„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“
- „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ (07-3/407/10; 27/12/2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ გამომდინარე, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან (07-3/407/10; 27/12/2023). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014,
სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა, შინაურ ბინადარ ცხოველთა
მართვის სფეროში ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, პოპულაციების მართვა და
მონიტორინგი, მუნიციპალურ თავშესაფართა მოწყობა და უპატრონო ცხოველებთან
დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის პირველი ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
საკანონმდებლო პაკეტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ ითვალისწინებს შინაური
ბინადარი ცხოველების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების
გაფართოებას. შესაბამისად, საჭიროა ცვლილება შევიდეს საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და დაზუსტდეს მუნიციპალიტეტის
საკუთარი უფლებამოსილება შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
უპატრონო შინაურ ბინადარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ
დგას მუნიციპალიტეტებში, სადაც დიდია დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების
რისკი, ასევე ხშირია ადამიანების დაკბენის შემთხვევები. მოქმედი რედაქციის თანახმად,
მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს შინაური ბინადარი
ცხოველების ყოლის წესების დადგენა და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული
საკითხების გადაწყვეტა, თუმცა მუნიციპალიტეტებში, ასევე, პრობლემურია შინაურ
ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობის (იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია) უზრუნველყოფა და
მათი პოპულაციების მართვა-კონტროლი. ამდენად, ორგანულ კანონში „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ აუცილებელია შესაბამისი ჩანაწერის არსებობა, რომელიც
დააზუსტებს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას შინაურ ბინადარ ცხოველთა
მართვის სფეროში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
ორგანული კანონის პროექტის მიღების შედეგად, მუნიციპალიტეტებს, რომელთა საკუთარ
უფლებამოსილებას წარმოადგენს შინაურ ბინადარ ცხოველთა ყოლის წესების დადგენა და
უპატრონო შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, ასევე
დაევალებათ შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში ცხოველთა იდენტიფიკაციარეგისტრაცია, პოპულაციების მართვა და მონიტორინგი და მუნიციპალურ თავშესაფართა
მოწყობა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობას,
უპატრონო და მიკედლებული ცხოველების პოპულაციების შემცირებას, ისევე, როგორც
ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო გარემოს შექმნას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
ორგანული კანონის პროექტის მიხედვით, დაზუსტდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილება, კერძოდ, მიეთითება შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში
ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, პოპულაციების მართვისა და მონიტორინგის და
მუნიციპალურ თავშესაფართა მოწყობის საკითხები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
გამომდინარე იქიდან, რომ ორგანული კანონის კანონპროექტი ითვალისწინებს შინაურ
ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას,
პოპულაციების მართვას, მონიტორინგსა და მუნიციპალურ თავშესაფართა მოწყობას, რაც
დაკავშირებულია საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“
კანონის პროექტთან და შესაბამისად მისი ამოქმედების ვადასთან, მიზანშეწონილია
აღნიშნული კანონი ამოქმედდეს 2024 წლის პირველი ივლისიდან. ამასთანავე, ორგანული
კანონის პროექტი არ ითვალისწინებს ორგანული კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
ორგანული კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონის
პროექტის
საფუძველზე
მუნიციპალიტეტების
დაზუსტებული
უფლებამოსილებების აღსასრულებლად საჭირო ხარჯების დაფინანსება მოხდება როგორც
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალიტეტებს
გააჩნიათ მწირი საბიუჯეტო რესურსი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ, საქართველოს
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
დღესდღეობით მუნიციპალიტეტების კომპეტენციას განეკუთვნება შინაურ ბინადარ
ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დადგენა, აღნიშნული წესების დაცვაზე
მონიტორინგის განხორციელება, ისევე, როგორც უპატრონო შინაურ ბინადარ ცხოველთა
პოპულაციის მართვა. წარმოდგენილი კანონპროექტით, დაზუსტდება მუნიციპალიტეტების
ზემოაღნიშნული უფლებამოსილებები, კერძოდ, მიეთითება შინაურ ბინადარ ცხოველთა
მართვის სფეროში ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და პოპულაციების მართვამონიტორინგის საკითხები. დაზუსტებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა შეფასებული და ასახულია
აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ შესახებ
საქართველოს კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
ადგილობრივ თვითმმართველობებს უკვე გააჩნიათ მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები
შინაურ ბინადარ ცხოველთა ყოლის წესების დადგენის კუთხით, ისევე, როგორც უპატრონო
ცხოველებთან
დაკავშირებული
საკითხების
გადაწყვეტისათვის.
ორგანული
კანონის
პროექტის მიხედვით, კი დაზუსტდება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება, კერძოდ,
მიეთითება შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში ცხოველთა იდენტიფიკაციარეგისტრაციისა და პოპულაციების მართვა-მონიტორინგის საკითხები. დაზუსტებული
უფლებამოსილებების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე გავლენა შეფასებული და ასახულია აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ
„შინაურ ბინადარ ცხოველთა“ შესახებ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებით
ბარათში.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ
ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
ორგანული კანონის პროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კერძოდ, შინაურ ბინადარ
ცხოველთა მეპატრონეების, მიმკედლებლებისა და შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის
სფეროში საქმიანობის განახორციელებდი შემდეგი სუბიექტების მიმართ: ვეტერინარული
დაწესებულება, თავშესაფარი, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფარი,
ცხოველთა
დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), საშენი, კინოლოგიური/ფელინოლოგიური
დაწესებულება. აღნიშნული გავლენები შეფასებული და ასახულია საკანონმდებლო პაკეტში
შემავალ „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ შესახებ საქართველოს კანონის პროექტისა და
„ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში“
ცვლილების
შეტანის
შესახებ
საქართველოს კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
ორგანული კანონის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას;
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
ორგანული კანონის პროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება;
კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
ორგანული კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანული კანონის პროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
ორგანული კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან.
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები:
მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, სალომე ქურასბედიანი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი კახიანი,
გიორგი ცაგარეიშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ნოდარ
ტურძელაძე, გიორგი ხახუბია, ეკა სეფაშვილი, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ჯინჯოლავა, ირმა
ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, შოთა ხაბარელი, ანზორ ბოლქვაძე, ბექა დავითულიანი, ზაზა
ლომინაძე, ედიშერ თოლორაია, ანრი ოხანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ბექა ოდიშარია,
ლევან ქარუმიძე.