„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი:
010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“
და „ლ2“ქვეპუნქტები:
„ლ1) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით −
ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის,
ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის განსაზღვრა;
ლ 2)
საჭიროების
შემთხვევაში,
სამარშრუტო
სატრანსპორტო
საშუალების
მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის –
ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით
გაჩერების ადგილისა და პირობების განსაზღვრა;“.
2. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით −
ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის ან/და საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი
ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის ურთიერთაღიარება შესაბამის
მუნიციპალიტეტებს შორის წყდება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.“.
3. 24-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:
„ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით
(M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის
მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის დადგენა.“;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის
განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია)
მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილისა და
პირობების განსაზღვრა.“.
4. 54-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.დ3“-„ე.დ5“ ქვეპუნქტები:
„ე.დ3) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო
პირობებს, ნებართვის გაცემის წესს, ნებართვის მოქმედების ვადას, ნებართვის გაცემის ფასსა და
მისი გადახდის წესს;
ე.დ4) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საჭიროების
შემთხვევაში შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს სამარშრუტო
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის
მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომაგადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილსა და პირობებს;
ე.დ5)
გასცემს
მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ
საზღვრებში
მსუბუქი
ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვას ან აღნიშნული ნებართვის
გაცემის უფლებამოსილებას ანიჭებს მერიის სტრუქტურულ ერთეულს;“.
მუხლი 2. 2025 წლის 1 იანვრამდე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითმა
ორგანოებმა მუნიციპალიტეტების მერების წარდგინებით უზრუნველყონ მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის
სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის
გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის განსაზღვრა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ მომზადებული კანონის პროექტით, სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალს
ემატება ახალი სანებართვო საქმიანობა - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა.
შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლით
გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს ემატება ახალი
უფლებამოსილება - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი
ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემა, სანებართვო
პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის
ფასისა და მისი გადახდის წესის განსაზღვრა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საკანონმდებლო
ცვლილების
განხორციელების
გარეშე
შეუძლებელია
მუნიციპალიტეტის ახალი უფლებამოსილების განსაზღვრა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის შედეგად განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს
მუნიციპალიტეტებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის
სფეროს რეგულირებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წინამდებარე პროექტით ცვლილება შედის ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილში და მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს
ემატება ახალი უფლებამოსილებები: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების,
ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი
გადახდის წესის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში, სამარშრუტო სატრანსპორტო
საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი
ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის
მიზნით გაჩერების ადგილისა და პირობების განსაზღვრა.
ასევე, პროექტით ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 21-ე მუხლს ემატება მე4 ნაწილი, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი
ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის ან/და საქართველოს
დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის
ურთიერთაღიარება შესაბამის მუნიციპალიტეტებს შორის წყდება მათ შორის დადებული
ხელშეკრულებით.
ცვლილება შედის ასევე ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 24-ე მუხლში,
რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს ემატება ახალი
უფლებამოსილებები - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი
ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის
გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის
წესის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების
მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის –
ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით
გაჩერების ადგილისა და პირობების განსაზღვრა.
ასევე პროექტით ცვლილება შედის კოდექსის 54-ე მუხლში, რომლითაც განისაზღვრა
მერის შემდეგი უფლებამოსილებები:
საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო
პირობებს, ნებართვის გაცემის წესს, ნებართვის მოქმედების ვადას, ნებართვის გაცემის ფასსა და
მისი გადახდის წესს;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საჭიროების
შემთხვევაში შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს სამარშრუტო
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის
მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომაგადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილსა და პირობებს;
გასცემს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით −
ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვას ან აღნიშნული ნებართვის გაცემის
უფლებამოსილებას ანიჭებს მერიის სტრუქტურულ ერთეულს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ორგანული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რაც დაკავშირებულია
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების
ვადებთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს ორგანული კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება დაკავშირებული იქნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფასთან, რადგან კანონპროექტით წარმოდგენილი ღონისძიებები უნდა
განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მიერ, შესაბამისად, დაფინანსების წყაროც იქნება
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს პირდაპირ ფინანსურ გავლენას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ამასთან აღსანიშნავია, რომ უზრუნველყოფს - მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1
კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის
მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის განსაზღვრას,
შემუშავებასა და დამტკიცებას, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის
ურთიერთაღიარების შემთხვევაში შესაბამის მუნიციპალიტეტებს შორის ხელშეკრულების
მომზადება/გაფორმებას.
აღნიშნული ხარჯები შეფასებულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოშობას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ასეთს არ ითვალისწინებს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს
მდგომარეობაზე.
არ
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მომიხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მომიხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.