„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
22.12.2023
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/350/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 262 პუნქტი: „262. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა.“. 2. 25-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI 2 5 თავით დადგენილი წესით, გარდა ამ კანონის 26 , 263, 26 და 267 მუხლებითა და „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის 24-ე მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაცია/ორგანიზაცია ან/და მისი წევრი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაცია (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა). სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა არ მოითხოვება ასევე ამ კანონის 261−263, 265 და 267 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ნებართვის მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.“. 3. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების 1 3 5 წესით და ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამავე კანონის 26 – 26 , 26 და 267 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 267 მუხლი: „მუხლი 267. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის წესი 1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული. ნებართვის მაძიებელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მისაღებად იხდის ნებართვის გაცემის ფასს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება. 2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის წესს, ნებართვის მოქმედების ვადას, ნებართვის გაცემის ფასსა და მისი გადახდის წესს ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. 3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი ჩაირიცხება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.“. 5. 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 5. ამ კანონის 262, 265 და 267 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“. 6. 32-ე მუხლის მე-5 - მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება კანონით ან ამ კანონის 261, 262 , 265 და 267 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, ხოლო ამ კანონის 263 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა ავტომატურად გრძელდება (გარდა ამ კანონის 261−263 , 26 5 და 267 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ ამ ნებართვასთან დაკავშირებული სანებართვო პირობები არ შეცვლილა და ნებართვის მფლობელი წარადგენს წერილობით განცხადებასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. 6. ნებართვა, გარდა ამ კანონის 263 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როგორც წესი, გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. კანონით ან ამ კანონის 261, 262 , 265 და 267 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ შეიძლება დაადგინოს ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა. ვადის დადგენისას გაითვალისწინება სანებართვო ქმედების არსი ან/და განსახორციელებელი ტექნიკური პროცესები.“. 7. 33-ე მუხლის მე-8 - მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ მუხლის მე-2–მე-7 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის 26 , 263, 26 და 7 26 მუხლებითა და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. 2 5 9. ამ კანონის 26 , 263, 26 და 267 მუხლებითა და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი 2 5 თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სანებართვო პირობების კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებული კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სანებართვო საქმიანობების განსაზღვრას. კერძოდ, პროექტით გათვალისწინებული სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალს ემატება ახალი სანებართვო საქმიანობა - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა. შესაბამისად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის ცვლილება და ნებართვის ახალ სახედ განისაზღვრება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკანონმდებლო რეგულაციის გარეშე შეუძლებელია სანებართვო სახეების განსაზღვრა. აღნიშნული კი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის რეფორმის საფუძველს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად ნებართვას დაექვემდებარება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტაქსების საქმიანობა, ხოლო აღნიშნულ საქმიანობაზე ნებართვებს გასცემს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებული კანონის პროექტის თანახმად, სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალს ემატება ახალი სანებართვო საქმიანობა - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა. შესაბამისად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლს ნებართვის ახალ სახედ ემატება 262 პუნქტი - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 267 მუხლი - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის წესი შემდეგი შინაარსით: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება ენიჭება მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს. ნებართვის მაძიებელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მისაღებად იხდის ნებართვის გაცემის ფასს, რომელიც ჩაირიცხება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. რაც შეეხება სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის წესს, ნებართვის მოქმედების ვადას, ნებართვის გაცემის ფასსა და მისი გადახდის წესს, აღნიშნული მტკიცდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილებები შევიდა ასევე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებში, 26-ე მუხლის პირველ პუნქტში, 31-ე მუხლის მე-5 პუნქტში, 32-ე მუხლის მე-5 - მე-6 პუნქტებში და 33-ე მუხლის მე-8 - მე-9 პუნქტებში, სადაც ემატება მითითება ახალ 267 მუხლზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რაც დაკავშირებულია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადებთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით წარმოდგენილი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მიერ, შესაბამისად, დაფინანსების წყაროც იქნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. კონტროლს, ნებართვის გარეშე საქმიანობაზე განახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც დაკავშირებული იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სათანადო ადმინისტრაციული ხარჯის გაწევასთან, რომლის დაფინანსება მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტით ნებართვის მაძიებლების მიერ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის და ნებართვის დუბლიკატისთვის გადახდილი საფასური, მიემართება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ნებართვებიდან მიღებული შემოსავალი პირველივე წელს დაახლოებით 488.0 ათას ლარს გაუტოლდება, ხოლო სანებართვო საქმიანობის ამოქმედების და მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაახლოებით - 1,952.0 ათას ლარს. ჯამურად, 2025-2033 წლებში (სანებართვო საქმიანობის ამოქმედების წლიდან) ნებართვებიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 4,392.0 ათას ლარს გაუტოლდება. საგულისხმოა, რომ პირველივე წელს თითოეული მუნიციპალიტეტისთვის საბიუჯეტო შემოსავლები ნომინალში საშუალოდ 2,000 ლარიდან 30,000 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ჯარიმებიდან მიღებულ შემოსავლებს, როგორც სანებართვო პირობების დარღვევისთვის (რომელიც ჩაირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში), ასევე, ნებართვის გარეშე საქმიანობის გამო დაწესებული ჯარიმები (რომელიც ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში), სარგებლის ნაწილში არ არის გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტებში ამ მხრივ პრაქტიკის არარსებობის გამო. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტი იქონიებს გავლენას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. მუნიციპალიტეტის მიერ გასაწევი იქნება ე.წ. პოლიტიკის აღსრულების ხარჯები, როგორიცაა: 1. ნებართვების გაცემის განხორციელებისთვის საჭირო ადამიანური და მატერიალური ხარჯები: ა) დასაქმებულთა რაოდენობა და შრომის საშუალო ანაზღაურება, ადმინისტრაციული საქმიანობის და მონიტორინგის განხორციელებისთვის; ბ) დასაქმებულ(ებ)ისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, როგორიცაა კომპიუტერები, საკანცელარიო ნივთები, კომუნიკაციის ხარჯები და სხვა; 2. ელექტრონული რეესტრის დანერგვის და ადმინისტრირების ხარჯები. 3. ტაქსების მანათობლების დაფინანსება. კერძოდ, 63 მუნიციპალიტეტში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული ხარჯები, პირველივე წელს, დაახლოებით 1,244.0 ათას ლარს გაუტოლდება, ხოლო სანებართვო საქმიანობის ამოქმედების და მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაახლოებით - 4,382.0 ათას ლარს. 2025-2033 წლებში, სანებართვო საქმიანობის ადმინისტრირების ხარჯები ჯამურად, დაახლოებით 10,259.0 ათას ლარს გაუტოლდება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგს ნებართვის მაძიებლებისათვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის, რომლის სავარაუდო ფასი იქნება საშუალოდ 50-75 ლარი და ნებართვის დუბლიკატის გაცემის ფასის (სავარაუდო ფასი 10 ლარი) ოდენობით. ასევე, ნებართვის გარეშე საქმიანობის და სანებართვო პირობების დარღვევის გამო ჯარიმის ოდენობით, რაც შეადგენს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელების გამო – 100 ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის საქმიანობის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელების გამო - 200 ლარს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ასეთს არ ითვალისწინებს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.