
ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით საანგარიშო პერიოდში განხორციელდა
შემდეგი აქტივობები:
ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის
დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ჯგუფის მიერ ქართული მეტყველების
სინთეზატორის (GEOTTS) ჩაშენების შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა საჭიროებებზე ადაპტირდა საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების
სისტემა (ecd.court.ge), სასამართლო საქმის რეგისტრაციის სერვისი (ecourt.ge) და
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდი (hcoj.gov.ge);
ბ) სარჩელისა და შესაგებლის ფორმების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის
სრული ადაპტირების თაობაზე აქტივობის შესრულების მიზნით, 2022 წლის 28 ივნისს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე
გამოითქვა მოსაზრებები და წინადადებები ადაპტირებული ფორმების შემუშავებასთან
დაკავშირებით და დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები.
საერთო
სასამართლოებში
სამართალწარმოების
ხელმისაწვდომობის
მიმართულებით საანგარიშო პერიოდში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
გაზრდის
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეებისთვის და სასამართლოს აპარატის
მოხელეებისთვის, მოსამართლეთა და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, 2022 წლის
თებერვალში განახლდა სასწავლო მოდული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების შესახებ. 2022 წლის განმავლობაში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია“. 2022
წლის 12-13 თებერვალს გადამზადდა 12 მოსამართლე, ხოლო 25-26 ივნისს გადამზადდა 14
მოსამართლე და მოხელე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
63
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შშმ პირთა დაცვის სამოქმედო გეგმა
მოიცავდა შემდეგ მიზანს: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის
სამართალწარმოებაზე მისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომლის მისაღწევადაც
განისაზღვრა შემდეგი აქტივობები: (I) სამართალწარმოების ეტაპზე შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე ცნობიერების ამაღლება; (II) შშმ ქალების
სამართალწარმოებაზე მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სამართალდამცავებისთვის
ტრენინგების ჩატარება და (III) შშმ თემის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრების
გამართვა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად:
2022 წლის ოქტომბერში, UNDP/OHCHR-ის მხარდაჭერით, ორი ორდღიანი ტრენინგის
ფარგლებში, გადამზადდა შსს ტერიტორიული ერთეულების 37 მენეჯერი. კერძოდ,
ტერიტორიული ერთეულების მენეჯერები გადამზადდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
შეზღუდული შესაძლებლობის კონცეფცია; შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს
კანონი; შეზღუდული შესაძლებლობის მოდელები; დისკრიმინაციის დაუშვებლობა და
დისკრიმინაციის
განსხვავებული
ფორმები;
საერთაშორისო
და
ეროვნული
სასამართლოების
პრაქტიკა;
ექსპლუატაციისგან,
ძალადობისგან,
არასათანადო
მოპყრობისგან
შშმ
პირთა
დაცვის
სტანდარტი;
მისაწვდომობის
უფლება;
მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება; სახელმწიფო ორგანოების როლი შშმ პირთა
უფლებების დაცვაში; გამოძიების ეტაპზე სრულწლოვან და არასრულწლოვან შშმ პირთა
ეფექტიანი ჩართულობა; შშმ პირთა გამოკითხვა\დაკითხვა; სხვადასხვა ტიპის შეზღუდვის
მქონე პირებთან კომუნიკაციის სპეციფიკა.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით 100-მა სამართალდამცველმა გაიარა
ტრენინგი მართლმსაჯულებაზე შშმ ქალების მისაწვდომობის საკითხებზე. საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლებსა და
მართლწესრიგის ოფიცრებთან განხილულ იქნა მართლმსაჯულებაზე შშმ ქალთა
მისაწვდომობის სპეციფიკური მახასიათებლები, სისხლის სამართლის საქმეთა
გამოძიებისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მათი ჩართულობის
პრაქტიკული ასპექტები, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის
მიზნით არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების თავისებურებანი.
ტრენინგის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით პოლიციის როლსა და გენდერულად
მგრძნობიარე, მსხვერპლზე ორიენტირებული სამართალწარმოების განხორციელების
მნიშვნელობაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, გაეროს განვითარების პროგრამის
(UNDP) მხარდაჭერით, სხვადასხვა რეგიონში შშმ თემის წარმომადგენლებთან სამუშაო
შეხვედრები გამართეს.
ღონისძიებების მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, მათ
წარმომადგენლობით ორგანიზაციებსა და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა,
სამინისტროს მიერ ბოლო წლებში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების
მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება,
აგრეთვე, მათი რეკომენდაციებისა და მოსაზრებების გაცნობა.
რეგიონულ შეხვედრებში შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჩართული იყვნენ სსიპ მომსახურების სააგენტოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ
„112“-ის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის
დეპარტამენტის წარმომადგენლები.
64
შეხვედრებზე სამინისტროს ზემოაღნიშნული დანაყოფების თანამშრომლებმა, თავიანთი
კომპეტენციის ფარგლებში, განიხილეს წინა წლებში უწყების მიერ შშმ პირთა უფლებრივი
გაძლიერების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები და შშმ პირებს, მათ
ორგანიზაციებს, სამოქალაქო სექტორსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს
სამინისტროს სამომავლო ხედვა და დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.
სამუშაო შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართა გორში, მარნეულში, რუსთავში, საგარეჯოსა
და თელავში.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის მიერ
ჩატარდა საკანონმდებლო სისტემის რევიზია და მისი გაერო-ს კონვენციასთან
შესაბამისობის დადგენა.
კერძოდ, 2022 წლის განმავლობაში „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთული
ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვა გზით შემოსული საკანონმდებლო
აქტების პროექტების, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ
ექსპერტიზას დაქვემდებარებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების
განხილვისას ყურადღება მახვილდება ამ აქტების შინაარსზე, მათ შორის, გაერო-ს
კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ, კომპეტენციის
ფარგლებში, მომზადდა რეკომენდაციები, მათ შორის, შშმ პირთა უფლებების ჭრილში,
სხვადასხვა სექტორულ სტრატეგიასა და მათ სამოქმედო გეგმებსა და პროგრამებზე;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, როგორც განცხადების ან/და შეტყობინების
საფუძველზე დაწყებული, ასევე გეგმური შემოწმებების (ინსპექტირების) ფარგლებში,
განიხილავს, მათ შორის, შშმ პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხებს.
საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტმა, სამსახურის უფროსის 2022 წლის
12 აპრილის №05/01/03 ბრძანების საფუძველზე დაწყებული გეგმური შემოწმების
ფარგლებში,
შეისწავლა
ქმედუუნაროდ/შეზღუდულქმედუნარიანად
აღიარებულ
სრულწლოვან პირთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით პერსონალური მონაცემების
დამუშავების კანონიერება. აღნიშნულ შემოწმებასთან დაკავშირებით, გამოიცა სამსახურის
უფროსის 2022 წლის 30 ივნისის №გ-1/056/2022 გადაწყვეტილება, რომლითაც მონაცემთა
დამუშავების ზემოაღნიშნულ პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად
მონაცემთა დამმუშავებელს მიეცა შესასრულებლად სავალდებულო 5 დავალება. აგრეთვე,
საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტმა, სამსახურის უფროსის 2022 წლის
2 ივნისის №05/01/06 ბრძანების (ცვლილება შევიდა 2022 წლის 10 აგვისტოს №05/01/12
ბრძანებით) საფუძველზე დაწყებული გეგმური შემოწმების ფარგლებში, შეისწავლა
საჯარო სკოლის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შექმნის, შენახვისა და მესამე
პირებისთვის გადაცემის გზით არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების
კანონიერება, რომლის ფარგლებშიც, შემოწმდა სკოლის მიერ სპეციალური
65
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაცემების დამუშავების პროცესი.
აღნიშნულ შემოწმებასთან დაკავშირებით, გამოიცა სამსახურის უფროსის 2022 წლის 17
ნოემბრის №გ-1/173/2022 გადაწყვეტილება, რომლითაც შემოწმების ფარგლებში
გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, მონაცემთა დამმუშავებელს
შესასრულებლად
სავალდებულო
2
დავალება
მიეცა.
საგანმანათლებლო
დაწესებულებებისათვის სარეკომენდაციოდ, შესაბამისი სტანდარტების მხედველობაში
მიღების მიზნით, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდა პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურის ვებგვერდზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმისწარმოების წესში შესაბამისი
დებულების გათვალისწინება, რომელიც გაამარტივებს სამსახურში შშმ პირების
მომართვიანობას, 2022 წლის 15 სექტემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის
უფროსის №01/170 ბრძანებით დამტკიცდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის
საქმისწარმოების წესი“. აღნიშნული წესის მე-8 მუხლი ითვალისწინებს სამსახურის
თანამშრომლის მიერ დახმარების გაწევას ფიზიკური პირის მიერ მატერიალური
დოკუმენტის შედგენაში. კერძოდ, ფიზიკური პირის მიერ მატერიალური დოკუმენტის
შედგენაში დახმარების აღმოჩენის თხოვნით მიმართვის შემთხვევაში, სამსახურის
შესაბამისი თანამშრომელი ვალდებულია, აღმოუჩინოს მას შესაბამისი დახმარება.
სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია, უზრუნველყოს მატერიალური დოკუმენტის
შედგენა ფიზიკური პირის კარნახით, თუ ფიზიკური პირი სხვაგვარად ვერ ახერხებს
მატერიალური დოკუმენტის შედგენას. ასეთ შემთხვევაში, მატერიალურ დოკუმენტში
კეთდება აღნიშვნა, რომ დოკუმენტი შედგენილია სამსახურის თანამშრომლის მიერ,
ფიზიკური პირის კარნახით, რასაც ხელს აწერს ან/და სხვაგვარად ეთანხმება ფიზიკური
პირი. სამსახურის ადმინისტრაციის შესაბამისი თანამშრომელი ვალდებულია,
განმცხადებლები უზრუნველყოს განცხადების და სხვა შესაბამისი ფორმებით (ასეთის
არსებობის შემთხვევაში). აღნიშნული წესი უზრუნველყოფს შშმ პირთა საჭიროებებისა და
მათ მიერ სამსახურისათვის მომართვისთვის აუცილებელი გარანტიების არსებობას.
აგრეთვე, სამოქმედო გეგმა მოიცავდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტში შშმ პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მარტივ,
გასაგებ ენაზე მიწოდების საკითხის გათვალისწინებას. კანონპროექტი არაერთ ისეთ
დებულებას შეიცავს, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტისათვის
ინფორმაციის მარტივი, გასაგები ენით მიწოდებას და ზოგადად, მარტივ კომუნიკაციას
მონაცემთა დამმუშავებელსა და მონაცემთა სუბიექტს შორის.
V. დასაქმების ხელშეწყობა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო
შშმ პირთა შრომის უფლების რეალიზება და დასაქმების ხელშეწყობა
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორცილებულ
იქნა რიგი ღონისძიებები. დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 12 645 სამუშაოს
66
მაძიებელი, მათ შორის 386 შშმ პირი.
სამუშაოს მაძიებელთათვის
კარიერის დაგეგმვა
პროფესიული
კონსულტაცია
(პროფკონსულტაცია)
სამუშაოს მაძიებელთათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის,
პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებები.
და
ხორციელდება
საანგარიშო პერიოდში პროფესიული კონსულტაცია (პროფკონსულტაცია) და კარიერის
დაგეგმვის მომსახურება მიიღო 3 640-მა სამუშაოს მაძიებელმა, მათ შორის, 159-მა შშმ
პირმა.
ასევე, „შრომის ბაზარზე ქცევის წესების“ გაცნობის მიზნით, სსიპ - დასაქმების
ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებში სამუშაოს მაძიებლებს
ჩაუტარდათ ინდივიდუალური კონსულტირებები. შედეგად, შემოსული ინფორმაციის
მიხედვით, სააგენტოს სერვის ცენტრებში ინდივიდუალური კონსულტირება გაიარა 3165მა სამუშაოს მაძიებელმა. მათ შორის, 234 შშმ პირი.
საკვანძო კომპეტენციებში სამუშაოს მაძიებლების გადამზადება
საანგარიშო პერიოდში საკვანძო კომპეტენციების სრული კურსი დაასრულა 521-მა
სამუშაოს მაძიებელმა. მათ შორის, 32 შშმ პირი.
პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება
საანგარიშო პერიოდში სასწავლო პროცესში, 72 მოთხოვნად პროფესიაზე, ჩაერთო 2517
მოსარგებლე. მათ შორის, 63 შშმ პირი.
შშმ პირებისთვის მხარდაჭერითი დასაქმების მომსახურება.
საანგარიშო პერიოდში მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 245 შშმ პირს გაუწიეს
მხარდაჭერითი მომსახურება.
დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, შშმ პირთათვის
მოძიებული იქნა 78 ვაკანსია. დასაქმებულია 47 შშმ პირი.
შშმ პირთათვის სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირება.
საანგარიშო პერიოდში სუბსიდირების კომპონენტში ჩაერთო 6 დამსაქმებელი და 6 შშმ
სამუშაოს მაძიებელი. მათ შორის, 3 ქალი. კომპონენტის ფარგლებში დასაქმებულია 6 შშმ
სამუშაოს მაძიებელი.
დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირება
67
საანგარიშო
პერიოდში
კომპონენტის
ფარგლებში,
პროგრამის
ეფექტურად
განხორციელების მიზნით, სააგენტოში შექმნილია სპეციალური კომისია (სამუშაო
ჯგუფი). გაიმართა კომისიის სამი სამუშაო შეხვედრა.
ასევე, შედგა რამდენიმე შეხვედრა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან შესაბამისი
გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარების მიზნით. შეხვედრა შედგა აგრეთვე
დარგის შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ექსპერტთან, შედეგად სააგენტოს
მიერ შემუშავებული რეკომენდაციები დაცული სამუშაო ადგილის ადაპტირების
სახეობების შესახებ, დამტკიცდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
2022 წლის სექტემბრის თვეში, დაცული სამუშაო ადგილების ადაპტირების ფარგლებში,
ჩატარდა სამუშაო შეხვედრა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 20-მდე
ორგანიზაციამ, რომლებიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მუშაობენ შშმ პირებთან.
მათ შორის იყვნენ სოციალური საწარმოს წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორისა
და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე წარდგენილი იყო დაცული სამუშაო ადგილების ადაპტირების ფარგლებში
ჩატარებული კვლევის შედეგები, ყურადღება გამახვილდა თითოეული რგოლის
ჩართულობაზე და ინდივიდუალურ საჭიროებაზე.
თითოეულმა სტრუქტურამ, კერძოდ, „სმენის, მეტყველების, ინტელექტუალური
შეფერხების პირთა ასოციაციაციის (სოც საწარმო „სხივი“)“ წარმომადგენელმა, გაგვაცნო
თავისი ინსტიტუციის სპეციფიკა. საქართველოს უსინათლოთა კავშირის
და
ღვთისშვილთა კავშირის წარმომადგენლებმა მადლიერება გამოხატეს მსგავსი შეხვედრის
ორგანიზებისთვის. მიღებული რეკომენდაციების თანახმად განიხილება დამსაქმებლის
განაცხადები.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა სისტემაში დასაქმებულ შშმ
პირთა საჭიროებათა კვლევა (სამოქმედო გეგმის აქტივობა), რომლის მიზნითაც შემუშავდა
კითხვარი. კითხვარი დაეფუძნა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის №732
დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს („მისაწვდომობის ეროვნული
სტანდარტები“). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ შშმ
პირთაგან მიღებული უკუკავშირის შედეგად, გამოვლინდა მათ წინაშე არსებული
საჭიროებები და ბარიერები. არსებული ბარიერების აღმოფხვრის მიზნით დაიგეგმა და
შესრულდა შემდეგი აქტივობები:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში განხორციელდა
მისაწვდომი საპარკინგე სივრცისა და დამატებით (მე-6 სართულზე) სველი
წერტილის უზრუნველყოფა. ასევე, დასაქმებული შშმ თანამშრომლის
საჭიროებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს დამონტაჟდა ლიფტის
უნივერსალური დიზაინის დამატებითი ღილაკები (ღილაკი არის სენსორული და
აქვს ბრაილის შრიფტის მიმართულების აღმნიშვნელი);
თელავის იუსტიციის სახლში დამონტაჟდა მისაწვდომი ტურნიკეტი;
ბათუმის იუსტიციის სახლში მოეწყო მისაწვდომი სველი წერტილი;
68
დასაქმებული შშმ პირისთვის უზრუნველყოფილ იქნა ტრანსპორტირება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
კანონმდებლობის ანალიზის, საჯარო სამსახურის ბიუროსთან და სხვა რელევანტურ
აქტორებთან
კონსულტაციების
საფუძველზე,
საკითხის
კომპლექსურობიდან
გამომდინარე, შშმ პირთა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმების
შესაძლებლობების იდენტიფიცირების და საუკეთესო გამოცდილების შესწავლით
დასაქმების ეფექტური პროგრამის შემუშავების მიზნით, გამოიკვეთა სამუშაო ჯგუფის
შექმნის საჭიროება. შესაბამისად, 2022 წელს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის №1100
ბრძანებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული
ქვედანაყოფისა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების
წარმომადგენელთა შემადგენლობით.
მუნიციპალიტეტებში შექმნილი შშმ პირთა უფლებების საბჭოები ახორციელებენ
ღონისძიებებს შშმ პირთა დასაქმების მიმართულებით. კერძოდ:
ქედის მუნიციპალიტეტში შშმ პირები დასაქმებული არიან სხვადასხვა სამსახურებში და
საჯარო დაწესებულებებში. ერთი შშმ სტაუსის მქონე პირი არის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
ა(ა)იპ ქედის კულტურის ცენტრში დასაქმებულია 4 შშმ პირი; ა(ა)იპ - ქედის სახელოვნებო
სკოლაში ირიცხება 2 შშმ მოსწავლე; ქედის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ირიცხება
5 შშმ აღსაზრდელი; მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია და მოქმედებს შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო. რომლის შემადგენლობაში
შედის
6 საჯარო მოხელე და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები.
რომელთაც გააჩნიათ სათანადო საკითხებთან მუშაობის გამოცდილება და სამომავლო
ხედვები. საბჭო ხელმძღვანელობს შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულებით.
საბჭოს მიერ სხდომები ტარდება კვარტალში ერთჯერ მაინც, სადაც იხილება საკითხები
ცალკეული შშმ პირების პრობლემებთან დაკავშირებით.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების გაერთიანებაში დასაქმებულია 1, ხოლო
მუნიციპალიტეტის მერიაში 2 შშმ პირი.
გურჯაანში შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დაწყებულია სამუშაოს
მაძიებელთა მონაცემთა ბაზის ფორმირება.
ცაგერში შშმ პირები დასაქმებული არიან მუნიციპალიტეტში მოქმედ ა(ა)იპ-ში (8 პირი).
დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმდა 11 პირი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურადაა ჩართული და მხარს უჭერს შშმ პირების
დასაქმების პროცესს და შესაბამისად, დასაქმების მიმართულებით სამომავლოდაც
იგეგმება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ
სამოქმედო გეგმით გაწერილი საკითხები და საჭიროებები სრულდება ეტაპობრივად.
რუსთავში განხორციელდა შრომითი თერაპიის პროგრამა (18-დან 33 წლამდე ასაკობრივი
ჯგუფის ბენეფიციარების სხვადასხვა შრომით და თერაპიულ აქტივობებში ჩართვა);
69
ხაშურის
მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილია შშმ პირების დასაქმების
ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით დროებითი
სამუშაო ჯგუფი.
სამუშაო ჯგუფის მიერ სპეციალურად შედგენილი კითხვარის მეშვეობით შექმნილა შშმ
პირთა ბაზა, რომელთა დასაქმებაც მათი უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე შესაძლებელია.
მათი დასაქმებისა და გადამზადების ხელშეწყობის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს
თანამშრომლობა ბიზნეს სექტორთან და ასევე პროფესიული კოლეჯის „ქართლის“
წარმომადგენელთან.
VI. განათლების უფლების ხელმისაწვდომობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2022 წელს განახორციელა
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების“
გადამუშავება. რევიზიის პროცესში გათვალისწინებულ იქნა ადრეული და სკოლამდელი
აღრზდისა და განათლების დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე ბავშვების ინტეგრაციასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა,
ადრეული განვითარების ექსპერტების რეკომენდაციები. შედეგად, ცვლილებების
მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხო ინკლუზიურ განათლებას. კერძოდ: ემოციური
უსაფრთხოების სტანდარტს დაემატა ორი ინდიკატორი ბავშვების ბაღში უსაფრთხო
ტრანზიციასთან დაკავშირებით.
მიმართულება: „ფიზიკური გარემოს“ სტანდარტს, უნივერსალური დიზაინის
პრინციპებით მოწყობის ნაწილში დაემატა ინდიკატორები სსმ ბავშვების საჭიროებების
შესაბამისად;
ფიზიკურ გარემოში ასევე დაემატა ინდიკატორი დამატებითი სივრცეების მოწყობის
საკითხებზე სსმ ბავშვების საჭიროებების შესაბამისად.
მიმართულება:
„ურთიერთობის“
სტანდარტს,
თანატოლებთან
პოზიტიური
ურთიერთობის ნაწილში, დაემატა ექვსი ინდიკატორი, რომლებიც ეხება ინკლუზიური
გარემოს უზრუნველყოფას სსსმ ბავშვის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვისა და
თანატოლებთან პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფის გზით, ასევე,
მშობლების მომზადებისთვის სხვადასხვა მიდგომებისა და აქტივობების განხორციელების
მნიშვნელობას;
მიმართულება „საგანმანათლებლო პროცესს“ დაემატა სტანდარტი „საგანმანათლებლო
პერსონალი საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებისას სწავლების უნივერსალური
დიზაინის პრინციპებს ეყრდნობა“ - შესაბამისი ინდიკატორებით;
საგანმანათლებლო
პროცესის
დაკვირვება-შეფასების
ნაწილში
დამატებული
ინიდიკატორი ეხება აღმზრდელის მხრიდან ინდივიდუალური მიდგომების
განსახორციელებლად დამატებითი საჭიროებების შეფასების აუცილებლობას;
ამავე მიმართულებით (საგანმანათლებლო პროცესი) სტანდარტს „საგანმანათლებლო
პერსონალი ზრუნავს პირად პროფესიულ განვითარებაზე“ დაემატა ორი ინდიკატორი,
70
რომლებიც ეხება პერსონალის მიერ საჭიროებების დამოუკიდებლად შეფასებას და ასევე
სსმ ბავშვებთან მუშაობისთვის დამხმარე ტექნოლოგიების ფლობის აუცილებლობას.
დაწყებულია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების
თვითშეფასება და ავტორიზაცია როგორც საჯარო, ასევე კერძო დაწესებულებებისთვის.
განახლებულ სტანდარტებს დაეფუძნება აღნიშნული პროცესიც. დაწესებულებები 2023
წლის ბოლოს დაასრულებენ თვითშეფასების პროცესს, რაც დეტალურ ანალიზს გახდის
შესაძლებელს.
2022 წელს დასამტკიცებლად მომზადდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ეროვნულ სასწავლო
გეგმაში“ შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც მოიცავს: ალტერნატიული სასწავლო
გეგმას,
მძიმე და მრავლობითი გონებრივი განვითარების დარღვევების მქონე
მოსწავლეებისთვის, სენსორულ სასწავლო გეგმას, გაფართოებულ სასწავლო გეგმას,
დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმს (რომელიც განახლდა
რევიზირებული დაწყებითი საფეხურის შესაბამისად).
2022 წლის 29 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N145/ნ
ბრძანებით
ცვლილება
განხორციელდა
„საგანმანათლებლო
დაწესებულებების
ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებაში,
კერძოდ, დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის
სტანდარტები.
ახალი
რედაქციით
ჩამოყალიბდა
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება და საფასურები. განახლებული
სტანდარტები შეეხება: სკოლის ფილოსოფიას; სასკოლო კურიკულუმს; სასწავლო
პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას და მოსწავლეთა
მხარდაჭერას. ყველა მიმართულება ითვალისწინებს ინკლუზიური განათლების
საკითხებს.
ცვლილება შევიდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში. ცვლილება გამოწვეულია სპეციალური
მასწავლებლების მიმართ არსებული საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის,
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისა და სასკოლო სასწავლო
გეგმის განმარტების მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში
მოყვანის, პირის/მოსწავლის სკოლაში და სკოლიდან ტრანზიციის პროცესის
დარეგულირების, ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი პროცესების მართვის
გაუმჯობესების საჭიროებიდან. სპეციალური მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერისა
და კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობის მიზნით, შეიცვალა სპეციალური
მასწავლებლის განათლებისათვის კანონით დადგენილი მოთხოვნები, რაც შესაბამისი
კვალიფიკაციის მეტ პირს მისცემს შესაძლებლობას დასაქმდეს სკოლაში სპეციალურ
მასწავლებლად. ასევე, აღნიშნული ცვლილება ქმნის სპეციალური მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ამოქმედების საფუძველს, რაც გულისხმობს
იმას, რომ აღნიშნული პროგრამის გავლის შედეგად მომზადებული კადრი აღჭურვილი
იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლა-სწავლების
შესაბამისი ცოდნითა და უნარებით და მიეცემა შესაძლებლობა დასაქმდეს სპეციალურ
მასწავლებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. გარდა ამისა, ზოგადი
განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლისა და მასწავლებლის მომზადების
ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო
პროგრამებში
71
სავალდებულო
გახდა
სპეციალური
მასწავლებლის
მომზადების
მოდულის
გათვალისწინება, რაც საშუალებას მისცემს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს,
მოამზადონ მასწავლებლები, რომლებსაც იმავდროულად ექნებათ სპეციალური
მასწავლებლობის უფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
გაივლიან მრავალფეროვანი საჭიროებების მქონე მოსწავლეების სწავლა-სწავლების
შესაბამის სტრატეგიებს.
ინკლუზიური განათლების სპეციალისტების მიერ ხორციელდებოდა ახალი სკოლის
მოდელში ჩართული სკოლების მასწავლებლებისა და ინკლუზიური განათლების
სპეციალისტების მხარდაჭერა, გაიცემოდა შესაბამისი რეკომენდაციები.
ზოგადი განათლების მართვის სისტემაში სისტემატიურად აღირიცხება სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე
მოსწავლეების მონაცემები. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში
მოცემულია ინფორმაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა
შესახებ. კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 42/ნ
ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის
წესისა და პირობების“ 25-ე მუხლის შესაბამისად, პროფესიულ საგანმანათლებლო
პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით, აპლიკანტი სარეგისტრაციო სისტემაში ასახავს
ინფორმაციას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შესახებ.
სენსორული (სმენა), აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებისათვის ფუნქციონირებს
12 ინტეგრირებული კლასი, რომლის ფარგლებშიც საგაკვეთილო პროცესში ინტეგრაციის
ხელშესაწყობად მოსწავლეებთან ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობენ
დამატებითი სპეციალისტები.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ხანგრძლივად
ჰოსპიტალიზებული ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები საავადმყოფოს სივრცეში
ღებულობენ საგანმანათლებლო სერვისს;
ა(ა)იპ - ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“ - ბენეფიციარები ღებულობენ
საგანმანათლებლო სერვისს.
ინტეგრირებული კლასების სპეციალისტები გადამზადდნენ „მწვავე ქცევითი სირთულით
გამოწვეული კრიზისული სიტუაციის მართვაში“. მიუსაფარი ბავშვებისთვის და სკოლის
მიღმა
დარჩენილი
სხვა
მოწყვლადი
ჯგუფების
ფორმალურ
განათლებაში
ინტეგრაციისთვის უწყვეტად ხორციელდებოდა განათლების მეორე შესაძლებლობის
საკომპენსაციო პროგრამები მიუსაფარი ბავშვებისთვის არსებულ სადღეღამისო
თავშესაფრებსა და დღის ცენტრებში (სულ 7 ლოკაცია). პროგრამის ბენეფიციარი იყო 110125 ბავშვი. მიუსაფარი ბავშვებისთვის და სკოლის მიღმა დარჩენილი სხვა მოწყვლადი
ჯგუფების ფორმალურ განათლებაში ინტეგრაციისთვის უწყვეტად ხორციელდებოდა
განათლების მეორე შესაძლებლობის საკომპენსაციო პროგრამები მიუსაფარი
ბავშვებისთვის არსებულ სადღეღამისო თავშესაფრებსა და დღის ცენტრებში (სულ 7
ლოკაცია). პროგრამის ბენეფიციარი იყო 110-125 ბავშვი.
პროფესიული განათლების საფეხურზე, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა სსსმ და
შშმ
პირთა
პროფესიული
განათლების
ხელმისაწვდომობის
გაზრდისთვის.
შემუშავებულია და განხილვის (დამტკიცების) ეტაპზეა პროექტი „პირის სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციისა და ინკლუზიური პროფესიული
განათლების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, რომელიც
ხელს შეუწყობს და მოაწესრიგებს მთელ რიგ საკითხებს: პროფესიული განათლების
72
საფეხურზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსის
მინიჭებას, სსსმ და შშმ პირთათვის საორიენტაციო სერვისით უზრუნველყოფის მექანიზმს
და ა.შ. გარდა ამისა, 2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა
ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით,
გამოცხადებული მიღების ფარგლებში (გარდა იმ პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამებისა, რომლებზეც შერჩევა ხორციელდება სსიპ შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით), წელს პირველად
რეგისტრაციის შესაძლებლობა ჰქონდათ იმ სსსმ და/ან შშმ პირებს, რომლებიც
აკმაყოფილებდნენ პროგრამებზე დაშვების წინაპირობებს.
დამატებით, ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტო მუშაობდა „ინკლუზიური
პროფესიული განათლების კონცეფციის“ შემუშავებაზე, რომელიც წარმოადგენს ხედვას
პროფესიული და ზრდასრულთა განათლების სისტემაში ინკლუზიურობის მიღწევისთვის
საჭირო პოლიტიკური და საკანონდებლო ჩარჩოს შექმნისა და საუკეთესო პრაქტიკების
დანერგვის მიმართულებით. დოკუმენტი მომზადდა აზიის განვითარების ბანკის (ADB)
„თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ ტექნიკური დახმარების პროექტის
ფარგლებში. ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტომ შეიმუშავა ინკლუზიური
პროფესიული განათლების კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა კვლევა
სტუდენტების
პროფესიულ
განათლებასთან
დაკავშირებული
საჭიროებების
გამოსავლენად, მათ შორის გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების
და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ქალებისა და გოგონების
საჭიროებები. კვლევის შედეგები ასახულია კონცეფციის დოკუმენტში.
საანგარიშო პერიოდში, გაგრძელდა სსსმ სტუდენტების საჭიროებების კვლევა, რომლის
მიზანიცაა სსსმ სტუდენტების საჭიროებების გამოვლენა და მათზე რეაგირების
რეკომენდაციების შემუშავება. კვლევის სფეროებია: ინკლუზიური ხედვა და
ინკლუზიური განათლების ადმინისტრირება, ფიზიკური გარემო, სასწავლო გარემო,
სასწავლო და დამხმარე რესურსები, ადამიანური რესურსი და მათი განვითარება,
ინდივიდუალური მიდგომის/სწავლების უზრუნველყოფა და სხვ.
დაფინანსებულია და განხორციელებულია 17 სასკოლო პროექტი არაფორმალური
განათლებით, მოწყვლადი ჯგუფების (ბოშები, მესხები, შშმ და სსსმ მოსწავლეები)
სოციალიზაციის მიზნით. სასკოლო პროექტები ხორციელდებოდა სხვადასხვა
მიმართულებით: კითხვის კლუბი, ხელგარჯილობის კლუბი და სხვა. აქტივობებმა საერთო
ინტერესების გარშემო გააერთიანა თანატოლები და ხელი შეუწყო განსხვავებულის
მიმღებლობას. დონორებისა და პარტნიორების მხარდაჭერით დამატებით განხორციელდა
საზაფხულო სკოლა რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინიდან საქართველოში
იძულებით გადაადგილებული და თბილისის სასტუმროებში დროებით განთავსებული
უკრაინელი ოჯახების 11 წლიდან 15 წლამდე 45 მოზარდისთვის. საზაფხულო სკოლის
ფარგლებში განხორციელდა: ხელგარჯილობის კლუბი (მონაწილეებმა შეისწავლეს
გამოყენებითი ხელოვნების ტექნიკები), თეატრის კლუბი (მოზარდებმა რეჟისორთან
ერთად, დადგეს სპექტაკლები), ვექსილოლოგიის კლუბში (ისაუბრეს ჰერალდიკასა და
დროშებზე), სიმღერის გაკვეთილები, სადაც შეისწავლეს ქართული და უკრაინული
სიმღერები, სამოქალაქო განათლების კლუბი. ორგანიზაცია World Vision საქართველოსთან
თანამშრომლობით 2022 წლის სექტემბერში განხორციელდა ყრუ და სმენადაქვეითებული
პირველკლასში რეგისტრირებული ბავშვების, მათი ოჯახის წევრებისა და
მასწავლებლების 5 დღიანი ბანაკი. ბანაკის მიზანი იყო სკოლაში ტრანზიციის ხელშეწყობა,
ბავშვებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის ჟესტური ენის თანამედროვე მეთოდებით
სწავლება, მასწავლებლებისა და ჟესტური ენის თარჯიმნებისთვის ბილინგვური
73
სწავლების თანამედროვე მეთოდების მცირე ნაწილის დემონსტრირება და მათი ამ
პროცესში ჩართვა, წიგნიერების ხელშეწყობა, მშობლების გაძლიერება.
VII. მონაწილეობა კულტურულ, სპორტულ, გასართობ და
სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
კულტურის სფერო
● სსიპ - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ
"რუსთავის" მიერ:
ა) შშმ პირთათვის კონცერტებზე დასასწრებად განისაზღვრა სპეციალური ტარიფები.
ასევე, ზოგიერთ ღონისძიებაზე მათთვის შესაძლებელი გახდა უფასო დასწრება;
ბ) შენობის ლიფტი და სველი წერტილები ადაპტირდა ეტლით მოსარგებლე შშმ
პირთათვის და დამონტაჟდა გარე პანდუსი.
● სსიპ - თელავის ისტორიული მუზეუმის ახალი შენობა და სასახლე მემორიალი სრულად
ადაპტირდა ეტლით მოსარგებლე პირთათვის;
მუზეუმის თანამშრომელთათვის მოწვეული სპეციალისტების მიერ ჩატარდა ტრენინგები
და მათი სრული შემადგენლობა გადამზადდა შშმ პირებთან მუშაობის სპეციფიკის
საკითხებზე;
მუზეუმის მიერ შემუშავდა შშმ პირთა საჭიროებებზე ადაპტირებული სახელოვნებო
პროგრამები. ასოციაციასთან „ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის“ და დღის
ცენტრებთან ერთად განხორციელდა არაერთი ღონისძიება;
მუზეუმში შეიქმნა ინკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც დამუშავდა
დღის ცენტრებთან და ასოციაციასთან ,,ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის“
თანამშრომლობით;
მუზეუმში გაიმართა არაერთი ღონისძიება, მათ შორის შშმ პირებს დაურიგდათ შესაბამისი
ხელსაწყოები/მასალა და გაიმართა მათ მიერ შექმნილი ნაკეთობების გამოფენა/გაყიდვა,
ასევე, შშმ პირების უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ დღეებში გაიმართა შესაბამისი
ღონისძიებები.
● სსიპ - გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის
საგამოფენო დარბაზით სარგებლობისათვის დამონტაჟდა პანდუსი;
მუზეუმის თანამშრომლები გადამზადდნენ ინკლუზიური განათლების მიმართულებით,
ჩაუტარდათ სპეციალური ტრენინგები;
მუზეუმის მიერ შემუშავდა სპეციალური ინკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამა.
74
● სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში
განხორციელდა ორი ინკლუზიური საგანმანათლებლო-შემოქმედებითი პროექტი და სამი
ინტეგრირებული გამოფენა. პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ: ა(ა)იპ "ქალთა
უფლებების სათემო ინიციატივა", ა(ა)იპ განვითარებისა და განათლების ცენტრი, ა(ა)იპ
ქურთულ-ქართული სოციო-კულტურული პლატფორმა, შპს "კრეატივ ივენთი", ა(ა)იპ
„ფოლიანტი“, ა(ა)იპ „საქართველოს კულტურის აკადემია“;
აკადემიაში ჩატარდა ერთი ვორქშოპი არქიტექტურისა და დიზაინის სპეციალობების
პედაგოგებთან და სტუდენტებთან, ერთი ონლაინ-კონფერენცია არქიტექტორების,
დიზაინერების, მკვლევარების, შშმ პირთა თემის წარმომადგენლებისა და სხვა ჩართული
მხარეების მონაწილეობით, უნივერსალური დიზაინისა და გონივრული მისადაგების
პრინციპების შესაბამისად შენობა-ნაგებობების აგება/რეკონსტრუქციის საკითხებზე
(არქიტექტურა და დიზაინი);
აკადემიის მიერ შემუშავდა შშმ პირთა საკითხებსა და ინკლუზიურ განვითარებაზე
პასუხისმგებელი პირის სამოქმედო გეგმა; ასევე, ადმინისტრაციისა და აკადემიური
პერსონალის ცალკეული წარმომადგენლები გაეცნენ შშმ პირებთან ქცევისა და
კომუნიკაციის სახელმძღვანელო პრინციპებს (1 ბუკლეტი);
აკადემიის ერთ შენობაში შშმ პირებისთვის მოეწყო პანდუსები, ლიფტი და სველი
წერტილები.
● სსიპ - შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში სპეციალური ტექნიკის
(ყურსასმენების) გამოყენებით დაინერგა სპექტაკლები უსინათლოთათვის. ყურსასმენების
გამოყენებით შშმ პირებს შესაძლებლობა მიეცათ კონკრეტული მიზანსცენის, დეკორაციის
ცვლილების ზოგადი ვიზუალური ინფორმაცია მიიღონ, რაც სპექტაკლის სრულყოფილად
აღქმისთვის არის აუცილებელი. ამ მიმართულებით განახლდა და გაუმჯობესდა
ტექნიკური საშუალებები. ჩატარდა სპექტაკლის საცდელი ჩვენება. ასევე, თეატრში
სპექტაკლების წარმოდგენები გაიმართა სუბტიტრების თანხლებით (თარგმანი ინგლისურ
ენაზე);
თეატრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საგანმანათლებლო სემინარებსა თუ შეხვედრებში,
როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. თეატრმა უზრუნველყო შშმ პირთა
ჩართულობა სხვადასხვა აქტივობებში;
თეატრის მუზეუმში შშმ პირთათვის მოეწყო ექსკურსიები. ადაპტირდა თეატრის სივრცე,
სადაც მათ გამოფენების ნახვის შესაძლებლობა მიეცათ;
თეატრის ინფრასტრუქტურა ადაპტირდა ეტლით მოსარგებლე პირთა საჭიროებებთან.
● სსიპ - თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა
თეატრმა იჯარის გარეშე დაუთმო დაინტერესებულ პირებს - პროექტის
განმახორციელებლებს დიდი და მცირე დარბაზები, ფოიე, შშმ პირთა მონაწილეობით,
ასევე მათთვის გათვალისწინებული სპექტაკლებისთვის, გამოფენებისა და სხვა
ღონისძიებებისთვის. თეატრმა მათ მომსახურება გაუწია საკუთარი პერსონალით და ხელი
შეუწყო ღონისძიების წარმატებით ჩატარებას;
თეატრის შენობაში დაიწყო მუშაობა ეტლით მოსარგებლე პირთა საჭიროებებთან
ინფრასტრუქტურის ადაპტირებისთვის. შიდა სივრცეში ნაწილობრივ მოეწყო კიბეების
დამაკავშირებელი პანდუსი.
75
● სსიპ - ახალციხის თოჯინების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა, შშმ პირებისთვის
შესაბამისი მომსახურების გასაწევად უნარების განვითარების მიზნით, უზრუნველყო
საკუთარი თანამშრომლების გადამზადება და მათთვის ტრენინგების ჩატარება.
● სსიპ - ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო
სასწავლებელში ჩატარდა ლექცია-სემინარი შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და
ცნობიერების ამაღლების შესახებ.
● სსიპ - ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულმა
სახელმწიფო თეატრმა, შშმ პირთა პუბლიკისათვის შესაბამისი მომსახურების გასაწევად
უნარების განვითარების მიზნით, უზრუნველყო თანამშრომლების გადამზადება და
მათთვის ტრენინგების ჩატარება.
● სსიპ - ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ
,,მართვეს" სტუდია „თეატრალების“ ბაზაზე შშმ პირის (მაია ალავიძე-მარუაშვილის)
პიესის მიხედვით დაიდგა სპექტაკლები.
● სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში 27-30 სექტემბერს გაიმართა
თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა
„ხელოვნება საზღვრების გარეშე“. პროექტი განხორციელდა ბათუმის ხელოვნების
სასწავლო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე, ამ უნივერსიტეტის
სტუდენტთა მონაწილეობით;
პროექტის ფარგლებში შშმ პირებს ხელი შეეწყოთ ინტეგრირებული შემოქმედების
პროცესში და განხორციელდა შშმ პირების ინკლუზია სახვით და გამოყენებით
ხელოვნებაში.
● სსიპ - სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. რუსთავის
მიერ
2022
წელს
ორგანიზებულ
ღონისძიებებზე
სამუსიკო
სასწავლებლის
უზრუნველყოფილი იყო შშმ პირთა დასწრებისათვის საჭირო პირობები;
2022 წლის 8 ივნისს, შშმ პირთა დღის ცენტრში გაიმართა სსიპ რუსთავის სამუსიკო
სასწავლებლის მოსწავლეთა კონცერტი დღის ცენტრის აღსაზრდელთა ჩართულობით.
● სსიპ - შემოქმედებითი საქართველოს მიერ, შშმ პირების შემოქმედებით პროცესში
ჩართულობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მომზადდა ვიდეო-მასალების
სუბტიტრები შემოქმედებითი მეწარმეობის თემაზე - თარგმნილია ბიზნეს მოდელის ათი
(1 წუთიანი) ვიდეო ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე და დადებულია სუბტიტრები.
● საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ სამინისტრო) მიერ ჩატარდა კონკურსი „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების
ხელშეწყობა“ (შემოსული 14 განაცხადიდან დაფინანსდა 5 პროექტი; ბიუჯეტი 120 000
ლარი). ჯამში 5 პროექტში მონაწილეობდა 126 ადამიანი (მათ შორის, 55 შშმ პირი).
● სამინისტროს დაფინანსებით, ა(ა)იპ-მა „InForm - პლატფორმა ინკლუზიური
იდეებისთვის" განახორციელა პროექტი - „ინკლუზიური თბილისი“, რომელიც
მსოფლიოში ცნობილი ქორეოგრაფის საშა ვალცისა & სტუმრების მონაწილეობით
თანამედროვე ქორეოგრაფიული სპექტაკლის მომზადებას ისახავდა მიზნად. ღონისძიება
საქართველოში მცხოვრები შშმ პირებისა და პროფესიონალი მოცეკვავეების
მონაწილეობით შეიქმნა და თანამედროვე ქორეოგრაფიის ინკლუზიური ვარიაციაა. მასში
მონაწილეობას საქართველოში მცხოვრები შშმ მსახიობები და შეზღუდვის არმქონე
პროფესიონალი მოცეკვავეები იღებდნენ. სპექტაკლში 13 მოცეკვავე მონაწილეობდა, მათ
76
შორის, ხუთი შშმ პირი, რომლებიც საქართველოში არსებული ისეთი ინკლუზიური
შემოქმედებითი ჯგუფებიდან შეირჩნენ, როგორებიცაა: „აზდაკის ბაღი“ და „ირა
კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი“.
● სამინისტროს მიერ დაფინანსდა ააიპ ,,საქართველოს უსინათლოთა კავშირის
კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის“ პროექტი ,,უსინათლოთა კულტურის
ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობა“ (8 ეტაპიანი; ბიუჯეტი 120 000 ლარი). პროექტის
ფარგლებში განხორციელდა უსინათლოთა კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკის, ხმის
ჩამწერი სტუდიისა და უსინათლოთა ფოლკლორული ანსამბლების საქმიანობის
ხელშეწყობა. პროექტში ჩართული იყო 39 ადამიანი (აქედან 30 შშმ პირი).
სპორტისა და ახალგაზრდობის სფერო:
ა(ა)იპ - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი 2022 წელს სამინისტროს დაფინანსდა
1,750,000 ლარით, ქართველმა პარასპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს 44 საერთაშორისო
და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებაში;
სამინისტროს მხარდაჭერით, 2022 წელს საქართველოში გაიმართა ისეთი მნიშვნელოვანი
საერთაშორისო ტურნირი, როგორიცაა პარაწოლჭიმის ევროპის ჩემპიონატი.
სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს პარასპორტსმენთა და მწვრთნელთა სტიპენდირებას
(ყოველთვიური ანაზღაურება 30-ზე მეტი სპორტსმენისათვის) და მიღწეული შედეგების
შესაბამისად, პრემიის გაცემას, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39
დადგენილების საფუძველზე.
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
შშმ ვეტერანების სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობა ხელს უწყობს
საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს. ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით,
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ასოციაცია „საქართველოს
ვეტერანების
ამერიკელი
მეგობრების“
თანადგომით,
მთისეტლი-თხილამურის
ჩემპიონატი - ბაკურიანი 2022 გაიმართა.
პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, ჯომარდობის, პეინტბოლის,
მშვილდოსნობისა და ზიპლაინის ინტეგრირებული ტურნირები გაიმართა, ასევე
პარაპლანით ფრენის ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილეებმა სპორტის ექსტრემალურ
სახეობაში, კერძოდ პარაგლაიდინგში მოსინჯეს საკუთარი ძალები.
ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით, სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო
სამსახურის მხარდაჭერით, პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, დაბა
ურეკში, საზაფხულო ბანაკში ცხოვრობდა 24 შშმ პირი, მათ შორის სხვადასხვა სამშვიდობო
მისიებსა და საომარ მოქმედებებში დაჭრილი და დაშავებული ჯარისკაცები, ომისა და
თავდაცვის ძალების ვეტერანები. ქ. გორისა და ქ.კასპის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა
შშმ ვეტერანებმა სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი კურსი ჩაიტარეს დაბა ურეკსა და
დაბა ქობულეთში.
77
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
სსიპ - აწარმოე საქართველოში -ს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის
2022 წელს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, სულ განაცხადი შემოიტანა 14 823
განმცხადებელმა, საიდანაც დაფინანსდა 1 308 გამარჯვებული კონკურსანტი. აღსანიშნავია,
რომ ბიზნეს იდეაზე განაცხადი შემოიტანა 374-მა შშმ პირმა, რომელთაგან დაფინანსდა 24
ბენეფიციარი, ხოლო ჯამში მათზე გადარიცხულმა თანხამ შეადგინა 462 570 ლარი.
2022 წლის 17-18 დეკემბერს, სსიპ - „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების
სააგენტოს“, ფაბლაბ ტექნოპარკის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის,
ინოვაციური განათლების ფონდისა და „Smart Digita”-ის ორგანიზებით, კასპის
ტექნოპარკში, ჩატარდა მარათონი - ტექნოლოგიები შესაძლებლობებისთვის, რომელიც
მიზნად ისახავდა შშმ პირებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური
ელემენტების დანერგვას. პროექტის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ იმ გამოწვევებს,
რომელსაც შშმ პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან და შესაძლებლობა ჰქონდათ
კასპის ტექნოპარკში ორი დღის განმავლობაში ემუშავათ პრობლემ(ებ)ის გადაჭრის
გზებზე.
სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტო
სააგენტოში, უკვე 10 წელია, აქტიურად და შეუფერხებლად ფუნქციონირებს შშმ პირთა
დარბაზი, რომლის მიზანია ბენეფიციარების ფიზიკური გაჯანსაღება, ვარჯიშის
აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება და სოციუმში ადაპტაციის ხელშეწყობა.
დარბაზი აღჭურვილია ტრენაჟორებით, ყველა საჭირო ინვენტარით და ინტენსიურად
მიმდინარეობს გამაჯანსაღებელი ვარჯიშები, ბენეფიციარები ერთვებიან სხვადასხვა
ტიპის არაფორმალური განათლების აქტივობებში. 2022 წელს, სერვისით ისარგებლა 50მდე ბენეფიციარმა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მედიაწიგნიერების განვითარების
დეპარტამენტის მიერ იდენტიფიცირებულია პროექტები, რომლებშიც შესაძლებელია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართულობა. მედიაწიგნიერების სამი
პროექტის ფარგლებში ჩატარდა სემინარები და საინფორმაციო შეხვედრები თბილისსა და
რეგიონებში, მათ შორის, კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში,
მცხეთა-მთიანეთში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში არსებულ 78 საჯარო სკოლის
2500-მდე მოსწავლის მონაწილეობით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
ქ. თბილისის მერიის შშმ პირთა უფლებების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ხდება შშმ
პირების სპორტის სხვადასხვა სახეობებში ჩართვის ხელშეწყობა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას აქვს პარასპორტის განვითარების ცენტრი,
რომელშიც სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირები მათ საჭიროებებზე მორგებულ გარემოში
ემზადებიან სპორტის 20 -მდე ოლიმპიურ სახეობაში. 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს
57 სპორტსმენით გაიზარდა არსებული შემადგენლობა და ჯამურად 257 პირი შეადგინა.
78
გეგმის აქტივობების შესაბამისად, შექმნილია პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს
სპორტულ წრეებში, კლუბებში, საცურაო აუზებზე, ფიტნეს ცენტრებში შშმ პირთა
მონაწილეობის ზრდას. ასევე არსებობს პროგრამა, რომლიდანაც ფინანსდება შშმ პირთა
მონაწილეობა განმავითარებელ ბანაკებში.
ახალი სპორტული ობიექტების მშენებლობისას და არსებულების რეკონსტრუქცია რესტავრაციისას უზრუნველყოფილია მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტის
მოთხოვნები.
გეგმის აქტივობების შესაბამისად, თბილისი მუნიციპალიტეტის მერია ჩართულია
სიმბოლური თარიღების აღნიშვნის თუ ცნობიერების ამაღლების კამპანიებში და ასევე
თავად აქვს პროგრამები, რომლითაც ხელს უწყობს ამგვარი აქტივობების განხორციელებას.
79