„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/418/10; 21/02/2024)და მისგან გამომდინარე: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტები გამომდინარე, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (07-3/418/10;21/02/2024 ): (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 11 ✗ 23
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-26
ბიუროს ნომერი 325
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონს
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) დაემატოს
შემდეგი შინაარსის 44 მუხლი:
„მუხლი 44. იურიდიული კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით
მოსარგებლე მამხილებელი
1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ მამხილებელს უფლება აქვს, ამ მუხლის შესაბამისად
ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციითა და ამ კანონით
განსაზღვრული იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე.
2. იურიდიული დახმარების სამსახური ვალდებულია, საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე
უზრუნველყოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
მამხილებელი
უფასო
იურიდიული
კონსულტაციითა და ამ კანონით განსაზღვრული იურიდიული დახმარებით
სახელმწიფოს ხარჯზე, თუ მამხილებელი არ სარგებლობს მის მიერ აყვანილი
ადვოკატის მომსახურებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის
სტატუსი მიენიჭა, რისი ერთ-ერთი საფუძველიც გახდა ევროკავშირის
გაფართოების პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის
კომუნიკაციაში ასახული რეკომენდაცია. ამასთანავე, ევროკომისიის იმავე
კომუნიკაციით საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად
განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული
ბიუროს საქმიანობის შემდგომი ეფექტიანობის, მისი ინსტიტუციური
დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართულებით შემდგომი
ღონისძიებების გატარება.
კანონპროექტი ემსახურება სწორედ აღნიშნული პრიორიტეტული ამოცანის
შესრულებას და მიზნად ისახავს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის
ეფექტიანობის
შემდგომ
ხელშეწყობასა
და
მისი
ინსტიტუციური
დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხების შემდგომ გაუმჯობესებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტი ემსახურება ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის კომუნიკაციით
საქართველოსთვის განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანის
შესრულებას და მიზნად ისახავს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის
ეფექტიანობის
შემდგომ
ხელშეწყობასა
და
მისი
ინსტიტუციური
დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხების შემდგომ გაუმჯობესებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მამხილებელს უფლება აქვს,
ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით
სახელმწიფოს ხარჯზე. იურიდიული დახმარების სამსახური ვალდებულია,
1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის
საფუძველზე უზრუნველყოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული მამხილებელი უფასო იურიდიული
კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე, თუ
მამხილებელი არ სარგებლობს მის მიერ აყვანილი ადვოკატის მომსახურებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას,
რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია
მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტიდან გამომდინარე ხარჯები დაიფარება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით შესაბამისი უწყებისთვის განსაზღვრული
არსებული ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
2
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
3
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გამართულ
სამუშაო შეხვედრებში მონაწილე საპარლამენტო სუბიექტების, შესაბამისი
სახელმწიფო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
4
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური,
ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ
სარჯველაძე, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური,
ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ
სარჯველაძე, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე.
5