„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ
უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1356 მუხლი:
„მუხლი 1356. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს
დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო
პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება
1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს
დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო
პირობების დარღვევით განხორციელება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს
დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის შესაბამისი
ნებართვის გარეშე განხორციელება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
გამოვლენის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი სამსახური, ფიზიკური
ან იურიდიული პირი უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს
შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შემდეგ
კონტროლის განმახორციელებლის მიერ ნებართვის მფლობელისთვის სანებართვო პირობების
დარღვევის თაობაზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში ნებართვის
მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევის ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ
ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის 361 მუხლით
დადგენილი წესით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ
კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება
საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში
ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევი მძღოლის ან
ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის
უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
2. 209-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210 , 583 , 861 , 107
1 –1073 , 1075 , 108-ე, 1141 , 1142 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე
მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161 −1163 მუხლებით, 1164 მუხლის პირველი
ნაწილით, 1165 მუხლის პირველი ნაწილით, 1166 მუხლის პირველი ნაწილით, 1167 მუხლის
პირველი ნაწილით, 1168 , 118-ე–119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ
კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2 და მე6−მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით
(საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის),
134-ე, 1352 −1354 , 1356, 1395 , 1527 და 1528 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4
ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე, 1662 , 167-ე და 170-ე
მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების
(გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა),
სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის,
რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური
პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა)), 17415 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 17415 მუხლის
მე-4 ნაწილისა), 17416 −17418 , 1761 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე
მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა) და 17715 , 180-ე−1811 , 1813 −1815 , 182-ე−1822 ,
190-ე და 1902 −1911 მუხლებით.
2. ამ კოდექსის 1075 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161–1163 მუხლებით, 1164 მუხლის პირველი ნაწილით,
1165 მუხლის პირველი ნაწილით, 1166 მუხლის პირველი ნაწილით, 1167 მუხლის პირველი
ნაწილით, 1168 და 118-ე−122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლით
(გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2
და მე-6−მე-7 ნაწილებითა და 1291, 1352−1354 და 1356 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, პოლიციელი, რომელიც
უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო
მოძრაობის წესებისა და თოვლზე/ყინულზე, სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე),
აგრეთვე პარაპლანით ფრენის განხორციელების დროს უსაფრთხოების წესების დაცვას, ამ
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმეს
ადგილზე
განიხილავს
და
სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“.
3. 2093 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 465 , 466 , 552 , 555 , 556 , 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და
ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე და 1072 –1074 მუხლებით, 114
2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 −1254 მუხლებით,
130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 , 135-ე−1356 , 1461 , 148-ე და 150-ე−150
3 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511 , 1512 , 152-ე და 1522 –1529 მუხლებით, 153
3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე4 ნაწილებით, 1539 , 1561 , 1583 და 1584 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა
და 159-ე, 1591 , 1662 , 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით განიხილავს
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის
მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი.“;
ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ ამ კოდექსის 552, 555, 556, 642, 771, 772 და 103-ე მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე−1356 ,148-ე და 1501−1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3
ნაწილით, 1511, 1512, 152-ე, 1522−1529, 1534, 1539, 1561, 1583 და 1584 მუხლებით, 1585 მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისას
სამართალდამრღვევის
იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული
წარმოება საჭირო არ არის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ
კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმეს
და
სამართალდამრღვევს
ადგილზევე
შეუფარდებს
ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).
4. ამ კოდექსის 552 , 555 , 556 , 642 , 771 , 772 , 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6
ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−5
1 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 , 135-ე−1356 , 1461 ,
148-ე და 1501 −1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511 , 1512 , 152-ე და 1522 −152
9 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1536 მუხლის
პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539 , 1583 და 1584 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე2 ნაწილებითა და 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის)
ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს ამ კოდექსის 290
6 მუხლის გათვალისწინებით განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი
ორგანოს
მიერ
განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის
მერიის
სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
უფლებამოსილი პირი.“.
4. 239 მუხლის:
ა) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ამ კოდექსის 4210 , 45-ე, 451 , 583 , 861 , 1002 , 107-ე, 1075 , 1141 , 1142 , 1151 , 116-ე–1168 და
118-ე−123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2 და მე-6−მე-7 ნაწილებითა და 134-ე, 1352 −1354 , 1356 , 1395 ,
150-ე, 1527 , 1528 , 1533 , 1536 , 166-ე, 1662 , 167-ე, 173-ე, 17314 , 17315 , 1741 , 17415 −17418 , 1752 , 1761 , 176
3 , 177-ე, 1771 , 17715 , 180-ე–183-ე, 190-ე, 1902 , 191-ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანო.“;
ბ) 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. ამ კოდექსის 555 , 556 , 642 , 771 , 772 , 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 და მე12−მე-16 ნაწილებით, 1252 −1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 ,
135-ე−1356 , 1461 , 1501 −1503 , 1511 , 152-ე, 1522 −1529 , 1533 , 1536 , 1539 , 1561 , 1583 და 1584 მუხლებით,
1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1591 და 1662 მუხლებითა და 172-ე მუხლით (იმ
ნაწილში, რომელიც გულისხმობს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ
არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა
შეუსრულებლობას, რაც გამოიხატება არასრულწლოვანის მიერ ვანდალიზმის ჩადენით)
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ამ კოდექსის 2906 მუხლის
გათვალისწინებით ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი.“.
5. 2401 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 465 , 466 , 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის
მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით, 1254 მუხლით,
130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 134-ე−1356 , 152-ე, 1523 , 1533 , 1536 , 1584 , 1591 , 172
8 და
1729 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში
შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსსა და გამოწერის წესს
განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“.
6. 242-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 861, 1075, 1142 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161–1168 და 118-ე–122-ე მუხლებით, 123-ე
მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2
ნაწილებითა და 1291, 1352–1354, 1356, 1527, 1528, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ან 2
1 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და
სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად
არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე
მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე−1356 მუხლებითა და 2093 მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ჯარიმა ადგილზე არ
გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი −
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ივსება ბურთულიანი კალმით ან/და
ელექტრონული ფორმით.“.
7. 243-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21 . ამ კოდექსის 552 , 555 , 556 , 771 , 772 , 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე13, მე-15 და მე-16 ნაწილებითა და 134-ე−1356, 1461 , 1511 , 1512 , 1533 და 1536 მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისთვის
სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ
სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები,
რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ.“.
8. 252-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის
მე-4−51 ნაწილებითა და 1254, 1341−1356, 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი პირს
შეიძლება მის დაუსწრებლადაც შეეფარდოს. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ
პასუხისგებაში მიცემულ პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები
და მოვალეობები წერილობით უნდა განემარტოს.“.
9. 2901 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ კოდექსის
118-ე−1183 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−31 ნაწილებით, 122-ე და 123-ე მუხლებით, 125-ე
მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 1354 და 1356 მუხლებით
გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის
ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე
ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის
გადახდა ეკისრება:
ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ პირს,
რომელზედაც სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული, თუ
სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე
ნიშნით) ხდება;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით
მოსარგებლე პირს, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება დროებითი სანომრე
ნიშნით ხდება.“;
ბ) მე-7-მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
7. ჯარიმის ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში
ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი პირი დაარიცხავს საურავს ამ კოდექსის 118-ე−1183, 120-ე, 122-ე და
123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 1354 და
1356 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის
ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების
რეალიზაცია განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც პირი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის. აღნიშნულ
შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება ამ კოდექსის 291-ე
მუხლის შესაბამისად.
8. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირი არ არის ამ კოდექსის მე-13
მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ კოდექსის 118-ე−1183 მუხლებით, 120-ე მუხლის
მე-2−31 ნაწილებით, 122-ე და 123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის
მე-16 ნაწილისა), 1354 და 1356 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი პირი აკისრებს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირის კანონიერ
წარმომადგენელს.“;
გ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ კოდექსის 118-ე−1183, 120-ე, 122-ე, 123-ე, 125-ე, 1354 და 1356 მუხლებით
გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ კოდექსის
278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი დადგენილება/მისი გამოტანისთვის აუცილებელი
წერილობითი ინფორმაცია შესაბამის პირს ჰბარდება ამ მუხლით დადგენილი წესით (მათ შორის,
ამ დადგენილების/ინფორმაციის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში შესაბამის
ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით), თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა პირმა შეადგინა.“.
10. 2902 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 118-ე−1183 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−31 ნაწილებით, 122-ე და 123-ე
მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 1354 და
1356 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე
დაფიქსირებულ
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ფაქტთან
დაკავშირებით
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოტანილი
დადგენილების (გამოწერილი საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციას საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ამ კოდექსის 2901 მუხლის პირველი ნაწილით
განსაზღვრულ შესაბამის პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საფოსტო გზავნილის
გაგზავნამდე უგზავნის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური
საშუალებით, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მონაცემთა ბაზაში
არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.“.
11. 2904 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის
მერიის
სტრუქტურული
ერთეული
ან
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ
კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებითა და 1252−1254 და 135-ე–135
6 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე
შემთხვევის ადგილზე სამართალდამრღვევის დაუსწრებლად გამოწერს საჯარიმო ქვითარს ან
შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფრზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, შესაბამისი
მუხლით/მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ეკისრება:
ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ პირს,
რომელზედაც სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული, თუ
სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე
ნიშნით) ხდება;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით
მოსარგებლე პირს, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება დროებითი სანომრე
ნიშნით ხდება.“;
ბ) მე-7 და მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ჯარიმის ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში
ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი
ორგანოს
მიერ
განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის
მერიის
სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი
დაარიცხავს საურავს ამ კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის 42 ნაწილითა და 1252–1254 და 135-ე–
1356 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის
ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში პირის მიმართ საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის
უზრუნველყოფის ღონისძიება.
8. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირი არ არის ამ
კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე12, მე-13 და მე-15 ნაწილებითა და 1252−1254 და 135-ე–1356 მუხლებით გათვალისწინებული
რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობას
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის
მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული
პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირის კანონიერ
წარმომადგენელს აკისრებს.“;
გ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებითა და 1252−1254 და 134-ე–135
6 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე
ამ კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი დადგენილება/მისი გამოტანისთვის
აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია შესაბამის პირს ჰბარდება ამ მუხლით დადგენილი
წესით (მათ შორის, ამ დადგენილების/ინფორმაციის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში
შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით), თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი
ორგანოს
მიერ
განსაზღვრულმა
მუნიციპალიტეტის
მერიის
სტრუქტურულმა
ერთეულმა
ან
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა
შეადგინა.“.
12. 2905 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებითა და 1252−1254 და 135-ე–
1356
მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე
დაფიქსირებულ
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ფაქტთან
დაკავშირებით
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის
მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
უფლებამოსილი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ გამოტანილი დაჯარიმების
შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციას ამ კოდექსის 2904 მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით
გზავნილის გაგზავნამდე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის
მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი უგზავნის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან
სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის
მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო
ინფორმაცია.“.
13. 2906 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2906. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის ან მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებული იურიდიული პირისთვის შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა
1. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებითა და 1252−1254 და 134-ე–135
მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენის შემთხვევაში ამ კოდექსის 2905 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მოკლე
ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით შესაბამისი პირისთვის
გაგზავნისა და აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის
მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული
პირის მიერ განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის
მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული
იურიდიული პირისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული, პირთა
ტელეფონის
ნომრების,
სატრანსპორტო
საშუალებათა
სანომრე
ნიშნებისა
და
მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა ვინაობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (თუ
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მოსარგებლის იდენტიფიცირება სატრანსპორტო
საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით შესაძლებელია). დაუშვებელია, ეს ინფორმაცია
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულმა მუნიციპალიტეტის
მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა
პირმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.
2. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებითა და 1252−1254 და 134-ე–135
6 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის
წარმოების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ განსახორციელებლად საჯარო სამართლის
იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის
მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
მონაცემთა ბაზიდან მიაწოდოს სამართალდამრღვევის/ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული
სატრანსპორტო
საშუალების
მესაკუთრის/მოსარგებლის
პერსონალური
მონაცემები.
დაუშვებელია, ეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
განსაზღვრულმა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან მუნიციპალიტეტის
მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.“.
6
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ მომზადებული კანონის პროექტით , სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალს ემატება
ახალი სანებართვო საქმიანობა - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი
ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა.
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 57 მუხლის შესაბამისად,
ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის სახეების ნებართვის გარეშე განხორციელება
დაუშვებელია. აღნიშნული მოთხოვნის დაცვას აკონტროლებს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს საპატრულო პოლიცია. ხოლო სანებართვო პირობების დარღვევას აკონტროლებს
ნებართვის გამცემი.
შესაბამისად, წინამდებარე პროექტით კოდექსს ემატება ახალი მუხლი - 1356, რომელიც
ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო
პირობების დარღვევის ან შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელებისას. კერძოდ,
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1
კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს
დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის შესაბამისი ნებართვის გარეშე
განხორციელება – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
აღნიშნულის გათვალისწინებით ცვლილებები შევიდა
სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამის დებულებებში.
ასევე
ადმინისტრაციულ
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საკანონმდებლო
ცვლილების
განხორციელების
გარეშე
შეუძლებელია
კონკრეტულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე განისაზღვროს ადმინისტრაციული სახდელი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
შედეგად
განხორციელებული
ცვლილებები
ხელს
შეუწყობს
მუნიციპალიტეტებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის
სფეროს რეგულირებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წინამდებარე პროექტით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება
ახალი მუხლი 1356
- მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი
ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით ან
შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის
სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელება – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის
ოდენობით.
ხოლო, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით −
ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება – გამოიწვევს
დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის
მიზნით კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი სამსახური, ფიზიკური ან
იურიდიული პირი უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს
შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შემდეგ
კონტროლის განმახორციელებლის მიერ ნებართვის მფლობელისთვის სანებართვო პირობების
დარღვევის თაობაზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში ნებართვის
მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევის ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ
ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის 361 მუხლით
დადგენილი წესით.
ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ
კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება
საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში
ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევი მძღოლის ან
ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის
უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
ასევე,
ცვლილება
შედის
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში,
2093 მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 ნაწილებში, 239-ე მუხლის მე-13 და 27-ე ნაწილებში, 2401
მუხლის პირველ ნაწილში, 242-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებში, 243-ე მუხლის 21 ნაწილში, 252ე მუხლის 11 ნაწილში, 2901 მუხლის პირველ, მე-7, მე-8 და მე-10 ნაწილებში, 2902 მუხლის პირველ
ნაწილში, 2904 მუხლის პირველ, მე-7, მე-8 და მე-10 ნაწილებში, 2905 მუხლის პირველ ნაწილში და
2906 მუხლში, სადაც ემატება მითითება ახალ 1356 მუხლზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება 2025 წლის 1 ივნისიდან, რაც დაკავშირებულია „საავტომობილო
ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადებთან.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
რადგან მისი მიღებიდან ამოქმედებამდე შესრულდეს კანონით გათვალისწინებული რიგი
ვალდებულებები. რაც დაკავშირებულია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების
ვადებთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით წარმოდგენილი ღონისძიებები (სანებართვო პირობების დარღვევით
საქმიანობის გამოვლენა) უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მიერ, შესაბამისად,
დაფინანსების წყაროც იქნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
კონტროლს, ნებართვის გარეშე საქმიანობაზე განახორციელებს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტრო, რაც დაკავშირებული იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიერ სათანადო ადმინისტრაციული ხარჯის გაწევასთან, რომლის დაფინანსება მოხდება შინაგან
საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი მოახდენს გავლენას, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, ასევე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან 1356 მუხლით
გათვალისწინებული ჯარიმის თანხები - სანებართვო პირობების დარღვევისთვის 100 ლარის
ოდენობით ჩაირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ხოლო შესაბამისი ნებართვის გარეშე
საქმიანობისთვის – 200 ლარის ოდენობით - სახელმწიფო ბიუჯეტში.
გავლენის
ჯამური
ოდენობა
დამოკიდებული
იქნება
სამართალდარღვევათა
რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი იქონიებს გავლენას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
ისეთი ღონისძიების დასაფინანსებლად როგორიცაა:
ნებართვების მონიტორინგის და ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო
ადამიანური და მატერიალური ხარჯები:
ა) დასაქმებულთა რაოდენობა და შრომის საშუალო ანაზღაურება, ადმინისტრაციული
საქმიანობის და მონიტორინგის განხორციელებისთვის;
ბ) დასაქმებულ(ებ)ისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, როგორიცაა
კომპიუტერები, საკანცელარიო ნივთები, კომუნიკაციის ხარჯები და სხვა;
გ) ოპერაციული ხარჯი - მონიტორინგის და ზედამხედველობის განხორციელებისთვის
ტრანსპორტისა და კომუნიკაციის ხარჯი.
ამდენად,
ადმინისტრაციული
ხარჯების
ნაწილში
შეფასდა
ადგილობრივი
თვითმმართველობის ხარჯები ადმინისტრირებისა და საზედამხედველო ფუნქციის
განხორციელებისთვის. 63 მუნიციპალიტეტიდან 34 მუნიციპალიტეტში არ იქნება ახალი
თანამშრომლების
აყვანის
საჭიროება,
თუმცა
საზედამხედველო
ფუნქციის
განხორციელებისთვის საჭირო იქნება დამატებით ფინანსური რესურსების გამოყოფა, 29
მუნიციპალიტეტში
კი
საჭირო
იქნება
არაუმეტეს
48
თანამშრომლის
დასაქმება
და
საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისთვის შესაბამისი მატერიალურ-ფინანსური
უზრუნველყოფა. ამდენად, 2025-2033 წლებში (სანებართვო საქმიანობის შემოღების წლიდან)
ადმინისტრირებისა და საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების ჯამური ხარჯი
დაახლოებით
11,122.0
ათას
ლარს
გაუტოლდება,
შესაბამისად,
პირველივე
წელს
(საზედამხედველო ხარჯები 7 თვიან პერიოდს მოიცავს) ჯამური ხარჯი დაახლოებით 1,105.0
ათას ლარს შეადგენს, ხოლო სანებართვო საქმიანობის ამოქმედების და მომდევნო 3 წლის
განმავლობაში დაახლოებით - 4,620.0 ათას ლარს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ხარჯები
მნიშვნელოვნად განსხვავდება მუნიციპალიტეტების ზომის მიხედვით, შესაბამისად,
თითოეული მუნიციპალიტეტისთვის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების ხარჯები
პირველივე წელს ნომინალში საშუალოდ 2,000 ლარიდან 65,000 ლარამდე მერყეობს.
ნებართვის გარეშე საქმიანობაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯები:
ა) დასაქმებულთა რაოდენობა და შრომის საშუალო ანაზღაურება (აღნიშნული
კომპონენტი ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში არ არის გათვალისწინებული);
ბ) ოპერაციული ხარჯი, მონიტორინგის პროცესში ტრანსპორტისა და კომუნიკაციის
ხარჯის ჩათვლით (აღნიშნული კომპონენტი ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში არ არის
გათვალისწინებული).
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
მიერ
გასაწევი
სათანადო
ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსება მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში (აღნიშნული არ არის გათვალისწინებული მთლიანი
ხარჯ-სარგებლის ანალიზში, რადგან არ იკვეთება საპატრულო პოლიციის მიერ აღნიშნული
ფუნქცია-მოვალეობების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, დამატებითი თანამშრომლების
აყვანის
საჭიროება,
შესაბამისად,
მათ
სატრანსპორტო
საშუალებით
და
საწვავით
უზრუნველყოფა).
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოსთვის
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების წარმოშობას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის
ბუნებისა
და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც
მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩამდენი პირების მიმართ, რადგან მათ მოუწევთ ჯარიმის გადახდა:
მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ
საზღვრებში
(გარდა
საქართველოს
დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო
პირობების
დარღვევით
განხორციელებისთვის
100
ლარის
ოდენობით,
ხოლო
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა)
მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის შესაბამისი ნებართვის გარეშე
განხორციელებისთვის 200 ლარის ოდენობით.
ხოლო დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საურავის გადახდა
ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი 1356 მუხლით ადგენს ჯარიმებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1
კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე
საქმიანობის შემთხვევაში.
მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ
საზღვრებში
(გარდა
საქართველოს
დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო
პირობების
დარღვევით
განხორციელებისთვის
100
ლარის
ოდენობით,
ხოლო
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა)
მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის შესაბამისი ნებართვის გარეშე
განხორციელებისთვის 200 ლარის ოდენობით.
ხოლო 1356 მუხლის შენიშვნა ითვალისწინებს საურავს დაკისრებული ჯარიმის ორმაგი
ოდენობით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული
ზეგავლენის შეფასება
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევ
რობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მომიხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მომიხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.