„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.12.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, გიორგი ცაგარეიშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ხატია წილოსანი, ეკა სეფაშვილი, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ჯინჯოლავა, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, გიორგი ხახუბია, შოთა ხაბარელი, ნოდარ ტურძელაძე, ანზორ ბოლქვაძე, სალომე ქურასბედიანი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი კახიანი, ბექა დავითულიანი, ზაზა ლომინაძე, ედიშერ თოლორაია, ანრი ოხანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე
ნომერი
#07-3/407/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ მუხლი 1. კანონის მიზანი და ამოცანები 1. ამ კანონის მიზანია შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი საქმიანობის ან/და ქმედებისათვის, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველისათვის უსაფრთხო საარსებო გარემოს შექმნას. 2. ამ კანონის ამოცანებია: ა) შინაური ბინადარი ცხოველისა და ადამიანის დაცვა სხვა შინაური ბინადარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეებისგან; ბ) შინაურ ბინადარ ცხოველთა დაცვა არასათანადო და სასტიკი მოპყრობისაგან; გ) შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და პოპულაციების მართვის ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა. მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო 1. კანონის რეგულირების სფეროს განეკუთვნება: ა) შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა; ბ) შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა; გ) შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციების განსაზღვრა; დ) შინაურ ბინადარ ცხოველთა მეპატრონისა და მიმკედლებლის ვალდებულებების განსაზღვრა; ე) შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში მომსახურებასთან დაკავშირებული სუბიექტებისათვის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა; ვ) შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციების მართვა; 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ფერმერულ და გარეულ ცხოველებზე. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისათვის, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შინაური ბინადარი ცხოველი (შემდგომში ცხოველი) – პატრონიანი/უპატრონო/უმეთვალყურეო ცხოველი ან მიკედლებული ძაღლი, კატა რომელიც გამოიყენება სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ფუნქციური დანიშნულებით და რომელიც არ არის განკუთვნილი სურსათის (მათ შორის, ხორცის, რძისა და კვერცხის), ბეწვის, ბუმბულის, ტყავის და სხვა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად; ბ) შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე (შემდგომში მეპატრონე) - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში ჰყავს შინაური ბინადარი ცხოველი და უზრუნველყოფს მის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, მოვლა-პატრონობასა და ვეტერინარულ მომსახურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) პატრონიანი შინაური ბინადარი ცხოველი - ცხოველი, რომელსაც ჰყავს მეპატრონე და კონკრეტული მომენტისთვის ეს პირი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი ფლობს მას, როგორც საკუთარს, ან რეგისტრირებულია, როგორც საკუთრება; დ) უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველი - ცხოველი, რომელიც იმყოფება მეპატრონის მეთვალყურეობის გარეშე და ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდგომ არ დაუდგინდება მეპატრონე, ასევე ცხოველი, რომელიც რეგისტრირებულია, როგორც პატრონიანი ცხოველი, თუმცა მეპატრონის გარდაცვალების ან მეპატრონის ნების საფუძველზე მასზე აღარ ხორციელდება მეთვალყურეობა; ე) მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველი – გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ძაღლი ან კატა, რომლის მეთვალყურეობას უზრუნველყოფს მიმკედლებელი; ვ) უმეთვალყურეო შინაური ბინადარი ცხოველი (ძაღლი, კატა) - ცხოველი, რომელსაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ უდგინდება მეპატრონე ან მიმკედლებელი, ასევე, გადაადგილდება მეპატრონის უძრავი ქონების საზღვრებს მიღმა და მეპატრონის ან მიმკედლებლის დადგენის მიზნით ხორციელდება ცხოველის თავშესაფარში გადაყვანა; ზ) შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) მიმკედლებელი (შემდგომში მიმკედლებელი) – გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ძაღლის ან კატის მეთვალყურე ფიზიკური ან იურიდიული პირი (ან პირები), რომელსაც უფლებამოსილ ორგანოში შინაური ბინადარი ცხოველის რეგისტრაციის მომენტიდან აქვს აღებული ვალდებულება მისი კვება-დაწყურვებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფაზე; თ) შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობა - ცხოველის მოვლა-პატრონობისათვის საჭირო პირობების შექმნა, რომელიც მოიცავს ცხოველის საკვებისა და წყლის ხელმისაწვდომობას, დაავადებისაგან, ტკივილისა და ტანჯვისაგან მის დაცვას; ი) შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობა – შინაური ბინადარი ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა: მისი კვება-დაწყურვება, საცხოვრებელი ფართობის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით, რეგულარული გასეირნება, ვეტერინარული ზედამხედველობის უზრუნველყოფა დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა და შინაური ბინადარი ცხოველის წვრთნა სოციალიზაციის ვალდებულებით, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობების უზრუნველყოფა; კ) შინაური ბინადარი ცხოველის სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობები - შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობა, სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღება, საცხოვრებელი პირობების მკვეთრი გაუარესება, რაც შეუძლებელს ხდის შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით შინაური ბინადარი ცხოველისთვის საცხოვრებელი ფართობის გამოყოფას, არანაკლებ ექვსი თვის ვადით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება, შინაური ბინადარი ცხოველისგან მეპატრონის ხანგრძლივი პერიოდით იძულებითი მოცილება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ლ) შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) მეპატრონის დადგენის ან ახალი მეპატრონის მოსაძიებლად აუცილებელი ღონისძიებები - იდენტიფიკაციის საშუალების არსებობის შემთხვევაში - შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ამოცნობა, ოპტიმალურ ვადებში მისი ფოტოსურათების და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის (სახეობა, სქესი, ასაკი, ჯიში, გაწეული ვეტერინარული მომსახურება, მონაცემები მეპატრონისა და შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობის პირობების შესახებ და სხვა) განთავსება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ვებგვერდსა ან/და სოციალურ ქსელებში; მ) კინოლოგიური დაწესებულება - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას, წვრთნის ძაღლს, აწყობს ძაღლების გამოფენას და უზრუნველყოფს სხვა სახის მომსახურებას შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში. ნ) ფელინოლოგიური დაწესებულება - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას, წვრთნის კატას, აწყობს კატების გამოფენას და უზრუნველყოფს სხვა სახის მომსახურებას შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში. ო) ვეტერინარული დაწესებულება - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარულ მომსახურებას; პ) შინაური ბინადარი ცხოველის ევთანაზია - უფლებამოსილი პირის (ვეტერინარის ან ვეტერინარი ტექნიკოსის) მიერ შინაური ბინადარი ცხოველისათვის სიცოცხლის შეწყვეტა, რაც თავისი შინაარსით გულისხმობს შინაური ბინადარი ცხოველების ჰუმანურად, მყისიერად და უმტკივნეულოდ მოკვდინებას სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებითა და ისეთი პრეპარატების გამოყენებით, რაც შინაურ ბინადარ ცხოველს მიაყენებს მცირე ფიზიკურ ტკივილს, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში; ჟ) შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია - შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ნიშანდება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს, შესაბამისი ვეტერინარული დაწესებულების, შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფრის ან საშენის მიერ მიკროჩიპით ან საყურე ნიშნით (საჭდე); რ) შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) რეგისტრაცია – მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს, შესაბამისი ვეტერინარული დაწესებულების, შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფრის ან საშენის მიერ იდენტიფიცირებული შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში შეტანა, ასევე, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა; მუნიციპალიტეტის ს) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირი, რომლის კომპეტენციას განეკუთვნება შინაურ ბინადარ ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, მეპატრონისა და მიმკედლებლისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება, პოპულაციების მართვის ორგანიზება, აღრიცხვა, ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორცილება; ტ) სააგენტო - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლის კომპეტენციას განეკუთვნება ვეტერინარულ დაწესებულებაში, თავშესაფარში, საოჯახო ტიპის დროებით თავშესაფარში, სარეალიზაციო ობიექტში, დროებითი მოთავსების ობიექტში (სასტუმრო), საშენსა და კინოლოგიურ/ფელინოლოგიურ დაწესებულებებში ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი. უ) მარეგისტრირებელი ორგანო - მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ვეტერინარული დაწესებულება, შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფარი და საშენი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას შინაურ ბინადარ ცხოველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში; ფ) საბელი - შინაური ბინადარი ცხოველის გადაადგილების კონტროლის საშუალება, რომელიც ზღუდავს მეპატრონის ან თანმხლები პირისგან შინაური ბინადარი ცხოველის დაცილების შესაძლებლობას; ქ) ალიკაპი - მოწყობილობა, რომელიც ძაღლს უმაგრდება დრუნჩზე, ან თავზე და განკუთვნილია სხვა ცხოველისა და ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ღ) შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გადამეტებული აგრესია - შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) იმგვარი ქცევითი დისბალანსი, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და შეუძლებელს ხდის მის შემდგომ ინტეგრაციას; ყ) შინაურ ბინადარ ცხოველთა გასეირნება - აუცილებელი ფიზიკური დატვირთვის მიზნით, მეპატრონის ან თანმხლები პირის მეთვალყურეობით, შინაური ბინადარი ცხოველის ყოფნა ღია სივრცეებში ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში; შ) შინაურ ბინადარ ცხოველთა გამრავლება - შინაური ბინადარი ცხოველების შეჯვარება და რეპროდუქცია; ჩ) შინაურ ბინადარ ცხოველთა (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვა - შინაურ ბინადარ ცხოველთა (ძაღლი, კატა) კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით მათი გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა, კასტრაცია/სტერილიზაციის გზით. ც) ფუნქციური დანიშნულების ძაღლი - სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი, რომელიც გამოიყენება საჯარო დაწესებულებების მიერ, დაცვის, მოძიების, დივერსიული ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, ასევე, ძაღლი, რომლებიც განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, სამონადირეო, სამწყემსო ან სხვა დანიშნულებით; ძ) შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფარი (შემდგომში თავშესაფარი) - მუნიციპალური თავშესაფარი, რომელიც უზრუნველყოფს შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციის მართვას, უპატრონო/უმეთვალყურეო შინაურ ბინადარ ცხოველთა დროებით მოვლაპატრონობას ან/და მეპატრონის/მიმკედლებლის მოძიებას ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული კერძო თავშესაფარი, სადაც ხორციელდება უპატრონო/უმეთვალყურეო შინაური ბინადარი ცხოველების დროებითი მოვლა-პატრონობა ან/და მეპატრონის/მიმკედლებლის მოძიება; წ) შინაურ ბინადარ ცხოველთა საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფარი - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, სადაც გამოჯანმრთელებამდე ან ახალი მეპატრონის მოძიებამდე დროებით არის განთავსებული არა უმეტეს 15 უმეთვალყურეო, ტრავმირებული, ან დაკარგული შინაური ბინადარი ცხოველი; ჭ) შინაურ ბინადარ ცხოველთა დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც განკუთვნილია მეპატრონის მიერ მიბარებული შინაური ბინადარი ცხოველის დროებით განთავსებისთვის; ხ) შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) დაჭერა - კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უფლებამოსილი ორგანოს მიერ უმეთვალყურეო შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) ჰუმანური მეთოდით აყვანა და შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფარში მოთავსება ამ კანონით დადგენილი წესით; ჯ) დეჰელმინთიზაცია - ცხოველის ორგანიზმიდან პარაზიტების გამოდევნა; ჰ) ვაქცინაცია - დაავადებების საწინააღმდეგო ანტიგენის/ანტიგენების ცხოველის ორგანიზმში შეყვანა რიგი დაავადებების მიმართ იმუნიტეტის (ორგანიზმის დამცველობითი უნარის) შესამუშავებლად; ჰ1) კასტრაცია - ხვადი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლების უნარის შეწყვეტა; ჰ2) სტერილიზაცია - ძუ შინაური ბინადარი ცხოველისათვის (ძაღლი, კატა) გამრავლების უნარის შეწყვეტა; ჰ3) ცხოველთა ორთაბრძოლა - ცხოველის შებრძოლება თავისივე ან სხვა სახეობის ცხოველთან, შეჯიბრების ან სხვა მიზნით; ჰ4) ვეტერინარული პასპორტი - შინაური ბინადარი ცხოველის დოკუმენტი, დოკუმენტები ან ერთგვარი წიგნაკი, რომელშიც ვეტერინარის ან ვეტერინარი ტექნიკოსის მიერ კეთდება ჩანაწერები ყოველწლიური ვაქცინაციის, სტერილიზაცია/კასტრაციის, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურების შესახებ (მათ შორის ალერგიული რეაქცია, ქრონიკული ჯანმრთელობის კონდიცია, წონა) და ასევე ჩანაწერები ანტიპარაზიტული საშუალებების გამოყენების შესახებ; ჰ5) მიკროჩიპი - წაკითხვადი პასიური რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის საშუალება, სპეციალური ინფორმაციის მატარებელი იმპლანტი, რომლის საშუალებით მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახულ იქნება ინფორმაცია შინაური ბინადარი ცხოველისა და მისი მეპატრონის შესახებ; ჰ6) საყურე ნიშანი (საჭდე) - შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაციის საშუალება, რომელიც შეიცავს საიდენტიფიკაციო ნომერს და იძლევა მონაცემთა ერთიან ბაზაში შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ ინფორმაციის ასახვის შესაძლებლობას; ჰ7) შინაურ ბინადარ ცხოველთა საშენი (შემდგომში საშენი) - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს შინაურ ბინადარ ცხოველთა (ძაღლი, კატა) მიზნობრივ და გეგმაზომიერ გამრავლებას. ჰ8) შინაურ ბინადარ ცხოველთა რეალიზატორი (შემდგომში რეალიზატორი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს შინაური ბინადარი ცხოველის გაყიდვას. ჰ9) მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლი - ამ კანონის დანართით განსაზღვრული ჯიშის ძაღლი, რომელიც მომეტებულ საფრთხეს უქმნის სხვა ცხოველისა და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ჰ10) პოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლი - მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლი, ასევე სხვა ძაღლი, რომელმაც შესაძლოა მომეტებული საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომელთა იმპორტისა და გამრავლების თაობაზე აკრძალვისა და დროებითი შემოყვანის წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 4. ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპები 1. ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპებია: ა) წყალსა და საკვებზე თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა; ბ) უსაფრთხო საარსებო-პირობების უზრუნველყოფა; გ) დაავადებათა პრევენცია ვაქცინაციისა და დროული დიაგნოსტიკის გზით; დ) შესაბამისი სივრცის გამოყოფა და სხვა ცხოველებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; ე) სათანადო პირობების შექმნა ცხოველის ტანჯვის თავიდან ასაცილებლად. 2. ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპების უზრუნველყოფა განხორციელდეს საქველმოქმედო საქმიანობის გზით. შესაძლებელია 3. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაუშვებელია: ა) ცხოველის მიტოვება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) ცხოველის ევთანაზია, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) ამ კანონით განსაზღვრული მომეტებული რისკის მქონე ჯიშის ძაღლის გადაცემა ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით; დ) ცხოველის საკვებად გამოყენება საშუალებების დამზადება; ან/და მისგან პრეპარატებისა და ქიმიური ე) ავტოსაგზაო შემთხვევისას ცხოველის დაზიანების/სიკვდილის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ აღნიშნულის თაობაზე მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის შეუტყობინებლობა. მუხლი 5. ცხოველთა მიტოვების აკრძალვა 1. აკრძალულია ცხოველის მიტოვება გარდა ამ კანონით გათვალისწინებული ცხოველის სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების არსებობის შემთხვევებისა. 2. ცხოველის სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ისეთი ობიექტური წინაპირობების დადგომის შემთხვევაში, როგორიცაა, შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღება, საცხოვრებელი პირობების მკვეთრი გაუარესება, რაც შეუძლებელს ხდის შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით ცხოველისთვის საცხოვრებელი ფართობის გამოყოფას, ექვს თვეზე მეტი ვადით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება, მეპატრონე ვალდებულია მოუძიოს ცხოველს ახალი მეპატრონე, გადაიყვანოს თავშესაფარში ან თავშესაფარში გადაყვანის მიზნით მიმართოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესასრულებლად. 3. იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე სოციალურად დაუცველია, ცხოველის თავშესაფარში გადაყვანის ხარჯებს ანაზღაურებს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო. მუხლი 6. ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები 1. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ფუნქციებია: ა) მეპატრონის მიერ ამ კანონის მე-7 მუხლით დადგენილი ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში; ბ) მიმკედლებლის მიერ ამ კანონის მე-11 მუხლით დადგენილი ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში; გ) ცხოველების (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია; დ) ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციების მართვა; ე) ცხოველების (ძაღლი, კატა) ანტირაბიული ვაქცინაცია; ვ) მიკედლებული ცხოველის (ძაღლი, მიმკედლებლისათვის შეტყობინება; კატა) დაჭერის შესახებ ინფორმაციის ზ) ცხოველების ლეშის განკარგვა; თ) საშენის ავტორიზაცია და მის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება; ი) ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ამ კანონით დადგენილი კეთილდღეობისა და მოვლა-პატრონობის წესების დაცვაზე გეგმიური და არაგეგმიური მონიტორინგის განხორციელება; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ცხოველთა დროებით განთავსების, მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის უზრუნველსაყოფად, დამოუკიდებლად ან სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, შექმნას მუნიციპალური თავშესაფარი. 3. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია, უპატრონო ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის მიზნით, კასტრაცია/სტერილიზაციის ოპერაციები განახორციელოს მის სისტემაში შემავალი თავშესაფრის მეშვეობით ან მესამე პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 4. მუნიციპალური თავშესაფარი ვალდებულია უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვა განახორციელოს ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 5. სააგენტოს ფუნქციებია: ა) ცხოველთა (ძაღლი, კატა) მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად იდენტიფიკაციარეგისტრაციის მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვა; ბ) ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე გეგმიური და არაგეგმიური მონიტორინგის განხორციელება; გ) საბაჟო საზღვარზე ცხოველთა გადაადგილებისას ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 7. მეპატრონის ვალდებულებები 1. მეპატრონე ცხოველის სახეობისა და ჯიშის თავისებურებების გათვალისწინებით ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ცხოველის მოვლა-პატრონობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ასევე, ამ კანონით განსაზღვრული უსაფრთხოების წესების დაცვა; ბ) უზრუნველყოს ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით: ბ.ა) ცხოველის დაბადებიდან ორი თვის ვადაში; ბ.ბ) მფლობელობის დაწყებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. გ) უზრუნველყოს ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოველწლიური (საკონტროლო) რეგისტრაცია; დ) აანაზღაუროს მისი ცხოველის მიერ სხვა პირებისათვის მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცხოველთა კეთილდღეობის, მოვლა-პატრონობის და პოპულაციის ვალდებულებების ფარგლებში, მეპატრონემ უნდა უზრუნველყოს: მართვის ა) ნარევი (მეტისი) ჯიშის ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა სტერილიზაცია/კასტრაციის გზით; ბ) სამედიცინო ჩვენების საფუძველზე სტერილიზაციის/კასტრაციის მეთოდის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამრავლების უნარის შეწყვეტა ცხოველისთვის (ძაღლი, კატა) სხვა უვნებელი, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მეთოდით; გ) ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმება, ვაქცინაცია (მათ შორის, ანტირაბიული და კომპლექსური), დეჰელმინთიზაცია და სხვა საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება; დ) მონადირე ჯიშის ძაღლის შემთხვევაში, წელიწადში ორჯერ ანტირაბიული ვაქცინაცია; ე) საზოგადოებრივი სივრცის მყისიერი დასუფთავება ცხოველის მიერ ასეთი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში; ვ) ცხოველის (ძაღლი, კატა) დაკარგვის/სიკვდილის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის შეტყობინება არაუგვიანეს მომდევნო დღისა. ზ) ცოფის პრევენციის მიზნით, ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის ფაქტის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის შეტყობინება; თ) ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში მასზე ვეტერინარული ზედამხედველობის დაწესება თავშესაფარში ან ვეტერინარულ დაწესებულებაში; ი) ცხოველის დაავადების შემთხვევაში მისი დაუყოვნებლივ გადაყვანა ვეტერინარულ დაწესებულებაში; კ) თუ ცხოველს აღმოაჩნდა სხვა ცხოველისათვის ან/და ადამიანისთვის საშიში დაავადება, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება. 3. მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის შეტანა ცხოველის ვეტერინარულ პასპორტში. 4. იმ შემთხვევაში, თუ შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე სოციალურად დაუცველია, ევთანაზიის და ლეშის განკარგვის ხარჯებს ანაზღაურებს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო. მუხლი 8. ზოგადი მოთხოვნები პატრონიანი ცხოველის საარსებო გარემოსადმი 1. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა დასაშვებია ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე (ძაღლი, კატა), რომლის ასაკი არ აღემატება 2 თვეს. 3. თუ მიწის ნაკვეთი უსაფრთხოდაა შემოსაზღვრული, მეპატრონე უფლებამოსილია ძაღლი ამ ტერიტორიაზე გაუშვას ალიკაპისა და საბლის გარეშე. მუხლი 9. მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის მეპატრონის ვალდებულებები 1. ადამიანისა და ცხოველის უსაფრთხო გარემოს შექმნისა და ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის მეპატრონე გარდა ამ კანონის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა ვალდებულია დამატებით დაიცვას ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები. 2. მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის მეპატრონე უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის პირი და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მიზნით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს შემდეგი ცნობები: ა) ნასამართლობის, დანაშაულისთვის მსჯავრდების, არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ; ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე ბ) კინოლოგიური დაწესებულებიდან, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის მართვის თაობაზე შესაბამისი კურსის (მეპატრონისა და მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის ერთობლივი ჩართულობით) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კურსი უნდა მოიცავდეს არანაკლებ ოცდაოთხ გაკვეთილს, თითოეულის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს ერთ საათზე ნაკლები. 4. აკრძალულია მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გასეირნება 18 წელს მიუღწეველი პირისთვის, ასევე, საბრძოლო მიზნებისთვის წვრთნა, გარდა საჯარო დაწესებულებების საკუთრებაში არსებული ფუნქციური დანიშნულების ძაღლებისა. მუხლი 10. მიკედლება 1. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ უზრუნველყონ უპატრონო ცხოველის (ძაღლი, კატა) მიკედლება. 2. მიკედლების საფუძველია მიმკედლებლის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია, ხოლო, მიკედლება წყდება მიმკედლებლის განცხადების საფუძველზე ან ამ კანონით დადგენილი ვალდებულებების დარღვევის მომენტიდან. 3. დაუშვებელია ცხოველის (ძაღლი, კატა) მიკედლება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, საბავშვო და სპორტული მოედნების, მეტროპოლიტენის, ბაზრის, სამედიცინო კლინიკების, ავტოსადგურების და სასაფლაოს ტერიტორიაზე. 4. ბინათმესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის შემთხვევაში მიკედლება დასაშვებია ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე. მუხლი 11. მიმკედლებელი 1. მიმკედლებელი შეიძლება იყო ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ასეთად რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში. 2. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპების გათვალისწინებით მიმკედლებელს უფლება აქვს უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის (ძაღლი, კატა): ა) კვება/დაწყურვება; ბ) ვეტერინარული მომსახურება; გ) დაავადებათა პროფილაქტიკა და დიაგნოსტიკა; დ) დაავადებათა საწინააღმდეგო ვაქცინაცია; ე) კასტრაცია/სტერილიზაცია. 3. ცხოველის ვალდებულია: კეთილდღეობის პრინციპების გათვალისწინებით მიმკედლებელი ა) იყოს რეგისტრირებული მიმკედლებლად მონაცემთა ერთიან ბაზაში; ბ) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის (ძაღლი, კატა) ანტირაბიული ვაქცინაცია; გ) მიაწოდოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს მიკედლებული ცხოველის (ძაღლი, კატა) ერთ კვირაზე მეტი ვადით გაუჩინარების ან ცხოველის (ძაღლი, კატა) სიკვდილის შემთხვევაში; დ) მიაწოდოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, თუ მიკედლებულ ცხოველს (ძაღლი, კატა) გამოუვლინდა სხვა ცხოველისათვის ან/და ადამიანისათვის საშიში დაავადება ან ასეთი დაავადების საეჭვო ნიშნები; ე) ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსა და სააგენტოს მიერ მიკედლებულ ცხოველთან (ძაღლი, კატა) დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელებას, მათ შორის მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია ცხოველის (ძაღლი, კატა) მდგომარეობის შესახებ; ვ) მიაწოდოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში და მიმკედლებლის სტატუსის მოხსნამდე განაგრძოს ცხოველზე (ძაღლი, კატა) მეთვალყურეობა; ზ) მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. მიმართოს მუხლი 12. ცხოველთა მართვის სფეროში მონაწილე სუბიექტები ამ კანონის მე-6, მე-7 და მე-10 მუხლებით განსაზღვრული პირების უფლებებისა და ვალდებულებების გარდა ეს კანონი, ასევე, ადგენს სამართლებრივ საფუძვლებს ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი შემდეგი სუბიექტებისათვის: ა) ვეტერინარული დაწესებულება; ბ) თავშესაფარი; გ) საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფარი; დ) დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო); ე) საშენი; ვ) კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება; ზ) რეალიზატორი. მუხლი 13. ცხოველთა ვეტერინარული მომსახურება 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობისა და ზოონოზური დაავადებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სხვა პირების გარდა დაავადებათა პროფილაქტიკასა და მკურნალობას ახორციელებს ვეტერინარული დაწესებულება. 2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცხოველს ვეტერინარული მომსახურება (ვაქცინაცია, ქირურგიული ოპერაცია, ევთანაზია და სხვ.) უტარდება მხოლოდ ვეტერინარის ან ვეტერინარი ტექნიკოსის მიერ. 3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვეტერინარული მომსახურება (ქირურგიული ოპერაცია და სხვ.), რომელიც იწვევს ცხოველის ძლიერ ტკივილს ხორციელდება მხოლოდ ანესთეზიით. აკრძალულია მტკივნეული პროცედურის ჩატარება მიორელაქსანტით. 4. აკრძალულია არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველებისათვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება, კერძოდ: ა) ყურების კუპირება; ბ) ყბის ძვლის კუპირება; გ) კუდის კუპირება; დ) ეშვების მოცილება; ე) კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა; ვ) სმენის დაქვეითება; ზ) ხმის იოგების გადაჭრა. 5. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ცხოველის (ძაღლი, კატა) მიღებისთანავე გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. 6. თუ ცხოველის (ძაღლი, კატა) შესახებ ინფორმაცია არ არის შეტანილი მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია თავად უზრუნველყოს პატრონიანი ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. ნარევი (მეტისი) ჯიშის ცხოველის (ძაღლი, კატა) შემთხვევაში, რომელიც არ არის კასტრირებულ/სტერილიზებული, აცნობოს მეპატრონეს აღნიშნული ვალდებულების შესახებ და შესაბამისი აღნიშვნა შეიტანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში. 7. მიკედლებული/უპატრონო ცხოველის (ძაღლი, კატა) მიღების შემთხვევაში, ვეტერინარული დაწესებულება უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, კასტრაცია-სტერილიზაცია და ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო ამ პროცედურების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით. 8. თუ ცხოველს (ძაღლი, კატა) ესაჭიროება გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია მხოლოდ ასეთი მომსახურების გაწევის შემდგომ უზრუნველყოს ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი წესით. 9. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ცხოველის ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია შეიტანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში, ხოლო მეპატრონის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე, ვეტერინარულ პასპორტში. 10. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ამ კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით განხორციელებული ევთანაზიის ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში შეტანის მიზნით. 11. ვეტერინარული დაწესებულება უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოსთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ვეტერინარული მომსახურება გაუწიოს მიკედლებულ/უპატრონო ცხოველს. 12. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია იყოს აქტიურ კომუნიკაციასა და კოორდინაციაში შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, ინფორმაციის დროული გაცვლის გზით ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასარიდებლად. მუხლი 14. კერძო თავშესაფარი და მისი საქმიანობის ფარგლები 1. ცხოველთა კეთილდღეობის დაცვის მიზნით, ცხოველთა დროებით განთავსებასა და მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს კერძო თავშესაფარი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძო თავშესაფრის შექმნა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს. 3. კერძო თავშესაფარი ვალდებულია ცხოველის (ძაღლი, კატა) მიღებისთანავე გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შემდეგ, ცხოველი დაუყოვნებლივ უნდა შემოწმდეს ვეტერინარის მიერ. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების საფუძველზე ვეტერინარის გადაწყვეტილებით, ცხოველი შესაძლოა განთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში. 6. ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან ადამიანის დაკბენის/დადორბვლის/დაკაწვრის შემთხვევაში, ცხოველი უნდა განთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში არანაკლებ 10 დღის ვადით. 7. თუ ცხოველის (ძაღლი, კატა) შესახებ ინფორმაცია არ არის შეტანილი მონაცემთა ერთიან ბაზაში, კერძო თავშესაფარი უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, კასტრაცია-სტერილიზაცია და ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო ამ პროცედურების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, კერძო თავშესაფარი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით. 8. თუ ცხოველს (ძაღლი, კატა) ესაჭიროება გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება, კერძო თავშესაფარი ვალდებულია მხოლოდ ასეთი მომსახურების გაწევის შემდგომ უზრუნველყოს ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი წესით. 9. კერძო თავშესაფარი უფლებამოსილია იდენტიფიცირებულ-რეგისტრირებულ, კასტრირებულ/სტერილიზებულ და ვაქცინირებულ (ანტირაბიული ვაქცინაცია) ცხოველს (ძაღლი, კატა) მოუძიოს მეპატრონე/მიმკედლებელი. 10. კერძო თავშესაფარი უფლებამოსილია შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მომსახურება გაუწიოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, მათ შორის, ცხოველთა (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვასა და დროებით შეფარებაში. 11. კერძო თავშესაფარს უფლება აქვს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში, თავის ტერიტორიაზე მოაწყოს საშენი ამ კანონის მე17 მუხლით დადგენილი წესით. 12. კერძო თავშესაფარი უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული სარეალიზაციო საქმიანობა. 13. კერძო თავშესაფარი ვალდებულია იყოს აქტიურ კომუნიკაციასა და კოორდინაციაში შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, სადეზინფექციო ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების ჩატარების გზით ცოფის ან სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასარიდებლად. მუხლი 15. ზოგადი მოთხოვნები თავშესაფრისადმი 1. ცხოველთა კეთილდღეობისა და მოვლა-პატრონობის დაცვის მიზნით, თავშესაფარი ვალდებულია უზრუნველყოს: ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; ბ) ცხოველის კვება-დაწყურვება; გ) ცხოველის განსათავსებელი სივრცის განათება და დათბუნება; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების დაცვა. 2. თავშესაფარი ვალდებულია საქართველოს სტანდარტების შესაბამისად მოაწყოს: კანონმდებლობით დადგენილი ა) ვოლიერები და ვეტერინარული სივრცე შესაბამისი პროცედურების ჩასატარებლად; ბ) ვოლიერი, სადაც განთავსდება ცხოველი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენამდე, განკურნებამდე, თავშესაფრიდან გაყვანამდე ან ევთანაზიამდე. ვოლიერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ბ.ა) ვოლიერის სივრცე უნდა აძლევდეს ცხოველს (ძაღლი, კატა) გადაადგილებისა და საკვების მიღების საშუალებას; ბ.ბ) ვოლიერი არ უნდა იყოს ოთხმხრივად დახურული და ცხოველს არ უნდა ეზღუდებოდეს თავისუფალი სივრცის ხედვის საშუალება. გ) საკარანტინო სივრცე ცხოველთა იზოლაციის უზრუნველსაყოფად; დ) გასასეირნებელი უზრუნველსაყოფად; სივრცე ცხოველთა სათანადო ფიზიკური აქტივობის ე) სხვა სავალდებულო ინფრასტრუქტურა. მუხლი 16. საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფარი და დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) 1. ცხოველთა კეთილდღეობის დაცვის მიზნით, ცხოველთა დროებით განთავსებასა და მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფარი და დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფარი და ცხოველთა დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) ვალდებულია უზრუნველყოს: ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; ბ) ცხოველის კვება-დაწყურვება; გ) ცხოველის განსათავსებელი სივრცის განათება და დათბუნება. დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 3. დროებითი მოთავსების ობიექტს (სასტუმრო) არ აქვს უფლება მომსახურება გაუწიოს ცხოველს (ძაღლი, კატა), რომელიც არ არის რეგისტრირებული მონაცემთა ერთიან ბაზაში. 4. საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფრისა და ცხოველთა დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმრო) მოწყობა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში დასაშვებია ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე. 5. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში არსებულ ცხოველთა დროებითი მოთავსების ობიექტში (სასტუმრო) არ შეიძლება ერთდროულად განთავსდეს ერთი სახეობის 15-ზე მეტი ცხოველი. მუხლი 17. საშენი და მისი საქმიანობის ფარგლები 1. ცხოველთა კეთილდღეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფის მიზნით ძაღლისა და კატის მიზნობრივ და გეგმაზომიერ გამრავლებას ახორციელებს საშენი. 2. საშენი ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია შესაბამის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში და აიღოს ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გაცემის საფასურის ოდენობა შეადგენს 20 ლარს. 3. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის მოქმედების ვადაა სამი წელი. 4. საშენის ავტორიზაციის დამადასტურებელი მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილას. დოკუმენტი უნდა განთავსდეს 5. ძაღლისა და კატის მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლების უზრუნველყოფის მიზნით, საშენი ვალდებულია უზრუნველყოს: ა) ამ კანონის მე-15 მუხლით დადგენილ მოთხოვნების დაცვა; ბ) ამ კანონის 21-ე მუხლით დადგენილი ძაღლისა და კატის გამრავლებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვა; გ) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; დ) ცხოველის კვება-დაწყურვება; ე) ცხოველის განსათავსებელი სივრცის განათება და დათბუნება. ვ) ნაყარის მიღების შემთხვევაში, შესაბამისი სივრცის მოწყობა. ზ) გასამრავლებელი ძაღლების და მიღებული ნაყარის დოკუმენტური აღრიცხვის წარმოება რეესტრში. თ) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის, ყოველი წლის ბოლოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდება; ი) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ან/და სააგენტოს მიმართვის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულება. 6. საშენი ვალდებულია ცხოველის (ძაღლი, კატა) მიღებისთანავე გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. 7. თუ ცხოველის (ძაღლი, კატა) შესახებ ინფორმაცია არ არის შეტანილი მონაცემთა ერთიან ბაზაში, საშენი ვალდებულია თავად უზრუნველყოს ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. 8. საშენი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეესტრში აღრიცხული ნაყარის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი წესით, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს. 9. საშენი უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული სარეალიზაციო საქმიანობა. 10. საშენი ვალდებულია იყოს აქტიურ კომუნიკაციასა და კოორდინაციაში შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, მონიტორინგის განხორციელების მიზნით შეუფერხებლად დაუშვას საშენის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსა ან/და სააგენტოს წარმომადგენლები. მუხლი 18. კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება და მისი საქმიანობის ფარგლები 1. ცხოველთა კეთილდღეობის დაცვის, მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის მიზნით, ცხოველთა მართვის სფეროში საკონსულტაციო მომსახურებას, ცხოველის წვრთნას, გამოფენის ორგანიზება/ჩატარებასა და სხვა სახის მომსახურებას უზრუნველყოფს კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. კინოლოგიური და ფელინოლოგიური დაწესებულება ვალდებულია ცხოველის (ძაღლი, კატა) მიღებისთანავე გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. 3. კინოლოგიური და ფელინოლოგიური დაწესებულება არ არის უფლებამოსილი მომსახურება გაუწიოს ცხოველს (ძაღლი, კატა), რომელიც არ არის რეგისტრირებული მონაცემთა ერთიან ბაზაში. 4. ცხოველთა კეთილდღეობის დაცვის მიზნით, კინოლოგიური და ფელინოლოგიური დაწესებულება უფლებამოსილია უზრუნველყოს: ა) დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე ძაღლის/კატის გამრავლებაზე ვარგისიანობის შესახებ ცნობის გაცემა; ჯიშიანობასა და ბ) ძაღლის/კატის თითოეული ჯიშის ფიზიკური მახასიათებლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით დატვირთვა, საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; გ) ძაღლის/კატის მოვლა-პატრონობის, გამრავლების, კვების, სელექციის, ფიზიოლოგიური თავისებურებებისა და ქცევის შესწავლასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება; დ) ძაღლის/კატის წვრთნა (ინდივიდუალური და სპორტული წვრთნა), ქცევის კორექცია; ე) ძაღლის/კატის მდგომარეობის შეფასება და გადამეტებული აგრესიის დადგენა; ვ) ძაღლის/კატის გამოფენების ორგანიზება/ჩატარება; ზ) სასწავლო კურსებისა და ტრენინგ მოდულების ორგანიზება/ჩატარება. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცნობად არ ჩაითვლება დოკუმენტი, რომელშიც არ არის ინფორმაცია ძაღლის/კატის წინაპრებზე. 6. ცხოველთა კეთილდღეობის დაცვის მიზნით, კინოლოგიური და ფელინოლოგიური დაწესებულება ვალდებულია დაიცვას ზოგადი მოთხოვნები ცხოველის საარსებო გარემოსადმი და უზრუნველყოს: ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; ბ) ცხოველის კვება-დაწყურვება; გ) შესაბამისი საწვრთნელი სივრცის გამოყოფა. 7. კინოლოგიურ/ფელინოლოგიურ დაწესებულებას უფლება აქვს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში, თავის ტერიტორიაზე მოაწყოს საშენი ამ კანონის მე-17 მუხლით დადგენილი წესით. 8. კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული სარეალიზაციო საქმიანობა. 9. კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით, ვალდებულია იყოს აქტიურ კომუნიკაციასა და კოორდინაციაში შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, ინფორმაციის დროული გაცვლის გზით. მუხლი 19. რეალიზატორი და მისი საქმიანობის ფარგლები 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცხოველთა კეთილდღეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად ცხოველის გაყიდვას ახორციელებს რეალიზატორი. 2. რეალიზატორი ვალდებულია მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მიმართვის გზით უზრუნველყოს ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი წესით. 3. რეალიზატორი ვალდებულია გასაყიდად ცხოველის (ძაღლი, კატა) მიღებისთანავე გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. 4. რეალიზატორი არ არის უფლებამოსილი გასაყიდად ჰყავდეს ცხოველი (ძაღლი, კატა), რომელიც არ არის რეგისტრირებული მონაცემთა ერთიან ბაზაში. 5. ცხოველთა კეთილდღეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფის მიზნით, რეალიზატორი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ცხოველთა კვება-დაწყურვება, განსათავსებელად საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, რეგულარული გასეირნება; ბ) უზრუნველყოს ცხოველთა ვეტერინარული ზედამხედველობა, ცოფისა და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაცია; გ) უზრუნველყოს სარეალიზაციო ობიექტის ტერიტორიაზე ცხოველებისათვის და ადამიანებისათვის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, ტერიტორიის რეგულარული დასუფთავება და დეზინფექცია; დ) სარეალიზაციო ობიექტის ტერიტორიაზე არ დაუშვას არავაქცინირებული (ანტირაბიული ვაქცინაცია) ან/და საშიში (მათ შორის ზოონოზური) დაავადების მქონე შინაური ბინადარი ცხოველი; ე) არ დაუშვას ორი თვის ასაკამდე ლეკვის დედისგან დაშორება რეალიზაციის მიზნით. ვ) უზრუნველყოს სარეალიზაციო ობიექტზე შემოყვანისა და გაყიდვის აღრიცხვა; ზ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს საფუძველზე წარადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია; ან/და სააგენტოს მიმართვის 6. დაუშვებელია სარეალიზაციო ობიექტის მოწყობა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში. 7. რეალიზატორი ვალდებულია იყოს აქტიურ კომუნიკაციასა და კოორდინაციაში შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, ინფორმაციის დროული გაცვლის გზით ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით. მუხლი 20. ცხოველთა (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია 1. ცხოველთა კეთილდღეობის დაცვისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით, მარეგისტრირებელი ორგანო ახორციელებს ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციას მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელსაც მართავს სააგენტო. 2. მონაცემთა ერთიანი ბაზის მიზანია: ა) ცხოველების (ძაღლი, კატა) რაოდენობის დადგენა, თითოეულ მათგანზე ინფორმაციის მოძიება და აღრიცხვა, მათი მეპატრონეებისა და მიმკედლებლების დადგენა/რეგისტრაცია; ბ) ცხოველებისგან ადამიანებზე გადამდები, განსაკუთრებით საშიში დაავადებების გავრცელების პრევენცია; გ) მეპატრონის მიერ ცხოველის (ძაღლი, კატა) მიტოვების პრევენცია; დ) დაკარგული ცხოველების (ძაღლი, კატა) მოძებნა, მათი იდენტიფიცირება და მეპატრონისთვის დაბრუნება. 3. მონაცემთა ერთიან ბაზაში შეიტანება იდენტიფიცირებული ცხოველის (ძაღლი, კატა) შესახებ შემდეგი ინფორმაცია: ა) ცხოველის სახეობა, სქესი, დაბადების თარიღი, სახელი, გარეგნობის აღწერა, შეფერილობა, ფოტოსურათი, ჩიპის ნომერი; ბ) კასტრაცია/სტერილიზაციისა და ვაქცინაციის შესახებ; გ) მეპატრონის/მიმკედლებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი. 4. უპატრონო ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო მის სისტემაში შემავალი თავშესაფრის მეშვეობით ან მესამე პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 5. პატრონიანი/მიკედლებული ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაციარეგისტრაციას უზრუნველყოფს მეპატრონე/მიმკედლებელი მის იურიდიულ ან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე. 6. ცხოველის (ძაღლი, კატა) მეპატრონის/მიმკედლებლის ცვლილების შემთხვევაში, ახალი მეპატრონის/მიმკედლებლის რეგისტრაციის მიზნით სავალდებულოა ცვლილების შეტანა მონაცემთა ერთიან ბაზაში. 7. საიდენტიფიკაციო საშუალების დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში, მეპატრონე/მიმკედლებელი ვალდებულია მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს ცხოველის (ძაღლი, კატა) განმეორებითი იდენტიფიკაციისათვის. მუხლი 21. პატრონიან ცხოველთა (ძაღლი, კატა) გამრავლება და პოპულაციის მართვა 1. ცხოველთა კეთილდღეობის დაცვის, მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფისა და პოპულაციის მართვის მიზნით პატრონიან ცხოველთა (ძაღლი, კატა) გამრავლება უნდა იყოს მიზნობრივი და გეგმაზომიერი. 2. ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლების უფლება აქვს მხოლოდ ამ კანონის მე-17 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ავტორიზებულ საშენს. 3. მეპატრონე, რომელიც დაინტერესებულია ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლებით, ვალდებულია მიმართოს საშენს და წარუდგინოს შემდეგი ცნობები: ა) ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ვეტერინარული დაწესებულებიდან; ბ) ცხოველის ჯიშიანობასა და გამრავლებაზე კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულებიდან. ვარგისიანობის შესახებ 4. მეპატრონე, რომელიც დაინტერესებულია მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გამრავლებით ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცნობების გარდა, წარუდგინოს საშენს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. 5. ცხოველის (ძაღლი, კატა) უზრუნველსაყოფად აკრძალულია: მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლების ა) ნარევი (მეტისი) ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება, გარდა სელექციის შემთხვევისა; ბ) ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული მონაცემთა ერთიან ბაზაში; გ) გენეტიკური დაავადების მქონე ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება; დ) თვრამეტ თვემდე და რვა წლის ზემოთ ასაკის ძაღლის გამრავლება; ე) გარეული ცხოველის შეჯვარება შინაურ ბინადარ ცხოველთან; ვ) ძუ ძაღლების გამრავლება წელიწადში ორჯერ ან მეტჯერ; ზ) ორი თვის ასაკამდე ლეკვის დედისგან მოშორება. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი აკრძალვების გარდა, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს მომეტებული/პოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გამრავლების დროებითი აკრძალვები ძაღლის მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლების უზრუნველსაყოფად. 7. მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცხოველის (ძაღლი, კატა) კასტრაცია/სტერილიზაცია ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან სამი თვის ვადაში, ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. 8. ძუ ცხოველის (ძაღლი, კატა) სტერილიზაცია დასაშვებია ოთხი თვის ასაკიდან, ხოლო ხვადი ცხოველის (ძაღლი, კატა) კასტრაცია დასაშვებია ერთი წლის ასაკიდან. 9. დაუშვებელია ცხოველის (ძაღლი, კატა) სტერილიზაცია/კასტრაცია: ა) რვა წლის ასაკიდან; ბ) სამედიცინო ჩვენების საფუძველზე სტერილიზაციის/კასტრაციის შეუძლებლობის შემთხვევაში. მუხლი 22. უპატრონო ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვა 1. უპატრონო/მიკედლებული ცხოველის (ძაღლი, კატა) კეთილდღეობისა და პოპულაციის მართვის მიზნით, მუნიციპალური თავშესაფარი უზრუნველყოფს ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლების შემცირებას სტერილიზაცია/კასტრაციის გზით. 2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია დაიჭიროს უპატრონო/მიკედლებული ცხოველი (ძაღლი, კატა) და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, კასტრაცია/სტერილიზაციისა და ანტირაბიული ვაქცინაციის მიზნით გადაიყვანოს მუნიციპალურ თავშესაფარში. 3. პოპულაციის მართვის უზრუნველსაყოფად, მუნიციპალური თავშესაფარი ვალდებულია განახორციელოს უპატრონო/მიკედლებული ცხოველის (ძაღლი, კატა): ა) ჰუმანური მეთოდით დაჭერა და იზოლაცია; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის (ვეტერინარული გამოკვლევა) და ქცევითი თავისებურებების დადგენა; გ) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია; დ) სტერილიზაცია/კასტრაცია, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა; ე) პოსტოპერაციული რეაბილიტაცია; ვ) ანტირაბიული ვაქცინაცია; ზ) საჭიროების შემთხვევაში დეჰელმინთიზაცია ან/და კომპლექსური ვაქცინაცია. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მეძუძური ცხოველის (ძაღლი, კატა) დაჭერა დასაშვებია მხოლოდ ნაყართან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მეძუძურ ცხოველს ესაჭიროება გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება. 5. მუნიციპალური თავშესაფარი ვალდებულია ცხოველის (ძაღლი, კატა) მიღებისთანავე გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შემდეგ, ცხოველი დაუყოვნებლივ უნდა შემოწმდეს ვეტერინარის მიერ და ჩაუტარდეს ვეტერინარული გამოკვლევა. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების საფუძველზე თავშესაფრის ვეტერინარის გადაწყვეტილებით, ცხოველი შესაძლოა განთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში. 8. ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან ადამიანის დაკბენის/დადორბვლის/დაკაწვრის შემთხვევაში ცხოველი უნდა განთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში არანაკლებ 10 დღის ვადით. 9. მუნიციპალური თავშესაფარი ვალდებულია მოუძიოს ცხოველს (ძაღლი, კატა) მეპატრონე/მიმკედლებელი, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაარეგისტრიროს ცხოველი (ძაღლი, კატა), როგორც უპატრონო ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი წესით და დააბრუნოს ის პირვანდელი ბინადრობის არეალში თუ: ა) ვერ დგინდება ცხოველის მეპატრონე/მიმკედლებელი; ბ) მეპატრონე ამ კანონით განსაზღვრული სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების გამო უარს აცხადებს ცხოველის დაბრუნებაზე. 10. მუნიციპალური თავშესაფარი ვალდებულია იყოს აქტიურ კომუნიკაციასა და კოორდინაციაში სააგენტოსთან, მათ შორის, სადეზინფექციო ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების ჩატარების გზით ცოფის ან სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასარიდებლად. მუხლი 23. ცხოველთა მიმართ არასათანადო და სასტიკი მოპყრობა 1. დაუშვებელია ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა ან ასეთი ქმედების ხელშეწყობა, მათ შორის: ა) ცხოველის ცემა; ბ) ცხოველის მუდმივ დაბმულ მდგომარეობაში ყოლა; გ) ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ცხოველის განზრახ დაზიანება; დ) ცხოველის იმგვარი ფიზიკური დატვირთვა, რაც იწვევს მის ტანჯვას; ე) ცხოველის მოწოდება აგრესიისკენ და წახალისება სხვა ცხოველის ან/და ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საწინააღმდეგოდ; ვ) არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ა-ზ“ ქვეპუნქტებით განსზღვრული ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება; ზ) ცხოველისათვის ჭრილობის მიყენება, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობისათვის; თ) ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის და მათზე ლაბორატორიული ცდების ჩატარება, გარდა ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონით’’ გათვალისწინებული შემთხვევებისა; ი) ცხოველთა ორთაბრძოლის ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა და ამ მიზნით: ი.ა) ინფორმაციის გავრცელება; ი.ბ) ცხოველის წვრთნა და მომზადება; ი.გ) უძრავი ქონების გამოყენება ან გადაცემა სხვა პირისთვის; ი.დ) ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღება ან/და გავრცელება; ი.ე) ეკონომიკური სარგებლის მიღება. კ) სხვა ქმედება, რომელიც იწვევს ცხოველის ტანჯვას. 2. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებისთვის განკუთვნილ ფუნქციური დანიშნულების ძაღლზე. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებით. მუხლი 24. ცხოველის (ძაღლი, კატა) გასეირნება, მგზავრობა და ღონისძიებებში გამოყენება 1. ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის, ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, ცხოველის (ძაღლი, კატა) გასეირნება, მგზავრობა და ღონისძიებებში გამოყენება უნდა განხორციელდეს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცხოველის (ძაღლი) გასეირნება ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა) დაიშვება მხოლოდ ალიკაპის ან საბლის გამოყენებით. 3. ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის, ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, აკრძალულია: ა) მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გასეირნება 18 წლამდე ასაკის პირის მიერ; ბ) ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში, საავადმყოფოში, საბავშვო და სპორტულ მოედანზე; 4. ცხოველთან (ძაღლი, კატა) ერთად მგზავრობა მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტით (მეტრო), საბაგირო გადაყვანისას, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას M2 და M3 კატეგორიის ავტობუსით და საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დასაშვებია, ერთდროულად საბელის და ალიკაპის გამოყენებით, ხოლო კატებისა და მცირე ზომის ძაღლების შემთხვევაში - სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით. 5. ცხოველის გამოყენება სპორტულ, კულტურულ ან გასართობ ღონისძიებაში (მათ შორის ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით) დასაშვებია ცხოველის სახეობრივი/ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მათთვის ზიანის მიყენების გარეშე. 6. ცხოველის სპორტული, კულტურული ან გასართობი ღონისძიების განხორციელება საზოგადოებრივ სივრცეებში ნებადართულია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთან წინასწარ შეთანხმებულ ტერიტორიაზე. 7. ის საზოგადოებრივი დაწესებულება, სადაც განთავსებულია ცხოველის დაშვების ამკრძალავი ნიშანი, ვალდებულია მიმდებარე ტერიტორიაზე უზრუნველყოს ცხოველის მისაბმელის განთავსება. 8. ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის, თანაარსებობის უსაფრთხო გარემოს შექმნის უფლებამოსილია: ადამიანისა და ცხოველის მიზნით, მუნიციპალიტეტი ა) დამატებით განსაზღვროს ადგილები, სადაც არ დაიშვება ძაღლის ყოფნა; ბ) განსაზღვროს სპეციალურად გამოყოფილი ადგილები, სადაც დასაშვებია ცხოველის (ძაღლი) გასეირნება ალიკაპისა და საბლის გარეშე. მუხლი 25. ცხოველთა ევთანაზია 1. აკრძალულია ცხოველის ევთანაზია არაჰუმანური მეთოდებით. 2. ევთანაზია უნდა განხორციელდეს ცხოველისთვის ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის მიყენების გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ან მასთან გათანაბრებული სამკურნალო ნივთიერებებით. 3. ევთანაზია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ვეტერინარის ან მისი ზედამხედველობით, ვეტერინარი ტექნიკოსის მიერ, ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, რომელიც მზადდება კლინიკური კვლევებზე ან/და ვეტერინარულ დაკვირვებაზე დაყრდნობით. 4. ევთანაზიის საფუძვლებია: ა) ცხოველის არაკორექტირებადი აგრესიული ქცევა, რომელიც არ იძლევა სხვა ცხოველებთან ან/და ადამიანთან მისი თანაარსებობის საშუალებას, მათ შორის, იდიოპათიური აგრესია (მყისიერი სიბრაზის სინდრომი) და დაკბენა, რაც არ არის პროვოცირებული ცხოველისადმი აგრესიით ან არასათანადო მოპყრობით; ბ) ცხოველის სრული დამბლა, პარეზი ან/და სხვა განუკურნებელი დაავადება; გ) ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო შემთხვევა; დ) ცხოველის და ადამიანის ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიში დაავადება; ე) ცხოველის ისეთი ტრავმა ან/და დაზიანება, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია; ვ) ცხოველის შეუქცევადი დაუძლურება; ზ) სიცოცხლესთან შეუთავსებელი თანდაყოლილ ნაკლი. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგენისთვის აუცილებელია დასკვნა კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულებიდან. 6. ევთანაზიის პროცედურის შემდეგ, ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, რის შემდგომაც დასაშვებია მისი ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 7. ევთანაზიის შემდგომ დასაშვებია ცხოველის პათანატომიური გამოკვლევა. მუხლი 26. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული აქტები 2025 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შემდეგი სამართლებრივი აქტების მიღება: ა) „შინაურ ბინადარ ცხოველთა (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვის წესი; ბ) „შინაურ ბინადარ ცხოველთა (ძაღლი, კატა) პოპულაციების მართვისა და საშენის ავტორიზაციის წესი. მუხლი 27. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები 1. 2025 წლის პირველ იანვრამდე, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: ა) „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა; ბ) „ვეტერინარული აგრარული რეალიზაცია, საქმიანობის ბაზრების/ბაზრობების, ვეტერინარული დამტკიცების თაობაზე“ განმახორციელებელი სადაც სახელმწიფო ბიზნესოპერატორებისა ხორციელდება კონტროლის ცოცხალი და ცხოველის განხორციელების წესის საქართველოს მთავრობის დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. 2. 2025 წლის პირველ იანვრამდე, მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ შინაურ ბინადარ ცხოველთა (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. 2027 წლის პირველ იანვრამდე, მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ანტირაბიული ვაქცინაცია. 4. 2025 წლის პირველ ივლისამდე, მეპატრონემ უზრუნველყოს შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით. 5. მეპატრონის მიმართ, რომელსაც 2025 წლის პირველ ივლისამდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში რეგისტრირებული ჰყავს სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველი (ძაღლი, კატა), არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება. 6. მეპატრონის მიმართ, რომელსაც 2025 წლის პირველ ივლისამდე რეგისტრირებული ჰყავს ამ კანონის დანართით განსაზღვრული მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლი, არ გავრცელდება ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები. 7. 2025 წლის პირველ ივლისამდე, მიმკედლებელმა უზრუნველყოს მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. 8. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული საშენი ვალდებულია, 2025 წლის პირველ ივლისამდე გაიაროს ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ავტორიზაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში, 9. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) ვალდებულია, 2025 წლის პირველ ივლისამდე შესაბამისობაში მოვიდეს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან. 10. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული სარეალიზაციო ობიექტი ვალდებულია, 2025 წლის პირველ ივლისამდე, შესაბამისობაში მოვიდეს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან. 11. 2025 წლის პირველ თებერვლამდე, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სურსათის ეროვნულ სააგენტოს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მონაცემთა ერთიან ბაზაზე წვდომის მისაღებად. 12. 2025 წლის პირველ მარტამდე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს მარეგისტრირებელ ორგანოთა წვდომა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მონაცემთა ერთიან ბაზაზე. მუხლი 28. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, მე-2 პუნქტის „ვ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტისა, მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა, მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა, მე-11 მუხლის პირველი და მესამე პუნქტებისა, მე-13 მუხლის მე-5, მე-6, მე-8-მე-10 პუნქტებისა, მე-14 მუხლის მე3-მე-5 პუნქტებისა, მე-7-მე-9 პუნქტებისა და მე-11 პუნქტისა, მე-16 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებისა, მე-17 მუხლისა, მე-18 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტებისა, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, მე-5 და მე-7 პუნქტებისა, მე-19 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებისა და მე-6 პუნქტისა, 21-ე მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებისა და მე-7-მე-9 პუნქტებისა ამოქმედდეს 2024 წლის პირველი ივლისიდან. 2. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-2 პუნქტის „ვ“ „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტები, მე-4 პუნქტი, მე-9 მუხლის პირველი პუნქტი, მე-11 მუხლის პირველი პუნქტი და მე-3 პუნქტის „გ“-„ზ“ ქვეპუნქტები, მე-13 მუხლის მე-5, მე-6, მე-8-მე-10 პუნქტები, მე-14 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტები, მე-7-მე-9 პუნქტები და მე-11 პუნქტი, მე-18 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტები, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-5 და მე-7 პუნქტები, მე-19 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები, 21-ე მუხლის მე-7-მე-9 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან. 3. ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-9 მუხლის მეორე პუნქტი, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-16 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტები, მე-17 მუხლი, მე19 მუხლის მე-6 პუნქტი, 21-ე მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის პირველი ივლისიდან. 4. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის პირველი იანვრიდან. დანართი მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლების ჩამონათვალი: 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. ამერიკული პიტ ბულ ტერიერი ტოსა ინუ; ფილა ბრაზილეირო; ბულტერიერი; ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი; არგენტინული დოგი; ტოსა ინუ; ამერიკული ბულდოგი; კანგალი; 9. კანე კორსო; 10. დობერმანი; 11. კავკასიური ნაგაზი; 12. შუააზიური ნაგაზი; 13. აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი; 14. ბერძნული ნაგაზი; 15. კრაშის ნაგაზი; 16. გერმანული ნაგაზი; 17. რუმინული ნაგაზი; 18. მასტიფები; 19. ბორდოული დოგი; 20. კანარის დოგი; 21. როტვეილერი; 22. რიზენშნაუცერი; 23. ლეონბერგერი; 24. მარემა; 25. მოსკოვური საყარაულო; 26. კა-დე-ბო (მალიორკის მასტიფი); 27. სტაფორდშირ ბულ ტერიერი; 28. ბანდოგი; 29. გულდონგი; 30. მგლის ჰიბრიდები.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში ცხოველთა კეთილდღეობისათვის აუცილებელი და სათანადო ინსტიტუციების განსაზღვრა და შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველის თანაარსებობა უსაფრთხო და საიმედო გარემოში. აღნიშნულის მისაღწევად, აუცილებელია გონივრული ბალანსის უზრუნველყოფის მეშვეობით, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე მხრივ - შინაური ბინადარი ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. ამჟამად ქვეყანაში არსებული ჰიპერპოპულაციის გათვალისწინებით, კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვას. ამასთან, შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, კანონპროექტი ითვალისწინებს შინაურ ბინადარ ცხოველთა სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურის შემოღებას. ამასთანავე, კანონპროექტი მიზნად ისახავს შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში მოქმედი სუბიექტებისათვის: ვეტერინარული დაწესებულება, თავშესაფარი, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფარი, ცხოველთა დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), საშენი, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება და რეალიზატორი, საქმიანობის სტანდარტების დადგენას. კანონპროექტის მიღებით მოწესრიგდება ისეთი საკითხები, როგორიცაა შინაურ ბინადარ ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვა, ევთანაზია, მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლება, რეალიზაციის პირობები, საარსებო გარემოს სტანდარტები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; ვინაიდან საქართველოში ამჟამად არ არსებობს შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის მარეგულირებელი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა, ასევე, ის ზოგადი პრინციპები, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შინაურ ბინადარ ცხოველთა დაცვის სტანდარტს (ამჟამად რეგულირდება მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის წესებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო), აუცილებელია კანონის მიღება, რომელიც დაარეგულირებს შინაურ ბინადარ ცხოველთა სამართლებრივ სტატუსს (პატრონიანი, უპატრონო, მიკედლებული), დააწესებს მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელ სტანდარტებს, გადაადგილებისათვის დასაშვებ ნორმებს, მეპატრონეთა და მიმკედლებელთა ვალდებულებებს შინაურ ბინადარ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე, დაარეგულირებს შინაურ ბინადარ ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვის, ევთანაზიის, გამრავლებისა და რეალიზაციის პირობებს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის მარეგულირებელი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობას, დაარეგულირებს ცხოველთა სამართლებრივ სტატუსებს (პატრონიანი, უპატრონო, მიკედლებული), დაადგენს მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელ სტანდარტებს, მათ შორის, მათი მიტოვების აკრძალვას, ასევე, ცხოველთან ერთად გადაადგილების დასაშვებ სტანდარტებს, მეპატრონეთა და მიმკედლებელთა ვალდებულებებს შინაურ ბინადარ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე, მოწესრიგდება შინაურ ბინადარ ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვის, ევთანაზიის, გამრავლებისა და რეალიზაციის პირობები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონის პროექტი შედგება 28 მუხლისა და ერთი დანართისაგან. პირველი მუხლი განსაზღვრავს კანონის მიზანსა და ამოცანებს. მე-2 მუხლი ადგენს კანონის რეგულირების სფეროს, რომელიც მოიცავს შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის, მიკვლევადობისა და პოპულაციების მართვის უზრუნველყოფას, ასევე, შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციებსა და მომსახურებასთან დაკავშირებული სუბიექტებისათვის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებს. კანონის პროექტის მე-3 მუხლი წარმოადგენს ტერმინთა განმარტებას. მე-4 მუხლი განსაზღვრავს შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის ძირითად პრინციპებს. მე-5 მუხლი კრძალავს ცხოველთა მიტოვებას და ამასთანავე, ადგენს ცხოველთა მოვლაპატრონობის შეუძლებლობის ობიექტურ წინაპირობებს. კანონპროექტის მე-6 მუხლი განსაზღვრავს შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციებს. მე-7 მუხლი აყალიბებს ცხოველის მეპატრონის ვალდებულებებს, მე-8 მუხლი კი ადგენს ზოგად მოთხოვნებს პატრონიანი ცხოველის საარსებო გარემოსადმი. მე-9 მუხლი აზუსტებს მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის მეპატრონეთა ვალდებულებებს. მე-10 მუხლი განსაზღვრავს მიკედლების სამართლებრივ საფუძვლებს, ხოლო მე-11 მუხლი აწესებს მიმკედლებლის უფლებებსა და ვალდებულებებს. კანონის პროექტის მე-12 მუხლი ჩამოთვლის ცხოველთა მართვის სფეროში მონაწილე სუბიექტებს: ვეტერინარული დაწესებულება, თავშესაფარი, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფარი, ცხოველთა დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), საშენი, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება. ხოლო, მე-13-მე-19 მუხლები ადგენენ აღნიშნული სუბიექტების საქმიანობის ფარგლებსა და შესაბამის სტანდარტებს. კანონპროექტის მე-20 მუხლი განსაზღვრავს ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად შინაურ ბინადარ ცხოველთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონულ ბაზის მიზანს, ბაზაში შესატანი ინფორმაციის ჩამონათვალსა და რეგისტრაციის წესს. 21-ე მუხლი ადგენს პატრონიანი ძაღლისა და კატის გამრავლებისა და პოპულაციების მართვის წესებს, 22-ე მუხლი კი - უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) მიკვლევადობის, ვაქცინაციისა და პოპულაციის მართვის წესებს. კანონის პროექტის 23-ე მუხლი ჩამოთვლის ცხოველთა მიმართ არასათანადო და სასტიკი მოპყრობის საფუძვლებს. 24-ე მუხლი ადგენს ნორმებს, რომელიც დაცულ უნდა იქნას ცხოველი გასეირნების, მგზავრობისა და ღონისძიებებში გამოყენებისას. კანონპროექტის 25-ე მუხლი კრძალავს ევთანაზიას არაჰუმანური მეთოდებით და ადგენს მის საფუძვლებს. კანონის პროექტის 26-ე მუხლი ჩამოთვლის საქართველოს მთავრობის მიერ მისაღებ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, 27-ე მუხლი კი - საქართველოს მთავრობის იმ დადგენილებებს, რომელიც შესაბამისობაში უნდა მოვიდეს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონთან. 27-ე მუხლი ასევე, ადგენს გარდამავლ პერიოდში მეპატრონის, მიმკედლებლისა და ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების უფლება-მოვალეობებს. ხოლო, 28-ე მუხლი ადგენს კანონპროექტის ამოქმედების ვადებს. კანონპროეტის დანართით განსაზღვრულია მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლების ჩამონათვალი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპებს, ცხოველთა მიტოვების აკრძალვასა და ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციებს, მიზანშეწონილია აღნიშნული მუხლები ამოქმედდეს 2024 წლის პირველი ივლისიდან. ხოლო, იმდენად, რამდენადაც მეპატრონის, მიმკედლებლისა და ცხოველთა მართვის სფეროში მონაწილე სუბიექტების მიერ კანონით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული მთავრობის მიერ მისაღებ აქტებთან, მიზანშეწონილია აღნიშნული ვალდებულებები ამოქმედდეს შესაბამისი აქტების მიღების შემდეგ, კერძოდ 2025 წლის 1ელი იანვრიდან. ხოლო, ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც დაკავშირებულია მისაღები აქტების საფუძველზე შესაბამისი ქმედებების განხორციელებასთან (მათ შორის, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია) მიზანშეწონილია ამოქმედდეს 2025 წლის პირველი ივლისიდან. რაც შეეხება, მიმკედლებლის ვალდებულებას, განახორციელოს მიკედლებული ძაღლის ანტირაბიული ვაქცინაცია, მიზანშეწონილია ამოქმედდეს 2027 წლის პირველი იანვრიდან. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; აღნიშნული კანონპროექტის საფუძველზე გაჩენილი ახალი უფლებამოსილებების აღსასრულებლად საჭირო ხარჯების დაფინანსება მოხდება როგორც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ მწირი საბიუჯეტო რესურსი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. კანონის პროექტი ითვალისწინებს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელსაც მართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „სურსათის ეროვნული სააგენტო“. შესაბამისი საინფორმაციოტექნოლოგიური უზრუნველყოფის ხარჯის დაფინანსება მოხდება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)) ბიუჯეტიდან. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი მონაცემთა ბაზა უკვე არსებობს ფერმერული ცხოველებისათვის, მოხდება აღნიშნულ ბაზაში შინაურ ბინადარ ცხოველთა მონაცემების ინტეგრირება. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე, რადგან ხდება შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში სხვადასხვა ვალდებულებების დარღვევისათვის სანქციების შემოღება (მათ შორის, ფულადი). ზედამხედველობა/დაჯარიმებას მოახდენენ მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სურსათის ეროვნული სააგენტო“ კანონით განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებში. ჯარიმებიდან შემოსავალი შეფასებულია და ასახულია „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის განმარტებით ბარათში. დამატებით, შესაბამისი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები მიიღებენ შემოსავლის სახით ფასიანი სერვისებიდან (შინაურ ბინადარ ცხოველთა (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, კასტრაცია-სტერილიზაცია, ვაქცინაცია და სხვ.) მოსალოდნელ შემოსავალს, ყოველწლიურად დაახლოებით 117,000.00 ლარის ოდენობით (რომლიდანაც დაახლოებით 45,000.00 ლარის შემოსავალი დღეისათვის უკვე გააჩნია მხოლოდ სსიპ თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს). აღნიშნული თანხა დაანგარიშებულ იქნა თითოეული მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობის, აგრეთვე, იმ პირთა რაოდენობის მიხედვით, რომელთაც ჰყავთ შინაური ბინადარი ცხოველი (ძაღლი, კატა). ფასიანი სერვისების ღირებულებას კი დაადგენენ თავად მუნიციპალიტეტები. კანონის პროექტი ითვალისწინებს საშენის ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას, რომლის საფასურის ოდენობა შეადგენს 20 ლარს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური თითოეული საშენის ავტორიზაციისთვის ერთჯერადად მიიღებს 20 ლარის შემოსავალს. ასევე, გათვალისწინებულია ვეტერინარული დაწესებულების, თავშესაფრის, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფრის, ცხოველთა დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმრო), საშენისა და კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების საქმიანობის რეგულირება და შესაბამისი პირების რეგისტრაცია. რეგისტრაციის შემთხვევაში ერთჯერად შემოსავალს მიიღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“, კანონპროექტის მიღების შედეგად დასაქმდებიან პირები, რომლებიც გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადს, კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში 2025 წელს მოსალოდნელია დაახლოებით 290,000 ლარის, ხოლო 2026-2028 წლებში დაახლოებით 305,000 ლარის დამატებითი შემოსავლის მიღება. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, 2025 წელს მოსალოდნელია 2,983,316.88 ლარის, ხოლო 2026-2028 წლებში 3,132,482.72 ლარის დამატებითი შემოსავლის მიღება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; 2024 წელს კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია მხოლოდ დაპროექტებისა და ნებართვების აღების სამუშაოების მოსწრება, რომელმაც ყველა მუნიციპალიტეტისთვის ჯამურად შესაძლოა შეადგინოს დაახლოებით 562,500 ლარი. აღნიშნული თანხა დაიფარება მუნიციპალიტეტების არსებული რესურსების ფარგლებში და არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ხოლო, რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო თანხებს, შესაბამისად, 2025 და მომდევნო წლებისათვის, გათვალისწინებული იქნება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში ან სახელმწიფო ბიუჯეტში, კერძოდ, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში. 2025 წელს მოსალოდნელია კაპიტალური ხარჯები თავშესაფრის ინფრასტრუქტურის შექმნის, სატრანსპორტო საშუალებებისა და აღჭურვილობის შეძენის კუთხით. აღნიშნული მოიცავს 11 ახალი ინტერმუნიციპალური თავშესაფრის აშენებას და ერთის (ქუთაისის) გაფართოებას. თბილისის, გურჯაანისა და გორის თავშესაფრებში კაპიტალური ხარჯის გაწევა მოსალოდნელი არ არის, გარდა გურჯაანის თავშესაფრისათვის ერთი სატრანსპორტო საშუალების შეძენისა. თავშესაფრების რაოდენობის და ადგილმდებარეობის შერჩევა მოხდა შემდეგი პრინციპების თანახმად: თითოეულ რეგიონში შეირჩა გეოგრაფიულად ყველაზე მოქნილი ადგილმდებარეობის მქონე მუნიციპალიტეტი, რომლამდეც რეგიონის მუნიციპალიტეტების დასახლებული პუნქტებიდან ცხოველთა მიყვანა არ არის დაკავშირებულ განსაკუთრებულად დიდ ხარჯებთან, დაშორების მანძილის ოპტიმალურობიდან გამომდინარე. თავშესაფრების რაოდენობის და ადგილმდებარეობის შერჩევის პროცესში, ასევე, გათვალისწინებულ იქნა მუნიციპალიტეტების დასახლებებში მოსახლეობის რაოდენობა, იმდენად, რამდენადაც მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა მაღალ დადებით კორელაციაშია ამ მონაცემთან მიმართებაში. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, ასევე, შეფასდა მეზობელი მუნიციპალიტეტების იმ მოსაზღვრე, მოქნილი ადგილმდებარეობის მქონე მუნიციპალიტეტთან მიკუთვნების საკითხი, სადაც უნდა აშენდეს თავშესაფარი, სატრანსპორტო ხარჯის შემცირების მიზნით. აღნიშნული ანალიზის/ოპტიმიზაციის შედეგად ახალი თავშესაფრების განსათავსებლად შეირჩა შემდეგი მუნიციპალიტეტები (,,მუნიციპალური ცენტრები’’): ბათუმი, ოზურგეთი, ზესტაფონი, დუშეთი, ამბროლაური, სენაკი, მესტია, ახალციხე, ახალქალაქი, რუსთავი და მარნეული. 2025 წლის ინფრასტრუქტურაზე გაწეული ჯამური კაპიტალური ხარჯის სავარაუდო შეფასებაა დაახლოებით 28,380,420.00 ლარი, სატრანსპორტო საშუალებებზე გაწეული კაპიტალური ხარჯისა კი - დაახლოებით 3,510,000.00 ლარი. რაც შეეხება, აღჭურვილობის ხარჯის საპროგნოზო მაჩვენებელს, დაახლოებით 1,192,340.75 ლარს შეადგენს. საოპერაციო ტიპის ხარჯები მოსალოდნელია 2026 წლიდან, კერძოდ, 15-ივე ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მოსალოდნელი ჯამური საოპერაციო ხარჯი არის დაახლოებით 17,677,452.87 ლარი, ხოლო 2027 წლისთვის – დაახლოებით 18,476,483.31, რომლიდანაც თბილისის, გორის, ქუთაისის, რუსთავის და გურჯაანის მოსალოდნელი დაფინანსება ჯამურად შეადგენს დაახლოებით 8,202,064.68 ლარს. შესაბამისად, მუნიციპალური და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2026 წელს მოსალოდნელია დაახლოებით 9,475,388.19 ლარის საოპერაციო ხარჯის დაფინანსება, ხოლო 2027 წელს იგივე მონაცემი შეადგენს დაახლოებით 10,274,418.63 ლარს, 2027 წელს კი დაახლოებით - 10,127,276.80 ლარს. აღნიშნული საოპერაციო ხარჯები მოიცავს მხოლოდ უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების დაჭერას, ტრანსპორტირებას, კასტრაცია-სტერილიზაციას, ვაქცინაციას, მკურნალობას, ლეშის განკარგვასა და სხვა ოპერატიული სერვისების უზრუნველყოფას. რაც შეეხება, მიმკედლებლებისა და მეპატრონეების ზედამხედველობას გასეირნების, ტრანსპორტირებისა თუ სხვა ვალდებულებების შესრულების კუთხით, 2026 წელს საქართველოს მასშტაბით აღნიშნული მონიტორინგის უზრუნველსაყოფად მუნიციპალური და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მოსალოდნელია დაახლოებით 5,399,413.00 ლარის კაპიტალური ხარჯის დაფინანსება (ძირითადად, სატრანსპორტო საშუალებების შეძენა), ხოლო საოპერაციო ხარჯის სახით, დაახლოებით 9,645,025.53 ლარისა. რაც შეეხება, ქვეყნის მასშტაბით საშენების ავტორიზაციის უზრუნველსაყოფად მოსალოდნელ ხარჯებს, 2026 წელს მოსალოდნელია დაახლოებით 4,259,008.00 ლარის კაპიტალური ხარჯის გაწევა, ასევე, დაახლოებით 4,180,987.90 ლარის ოდენობის საოპერაციო ხარჯის დაფინანსება. 2027 წელს ანალოგიური მაჩვენებელი (საოპერაციო ხარჯის დაფინანსება ) დაახლოებით 4,390,037.29 ლარს შეადგენს. ზემოხსენებული ფუნქციების შესასრულებლად, მუნიციპალიტეტების უფლებამოსილ ორგანოებში ეტაპობრივად მოხდება ახალი თანამშრომლების დამატება, კერძოდ, მუნიციპალურ თავშესაფრებში მოსალოდნელია დამატებით 410 ადამიანის დასაქმება, საშენის ავტორიზაციასთან და მონიტორინგთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად მოსალოდნელია 444 ადამიანის დასაქმება. ახალ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისათვის გასაწევი ხარჯების ოდენობა წლიურად საშუალო ვადიან პერიოდში შეადგენს დაახლოებით 13.4 მლნ ლარს, რომელიც დაიფარება მუნიციპალური და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ კანოპროექტი ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მეპატრონისათვის ისეთი ხარჯების ანაზღაურებას, როგორიცაა შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების დადგომის შემთხვევაში ცხოველის თავშესაფარში გადაყვანა, ევთანაზია და ლეშის განკარგვა, გაიზრდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გასაწევი ხარჯი. ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება მიმართვის რაოდენობაზე. თავშესაფარი და მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული ფუნქციები 2024 2025 გეგმები და ნებართვები 562,500.00 ინფრასტრუქტურის აშენება და მოწყობა 28,380,420.00 სატრანსპორტო საშუალებები 3,510,000.00 აღჭურვილობა 1,192,340.75 კაპიტალური ხარჯი საოპერაციო ხარჯი 2026 2027 17,677,452.87 18,476,483.31 117,000.00 117,000.00 2026 2027 შემოსავალი ფასიანი სერვისებიდან კონტროლთან დაკავშირებული ფუნქციები 2024 2025 სულ კაპიტალური ხარჯი 5,399,413.00 - საოპერაციო ხარჯი 9,645,025.53 10,127,276.80 შემოსავალი ჯარიმებიდან 5,767,000.00 5,767,000.00 სულ კაპიტალური ხარჯი 2026 4,259,008.00 2027 - საოპერაციო ხარჯი 4,180,987.90 4,390,037.29 76,800.00 76,800.00 საშენის ავტორიზაციასთან დაკავშირებული ფუნქციები 2024 შემოსავალი მომსახურებიდან და ჯარიმებიდან 2025 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულ შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებს დამატებით მოუწევთ ხარჯების გაწევა, რათა შესაბამისობაში იყვნენ ახალ რეგულაციებთან (მაგ. როგორიცაა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უზრუნველყოფა, საწვრთნელი სივრცისა და შესაბამისი ფართის გამოყოფა, რეგულარული გასეირნების უზრუნველყოფა, ვეტერინარული ზედამხედველობა და სხვა). გარდა ამისა, საშენი ვალდებული იქნება ერთჯერადად გაიაროს ავტორიზაცია შესაბამის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში და აიღოს ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გაცემის საფასურის ოდენობა შეადგენს 20 ლარს. შესაბამისად, გაიზრდება საშენის ხარჯიც. იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთაც ჰყავთ შინაური ბინადარი ცხოველი და რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონის მოქმედება, გაეზრდებათ ხარჯი ისეთი სერვისებით სარგებლობისათვის, როგორიცაა ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, კასტრაცია/სტერილიზაცია, ვაქცინაცია, ევთანაზია, ლეშის განკარგვა, მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების დადგომის შემთხვევაში ცხოველის თავშესაფარში გადაყვანა. მეორე მხრივ, აღნიშნული ფასიანი სერვისებით სარგებლობისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს შესაბამისი დაწესებულებების შემოსავალს, რომელთა ნაწილი შეფასებულია წინამდებარე განმარტებითი ბარათის ბ.ბ. პუნქტში (დაახლოებით, 117,000 ლარი ყოველწლიურად). სავარაუდოდ, თანაზომად შემოსავალს მიიღებენ კერძო დაწესებულებები მათი სერვისების გაწევის შედეგად. დამატებითი დასაქმების შედეგად ხელფასების წმინდა ოდენობა საშუალოდ ყოველწლიურად მოსალოდნელია 13.4 მლნ ლარის ოდენობით (მხოლოდ საჯარო სექტორში, გარდა კერძო სექტორში გაზრდილი დასაქმების ეფექტისა).თავშესაფრებში მოსალოდნელია დამატებით 410 ადამიანის დასაქმება, საშენის ავტორიზაციასა და მონიტორინგთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად კი - 444 ადამიანის დასაქმება. დამატებით, 2024 წელს მოსალოდნელია 562,500 ლარის შემოსავლის მიღება საპროექტო კომპანიების მიერ. კანონის პროექტი ითვალისწინებს მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის ყოლას 18 წლის ასაკიდან, ნასამართლობის, დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობებისა და კინოლოგიური დაწესებულებიდან მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის მართვის თაობაზე შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის საფუძველზე. შესაბამისად, მოიმატებს მიმართვიანობა აღნიშნული ტიპის ცნობებზე და შესაბამისი შემოსავალი დაგენერირდება ცნობის გამცემი ორგანოების ბიუჯეტში. ასევე, მოსალოდნელია კინოლოგიური დაწესებულებების მიერ კურსების მომზადება, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია შესაბამის ხარჯებთან და შემოსავლებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი. თითოეული საშენი ვალდებული იქნება ამ კანონით დადგენილი წესით ერთჯერადად გაიაროს ავტორიზაცია შესაბამის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში და აიღოს ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გაცემის საფასურის ოდენობა შეადგენს 20 ლარს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; ბავშვების საუკეთესო ინტერესები უპირატესად უნდა იქნეს გათვალისწინებული, დაცული უნდა იყოს მათი უსაფრთხოების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის უფლებები. წარმოდგენილი კანონპროექტით მკაცრდება ძაღლისა და კატის ვაქცინაციის, მათთან ერთად მგზავრობის წესები, რაც უზრუნველყოფს ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველების უსაფრთხო თანაარსებობას. შესაბამისად კანონპროექტი დადებით ზეგავლენას მოახდენს ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის ზეგავლენის შეფასება; მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონის პროექტის შემუშავების პროცესი დაიწყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში. კანონპროექტზე მუშაობის პროცესში კომიტეტმა გამართა არაერთი კონსულტაცია როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებთან, მათ შორის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა (FAO) და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI). ასევე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სისტემური ცვლილების შესამუშავებლად. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ შინაურ ბინადარ ცხოველთა მეპატრონეები, მიმკედლებლები, შინაურ ბინადარ ცხოველთა უფლებებით დაინტერესებული პირები და შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების (შინაურ ბინადარ ცხოველთა საშენის, თავშესაფრის, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფრის, სასტუმროს, რეალიზატორის, ვეტერინარული და კინოლოგიურ-ფელინოლოგიური დაწესებულებების) წარმომადგენლები. ამასთანავე, კანონის პროექტზე მუშაობის პროცესში გაიმართა არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოსა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ წარმომადგენლებთან. კომიტეტმა ასევე იმუშავა სსიპ საქართველოს პარლმენტის კვლევით ცენტრთან კანონის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის მიზნით და გამოითხოვა ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ძაღლის/კატის ყოლაზე მეპატრონეთათვის რაოდენობრივი შეზღუდვის დაწესება, მიმკედლებელთა სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა, პოპულაციის მართვის პრიორიტეტული, ჰუმანური მეთოდების დანერგვა და ევთანაზიის სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. იმდენად, რამდენადაც კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად გამოვლინდა შინაურ ბინადარ ცხოველთა ევთანაზია, კომიტეტმა შეისწავლა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა პრაქტიკა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობაში, საჯარო სივრცეში მეთვალყურეობის გარეშე დატოვებული შინაური ბინადარი ცხოველი (ძაღლი/კატა) ექვემდებარება ევთანაზიას თუ პატრონის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდება, ასევე ევთანაზიას ექვემდებარება პატრონიანი, მძიმედ დაავადებული ცხოველი, იმ შემთხვევაშიც, როცა პატრონი უარს აცხადებს ევთანაზიაზე: კანონის პროექტის პროფესიული და ვეტერინარული კუთხით დასახვეწად გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) გამართა არაერთი სამუშაო შეხვედრა ვეტერინარებისა და კინოლოგების მონაწილეობით. ასევე, კანონის პროექტზე თემატური და ფინანსური მოკვლევის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის - ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დაქირავებულმა ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა. ამასთანავე, კანონის პროექტზე მუშაობის პროცესში ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ჩაატარა რაოდენობრივი და თვისობრივი სოციალური კვლევები, რომელმაც უფრო ცხადი გახადა პრობლემის აქტუალობა და საზოგადოების დამოკიდებულება უპატრონო ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მიმართ, კერძოდ 2022 წლიდან გაიზარდა მათი რიცხვი, ვისაც უსახლკარო ცხოველების პრობლემა აწუხებს. ამასთან, პატრონიანი ძაღლების უმრავლესობა კასტრირებული/სტერილიზებული არ არის. გარდა ამისა, გამოკითხულთა უმეტესობისთვის მისაღებია, რომ შინაური ცხოველების გამრავლება მხოლოდ სპეციალური ნებართვის მქონე საშენისთვის იყო ნებადართული. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი; საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი. საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, სალომე ქურასბედიანი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი კახიანი, გიორგი ცაგარეიშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ნოდარ ტურძელაძე, გიორგი ხახუბია, ეკა სეფაშვილი, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ჯინჯოლავა, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, შოთა ხაბარელი, ანზორ ბოლქვაძე, ბექა დავითულიანი, ზაზა ლომინაძე, ედიშერ თოლორაია, ანრი ოხანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე.