„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.02.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე
ნომერი
#07-3/418/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-26
ბიუროს ნომერი 325

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის VII28 თავი: „თავი VII28. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების ღონისძიებების განხორციელების წესი მუხლი 21110. ფიზიკური პირის გამოკითხვის წესი 1. ფიზიკური პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო) მიერ პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოჰკითხოს ანტიკორუფციულმა ბიურომ. დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია. 2. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოსაკითხ პირს ამ უფლებების შესახებ განმარტება გამოკითხვის დაწყებამდე უნდა მისცეს. ამ ნაწილის მიზნებისთვის გამოსაკითხი პირის ახლო ნათესავად მიიჩნევა მისი მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული). 3. გამოკითხვის წინ უნდა დადგინდეს გამოსაკითხი პირის ვინაობა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში. 4. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია. განმარტების შესახებ უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში. 5. გამოსაკითხი პირი ვალდებულია გამოკითხვისას ანტიკორუფციულ ბიუროს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. 6. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია გამოსაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ. გაფრთხილების შესახებ უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში. 7. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ იგი შეიძლება დაბარებულ იქნეს მაგისტრატ მოსამართლესთან დასაკითხად. 1 8. გამოკითხვისას დასაშვებია ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალების გამოყენება. გამოსაკითხ პირს მათი გამოყენების შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს. 9. გამოსაკითხი პირი შეიძლება გამოიკითხოს დისტანციურად, ელექტრონული საშუალების გამოყენებით. მუხლი 21111. ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის წესი 1. ფიზიკური პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციას და გამოსაკითხად არ ცხადდება ანტიკორუფციულ ბიუროში, შეიძლება ამ მუხლით დადგენილი წესით დაიკითხოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. 2. მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ფიზიკური პირის დასაკითხად სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს ანტიკორუფციული ბიურო თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით. 3. დასაკითხ პირს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ. დასაკითხ პირს ამ უფლებების შესახებ დაკითხვის დაწყებამდე უნდა განემარტოს. ამ ნაწილის მიზნებისთვის დასაკითხი პირის ახლო ნათესავად მიიჩნევა მისი მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული). 4. დაკითხვის წინ უნდა დადგინდეს დასაკითხი პირის ვინაობა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს დაკითხვის ოქმში. 5. დასაკითხი პირი ვალდებულია დაკითხვისას ანტიკორუფციულ ბიუროს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. 6. მაგისტრატი მოსამართლე ვალდებულია გამოსაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ. გაფრთხილების შესახებ უნდა აღინიშნოს დაკითხვის ოქმში. 7. დაკითხვისას დასაშვებია ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალების გამოყენება. დასაკითხ პირს მათი გამოყენების შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს. 8. დასაკითხი პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში აღნიშნული პირი მაგისტრატი მოსამართლის განკარგულებით ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით. ამ ჯარიმის დაკისრება დასაკითხ პირს არ ათავისუფლებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოცხადებისა და ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებისაგან.“. მუხლი 21112. საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან, სხვა სუბიექტისგან ინფორმაციის გამოთხოვა 2 1. საჯარო დაწესებულება, ფიზიკური პირი, იურიდიული პირი (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი), სხვა სუბიექტი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო საჯარო ინფორმაციას, ვალდებულია ანტიკორუფციულ ბიუროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადასცეს ეს ინფორმაცია. 2. საჯარო დაწესებულება, ფიზიკური პირი, იურიდიული პირი (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი), სხვა სუბიექტი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო ისეთ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება, ვალდებულია ანტიკორუფციულ ბიუროს ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გადასცეს ეს ინფორმაცია. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო გამოითხოვს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამისთვის ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს მიმართავს თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამ მიმართვის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მიმართვის წარდგენიდან 48 საათში. ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს და მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. აღნიშნული მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე გადაწყვეტილების მოქმედების ვადა. 4. ეს მუხლი არ ვრცელდება კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, რისი ერთ-ერთი საფუძველიც გახდა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის კომუნიკაციაში ასახული რეკომენდაცია. ამასთანავე, ევროკომისიის იმავე კომუნიკაციით საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის შემდგომი ეფექტიანობის, მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართულებით შემდგომი ღონისძიებების გატარება. კანონპროექტი ემსახურება სწორედ აღნიშნული პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას და მიზნად ისახავს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომ ხელშეწყობასა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხების შემდგომ გაუმჯობესებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტი ემსახურება ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის კომუნიკაციით საქართველოსთვის განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას და მიზნად ისახავს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომ ხელშეწყობასა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხების შემდგომ გაუმჯობესებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი გამომდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტიდან, რომლითაც პოლიტიკური პარტიის ან განცხადებული საარჩევნო 1 მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების მიზნით ანტიკორუფციული ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განახორციელოს სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების შემდეგი ღონისძიებები: ფიზიკური პირის გამოკითხვა; ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა; საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან ინფორმაციის (მათ შორის, პერსონალური მონაცემის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის) გამოთხოვა. კანონპროექტით დგინდება აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების წესი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტიდან გამომდინარე ხარჯები დაიფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით შესაბამისი უწყებისთვის განსაზღვრული არსებული ასიგნებების ფარგლებში. 2 ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით განისაზღვრება, რომ დასაკითხი პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში აღნიშნული პირი მაგისტრატი მოსამართლის განკარგულებით ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით. ამ საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა სათანადო გავლენა მოახდინოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გაზრდის მიმართულებით, რაც დამოკიდებულია პირთა დაჯარიმების ფაქტების რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით განისაზღვრება, რომ დასაკითხი პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში აღნიშნული პირი მაგისტრატი მოსამართლის განკარგულებით ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით. აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა სათანადო ფინანსური გავლენა მოახდინოს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით განისაზღვრება, რომ დასაკითხი პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში 3 აღნიშნული პირი მაგისტრატი მოსამართლის განკარგულებით ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: 4 დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გამართულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილე საპარლამენტო სუბიექტების, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე. 5