სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი: ა) სსიპ საპენსიო სააგენტოს 2023 წლის ანგარიში; ბ) IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება 2023 წლისათვის.
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-03
ბიუროს ნომერი 359
📜 ტექსტი
ანგარიში
წლიური ანგარიში
2023 წელი
წლიური ანგარიში
ძირითადი საკითხები
❖
საინვესტიციო საქმიანობის მიმოხილვა
❖
საოპერაციო საქმიანობის მიმოხილვა
❖
რისკების კონტროლი და ინფორმაციული უსაფრთხოება
❖
შიდა და გარე აუდიტი
❖
საინფორმაციო ტექნოლოგიები
❖
საზოგადოებასთან ურთიერთობა
❖
ძირითადი სტატისტიკური მონაცემები
2
წლიური ანგარიში
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს 2023 წლის
განმავლობაში (შემდგომში საანგარიშო პერიოდი) საპენსიო სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ გაწეული
საქმიანობის და განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშს, ასევე, მოიცავს
დაგროვებითი საპენსიო სქემისათვის (შემდგომში - საპენსიო სქემა) მნიშვნელოვან
ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს.
01 საინვესტიციო საქმიანობის მიმოხილვა
1.1. საინვესტიციო საბჭოსა და საინვესტიციო სამსახურის საქმიანობა
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებული იყო 4
წევრით: ოლივიერ რუსსო (თავმჯდომარე), ჟან-ფრედერიკ პოლსენი (თავმჯდომარის
მოადგილე), მაიკლ რიდლი და ტიმო ვიჰერკენტა. აღსანიშნავია, რომ „დაგროვებითი
პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მიხედვით,
საინვესტიციო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ საინვესტიციო საბჭოს სხდომას
ესწრება საინვესტიციო საბჭოს არანაკლებ 3 წევრი. საანგარიშო პერიოდის
განმავლობაში შედგა საინვესტიციო საბჭოს - 12 შეხვედრა, რომელთაგან სამი
გაიმართა თბილისში, ხოლო დანარჩენი - დისტანციურად, ელექტრონული
კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.
მას შემდეგ, რაც 2023 წლის აპრილში საპენსიო სააგენტოს დებულებაში შეტანილ იქნას
ცვლილება, რომლის შედეგად შეიქმნა საინვესტიციო რისკების უფროსი ოფიცრის და
საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახური და განისაზღვრა მათი ფუნქციამოვალეობები, საინვესტიციო საბჭომ შესაბამისად განაახლა საინვესტიციო
სამსახურის სტრუქტურა / საშტატო ნუსხა, ჩამოაყალიბა საინვესტიციო რისკის
მონიტორინგის სამსახურის ორგანიზაციული სტრუქტურა / საშტატო ნუსხა და
ამავდროულად, გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი საინვესტიციო რისკების უფროსი
ოფიცრის ვაკანტურ პოზიციაზე. მოგვიანებით, 2023 წლის ნოემბერში კანონში
შეტანილი ცვლილებების შედეგად აღნიშნული პოზიციის სახელწოდება შეიცვალა
საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრით. შესარჩევი კონკურსის დასრულების
შემდეგ, 2024 წლის თებერვლიდან საინვესტიციო საბჭომ დანიშნა საინვესტიციო
რისკების მთავარი ოფიცერი.
საანგარიშო პერიოდში დაიწყო საინვესტიციო პორტფელის მართვის პროგრამული
უზრუნველყოფის მოსაწოდებლად შესაფერისი ვენდორის შერჩევის პროცესი. 2023
წლის ბოლოს ბაზრის ჯეროვანი კვლევის შედეგად შერჩეული იქნა ყველაზე
შესაფერისი კანდიდატი, რომელთანაც გაგრძელდა კონტრაქტზე მოლაპარაკების
პროცესი. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული შერჩევის პროცესი 2024 წლის პირველ
ნახევარში დასრულდება და გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
3
წლიური ანგარიში
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საინვესტიციო საბჭომ და საინვესტიციო
სამსახურმა მოახდინა აქტივების განთავსების სტრატეგიის გეგმიური გადახედვა,
რომელიც საუკეთესო პრაქტიკის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,
პერიოდულად, სულ მცირე წელიწადში ერთხელ ხორციელდება. 2023 წელს აქტივების
განთავსების სტრატეგია გარდა ნაკლებადრისკიანი პორტფელისა, მოიცავდა საშუალო
და მაღალრისკიანი პორტფელების ანალიზს, კანონით განსაზღვრული ლიმიტების
გათვალისწინებით. აქტივების განთავსების განახლებული სტრატეგია მოიცავს
საინვესტიციო მიზნების ანალიზს თითოეული საინვესტიციო პორტფელისთვის
დასაშვები საინვესტიციო აქტივის კლასების და ინსტრუმენტების სტატისტიკურ
ისტორიულ და მოსალოდნელი მომგებიანობის შეფასებას და ანალიზს. ანალიზი ასევე
მოიცავს სხვადასხვა აქტივის კლასის რისკების რაოდენობრივ შეფასებას.
მოსალოდნელი მომგებიანობისა და რისკის პარამეტრების მიხედვით განხორციელდა
10,000-მდე სიმულაციური პორტფელის ანალიზი, რომელთაგანაც შეირჩა ისეთი
საინვესტიციო პორტფელები, რომლებიც ყველაზე მეტად ამართლებენ თითოეული
პორტფელის (დაბალრისკიანი, საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი) საინვესტიციო
მიზნებს და გვთავაზობდნენ რისკის გათვალისწინებით ყველაზე მეტ ამონაგებს.
აქტივების
განთავსების
განახლებული
სტრატეგიის
შესაბამისად
მოხდა
საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის განახლება, რომელიც განსაზღვრავს
საპენსიო
აქტივების
განკარგვის
საინვესტიციო
მანდატს
თითოეული
პორტფელისთვის. ამასთან, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში განისაზღვრა
მიზნობრივი, ანუ „ბენჩმარკ“ პორტფელები ნაკლებადრისკიანი, საშუალორისკიანი და
მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელებისთვის.
1.2. სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევი კონკურსი
2023 წლის იანვარში საინვესტიციო საბჭომ გამოაცხადა კონკურსი სპეციალიზებული
დეპოზიტარის შესარჩევად, ვინაიდან არსებულ სპეციალიზებულ დეპოზიტართან (სს
საქართველოს ბანკი) 2021 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებულ სპეციალიზებული
დეპოზიტარულ მომსახურების შესახებ ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის 31 ივლისს
ეწურებოდა. საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავებული წინადადებების მოთხოვნის
დოკუმენტით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ კონკურსის
ფარგლებში შერჩეულ იქნა უპირატესი კანდიდატი. უპირატესი კანდიდატის შერჩევის
შემდეგ, საანგარიშო პერიოდის მეორე ნახევარში, საინვესტიციო საბჭო კვლავ
აქტიურად
აწარმოებდა
კანდიდატთან
სპეციალიზებული
დეპოზიტარის
ხელშეკრულების დეტალურ პირობებზე მოლაპარაკებას. შესარჩევი კონკურსი
დასრულდა და კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა 2024 წლის პირველ
კვარტალში. ამასთან, აღსანიშნავია, მოქმედი სპეციალიზებული დეპოზიტარი
უწყვეტად
განაგრძობდა
საპენსიო
სააგენტოსათვის
სპეციალიზებული
4
წლიური ანგარიში
დეპოზიტარული მომსახურების გაწევას, არსებული ხელშეკრულებით დადგენილი
წესითა და პირობებით.
1.3. საინვესტიციო გადაწყვეტილებები
კანონის თანახმად, საინვესტიციო მიზნებისთვის განკუთვნილი საპენსიო აქტივების
ინვესტირება კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში დასაშვები იყო მხოლოდ
ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში. 2023 წლის აგვისტოში, გარდამავალი
პერიოდის დასრულების შემდეგ, კანონის შესაბამისად, საპენსიო სააგენტომ,
მოახდინა მონაწილეების გადანაწილება ასაკის მიხედვით ორ ახალ პორტფელში საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებში. 2023 წლის ნოემბერში, კანონში
განხორციელებული ცვლილების შედეგად აღნიშნულ პორტფელებს ეწოდა
დაბალანსებული (საშუალორისკიანი) და დინამიკური (მაღალრისკიანი). 2023 წლის
აგვისტოში მონაწილეთა ავტომატური გადანაწილება შემდეგი წესის დაცვით მოხდა:
40 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები გადანაწილდა დინამიკურ (მაღალრისკიან)
საინვესტიციო პორტფელში, 40-50 წლის მონაწილეების საპენსიო აქტივები
დაბალანსებულ (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელში, ხოლო 50 ან 50-ზე
მეტი წლის მონაწილეების საპენსიო აქტივები კონსერვატიულ (ნაკლებად რისკიან)
საინვესტიციო პორტფელში დარჩა. აღსანიშნავია, რომ კანონის მოქმედი რედაქციის
თანახმად მონაწილეთა ასაკი განისაზღვრა გაწევრიანების დროისათვის მათი ასაკის
გათვალისწინებით. შედეგად, 2023 წლის 7 აგვისტოსათვის, საპენსიო აქტივების 76%
დინამიკურ პორტფელში იყო განთავსებული, 15% დაბალანსებულში, ხოლო
კონსერვატიული პორტფელის წილი 9%-მდე შემცირდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ
კანონის შესაბამისად მონაწილეებს 2023 წლის 7 სექტემბრამდე მიეცათ შესაძლებლობა
აერჩიათ საინვესტიციო პორტფელი, რომელშიც სურდათ მათი საპენსიო აქტივების
განთავსება. 2023 წლის ნოემბერში, კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად,
შეიცვალა საინვესტიციო პორტფელებში გადანაწილების ზემოთ მითითებული წესი
და შედეგად, 2024 წლის 3 იანვარს, ყველა იმ მონაწილის საპენსიო აქტივები,
რომლებმაც არ გამოიყენეს საინვესტიციო პორტფელის არჩევის უფლება, დაბრუნდა
კონსერვატიულ
საინვესტიციო
პორტფელში,
სხვა
პორტფელის
არჩევის
შესაძლებლობით. შედეგად, 2024 წლის 4 იანვარს, კონსერვატიულმა პორტფელმა
მთელი საპენსიო აქტივების 99% შეადგინა. კანონში შესული ცვლილების შესაბამისად,
2028 წლის იანვრამდე საპენსიო აქტივები ავტომატურად კვლავ კონსერვატიულ
პორტფელში განაწილდებიან, თუ მონაწილეები სხვა პორტფელს არ აირჩევენ, ხოლო
2028 წლის იანვრის შემდეგ აკუმულირებული საპენსიო აქტივები საინვესტიციო
პორტფელებში გადანაწილება შემდეგნაირად: 40 წლამდე მონაწილის საპენსიო
აქტივები - დინამიკურ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში, 40-50 წლის
მონაწილეების საპენსიო აქტივები დაბალანსებულ (საშუალორისკიან) საინვესტიციო
პორტფელში, ხოლო 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილეების საპენსიო აქტივები
5
წლიური ანგარიში
კონსერვატიულ (ნაკლებად რისკიან) საინვესტიციო პორტფელში. ამასთან,
მონაწილეთა ასაკის განსაზღვრა დაგროვებით საპენსიო სქემაში 2028 წლის 1
იანვრამდე გაწევრებული მონაწილის შემთხვევაში − 2028 წლის 1 იანვრის
მდგომარეობით, ხოლო 2028 წლის 1 იანვრის შემდეგ გაწევრებული მონაწილის
შემთხვევაში − გაწევრების თარიღის მდგომარეობით.
საინვესტიციო მიზნებისთვის განკუთვნილი აქტივების განაწილება წლების
მიხედვით, მილიონი ლარი
507 ₾
1,178 ₾
20.8%
1,980 ₾
2,947 ₾
4,358 ₾
32.6%
10.6%
7.4%
19.2%
16.2%
1.9%
18.7%
15.4%
100.0%
79.2%
67.3%
62.9%
45.1%
2019
2020
მიმდინარე ანგარიშები
გლობალური აქციები
სხვა
2021
2022
2023
საქართველოს სახაზინო ობლიგაციები
ამერიკის სახაზინო ობლიგაციები
სულ
წყარო: საპენსიო სააგენტო
კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, 2023 წლის მეორე ნახევარში,
საინვესტიციო სამსახურმა შექმნა განსხვავებული რისკიანობისა და ამონაგების
მახასიათებლების მქონე ორი ახალი პორტფელი - დაბალანსებული და დინამიკური.
შესაბამისად, საინვესტიციო სამსახურმა 2023 წლის აგვისტოდან მნიშვნელოვნად
გაზარდა უცხოური აქციების პორტფელში განხორციელებული ინვესტიციები.
შედეგად, გლობალური აქციების წილი 2022-2023 წლებში 7.4%-დან 19.2%-მდე
გაიზარდა. ამავე პერიოდში, კანონში მიმდინარე ცვლილებების მოლოდინის
პარალელურად, საინვესტიციო სამსახურმა 2023 წლის დასასრულისთვის დააგროვა
მნიშვნელოვანი მოცულობის ფულადი სახსრების რეზერვები, რაც აქტივების
გადანაწილების შემდეგ საჭირო საინვესტიციო გადაწყვეტილებებისთვის იქნებოდა
საჭირო. წლის ბოლოსთვის, საინვესტიციოს ნაწილში, ფულადი სახსრების წილმა
საინვესტიციო მიზნებისთვის განკუთვნილი აქტივების 15.4% შეადგინა. თუმცა
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებას საპენსიო ფონდის ამონაგებზე უარყოფითი
გავლენა არ ჰქონია, ვინაიდან საქართველოში მიმდინარე საბანკო ანგარიშებზე
6
წლიური ანგარიში
დარიცხული საპროცენტო განაკვეთები აღემატებოდა გრძელვადიან სახაზინო ფასიან
ქაღალდებზე არსებულ შემოსავლიანობას, რაც უზრუნველყოფს ამ თანხებზე
ადეკვატური შემოსავლის დაგროვებას. გარდა ამისა, საინვესტიციო სამსახურმა
შესაძლებლობის ფარგლებში განაგრძო ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების
ხელშეწყობა და მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ ბაზარზე განთავსებულ
რამდენიმე
კორპორაციული
ობლიგაციაში.
აღსანიშნავია,
რომ
მსგავსი
გადაწყვეტილების საფუძველი ემიტენტების დეტალური ანალიზი იყო. 2023 წლის
ბოლოსთვის,
საინვესტიციოს
ჭრილში,
ადგილობრივი
კორპორაციული
ობლიგაციების პორტფელმა 71.2 მლნ ლარი და საინვესტიციო მიზნებისთვის
განკუთვნილი აქტივების 1.0% შეადგინა.
2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საინვესტიციო მიზნებისთვის განკუთვნილი
აქტივების წმინდა ღირებულება 4,358 მლნ ლარს მიაღწია, საიდანაც საინვესტიციო
საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 867.0 მლნ ლარია. საინვესტიციო
მიზნებისთვის განკუთვნილი აქტივების წმინდა ამონაგებმა 2019 წლის 1-ლი
იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე 58.2%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა
ინფლაციის გათვალისწინებით 14.8% (გაწლიურებული 2.86%) შეადგინა.
საინვესტიციო მიზნებისთვის განკუთვნილი აქტივების დინამიკა, მილიონი ლარი
წმინდა კონტრიბუცია
5,000
ამონაგები
4.4მლრდ.
₾
31 დეკ, 2023
4,000
3,000
2,000
1,000
იან-19
მარ-19
აპრ-19
მაი-19
ივნ-19
ივლ-19
აგვ-19
სექ-19
ოქტ-19
დეკ-19
იან-20
თებ-20
მარ-20
აპრ-20
მაი-20
ივნ-20
ივლ-20
აგვ-20
ოქტ-20
ნოე-20
დეკ-20
იან-21
თებ-21
მარ-21
აპრ-21
მაი-21
ივლ-21
აგვ-21
სექ-21
ოქტ-21
ნოე-21
დეკ-21
იან-22
თებ-22
აპრ-22
მაი-22
ივნ-22
ივლ-22
აგვ-22
სექ-22
ოქტ-22
ნოე-22
დეკ-22
თებ-23
მარ-23
აპრ-23
მაი-23
ივნ-23
ივლ-23
აგვ-23
სექ-23
ოქტ-23
დეკ-23
0
წყარო: საპენსიო სააგენტო
1 საინვესტიციო მიზნებისთვის განკუთვნილი აქტივების წმინდა ღირებულება 2023 წლის 31 დეკემბრის დახურვის ფასებით.
7
წლიური ანგარიში
საანგარიშო
აქტივების
პერიოდის
ბოლოს,
საინვესტიციო
მიზნებისთვის
განკუთვნილი
საინვესტიციო პორტფელის 79.7% განთავსებული იყო ლარში, ხოლო 20.3% უცხოურ
ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში. რაც შეეხება პორტფელის განაწილებას
ინსტრუმენტების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს 45.1% განთავსებული
იყო 7 ქართულ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან
ანაბრებში, რომელთაც ერიცხებათ ფიქსირებული სარგებელი, ხოლო 15.4%
ნომინალური მფლობელობის სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე, რომლებსაც
ერიცხება ცვლადი სარგებელი. უცხოურ აქციებში ინვესტირებული იყო პორტფელის
19.2%, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილი პორტფელის 18.7%-ს შეადგენდა.
საინვესტიციო მიზნებისთვის განკუთვნილი აქტივების 0.6% ევროობლიგაციებში იყო
განთავსებული, 1.0% კი ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციაში. 2023 წლის 31
დეკემბრის მდგომარეობით, საინვესტიციო მიზნებისთვის განკუთვნილი აქტივების
90.4% განთავსებული იყო მინიმუმ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე 1 საფეხურით
ნაკლები რეიტინგის მქონე კომერციულ ბანკებში და ფასიან ქაღალდებში. მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად, საინვესტიციო სამსახური თანხების ინვესტირებას არ
ახორციელებს საკრედიტო რეიტინგის არმქონე ბანკებსა და ფინანსურ
ინსტრუმენტებში.
საინვესტიციო მიზნებისთვის განკუთვნილი აქტივების განაწილება
წყარო: საპენსიო სააგენტო, 31 დეკემბერი 2023
8
წლიური ანგარიში
2023 წელს გლობალური სასაქონლო ფასების შემცირებამ, მკაცრმა მონეტარულმა
პოლიტიკამ, გამყარებულმა ლარმა და მიწოდების ჯაჭვების ეტაპობრივმა აღდგენამ
წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე დადებითად იმოქმედა და სამიზნე
მაჩვენებლისაკენ (3.0%) დაიწყო დაახლოება. შედეგად, 2023 წელს საშუალო წლიური
ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და 2.6% შეადგინა. ინფლაციასთან
დაკავშირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა ეროვნულ ბანკს უკვე 2023 წლის მეორე
კვარტლიდან პოლიტიკის შერბილების საშუალება მისცა და მაისში განაკვეთი 50
საბაზისო პუნქტით, 10.5%-მდე შეამცირა. ჯამში, 2023 წლის განმავლობაში
საპროცენტო განაკვეთი 150 საბაზისო პუნქტით, 9.5%- მდე შემცირდა. შემცირებულმა
ინფლაციამ დადებითი გავლენა იქონია საინვესტიციო პორტფელის რეალურ
ამონაგებზე. კანონის შესაბამისად საინვესტიციო სამსახურის მთავარი მიზანი
საინვესტიციო
პორტფელებიდან
რეალური
ამონაგების
(ინფლაციის
გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდაა. ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე
ინფლაციისგან დაცული ფინანსური ინსტრუმენტების არ არსებობის პირობებში, 2023
წლის განმავლობაში სააგენტომ საინვესტიციო პორტფელში შეინარჩუნა ცვლადი
საპროცენტო განაკვეთის მქონე სარგებლიანი ანგარიშების მნიშვნელოვანი წილი,
რომელთა სარგებელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული და წარმოადგენს
ინფლაციისგან ირიბ დაზღვევის გზას. ინფლაციისგან ჰეჯირების დამატებით
საშუალებას უცხოურ მყარ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში ინვესტირებაა,
რასაც საინვესტიციო სამსახური 2023 წელს აქტიურად ახორციელებდა.
საინვესტიციო მიზნებისთვის განკუთვნილი საინვესტიციო ამონაგები და ინფლაცია
ამონაგები
ინფლაცია
58.2%
37.7%
12.9%
6.1% 7.0%
2019
9.5%
13.9%
7.3%
9.8%
2.4%
2020
11.9%
0.4%
2021
2022
2023
დაარსებიდან
წყარო: საპენსიო სააგენტო
9
წლიური ანგარიში
2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საპენსიო აქტივების განაწილება
კონსერვატიული პორტფელისთვის აკმაყოფილებდა კანონითა და საინვესტიციო
პოლიტიკის დოკუმენტით დადგენილ ლიმიტებს, მათ შორის წილობრივ ფასიან
ქაღალდებსა და უცხოურ ვალუტაში აქტივების განთავსების ლიმიტს, ხოლო
კანონით განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად, 2023 წლის 7 აგვისტოს
ფორმირებული
დაბალანსებული
და
დინამიკური
პორტფელებისთვის
გრძელდებოდა აქტივების განაწილების შესაბამისობაში მოყვანა კანონით და
საინვესტიციო პოლიტიკით განსაზღვრული ლიმიტებთან.
2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივებში განაწილება სამივე
პორტფელის მიხედვით აკმაყოფილებდა საკრედიტო რეიტინგის, ბანკის საერთო
კაპიტალისა და კონცენტრაციის შეზღუდვებს.
02 საოპერაციო საქმიანობის მიმოხილვა
2.1. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანების სტატისტიკა
კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საპენსიო სქემაში გაწევრიანება
სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც
კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტო) შეუსრულდა მამაკაცს 60 წელი,
ხოლო ქალს − 55 წელი.
კანონისა და სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებით
დამტკიცებული „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის
წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების,
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი
შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის
შესახებ ინსტრუქციის“ (შემდგომში - 002 ინსტრუქცია) თანახმად, 2023 წლის 1
იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში საპენსიო შენატანების
ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - ელექტრონული
სისტემა) დარეგისტრირდა 13,058 დამსაქმებელი და თვითდასაქმებული და
გაწევრიანებულ იქნა 120 299 დასაქმებული. შედეგად, 2023 წლის 31 დეკემბრის
მდგომარეობით საპენსიო სქემაში, დაარსებიდან დღემდე, გაწევრიანებულ
მონაწილეთა რაოდენობამ ჯამში შეადგინა 1,479 ათასი. ამავე პერიოდში სქემიდან
გამოვიდა 173 ათასი მონაწილე, პენსია გავეცით 7 ათას მონაწილეზე და 2023 წლის
31 დეკემბრის მდგომაროებით საპენსიო სქემაში დარჩა 1,299 ათასი მონაწილე.
ამავე საანგარიშო პერიოდში სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული
დამსაქმებლების რაოდენობაა ჯამში 108 ათას.
10
წლიური ანგარიში
დამსაქმებლის რაოდენობა
2023
108,047
2022
94,994
2021
82,801
2020
71,600
2019
61,173
-
20,000
40,000
60,000
80,000
100,000
120,000
წყარო: საპენსიო სააგენტო
2019 წლიდან საპენსიო სქემაში გაწევრიანებული
მონაწილეთა რაოდენობა
2023
1,478,720
2022
1,359,035
2021
1,234,732
2020
1,105,041
2019
958,226
-
200,000
400,000
600,000
800,000
1,000,000
1,200,000
1,400,000
1,600,000
წყარო: საპენსიო სააგენტო
საპენსიო დეკლარაციების საფუძველზე 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საპენსიო
შენატანების საერთო ოდენობამ (მაკორექტირებელი დეკლარაციების გარეშე) შეადგინა
3,587,022,352.2 ლარი, ხოლო 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 1,003,751,530.73 ლარი.
11
წლიური ანგარიში
საპენსიო შენატანები
წლების და კატეგორიების მიხედვით (ათასი ლარი)
900,000
808,576
800,000
700,000
643,629
600,000
500,000
521,946
418,185
449,545
400,000
300,000
200,000
130,145
124,586
157,507
137,727
195,175
100,000
2019
2020
კერძო სექტორი
2021
2022
2023
საჯარო სექტორი
წყარო: საპენსიო სააგენტო
საპენსიო სქემიდან კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად გასვლის, არასწორად გაწევრიანებული
დასაქმებულის მიერ საპენსიო სქემის დატოვების, პენსიის დანიშვნის ან/და საპენსიო
აქტივების გაცემის და მაკორექტირებელი დეკლარაციის საფუძველზე საპენსიო აქტივების
ჯამური მოცულობიდან გამოტანილ იქნა 96,298,536.72 ლარი, 2023 წლის განმავლობაში 22,874,067.73 ლარი.
საპენსიო ფონდიდან გამოტანილი თანხები
წლების მიხედვით (ათასი ლარი)
70,000
60,000
58,437
50,000
40,000
30,000
22,875
20,000
10,000
4,728
3,318
2020
2021
6,941
2019
2022
2023
წყარო: საპენსიო სააგენტო
12
წლიური ანგარიში
2.2. საოპერაციო საქმიანობის ძირითადი მონაცემები
„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად
გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო
შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და
ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საპენსიო სააგენტოს
დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ინსტრუქციის შესაბამისად:
ელექტრონულ სისტემაში, დამსაქმებლების სამუშაო გვერდზე დამატებული საბალანსო
თანხის დაბრუნების ფუნქციონალის საფუძველზე 2023 წლის განმავლობაში დამსაქმებლის ან
თვითდასაქმებულის მიერ, სისტემის მეშვეობით მოთხოვნილ იქნა 555,523.56 ლარის
ოდენობის ჯამური თანხა, 217 დავალების საფუძველზე.
შეცდომით გაწევრიანებული დასაქმებულის, მონაწილის სტატუსის გაუქმების
საფუძველზე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სისტემის მეშვეობით სულ შემოვიდა 515
მოთხოვნა.
2023 წლის განმავლობაში მონაწილის სტატუსის გაუქმება მოხდა 398 დასაქმებულზე,
ჯამური თანხით 414,076.25 ლარი.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მაკორექტირებელი დეკლარაციების შედეგად თანხა
დაუკორექტირდა 72,403 დასაქმებულს, ჯამური თანხით 7,859,479.21 ლარი.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში უარყოფილი იქნა 1,044 მაკორექტირებელი
დეკლარაცია, თანხით 398,861.08 ლარი.
2023 წლის განმავლობაში საპენსიო სააგენტო განაგრძობდა თანამშრომლობას სსიპ - საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოსთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, საჯარო
რეესტრი უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების
საპენსიო სააგენტოსთვის ავტომატურ რეჟიმში მიწოდებას.
2023 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დამსაქმებლების მიერ საპენსიო სააგენტოსა და
შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში წარდგენილი ინფორმაციების სისტემატიური
შედარება და შეუსაბამობების გამოვლენა. გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ ეცნობათ
შესაბამის დამსაქმებლებს და დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულებს.
საანგარიშო პერიოდში, საპენსიო სააგენტომ გააფორმა მომსახურების ხელშეკრულება სსიპ
იუსტიციის სახლთან, რომლის შედეგადაც იუსტიციის სახლის ტერიტორიულ ერთეულებში
საპენსიო სააგენტოს სერვისების მიღება გახდა შესაძლებელი. თანამშროლობის ფარგლებში
საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული არეალი მთელ
საქართველოს ფარავს და იუსტიციის სახლის 117 ფილიალში, ასევე მობილურ იუსტიციის
სახლებშია წარმოდგენილი, რაც ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს სასურველი
მომსახურება სახლთან ახლოს მიიღოს.
2023 წლის განმავლობაში, სსიპ საპენსიო სააგენტოსთვის მომართვიანობის მაჩვენებლები
შემდეგნაირად გამოიყურება:
13
წლიური ანგარიში
საპენსიო სააგენტოს მოქალაქეთა მისაღები სივრცე: 7 433
ცხელი ხაზი: 68 900 ზარი
სსიპ იუსტიციის სახლი: 27 384
2.3. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლა
კანონისა და სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „დაგროვებითი
საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული
საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის“
(შემდგომში - წესი), თანახმად, დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის
6 აგვისტომდე) შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც არ სურს იყოს საპენსიო სქემის მონაწილე,
უფლებამოსილია, კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გავიდეს საპენსიო სქემიდან, სააგენტოს
მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, სააგენტოსთვის წერილობითი მიმართვის
საფუძველზე, საპენსიო სქემაში, სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრიანებიდან 5
თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრიანებიდან 3 თვისა.
გამომდინარე იქიდან, რომ სააგენტოს არ გააჩნია ტერიტორიული ერთეულები და ის
საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ ერთ მისამართზე მდებარე ადმინისტრაციულ ოფისში,
საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებისა და სურვილის მქონე მონაწილეებისათვის
წერილობითი განცხადებებით მიმართვის შესაძლებლობის გეოგრაფიული არეალის
გაფართოების მიზნით, საპენსიო სააგენტომ შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა სსიპ
იუსტიციის სახლთან და 2023 წლის 1 მარტიდან წესით გათვალისწინებული მომსახურების
მიღება შესაძლებელია, როგორც სააგენტოს მისამართზე, ასევე იუსტიციის სახლის
ფილიალებში გამოცხადების გზით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეწყდა
სსიპ
სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმი.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 1 165 დასაქმებულმა (რომელთა ჯამური საპენსიო
აქტივების ღირებულება შეადგენდა 579,590.29 ლარს) ისარგებლა საპენსიო სქემიდან გასვლის
უფლებით (არ მოიცავს მონაწილეთა სტატუსის გაუქმებით გაცემულ თანხებს). საპენსიო
სქემიდან გასული დასაქმებულებიდან აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში სქემაში ხელახლა
გაწევრიანდა 593 დასაქმებული.
14
წლიური ანგარიში
საპენსიო სქემიდან
გასული დასაქმებულების რაოდენობა
180,000
164,198
160,000
140,000
120,000
100,000
80,000
60,000
40,000
20,000
3,098
1,605
1,218
1,165
2020
2021
2022
2023
2019
წყარო: საპენსიო სააგენტო
2019 წლიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასული
დასაქმებულებისათვის საპენსიო ფონდიდან გამოტანილმა აქტივებმა შეადგინა 59,301,669.04
ლარი.
საპენსიო საქმიდან
გასული დასაქმებულებისათვის
აქტივები
60,000
ფონდიდან
გამოტანილი
57,038
50,000
40,000
30,000
20,000
10,000
913
403
368
580
2020
2021
2022
2023
2019
წყარო: საპენსიო სააგენტო
15
წლიური ანგარიში
2.4. პენსიების და საპენსიო აქტივების გაცემა
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 3,747 პირზე გაცემულმა პენსიამ/საპენსიო აქტივმა
შეადგინა 14,020,921.98 ლარი. (სტანდარტული პენსია, ქვეყნის დატოვება და გარდაცვალება,
მემკვიდრის გატანა) ჯამურად, 2019-2023 წლებში 7,095 პირზე გაცემულმა თანხამ შეადგინა
21,557,544.86 ლარი.
პენსიის/საპენსიო
7,833.83
აქტივების დანიშვნა
9,000.00
8,000.00
7,000.00
3,836.94
6,000.00
5,000.00
2,256.18
1,898.62
16.28
86.84
1,868.29
-
537.50
608.24
103.13
234.96
-
208.03
14.16
0.31
40.51
1,000.00
24.29
2,000.00
413.34
3,000.00
1,579.29
4,000.00
2021
2022
2023
2019
ასაკი
2020
შშმპ
ქვეყნის სამუდამოდ დატოვება
გარდაცვლილი მონაწილე
წყარო: საპენსიო სააგენტო
2.5. სააგენტოს მდებარეობა
საანგარიშო პერიოდში, კერძოდ, 2023 წლის 27 მარტიდან სააგენტოს ადმინისტრაციული
ოფისის მდებარეობა შეიცვალა და მისი ახალი მისამართია თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას
N14.
16
წლიური ანგარიში
03 რისკების კონტროლი და ინფორმაციული უსაფრთხოება
რისკების კონტროლის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის განმავლობაში, დასახული ამოცანები
და დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული მუშაობის ეფექტურობის მაჩვენებლების
კომპონენტები სრულად იქნა შესრულებული.
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადდა საინვესტიციო
რისკებისა და საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკების ანგარიშები.
ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით შეიქმნა, მომზადდა და განახლდა 25-ზე
მეტი შიდა ინსტრუქცია და პროცედურა, რაც ემსახურება პოტენციური რისკების რეალიზების
ალბათობის შემცირებასა და გამოწვეული შესაძლო ზიანის მინიმიზაციას.
რისკების კონტროლის დეპარტამენტის მიერ წარმატებით განხორციელდა ბიზნეს
უწყვეტობის ტესტირება/სიმულაცია, რომელიც წარიმართა ბიზნეს უწყვეტობის მართვის
პროცედურის ერთ-ერთი სცენარის შესაბამისად. ამასთან, განახლდა საპენსიო სააგენტოს
ბიზნესის უწყვეტობის გეგმის მართვის პროცედურა.
2023 წელს რისკების კონტროლის დეპარტამენტმა განავითარა შესაბამისობის კონტროლის
(Complince) და ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) რისკების კონტროლის პროცესი.
აღნიშნულის ფონზე, გაუმჯობესდა (IT) რისკების კონტროლის მიმართულება. ამ პროცესში
ჩართულნი იყვნენ, როგორც რისკების კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე
მაღალკვალიფიციური დაქირავებული კონსულტანტი, რომელთა კომპეტენცია და
მრავალწლიანი გამოცდილება მოიცავს ვირტუალიზაციის, საინფორმაციო ტექნოლოგიების
პროცესების ოპტიმიზაციის, ქსელური უსაფრთხოებისა და IT რისკების მართვისა და
კონტროლის სფეროებს.
რისკების კონტროლის დეპარტამენტმა რისკების უფრო ეფექტიანად და ავტომატიზებულად
კონტროლისთვის დანერგა:
პრივილეგირებული მომხმარებლების მონიტორინგის სისტემა - (PAM).
პერსონალური კომპიუტერების მყარი დისკების, ქსელურად წვდომად მეხსიერებებზე
არსებული საქაღალდეებისა და ელექტრონული ფოსტის შიფრაციის პროგრამული
უზრუნველყოფა.
განხორციელდა
საპენსიო
სააგენტოს
საინფორმაციო
ტექნოლოგიების
(IT)
ინფრასტრუქტურაზე (გარე ქსელში არსებულ ვებ-აპლიკაციებზე) სისუსტეების სკანირება 9
(ცხრა) ჯერ და მომზადდა შესაბამისი ანგარიშები.
სააგენტოს ყველა თანამშრომლისთვის, საპენსიო სააგენტოში ინფორმაციული უსაფრთხოების
და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით
შემუშავებული დოკუმენტაციის
გაცნობის მიზნით განხორციელდა, უფროსი ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის მიერ,
ცნობიერების ამაღლების ტრენინგები და ტესტირება.
17
წლიური ანგარიში
2023 წელს რისკების კონტროლის დეპარტამენტმა მიაღწია ორ საერთაშორისო აღიარებას:
პირველი და უმნიშვნელოვანესი იყო
საპენსიო სააგენტოში ინფორმაციული
უსაფრთხოების მართვის სისტემის ISO 27001-თან შესაბამისობის შეფასებისათვის
მასერტიფიცირებელი აუდიტის წარმატებით გავლა. აღნიშნულის გათვალისწინებით
სააგენტომ მიიღო ISO 27001 სერტიფიკატი, რაც დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა
ინტერესების მაქსიმალური დაცვის, სააგენტოს მიმართ ნდობისა და რეპუტაციის ზრდის
წინაპირობაა. აღნიშნული ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ სააგენტოში რისკების
კონტროლი მიმდინარეობს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
მეორე წარმატება და აღიარება კი მიღწეულ იქნა საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და
ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების რეგიონულ კონფერენციაზე − „GITI 2023“-ზე,
სადაც საპენსიო სააგენტო გამოვლინდა გამარჯვებულად ნომინაციაში „ინფორმაციული
უსაფრთხოების საუკეთესო მენეჯმენტი“.
2023 წლის მეოთხე კვარტალში ცვლილებები შევიდა დაგროვებითი პენსიის შესახებ
საქართველოს კანონში, რის მიხედვითაც რისკების კონტროლის დეპარტამენტს დაევალა
საპენსიო სააგენტოს რისკების, მათ შორის საინვესტიციო და არა-საინვესტიციო რისკების,
აგრეგირების ფუნქცია. შესაბამისად, კანონის ცვლილებების საფუძველზე რისკების
კონტროლის დეპარტამენტმა მყისიერად დაიწყო სააგენტოს რისკების აგრეგირების
პროცედურის შექმნაზე და აგრეგირებული რისკის ანგარიშის მომზადებაზე მუშაობა, რაც
წარმატებით მიმდინარეობს.
04 შიდა აუდიტი
შიდა აუდიტის სამსახურმა, მეთოდოლოგიის თანახმად, რომელიც ეფუძნება აუდიტის
პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებს, შეიმუშავა 2023-2025 წლის რისკზე
დაფუძნებული სამოქმედო გეგმა, რის მიხედვით განისაზღვრა 2023 წლის განმავლობაში
სააგენტოში შესასწავლი პროცესები.
შიდა აუდიტის სამსახურმა 2023 წელს გეგმის მიხედვით განახორციელა აქტივების
შეფასების, ინფორმაციული უსაფრთხოების (მოწვეული ISO-ს სერტიფიცირებული
კონსულტანტის მიერ), მონაცემთა გაჟონვის პრევენციის სისტემის მართვის, საპენსიო
ფონდიდან ამოღებული თანხების ადმინისტრირების და ბუღალტრული აღრიცხვის აუდიტი.
გარდა ამისა, შიდა აუდიტის სამსახურმა განახორციელა არაგეგმიური საპენსიო და
საშემოსავლო დეკლარაციების შედარების, საინვესტიციო საქმიანობის საოპერაციო,
შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკების წლიური ანგარიშის,
საოპერაციო,
შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკების წლიური ანგარიშის შესწავლა.
ჩატარებული აუდიტის ფარგლებში მოხდა კანონმდებლობასთან და შიდა რეგულაციებთან
შესაბამისობის
შემოწმება. შემოწმების შედეგად მოპოვებული, გაანალიზებული და
შეფასებული ინფორმაციის საფუძველზე გაიცა შესაბამისი დასკვნები, რომლების მიეწოდა
სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოს და სააგენტოს დირექტორს.
18
წლიური ანგარიში
სააგენტოს დირექტორს და სამეთვალყურეო საბჭოს წარედგინა 2022 წლის საქმიანობის
ანგარიში, რომელშიც ასახულია შიდა აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული მატერიალური
მნიშვნელობის მიგნებები და გაცემული რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ზემოაღნიშნული ნაკლოვანებების გამოსწორების
მიმართულებით.
შიდა აუდიტის სამსახური აგრძელებს ურთიერთობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის/ჰარმონიზაციის ცენტრთან, რომელთა
მხარდაჭერით და ორგანიზებით აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების
კუთხით მიმდინარეობდა პროექტები სხვადასხვა მიმართულებით.
2023 წელს, ჰარმონიზაციის ცენტრის კოორდინირებით, ორგანიზებული იქნა ახალი პროექტი
შიდა აუდიტის გაძლიერებისთვის საქართველოს საჯარო სექტორში. აღნიშნული პროექტი
ხორციელდება ეკონომიკური მმართველობისა და ფისკალური ანგარიშვალდებულების
პროგრამის ფარგლებში. პროექტის ადმინისტრირებას უზრუნველყო მსოფლიო ბანკი Ernst
and Young-ის თურქეთისა და საქართველოს ოფისებთან ერთად.
2022-2023 წელს შიდა აუდიტის სამსახურმა წარმატებით გაიარა
საჯარო აუდიტის
ინსტიტუტში საჯარო აუდიტის სერტიფიცირების სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების
კურსი.
05 საინფორმაციო ტექნოლოგიები
საანგარიშო პერიოდში საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში
რეალიზებულ იქნა მონაწილეებისათვის დავიწყებული პაროლების აღდგენის განახლებული
ფუნქციონალი და სსიპ იუსტიციის სახლთან 2023 წლის 02 თებერვალს გაფორმებული
ხელშეკრულების ფარგლებში, იუსტიციის სახლების მენეჯერებისთვის მომხმარებლების
მართვის მოდული.
დანერგილ იქნა პორტფელების არჩევის ფუნქციონალი, რომლის მეშვეობით, საპენსიო
სააგენტო იღებს განცხადებებს საინვესტიციო პორტფელების არჩევის თაობაზე. საპენსიო
სქემის მონაწილეებს შეუძლიათ პორტალი my.pensions.ge-დან მათთვის ხელმისაწვდომი
განცხადების ელექტრონულად შევსება, მისი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით
ხელმოწერა და სააგენტოსთვის გამოგზავნა. ასევე, დანერგილ იქნა პორტალზე my.pensions.ge
ელექტრონული პირადობის მოწმობით ავთენტიფიკაციის შესაძლებლობა.
სსიპ საპენსიო სააგენტოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის 2020 წლის 15 ოქტომბერს
გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აღმოჩენილ იქნა
გარკვეული ხარვეზები და შემოსავლების სამსახურთან ერთად საანგარიშო პერიოდში
მიმდინარეობდა და კვლავ მიმდინარეობს მათი გამოსწორების გზების ძიება.
საანგარიშო პერიოდში საპენსიო სააგენტო სრულად აღიჭურვა ქსელის აპარატურით,
შეიცვალა ქსელის ფიზიკური და ლოგიკური ტოპოლოგია. ასევე, დაინერგა
19
წლიური ანგარიში
ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სისტემა, რომლის მეშვეობით ხარვეზების შესახებ
შეტყობინებები ავტომატურად იგზავნება სააგენტოს შესაბამის თანამშრომლებთან.
საპენსიო სააგენტოს სასერვერო ინფრასტრუქტურა მთლიანად განთავსდა სსიპ ციფრული
მმართველობის სააგენტოს სასერვეროში. შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება
გაფორმებულია და ყოველთვიურად ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. საანგარიშო
პერიოდში შემუშავებულ იქნა ტექნიკური მოთხოვნები DR მონაცემთა ცენტრის სასერვერო
აპარატურის, სარეზერვო ასლების წარმოების გადაწყვეტისა და ვირტუალურიზაციის
გადაწყვეტის მიმართ. ამ დოკუმენტის მიხედვით 2023 წლის მე-3 კვარტალში გამოცხადებული
იყო ტენდერი, რომლის შედეგადაც სააგენტომ მიიღო მოთხოვნილი აპარატურა, რომელიც
განთავსდა სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს სასერვეროში და დაიწყო საპენსიო
სააგენტოს ციფრული აქტივების (სერვისების, აპლიკაციების...) მიგრაციის პროცესი.
საანგარიშო პერიოდში წარმოებაში ჩაეშვა ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზებთან სინქრონიზაციის პროცესი.
საკანონმდებლო ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განახლდა განაცხადების
სარეგისტრაციო სისტემისა (frontoffice.pensions.ge) და მონაწილის პირად გვერდზე
(my.pensions.ge) განაცხადების რეგისტრაციის ფუნქციონალი.
განხორციელდა სქემის მონაწილეების სტატუსებისა და სქემაში შემობრუნების პროცესების
განახლებული ნორმატიული აქტის (002) შესაბამისად მოდიფიცირება.
კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, განახლებები განხორციელდა საინვესტიციო
პორტფელების არჩევის/ადმინისტრირების ფუნქციონალშიც. კერძოდ, 2024 წლის 3
იანვრიდან იმ მონაწილეების აქტივები, რომლებსაც 2023 წლის 7 სექტემბრამდე არ აურჩევიათ
სასურველი საინვესტიციო პორტფელი, ავტომატურად გადანაწილდნენ კონსერვატიულ ანუ
დაბალრისკიან პორტფელში.
ასევე, მოდიფიცირდა ფუნქციონალი, რომელიც საპენსიო სქემის ყველა მონაწილეს
შესაძლებლობას აძლევს პირადი გვერდის (my.pensions.ge) მეშვეობით 12 თვეში ერთხელ
აირჩიოს სასურველი საინვესტიციო პორტფელი. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი სერვისები
ხელმისაწვდომია, როგორც იუსტიციის სახლის ფილიალებში ისე, საპენსიო სააგენტოს
ოფისში.
საანგარიშო პერიოდში შემუშავებულ და დანერგილ იქნა პენსიის პროგრამული გატანის
ფუნქციონალი, რომელიც ითვალისწინებს პროგრამული გატანით პენსიის დანიშვნისა და
შემდგომი ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად საჭირო პროცესების (ყოველთვიური
გადარიცხვები და ა.შ.) ავტომატიზაციას.
განხორციელდა მონაწილის პირადი გვერდის (my.pensions.ge) მოდიფიცირება. შედეგად,
პროგრამული
გატანით
პენსიის
დანიშვნის
შემთხვევაში,
ბენეფიციარისთვის
ხელმისაწვდომია
დეტალური
ინფორმაცია
გადაანგარიშების,
ჩარიცხვების
განრიგის/ისტორიის შესახებ და ა.შ.
20
წლიური ანგარიში
06 საპენსიო სააგენტოს და დაგროვებითი საპენსიო ფონდის
ფინანსური ანგარიშგებების დამოუკიდებელი აუდიტორული
შემოწმება
საქართველოს პარლამენტის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის შპს დელიოტი და
ტუში მიერ 2024 წლის 22 მაისს დასრულებულ იქნა სააგენტოსა და საპენსიო ფონდის 2023
წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესი და მომზადდა აუდიტის დასკვნები.
სააგენტოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი განხორციელდა IPSAS შესაბამისად, ხოლო
საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი განხორციელდა IFRS-ის შესაბამისად.
აღნიშნული აუდიტის დასკვნები განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
07 საერთაშორისო
თანამშრომლობა
და
დონორ
ორგანიზაციებთან
სანგარიშო პერიოდში, საპენსიო სააგენტოსა და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს შორის თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი, რაც ორგანიზაციის შიდა შეფასების
ჩარჩოს - „შეფასების ერთიანი სისტემის“ (Common Assessment Framework –CAF) დანერგვას
გულისხმობს. აღნიშნული განხორციელდა საჯარო მმართველობის რეფორმის (Public
Administration Reform – PAR) სახელმწიფო სერვისების მიწოდების ნაწილად, სსგს-სა და
გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გაფორმებული პროექტის ფარგლებში.
პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილი იყო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK Aid-ის მიერ. 2023 წლის მდგომარეობით, CAF
დანერგილია მხოლოდ 4 უწყებაში, მათ შორის ერთ-ერთია სსიპ - საპენსიო სააგენტო.
2023 წლის ივნისში, საპენსიო სააგენტოს დირექტორის N1028 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ
საპენსიო სააგენტოს 2023-2025 წლების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია, რომელიც
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადამიანური და ინსტიტუციური
შესაძლებლობების განვითარების (HICD) პროექტის ხელშეწყობით შემუშავდა.
08 2023 წლის ბიუჯეტი
კანონის მე-18 მუხლისა და 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის სექტემბრიდან
საპენსიო სააგენტოს საქმიანობის დაფინანსების წყარო გახდა მონაწილეთა მომსახურების
წლიური საფასური. 2023 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 10 626 მლნ ლარს,
რომელიც კანონის შესაბამისად დაფინანსდა საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების
საფასურით. 2023 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის 67% განკუთვნილი იყო სააგენტოს
მმართველობით და ადმინისტრაციული საქმიანობისთვის, ხოლო 33% საინვესტიციო
საქმიანობისთვის. საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი შეადგენს
100%-ს.
21
წლიური ანგარიში
09 საზოგადოებასთან ურთიერთობა
საზოგადოებასთან ურთიერთობა საპენსიო სააგენტოსთვის, სქემაში ჩართული პირებისთვის
ინფორმაციის მიწოდება და მაქსიმალური გამჭვირვალობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას
წარმოადგენს. შესაბამისად, 2023 წლის განმავლობაში გამოქვეყნდა 473 სატელევიზიო, რადიო,
ონლაინ და ბეჭდური მასალა. ასევე, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ხდება
საპენსიო სააგენტოს ფეისბუქის, ვებ გვერდის, ბლოგისა და newsletter-ის დახმარებით.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა 9 შეხვედრა საფინანსო სფეროს ექსპერტებთან,
ბიზნეს სექტორთან, ბუღალტერებთან და მედიასთან. 4 შეხვედრა უნივერსიტეტის
სტუდენტებთან და სკოლის მოსწავლეებთან FINEDU-ს კამპანიის ფარგლებში. ასევე, 2023
წლის მანძილზე ფეისბუქით მოგვმართა 19 347, ხოლო ელ.ფოსტაზე 9 060-მა მოქალაქემ.
მიმდინარეობს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, ვებ გვერდსა და
სოციალურ ქსელებში საინვესტიციო შედეგების ყოველთვიური ანგარიშის გამოქვეყნება.
ასევე, პროაქტიულად ქვეყნდებოდა ყოველთვიური სტატისტიკური მონაცემები.
10 საპენსიო სააგენტოს ნორმატიული აქტები
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოსთან
შეთანხმებით (სამეთვალყურეო საბჭოს 2022 წლის 26 დეკემბრის N25 სხდომის ოქმი)
დამტკიცებულ იქნა შემდეგი ნორმატიული აქტები:
საპენსიო სააგენტოს 2023 წლის 17 თებერვლის N001 ბრძანების საფუძველზე
ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო
სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 მაისის №001 ბრძანება „დაგროვებითი საპენსიო
სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო
ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების
შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი:
27/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 280030000.73.085.016001) და დამტკიცდა დაგროვებითი
საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული
საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების
განახლებული წესი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ წესში შეტანილ იქნა
ცვლილებები, კერძოდ:
სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 6 ივლისის N004 ბრძანების საფუძველზე შეტანილ იქნა
ცვლილებები, რომლის თანახმად, შესაძლებელი გახდა კვალიფიციური ელექტრონული
ხელმოწერის საშუალებით დისტანციურად საპენსიო სააგენტოსათვის მიმართვა.
სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 25 დეკემბრის N009 ბრძანების საფუძველზე შეტანილ
იქნა ცვლილებები, კანონში 2023 წლის 01 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებების
გათვალისწინებით და სხვა ტექნიკური საკითხების დაზუსტების მიზნით.
22
წლიური ანგარიში
საანგარიშო პერიოდში შემდეგი ცვლილებები იქნა შეტანილი საპენსიო სააგენტოს
დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებით დამტკიცებულ „საპენსიო შენატანების
გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების
ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის,
ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის
შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ინსტრუქციაში“:
სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N002 ბრძანების საფუძველზე,
ინსტრუქციაში დამატებულ იქნა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით
განცხადების წარდგენის შესაძლებლობა და ასევე დარეგულირებულ იქნა ავტორიზაციის
პარამეტრების
განახლებასთან
და
პერსონალური
მონაცემების
დამუშავებასთან
დაკავშირებული საკითხები;
სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 6 ივლისის №005 ბრძანების საფუძველზე დაზუსტდა
სხვადასხვა საოპერაციო საკითხი. მათ შორის ცვლილების საფუძველზე შესაძლებელი გახდა
ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე შესვლა ID ბარათის მეშვეობით.
სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 25 დეკემბრის N010 ბრძანების საფუძველზე შეტანილ
იქნა ცვლილებები კანონში 2023 წლის 01 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებების
გათვალისწინებით და დაზუსტებულ იქნა სხვა ტექნიკური საკითხები.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N003 ბრძანებით
ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო
სააგენტოს 2019 წლის 30 ივლისის №003 ბრძანება „პენსიის და საპენსიო აქტივების გაცემის
შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge),
გამოქვეყნების თარიღი: 31/07/2019, სარეგისტრაციო კოდი:
280030000.73.085.016003) და დამტკიცდა „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის
შესახებ“ განახლებული ინსტრუქცია. აღსანიშნავია, რომ კანონში განხორციელებული რიგი
ცვლილებების გათვალისწინებით, სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 25 დეკემბრის N011
ბრძანების საფუძველზე ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საპენსიო სააგენტოს 2023 წლის 17 თებერვლის №003 ბრძანება „პენსიის და საპენსიო
აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 21/02/2023,
სარეგისტრაციო კოდი: 280030000.73.085.016016) და დამტკიცდა „პენსიის და საპენსიო
აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ“ ინსტრუქცია.
სააგენტოს დირექტორმა 2023 წლის 31 ივლისის N007 ბრძანების საფუძველზე,
სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დაამტკიცა „დაგროვებითი საპენსიო სქემის
მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის ან საინვესტიციო პორტფელების კომბინაციის
არჩევის შესახებ ინსტრუქცია". (ინსტრუქციის ცალკეული საკითხები ასევე შეთანხმებულ იქნა
საინვესტიციო საბჭოს 2023 წლის 17 ივლისის N44 სხდომის ოქმით). ამასთან, კანონში 2023
წლის 01 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, სამეთვალყურეო
საბჭოს 2023 წლის 11 დეკემბრის N32 სხდომის ოქმით სამეთვალყურეო საბჭოსთან
23
წლიური ანგარიში
შეთანხმებით, სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 25 დეკემბრის N012 ბრძანების საფუძველზე
ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული ინსტრუქცია და დამტკიცდა
განახლებული "დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის
არჩევის შესახებ ინსტრუქცია".
24
წლიური ანგარიში
11 ძირითადი სტატისტიკური მონაცემები 2023 წლის 31 დეკემბრის
მდგომარეობით
სულ უნიკალური მონაწილე (2019 წლის 1 იანვრიდან
2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით რეგისტრირებული)
1,478,720
კერძო სექტორი
1,304,854
საჯარო სექტორი
341,291
სულ უნიკალური გასული
172,666
კერძო სექტორი
129,529
საჯარო სექტორი
50,918
დანიშნული პენსიები
7,095
ასაკით
3,099
შშმპ
2,171
ქვეყნის დატოვება
7
გარდაცვლილი მონაწილე / მემკვიდრე
1,188 / 1,818
მლნ ლარი
სულ აქტივების ღირებულება
სულ უნიკალური მონაწილე (2023 წლის 1 იანვრიდან
2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით რეგისტრირებული)
4,357
120,299
კერძო სექტორი
106.265
საჯარო სექტორი
14,034
სულ უნიკალური გასული
552
კერძო სექტორი
376
საჯარო სექტორი
176
დანიშნული პენსიები
3,747
ასაკით
2,022
შშმპ
992
ქვეყნის დატოვება
5
გარდაცვლილი მონაწილე / მემკვიდრე
482/728
25
დანართი
სსიპ „საპენსიო სააგენტო“
დაგროვებითი საპენსიო
სქემის ფინანსური ანგარიშგება
2023 წლის 31 დეკემბრით
დასრულებული წლისთვის
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა
სარჩევი
ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის ანგარიში 2023 წლის 31 დეკემბერს
დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და დამტკიცებაზე
დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა
ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება
1
საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების ცვლილებების ანგარიშგება
2
ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
3-19
შპს დელოიტი და ტუში
ს/კ: 204422240
სითი თაუერის ბიზნეს ცენტრი,
ვაჟა-ფშაველას გამზირი #70, მე-16 სართული,
თბილისი, 0186, საქართველო
ტელ: +995 (32) 224 45 66
ფაქსი: +995 (32) 224 45 69
deloitte.ge
დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა
სსიპ საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოსა და მენეჯმენტს
მოსაზრება
ჩვენ ჩავატარეთ დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული და სსიპ
საპენსიო სააგენტოს („სააგენტო“) მიერ ადმინისტრირებული საპენსიო სქემის („საპენსიო სქემა“)
ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებას 2023
წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების
ცვლილებების ანგარიშგებას ამავე თარიღით დასრულებული წლისათვის და ფინანსური ანგარიშგების
განმარტებით შენიშვნებს, ბუღალტრული აღრიცხვის არსებითი პოლიტიკების შესახებ ინფორმაციის
ჩათვლით.
ჩვენი აზრით, თანდართული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით,
სამართლიანად ასახავს საპენსიო სქემის ფინანსურ მდგომარეობას 2023 წლის 31 დეკემბრის
მდგომარეობით და საპენსიო სქემის საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების
ცვლილებებს ამავე თარიღით დასრულებული წლისათვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო
სტანდარტების (ფასს) - ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 26 - საპენსიო
უზრუნველყოფის პროგრამების ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება - შესაბამისად.
მოსაზრების საფუძველი
აუდიტს წარვმართავდით აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) შესაბამისად. ამ
სტანდარტებით განსაზღვრული ჩვენი პასუხისმგებლობა დეტალურად აღწერილია ჩვენი დასკვნის
ნაწილში „აუდიტორის პასუხისმგებლობა ფინანსური ანგარიშგების აუდიტზე“.
ჩვენ დამოუკიდებლები ვართ საპენსიო სქემისგან ბუღალტერთა ეთიკის საერთაშორისო
სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული პროფესიონალ ბუღალტერთა საერთაშორისო ეთიკის
კოდექსის (დამოუკიდებლობის საერთაშორისო სტანდარტების ჩათვლით) (IESBA კოდექსი)
შესაბამისად და ჩვენ შევასრულეთ IESBA კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობები.
გვჯერა, რომ ჩვენ მიერ მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებები საკმარისი და შესაფერისია
ჩვენი მოსაზრების გამოთქმისათვის აუცილებელი საფუძვლის შესაქმნელად.
აუდიტის სხვა საკითხები
საპენსიო სქემის 2022 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
ჩატარდა სხვა აუდიტორის მიერ, რომელმაც ამ ანგარიშგებაზე გამოთქვა არამოდიფიცირებული
მოსაზრება 2023 წლის 8 მაისს.
დელოიტი გულისხმობს ერთ ან რამდენიმე დელოიტ ტუშ ტომაცუ ლიმიტედის კომპანიას ("DTTL"), მისი წევრი კომპანიების გლობალურ
ქსელს და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს (ერთობლივად „ორგანიზაცია დელოიტი“). DTTL (რომელიც ასევე მოიხსენება როგორც
გლობალური ქსელი „დელოიტი“) და მისი ყოველი წევრი წარმოადგენს იურიდიულად დამოუკიდებელ ცალკე პირს, რომელთაც არ აქვთ
უფლება აიღონ ერთმანეთის ვალდებულებები მესამე პირთან მიმართებაში. DTTL და მისი ყოველი წევრი კომპანია და მასთან
დაკავშირებული ორგანიზაცია პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ და არა ერთმანეთის ქმედებებსა და უმოქმედობებზე. DTTL
კლიენტებს არ უზრუნველყოფს სერვისის მიწოდებით. მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს www.deloitte.com/about.
© 2024. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ დელოიტის გლობალურ ქსელს.
ხელმძღვანელობისა და მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებები ფინანსურ
ანგარიშგებასთან მიმართებით
ხელმძღვანელობა ვალდებულია მოამზადოს და სამართლიანად წარადგინოს ფინანსური
ანგარიშგება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) - ბუღალტრული
აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 26 - საპენსიო უზრუნველყოფის პროგრამების ბუღალტრული
აღრიცხვა და ანგარიშგება - შესაბამისად, და უზრუნველყოს იმგვარი შიდა კონტროლის სისტემის
არსებობა, რომელიც, მისი აზრით, აუცილებელია ისეთი ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად,
რომელიც არ შეიცავს შეცდომით ან თაღლითობით გამოწვეულ არსებით უზუსტობებს.
ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას, ხელმძღვანელობა ვალდებულია, შეაფასოს საპენსიო
სქემის მხრიდან საქმიანობის გაგრძელების უნარი, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში,
განმარტოს ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპთან დაკავშირებული საკითხები და აღნიშნული
პრინციპი გამოიყენოს ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლად გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც
ხელმძღვანელობა ან მიზნად ისახავს საპენსიო სქემის ლიკვიდაციას ან საქმიანობის შეწყვეტას, ან არ
გააჩნია ამისგან განსხვავებული ქმედების რეალისტური ალტერნატივა.
მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი პირები პასუხისმგებლები არიან საპენსიო სქემის ფინანსური
ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცესის ზედამხედველობაზე
აუდიტორის პასუხისმგებლობა ფინანსური ანგარიშგების აუდიტზე
ჩვენი ამოცანაა, მოვიპოვოთ გონივრული რწმუნება იმის შესახებ, რომ ფინანსური ანგარიშგება
მთლიანობაში არ შეიცავს შეცდომით ან თაღლითობით გამოწვეულ არსებით უზუსტობებს და
გავცეთ აუდიტორული დასკვნა, რომელიც ჩვენი მოსაზრების გამომხატველი იქნება. გონივრული
რწმუნება მაღალი ხარისხის რწმუნებას წარმოადგენს, მაგრამ, ამავდროულად, არ არის იმის
გარანტია, რომ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებული აუდიტი ყოველთვის
გამოავლენს არსებითი ხასიათის უზუსტობას ასეთის არსებობის შემთხვევაში. უზუსტობები
შეიძლება წარმოიშვას როგორც თაღლითობის, აგრეთვე შეცდომის შედეგად და არსებითად
ითვლება მაშინ, როდესაც, დამოუკიდებლად ან ერთობლივად, შეიძლება პოტენციურად
ზეგავლენას ახდენდეს ამ ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე მის მომხმარებელთა მიერ
მიღებულ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე.
აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე ჩატარებული აუდიტის მთელი პროცესის
განმავლობაში ვიყენებთ პროფესიულ განსჯას და ვინარჩუნებთ პროფესიულ სკეპტიციზმს. გარდა
ამისა:
•
•
•
•
.
ჩვენ ვახდენთ ფინანსურ ანგარიშგებაში თაღლითობითა თუ შეცდომით გამოწვეული
არსებითი უზუსტობის რისკების იდენტიფიცირებასა და შეფასებას; ვგეგმავთ და ვატარებთ
აუდიტის პროცედურებს ამ რისკებზე რეაგირებისათვის და მოვიპოვებთ ისეთ აუდიტორულ
მტკიცებულებას, რომელიც საკმარისი და შესაფერისი საფუძველი იქნება ჩვენი მოსაზრების
ჩამოსაყალიბებლად. თაღლითობით გამოწვეული არსებითი უზუსტობის ვერშემჩნევის რისკი
შეცდომის შედეგად არსებითი უზუსტობის ვერშემჩნევის რისკს აღემატება, რადგან
თაღლითობა შეიძლება ხდებოდეს საიდუმლო გარიგების, გაყალბების, ინფორმაციის
წინასწარგანზრახული გამოტოვების, ინფორმაციის არასწორად წარმოდგენის ან შიდა
კონტროლის გვერდის ავლით;
ვახდენთ აუდიტისთვის შესაფერისი შიდა კონტროლის საშუალებების შესწავლას, რათა
დავგეგმოთ კონკრეტული გარემოებების შესაფერისი აუდიტორული პროცედურები და არა იმ
მიზნით, რომ მოსაზრება გამოვთქვათ საპენსიო სქემის შიდა კონტროლის ეფექტიანობაზე.
ვაფასებთ სააღრიცხვო პოლიტიკებისა და ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული სააღრიცხვო
დაშვებებისა და მათთან დაკავშირებული განმარტებების მართებულობას;
ვაკეთებთ დასკვნას ხელმძღვანელობის მხრიდან ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპით
აღრიცხვის წარმოების თაობაზე და, მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებების
საფუძველზე, ვაფასებთ, არსებობს თუ არა არსებითი ხასიათის განუსაზღვრელობა ისეთ
პირობებთან თუ მოვლენებთან მიმართებაში, რამაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს საპენსიო
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა
საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების ცვლილებების ანგარიშგება 2023 წლის 31
დეკემბრით დასრულებული წლისათვის
’000 ლარი
შენიშვნები
2023
2022
წმინდა აქტივების ზრდა:
საპენსიო სქემის მონაწილეთა შენატანები:
-
კერძო დამსაქმებლები და მათი დასაქმებულები
587,066
469,120
-
საჯარო დამსაქმებლები და მათი დასაქმებულები
137,625
108,859
272,171
224,774
საქართველოს სახელმწიფოს საპენსიო შენატანი
სულ სქემის მონაწილეთა შენატანი
8
996,862
802,753
გაუნაწილებელი თანხები
9
45,087
10,454
საპროცენტო შემოსავალი
5, 6
254,614
218,227
სავაჭრო ფასიანი ქაღალდების ფლობით მიღებული წმინდა მოგება
7
168,430
-
18,598
3,543
1,483,591
1,034,977
(15,014)
(5,787)
(15,014)
(5,787)
-
(31,187)
(1,329)
(10,745)
სსიპ საპენსიო სააგენტოს დაფინანსება
(9,836)
(8,074)
წმინდა აქტივების ჯამური შემცირება
(26,179)
(55,793)
საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების წმინდა ზრდა
1,457,412
979,184
საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივები 1 იანვარს
3,027,208
2,048,024
საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივები 31 დეკემბერს
4,484,620
3,027,208
დივიდენდის შემოსავალი
წმინდა აქტივების ჯამური ზრდა
წმინდა აქტივების შემცირება:
გაცემული პენსია /საპენსიო აქტივები, მათ შორის, საპენსიო სქემიდან
გასვლის გამო
10
საპენსიო სქემის მონაწილეზე ჯამურად გაცემული პენსია
სავაჭრო ფასიანი ქაღალდების ფლობით მიღებული წმინდა ზარალი
საკურსო სხვაობის წმინდა ზარალი ფულად სახსრებზე და მათი
ეკვივალენტებზე
7
2
საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების ცვლილებების ანგარიშგება წაკითხული
უნდა იქნეს შენიშვნებთან ერთად, რომლებიც ფინანსური ანგარიშგების ნაწილს წარმოადგენს.
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
1. ზოგადი ინფორმაცია
საპენსიო სქემის აღწერილობა
წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია დაგროვებითი საპენსიო სქემისთვის,
რომელიც განსაზღვრულია 2018 წლის 6 აგვისტოს მიღებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონით (შემდგომში „კანონი“). კანონი არეგულირებს სსიპ "საპენსიო სააგენტოს" მიერ
(შემდგომში „სააგენტო") დაგროვებითი საპენსიო სქემის (შემდგომში "საპენსიო სქემა") მართვის და
ადმინისტრირების ძირითად პირობებს. სააგენტომ უნდა მართოს და ადმინისტრირება გაუწიოს
საპენსიო სქემას მის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. სააგენტოს ფინანსური
ანგარიშგება მზადდება წინამდებარე ფინანსური ანგარიშგებისგან განცალკევებით და საჯარო
გამოყენებისთვის არის ხელმისაწვდომი.
სააგენტო დაფუძნდა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი ზემოთხსენებული კანონისა და
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს N421 დადგენილებით „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად. სააგენტო
არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საპენსიო სქემის
მართვისა და ადმინისტრირების მიზნით, რომლის ფარგლებშიც სააგენტო მართავს საპენსიო სქემის
მონაწილეთა საკუთრებაში არსებულ საპენსიო აქტივებს (როგორც განმარტებულია კანონით).
საპენსიო აქტივები ერთობლივად წარმოადგენენ საპენსიო ფონდს.
სააგენტოს მმართველობის ორგანოები არიან: დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭო, საინვესტიციო
საბჭო და უფროსი საინვესტიციო ოფიცერი. დირექტორის პასუხისმგებლობაა სააგენტოს უწყვეტი
საქმიანობა (გარდა სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობისთვის საჭირო ოპერაციებისა), რომელიც
მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, საპენსიო სქემის მონაწილეთაგან საპენსიო შენატანების
შეგროვების პროცესს. საინვესტიციო საბჭოს, რომლის წევრებს ნიშნავს საქართველოს პარლამენტი,
ძირითადი პასუხისმგებლობაა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება და ამ
დოკუმენტთან უფროსი საინვესტიციო ოფიცრის და სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის მიერ
განხორციელებული საინვესტიციო საქმიანობის შესაბამისობის მონიტორინგი. 2023 წლის 20 ნოემბერს
კანონში შევიდა ცვლილებები („ცვლილებები“), რის შედეგადაც შეიქმნა საინვესტიციო რისკების
უფროსის თანამდებობა და საინვესტიციო რისკების მონიტორინგის სამსახური. საინვესტიციო
რისკების მთავარი ოფიცერი აკონტროლებს საინვესტიციო რისკებს საინვესტიციო რისკების
მონიტორინგის სამსახურის მეშვეობით. სამეთვალყურეო საბჭო ზედამხედველობას უწევს სააგენტოს
საქმიანობას, გარდა საინვესტიციო საქმიანობისა, რომელიც რეგულირდება საქართველოს ეროვნული
ბანკის ("სებ") მიერ. კანონის თანახმად სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან:
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრი და სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე.
საპენსიო სქემა განსაზღვრული შენატანების საპენსიო სქემაა. საპენსიო ფონდი მოიცავს
დამსაქმებელთა (როგორც ეს განმარტებულია კანონით), დასაქმებულთა (როგორც ეს განმარტებულია
კანონით) და საქართველოს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატანებს, აგრეთვე
საპენსიო აქტივებზე დარიცხულ ნებისმიერ საინვესტიციო უკუგებას, სარგებელს და/ან ზარალს.
საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებული საქართველოს მოქალაქისთვის,
აგრეთვე, იმ დასაქმებულებისათვის, რომელთაც აქვთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა და
საგადასახადო მიზნებისათვის არიან საქართველოს რეზიდენტები, გარდა: კანონის მიღების
მომენტისთვის (2018 წლის 6 აგვისტო) 60 წლის ან მეტი ასაკის მქონე მამაკაცი დასაქმებულებისა, ან
კანონის მიღების მომენტისთვის, 55 წლის ან მეტი ასაკის ქალი დასაქმებულებისა. გარდა ამისა,
კანონის მიღების მომენტისთვის 40 წლის ან მეტი ასაკის დასაქმებულებს უფლება აქვთ უარი თქვან
საპენსიო
სქემაში
მონაწილეობაზე,
ხელახალი
გაწევრიანების
უფლებით.
ამასთანავე,
თვითდასაქმებულნი (როგორც ეს განმარტებულია კანონით) უფლებამოსილნი არიან ნებაყოფლობით
3
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
1. ზოგადი ინფორმაცია (გაგრძელება)
გაწევრიანდნენ საპენსიო სქემაში. საპენსიო შენატანები, რომლებიც საპენსიო სქემის მონაწილეების
სახელით და/ან მათ სასარგებლოდ ხორციელდება, აგრეთვე საპენსიო აქტივზე დარიცხული
ნებისმიერი და ყველა სარგებელი/საინვესტიციო შემოსავლები და/ან ზარალები აისახება და ინახება
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე, რომლებიც გახსნილია და იმართება სააგენტოს მიერ.
დამსაქმებლების მეშვეობით, ყველა წევრს ეძლევა მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც
საჭიროა რეგისტრაციისა და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე წვდომისათვის.
ინდივიდუალური
საპენსიო
ანგარიშების
ნახვა
შესაძლებელია
საპენსიო
შენატანების
ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის (შემდგომში “ელექტრონული სისტემა“) საშუალებით
სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან.
სააგენტოს ძირითადი საქმიანობაა საპენსიო სქემის განხორციელება, მართვა და ადმინისტრირება.
სააგენტოს ძირითადი ოპერაციები აღწერილია მე-3 შენიშვნაში.
საპენსიო
სქემა
კანონის
შესაბამისად
ამოქმედდა
2019
წლის
1
იანვრიდან.
2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სქემაში მონაწილეობდა 1,299 ათასი მონაწილე (2022: 1,185
ათასი).
საპენსიო ფონდი აღრიცხავს ყველა მისი მონაწილის დანაზოგს „ერთეულების სისტემის“
გამოყენებით. ერთეულები არის საპენსიო სქემის მონაწილეების მიერ, შენატანების განხორციელების
დროს შეძენილი და საკუთრებაში მყოფი აქტივები. საპენსიო სქემის მონაწილეთა საკუთრებაში
არსებული ერთეულების რაოდენობა აისახება მათ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე.
ნებისმიერ დროს, საპენსიო აქტივის ერთეულს აქვს ფასი, რომელიც დენომინირებულია ლარში და
ნებისმიერ დროს, როდესაც საპენსიო ფონდში მოხდება საპენსიო შენატანის განხორციელება, მოხდება
ერთეულების შეძენა და ასახვა მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. ერთი ერთეულის
საწყისი ფასი განისაზღვრა 10 ლარად, რაც ნიშნავს რომ საპენსიო სქემაში ჩართულმა პირველმა
მონაწილეებმა ფუნქციონირების პირველ დღეს თითოეული ერთეული შეიძინეს 10 ლარად. ამ
დღიდან, ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, ერთეულის ფასი გადაანგარიშდება შემდეგნაირად:
აქტივების წმინდა ღირებულება/ერთეულების მთლიანი რაოდენობა (საპენსიო სქემის ყველა
მონაწილის საკუთრებაში არსებული).
ერთეულების შეძენა (ახალი საპენსიო შენატანები) არ ახდენს გავლენას ერთეულის ფასზე, რადგან
ისინი პროპორციულად ცვლიან მრიცხველის და მნიშვნელის მნიშვნელობას ზემოთ მოცემულ
ფორმულაში. მხოლოდ წმინდა აქტივის ღირებულების ის ცვლილებები ახდენენ გავლენას ერთეულის
ფასზე, რომლებიც არ არის გამოწვეული ახალი საპენსიო შენატანებით (ან გადახდებით). ეს არის
პორტფელის გადაფასება, რომელიც იწვევს მოგებას (ან ზარალს) შესაბამისი ერთეულის ბაზის
ცვლილების გარეშე. მონაწილის საპენსიო აქტივები ყოველთვის ტოლია მათი „ერთეულის ნაშთისა“,
რომელიც გამრავლებულია „ერთეულის მიმდინარე ფასზე“.
სააგენტოს იურიდიული მისამართია ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 14, თბილისი, საქართველო.
2.
მომზადების საფუძველი
(ა)
შესაბამისობა
წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო
სტანდარტების („ფასს“): ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 26 - საპენსიო
პროგრამების ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება შესაბამისად.
4
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
2.
(ბ)
მომზადების საფუძველი (გაგრძელება)
შეფასების საფუძველი
ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ისტორიული ღირებულების საფუძველზე, გარდა
ფინანსური აქტივებისა, რომლებიც გადაფასებულია სამართლიანი ღირებულებით სარგებლის
გასაცემად არსებული წმინდა აქტივების ცვლილებების ანგარიშგების საშუალებით.
წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია დარიცხვის მეთოდის გამოყენებით, გარდა
სხვაგვარად მითითებული შემთხვევებისა.
საპენსიო სქემა დადგენილი შენატანების პროგრამაა. აქტუარიული შეფასება არ არის საჭირო, რადგან
საპენსიო ვალდებულება უტოლდება საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილ წმინდა აქტივებს.
(გ)
სამუშაო და წარდგენის ვალუტა
წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება წარმოდგენილია ქართულ ლარში (შემდგომში „ლარი“),
რომელიც ასევე წარმოადგენს საპენსიო ფონდის ფუნქციური ვალუტას, რადგან როგორც
საქართველოს ეროვნული ვალუტა, ის ასახავს შესაბამისი მოვლენებისა და ვითარებების უმეტესობის
ეკონომიკურ არსს. ყველა რიცხვი დამრგვალებულია უახლოეს ათასამდე, გარდა სხვაგვარად
მითითებული შემთხვევებისა.
3.
ძირითადი საქმიანობა და სააღრიცხვო პოლიტიკის შეჯამება
(ა)
საპენსიო შენატანების განხორციელება და საპენსიო აქტივების ინვესტირება
(i)
საპენსიო აქტივების ინვესტირება
საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული
მოთხოვნების, შეზღუდვებისა და ლიმიტების შესაბამისად, შემდეგი კეთილსაიმედო ინვესტირების
პრინციპების დაცვით:
(ა)
გრძელვადიან
პერსპექტივაში,
რეალური
ამონაგების
მაქსიმიზაცია
გათვალისწინებით), საპენსიო აქტივების შესაბამისი ინვესტირების გზით;
(ინფლაციის
(ბ) ინვესტიციების დივერსიფიკაცია;
(გ) საპენსიო აქტივების უსაფრთხოება გრძელვადიანი საინვესტიციო პერიოდის განმავლობაში;
(დ) ადეკვატური ლიკვიდურობის შენარჩუნება.
კანონის შესაბამისად, კანონის მიღებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში, საპენსიო აქტივების
ინვესტირება განხორციელდა მხოლოდ კონსერვატიულ (ნაკლებად) რისკიან საინვესტიციო
პორტფელები. ზემოთ აღნიშნული 5-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, 2023 წლის 7 აგვისტოს, საპენსიო
აქტივები გადანაწილდა შემდეგ სამ საინვესტიციო პორტფელზე - კონსერვატიული (დაბალი) რისკის,
დაბალანსებული (საშუალო) რისკის და დინამიური (მაღალი) რისკის პორტფელებზე - კანონის
შესაბამისად. კერძოდ: (ა) მონაწილეთა საპენსიო აქტივები, რომელთა ასაკი საპენსიო სქემაში
ჩარიცხვის დროს იყო 40 წლის ქვევით, გადანაწილდა მაღალი რისკის საინვესტიციო პორტფელზე; ბ)
მონაწილეთა საპენსიო აქტივები, რომლებიც საპენსიო სქემაში ჩარიცხვის დროს იყვნენ 40-დან 50
წლამდე ასაკის, გადანაწილდა საშუალო რისკის საინვესტიციო პორტფელში; (გ) მონაწილეთა
საპენსიო აქტივები, რომლებიც საპენსიო სქემაში ჩარიცხვის დროს იყვნენ 50 წელზე მეტი ასაკის,
გადანაწილდა დაბალი რისკის საინვესტიციო პორტფელში. გარდა ამისა, მონაწილეებს მიეცათ 30დღიანი ვადა, რათა გაეკეთებინათ არჩევანი და შეერჩიათ საინვესტიციო პორტფელი მათი საპენსიო
აქტივებისთვის - ასეთ შემთხვევებში არ მოქმედებდა ზემოაღნიშნული ნაგულისხმევი გადანაწილება.
5
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
3.
ძირითადი საქმიანობა და სააღრიცხვო პოლიტიკების შეჯამება (გაგრძელება)
ასეთი გადანაწილებების შემდეგ, 2023 წლის 20 ნოემბერს ცვლილებები შევიდა კანონში
(„ცვლილებები“), რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებდა ცვლილებას ზემოთ
ნაგულისხმევი გადანაწილებების კუთხით. ასეთი ცვლილების მიხედვით, თუ მონაწილე სხვაგვარად
არ აირჩევს, 2028 წლის 1 იანვრამდე დაგროვილი საპენსიო აქტივები გადანაწილდება კონსერვატიულ
(დაბალ) რისკის პორტფელზე, ხოლო 2028 წლის 1 იანვრის შემდეგ დაგროვილი საპენსიო აქტივები
გადანაწილდება შემდეგნაირად: ა) 40 წლამდე მონაწილეთა საპენსიო აქტივები - დინამიურ
საინვესტიციო პორტფელში; ბ) 40-დან 50 წლამდე ასაკის მონაწილეთა საპენსიო აქტივები დაბალანსებულ საინვესტიციო პორტფელში; გ) 50 წელზე მეტი ასაკის მონაწილეთა საპენსიო აქტივები
– კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელში. ეს ცვლილება ამოქმედდა 2024 წლის 3 იანვარს.
შესაბამისად, ყველა საპენსიო აქტივი, გარდა მონაწილეთა საპენსიო აქტივებისა, რომლებმაც
ისარგებლეს საინვესტიციო პორტფელის არჩევის უფლებით, გადანაწილდა კონსერვატიულ
საინვესტიციო პორტფელში 2024 წლის 3 იანვარს.
(ii)
საპენსიო შენატანები
კანონისა და სააგენტოს მიერ მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტის მიხედვით, საპენსიო
შენატანებს საპენსიო სქემის მონაწილეები ახორციელებენ ხელფასის გადახდისთანავე, შემდეგი
ფორმით:
•
დამსაქმებელი იხდის საპენსიო შენატანს მისი დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის 2%-ის
ოდენობით და ამავე დროს წარადგენს საპენსიო დეკლარაციას სააგენტოს ელექტრონული
სისტემის საშუალებით, რაც სააგენტოს საშუალებას აძლევს, ასახოს ასეთი საპენსიო შენატანები
შესაბამისი დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.
•
დამსაქმებელი იხდის საპენსიო შენატანს მისი დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის 2%-ის
ოდენობით, აღნიშნული დასაქმებულის სახელით და მისი ხარჯით, და ასახავს მას ზემოთ
ხსენებულ საპენსიო დეკლარაციაში, შესაბამისი დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო
ანგარიშზე შენატანის განაწილების / ასახვის მიზნით.
•
მონაწილე თვითდასაქმებული იხდის საპენსიო შენატანს მისი წლიური შემოსავლის 4% -ის
ოდენობით და წარადგენს შესაბამის საპენსიო დეკლარაციას, მის საპენსიო ანგარიშზე აღნიშნული
შენატანის განაწილების / ასახვის მიზნით; თვითდასაქმებული მონაწილეები სქემის წევრები
ხდებიან ნებაყოფლობით.
•
საქართველოს სახელმწიფო იხდის საპენსიო შენატანის ქვემოთმოცემულ ოდენობას
დასაქმებულების და თვითდასაქმებული მონაწილეების სასარგებლოდ, წარდგენილი საპენსიო
დეკლარაციების საფუძველზე, დაუყოვნებლივ, მსგავსი დეკლარაციების წარდგენისთანავე:
დასაბეგრი ხელფასის ან/და მონაწილე თვითდასაქმებულთა შემოსავლის 2% - თუ წლიური
ხელფასი ან / და შემოსავალი არ აღემატება 24,000 ლარს კონკრეტული წლისთვის.
დასაქმებულის
ან/და მონაწილე თვითდასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან / და
შემოსავლის 1% - თუ წლის განმავლობაში მიღებული ხელფასი ან / და შემოსავალი აღემატება
24,000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 60,000 ლარს.
დასაქმებულის ან/და მონაწილე თვითდასაქმებული დასაბეგრი ხელფასის ან / და შემოსავლის
0% - თუ წლიური ხელფასი ან / და შემოსავალი აღემატება 60,000 ლარს.
ცვლილებების მიხედვით, გადაიხედა საპენსიო შენატანების გადახდის გარკვეული ვადები და
პირობები. კერძოდ, 2023 წლის 20 ნოემბრიდან:
6
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
3.
ძირითადი საქმიანობა და სააღრიცხვო პოლიტიკების შეჯამება (გაგრძელება)
–
საპენსიო შენატანები უნდა განხორციელდეს ხელფასის გადახდის დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო
დღის განმავლობაში;
–
დასაქმებული, რომელსაც საშემოსავლო გადასახადი არ აკლდება ხელფასიდან, ვალდებულია
განახორციელოს საპენსიო შენატანები დასაბეგრი ხელფასის 4%-ის ოდენობით და წარადგინოს
შესაბამისი საპენსიო დეკლარაცია ასეთი შენატანის გადანაწილების მიზნით მის
ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშზე. ასეთი დასაქმებულის დამსაქმებელი ვალდებულია
დასაქმებულს აუნაზღაუროს ხელფასის დასაბეგრი შემოსავლის 2 პროცენტი ხელფასის
გადახდისთანავე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულის ან დამსაქმებლის მიერ ამ
ვალდებულებების დარღვევა არის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსით გათვალისწინებული სახდელის საფუძველი.
სააგენტო პასუხისმგებელია საინვესტიციო საქმიანობის კანონისა და სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს
მიერ შემუშავებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად განხორციელებაზე.
საპენსიო სქემის მონაწილეების მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების აღრიცხვა ხდება
დარიცხვის მეთოდით.
განხორციელებული შენატანების აღრიცხვა ხდება დამსაქმებლის მიერ სააგენტოსათვის შესაბამისი
საპენსიო დეკლარაციის წარდგენისას.
(ბ)
პენსიის გაცემა და ანაზღაურება სქემის დატოვების შემთხვევაში
საპენსიო სქემის მონაწილეებს უფლება აქვთ მოითხოვონ პენსიის დანიშვნა ან საპენსიო აქტივების
გადაცემა შემდეგ შემთხვევებში:
საპენსიო
სქემის მონაწილემ მიაღწია საპენსიო ასაკს,
მონაწილეებისთვის და 60 წელი - ქალი მონაწილეებისთვის;
რაც
არის
65
წელი
მამაკაცი
საპენსიო სქემის მონაწილე მუდმივად ტოვებს საქართველოს და წარადგენს სხვა ქვეყანაში
მუდმივად ცხოვრების კანონიერი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს; აღსანიშნავია, რომ
ცვლილებების მიხედვით, მონაწილეს უფლება აქვს დატოვოს საპენსიო სქემა საქართველოს
მუდმივი დატოვების მოტივით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეუწყდება საქართველოს
მოქალაქეობა ან დაკარგავს მუდმივი ბინადრობის ნებართვას. თუ ზემოაღნიშნული საფუძვლებით
საპენსიო სქემიდან გასული მონაწილე მოგვიანებით მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას ან
მუდმივ ბინადრობის ნებართვას, იგი ხელახლა ჩაირიცხება საპენსიო სქემაში სავალდებულო
წესით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მონაწილემ
დატოვა საპენსიო სქემა საქართველოს მუდმივი დატოვების მოტივით, მონაწილეს უფლება ჰქონდა
მიეღო მისი საპენსიო აქტივები სახელმწიფოს მიერ შეტანილი საპენსიო შენატანების გამოკლებით.
ხოლო, ცვლილების მიხედვით, მონაწილეებს უფლება აქვთ მიიღონ მათ ინდივიდუალურ
საპენსიო ანგარიშებზე დაგროვილი ყველა საპენსიო აქტივი.
საპენსიო სქემის მონაწილე იძენს შესაძლებლობის შეზღუდვის
სტატუსს, როგორც ეს
განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. ცვლილებების მიხედვით,
მონაწილეს, რომელმაც დატოვა საპენსიო სქემა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის
საფუძველზე, უფლება აქვს ხელახლა ჩაირიცხოს ნებაყოფლობით საფუძველზე.
ამასთანავე, საპენსიო სქემის გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეებს უფლება აქვთ მოითხოვონ
გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების გადაცემა.
კანონის მიღების მომენტისთვის 40 წლის ან მეტი ასაკის მქონე დასაქმებულებს უფლება აქვთ, უარი
თქვან საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, ხელახალი გაწევრიანების უფლებით. მონაწილეს შეუძლია
უარი თქვას სქემაში მონაწილეობაზე, საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღიდან 3-თვიანი ვადის
7
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
3.
ძირითადი საქმიანობა და სააღრიცხვო პოლიტიკების შეჯამება (გაგრძელება)
გასვლის შემდეგ, 2-თვიანი პერიოდის განმავლობაში, სააგენტოში შესაბამისი განაცხადის წარდგენის
გზით. თუ მონაწილეს უარს იტყვის საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, სააგენტო უბრუნებს შესაბამის
დამსაქმებელს, დასაქმებულს და საქართველოს სახელმწიფოს მათ მიერ განხორიელებულ საპენსიო
შენატანებს და მსგავს შენატანებზე დარიცხულ უკლებლივ ყველა სარგებელს (ასეთის არსებობის
შემთხვევაში), სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტის მიერ განსაზღვრული წესებისა და
პროცედურების შესაბამისად.
საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის პენსიები
შეხედულებისამებრ, რომელიმე შემდეგი ფორმით:
შეიძლება
გადახდილ
იქნას,
მონაწილის
ერთიანი გადახდა, როდესაც მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული ყველა
საპენსიო აქტივი მონაწილეს გადაეცემა ერთჯერადი გადახდის გზით. მონაწილეს ამ ფორმის
არჩევა შეუძლია მხოლოდ კანონითა და სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ
კონკრეტულ შემთხვევებში;
პროგრამული გატანით, როდესაც საპენსიო აქტივების მონაწილისათვის გადახდა ხდება
ყოველთვიურად, ნაწილ-ნაწილ და გამოითვლება სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტით
გათვალისწინებული ფორმულის შესაბამისად. ეს ფორმა არ ვრცელდება საპენსიო სქემის
გარდაცვლილ მონაწილეთა მემკვიდრეებზე;
პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შესყიდვით. ეს ფორმა არ
გამოიყენება საქართველოს სამუდამოდ დატოვების შემთხვევაში.
საპენსიო აქტივების გადატანა გარდაცვლილ მონაწილეთა მემკვიდრეების ინდივიდუალურ
საპენსიო ანგარიშებზე.
საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის პენსიის / საპენსიო აქტივების გაცემის და/ან გარდაცვლილ
მონაწილეთა მემკვიდრეებზე საპენსიო აქტივების გადაცემის აღრიცხვა ხდება იმ პერიოდში, როდესაც
ხდება შესაბამისი ერთეულების გამოსყიდვა.
საპენსიო სქემის დატოვების შემთხვევაში მონაწილეებისთვის დაბრუნებული საპენსიო შენატანების
აღრიცხვა ხდება იმ პერიოდში, როდესაც საპენსიო ფონდიდან გამოდის შესაბამისი თანხა
(გ)
საინვესტიციო საქმიანობები
სააგენტო პასუხისმგებელია საინვესტიციო საქმიანობის კანონისა და სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს
მიერ მიღებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად განხორციელებაზე. 2023 წლის
განმავლობაში, საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდა სადეპოზიტო სერტიფიკატებში
(”CD”) , ვადიან ანაბრებში (“TDs”) და საბაზრო ფასიან ქაღალდებში- იხ. შენიშვნა 6 და შენიშვნა 7
(დ)
საპროცენტო შემოსავალი
საპროცენტო შემოსავალი მოიცავს საპროცენტო შემოსავალს ფულად სახსრებსა და მათ
ეკვივალენტებზე და ინვესტიციებზე საბანკო დეპოზიტებში და აღიარებულია ეფექტური პროცენტის
მეთოდის გამოყენებით.
„ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“ არის განაკვეთი, რომელიც ზუსტად ადისკონტირებს სავარაუდო
სამომავლო ფულად გადახდებს ან შემოსულობებს ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი
მოხმარების ვადის მიხედვით ფინანსური აქტივის მთლიან საბალანსო ღირებულებაზე.
8
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
3.
(ე)
ძირითადი საქმიანობა და სააღრიცხვო პოლიტიკების შეჯამება (გაგრძელება)
ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები
ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები მოიცავს საბანკო ნაშთებს, რომელთა დაფარვის ვადა არის
სამი თვე ან ნაკლები შეძენის თარიღიდან. მათი სამართლიანი ღირებულების ცვლილების რისკი არაარსებითია. ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები სამართლიანი ღირებულებით აღირიცხება.
(ვ)
ინვესტიციები საბანკო დეპოზიტებში
ინვესტიციები საბანკო დეპოზიტებში მოიცავს სადეპოზიტო სერთიფიკატებს და ვადიან ანაბრებს 3
თვიდან 5 წლამდე პირვანდელი დაფარვის ვადით. ინვესტიციები საბანკო დეპოზიტებში აღირიცხება
სამართლიანი ღირებულებით.
(ზ)
ინვესტიციები სავაჭრო ფასიან ქაღალდებში
ინვესტიციები საბაზრო ფასიან ქაღალდებში მოიცავს ქართულ სახაზინო ობლიგაციებს, ქართულ
სახაზინო ვალდებულებებს, ქართულ კორპორატიულ ბონდებს, ევრობონდებს, აშშ-ის სახაზინო
ობლიგაციებს და გლობალურ კორპორატიულ აქციებს. ინვესტიციები საბაზრო ფასიან ქაღალდებში
აღირიცხება სამართლიანი ღირებულებით.
(თ)
სააგენტოს დაფინანსების წყაროები
კანონის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში სააგენტოს და მისი საქმიანობის დაფინანსების ერთადერთი
წყარო იყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ზემოაღნიშნული 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ,
სააგენტოს საქმიანობის დაფინანსების წყარო გახდა საპენსიო ფონდიდან მისაღები მომსახურების
საფასური. 3-წლიანი ვადის დასრულების შემდგომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში სააგენტოს
მომსახურების საფასური შეიძლება შეადგენდეს საპენსიო აქტივების 0,5% -ს, ხოლო ამ ვადის გასვლის
შემდეგ, ასეთი პროცენტული მაჩვენებელი შემცირდება 0,25%-მდე. 2023 წლის განმავლობაში
სააგენტომ საპენსიო ფონდიდან მიიღო დაფინანსება 9.836 მლნ ლარის ოდენობით (2022: 8.074 მლნ
ლარი).
ცვლილებების თანახმად, საპენსიო სააგენტოს მიერ მონაწილეთა საპენსიო აქტივებიდან საპენსიო
სააგენტოს საქმიანობის დაფინანსების მიზნით მიღებული მომსახურების საფასური არ შეიძლება
დაგირავდეს ან დაიტვირთოს, გადაეცეს მესამე პირს ან სხვაგვარად გასხვისდეს მოთხოვნის
დაკმაყოფილების მიზნით საპენსიო სააგენტოს მიმართ. ასეთი მოსაკრებელი არ ექვემდებარება
აღსრულებას და არ შედის საპენსიო სააგენტოს გაკოტრების აქტივებში.
(ი)
გაუნაწილებელი თანხები
გაუნაწილებელი თანხები არ გამოიყენება ინვესტირებისთვის. იგი აღირიცხება ამგვარად და აისახება
შესაბამისი დამსაქმებლების ანგარიშების ნაშთებში.
გაუნაწილებელი თანხებისთვის საპენსიო დეკლარაციების წარდგენისას, მსგავსი ოდენობები
გარდაიქმნება ვალდებულებებად მონაწილეების მიმართ.
9
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
4.
შეფასებებისა და მსჯელობების გამოყენება
ფინანსური ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისგან მოითხოვს მსჯელობებს, შეფასებებსა და
დაშვებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სააღრიცხვო პოლიტიკების გამოყენებაზე და
წარმოდგენილი აქტივების, ვალდებულებების, შემოსავლებისა და ხარჯების ოდენობაზე.
ფაქტობრივი შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს აღნიშნული შეფასებებისგან.
სააღრიცხვო შეფასებების და ძირითადი დაშვებების გადახედვა მუდმივად ხორციელდება.
სააღრიცხვო შეფასებების გადახედვის შედეგად გამოწვეული ცვლილებები აღიარდება იმ პერიოდში,
როდესაც მოხდა მათი გადახედვა და ნებისმიერ შემდგომ პერიოდში, რომელზედაც მათ ექნებათ
გავლენა.
სამართლიანი ღირებულებების შეფასება
მე-3 შენიშვნაში განხილული რიგი სააღრიცხვო პოლიტიკები და განმარტებითი შენიშვნები
მოითხოვენ სამართლიანი ღირებულებების შეფასებას.
სამართლიანი ღირებულება არის ფასი, რომელიც მიიღება აქტივის გაყიდვიდან ან გადახდილი იქნება
ვალდებულების გადასაცემად ბაზრის მონაწილეებს შორის მოწესრიგებული ტრანზაქციის დროს
შეფასების თარიღისთვის. სამართლიანი ღირებულების საუკეთესო მტკიცებულება არის ფასი აქტიურ
ბაზარზე. აქტიური ბაზარი არის ბაზარი, რომელშიც აქტივებთან ან ვალდებულებებთან
დაკავშირებული ტრანზაქციები ხდება საკმარისი სიხშირით და მოცულობით, რათა უზრუნველყოს
ფასების შესახებ ინფორმაცია მუდმივ საფუძველზე.
აქტივის ან ვალდებულების სამართლიანი ღირებულების შეფასებისას, სააგენტო შეძლებისდაგვარად
იყენებს ბაზრის დაკვირვებად მონაცემებს. სამართლიანი ღირებულება ჯგუფდება სხვადასხვა
დონეების მიხედვით სამართლიანი ღირებულების იერარქიაში, შეფასების მეთოდოლოგიებში
გამოყენებული ინფორმაციის საფუძველზე:
– დონე 1: კოტირებული საბაზრო ფასი (დაუკორექტირებელი) აქტიურ ბაზარზე მსგავსი აქტივებისა
და ვალდებულებებისთვის.
– დონე 2: შემავალი მონაცემები გარდა იმისა, რაც შესულია პირველ დონეში და რომლებიც
ხელმისაწვდომია აქტივისა და ვალდებულებისთვის, როგორც პირდაპირ (მაგ. ფასები), ასევე
ირიბად (მაგ. ფასებისგან წარმოებული).
– დონე 3: მონაცემები აქტივისა და ვალდებულებისთვის, რომლებიც არ ეფუძნება დაკვირვებად
საბაზრო მონაცემებს (არადაკვირვებადი მონაცემები).
იმ შემთხვევაში, როდესაც აქტივისა ან ვალდებულების სამართლიანი ღირებულების შესაფასებლად
გამოყენებული მონაცემების დაჯგუფება შესაძლებელია სამართლიანი ღირებულების სხვადასხვა
დონეებში, მაშინ სამართლიანი ღირებულების შეფასების დაჯგუფება ხდება მთლიანობაში,
სამართლიანი ღირებულების იერარქიის იმავე დონეში, რომელშიც ყველაზე დაბალი დონის
მონაცემებია, რაც მნიშვნელოვანია მთლიანი შეფასებისთვის.
სააგენტო ახდენს სამართლიანი ღირებულების იერარქიის დონეებს შორის გადასვლის აღიარებას
საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, რომლის განმავლობაშიც ადგილი ჰქონდა ცვლილებას.
10
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
5.
ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები
’000 ლარი
ქართულ კომერციულ ბანკებში განთავსებული სახსრები:
- საინვესტიციო მიზნებისთვის ფლობილი ფულადი სახსრები
- არასაინვესტიციო მიზნებისთვის ფლობილი ფულადი სახსრები
თანხები ეროვნულ სახაზინო ანგარიშზე
31 დეკემბერი
2023
31 დეკემბერი
2022
671,171
93,967
32,482
797,620
58,298
77,821
2,570
138,689
კომერციულ ბანკებში განთავსებულ ფულადი სახსრები, რომლებიც არაა ფლობილი საინვესტიციო
საქმიანობისთის და ასევე, სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები, არ
გამოიყენება ინვესტიციებისთვის. მათი ინვესტირება ხდება მხოლოდ გაუნაწილებელი თანხებისთვის
საპენსიო დეკლარაციების წარდგენისას (შენიშვნა 9).
2023 და 2023 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები
მოიცავს ფინანსურ აქტივებს, რომლებიც განთავსებულია საქართველოს კომერციულ ბანკებსა
(ბანკების რეიტინგები მოცემულია შენიშვნაში 13 (ა))
და სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე.
ხელმძღვანელობა არ მოელის, რომ რომელიმე კონტრაჰენტი ვერ შეძლებს მის მიერ ნაკისრი
ვალდებულებების დაკმაყოფილებას.
საანგარიშგებო თარიღისთვის, სააგენტოს ჰქონდა განთავსებული ორ ანგარიშზე ფულადი სახსრები
საინვესტიციო საქმიანობისთვის ორ კომერციულ ბანკში, რაც ინდივიდუალურად აჭარბებდა
ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების 5% -ს, და საერთო ჯამში 601,216 ათას ლარს შეადგენს.
საანგარიშგებო თარიღისთვის, სააგენტოს ჰქონდა განთავსებული ერთ ანგარიშზე ფულადი სახსრები
საინვესტიციო საქმიანობისთვის ერთ კომერციულ ბანკში, რაც აღემატება სარგებლისთვის
განკუთვნილი წმინდა აქტივების 5% -ს.
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სააგენტოს ხუთ კომერციულ ბანკში ჰქონდა ერთი ფულადი
სახსრების ნაშთი საინვესტიციო მიზნებისთვის და ოთხი ფულადი სახსრების ნაშთი არასაინვესტიციო
მიზნებისათვის, რომლებიც ინდივიდუალურად აღემატებოდა ფულადი სახსრებისა და ფულადი
სახსრების ეკვივალენტების 5%-ს. ასეთი ანგარიშების საერთო მოცულობამ 104,213 ათასი ლარი
შეადგინა.
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სააგენტოს არ ჰქონდა ფულადი სახსრები საინვესტიციო ან
არასაინვესტიციო საქმიანობისთვის არცერთ კომერციულ ბანკში, რომელიც ინდივიდუალურად
აღემატებოდა სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების 5% -ს.
საინვესტიციო მიზნებისთვის ფლობილი ფულადი სახსრები
ქართულ კომერციულ ბანკებში პორტფელების მიხედვით:
’000 ლარი
კონსერვატიული (დაბალი)
დაბალანსებული (საშუალო)
დინამიური (მაღალი)
ნაშთი 31 დეკემბერს
2023
23,744
130,655
516,772
671,171
2022
58,298
58,298
საინვესტიციო მიზნებისთვის ფლობილ ფულად ნაშთებზე დარიცხული პროცენტით საპენსიო
აქტივები გაიზარდა 34,365 ათასი ლარით 2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის
განმავლობაში (2022 წელი: 40,708 ათასი ლარი). საპროცენტო შემოსავალი საპენსიო სქემის
მონაწილეებს შორის პროპორციულად განაწილდა.
11
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
6.
ინვესტიციები საბანკო დეპოზიტებში
2023 და 2022 წლის 31 დეკემბრისთვის, ინვესტიციები განხორციელდა საქართველოს კარგი
რეპუტაციის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან ანაბრებში.
2023 წლის 31 დეკემბრისთვის, 1,568,050 ათასი ლარის ოდენობით (2022: 1,516,105 ათასი) საპენსიო
აქტივები იქნა ინვესტირებული საქართველოს 6 კომერციული ბანკის მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო
სერტიფიკატებში და 10,000 ათასი ლარი (2022: 28,200 ათასი) ერთი ქართული კომერციული ბანკის
ვადიან ანაბრებში. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, საპენსიო აქტივები 217,329 ათასი ლარით
და 2,920 ათასი ლარით გაიზარდა (2022: 174,232 ათასი და 3,287 ათასი), შესაბამისად, რაც წარმოადგენს
სადეპოზიტო სერტიფიკატებზე და ვადიან ანაბრებზე 2023 და 2022 წლების განმავლობაში დარიცხულ
საპროცენტო შემოსავალს. საპენსიო სქემის მონაწილეებს შორის საპროცენტო შემოსავალი
პროპორციულად განაწილდა.
ამ ინსტრუმენტების საშუალო შეწონილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს წლიურ
11.90%-ს (2022: 11.92%), ხოლო დარჩენილი ვადა 4 წლამდე დიაპაზონშია (2022: 5 წლამდე დიაპაზონი).
საანგარიშგებო თარიღისათვის, ორ კომერციულ ბანკში იყო განთავსებული ოთხი სადეპოზიტო
სერტიფიკატი, რომლებმაც ჯამში 670,000 ათასი ლარი შეადგინა და ინდივიდუალურად აღემატებოდა
საბანკო დეპოზიტებში მთლიანი ინვესტიციების 5%-ს. ასევე, ორივე სადეპოზიტო სერტიფიკატი
470,000 ათასი ლარი ჯამში, ინდივიდუალურად აჭარბებს სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა
აქტივების 5%-ს. ყველა სადეპოზიტო სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია.
2022 წლის 31 დეკემბრისთვის, ორ კომერციულ ბანკში იყო განთავსებული ორი სადეპოზიტო
სერტიფიკატი, რომლებმაც ჯამში 470,000 ათასი ლარი შეადგინა და ინდივიდუალურად აღემატებოდა
საბანკო დეპოზიტებში მთლიანი ინვესტიციების 5%-ს. აღნიშნული სადეპოზიტო სერტიფიკატების
დაფარვის ვადა 6 თვიდან 5 წლამდე მერყეობდა. ორივე სადეპოზიტო სერტიფიკატი 470,000 ათასი
ლარი ჯამში, ინდივიდუალურად აჭარბებდა სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების 5%-ს.
ყველა სადეპოზიტო სერტიფიკატი საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია.
ინვესტიციები საბანკო დეპოზიტებში პორტფელების მიხედვით:
’000 ლარი
კონსერვატიული (დაბალი)
დაბალანსებული (საშუალო)
დინამიური (მაღალი)
ნაშთი 31 დეკემბერს
2023
304,179
275,278
1,386,785
1,966,242
2022
1,855,287
1,855,287
12
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
7.
ინვესტიციები საბაზრო ფასიან ქაღალდებში
’000 ლარი
საკრედიტო
რეიტინგი
(2023/2022)
2023 წლის 31
დეკემბერი
2022 წლის 31
დეკემბერი
BB / BB
AA+ / AAA
BB / BB
BB / BB
BB- / BB / BB
794,810
25,279
19,832
32,423
10,995
883,339
472,064
310,684
24,580
4,833
3,545
815,706
N/A
837,419
217,526
837,419
217,526
1,720,758
1,033,232
ინვესტიციები სასესხო ვალდებულებებში
ქართული სახაზინო ობლიგაციები
ამერიკული სახაზინო ვალდებულებები
ევრობონდები
ქართული სახაზინო ვალდებულებები
ქართული კორპორატიული ბონდები
ქართული კორპორატიული ბონდები
ჯამური ინვესტიციები სასესხო ვალდებულებებში
ინვესტიციები წილობრივ ფასიან ქაღალდებში
გლობალური აქციები
ჯამური ინვესტიციები წილობრივ ფასიან
ქაღალდებში
ჯამური ინვესტიციები საბაზრო ფასიანი
ქაღალდებში
სააგენტოს ზოგადად არ აქვს განზრახული გაყიდოს აღნიშნული ინსტრუმენტები მათი დაფარვის
ვადის დადგომამდე.
ქვემოთ წარმოდგენილია ინვესტიციები საბაზრო ფასიან ქაღალდებზე მოგება/(ზარალი) აქტივების
კლასების მიხედვით:
’000 ლარი
მოგება/(ზარალი) სასესხო ვალდებულებებში განთავსებულ
ინვესტიციებზე
ქართული სახაზინო ობლიგაციები
ამერიკული სახაზინო ვალდებულებები
ევრობონდები
ქართული სახაზინო ვალდებულებები
ქართული კორპორატიული ბონდები
ნეტო მოგება/(ზარალი) სასესხო ვალდებულებებში
განთავსებულ ინვესტიციებზე
მოგება/(ზარალი) წილობრივ ფასიან ქაღალდებში
განთავსებულ ინვესტიციებზე
გლობალური აქციები
ნეტო მოგება/(ზარალი) წილობრივ ფასიან ქაღალდებში
განთავსებულ ინვესტიციებზე
ნეტო მოგება/(ზარალი) საბაზრო ფასიან ქაღალდებში
2023
2022
55,708
(8,784)
1,414
898
2,515
26,550
(15,212)
737
310
45
51,751
12,430
116,679
(43,617)
116,679
(43,617)
168,430
(31,187)
13
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
ინვესტიციები საბაზრო ფასიან ქაღალდებში პორტფელების
მიხედვით:
’000 ლარი
კონსერვატიული (დაბალი)
დაბალანსებული (საშუალო)
დინამიური (მაღალი)
ნაშთი 31 დეკემბერს
8.
2023
177,059
257,275
1,286,424
1,720,758
2022
1,033,232
1,033,232
ვალდებულებები სქემის მონაწილეთა მიმართ
საპენსიო სქემის მონაწილეების მიმართ მთლიანი ვალდებულებები შეადგენს საპენსიო აქტივების
მთლიან ღირებულებას, რაც აისახება მონაწილეთა ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შენიშვნა 3 (ა).
იმის გათვალისწინებით, რომ საპენსიო სქემის მონაწილეთა მიერ განხორციელებული საპენსიო
შენატანები აისახება/ნაწილდება შესაბამის მონაწილეთა ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და
ხდება ამ მონაწილეთა საკუთრება მხოლოდ შესაბამისი საპენსიო დეკლარაციის წარდგენისას, სქემის
მონაწილეების მიმართ ვალდებულებები არ მოიცავს იმ თანხებს, რომელთათვისაც საპენსიო
დეკლარაციები არ ყოფილა წარდგენილი (შეტანილია "გაუნაწილებელ თანხებში", შენიშვნა 9).
’000 ლარი
ნაშთი 1 იანვარს
სქემის მონაწილეთა შენატანები
საპროცენტო შემოსავალი
დივიდენდის შემოსავალი
საბაზრო ფასიანი ქაღალდების ფლობით მიღებული ნეტო
შემოსავალი/(ზარალი)
საკურსო სხვაობის წმინდა ზარალი ფულად სახსრებზე და
მათი ეკვივალენტებზე
სსიპ საპენსიო სააგენტოს დაფინანსება
დაგროვილი თანხების ზრდა, მომლოდინე რომ გახდეს სქემის
მონაწილეთა მიმართ ვალდებულებები
ანაზღაურება/სქემის დატოვება (შენიშვნა 10)
ნაშთი 31 დეკემბერს
2023
2,947,151
996,862
254,614
18,598
2022
1,980,291
802,753
218,227
3,543
168,430
(31,187)
(1,329)
(10,745)
(9,836)
(8,074)
(2,316)
(1,870)
(15,014)
4,357,160
(5,787)
2,947,151
2023
504,773
663,053
3,189,334
4,357,160
2022
2,947,151
2,947,151
ვალდებულებები სქემის მონაწილეთა მიმართ პორტფელების
მიხედვით:
’000 ლარი
კონსერვატიული (დაბალი)
დაბალანსებული (საშუალო)
დინამიური (მაღალი)
ნაშთი 31 დეკემბერს
9.
გაუნაწილებელი თანხები
2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, გაუნაწილებელი თანხების ნაშთმა შეადგინა 121,741 ათასი
ლარი (2022:
76,654 ათასი ლარი). ეს თანხები არ წამოადგენენ საპენსიო ფონდის ნაწილს
დეკლარაციების წარდგენამდე და შესაბამისად, არ გამოიყენება ინვესტირებისთვის.
14
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
10.
პენსიის გაცემა და ანაზღაურება სქემის დატოვების შემთხვევაში
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისთვის, 1,564-მა მონაწილემ ისარგებლა სქემიდან
გასვლის უფლებით (2022: 1,623 მონაწილე), ხოლო დასაქმებულებისთვის, დამსაქმებლებისთვის და
საქართველოს სახელმწიფოსთვის დაბრუნებულმა საპენსიო შენატანებმა ჯამში შეადგინა 994 ათასი
ლარი (2022: 424 ათასი ლარი).
2023 წლის განმავლობაში, სააგენტომ, 3,747 მონაწილეზე (2022: 1,615 მონაწილე) 14,021 ათასი ლარის
ოდენობით (2022: 5,363 ათასი ლარი) პენსიების ერთჯერადი გადახდა განახორციელა.
11. პირობითი ვალდებულებები
სასამართლო დავები
ბიზნესის ჩვეულებრივი მიმდინარეობისას, სააგენტო წარმოადგენს სამართალწარმოების,
სასამართლო პროცესებისა და დავების მხარეს. ხელმძღვანელობას სჯერა, რომ აღნიშნული
სამართალწარმოებიდან ან საჩივრებიდან წარმოშობილ საბოლოო ვალდებულებას, ასეთის არსებობის
შემთხვევაში, არ ექნება არსებითი მატერიალური ნეგატიური გავლენა მომავალი ოპერაციების
შედეგებზე ან ფინანსურ მდგომარეობაზე.
შეუსაბამობა კანონებთან და რეგულაციებთან
საპენსიო სქემისათვის პრიორიტეტულია, რომ სრულ შესაბამისობაში იყოს ყველა იმ კანონთან და
რეგულაციასთან, რომლებიც მის ოპერაციებს არეგულირებენ. საპენსიო სქემის საინვესტიციო
საქმიანობა ძირითადად რეგულირდება კანონით „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ და საინვესტიციო
პოლიტიკის დოკუმენტით (სპდ), რომელიც ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შემუშავებულია
საინვესტიციო საბჭოს მიერ და დამტკიცებულია სააგენტოს მხრიდან. კანონი და სპდ განსაზღვრავს
სპეციფიკური ლიმიტებს და შეზღუდვებს საპენსიო სქემის ინვესტიციებზე.
2023 წლის 31 დეკემბრისათვის, კონსერვატიული პორტფელი სრულ შესაბამისობაში იყო კანონით და
სპდ-ით განსაზღვრულ ყველა ლიმიტთან. თუმცა, დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები,
რომლებიც 2023 წლის 7 აგვისტოს შეიქმნა, კანონის და სპდ-ის ყველა ლიმიტთან არ იყო თანხვედრაში.
ეს შეუსაბამობები შემდგომ პერიოდში გამოსწორდა.
იდენტიფიცირებული შეუსაბამობების შესახებ მოხდა ყველა დაინტერესებული მხარის ინფორმირება.
ხელმძღვანელობა არ მოელის, რომ ზემოთ განხილული შეუსაბამობები უარყოფითად იმოქმედებს
საპენსიო სქემის ფინანსურ მდგომარეობზე ან მის ფინანსურ შედეგებზე.
12.
ოპერაციები დაკავშირებულ მხარეებთან
სააგენტოს ხელმძღვანელობა მონაწილეობს საპენსიო სქემის მართვაში. სააგენტოს წამყვან
ხელმძღვანელობად ითვლება: სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, საინვესტიციო საბჭოს წევრები,
უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, მთავარი საინვესტიციო რისკის ოფიცერი, მთავარი რისკების
ოფიცერი და დირექტორი (დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი). 2023 წელს, სააგენტოს მიერ
წამყვანი ხელმძღვანელობისთვის გადახდილი ანაზღაურება იყო 1,142 ათასი ლარი (2022 წელი: 916
ათასი ლარი), რომელიც წარმოდგენილია სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელიც
მომზადებულია წინამდებარე ფინანსური ანგარიშგებისგან განცალკევებით და ხელმისაწვდომია
საჯარო გამოყენებისთვის.
15
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
13. ფინანსური რისკის მართვა
საპენსიო სქემის მონაწილეების მიმართ ვალდებულებები ყოველთვის ტოლია მონაწილეთა საპენსიო
აქტივების ღირებულებისა, ანუ არ არსებობს დაფინანსების სხვაობა მომავალი სარგებლის თანხასთან.
ამიტომაც არ ხორციელდება აქტუარიული შეფასებები.
ქვემოთ წარმოდგენილია სტანდარტული რისკები, რომელთაც საპენსიო სქემის ფინანსური
ინსტრუმენტები უშუალოდ ექვემდებარებოდა საანგარიშგებო თარიღისთვის:
• საკრედიტო რისკი (ა);
• ლიკვიდურობის რისკი (ბ);
• საბაზრო რისკი (გ).
(ა) საკრედიტო რისკი
საკრედიტო რისკი წარმოადგენს საპენსიო სქემის ფინანსური ზარალის რისკს, თუ ფინანსური
ინსტრუმენტის კონტრაჰენტი ვერ შეასრულებს მის სახელშეკრულებო ვალდებულებებს.
ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები
’000 ლარი
BB
B+
BB+
B
BBრეიტინგის გარეშე
ინვესტიციები საბანკო დეპოზიტებში
’000 ლარი
BB
B+
BB+
BBB
ინვესტიციები სასესხო ვალდებულებებში
’000 ლარი
BB
BBAAA
31 დეკემბერი 2023
712,362
62,196
11,622
4,872
6,568
797,620
31 დეკემბერი 2022
2,570
30,664
7,241
1,122
94,345
2,747
138,689
31 დეკემბერი 2023
1,695,851
236,745
33,646
1,966,242
31 დეკემბერი 2022
259,387
43,397
1,532,359
20,144
1,855,287
31 დეკემბერი 2023
850,916
32,423
883,339
31 დეკემბერი 2022
505,022
310,684
815,706
2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მთლიანი ნაშთის 43.84% იყო
ინვესტირებული სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან ანაბრებში, საქართველოს 7 კომერციულ
ბანკში. ყველა ბანკს ჰქონდა Fitch-ის S&P Global Agencies-ის რეიტინგები. დამატებითი ინფორმაცია
ბანკის რეიტინგების შესახებ წარმოდგენილია ზემოთ.
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მთლიანი ნაშთის 38.37%
განთავსებული იყო საბაზრო ფასიან ქაღალდებში.
16
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
13. ფინანსური რისკის მართვა (გაგრძელება)
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მთლიანი ნაშთის 17.79%
განთავსებული იყო მიმდინარე ანგარიშებზე, საქართველოს 9 კომერციულ ბანკში და საქართველოს
ეროვნული ხაზინის ანგარიშებზე. ყველა საინვესტიციო საქმიანობისთვის ფლობილი ფულადი
სახსრები განთავსებული იყო საქართველოს კომერციულ ბანკებში. ყველა ბანკმა მიიღო Fitch-ის S&P
Global Agencies-ის რეიტინგები. დამატებითი ინფორმაცია ბანკის რეიტინგების შესახებ
წარმოდგენილია ზემოთ.
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მთლიანი ნაშთის 61.29% იყო
ინვესტირებული სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან ანაბრებში საქართველოს 8 კომერციულ
ბანკში. ყველა ბანკს ჰქონდა Fitch-ის S&P Global Agencies-ის რეიტინგები. დამატებითი ინფორმაცია
ბანკის რეიტინგების შესახებ წარმოდგენილია ზემოთ.
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მთლიანი ნაშთის 34.13%
განთავსებული იყო საბაზრო ფასიან ქაღალდებში.
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მთლიანი ნაშთის 4.58% განთავსებული
იყო მიმდინარე ანგარიშებზე საქართველოს 10 კომერციულ ბანკში და საქართველოს ეროვნული
ხაზინის ანგარიშებზე.
(ბ)
ლიკვიდურობის რისკი
ლიკვიდურობის რისკი არის ისეთი რისკი, რომლის დროსაც ორგანიზაციას ექმნება სირთულეები
ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების შესრულებაში და რომელთა დასაფარად საჭიროა ფულის ან
სხვა ფინანსური აქტივის გადინება. გონივრული ლიკვიდურობის რისკის მართვა გულისხმობს
საკმარისი ფულადი სახსრების ფლობას, სათანადო საკრედიტო ხაზების საშუალებით დაფინანსების
ხელმისაწვდომობას და მესამე მხარეების მიმართ არსებული მოთხოვნების დროულად, დადგენილ
ვადებში, შეგროვების უნარს.
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისთვის, საპენსიო სქემიდან საშუალო ყოველთვიური
ანაზღაურება პენსიების გადახდის ან საპენსიო სქემიდან გასვლის ფარგლებში საპენსიო შენატანების
დაბრუნების შედეგად 1,251 ათას ლარს შეადგენდა (2022: 482 ათასი ლარი).
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისთვის, საშუალო ყოველთვიური შემოსული
შენატანები 83,072 ათას ლარს შეადგენდა (2022: 66,896 ათასი ლარი), რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს
ყოველთვიურ გადახდებს.
2023 და 2022 წლების 31 დეკემბრისთვის, საპენსიო აქტივები ინახება საქართველოს კომერციულ
ბანკებში სააგენტოსა და სპეციალიზებული დეპოზიტარის ნომინალური მფლობელობის მიმდინარე
ანგარიშებზე, ეროვნული სახაზინო ანგარიშზე, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ
გამოშვებული სადეპოზიტო სერთიფიკატების და ვადიანი დეპოზიტების ინვესტიციებში, და
საბაზრო ფასიან ქაღალდებში. ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების სახით ფლობილი
საპენსიო აქტივები მარტივად არის რეალიზებადი და შეიძლება სწრაფად იქნას ლიკვიდირებული,
მათი საბალანსო ღირებულებების ტოლი ოდენობით, რათა დაკმაყოფილებულ იქნას ლიკვიდურობის
მოთხოვნები. რაც შეეხება სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებს, სააგენტოს ზოგადად
არ აქვს განზრახული გაყიდოს აღნიშნული ინსტრუმენტები მათი დაფარვის ვადის დადგომამდე.
(გ)
საბაზრო რისკები
საპროცენტო განაკვეთის რისკი
საპროცენტო განაკვეთის რისკი არის რისკი, რომ ფინანსური ინსტრუმენტის სამართლიანი
ღირებულება ან მომავალი ფულადი ნაკადები შეიცვლება საბაზრო საპროცენტო განაკვეთის
ცვლილების გამო. პროცენტიანი ინსტრუმენტების საპროცენტო განაკვეთების დიაპაზონი
წარმოდგენილია ქვემოთ:
17
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
13. ფინანსური რისკის მართვა (გაგრძელება)
’000 ლარი
ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები
საინვესტიციო მიზნებისთვის ფლობილი ფულადი სახსრები
(ლარში)
საინვესტიციო მიზნებისთვის ფლობილი ფულადი სახსრები
(აშშ დოლარში)
არასაინვესტიციო მიზნებისთვის ფლობილი ფულადი სახსრები
ეროვნული სახაზინო ანგარიში
ინვესტიციები საბანკო დეპოზიტებში
სადეპოზიტო სერტიფიკატები
ვადიანი ანაბარი
საპროცენტო
განაკვეთი
2023
2022
9.60% - 10.00%
662,879
58,298
-
8,292
-
-
93,967
32,482
797,620
77,821
2,570
138,689
10.51%-12.7%
12.46%
1,953,848
12,394
1,966,242
1,823,007
32,280
1,855,287
სავალუტო რისკი
სავალუტო რისკი არის რისკი იმისა, რომ ექსპოზიციის რეალური ღირებულება ან მომავალი ფულადი
ნაკადები შეიცვლება უცხოური ვალუტის კურსის ცვლილების გამო. საპენსიო სქემის ექსპოზიცია
უცხოური ვალუტის კურსების ცვლილების რისკის მიმართ, პირველ რიგში, დაკავშირებულია
საბაზრო ფასიან ქაღალდებში ინვესტიციებთან.
’000 ლარი
საპენსიო აქტივები
საპენსიო ვალდებულებები
2023
ლარი დოლარი
3,597,763
886,857
4,484,620
-
2022
ლარი დოლარი
2,472,818
554,390
3,027,208
-
აშშ დოლარის ლართან მიმართებაში 10%-ით გამყარება/გაუფასურება 2023 წლის 31 დეკემბრის
მდგომარეობით გაზრდის/შეამცირებს საპენსიო აქტივებს 88,686 ათასი ლარით (2022 წელი: 55,439
ათასი ლარი).
14. სპეციალიზებული დეპოზიტარი
კანონის თანახმად, საინვესტიციო საბჭო სპეციალიზებულ დეპოზიტარს ირჩევს კონკურენტული და
გამჭვირვალე კონკურენციის საფუძველზე. საფინანსო ინსტიტუტი უფლებამოსილია განახორციელოს
სპეციალიზებული სადეპოზიტო მომსახურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სათანადოდ არის
ლიცენზირებული/აღიარებული და ავტორიზებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. კანონის
თანახმად, სპეციალიზებული დეპოზიტარი არის იურიდიული პირი ნდობის ვალდებულებით,
რომელიც ინახავს ფასიან ქაღალდებს, რომლებიც მოიცავს საპენსიო აქტივებს, აწარმოებს ჩანაწერებს
საპენსიო აქტივებთან დაკავშირებული ნებისმიერი და ყველა ტრანზაქციის შესახებ, აწარმოებს ყველა
საპენსიო აქტივის რეესტრს, უზრუნველყოფს წმინდა აქტივების ღირებულების კალკულაციის
განხორციელებას კანონისა და მოქმედი პოლიტიკის შესაბამისად, აკონტროლებს საინვესტიციო
პორტფელის შესაბამისობას კანონთან და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან, უზრუნველყოფს
შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა მომსახურებას.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სს „საქართველოს ბანკი“ იყო საპენსიო სქემის
სპეციალიზებული დეპოზიტარი 2021 წლის 1 ოქტომბრის სპეციალიზებული სადეპოზიტო
ხელშეკრულების ფარგლებში. ხელშეკრულება საჯაროდ ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალურ
ვებ-გვერდზე. ვინაიდან ხელშეკრულების ვადა იწურებოდა 2023 წლის 31 ივლისს, 2023 წლის 18
იანვარს საინვესტიციო საბჭომ გამოაცხადა მორიგი კონკურსი სპეციალიზებული დეპოზიტარის
18
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
შესარჩევად. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი რეგულაციების მიხედვით,
სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია უზრუნველყოს უწყვეტი სპეციალიზებული
სადეპოზიტო მომსახურება, შესაბამისად, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდა 2024 წლის 15
თებერვალამდე, როდესაც საინვესტიციო საბჭომ სს „საქართველოს ბანკი“ ხელახლა აირჩია
სპეციალიზებულ დეპოზიტარად და სააგენტომ გააფორმა შესაბამისი 5-წლიანი სპეციალიზებული
დეპოზიტარის ხელშეკრულება.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებების თანახმად, უწყვეტი სპეციალიზებული სადეპოზიტო
მომსახურების უზრუნველსაყოფად და საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების დაცვის მიზნით,
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ იყოს საპენსიო
სპეციალიზებული დეპოზიტარი. სქემა საპენსიო სააგენტოსთან გაფორმებული შესაბამისი
ხელშეკრულების საფუძველზე.
15.
შემდგომი მოვლენები
ცვლილებები კანონში: 2023 წლის ნოემბერში კანონში შევიდა რამდენიმე ცვლილებები, რომელთაგან
ზოგიერთი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე და მოხსენიებულია სხვა შენიშვნებში, ხოლო ზოგიერთი
ცვლილება ამოქმედდა 2024 წელს:
-
ცვლილებების მიხედვით, 2024 წლის 1 ივნისიდან, სსიპ საქართველოს შემოსავლების სამსახურის
ნაცვლად, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად
შესრულებისათვის ჯარიმების დაკისრებაზე პასუხისმგებელი გახდა საპენსიო სააგენტო.
სააგენტომ უნდა შეადაროს ელექტრონულ სისტემაში დაგროვილ მონაცემები სსიპ შემოსავლების
სამსახურის მიერ მოწოდებულ მონაცემებს და, შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში,
განახორციელოს საპენსიო შენატანების გადახდის ვალდებულებაზე დამსაქმებლების ან
დასაქმებულებისთვის ჯარიმების დაკისრება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ
ცვლილებების თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია გამოიტანოს სააღსრულებო ფურცელი
ასეთი ჯარიმებითა და გადაუხდელი საპენსიო შენატანებით.
-
ცვლილებების მიხედვით, 2025 წლის 1 იანვრიდან გაუნაწილებელ თანხებთან დაკავშირებით
ახალი რეგულაცია შედის ძალაში. ასეთი დებულების თანახმად, საპენსიო სააგენტო ვალდებულია
გამოავლინოს და დაუბრუნოს მფლობელს გაუნაწილებელი თანხა და/ან გაანაწილოს იგი
მონაწილის შესაბამის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე მესაკუთრის მიერ წარმოდგენილი
შესაბამისი საპენსიო დეკლარაციის საფუძველზე, გაუნაწილებელი თანხის მიღებიდან 5 წლის
განმავლობაში მის ნომინალური საკუთრების ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, როცა შეუძლებელია
გაუნაწილებელი თანხების იდენტიფიცირება და დაბრუნება ან/და განაწილება, ზემოაღნიშნული
ვადის გასვლისას გამოუყენებელი თანხა გახდება კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული
მომსახურების საფასურის ნაწილი, რის შემდეგაც არავის აქვს უფლება მოთხოვოს სააგენტოს
ასეთი თანხა ან/და მასთან დაკავშირებული ზარალი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული სია არ არის ამომწურავი და კანონი საჯაროდ
ხელმისაწვდომია საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე www.matsne.gov.ge და სააგენტოს
ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
სს „საქართველოს ბანკის“ სპეციალიზებულ დეპოზიტარად ხელახლა დანიშვნა: 2024 წლის 15
თებერვალს საინვესტიციო საბჭომ სს „საქართველოს ბანკი“ ხელმეორედ აირჩია სპეციალიზებულ
დეპოზიტარად და სააგენტომ გააფორმა შესაბამისი სპეციალიზებული დეპოზიტარის ხუთწლიანი
შეთანხმება.
19
დანართი
სსიპ „საპენსიო სააგენტო“
საჯარო სექტორის ბუღალტრული
აღრიცხვის საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად
მომზადებული ფინანსური ანგარიშგება
2023 წლის 31 დეკემბრით
დასრულებული წლისთვის
სარჩევი
ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის ანგარიში 2023 წლის 31 დეკემბერს
დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და დამტკიცებაზე
დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა
ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება
1
ფინანსური შედეგების ანგარიშგება
2
წმინდა აქტივების ცვლილებების ანგარიშგება
3
ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება
4
ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება
5
ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
6-14
შპს დელოიტი და ტუში
ს/კ: 204422240
სითი თაუერის ბიზნეს ცენტრი,
ვაჟა-ფშაველას გამზირი #70, მე-16 სართული,
თბილისი, 0186, საქართველო
ტელ: +995 (32) 224 45 66
ფაქსი: +995 (32) 224 45 69
deloitte.ge
დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა
სსიპ საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოსა და მენეჯმენტს
მოსაზრება
ჩვენ ჩავატარეთ სსიპ საპენსიო სააგენტოს („სააგენტო“) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც
მოიცავს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებას 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით,
ფინანსური შედეგების ანგარიშგებას, წმინდა აქტივების ცვლილებების ანგარიშგებას, ფულადი
სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას და ბიუჯეტისა და მიღებული ფაქტობრივი თანხების შედარების
ანგარიშგებას ამავე თარიღით დასრულებული წლისათვის, და ფინანსური ანგარიშგების განმარტებით
შენიშვნებს, ბუღალტრული აღრიცხვის არსებითი პოლიტიკების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით.
ჩვენი აზრით, თანდართული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით,
სამართლიანად ასახავს სააგენტოს ფინანსურ მდგომარეობას 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით
და სააგენტოს ფინანსურ შედეგებს, წმინდა აქტივების ცვლილებებს, ფულადი სახსრების მოძრაობასა
და ბიუჯეტისა და მიღებული ფაქტობრივი თანხების შედარებას ამავე თარიღით დასრულებული
წლისათვის საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს)
შესაბამისად.
მოსაზრების საფუძველი
აუდიტს წარვმართავდით აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) შესაბამისად. ამ
სტანდარტებით განსაზღვრული ჩვენი პასუხისმგებლობა დეტალურად აღწერილია ჩვენი დასკვნის
ნაწილში „აუდიტორის პასუხისმგებლობა ფინანსური ანგარიშგების აუდიტზე“.
ჩვენ დამოუკიდებლები ვართ სააგენტოსგან ბუღალტერთა ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების
საბჭოს მიერ გამოცემული პროფესიონალ ბუღალტერთა საერთაშორისო ეთიკის კოდექსის
(დამოუკიდებლობის საერთაშორისო სტანდარტების ჩათვლით) (IESBA კოდექსი) შესაბამისად და
ჩვენ შევასრულეთ IESBA კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობები. გვჯერა, რომ ჩვენ
მიერ მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებები საკმარისი და შესაფერისია ჩვენი მოსაზრების
გამოთქმისათვის აუცილებელი საფუძვლის შესაქმნელად.
აუდიტის სხვა საკითხები
სააგენტოს 2022 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
ჩატარდა სხვა აუდიტორის მიერ, რომელმაც ამ ანგარიშგებაზე გამოთქვა არამოდიფიცირებული
მოსაზრება 2023 წლის 8 მაისს.
დელოიტი გულისხმობს ერთ ან რამდენიმე დელოიტ ტუშ ტომაცუ ლიმიტედის კომპანიას ("DTTL"), მისი წევრი კომპანიების
გლობალურ ქსელს და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს (ერთობლივად „ორგანიზაცია დელოიტი“). DTTL (რომელიც ასევე
მოიხსენება როგორც გლობალური ქსელი „დელოიტი“) და მისი ყოველი წევრი წარმოადგენს იურიდიულად დამოუკიდებელ
ცალკე პირს, რომელთაც არ აქვთ უფლება აიღონ ერთმანეთის ვალდებულებები მესამე პირთან მიმართებაში. DTTL და მისი
ყოველი წევრი კომპანია და მასთან დაკავშირებული ორგანიზაცია პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ და არა ერთმანეთის
ქმედებებსა და უმოქმედობებზე. DTTL კლიენტებს არ უზრუნველყოფს სერვისის მიწოდებით. მეტი ინფორმაციის მისაღებად
ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს www.deloitte.com/about.
© 2024 შპს დელოიტი და ტუში. ყველა უფლება დაცულია.
ხელმძღვანელობისა და მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებები ფინანსურ
ანგარიშგებასთან მიმართებით
ხელმძღვანელობა ვალდებულია მოამზადოს და სამართლიანად წარადგინოს ფინანსური ანგარიშგება
საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს) შესაბამისად, და
უზრუნველყოს იმგვარი შიდა კონტროლის სისტემის არსებობა, რომელიც, მისი აზრით, აუცილებელია
ისეთი ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად, რომელიც არ შეიცავს შეცდომით ან თაღლითობით
გამოწვეულ არსებით უზუსტობებს.
ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას, ხელმძღვანელობა ვალდებულია, შეაფასოს სააგენტოს მხრიდან
საქმიანობის გაგრძელების უნარი, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, განმარტოს ფუნქციონირებადი
საწარმოს პრინციპთან დაკავშირებული საკითხები და აღნიშნული პრინციპი გამოიყენოს ბუღალტრული
აღრიცხვის საფუძვლად გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხელმძღვანელობა ან მიზნად ისახავს
სააგენტოს ლიკვიდაციას ან საქმიანობის შეწყვეტას, ან არ გააჩნია ამისგან განსხვავებული ქმედების
რეალისტური ალტერნატივა.
მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი პირები პასუხისმგებლები არიან
ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცესის ზედამხედველობაზე
სააგენტოს
ფინანსური
აუდიტორის პასუხისმგებლობა ფინანსური ანგარიშგების აუდიტზე
ჩვენი ამოცანაა, მოვიპოვოთ გონივრული რწმუნება იმის შესახებ, რომ ფინანსური ანგარიშგება
მთლიანობაში არ შეიცავს შეცდომით ან თაღლითობით გამოწვეულ არსებით უზუსტობებს და გავცეთ
აუდიტორული დასკვნა, რომელიც ჩვენი მოსაზრების გამომხატველი იქნება. გონივრული რწმუნება
მაღალი ხარისხის რწმუნებას წარმოადგენს, მაგრამ, ამავდროულად, არ არის იმის გარანტია, რომ
აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებული აუდიტი ყოველთვის გამოავლენს არსებითი
ხასიათის უზუსტობას ასეთის არსებობის შემთხვევაში. უზუსტობები შეიძლება წარმოიშვას როგორც
თაღლითობის, აგრეთვე შეცდომის შედეგად და არსებითად ითვლება მაშინ, როდესაც, დამოუკიდებლად
ან ერთობლივად, შეიძლება პოტენციურად ზეგავლენას ახდენდეს ამ ფინანსური ანგარიშგების
საფუძველზე მის მომხმარებელთა მიერ მიღებულ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე.
აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე ჩატარებული აუდიტის მთელი პროცესის
განმავლობაში ვიყენებთ პროფესიულ განსჯას და ვინარჩუნებთ პროფესიულ სკეპტიციზმს. გარდა ამისა:
•
•
•
•
ჩვენ ვახდენთ ფინანსურ ანგარიშგებაში თაღლითობითა თუ შეცდომით გამოწვეული არსებითი
უზუსტობის რისკების იდენტიფიცირებასა და შეფასებას; ვგეგმავთ და ვატარებთ აუდიტის
პროცედურებს ამ რისკებზე რეაგირებისათვის და მოვიპოვებთ ისეთ აუდიტორულ მტკიცებულებას,
რომელიც საკმარისი და შესაფერისი საფუძველი იქნება ჩვენი მოსაზრების ჩამოსაყალიბებლად.
თაღლითობით გამოწვეული არსებითი უზუსტობის ვერშემჩნევის რისკი შეცდომის შედეგად
არსებითი უზუსტობის ვერშემჩნევის რისკს აღემატება, რადგან თაღლითობა შეიძლება ხდებოდეს
საიდუმლო გარიგების, გაყალბების, ინფორმაციის წინასწარგანზრახული გამოტოვების,
ინფორმაციის არასწორად წარმოდგენის ან შიდა კონტროლის გვერდის ავლით;
ვახდენთ აუდიტისთვის შესაფერისი შიდა კონტროლის საშუალებების შესწავლას, რათა
დავგეგმოთ კონკრეტული გარემოებების შესაფერისი აუდიტორული პროცედურები და არა იმ
მიზნით, რომ მოსაზრება გამოვთქვათ სააგენტოს შიდა კონტროლის ეფექტიანობაზე.
ვაფასებთ სააღრიცხვო პოლიტიკებისა და ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული სააღრიცხვო
დაშვებებისა და მათთან დაკავშირებული განმარტებების მართებულობას;
ვაკეთებთ დასკვნას ხელმძღვანელობის მხრიდან ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპით
აღრიცხვის წარმოების თაობაზე და, მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებების საფუძველზე,
ვაფასებთ, არსებობს თუ არა არსებითი ხასიათის განუსაზღვრელობა ისეთ პირობებთან თუ
მოვლენებთან მიმართებაში, რამაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს სააგენტოს უნარი, გააგრძელოს
საქმიანობა, როგორც ფუნქციონირებადმა საწარმომ. თუ დავასკვნით, რომ არსებობს არსებითი
განუსაზღვრელობა, გვევალება ჩვენს აუდიტორის დასკვნაში ყურადღების გამახვილება ფინანსური
ანგარიშგების შესაბამის შენიშვნებზე, ან, თუ ამგვარი განმარტებითი შენიშვნები ადეკვატური არ
სსიპ „საპენსიო სააგენტო“
ფინანსური შედეგების ანგარიშგება 2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის
თანხები მოცემულია ლარში
შენიშვნა
შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან:
სსიპ საპენსიო სააგენტოს დაფინანსება
სულ შემოსავალი არაგაცვლითი
ოპერაციებიდან
სანქციები, ჯარიმები და საურავები
სხვა შემოსავალი
სულ შემოსავალი
ადმინისტრაციული ხარჯები
თანამშრომლებზე გაწეული ხარჯები
ცვეთა და ამორტიზაცია
სულ ხარჯები
პერიოდის ნამეტი
9
10
4, 5
2023
2022
10,626,099
7,325,462
10,626,099
7,325,462
710
319
1,289
153
10,627,128
7,326,904
(3,339,262)
(5,780,220)
(408,654)
(9,528,136)
(1,900,526)
(4,414,886)
(378,243)
(6,693,655)
1,098,992
633,249
ფინანსური შედეგების ანგარიშგება წაკითხულ უნდა იქნას 6-14 გვერდებზე მოცემულ განმარტებით
შენიშვნებთან ერთად, რომლებიც ფინანსური ანგარიშგების ნაწილს წარმოადგენენ.
2
სსიპ „საპენსიო სააგენტო“
წმინდა აქტივების ცვლილებების ანგარიშგება 2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის
თანხები მოცემულია ლარში
2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით
პერიოდის ნამეტი
წმინდა აქტივები
1,493,362
633,249
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით
2,126,611
პერიოდის ნამეტი
1,098,992
2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით
3,225,603
წმინდა აქტივების ცვლილების ანგარიშგება წაკითხულ უნდა იქნას 6-14 გვერდებზე მოცემულ განმარტებით
შენიშვნებთან ერთად, რომლებიც ფინანსური ანგარიშგების ნაწილს წარმოადგენენ.
3
სსიპ „საპენსიო სააგენტო“
ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება 2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის
თანხები მოცემულია ლარში
2023
2022
1,098,992
633,249
ცვეთა და ამორტიზაცია
ავეჯი და საოფისე ტექნიკის გადაცემა (შენიშვნა 12)
408,654
586
378,244
-
ცვლილება მარაგებში
ცვლილება მომსახურებისა და მოკლევადიანი აქტივების
შეძენისთვის გადახდილ ავანსებსა და სავაჭრო და სხვა
მოთხოვნებში
ცვლილება სავაჭრო და სხვა ვალდებულებებში
ცვლილება გადავადებული შემოსავლის
(4,642)
10,012
38,031
(428,009)
9,444
(789,458)
8,316
748,285
761,607
1,350,097
(1,550,357)
(602,115)
(1,550,357)
(602,115)
(788,750)
747,982
789,460
41,478
710
789,460
ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობებიდან
პერიოდის ნამეტი
კორექტირებები
საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული წმინდა ფულადი
სახსრები
ფულადი ნაკადები საინვესტიციო საქმიანობებიდან
ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების
შესყიდვა
საინვესტიციო საქმიანობაში გამოყენებული წმინდა ფულადი
სახსრები
(კლება)/მატება ფულად სახსრებსა და მათ ეკვივალენტებში
ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები, პერიოდის
დასაწყისში
ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები, პერიოდის ბოლოს
ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება წაკითხულ უნდა იქნას 6-14 გვერდებზე მოცემულ განმარტებით
შენიშვნებთან ერთად, რომლებიც ფინანსური ანგარიშგების ნაწილს წარმოადგენენ.
4
სსიპ „საპენსიო სააგენტო“
ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება 2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის
საბოლოო
დამტკიცებული
ბიუჯეტი
ფაქტობრივი ფულადი
ნაკადები ხაზინის
ანგარიშიდან და
საპენსიო ფონდიდან
განსხვავებები
ბიუჯეტსა და
ფაქტობრივ
ფულად ნაკადებს
შორის
დარიცხვა
ფინანსური
შედეგების
ანგარიშგებაში
განსხვავებები
ფაქტობრივ
დარიცხვასა და
ფაქტობრივ ფულად
ნაკადებს შორის
2023
შემოსავალი არაგაცვლითი
ოპერაციებიდან
ხარჯები
10,626,100
(9,075,743)
9,837,438
(9,075,742)
7.42%
0.00%
10,626,099
(9,528,136)
788,661
(452,394)
სახელფასო ხარჯები
არაფინანსური აქტივების ზრდა
(5,779,169)
(1,550,357)
(5,779,167)
(1,550,357)
0.00%
0.00%
(5,780,220)
n/a
(1,053)
n/a
2022
შემოსავალი არაგაცვლითი
ოპერაციებიდან
ხარჯები
8,115,000
(7,104,265)
8,075,036
(6,724,939)
0.49%
5.34%
7,325,462
(6,693,655)
(749,574)
31,284
სახელფასო ხარჯები
არაფინანსური აქტივების ზრდა
(4,547,965)
(1,010,735)
(4,415,624)
(602,115)
2.91%
40.43%
(4,414,886)
n/a
738
n/a
თანხები მოცემულია ლარში
რომელშიც შედის:
რომელშიც შედის:
ბიუჯეტისა და მიღებული ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება წაკითხულ უნდა იქნას 6-14 გვერდებზე მოცემულ განმარტებით შენიშვნებთან ერთად, რომლებიც
ფინანსური ანგარიშგების ნაწილს წარმოადგენენ.
5
სსიპ „საპენსიო სააგენტო“
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
1.
ანგარიშგების წარმდგენი საწარმო
სსიპ „საპენსიო სააგენტო“ (შემდგომში, „სააგენტო“) დაფუძნდა როგორც საჯარო სამართლის
იურიდიული პირი 2018 წლის 6 აგვისტოთი დათარიღებული საქართველოს კანონის
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ (შემდგომში, "კანონი") და 2018 წლის 15 აგვისტოთი
დათარიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილება №421-ის „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თანახმად. სააგენტო
არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია მხოლოდ სააგენტოსთვის, რომელიც
დაარსებულია დაგროვებითი საპენსიო სქემის
მართვისთვის და ადმინისტრირებისთვის
(შემდგომში "საპენსიო სქემა"). საპენსიო სქემის ფინანსური ანგარიშგება, რომელშიც შედის საპენსიო
სქემის მონაწილეთა საპენსიო აქტივები (როგორც ეს კანონითაა განსაზღვრული) და რომელსაც
მართავს სააგენტო, მზადდება წინამდებარე ანგარიშგებისგან განცალკევებით.
სააგენტოს მმართველობის ორგანოები არიან: დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭო, საინვესტიციო
საბჭო და უფროსი საინვესტიციო ოფიცერი. დირექტორის პასუხისმგებლობაა სააგენტოს უწყვეტი
საქმიანობა (გარდა სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობისთვის საჭირო ოპერაციებისა), რომელიც
მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება საპენსიო სქემის მონაწილეთაგან საპენსიო შენატანების
შეგროვების პროცესის მართვით. საინვესტიციო საბჭოს, რომლის წევრებს ნიშნავს საქართველოს
პარლამენტი, ძირითადი პასუხისმგებლობაა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება
და ამ დოკუმენტთან უფროსი საინვესტიციო ოფიცრის და სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის
მიერ განხორციელებული საინვესტიციო საქმიანობის შესაბამისობის მონიტორინგი. 2023 წლის 20
ნოემბერს კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად შეიქმნა საინვესტიციო რისკების
მთავარი ოფიცრის და საინვესტიციო რისკების მონიტორინგის სამსახურის პოზიციები. რისკების
მთავარი ოფიცერი საინვესტიციო რისკების მონიტორინგის სამსახურის მეშვეობით აკონტროლებს
საინვესტიციო რისკებს. სამეთვალყურეო საბჭო ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საქმიანობას,
გარდა საინვესტიციო საქმიანობისა, რომელიც რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის
("სებ") მიერ. კანონის თანახმად სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: საქართველოს
ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრი და სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე.
სააგენტოს მთავარი საქმიანობაა სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელება,
მართვა და ადმინისტრირება. სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო სქემა ამოქმედდა
2019 წლის 1 იანვარს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
სააგენტოს რეგისტრირებული იურიდიული მისამართია ა. პოლიტკოვსკაიას ქ. №14, თბილისი,
საქართველო.
2.
მომზადების საფუძველი
(ა) შესაბამისობა
წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია „საჯარო სექტორის ბუღალტრული
აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების“ („სსბასს“) მიხედვით.
(ბ) შეფასების საფუძველი
წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია დარიცხვის მეთოდის გამოყენებით,
ისტორიული ღირებულების საფუძველზე.
6
სსიპ „საპენსიო სააგენტო“
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
2.
(გ)
მომზადების საფუძველი (გაგრძელება)
სამუშაო და წარდგენის ვალუტა
წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება წარმოდგენილია ქართულ ლარში („ლარი“). ლარი ასევე
წარმოადგენს სააგენტოს სამუშაო ვალუტას, რადგან როგორც საქართველოს ეროვნული ვალუტა,
ის ასახავს შესაბამისი მოვლენებისა და ვითარებების უმეტესობის ეკონომიკურ არსს. ყველა
ოდენობა წარმოდგენილია ლარში, გარდა სხვაგვარად მითითებული შემთხვევებისა.
3.
სააღრიცხვო პოლიტიკების შეჯამება
(ა) შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან
შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან მოიცავს საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების
საფასურის.
სააგენტო აღიარებს შემოსავალს არაგაცვლითი ოპერიაციებიდან გრძელვადიანი აქტივებისთვის
(ძირითადი საშუალებების და არამეტერიალური აქტივებისთვის), როდესაც შედგება ოპერაცია და
შესაბამისი აქტივის აღიარების კრიტერიუმები შესრულედება.
შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან, გრძელვადიანი აქტივებისთვის აღიარდება როდესაც
მოსალოდნელია მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის, რომელიც
დაკავშირებულია აქტივის სააგენტოში შემოსვლასთან და შესაძლებელია მისი სამართლიანი
ღირებულების განსაზღვრა საიმედოდ.
საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით მიღებული შემოსავალიდან
მომსახურებისა და მიმდინარე საქმიანობისთვის აღიარდება (i) ყოველდღიური მომსახურების
დაფინანსებისთვის (ხელფასი, დროებითი შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული
ხარჯები, იჯარის ხარჯები და ა.შ.), რაც აღიარებულია როგორც ხარჯი იმავე პერიოდში; (ii) ისეთი
ტიპის მომსახურების დაფინანსებისთვის, რომელიც აკმაყოფილებს აქტივის განმარტებას, მაგრამ
მათი გამოყენება ხდება დაუყოვნებლივ და შესაბამისი ღირებულების გარიგება აღიარებულია,
როგორც ხარჯი, რათა ასახავდეს მსგავსი მომსახურების გამოყენებას.
,,სააგენტო“ საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით მიღებულ შემოსავალს
აღიარებს ყოველდღიურად წელიწადში არსებული კალენდარული დღეების პროპორციულად,
რომელიც კორექტირდება წლის ბოლოს აუთვისებელი ნაშთით.
არაგაცვლითი ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლის
აღიარებული წმინდა აქტივების ზრდის ოდენობით.
შეფასება
ხდება
სააგენტოს
მიერ
(ბ) ძირითადი საშუალებები
ძირითადი საშუალებები აღრიცხულია თვითღირებულებით, გარდა ყოველდღიური მომსახურების
ხარჯებისა, რასაც აკლდება აკუმულირებული ცვეთა და ნებისმიერი აკუმულირებული
გაუფასურება.
ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულების გაუფასურების მიზნებისათვის გადახედვა
ხდება მაშინ, როდესაც მოვლენები ან გარემოებათა ცვლილებები იმაზე მიანიშნებს, რომ საბალანსო
ღირებულების აღდგენა შესაძლოა ვერ მოხერხდეს.
ძირითად საშუალებებზე ცვეთა გამოითვლება წრფივი მეთოდის გამოყენებით, რათა მოხდეს
თვითღირებულების ნარჩენ ღირებულებამდე განაწილება სავარაუდო სასარგებლო მომსახურების
ვადის განმავლობაში:
7
სსიპ „საპენსიო სააგენტო“
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
3.
სააღრიცხვო პოლიტიკების შეჯამება (გაგრძელება)
სატრანსპორტო საშუალებები
კომპიუტერული და საკომუნიკაციო ტექნიკა
ავეჯი და საოფისე ტექნიკა
საიჯარო ქონების გაუმჯობესება
7 წელი;
3-10 წელი;
7-20 წელი;
3 წელი.
შეკეთება-განახლებასთან დაკავშირებული ხარჯები დაირიცხება მათი გაწევისთანავე და მათი
აღიარება ხდება ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში, თუ არ არსებობს მათი კაპიტალიზაციის
საფუძველი.
(გ) არამატერიალური აქტივები
შეძენილი არამატერიალური აქტივები თავდაპირველი აღიარებისას ფასდება თვითღირებულებით.
თავდაპირველი აღიარების შემდეგ, არამატერიალური აქტივები ფასდება თვითღირებულებით,
რასაც აკლდება ნებისმიერი აკუმულირებული ამორტიზაცია და ნებისმიერი გაუფასურებით
გამოწვეული აკუმულირებული ზარალი. არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია ხდება
ეკონომიკური მომსახურების სასარგებლო მომსახურების ვადა 2-10 წლიან ვადაზე და მათი
გაუფასურების შეფასება ხდება არამატერიალური აქტივის გაუფასურების ნიშნების არსებობის
აღმოჩენისთანავე.
(დ) იჯარები
იჯარები, რომელთა საფუძველზეც აქტივის საკუთრებასთან დაკავშირებული რისკებისა და
ეკონომიკური სარგებლის მნიშვნელოვანი წილის შენარჩუნება ხდება მეიჯარის მიერ
კლასიფიცირდება საოპერაციო იჯარად. საოპერაციო იჯარის ფარგლებში განხორციელებული
გადახდების (ნებისმიერი, მეიჯარისგან მიღებული სტიმულირების გარეშე) ხარჯად აღიარება
ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში ხდება წრფივი მეთოდით იჯარის ვადის მანძილზე.
(ე) ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები
ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები წარმოადგენს მაღალ ლიკვიდურ აქტივებს, რომლებიც
ექვემდებარება ღირებულების ცვლილების უმნიშვნელო რისკს.
(ვ) მარაგები
მარაგები ფასდება თვითღირებულებასა და წმინდა სარეალიზაციო ღირებულებას შორის
უმცირესით. მარაგის თვითღირებულება გამოიანგარიშება საშუალო შეწონილი ხარჯის პრინციპის
საფუძველზე და მოიცავს დანახარჯებს მარაგების შეძენაზე, წარმოებასა და გადამუშავებაზე და
პირდაპირ დაკავშირებულ დანახარჯებს, რომლებიც აუცილებელია მარაგების მოცემულ ადგილსა
და მოცემულ მდგომარებაში მოსაყვანად.
საქმიანობის ჩვეულებრივად მიმდინარეობის პირობებში, წმინდა სარეალიზაციო ღირებულება
წარმოადგენს მოსალოდნელ სარეალიზაციო ღირებულებას, გამოკლებული სავარაუდო
დასრულების და გაყიდვის ხარჯები.
(ზ) დაბეგვრა
სააგენტო წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც არ ასრულებს
ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით,
სააგენტოს საქმიანობა თავისუფლდება მოგების, ქონებისა და დამატებული ღირებულების
გადასახადებისგან.
8
სსიპ „საპენსიო სააგენტო“
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
3.
სააღრიცხვო პოლიტიკების შეჯამება (გაგრძელება)
(თ) ინფორმაცია ბიუჯეტის შესახებ
სააგენტოს წლიური ბიუჯეტი მზადდება აღრიცხვის საკასო მეთოდით და მტკიცდება სააგენტოს
დირექტორის მიერ, მას შემდეგ რაც მას „სააგენტოს“-ს სამეთვალყურეო საბჭო დაამტკიცებს, რაც
შემდეგ აისახება "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში (რომელიც საბოლოო დამტკიცებულ
ბიუჯეტში შეზღუდული რაოდენობით კორექტირებებს ექვემდებარება და შეთანხმებულია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან) დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
ვინაიდან ფინანსური ანგარიშგებისა და სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების საფუძველი
სხვადასხვაა, მათ შორის წარდგენის თვალსაზრისით გარკვეული განსხვავებები არსებობს, რაც
მოითხოვს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების
შედარების ანგარიშგებასა და ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში ასახული თანხების
ერთმანეთთან შედარებას. წარდგენის თვალსაზრისით განსხვავებები გულისხმობს ფულადი
სახსრების მოძრაობის ანგარიშგების, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების
ანგარიშგებისა და ფინანსური შედეგების ანგარიშგების ფორმატსა და კლასიფიკაციის სქემებს
შორის არსებულ განსხვავებებს. იხილეთ შენიშვნა 8.
(ი) საპენსიო სქემის დაფინანსება
კანონის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში სააგენტოს და მისი საქმიანობის დაფინანსების
ერთადერთი წყარო იყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ზემოაღნიშნული 3-წლიანი ვადის
გასვლის შემდეგ, სააგენტოს საქმიანობის დაფინანსების წყარო გახდა საპენსიო სქემიდან მისაღები
მომსახურების საფასური. 3 წლიანი ვადის ამოწურვიდან 10 წლის განმავლობაში სააგენტოს
მომსახურების საფასურმა არ უნდა გადააჭარბოს საპენსიო აქტივების 0,5% -ს, ხოლო ამ ვადის
გასვლის შემდეგ ასეთი პროცენტული მაჩვენებელი შემცირდება 0,25% -მდე.
9
სსიპ „საპენსიო სააგენტო“
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
4. ძირითადი საშუალებები
სატრანსპორტო
საშუალებები
კომპიუტერები და
საკომუნიკაციო
მოწყობილობები
თვითღირებულება
2022 წლის 1 იანვარს
შესყიდვები
2022 წლის 31 დეკემბერს
შესყიდვები
გასვლები
2023 წლის 31 დეკემბერს
41,850
41,850
830,830
128,057
958,887
1,289,712
2,248,599
105,121
6,078
111,199
47,890
(1,175)
157,914
48,326
48,326
(48,326)
-
984,277
134,135
1,118,412
1,379,452
(49,501)
2,448,363
დაგროვილი ცვეთა
2022 წლის 1 იანვარს
ცვეთის დარიცხვა
2022 წლის 31 დეკემბერს
ცვეთის დარიცხვა
გასვლები
2023 წლის 31 დეკემბერს
(3,488)
(3,488)
(382,014)
(167,673)
(549,687)
(138,717)
(688,404)
(35,615)
(11,031)
(46,646)
(12,965)
589
(59,022)
(39,620)
(8,706)
(48,326)
48,326
-
(457,249)
(187,410)
(644,659)
(155,170)
48,915
(750,914)
-
409,200
64,553
-
473,753
38,362
1,560,195
98,892
-
1,697,449
თანხები მოცემულია ლარში
წმინდა საბალანსო ღირებულება
2022 წლის 31 დეკემბერს
2023 წლის 31 დეკემბერს
ავეჯი და
საოფისე
ტექნიკა
საიჯარო
კეთილმოწყობა
სულ
10
სსიპ „საპენსიო სააგენტო“
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
5. არამატერიალური აქტივები
თანხები მოცემულია ლარში
ლიცენზიები
პროგრამული
უზრუნველყოფა
სულ
თვითღირებულება
2022 წლის 1 იანვარს
შესყიდვები
2022 წლის 31 დეკემბერს
307,465
206,950
514,415
501,771
171,834
673,605
809,236
378,784
1,188,020
შესყიდვები
2023 წლის 31 დეკემბერს
11,846
526,261
339,046
1,012,651
350,892
1,538,912
დაგროვილი ამორტიზაცია
2022 წლის 1 იანვარს
ამორტიზაციის დარიცხვა
2022 წლის 31 დეკემბერს
(4,611)
(74,242)
(78,853)
(38,785)
(116,592)
(155,377)
(43,396)
(190,834)
(234,230)
ამორტიზაციის დარიცხვა
2023 წლის 31 დეკემბერს
(107,921)
(186,774)
(145,563)
(300,940)
(253,484)
(487,714)
წმინდა საბალანსო ღირებულება
2022 წლის 31 დეკემბერს
435,562
518,228
953,790
2023 წლის 31 დეკემბერს
339,487
711,711
1,051,198
6. ავანსები მომსახურებისა და მოკლევადიანი აქტივებისათვის
თანხები მოცემულია ლარში
ავანსები საინვესტიციო აქტივების მართვისთვის
ავანსები საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურებისთვის
ავანსები სადაზღვევო მომსახურებისთვის
სხვა ავანსები
2023
2022
327,259
132,487
24,711
450
220,381
260,460
34,935
6,150
484,907
521,926
7. ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები
საპენსიო სააგენტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშზე
გახსნილი აქვს ანგარიში.
2023 წელს სააგენტომ სრულად გამოიყენა საპენსიო სქემიდან მიღებული 2023 წლის წლიური
მომსახურების საფასური და წინა პერიოდიდან დარჩენილი ფულადი სახსრები. სააგენტოს ფულადი
სახსრებისა და მათი ეკვივალენტის ნაშთმა 2023 წლის ბოლოს 710 ლარი შეადგინა, რაც წარმოადგენს
პერიოდის განმავლობაში მიღებულ საურავებს.
2022 წელს სააგენტომ ნაწილობრივ გამოიყენა საპენსიო სქემიდან მიღებული 2022 წლის წლიური
მომსახურების საფასური და წინა პერიოდიდან დარჩენილი ფულადი სახსრები. შედეგად, სააგენტოს
ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტის ნაშთმა 2022 წლის ბოლოს 789,460 ლარი შეადგინა.
11
სსიპ „საპენსიო სააგენტო“
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
8. ფულადი სახსრების მოძრაობის შეჯერება ბიუჯეტთან შესადარის საფუძველზე
ქვემოთ შესადარის საფუძველზე მოცემულია სააგენტოს ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების
ანგარიშგებაში წარმოდგენილი ფაქტობრივი ფულადი სახსრების მოძრაობისა და ფულადი სახსრების
მოძრაობის ანგარიშგებაში წარმოდგენილ ფაქტობრივ თანხებს შორის შეჯერება:
თანხები მოცემულია ლარში
წმინდა ფულადი სახსრები
მიღებული/(გამოყენებული)
საოპერაციო საქმიანობაში
წმინდა ფულადი სახსრები
გამოყენებული
საინვესტიციო
საქმიანობაში
9,837,349
(9,075,742)
-
(1,550,357)
761,607
(1,550,357)
წმინდა ფულადი სახსრები
მიღებული/(გამოყენებული)
საოპერაციო საქმიანობაში
წმინდა ფულადი სახსრები
გამოყენებული
საინვესტიციო
საქმიანობაში
2023
შემოსავალი
ხარჯები
არაფინანსური აქტივების ზრდა
ფაქტობრივად მიღებული/(გამოყენებული)
თანხები ფულადი სახსრების მოძრაობის
ანგარიშგებაში
თანხები მოცემულია ლარში
2022
შემოსავალი
ხარჯები
არაფინანსური აქტივების ზრდა
ფაქტობრივად მიღებული/(გამოყენებული)
თანხები ფულადი სახსრების მოძრაობის
ანგარიშგებაში
8,075,036
(6,724,939)
-
(602,115)
1,350,097
(602,115)
9. ადმინისტრაციული ხარჯები
თანხები მოცემულია ლარში
საიჯარო ხარჯები (ა)
ხარჯები, გაწეული დროებითი შრომითი ხელშეკრულებების თანახმად
საბროკერო ხარჯი (ბ)
სპეციალიზებული დეპოზიტარის ხარჯი
საკონსულტაციო და იურიდიული მომსახურებები საფასური
სავაჭრო პლატფორმის წევრობის საკომისიო
პასუხისმგებლობის დაზღვევის ხარჯი
პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების ღირებულება
იუსტიციის სახლის მომსახურების საფასური
აქტივების (მარაგების) მოხმარება
კომუნიკაციის ხარჯები
კომუნალური ხარჯები
წარმომადგენლობითი ხარჯები
მარკეტინგის ხარჯები
სარემონტო ხარჯები
ტრანსპორტის მოვლა/შენახვის ხარჯი
ბანკის საკომისიო ხარჯი
სხვა
2023
2022
563,295
512,127
502,264
360,691
291,588
233,867
174,214
128,164
51,600
50,515
47,739
42,913
33,120
23,679
14,561
8,023
1,519
299,383
347,665
278,056
158,596
58,023
132,496
212,720
229,966
38,409
31,321
58,993
50,391
23,436
27,638
10,202
8,961
909
232,744
3,339,262
1,900,526
12
სსიპ „საპენსიო სააგენტო“
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
(ა) 2023 წლის მარტში სააგენტო გადავიდა უფრო დიდი ზომის ოფისში, რამაც გამოიწვია იჯარის ხარჯის
ზრდა.
(ბ) 2022 წლიდან, კანონით მინიჭებული მანდატის განსახორციელებლად, საინვესტიციო სამსახურმა
დაიწყო ინვესტიციების განხორციელება საქართველოს სახაზინო ობლიგაციებში, უცხოურ კორპორატიულ
აქციებსა და სხვა ფასიან ქაღალდებში. შესაბამისად, საჭირო გახდა ადგილობრივი და საერთაშორისო
საბროკერო მომსახურების შეძენა რამაც საგრძნობლად გაზარდა საბროკერო ხარჯები.
10. თანამშრომლებზე გაწეული ხარჯები
თანხები მოცემულია ლარში
ხელფასი და სოციალური დაზღვევის შენატანები
2023
2022
5,780,220
4,414,886
2023 წლის განმავლობაში, სააგენტოს საშუალოდ ჰყავდა 79 თანამშრომელი (2022: 73 თანამშრომელი).
11. პირობითი ვალდებულებები
სასამართლო დავები
ბიზნესის ჩვეულებრივი მიმდინარეობისას, სააგენტო დაქვემდებარებულია სარჩელებსა და საჩივრებს.
ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ მოცემული სარჩელებიდან და საჩივრებიდან წარმოშობილ საბოლოო
ვალდებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ ექნება არსებითი უარყოფითი გავლენა სააგენტოს
მომავალი ოპერაციების შედეგებზე ან ფინანსურ მდგომარეობაზე.
სააგენტოს მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი დავა ჰქონდა 2023 და 2022 წლების 31
დეკემბრის მდგომარეობით. მომჩივანი ითხოვს: ა) გაუქმდეს საინვესტიციო საბჭოს 2020 წლის 11
სექტემბრის №10 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება; ბ) სავარაუდო ზიანის/ზარალის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ
დაკმაყოფილდა. სააგენტოს იურიდიული მრჩეველის მოსაზრებით, შესაძლებელია, მაგრამ არასავარაუდოა,
რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყოს მოსარჩელის სასარგებლოდ. შესაბამისად, ფინანსურ
ანგარიშგებაში არცერთი სარჩელისათვის ანარიცხი არ არის გაკეთებული. შესაძლო გადინება, რომელიც
შეიძლება მოჰყვეს ამ სასამართლო პროცესს, პროცესის მიმდინარე სტატუსზე დაყრდნობით, შეფასებულია
1,023,054 ლარის ოდენობით (2022: 1,024,625 ლარი), ხოლო გადინების დრო გაურკვეველია.
12. დაკავშირებული მხარეები
სააგენტო დაკავშირებულ მხარედ განიხილავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც შეუძლია ცალკე
ან ერთობლივად განახორციელოს კონტროლი ან იქონიოს მნიშვნელოვანი გავლენა სააგენტოზე.
2023 და 2022 წლის განმავლობაში, სააგენტომ მიიღო დაფინანსება საპენსიო აქტივების წლიური
მომსახურების საფასურის სახით. დეტალური ინფორმაცია დაფინანსების და მისი გამოყენების შესახებ
მოცემულია ბიუჯეტისა და მიღებული ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგებაში.
სააგენტოს წამყვან ხელმძღვანელებად ითვლება: სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, საინვესტიციო საბჭოს
წევრები, დირექტორი (დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი), უფროსი საინვესტიციო ოფიცერი,
რისკის მთავარი ოფიცერი და საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი. 2023 წელს, სააგენტოს მიერ
წამყვანი ხელმძღვანელობისთვის გადახდილი ანაზღაურება შეადგენდა 1,142 ათას ლარს (2022 წელი: 916
ათასი ლარი). სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არ იღებენ ანაზღაურებას.
2023 წელს სსიპ საპენსიო სააგენტომ უსასყიდლოდ გადასცა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ
სააგენტოს 586 ლარის საბალანსო ღირებულების მქონე საოფისე ტექნიკა.
13
სსიპ „საპენსიო სააგენტო“
2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
13. ახალი სტანდარტები და ცვლილებები, რომლებიც ჯერ არ არის ძალაში შესული
ფინანსური ანგარიშგების წარდგენის თარიღისთვის სააგენტოს არ გამოუყენებია ახალი და შესწორებული
სსბასს-ის სტანდარტები, რომლებიც გამოიცა, მაგრამ ჯერ არ არის შესული ძალაში:
-
2022 წლის იანვარში , სსბასს-ის საბჭომ გამოაქვეყნა სსბასს 43 იჯარები, რათა ჩაანაცვლოს სსბასს 13
იჯარები. სსბასს 43 აღარ მოთხოვს იჯარის კლასიფიკაციას როგორც ფინანსური ან საოპერაციო
იჯარა. ის მოითხოვს აქტივებისა და ვალდებულებების აღიარებას, რომლებიც დაკავშირებულია
ყველა იჯარის ხელშეკრულებით შექმნილ უფლებებთან და ვალდებულებებთან. სსბასს 43-ის
ძალაში შესვლის თარიღია 2025 წლის 1 იანვარი, რომლის გამოყენება ნებადართულია ძალაში
შესვლამდეც.
-
2022 წლის მაისში, სსბასს-ის საბჭომ გამოაქვეყნა სსბასს 44 გასაყიდად განკუთვნილი აქტივების და
შეწყვეტილი ოპერაციების აღრიცხვა, რომლის მიზანია გასაყიდად განკუთვნილი აქტივების
აღრიცხვისა და შეწყვეტილი ოპერაციების პრეზენტაციისა და გამჟღავნების მოთხოვნების
უზრუნველყოფა. სსბასს 44-ის ძალაში შესვლის თარიღია 2025 წლის 1 იანვარი, რომლის
გამოყენება ნებადართულია ძალაში შესვლამდეც.
-
2023 წლის მაისში სსბასს-ის საბჭომ გამოაქვეყნა სსბასს 45 ძირითადი აქტივები (რომ ჩაანაცვლოს
სსბასს 17 ძირითადი საშუალებები) და სსბასს 46 შეფასება. სსბასს 45 წარადგენს ახალ
სახელმძღვანელოს მემკვიდრეობის აქტივების, ინფრასტრუქტურის აქტივებისა და ძირითადი
საშუალებების გაზომვისთვის. სსბასს 46 წარადგენს ახალ სახელმძღვანელოს გავრცელებული
შეფასების საფუძვლების პრაქტიკაში გამოყენებისათვის. ორივე სტანდარტის ძალაში შესვლის
თარიღია 2025 წლის 1 იანვარი, თუმცა მათი გამოყენება ნებადართულია ძალაში შესვლამდეც.
-
2023 წლის მაისში სსბასს საბჭომ გამოსცა სსბასს 47 შემოსავალი, რომელიც ფარავს შემოსავალს
შესასრულებელი ვალდებულებით და მის გარეშე. ეს სტანდარტი ჩაანაცვლებს სსბასს 23
შემოსავალი გაცვლითი ოპერაციებიდან, სსბასს 9 შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან
(გადასახადები და ტრანსფერები) და სსბასს 11 სამშენებლო კონტრაქტები. საბჭომ ასევე გამოსცა
სსბასს 48 ტრანსფერების ხარჯები. ორივე სტანდარტის ძალაში შესვლის თარიღია 2026 წლის 1
იანვარი, თუმცა მათი გამოყენება ნებადართულია ძალაში შესვლამდეც.
-
გარდა ამისა, 2023 წლის ნოემბერში სსბასს საბჭომ გამოსცა სსბასს 49 საპენსიო სარგებლის
პროგრამა, რომელიც მოიცავს საპენსიო სარგებლის პროგრამის აღრიცხვა-ანგარიშგების
მოთხოვნებს პროგრამის პერსპექტივიდან. სსბასს 49-ის ძალაში შესვლის თარიღია 2026 წლის 1
იანვარი, რომლის გამოყენება ნებადართულია ძალაში შესვლამდეც.
მენეჯმენტი არ ელის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სტანდარტების მიღებას ექნება არსებითი გავლენა
სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაზე მომავალ პერიოდებში.
14