საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენება პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2025-05-14
📜 ტექსტი
მოხსენება
შინაარსი
ზოგადი ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის შესახებ
4
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის მიღწევები
8
საგარეო ურთიერთობები
10
საქართველოს პარლამენტის მიერ ევროინტეგრაციის
მიმართულებით მიღწეული პროგრესი
13
კანონშემოქმედებითი საქმიანობა
15
საზედამხედველო საქმიანობა
38
წარმომადგენლობითი საქმიანობა
52
საქართველოს პარლამენტის აპარატი
60
საპარლამენტო საბჭოები
64
საქართველოს პარლამენტთან არსებული ორგანოების საქმიანობა
66
საქართველოს პარლამენტის 2025 წლის გეგმები
73
ზოგადი ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის შესახებ
1. პარლამენტის წევრები − 139:
•
მდედრობითი სქესის − 27;
•
მამრობითი სქესის − 112.
2. პარლამენტის ხელმძღვანელობა:
•
პარლამენტის თავმჯდომარე;
•
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე − 1;
•
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე − 4
−
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი − 3;
−
საპარლამენტო ოპოზიციის წევრი − 1.
3. საპარლამენტო უმრავლესობა − 83 წევრი.
4. საპარლამენტო ოპოზიცია − 56 წევრი.
5. საპარლამენტო ფრაქციები და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები:
ფრაქცია „ქართული ოცნება“ − 74 წევრი;
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ − გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
− 20 წევრი;
პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ − 4 წევრი;
პოლიტიკური ჯგუფი „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ − 2 წევრი;
პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ − 2 წევრი;
პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ − 4 წევრი;
პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“ − 2 წევრი;
პოლიტიკური ჯგუფი „ლელო − პარტნიორობა საქართველოსათვის“ − 2 წევრი;
პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ − 2 წევრი;
პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ − 5 წევრი;
პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ − 5 წევრი;
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ − 9 წევრი;
უფრაქციო პარლამენტის წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული ფრაქციაში ან პოლიტიკურ
ჯგუფში − 8.
4
6. პარლამენტის კომიტეტები:
•
აგრარულ საკითხთა კომიტეტი − 10 წევრი;
•
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი − 12 წევრი;
•
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი − 15 წევრი;
•
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი − 10 წევრი;
•
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი − 14 წევრი;
•
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი − 10 წევრი;
•
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი − 17 წევრი;
•
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი − 15 წევრი;
•
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი − 13 წევრი;
•
კულტურის კომიტეტი − 8 წევრი;
•
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი − 15 წევრი;
•
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი − 16 წევრი;
•
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი − 10 წევრი;
•
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი − 11 წევრი;
•
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი − 15 წევრი;
•
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი − 12 წევრი.
7. პარლამენტის დროებითი კომისიები:
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებ
თან დაკავშირებული დროებითი კომისია − 22 წევრი.
8. საპარლამენტო საბჭოები:
•
ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო − 16 წევრი;
•
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო − 26 წევრი;
•
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანო − ხაზინადართა საბჭო −
6 წევრი;
•
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო − 18 წევრი;
•
ეთიკის საბჭო − 22 წევრი.
5
9. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა:
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE):
ძირითადი შემადგენლობა − 5 წევრი;
სათადარიგო შემადგენლობა − 5 წევრი.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA):
ძირითადი შემადგენლობა − 3 წევრი;
სათადარიგო შემადგენლობა − 3 წევრი.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC):
ძირითადი შემადგენლობა − 10 წევრი;
სათადარიგო შემადგენლობა − 4 წევრი.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA):
ძირითადი შემადგენლობა − 10 წევრი;
სათადარიგო შემადგენლობა − 5 წევრი.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA):
ძირითადი შემადგენლობა − 4 წევრი;
სათადარიგო შემადგენლობა − 4 წევრი.
საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU):
ძირითადი შემადგენლობა − 5 წევრი;
სათადარიგო შემადგენლობა − 5 წევრი.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC):
ძირითადი შემადგენლობა − 5 წევრი;
სათადარიგო შემადგენლობა − 4 წევრი.
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის − სუამის საპარლამენტო ასამბლეა
(GUAM PA):
ძირითადი შემადგენლობა − 4 წევრი;
სათადარიგო შემადგენლობა − 5 წევრი.
6
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (IAO):
ძირითადი შემადგენლობა − 1 წევრი;
სათადარიგო შემადგენლობა − 1 წევრი.
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა (APF):
ძირითადი შემადგენლობა − 4 წევრი;
სათადარიგო შემადგენლობა − 2 წევრი.
საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა
რადას საპარლამენტო ასამბლეა − 8 წევრი.
საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეა − 10 წევრი.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (AIPA) −
3 წევრი.
7
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის მიღწევები
2024 წელი საქართველოს საპარლამენტო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეებითა და პროგრესით
იყო გამორჩეული. საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობასთან ერთად, აქტიურად
მუშაობდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კანონების მისაღებად.
2024 წელს საქართველოს X მოწვევის პარლამენტმა მიიღო 190 კანონი, რომელთაგან აღსანიშნავია:
−
საქართველოს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“
და საკანონმდებლო პაკეტში შემავალი სხვა კანონები (№07-3/446; 04.06.2024);
−
საქართველოს
03.04.2024);
−
საქართველოს კანონი „ამნისტიის შესახებ“ (№07-3/460; 10.07.2024);
−
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და
−
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/351; 06.09.2023);
−
საქართველოს კანონები:
−
კანონი
„უცხოური
გავლენის
გამჭვირვალობის
შესახებ“
(№07-3/433;
o
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“,
o
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“,
o
„სალიცენზიო და სანებართვო
ცვლილების შეტანის თაობაზე“,
o
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“,
o
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“,
o
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
o
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
o
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-3/16; 04.12.2024);
მოსაკრებლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
საქართველოს კანონი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (№072/421; 30.09.2024, 29.11.2024).
ზემოაღნიშნული კანონებით გაძლიერდა ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური
ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმები, განისაზღვრა უცხოური ძალის
ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის ცნება და მოწესრიგდა შესაბამისი სუბიექტების უცხოური
ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად რეგისტრაციასა და მათი საქმიანობის
გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხები.
8
ამასთანავე, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ წარ
მოდგენილ „უსინათლო, მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის
შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის
გამარტივების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულებასთან შეერთებას.
მარაკეშის ხელშეკრულებასთან შეერთებით სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა
უსინათლო, მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის
სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების კუთხით.
ამასთანავე, ხელშეკრულებასთან შეერთებით, ერთი მხრივ, გაძლიერდება ახალი ტექნოლოგიების
დადებითი ზემოქმედება ბენეფიციარის ცხოვრებაზე, ხოლო მეორე მხრივ, წახალისდა კულტურის
საკითხებთან დაკავშირებულ ნაწარმოებებზე მისაწვდომობა, რაც განათლების მიღებისა და
ინფორმირებული მოქალაქის კონცეფციის აუცილებელი პირობაა.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე,
ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების
ხარისხის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან
გათავისუფლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი
დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, დანიშნული სასჯელი შეუმ
ცირდათ ცალკეული დანაშაულების ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირებს, აგრეთვე პირობითი
მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა შეუმცირდათ პირობით მსჯავრდებულ და პირობით ვადამდე
გათავისუფლებულ პირებს.
აღსანიშნავია საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შეტანილი
ცვლილებები, რომლებითაც ახლებურად მოწესრიგდა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის
ცალკეული პროცედურული საკითხები, რაც ხელს შეუწყობს ცესკოს, როგორც დამოუკიდებელი
სახელმწიფო ორგანოს, ეფექტიან ფუნქციონირებას და მისი საქმიანობის შეფერხების თავიდან
აცილებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სხვა საკანონმდებლო
აქტებში ცვლილებების შეტანის შედეგად დარეგულირდა პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში
იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს პიროტექნიკური
ნაწარმით გამოწვეული მძიმე შედეგების შემცირებას.
როგორც აღინიშნა, პარლამენტმა მხარი დაუჭირა აგრეთვე „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელითაც განისაზღვრა ისეთი პრიორიტეტული
მიმართულებები როგორიცაა: მოსახლეობის სოციალური დაცვა, თავდაცვა და უსაფრთხოება,
განათლება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და საჯარო სექტორის მდგრადობის
უზრუნველყოფა.
2024 წელს საქართველოს პარლამენტმა პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა
დასხვა საზედამხედველო მექანიზმის ფარგლებში მოისმინა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა
და საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებები, ინტერპელაციის წესით გაიმართა
3 მოსმენა, მინისტრის საათის ფორმატში − 6 მოსმენა და ანგარიშვალდებული უწყებების წარ
მომადგენელთა 4 მოსმენა.
9
საგარეო ურთიერთობები
საქართველოს პარლამენტისთვის 2024 წელი დატვირთული იყო მნიშვნელოვანი საერთაშორისო
აქტივობებით. რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა საერთაშორისო
ასპარეზზე საქართველოს ინტერესებისა და მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობების გაძლიერე
ბის ხელშეწყობის კუთხით. საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების
მიზნით, გაგრძელდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების
პოლიტიკის განმტკიცების ძალისხმევა, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხებზე
მუშაობა, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება, ორმხრივ და
მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაძლიერება, ქმედითი რეგიონალური პოლიტიკის
განხორციელება და სხვა.
2024 წლის განმავლობაში გამართული საერთაშორისო აქტივობების სტატისტიკა:
•
160 შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან
და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან;
•
6 მაღალი დონის შეხვედრა
წარმომადგენელთან;
•
22 უცხოური საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოს პარლამენტში.
სხვადასხვა
უცხო
ქვეყნის
უმაღლესი
ხელისუფლების
პარლამენტის თავმჯდომარემ განახორციელა ოფიციალური ვიზიტი 5 ქვეყანაში:
•
ბერნი, შვეიცარიის კონფედერაცია, 12-14 მარტი
•
ვადუცი, ლიხტენშტაინის სამთავრო, 14-16 მარტი
•
ტაშკენტი, უზბეკეთის რესპუბლიკა, 6-9 აპრილი
•
აშხაბადი, თურქმენეთი, 9-10 აპრილი
•
ასტანა, ყაზახეთის რესპუბლიკა, 11-13 აპრილი
მეგობრობის ჯგუფებმა საზღვარგარეთ განახორციელეს ორი ვიზიტი:
•
კატარის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, 20-21 მაისი
•
მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, 1-3 ივლისი
საანგარიშო პერიოდში, მუდმივმოქმედი დელეგაციები აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო
საპარლამენტო ასამბლეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. განხორციელდა სულ 52
ვიზიტი:
•
APF − 2;
•
EURONEST PA − 1;
•
GUAM PA − 2;
10
•
IAO − 2;
•
IPU − 2;
•
NATO PA − 4;
•
OSCE PA − 6;
•
PABSEC − 7;
•
PAC − 1;
•
PACE − 25.
საგარეო ვიზიტების გარდა, საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა 22 დელეგაციას:
საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები − 3
•
სომხეთის ეროვნული ასამბლეა
•
კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეა
•
მალაიზიის პარლამენტის სენატი
მეგობრობის ჯგუფების ვიზიტები საქართველოში − 7
1. ლატვიის რესპუბლიკის საეიმას (პარლამენტის) საქართველოს პარლამენტთან თანამ
შრომლობის ჯგუფი, 17-20 მარტი
2. შვედეთის სამეფოს რიკსდაგის (პარლამენტის) საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის
ჯგუფი, 19-20 აპრილი
3. ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯოკორგუ კენეშის (პარლამენტის) საქართველოს პარლამენტთან
მეგობრობის ჯგუფი, 2-6 ივნისი
4. მალავის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი,
16-22 ივნისი
5. კატარის სახელმწიფოს პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი,
15-19 სექტემბერი
6. მონტენეგროს პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, 24-27
სექტემბერი
7. ბრაზილიის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, 14-15
ნოემბერი
სხვა დელეგაცია − 12
11
ამასთანავე, აღსანიშნავია ქვეყანაში ჩატარებული ორი მნიშვნელოვანი საპარლამენტო ღონისძიება:
•
საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო კონფერენცია ევრო
ინტეგრაციის საკითხებზე, 3-7 თებერვალი;
•
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ
საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 63-ე სხდომა, 20-21 აპრილი.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ყველა
დონეზე და პლატფორმის გამოყენებით აგრძელებდნენ შეხვედრებსა და მჭიდრო თანამშრომლობას
დიასპორასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და თბილისში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების
საელჩოებთან.
12
საქართველოს პარლამენტის პროგრესი ევროინტეგრაციის
მიმართულებით
ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება
2024 წლის განმავლობაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი უძღვებოდა პარლამენტის ძალის
ხმევას ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმარ
თულებით.
კომიტეტმა განიხილა 24 ნორმატიული აქტის პროექტი და 2 საერთაშორისო შეთანხმება, რის
შედეგადაც უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობის სრული ან ნაწილობრივი დაახ
ლოება ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ევროკავშირის 11 დირექტივასა და
რეგულაციასთან.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული
ვალდებულებების შესრულების მხრივ გამორჩეული იყო საქართველოს კანონების პროექტები
−
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“,
−
„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
−
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე,
−
„ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შენობების
ენერგოეფექტურობის შესახებ „საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
−
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“,
−
„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და სხვა.
ამასთანავე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა შეაჯამა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების
შესახებ შეთანხმების ფარგლებში ათი წლის განმავლობაში განხორციელებული საკანონმდებლო
საქმიანობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში გა
წევრიანების შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად. კომიტეტის ინიციატივის ფარგლებში შეჯამდა სა
ქართველოს პარლამენტის მიერ გადადგმული ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელთა საფუძველზეც
საქართველოში ინერგება ევროპული სტანდარტი საზოგადოების ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან
სფეროში.
ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულება
ევროპული საბჭოს მიერ 2023 წლის 14 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს
მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და შესასრულებლად განესაზღვრა
9 ნაბიჯი, რომელთა შესასრულებლად საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო
ცვლილებები:
−
საარჩევნო კოდექსში, რითაც დასრულა ინსტიტუციური კრიზისი ცესკოში, ვინაიდან
შესაძლებელი გახდა ცესკოს ხელმძღვანელისა და პროფესიული წევრების სრულფასოვანი
ვადით არჩევა;
−
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში, რითაც მოწესრიგდა მოსამართლეე
ბის გამწესების, გადაყვანის, დისციპლინური დევნის, ანგარიშვალდებულების, დანიშვნის
13
საკითხები; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის განახლების, საბჭოში ნომინირე
ბის გადაწყვეტილების მიღებისას ანტი-ჩიხური მექანიზმის საკითხები; გამჭვირვალობის, გასა
ჩივრების, სასამართლო გადაწყვეტილებებზე წვდომის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
აღნიშნული ცვლილებები თანხვედრაში იყო ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის ცალკეულ
რეკომენდაციებთან;
−
14
ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონა
ცემთა დაცვის სამსახურის შესახებ, რომლითაც მოწესრიგდა აღნიშნულ სამსახურებთან
დაკავშირებული ინსტიტუციური და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, ვენეციის
კომისიის და ევროკომისიის ცალკეული რეკომენდაციების შესაბამისად.
კანონშემოქმედებითი საქმიანობა
2024 წელს საქართველოს X მოწვევის პარლამენტში ჩატარდა 40 სხდომა (მათ შორის, 2 რიგგარეშე
სხდომა), რომლებზედაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 190 საქართველოს კანონი, მათ შორის:
−
საქართველოს მთავრობის ინიციატივით წარმოდგენილი 107 კანონი;
−
საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივით წარმოდგენილი 76 კანონი, მათ შორის:
−
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარლამენტის წევრების ინიციატივით წარმოდ
გენილი 74 კანონი;
−
საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პარლამენტის წევრების ინიციატივით წარმოდგენილი
2 კანონი;
−
საქართველოს პარლამენტის ფრაქციის ინიციატივით წარმოდგენილი 7 კანონი.
საანგარიშო პერიოდში სულ მიღებულ იქნა 433 საქართველოს პარლამენტის დადგენილება, მათ
შორის, 22 დადგენილება საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების შესახებ. დაჩქარე
ბული წესით მიღებულ იქნა 38 კანონი.
გაიმართა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 65 სხდომა, რომლებზედაც მიღებულ იქნა
792 გადაწყვეტილება (მათ შორის, გადაწყვეტილებები საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი ახალი ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ,
საკანონმდებლო წინადადებების თაობაზე და ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებებთან
დაკავშირებით).
2024 წელს საქართველოს პარლამენტში განსახილველად შემოვიდა 111 საკანონმდებლო
წინადადება და 2 პეტიცია, რომლებიც საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით
განსახილველად პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს გადაეგზავნა.
საქართველოს პარლამენტმა დაძლია საქართველოს პრეზიდენტის 6 ვეტო:
1. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (პარლამენტის წევრები: ა. ოხანაშვილი, დ. მათიკაშვილი,
გ. მიქანაძე, თ. შარმანაშვილი, რ. იონათამიშვილი (№07-3/351, 06.09.2023)), №4089-XIVმს-Xმპ,
19.03.2024.
2. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (პარლამენტის წევრები: ა. რაქვიაშვილი, ი. ხვიჩია, ჰ. საბო,
ვ. მეგრელიშვილი (№07-3/429, 22.03.2024)), №4158-XIVმს-Xმპ, 15.05.2024.
3. საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (პარლამენტის წევრები: ა.
რაქვიაშვილი, ი. ხვიჩია, ჰ. საბო, ვ. მეგრელიშვილი (№07-3/429, 22.03.2024)), №4159-XIVმს-Xმპ,
15.05.2024.
4. საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(პარლამენტის წევრები: პ. კვიჟინაძე, ა. ობოლაშვილი, ი. კირცხალია, ბ. წაქაძე, ზ. მიქელაძე, ი.
ზარქუა, გ. მეშველიანი (№07-3/437, 10.04.2024)), №4197-XIVმს-Xმპ, 29.05.2024.
5. საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (საპარლამენტო ფრაქცია
„ქართული ოცნება“ (№07-3/433, 03.04.2024)), №4194-XIVმს-Xმპ, 28.05.2024.
15
6. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (პარლამენტის წევრები: ა. ოხანაშვილი, დ. მათიკაშვილი,
ა. ღუდუშაური, რ. იონათამიშვილი, ა. ტაბატაძე, თ. შარმანაშვილი, ი. შატაკიშვილი, გ. მაჭარაშვილი,
ქ. ჩარკვიანი (№07-3/443, 02.05.2024)), №4341-XIVმს-Xმპ, 27.06.2024.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შენიშვნების გარეშე დააბრუნა 2 საკანონმდებლო
პაკეტი, რომლებსაც ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე:
1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქარ
თველოს კანონი და მისგან გამომდინარე კანონები (15 კანონი) (№07-2/383, 24.04.2024).
2. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და
მისგან გამომდინარე კანონები (19 კანონი) (№07-3/446, 04.06.2024).
საპარლამენტო კომიტეტების საქმიანობა
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
2024 წელს აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ჩაატარა 20 სხდომა, მათ შორის, 5 გასვლითი სხდომა
რეგიონებში. წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილულ იქნა 5 კანონპროექტი, რომელთაგან
აღსანიშნავია:
საქართველოს კანონის პროექტი „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“
(№07-3/401; 06.12.2023)
კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ევროკავშირის
სტანდარტებთან დაახლოებას და განსაზღვრავს, როგორ უნდა დარეგულირდეს სოფლის მეურნეობის
პოლიტიკა, ვინ იქნება პასუხისმგებელი მისი მართვისთვის და რა პრინციპებით იმუშავებს სახელმწიფო
ამ მიმართულებით.
საქართველოს კანონის პროექტი „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული
სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/379; 11.04.2024)
კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების ახალი ჯიშების
რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას. ის ამცირებს ჯიშების გამოცდის ვადას, რაც ხელს შეუწყობს
ახალი, პროდუქტიული ჯიშების სწრაფ გავრცელებას. კანონი ასევე ამარტივებს რეგისტრაციის წესებს
და ხელს უწყობს სელექციის სფეროში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ჩაატარა
24 სხდომა. აღნიშნულ სხდომებზე განხილულ იქნა: 17 საკანონმდებლო ინიციატივა, რომლებიც მოიცავს
91 კანონპროექტს, მათ შორის, 11 საკანონმდებლო პაკეტი, რომლებიც მოიცავს 85 კანონპროექტს და
6 ცალკე კანონპროექტს. მათგან კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 1 საკანონმდებ
ლო ინიციატივა, ხოლო სავალდებულო დასკვნის მოსამზადებლად − 16 საკანონმდებლო
16
ინიციატივა, რომლებიც მოიცავს 90 კანონპროექტს; 2 საერთაშორისო ხელშეკრულება, მათ შორის,
1 − წამყვანი კომიტეტის სტატუსით; 13 ანგარიში, მათ შორის, 2 − წამყვანი კომიტეტის სტატუსით;
4 საკანონმდებლო წინადადება − წამყვანი კომიტეტის სტატუსით; 2 საქართველოს მთავრობის
შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი; 4 საორგანიზაციო საკითხი; 2 სხვა საკითხი.
მიღებული კანონებიდან აღსანიშნავია:
საქართველოს კანონი „ამნისტიის შესახებ“ (№07-3/460; 10.07.2024). მისი მიღების
შედეგად ამნისტია შეეხო 5 000-ზე მეტ პატიმარს. დაახლოებით 1 000-მა პატიმარმა
დატოვა პენიტენციური დაწესებულება, ხოლო დანარჩენების მიმართ, რომლებსაც სასჯელი
სხვადასხვა ოდენობით შეუმცირდებათ, ამნისტიას დროში გახანგრძლივებული მოქმედება
ექნება. ამნისტია შეეხო ასევე დაახლოებით 13 000 პირობით მსჯავრდებულს, რომელთაგან
6 000-მდე პრობაციონერს სრულად მოეხსნა პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა;
საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (№07-3/453; 19.06.2024). კანონის მიღება განპირობებული იყო ქვეყანაში
პროფესიონალ სოციალურ მუშაკთა მწვავე დეფიციტით. მისი მიღების შედეგად გაგრძელდა
სოციალურ მუშაკად საქმიანობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი, მისთვის განისაზღვრა
გარდამავალი პერიოდი და რეგულირების პირობები. აღნიშნული კანონპროექტი კომიტეტმა
წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა.
კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა ასევე საქართველოს მთავრობის მიერ
შეერთებისთვის წარმოდგენილი „უსინათლო, მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების
გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწ
ვდომობის გამარტივების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულება (№07-2/415; 13.08.2024), რომელსაც
პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
საანგარიშო პერიოდში პარლამენტმა მიიღო კომიტეტის მიერ მომზადებული საკანონმდებლო
ცვლილებების პაკეტი (№07-3/383; 08.11.2023) შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების
მიმართულებით. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით გაუქმდა ის საკანონმდებლო
ნორმები, რომლებიც გამორიცხავდა მოწმის, გამოსაკითხი პირის, ახსნა-განმარტების მიმცემი პირის
სტატუსის იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ მიღების შესაძლებლობას, რომლებსაც
არ შეუძლიათ სწორად აღიქვან, დაიმახსოვრონ და აღიდგინონ საქმისთვის მნიშვნელობის
მქონე გარემოებები და მიაწოდონ ინფორმაცია ან მისცენ ჩვენება. ხსენებული საკანონმდებლო
ცვლილებებით საქართველომ აღასრულა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა
უფლებების კომიტეტის (CRPD) რეკომენდაცია ეროვნულ დონეზე ყველა იმ სამართლებრივი ნორმის
გაუქმების შესახებ, რომელიც გაუმართლებლად ზღუდავდა მართლმსაჯულების განხორციელების
პროცესში შშმ პირთა მონაწილეობას.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
2024 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ჩაატარა 32 სხდომა.
წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილულ იქნა 11 კანონპროექტი, ხოლო სავალდებულო დასკვნის
მოსამზადებლად − 2 კანონპროექტი, რომელთა ინიციატორებიც იყვნენ:
−
საქართველოს პარლამენტის წევრები − 5;
−
საქართველოს მთავრობა − 8.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო 1 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტსა და 3
საკანონმდებლო წინადადებაზე. ამასთანავე, განხილულ იქნა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი
3 საერთაშორისო ხელშეკრულება/შეთანხმება.
17
განხილული კანონპროექტებიდან აღსანიშნავია:
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/371; 13.03.2024)
წარმოდგენილი ცვლილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების
აღსრულების მიზნით აღიარებულ იქნა საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ დისტანციური
ფორმით მიღებული უმაღლესი განათლება, თუ ის ხორციელდება იმ დაწესებულებაში, რომელიც
მოქმედებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, დიდი ბრიტანეთის ან ამერიკის შეერთებული
შტატების ტერიტორიაზე.
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/444; 22.05.2024)
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში
მოქმედი სსიპ − დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში
აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე ჩასარიცხ პირთა სეგმენტის გაზრდა,
რაც უზრუნველყოფს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის კვალიფიციური პერსონალით
დაკომპლექტებას, აღნიშნული პროცესის უწყვეტობასა და მდგრადობას.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/386; 29.04.2024)
კანონპროექტის შესაბამისად, ზოგადი განათლების საბაზო საფეხური 1 წლით გაიზრდება და
სავალდებულო გახდება განათლების ფორმატში 4-წლიანი სასწავლო პროგრამების შეთავაზება,
რაც უზრუნველყოფს საქართველოს და ევროპის წამყვანი ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემების
სინქრონულობას. შესაბამისად, 3-წლიანი საშუალო განათლება 2-წლიანამდე მცირდება ისე, რომ
სრული ზოგადი განათლება კვლავ 12-წლიანი რჩება.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2024 წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ჩაატარა 11 სხდომა, მათ
შორის, 1 გასვლითი სხდომა. 4 სხდომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვას მიეძღვნა.
კომიტეტი წამყვანი იყო 41 კანონის პროექტზე, ხოლო სავალდებულო დასკვნის მოსამზადებლად
განიხილა 14 კანონის პროექტი და 7 საერთაშორისო ხელშეკრულება. კომიტეტის წევრების მიერ
ინიციირებულ იქნა 7 კანონის პროექტი. კომიტეტში შემოვიდა 4 საკანონმდებლო წინადადება.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის შედეგებს
შორის ხაზგასმით უნდა აღინიშნოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი. კერძოდ, გასული წლის
საქმიანობის შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ კომიტეტმა აქტიურად იმუშავა „კლიმატის
კანონის“ პროექტზე.
პროექტზე კერძოდ, საშემოდგომო სესიის ფარგლებში, საჯარო კონსულტაციების შედეგად
კომიტეტის მიერ შემუშავებული კლიმატის კანონის მწვანე და თეთრი წიგნების საფუძველზე დაიწყო
კანონის პროექტის პირველადი პროექტის შემუშავება.
კომიტეტმა უზრუნველყო ფართო საზოგადოების ჩართულობით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტისა და სხვა კანონპროექტებისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტის
პირველი მოსმენით განხილვის ჩატარება, აგრეთვე დოკუმენტის სამართლებრივი გადამუშავება.
18
2024 წელს კომიტეტმა განიხილა საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი
დანართი − საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული, ინტეგრირებული გეგმა და მხარი
დაუჭირა მათ, რის საფუძველზედაც საქართველოს პარლამენტმა თავისი საქმიანობის ისტორიაში
პირველად დაამტკიცა ამ ტიპის პოლიტიკის დოკუმენტები.
კანონპროექტებიდან აღსანიშნავია:
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი სა
ქართველოს კანონის პროექტი „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“
(№07-2/353; 26.12.2023) (კანონი მიღებულ იქნა 2024 წლის 29 აპრილს)
კანონის პროექტის საფუძველზე ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 15
310 ჰექტარ ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა და შეიქმნა ახალი დაცული ტერიტორია
− გურიის ეროვნული პარკი. ამასთანავე, აღნიშნული კანონპროექტით გაუქმდა „პონტოს მუხის
აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/408; 05.07.2024)
კანონპროექტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის თაობაზე
აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე აქვეყნებს
ვებგვერდზე www.eauction.ge. ინფორმაციის გავრცელებისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს
სხვა საშუალებებიც. კანონპროექტის განხილვა დაგეგმილია 2025 წლის საგაზაფხულო სესიაზე.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (№07-2/10; 04.12.2024) (კანონი მიღებულ იქნა გამარტივებული წესით 2024 წლის
13 დეკემბერს)
კანონის მიღება განპირობებული იყო ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი
ვალდებულების გადავადების მიზანშეწონილობით. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებდა იმ
ვალდებულებების გადავადებას, რომლებიც უკავშირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ
გარემოსდაცვითი მმართველის დანიშვნას, ნარჩენების მართვის გეგმის შედგენას, აღრიცხვისა
და ანგარიშგების წარმოებას. ამ ვალდებულებების შესრულება იმ პირებს, რომელთა საქმიანობის
შედეგად მცირე ოდენობის ნარჩენი წარმოიქმნება, ორგანიზაციულ და სამართლებრივ ტვირთად
აწვებოდა და მათ ამ ტვირთისგან განთავისუფლების ვადა 2025 წლის 1 იანვარს ეწურებოდათ.
წარმოდგენილი კანონის პროექტით საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს იმ საქმიანობებს,
რომლებზედაც 2028 წლის 1 იანვრამდე არ გავრცელდება ზემოაღნიშნული ვალდებულებები.
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარ
მოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“,
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/407;
27.12.2023) (განხილულია კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით)
საკანონმდებლო პაკეტით იქმნება შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის მარეგულირებელი
საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობას,
არეგულირებს ცხოველთა სამართლებრივ სტატუსებს (პატრონიანი, უპატრონო, მიკედლებული),
ადგენს მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელ სტანდარტებს, მათ შორის, მათი
19
მიტოვების აკრძალვას, აგრეთვე ცხოველთან ერთად გადაადგილების დასაშვებ სტანდარტებს. ასევე
წესრიგდება შინაურ ბინადარ ცხოველთა სასტიკი მოპყრობისგან დაცვის, ევთანაზიის, მოშენებისა
და რეალიზაციის პირობები. გარდა ამისა, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები
განსაზღვრავს შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში მოქმედი სუბიექტების (ვეტერინარული
დაწესებულება, თავშესაფარი, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფარი, ცხოველთა დროებითი
მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), საშენი, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება და
რეალიზატორი) საქმიანობის სტანდარტებს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
საანგარიშო პერიოდში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ჩაატარა
32 სხდომა და განიხილა 127 კანონპროექტი („გამომდინარე“ კანონპროექტების ჩათვლით). მათგან
74 კანონპროექტზე კომიტეტი იყო წამყვანი, ხოლო 53-ზე მისი დასკვნა იყო სავალდებულო. კომიტეტის
წევრებმა წარმოადგინეს 12 საკანონმდებლო ინციატივა. კომიტეტმა შეისწავლა საქართველოს
პარლამენტში რატიფიცირებისთვის შემოსული 17 საერთაშორისო ხელშეკრულება. განხილულ იქნა
8 საკანონმდებლო წინადადება.
კანონპროექტებიდან აღსანიშნავია:
საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/449; 05.06.2024)
კანონპროექტით „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ
იქნა ცვლილება, რომლის მიხედვით, გადაცემის ტარიფის დაანგარიშებისას გაწეულ ტრანზიტის
მომსახურებაზე გავრცელდება არა ირიბად განსაზღვრული გადაცემის ტარიფი, არამედ ტრანზიტის
მომსახურებაზე ფაქტობრივად გადახდილი საფასურები.
საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/455; 19.06.2024)
კანონპროექტით ცვლილება იქნა შეტანილი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“
საქართველოს კანონში. კერძოდ, კანონს დაემატა ახალი მუხლი, რომლის მიხედვით, საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგულირების საფასურის გადახდისა და ელექტროენერგეტიკული
სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება
არ გავრცელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებულ და საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიწოდებულ
ელექტროენერგიაზე.
საქართველოს კანონის პროექტი „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (№07-3/445; 29.05.2024)
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „საქართველოში შემომსვლელ ტურისტს
უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა“. ეს ნორმა
2024 წლის 1 ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო. კანონი ასევე ითვალისწინებდა დადგენილების
მიღებას და საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის
სავალდებულო დაზღვევის მინიმალური სტანდარტისა და პირობების განსაზღვრას. კომიტეტმა
იმსჯელა აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით
მიზანშეწონილად მიიჩნია კანონის შესაბამისი მუხლის მოქმედების 2026 წლის 1 იანვრამდე შეჩერება.
20
საქართველოს კანონების პროექტები: „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს
საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/454; 19.06.2024)
წარმოდგენილი ცვლილებით მფლობელებისთვის განისაზღვრა ინტერნეტდომენებისა და ვებგვერ
დების ოდენობა და მათი ოპერირების წესი. ამასთანავე, ნებართვის მფლობელებს დაემატათ
ვალდებულებები საქართველოს ტერიტორიიდან თამაშების მართვასთან/ორგანიზებასთან მიმარ
თებით და სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ნაწილში.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
საანგარიშო პერიოდში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ჩაატარა 17 სხდომა და
ათეულობით შეხვედრა, განახორციელა სხვა ფორმატის აქტივობები.
კანონშემოქმედებითი საქმიანობის კუთხით განხილული კანონპროექტებიდან აღსანიშნავია:
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქარ
თველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
(თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი − „ქვეყნის
ქვეყნის ძირითადი მონაცემები და
მიმართულებები 2025-2028 წლებისათვის“,
წლებისათვის“ საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქარ
თველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (№072/421; 30.09.2024).
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქარ
თველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართვე
ლოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/8; 04.12.2024)
კანონში ცვლილების შეტანის შედეგად საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, რომლებმაც სხვა
ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს, აგრეთვე
მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება
საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე,
შესაძლებლობა მიეცათ, 2027 წლის 1 იანვრამდე ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეობის
აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით. ამასთანავე, პირებს, რომელთაც არ აქვთ მიღებული სხვა
ქვეყნის მოქალაქეობა, შესაძლებლობა მიეცათ, 2027 წლის 1 იანვრამდე მოაგვარონ მოქალაქეობისა
და დოკუმენტირების საკითხი და მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად ან საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით
მისანიჭებლად, რითაც გაგრძელდება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის
შემცირების ტენდენცია.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოსა და
ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების
შესრულებას დაეთმო. კომიტეტმა ჩაატარა 18 სხდომა. განხილულ იქნა 24 ნორმატიული აქტის
პროექტი და 2 საერთაშორისო შეთანხმება, რის შედეგადაც უზრუნველყოფილია საქართველოს
კანონმდებლობის სრული ან ნაწილობრივი დაახლოება ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვა
ლისწინებულ ევროკავშირის 11 დირექტივასა და რეგულაციასთან.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები, მათ
შორის:
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“. საკანონმდებლო ცვლილებით დაინერგა საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო
შესახებ“
ერთი ფანჯრით მომსახურების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს სანავსადგურო სექტორში
21
ციფრული სამთავრობო სერვისების შეთავაზებას და ბიუროკრატიული ბარიერების, აგრეთვე
არასაჭირო დოკუმენტაციისგან გემის დამუშავების პროცესის გათავისუფლებას, ამავე დროს,
უზრუნველყოფს დოკუმენტების ერთჯერადად წარდგენის პრინციპის დანერგვას. აღნიშნული
კანონი საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 15 მაისს მიიღო.
საქართველოს კანონები: „ბუღალტრული
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
თაობაზე“ საკანონმდებლო ცვლილებებით აუდიტორული ფირ
მებისთვის სავალდებულო გახდა გამჭვირვალობის ანგარიშის წარდგენა, გაიზარდა აუდიტების
დამოუკიდებლობა და ობიექტურობის ხარისხი, აუდიტების მიმართ გამკაცრდა მთელი რიგი
მოთხოვნები. აღნიშნული კანონები საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 29 მაისს მიიღო.
„უმაღლეს
უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ“
გლობალური კონვენცია. კონვენციის რატიფიცირება მნიშნელოვანია არა მარტო საქართველოს
მოქალაქეებისთვის, არამედ იმ სტუდენტებისთვისაც, რომლებიც საქართველოში უმაღლესი
განათლების მისაღებად ჩამოდიან. ეს ხელს შეუწყობს არაფორმალური განათლების
აღიარების მექანიზმის განვითარებასაც. საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 22 მარტს
მიიღო აღნიშნული კონვენციის რატიფიცირების შესახებ დადგენილება, რომელიც ძალაში
2024 წლის 11 სექტემბერს შევიდა.
„საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის
სააგენტოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმება.
შეთანხმებით დარეგულირდა შემდეგი საკითხები: მხარეთა შორის ინფორმაციის გადაცემა,
საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა, გამრავლება, თარგმნა, შენახვა, მოპყრობა, განადგურება,
აკრედიტაცია. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება 2024
წლის 18 აპრილს მოახდინა.
კომიტეტმა შეაჯამა საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში 10 წლის განმავლობაში განხორციელებული საკანონ
მდებლო საქმიანობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში
გაწევრების შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
საანგარიშო პერიოდში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გადაწყვეტილებით წამყვან კომიტეტად განისაზღვრა 2 კანონპროექტსა და 1 შეთანხმებასთან
მიმართებით: საქართველოს კანონის პროექტები − „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში
თანამშრომლობის სააგენტოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“
შეთანხმება (№07-2/375/10; 18.03.2024).
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი 24 კანონპროექტთან დაკავშირებით განისაზღვრა კომიტეტად,
რომლის დასკვნა სავალდებულოა, ხოლო 2 საერთაშორისო ხელშეკრულებასა და 2 საკანონმდებლო
წინადადებასთან დაკავშირებით − წამყვან კომიტეტად. კომიტეტმა განიხილა 1 წარდგინება
(საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ (№07-2/421; 30.09.2024)).
კანონშემოქმედებითი საქმიანობის კუთხით აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღნიშნული კანონპროექტის
მიღებით დაზუსტდა სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიის/ნებართვის
22
მოპოვებისთვის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და განისაზღვრა უსაფრთხოების
დამატებითი მოთხოვნები.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2024 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჩაატარა 41 სხდომა და განიხილა:
−
37 საკანონმდებლო ინიციატივა (115 კანონპროექტი), კერძოდ:
−
წამყვანი კომიტეტის სტატუსით − 34 საკანონმდებლო ინიციატივა (96 კანონპროექტი);
−
იმ კომიტეტის სტატუსით, რომლის დასკვნა სავალდებულოა, − 3 საკანონმდებლო ინიციატივა
(19 კანონპროექტი);
−
საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული 2 საკითხი;
−
საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული 4 საკითხი;
−
თანამდებობის პირთა არჩევასთან დაკავშირებული 5 საკითხი.
2024 წელს საქართველოს პარლამენტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრთა მონაწილეობით
36 საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინა.
აღსანიშნავია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2024 წელს საქართველოს ევროპის კავშირში
ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მთელი რიგი
კანონპროექტების ინიციირებითა და განხილვით გამოიხატა.
2024 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატმა საქართველოს პარლამენტის
წარმომადგენლობა განახორციელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებულ 12
საქმეზე.
2024 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარედგინა და კომიტეტისა და კომიტეტის აპარატის
საქმიანობის ფარგლებში დამუშავდა 1 101 კორესპონდენცია (წერილი, განცხადება).
საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით აღსანიშნავია შემდეგი კანონპროექტები:
საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტები: „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლი
ლების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
(№07-3/432; 03.04.2024)
ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის
საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით კონსტიტუციური კანონის
პროექტით განისაზღვრა ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით
აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან,
ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების
გამოყენებასთან, შეკრებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, განათლებასთან დაკავშირებული
შესაბამისი საკითხები. აღნიშნული მექანიზმების კონსტიტუციური კანონით გაძლიერების საჭიროება
კონსტიტუციური კანონების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესმაც დაადასტურა.
მათ მხარი დაუჭირა საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილე საზოგადოების აბსოლუტურმა
უმრავლესობამ.
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგე
ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის
ნილი საქართველოს კანონის პროექტი „ოჯახური
23
დაცვის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (№07-3/446;
04.06.2024)
ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებების დაცვისა და არასრულ
წლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვრა
ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის
მისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო
მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან,
განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის
ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის ამსახველი შინაარსის
მქონე სიტყვების გამოყენებასთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხები. ამასთანავე, კანონით 17
მაისი დადგინდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ. აღნიშნული მექანიზმების
გაძლიერებისა და საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირების საჭიროება აშკარად წარმოაჩინა
ანალოგიურ საკითხზე ინიციირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის (№07-3/432; 03.04.2024)
საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესმაც, რომლის დროსაც გამოიკვეთა მოსაზრებები
აღნიშნული კონსტიტუციური კანონის პროექტით გათვალისწინებული ნორმების იმპლემენტაციის
ქმედითი მექანიზმების დანერგვის აუცილებლობის შესახებ.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარ
მოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
(№07-3/433; 03.04.2024)
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგდა შემდეგი
ძირითადი საკითხები: უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური
ძალის ცნებების განმარტება; სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად
რეგისტრაცია და სხვა სათანადო პროცედურული საკითხები; უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ
ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის
წარდგენა; აღნიშნული კანონით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. ამრიგად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ საქართველოს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით
აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა
და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან
დაკავშირებულ სხვა სათანადო საკითხებს, რაც შესაბამისი, აღმატებული საზოგადოებრივი ინტერესის
დაცვას უზრუნველყოფს.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარ
მოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“ (№07-3/460; 10.07.2024)
ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების
სახით, დანაშაულის ხასიათისა და ბუნების გათვალისწინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს
კანონით გამოცხადდა ამნისტია მთელ რიგ დანაშაულებთან მიმართებით.
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/417; 21.02.2024)
საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებდა შემდეგ საკითხებს: სპეციალურ საგამოძიებო
სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიენიჭათ უფლებამოსილება, საკუთარი
ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნონ სპეციალური ანგარიშები იმ საკითხების თაობაზე,
24
რომლებიც მათ საქმიანობას უკავშირდება და მათ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ; საქართველოს
სახალხო დამცველს მიენიჭა უფლებამოსილება, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ საკონკურსო კომისიებში მის მიერ დასანიშნი წევრი კონკურსის ჩატარების
გარეშე დანიშნოს; ახლებურად მოწესრიგდა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული სხვა ცალკეული საკითხები. საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავდა
ევროკომისიის რეკომენდაციით საქართველოსთვის განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული
ამოცანის შესრულებას და მიმართული იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომი ხელშეწყობისკენ და მათი
ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი გაუმჯობესებისკენ.
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარ
მოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იურიდიული დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონების
პროექტები: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (№07-3/418; 21.02.2024)
საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებდა შემდეგ ძირითად საკითხებს: განისაზღვრა ანტი
კორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტია; დაზუსტდა ანტიკორუფციული
ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი; გაფართოვდა
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ თავისი ბიუჯეტის განსაზღვრისა და საკუთარი ფინანსური სახსრების
ხარჯვის თავისუფლების ფარგლები; დაზუსტდა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ პერსონალური
მონაცემებისა და ბავშვის უფლებების დაცვის ვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხი; დაზუსტდა
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით საჭირო
ინფორმაციის გამოთხოვის საკითხი; დადგინდა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციაში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის წესი; განისაზღვრა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ
პირებისთვის შეტყობინებებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების
ჩაბარების ახლებური წესი; გაუმჯობესდა მამხილებლის დაცვის მექანიზმი; მოწესრიგდა პოლიტიკური
პარტიის, საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ თავიანთი
ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მათთვის
ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ მითითების მიცემის საკითხი; პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო
სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის
განხორციელების ეფექტიანობის ხელშეწყობის მიზნით განისაზღვრა დამატებითი მექანიზმები;
დაზუსტდა ტერმინების „აკრძალული შემოწირულების“, „აკრძალული საწევრო შენატანისა“ და
„აკრძალული ხარჯის“ შინაარსი; მოწესრიგდა ე. წ. მიტოვებული პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის
გაუქმების საკითხი; გაუქმდა უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭო. საკანონმდებლო
ცვლილებები მიზნად ისახავდა ევროკომისიის რეკომენდაციით საქართველოსთვის განსაზღვრული
ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას და მიმართული იყო ანტიკორუფციული ბიუროს
საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომი ხელშეწყობისკენ და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა
და მიუკერძოებლობის შემდგომი გაუმჯობესებისკენ.
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარ
მოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
25
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლა
მენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (№07-3/356; 21.09.2023)
საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული იყო შემდეგი ძირითადი საკითხები: რაიონული
(საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნისა და საქართველოს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაზუსტება;
მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების საფუძვლების შინაარსის დაზუსტება, მივლინების
მაქსიმალური ვადის შემცირება და მივლინების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულების საკითხის გადაწყვეტა; საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის დროითი შეზღუდვა; მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში
მიცემის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო
საბჭოს წევრთა ხმების მინიმალური რაოდენობის საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობიდან
საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედამდე გაზრდა; ერთ-ერთი დისციპლინური
გადაცდომის, კერძოდ, მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის აშკარა
დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმის, შინაარსის დაზუსტება; ღია სასამართლო სხდომის შედეგად
მიღებული სასამართლო აქტების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემასა და გამოქვეყნებასთან
დაკავშირებული ცალკეული საკითხების დაზუსტება. საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავდა
ევროკომისიის რეკომენდაციით საქართველოსთვის განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული
ამოცანის შესრულებას და მართლმსაჯულების სფეროში შემდგომი ღონისძიებების განხორციელებას.
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდ
გენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/351; 06.09.2023)
საკანონმდებლო ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების
არჩევის ცალკეული პროცედურული საკითხები და გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის
თანამდებობა, რომელიც პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან აირჩეოდა.
საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურებოდა ცესკოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო
ორგანოს, ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობას და მისი საქმიანობის შეფერხების თავიდან
აცილებას.
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდ
გენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/428; 20.03.2024)
საკანონმდებლო ცვლილებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკითხი იყო საქართველოს
პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიისთვის პარტიული სიის შედგენისას ოლქის
დელეგატობის კანდიდატის განსაზღვრის უფლების მინიჭება. საკანონმდებლო ცვლილება მიზნად
ისახავდა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის
გაუქმების შემდეგ საზოგადოებასა და ოლქების დელეგატებად განსაზღვრულ პარლამენტის წევრებს
შორის გარკვეული ინფორმაციული კავშირის ხელშეწყობას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს
საზოგადოებასა და კონკრეტულ პარლამენტის წევრს შორის კომუნიკაციას შესაბამისი ტერიტორიული
ერთეულის საჭიროებებთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებდა აგრეთვე
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული საკრებულოს არჩევნებისთვის
დადგენილი 40%-იანი ბარიერის გაუქმებას. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა,
რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ საკრებულოს არჩევნებში
საკრებულოს წევრად არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის ადგილობრივ
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი
ხმა მიიღო. ეს ცვლილება ასახავს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ დემოკრატიის
პრინციპს და მიზნად ისახავს საკრებულოს ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობას და მისი
საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებას.
26
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგე
ნილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/15; 04.12.2024)
საკანონმდებლო ცვლილებით შეიცვალა მუნიციპალიტეტების საკრებულოების შემადგენლობა
(პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისა და მაჟორიტარული საარჩევნო
სისტემით ჩასატარებელი არჩევნების შედეგად ასარჩევი საკრებულოს წევრების რაოდენობა) და
მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისთვის შესაბამისი საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენის
წესი. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებით გაიზარდა საარჩევნო ბარიერი მუნიციპალიტეტის
საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში პოლიტიკური პარტიის
მიერ საკრებულოს წევრის მანდატის მოპოვების საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნული
საარჩევნო ბარიერი გაიზარდა 2.5%-დან 4%-მდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
არჩევნების შემთხვევაში და 3%-დან 4%-მდე − სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნების
შემთხვევაში. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა
მიერ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში თავიანთი წარმომადგენლების არჩევას
და შესაბამისი მიმართულებით საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი დემოკრატიის
პრინციპის კიდევ უფრო განმტკიცებას.
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდ
გენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ
დარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და
სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (№07-3/16; 04.12.2024)
საკანონმდებლო ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტთან,
ექსპორტთან, წარმოებასა და რეალიზაციასთან, პიროტექნიკული ნაწარმის შეძენის, ფლობისა და
გამოყენების წესების დარღვევასთან, ვანდალიზმის ჩადენასთან, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ან ატრიბუტიკის უკანონოდ ტარებასთან,
აღნიშნული ტანსაცმლისთვის ან ატრიბუტიკისთვის მიმსგავსებული ტანსაცმლის ან ატრიბუტიკის
ტარებასა და შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები,
რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
დაცვას.
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდ
გენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/17; 04.12.2024)
საკანონმდებლო ცვლილებით ახლებურად მოწესრიგდა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასთან,
საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი
მოადგილის სტატუსებსა და პროფესიული საჯარო მოხელის შეფასებასთან დაკავშირებული
ცალკეული საკითხები, რაც ხელს შეუწყობს საჯარო დაწესებულების უკეთესი ინსტიტუციური მოწყობის
უზრუნველყოფას, საჯარო დაწესებულების მართვის ეფექტიანობის გაზრდას და მისი საქმიანობის
ხარისხის გაუმჯობესებას.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქარ
თველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/8; 04.12.2024)
27
საკანონმდებლო ცვლილებით 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა
იმ პირთა მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის საქართველოს მოქალაქეობის
აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით მიმართვის უფლების მოქმედების ვადა, რომლებმაც სხვა
ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს. საკანონმდებლო
ცვლილებით იმავე ვადით გახანგრძლივდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის იმ ნორმების მოქმედების ვადა, რომლებიც შესაბამისი პირებისთვის
საქართველოს მოქალაქეობის დადგენას და საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ პირთათვის
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალურ წესს ითვალისწინებს.
კულტურის კომიტეტი
2024 წელს კულტურის კომიტეტმა იმ კომიტეტის სტატუსით, რომლის დასკვნა სავალდებულოა,
განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი −
„ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2025-2028 წლებისათვის“ და საქართველოს
მთავრობის მოხსენება − „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
მიმდინარეობის შესახებ“ (№07-2/421; 30.09.2024).
დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შეადგენს 31,2 მლრდ
ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.
ამასთანავე, გაგრძელდება და გაფართოვდება კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობის
სახელმწიფო პროგრამები და ღონისძიებები „კულტურის სტრატეგია 2025“-ის მიზნებისა და
ამოცანების მისაღწევად. კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება
920,0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 515,0
მლნ ლარი.
2024 წელს კულტურის კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა საქართველოს
მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი „უსინათლო, მხედველობადაქვეითებული ან
ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ
ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულება (№07-2/415;
13.08.2024).
ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს
პარლამენტმა 2023 წელს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს
კანონში, „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონსა და
საქართველოს საპატენტო კანონში შეიტანა ცვლილებები, რომელთა მიზანი იყო, კონკრეტულ
პირთა ჯგუფს (ბენეფიციარი, ავტორიზებული პირი) მისცემოდა სამართლებრივი შესაძლებლობა,
განეხორციელებინა ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირება და გავრცელება ავტორის
ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის
წინაპირობის გარეშე. ამასთანავე, კანონით გათვალისწინებული სპეციალური სამართლებრივი
რეჟიმი არ ვრცელდება ბეჭდური ნაწარმოებების იმ კონკრეტულ მისაწვდომ ფორმატებზე, რომლებიც
კომერციულად ჩართულია ადგილობრივ სამოქალაქო ბრუნვაში.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
საანგარიშო პერიოდში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ჩაატარა 16
სხდომა. წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილულ იქნა 3 ძირითადი საკითხი, ხოლო იმ კომიტეტის
სტატუსით, რომლის დასკვნა სავალდებულოა, − 10 საკანონმდებლო ინიციატივა და მათგან
გამომდინარე 46 კანონის პროექტი.
განხილული კანონპროექტებიდან აღსანიშნავია:
28
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგი
ლობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს
კანონების პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/462; 10.07.2024)
კანონპროექტი ითვალისწინებს თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოებას, რაც
მოიცავს დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდაჭერას და მუნიციპალური განვითარების ხელშეწყობას.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქარ
თველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/372; 13.03.2024)
აღნიშნული ცვლილებები განსაზღვრავს სკოლის მართვისა და მასწავლებელთა ანაზღაურების
ახალი წესების დანერგვას, რაც გააუმჯობესებს სასკოლო ადმინისტრაციის მოქნილობას.
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქარ
თველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/428; 20.03.2024)
კანონის მიღების ძირითადი მიზანი იყო საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნების წესის განსაზღვრა.
გამარჯვებული ხდება ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ნამდვილ ხმას მიიღებს. თუ ორმა ან
მეტმა კანდიდატმა თანაბარი რაოდენობის ხმები დააგროვა, უპირატესობა იმას ენიჭება, ვინც
არჩევნებისთვის უფრო ადრე დარეგისტრირდა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან / შეთანხმებებიდან
აღსანიშნავია:
„უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ“ გლობა
ლური კონვენცია (№07-2/361; 29.12.2023);
შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის საჰაერო
მიმოსვლის შესახებ“ (№07-2/356; 28.12.2023);
„2018 წლის 5 იანვრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის
პროექტი − კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“ №2 ცვლილების
შეთანხმება“ (№07-2/367; 29.02.2024);
„საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის
ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება“ (№07-2/365; 19.02.2024);
შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამ
შრომლობის სააგენტოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“
(№07-2/375; 18.03.2024);
ყოვლისმომცველი
29
სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ჯანდაცვის სექ
ტორის გაძლიერების პროგრამა)“ (№07-2/389; 16.05.2024);
შეთანხმება „საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში
თანამშრომლობის შესახებ“ (№07-2/398; 07.06.2024);
მარაკეშის ხელშეკრულება „უსინათლო, მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების
გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე
მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ (№07-2/415; 13.08.2024).
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა ჩაატარა 33 სხდომა და განიხილა 8 საკანონმდებლო ინიციატივა
(სულ 25 საკანონმდებლო აქტის პროექტი, მათ შორის, 7 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტი).
კომიტეტმა, როგორც წამყვანმა კომიტეტმა, იმუშავა 3 საკანონმდებლო ინიციატივაზე (1 კანონპროექტი
და 3 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი), ხოლო სავალდებულო დასკვნის
მომზადების მიზნით − 5 საკანონმდებლო ინიციატივაზე (4 საკანონმდებლო პაკეტი, რომლებიც
მოიცავდა 4 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს და 17 კანონპროექტს). განხილულ
იქნა 4 საკანონმდებლო წინადადება. მათგან აღსანიშნავია:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლა
მენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/451; 19.06.2024)
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავება განპირობებული იყო „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით, რომლითაც განისაზღვრა
საჯარო დაწესებულებაში, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის აპარატში, სტაჟირების
გავლასთან დაკავშირებული ურთიერთობები. კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის 841 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს სტაჟირების ვადასაც. კერძოდ, პირის მიერ ერთსა
და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის ვადაა არანაკლებ 1 და არაუმეტეს 12 თვისა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლა
მენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტი „მაღალმთიანი
რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-3/2; 27.11.2024)
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილების თანახმად:
−
მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს მსგავსად, შეიქმნება ოლქის
დელეგატის ბიურო მოქალაქეებთან მუშაობის ორგანიზების, საჯარო დაწესებულებებთან
კომუნიკაციისა და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში ოლქის დელეგატის მონაწილეობის
მიზნით;
−
ოლქის დელეგატის ბიუროს ფუნქციები, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე
დაფინანსების წესი და ოდენობა, ბიუროს ხარჯების ანაზღაურების წყარო, გაწეული
ხარჯების შესახებ ანგარიშგებისა და სხვა საკითხები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც
პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო;
−
ოლქის დელეგატის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, მაჟორიტარული
სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ხარჯების მსგავსად, პარლამენტის
ბიუჯეტიდან ანაზღაურდება;
30
−
ოლქის დელეგატი ვალდებული იქნება, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტს წელიწადში ერთხელ, 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, მიაწოდოს
ინფორმაცია ოლქის დელეგატის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ;
−
ოლქის დელეგატისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შემთხვევაში ოლქის დელეგატის უფლებამონაცვლე პარლამენტის წევრს ფრაქციის
წევრთაგან დაასახელებს შესაბამისი ოლქის დელეგატის წარმდგენი პოლიტიკური პარტიის
მიერ შექმნილი ფრაქცია;
−
კომიტეტის სრული შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 9 პარლამენტის წევრით.
კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის არანაკლებ 5 წევრი და არჩეულია
კომიტეტის თავმჯდომარე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლა
მენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/11; 04.12.2024)
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიზანია საპარლამენტო საქმიანობაში პოლი
ტიკური პარტიების მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობა. კერძოდ, პროექტის თანახმად:
−
2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე არანაკლებ
7 პარლამენტის წევრი, რომელმაც დატოვა ის პარტია, რომლის მიერაც წარდგენილი იყო
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის განსაზღვრულ პარტიულ სიაში, შეეძლება,
რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შექმნას
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი;
−
პოლიტიკურ ჯგუფს ეყოლება თავმჯდომარე და მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომელ
თაც ექნება/ექნებათ ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის
მსგავსი უფლებები;
−
2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარლამენტის
წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ 1 პოლიტიკურ ჯგუფში. ამასთანავე, პოლიტიკური
ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს ფრაქციის წევრი;
−
2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, თუ
პოლიტიკური ჯგუფი არ აკმაყოფილებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 48-ე
მუხლის მე-2 პუნქტის, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 2281 მუხლის პირველი და მე-5
პუნქტების მოთხოვნებს, მას რეგისტრაციაზე უარი ეთქმება. პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც
რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, პარლამენტის ბიუროს შესაბამისი გადაწყვეტილების
მართლზომიერების საკითხი დასვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე;
−
2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარლამენტის
წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში ან პოლიტიკურ ჯგუფში, იწოდება
უფრაქციო პარლამენტის წევრად;
−
ფრაქციის თავმჯდომარეს შეეძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ 7 წევრზე არაუმეტეს 1 მოად
გილისა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2024 წელს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ჩაატარა 28 სხდომა, რომლებზედაც განხილულ
იქნა 287 საკითხი. მათ შორის: 103 კანონპროექტი (18 კანონპროექტზე კომიტეტი იყო წამყვანი,
ხოლო 85-ზე მისი დასკვნა იყო სავალდებულო); პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული ორგა
ნოების 13 სხვადასხვა სახის ანგარიში (10 ანგარიშზე კომიტეტი იყო წამყვანი, ხოლო 3-ზე მისი
დასკვნა იყო სავალდებულო); 20 საერთაშორისო ხელშეკრულება (18 ხელშეკრულებაზე კომი
31
ტეტი იყო წამყვანი, ხოლო 2-ზე მისი დასკვნა იყო სავალდებულო); სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მიერ წარმოდგენილი 18 ანგარიში (კომიტეტი იყო წამყვანი) და 110 რეკომენდაცია;
6 საბიუჯეტო განაცხადი; 17 სხვა საკითხი.
განხილული კანონპროექტებიდან აღსანიშნავია:
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
(№07-2/421; 30.09.2024, 29.11.2024)
2024 წლის ოქტომბერში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ორგანიზება გაუწია საქართველოს
მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის, დოკუმენტის − „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები
2025-2028 წლებისათვის“ და „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მოხსენების საპარლამენტო განხილვებს.
კომიტეტმა განიხილა და შეაფასა სხვა კომიტეტების, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, პარლამენტის
აპარატის იურიდიული დეპარტამენტის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის დასკვნები და ამ დასკვნების, საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების
საფუძველზე მოამზადა საბოლოო დასკვნა, რომელიც წარუდგინა საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობისთვის გადასაგზავნად.
კომიტეტმა ასევე განიხილა „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტისა და დოკუმენტის − „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 20252028 წლებისათვის“ საბოლოო ვარიანტები. საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს 2025
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი მიიღო 2024 წლის 10 დეკემბერს.
საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებულ კომიტეტის დასკვნებში
ასახული წინადადებებისა და რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს
მთავრობამ გაითვალისწინა.
2025 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) განსაზღვრულია 99.2 მლრდ ლარით, რაც
2024 წლის შესაბამის, დაზუსტებულ მოსალოდნელ მაჩვენებელზე 8.3 მლრდ ლარით მეტია.
2025 წლისთვის სამომხმარებლო ფასების ინდექსი (საშუალო პერიოდის) განსაზღვრულია 3.2%-ით.
2025 წლისთვის ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის მიმართ განსაზღვრულია 2.5%-ით (საქართველოს
კანონმდებლობით ზედა ზღვარი 3%-ია).
2025 წლისთვის მთავრობის ვალის პროცენტული თანაფარდობა მშპ-ის მიმართ განსაზღვრულია
35.9%-ით (საქართველოს კანონმდებლობით ზედა ზღვარი 60%-ია).
საქართველოს 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები განსაზღვრულია 31.9 მლრდ ლარით, რაც
2024 წლის გეგმასთან შედარებით 3,6 მლრდ ლარით მეტია.
2025 წლისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები განსაზღვრულია 27,560.8
მლნ ლარით, რაც 2024 წლის თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებულ ანალოგიურ მაჩვენებელს
2,991.2 მლნ ლარით აჭარბებს. გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები 21,885.0 მლნ ლარია,
რაც 2024 წლის თავდაპირველი გეგმით განსაზღვრულ შესაბამის მაჩვენებელზე 2,770.0 მლნ
ლარით მეტია.
საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გადასახდელები განსაზღვრულია
27,941.8 მლნ ლარით, რაც 2024 წლის თავდაპირველად დამტკიცებულ გეგმას 2,911.3 მლნ ლარით
აჭარბებს.
საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებად განსაზღვრულია შემდეგი მნიშ
ვნელოვანი მიმართულებები:
32
−
მოსახლეობის სოციალური დაცვა,
−
თავდაცვა და უსაფრთხოება,
−
განათლება,
−
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და
−
საჯარო სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფა.
ეს პრიორიტეტები ითვალისწინებს შემდეგს:
•
•
•
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით:
−
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს ასიგნებები შეადგენს 8,820.0 მლნ ლარს, რომლის ფარგლებშიც:
−
გაიზრდება პენსიები;
−
გაიზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემელი;
−
სოციალური პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება 6.35 მლრდ ლარი;
−
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებს მოხმარდება 1.96 მლრდ ლარი, მათ შორის,
პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასები 10%-ით გაიზრდება;
−
დევნილთა სახლებით უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია 240.0 მლნ ლარი.
განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით:
−
განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება შეადგენს 3,085.0 მლნ
ლარს, რომლის ფარგლებშიც:
−
გაიზრდება საჯარო სკოლების დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც
დაფინანსდება მიმდინარე წლის ივლისიდან გაზრდილი ხელფასები;
−
საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისა და მანდატურის ხელფასები 10%-ით
გაიზრდება;
−
საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 600.0 მლნ ლარზე
მეტი;
−
საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 225.0 მლნ ლარზე მეტი მიიმართება.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი
იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა.
−
კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 1 მლრდ ლარზე
მეტი, მათ შორის, 600.0 მლნ ლარამდე დაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სრულად
თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით:
−
საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება გაიზრდება 500.0 მლნ ლარზე
მეტით, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია პოლიციელებისა და ჯარისკაცების
ხელფასების 10%-იანი ზრდა;
33
−
თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებისთვის განსაზღვრულია
490.0 მლნ ლარი (გასათვალისწინებელია, რომ ამ მიმართულებით 2024 წლისთვის
დამატებით დაიგეგმა 160.0 მლნ-მდე ლარის გამოყოფა).
−
ინფრასტრუქტურის
მიიმართება.
განვითარებაზე
ნაერთი
ბიუჯეტიდან
7.9
მლრდ
ლარზე
მეტი
2025 წელს ასევე გათვალისწინებულია:
−
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის − 240.0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო ინოვაციების
ხელშეწყობისთვის − 45.0 მილიონ ლარზე მეტი;
−
სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის − 681.3 მლნ ლარამდე;
−
გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის − 245.0 მლნ ლარზე მეტი;
−
საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების 10%-ით გაზრდა და სხვა.
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/3; 25.11.2024, 06.12.2024)
2024 წლის დეკემბერში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ორგანიზება გაუწია საქართველოს
მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
საპარლამენტო განხილვებს. კომიტეტმა განიხილა აღნიშნული კანონპროექტი, კომიტეტში
შემოსული სხვა კომიტეტების, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, პარლამენტის აპარატის იურიდიული
დეპარტამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნები,
მოამზადა საბოლოო დასკვნა და წარუდგინა პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს
მთავრობისთვის გადასაგზავნად. კომიტეტმა განიხილა ამ კანონპროექტის გადამუშავებული
ვარიანტიც და შესაბამისი დასკვნა წარუდგინა პარლამენტს.
„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანა განპირობებული იყო 2024 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდით, კერძოდ:
2024 წელს მშპ-ის რეალური ზრდის ტემპი განისაზღვრა 9%-ით, ნაცვლად დაგეგმილი 5.2%-ისა,
ხოლო ნომინალური მშპ განისაზღვრა 90,895.2 მლნ ლარით, ნაცვლად 85,980.9 მლნ ლარისა.
ინვესტიციების ოდენობა განისაზღვრა 24,131.9 მლნ-მდე ლარით (ოდენობა 2,509.1 მლნ ლარით
გაიზარდა).
2024 წლის ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი განისაზღვრა 2.4%-ით, ნაცვლად გეგმით
გათვალისწინებული 2.5%-ისა (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზედა ზღვარი 3%ია).
საქართველოს მთავრობის ვალის მაჩვენებელი განისაზღვრა 36.8%-ით, ნაცვლად დაგეგმილი
38.0%-ისა.
მნიშვნელოვანია, რომ საშუალო პერიოდის ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 2.8%-დან 1.0%მდე შემცირდა.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა დაგეგმილთან შედარებით 1,126.5
მლნ ლარით გაიზარდა და განისაზღვრა 25,696.0 მლნ ლარით, ნაცვლად 24,569.5 მლნ ლარისა.
აღნიშნული ზრდა უპირატესად განპირობებულია გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების ზრდით.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობა 900.0 მლნ ლარით გაიზარდა და
25,930.4 მლნ ლარს მიაღწია. დამატებით მობილიზებული რესურსები მოხმარდა სხვადასხვა მხარჯავი
34
დაწესებულების მიერ განსახორციელებელ ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ, ეკონომიკურ და
ინფრასტრუქტურულ პროგრამებს, მათ შორის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიური
მოვლენების შედეგების
სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებას. კერძოდ, დამატებითი რესურსები განაწილდა სხვადასხვა
უწყებისა და პროგრამის მიხედვით.
კომიტეტმა განიხილა არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი. მათგან აღსანიშნავია საქართველოს
შესახებ“
კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
კანონპროექტის მიზნებია: დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) უფრო თანაბარი
გადანაწილება მუნიციპალიტეტებს შორის, რაც მათ პროგრამების შეუფერხებელ განხორციელებას
უზრუნველყოფს; საჯარო სკოლებისა და სახელმწიფო საწარმოებისთვის სახაზინო მომსახურებაზე
გადასვლის ვადების დაზუსტება.
კანონპროექტით გათალისწინებული მთავარი ცვლილებებია:
დღგ-ის შეზღუდვების შეცვლა:
−
დღგ-ის ზრდის შეზღუდვა აღარ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე, სადაც საპროგნოზო
მაჩვენებელი 15 მლნ ლარზე ნაკლებია.
−
დანარჩენ მუნიციპალიტეტებში დღგ-ის მოცულობა იქნება არანაკლებ 15 მლნ ლარისა.
ფინანსური გავლენა:
−
14 მუნიციპალიტეტს დღგ-დან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი 66.8 მლნ ლარით
გაეზრდება, რაც შეამცირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემოსავლებს.
დღგ-ის განაწილების წილის ზრდა:
−
საქართველოს
პარლამენტის
რეკომენდაციით,
დღგ-ის
გასანაწილებელი
წილი
მუნიციპალიტეტებისთვის 1%-ით (19%-დან 20%-მდე) გაიზრდება, რაც დამატებით 101.7 მლნ
ლარის შემოსავალს მოიტანს.
−
2025 წელს მუნიციპალიტეტებში დღგ-ის ჯამური მოცულობა 2 034 მლნ ლარი იქნება.
სპორტის კომიტეტი
2024 წელს სპორტის კომიტეტმა ჩაატარა 20 სხდომა და განიხილა 33 კანონის პროექტი და 1
საკანონმდებლო წინადადება. 2-ჯერ იქნა განხილული საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა
და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი.
განხილული კანონპროექტებიდან აღსანიშნავია:
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონების პროექტები: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის
წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე
კანონების პროექტები,
პროექტები რომელთა მიღება განპირობებული იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში
სტრუქტურული ცვლილების განხორციელების საჭიროებით. საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა საქართველოს კულტურის სამინისტრო
და საქართველოს სპორტის სამინისტრო. შესაბამისად, საქართველოს კულტურისა და სპორტის
35
სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები კულტურის მიმართულებით გადაეცა საქართველოს
კულტურის სამინისტროს, ხოლო სპორტის მიმართულებით − საქართველოს სპორტის სამინისტროს.
ცვლილების მიზანი იყო სპორტის სფეროში არსებული მართვის სისტემის გაუმჯობესება, საჯარო
ფინანსების ეფექტიანი ხარჯვა, მასობრივი სპორტის პოპულარიზაცია და სხვა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა ჩაატარა 23 სხდომა, რომლებზედაც განიხილა კომიტეტის
სფეროსთვის მიკუთვნებული საკანონმდებლო და საზედამხედველო საკითხები. წამყვანი კომიტეტის
სტატუსით განხილულ იქნა 60-მდე კანონპროექტი, ხოლო იმ კომიტეტის სტატუსით, რომლის
დასკვნა სავალდებულოა, − 20-მდე კანონის/საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი.
კომიტეტმა განიხილა აგრეთვე 4 საერთაშორისო ხელშეკრულება/შეთანხმება.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული 60-მდე კანონ
პროექტიდან მნიშვნელოვანია:
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდ
გენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული
ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/441; 18.04.2024)
კანონის მიღების შედეგად 7 ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა ან სხვა
კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაული იყო, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევად ჩაითვლება. შესაბამისად, აღნიშნული ქმედების ჩამდენ პირს, სისხლისსა
მართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად ადმინისტრაციული სახდელი − 500 ლარის ოდენობის
ჯარიმა დაეკისრება.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი სა
ქართველოს კანონების პროექტები: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკა
დემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან
თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/347; 13.12.2023)
კანონის მიღების შედეგად სამხედრო წოდებისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
პირების კომპენსაციის გასაანგარიშებლად დღეისთვის დადგენილი ფულადი სარგოს ოდენობისა
და კანონით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
მაქსიმალური ზღვარი გაიზარდა, აგრეთვე მოწესრიგდა გარკვეული კატეგორიის პირებისთვის
სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (№07-2/383;
24.04.2024)
კანონით გათვალისწინებული ცვლილებები ემსახურება ეფექტიანი და საერთაშორისო სტანდარ
ტების შესაბამისი მმართველობითი სისტემის ჩამოყალიბებას. სსიპ − საპენსიო სააგენტოში 2
მმართველი რგოლის − საბჭოს (საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების) ნაცვლად იქმნება
1 მმართველობითი ორგანო − მმართველობითი საბჭო, რომელიც განახორციელებს დაგროვებითი
საპენსიო სქემის ერთიან მართვას და შეასრულებს როგორც საინვესტიციო ფუნქციას, ისე ადმინის
ტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციებს.
36
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდ
საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
გენილი საქართველოს კანონის პროექტი „საექიმო
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/465; 11.09.2024)
კანონის მიღების შედეგად გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და ექიმთა დეფიციტის
აღმოფხვრის მიზნით რეზიდენტურის ტოლფასი სტაჟის მქონე უმცროს ექიმებს გაუჩნდებათ შე
საძლებლობა და მიეცემათ უფლება, ჩააბარონ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღონ
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდ
გენილი საქართველოს კანონების პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საკანონმდებლო პაკეტში შემავალი სხვა კანონ
პროექტები (№07-3/461; 10.07.2024)
კანონის მიღების შედეგად თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდება, განიმარტება
„თამბაქოს წარმოება“ (მოხდება მისი ლეგალური დეფინიცია) და საქართველოს მთავრობის ნორ
მატიული აქტით განისაზღვრება თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები.
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდ
გენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საკანონმდებლო პაკეტში შემავალი
სხვა კანონპროექტები (№07-3/8; 04.12.2024)
კანონების ძირითადი მუხლების ამოქმედების ვადად 2025 წლის 1 იანვარი განისაზღვრა, ხოლო
გარდამავალი პერიოდისთვის დაიგეგმა მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტების მომზადება და
საინფორმაციო ბაზის ჩამოყალიბება. აღნიშნული საკითხი, მისი შინაარსისა და მასშტაბის გათვა
ლისწინებით, მოითხოვს შესაბამის საექსპერტო მხარდაჭერას როგორც თანამდევი სამართლებრივი
ბაზის მომზადების, ისე ადამიანური თუ ინფრასტრუქტურული კაპიტალის მობილიზების კუთხით,
რისთვისაც საჭირო გახდა ვადის გადაწევა.
37
საზედამხედველო საქმიანობა
უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური პრეროგატივის, საპარლამენტო კონტროლის მხრივ, 2024 წელს
პარლამენტი აქტიურად ახორციელებდა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ საკონტროლო
უფლებამოსილებებს, აკონტროლებდა საქართველოს მთავრობას და სხვა ანგარიშვალდებულ
ორგანოებს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტმა ინტერპელა
ციის წესით მოუსმინა შემდეგ პირებს:
1. 23.02.2024 − საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს
ნათელა თურნავას − საქართველოს პარლამენტის წევრების: ა. ელისაშვილის, თ. აქუბარდიას,
ი. ხვიჩიას, ა. რაქვიაშვილის, ჰ. საბოს, ვ. მეგრელიშვილისა და ქ. თურაზაშვილის მოთხოვნით
(№9125/3-26/23, 29.11.2023).
2. 22.03.2024 − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს − საქართველოს
პარლამენტის წევრების: ხ. დეკანოიძის, რ. გოცირიძის, დ. ხაჯიშვილის, თ. აქუბარდიას,
რ. ჩხეიძის, ნ. ჩხეიძის, ბ. ქარდავასა და ნ. მაჭუტაძის მოთხოვნით (№1067/3-23/24,
14.02.2024).
3. 19.04.2024 − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს − საქართველოს
პარლამენტის წევრების: თ. აქუბარდიას, ა. ბუჩუკურის, ნ. ჩხეიძის, ქ. თურაზაშვილის,
ხ. დეკანოიძის, ა. წითლიძისა და ა. ნაცვლიშვილის მოთხოვნით (№1726/3-2/24, 11.03.2024).
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 153-ე მუხლის თანახმად, მინისტრის საათის ფორმატში
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მოხსენებები წარმოადგინეს შემდეგმა პირებმა:
1. 21.02.2024 − საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
2. 20.03.2024 − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
3. 03.04.2024 − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცეპრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
4. 29.05.2024 − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ
შამუგიამ.
5. 30.05.2024 − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
შრომის,
6. 13.06.2024 − საქართველოს
აქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა
გიორგი ამილახვარმა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს
მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირების მოსმენა საქართველოს X მოწვევის პარლამენტში
არ ჩატარებულა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის 28 ივნისს წარმოადგინა მოხსენება სამთავ
რობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ (№07-2/395, 31.05.2024).
საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება საქართველოს პარლამენტში წარ
მოდგენილ იქნა 2024 წლის 6 თებერვალს.
38
2024 წელს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომებზე მოუსმინა პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებულ ორგანოებს:
1. 1-3900/24, 01.04.2024 − 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიშის თაობაზე მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის დადგენილება (№4332-XIVმსXმპ, 27.06.2024).
2. 1-4619/24, 15.04.2024 − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის
საქმიანობის ანგარიშის თაობაზე მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის დადგენილება
(№4270-XIVმს-Xმპ, 13.06.2024).
3. 07-2/392, 31.05.2024 − საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
შესახებ საქართველოს მთავრობის წლიური ანგარიშის თაობაზე მიღებულ იქნა საქართველოს
პარლამენტის დადგენილება (№4347-XIVმს-Xმპ, 27.06.2024).
4. 1-6323/24, 03.06.2024 − სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის საქმიანობის
ანგარიშის თაობაზე მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის დადგენილება (№4348-XIVმსXმპ, 27.06.2024).
საანგარიშო პერიოდში:
•
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე საპარლამენტო
კონტროლის განხორციელების მიზნით ნდობის ჯგუფი 5-ჯერ შეიკრიბა;
•
საქართველოს პარლამენტში შემოვიდა 1 საქართველოს პარლამენტის დადგენილების
პროექტი (ინიციატივა) დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, თუმცა
დროებითი საგამოძიებო კომისია არ შექმნილა;
•
საქართველოს პარლამენტში შემოსული საქართველოს პრეზიდენტის 2 განკარგულება
(საქართველოს X მოწვევის პარლამენტი), საქართველოს მთავრობის 6 განკარგულება
(საქართველოს X მოწვევის პარლამენტი − 5 განკარგულება, საქართველოს XI მოწვევის
პარლამენტი − 1 განკარგულება), 5 საქართველოს პარლამენტის დადგენილება (საქართველოს
X მოწვევის პარლამენტი − 4 დადგენილება, საქართველოს XI მოწვევის პარლამენტი −
1 დადგენილება) და საქართველოს პრემიერ-მინისტრის 3 ბრძანება (საქართველოს X
მოწვევის პარლამენტი) საქართველოს პარლამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს
გადაეგზავნა;
•
საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს
პარლამენტში შემოვიდა 312 განცხადება, რომლებზედაც მომზადდა შესაბამისი პასუხები და
ისინი ადრესატებს გადაეგზავნა;
•
საანგარიშო პერიოდში უცხო ენაზე ითარგმნა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული 284
საქართველოს კანონი, 78 საქართველოს პარლამენტის დადგენილება და 7 საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
საანგარიშო პერიოდში აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის ნაწილში
მოისმინა ანგარიშვალდებული უწყებების 12 ანგარიში.
კომიტეტი აქტიურად ახორციელებდა ზედამხედველობას საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სტრუქტურებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო
შემდეგ საკითხებს:
39
•
სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით გაწეული სამუშაოების შესახებ
სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მოსმენა;
•
სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები − ყურადღება გამახვილდა აგროდაზღვევის,
აგროკრედიტისა და ფერმერული საწარმოების თანადაფინანსების შედეგებზე.
კომიტეტმა დაასრულა თემატური მოკვლევა „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა აგრარულ დარგში
(კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში)“. თემატური მოკვლევა მიზნად ისახავდა სოფლის
მეურნეობის დარგში ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევების
იდენტიფიცირებას და საჭირო რეკომენდაციების შემუშავებას. მოკვლევის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი
დასკვნა შემუშავებულ რეკომენდაციებთან (12 რეკომენდაცია) ერთად რეაგირებისთვის შესაბამის
სახელმწიფო უწყებებს გადაეგზავნა.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 2 საერთაშორისო ხელშეკრულება.
2024 წელს კომიტეტი სხვადასხვა ფორმატში აქტიურად თანამშრომლობდა არასამთავრობო
სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუ
სით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქო
ნე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლე
ბათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2023 წლის შესრულების ანგარიში“. ანგარიშის განხილვისას
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალური მოდელის და
ნერგვასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების 2023-2025 წლების სამოქმედო
გეგმის“ შესრულების მდგომარეობაზე, აგრეთვე 2025 წლის 1 იანვრიდან პერსონალური ასისტენტის
სერვისის მიწოდებისთვის მუნიციპალიტეტების პრაქტიკული მზაობის ხარისხზე და გაიცა შესაბამისი
რეკომენდაციები.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში შშმ პირ
თა თემისა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებების ჩართულობით მო
ისმინა ინფორმაცია შშმ პირთა მხარდამჭერი პროგრამების შესრულების მიმდინარეობისა და
საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე პირთა საჭიროებების შესახებ. საკომიტეტო მოსმენებზე
იდენტიფიცირებულ იქნა ის საკითხები, რომლებიც შესაბამის საკანონმდებლო მოწესრიგებას/
ცვლილებების განხორციელებას მოითხოვს. შეთანხმების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივ
ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლითაც გაფართოვდა იმ სატრანსპორტო საშუალებათა
კატეგორიების/ქვეკატეგორიების წრე, რომელთა მართვისთვის ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს
დამაბრკოლებელი გარემოება აღარ ექნებათ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სხდომაზე მოისმინა ინ
ფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი პროგრამების შესრულების
მიმდინარეობის შესახებ. ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა. ინფორ
მაციის მოსმენისას კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მუდმივად მიმდი
ნარეობდეს მსჯელობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სხვადასხვა სერვისის
მიწოდებასა და ხარისხზე, რადგან დროთა განმავლობაში მოცემულობები იცვლება. კომიტეტის
თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ამ პროცესში საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მუშაობას,
რათა მასში ადეკვატურად აისახოს ასიგნებები შშმ პირებთან მიმართებით. სხდომაზე აღინიშნა, რომ
40
2012 წლისთვის ამ პროგრამებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 17 მლნ ლარი იყო
გამოყოფილი, დღეს კი თანხა 77 მლნ ლარია.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის
ფარგლებში მოისმინა ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის იმპლემენტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოების თაობაზე. ინფორმაცია პარლამენტის
წევრებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარის
შეფასებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კანონის იმპლემენტაციის თვალსაზრისით
უზარმაზარი მუშაობა გასწია. ეს იყო ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ერთერთი ვალდებულება, რომელიც საქართველომ ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის
კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით აიღო.
კომიტეტის 5-მა წევრმა ისარგებლა პარლამენტის წევრის კითხვის უფლებამოსილებით და სხვადასხვა
ადრესატს 89 კითხვა გაუგზავნა.
კომიტეტმა 2024 წლის 5 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრემიერმინისტრობის
კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად
წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და
თანდართული სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. კომიტეტმა
დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის წევრობის კანდიდატების ხედვები სამთავრობო
პროგრამის შესაბამისად მათი პრიორიტეტების, სამომავლო გეგმებისა და განსახორციელებელი
ღონისძიებების შესახებ.
კომიტეტმა 2024 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრემიერმინისტრობის
კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად
წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და
2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამა „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით
ევროპისკენ“. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი
კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდგენილ საქარ
თველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას.
2024 წელს კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშები.
თითოეული ანგარიშის საფუძველზე მომზადებულ დასკვნაში კომიტეტმა ასახა რეკომენდაციები
ადრესატი უწყებების მიმართ. ეს ანგარიშებია:
−
სსიპ − იურიდიული დახმარების სამსახურის 2023 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში;
−
სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2023 წლის ანგარიში;
−
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „2023 წელს საქართველოში ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“;
−
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების
რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების
2023 წლის შესრულების ანგარიში“ და სხვა ანგარიშები.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
2024 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მოისმინა პარლამენტის
წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ წარმოდგენილი 12 ანგარიში.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა განახორციელა 3 თემატური
მოკვლევა:
41
1. „სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის
პროცესში“.
2. „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და
გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“.
3. „საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის, სახელოვნებო
განათლების მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის გაძლიერება“.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია 10 ნორმატიული აქტის გარდამავალი დებულებებით
გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე.
კომიტეტმა განახორციელა რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) „ზოგადი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე.
ეს გულისხმობდა პირველკლასელთა საჯარო სკოლაში/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში
რეგისტრაციის წესის ცვლილებას. RIA-ს სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა საბოლოო ანგარიში და
რეკომენდაციები.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
საანგარიშო პერიოდში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მოისმინა შემდეგი
ანგარიშები:
•
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და
განხორციელების 2023 წლის ანგარიში“;
•
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი
სსიპ − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2023 წლის საქმიანობის
ანგარიში;
•
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში „გარემოს
დაცვის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა
შესრულების 2014-2024 წლების შედეგები და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების
გეგმები“ (ანგარიში მოსმენილ იქნა 2024 წლის 18 ივნისს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ კოლხეთის ეროვნული
პარკის ტერიტორიაზე ჩატარებულ გასვლით სხდომაზე);
•
კომიტეტის მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევის „საქართველოში დეკარბონიზაციის
შესაძლებლობები და გამოწვევები“ ანგარიში (კომიტეტმა თემატური მოკვლევის ანგარიში
თემატურ მოკვლევაზე მუშაობის დასრულების შემდეგ, კომიტეტის 2024 წლის 16 სექტემბრის
სხდომაზე წარადგინა და დაამტკიცა შემუშავებული რეკომენდაციები).
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
საანგარიშო პერიოდში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა
მის საზედამხედველო სფეროში შემავალი უწყებების მიერ წარმოდგენილი 20 ანგარიში.
კომიტეტმა განახორციელა თემატური მოკვლევა თემაზე „საქართველოში დეკარბონიზაციის
შესაძლებლობები და გამოწვევები“. 2017 წელს საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანე
ბის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ეს მოითხოვს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის
ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას მკაცრად განსაზღვრულ ვადებში. საქართველო
ვალდებულია შეიმუშაოს ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული გეგმა (NECP), რომლის
42
ერთ-ერთი მიმართულებაა დეკარბონიზაცია. კომიტეტმა თემატური მოკვლევა და მასში ასახული 14
რეკომენდაცია 2024 წლის 7 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა, რის შემდეგაც აღნიშნული დოკუმენტი
შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა გამართა არაერთი სხდომა და შეხვედრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და საგარეო საქმეთა სამინისტროს
დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორთან. საკომიტეტო მოსმენებზე
განხილულ იქნა აღნიშნული დეპარტამენტის საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და სამომავლო
თანამშრომლობის მიმართულებები.
კომიტეტმა გამართა არაერთი სხდომა, რომლებზედაც წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია საქართვე
ლოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ − ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის
მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე.
კომიტეტი სისტემატურად ისმენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიგრაციის საკითხთა სამმართველოს
ინფორმაციას შრომითი მიგრაციის საკითხებზე. საკომიტეტო მოსმენებზე განხილულ იქნა შრომითი
მიგრაციის რეგულირებისა და მართვის, საზღვარგარეთ დროებით ლეგალური დასაქმების
ხელშეწყობის საკითხები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის მექანიზმები, აგრეთვე მიგრაციის
საკითხთა სამმართველოს საქმიანობა, განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები.
2024 წლის 29 აპრილს კომიტეტის სხდომაზე მოსმენილ იქნა აღნიშნული სამინისტროს მიერ
წარმოდგენილი ინფორმაცია „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი
ცვლილებების იმპლემენტაციის მიზნით განხორციელებული აქტივობების თაობაზე. საკანონმდებლო
ცვლილებების შედეგად შრომითი მიგრაციის მართვის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა შრომითი
მიგრაციის (ემიგრაცია/იმიგრაცია) მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა (labourmigration.moh.gov.ge); დარეგულირდა საშუამავლო კომპანიების (კერძო დასაქმების სააგენტოებისა
და ფიზიკური პირების) საქმიანობა სავალდებულო სერტიფიცირების გზით; შეიქმნა და ამოქმედდა
საშუამავლო კომპანიების სერტიფიცირებისა და მონიტორინგის მექანიზმები.
კომიტეტმა 2024 წლის 20 მარტს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტსა
და კულტურის კომიტეტთან ერთად, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლების საჭიროებების
შესწავლის მიზნით დაიწყო ერთობლივი თემატური მოკვლევა − „საზღვარგარეთ მოქმედი ქართული
საკვირაო სკოლების (მათ შორის, სახელოვნებო განათლების მიმართულებით) და ანსამბლების
საქმიანობის გაძლიერება“. მოკვლევის მიზანია სახელოვნებო და განათლების მიმართულებით
მომუშავე დიასპორული ორგანიზაციების, ანსამბლებისა და საკვირაო სკოლების ფუნქციონირებასთან
დაკავშირებული ასპექტების შესწავლა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა.
კომიტეტმა 2024 წლის 25 ივნისს გამართა თემატური მოკვლევის „დიასპორის ჩართულობა
საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა“ პრეზენტაცია.
მოკვლევის განხორციელების შედეგად წარმოდგენილ იქნა რეკომენდაციები, რომელთა რეალიზაცია
ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების გაღრმავებას და დიასპორულ კაპიტალს
სრულყოფილად ჩართავს საქართველოს განვითარების საქმეში.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მონიტორინგი გაუწია 2014-2024 წლებში საქართველოს
მთავრობის მიერ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით
გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების შედეგებს, განხორციელებული რეფორმებისა და
დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმებს.
43
კომიტეტმა როგორც ცალკე, ისე სხვა კომიტეტებთან ერთად პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდე
ბული ორგანოებ
ის 9 ანგარიში მოისმინა და შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა უმეტესობა
უწყებებმა გაითვალისწინეს.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა წარმოადგინა თემატური მოხსენება „შრომის უსაფრ
თხოების სფეროში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა
შესრულების შესახებ − სამართლებრივი შესაბამისობა და აღსრულების ეფექტიანობა“. თემატური
მოხსენება მოიცავს 2018-2023 წლებში შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის სფეროში
განხორციელებული ფუნდამენტური რეფორმის ძირითად შედეგებს, ასოცირების შესახებ
შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან სამართლებრივი დაახლოების შეფასებას, რეფორმის
შედეგად ჩამოყალიბებული ინსპექტირების სისტემის ეფექტიანობას, აგრეთვე რეკომენდაციებს
შრომის უსაფრთხოების პოლიტიკისა და აღსრულების ეფექტიანობის გაუმჯობესებისთვის.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა შეაფასა კომიტეტის მიერ 2022 წელს განხორციელებული
თემატური მოკვლევის „ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაცია: შესაძლებლობები და
გამოწვევები“ საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. რეკომენდა
ციების შესრულების მდგომარეობის შეფასების პროცესში სახელმწიფო ორგანოებისგან შეგროვდა
და დამუშავდა ინფორმაცია, მომზადდა შეფასების ანგარიში.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2024 წლის 12 ივნისს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე
მოისმინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში,
რომელიც სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა წარმოადგინა.
ანგარიში 2023 წლის განმავლობაში განვითარებული უსაფრთხოების პროცესების მიმოხილვას
და სამსახურის მიერ საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ განხორციელებულ ღონისძიებებს
მოიცავდა.
2024 წლის 15 ოქტომბერს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მოუსმინა საქართველოს თავდაც
ვის მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს, რომელმაც კომიტეტის სხდომაზე დასამტკიცებლად
წარადგინა საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის შესახებ საქართველოს მთავრობის
განკარგულება. აღნიშნული განკარგულებით 2025 წლისთვის საქართველოს თავდაცვის ძალების
რაოდენობა არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრა.
კომიტეტმა განახორციელა აგრეთვე საზედამხედველო ვიზიტები ქ. გორში განთავსებულ საქართვე
ლოს თავდაცვის სამინისტროს I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე და ქ. გორში განთავსებულ
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიში“, საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
6 თვის მიმოხილვა და საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის
მიმოხილვა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
კანონშემოქმედებით საქმიანობასთან ერთად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთ-ერთი მნიშ
ვნელოვანი ფუნქციაა საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა. საპარლამენტო
კონტროლის ფარგლებში კომიტეტმა 2024 წელს განიხილა:
•
44
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს
პარლამენტისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის
გამოცხადების საკითხი და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლო
ბისთვის“ (№07-2/364; 02.02.2024);
•
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს
პარლამენტისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის
გამოცხადების საკითხი და 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამა „მხოლოდ მშვიდობით,
ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ (№07-№2/2; 25.11.2024);
•
სსიპ − იურიდიული დახმარების სამსახურის 2022 და 2023 წლების საქმიანობის შესახებ
ანგარიშები (№1-2542/23; 17.02.2023, №1-2498/24; 29.02.2024);
•
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში
(№1-4619/24; 15.04.2024).
თანამდებობის პირთა არჩევასთან დაკავშირებული საქმიანობა:
2024 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ცალკეულ თანამდებობის პირთა არჩევასთან
დაკავშირებული საკითხები და კომიტეტის საჯარო სხდომებზე მოუსმინა შესაბამის კანდიდატებს.
კერძოდ, განხილულ იქნა:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატის არჩევის საკითხი
(№1-6244/24; 31.05.2024).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 1 კანდიდატის არჩევის საკითხი
(№1-8532/24; 02.08.2024).
3. საპროკურორო საბჭოს წევრობის 2 კანდიდატის არჩევის საკითხი.
4. საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის არჩევის საკითხი (№1-7730/24;
11.07.2024).
5. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და ცესკოს წევრობის 3 კანდიდატის არჩევის საკითხი
(№2-5435/24; 11.04.2024).
კულტურის კომიტეტი
2024 წელს კულტურის კომიტეტმა მოისმინა 6 ანგარიში, რომელთაგან 4 იყო ინფორმაცია საქარ
თველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
კომიტეტის მიერ განხილული ანგარიშებია:
•
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ „საზო
გადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და
რადიოს“ 2023 წლის ანგარიშები (№1-5244/24/10; 26.04.2024).
•
სსიპ − სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების − ევგენი მიქელაძის
სახელობის ქ. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მიერ გაწეული საქმიანობის
ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია;
•
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშები.
კულტურის კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი,
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული შემდეგი ანგარიშები:
−
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“ (№1-5366/24; 30.04.2024);
45
−
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2024 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (№1-8469/24; 31.07.2024);
−
„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (№072/392; 31.05.2024) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის მოხსენება „2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე (№1-5809/24; 21.05.2024);
−
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური
პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“
(№07-2/394; 31.05.2024).
თემატური მოკვლევები:
2024 წელს კომიტეტი საკმაოდ ინტენსიურად მუშაობდა 2 თემატურ მოკვლევაზე, რომელთა ფარ
გლებშიც შემუშავდა შესაბამისი დასკვნები, მიგნებები და რეკომენდაციები.
თემატური მოკვლევის საკითხებად განისაზღვრა:
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა ინკლუზია სახელოვნებო განათლების
სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში.
თემატური მოკვლევის დასრულების შემდეგ, 2024 წლის 18 აპრილს კულტურის კომიტეტმა სხდომაზე,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 42-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრით დაამტკიცა 7 რე
კომენდაცია სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მიმართ.
2. საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის, სახელოვნებო განათ
ლების მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის გაძლიერება.
მოკვლევის პროცესში გამოიკვეთა და შესაბამისი უწყებებისთვის წარსადგენად შემუშავდა 12 რე
კომენდაცია.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტმა მოისმინა ანგარიშვალდებული უწყებების ანგარიშები, რომელთაგან აღსანიშნავია:
•
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
ანგარიში − განხილული იყო მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობა და ენერგეტიკის
სექტორის ძირითადი პრობლემები;
•
დეცენტრალიზაციის თემაზე თემატური მოკვლევის ანგარიში − მოკვლევა მიზნად ისახავდა
მუნიციპალიტეტების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენას და შესაბამისი
რეკომენდაციების შემუშავებას.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტის გადაწყვეტილებით დაწყებული თემატური მოკვლევის „დეცენ
ტრალიზაციის როლი და გამოწვევები მუნიციპალიტეტების თანაბარი სოციალურ− ეკონომიკური
განვითარებისთვის“ განხორციელების შედეგად დაგეგმილია მუნიციპალიტეტების არათანაბარი
განვითარების მიზეზების დადგენა, დეცენტრალიზაციის პროცესის შესწავლა, მუნიციპალურ
განვითარებაზე მისი ზეგავლენის შეფასება და დეცენტრალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების
განსაზღვრა.
კომიტეტმა განახორციელა საზედამხედველო საქმიანობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულებაზე.
46
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2024 წლის
28 თებერვალს გამართა დახურული მოსმენა თემაზე „საქართველო-ამერიკის სტრატეგიული
პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა“.
კომიტეტმა ასევე მოისმინა სხვადასხვა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების 2023 წლის ანგარიშები, მათ შორის:
−
საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში (2-2166/24);
−
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (AIPA)
მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში (2-2167/24);
−
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის − სუამის საპარლამენტო
ასამბლეაში (GUAM PA) მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში (2-1683/24);
−
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში (APF) მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური
ანგარიში (2-2286/24);
−
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში
(2-2024/24);
−
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის
ანგარიში (2-2001/24);
−
აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეში (EuroNest Parliamentary Assembly) მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში (2-2199/24);
−
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში (EU-Georgia PAC)
მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში (2-2200/24).
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
საანგარიშო პერიოდში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სწავლობდა და აფასებდა
განხორციელებული საპარლამენტო პროცედურების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას, საკანონმდებლო აქტის ეფექტიანობას და შესაბამისი
ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში განიხილავდა მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს.
კომიტეტმა შეისწავლა და კომიტეტის სხდომაზე განიხილა ინფორმაციები კომიტეტის სხდომაზე
თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის
მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების
თაობაზე:
•
2024 წლის 30 იანვარს − 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
პერიოდისთვის;
•
2024 წლის 26 აპრილს − 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით
პერიოდისთვის;
•
2024 წლის 18 ივლისს − 2024 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით
პერიოდისთვის;
•
2024 წლის 30 ოქტომბერს − 2024 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით
პერიოდისთვის.
47
ყველა ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე: https://parliament.
ge/parliament/committees/63949/documents
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა შეისწავლა და განიხილა ინფორმაციები პარლამენტის წევრის
კითხვაზე რეაგირების შესახებ:
•
2024 წლის 22 მარტს − 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით
პერიოდისთვის;
•
2024 წლის 24 ივნისს − 2024 წლის 1 მარტიდან 2024 წლის 31 მაისის ჩათვლით
პერიოდისთვის;
•
2024 წლის 17 სექტემბერს − 2024 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით
პერიოდისთვის.
ყველა ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე: https://parliament.
ge/parliament/committees/63949/documents
საანგარიშო პერიოდში განხორციელდა საქართველოს 102 ნორმატიული აქტით განსაზღვრული 225
დავალების შესრულების კონტროლი.
აღნიშნული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ კომიტეტის მიერ მოპოვებული და სხვა
კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე მომზადდა და საქართველოს პარლამენ
ტის ბიუროს გაეგზავნა ინფორმაციები საქართველოს კანონებისა და საქართველოს პარლამენტის
დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგო
მარეობის თაობაზე, 2024 წლის 22 მარტის, 2024 წლის 25 ივნისის, 2024 წლის 24 სექტემბრისა და
2024 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
საანგარიშო პერიოდში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განახორციელა საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი, დაგეგმა და ორგანიზება გაუწია ბიუჯეტის შესრულების
ანგარიშების საპარლამენტო განხილვებს. კერძოდ, კომიტეტმა განიხილა და მოამზადა შესაბამისი
დასკვნები:
−
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საქართველოს 2024 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულების მიმოხილვებზე;
−
„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე“.
კომიტეტი ასევე ახორციელებდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახ
დელებისა და ნაშთის ცვლილებაზე ყოველთვიურ და ყოველდღიურ დაკვირვებას, მათ შესწავლასა
და ანალიზს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით საჯარო სახსრების მართვის კონტროლის ფუნქციის
შესრულების უზრუნველსაყოფად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებისგან შექმნილია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი.
საანგარიშო პერიოდში გამართულ 7 სხდომაზე აუდიტის ჯგუფმა განიხილა სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი ცენტრალური დონის ყველა (18) ანგარიში
46 უწყების მიმართ შესაბამისი 116 რეკომენდაციით. აუდიტის ჯგუფს საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტისთვის წარდგენილი აქვს შესაბამისი რეკომენდაციების პროექტები, რომლებიც კომიტეტის
მიერ დამტკიცებულია.
აუდიტის ჯგუფი და კომიტეტი პერმანენტულად ახორციელებდნენ გაცემული რეკომენდაციების
შესრულების
მონიტორინგს.
მოცემული
პერიოდისთვის,
საქართველოს
პარლამენტში
რეკომენდაციების ადრესატი უწყებების მიერ წარმოდგენილია წერილობითი ინფორმაცია
გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის თაობაზე. ამ ინფორმაციების მიხედვით,
48
რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი სახელმწიფო უწყებების მიერ შესრულებულია ან შესრულების
პროცესშია.
აუდიტის ჯგუფისა და კომიტეტის ეფექტიანი მუშაობა დადებითად ფასდება საერთაშორისო
შეფასებებში. სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების შეფასების (PEFA)
მიხედვით, მან უმაღლესი (A) შეფასებები მიიღო.
საანგარიშო წელს კომიტეტმა განიხილა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი
„საქართველოს 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი
მიმართულებების შესახებ“ დოკუმენტი, მოამზადა დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დად
გენილების პროექტი „2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი
მიმართულებების შესახებ“, რომლებიც განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა.
კომიტეტმა ასევე განიხილა შემდეგი ანგარიშები და მოამზადა შესაბამისი დასკვნები:
−
საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის ანგარიში;
−
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში;
−
სსიპ − საპენსიო სააგენტოს 2023 წლის ანგარიში;
−
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2023 წლის ანგარიში;
−
სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P.
ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2023 წლის ანგარიში.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა 20 საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებზედაც
მომზადდა შესაბამისი დასკვნები.
საანგარიშო პერიოდში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა და
სხვადასხვა ფორმატში მართავდა შეხვედრებს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების
წარმომადგენლებთან.
2024 წელს კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეებისა და ორგანიზაციების 249 წერილი და განცხადება,
რომლებზედაც მოხდა სათანადო რეაგირება.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა დაამუშავა მოქალაქეთა 79 მიმართვა, სხვადასხვა ორგანიზაციის
249 საქმიანი კორესპონდენცია და 11 საჯარო ინფორმაცია.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 2 საკანონმდებლო წინადადება.
სპორტის კომიტეტი
საზედამხედველო საქმიანობის ნაწილში სპორტის კომიტეტმა განახორციელა შემდეგი ძირითადი
ღონისძიებები:
−
მოისმინა ინფორმაცია
საკითხებზე;
სპორტული
ორგანიზაციების
საქმიანობისა
და
პრობლემატურ
−
მოისმინა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური
ანგარიშები;
−
მოისმინა ინფორმაცია ბავშვთა, სასკოლო ასაკის პირთა და სტუდენტთა სპორტში ჩართულობის
თაობაზე;
−
გამართა საკომიტეტო მოსმენა (სპორტის ფსიქოლოგიის პერსპექტივები და გამოწვევები
საქართველოში);
49
−
სპორტის პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამართა შეხვედრები/გასვლი
თი სხდომები ადგილობრივ (მუნიციპალიტეტების) ხელისუფლებასა და სპორტული ორგანი
ზაციების წარმომადგენლებთან;
−
განიხილა საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და სამთავრობო
პროგრამები.
საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში კომიტეტმა მოისმინა საქართველოს სახელმწიფო ბიუ
ჯეტის შესრულების შესახებ შემდეგი ანგარიშები:
−
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“ (№1-5366/24/10; 30.04.2024);
−
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (№07-2/392; 31.05.2024), სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2023 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე (№15809/24; 21.05.2024) და ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და
საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“;
−
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2024 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (№1-8469/24; 31.07.2024);
−
საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (№07-2/421; 30.09.2024).
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2024 წელს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი სამოქმედო გეგმის
შესაბამისად ზედამხედველობას უწევდა საქართველოს მთავრობას. ამასთანავე, საანგარიშო
პერიოდში იგი ეფექტიანად იყენებდა კონტროლის სხვადასხვა ინსტრუმენტს.
ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი:
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განახორციელა 2 ნორმატიული აქტის − „შვილად აყვანისა და
მინდობით აღზრდის შესახებ“ და „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური
საკვების მოხმარების შესახებ“ − აღსრულების კონტროლის (ნააკ) ფარგლებში შესაბამისი
სახელმწიფო უწყებების მიმართ გაცემული 32 რეკომენდაციის (მათ შორის, კომიტეტის მიმართ
გაცემული 12 რეკომენდაციის) შესრულების მონიტორინგი.
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ ნორმატიული აქტის ფარგლებში კომიტეტის
მიმართ გაცემული 5 რეკომენდაციიდან 1 შესრულდა, 4 კი არ შესრულდა. უწყებების მიმართ
გაცემული 9 რეკომენდაციიდან 1 შესრულდა, 6 ნაწილობრივ შესრულდა, ხოლო 2 არ შესრულდა.
„ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“
ნორმატიული აქტის ფარგლებში კომიტეტის მიმართ გაიცა 3 რეკომენდაცია, თუმცა არცერთი არ
შესრულდა. უწყებების მიმართ გაცემული 15 რეკომენდაციიდან 7 შესრულდა, 5 ნაწილობრივ
შესრულდა, 3 კი არ შესრულდა.
კომიტეტმა განიხილა:
−
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და
განხორციელების 2023 წლის ანგარიში“ (2024 წლის 24 ივნისის სხდომა);
−
სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2023 წლის ანგარიში
(2024 წლის 10 ივნისის სხდომა);
50
−
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და ინფორმაცია „მაკროეკონომიკური პროგნოზებისა
და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (2024 წლის 10
ივნისის სხდომა);
−
სსიპ − საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სსიპ − საპენსიო სააგენტოს 2023 წლის
ანგარიში (2024 წლის 7 ოქტომბრის სხდომა) და სხვა მნიშვნელოვანი ანგარიშები.
თემატური მოკვლევები:
2024 წელს კომიტეტმა დაასრულა 2 თემატური მოკვლევა, შეიმუშავა ანგარიშები და გამართა
აღნიშნული ანგარიშების პრეზენტაცია:
•
„ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა და გამოწვევები საქართველოში“.
2024 წლის 11 მარტს კომიტეტის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში გაიმართა
თემატური მოკვლევის „ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა და
გამოწვევები საქართველოში“ ანგარიშის პრეზენტაცია. პარლამენტის თავმჯდომარემ
შალვა პაპუაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა,
გარკვეულწილად, შესაძლოა ლატენტური მოვლენა იყოს და ისე არ ჩანდეს საზოგადოებაში,
თუმცა მისი გავლენა ადამიანების კეთილდღეობაზე და, ზოგადად, საზოგადოების სიჯანსაღეზე
ძალიან დიდია. მან პარლამენტის კომიტეტებს მსგავსი ხასიათის კვლევის ჩატარებაში
მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თემატური მოკვლევის
ინიციატორი და აქტიური მონაწილე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი იყო.
თემატური მოკვლევის მიგნებები და რეკომენდაციები საზოგადოებას პარლამენტის წევრმა,
თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა ანა წითლიძემ გააცნო.
თემატური მოკვლევის ანგარიშის პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო
და სამთავრობო სტრუქტურების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების,
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები,
ექიმები;
•
„საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები“.
2024 წლის 17 სექტემბერს კომიტეტის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში მეორე
თემატური მოკვლევის „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და
არსებული გამოწვევები“ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ
შალვა პაპუაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ონკოლოგიური სერვისების
ხელმისაწვდომობის საკითხი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ერთ-ერთი პრიორიტეტული
მიმართულებაა. მან კომიტეტს მსგავსი ხასიათის კვლევის ჩატარებაში მხარდაჭერა
გამოუცხადა. თემატური მოკვლევის მიგნებები და რეკომენდაციები საზოგადოებას თემატური
მოკვლევის ექსპერტმა ივანე კილაძემ გააცნო. თემატური მოკვლევის ანგარიშის პრეზენტაციაში
მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და სამთავრობო სტრუქტურების, საერთაშორისო და
არასამთავრობო ორგანიზაციების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სადაზღვევო
კომპანიების წარმომადგენლები, ექიმები.
51
წარმომადგენლობითი საქმიანობა
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
2024 წელს აგრარულ საკითხთა კომიტეტმა არაერთი შეხვედრა გამართა მოქალაქეებსა და
არასამთავრობო სექტორის/დარგის წარმომადგენლებთან. კომიტეტი საგაზაფხულო სესიის
პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა რეგიონებში მოსახლეობასთან, ფერმერებთან
შეხვედრებს.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში,
რომელიც ქართული ხორბლის დაცვასა და პოპულარიზაციას ემსახურებოდა.
2024 წელს აგრარულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა 201 კორესპონდენცია (მათ შორის, შიდა
და გარე კორესპონდენციები, წერილები/განცხადებები) და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში
მოახდინა შესაბამისი რეაგირება. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა გამართა საკონსულტაციო
საბჭოს 1 სხდომა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში
შემოვიდა მოქალაქეთა 1 638 განცხადება. კომიტეტმა შეისწავლა მისი კომპეტენციისთვის
მიკუთვნებული ყველა განცხადება და მათზე რეაგირება მოახდინა.
შემოსული განცხადებების შინაარსობრივი კლასიფიკაცია შემდეგია: გამოძიება − 304;
მართლმსაჯულება − 246; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება − 15; სასჯელაღსრულება
− 163; სასჯელის მსუბუქი სასჯელით შეცვლა − 38; ამნისტია − 193; სოციალური საკითხები − 102;
იურიდიული დახმარება − 192; დევნილთა − იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებები − 8;
ინფრასტრუქტურა − 41; ჯანმრთელობის დაცვა − 23; შშმ პირთა უფლებები − 12; ბავშვთა უფლებები
− 20; ქონებრივი დავა − 11; შრომითი უფლებები − 25; სხვადასხვა − 245.
2024 წელს კომიტეტი ინსტიტუციური განვითარებისა და სხვა მიზნებისთვის აქტიურად
თანამშრომლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე შესაბამის
სახელმწიფო ინსტიტუტებთან.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
2024 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი აქტიურად თანამშრომ
ლობდა სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ, საერთაშორისო და დარგობრივ ორგანიზაციებთან.
საანგარიშო პერიოდში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში შემოვიდა
353 ოფიციალური კორესპონდენცია. მათგან 230 განცხადების ავტორს გაეგზავნა ოფიციალური
პასუხი, ნაწილთან გაიმართა შეხვედრა კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა
მონაწილეობით, ხოლო ზოგიერთს გაეწია შუამდგომლობა შესაბამის უწყებებთან.
კომიტეტის წევრების ჩართულობით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გაიმართა 150-მდე შეხვედრა,
რომელთა მიზანი იყო სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების და
ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე დაწესებულებების საჭიროებების დადგენა, ამასთანავე, ახალ
გაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება.
52
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეებისა და ორგანიზაციების
212 წერილი, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების 33 წერილი, მოქალაქეების 60 წერილი,
სახელმწიფო უწყებების 119 წერილი. მოქალაქეთა წერილების პასუხად ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში მათთან კომუნიკაცია (ზეპირი/წერილობითი) განხორციელდა, ასევე საჭიროების
მიხედვით, შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და მოქალაქეებს
გაეწიათ მათთან შუამდგომლობა შემდგომი რეაგირებისთვის. სახელმწიფო უწყებებისგან მიღებული
წერილების უმეტესობა არის პასუხი კომიტეტის მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე, გაგზავნილ
წერილში დასმული საკითხების შესწავლასა და შესაბამის რეაგირებაზე და სხვა.
კომიტეტში ფუნქციონირებს 4 სამუშაო ჯგუფი, რომელთა შემადგენლობაში არიან შესაბამისი
სამინისტროების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები,
დარგის სპეციალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები. ეს ჯგუფებია:
•
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის
ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“;
•
„გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე ბიზნეს სექტორთან
მომუშავე სამუშაო ჯგუფი“;
•
„ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“;
•
„სატყეო რეფორმის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
საანგარიშო პერიოდში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა
შეისწავლა და განიხილა საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 17
საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებიც:
−
ემსახურება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას (9 ხელშეკრულება);
−
ემსახურება ურბანული მომსახურების გაუმჯობესებას (1 ხელშეკრულება);
−
ემსახურება ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას (3 ხელშეკრულება.
1 ხელშეკრულებაზე კომიტეტი იყო წამყვანი, ხოლო 1-ზე მისი დასკვნა იყო სავალდებულო);
−
ეხება ენერგეტიკას (2 ხელშეკრულება);
−
ეხება ტრანსპორტს (2 ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებებზე კომიტეტი იყო წამყვანი).
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 8 საკანონმდებლო წინადადება და 1 პეტიცია.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში მოქალაქეების, უწყებებისა და ორგანიზაციების 301 წერილი და
განცხადება შემოვიდა. შემოსული კორესპონდენცია ეხებოდა როგორც საკანონმდებლო საქმიანობას,
გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულებას, ისე სხვადასხვა დარგში
არსებულ პრობლემურ საკითხებს, კერძოდ: მიწის რეგისტრაციის საკითხებს, მშენებლობის
საკითხებს, კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ტურიზმის სფეროს, კომუნიკაციების
სფეროს, ენერგეტიკის სფეროს, ტრანსპორტის საკითხებს, სამეწარმეო საკითხებს, მსჯავრდებულთა
პრობლემებს, მოქალაქეების საჩივრებს პირად პრობლემებზე და სხვა.
53
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
საანგარიშო პერიოდში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მიიღო 155 განცხადება,
სხვადასხვა სახის შუამდგომლობა და წერილი. ყველა იქნა განხილული და მოხდა შესაბამისი რეა
გირება.
დიასპორასთან ურთიერთობის გაღრმავების კუთხით აღსანიშნავია შემდეგი ღონისძიებები:
−
2024 წლის 31 ივლისს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით პარ
ლამენტში გაიმართა საერთაშორისო დიასპორული პროექტის − „საზღვრებს მიღმა“ მონა
წილეების დაჯილდოება;
−
2024 წლის 10 სექტემბერს კომიტეტის ორგანიზებით პარლამენტში გაიმართა უცხოეთში
მოღვაწე წარმატებული დიასპორელების დაჯილდოება.
დარგობრივ სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი
ღონისძიება: ქართული დიასპორის დღე; ყოველწლიური ფორუმი − „ქართული დიასპორა
საქართველოს ევროპული მომავლისათვის“; დიასპორული საგრანტო პროექტები: „იყავი შენი
ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“; „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ და „უცხოეთში მოქმედი
ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“; საგრანტო პროგრამა − „იყავი შენი
ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ და სხვა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
საანგარიშო პერიოდში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციებმა ევროკავშირის ინსტიტუტების
წარმომადგენლებთან ერთად ევროკავშირის წევრი და წევრობის კანდიდატი ქვეყნების ეროვნული
პარლამენტების შესაბამისი კომიტეტების 12 საპარლამენტთაშორისო შეხვედრაში მიიღეს მო
ნაწილეობა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი რეგულარულად მასპინძლობდა დელეგაციებს ევროკავშირის
წევრი და წევრობის კანდიდატი ქვეყნების დედაქალაქებიდან. ვიზიტების ფარგლებში გამართულ
შეხვედრებზე განიხილებოდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული
საკითხები, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების დღის წესრიგი და გეოპოლიტიკური
მნიშვნელობა, საქართველოს პროგრესი რეფორმების გატარების კუთხით, რეგიონში არსებული
უსაფრთხოების გარემოებები და გამოწვევები, საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ქვეყნის
წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანია, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები
და სხვა. საანგარიშო პერიოდში საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან 15-ზე მეტი
დელეგაციის ვიზიტი შედგა.
2024 წელს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს მოქალაქეებმა 54 ოფიციალური განცხადებით
მიმართეს. განცხადებები ძირითადად ეხებოდა შემდეგ საკითხებს: სოციალური მდგომარეობის
გაუმჯობესება და ფინანსური მხარდაჭერა; მიწის რეგისტრაციისა და მფლობელობის საკითხი;
მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა და სასჯელის შემსუბუქება; საკანონმდებლო საქმიანობა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის საერთაშორისო
მხარდაჭერის გაზრდის კუთხით კომიტეტის მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს
საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების
შესაბამის კომიტეტებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, აგრეთვე
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება/გაღრმავება. ამასთანავე,
კომიტეტის წევრები ჩართული იყვნენ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში.
54
კომიტეტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელთაგან
აღსანიშნავია კონფერენცია ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა
(CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საკითხებზე.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მიიღო მოქალაქეთა 56 წერილი/განცხადება. წერილობითი
რეაგირების გარეშე დატოვებულია მხოლოდ იმ მოქალაქეთა განცხადებები, რომლებთანაც ზეპირი
გასაუბრება/კონსულტაცია განხორციელდა, აგრეთვე ის განცხადებები, რომლებიც ერთი და იმავე
მოქალაქის მიერ იდენტური შინაარსით არაერთხელ იქნა შეტანილი და რომლებზედაც კომიტეტმა
რამდენჯერმე მოახდინა რეაგირება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2024 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზრუნველყო საქართველოს პარლამენტის წარმო
მადგენლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებულ შემდეგ საქმეებზე:
1. №1362 − ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
2. №1801 − შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
3. №1792 − ნიკოლოზ თომასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის
მინისტრის წინააღმდეგ.
4. №1753 − საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
5. №1532 − გიორგი გოცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
6. №1474 − გიგა ჭელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
7. №1630 − საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
8. №1664 − მარიამ გოგვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
9. №1717 − ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ.
10. №1678, №1679 − საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ.
11. №1693, №1700 − ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური,
თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ.
12. №1828, №1829, №1834, №1837 − საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის
წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ საქართველოს
პარლამენტის 38 წევრი), ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)
იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ
122 მოსარჩელე), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2024 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
საქმიანობა მიმართული იყო დემოკრატიული სახელმწიფოს შემდგომი გაძლიერებისკენ, ადამიანის
უფლებათა დაცვის ხარისხის გაუმჯობესებისა და ევროპის კავშირში საქართველოს ინტეგრაციის
ხელშეწყობისკენ.
2024 წელს კომიტეტს წარედგინა და კომიტეტისა და კომიტეტის აპარატის საქმიანობის ფარგლებში
დამუშავდა 1,101 კორესპონდენცია (წერილი, განცხადება).
55
კულტურის კომიტეტი
კულტურის კომიტეტის წევრები ხვდებოდნენ მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკებისა და სხვა
კულტურული დაწესებულებების ადმინისტრაციების თანამშრომლებს, კულტურის სფეროს წარმო
მადგენლებს, ეცნობოდნენ მათ პრობლემებს და შეძლებისდაგვარად ახდენდნენ რეაგირებას მათი
მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობების (სხდომები,
შეხვედრები, ღონისძიებები და სხვა) შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებს აქტიურად მიეწოდებათ
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდისა და კომიტეტის სოციალური არხების გამოყენებით.
2024 წელს კულტურის კომიტეტმა რეაგირება მოახდინა მოქალაქეთა 120 წერილზე/განცხადებაზე.
შემოსული განცხადებების ავტორთა ნაწილს გაეგზავნა ოფიციალური პასუხი, ნაწილთან გაიმართა
შეხვედრა კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა მონაწილეობით, ხოლო ზოგიერთს
გაეწია შუამდგომლობა შესაბამის უწყებებთან.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
საანგარიშო პერიოდში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
დებულების საფუძველზე უზრუნველყოფდა კომიტეტის საქმიანობის, კომიტეტის სხდომების,
განხილვის პროცესში მყოფი საკითხების შესახებ ინფორმაციის საქართველოს პარლამენტის
ვებგვერდზე ხელმისაწვდომობას.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 400 კორესპონდენცია, მათ შორის, მოქალაქეთა 236
განცხადება. განცხადებებზე კომიტეტმა შესაბამისი რეაგირება მოახდინა. მოქალაქეთა მიმართვები
ძირითადად ეხებოდა შემდეგ საკითხებს:
−
ინფრასტრუქტურული საკითხები: გზების კეთილმოწყობა, რეაბილიტაცია, სასმელი წყლის,
წყალარინების პრობლემები, გაზით მომარაგების პრობლემები;
−
სამართლებრივი საკითხები: მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები, საკუთ
რების უფლების აღიარება, დაკანონება, უკანონო მშენებლობები;
−
სოციალური საკითხები: სოციალურად დაუცველი პირებისთვის ერთჯერადი ფულადი
დახმარების გასაცემად შუამდგომლობა, მიწის გამოყოფა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული
პრობლემები, საცხოვრებელი ბინითა და დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა, სახლის
შეკეთების თხოვნა, შრომითი მოწყობისა და დასაქმების საკითხები; ბინათმშენებლობით
დაზარალებულებისთვის მიყენებული ზარალის, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის
ანაზღაურება, უკანონო ქმედებები.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 10 საერთაშორისო ხელშეკრულება. კომიტეტში საკა
ნონმდებლო წინადადება წარმოდგენილი არ ყოფილა.
ამასთანავე, 2024 წელს კომიტეტი სხვადასხვა ფორმატში აქტიურად თანამშრომლობდა არასამ
თავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და წევრებმა გამართეს 200-მდე შეხვედრა
საერთაშორისო პარტნიორებთან, უცხო ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფ
ლებების წარმომადგენლებთან, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებსა და მკვლევრებთან.
56
ამის შედეგად გაფართოვდა საქართველოს საპარლამენტო კავშირები ევროპის, ცენტრალური და
შორეული აზიის, აგრეთვე ლათინური ამერიკის ქვეყნებთან. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.
კომიტეტის წევრები მონაწილეობდნენ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებსა
და საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებში.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძისა და თანმხლები საპარ
ლამენტო დელეგაციების ვიზიტებიდან აღსანიშნავია:
−
ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში, ქ. ბუქარესტში. შეხვედრებზე განსახილველი მთავარი
თემები იყო ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები,
აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეებზე თანამშრომლობის განვითარების შესაძლებ
ლობები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საქართველოს
ევროპული მისწრაფებები;
−
ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში, ქ. პარიზში. ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელე
გაციამ მონაწილეობა მიიღო პარიზის თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმში;
−
ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში, ქ. დუშანბეში. საპარლამენტო დელეგაციის
პირველი, ისტორიული ვიზიტი ტაჯიკეთში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების
დამყარების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა;
−
ოფიციალური ვიზიტი ესპანეთში. ვიზიტის ფარგლებში ესპანეთის დეპუტატთა პალატის
(კონგრესის) ევროკავშირის შერეული კომიტეტის სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის დელეგაციის წევრებსა და დელეგაციის ხელმძღვანელს, ნიკოლოზ სამხარაძეს
მოუსმინეს;
−
ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ვაშინგტონში. ნიკოლოზ სამხარაძე
და დელეგაციის წევრები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს,
ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯინ შაჰინს და სენატორ პიტ რიკეტსს
შეხვდნენ. დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ასევე ამერიკელ კონგრესმენებთან,
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან,
წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან;
−
ოფიციალური ვიზიტი სინგაპურში. შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და
სინგაპურს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, აგრეთვე სავაჭროეკონომიკურ, დიგიტალიზაციის, ტურიზმისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობაზე;
−
ოფიციალური ვიზიტი სომხეთში, ქ. ერევანში, სადაც საქართველოს და სომხეთის პარლა
მენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური ერთობლივი სხდომა
გაიმართა;
−
ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში. ნიკოლოზ სამხარაძემ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში
მიიღო მონაწილეობა. ის სიტყვით გამოვიდა პანელზე, რომელიც ახალი ევროკომისიის
პირობებში არსებულ შავი ზღვის უსაფრთხოების გამოწვევებს დაეთმო;
−
ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. ანკარაში, სადაც საქართველოს, თურქეთისა
და აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების
სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით
მნიშვნელოვან როლს ასრულებს საპარლამენტო საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობისა
57
და საჭირო ინფორმაციის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის კუთხით. ამ მიზნით კომიტეტი
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე რეგულარულად/გარკვეული პერიოდულობით აქვეყნებს
ინფორმაციებს, მათ შორის:
−
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ პარლამენტის პლენარული სხდომების გაცდენის
შესახებ მონაცემებს (ყოველი სესიის ბოლოს);
−
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ პარლამენტის რიგგარეშე სესიების გაცდენის
შესახებ მონაცემებს;
−
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ კომიტეტების სხდომების გაცდენის შესახებ
მონაცემებს (ყოველთვიურად).
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულია:
−
საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ ჩატარებული ყველა სხდომის ოქმი და აუდიოჩანაწერი,
კომიტეტის საქმიანობის ანგარიში და სამოქმედო გეგმა;
−
ინფორმაცია კანონების გარდამავალი დებულებებითა და საქართველოს პარლამენტის
დადგენილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების კონტროლის თაობაზე
(ინფორმაცია ყოველთვიურად განახლდება);
−
ინფორმაცია მაჟორიტარი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან
დაკავშირებით მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ.
საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისა და ამ მიმართულებით კომიტეტის მიერ საანგარიშო
პერიოდში გაწეული საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე
განთავსებულია შემდეგი ინფორმაციები:
−
პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ;
−
კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის
სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 689 კორესპონდენცია, მათ შორის, საქართველოს
მოქალაქეთა 103 განცხადება. კომიტეტმა შეისწავლა აღნიშნული განცხადებები და მოახდინა
შესაბამისი რეაგირება. საპარლამენტო საქმიანობის გაცნობის მიზნით კომიტეტი უზრუნველყოფდა
დაინტერესებული პირების წერილობითი მიმართვის საფუძველზე კომიტეტის სხდომებზე მათ
დასწრებას.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
საანგარიშო პერიოდში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა და სხვა
დასხვა ფორმატში მართავდა შეხვედრებს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების
წარმომადგენლებთან.
საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად
ქვეყანა, 2023 წლის ღია ბიუჯეტის კვლევის შესაბამისად, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის
კვლავ პირველ ადგილს იკავებს. საქართველო პირველ ადგილზეა საპარლამენტო საბიუჯეტო
პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მხრივაც, ხოლო მეოთხეზეა ბიუჯეტზე ზედამხედველობის
განხორციელებით. აღსანიშნავია, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აქტიური საკანონმდებლო
და საზედამხედველო საქმიანობით ხელს უწყობს საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობასა და
ანგარიშვალდებულებას.
58
2024 წელს კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეებისა და ორგანიზაციების 249 წერილი და განცხადება,
რომლებზედაც მოხდა სათანადო რეაგირება.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა დაამუშავა მოქალაქეთა 79 მიმართვა, სხვადასხვა ორგანიზაციის
249 საქმიანი კორესპონდენცია და 11 საჯარო ინფორმაცია.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 2 საკანონმდებლო წინადადება.
სპორტის კომიტეტი
დარგობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, სპორტის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები
აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების
მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, კონფერენციებში, შეხვედრებში, საჯარო ლექციებში, სემინარებსა
და თემატურ სამუშაო ჯგუფებში.
კომიტეტის 2022 წლის 8 დეკემბრის სხდომის გადაწყვეტილებით კომიტეტთან შექმნილია
საკონსულტაციო საბჭო. საანგარიშო პერიოდში საკონსულტაციო საბჭოს წევრები კომიტეტს
კონსულტაციას უწევდნენ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, ესწრებოდნენ კომიტეტის
სხდომებსა და სამუშაო შეხვედრებს და გამოთქვამდნენ მოსაზრებებს.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეთა 200-მდე განცხადება/წერილი. კომიტეტმა
ყველა შეისწავლა და რეაგირების მიზნით, ქვემდებარეობის მიხედვით შესაბამის უწყებებში
გადააგზავნა. განცხადებები ძირითადად სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებულ
გამოწვევებს და მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2024 წელს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 60-მდე შეხვედრა
გამართა მოქალაქეებსა და არასამთავრობო სექტორის/დარგის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე
განხილულ იქნა მნიშვნელოვანი საკითხები.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სფეროებიდან გამომდინარე, კომიტეტში მოქალაქეთა
მიმართვიანობა მაღალია. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 600-მდე განცხადება/
წერილი. განცხადებების უმეტესობა ეხებოდა შემდეგ საკითხებს: ფულადი სოციალური დახმარების
დანიშვნა; მედიკამენტებით უზრუნველყოფა და მკურნალობის დაფინანსება; საცხოვრებელი
ფართობითა და ერთჯერადი მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა; სხვა საკითხები.
საპარლამენტო ცხოვრებაში მოქალაქეების ჩართულობა და კანონშემოქმედებით საქმიანობაში მათი
მონაწილეობა კომიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომიტეტმა განიხილა
მოქალაქეთა ინიციატივით შემოსული და დარეგისტრირებული 10 საკანონმდებლო წინადადება.
2024 წელს კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან.
განსაკუთრებით აღსანიშნავია კომიტეტის აქტივობები ზედამხედველობის მიმართულებით, რომლის
ფარგლებშიც გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები დარგობრივი სამინისტროს და სფეროს
წარმომადგენლებთან, აგრეთვე დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები.
59
საქართველოს პარლამენტის აპარატი
საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა
2024 წლის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობდა „საქართველოს პარლამენტის
არხი“, რომელიც პირდაპირ ეთერში გადასცემდა საქართველოს პარლამენტის პლენარულ
სხდომებს, ბიუროსა და კომიტეტების სხდომებს. ეს სხდომები ასევე პირდაპირი ეთერით
გადაიცემოდა საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე და YouTube-არხის მეშვეობით.
პარლამენტის აპარატმა ინტენსიური საქმიანობა განახორციელა როგორც საკითხის სამართლებრივი/
ორგანიზაციული მომზადების ეტაპზე, ისე სატელევიზიო არხის ვიზუალური მხარისა და შინაარსის
შექმნისთვის. პარლამენტის აპარატი მართავდა არხზე გადასაცემი პირდაპირი ეთერის ტექნიკურ და
შინაარსობრივ მხარეს.
საჯარო ინფორმაციის თავისუფლება
2024 წელს საქართველოს პარლამენტში შემოვიდა 335 განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის
მოთხოვნით, მათ შორის, 91 განცხადება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ელექტრონულ
მისამართზე (contact@parliament.ge). ამ განცხადებებზე მოხდა შესაბამისი რეაგირება.
საანგარიშო პერიოდში მომზადდა, საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე
გავრცელდა და სოციალურ ქსელებში აისახა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის პლენარული
სხდომების, ბიუროს სხდომების ან/და საპარლამენტო სუბიექტების აქტივობების შესახებ. ასევე
აქტიურად გაშუქდა ინფორმაცია საქართველოში ვიზიტით მყოფი მაღალი დონის დელეგაციების,
პარლამენტის წევრების შეხვედრების, საპარლამენტო დელეგაციების უცხოეთში ვიზიტების,
სხვადასხვა საპარლამენტო ღონისძიებისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
ვიზიტების, შეხვედრებისა და საჯარო გამოსვლების თაობაზე.
საანგარიშო პერიოდში აქტიურად გაგრძელდა საქართველოს წინა მოწვევის (2020-2024 წწ.)
პარლამენტის პლენარულ სხდომებზე კანონპროექტების განხილვის ამსახველი აუდიოფაილების
დამუშავება და გასაჯაროება. დაინერგა საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომების
ოქმებისა და სტენოგრაფიული ჩანაწერების დამუშავების ახალი სტანდარტი. დანერგილი სტანდარტის
შესაბამისად მომზადდა და საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ხელმისაწვდომი
გახდა საქართველოს X მოწვევის პარლამენტის 2024 წლის სხდომების ოქმები და სტენოგრაფიული
ჩანაწერები.
პარლამენტის სასწავლო ცენტრი
პარლამენტის სასწავლო ცენტრმა 2024 წელს ჩაატარა 24 ტრენინგი და გადაამზადა 176 თანამ
შრომელი. წლის განმავლობაში პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა ტრენინგები გაიარეს
შემდეგ საკითხებზე:
•
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი − განხორციელებული ცვლილებები;
•
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჯარო სამსახურში;
•
ეფექტური კომუნიკაცია;
•
კომუნიკაცია (მენეჯერებისთვის);
•
ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და ანალიზი;
•
გუნდური მუშაობა;
60
•
შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის მართვა;
•
დამოუკიდებელი მუშაობა;
•
სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვა და განაწილება;
•
გუნდის განვითარება;
•
კონფლიქტების მართვა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა
განახორციელეს საგანმანათლებლო პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის − „საქართველო და
ევროკავშირი“. პროგრამის ფარგლებში სასწავლო ცენტრის შიდა ტრენერებმა ჩაატარეს 6 ტრენინგი
შემდეგ თემებზე:
−
პარლამენტის სტრუქტურა და ფუნქციები;
−
პარლამენტარიზმის ისტორია;
−
დებატების წარმოების ხელოვნება.
ასევე განხორციელდა:
o
მოხელეთა ყოველწლიური შეფასების შედეგების საფუძველზე მომზადებული პროფესიულ
საჯარო მოხელეთა გადამზადების პროგრამა;
o
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №242 დადგენილებით გათვალისწინებული
მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამა;
o
პროგრამა პარლამენტის წევრების თანაშემწეებისთვის;
o
პიროვნული განვითარების პროგრამა აპარატის თანამშრომლებისთვის.
სასწავლო ცენტრის ტრენერების მიერ ტრენერთა გადამზადების სპეციალური პროგრამა წარმატებით
დასრულდა. შემუშავდა შესაბამისი სასწავლო მოდულები და ჩატარდა საპილოტო ტრენინგები.
ციფრული ინფრასტრუქტურა
2024 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს პარლამენტში თანამედროვე
ციფრული ინფრასტრუქტურის დანერგვასა და გამართულ ფუნქციონირებას. კერძოდ:
•
გაძლიერდა და განახლდა ბოლო თაობის დაცვის სისტემები;
•
შეუფერხებლად მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომებისა და
კომიტეტების სხდომების პირდაპირი ტრანსლირება პარლამენტის სატელევიზიო არხზე;
•
შეუფერხებლად მიმდინარეობდა დისტანციური და ჰიბრიდული შეხვედრების მხარდაჭერა
WEBEX-ის ლიცენზიების გამოყენებით;
•
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საკომიტეტო და სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების მხარ
დაჭერა საპრეზენტაციო ტექნიკით, გახმოვანებითა და ვიდეოსტრიმინგით;
•
შემუშავდა და დაინერგა პარლამენტისა და პარლამენტის აპარატის საქმიანობის თანამედროვე
დონეზე განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემები და
პროექტები;
61
•
შეუფერხებლად მოხერხდა სერვერული აპარატურის მთლიანად განახლება და ყველა არსებუ
ლი ელექტრონული სერვისის ახალ სერვერებზე გადატანა;
•
პლენარულ სხდომათა დარბაზში დამონტაჟდა ახალი თაობის უკაბელო ქსელური (WiFi)
კომუტატორები;
•
დამუშავდა და მომზადდა ძირითადი ქსელური აპარატურის განახლების პროექტი;
•
შეძენილ იქნა მე-2 LED-ეკრანი, რომელიც გამოყენებული იქნება ნებიმიერი ფორმატის
საპარლამენტო ღონისძიებებისთვის;
•
შეძენილ იქნა შუშის სცენა, რომელიც გამოყენებული იქნება ნებიმიერი ფორმატის
საპარლამენტო ღონისძიებებისთვის;
•
შეძენილ იქნა მაღალი რეზოლუციის მოძრავი ეკრანები;
•
მომზადდა პლენარულ სხდომათა დარბაზში
ტექნოლოგიების, დიდი ეკრანის პროექტი.
განსათავსებელი,
2
თანამედროვე
ინფრასტრუქტურული პროექტები
დამთავრდა საქართველოს პარლამენტის სასახლის „C“ ბლოკიდან „A“ და „B“ ბლოკებში
გადასასვლელებისა და შიდა ეზოს ქვეშ არსებული სარდაფების სართულების მზიდი კონსტრუქციების
სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შესრულდა საქართველოს პარლამენტის სასახლის კაბინეტებსა
საჭიროებების შესაბამისად მოთხოვნილი სარემონტო სამუშაოები.
და
სხვადასხვა
სივრცეში
მოეწყო საქართველოს პარლამენტის სასახლის „A“ და „B“ კორპუსების დახურვებზე პოლიურეას
მასალის ჰიდროიზოლაცია.
შეიცვალა საქართველოს პარლამენტის სასახლის ცენტრალური კონდიცირების სისტემის ჩილერების
გაგრილების სისტემის ამორტიზებული სითბოგაცვლითი დანადგარი (შხეფსაცივარი).
საქართველოს პარლამენტის სასახლის ოთახებისა და სანკვანძების გათბობა-კონდიცირების
სისტემებისთვის შეძენილ იქნა რადიატორები და ფანკოილები, ხოლო პლენარულ სხდომათა
დარბაზის ცენტრალური გათბობა-კონდიცირების დანადგარისთვის − ფილტრები.
შესრულდა საქართველოს პარლამენტის სასახლის ფასადების გაწმენდითი სამუშაოები.
ჩანაცვლდა პლენარულ სხდომათა დარბაზის კომპიუტერული სისტემების ელექტრომომარაგების
სასერვეროში დაზიანებული პრეციზიული კონდიციონერის გარე დანადგარი.
მომზადდა მნიშვნელოვანი სატენდერო დოკუმენტაციები, ჩატარდა ტენდერები და მიმდინარეობს
შემდეგი სამუშაოები:
•
საქართველოს პარლამენტის სასახლის „C“ კორპუსის ფოიეების სარეკონსტრუქციო-სამშე
ნებლო სამუშაოები;
•
საქართველოს პარლამენტის სასახლის „C“ კორპუსის ფოიეებისთვის ავეჯის დამზადება-მონ
ტაჟის სამუშაოები;
•
საქართველოს პარლამენტის სასახლეში არსებული დიზელის გენერატორის ელექტროგამა
ნაწილებელი აპარატურის შეძენა-მოწოდებისა და მონტაჟის სამუშაოები.
62
საგამომცემლო სახლი
2024 წელს პარლამენტის აპარატის დიზაინერებთან ერთად განსაკუთრებული საქმიანობა გასწია
პარლამენტის აპარატის საგამომცემლო სახლმა. გაიზარდა გამოსაცემი პუბლიკაციების პოლიგრა
ფიული ხარისხი და რაოდენობა. დაინერგა პუბლიკაციების შიგთავსისა და დიზაინის შექმნის
სტანდარტი. 2024 წელს პარლამენტის საქმიანობის ფარგლებში მომზადებული პუბლიკაციების
უმეტესი ნაწილი დამუშავებულია პარლამენტის აპარატის დიზაინერების მიერ და დაბეჭდილია
საგამომცემლო სახლში.
პარლამენტის საქმიანობის მხარდაჭერა
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ბიუჯეტი განსაზღვრული გეგმის შესაბამისად,
94.59%-ით შესრულდა. პარლამენტისთვის გამოყოფილი 71,801,81 ათასი ლარიდან ათვისებული
იქნა 67,920,44 ათასი ლარი.
2024 წელს შეუფერხებლად მიმდინარეობდა პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლე
ბის ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურება. წლის განმავლობაში ინტენსიური საქმიანობა განხორ
ციელდა 2024 წლისთვის უწყვეტი ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების მიწოდების მიზნით.
63
საპარლამენტო საბჭოები
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში შემუშავდა შემდეგი
მნიშვნელოვანი დოკუმენტები:
1. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ანგარიში საქართველოში
გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოიცავს 2023 წლის
1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გენდერული თანასწორობის კუთხით
საქართველოში არსებულ მდგომარეობას და ქვეყანაში ამ მიმართულებით განხორციელებულ
მნიშვნელოვან საქმიანობებს.
2. „საქართველოს პარლამენტის გენდერული მგრძნობელობის შეფასების ინდექსი“, რომელიც
პარლამენტის მოწვევის პერიოდში 2-ჯერ ტარდება. მე-10 მოწვევის პირველი ანგარიშის (2022
წლის თებერვლამდე მდგომარეობით) მიხედვით, პარლამენტის გენდერული მგრძნობელობა
100 ქულიდან 61.78 ქულით შეფასდა, ხოლო მოწვევის დასასრულს (2024 წლის აპრილის
მდგომარეობით) შექმნილი დოკუმენტის მიხედვით, ქულა 63.24 გახდა. შესაბამისად,
პარლამენტის გენდერული მგრძნობელობა გაზრდილია.
3. 2023-2024 წლებში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს
მიერ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან
კოორდინირებით შემუშავებული სარეკომენდაციო ხასიათის პოლიტიკის დოკუმენტი − „ქალთა
მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და გაძლიერების
პოლიტიკა მუნიციპალურ დონეზე.“ ეს დოკუმენტი დაეხმარება მუნიციპალიტეტებს, საკუთარ
ქვეპროგრამებში გაითვალისწინონ როგორც ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ
ძალადობის პრევენციის ღონისძიებები, ისე მსხვერპლთა მხარდაჭერის ღონისძიებები.
დოკუმენტზე მუშაობის ფარგლებში გაანალიზდა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები და სოციალური
დახმარებების გაცემის წესი, რათა შესწავლილიყო, რამდენად არის ადგილობრივი
თვითმმართველობის პროგრამები ორიენტირებული ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ
ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერაზე. შესაბამისად, შემუშავდა რეკომენდაციებიც,
რომელთა აღსრულება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ წინ გადადგმული კიდევ
ერთი ნაბიჯი იქნება.
4. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2022-2024 წლების
სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში. სამოქმედო გეგმით განსაზღვრული
64 აქტივობიდან სრულად განხორციელდა 29, ნაწილობრივ განხორციელდა 16, არ გან
ხორციელებულა 19.
საანგარიშო პერიოდში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს
ინიციატივით გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების საკითხზე გაიმართა
არაერთი შეხვედრა როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე, სკოლის მოსწავლეებსა და
სტუდენტებთან, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. საბჭო აქტიურად
მასპინძლობდა სხვადასხვა სკოლის დამამათავრებელი კლასების მოსწავლეებს პარლამენტის
სასახლეში, სადაც მათ საბჭოს თავმჯდომარე და წევრები ხვდებოდნენ და მათთან ერთად
განიხილავდნენ მიმდინარე აქტუალურ საკითხებს.
საანგარიშო პერიოდში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო მუშაობდა
3 მნიშვნელოვან საკითხზე:
•
64
მრავალშვილიანი მშობლების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების ინიციატივები
და პროგრამები: საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის საფუძვლიანი
ანალიზისა და მუნიციპალური პროგრამების დეტალური შესწავლის შედეგად შემუშავდა
სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც მრავალშვილიანი მშობლების საჭიროებებს უკეთ
უპასუხებს. საკითხის ეფექტიანად განხილვის მიზნით გაიმართა თემატური შეხვედრები,
რომლებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომად
გენლები;
•
მარტოხელა მშობლების მხარდაჭერის საკანონმდებლო და პროგრამული ინიციატივები: ამ
მიმართულებით მუშაობის ფუნდამენტი გახდა ევროპის ქვეყნებში არსებული წარმატებული
პრაქტიკის საფუძვლიანი შესწავლა. საბჭოს ინიციატივით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის
აქტიური ჩართულობით გაიმართა შეხვედრები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მერიასთან, შესაბამის სამინისტროებსა და სსიპ − იურიდიული დახმარების სამსახურთან. ამის
შედეგად მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პირველადი პაკეტი, რომელიც მიზნად
ისახავს მარტოხელა მშობლების ინტერესების უკეთ დაცვას და მათი ცხოვრების პირობების
გაუმჯობესებას;
•
ქალთა ბიზნესის სერტიფიცირების საკანონმდებლო მოწესრიგება: ამერიკული და ევროპული
საუკეთესო პრაქტიკის ანალიზმა საბჭოს მისცა საშუალება, მიაგნოს ინოვაციურ მიდგომებს,
რომლებიც ქალების მფლობელობაში არსებული ბიზნესებისთვის მეტ შესაძლებლობას
შექმნის. გაიმართა თემატური შეხვედრები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან,
ინვესტორთა საბჭოსთან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და გაეროს ქალთა
ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. ამ პროცესის შედეგია საკანონმდებლო ცვლილებების
პირველადი პროექტი, რომელიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას ემსა
ხურება.
ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო
ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2024 წლის მთავარი მიღწევებიდან
აღსანიშნავია ბავშვის უფლებათა კოდექსის დანერგვის ეფექტიანი მონიტორინგის მიზნით
ზედამხედველობის ინსტრუმენტის − ე. წ. დეშბორდის დახვეწა, რომელიც ინტეგრირებულია საბჭოს
მონიტორინგის გეგმაში და შუალედურ საანგარიშო პერიოდებში ინდიკატორების სტატუსის გაზომვისა
და სამიზნე მაჩვენებლებთან მიმართებით მიღწეული პროგრესის ვიზუალიზაციის შესაძლებლობას
იძლევა. საზედამხედველოდ განსაზღვრულია რამდენიმე პრობლემური სფერო/მიმართულება,
რომლებიც გამომდინარეობს ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან:
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, ალტერნატიული ზრუნვის სისტემის ეფექტიანობა, პრევენციული
და ოჯახის მხარდამჭერი პროგრამების ეფექტიანობა, ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სიღარიბე,
ბავშვთა მიმართ ძალადობა, ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის
დადგენის სისტემის რეფორმის მიმდინარეობა. საბჭო ე. წ. საკვანძო ინდიკატორების საშუალებით
ყოველ წელს უწევს მონიტორინგს თითოეულ მიმართულებას და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს
რეკომენდაციებს პროცესის ეფექტიანობის გასაზრდელად. 2024 წლის ივნისში საბჭომ დაასრულა
მონიტორინგის პირველი ციკლი. მონიტორინგის ფარგლებში გაანალიზდა 2023 წლის და 2024
წლის ივნისის მდგომარეობით არსებული მონაცემები.
ხაზინადართა საბჭო
2024 წელს ხაზინადართა საბჭომ ჩაატარა 5 სხდომა და ელექტრონული ფორმით საბჭოს წევრების
6 გამოკითხვა. საბჭომ მიიღო 138 გადაწყვეტილება, რომლებიც წარედგინა პარლამენტის
თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის
შესაბამისად, პარლამენტის ბიუროსთვის წარსადგენად.
65
საქართველოს პარლამენტთან არსებული ორგანოების საქმიანობა
საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში
გასულ წელს საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი წარმატებით ახორციელებდა
თავის საქმიანობას, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და საქართველოს
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტსა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა
სამინისტროს ეკონომიკისა და ფინანსების ეროვნულ აკადემიას (National Academy for Finance
and Economics) შორის დაძმობილების პროექტის (Twinning Project) − „საჯარო ფინანსებზე
საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ წარმატებით დასრულება, რომლის ერთ-ერთ
მთავარ მიზნად განსაზღვრული იყო საბიუჯეტო ოფისის ანალიტიკური შესაძლებლობის გაძლიერება
და საბიუჯეტო ოფისის ცნობადობის გაზრდა. საბიუჯეტო ოფისის დებულებით განსაზღვრული
მიმდინარე აქტივობების ფარგლებში:
66
ფისკალური პოლიტიკის ანალიზის საშუალებით საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო
უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ბიუჯეტის დაგეგმვისა
და შესრულების მონიტორინგისა და ანალიზის მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში
საბიუჯეტო ოფისმა დახვეწა ბიუჯეტის ანალიზის დოკუმენტების ფორმატი და შეიმუშავა
ინტერაქტიული დოკუმენტები. მომზადდა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა
და საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული დოკუმენტების გამოქვეყნების ანგარიშგების
კალენდრის შესაბამისად გამოქვეყნდა შემდეგი დოკუმენტები:
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანალიზის 12 ყოველთვიური
დოკუმენტი (ოპერატიული ინფორმაცია);
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანალიზის 12 ყოველთვიური
დოკუმენტი;
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანალიზის 3 კვარტალური
დოკუმენტი;
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანალიზის 1
წლიური დოკუმენტი;
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულების 2023 წლის ბიუჯეტების შესრულების მიმოხილვის 1 დოკუმენტი;
„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ცვლილების ანალიზის
2 დოკუმენტი;
„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის ანალიზის 3 დოკუმენტი.
მაკროეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის საშუალებით პარლამენტის საბიუჯეტო
უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მაკროეკონომიკური
გარემოს მონიტორინგისა და ანალიზის მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში საბიუჯეტო
ოფისმა დახვეწა მაკროეკონომიკური ანალიზის დოკუმენტების ფორმატი და მოახდინა
მათში ცალკეული, დამატებითი საკითხების ინტეგრირება. მომზადდა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტისა და საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული დოკუმენტების
გამოქვეყნების ანგარიშგების კალენდრის შესაბამისად გამოქვეყნდა შემდეგი დოკუმენტები:
მაკროეკონომიკური გარემოს ანალიზის 12 ყოველთვიური დოკუმენტი;
მაკროეკონომიკური გარემოს ანალიზის 4 კვარტალური დოკუმენტი;
მაკროეკონომიკური გარემოს ანალიზის 1 წლიური დოკუმენტი.
აღმასრულებელი ხელისუფლების მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების
შეფასების/ანალიზის და მაკროეკონომიკური გარემოს, აგრეთვე ფისკალური რისკების
სრულყოფილი ანალიზის მიზნით, საანგარიშო პერიოდში საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადდა
და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და შესაბამისი კალენდრის მიხედვით
გამოქვეყნდა:
ეკონომიკური ზრდის კვარტალური პროგნოზის 4 დოკუმენტი;
წლიური მაკროეკონომიკური პროგნოზების 4 დოკუმენტი, „საქართველოს 2025 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანდართული
საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით;
წლიური მაკროეკონომიკური პროგნოზების 2 დოკუმენტი, „საქართველოს 2024 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობა
ზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანდართული საპროგნოზო მაჩვენებლების
გათვალისწინებით.
მდგრადი ფისკალური პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ფისკალურ ზღვრებთან შესაბამისობის
მონიტორინგის უზრუნველყოფის მიმართულებით:
საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი „საქარ
თველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
დოკუმენტაციის (თავდაპირველი, გადამუშავებული და საბოლოო ვარიანტები) საფუძველზე
მომზადდა ფისკალური მაჩვენებლების ფისკალურ ზღვრებთან შესაბამისობის ანალიზის 3
დოკუმენტი;
საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი „საქარ
თველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის დოკუმენტაციის (თავდაპირველი
და გადამუშავებული ვარიანტები) საფუძველზე მომზადდა ფისკალური მაჩვენებლების
ფისკალურ ზღვრებთან შესაბამისობის ანალიზის 2 დოკუმენტი.
საკანონმდებლო პროცესში პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების
ხელშეწყობის მიზნით, საანგარიშო პერიოდში საბიუჯეტო ოფისმა განსაზღვრული მანდატის
ფარგლებში:
შეამოწმა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
კანონპროექტების ფინანსური გავლენის შეფასება და მოამზადა შესაბამისი დასკვნები.
კერძოდ, განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი 128 საკანონმდებლო ინიციატივის ფინანსური გავლენა და
მომზადდა შესაბამისი დასკვნები (125 დადებითი დასკვნა და 3 უარყოფითი დასკვნა);
საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების პროცესში საკანონმდებლო ინიციატივის მქონე
საპარლამენტო სუბიექტები უზრუნველყო შესაბამისი ფინანსური გათვლებით;
67
საბიუჯეტო ოფისის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური
გავლენის შეფასების მომზადების სარეკომენდაციო ხასიათის მეთოდოლოგიის პროექტის
პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით დაინტერესებულ მხარეებთან განახორციელა
წინასწარი კომუნიკაცია.
სსიპ − საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი
სსიპ − საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი (შემდგომ − კვლევითი ცენტრი) აქტი
ურად თანამშრომლობდა პარლამენტის კომიტეტებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანი
ზაციებთან.
კვლევითი ცენტრი ასევე თანამშრომლობდა საპარლამენტო კვლევისა და დოკუმენტაციის
ევროპულ ცენტრთან (ECPRD) და მის მიერ გამოგზავნილ შეკითხვებზე შესაბამის საკონსულტაციო
მასალას ამზადებდა. 2024 წლის განმავლობაში კვლევითმა ცენტრმა საპარლამენტო კვლევისა და
დოკუმენტაციის ევროპული ცენტრისთვის 65 საკონსულტაციო მასალა მოამზადა.
ამასთანავე, კვლევითი ცენტრი ზემოაღნიშნულ პლატფორმას საპარლამენტო სუბიექტების მიერ
გამოგზავნილ შეკითხვებზე ყოვლისმომცველი კვლევის მოსამზადებლად იყენებს − კითხვის
კომპლექსურობის ან/და ინფორმაციის ღია წყაროებში მიუწვდომლობის შემთხვევაში კვლევითი
ცენტრი კითხვით მიმართავს საპარლამენტო კვლევისა და დოკუმენტაციის ევროპულ ცენტრს და
მისი წევრი ქვეყნებისგან იღებს შესაბამის პასუხებს საკითხის საკანონმდებლო რეგულირებისა თუ
პრაქტიკის შესახებ.
2024 წელს კვლევითმა ცენტრმა საპარლამენტო კვლევისა და დოკუმენტაციის ევროპულ ცენტრს
მსგავსი ფორმატით 9 შეკითხვა გაუგზავნა, ხოლო აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით მიღებულ
პასუხებზე მოამზადა 9 შემაჯამებელი მიმოხილვა, რომლებიც ხელმისაწვდომია ECPRD-ის
პლატფორმაზე.
კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ საპარლამენტო კვლევისა და დოკუმენტაციის
ევროპული ცენტრის (ECPRD) მიერ ორგანიზებულ სემინარებსა და კონფერენციებს. კვლევითი
ცენტრი ამზადებს საპარლამენტო სუბიექტებისა და პარლამენტის აპარატის მიმართვებზე/
შეკითხვებზე პასუხებს და მათთან დაკავშირებულ საინფორმაციო-ანალიტიკურ მასალებს, რაც
ემსახურება საქართველოს პარლამენტის ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობის გაძლიერებას და
პარლამენტის მიერ საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების შესრულების ხელშეწყობას.
2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით კვლევით ცენტრში შემოვიდა 39
შეკითხვა. მათგან:
•
37 შეკითხვა ეხებოდა სხვადასხვა მიმართულების საკითხებს;
•
2 შეკითხვა ეხებოდა თემატურ მოკვლევას.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
2024 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წარმატებით თანამშრომლობდა
საერთაშორისო საბიბლიოთეკო კომპანია EBSCO-სთან, რამაც ბიბლიოთეკის მკითხველებს
მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ელექტრონული ბაზებითა და გამოცემებით (წიგნი, ჟურნალი,
გაზეთი და სხვა) სარგებლობის საშუალება მისცა. საერთაშორისო საბიბლიოთეკო კომპანია EBSCO
1944 წლიდან არსებობს. ეს კომპანია მსოფლიო ბიბლიოთეკებს ყველაზე ძვირად ღირებული და
პოპულარული ციფრული არქივებითა და მაღალციტირებადი გამოცემებით უზრუნველყოფს.
68
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ISBN-ის, ISMN-ისა და ISSN-ის განყოფილება
2024 წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო სააგენტოსა და ISSN-ის
საერთაშორისო ცენტრთან. ეროვნული ბიბლიოთეკა მათთან შეთანხმებით გასცემს საერთაშორისო
სტანდარტულ ნომრებს გამომცემლობებსა და ავტორ-გამომცემლებზე, ახორციელებს კონტროლს
ნომრის მინიჭებასა და შენარჩუნებაზე, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ქსელის ორგანიზებასა
და შემდგომ განვითარებაში, საერთაშორისო სააგენტოების სტანდარტების გაცნობაში. ამ პროცესში
გამომცემლობებისა და ავტორ-გამომცემლების მონაწილეობა ხელს უწყობს მათ მიერ გამოცემული
თითოეული ნაბეჭდი ერთეულის მონაცემთა საერთაშორისო სისტემაში ჩართვას.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მონაწილეობდა 2024 წელს საბიბლიოთეკო
ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFLA) მიერ ორგანიზებულ ვიდეოჩართვებში,
კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში. ეროვნული ბიბლიოთეკა 2006 წლიდან საბიბლიოთეკო
ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFLA) ოფიციალური წევრია.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 2024 წელს მონაწილეობა მიიღო ევროპული
ეროვნული ბიბლიოთეკების ყოველწლიურ კონფერენციაში (CENL). ეროვნულ ბიბლიოთეკას
მიენიჭა ერლანდ კოლდინგ ნილსენის სახელობის გრანტი, რაც გულისხმობს ინტეგრირებულ
საბიბლიოთეკო სისტემა „Sierra“-სთან დაკავშირებით კონფერენციის ჩატარებას ესტონეთის
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით.
ფონდების შევსება
გასულ წელს სავალდებულო ეგზემპლარისა და საჩუქრის სახით შემოვიდა: 22 459 წიგნი;
24 907 გაზეთი; 239 სანოტო გამოცემა; 14 172 ჟურნალი; 306 CD, DVD, გრამფირფიტა; 70 კარ
ტოგრაფიული გამოცემა; 312 ფურცლოვანი და სხვა ჯგუფური დამუშავების მასალა; 211 დისერტაცია,
ავტორეფერატი.
ფონდების შესავსებად საბიუჯეტო სახსრებით შეძენილ იქნა შემდეგი დოკუმენტები: 383 წიგ
ნი, მათ შორის, სტრაბონის „გეოგრაფია“ (პარიზი, 1512 წ.); დონ კიხოტის იკონოგრაფია
(ბარსელონა, 1879 წ.); რუსეთის არმიის საიდუმლო რაპორტები და მონაცემები საქართველოს
დემოკრატიულ რესპუბლიკასა და კავკასიის რეგიონზე (1918-1921 წწ.); ნიკოლოზ მიწიშვილისა
და ლევან ასათიანის ხელნაწერები, აგრეთვე ალბომი ქართველ პოეტთა ავტოგრაფებით;
ლევან ციციშვილისა და დავით (დოდიკ) ვაჩნაძის არქივები; 14 ჟურნალი; 5 გაზეთი; 2 რუკა;
1 072 ფოტო, 12 პლაკატი, 190 რევოლუციამდელი ღია ბარათი, 21 წიგნის ყდის გაფორმების
ხელნაკეთი მაკეტი.
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საჩუქრად მიიღო: გიორგი გვაზავას არქივი, წიგნების კოლექცია და
სამუზეუმო ექსპონატები; დანა ამილახვრის არქივი (პირადი დღიურები, ფოტოები, მათ შორის,
ქაქუცა ჩოლოყაშვილის ფოტონეგატივები); ზაზა მესხის პერიოდულ გამოცემათა არქივი; გერმანელი
ენათმეცნიერისა და ქართველოლოგის, ვინფრიდ ბოედერის ბიბლიოთეკა (5 000-მდე წიგნი);
ნახატების კოლექცია გურამ შარაძის ოჯახიდან.
2024 წელს ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“ 119 221 ახალი ჩანაწერით შეივსო.
წიგნის, მუსიკალური გამოცემებისა და სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული
ნომრების განყოფილებამ გამომცემლობებსა და ავტორ-გამომცემლებზე გასცა: 3191 ISBN (International Standard Book Number); 10 ISMN (International Standard Music Number); 41 ISSN (International Standard Serial Number).
69
ფონდების აღრიცხვა-აღწერა
2024 წელს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს 62 443 წიგნის
შტრიხკოდირება; ადგილზე ფიზიკურად გადამოწმდა 100 000-მდე წიგნის მონაცემი; ფონდებიდან
გამოირჩა და გაირიცხა შინაარსობრივად მოძველებული, დაზიანებული და ზედმეტი ეგზემპლარები
(19 369 წიგნი და 4 105 ჟურნალი); ფონდების ოპტიმიზაციის მიზნით წიგნსაცავსა და საარქივო
ფონდში გადაადგილდა 230 000-ზე მეტი წიგნი და 5 000-ზე მეტი გაზეთის კომპლექტი.
2024 წელს ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგებში (SIERRA და ISIS) შეიქმნა და
დარედაქტირდა 144 934 ჩანაწერი.
ფონდების დაცვა
2024 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში რესტავრაცია ჩაუტარდა 33 081 ფურცელს (20 481 − წიგნის,
5 296 − ჟურნალის, 7 303 − გაზეთის), 21 პლაკატს, 6 ფოტოსა და 9 რუკას; აღდგა და ყდაში ჩაისვა
2 131 წიგნი (მათ შორის, 356 რარიტეტული გამოცემა); აიკინძა და ყდაში ჩაისვა 1 648 ჟურნალი და
925 გაზეთი (მათ შორის, დამზადდა ტყავის ყუა მე-19 საუკუნის გამოცემების 199 კომპლექტისთვის
„პერიოდიკის მუზეუმიდან“); გაიწმინდა და დეზინფექცია ჩაუტარდა 3 677 ეგზემპლარს; მჟავიანობის
არმქონე, მაღალი ხარისხის მუყაოსგან დამზადდა 1 486 მიკროკლიმატური კონტეინერი და ყუთი
იშვიათ გამოცემათა და ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის არქივებისა და ცალკეული
ეგზემპლარებისთვის. საცავებში მუდმივად ხორციელდება ტემპერატურის, ტენიანობის, განათებისა და
ვენტილაციის მონიტორინგი დოკუმენტების შესანახად ოპტიმალური პირობების შენარჩუნებისთვის.
კონტროლდება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. დამონტაჟდა საჰაერო ვენტილაციისა და
კონდენსაციის სისტემა.
ფონდების წარმოჩენა-პოპულარიზაცია
2024 წელს „წიგნის მუზეუმის“, „ქართული ემიგრაციის მუზეუმისა“ და „ქართული პრესის მუზეუმის“
საექსპოზიციო სივრცეებში ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტი
მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობდა 4 000-მდე ვიზიტორს; მოეწყო 8 თემატური გამოფენა;
მომზადდა რამდენიმე ათეული საინფორმაციო შინაარსის სტატია; სხვადასხვა ტელე- და
რადიოეთერში სისტემატურად გადაიცემოდა თემატური სიუჟეტები და გადაცემები; პარიზის წიგნის
ბაზრობაზე მომზადდა ქართული წიგნის სტენდი. გამოსაცემად მომზადდა: ჟურნალ „საქართველოს
ბიბლიოთეკის“ 1/4 ნომერი; ალბომი „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა“;
პლაკატი „საქართველოს პარნასი“.
მკითხველთა რეგისტრაცია
მკითხველთა რეგისტრაცია ხდება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. 2024 წელს ბიბლიოთეკაში
რეგისტრაცია გაიარა 3 080-მა ახალმა მკითხველმა. მკითხველთა რეგისტრაციის ელექტრონულ
მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 37 532 მკითხველი.
საცნობარო-ბიბლიოგრაფიული საქმიანობა
2024 წელს დამთავრდა ფონდის (38 051 საბიბლიოთეკო ერთეული) ბარკოდიზაციის პროცესი,
რომელიც თითქმის 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბარკოდიზაცია მოიცავდა წიგნებისთვის
70
შტრიხკოდების მინიჭებას და ელექტრონული კატალოგის ბაზაში მათ ასახვას. მიმდინარეობს
ბიბლიოთეკაში შემოსული საგაზეთო სტატიების ანალიტიკური აღწერა და ელექტრონულ კატალოგში
შეტანა. ხდება ძველი ჩანაწერების რედაქტირება − კეთდება სტატიების ელექტრონული ვერსიების
ბმული. აღიწერა 22 995 საგაზეთო სტატია და უცხოენოვანი ჟურნალების 700 სტატია, დარედაქტირდა
20 187 ჩანაწერი. მომსახურება გაეწია 542 მკითხველს. დაინერგა წიგნის დისტანციურად დაჯავშნის
სერვისი.
სამკითხველო დარბაზებით მომსახურება
2024 წელს 6 სამკითხველო დარბაზი მუშაობდა. წლის განმავლობაში სამკითხველო დარბაზები 63
405 მომხმარებელს მოემსახურა. გაიცა 80 850 საბიბლიოთეკო დოკუმენტი. ბიბლიოთეკა ბარათული
და ელექტრონული კატალოგით 60 827 მკითხველს მოემსახურა. გაიცა 80 850 საბიბლიოთეკო
ერთეული.
ამასთანავე, აღსანიშნავია შემდეგი აქტივობები:
•
2024 წელს ეროვნული ბიბლიოთეკა ინტერნეტით 2941 მკითხველს მოემსახურა;
•
სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურება 182 მკითხველს გაეწია;
•
ელექტრონულ კატალოგში (https://catalog.nplg.gov.ge) 87 396 ჩანაწერი დარედაქტირდა;
•
ქართველოლოგიის მიმართულებით გაიცა 6 657 წიგნი, 5 338 ჟურნალი, 3 805 გაზეთი;
დარედაქტირდა 2 649 ჩანაწერი;
•
ეროვნული ბიბლიოთეკის ლექსიკონთა ერთიან ბაზას 53 503 ახალი ტერმინი დაემატა;
დასრულდა მუშაობა 10 ლექსიკონზე; მონაცემთა ბაზა „ბიბლიოვიკში“ 5 300 სტატია
განთავსდა („ბიბლიოვიკის“ ბაზაში სულ 40 200 სტატიაა განთავსებული);
•
მომზადდა 1 250 საგამომცემლო გვერდი; შეივსო, საძიებლები დაერთო და გამოსაცემად
მომზადდა 1 000 გვერდი;
•
დარედაქტირდა, დაკორექტირდა და დაკაბადონდა 28 697 გვერდი; დამუშავდა 455
ფოტომასალა; გამოიცა 29 წიგნი.
საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო
2024 წელს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ძირითადი საქმიანობა, „სახელმწიფო მნიშვნელობის
სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით (№4313-IIს; 22.02.2019) განსაზღვრული
ვალდებულებისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილების
შესაბამისად, მოიცავდა სახელმწიფო დაწესებულებების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების
(ემბლემა, დროშა, განმასხვავებელი ნიშანი, უნიფორმა, ოფიციალური დოკუმენტი, სახელმწიფო და
უწყებრივი ჯილდოები და სხვა) შეთანხმებას ერთიანი სახელმწიფო მხატვრულ-შინაარსობრივი სახის
ჩამოსაყალიბებლად.
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონმა (№4313-IIს;
22.02.2019) განსაზღვრა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო
საბჭოს უფლებამოსილება, შეითანხმოს საჯარო დაწესებულებების სახელმწიფო მნიშვნელობის
სიმბოლოების (ემბლემა, ბლანკის ნიმუში) დადგენისა და მათი აღმართვის, გამოფენისა და
გამოსახვის წესები. ამასთანავე, კანონმა სახელმწიფო დაწესებულებები დაავალდებულა, 5 წლის
ვადაში საბჭოსთან შეეთანხმებინათ მანამდე დადგენილი სიმბოლოები. დაწესებულებებისთვის
71
განსაზღვრული სამუშაოს დიდი მოცულობიდან გამომდინარე, ვადა გახანგრძლივდა ორჯერ: ჯერ −
2024 წლის 1 მაისამდე, ხოლო შემდეგ − 2025 წლის 1 ივნისამდე.
საანგარიშო პერიოდში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო, მომართვის შესაბამისად, კონსულტაციას
უწევდა სამინისტროებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს საქართველოს მთავრობის
2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილების აღსრულებაში დახმარების მიზნით. დაწესებულებების
მიერ ემბლემებისა და ბლანკების შემუშავების, შეთანხმებისა და დადგენის პროცესს მნიშვნელოვნად
შეუწყო ხელი საბჭოს მიერ ინიციირებულმა, დადგენილების აღსრულებისთვის საჭირო ტექნიკური
მონაცემების მიწოდების მიზნით განხორციელებულმა საინფორმაციო-ტექნოლოგიურმა ღონის
ძიებებმა.
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ოპერატიულად უპასუხებდა სამინისტროებისა და სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულებების უფლებამოსილი პირების მომართვებს დადგენილების აღსრულების
პროცესში სირთულეთა დასაძლევად და ხშირად უშუალოდ მონაწილეობდა დაწესებულებების
ემბლემების შემუშავებასა და კორექტირებაში. გამონაკლის შემთხვევებში საბჭო თანამშრომლობდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან დადგენილებაში შესატანი ცვლილების პროექტის
შესამუშავებლად.
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სპეციალისტების დახმარებით, საქართველოს მთავრობის 2022
წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილების („აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო
დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“) შესრულების ფარგლებში შემუშავდა, შეთანხმდა და
დამტკიცდა ემბლემების, შესაბამისი ოფიციალური კორესპოდენციის (წერილის), მედიასთან საკომუ
ნიკაციო ბანერისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკების პროექტები შემდეგ
საჯარო დაწესებულებებში:
•
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
•
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
•
სსიპ − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო;
•
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
•
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
•
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
•
საქართველოს კულტურის სამინისტრო;
•
საქართველოს სპორტის სამინისტრო.
საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან თანამშრომლობის შედეგად
შემუშავდა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები. ამ სიმბოლოებმა საბოლოო სახე მიიღო და
მათზე დადებითი დასკვნა გაიცა, რის შემდეგაც ისინი დამტკიცდა,
საანგარიშო პერიოდში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში შემოვიდა 156 წერილი, ხოლო საბჭოდან
გავიდა 177 წერილი.
72
საქართველოს პარლამენტის 2025 წლის გეგმები
2025 წელს, სხვა საკითხებთან ერთად, პარლამენტის პრიორიტეტები იქნება:
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:
სტრატეგიულ დოკუმენტებს: 2025 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებისას მოქმედებს 2025–
2028 წლების სამთავრობო პროგრამა „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით
ევროპისკენ“, რომლის თანახმად, ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლის მეურ
ნეობისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა. სოფლის მეურნეობის დარგის განვითა
რებისთვის დაგეგმილია 3 მლრდ-მდე ლარის ფინანსური მხარდაჭერის გაწევა.
ასევე მოქმედია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027
წლების სტრატეგია და სტრატეგიის 2024-2027 წწ. სამოქმედო გეგმა.
ევროკავშირთან ინტეგრაციას: კვლავ ძალაშია „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ განსაზღვრული ვაჭრობა და
ვაჭრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები, კერძოდ, DCFTA-ს (კარი IV) მე-4 თავით
განსაზღვრული სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები (SPS), რომლებიც მოიცავს
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის საკითხებს.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელებას: აგრარულ საკითხთა
კომიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სფეროს მიხედვით, 17 მდგრადი განვითარების
მიზნიდან 7 მიზანი რელევანტურია.
კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა მოიცავს 4 სტრატეგიულ ამოცანასა და 34 აქტივობას,
რომლებსაც საკუთარი ინდიკატორები აქვს მინიჭებული. გარდა ამისა, თითოეული ამოცანისა და
აქტივობის შესრულება არის გაზომვადი და მტკიცებულებებზე დამყარებული:
სტრატეგიული ამოცანა 1 − კომიტეტის საქმიანობათაგან უმნიშვნელოვანესი კანონშემოქმედებაა.
ამდენად, აგრარული პოლიტიკის მიმართულებით მტკიცებულებებზე დაფუძნებული კანონშემოქ
მედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა კვლავ არის პირველი სტრატეგიული ამოცანა, რომელიც
ისევ ოთხი ინდიკატორით გაიზომება. ესენია: კომიტეტისა და კომიტეტის წევრის/წევრების მიერ
მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივების რაოდენობა; ბოლო ორი წლის განმავლობაში კომი
ტეტისა და კომიტეტის წევრის/წევრების მიერ ინიციირებულ და პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებში
შეტანილი ცვლილებების რაოდენობა; კანონპროექტებთან დაკავშირებით წამყვანი კომიტეტისა
და „სავალდებულო კომიტეტის“ სტატუსით განსაზღვრულ ვადაში მომზადებული დასკვნების
მაჩვენებელი; სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განსაზღვრულ ვადაში განხილვისა და
მომზადებული დასკვნების მაჩვენებელი;
სტრატეგიული ამოცანა 2 − აგრარული სექტორის პოლიტიკის განხორციელებაზე ეფექტიანი
ზედამხედველობის უზრუნველყოფა არის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმიდან გად
მოტანილი მეორე ამოცანა, რომელიც განხორციელებული საზედამხედველო აქტივობების,
გაცემული რეკომენდაციების რაოდენობისა და მათ განხორციელებაზე ზედამხედველობის მაჩ
ვენებლით იზომება;
73
სტრატეგიული ამოცანა 3 − კვლავ ძალაშია კომიტეტის მიერ ეფექტიანი წარმომადგენლობითი
საქმიანობის უზრუნველყოფა, რომელიც სამი ინდიკატორით იზომება. ესენია: კომიტეტის საქმიანობის
სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ მხარეებთან გამართული შეხვედრების
რაოდენობა; კომიტეტში შემოსულ წერილებზე განსაზღვრულ ვადაში სათანადო რეაგირების
მაჩვენებელი; კომიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საქართველოს პარლამენტის
ვებგვერდზე დროულად განთავსების მაჩვენებელი;
სტრატეგიული ამოცანა 4 − კომიტეტის საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესება ისევ პრიორიტეტუ
ლია და ორი ინდიკატორით იზომება. ესენია: კომიტეტის აპარატის თანამშრომლებისთვის ჩატარე
ბული ტრენინგების რაოდენობა და კომიტეტის აპარატის თანამშრომლების ოფიციალური შეფასების
საშუალო მაჩვენებელი.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით კომიტეტი გეგმავს,
2025 წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება განახორციელოს. მათ შორისაა:
•
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქართული მოდელის გაუმ
ჯობესება;
•
იმ საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევების/საჭიროებების იდენტიფიცირება და
აქტუალიზაცია, რომლებიც მოემსახურება სსიპ − იურიდიული დახმარების სამსახურის
გაძლიერებას და მისი სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას.
სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის გაუმჯობესება
სოციალური და ეკონომიკური უფლებების განსამტკიცებლად კომიტეტის მიერ 2025 წელს დაგეგმილი
ძირითადი აქტივობებია:
•
ფიზიკურ პირთა გადახდისუუნარობის მარეგულირებელი ახალი საკანონმდებლო აქტის შემუ
შავება;
•
მემკვიდრისთვის ქონების დატოვების არსებული პრაქტიკის შესწავლა გენდერული დისკრი
მინაციის ჭრილში, იდენტიფიცირებული საჭიროების შესაბამისად საკანონმდებლო ცვლილე
ბის მომზადება და ინიციირება;
•
მორალური ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა.
სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა
სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერების მიმართულებით კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმია
ნობის პრიორიტეტებს შორისაა:
•
74
უქმე დღით სარგებლობის უფლების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ანალიზი
და შესაბამისი ცვლილებების მომზადება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება
2025 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებისთვის კომიტეტის
კანონშემოქმედებით საქმიანობაში გათვალისწინებული იქნება:
•
ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების შშმ პირთათვის ხელმისაწვდომობის ხელშეწყო
ბა.
ქალთა უფლებების დაცვის გარანტიების გაუმჯობესება
კომიტეტის მიერ ქალთა უფლებების დაცვის გარანტიების გაუმჯობესების მიმართულებით განსა
ხორციელებელ ღონისძიებებს შორისაა:
•
სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი ნორმების ანალიზი და იდენტიფიცირებული
საჭიროების მიხედვით ცვლილებების პროექტის შემუშავება.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის და დაზარალებულის უფლებების დაცვის გაუმჯობესება
2025 წელს კომიტეტი გეგმავს:
•
მოახდინოს გადაადგილების შეზღუდვის, როგორც აღკვეთის ღონისძიების ახალი სახეობის,
შესახებ კანონის პროექტის ინიციირება;
•
შეისწავლოს დაზარალებულის უფლებრივი მდგომარეობა სისხლის სამართლის პროცესში
და გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად მოამზადოს ცვლილებების პროექტი.
საზედამხედველო საქმიანობა
საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში კომიტეტს 2025 წელს დაგეგმილი აქვს შემდეგი ძირი
თადი აქტივობები:
•
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლი;
•
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და
მასთან დაკავშირებული სხვა კანონების დებულებების სათანადოდ აღსრულების პროცესის
მონიტორინგი;
•
„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წელს შეტანილი ცვლილებების
იმპლემენტაციის მონიტორინგი;
•
ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჩართულობის გაძლიერების
შესაძლებლობების ანალიზი საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებით;
•
ბავშვის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მარეგულირებელი ნორმების აღსრუ
ლების კონტროლი;
•
ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა
− სახალხო დამცველის საპარლამენტო წლიური ანგარიშის განხილვა;
•
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის აღსრუ
ლების შუალედური მონიტორინგი.
75
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
კომიტეტის სტრატეგიული ხედვა და სამოქმედო გეგმა ეფუძნება მისი ფუნქციონირების ძირითად
მიმართულებებს:
1. პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და კანონშემოქმედება.
2. საზედამხედველო საქმიანობა.
3. საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია.
4. ორგანიზაციული განვითარება.
კომიტეტის მიერ 2025 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:
1. პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და კანონშემოქმედების კუთხით განსახორციელებელი
აქტივობებიდან აღსანიშნავია:
•
განათლებისა და მეცნიერების ერთიანი კონცეფციის დამტკიცების შესახებ საქართველოს
პარლამენტის დადგენილების პროექტის ინიციირება;
•
უსაფრთხო სკოლის კონცეფციის შემუშავება;
•
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროს მარეგულირებელ კანონსა და
მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კანონში ცვლილებების შეტანა;
•
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროს მარეგულირებელ კანონსა და
მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კანონში ცვლილებების შეტანა და სხვა.
2. საზედამხედველო საქმიანობის თვალსაზრისით დაგეგმილი, განსახორციელებელი ღონის
ძიებებიდან აღსანიშნავია:
76
•
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კანონქვემ
დებარე ნორმატიული აქტების შემუშავების/დამტკიცების კონტროლი;
•
„სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით გან
საზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი;
•
ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის შესწავლის
მიზნით ჩატარებული თემატური მოკვლევის ფარგლებში კომიტეტის მიერ გაცემული
რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
•
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებებისგან ასოცირების დღის წეს
რიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის
რეგულარულად გამოთხოვა;
•
საქმიანობის განხორციელება ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების მიზნით;
•
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოს 2025
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშების მოსმენა;
•
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
მიმართულებით მომზადებული ანგარიშების განხილვა;
•
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებისა და არსებული გამოწვე
ვების შესახებ ანგარიშის მოსმენა;
•
განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით 2024 წელს გან
ხორციელებული საქმიანობის ანგარიშისა და 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ
ინფორმაციის მოსმენა და სხვა.
3. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის კუთხით დაგეგმილი, განსახორციელებელი
ღონისძიებებიდან აღსანიშნავია:
•
ვიზიტები სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების დაწესებულე
ბებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში;
•
დაინტერესებული პირებისთვის (საგანმანათლებლო დაწესებულებები, დარგობრივი,
საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები) კომიტეტის საქმიანობის შესახებ
ინფორმაციის რეგულარულად მიწოდება სოციალური არხებისა და ელექტრონული
ფოსტის საშუალებით;
•
საზღვარგარეთ მყოფ ქართველ მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პროფესორებსა და
მეცნიერებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და კომიტეტის მიერ განხორციელებულ შესაბამის
პროექტებში მათი ჩართვა;
•
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის გაძლიერება;
•
პარლამენტში ვიზიტით მყოფი სამიზნე აუდიტორიისთვის კომიტეტის შესახებ საინფორმაციო
ბროშურის დამზადება და მიწოდება;
•
პარლამენტის საქმიანობის პოპულარიზაცია მოსწავლეთა და სტუდენტთა შორის − შეხ
ვედრების გამართვა როგორც პარლამენტში, ისე გასვლით ფორმატში;
•
„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ ფარგლებში საქართველოს პარლა
მენტის მიერ დაწესებულ სპეციალურ კატეგორიაში „წლის საუკეთესო ინკლუზიური
პრაქტიკა პროფესიულ განათლებაში“ გამარჯვებულის დაჯილდოება;
•
ახალგაზრდული ფორუმის ორგანიზების ხელშეწყობა და სხვა.
4. ორგანიზაციული განვითარებისა და კომიტეტის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით
დაგეგმილია:
•
აპარატის თანამშრომლების საჭიროებების განსაზღვრა;
•
პარლამენტის სასწავლო ცენტრსა და გარე ორგანიზაციებთან კოორდინირებით აპარატის
თანამშრომელთა გადამზადება.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
კომიტეტის სტრატეგიული ხედვა და სამოქმედო გეგმა ეფუძნება მისი ფუნქციონირების ძირითად მი
მართულებებს:
•
მტკიცებულებებზე დაფუძნებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა;
•
პოლიტიკის განხორციელებაზე ეფექტური ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
•
კომიტეტის მიერ ეფექტური წარმომადგენლობითი საქმიანობის უზრუნველყოფა;
•
კომიტეტის საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება.
77
კომიტეტის მიერ 2025 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებიდან აღსანიშნავია:
1. კანონშემოქმედებითი საქმიანობის თვალსაზრისით დაგეგმილია შემდეგი:
•
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო პაკეტის
− საქართველოს კანონის პროექტები: „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“, „საქარ
თველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ
კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ −
ინიციირება და პირველი მოსმენით მიღება;
•
კომიტეტის მიერ შემუშავებული „კლიმატის ცვლილების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანამდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან
ერთად) ინიციირება;
•
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის, „სამრეწველო ემისიების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნარჩენების მართვის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული
და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონების პროექტების ინიციირება და პირველი მოსმენით მიღება;
•
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული „ნადირობის შესახებ“ საკანონმდებლო
პაკეტის (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანამდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან
ერთად) ინიციირება და სამართლებრივი ანალიზი და სხვა.
2. საზედამხედველო საქმიანობის თვალსაზრისით დაგეგმილი, განსახორციელებელი ღონისძი
ებებიდან აღსანიშნავია:
•
წიაღის სექტორის რეფორმის განხორციელებასა და სსიპ „მინერალური რესურსების
ეროვნული სააგენტოს“ საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მოსმენა;
•
სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს ანგარიშის მოსმენა;
•
სსიპ − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წლიური ანგარიშის
მოსმენა;
•
ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების შესახებ საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის მოსმენა;
•
ამტვერებადი მასალის მოპყრობასთან დაკავშირებით მოქმედი სამართალდარღვევების
აღსრულების მდგომარეობის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და
მუნიციპალიტეტების ანგარიშის მოსმენა;
•
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემცველობის
კონტროლისა და აღნიშნულ სამართალდარღვევებზე რეაგირების შესახებ სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების (სსდ) − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
ანგარიშის მოსმენა და სხვა.
3. წარმომადგენლობითი საქმიანობის თვალსაზრისით დაგეგმილი, განსახორციელებელი ღო
ნისძიებებიდან აღსანიშნავია:
•
78
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით ცნობი
ერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანიების განხორციელება (საზოგადოებრივი
აზრის/დამოკიდებულებების შესწავლა, გეგმის შემუშავება, კამპანიის განხორციელება და
შეფასება);
•
გასვლითი შეხვედრის ორგანიზება სახელმწიფო უწყებებთან „შინაურ ბინადარ ცხოველთა
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ეფექტიან აღსრულებასთან დაკავშირებულ
საკითხზე მსჯელობის მიზნით;
•
გასვლითი შეხვედრის ორგანიზება ჟურნალისტებთან „შინაურ ბინადარ ცხოველთა შე
სახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით;
•
„კლიმატის ცვლილების შესახებ“ საქართველოს კანონზე მომზადებული საკონსულტაციო
დოკუმენტების საფუძველზე კანონის პროექტის პირველადი ვერსიის შემუშავება.
4. კომიტეტის საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესების თვალსაზრისით დაგეგმილი, განსახორ
ციელებელი ღონისძიებებიდან აღსანიშნავია:
•
კომიტეტის აპარატის თანამშრომლებისთვის თითოეული სტრატეგიული სექტორული მიმარ
თულებისთვის აქტუალურ საკითხებზე ტრენინგების ციკლის (დარგობრივი ტრენინგები,
მაგალითად, სივრცითი მოწყობის, სამშენებლო სამართლის, ცირკულარული ეკონომიკის
თუ სხვა მიმდინარე თემებზე) ორგანიზება;
•
პარლამენტის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში კომიტეტის აპარატის
თანამშრომლების მონაწილეობა.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
საკანონმდებლო საქმიანობა
კომიტეტის, კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის წევრების მიერ წარმოდგენილი საკანონ
მდებლო ინიციატივები:
•
ექსპორტის მხარდამჭერი საკანონმდებლო ინიციატივები;
•
საკანონმდებლო ინიციატივები შრომის ბაზრის კონკურენტუნარიანობის/პროდუქტიულობის
გაზრდის მიმართულებით;
•
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტი (საკანონმდებლო ინიციატივა);
•
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (საკანონმდებლო
ინიციატივა);
•
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (საკანონმდებლო ინიციატივა);
•
დეველოპერული სექტორის მხარდამჭერი საკანონმდებლო ინიციატივები.
საზედამხედველო საქმიანობის| ეფექტიანობის ზრდა და კანონმდებლობის აღსრულების პროცესის
ხელშეწყობა: კომიტეტი გეგმავს, 2025 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე მოისმინოს
და განიხილოს ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის 19 ანგარიში.
79
კომიტეტი ასევე გეგმავს, 2025 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე ასოცირების შესახებ
შეთანხმების ვალდებულებების შესრულების მიმართულებით 3 ანგარიში მოისმინოს. კერძოდ,
დაგეგმილია:
•
საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო
სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2024 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების
შესახებ ანგარიშის მოსმენა;
•
ენერგეტიკის სექტორში ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების
შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა;
•
ტრანსპორტის სექტორში ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების
შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა.
ეფექტური საბიუჯეტო ზედამხედველობის უზრუნველყოფა:
•
საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მოსმენა;
•
საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვისა და 9 თვის ანგარიშების
მოსმენა;
•
საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
2025 წელს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი გამართავს საკომიტეტო მოსმენებსა და
სამუშაო შეხვედრებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ქართული დიასპორის საინვესტიციო შესაძლებლობები − 2025 წელს იგეგმება დიასპორული
ბიზნეს-ეკონომიკური ფორუმის გამართვა პოტენციური ინვესტორი კომპანიებისა და
სტრატეგიულ ბაზარზე დასაქმებული წარმატებული თანამემამულეების მონაწილეობით;
დიასპორელი ახალგაზრდების ჩართულობა − კომიტეტი გეგმავს, გაზარდოს უცხოეთში
მცხოვრები ახალგაზრდებისა და სტუდენტური ორგანიზაციების ჩართულობა ისეთ
პროექტებში, როგორებიცაა: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“; „უცხოეთში მცხოვრები
თანამემამულეების სტაჟირება საქართველოს პარლამენტში“; „მომავლის ბანაკი“, „საკვირაო
სკოლების ხელშეწყობა“ და სხვა;
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ინფორმირება სახელმწიფო პოლიტიკისა და
მათთვის საინტერესო პროექტების შესახებ;
ისტორიულ დიასპორასთან, კერძოდ, თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანისა და საფრანგეთის
ქართულ დიასპორებთან ურთიერთობების გაძლიერება.
კომიტეტი გეგმავს, განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს კავკასიის
ხალხებთან უფრო მჭიდრო კულტურულ-სამეცნიერო ურთიერთობებისა და კავშირების დამყარებას,
სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.
კომიტეტი გეგმავს, 2025 წელს, გასული წლის მსგავსად, საქართველოს პარლამენტში ჩაატაროს
სამუშაო შეხვედრები და კონფერენციები მიგრაციის თემატიკაზე.
საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით კომიტეტი გეგმავს, იმუშაოს შემდეგ საკანონმდებლო
აქტებზე:
80
−
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“;
−
საქართველოს კანონი „უცხოეთში
ორგანიზაციების შესახებ“;
−
საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და
საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“;
−
საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“;
−
საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;
−
საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ“;
−
საქართველოს კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ“.
მცხოვრები
თანამემამულეებისა
და
დიასპორული
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2025 წელს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი გააგრძელებს საქართველოსა და ევროკავშირს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ინიციატივების
განხილვას, მათ შორის, განიხილავს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის
წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო პაკეტსა და სხვა კანონპროექტებს.
კომიტეტი ასევე გააგრძელებს ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების
შესრულებაზე ზედამხედველობას. კომიტეტი იმუშავებს ევროინტეგრაციის საკითხებზე საპარლამენტო
დიპლომატიის განსახორციელებლად, მათ შორის, ისეთ საპარლამენტო ფორმატებში მონაწი
ლეობით, როგორებიცაა: ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი
(EU-GEORGIA PAC), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA), ევროკავშირის წევრი
სახელმწიფოების ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენცია (COSAC) და სხვა. კომიტეტი ასევე გააძლიერებს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და
წევრობის კანდიდატი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებთან.
ამასთანავე, კომიტეტი გააგრძელებს საზოგადოებასთან კომუნიკაციას საქართველოს ევროკავშირში
ინტეგრაციის საკითხებზე.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2025 წელს გააგრძელებს კანონშემოქმედებით საქმიანობას,
მათ შორის, საქართველოს თავდაცვის კოდექსის სამართლებრივ დახვეწაზე მუშაობას, აგრეთვე
კონცეპტუალური, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს შეფასებას, შესაბამისი საკანონმდებლო
აქტებისა და უსაფრთხოების სფეროში დოკუმენტების პროექტების განხილვას.
კომიტეტი იმუშავებს პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობის
კონტროლის მიმართულებით, ასევე გამართავს შესაბამისი უწყებების თემატურ საკომიტეტო
მოსმენებს, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური
ანგარიშის მოსმენას, მოსმენას ტოტალური თავდაცვის, წინააღმდეგობის გაწევის, რეზერვისა და
მობილიზაციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის შესახებ.
81
კომიტეტი განახორციელებს საზედამხედველო ვიზიტებს, მათ შორის, სამხედრო ბაზებზე, ეროვნული
თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საოკუპაციო
ხაზზე და სხვა.
კომიტეტი იმუშავებს ქვეყნის თავდაცვაში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობაზე, საქართველოს
თავდაცვის ძალების პოპულარიზაციაზე, აგრეთვე ჩაერთვება ნატოში ინტეგრაციის შესახებ
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო სფეროში არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი
რეაგირების მიზნით გეგმავს, იმუშაოს შემდეგ საკითხებზე:
•
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ძირეული გადასინჯვა
არსი: გაგრძელდება მუშაობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი და კერძო
ნაწილების ძირეულ გადასინჯვაზე. ამ პროცესში ყურადღება გამახვილდება ისეთ კონცეპტუალურ
საკითხებზე, როგორებიცაა: სასჯელის დანიშვნის პრინციპები, სასჯელის სახეები, პირობითი მსჯავრი,
გამოსაცდელი ვადა და სხვა. ამასთანავე, ყურადღება გამახვილდება მთელ რიგ დანაშაულთა
შემადგენლობაზე, მათ დამამძიმებელ გარემოებებზე, სასჯელებსა და სხვა საკითხებზე.
•
საქართველოს კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილების განხილვა
არსი: ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის
საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით კონსტიტუციური კანონის
პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით
აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან,
ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების
გამოყენებასთან, შეკრებასთან, ინფორმაციის გავრცელებასა და განათლებასთან დაკავშირებული
შესაბამისი საკითხები.
•
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და სხვა სათანადო
საკანონმდებლო აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვა
არსი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოქმედი რედაქცია
საჭიროებს მთელი რიგი პროცედურული და ტექნიკური თავისებურებების გადახედვას და არსებულ
პრაქტიკულ გამოწვევებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. აღნიშნული კანონპროექტი მიზნად
ისახავს საარჩევნო კანონმდებლობის მომწესრიგებელი ნორმების დახვეწასა და ჰარმონიზაციას.
•
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის
შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა სათანადო საკანონმდებლო აქტებში განსახორ
ციელებელი ცვლილებების განხილვა
არსი: დაზუსტდება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა სამართლებრივ
სტატუსთან, აგრეთვე მათ მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებული საკითხები; აღმოიფხვრება
აღსრულების პროცესში არსებული ცალკეული ხარვეზები და უზრუნველყოფილი იქნება არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების ეფექტიანი აღსრულება.
•
„ნორმატიული აქტების შესახებ“ და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონებში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვა
არსი: ცვლილებები ხელს შეუწყობს ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე სამართლებრივი
დაახლოების ვალდებულებების შესრულებას. კანონების მიღების შემდეგ xგაძლიერდება ასოცირების
შესახებ შეთანხმებით ნაკისრი სამართლებრივი დაახლოების ვალდებულების შესრულების
მონოტორინგი. ცვლილებები ასევე ხელს შეუწყობს ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების
82
სწორი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და, ზოგადად, სამართლებრივი დაახლოების პროცესის ეფექ
ტიანად წარმართვას.
•
„დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტსა და სხვა სათანადო
საკანონმდებლო აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვა
არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავება უპირველესად განპირობებულია დანაშაულის
გახსნისა და გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის საჭიროებით. განვითარების თანამედროვე
ეტაპზე სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა მეტწილად დამოკიდებულია ტექნიკური
საშუალებების გამოყენებაზე. აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაა დნმ-ის ნიმუშის
პროფილირება და დნმ-ის მონაცემთა ბაზის მეშვეობით მისი შემდგომი დამუშავება, რაც ხელს უწყობს
დამნაშავე პირთა დროულ იდენტიფიკაციას. შესაბამისად, ცალკეული ქვეყნების კანონმდებლობისა
და არსებული პრაქტიკის გაზიარებით შემუშავდა საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც მიზნად
ისახავს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისთვის საჭირო საკანონმდებლო რეგულაციის შექმნას და ამ
გზით საგამოძიებო ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებას.
•
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა სათანადო საკანონმდებლო აქტებში
განსახორციელებელი ცვლილებების განხილვა
არსი: წარმოდგენილი კანონპროექტი ემსახურება დანაშაულის პრევენციის, საზოგადოებრივი
უსაფრთხოების, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ეფექტიანობის გაზრდას.
•
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა სათანადო
საკანონმდებლო აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვა
არსი: წარმოდგენილი კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული
პირების კატეგორიზაციას, მათი დაფუძნების საფუძვლებს და მათთან მიმართებით ადგენს საჯარო
სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობის გავრცელების, საჯარო სამართლის იურიდიული
პირების დაქვემდებარებისა და მათი საქმიანობის კონტროლის განხორციელების საკითხებს.
•
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსახორციელებელი
ცვლილების განხილვა
არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით წესდება ადმინისტრაციული ჯარიმები მიწის ნაკვეთზე
არსებული მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის. აღნიშნული
ქმედება დიდ ზიანს აყენებს როგორც ნიადაგს, ისე გარემოს. არსებობს ხანძრის მიმდებარე
ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებზე ან დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების ძალიან დიდი ალბათობა,
რამაც შესაძლებელია შეუქცევი შედეგები გამოიღოს. ამასთანავე, ხშირად სახერხი საამქროების
მიერ სპეციალური ფირნიშის საკონტროლო ფირნიშის დადგენილი წესის ან ვადის დარღვევით
წარდგენის შემთხვევაში არსებული საჯარიმო სანქცია შემაკავებელ ეფექტს ვერ უზრუნველყოფს.
კანონპროექტით თითოეული წარმოუდგენელი საკონტროლო ფირნიშისთვის დამატებითი საჯარიმო
სანქცია დგინდება.
საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელების კუთხით
დაგეგმილია:
•
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის
შესახებ ანგარიშის განხილვა.
•
საქართველოს პროკურატურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვა.
•
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის
განხილვა.
•
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშის განხილვა.
83
•
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიშის განხილვა.
•
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშის განხილვა.
•
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი
გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ ანგარიშის განხილვა.
•
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული
გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის განხილვა
ამასთანავე, კომიტეტს დაგეგმილი აქვს ცალკეული თანამდებობის პირების კანდიდატურების საქარ
თველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხილვა, კომიტეტის სხდომაზე მოსმენა და ამ პროცესების
მიმდინარეობისას საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა:
•
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებული სა
კითხის განხილვა.
კულტურის კომიტეტი
კულტურის კომიტეტის სამოქმედო გეგმა ეფუძნება მისი ფუნქციონირების შემდეგ ძირითად მიმარ
თულებებს:
•
პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და კანონშემოქმედება;
•
საზედამხედველო საქმიანობა;
•
საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია;
•
კომიტეტის ორგანიზაციული განვითარება.
კომიტეტის მიერ 2025 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:
1. პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და კანონშემოქმედების კუთხით:
84
•
საზოგადოების სხვადასხვა ფენისთვის კულტურის ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელ
შეწყობა, ამ მიმართულებით დარგობრივ სამინისტროსთან ერთად განსახორციელებელი
აქტივობების დაგეგმვა, მათ შორის, მუნიციპალიტეტების დონეზე მათი უფლებამოსილების
ფარგლებში კულტურის სფეროს დეცენტრალიზაციის სტიმულირება;
•
კულტურის კომიტეტისთვის სახელოვნებო განათლების პრიორიტეტულობის გათვალის
წინებით, სახელოვნებო განათლების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირების მიზნით
სფეროს სიღრმისეული კვლევის გაგრძელება, სახელოვნებო განათლების პოლიტიკის
შემუშავების/განხორციელების კოორდინაცია, არსებული საგანმანათლებლო დაწესებულე
ბების გაძლიერების ხელშეწყობა;
•
კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა/კოორდინაცია, საჭიროების
შემთხვევაში „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი
შესაბამისი ცვლილებების პროექტის მომზადება; კანონის აღსრულების მონიტორინგი;
•
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა. საკანონმდებ
ლო ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობა ექნება, გა
ნახორციელოს კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა, რომელიც უზრუნ
ველყოფს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო
ფენებისთვის კულტურის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი ინფორმაციისა და
მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და რომლის მიზანი არ არის მოგების
მიღება;
•
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა.
აღნიშნული ცვლილებები განპირობებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის შემუშავებით, რომლის თანახმად, საქმიანობის ლიცენზიის სახეებს
(კანონის მე-6 მუხლი) ემატება კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენ
ზია;
•
საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და თანდართული მასალების
განხილვა;
•
2025 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების განმავლობაში საქართველოს
მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვა და სხვა.
2. საზედამხედველო საქმიანობის თვალსაზრისით დაგეგმილი, განსახორციელებელი ღონისძი
ებებიდან აღსანიშნავია:
•
განხორციელებული თემატური მოკვლევის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოს
წავლეთა ინკლუზია სახელოვნებო განათლების სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში“
ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგი;
•
კომიტეტის გამგებლობისთვის მიკუთვნებულ სფეროში მიღებული ნორმატიული აქტების
აღსრულების მდგომარეობის კონტროლი და კომიტეტის გამგებლობისთვის მიკუთვნებულ
სფეროში საქართველო პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით
აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისთვის განსაზღვრული დავალებების
დადგენილ ვადაში შესრულების შემოწმება;
•
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებებისგან ასოცირების დღის
წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის
რეგულარულად გამოთხოვა, აგრეთვე ამ მიმართულებით საკომიტეტო მოსმენების
ჩატარება;
•
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა;
•
საქართველოს კულტურის სამინისტროს, აგრეთვე მისი მმართველობის სფეროში მოქმედი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშების მოსმენა;
•
სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული
საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა;
•
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს
საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა (სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად,
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლების მდგომარეობის კონტექსტში);
•
სსიპ − შემოქმედებითი საქართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის
მოსმენა (შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერების ხელშემწყობი პროექტების,
პროგრამებისა და კონკურსების გამოცხადების კონტექსტში);
•
თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნა შემდეგ საკითხზე: ქართული კულტურის არსებული
მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები ეთნიკური უმცირესობით მჭიდროდ
დასახლებულ რეგიონებში და სხვა.
85
3. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის კუთხით დაგეგმილი, განსახორციელე
ბელი ღონისძიებებიდან აღსანიშნავია:
•
კულტურის საკითხებზე მომუშავე დარგობრივი სათათბირო ჯგუფებისა და ექსპერტთა
საბჭოს შექმნა, სამუშაო გრაფიკის შემუშავება, მათ შორის, კომიტეტთან არსებული
საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში;
•
მოწყვლადი ჯგუფებისთვის ღონისძიებების მოწყობა და შესაბამის დაწესებულებებში
ვიზიტების განხორციელება, რომელთა მიზანია ზემოაღნიშნული პირების კულტურულ
ცხოვრებაში ჩართვის უზრუნველყოფა;
•
ხელოვნების საათი − ღონისძიებების ციკლის მიზანია კომიტეტის ინიციატივით
კულტურის სფეროს ცნობად სახეებთან ახალგაზრდების შეხვედრების ორგანიზება, მათი
გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გაზიარება;
•
ღია კარის დღეების ორგანიზება, სახელოვნებო განათლების დაწესებულებებში ვიზიტების
განხორციელება, რომელთა მიზანია აღნიშნული დაწესებულებების გამოწვევების ადგილზე
გაცნობა, მათზე რეაგირების მექანიზმების შემუშავება და სხვა;
•
საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურის ცენტრების (სტუდიების, წრეების,
ჯგუფების, საკვირაო სკოლების და სხვა), ქართული სახლებისა და სათვისტომოების
მიერ ტრადიციული და თანამედროვე ქართული ხელოვნების მიმართულებით არსებული
გამოწვევების იდენტიფიცირება და მათთან სამომავლო თანამშრომლობა;
•
საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით კულტურის დიპლომატიის გააქტიურება
და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურის სფეროში არსებული
მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მონიტორინგი, საპარლამენტო
დელეგაციების ევროსაბჭოსა და ევროსტრუქტურებში ვიზიტების ფარგლებში კულტურული
პროგრამების განხორციელება (მაგალითად: ქართული კინოს კვირეული, თეატრალური
დადგმები, წიგნების გამოფენა, სახვითი ხელოვნების გამოფენები, ქართული ფოლკლორის
საღამოები, საშემსრულებლო ხელოვნება);
•
კომიტეტის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინტერაქტიული
შეხვედრების ორგანიზება დაინტერესებული პირების ჩართულობით ონლაინპლატფორმების
გამოყენებით;
4. ორგანიზაციული განვითარებისა და კომიტეტის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით
დაგეგმილია:
86
•
კომიტეტის წევრების თემატური პასუხისმგებლობების განსაზღვრა (თემატური მომხსე
ნებელი);
•
აპარატის თანამშრომელთა ფუნქციებისა და ამოცანების განსაზღვრა, სამუშაო აღწერი
ლობების განახლება;
•
პარლამენტის
გადამზადება;
•
დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით აპარატის თანამშრომელთა გადამზადება;
•
კომიტეტის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფებში
ჩართვა;
•
კომიტეტის მუშაობაში საკონსულტაციო საბჭოს ჩართვა.
სასწავლო
ცენტრთან
კოორდინირებით
აპარატის
თანამშრომელთა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა მოიცავს 4 სტრატეგიულ ამოცანასა და აქტივობას, რომ
ლებსაც საკუთარი ინდიკატორები აქვს მინიჭებული. გარდა ამისა, თითოეული ამოცანისა და
აქტივობის შესრულება არი გაზომვადი და მტკიცებულებებზე დამყარებული.
სტრატეგიული ამოცანა 1 − კომიტეტის საქმიანობათაგან უმნიშვნელოვანესი კანონშემოქმედებაა.
ამდენად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის
მტკიცებულებებზე დაფუძნებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა
კვლავ პირველი სტრატეგიული ამოცანაა. განიხილება კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო
ინიციატივები და საკანონმდებლო წინადადებები, განხორციელდება კომიტეტის გამგებლობისთვის
მიკუთვნებულ სფეროში მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობის კონტროლი;
სტრატეგიული ამოცანა 2 − კომიტეტის მიერ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სუბიექტების
ეფექტიანი კონტროლის უზრუნველყოფა;
სტრატეგიული ამოცანა 3 − საჯაროობის, ანგარიშვალდებულებისა და თანამონაწილეობის
პრინციპზე დაფუძნებული საქმიანობის წარმართვა. იგი იზომება სამი ინდიკატორით: მოქალაქეებისა
და ორგანიზაციების წერილების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; კომიტეტის წევრებსა და
აპარატის თანამშრომლებთან ერთად სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოსთან შეხვედრების
ჩატარება; პარლამენტის წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრების შედეგად მიღებული ინფორმაციის
გაანალიზება და რეაგირება;
სტრატეგიული ამოცანა 4 − კომიტეტის ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება. იგი
მოიცავს ისეთ ინდიკატორებს, როგორებიცაა: კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავება
და კომიტეტის სხდომაზე დამტკიცება; კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის დამტკიცება;
კომიტეტის აპარატის საჯარო მოსამსახურეების სწავლება/ტრენინგების ჩატარება; კომიტეტის
აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ყოველწლიური შეფასება და მასთან დაკავშირებული
ღონისძიებების უზრუნველყოფა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2025 წელს საგარეო საქმეთა კომიტეტი გააგრძელებს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში
საქართველოს დეოკუპაციის საკითხის შემდგომ გააქტიურებას და არაღიარების პოლიტიკის
განხორციელებაზე მუშაობას. კომიტეტი ასევე ხელს შეუწყობს ასოცირების შესახებ შეთანხმების
შესრულებას, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების დასაწყებად შესაბამისი ნაბიჯების
გადადგმას, წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მობილიზებას. კომიტეტი გააგრძელებს აგრეთვე
საქართველოს ნატოში გაწევრების პროცესის ხელშეწყობას.
კომიტეტი იმუშავებს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე,
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული ამოცანების განხორციელებაზე, ჩაერთვება
საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში, ხელს
შეუწყობს სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავებას.
კომიტეტი ჩაერთვება ეკონომიკურ დიპლომატიაში, რათა გააძლიეროს საქართველოს, როგორც
დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი რეგიონული კვანძის, როლი და ფუნქცია და
ხელი შეუწყოს „შუა დერეფნის“ განვითარებას.
87
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
2025 წელს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აპირებს აქტიურად განაგრძოს
•
კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგე
ნილებების პროექტების, საკანონმდებლო წინადადებების განხილვა;
•
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი აუცილებელი ცვლილებების შესახებ
წინადადებების მომზადება და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება;
•
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის,
თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის
ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის განხილვა;
•
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში საპარლამენტო
უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ
ინფორმაციის, აგრეთვე საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიის პარლამენტის ბიუროსთვის
წარდგენა;
•
კომიტეტებში, დროებით საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებში წევრთა რაოდენობისა
და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების, აგრეთვე მუდმივმოქმედ საპარლამენტო
დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა;
•
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში პარლამენტის
წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება;
•
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში
შესრულების კონტროლი;
•
პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხის შესწავლა და პარლამენტის წევრის
კითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა, აგრეთვე
აღნიშნული ინფორმაციის საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნების
უზრუნველყოფა;
•
იმ პარლამენტის წევრთა სიის შედგენა, რომელთა მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს
პასუხისმგებლობის ზომა კომიტეტებისა და პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით
გაცდენის, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, და სათანადო
რეაგირება ხელფასის დაკავების მიზნით.
•
კომიტეტი ასევე განახორციელებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით კომიტეტისთვის
განსაზღვრულ სხვა საქმიანობებს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: კომიტეტში შემო
სული საკანონმდებლო ინიციატივების, საკანონმდებლო წინადადებებისა და საერთაშორისო
ხელშეკრულებების განხილვა, კომიტეტის გამგებლობისთვის მიკუთვნებულ სფეროში მიღებული
ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობის კონტროლი;
−
საბიუჯეტო საქმიანობა:
88
ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (BDD) საბოლოო,
დაზუსტებული ვარიანტის გაცნობა, გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში განხილვა;
საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებების პირველი კვარტალის,
6 თვისა და 9 თვის მიმოხილვების პარლამენტის კომიტეტებში განხილვების ორგანიზება,
ანალიზი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილვა; საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველთვიური ოპერატიული ინფორმაციის
დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში განხილვა;
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების 2024 წლის წლიური ანგარიშისა და ამ ანგარიშის შესახებ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების საპარლამენტო განხილვების ორგანიზება,
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განხილვა, შესაბამისი დასკვნისა და საქართველოს
პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადება და კომიტეტში შემოსულ დასკვნებთან
ერთად პარლამენტისთვის წარდგენა;
„ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების
ძირითადი მიმართულებების შესახებ“ ინფორმაციის პარლამენტის კომიტეტებში
განხილვების ორგანიზება, ინფორმაციის გაანალიზება, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
სხდომაზე განხილვა, დასკვნის მომზადება და სხვა კომიტეტების დასკვნებთან ერთად
საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;
საქართველოს პარლამენტის, პარლამენტთან არსებული ორგანიზაციების, აგრეთვე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
2026 წლის საბიუჯეტო განაცხადების განხილვა, შესაბამისი დასკვნებისა და საქართველოს
პარლამენტის დადგენილებების პროექტების მომზადება და მსვლელობის მიცემა;
საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და თანამდევი მასალების,
აგრეთვე პროექტის გადამუშავებული და საბოლოო ვერსიების საპარლამენტო განხილვების
ორგანიზება, განხილვა, საბოლოო დასკვნების მომზადება და შესაბამისი მსვლელობის
მიცემა;
−
კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდ
მივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განხილვა,
შესაბამისი რეკომენდაციების პროექტის მომზადება და კომიტეტისთვის დასამტკიცებლად
წარდგენა;
−
საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სსიპ − საპენსიო
სააგენტოს წლიური საქმიანობის ანგარიშების განხილვა, აგრეთვე, სსიპ − საპენსიო სააგენტოს
6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვის განხილვა და შესაბამისი
დასკვნების მომზადება;
−
სსიპ − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ანგარიშების ანალიზი და
საჭიროების შემთხვევაში განხილვა; აღნიშნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
−
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი მომავალი სამი წლის (2026−2028
წლების) მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვა,
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის შემუშავება და პარლამენტისთვის
წარდგენა;
−
სსიპ − საპენსიო სააგენტოს 2025-2026 წლების ანგარიშგების გარე აუდიტორის შერჩევის
მიზნით მსოფლიოს 4 ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის პარლამენტისთვის წარდგენა,
აუდიტორული ფირმის ტენდერის ან კონკურსის გზით შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების
მიღება და პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა საქართველოს პარლამენტის დადგენილების
პროექტთან ერთად; პარლამენტის მიერ დადგენილებით შექმნილი საკონკურსო ან სატენდერო
კომისიის მუშაობის უზრუნველყოფა;
89
−
კომიტეტის საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული აქტივობების განხორ
ციელება;
−
საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა და თანამ
შრომლობა;
−
მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წერილების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
სპორტის კომიტეტი
სპორტის კომიტეტის მიერ 2025 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებიდან აღსანიშნავია:
•
დარგობრივი პოლიტიკის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შემდგომი განვითარება, აგრეთვე,
საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ვალდებულებების შესაბამისად, ახალი
რეგულაციების შემოღება ან/და მოქმედი რეგულაციების დახვეწა;
•
ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებაზე, სტრატეგიული დოკუმენტებისა და პროგრამების
განხორციელებაზე ზედამხედველობა;
•
სპორტის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ვალდებულებებისა და შესაბამისი ორგანიზაციების
მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი;
•
დარგობრივი პოლიტიკის სფეროში ჩართულ სუბიექტებთან, მათ შორის, საერთაშორისო
ორგანიზაციებსა და უცხოელ პარტნიორებთან, თანამშრომლობა;
•
სპორტში და სპორტის მეშვეობით საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების
ხელშეწყობა;
•
სპორტში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა;
•
სპორტის წინაშე არსებული გამოწვევების, მათ შორის, დოპინგის, სპორტული შეჯიბრების
მანიპულაციის, დისკრიმინაციისა და ძალადობის, წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა.
2025 წელს კომიტეტის თემატური პრიორიტეტებია:
•
მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტივობის დონის ამაღლების ხელშეწყობა;
•
სპორტის მთლიანობის დაცვა;
•
ეკონომიკის განვითარებაში სპორტის როლის გაზრდა;
•
საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა;
•
სპორტის პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე.
1. კანონშემოქმედების კუთხით დაგეგმილი, განსახორციელებელი ღონისძიებებიდან აღსანიშ
ნავია:
90
•
ცალკეულ საკანონმდებლო საკითხებზე საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზება,
საჭიროების შემთხვევაში სამუშაო ჯგუფების შექმნა;
•
საკომიტეტო მოსმენა: „ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე დაცუ
ლობის, უსაფრთხოებისა და მომსახურების ერთიანი მიდგომის შესახებ“ ევროპის საბჭოს
კონვენციის რატიფიცირებისა და მოსამზადებელი აქტივობების შესახებ;
•
საკომიტეტო მოსმენა: „სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ ევროპის
საბჭოს კონვენციის საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებისა და შემდგომი
იმპლემენტაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
2. საზედამხედველო საქმიანობის თვალსაზრისით დაგეგმილი, განსახორციელებელი ღონისძი
ებებიდან აღსანიშნავია:
•
საკომიტეტო მოსმენა: საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ანტიდოპინგური საქმია
ნობის განვითარების ერთწლიანი პროგრამის განხორციელების თაობაზე (ანტიდოპინგური
სააგენტო, საქართველოს სპორტის სამინისტრო);
•
საკომიტეტო მოსმენა: ბავშვთა და სასკოლო ასაკის პირთა სპორტში ჩართულობის
მდგომარეობის თაობაზე (ხელშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორები) ინფორმაციის
მოსმენა (ააიპ − ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საჯარო და
კერძო სკოლების წარმომადგენლები, კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭო);
•
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 141-ე და 142-ე მუხლების შესაბამისად,
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მოსმენა;
•
დარგობრივი სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე კომიტეტის
წევრებთან კონსულტაციების გამართვა.
3. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის კუთხით დაგეგმილი, განსახორციელე
ბელი ღონისძიებებიდან აღსანიშნავია:
•
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კომიტეტის საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის
რეგულარულად განთავსება/განახლება;
•
დაინტერესებულ ჯგუფებთან თემატური შეხვედრების ორგანიზება.
4. ორგანიზაციული განვითარებისა და კომიტეტის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით დაგეგმი
ლი, განსახორციელებელი ღონისძიებებიდან აღსანიშნავია:
•
საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების სპორტულ-გა
მაჯანსაღებელ და მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა;
•
დარგობრივ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე სემინარებსა და ტრენინგებში
კომიტეტის აპარატის თანამშრომელთა აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა;
•
სამოქმედო გეგმის პრიორიტეტულ მიმართულებებზე საექსპერტო დახმარების მიღება
დონორი ორგანიზაციების რესურსების გამოყენებით;
•
კომიტეტში კონკრეტულ ამოცანათა შესასრულებლად შტატგარეშე მოსამსახურის მოწვევის
თაობაზე წინადადების მომზადება.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მტკიცებულებებზე და
ფუძნებული საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელების ამოცანის შესასრულებლად გან
საზღვრულია 6 აქტივობა, რომელთაგან აღსანიშნავია ისეთი კანონპროექტების განხილვა,
როგორებიცაა საქართველოს კანონების პროექტები − „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის
შესახებ“; „სამედიცინო მოწყობილობების შესახებ“; „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
91
თაობაზე“; „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“:
•
„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი − იგი
სრულფასოვნად მოაწესრიგებს საქართველოში სამედიცინო დამხმარე რეპროდუქციის
საკითხებს;
•
„სამედიცინო მოწყობილობების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი − დღევანდელი
მდგომარეობით, ქვეყანაში არ არსებობს სამედიცინო მოწყობილობების მარეგულირებელი
ჩარჩო წარმოების, იმპორტის, დისტრიბუციის, აღრიცხვისა და მიკვლევადობის, ხარისხზე
ზედამხედველობის, მომსახურებისა და ექსპლუატაციის კუთხით. აღნიშნული კანონი
დაარეგულირებს ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი სამედიცინო მოწყობილობების
ბაზარზე განთავსებასთან, ბაზარზე ხელმისაწვდომობასა და ექსპლუატაციასთან დაკავში
რებულ საკითხებს. „სამედიცინო მოწყობილობების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის შემუშავება „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმების“ დღის წესრიგიდან გამომდინარეობს;
•
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქარ
თველოს კანონის პროექტი − კანონის მიღების შედეგად გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის
გაუმჯობესებისა და ექიმთა დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით რეზიდენტურის ტოლფასი
სტაჟის მქონე უმცროს ექიმებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა და მიეცემათ უფლება, ჩააბარონ
სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის
უფლება;
•
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა −
დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტი − კანონის მიღების შედეგად დევნილ ოჯახს შეუნარჩუნდება ქულათა ის
რაოდენობა, რომლის მიხედვითაც იგი უზრუნველყოფილი იქნება ისეთივე საცხოვრებლით,
როგორსაც მიიღებდა ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე, გრძელვადიანი საცხოვრებელი
ფართობით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი
სამართლებრივი აქტის გამოცემისას. წარმოდგენილი ცვლილება უზრუნველყოფს ისეთი
მექანიზმის განსაზღვრას, რომელიც დაიცავს დევნილი ოჯახის ინტერესებს;
•
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი − ამ ცვლილებით შეიქმნება კოსმეტიკურ პროდუქ
ციასთან დაკავშირებული, ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი მარეგულირებელი
ჩარჩო.
დარგობრივი პოლიტიკის განხორციელებაზე ეფექტური ზედამხედველობა
ეს ამოცანა 23 აქტივობისგან შედგება. მათგან აღსანიშნავია კანონების აღსრულებაზე ზედამხედ
ველობა, დარგში მნიშვნელოვანი რეფორმების მიმდინარეობის კონტროლი, აგრეთვე ნააკ-ისა და
თემატური მოკვლევების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის
განხორციელება და სხვა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
რომელიც გულისხმობს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს, კომიტეტმა მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელა
და ზედამხედველობა გაუწია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული ახალი რეფორმის −
დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელის მიმდინარეობას. ამ მუშა
ობის შედეგად კომიტეტმა 5 რეკომენდაცია შეიმუშავა.
92
კომიტეტის მიერ ეფექტური წარმომადგენლობითი საქმიანობის უზრუნველყოფა
2025 წლის სამოქმედო გეგმაში აღნიშნული ამოცანა 3 ინდიკატორით გაიზომება. ამოცანის შე
სასრულებლად გათვალისწინებულია 7 აქტივობა: სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან თემატური
შეხვედრების ორგანიზება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან დარგის განვითარების
საკითხებზე პერიოდული შეხვედრების ორგანიზება, კომიტეტში შემოსულ კორესპონდენციაზე
პასუხების მომზადება, კომიტეტის საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში
მნიშვნელოვან საკითხებზე სამუშაო ჯგუფის/ჯგუფების შექმნა და სხვა.
კომიტეტის საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება
ამოცანა მოიცავს 6 აქტივობას: კომიტეტის სამოქმედო გეგმის აქტივობების მიხედვით აპარატის
თანამშრომლების პასუხისმგებლობების განსაზღვრა, თანამშრომელთა შეფასების ჩატარება, ტრე
ნინგებსა და ღონისძიებებში კომიტეტის აპარატის თანამშრომლების მონაწილეობა და სხვა.
საბიუჯეტო ოფისი
სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები:
•
საბიუჯეტო ოფისის შესახებ ცნობადობის ამაღლება
კარგი საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, IFI-ის უნდა ჰქონდეს კომუნიკაციის სტრატეგია,
რათა ხელი შეუწყონ ეფექტიან კომუნიკაციას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან. საბიუჯეტო
ოფისმა უნდა გააუმჯობესოს თავისი ცნობადობა და კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან.
მნიშვნელოვანია, რომ საბიუჯეტო ოფისს ჰქონდეს მაღალი მედია გაშუქება და მისი ანალიზების
შედეგები ხშირად მოიხსენიებოდეს პარლამენტის წევრებისა და ექსპერტების მიერ დებატების დროს,
ისევე როგორც ეკონომიკის სფეროს ჟურნალისტების მიერ, რომლებიც ფისკალური მდგრადობის
საკითხებზე მუშაობენ.
საბიუჯეტო ოფისი გეგმავს კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებას, რომელშიც რიგ საკითხებთან
ერთად:
•
o
განსაზღვრული იქნება კონკრეტული სამიზნე ჯგუფები;
o
თითოეული მიზნობრივი ჯგუფისთვის მოხდება შესაბამისი საკომუნიკაციო არხების იდენ
ტიფიცირება;
o
განსაზღვრული იქნება შესრულების ინდიკატორები, რომელთა მეშვეობით მოხდება კომუ
ნიკაციის ეფექტიანობის გაზომვა;
o
განისაზღვრება საინფორმაციო ბიულეტენის მომზადების და დაგზავნის ფორმატი.
საბიუჯეტო ოფისის ანალიტიკური შესაძლებლობის გაძლიერება
საბიუჯეტო ოფისის მიერ ახალი პროდუქტების დანერგვის უზრუნველსაყოფად საბიუჯეტო ოფისის
თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება.
•
საბიუჯეტო გამჭვირვალობისა და საჯარო ფინანსების მართვის საკითხებზე საზოგადოების და
ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის მაქსიმალური ინფორმირების ხელშეწყობა
93
საბიუჯეტო ოფისის მიერ შემუშავებული კვლევითი პუბლიკაციების თემატიკის გაფართოება და რაო
დენობის გაზრდა.
•
საკანონმდებლო პროცესში პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების ხელ
შეწყობა
საბიუჯეტო ოფისის მიერ შემუშავებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური გავლენის
შეფასების მომზადების სახელმძღვანელო პრინციპებისა და მეთოდოლოგიური მითითებების
სარეკომენდაციო დოკუმენტის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა.
•
საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება
მნიშვნელოვანია, რომ საბიუჯეტო ოფისმა გააძლიეროს თანამშრომლობა სხვა ქვეყნების დამოუ
კიდებელ ფისკალურ ინსტიტუციებთან კარგი პრაქტიკის გაცნობის, ცოდნის გაზიარებისა და ოფისის
ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
სწორედ სხვადასხვა ქვეყნის დამოუკიდებელ ფისკალურ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის
გაძლიერების მიზნით იმართება OECD-ის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისებისა და დამოუკიდებელი
ფისკალური ინსტიტუტების კავშირის (OECD Parliamentary Budget Officials and Independent Fiscal
Institutions) ყოველწლიური შეხვედრები რომელიმე წევრი ქვეყნის დამოუკიდებელი ფისკალური
ინსტიტუციის მასპინძლობით.
ზემოაღნიშნულ ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პარლამენტის
საბიუჯეტო ოფისი იღებს მოწვევას. (შეხვედრაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები არ
ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ).
საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების და ცნობადობის გაზრდის მიზნით სასურველია
აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის
წარმომადგენელმა.
94