„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/418/10; 21/02/2024)და მისგან გამომდინარე: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტები გამომდინარე, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (07-3/418/10;21/02/2024 ): (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-26
ბიუროს ნომერი 325
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს
კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 136 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. მე-14 მუხლის:
ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია
ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ დეკლარაციის
წარდგენიდან 1-თვიანი პერიოდის განმავლობაში მიუთითებს ამ ხარვეზზე და
განუსაზღვრავს 1-თვიან ვადას მისი აღმოფხვრისათვის. აღნიშნული 1-თვიანი
პერიოდის ან 1-თვიანი ვადის მიმდინარეობისას ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან
მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია. ამ
პუნქტით დადგენილი პროცედურის განხორციელება არ ათავისუფლებს პირს
თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის
შედეგად
გამოვლენილი
ხარვეზისთვის
კანონით
გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისაგან. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს
პარლამენტის წევრობის კანდიდატის, რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო
სასამართლოს
მოსამართლის
ვაკანტური
თანამდებობის
დასაკავებლად
გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატად რეგისტრირებული პირის ან
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის
პროცედურაში კანდიდატად რეგისტრირებული პირის მიერ წარდგენილ
თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაზე.“;
ბ) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-15 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი
თანხა, რომლის ოდენობა 10 000 ლარს აღემატება, – ფულადი თანხის მესაკუთრის
ვინაობა, ფულადი თანხის წყარო და ფულადი თანხის ოდენობა შესაბამის
ვალუტაში;“.
4. 181 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში
არსებული ხარვეზის ამ კანონის მე-14 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად
განსაზღვრულ 1-თვიან ვადაში აღმოუფხვრელობა.“.
1
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:
„მუხლი 191
ამ
თავით
გათვალისწინებულ
შეტყობინებას,
ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ანტიკორუფციული ბიურო სათანადო
პირს აბარებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების
ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. აღნიშნული შეტყობინება,
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ პირისთვის
ჩაბარებულად მიიჩნევა ამ შეტყობინების/ამ აქტის აღნიშნულ სისტემაში ასახვის
მომენტიდან.“.
6. მე-20 მუხლის:
ა) პირველი−12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა ან თანამდებობის პირის
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არსებული ხარვეზის იმავე მუხლის მე12 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ 1-თვიან ვადაში აღმოუფხვრელობა
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც
გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –
განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ.
11. ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
თანამდებობის
პირი
ჯარიმდება
თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა, ხოლო ის პირი,
რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, − თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში
ბოლოს მიღებული თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ 500
ლარისა, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი – განკარგულება. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ
შემთხვევაში, თუ ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ ისეთ დარღვევას
(თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მხოლოდ ისეთი
ხარვეზის არსებობას), რომლისთვისაც პირი დაჯარიმებულია ამ მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად.
12. ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირს ეძლევა გაფრთხილება, რის
შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
– განკარგულება. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ამ
კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ ისეთ დარღვევას (თანამდებობის პირის
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მხოლოდ ისეთი ხარვეზის არსებობას),
რომლისთვისაც პირი დაჯარიმებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად.“;
ბ) 13 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
2
„7. ამ მუხლით გათვალისწინებულ შეტყობინებას, ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ანტიკორუფციული ბიურო სათანადო
პირს აბარებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების
ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. აღნიშნული შეტყობინება,
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ პირისთვის
ჩაბარებულად მიიჩნევა ამ შეტყობინების/ამ აქტის აღნიშნულ სისტემაში ასახვის
მომენტიდან.“.
7. 203 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია მამხილებელს მიანიჭოს
მამხილებლის სტატუსი (მათ შორის, ანონიმური მამხილებლის სტატუსი),
გაუწიოს მას სამართლებრივი ან/და ფსიქოლოგიური დახმარება და მხილების
ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია, დოკუმენტი, მტკიცებულება მხილების
ფაქტზე რეაგირებისთვის გაუგზავნოს სათანადო ორგანოს/თანამდებობის პირს.
ანტიკორუფციული ბიურო ასევე უფლებამოსილია საჯარო სამართლის
იურიდიულ
პირის
−
იურიდიული
დახმარების
სამსახურის
მიერ
მამხილებლისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციისა და სახელმწიფოს
ხარჯზე იურიდიული დახმარების გაწევის მიზნით მიმართოს აღნიშნულ
სამსახურს. ამ პუნქტით გათვალისწინებული ანტიკორუფციული ბიუროს
უფლებამოსილებების განხორციელების წესი დგინდება ანტიკორუფციული
ბიუროს უფროსის ბრძანებით.“.
8. 2015 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ანტიკორუფციული ბიურო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ბავშვის
უფლებათა კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.“.
9. 2017 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5.
ანტიკორუფციული
ბიუროს
უფროსი
ხელშეუხებელია.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში
მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის,
მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის
წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს
პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან
დაპატიმრებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაუყოვნებლივ უნდა
გათავისუფლდეს.“.
10. 2019 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მის მიერ ამ კანონის 2018 მუხლის რომელიმე მოთხოვნის დარღვევით
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი
თანამდებობის
დაკავება
ან
ანტიკორუფციული
ბიუროს
უფროსის
თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;“;
3
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული
ბიუროს უფროსმა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში დაადგინოს ამ კანონის
პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული „კორუფციის წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 203 მუხლის მე-5 პუნქტით
განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული
ბიუროს უფლებამოსილებების განხორციელების წესი.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის
სტატუსი მიენიჭა, რისი ერთ-ერთი საფუძველიც გახდა ევროკავშირის
გაფართოების პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის
კომუნიკაციაში ასახული რეკომენდაცია. ამასთანავე, ევროკომისიის იმავე
კომუნიკაციით საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად
განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული
ბიუროს საქმიანობის შემდგომი ეფექტიანობის, მისი ინსტიტუციური
დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართულებით შემდგომი
ღონისძიებების გატარება.
კანონპროექტი ემსახურება სწორედ აღნიშნული პრიორიტეტული ამოცანის
შესრულებას და მიზნად ისახავს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის
ეფექტიანობის
შემდგომ
ხელშეწყობასა
და
მისი
ინსტიტუციური
დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხების შემდგომ გაუმჯობესებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტი ემსახურება ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის კომუნიკაციით
საქართველოსთვის განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანის
შესრულებას და მიზნად ისახავს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის
ეფექტიანობის
შემდგომ
ხელშეწყობასა
და
მისი
ინსტიტუციური
დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხების შემდგომ გაუმჯობესებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს ძირითადად შემდეგ საკითხებს:
− დგინდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტია;
კერძოდ, განისაზღვრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი
ხელშეუხებელია. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის
1
−
−
−
−
−
პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან
სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ
საქართველოს
პარლამენტის
წინასწარი
თანხმობით.
გამონაკლისია
დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს
საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი 48 საათის
განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
ზუსტდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის
თანამდებობასთან
შეუთავსებელი
თანამდებობის
დაკავებასა
ან
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი
საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, უქმდება
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
ის საფუძველი, რომელიც დაკავშირებული ნარკოტიკული საშუალების
მოხმარებასა და სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის
თავის არიდებასთან.
განისაზღვრება, რომ თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ
დეკლარაციის წარდგენიდან 1-თვიანი პერიოდის განმავლობაში მიუთითებს ამ
ხარვეზზე და განუსაზღვრავს 1-თვიან ვადას მისი აღმოფხვრისათვის.
აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის მიმდინარეობისას ამ
დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო
ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია. ამ პროცედურის განხორციელება არ
ათავისუფლებს პირს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზისთვის კანონით
გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან. ამასთანავე, განისაზღვრება, რომ
აღნიშნული ხარვეზის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას,
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია კი მონიტორინგს დაექვემდებარება.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა
ნორმებთან შესაბამისობის მიზნით ზუსტდება იმავე კანონის მე-15 მუხლის „თ“
ქვეპუნქტის ნორმა პირისა და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული
ნაღდი ფულადი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით.
განისაზღვრება რომ, შესაბამის შეტყობინებებსა და ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ანტიკორუფციული ბიურო პირს
ჩააბარებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების
ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. აღნიშნული შეტყობინება,
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირისთვის
ჩაბარებულად მიიჩნევა ამ შეტყობინების/ამ აქტის აღნიშნულ სისტემაში
ასახვის მომენტიდან.
ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება, მამხილებელს მიანიჭოს
მამხილებლის სტატუსი (მათ შორის, ანონიმური მამხილებლის სტატუსი),
გაუწიოს მას სამართლებრივი ან/და ფსიქოლოგიური დახმარება და მხილების
ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია, დოკუმენტი, მტკიცებულება მხილების
ფაქტზე რეაგირებისთვის გაუგზავნოს სათანადო ორგანოს/თანამდებობის პირს.
2
ანტიკორუფციული ბიურო ასევე ენიჭება უფლებამოსილება, საჯარო
სამართლის იურიდიულ პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ
მამხილებლისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციისა და სახელმწიფოს
ხარჯზე იურიდიული დახმარების გაწევის მიზნით მიმართოს აღნიშნულ
სამსახურს.
ანტიკორუფციული
ბიუროს
ამ
უფლებამოსილებების
განხორციელების წესი დადგინდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის
ბრძანებით.
− ზუსტდება, რომ ანტიკორუფციული ბიურო თავის უფლებამოსილებებს
ახორციელებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონითა და ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილი მოთხოვნების
დაცვით.
− უქმდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს
პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების
წევრების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა
თავმჯდომარეების, საქართველოს მთავრობის წევრის, მისი პირველი
მოადგილისა და მოადგილისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების
აღმასრულებელი
ხელისუფლების
დაწესებულებათა
ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების
გავლასთან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას,
რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია
მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
3
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტიდან გამომდინარე ხარჯები დაიფარება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით შესაბამისი უწყებისთვის განსაზღვრული
არსებული ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ თუ თანამდებობის პირის ქონებრივი
მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო
შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან 1-თვიანი პერიოდის განმავლობაში
მიუთითებს ამ ხარვეზზე და განუსაზღვრავს 1-თვიან ვადას მისი
აღმოფხვრისათვის. აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის
მიმდინარეობისას ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის
საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია. ამ პროცედურის
განხორციელება არ ათავისუფლებს პირს თანამდებობის პირის ქონებრივი
მდგომარეობის
დეკლარაციის
მონიტორინგის
შედეგად
გამოვლენილი
ხარვეზისთვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან. ამასთანავე,
განისაზღვრება, რომ აღნიშნული ხარვეზის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პირის
დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია კი
მონიტორინგს დაექვემდებარება. აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებამ
შესაძლოა სათანადო გავლენა მოახდინოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე გაზრდის მიმართულებით, რაც დამოკიდებულია პირთა
დაჯარიმების ფაქტების რაოდენობაზე.
კანონპროექტით უქმდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრული
ვალდებულება,
რომელიც
დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის
წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების, საქართველოს
მთავრობის წევრის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილისა და აფხაზეთისა
და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების
დაწესებულებათა
ხელმძღვანელებისა
და
მათი
მოადგილეების
მიერ
ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. ამასთანავე, კანონპროექტით უქმდება ამ
ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დადგენილი ჯარიმა, რომლის ოდენობაც
ამჟამად 500 ლარია. ამ საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა სათანადო გავლენა
მოახდინოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კლების
მიმართულებით იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნული პირები ნარკოლოგიური
4
შემოწმების გაუვლელობისთვის ვეღარ დაჯარიმდებიან, ვინაიდან მათ აღარ
ექნებათ ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით
განისაზღვრება
რომ,
შესაბამის
შეტყობინებებსა
და
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ანტიკორუფციული
ბიურო პირს ჩააბარებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. აღნიშნული
შეტყობინება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ამ შეტყობინების/ამ აქტის აღნიშნულ
სისტემაში ასახვის მომენტიდან. ეს საკანონმდებლო ცვლილება გამოიწვევს
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ზემოაღნიშნული შეტყობინებებისა და
ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების მატერიალური
ფორმით ჩაბარების ელექტრონული ფორმით ჩაბარებით ჩანაცვლებას და ბიუროს
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის სათანადოდ შემცირებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ თუ თანამდებობის პირის ქონებრივი
მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო
შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან 1-თვიანი პერიოდის განმავლობაში
მიუთითებს ამ ხარვეზზე და განუსაზღვრავს 1-თვიან ვადას მისი
აღმოფხვრისათვის. აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის
მიმდინარეობისას ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის
საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია. ამ პროცედურის
განხორციელება არ ათავისუფლებს პირს თანამდებობის პირის ქონებრივი
მდგომარეობის
დეკლარაციის
მონიტორინგის
შედეგად
გამოვლენილი
ხარვეზისთვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან. ამასთანავე,
განისაზღვრება, რომ აღნიშნული ხარვეზის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პირის
დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია კი
მონიტორინგს დაექვემდებარება. ამ საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა
5
სათანადო ფინანსური გავლენა მოახდინოს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
გავრცელდება მისი მოქმედება.
კანონპროექტით უქმდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრული
ვალდებულება,
რომელიც
დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის
წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების, საქართველოს
მთავრობის წევრის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილისა და აფხაზეთისა
და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების
დაწესებულებათა
ხელმძღვანელებისა
და
მათი
მოადგილეების
მიერ
ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. ამასთანავე, კანონპროექტით უქმდება ამ
ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დადგენილი ჯარიმა, რომლის ოდენობაც
ამჟამად 500 ლარია. შესაბამისად, აღნიშნული პირები ნარკოლოგიური შემოწმების
გაუვლელობისთვის ვეღარ დაჯარიმდებიან, ვინაიდან მათ აღარ ექნებათ
ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ თუ თანამდებობის პირის ქონებრივი
მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო
შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან 1-თვიანი პერიოდის განმავლობაში
მიუთითებს ამ ხარვეზზე და განუსაზღვრავს 1-თვიან ვადას მისი
აღმოფხვრისათვის. აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის
მიმდინარეობისას ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის
საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია. ამ პროცედურის
განხორციელება არ ათავისუფლებს პირს თანამდებობის პირის ქონებრივი
მდგომარეობის
დეკლარაციის
მონიტორინგის
შედეგად
გამოვლენილი
ხარვეზისთვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან. ამასთანავე,
განისაზღვრება, რომ აღნიშნული ხარვეზის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პირის
დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია კი
მონიტორინგს დაექვემდებარება.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
6
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გამართულ
სამუშაო შეხვედრებში მონაწილე საპარლამენტო სუბიექტების, შესაბამისი
სახელმწიფო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
7
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური,
ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ
სარჯველაძე, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური,
ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ
სარჯველაძე, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე.
8