„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
22.12.2023
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/350/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2“ ქვეპუნქტი: „დ2) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზეზია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის ორგანიზება, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმილი რეფორმის მიმართულებით. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებული კანონის პროექტით არსებული სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალს ემატება ახალი სანებართვო საქმიანობა - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა. შესაბამისად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის ცვლილება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით დასაშვებ საქმიანობათა ჩამონათვალს ემატება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკანონმდებლო რეგულაციის გარეშე შეუძლებელია სანებართვო სახეების განსაზღვრა. აღნიშნული კი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის რეფორმის საფუძველს. ა. ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, ნებართვას დაექვემდებარება ყველა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტაქსების საქმიანობა, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის სფეროს გაჯანსაღებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით დასაშვებ საქმიანობათა ჩამონათვალს ემატება ახალი საქმიანობა - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა. შესაბამისად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლს ემატება „დ2“ ქვეპუნქტი . ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რაც დაკავშირებულია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადებთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით წარმოდგენილი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მიერ, შესაბამისად, დაფინანსების წყაროც იქნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. კონტროლს ნებართვის გარეშე საქმიანობაზე განახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად, ადამიანური რესურსის დამატების შედეგად საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული შემოსავლები, მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში ან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში. ხოლო, ნებართვის მაძიებლების მიერ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის და ნებართვის დუბლიკატისთვის გადახდილი საფასური, მიემართება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. სახელმწიფო ბიუჯეტში ან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული შემოსავალი პირველივე წელს 29 მუნიციპალიტეტიდან დაახლოებით 182.0 ათას ლარს გაუტოლდება, ხოლო 4 წლიან პერიოდში - 761.0 ათას ლარს. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ნებართვებიდან მიღებული შემოსავლის ნომინალური ღირებულება, სანებართვო საქმიანობის შემოღების პირველივე წელს 488.0 ათას ლარს შეადგენს, სანებართვო საქმიანობის შემოღების და შემდეგი 3 წლის განმავლობაში დაახლოებით 1,952.0 ათას ლარს, ხოლო 2025-2033 წლებში, ჯამში დაახლოებით, 4,392.0 ათას ლარს გაუტოლდება. ნებართვებიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად განსხვავდება მუნიციპალიტეტების ზომის მიხედვით. პირველივე წელს თითოეული მუნიციპალიტეტისთვის საბიუჯეტო შემოსავლები ნომინალში საშუალოდ 2,000 ლარიდან 30,000 ლარამდე მერყეობს. ამასთან, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ზოგადად, რაოდენობაზე. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება კანონდარღვევათა ამდენად, საბიუჯეტო შემოსავლები სანებართვო საქმიანობის შემოღების პირველივე წელს 670.0 ათას ლარს გაუტოლდება, ხოლო სანებართვო საქმიანობის შემოღების და შემდეგი 3 წლის განმავლობაში - დაახლოებით 2,713.0 ათას ლარს. 2025-2033 წლებში კი ნაერთი საბიუჯეტო შემოსავლები, ჯამში დაახლოებით 6,239.0 ათას ლარს გაუტოლდება. აღნიშნული მოიცავს მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა მიერ საშემოსავლო გადასახადიდან და ნებართვის და ნებართვის დუბლიკატისთვის გადახდილი საფასურიდან მიღებულ სარგებელს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით წარმოდგენილი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მიერ, შესაბამისად, დაფინანსების წყაროც იქნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. რაც შეეხება კონტროლს ნებართვის გარეშე საქმიანობაზე, განახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც დაკავშირებული იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სათანადო ადმინისტრაციული ხარჯის გაწევასთან, რომლის დაფინანსება მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგებს: ა) პირთათვის, რომელიც განახორციელებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანას: ა.ა) ნებართვის მისაღებად გადახდილი საფასურის ოდენობით; ა.ბ) სანებართვო პირობებთან შესაბამისობის ხარჯის ოდენობით; ა.გ) ნებართვის გარეშე საქმიანობის და სანებართვო პირობების დარღვევის გამო ჯარიმის ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ასეთს არ ითვალისწინებს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროეტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.