„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.02.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე
ნომერი
#07-3/418/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-26
ბიუროს ნომერი 325

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 მუხლი: „მუხლი 241 თუ პარტია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ანტიკორუფციულ ბიუროს ამ კანონით გათვალისწინებულ საფინანსო დეკლარაციას არ წარუდგენს ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია აღნიშნული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე გააუქმოს ამ პარტიის რეგისტრაცია. აღნიშნული პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ ამ პარტიის დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას.“. 2. 341 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მონიტორინგის განხორციელების მიზნით პარტიისგან, განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირისგან გამოითხოვოს ინფორმაცია მისი ფინანსების შესახებ;“; ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.გ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი: „პ1) პარტიის, განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ ამ თავით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მისცეს მას მითითება შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ და განუსაზღვროს მას გონივრული ვადა ამ ხარვეზის აღმოფხვრისათვის;“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების მიზნით ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განახორციელოს სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების შემდეგი ღონისძიებები: ა) ფიზიკური პირის გამოკითხვა; ბ) ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა; გ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან 1 ინფორმაციის (მათ შორის, პერსონალური მონაცემის, კატეგორიის პერსონალური მონაცემის) გამოთხოვა.“; გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. განსაკუთრებული 3. 342 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ანტიკორუფციული ბიუროსთვის მის მიერ მოთხოვნილი, კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ან ანტიკორუფციული ბიუროს მიერ კანონის შესაბამისად პარტიისთვის, განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირისთვის მიცემული ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, კვალიფიციური პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით, სხვა სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 ლარით.“; ბ) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი: „17. ამ კანონის მიზნებისთვის აკრძალულ შემოწირულებად, აკრძალულ საწევრო შენატანად, აკრძალულ ხარჯად მიიჩნევა ამ კანონით დადგენილი რომელიმე მოთხოვნის დარღვევით ან/და დაუსაბუთებელი ქონების გამოყენებით განხორციელებული შემოწირულება, საწევრო შენატანი, ხარჯი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, რისი ერთ-ერთი საფუძველიც გახდა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის კომუნიკაციაში ასახული რეკომენდაცია. ამასთანავე, ევროკომისიის იმავე კომუნიკაციით საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის შემდგომი ეფექტიანობის, მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართულებით შემდგომი ღონისძიებების გატარება. კანონპროექტი ემსახურება სწორედ აღნიშნული პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას და მიზნად ისახავს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომ ხელშეწყობასა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხების შემდგომ გაუმჯობესებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტი ემსახურება ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის კომუნიკაციით საქართველოსთვის განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას და მიზნად ისახავს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომ ხელშეწყობასა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხების შემდგომ გაუმჯობესებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს ძირითადად შემდეგ საკითხებს: − პოლიტიკური პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების მიზნით ანტიკორუფციული ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება, საქართველოს 1 ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განახორციელოს სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების შემდეგი ღონისძიებები: ფიზიკური პირის გამოკითხვა; ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა; საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან ინფორმაციის (მათ შორის, პერსონალური მონაცემის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის) გამოთხოვა. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით დგინდება აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების წესი. − ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება, პოლიტიკური პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ შესაბამისი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მისცეს მას მითითება შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ და განუსაზღვროს მას გონივრული ვადა ამ ხარვეზის აღმოფხვრისათვის. ამ ხარვეზის აღმოუფხვრელობა კი გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით, კვალიფიციური პარტიის დაჯარიმებას 5000 ლარით, სხვა სუბიექტის დაჯარიმებას 2000 ლარით. − ზუსტდება ტერმინების „აკრძალული შემოწირულების“, „აკრძალული საწევრო შენატანისა“ და „აკრძალული ხარჯის“ შინაარსი; კერძოდ, მიეთითება, რომ აკრძალულ შემოწირულებად, აკრძალულ საწევრო შენატანად, აკრძალულ ხარჯად მიიჩნევა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი რომელიმე მოთხოვნის დარღვევით ან/და დაუსაბუთებელი ქონების გამოყენებით განხორციელებული შემოწირულება, საწევრო შენატანი, ხარჯი. − განისაზღვრება, რომ თუ პოლიტიკური პარტია ანტიკორუფციულ ბიუროს კანონით გათვალისწინებულ საფინანსო დეკლარაციას არ წარუდგენს ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე გააუქმოს ამ პარტიის რეგისტრაცია. აღნიშნული პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ ამ პარტიის დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: 2 კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტიდან გამომდინარე ხარჯები დაიფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით შესაბამისი უწყებისთვის განსაზღვრული არსებული ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება, პოლიტიკური პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ შესაბამისი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მისცეს მას მითითება შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ და განუსაზღვროს მას გონივრული ვადა ამ ხარვეზის აღმოფხვრისათვის. ამ ხარვეზის აღმოუფხვრელობა კი გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით, კვალიფიციური პარტიის დაჯარიმებას 5000 ლარით, სხვა სუბიექტის დაჯარიმებას 2000 ლარით. აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა სათანადო გავლენა მოახდინოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გაზრდის მიმართულებით, რაც დამოკიდებულია პირთა დაჯარიმების ფაქტების რაოდენობაზე. განისაზღვრება, რომ თუ პოლიტიკური პარტია ანტიკორუფციულ ბიუროს კანონით გათვალისწინებულ საფინანსო დეკლარაციას არ წარუდგენს ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე გააუქმოს ამ პარტიის რეგისტრაცია. აღნიშნული პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ ამ პარტიის დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას. ამ საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა სათანადო გავლენა მოახდინოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გაზრდის 3 მიმართულებით, რაც დამოკიდებულია ამ ნორმის აღსრულების შემთხვევათა რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება, პოლიტიკური პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ შესაბამისი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მისცეს მას მითითება შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ და განუსაზღვროს მას გონივრული ვადა ამ ხარვეზის აღმოფხვრისათვის. ამ ხარვეზის აღმოუფხვრელობა კი გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით, კვალიფიციური პარტიის დაჯარიმებას 5000 ლარით, სხვა სუბიექტის დაჯარიმებას 2000 ლარით. აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა სათანადო ფინანსური გავლენა მოახდინოს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. განისაზღვრება, რომ თუ პოლიტიკური პარტია ანტიკორუფციულ ბიუროს კანონით გათვალისწინებულ საფინანსო დეკლარაციას არ წარუდგენს ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე გააუქმოს ამ პარტიის რეგისტრაცია. აღნიშნული პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ ამ პარტიის დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას. ამ საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა სათანადო ფინანსური გავლენა მოახდინოს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: 4 ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება, პოლიტიკური პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ შესაბამისი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მისცეს მას მითითება შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ და განუსაზღვროს მას გონივრული ვადა ამ ხარვეზის აღმოფხვრისათვის. ამ ხარვეზის აღმოუფხვრელობა კი გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით, კვალიფიციური პარტიის დაჯარიმებას 5000 ლარით, სხვა სუბიექტის დაჯარიმებას 2000 ლარით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: 5 ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გამართულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილე საპარლამენტო სუბიექტების, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე. 6