„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.12.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, გიორგი ცაგარეიშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ხატია წილოსანი, ეკა სეფაშვილი, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ჯინჯოლავა, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, გიორგი ხახუბია, შოთა ხაბარელი, ნოდარ ტურძელაძე, ანზორ ბოლქვაძე, სალომე ქურასბედიანი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი კახიანი, ბექა დავითულიანი, ზაზა ლომინაძე, ედიშერ თოლორაია, ანრი ოხანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე
ნომერი
#07-3/407/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 103-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 103. „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობის ვალდებულებების დარღვევა 1. შინაური ბინადარი ცხოველის ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის, მათ შორის, ანტირაბიული და კომპლექსური, ხოლო მონადირე ჯიშის ძაღლის შემთხვევაში, წელიწადში ორჯერ, ანტირაბიული ვაქცინაციის, დეჰელმინთიზაციის სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების ვალდებულების დარღვევა,გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 2. მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის ვალდებულების დარღვევა,გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მიმკედლებლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 3. შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა,გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 4. მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა,გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 5. ნარევი (მეტისი) ჯიშის შინაური ბინადარი სტერილიზაციის/კასტრაციის მოთხოვნის დარღვევა,- ცხოველის (ძაღლი, კატა) გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 6. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი, ორი თვის ან მეტი ასაკის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უმრავლესობის თანხმობის გარეშე,- გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 7. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა, მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას,გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 8. შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის ვალდებულებების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა დაკბენა-დაკაწვრის გზით სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება,გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 9. შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) მიტოვება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ობიექტური წინაპირობების არსებობის გარეშე,გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. 2. 1031 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1032-1034 მუხლები: მუხლი 1032. შინაური ბინადარი ცხოველის გასეირნების, მასთან ერთად მგზავრობის ან უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა 1. შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში, საავადმყოფოში, საბავშვო და სპორტულ მოედანზე, ასევე, იმ საზოგადოებრივი დაწესებულებების ტერიტორიაზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი,გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების განმეორებით ჩადენა,გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 3. ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), − გამოიწვევს ძაღლის მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის დანართით განსაზღვრული მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ქმედების განმეორებით ჩადენა,- გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 600 ლარის ოდენობით. 5. შინაურ ბინადარ ცხოველთან (ძაღლი, კატა) ერთად მგზავრობა მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტით (მეტრო), საბაგირო გადაყვანისას, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას M2 და M3 კატეგორიის ავტობუსით და საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ერთდროულად მოკლე საბლის და ალიკაპის ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე,გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ქმედების განმეორებით ჩადენა,გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 600 ლარის ოდენობით. მუხლი 1033. შინაური ბინადარი ცხოველების გამრავლების მოთხოვნების დარღვევა 1. თვრამეტ თვემდე ან/და რვა წლის ან მეტი ასაკის ძაღლის გამრავლება,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ლარის ოდენობით, ხოლო 2. შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება ცხოველის ჯანმრთელობისა და ჯიშიანობის და გამრავლებაზე ვარგისიანობის ცნობის გარეშე,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ოდენობით, ხოლო 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების განმეორებით ჩადენა,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. 4. ნარევი (მეტისი) ჯიშის (გარდა სელექციის შემთხვევისა), ან არარეგისტრირებული, ან გენეტიკური დაავადების მქონე ძაღლის ან/და კატის გამრავლება,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ოდენობით, ხოლო 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ქმედების განმეორებით ჩადენა,- გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. 6. შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ავტორიზაციის გარეშე,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული ქმედების განმეორებით ჩადენა,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით. 8. მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გამრავლება ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული ქმედების განმეორებით ჩადენა,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 10. საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იმპორტის, გამრავლების თაობაზე აკრძალვისა და დროებითი შემოყვანის წესის დარღვევა,გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. მუხლი 1034. ვეტერინარული დაწესებულების, შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფრის, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფრის, დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმრო), საშენის, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულებებისა და რეალიზატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა 1. შინაური ბინადარი ცხოველის ევთანაზია „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით,გამოიწვევს ევთანაზიის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების განმეორებით ჩადენა,გამოიწვევს ევთანაზიის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 3. შინაურ ბინადარ ცხოველთა კერძო თავშესაფრის, საშენისა და ვეტერინარული დაწესებულების მიერ შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა,გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ქმედების განმეორებით ჩადენა,გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 5. ვეტერინარული დაწესებულების, კერძო თავშესაფრის, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფრის, დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმრო), საშენის, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების ან რეალიზატორის საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით,გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ქმედების განმეორებით ჩადენა,გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 7. ვეტერინარული დაწესებულების, შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფრის, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფრის, დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმრო), საშენის, კინოლოგიური/ფელინოლოგიურ დაწესებულების ან რეალიზატორის მიერ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა განახორციელოს მონიტორინგი დადგენილი წესით,გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 3. 2093-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 465, 466, 552, 555, 556, 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 1032-1034 და 1072–107 4 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე−1355, 1461, 148-ე და 150-ე−1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512, 152-ე და 1522–152 9 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539, 1561, 1583 და 1584 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე, 1591, 1662, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს ამ კოდექსის 290 6 მუხლის გათვალისწინებით განიხილავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი. „3. თუ ამ კოდექსის 552, 555, 556, 642, 771, 772 , 103-ე და 1032-1034 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე−1355, 148-ე და 1501−1503 მუხლებით, 151ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512, 152-ე, 1522−1529, 1534, 1539, 1561, 1583 და 1584 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას). „4. ამ კოდექსის 552, 555, 556, 642, 771, 772, 103-ე, 1032-1034 და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135ე−1355, 1461, 148-ე და 1501−1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512, 152-ე და 1522−1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539, 1583 და 1584 მუხლებით, 158 5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი.“. 4. 2401 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 465, 466 , 103-ე, 1032-1034 და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე−1355 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 152ე, 1523, 1533, 1536, 1584, 1591, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსსა და გამოწერის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“. 5. 242-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კოდექსის 103-ე, 1032-1034 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე−1355 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 2093 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ბურთულიანი კალმით ან/და ელექტრონული ფორმით ივსება.“. 6. 243-ე მუხლის 22 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. ამ კოდექსის 103-ე 1032-1034 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ ან/და არ არსებობს შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა.“. 7. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 171-ე და 1752 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებითა და 142-ე, 1533 , 154-ე, 1741 და 174 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 501 , 511 , 513 , 533 , 55-ე, 552 , 553 , 555 , 556 , 582 , 592 , 61-ე და მე-80 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 912 , 921 , 94-ე, 95-ე, 961 , 962 , 964 , 99-ე, 1001 , 1002 , 103-ე, 1032-1034, 104-ე, 1051 , 1071 , 141-ე, 143-ე−1441 , 1443 −1445 , 14410 , 145-ე, 1461 , 148-ე−1501 , 1511 , 152-ე, 1522 −1529 , 153-ე, 1541 , 1542 , 156-ე−1581 , 159-ე, 1591 , 163ე, 164-ე, 16512 −16523 , 1661 , 167-ე, 170-ე, 174-ე და 175-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1771 მუხლით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და 1791 , 180-ე−1831 , 185-ე−1852 , 187-ე, 1871 , 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963 , 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 7 დღის ვადაში.“. 8. 2906 მუხლს მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კოდექსის 103-ე 1032-1034 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან მიაწოდოს პერსონალური სამართალდამრღვევის მონაცემები. დაუშვებელია, იდენტიფიცირებისთვის ეს ინფორმაცია აუცილებელი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულმა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული 103-ე მუხლის მე-3-მე-6 ნაწილებისა, პირველი მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული 1033 მუხლის მე-2-მე-9 ნაწილებისა და 1034 მუხლის მე-3-მე-6 ნაწილებისა ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული 103-ე მუხლის მე3-მე-6 ნაწილები, პირველი მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული 1033 მუხლის მე-2-მე9 ნაწილები, 1034 მუხლის მე-3-მე-6 ნაწილები ამოქმედდეს 2025 წლის პირველი ივლისიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული 103-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2027 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულია როგორც „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი კანონპროექტი. აღნიშნული კანონპროექტით იცვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძვლები ცხოველთა მართვის სფეროში, შესაბამისად აუცილებელია თანმდევი ცვლილებების განხორციელება კოდექსში, რათა ეს უკანასკნელი თანხვედრაში მოვიდეს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კანონპროექტის შემუშავების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ადამიანებისა და შინაური ბინადარი ცხოველების თანაარსებობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ისევე როგორც, მათი დაცვა სხვა შინაური ბინადარი ცხოველებისგან მომდინარე საფრთხეებისგან, მათ შორის, მათი ყოლის, გასეირნების, ტრანსპორტირების, მასობრივ ღონისძიებებში (სანახაობა, სპორტული, გასართობი ან სხვა ღონისძიება) გამოყენების, გამრავლებისა და „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მკაცრ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვებისათვის, რაც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ქვეყანაში არსებული ჰიპერპოპულაციის (შინაური ბინადარი ცხოველების უკონტროლო გამრავლების) შემცირებას, ხოლო, მეორე მხრივ, ცხოველთა დაცვას არასათანადო მოპყრობისგან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა კანონპროექტით გათვალისწინებული პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, რადგან მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. კერძოდ პრობლემას წარმოადგენს ადამიანებისა და შინაური ბინადარი ცხოველების თანაარსებობისათვის უსაფრთხო გარემოს არარსებობა, რაც თავის მხრივ, განპირობებულია ქვეყანაში შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში ერთიანი საკანონმდებლო ბაზის არქონითა და მთელი რიგი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის სანქციების არარსებობით. ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის განსაზღვრული სანქციები არაეფექტური და შეუსაბამოდ დაბალია, ვერ პასუხობს სამართალდარღვევების სიმძიმესა და ხარისხს. ამდენად, ახალი სანქციების შემოღებას, ისევე როგორც არსებული სანქციების გამკაცრებას ექნება პრევენციული ეფექტი და დადებით გავლენას იქონიებს, როგორც შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობაზე, ისე, ადამიანებისა და შინაური ბინადარი ცხოველების თანაარსებობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა და პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ კანონმდებლობის გამკაცრებამ ცხოველების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების და გადაცდომების რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა. ამ გზით, გაუმჯობესდა ასევე საზოგადოების დამოკიდებულება ცხოველების მიმართ. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელების გამკაცრება, ისევე როგორც, ახალი სანქციების შემოღება უზრუნველყოფს ცხოველთა მართვის სფეროში არსებული ვითარების გაუმჯობესებას, ადამიანებისა და შინაური ბინადარი ცხოველების დაზიანების, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების პრევენციას, მათი თანაარსებობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძვლებიდან გამომდინარე. ახლებურად ყალიბდება სამართალდარღვევის შინაარსი შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობის ვალდებულებების დარღვევისათვის, მათ შორის: _ _ _ _ _ _ _ _ ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის და სხვა საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების ვალდებულების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის ვალდებულების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მიმკედლებლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით; ნარევი (მეტისი) ჯიშის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) სტერილიზაცია/კასტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით; ყოლისათვის დადგენილი რაოდენობრივი შეზღუდვის დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით; მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით; მეპატრონის ვალდებულებების დარღვევისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რაც გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვებისათვის, რაც გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას - 5000 ლარის ოდენობით. კანონპროექტს ემატება შემდეგი შინაარსის 1032-1034 მუხლები, რომლებიც ითვალისწინებს პასუხიმგებლობას შემდეგი სამართალდარღვევებისათვის: შინაური ბინადარი ცხოველის _ გასეირნების, მგზავრობის ან უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა; შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლების მოთხოვნების დარღვევა; შინაური ბინადარი ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა. კერძოდ, 1032 მუხლი ითვალისწინებს სანქციებს შემდეგი სამართალდარღვევებისათვის: შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე, იმ საზოგადოებრივი დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით; _ ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით. _ შინაურ ბინადარ ცხოველთან (ძაღლი, კატა) ერთად მგზავრობა მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტით (მეტრო), საბაგირო გადაყვანისას, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას M2 და M3 კატეგორიის ავტობუსით და საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ერთდროულად მოკლე საბლის და ალიკაპის ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით. 3 103 მუხლი ითვალისწინებს სანქციებს გამრავლების მოთხოვნების დარღვევისათვის, კერძოდ: _ _ _ _ _ _ _ თვრამეტ თვემდე და ან/და რვა წლის ან მეტი ასაკის ძაღლების გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება ცხოველის ჯანმრთელობისა და ჯიშიანობის და გამრავლებაზე ვარგისიანობის ცნობის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით; ნარევი (მეტისი) ჯიშის (გარდა სელექციის შემთხვევისა), ან არარეგისტრირებული, ან გენეტიკური დაავადების მქონე ძაღლის ან/და კატის გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით; შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ავტორიზაციის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით; მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გამრავლება დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას - 2000 ლარის ოდენობით; საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იმპორტის, გამრავლების თაობაზე აკრძალვისა და დროებითი შემოყვანის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 4 103 მუხლი ითვალისწინებს სანქციებს შემდეგი სამართალდარღვევებისათვის: _ _ _ _ შინაური ბინადარი ცხოველის ევთანაზია „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; შინაურ ბინადარ ცხოველთა კერძო თავშესაფრის, საშენისა და ვეტერინარული დაწესებულების მიერ შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ვეტერინარული დაწესებულების, კერძო თავშესაფრის, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფრის, დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმრო), საშენის, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების ან რეალიზატორის საქმიანობა დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ვეტერინარული დაწესებულების, შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფრის, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფრის, დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმრო), საშენის, კინოლოგიური/ფელინოლოგიურ დაწესებულების ან რეალიზატორის მიერ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა განახორციელოს მონიტორინგი დადგენილი წესით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში) ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს კონკრეტული სამართალდარღვევებისათვის სანქციების გამკაცრებასა და ახალი სანქციების დაწესებას, მიზანშეწონილია იგი ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან. ხოლო, სანქციები იმ სამართალდარღვევებისათვის, რომელთა აღსრულება „შინაური ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის თანახმად დაკავშირებულია შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემასა თუ მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნასთან, მიზანშეწონილია ამოქმედდეს 2025 წლის პირველი ივლისიდან. რაც შეეხება, სანქციას მიკედლებული ძაღლის ანტირაბიული ვაქცინაციის ვალდებულების დარღვევისათვის, მიზანშეწონილია ამოქმედდეს 2027 წლის პირველი იანვრიდან. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) ინიციატორის მიერ არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები დაიფარება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ცნობიერების ამაღლების ნაწილში, კი, ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, იმდენად, რამდენადაც ხდება ახალი სანქციების შემოღება, ისევე როგორც არსებული სანქციების გამკაცრება. გავლენის ჯამური ოდენობა კი დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევათა სიხშირეზე. კერძოდ იმ დაშვებით, რომ ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად მონიტორინგს განახორციელებს 79 ეკიპაჟი, რომელთა შემადგენლობაშიც იქნება მინიმუმ ორი თანამშრომელი (მძღოლ-დამჭერი და სპეციალისტ-დამჭერი) და საშუალოდ მოხდება დღეში ორი 100 ლარიანი ჯარიმის დაწერა ეკიპაჟის მიერ, ჯამურად მოსალოდნელია დაახლოებით 5,767,000.00 ლარის საჯარიმო შემოსავლის გენერირება წელიწადში. კანონი, ასევე, ითვალისწინებს შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების: ვეტერინარული დაწესებულების, კერძო თავშესაფრის, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფრის, დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმრო), საშენის, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების ან რეალიზატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმებას. იმ დაშვებით, რომ ქვეყნის მასშტაბით წელიწადში მოხდება საშუალოდ ასი ერთეული 500 ლარიანი ჯარიმის დაწერა, ჯამურად მოსალოდნელია დაახლოებით 50,000 ლარის საჯარიმო შემოსავლის გენერირება, რაც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იმდენად, რამდენადაც, ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგი უნდა განახორციელოს 72-მა ახალმა ეკიპაჟმა, რომელთა შემადგენლობაშიც იქნება მინიმუმ ორი თანამშრომელი (მძღოლ-დამჭერი და სპეციალისტ-დამჭერი). იმ დაშვებით, რომ ერთი ეკიპაჟის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს თვიური ოდენობა იქნება დაახლოებით 1016.4 (სპეციალისტდამჭერი) და 1270.5 (მძღოლ-დამჭერი) ლარი, ჯამურად ერთი წლის განმავლობაში თითო ეკიპაჟის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურებისათვის გასაწევი ხარჯი შეადგენს შესაბამისად, 27 246.8 ლარს. რაც შეეხება, ცნობიერების ამაღლებას, ამ მიმართულებით მოსალოდნელი ხარჯების დაფინანსება მოხდება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტი ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, ვისზეც ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული ჯარიმების შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ფულადი ვალდებულება, რაც გავლენას მოახდენს მის ფინანსურ მდგომარეობაზე. კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს სამართალდარღვევების ისეთ ახალ სახეებს, როგორებიცაა: იდენტიფიკაციარეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა, ნარევი (მეტისი) ჯიშის შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციის მოთხოვნების დარღვევა, შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვება და სხვ, რომელთა საფუძველზეც პირი შესაძლოა დაჯარიმდეს სხვადასხვა ოდენობის სანქციით 50-დან 3000 ლარამდე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი. კანონპროექტი ითვალისწინებს სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოტანას, კერძოდ, ხდება არსებული სანქციების გამკაცრება, ისევე როგორც, ახალი სანქციების შემოღება სამართალდარღვევების ისეთი ახალი სახეებისათვის, როგორებიცაა: შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა, ნარევი (მეტისი) ჯიშის ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციის მოთხოვნების დარღვევა, შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვება და სხვ. აღნიშნული სამართალდარღვევებისათვის პირი შესაძლოა დაჯარიმდეს სხვადასხვა ოდენობის სანქციით 50-დან 3000 ლარამდე. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; ბავშვების საუკეთესო ინტერესები უპირატესად უნდა იქნეს გათვალისწინებული, დაცული უნდა იყოს მათი უსაფრთხოების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის უფლებები. წარმოდგენილი კანონპროექტით მკაცრდება სანქციები ძაღლის გასეირნების, ტრანსპორტირებისა და მასთან ერთად მგზავრობის წესების დარღვევისათვის და დგინდება მთელი რიგი ახალი სანქციები ისეთი სამართალდარღვევებისათვის, როგორებიცაა ძაღლისა და კატის გამრავლების წესების დარღვევა, შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვება და სხვ., რაც უზრუნველყოფს ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველების უსაფრთხო თანაარსებობას. შესაბამისად კანონპროექტი დადებით ზეგავლენას მოახდენს ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის ზეგავლენის შეფასება; მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან. ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონის პროექტზე მუშაობის პროცესში კონსულტაციები გაიმართა როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებთან. ასევე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სისტემური ცვლილების შესამუშავებლად. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ შინაურ ბინადარ ცხოველთა მეპატრონეები, მიმკედლებლები, შინაურ ბინადარ ცხოველთა უფლებებით დაინტერესებული პირები და შინაურ ბინადარ ცხოველთა მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების (შინაურ ბინადარ ცხოველთა საშენის, თავშესაფრის, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფრის, სასტუმროს, რეალიზატორის, ვეტერინარული და კინოლოგიურ-ფელინოლოგიური დაწესებულებები) წარმომადგენლები. ამასთანავე, კანონის პროექტზე მუშაობის პროცესში გაიმართა არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოსა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ წარმომადგენლებთან. კომიტეტმა ასევე იმუშავა სსიპ საქართველოს პარლმენტის კვლევით ცენტრთან კანონის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის მიზნით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, სალომე ქურასბედიანი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი კახიანი, გიორგი ცაგარეიშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ნოდარ ტურძელაძე, გიორგი ხახუბია, ეკა სეფაშვილი, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ჯინჯოლავა, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, შოთა ხაბარელი, ანზორ ბოლქვაძე, ბექა დავითულიანი, ზაზა ლომინაძე, ედიშერ თოლორაია, ანრი ოხანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე.