საქართველოს მთავრობის განკარგულებებით საქართველოს პარლამენტისათვის წარმოდგენილი ანგარიშები: ა) „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის წლიური (2024 წლის) ანგარიში“ (საქართველოს მთავრობის 2025 წლის 9 სექტემბრის №1481 განკარგულება (№1-8235/25; 09.09.2025)) (№1-8475/25; 17.09.2025); ბ) „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის წლიური (2024 წლის) ანგარიში“ (საქართველოს მთავრობის 2025 წლის 9 სექტემბრის №1480 განკარგულება (№1-8235/25; 09.09.2025)) (№1-8475/25; 17.09.2025); გ) „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების 2024 წლის ანგარიში“ (საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 სექტემბრის №1512 განკარგულება) (№1-8475/25; 17.09.2025).
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-09-22
ბიუროს ნომერი 75
📜 ტექსტი
წერილი
*GOV22500023527*
GOV 2 25 00023527
09/09/2025
გიგზავნით საქართველოს მთავრობის 2025 წლის 9 სექტემბრის N1480 და N1481
განკარგულებებს.
საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
ლევან ერიქაშვილი
წერილი
*GOV92500024235*
GOV 9 25 00024235
16/09/2025
საქართველოს პარლამენტს
შემდგომი მსვლელობისთვის, გიგზავნით საქართველოს მთავრობის 2025 წლის 9
სექტემბრის N1481 განკარგულებას "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს
უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს
ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის წლიური (2024 წლის)
ანგარიშის" საქართველოს პარლამენტში წარდგენისა და საქართველოს პარლამენტის
საკომიტეტო სხდომაზე მომხსენებლად ნ.თათულაშვილის დანიშვნის შესახებ", ამავე
ანგარიშის სტატუს ანგარიშთან ერთად; საქართველოს მთავრობის 2025 წლის 9 სექტემბრის
N1481 განკარგულებას „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ
ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის წლიური (2024 წლის)
ანგარიშის" საქართველოს პარლამენტში წარდგენისა და საქართველოს პარლამენტის
საკომიტეტო სხდომაზე მომხსენებლად ნ.თათულაშვილის დანიშვნის შესახებ", ამავე
ანგარიშის სტატუს ანგარიშთან ერთად და საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15
სექტემბრის N1512 განკარგულებას „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026
წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების 2024 წლის ანგარიშის“ საქართველოს
პარლამენტში წარდგენისა და საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე
მომხსენებლად ნ. თათულაშვილის დანიშვნის შესახებ", ანგარიშის ტექსტთან ერთად.
პატივისცემით,
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციის უფროსი
ლევან ჟორჟოლიანი
ანგარიში
2024
საქართველოს ადამიანის
უფლებათა დაცვის 20242026 წლების სამოქმედო
გეგმის განხორციელების
2024 წლის ანგარიში
Contents
შესავალი ......................................................................................................................................................................................3
პრიორიტეტი I - მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობის პრინციპების, ინსტიტუციური დემოკრატიის
გამყარება და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა ....................................................4
მიზანი 1 - თანაბარი ხელმისაწვდომობა მხარეთა თანასწორობის უზრუნველმყოფ, სამართლიან, ეფექტურ,
მიუკერძოებელ და გამჭვირვალე მართლმსაჯულებაზე. ....................................................................................................4
მიზანი 2 - დანაშაულის პრევენციის მექანიზმების გაძლიერება, გამოძიების ხარისხის განგრძობადი
გაუმჯობესება და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ..........12
მიზანი 3 - სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვა ..........................................................................................................19
მიზანი 4 - პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების ეფექტიანი
დაცვის შემდგომი უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; პენიტენციური და პრობაციის
სისტემების განგრძობადი ინსტიტუციური გაძლიერება. .................................................................................................22
მიზანი 5 - წამებისა და არაადამიანური/არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის გარანტიების განმტკიცება და
გაძლიერება, მათ შორის, ამგვარი მოპყრობის მიმართ მკაცრი და პროპორციული პოლიტიკის გატარებით .........30
მიზანი 6 - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ეფექტიანი დაცვა და ამ უფლების განხორციელების
ხელშეწყობა; პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება; პერსონალური
მონაცემების დაცვის გაძლიერება ციფრული ეპოქის გავლენის გათვალისწინებით, როგორც ინდივიდზე, ისე
საზოგადოებაზე. .......................................................................................................................................................................35
მიზანი 7 - გამოხატვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის
ინტერნეტზე წვდომისა და მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა .............................................................................47
მიზანი 8 - მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებათა დაცვა ....................................................................53
მიზანი 9 - რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უზრუნველყოფა და სეკულარიზმის პრინციპების შემდგომი
განმტკიცება ...............................................................................................................................................................................54
მიზანი 10 - ადამიანის უფლებათა ეფექტიანი დაცვა საგანგებო მდგომარეობისა ან სხვა არაორდინალურ
სიტუაციაში, მათ შორის ეპიდემიის/პანდემიის დროს .....................................................................................................60
პრიორიტეტი II - ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის გაძლიერება და ამისთვის სისტემური
გარანტიების გაუმჯობესება ...................................................................................................................................................62
მიზანი 11 - ჯანმრთელობის უფლების დაცვის გარანტიების გაძლიერება და ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვის
მომსახურებაზე, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე თანაბარი და დროული
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. .................................................................................................................................62
მიზანი 12 - სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა და სიღარიბის შემცირება. ................................68
მიზანი 13 - განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში
სწავლის“ პრინციპის დაცვით.................................................................................................................................................72
მიზანი 14 - შრომითი უფლებების ეფექტიანი დაცვა და შრომის უსაფრთხოების სისტემების განგრძობადი
გაუმჯობესება. ...........................................................................................................................................................................90
მიზანი 15 - საკუთრების უფლების დაცვა და ხელშეწყობა შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური
მექანიზმების გაძლიერებით...................................................................................................................................................93
მიზანი 16 - ჯანსაღ გარემოზე ადამიანის უფლების დაცვისა და უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესება. .....97
მიზანი 17 - სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით, ბიზნესის და ადამიანის უფლებების ჩარჩო
სტანდარტების გაძლიერება .................................................................................................................................................105
პრიორიტეტი III - თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვა სახელმწიფო პოლიტიკაში და მათი
დანერგვა პრაქტიკაში და ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობა დისკრიმინაციის გარეშე106
მიზანი 18 - უმცირესობების უფლებების დაცვის გაძლიერება და თანასწორი გარემოს განმტკიცების ხელშეწყობა.
....................................................................................................................................................................................................106
მიზანი 19 - სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მოსახლეობის სრულფასოვანი და თანასწორი
მონაწილეობის ხელშეწყობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე
მონაწილეობის უზრუნველყოფა. ........................................................................................................................................123
1
მიზანი 20 - ბავშვის უფლებების დაცვისა და მათი კეთილდღეობის მექანიზმების გაუმჯობესება ბავშვის
საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით; დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი პოლიტიკის
გაძლიერება. .............................................................................................................................................................................132
მიზანი 21 - გენდერული თანასწორობის პრინციპის გაძლიერება ცხოვრების ყველა სფეროში, სამართლებრივი
გარანტიების მიხედვით თანასწორობის უზრუნველსაყოფად და ამავე პრინციპის ფაქტობრივი რეალიზაციის
ხელშესაწყობად; თანაბარი შესაძლებლობებისა და ფაქტობრივი თანასწორობის უზრუნველსაყოფად სისტემური
და ინსტიტუციური მექანიზმების გაუმჯობესება და ქალებისა და გოგოების გაძლიერება. ...................................159
მიზანი 22 - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაძლიერება და საზოგადოებრივი
ცხოვრების ყველა სფეროში მათი მონაწილეობის გაზრდა. ............................................................................................186
მიზანი 23 - ხანდაზმულთა უფლებების დაცვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გაძლიერება.207
მიზანი 24 - საერთაშორისო დაცვის მქონე პირების, თავშესაფრის მაძიებლების, მოქალაქეობის არმქონე პირების,
მიგრანტების, ეკომიგრანტებისა და დაბრუნებული მიგრანტების უფლებების განგრძობადი დაცვა და
ხელშეწყობა..............................................................................................................................................................................211
პრიორიტეტი IV - რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის შედეგად
დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისა და
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ....................217
მიზანი 25 - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და
ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და მათი უფლებების დაცვის
ხელშეწყობა საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზების გზით; იძულებით გადაადგილებულ პირთა
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
გაუმჯობესება,
ადეკვატური საცხოვრებელი
პირობებით
უზრუნველყოფა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა .................................................................................217
მიზანი 26 - საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების, ადამიანის
უფლებების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა........................221
მიზანი 27 -საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უსაფრთხოების, ადამიანის
უფლებების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა სახელმწიფოს
პოზიტიური ვალდებულების შესაბამისად. ......................................................................................................................228
დასკვნა .....................................................................................................................................................................................235
2
შესავალი
სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებებით თანაბარი
სარგებლობა, თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცება და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე
ზრუნვა წარმოადგენს სახელმწიფოს ფუნდამენტურ ღირებულებებს. სწორედ ამ მიზნების მხარდასაჭერად,
2023 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის №528 დადგენილებით, დამტკიცდა საქართველოს
ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმა 2024–2026 წლებისთვის, რომელიც წარმოადგენს ადამიანის
უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022–2030 წწ.) იმპლემენტაციის ერთ-ერთ ძირითად მექანიზმს.
სამოქმედო გეგმის დამტკიცებით, საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს
ერთგულება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის მიმართ და გამოხატა მზადყოფნა,
გამოიყენოს საჭირო რესურსები დოკუმენტით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
გეგმის შემუშავების პროცესი განხორციელდა ინკლუზიურად — სახელმწიფო უწყებების აქტიური
მონაწილეობითა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით. პროცესში ჩართული
იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, დამოუკიდებელი ექსპერტები, საერთაშორისო
ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რამაც უზრუნველყო დოკუმენტის
შინაარსობრივი სიზუსტე და არსებულ რეალობასთან დაახლოება.
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის (2024–
2026 წწ.) 2024 წლის შესრულების ანგარიშს და მოიცავს საანგარიშო პერიოდში გეგმით გათვალისწინებული
ღონისძიებების შესრულების შესახებ ინფორმაციას.
დოკუმენტი მომზადდა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მიერ, გეგმით
გათვალისწინებული პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული ცნობების
საფუძველზე. ანგარიში ასახავს იმ თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა
დაცვის მიმართულებით როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება.
წარმოდგენილია განხორციელებული რეფორმები და მათი ხელშესახები სამართლებრივი და ინსტიტუციური
ცვლილებები, რომლებიც ქმნის იმ აუცილებელ საფუძველს, რაც უზრუნველყოფს ამ სფეროში სისტემურ და
განგრძობად პროგრესს.
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ეროვნული სტრატეგიის პრიორიტეტების განხორციელების
მონიტორინგის მნიშვნელოვან მექანიზმს, რომელიც იძლევა საშუალებას რეალურად შეაფასდეს ადამიანის
უფლებათა პოლიტიკის პროგრესი და ეფექტიანობა.
3
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების
2024 წლის ანგარიში
პრიორიტეტი I - მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობის პრინციპების, ინსტიტუციური დემოკრატიის
გამყარება და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა
მიზანი 1 - თანაბარი ხელმისაწვდომობა მხარეთა თანასწორობის უზრუნველმყოფ, სამართლიან, ეფექტურ,
მიუკერძოებელ და გამჭვირვალე მართლმსაჯულებაზე.
ამოცანა 1.1
სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და მოსამართლეთა
მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
აქტივობა 1.1.1 მოსამართლეთათვის სამოსამართლო ეთიკის განახლებული წესების კომენტარების შემუშავება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ, 2021 წლის 31 ოქტომბერს, დამტკიცებული
სამოსამართლო ეთიკის განახლებული წესების კომენტარების შემუშავების მიზნით, იუსტიციის უმაღლეს
საბჭოს შექმნილი აქვს სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამივე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეთაგან
არის დაკომპლექტებული.
აქტივობა 1.1.2 მოსამართლეთათვის ტრენინგების ჩატარება სამოსამართლო ეთიკის განახლებული წესების
თაობაზე
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა
„სამოსამართლო ეთიკის სიღრმისეული კურსი“- ჩატარდა 3 ტრენინგი, დაესწრო 31 მოსამართლე და 13
მოხელე.
აქტივობა 1.1.3 მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ საზოგადოების
ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი
მიმდინარე აქტივობა
აქტივობა 1.1.4 საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტური იმპლემენტაციის
გადაწყვეტილებების პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა
მიზნით,
სასამართლო
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
2024 წლის 29 მაისს, ცვლილებები შევიდა “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ
კანონში, რომლითაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად შემცირდა და გამარტივდა სასამართლო
გადაწყვეტილებების გაცემისა და გამოქვეყნების პროცესი. ახალი რეგულაციის შესაბამისად, სასამართლოს
მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი ამ აქტის
4
მიღებისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. არავის არ აქვს უფლება, ამ აქტის ტექსტი
საჯაროდ
გამოაქვეყნოს
მისი
დეპერსონალიზაციის
გარეშე.
ამასთანავე,
აღნიშნული
აქტის
დეპერსონალიზებული ტექსტი ამ აქტის მიღების შემდეგ საქართველოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვებგვერდზე ქვეყნდება. იუსტიციის საბჭო ამჟამად მუშაობს 2024
წლის 29 მაისის საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად სასამართლო გადაწყვეტილებების პროაქტიულ
გამოქვეყნებაზე.
აქტივობა 1.1.5 სასამართლოს ხელმისაწვდომობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით,
საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
სასამართლოს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს უზენაესი
სასამართლო რეგულარულად მასპინძლობდა დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, სტუდენტებსა და
მოსწავლეებს. მთლიანობაში, 2024 წლის განმავლობაში, უზენაეს სასამართლოს 450 სტუმარი ეწვია.
ვიზიტების ფარგლებში, სტუდენტებსა და მოსწავლეებს ჰქონდათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან
შეხვედრისა და საერთო სასამართლოების სისტემისა და სასამართლოს საქმიანობის სპეციფიკის შესახებ
ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.
აქტივობა 1.1.6 სასამართლო სტატისტიკის ელექტრონული მოდულის შემუშავება და დანერგვა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიმდინარე აქტივობა
ამოცანა 1.2
სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და საპროცესო უფლებების, მათ შორის მხარეთა თანასწორობის
მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა სასამართლოს მისაწვდომობის გაზრდით და რეფორმის გაგრძელებით,
მართლმსაჯულების ინსტიტუციური და მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის
განმტკიცებით;
აქტივობა 1.2.1 მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერების მიზნით, საკანონმდებლო
წინადადების მომზადება და პარლამენტისთვის წარდგენა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიმდინარე აქტივობა
აქტივობა 1.2.2 სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების გაუმჯობესების მიზნით, მოსამართლეთა და
მოსამართლის თანაშემწეთათვის ტრენინგების ჩატარება
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა
მიმდინარე აქტივობა
აქტივობა
1.2.3
სასამართლო
გადაწყვეტილებების
დასაბუთების
გაუმჯობესების
მიზნით,
მოსამართლეთათვის საერთაშორისო სტანდარტების მიწოდება. ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოძიება,
თარგმნა და ანალიზი; სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ელექტრონული საძიებო სისტემის
5
(HUDOC) ქართულენოვან ვებგვერდზე განთავსების მიზნით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებების ქართულ ენაზე თარგმნა
პასუხისმგებელი უწყება: უზენაესი სასამართლო
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის
უფლებათა ცენტრის მიერ ქართულ ენაზე მომზადდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ
ვებგვერდზე გამოქვეყნდა ორი კრებული: “ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვან
გადაწყვეტილებათა კრებული”, რომელშიც თავმოყრილია ქართულ ენაზე თარგმნილი ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს მიერ 2023-2024 წლებში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა კრებული საქართველოს წინააღმდეგ
საქმეებზე“, რომელიც აერთიანებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს
მიმართ მიღებულ უახლეს გადაწყვეტილებებს.
დამატებით, საანგარიშო პერიოდში, მომზადდა ანალიტიკური ხასიათის საინფორმაციო დოკუმენტი 15
სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე. დოკუმენტში ასახულია ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს პრაქტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლებთან მიმართებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების
ელექტრონულ საძიებო პროგრამის (HUDOC-ის) ქართულ ვერსიაში განთავსების მიზნით, საქართველოს
უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების მხრიდან გაიგზავნა ქართულ ენაზე თარგმნილი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული 70 გადაწყვეტილება.
აქტივობა 1.2.4 მოწყვლადი ჯგუფებისათვის სასამართლოსა და სასამართლო სერვისების შესახებ
საინფორმაციო გზამკვლევების მომზადება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიმდინარე აქტივობა
ამოცანა 1.3
სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების განგრძობადი გაუმჯობესება, მათ შორის სასამართლოს
ეფექტიანობის გაზრდის გზით
აქტივობა 1.3.1 სასამართლოების გადატვირთულობის შემცირების მიზნით, მოსამართლეთა ოპტიმალური
რაოდენობის უზრუნველყოფა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
სასამართლო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის - გადატვირთულობის დასაძლევად,
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განაგრძობს სასამართლოში მოსამართლეთა და მოხელეთა
ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფას. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების სათანადოდ
მომზადებული და კვალიფიციური მოსამართლეებით შევსების მიზნით, 2023 წელს, იუსტიციის უმაღლეს
სკოლაში ჩაირიცხა 49 იუსტიციის მსმენელი, რომელთაგან 42 მსმენელი 2024 წელს განწესდა პირველი
ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობაზე.
საანგარიშო პერიოდში, სააპელაციო სასამართლო - 5 მოსამართლით, ხოლო უზენაესი სასამართლო - 3
მოსამართლით შეივსო.
6
მოსამართლეთა ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფის მიზნით უკანასკნელ წლებში მიღებულმა
ზომებმა დადებითი გავლენა იქონია სასამართლოებში საქმეთა განხილვის მაჩვენებლებზე. 2024 წლის
მონაცემებით, სამოქალაქო სამართლის საქმეების განხილვის მაჩვენებელი უზენაეს სასამართლოში შეადგენდა
107%-ს, სააპელაციო სასამართლოებში - 100%-ს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოებში - 93%-ს;
სისხლის სამართლის საქმეების განხილვის მაჩვენებელი უზენაეს სასამართლოში შეადგენდა 107%-ს,
სააპელაციო სასამართლოებში - 103%-ს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოებში - 95%-ს.
ადმინისტრაციული საქმეების განხილვის მაჩვენებელი უზენაეს სასამართლოში შეადგენდა - 96%-ს.
ხაზგასასმელია, რომ ადმინისტრაციული საქმეების განხილვის მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით
სააპელაციო სასამართლოში გაიზარდა 6%-ით და შეადგენდა 94%-ს, ხოლო საქალაქო სასამართლოში
გაიზარდა 4%-ით და შეადგენდა 80%-ს.
აქტივობა 1.3.2 სასამართლოების გადატვირთულობის შემცირების მიზნით, სასამართლოებში პერსონალის
ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიმდინარე აქტივობა
აქტივობა 1.3.3 საქმისწარმოების
დაწესებულებებთან
ელექტრონული
პროგრამის
ინტეგრაცია
სხვა
სახელმწიფო
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიმდინარე აქტივობა
აქტივობა 1.3.4 სასამართლოების ეფექტიანობის შეფასების თაობაზე CEPEJ-ის სტანდარტების დანერგვა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მართლმსაჯულების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, სასამართლო სისტემის
მხრიდან შემდეგი ნაბიჯები გადაიდგა:
•
ოთხი საპილოტე სასამართლო ჩაერთო მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის
(CEPEJ) მიერ განხორციელებული პროექტის ქოუჩინგის პროგრამაში. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს
უზენაეს სასამართლოსა და ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, CEPEJ-ის ექსპერტების რეკომენდაციის
საფუძველზე, შემუშავდა მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის ჩასატარებლად საჭირო კითხვარები და
გადამზადდნენ შესაბამისი თანამშრომლები;
•
უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის სამსახურისა და CEPEJ-ის თანამშრომლობით შეიქმნა
ელექტრონული სტატისტიკის ფორმა სამოქალაქო საქმეებზე, რომლებიც საპილოტე რეჟიმში გამოიყენება სამ
სასამართლოში. სიახლე სასამართლოებში სტატისტიკის უნიფიცირებული ფორმით შეგროვებას ისახავს
მიზნად;
•
ბათუმის საქალაქო სასამართლო პირველია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის, რომელიც
CEPEJ-ის ნაშთების შემცირების ხელსაწყოს საპილოტედ იყენებს სასამართლოში;
•
საანგარიშო პერიოდში CEPEJ-ის მიერ სამ სასამართლოში ჩატარდა თანამშრომელთა მიერ დროის
მენეჯმენტის კვლევა;
•
CEPEJ-ის ექსპერტის რეკომენდაციების შედეგად, რუსთავის საქალაქო სასამართლოში ახლებურად
ჩამოყალიბდა თანამშრომელთა შეფასების წესი;
7
•
საანგარიშო პერიოდში CEPEJ-ის მიერ სამ სასამართლოში ჩატარდა თანამშრომელთა მიერ დროის
მენეჯმენტის კვლევა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ “ევროპის საბჭოს ქვეყნებში სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების
გაზომვის
კვლევისთვის”
მართლმსაჯულების
ეფექტიანობის
ევროპული
კომისიის
(CEPEJ)
სახელმძღვანელოში ასახული მეთოდოლოგიის საფუძველზე, 2024 წელს ჩატარდა საქართველოს საერთო
სასამართლოების მომხმარებელთა კვლევა. ჩატარებული კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ბოლო
ათწლეულში საქართველოში განხორციელებულმა სასამართლო რეფორმებმა გაზარდა საზოგადოებრივი
ნდობა მართლმსაჯულებისადმი, კერძოდ: გამოკითხულ სასამართლოს მომხმარებელთა თითქმის 72%
აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი, გამოკითხულთა 76%-ზე მეტი აცხადებს, რომ
ენდობა სასამართლოს, ხოლო 73%-ზე მეტი აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემაში არ არის კორუფცია.
ამოცანა 1.4
სამართლიანი, ჰუმანური, ერთიანი და ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის
განგრძობადი უზრუნველყოფა; სისხლის სამართლის კანონმდებლობის ადამიანის უფლებების
საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა მათ შორის, სასჯელთა
დივერსიფიცირების გზით;
აქტივობა 1.4.1 სამართლიანი, ჰუმანური, ერთიანი და ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის
პოლიტიკის განგრძობადი უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებათა დაცვის შესაბამისი სტანდარტების
გათვალისწინებით.
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პარლამენტი
2024 წლის 21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“. საკანონმდებლო
ცვლილებებით გაუქმდა ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც მოწმის, გამოსაკითხი პირის, ახსნაგანმარტების მიმცემი პირის სტატუსის მიღების შესაძლებლობიდან გამორიცხავდა შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე იმ პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სწორად აღიქვან, დაიმახსოვრონ და აღიდგინონ
საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდონ ინფორმაცია ან მისცენ ჩვენება. ამასთანავე,
საკანონმდებლო
ცვლილებებით
კანონს
დაემატა
ნორმები,
რომელთა
თანახმადაც,
მოწმის
ჩვენების/გამოსაკითხი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან
ერთად გაითვალისწინება მისი უნარი, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის
მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე შესაბამის პირთა მიმართ სათანადო უფლებრივი სტანდარტის გაუმჯობესებას.
2024 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი,
რომლის მიღება განპირობებული იყო ჰუმანიზმის პრინციპით, მსჯავრდებულთა გარკვეული კატეგორიის
სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და
სასჯელისაგან გათავისუფლების დამატებითი ბერკეტების შემოღების მიზნით.
კანონის პროექტის შემუშავების აქტუალობას ძირითადად განაპირობებდა ის გარემოება, რომ 100 000
მოსახლეზე პატიმართა რიცხოვნობის მიხედვით საქართველო ევროპის საბჭოს წევრ 46 ქვეყანას შორის
ბოლოდან მეორე ადგილზე იმყოფებოდა. კანონის პროექტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ
ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გენერალური პროკურატურის,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა
სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
8
კანონმა გაითვალისწინა ამნისტიის სხვადასხვა ფორმები (სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან
და სასჯელისაგან სრული გათავისუფლება; სასჯელის განახევრება; სასჯელის ¼-ით შემცირება; სასჯელის 1/6ით შემცირება; პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის შემცირება). კანონით დადგენილი იქნა
გონივრული ბალანსი საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესსა და ჰუმანიზმის პრინციპს შორის.
კანონით მთელ რიგ დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელების წინაპირობას წარმოადგენდა დაზარალებულის
თანხმობის არსებობა ან/და წინარე ნასამართლობის არქონა. კანონით მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული
დანაშაულის რეციდივის რისკები და შესაბამისი პრევენციული მექანიზმები.
შედეგად, ამნისტია შეეხო 5,000-ზე მეტ პატიმარს, რომელთაგან დაახლოებით 1000 პატიმარმა დატოვა
პენიტენციური დაწესებულება, ხოლო დანარჩენების მიმართ, რომლებსაც სხვადასხვა ოდენობით
შეუმცირდათ სასჯელი, ამნისტია მოქმედებს დროში გახანგრძლივებულად.
ამნისტია ასევე შეეხო პრობაციის რეჟიმში მყოფ პირებს (პირობით მსჯავრდებულებს და პირობით ვადამდე
გათავისუფლებულებს) რომლებსაც ჩადენილი აქვთ ამნისტიას დაქვემდებარებული დანაშაულები, სულ
მცირე 1 წლით შეუმცირდათ პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა.
შედეგად, ამნისტია შეეხო დაახლოებით 13,000 პირობით მსჯავრდებულს, რომელთაგან 6,000-მდე
პრობაციონერს სრულად მოეხსნა პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა.
ამოცანა 1.5
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;
კოდექსის
რეფორმირება,
საერთაშორისო
სტანდარტებთან
აქტივობა 1.5.1 ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემუშავება და ინიციირება.
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, საანგარიშო პერიოდში, გაგრძელდა მუშაობა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალ კოდექსზე.
ამოცანა 1.6
დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების (მედიაცია, არბიტრაჟი) განგრძობადი განვითარება და
ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება სასამართლოს განტვირთვის უზრუნველსაყოფად;
აქტივობა 1.6.1 საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული უნარების გაძლიერება მედიაციის საკითხებში
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
გადამზადებულია 56 საზოგადოებრივი ადვოკატი.
2024 წელს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK AID-ის
მხარდაჭერით, ჩატარდა 3 ტრენინგი თემაზე - ,,კონფლიქტის მართვა და მედიატორის უნარ-ჩვევები’’.
გადამზადდა იურიდიული დახმარების სამსახურის 56 თანამშრომელი.
შესრულებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა შეგიძლიათ ვრცლად იხილოთ
სამსახურის ვებ-გვერდზე: http://las.ge/ka/p/5/news
9
აქტივობა 1.6.2 მედიატორებისა და მოსამართლეების მონაწილეობით ხშირი საინფორმაციო შეხვედრების
გამართვა.
პასუხისმგებელი უწყება: მედიატორთა ასოციაცია
ამოცანით გათვალისიწნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მედიატორებისა და მოსამართლეების
მონაწილეობით თბილისში და საქართველოს რეგიონებში, კეძოდ თელავში, ქუთაისში და ბათუმში გაიმართა
საინფორმაციო შეხვედრები.
აქტივობა 1.6.3 საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა ახალგაზრდა თაობაში დავის
ალტერნატული მექანიზმის მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.
პასუხისმგებელი უწყება: მედიატორთა ასოციაცია
საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, დავის ალტერნატული მექანიზმის მედიაციის შესახებ ცნობიერების
ამაღლების მიზნით, 2024 წლის განმავლობაში განახორციელა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ოთხი
შეხვედრა, სადაც მონაწილეობა მიიღო 223 სტუდენტმა.
ამოცანა 1.7
იურიდიული
დახმარების
სისტემის
ინსტიტუციური
მისაწვდომობის და ხარისხის განგრძობადი გაუმჯობესება.
გაძლიერება,
ტერიტორიული/ადრეული
აქტივობა 1.7.1 დამატებით სულ მცირე 8 საკონსულტაციო ცენტრის გახსნა
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
2024 წელს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ახალი საკონსულტაციო ცენტრები არ გახსნილა.
აქტივობა 1.7.2 იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო კითხვების პანელის აქტივიზაცია
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
გაზრდილია მომართვიანობა 27%-ით
2023 წელს იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო კითხვების პანელს ეწვია 785 ადამიანი;
2024 წელს - 964. ამრიგად, სამსახურის კითხვების პანელის მომართვიანობა გაიზარდა 27%-ით.
აქტივობა 1.7.3 იურიდიული დახმარების
(მიკროავტობუსების სერვისი) მეშვეობით
ხელმისაწვდომობის
გაზრდა
მობილური
ცენტრის
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
გაზრდილია მომართვიანობა 75%
იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემაში (Case Bank) დაცული მონაცემების
თანახმად, სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურმა, 2024 წლის განმავლობაში, იურიდიული დახმარების
ხელმისაწვდომობის გაზრდის ფარგლებში, მობილური ცენტრის (მიკროავტობუსების სერვისი) მეშვეობით
მოქალაქეებს გაუწია 497 კონსულტაცია.
10
ბიუროების მიხედვით გასვლითი კონსულტაციების სტატისტიკური მონაცემები არის შემდეგი:
1.
აბაშის საკონსულტაციო ცენტრი - 1
2.
ახალციხის ბიურო - 4
3.
გორის ბიურო - 8
4.
მარტვილის საკონსულტაციო ცენტრი - 4
5.
ოზურგეთის ბიურო - 85
6.
სენაკის საკონსულტაციო ცენტრი - 28
7.
ფოთის ბიურო - 367
2023 წლის განმავლობაში, იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდის ფარგლებში, მობილური
ცენტრის (მიკროავტობუსების სერვისი) მეშვეობით მოქალაქეებთან ჩატარდა 120 კონსულტაცია.
1.
ახალციხის ბიურო - 4
2.
გორის ბიურო - 30
3.
თელავის ბიურო - 16
4.
რუსთავის ბიურო - 7
5.
სენაკი/მარტვილი/ აბაშის საკონსულტაციო ცენტრი - 2
6.
მცხეთის ბიურო - 7
7.
ოზურგეთის ბიურო - 37
8.
ფოთის ბიურო - 17.
აქტივობა 1.7.4 იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაზრდა წამებისა და არაადამიანური
მოპყრობის მსხვერპლ პირებთან მიმართებით
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
მიმდინარე აქტივობა
აქტივობა 1.7.5 იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაზრდა ტრეფიკინგის მსხვერპლ პირებთან
მიმართებით
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
არსეობს სამუშაო
პარლამენტთან.
პროცესი
შესაბამისი
საკანონმდებლო
ცვლილებების
განხორციელების
შესახებ
აქტივობა 1.7.6 იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაზრდა დევნილ პირებთან მიმართებით
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
მიმდინარეობს სამუშაო პროცესი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შესახებ
პარლამენტთან.
აქტივობა 1.7.7 შიდა ვიწრო სპეციალიზაციის დანერგვა არასრულწლოვნებთან მიმართებით
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
11
თითოეულ ბიუროში სპეციალიზირებულია მინიმუმ 1 ადვოკატი.
აქტივობა 1.7.8 სამსახურის შიდა სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
გაზრდილია სამსახურის ხელმისაწვდომობა და მომართვიანობა 4%.
2023 წელს, სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ:
·
წარმოებაში იქნა მიღებული 20 840 საქმე;
·
გაწეულ იქნა 24 539 კონსულტაცია;
·
აპლიკაციის LAS Georgia-ს მეშვეობით გაწეულ იქნა 1805 კონსულტაცია;
·
შედგენილ იქნა 2 565 სამართლებრივი დოკუმენტი.
2024 წელს, სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ:
·
წარმოებაში იქნა მიღებულ 21 512 საქმე;
·
გაწეულ იქნა 21 104 კონსულტაცია;
·
აპლიკაციის LAS Georgia-ს მეშვეობით გაწეულ იქნა 2047 კონსულტაცია;
·
შედგენილ იქნა 2 629 სამართლებრივი დოკუმენტი.
აქტივობა 1.7.9 იურიდიული დახმარების სამსახურის ხარისხის შეფასების კითხვარების შემუშავება
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
გაზრდილია შეფასებული საქმეების რაოდენობა 950%-ით
სსიპ - იურიდიული დახმარების საბჭოს 2022 წლის 27 ნოემბრის N 107 გადაწყვეტილებით დამტკიცებული
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური ს მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაცია და იურიდიული
დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების თანახმად 2023 წელს შეფასდა:
სისხლის სამართლის მიმართულებით 188 საქმე;
სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით 72 საქმე;
ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტმა, სსიპ - იურიდიული დახმარების საბჭოს 2023 წლის 24 ნოემბრის
N120-ე გადაწყვეტილების შესაბამისად, 2024 წელს შეისწავლა ადვოკატთა:
სისხლის სამართლის მიმართულებით 2074 საქმე;
სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით 658 საქმე;
მიზანი 2 - დანაშაულის პრევენციის მექანიზმების გაძლიერება, გამოძიების ხარისხის განგრძობადი
გაუმჯობესება და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა სამართალდამცავი ორგანოების მიერ.
ამოცანა 2.1
დანაშაულის პრევენციის მექანიზმების გაძლიერება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის,
ერთიანი და მდგრადი პოლიტიკის დანერგვით
აქტივობა 2.1.1 აღდგენითი მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის მედიაციის განვითარება
12
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო"
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა
და პრობაციის ეროვნული სააგენტოს განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტს განრიდებისა და მედიაციის
საპილოტე პროგრამის ფარგლებში გადაეცა 3 საქმე; მედიატორთა რეესტრში ჩარიცხულ პირთა ნაწილმა
პრაქტიკული სწავლების პროცესი დაასრულა და სააგენტოში მედიატორად დასაქმდა. ამ მიმართულებით
პრაქტიკული სწავლების ეტაპს გადიან სხვა პირებიც; ქ. დმანისში, ქ. დედოფლისწყაროში, ქ. ზესტაფონსა და
ქ. სამტრედიაში გაიხსნა მედიაციის სივრცე;
აქტივობა 2.1.2 სპეციალური საგამოძიეობო სამსახურის ცალკეული სამოხელეო დანაშაულის პრევენციის
საბჭოს შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება
პასუხისმგებელი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური
სამოხელეო დანაშაულების პრევენციის სპეციალური საბჭო წარმოადგენს სამსახურის ინიციატივით შექმნილ
პლატფორმას, რომლის მიზანი კომპეტენტურ უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, ცალკეული სამოხელეო
დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების პროცესში წამოჭრილი გამოწვევების იდენტიფიცირება, პრევენციის
მექანიზმების შემუშავება, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და შეთანხმებული რეკომენდაციების
პრაქტიკაში დანერგვაა. იგი საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ერთად, საქართველოს
პროკურატურას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აერთიანებს.
საბჭოს პირველი სხდომა, 2023 წლის 21 ივნისს ჩატარდა, სადაც განხილულ იქნა დანაშაულის პრევენციისთვის
მნიშნელოვანი საკითხები, რომლებიც უკავშირდება პენიტენციურ დაწესებულებებში
ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში ესკორტირების განმახორციელებელ თანამშრომელთა მორიგეობის დაწესებას; დროებითი
მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებელი შესვლის წესის დამტკიცებას; ვიდეო ჩანაწერებზე წვდომის
უზრუნველყოფას, საჩივრების ზრდის და კლების მიხედვით იდენტიფიცირებულ საპოლიციო დანაყოფებს და
გამოვლენილ ტენდენციებს.
2024 წლის 02 ოქტომბერს კი გაიმართა ცალკეული სამოხელეო დანაშაულების პრევენციის სპეციალური
საბჭოს
მორიგი
სხდომა.
განსახილველი
საკითხები
შეეხებოდა
ისეთ
თემებს,
როგორსაც
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა და
სპეციალური პენიტენციური სამსახურისა თუ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის
საქმიანობაში სამხრე ვიდეო კამერების გამოყენების საკითხები. გარდა აღნიშნულისა, საგულისხმოა, რომ
საბჭოს სხდომის ფარგლებში განხილულ იქნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პირადი ცხოვრების
კადრებით შანტაჟისა და სქესობრივ იძულებაში მხილებულ პირთა რეესტრისა და მონიტორინგის მექანიზმის
ამოქმედების
შემდეგ,
უწყებებთან
მონაცემების
გაცვლისა
და
ეფექტიანი
მონიტორინგის
განსახორციელებლად, საჯარო დაწესებულებებთან თანამშრომლობის პლატფორმის შექმნის საკითხი. ამ
მიზნით საბჭოს სხდომაზე მოწვეულ იქნენ შესაბამისი კომპეტენციის უწყებები, მათ შორის საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები.
აქტივობა 2.1.3 გამომძიებელთა გადამზადება კვალიფიკაციის ამაღლების გზით, გამოძიების ხარისხის
ამაღლება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
13
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი
კურსების ორგანიზების წესის შესაბამისად, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში,
ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ჩართულობით, 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31
დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის ფარგლებში გადამზადდა 1492
გამომძიებელი.
აქტივობა 2.1.4 გამომძიებელთა გადამზადება ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე,
დაზარალებულის გამოკითხვის სპეციფიკასთან დაკავშირებით
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი
კურსის
,,ჯანმრთელობის
წინააღმდეგ
მიმართულ
დანაშაულებზე
დაზარალებულის
გამოკითხვის/დაკითხვის სპეციფიკა“ ფარგლებში სწავლება გაიარა 185-მა გამომძიებელმა.
აქტივობა 2.1.5 გამომძიებელთა გადამზადება ბრალდებულის დაკავებასა და თვითინკრიმინაციისაგან დაცვის
პრივილეგიაზე
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი
კურსის ,,ბრალდებულის დაკავება და თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგია“ ფარგლებში სწავლება
გაიარა 189 გამომძიებელმა.
აქტივობა 2.1.6 გამომძიებელთა გადამზადება საგამოძიებო მოქმედებაზე - ამოცნობა და საპროცესო მოქმედება
- ნიმუშის აღება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი
კურსის ,,საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობა და საპროცესო მოქმედება - ნიმუშის აღება“ ფარგლებში სწავლება
გაიარა 188 გამომძიებელმა.
აქტივობა 2.1.7 გამომძიებელთა გადამზადება საგამოძიებო მოქმედებაზე - ჩხრეკა, ამოღება და საგამოძიებო
ექსპერიმენტი
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი
კურსის ,,საგამოძიებო მოქმედებები - ჩხრეკა, ამოღება და საგამოძიებო ექსპერიმენტი“ ფარგლებში სწავლება
გაიარა 188 გამომძიებელმა.
ამოცანა 2.2
საგამოძიებო სისტემის რეფორმა - საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების სისტემური გამიჯვნა
გამოძიების ხარისხის ამაღლებისთვის;
14
აქტივობა 2.2.1 პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა გადამზადება ფუნქციათა გამიჯვნის
შესახებ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
მიმდინარე აქტივობა
აქტივობა 2.2.2 საკანონმდებლო
დოკუმენტების შემუშავება
ცვლილებების
ფარგლებში
გამომძიებლებისთვის
სახელმძღვანელო
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
აღნიშნული აქტივობის განხორციელება დაკავშირებულია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების
გამიჯვნაზე, ვინაიდან აღნიშნული ცვლილებები ძალაში შესული არ არის, წარმოდგენილი აქტივობა არ
განხორციელებულა.
აქტივობა 2.2.3 საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში გამომძიებლებისა და საგამოძიებო დანაყოფის
მენეჯერების გადამზადება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
აღნიშნული აქტივობის განხორციელება დაკავშირებულია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების
გამიჯვნაზე, ვინაიდან აღნიშნული ცვლილებები ძალაში შესული არ არის, წარმოდგენილი აქტივობა არ
განხორციელებულა.
აქტივობა 2.2.4 საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე მეთოდოლოგიის
შემუშავება და დანერგვა შესაბამისი ტრენინგების განხორციელებით
პასუხისმგებელი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეიმუშავა სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის ინსტრუქცია,
რომლის მიზანია განსაზღვროს გამოძიების ხარისხის შეფასების ერთიანი სტანდარტი და დეტალურად
გაწეროს ყველა ის კრიტერიუმი, რომელთა ჯეროვნად შესრულება დააკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების
პრინციპებს. აღნიშნულზე კონტროლს ახორციელებს სამსახურის გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და
ანალიტიკური დეპარტამენტი. რაც შეეხება საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებათა გამიჯვნის
თაობაზე მეთოდოლოგიის შემუშავებას, აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე არ
არის ხსენებული თემა დარეგულირებული და შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე მეთოდოლოგია შემუშავებული
არ არის.
ამოცანა 2.3
პროკურორების ინდივიდუალური დამოუკიდებლობის შემდგომი ზრდა პროკურატურის ინსტიტუციური
დამოუკიდებლობის და ანგარიშვალდებულების განმტკიცებისთვის
აქტივობა 2.3.1. პროკურორთა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, სახელმძღვანელო მითითებების
შემუშავება/განახლება
15
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
პროკურორთა საქმიანობის ეფექტიანობის, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლების, სამართლებრივ
ნორმათა ერთგვაროვანი განმარტებისა და პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს
პროკურატურა პერიოდულად ახდენს სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას, მოქმედი ინსტრუქციების
გადამუშავებას, განახლებასა და სისტემატიზაციას. 2024 წელს, ცალკეული დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლაში პროკურორთა საქმიანობის ამაღლებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით,
საქართველოს პროკურატურაში შემუშავდა 7 სახელმძღვანელო მითითება.
ამოცანა 2.4
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის პრევენციის, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი
დევნის, მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვისა და თანამშრომლობის პოლიტიკის ეფექტიანი
განხორციელება
აქტივობა 2.4.1 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების, ამ დანაშაულთან ბრძოლისა და მისგან
თავის დაცვის საშუალებების, არსებული მომსახურებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების
ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის რეგიონებში ისეთ სამიზნე ჯგუფებთან, როგორიცაა
იძულებით გადაადგილებული ქალები, შშმ ქალები, სოფლად მცხოვრები ქალები და ბავშვები
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
აქტიურად ახორციელებს ცნობიერების ამაღლების კამპანიებსა და საინფორმაციო ღონისძიებებს, ასევე
სხვადასხვა ფორმალურ და არაფორმალურ შეხვედრებს, რომლებიც მიზნად ისახავს როგორც სოციალური
სერვისების პოპულარიზაციას, ასევე ქალთა და ბავშვთა უფლებებთან, ტრეფიკინგის პრევენციასთან და სხვა
მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი მსოფლიო კამპანია (2024 წლის 25 ნოემბერი - 10
დეკემბერი): კამპანიის მიზანი იყო გენდერული ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება,
ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების
პოპულარიზაცია. კამპანიის ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლებმა სხვადასხვა ჯგუფებთან 75-მდე
საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ამასთან, მომზადდა და
დაიბეჭდა ბრენდირებული საინფორმაციო მასალები გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ფინანსური
მხარდაჭერით.
ტრეფიკინგთან ბრძოლის ევროპული დღე (18 ოქტომბერი): კამპანიის ფარგლებში ჩატარდა 25 საინფორმაციო
შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 800-ზე მეტმა ადამიანმა. ·
საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები: გაიმართა 30-ზე მეტი საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრა,
რომლებიც ეხებოდა ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას.
აქტივობა 2.4.2 საჭიროებათა კვლევა ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ეფექტიანი მომსახურებების მიწოდების
მიზნით
16
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
საჭიროებათა სპეციალური კვლევა ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ეფექტიანი მომსახურებების მიზნით არ
ჩატარებულა. სერვისის გაუმჯობესებასა და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრაზე ზრუნვა ყოველდღიურ
რეჟიმში ხორციელდება.
აქტივობა 2.4.3 ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის
თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარება
სერვისების
გაუმჯობესების
მიზნით
სააგენტოს
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
2024 წელს, ტრეფიკინგის მსხვერპლთა სერვისების გაუმჯობესების მიზნით, გაძლიერდა თანამშრომლების
პროფესიული უნარები. ჩატარდა სამი ტრენინგი, რომლებშიც საერთო ჯამში, 50-მა პირმა მიიღო
მონაწილეობა.
ტრენინგების ორგანიზება განხორციელდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მიგრაციის პოლიტიკის
განვითარების საერთაშორისო ცენტრის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო),
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო
ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მხარდაჭერით.
აქტივობა 2.4.4 ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის კომპენსაციის რაოდენობის გაზრდა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
2024 წელს, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების
სააგენტოს მიერ ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის გათვალისწინებული კომპენსაცია გაიცა 9 მსხვერპლზე, რაც
წინა წლის მონაცემთან შედარებით ერთით მეტია. თუმცა, კომპენსაციის თანხის ოდენობა უცვლელი დარჩა.
აქტივობა 2.4.5 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო
გეგმის შესრულების მონიტორინგი
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი
საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მიერ განხორციელდა ამ საბჭოში მონაწილე
დაწესებულებების მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების
სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით 2023 წელს გატარებული ღონისძიებების ანალიზი;
2024 წლის 15 ივლისს გაიმართა შეხვედრა აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის
საკითხებზე. ამ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესრულებისთვის პასუხისმგებელმა
დაწესებულებებმა შეხვედრაზე წარადგინეს თავიანთი საქმიანობის 2024 წლის პირველი 6 თვის ანგარიშები
და დაგეგმეს შემდგომი ღონისძიებები;
17
2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მომზადდა და განხილულია საბჭოს მიერ.
აქტივობა 2.4.6 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2026 წლების სამოქმედო
გეგმის შემუშავება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი
საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ შეიმუშავა და დაამტკიცა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა.
აქტივობა 2.4.7 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის ახალი ტენდენციების, დაზარალებულთა
და ბრალდებულთა პროფილის შესწავლა და შეფასება არსებული საქმეების საფუძველზე
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი განსაკუთრებულ
ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულების დინამიკის, ტენდენციებისა და
გამოწვევების იდენტიფიცირებას. დეპარტამენტის მიერ მომზადდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) 2024
წლის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზები, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
აქტივობა 2.4.8 პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გამოძიებისა და
სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე
პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, 17 სასწავლო აქტივობა
განხორციელდა და გადამზადდა 46 პროკურორი. ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო ვიზიტის
ფარგლებში, პროკურატურის თანამშრომლებმა ექსპერტებისგან მიიღეს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან
საკითხებზე, როგორებიცაა: მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანისა და ადამიანით ვაჭრობის გამოძიება,
უკანონო მიგრაცია ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, მულტიდისციპლინური მუშაობა და
ურთიერთდახმარება ტრეფიკინგის საქმეებზე, ტრეფიკინგის გამოძიების ფინანსური ასპექტები, ტრეფიკინგის
მსხვერპლთან მუშაობა ტრავმაინფორმირებული მიდგომით, ტრავმაზე რეაგირების მექანიზმები და სხვ.
ამასთან, საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა ორთვიანი მოსამზადებელი ინტენსიური სასწავლო
კურსი განხორციელდა. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე პროკურატურის 50 სტაჟიორი,
მათგან 43 სტაჟიორ-პროკურორი და 7 სტაჟიორ-გამომძიებელი გადამზადდა.
აქტივობა 2.4.9 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე კვლევის მომზადება; საერთაშორისო
სტანდარტების თარგმნა და მიწოდება მოსამართლეებისათვის.
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს უზენაესი სასამართლო
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურმა განყოფილებამ ქართულ ენაზე
თარგმნა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
უახლესი პრაქტიკა, რომელიც შესულია 2024 წელს გამოცემულ კრებულში.
აქტივობა 2.4.10 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მოსამართლეთა გადამზადება
18
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა
„ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)“ -ჩატარდა 1 ტრენინგი, დაესწრო 2 მოსამართლე და 8 მოხელე.
მიზანი 3 - სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვა
ამოცანა 3.1
სიცოცხლის უფლების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის სრულყოფა ადამიანის უფლებათა
საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად და ამისთვის სიცოცხლისთვის საფრთხის
შემცველი ნებისმიერი საქმიანობის იდენტიფიცირება და შესაბამისი რეგულაციების დადგენა
აქტივობა 3.1.1 ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტების გარდაცვალების შემთხვევების შესახებ
სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
სსიპ - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ
ხორციელდება რეგულარული მონიტორინგი სამედიცინო დაწესებულებების (მათ შორის, ფსიქიატრიული
დაწესებულებების) მიერ რეგისტრირებულ მონაცემებში ასახულ გარდაცვალების მიზეზების სისწორეზე.
გარდაცვალების პირველადი მიზეზის იდენტიფიცირებისთვის ხდება მონაცემთა შედარება ალტერნატიულ
წყაროებთან. ხორციელდება უცნობი მიზეზების მეორადი მოკვლევა რეგიონული საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრების დახმარებით. გარდაცვალების მიზეზების მონაცემთა დამუშავებისას გამოიყენება
პროგრამები: ANACODE, ANACONDA და IRIS.
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის და „დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ
სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის
გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 24 აგვისტოს №01-37/ნ– №173 ბრძანების
შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით, ხდება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის, ფსიქიატრიული
პროფილის დაწესებულებაში, გარდაცვალების შემთხვევების აღრიცხვა გარდაცვალების ნებისმიერი
მიზეზით, მათ შორის, ფსიქიკური დაავადების მიზეზით. აღრიცხვიანობის ინსტრუმენტად გამოყენებულია
ელექტრონული მოდული, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრი (NCDC). NCDC წელიწადში ერთხელ აწვდის ინფორმაციას სსიპ - საქართველოს სტატისტიკის
ეროვნულ სამსახურს, რომელიც, თავის მხრივ, აქვეყნებს სიკვდილიანობის სტატისტიკას თავის ვებ-გვერდზე
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/320/gardatsvaleba
იგეგმება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში საგანმანათლებლო ტრენინგის ჩატარება გარდაცვალების ცნობაში
მიზეზების სწორად შევსების მიზნით.
ამოცანა 3.2
სიცოცხლის მოსპობის ეფექტიანი გამოძიების მექანიზმის
საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად
19
გაუმჯობესება,
ადამიანის
უფლებათა
აქტივობა 3.2.1 ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობის შესახებ სისხლის სამართლის
საქმეების მონიტორინგისა და სტატისტიკურ მონაცემთა აღრიცხვის მეთოდოლოგიის შემუშავება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ფემიციდის დანაშაულებზე
საქართველოს პროკურატურისა და სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის მეთოდოლოგიების
დაახლოებასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას. 2024 წელს,
საქართველოს პროკურატურისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობის
ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტის ჩართულობით,
დაგეგმილია უწყებებისთვის ფემიციდის მონაცემების შეგროვების ერთიანი მეთოდოლოგიის შესახებ
პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავება.
აქტივობა 3.2.2 საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – სიცოცხლის ხელყოფის
საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს ეფექტიანი საქმიანობა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 17 ნოემბრის ბრძანებით, შეიქმნა გენერალური
პროკურორის სათათბირო ორგანო - სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების
განმხილველი საბჭო. საბჭოს მიზნებია: დაზარალებულთა საჩივრების დაჩქარებულ ტემპში განხილვა;
სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება; პრობლემების იდენტიფიცირება და
შესაბამისი წინადადებების შემუშავება, სამომავლო ხარვეზების თავიდან ასაცილებლად. საბჭო განიხილავს
განსაკუთრებული
სირთულის
სიცოცხლის
ხელყოფის
საქმეებს,
გენერალური
პროკურორის
გადაწყვეტილებით ან/და დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე. სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე
საჩივრების განმხილველი საბჭოს წევრებმა სულ შეისწავლეს 39 საქმე. საქმეების შესწავლის პროცესში
გაესაუბრნენ განმცხადებლებს, საქმის მწარმოებელ გამომძიებლებს და საპროცესო ხელმძღვანელ
პროკურორებს. საერთო ჯამში, საბჭოს მიერ 29 სისხლის სამართლის საქმეზე გაიცა 57 რეკომენდაცია.
აქტივობა 3.2.3 საქართველოში რეგისტრირებული ყველა მკვლელობის სისხლის სამართლის საქმის
მონიტორინგი და გამოძიების ხარვეზების იდენტიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში სახელმძღვანელო
მითითებების შემუშავება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე
ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის
დეპარტამენტის ზედამხედველობის სამმართველოს მიზანია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას
დაქვემდებარებული სისხლის სამართლის საქმეების შესწავლა და მონიტორინგი, ასევე, გამოძიების
საპროცესო ხელმძღვანელობის პროცესში ხარვეზების თავიდან არიდების მიზნით, არსებული პრაქტიკის
განზოგადება და ანალიზი. ზედამხედველობის სამმართველომ, 2024 წლიდან დღემდე, შეისწავლა 76 სისხლის
სამართლის საქმე და გასცა 67 რეკომენდაცია. რეკომენდაციები ძირითადად შეეხო სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლითა (განზრახ მკვლელობა) და 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ
გარემოებებში) კვალიფიცირებულ საქმეებს და მოიცვა გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებული
საკითხები.
20
2024 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი
მონიტორინგს უწევდა გენდერულად მოტივირებული ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის
სისხლის სამართლის საქმეებს. ფემიციდის სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის ფარგლებში,
გამოვლინდა გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების ტენდენციები და გაანალიზდა
სასამართლოს გადაწყვეტილებები. მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, საქართველოს გენერალური
პროკურორის ბრძანებით, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის დამტკიცდა
სახელმძღვანელო მითითება „ფემიციდის სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის ფარგლებში
გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ“.
ამოცანა 3.3
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება სიცოცხლის უფლების მიმართ
სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების სათანადოდ შესასრულებლად
აქტივობა 3.3.1 პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება სიცოცხლის
უფლების მიმართ სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულების, სიცოცხლის წინააღმდეგ
მიმართული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, სიცოცხლის უფლების მიმართ სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულების,
სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი
დევნის საკითხებზე, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით,
5 სასწავლო აქტივობა განხორციელდა. შედეგად, 66 თანამშრომელი (მენეჯერი, პროკურორი და
პროკურატურის გამომძიებელი) გადამზადდა. სასწავლო აქტივობები მოიცავდა შემდეგ ტრენინგებს: ევროპის
საბჭოს (CoE) ორგანიზებით, კონფერენციას თემაზე - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებების აღსრულება; სირაკუზას სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის
უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ორი ჯგუფისთვის საპილოტე სასწავლო პროგრამას თემაზე მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები; საქართველოს პროკურატურისა და
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობით, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა
მკვლელობების (ფემიციდი) ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ
პროკურორებისა და პროკურატურის მენეჯერების ორი ჯგუფისთვის ტრენინგებს;
ასევე, საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა ორთვიანი მოსამზადებელი ინტენსიური სასწავლო კურსის
ფარგლებში, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების საკითხებზე 50 სტაჟიორი, მათ შორის 43
სტაჟიორ-პროკურორი და 7 სტაჟიორ-გამომძიებელი გადამზადდა.
აქტივობა 3.3.2 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება სიცოცხლის
უფლების მიმართ სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების სათანადოდ
შესასრულებლად
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სსიპ - შსს აკადემიაში სხვადასხვა პროგრამის/კურსის/ტრენინგის ფარგლებში, ისწავლება საგანი ადამიანის
უფლებები, რომლის ფარგლებშიც არის გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების შესახებ სწავლება.
სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამართალდამცავების როლს აღნიშნული უფლების
21
დაცვისას, ძალის გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს, სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ
ვალდებულებას დაიცვას სიცოცხლის უფლება.
აღნიშნულ თემატიკაზე 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა
პროგრამის/კურსის/ტრენინგის ფარგლებში სწავლება გაიარა 2595-მა მსმენელმა.
მიზანი 4 - პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების
ეფექტიანი დაცვის შემდგომი უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; პენიტენციური
და პრობაციის სისტემების განგრძობადი ინსტიტუციური გაძლიერება.
ამოცანა 4.1
პენიტენციურ და პრობაციის
სტანდარტების დაცვა
სისტემებში
ადამიანის
უფლებების
საერთაშორისო
და
ევროპული
აქტივობა 4.1.1 დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული ძალადობის პრევენციის მექანიზმების
ეფექტური ფუნქციონირება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტს
დაქვემდებარებულ იზოლატორებში, დაკავებული პირი, მოთავსებისას გადის პირველად სამედიცინო
შემოწმებას, ხდება მისი ვიზუალური დათვალიერება და სხეულზე არსებული დაზიანების დაფიქსირება.
თუ პირს, სხეულზე აღენიშნება წამების ან/და არასათანადო მოპყრობისთვის დამახასიათებელი რაიმე ნიშანი
ან თავად აცხადებს შესაძლო ძალადობის შესახებ, აღნიშნულის თაობაზე, ინფორმაცია იგზავნება სპეციალურ
საგამოძიებო სამსახურში და სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. ასევე, დაკავებული პირის შესახებ
რელევანტური ინფორმაცია, კომპეტენციის ფარგლებში მიეწოდება საქართველოს პროკურატურას.
აქტივობა 4.1.2 უფლებების შესახებ ბროშურების დაბეჭდვა, ყველა დაინტერესებული პატიმრისთვის
მიწოდება და პატიმრებისთვის ტრენინგების ჩატარება უფლება-მოვალეობების შესახებ
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო
დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
განხორციელდა სხვადასხვა ენაზე დაბეჭდილი 10760 ბროშურის შესყიდვა. ამ ეტაპისთვის ნაშთის სახით
დარჩენილია 3720 ბროშურა, რომელთა განაწილებასა და შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს
აღნიშნული სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის
დეპარტამენტი;
ქართულ ენასა და 6 უცხოურ ენაზე (რუსულ, ინგლისურ, თურქულ, სპარსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ
ენებზე) დაბეჭდილია ბროშურები ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ
(ბრალდებულთა უფლება-მოვალეობები; არასრულწლოვან მსჯავრდებულთა უფლება-მოვალეობები;
სრულწლოვან ქალ მსჯავრდებულთა უფლება-მოვალეობები; სრულწლოვან მსჯავრდებულთა უფლებამოვალეობები). აღნიშნული ბროშურები მოთხოვნის შესაბამისად მიეწოდება სათანადო დაწესებულებებს;
22
ქართულ ენასა და 5 უცხოურ ენაზე (რუსულ, ინგლისურ, თურქულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე)
დაიბეჭდა ბროშურები პირთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სამედიცინო მომსახურების შესახებ;
პენიტენციურ დაწესებულებებში ხელმისაწვდომია ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების
შესახებ ბროშურების აუდიოვერსიები ქართულ და 6 უცხოურ ენაზე (რუსულ, ინგლისურ, თურქულ,
აზერბაიჯანულ, სპარსულ და სომხურ ენებზე);
პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილი იუსტიციის სახლების მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის
გაზრდის მიზნით რუსულ, ინგლისურ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სპარსულ და სომხურ ენებზე ითარგმნა ამ
მომსახურებების ჩამონათვალი და თანმდევი ინფორმაცია. მომსახურების მიღებისას მსჯავრდებულს
თარგმანით უზრუნველყოფს სპეციალური პენიტენციური სამსახური;
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ ჯგუფურ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 214-მა
პირმა.
აქტივობა 4.1.3 არსებული პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განახლება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
სისტემაში შემავალი საქვეუწყებო
რუსთავის №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის მოეწყო ახალი
კომბინირებული სპორტული მოედანი და ფიტნესსივრცე;
რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოები შესრულდა 50 საკანში;
ქალთა №5 პენიტენციურ დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოები შესრულდა 41 საკანში;
გლდანის №8 დაწესებულებაში მოეწყო ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სოციალური
აქტივობისთვის განკუთვნილი სარეაბილიტაციო სივრცე;
გეგუთის №14 დაწესებულებაში მოეწყო ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სოციალური
აქტივობისთვის განკუთვნილი სარეაბილიტაციო სივრცე;
ქსნის №10 პენიტენციურ დაწესებულებაში აშენდა ახალი საკონტროლო გამშვები პუნქტი, სადაც
იუსტიციის სახლი მოეწყო. იმავე პენიტენციურ დაწესებულებაში აშენდა გრძელვადიანი
პაემნებისთვის განკუთვნილი ახალი შენობა;
ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოეწყო ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა
სოციალური აქტივობისთვის განკუთვნილი სარეაბილიტაციო სივრცე;
ქსნის №15 და რუსთავის №16 პენიტენციურ დაწესებულებებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტის
ახალი საშხაპე ოთახები.
ამოცანა 4.2
თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად, ადრეული და
შემდგომი ხელმისაწვდომობა იურიდიულ დახმარებაზე
აქტივობა 4.2.1 სამარტოო საკანში გადაყვანილ პირთა იურიდიული კონსულტაციით უზრუნველყოფა
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
23
2024 წელს სამსახურს არ ჰქონია მომართვა სამარტოო საკანში გადაყვანილ პირთა იურიდიული
კონსულტაციის მოთხოვნით.
ამოცანა 4.3
მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უსაფრთხოების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით,
პენიტენციური სისტემის შემდგომი გაძლიერება საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად;
გადამდებ დაავადებათა პრევენცია და სამოქალაქო სექტორის ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურების
უზრუნველყოფა
აქტივობა 4.3.1 მსჯავრდებულთა სკრინინგის (ტუბერკულოზი; აივ-ინფექცია შიდსი; ც ჰეპატიტი და ა.შ)
ჩატარების უზრუნველყოფა და სკრინინგის ჩატარების რაოდენობის გაზრდა; პაციენტთათვის ექიმსპეციალისტთა კონსულტაციებისა და რეფერალების რაოდენობის ოპტიმიზაცია
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სისტემაში შემავალი საქვეუწყებო
დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
ანტიტუბერკულოზური მკურნალობის საჭიროების მქონე პირთა გამოვლენის მიზნით ჩატარდა 50601
სკრინინგი, მათ შორის, 1253 სკრინინგი ჩაუტარდათ ქალებს, ხოლო 417 სკრინინგი − არასრულწლოვნებს.
„DOTS“ და „DOTS+“ მკურნალობის პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობამ 32 პაციენტი შეადგინა. მათ შორის
იყო 16 ახალი შემთხვევა. მკურნალობაში მონაწილეობდა 2 ქალი მსჯავრდებული, ხოლო არასრულწლოვნის
მკურნალობაში მონაწილეობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა;
აივ-ინფექცია/შიდსის გამოვლენის მიზნით ჩატარდა 6954 სკრინინგი, მათ შორის, 239 სკრინინგი ჩაუტარდა
ქალს, ხოლო 23 სკრინინგი − არასრულწლოვანს. შესაბამისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის
ხელმისაწვდომობა
უნივერსალურია.
აივ-ინფექცია/შიდსის
ანტირეტროვირუსული
მკურნალობის
პროგრამაში მონაწილეობდა 28 ახალი პაციენტი;
C ვირუსული ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბრალდებულებსა და
მსჯავრდებულებს ჩაუტარდათ 7079 სკრინინგი. მკურნალობაში მონაწილეობდა 345 პირი, მათ შორის, 7 ქალი
და 3 არასრულწლოვანი;
სხვადასხვა პროფილის მოწვეულმა ექიმ-სპეციალისტებმა ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ჩაუტარეს
38824 კონსულტაცია/გამოკვლევა. ამასთანავე, სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მისაღებად
სამოქალაქო სექტორის კლინიკებში განხორციელდა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა 5860 რეფერალი.
ამოცანა 4.4
თავისუფლებააღკვეთილ პირებს შორის ძალადობის პრევენცია
აქტივობა 4.4.1 ახალი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
24
სისტემაში შემავალი საქვეუწყებო
ქ. რუსთავში, №16 პენიტენციური დაწესებულების მახლობლად, მცირე ზომის ახალი პენიტენციური
დაწესებულების სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები სანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა, მათ შორის,
შესაბამისი ტერიტორიისა და შენობების შიდა მოპირკეთებისა და დაწესებულების სათანადო ინვენტარით
სრულად აღჭურვის პროცესი.
ამოცანა 4.5
სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდა; მსჯავრდებულთა
ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარება, მათ შორის,
განათლების, სპორტული, კულტურული და დასაქმების პროგრამების განვითარების გზით; მსჯავრდებულის
პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის შემდგომი განვითარება, პატიმართა მიმართ
დისციპლინური სამართალწარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით
აქტივობა 4.5.1 მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადება/გადამზადება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "მსჯავრდებულთა პროფესიული
მომზადებისა და გადამზადების ცენტრი"
პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ მსჯავრდებულებს 45-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მიეწოდათ,
რომლებშიც 593 ბენეფიციარი მონაწილეობდა. პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან
პროგრამებს ახორციელებდნენ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული სასწავლო და პროფესიული კოლეჯები.
ამასთანავე, გადამზადების რამდენიმე პროცესში მონაწილეობა მიიღეს მსჯავრდებულთა პროფესიული
მომზადებისა და გადამზადების ცენტრის სხვადასხვა პარტნიორმა ორგანიზაციამ და ფიზიკურმა პირმა.
აქტივობა 4.5.2 მსჯავრდებულთა დასაქმება პენიტენციურ დაწესებულებებში
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "მსჯავრდებულთა პროფესიული
მომზადებისა და გადამზადების ცენტრი"
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრში ფუნქციონირებდა დასაქმების
შემდეგი 8 პროგრამა:
1. მარწყვისა და ყვავილების სათბური №5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში;
2. ჟოლოს ბაღი №5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში;
3. სასოფლო-სამეურნეო პროექტი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში;
4. ლოკოკინების ფერმა ქსნის №10 პენიტენციურ დაწესებულებაში;
5. მარწყვის ბაღი ღია გრუნტზე ქსნის №10 პენიტენციურ დაწესებულებაში;
6. მარწყვის ბაღი ღია გრუნტზე №15 პენიტენციურ დაწესებულებაში;
7. ხის სათამაშოების მცირე საწარმო „კოდალა“ №16 პენიტენციურ დაწესებულებაში;
8. მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების მაღაზია „რე-მარკეტი“.
დასაქმების აღნიშნულ პროგრამებში მონაწილეობდა 221 მსჯავრდებული.
აქტივობა 4.5.3 შემთხვევის მართვაში ჩართულობის მიზნით, მსჯავრდებულთა წახალისება/მოტივირება
25
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური
ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დანერგილია შემთხვევის მართვის მექანიზმი, რაც განმეორებითი
დანაშაულის თავიდან აცილებისა და ზიანის შემცირების მიზნით მსჯავრდებულის მულტიდისციპლინური
მიდგომით შეფასებასა და მიზნობრივ პროგრამებში მონაწილეობას გულისხმობს.
2024 წელს შემთხვევის მართვის მექანიზმში მონაწილეობდა 1175 მსჯავრდებული, რაც 2023 წლის
მაჩვენებელთან შედარებით 49%-ით მეტია.
შემთხვევის მართვის მექანიზმში მონაწილეობა და მისი შედეგები მსჯავრდებულის დახასიათებაში აისახება,
რაც სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებისას
განიხილება.
აქტივობა 4.5.4 გამოკვეთილი
საჭიროებების
პროგრამების/აქტივობების შექმნა და დანერგვა
შესაბამისად
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
ახალი
სარეაბილიტაციო
სისტემაში შემავალი საქვეუწყებო
გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე, პენიტენციური სისტემა უწყვეტად ზრუნავს სათანადო
პროგრამების განახლებასა და ახალი პროგრამების დანერგვაზე.
2024 წელს შემუშავდა შემდეგი ახალი პროგრამები: ალკოჰოლდამოკიდებულ პირთა სარეაბილიტაციო
პროგრამა; DBT − თვითდაზიანებისა და სუიციდური ქცევის მართვა; ოკუპაციური/შრომითი თერაპია.
ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული პროგრამების პილოტირების მოსამზადებელი სამუშაოები. ამასთანავე,
გრძელდება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების
ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა ქცევის კორექციის პროგრამაზე მუშაობა.
აქტივობა 4.5.5 მსჯავრდებულთა სპორტულ აქტივობებში ჩართულობის წახალისება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
სისტემაში შემავალი საქვეუწყებო
სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში:
o სპორტული ფესტივალები ჩატარდა 6 (№16, №5, №11, №12, №15 და №17) პენიტენციურ
დაწესებულებებში, სადაც მსჯავრდებულთა საერთო მონაწილეობის რაოდენობაა 295-ია;
o სპორტული ტურნირები ჩატარდა 9 (№2, №5, №8, №11, №12, №14, №16, №17 და №18) პენიტენციურ
დაწესებულებებში, სადაც მსჯავრდებულთა საერთო მონაწილეობა 167-ია;
o რეგულარული წვრთნის პროცესი სპორტის 5 სახეობაში მიმდინარეობდა 7 პენიტენციურ
დაწესებულებაში, სადაც მონაწილეობდა 321 მსჯავრდებული, კერძოდ:
o კალათბურთში: №5, №8, №11, №15 და №17 პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც მონაწილეობდა 58
მსჯავრდებული;
o მაგიდის ჩოგბურთში: №11, №12 და №16 პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც მონაწილეობდა 34
მსჯავრდებული;
o ფეხბურთში: №11, №15, №16 და №17 პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც მონაწილეობდა 114
მსჯავრდებული;
26
o ფრენბურთში: №5, №12 და №16 პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც მონაწილეობდა 70
მსჯავრდებული;
o ხელბურთში: №12 და №16 პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც მონაწილეობდა 45
მსჯავრდებული.
o სპორტის 4 სახეობაში მწვრთნელად გადამზადებული 47 სერტიფიცირებული მსჯავრდებულიდან
სპორტის ოთხივე სახეობაში შეირჩა 7 მსჯავრდებული. მწვრთნელთა ზედამხედველობით
მიმდინარეობს მათი პრაქტიკული მომზადება, რის შემდეგაც ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში
მწვრთნელებად დასაქმდებიან.
2024 წელს სპორტულ აქტივობებში მსჯავრდებულთა საერთო მონაწილეობა 853-ია, რაც 2023 წლის
მაჩვენებელთან შედარებით 16%-ით მეტია.
აქტივობა 4.5.6 ციფრული სწავლების დანერგვა დამატებით 4 პენიტენციურ დაწესებულებაში
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
სისტემაში შემავალი საქვეუწყებო
პენიტენციური კოდექსის თანახმად, უმაღლესი განათლების (მათ შორის, ციფრული სწავლების)
ხელმისაწვდომობის უფლება მინიჭებული აქვთ ყველა ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ
მსჯავრდებულებს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა), რომელიც პენიტენციურ
დაწესებულებებში ეტაპობრივად ინერგება.
ციფრული უნივერსიტეტისთვის სასწავლო სივრცე მოწყობილია 6 (№1, №2, №5, №8, №11 და №16)
პენიტენციურ დაწესებულებაში.
2024 წელს ციფრულ სწავლებაში მონაწილეობდა 11 მსჯავრდებული, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან
შედარებით 10%-ით მეტია. ციფრული სწავლების ფარგლებში 6 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა
ჩართული.
აქტივობა 4.5.7 მსჯავრდებულთა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის თანამშრომელთა თანაფარდობის
კონცეფციის შექმნა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
სისტემაში შემავალი საქვეუწყებო
მიმდინარე აქტივობა
ამოცანა 4.6
პრობაციის სისტემაში მყოფი მსჯავრდებულებისა და ყოფილი პატიმრების ინსტიტუციური მხარდაჭერის
გაძლიერება, მათი რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის გზით
აქტივობა 4.6.1 ბენეფიციარების პროფესიული მომზადება/გადამზადების კურსებში ჩართვის წახალისება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - „მსჯავრდებულთა პროფესიული
მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“
27
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების
ცენტრს შეუძლია, პრობაციის სისტემის ბენეფიციარებს (მსჯავრდებულებს, ყოფილ პატიმრებს) აღმოუჩინოს
შესაბამისი მხარდაჭერა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებში მონაწილეობის
მიმართულებით. პირთა დაინტერესებისა და სათანადო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ცენტრი მზად
არის, წაახალისოს და ხელი შეუწყოს აღნიშნულ პროგრამებში მათ მონაწილეობას.
აქტივობა 4.6.2 ბენეფიციარების დასაქმება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - „მსჯავრდებულთა პროფესიული
მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების
ცენტრმა მოიძია 3 დამსაქმებელი (კომპანიები: „სოკარი“, „გალფი“, „ბაზალტ ფაიბერსი“) (დასაქმების 100
ადგილი); შესაძლებელი გახდა 2 პრობაციონერის დასაქმება; მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და
გადამზადების ცენტრი ხელს უწყობს მსჯავრდებულთა დასაქმებას პენიტენციური დაწესებულების
დატოვების შემდეგ, აძლევს მათ შესაძლებლობას, გააგრძელონ ინდივიდუალური საქმიანობა და დარჩნენ
მაღაზია „რე-მარკეტის“ მომსახურების მიმღები;
„რე-მარკეტის“ მომსახურებით სარგებლობდა 24
პრობაციონერი.
აქტივობა 4.6.3 მსჯავრდებულებთან და ყოფილ პატიმრებთან მომუშავე სპეციალისტების პროფესიული
სტანდარტის დოკუმენტის შემუშავება / დამტკიცება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო"
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა
და პრობაციის ეროვნული სააგენტო და ევროკავშირის პროექტის ადგილობრივი კონსულტანტის
მონაწილეობით შედგა აღნიშნული სააგენტოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს მენეჯერებისა და პროფესიული
ზედამხედველების სამუშაო შეხვედრა. შეხვედრა ემსახურებოდა ზედამხედველობის წესისა და ფორმების
შემუშავებისა და დანერგვის მიზნით პროფესიული ზედამხედველობის შესახებ საერთაშორისო მოდელების
გაცნობასა და პროფესიული ზედამხედველობის როლის შესახებ ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ
განიხილა შესაბამისი დოკუმენტის სამუშაო ვერსია.
აქტივობა 4.6.4 რეგიონებში სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის/ სივრცეების მოწყობა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სსიპ "დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო"
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის რეგიონული ოფისი გაიხსნა ქ. ხაშურში. საჯარო სამართლის
იურიდიული პირი − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული სააგენტო ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას.
აქტივობა 4.6.5 გათავისუფლებისთვის მომზადებისა და გარდამავალი მენეჯმენტის სისტემის დანერგვა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სსიპ "დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო"
28
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საჯარო სამართლის იურიდიულ
პირს − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის გაიმართა
კონსულტაციები გათავისუფლებისთვის მომზადებისა და გარდამავალი მენეჯმენტის სტრატეგიისა და
სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიების შესახებ, რომლებიც 2023 წელს შემუშავდა.
ამოცანა 4.7
პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება უწყვეტი და
თანმიმდევრული თემატური სწავლების /ტრენინგების მიწოდების გზით
აქტივობა 4.7.1 პრობაციის სისტემაში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდა /
გადამზადება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო"
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში
დასაქმდა 11 სოციალური მუშაკი და 5 ფსიქოლოგი;
შესაბამისმა სპეციალისტებმა გაიარეს შემდეგი ტრენინგები: სპეციალიზაციის კურსი არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულებაში; ფსიქიკური ჯანმრთელობის პრაქტიკული გზამკვლევი; პირველადი სამედიცინო
დახმარება; პრობაციის ოფიცრის სპეციალური სასწავლო კურსი; პროფესიული სტრესი და გადაწვის
პრევენცია, გუნდური შეჭიდულობა, დასაქმებულთა დაცვა ევროკავშირში. აღნიშნულ ტრენინგებში
მონაწილეობა მიიღო 20-მა ფსიქოლოგმა და 44-მა სოციალურმა მუშაკმა.
აქტივობა 4.7.2 პრობაციის სპეციალისტებისთვის საბაზისო კურსის გაუმჯობესება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო"
საანგარიშო პერიოდში, მიმდინარეობდა კურსის განახლებაზე მუშაობა.
აქტივობა 4.7.3 პრობაციონერთა საორიენტაციო კურსის მიხედვით პრობაციის ოფიცრების გადამზადება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო"
პრობაციონერთა საორიენტაციო კურსის პილოტირებისთვის გადამზადდა პრობაციის 45 ოფიცერი. მათგან
პრობაციის 20-მა ოფიცერმა გაიარა ტრენერთა ტრენინგი.
აქტივობა 4.7.4 პენიტენციური სისტემის თანამშრომელთათვის უწყვეტი და თანმიმდევრული ტრენინგების
მიწოდება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო
დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური; სსიპ - "იუსტიციის სასწავლო ცენტრი".
29
გადამზადდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის 1319 თანამშრომელი, რაც სამსახურის თანამშრომელთა
რაოდენობის 33%-ს შეადგენს.
მიზანი 5 - წამებისა და არაადამიანური/არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის გარანტიების განმტკიცება და
გაძლიერება, მათ შორის, ამგვარი მოპყრობის მიმართ მკაცრი და პროპორციული პოლიტიკის გატარებით
ამოცანა 5.1
წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენცია.
გამოვლენის არსებული შიდა და გარე მექანიზმების გაძლიერება და ეფექტიანი პოლიტიკის დანერგვა
აქტივობა 5.1.1 უსაფრთხოების მიზნით, ფსიქიატრიული სტაციონარული
სერვისების მიმწოდებელ
დაწესებულებებში ექიმის მიერ პაციენტის უფლებების შეზღუდვის მკაფიო პროცედურების განსაზღვრა
სამართლებრივი დაცვის გარანტიების არსებობის პირობებში
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
შეზღუდვის მეთოდების გამოყენების კანონიერებისა და დასაბუთებულობის მონიტორინგი დაიწყება WHO
QualityRights tool kit საფუძველზე მომზადებული შიდა ინსპექტირებისა და მონიტორინგის მექანიზმების
დამტკიცების შემდეგ, რომელიც გახდება ფსიქიატრიული დახმარების მიმღები პაციენტების უფლებების
შეფასების ინსტრუმენტი.
გადაიხედება ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ შეზღუდვის მეთოდების
გამოყენების შემდგომ სტატუსის გადასინჯვის მექანიზმი.
აქტივობა 5.1.2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-15 და მე-16 მუხლებში
მითითებული ქმედებების (წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის,
ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის) ფაქტების გამოვლენის, დოკუმენტირებისა და საგამოძიებო
და მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოებისთვის შეტყობინების გაგზავნის წესის შემუშავება
ფსიქიატრიული დაწესებულებების კონტექსტში
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისათვის სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ, 2024 წლის ივნისში, დამტკიცდა „შშმ პირებზე
განხორციელებული ძალადობისას სოციალური მუშაკის რეაგირების სამუშაო ინსტრუმენტები“ (შემთხვევის
იდენტიფიცირება, შეფასების ფორმები, რომლებიც მიმდინარედ გამოიყენება პრაქტიკაში შემთხვევების
იდენტიფიცირებისა და მართვისას).
აქტივობა 5.1.3 წამებისა და არასათანადო მოპყრობის დანაშაულისა და მისგან დაცვის გარანტიების შესახებ
საზოგადოების ინფორმირებულობის დონის შეფასების მიზნით სეგრეგირებული კვლევის ჩატარება
30
პასუხისმგებელი უწყება: ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი
მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი
საკოორდინაციო საბჭო
აქტივობა, საანგარიშო პერიოდში, არ განხორციელებულა.
ამოცანა 5.2
წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის ფაქტებზე
დამოუკიდებელი, დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი
დევნის უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად
აქტივობა 5.2.1 პროკურორებისთვის და პროკურატურის გამომძიებლებისთვის სახელმძღვანელო მითითების
განახლება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების
კვალიფიკაციის შესახებ
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
პროკურორებისთვის და პროკურატურის გამომძიებლებისთვის სახელმძღვანელო მითითება მოხელის ან
მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის შესახებ,
შემუშავდება სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საანგარიშო პერიოდში.
აქტივობა 5.2.2 პროკურორთა/ პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება წამებისა და
არაადამიანური/არასათანადო მოპყრობის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, წამებისა და არაადამიანური/არასათანადო მოპყრობის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი
დევნის საკითხებზე, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით,
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) ორგანიზებით, განხორციელდა ტრენინგი თემაზე წამების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლთა ეფექტური იდენტიფიკაცია, დაცვა და
რეაბილიტაცია. ტრენინგის ფარგლებში, შემდეგი საკითხები განიხილებოდა: წამება, არაადამიანური და
დამამცირებელი მოპყრობა; წამების სამედიცინო-ფსიქოლოგიური შედეგები; პოსტტრავმული სტრესული
აშლილობა; წამების დოკუმენტალურად აღრიცხვის შესახებ სტამბოლის პროტოკოლი; წამებისა და
არაადამიანური მოპყრობის პრევენციის ევროპული მექანიზმები; წამების მსხვერპლის ინტერვიუირების
მეთოდები და სხვა.
ასევე, საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა ორთვიანი მოსამზადებელი ინტენსიური სასწავლო კურსის
ფარგლებში, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, წამების და არაადამიანური/ არასათანადო
მოპყრობის საკითხებზე პროკურატურის 50 სტაჟიორი, მათ შორის 43 სტაჟიორ-პროკურორი და 7 სტაჟიორგამომძიებელი გადამზადდა.
აქტივობა 5.2.3 შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის
სამედიცინო მომსახურების სამსახურში ახლად დასაქმებული სამედიცინო პერსონალის გადამზადება
31
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2024 წელს, სამედიცინო მომსახურების სამსახურში ახლად დასაქმებულ 10 (ათი) პირს ჩაუტარდა ტრენინგი
„დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოსათავსებელ/მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული
დაზიანებების ფოტოგრაფირებისა და ფოტომასალის შენახვის წესი“-ს შესახებ. ასევე, 2024 წელს,
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების და კომუნიკაციის სტანდარტი“-ის შესახებ,
ტრენინგი ჩაუტარდა 20 სამედიცინო პერსონალს.
აქტივობა 5.2.4 შინაგან საქმეთა სამინისტორს დროებითი მოთავსების იზოლატორების ვიდეო
მეთვალყურეობის განხორციელების ჩანაწერების შენახვის, წაშლის და განადგურების წესის მოდიფიცირება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მიმდინარე აქტივობა
აქტივობა 5.2.5 შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული პირების
და მათთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების მუდმივი მონიტორინგი
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
იზოლატორის მოსამსახურეების, მოთავსებული ან სხვა პირების უსაფრთხოებისა და სხვა კანონიერი
ინტერესებიდან
გამომდინარე,
დაკავებულების
განთავსების
ადგილებში
ხორციელდება
ვიდეომეთვალყურეობა.
აქტივობა 5.2.6 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
სტანდარტების/მეთოდოლოგიის შემუშავება და დამტკიცება
მიერ
წარმოებული
გამოძიების
ერთიანი
პასუხისმგებელი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ერთიანი საგამოძიებო პოლიტიკის ჩამოყალიბების მიზნით, აგრძელებს
სხვადასხვა სახის საგამოძიებო სტანდარტის განმსაზღვრელი დოკუმენტების შექმნას. კანონმდებლობით
მისთვის დაკისრებული მოვალეობების უფრო ეფექტიანად განხორციელებისათვის, ერთგვაროვანი
მიდგომების დამკვიდრების, გამოძიების პროცესში საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებისა და
მსხვერპლზე ორიენტირებული სერვისების განვითარების მიზნით სამსახურმა დაამტკიცა და შეიმუშავა
არაერთი სტანდარტი თუ მეთოდოლოგია, როგორიც არის მაგალითად: პირადი ცხოვრების საიდუმლოს
ხელყოფასთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიების სახელმძღვანელო; ხელბორკილების გამოყენების
სახელმძღვანელო წესები; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეების გამოძიების სტანდარტები და
რეკომენდაციები; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, სახელმძღვანელო
დოკუმენტი; ოჯახური დანაშაულის გამოძიების სტანდარტები და რეკომენდაციები, ასევე სამსახურის მიერ
განხორციელდა სამხრე და ე.წ „ბორტის კამერების“ გამოყენების დანერგვა და გამოყენების სახელმძღვანელო
წესების შემუშავება.
დამატებით, აღსანიშნავია ასევე, რომ სამსახურმა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და
რეკომენდაციების საფუძველზე შეიმუშავა არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის დამდგენი
სახელმძღვანელო დოკუმენტიც, რომელიც ხელს უწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და
ამცირებს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევების სამოხელეო დანაშაულით გადაფარვის
რისკებს. ხსენებული დოკუმენტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ დადებითად იქნა
შეფასებული, როგორც სახელმწიფოს მიერ არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში
32
გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი. გარდა ამისა, მიმდინარე საანგარიშო პერიოდში სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საერთაშორისო და დონორი
ორგანიზაციების ჩართულობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს წამება არასათანადო მოპყრობის თემატიკაზე ჩაუტარდათ ტრენინგი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული
სასამართლოს მიერ განხილული საქმეების ანალიზის საფუძველზე.
აქტივობა 5.2.7 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერება
პასუხისმგებელი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური
სამსახურმა შექმნისთანავე არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული
გაძლიერება დაისახა მიზნად, რომელიც სათაო ოფისის მშენებლობის (სათაო ოფისის მშენებლობის
დასრულება იგეგმება 2026 წლისთვის) გარდა სამსახურისთვის რეგიონალური ოფისების დამატებასაც
მოიცავს.
რეფორმის ფარგლებში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ახალი საგამოძიებო ოფისები ქ.თელავსა და
ქ.ზუგდიდში გახსნა, გარემონტდა და ადაპტირდა სამსახურის აჭარის რეგიონალური ოფისი და სამსახურის
ბალანსზე იქნა აყვანილი აქამდე დროებით სარგებლობით გადმოცემული ქუთაისის ოფისი. 2025 წლის
გაზაფხულიდან სამსახურს ასევე შეემატება ქ.რუსთავში მდებარე ქვემო ქართლის რეგიონალური ოფისი, ამის
შემდეგ კი მეექვსე რეგიონალური ოფისი ქ.გორში გაიხსნება.
ტექნიკური ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, 2024 წელს განახლდა ცხელი ხაზის პროგრამა,
რომელიც უფრო მეტად მორგებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე.
ამოცანა 5.3
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შემდგომი გაძლიერება ფუნქციურ და ინსტიტუციურ დონეზე და მისი
საგამოძიებო უფლებამოსილების დახვეწა
აქტივობა 5.3.1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატის გადახედვა
წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის ფაქტებზე
დამოუკიდებელი, დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფისთვის
პასუხისმგებელი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური
წამებასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის, უწყების ინსტიტუციური გაძლიერებისა და გამოძიების
ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჩატარდა რეორგანიზაცია.
რეორგანიზაციის ფარგლებში, საგამოძიებო დეპარტამენტის ბაზაზე ჩამოყალიბდა სპეციალურ საქმეთა
გამოძიების დეპარტამენტი, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის და
ძალადობრივ დანაშაულებს, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს, ასევე
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილების საფუძველზე ხელახალი გამოძიების ჩატარებას უზრუნველყოფს.
სამსახურში ასევე შეიქმნა პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი, რომელიც
პედოფილიის, სექსუალური გამოძალვისა და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის ფაქტებს გამოიძიებს.
33
ორი დამოუკიდებელი საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნით სამსახურს მიეცემა საშუალება, ერთი მხრივ
ყველა კატეგორიის დანაშაულის გამოსაძიებლად საგამოძიებო რესურსი რაციონალურად გაანაწილოს და
მეორე მხრივ ყველა გამომძიებელს მხოლოდ ერთი კატეგორიის დანაშაულზე მუშაობის შესაძლებლობა ექნება.
ამ საკითხის დარეგულირების შესახებ რეკომენდაციები ასევე ხაზგასმულია საერთაშორისო ორგანიზაციების
და უფლებადამცველების ანგარიშებში.
რაც შეეხება სამსახურის ფუნქციურ დონეზე გაძლიერებას, აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილების
შემდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილება გაძლიერდა და მის
ქვემდებარეობას დაემატა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე (განზრახ უკანონო დაკავება ან
დაპატიმრება), 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 333-ე (სამსახურებრივი
უფლებამოსილების გადამეტება), 341-ე (სამსახურებრივი სიყალბე) და 3691 (სისხლის სამართლის საქმეზე
მტკიცებულების ფალსიფიკაცია) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, თუკი ეს დანაშაულები
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა; სამსახური, ასევე, აწარმოებს გამოძიებას ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის
უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის, ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის
ფაქტებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წელს
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, გაფართოვდა სამსახურის საგამოძიებო მანდატი
და იგი ასევე იძიებს პროკურორის (გარდა საქართველოს გენერალური პროკურორისა და საქართველოს
გენერალური პროკურატურის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების
საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის პროკურორისა) მიერ
სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულების ჩადენის ფაქტებს.
აქტივობა 5.3.2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება მათი
მხრიდან შშმ პირებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით
პასუხისმგებელი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის მიერ დამტკიცებული 2023-2028 წლების სტრატეგიაში
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებთან კომუნიკაციის
სტანდარტების სრულყოფასა და მათთვის მისაწვდომობის გაუმჯობესებას ფიზიკურ გარემოზე,
ინფორმაციულ რესურსებზე და სერვისებზე. დამატებით ასევე აღსანიშნავია, რომ სპეციალური საგამოძიებო
სამსახური, ერთიანი საგამოძიებო პოლიტიკის ფარგლებში აგრძელებდა სახელმძღვანელო დოკუმენტების
დანერგვას, რომლის მიზანიცაა კიდევ უფრო ეფექტიანი საგამოძიებო პროცესის წარმოება. ამ მიზნით,
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის შემუშავდა სახელმძღვანელო - „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაცია“. დასახული მიზნების მიღწევის მიზნით, სამსახური
პერიოდულად ახორცილებდა თანამშრომელთა გადამზადებას მათი მხრიდან შშმ პირებთან ეფექტიანი
კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად.
ამოცანა 5.4
წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ეფექტიანი
მექანიზმების ჩამოყალიბება.
აქტივობა 5.4.1 წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთათვის ფსიქო-სოციალური და სამედიცინო
სარეაბილიტაციო სისტემის შემუშავება
34
პასუხისმგებელი უწყება: ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი
მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი
საკოორდინაციო საბჭო
საანგარიშო პერიოდში, აქტივობა არ განხორციელებულა.
მიზანი 6
- პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ეფექტიანი დაცვა და ამ უფლების
განხორციელების ხელშეწყობა; პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება;
პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერება ციფრული ეპოქის გავლენის გათვალისწინებით, როგორც
ინდივიდზე, ისე საზოგადოებაზე.
ამოცანა 6.1
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის
გასაჯაროებისა და პერსონალური მონაცემების დარღვევის ფაქტებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების
უზრუნველყოფა
აქტივობა 6.1.1 შინაგან საქმეთა სამინისტროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტის
დანერგვა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2024 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ზედამხედველობაზე უფლებამოსილი დანაყოფის ფუნქციური და სტრუქტურული რეორგანიზაცია, რითაც
გაძლიერდა ხსენებული დანაყოფი. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩამოყალიბდა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი. აქვე აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველ მაისს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტში შეიქმნა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამმართველო, რომელიც სამმართველოში დასაქმებული პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ოფიცრების მეშვეობით უზრუნველყოფს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონითა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის
დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 29
აპრილის №33 ბრძანებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შესრულებას. პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი აგრეთვე დანერგილია სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა
და საქვეუწყებო დაწესებულებებში.
აქტივობა 6.1.2 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების
შემოწმება (ინსპექტირება) და ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი
პასუხისმგებელი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ჩაატარა მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება
(ინსპექტირება) 265 ფაქტზე. მათგან 31% (83) ჩატარდა გეგმურად, ხოლო 69% (182) — არაგეგმურად.
სამსახურმა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 508 ფაქტი, მათგან 29 ფაქტი
გამოვლენილ იქნა 2023 წელს დაწყებული და საანგარიშო პერიოდში დასრულებული, ხოლო 479 ფაქტი —
35
საანგარიშო პერიოდში დაწყებული და დასრულებული შემოწმების (ინსპექტირების) საფუძველზე. 77% (391)
შემთხვევა შეეხებოდა კერძო სექტორში, 21% (106) — საჯარო სექტორში, ხოლო 2% (11) — სამართალდამცავ
ორგანოებში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას.
გამოვლენილ სამართალდარღვევათაგან, სამსახურმა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა და
გაფრთხილება გამოიყენა 505 შემთხვევაში. სახდელის სახით დაკისრებული 9 ჯარიმა მიემართებოდა 2023
წელს დაწყებულ და საანგარიშო პერიოდში დასრულებულ შემოწმებებს (ინსპექტირებებს), ხოლო 303 —
საანგარიშო პერიოდში დაწყებულ და დასრულებულ შემოწმებებს (ინსპექტირებებს). დაკისრებული 193
გაფრთხილებიდან, 17 მიემართებოდა 2023 წელს დაწყებულ და საანგარიშო პერიოდში დასრულებულ, ხოლო
176 — საანგარიშო პერიოდში დაწყებულ და დასრულებულ შემოწმებებს (ინსპექტირებებს).
გარდა ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისა, აღმოჩენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით,
სამსახურმა საჯარო დაწესებულებებისთვის და კერძო ორგანიზაციებისთვის, სამართალდამცავი
ორგანოებისათვის გასცა 794 დავალება და რეკომენდაცია. გაცემული 777 დავალებიდან, 60 მიემართებოდა
2023 წელს დაწყებულ და საანგარიშო პერიოდში დასრულებულ, ხოლო 717 — საანგარიშო პერიოდში
დაწყებულ და დასრულებულ შემოწმებებს (ინსპექტირებებს). გაცემული 17 რეკომენდაციიდან, 1
მიემართებოდა 2023 წელს დაწყებულ და საანგარიშო პერიოდში დასრულებულ შემოწმებას (ინსპექტირება),
ხოლო 16 რეკომენდაცია — საანგარიშო პერიოდში დაწყებულ და დასრულებულ შემოწმებას (ინსპექტირებას).
გაცემული 794 დავალებიდან და რეკომენდაციიდან 65% (519) მიემართებოდა კერძო დაწესებულებას, 28%
(220) — საჯარო დაწესებულებას, ხოლო 7% (55) —სამართალდამცავ ორგანოს.
ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა
ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობის კონტროლი
სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის
ელექტრონული სისტემის საშუალებით) 92 შემთხვევაში გამოიყენა, რომელთაგან 91 გამოწვეული იყო
სასამართლოს განჩინების დაგვიანებით წარმოდგენით, ხოლო 1 — ფარული საგამოძიებო მოქმედების
შეწყვეტით.
სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ სასამართლომ განიხილა 693
შუამდგომლობა, რომელთა 79% (549) სრულად დაკმაყოფილდა, 14% (94) არ დაკმაყოფილდა, ხოლო 7% (50)
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლომ
განიხილა 253 შუამდგომლობა, რომელთაგან დაკმაყოფილდა 89% (224), ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 9%
(24), არ დაკმაყოფილდა 2% (5).
ფარული ვიდეოჩაწერის ან/და აუდიოჩაწერის, ფოტოგადაღების შესახებ სასამართლომ განიხილა 870
შუამდგომლობა, რომელთაგან 88% (760) სრულად დაკმაყოფილდა, 10% (90) არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2%
(20) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ფარული ვიდეოჩაწერის ან/და აუდიოჩაწერის, ფოტოგადაღების ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლომ
განიხილა 165 შუამდგომლობა, რომელთა 90% (148) დაკმაყოფილდა, 6% (10) არ დაკმაყოფილდა, ხოლო 4%
(7) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
საანგარიშო პერიოდში, სასამართლოს, ფარული საგამოძიებო მოქმედების — კავშირგაბმულობის
არხებიდან, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის თაობაზე შუამდგომლობა
არ განუხილავს.
36
საანგარიშო პერიოდში, სასამართლოს ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვების თაობაზე
შუამდგომლობა არ განუხილავს.
ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვების ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლომ
განიხილა 1 შუამდგომლობა, რომელიც დაკმაყოფილდა.
სამსახურს წარედგინა გადაუდებელი აუცილებლობით ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების
შესახებ პროკურორის 113 დადგენილება, რომელთაგან 77% (87) შეეხებოდა ფარულ ვიდეოჩაწერას ან/და
აუდიოჩაწერას, ფოტოგადაღებას, 23% (26) შეეხებოდა სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა
და ჩაწერას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს წარედგინა სასამართლოს განჩინებები და გადაუდებელი
აუცილებლობიდან გამომდინარე პროკურორის დადგენილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
136-ე მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების, დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის
შესახებ. კოდექსის 136-ე მუხლთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტებიდან (2769) პროკურორების
დადგენილებებმა შეადგინა 2% (60), ხოლო სასამართლოს განჩინებებმა 98% (2709). სასამართლოს
განჩინებებიდან 99.81% (2704) სრულად დაკმაყოფილდა, 0.04% (1) არ დაკმაყოფილდა, ხოლო 0.15% (4)
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
სსიპ - „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს“ სასამართლოს მიერ სატელეფონო კომუნიკაციის
ფარულ მიყურადება-ჩაწერაზე გაცემულ ნებართვებში არსებულ ბუნდოვანება-უზუსტობაზე (კონტროლის
ელექტრონული სისტემის საშუალებით) ეცნობა 9-ჯერ.
კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით სატელეფონო კომუნიკაციის ფარული
ჩაწერის პროცესში გამოვლინდა 1 ინციდენტი.
მიყურადება-
ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის
ელექტრონული სისტემით სამსახურისთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ელექტრონული
კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკიდან სსიპ „ოპერატიულ-ტექნიკური
სააგენტოს“ მიერ მონაცემები სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე გაიცა 89-ჯერ.
ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ
აქტივობათა კონტროლის შედეგად რაიმე ხარვეზი ან ინციდენტი არ გამოვლენილა.
აქტივობა 6.1.3 პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა დანაშაულთა გამოძიების სახელმძღვანელოს
შემუშავება და დანერგვა
პასუხისმგებელი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური
პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა ეფექტიანი გამოძიება, ისევე როგორც, ამ მიმართულებით
პრევენციული მიდგომების განვითარება სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
შესაბამისად, განვლილი პერიოდის განმავლობაში არაერთი ღონისძიება გატარდა ამ მიმართულებით.
გამოდინარე იქიდან, რომ 21-ე საუკუნეში პირადი ცხოვრების დაცვის უზრუნველყოფა განსაკუთრებით
აქტუალურ საკითხს წარმოადგენს და სამსახურის პრაქტიკა ცხადყოფს ამ მიმართულებით მიმართვიანობის
ზრდას, ხოლო რიგ შემთხვევებში დანაშაულის მსხვერპლებს არასრულწლოვანი პირები წარმოადგენენ,
საკითხის მნიშვნელობისა და სენსიტიურობის გათვალისწინებით, გამოძიების ერთიანი სტანდარტითა და
საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების საფუძველზე წარმართვისთვის 2024 წელს შეიქმნა და
დამტკიცდა სახელმძღვანელო დოკუმენტი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სამართლებრივ
საკითხებთან დაკავშირებით.
37
აქტივობა 6.1.4 სტრასბურგის სასამართლოს რელევანტური გადაწყვეტილებების ანალიზი
პასუხისმგებელი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ხარისხის მონიტორინგის და ანალიტიკური დეპარტამენტმა
ჩაატარა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული რელევანტური
გადაწყვეტილებების ანალიზი (ოცამდე გადაწყვეტილება).
ამოცანა 6.2
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში კანონმდებლობის
დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან, მათ შორის, შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოთა საქმიანობის
დახვეწის საკითხთან მიმართებით; ამ სტანდარტების ეფექტიანი დანერგვა როგორც საჯარო, ისე კერძო
სექტორში
აქტივობა 6.2.1 აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონული პროგრამების ადაპტირება პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ევროპულ სტანდარტებთან
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ პროგრამული მოდულის შექმნის შემდეგ საჯარო
სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს ელექტრონული
პროგრამების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ სტანდარტთან ადაპტირებას.
აქტივობა 6.2.2 პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონიდან (14/06/2023; №3144-XIმსXმპ) გამომდინარე აქტების მიღება
პასუხისმგებელი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
2024 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონიდან გამომდინარე მიიღო/განაახლა შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და
შიდაუწყებრივი სამართლებრივი აქტები:
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 28 თებერვლის №21 ბრძანება
„მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების წარმომშობი გარემოებების
დადგენის კრიტერიუმებისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“;
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 28 თებერვლის №20 ბრძანება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ სპეციალური წარმომადგენლის
რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“;
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 28 თებერვლის №22 ბრძანება
„დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთა და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთა წრის
განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ აქვთ ვალდებულება დანიშნონ ან განსაზღვრონ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი“;
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 28 თებერვლის №19 ბრძანება
„ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის
38
შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“;
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის №23 ბრძანება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხის დამტკიცების
თაობაზე“;
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის №24 ბრძანება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად
გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის
სტანდარტის დამტკიცების შესახებ“;
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის №31 ბრძანება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და
ოდენობების დამტკიცების შესახებ“;
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის №28 ბრძანება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“;
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის №30 ბრძანება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და
სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესის დამტკიცების შესახებ”;
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის №29 ბრძანება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების
შესახებ“;
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის №27 ბრძანება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“;
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის №25 ბრძანება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების
შესახებ“;
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის პირველი მარტის №34
ბრძანება „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების
შესახებ“;
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის პირველი მარტის №32
ბრძანება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“;
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის პირველი მარტის №33
ბრძანება „პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის
გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემის წესის და პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოს
ან/და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის თაობაზე განაცხადის ფორმის დამტკიცების
შესახებ“;
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 7 მარტის №35 ბრძანება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის
დადგენის შესახებ“.
აქტივობა 6.2.3 პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება
39
პასუხისმგებელი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
2024 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მომზადდა და გამოქვეყნდა „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებული შემდეგი სახელმძღვანელო
რეკომენდაციები:
1.
რეკომენდაციები ინციდენტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე;
2.
რეკომენდაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ;
3.
რეკომენდაცია მონაცემთა გადატანის უფლების შესახებ;
4.
სახელმძღვანელო რეკომენდაცია გამჭვირვალობის პრინციპის შესახებ;
5.
სახელმძღვანელო რეკომენდაცია 052020 თანხმობის შესახებ;
6.
სახელმძღვანელო რეკომენდაცია 2/2019 GDPR-ის 6(1)(b) მუხლის თანახმად, მონაცემთა
სუბიექტებისათვის ონლაინ სერვისების მიწოდების კონტექსტში პერსონალური მონაცემების
დამუშავების შესახებ;
7.
სახელმძღვანელო რეკომენდაცია მონაცემთა პორტირების უფლების შესახებ;
8.
სახელმძღვანელო რეკომენდაცია 4/2019 25-ე მუხლის შესახებ მონაცემთა მეტად დაფარვის
პრიორიტეტი, როგორც ალტერნატიული მიდგომის არჩევამდე ავტომატურად გამოყენებული
საწყისი მეთოდი ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნისას;
9.
რეკომენდაციები პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპების შესახებ;
10. სახელმძღვანელო რეკომენდაცია ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებისა
და პროფაილინგის შესახებ, 2016/679 რეგულაციის მიზნებისთვის;
11.
სახელმძღვანელო რეკომენდაცია 3/2019 პერსონალური მონაცემების ვიდეომოწყობილობებით
დამუშავების შესახებ;
12.
რეკომენდაციები ავტომატიზებული ინდივიდუალური
დაკავშირებული უფლებებისა და პროფაილინგის შესახებ;
გადაწყვეტილების
მიღებასთან
13. რეკომენდაციები არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ;
14.
სახელმძღვანელო პრინციპები 8/2020 სოციალური მედიის მომხმარებელთა მიზნობრივი შერჩევის
(პირთა სასურველი წრისთვის ინფორმაციის შეთავაზების) შესახებ;
15. რეკომენდაციები ვიდეომონიტორინგის და აუდიომონიტორინგის განხორციელების თაობაზე;
16. სახელმძღვანელო პრინციპები 02/2021 ვირტუალური ხმოვანი ასისტენტების შესახებ;
17.
სახელმძღვანელო პრინციპები 04/2022 მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის მიხედვით
ადმინისტრაციული ჯარიმის გამოანგარიშების წესის შესახებ;
18. რეკომენდაციები მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების (DPIA) შესახებ;
19. მინიმალური სტანდარტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისთვის;
20.
მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო
ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა (შედარებითსამართლებრივი მიმოხილვა);
21.
რეკომენდაციები დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირსა და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს
შორის დადებული ხელშეკრულების არსებითი და სტანდარტული პირობების შესახებ;
40
22. რა უნდა ვიცოდეთ ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების შესახებ;
23. რეალურ დროში განხორციელებული ვიდეომონიტორინგი საბავშვო ბაღებში;
24. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მცირე და საშუალო ზომის მეწარმე სუბიექტებისათვის;
25. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა პერსონალური მონაცემების დაცვა (თეორია და
პრაქტიკა);
26.
საინფორმაციო ბიულეტენი: „ამომრჩევლის უფლებები და საარჩევნო პროცესში პერსონალური
მონაცემების დაცვის ცალკეული ასპექტები“;
27. სახელმძღვანელო მითითებები ინსპექტირების ტექნიკისა და მეთოდების შესახებ;
28.
სახელმძღვანელო დოკუმენტი ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ავთენტიფიკაციის მიზნით
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ (თარგმანი).
აქტივობა 6.2.4 პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ახალი
მექანიზმების სისტემური/ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა
პასუხისმგებელი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
2024 წელს შემუშავდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ახალი ვებგვერდი (www.pdps.ge),
რომელზეც ხელმისაწვდომია ელექტრონული პლატფორმა მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის
(ინციდენტი) თაობაზე. აღნიშნული პლატფორმის საშუალებით, შესაძლებელია ინციდენტთან დაკავშირებით
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმირება.
ამავდროულად, სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე შეიქმნა პლატფორმა, რომლის საშუალებითაც
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიეწოდება ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ოფიცრის ვინაობის შესახებ. ამასთან, შეიქმნა ოფიცერთა რეესტრი, სადაც თავმოყრილია კონკრეტულ
ორგანიზაციასა თუ საჯარო დაწესებულებებში დანიშნული/განსაზღვრული ოფიცრების ვინაობის თაობაზე
ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია საჯაროდ.
აქტივობა 6.2.5 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის
ინსტიტუტის მხარდაჭერა
პასუხისმგებელი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
2024 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა
მხარდასაჭერად სხვადასხვა აქტივობა განახორციელა. კერძოდ, დაინტერესებულ პირებს, მათ შორის,
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით
არაერთი ტრენინგი ჩაუტარდათ.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა,
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ოფიცრებისთვის სასერტიფიკატო კურსი შეიმუშავა.
საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელ პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ოფიცრებს ყოველ ხუთშაბათს სამსახურის ოფისში კონსულტაციების ახალი ფორმატი შესთავაზა,
რომლის ფარგლებშიც მათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ოფიცერთან კონსულტაციის გავლის
41
საშუალება ეძლევათ. დამატებით, სამსახურმა შეიმუშავა შეხვედრების ფორმატი, რომლის ფარგლებშიც,
ნებისმიერი დაწესებულების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებს და სხვა დაინტერესებულ პირებს
შესაძლებლობა აქვთ, სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან პირისპირ შეხვედრის
ფორმატში მიიღონ პასუხი ახალი კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო
ნებისმიერ შეკითხვაზე. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში დეტალური კონსულტაცია უკვე 40-მდე
(ორმოცამდე) პირმა მიიღო.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის თემატიკაზე შემუშავდა შემდეგი
სახელმძღვანელო რეკომენდაციები:
-
რეკომენდაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ;
-
მინიმალური სტანდარტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისთვის.
აქტივობა 6.2.6 პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარების მომზადება
პასუხისმგებელი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
აღნიშნული გეგმის შესაბამისად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
კომენტარების მომზადების ვადად განსაზღვრულია 2026 წელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2024 წელს
სამსახურის მიერ კანონის კომენტარები არ შემუშავებულა.
აქტივობა 6.2.7 პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ერთ-ერთ ინსტიტუტთან
დაკავშირებით - „მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტი, როგორც ალტერნატიული მიდგომის არჩევამდე
ავტომატურად გამოყენებული საწყისი მეთოდი ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნისას“ ("Data
protection by design & default") ცნობიერების ამაღლება თემატური ჯგუფებისთვის
პასუხისმგებელი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
2024 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სიახლეებთან დაკავშირებით არაერთი ტრენინგი ჩაატარა.
მოცემული ტრენინგების ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ახალ სამართლებრივ ინსტიტუტებზე, მათ
შორის, მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტზე, როგორც ალტერნატიული მიდგომის არჩევამდე
ავტომატურად გამოყენებული საწყისი მეთოდი ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნისას.
საკითხზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საანგარიშო
პერიოდში შეიმუშავა სახელმძღვანელო რეკომენდაცია: „მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტი, როგორც
ალტერნატიული მიდგომის არჩევამდე ავტომატურად გამოყენებული საწყისი მეთოდი ახალი პროდუქტის ან
მომსახურების შექმნისას“.
ამოცანა 6.3
პერსონალურ მონაცემთა დაცვის, მათ შორის, ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
პერსონალური მონაცემების დაცვის ხარისხის გაძლიერება, მათ შორის პირადი ცხოვრების უფლებისა და
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
აქტივობა 6.3.1 ტრენინგების ციკლი თემაზე "ციფრული გარემო და პერსონალურ მონაცემთა დაცვა"
42
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "საქართველოს იუსტიციის სასწავლო
ცენტრი"
ციფრულ გარემოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ჩატარდა 6 ტრენინგი, სადაც მონაწილეობა
მიიღო 86-მა პირმა.
აქტივობა 6.3.2 ონლაინ სივრცეში ბავშვთა უსაფრთხოების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სააგენტო"
სსიპ
- "ციფრული მმართველობის
საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 30 სკოლასა და 14 უნივერსიტეტში ჩატარდა კიბერჰიგიენის
ტრენინგები.
მიმდინარე წლის ბოლოსთვის კვლავ იგეგმება ონლაინ სივრცეში ბავშვთა უსაფრთხოების შესახებ
საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება.
აქტივობა 6.3.3 მიზნობრივ ჯგუფებთან პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ცნობიერების ამაღლებაზე
ორიენტირებული საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება
პასუხისმგებელი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
2024 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემატიკაზე
ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩაატარა 108 შეხვედრა 6522 დამსწრე პირთან, რომელთა ნაწილი
წარმოადგენდა როგორც მონაცემთა სუბიექტს, ისე დამუშავებისთვის პასუხისმგებელ/დამუშავებაზე
უფლებამოსილ პირებს.
ამოცანა 6.4
შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების თანამშრომელთა სათანადო კვალიფიკაციით და ცოდნით
უზრუნველყოფა პირადი ცხოვრების უფლების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესახებ.
აქტივობა 6.4.1 "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში არსებული ცვლილებების
შესახებ სსიპ "საქართველოს ეროვნული არქივის" თანამშრომლების დატრენინგება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "საქართველოს ეროვნული არქივი"
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გადამზადება გაიარა საჯარო სამართლის იურიდიული პირის
− საქართველოს ეროვნული არქივის 45-მა თანამშრომელმა;
საქართველოს ეროვნული არქივის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა გადაამზადა
არქივის 243 თანამშრომელი.
ეროვნული
აქტივობა 6.4.2 სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში" პერსონალური მონაცემების დაცვის
შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობის განხორციელების მიზნით, თანამშრომელთა
ცნობიერების ამაღლება
43
პასუხისმგებელი უწყება:
განვითარების სააგენტო"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "სახელმწიფო სერვისების
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით გადამზადდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 356 თანამშრომელი. თანამშრომლები გადამზადდნენ
შემდეგი ტრენინგებისა და საინფორმაციო შეხვედრების საშუალებით:
1.
2.
3.
4.
5.
ტრენინგი − პერსონალურ მონაცემთა დაცვა და ზეგავლენის შეფასება;
საორიენტაციო პროგრამა, რომლის ერთ-ერთი თემაა პერსონალურ მონაცემთა დაცვა;
პრეზენტაცია ახალდანიშნული თანამშრომლებისთვის, რომლის ერთ-ერთი თემაა პერსონალურ
მონაცემთა დაცვა;
საინფორმაციო შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ;
თანამშრომლებს ელექტრონული პორტალის საშუალებით მიეწოდათ „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ კურსი. ცოდნის
შესამოწმებელი ტესტები გაიარა 730-მა თანამშრომელმა.
აქტივობა 6.4.3. სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" თანამშრომელთა ცნობიერების
ამაღლება ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა საკითხზე, კერძოდ, შშმ პირთა უფლებები,
ბავშვთა უფლებები და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თავისებურებანი
პასუხისმგებელი უწყება:
განვითარების სააგენტო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ
- სახელმწიფო სერვისების
ადამიანის ძირითადი უფლებების საკითხებთან დაკავშირებით გადამზადდა საჯარო
იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 40 თანამშრომელი.
სამართლის
აქტივობა 6.4.4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესახებ სწავლების ჩატარება სსიპ
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისთვის
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით, საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით
ჩატარდა 7 ტრენინგი თემაზე „პერსონალური მონაცემების დაცვა“. ტრენინგი გაიარა აღსრულების ეროვნული
ბიუროს 147-მა თანამშრომელმა, რაც შეადგენს ბიუროს იმ თანამშრომელთა რაოდენობის 29%-ს, რომელთაც
თავიანთი უფლებამოსილებების განსახორციელებლად პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში ცოდნა
ესაჭიროებათ.
აქტივობა 6.4.5. ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესახებ ,,იუსტიციის სახლის" წინა
ხაზის თანამშრომელთათვის
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "იუსტიციის სახლი"
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის 1198-მა თანამშრომელმა გაიარა ტრენინგი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესახებ და გადამზადდა ამ მიმართულებით.
აქტივობა
6.4.6
საჯარო
დაწესებულებების
მოხელეთათვის,
სამართალდამცავი
წარმომადგენლებისთვის შეხვედრების/კონფერენციების/ტრენინგების ჩატარება
44
ორგანოების
პასუხისმგებელი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
2024 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საჯარო დაწესებულებებისა და სამართალდამცავი
ორგანოების წარმომადგენლებისთვის ჯამში ჩაატარა 49 ღონისძიება 2606 დამსწრე პირთან.
აქტივობა 6.4.7 საჯარო დაწესებულებების მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული სამართლებრივი
აქტების "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის
მხარდაჭერა
პასუხისმგებელი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
2024 საჯარო დაწესებულებებს გაეგზავნათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ შემუშავებული
სახელმძღვანელო რეკომენდაციები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან
თავსებადობის მიზნით შიდაუწყებრივი სამართლებრივი აქტების გამოცემის/განახლების თაობაზე.
რეკომენდაციების გაგზავნის მიზანს წარმოადგენდა:
ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ საჯარო უწყებათა
ინფორმირება და მათთვის შესაბამისი რეკომენდაციის მიცემა მათი საქმიანობის მარეგულირებელ
კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებსა და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებში მონაცემთა
დამუშავებასთან დაკავშირებული განახლებული ტერმინების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის
თვალსაზრისით;
მონაცემთა დამუშავების პროცესების ახალი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან
თავსებადობა, რიგი სიახლეების, მაგ.: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციისა თუ
ინციდენტის შეტყობინების ვალდებულების დროული იმპლემენტაცია მათი საქმიანობის
პროცესსა და შიდაუწყებრივ აქტებში;
ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების,
ვიდეომონიტორინგისა და აუდიომონიტორინგის
განხორციელების პროცესების წერილობითი მოწესრიგების დროული და რელევანტური
უზრუნველყოფა;
ზეგავლენის შეფასებას დაქვემდებარებული პროცესების დროული იდენტიფიცირება და
შესაბამისი ღონისძიებების გატარება ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის წარმოების
თვალსაზრისით;
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა
დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის წერილობით ან ელექტრონულად აღრიცხვისა
თუ კანონით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებათა სწორად განხორციელებაში ხელშეწყობა;
ზოგადად, საჯარო უწყებათა აქტიური მხარდაჭერა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესში.
გარდა აღნიშნულისა, საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გამოაქვეყნა
სპეციალური ანგარიში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის
შესახებ.
დამატებით, 2024 წელს პერსონალურ
სახელმძღვანელო რეკომენდაციები:
მონაცემთა
დაცვის
სამსახურის
მიერ
შემუშავდა
შემდეგი
1.
რეკომენდაციები ინციდენტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე;
2.
რეკომენდაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ;
45
3.
რეკომენდაცია მონაცემთა გადატანის უფლების შესახებ;
4.
სახელმძღვანელო რეკომენდაცია გამჭვირვალობის პრინციპის შესახებ;
5.
სახელმძღვანელო რეკომენდაცია 052020 თანხმობის შესახებ;
6.
სახელმძღვანელო რეკომენდაცია 2/2019 GDPR-ის 6(1)(b) მუხლის თანახმად, მონაცემთა
სუბიექტებისათვის ონლაინ სერვისების მიწოდების კონტექსტში პერსონალური მონაცემების
დამუშავების შესახებ;
7.
სახელმძღვანელო რეკომენდაცია მონაცემთა პორტირების უფლების შესახებ;
8.
სახელმძღვანელო რეკომენდაცია 4/2019 25-ე მუხლის შესახებ მონაცემთა მეტად დაფარვის
პრიორიტეტი, როგორც ალტერნატიული მიდგომის არჩევამდე ავტომატურად გამოყენებული
საწყისი მეთოდი ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნისას;
9.
რეკომენდაციები პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპების შესახებ;
10.
სახელმძღვანელო რეკომენდაცია ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების
მიღებისა და პროფაილინგის შესახებ, 2016/679 რეგულაციის მიზნებისთვის;
11.
სახელმძღვანელო რეკომენდაცია 3/2019 პერსონალური მონაცემების ვიდეომოწყობილობებით
დამუშავების შესახებ;
12.
რეკომენდაციები ავტომატიზებული ინდივიდუალური
დაკავშირებული უფლებებისა და პროფაილინგის შესახებ;
გადაწყვეტილების
მიღებასთან
13. რეკომენდაციები არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ;
14.
სახელმძღვანელო პრინციპები 8/2020 სოციალური მედიის მომხმარებელთა მიზნობრივი
შერჩევის (პირთა სასურველი წრისთვის ინფორმაციის შეთავაზების) შესახებ;
15. რეკომენდაციები ვიდეომონიტორინგის და აუდიომონიტორინგის განხორციელების თაობაზე;
16. სახელმძღვანელო პრინციპები 02/2021 ვირტუალური ხმოვანი ასისტენტების შესახებ;
17. სახელმძღვანელო პრინციპები 04/2022 მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის მიხედვით
ადმინისტრაციული ჯარიმის გამოანგარიშების წესის შესახებ;
18. რეკომენდაციები მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების (DPIA) შესახებ;
19. მინიმალური სტანდარტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისთვის;
20. მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო
ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა (შედარებითსამართლებრივი მიმოხილვა);
21.
რეკომენდაციები დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირსა და დამუშავებაზე უფლებამოსილ
პირს შორის დადებული ხელშეკრულების არსებითი და სტანდარტული პირობების შესახებ;
22. რა უნდა ვიცოდეთ ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების შესახებ;
23. რეალურ დროში განხორციელებული ვიდეომონიტორინგი საბავშვო ბაღებში;
24. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მცირე და საშუალო ზომის მეწარმე სუბიექტებისათვის;
25. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა პერსონალური მონაცემების დაცვა (თეორია
და პრაქტიკა);
26. საინფორმაციო ბიულეტენი: „ამომრჩევლის უფლებები და საარჩევნო პროცესში პერსონალური
მონაცემების დაცვის ცალკეული ასპექტები“.
46
27. სახელმძღვანელო მითითებები ინსპექტირების ტექნიკისა და მეთოდების შესახებ;
28.
სახელმძღვანელო დოკუმენტი ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ავთენტიფიკაციის მიზნით
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ (თარგმანი).
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საჯარო დაწესებულებების მიერ
მონაცემთა დამუშავების კანონიერების 82 შემთხვევა შეისწავლა. საჯარო სექტორში პერსონალურ მონაცემთა
არაკანონიერი დამუშავების 106 ფაქტი გამოვლინდა. სამსახურის მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული
სახდელებიდან 104 მიემართებოდა საჯარო დაწესებულებებს. საჯარო დაწესებულებებისთვის გაიცა 220
დავალება და რეკომენდაცია.
აქტივობა 6.4.8 თავდაცვის სამინისტროს სისტემაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობის განხორციელების მიზნით თანამშრომლებისთვის ცნობიერების
ამაღლება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სსიპ - თავდაცვის ინსტიტუციური
აღმშენებლობის სკოლა
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თავდაცვის სამინისტროს
სისტემაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობის
განხორციელების საკითხებზე თანამშრომლებისათვის ცნობიერების ამაღლების მიზნით, პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურის მოწვეული ტრენერების ჩართულობით, თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში გაიმართა სამი ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა
მიიღო თავდაცვის სამინისტროს 49 თანამშრომელმა, მათ შორის, სამინისტროს საჯარო სამართლის
იურიდიული პირების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექვსმა ოფიცერმა.
აქტივობა 6.4.9 პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესში ჩართულ თანამშრომელთა გადამზადება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების თანამშრომელთა
სათანადო კვალიფიკაციით და ცოდნით უზრუნველყოფა პირადი ცხოვრების უფლების და პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესახებ.
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე გადამზადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომელი.
200-მდე
მიზანი 7 - გამოხატვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის
ინტერნეტზე წვდომისა და მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა
ამოცანა 7.1
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საერთაშორისო/ევროპული სტანდარტებისა და
საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და კანონმდებლობის შემდგომი განვითარება ღიაობის სტანდარტის
გაძლიერებით
აქტივობა 7.1.1 "ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის
კონვენციის სავალდებულოდ აღიარებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება
47
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
„ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენციის
სავალდებულოდ აღიარების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეასრულა სხვადასხვა
მოსამზადებელი სამუშაო. იუსტიციის სამინისტრომ დაამუშავა იმ ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და
კანონმდებლობა, რომლებმაც უკვე მოახდინეს აღნიშნული კონვენციის სავალდებულოდ აღიარება.
ამასთანავე, ევროპის საბჭოს ექსპერტის მონაწილეობით შესწავლილ იქნა კონვენციის წევრი ქვეყნების
გამოცდილება და არსებული საკანონმდებლო გამოწვევები. კონვენციის დამუშავებამ და შესწავლამ ცხადყო,
რომ მისი სრულყოფილი იმპლემენტაციისთვის საჭიროა საქართველოს კანონმდებლობაში გარკვეული
ცვლილებების განხორციელება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და
სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტმა განახორციელა შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებების
იდენტიფიცირება და მოამზადა მათი პირველადი პროექტები.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამ მიმართულებით მონაწილეობდა ევროპის საბჭოს ორგანიზებით
გამართულ სხვადასხვა შეხვედრაშიც, მათ შორის, ევროპის საბჭოს რეგიონულ შეხვედრაში Euro-Mediterranean
Exchanges on Access to Information.
აქტივობა 7.1.2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქართველოსთან დაკავშირებულ (და სხვ.)
დოკუმენტების ქართულენოვანი ვერსიების მომზადება და გამოქვეყნება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე"
საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ მოამზადა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ
საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების 32 დოკუმენტის ქართულენოვანი
თარგმანი. საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 25 დოკუმენტის ქართულენოვანი ვერსია.
აქტივობა 7.1.3 სააღსრულებო საქმეებზე სტატისტიკის წარმოების დეტალური და საერთაშორისო
სტანდარტებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის შემუშავება, ახლად შემუშავებული მეთოდოლოგიის
შესაბამისად სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, სტატისტიკური მონაცემების პროაქტიული
გამოქვეყნების პრაქტიკის დანერგვა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
საჯარო სამართლის იურიდიული პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა მუშაობა კვლევის
პროექტზე „მონაცემებიდან გადაწყვეტილებებამდე: მეთოდოლოგიური პერსპექტივები ინფორმირებული
აღსრულებისთვის“. კვლევის შედეგად შემუშავდა სტატისტიკის წარმოების დეტალური, საერთაშორისო
სტანდარტებზე დაფუძნებული მეთოდოლოგია. ამჟამად ამ მეთოდოლოგიის შესაბამისად მიმდინარეობს
სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისა და პროაქტიული გამოქვეყნების პროცესის მოსამზადებელი
სამუშაოები.
აქტივობა 7.1.4 "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მედიამომსახურების განგრძობითად და
პროგრესირებადად
ხელმისაწვდომობისა
და
აღნიშნული
პირებისთვის
აუდიოვიზუალური
მედიამომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ ონლაინპორტალის ფუნქციონირებისათვის საჭირო
ღონისძიებების განხორციელება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
48
2024 წელს კომუნიკაციების კომისიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური
პროდუქციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რეგულაციები დაამტკიცა. კომისიაში შექმნილმა
სპეციალურმა გუნდმა შეისწავლა საუკეთესო ევროპული პრაქტიკა. სამუშაოებში ასევე ჩართული იყო
ევროკავშირის ექსპერტი, რომლის დახმარებითაც მოხდა დადგენილების პროექტის შემუშავება.
შეთანხმებული დადგენილების პროექტი გადაეგზავნათ დაინტერესებულ პირებს და მათი შენიშვნების
მიხედვით მოხდა გარკვეული შესწორებების შეტანა. დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის
ფარგლებშიც მიღებულ იქნა დამატებითი შენიშვნები და წინადადებები. კონსულტაციების შედეგად
შენიშვნების წარმდგენ მხარეებს განემარტათ დადგენილებით დასამტკიცებელი წესის დებულებები, რაზეც
მოხდა შეთანხმება და დამატებითი შესწორებების შეტანა საჭირო არ გამხდარა. საჯარო ადმინისტრაციული
წარმოებით
დამტკიცდა
დადგენილება
შეზღუდული
შესაძლებლობების
მქონე
პირთათვის
აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე. ახალი წესები
მედიამომსახურების მიმწოდებლებს ავალდებულებს პროგრესირებადად ხელმისაწვდომი გახადონ თავიანთი
პროდუქცია შშმ პირთათვის, რაც სუბტიტრების, ჟესტური ენისა და აუდიო დესკრიფციის დანერგვას
გულისხმობს. ამასთან, შემუშავდა ონლაინ პორტალის ფუნქციონირების წესი, რომლის მეშვეობითაც შშმ
პირები საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში საჩივრის წარდგენას სპეციალურად მათთვის
ადაპტირებული პორტალის მეშვეობით შეძლებენ. შშმ პირების აუდიოვიზუალური ხელმისაწვდომობის
წესის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლებისთვის აღნიშნული ვალდებულებები 2029 წლიდან შევა
ძალაში და 2033 წლამდე, კოდექსითა და რეგულაციით გათვალისწინებული სტანდარტების სრულად
დანერგვა
დაევალებათ.
დადგენილების
ნახვა
შესაძლებელია
კომისიის
ვებგვერდზე:
https://www.comcom.ge/ge/legalacts/resolutions/2024-7-.page
აქტივობა 7.1.5 ვიდეოგაზიარების პლატფორმებისთვის ქცევის კოდექსების შემუშავება და დანერგვა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
კომისიაში შექმნილმა სპეციალურმა გუნდმა, ევროკავშირის ექსპერტის დახმარებით, შეიმუშავა
ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსის პროექტი. შემუშავებული
პროექტი გადაეგზავნა დაინტერესებულ მხარეებს, მიღებულ იქნა შენიშვნები და წინადადებები და მათთან
განხილვის შედეგად პროექტში შეტანილ იქნა გარკვეული ცვლილებები. ამის შემდეგ დაიწყო საჯარო
ადმინისტრაციული წარმოება, რის შედეგადაც მიღებულ იქნა კომისიის დადგენილება ვიდეოგაზიარების
პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ. დადგენილების ნახვა
შესაძლებელია კომისიის ვებგვერდზე: https://www.comcom.ge/ge/legalacts/resolutions/2024-6-.page
ამოცანა 7.2
მედიის თავისუფლების და პლურალიზმის შემდგომი მხარდაჭერა და ჟურნალისტთა პროფესიულ
საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მექანიზმის
გაუმჯობესება
აქტივობა 7.2.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სპეციალური სტატისტიკის წარმოება
ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ჟურნალისტების მიმართ
ჩადენილი სხვა დანაშაულების ფაქტებზე
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
49
საქართველოს პროკურატურა 2016 წლიდან
აწარმოებს სპეციალურ
სტატისტიკას, როგორც
ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ასევე ჟურნალისტების მიმართ
ჩადენილი სხვა დანაშაულების ფაქტებზე.
აქტივობა 7.2.2. პროკურორთა/ პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ჟურნალისტების
მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი
დევნის საკითხებზე, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა გადამზადება დაგეგმილია
სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ვადებში, 2026 წლის ბოლომდე.
აქტივობა 7.2.3 ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების პროფესიული ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა
შესახებ სტატისტიკის წარმოება
პასუხისმგებელი უწყება:
უზენაესი სასამართლო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს პროკურატურა;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული ის სისხლის
სამართლის საქმეები, რომელიც ჟურნალისტის საქმიანობას უკავშირდება, მონიტორინგდება ადამიანის
უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ და აღირიცხება მემორანდუმის1 პირობებით,
როგორც დისკრიმინაციის სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული.
საქართველოს
პროკურატურა
აწარმოებს
სპეციალურ
სტატისტიკას,
ჟურნალისტებისა
და
უფლებადამცველების მიმართ ჩადენილი დანაშაულების, მათ შორის პროფესიული ნიშნით ჩადენილი
დანაშაულების შესახებ.
პროფესიული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა ასახულია დისკრიმინაციის ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების თაობაზე გამოქვეყნებულ მონაცემებში (კერძოდ,
მოიაზრება დისკრიმინაციის სხვა ნიშანში), რომელიც განთავსებულია ოფიციალურ ვებგვერდზე.
აქტივობა 7.2.4 ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე დროული და
ეფექტიანი გამოძიების მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა
პასუხისმგებელი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური
სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა შეიმუშავა სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც შეეხება მსგავსი
კატეგორიის საქმეების გამოძიების სტანდარტებს.
1
ზემოაღნიშნული მემორანდუმი გაფორმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ
პროკურატურას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, უზენაეს სასამართლოსა და სსიპ - სტატისტიკის
ეროვნულ სამსახურს (საქსტატი) შორის, რომელიც დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით
ჩადენილი დანაშაულის შესახებ მონაცემთა ერთიანი სისტემის შესაქმნელად გაფორმდა;
50
ამ მიმართულებით გამოძიების უფრო მეტი ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად სისტემატურად და აქტიურად
რეჟიმში თანამშრომლობდა ევროპის საბჭოს დემოკრატიის დირექტორატთან, აწვდიდა რა მათ ამომწურავ
ინფორმაციას სამსახურის წარმოებაში არსებულ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე განხორციელებული თუ
დაგეგმილი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისა და გამოძიების შედეგების შესახებ.
ამოცანა 7.3
ინტერნეტზე და კომუნიკაციის სხვა საშუალებებზე წვდომისა და თავისუფლად სარგებლობის უფლების
შემდგომი განმტკიცება, მათ შორის, სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის
აქტივობა 7.3.1 ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის სრულფასოვანი კვლევა: ფიქსირებული და
მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო და საბითუმო ბაზრის კონკურენტული გარემოს
ანალიზი და აღნიშნულის საფუძველზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების
განსაზღვრა და მათზე შესაბამისი მარეგულირებელი ვალდებულებების დაწესება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
2024 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ფიქსირებული და მობილური
მომსახურებების ბაზრების შესწავლა დაასრულა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ფიქსირებული და
მობილური მომსახურებების საცალო ბაზარი განიცდის სტაგნაციას, არაკონკურენტულია და საჭიროებს
მარეგულირებელ ჩარევას შესაბამის საბითუმო ბაზრებზე. ასევე კვლევამ დაადგინა, რომ ფიქსირებულ და
მობილურ ქსელზე დაშვების ორ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი
„მაგთიკომია“, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებები დაეკისრა. ჩატარებული კომპლექსური კვლევის
ფარგლებში,
ერთი
მხრივ,
შეფასდა
მომხმარებლებისთვის
საკომუნიკაციო
მომსახურებების
ხელმისაწვდომობა, ხოლო მეორე მხრივ, სექტორის განვითარების შესაძლებლობები, რაც ახალი
მოთამაშეებისთვის ბაზრის გახსნითა და შესვლის ბარიერების მოხსნით, ხოლო უკვე არსებულთათვის საქმიანობის გაფართოებით მიიღწევა. კომპლექსური კვლევის ფარგლებში განხორციელდა ფიქსირებული და
მობილური
მომსახურებების
ბაზარზე
არსებული
კონკურენტული
გარემოს
ანალიზი
და
იდენტიფიცირებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, განისაზღვრა შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო.
ბაზრის კვლევის მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად, შეფასდა ფიქსირებული ინტერნეტ და მობილური
მომსახურებების საცალო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, დადგინდა შესაბამისი საბითუმო
ბაზრები და მათი სიღრმისეული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, შეფასდა მნიშვნელოვანი საბაზრო
ძალაუფლების მქონე ოპერატორის არსებობა, რომელსაც იდენტიფიცირებული პრობლემის საპასუხოდ
განესაზღვრა პროპორციული სპეციფიური ვალდებულებები. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის
და მობილური მომსახურებების საცალო ბაზრის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბაზარზე კონკურენცია
შეზღუდულია და საჭიროებს იმ საბითუმო ბაზრების გამოვლენას, რომელზეც მარეგულირებელი ჩარჩოს
განსაზღვრა უპასუხებს ბაზრის შესაბამის საცალო სეგმენტზე არსებულ გამოწვევებს. კომპლექსური კვლევის
ფარგლებში, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის და მობილური მომსახურებების საცალო
სეგმენტების შესაბამის საბითუმო ბაზრებად გამოიკვეთა და სიღრმისეული ანალიზი ჩატარდა, მათ შორის:
ფიქსირებულ ლოკაციაზე ადგილობრივი და ცენტრალური დაშვების საბითუმო ბაზარზე - ე.წ. ფიქსირებული
ფართოზოლოვანი ინტერნეტის „VULA” და „Bitstream” ბაზარზე - და მობილურ ქსელზე დაშვების საბითუმო
ბაზარზე. აღნიშნულ საბითუმო ბაზრებზე გამოვლინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე
ოპერატორები და განისაზღვრა შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო. კომპლექსური კვლევის ფარგლებში,
განსაზღვრული რეგულაციის სარგებელი მრავალმხრივია - ბაზრის მცირე ზომის მოთამაშეებს ან ახალ
შემსვლელ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, განავითარონ საქმიანობა და შექმნან ალტერნატიული
საკომუნიკაციო შეთავაზებები, ქსელის მფლობელ ოპერატორებს კი - შესაძლებლობა გაუჩნდებათ უფრო
ეფექტიანად აითვისონ საკუთარი ქსელის რესურსები, რითაც ისინი დამატებით შემოსავალს მიიღებენ.
51
შედეგად კი სარგებელი აისახება საბოლოო მომხმარებლის კეთილდღეობაზე, რომლისთვისაც
ხელმისაწვდომი გახდება მრავალფეროვანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებები, რაც თავის მხრივ ციფრულ
ეპოქაში ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარების ინდიკატორია. კომუნიკაციების კომისიამ 2024 წელს
დაამტკიცა „ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე
ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია და პროცედურები“, მეთოდოლოგიური წესები,
რომელიც ევროკავშირში მოქმედ სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზის მიდგომებთან სრულ
შესაბამისობაშია და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობა. სწორედ აღნიშნულ მეთოდოლოგიურ წესებს
დაეყრდნო კომპლექსური კვლევა. ტელეკომ ბაზრის კომპლექსურ კვლევაზე მუშაობა კომუნიკაციების
კომისიამ 2022 წელს, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის
ექსპერტებთან ერთად დაიწყო. აღნიშნული მასშტაბის კვლევა, ქართულ ტელეკომ ბაზარზე არ ჩატარებულა.
ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას რევიზია ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და
ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის - TAIEX-ის ექსპერტებმა გაუწიეს.
აქტივობა 7.3.2 (5G) სპექტრის დანერგვა: ფართოზოლოვანი გამოყენებისთვის (5G) სპექტრის დასანერგად
საჭირო ღონისძიებების განხორციელება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
2024 წელს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში (5G) სპექტრის დასანერგად, მიწისზედა სისტემებით
ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად, რადიოსიხშირული სპექტრით
სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად, გამოცხადდა 17 აუქციონი. აუქციონები გამოცხადდა 700, 3410-3710
და 2600 მეგაჰერცი დიაპაზონების სიხშირულ ზოლებში ლიცენზიების მოსაპოვებლად. აუქციონების შედეგად
ზემოაღნიშნულ სიხშირულ დიაპაზონებში (5G) სპექტრის დასანერგად 2024 წელს გაიცა რადიოსიხშირული
სპექტრით სარგებლობის 6 ლიცენზია. ექვსივე ლიცენზია გაიცა შპს „მაგთიკომზე“.
აქტივობა 7.3.3 სოფლად და მაღალმთიან
ინტერნეტიზაციის პროგრამის განხორციელება
რეგიონებში
არსებულ
თეთრ
ზონებში
სახელმწიფო
პასუხისმგებელი უწყება: ა(ა)იპ ოუფენ ნეტი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 − 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის
შესაბამისად, გრძელდება საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარება.
პროექტ „Log-In Georgia”-ს ფარგლებში, 2024 წელს, განხორციელდა 510 კმ მშენებლობა (აბაშა-სენაკი,
წყალტუბო-ვარციხე-ხონი), ამის გარდა მშენებლობა მიმდინარეობს 1600 კმ მონაკვეთზე.
პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, 1,300 კმ ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობა უკვე
დასრულებულია და მომსახურებები უკვე აქტიურია. ქსელის აღნიშნული მონაკვეთი მოიცავს 267
დასახლებულ პუნქტს და 150,000-მდე მოსახლეს, რომელთაც შეექმნათ ფართოზოლოვან მომსახურებებზე
წვდომის შესაძლებლობა. ამ დროისთვის მობილური და ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებით,
აღნიშნული სახელმწიფო ქსელის გავლით სარგებლობს დაახლოებით 100,000 ადამიანი.
აქტივობა 7.3.4 ციფრული მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება - Log-in Georgia პროექტის სამიზნე
დასახლებებში მოსახლეობისთვის საინფორმაციო შეხვედრებისა და თემატური სემინარების ჩატარება,
ციფრული წიგნიერების ამაღლების, ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენების მიზნით
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
52
2024 წელს „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის
უსაფრთხოდ გამოყენების თემებზე ჩატარდა 200-ზე მეტი ტრენინგი და გადამზადდა 2600-მდე ადგილობრივი
ბენეფიციარი ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის სამიზნე სოფლებიდან და დასახლებული
პუნქტებიდან. ბენეფიციართა შორის იყვნენ სკოლის პედაგოგები, მაღალი კლასების მოსწავლეები,
ადგილობრივი მეწარმე ქალები, შშმ პირები, დიასახლისები, ასევე, დროებით უმუშევარი მოქალაქეები.
2024 წელს „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" წარმატებით დასრულდა აბაშის, ზუგდიდის, ცაგერის,
ლენტეხის და ხობის მუნიციპალიტეტებში. შედეგად, პროგრამა განხორციელდა ოპტიკური
ინფრასტრუქტურით დაფარული გეოგრაფიული არეალის 75%-ში.
ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სულ გადამზადდა 12 მუნიციპალიტეტის 200-მდე სამიზნე
დასახლების/სოფლის 6,000-ზე მეტი ბენეფიციარი. ბენეფიციართა შორის არიან სკოლის პედაგოგები, მაღალი
კლასის მოსწავლეები, ბიბლიოთეკარები, შშმ პირები, ადგილობრივი მეწარმე ქალები, მშობლები, ასევე,
დროებით უმუშევარი მოქალაქეები.
აქტივობა 7.3.5 ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უნივერსალური მომსახურებების დასანერგად
საჭირო საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
უნივერსალური სატელეკომუნიკაციო მომსახურების დანერგვის მიზნით, ევროპის ელექტრონული
კომუნიკაციების კოდექსის (2018/1972 დირექტივის) შესაბამისად, მომზადებულია კანონის პროექტი
"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლებების შეტანის შესახებ”.
უნივერსალური მომსახურების დანერგვის მიზანია უზრუნველყოს მოსახლეობისათვის სატელეკომუნიკაციო
მომსახურებების ეკონომიკური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა, აღნიშნული ასევე, მოიცავს შშმ პირების
ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურებებზე წვდომის უზრუნველყოფის მიმართულებას.
ამასთან, 2024 წელს EU4Digital პროგრამის ფარგლებში დაიწყო საკანონმდებლო პროექტის მომზადების
აქტივობები ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების კოდექსის (2018/1972 დირექტივის) შესაბამისად,
რომელიც ჩაანაცვლებს საქართველოს კანონს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“. შესაბამისად,
აღნიშნული კანონის პროექტი წარედგინება საქართველოს მთავრობას, შემდგომ საქართველოს პარლამენტში
ინიცირების მიზნით, რომლის ნაწილიც იქნება უნივერსალური სატელეკომუნიკაციო მომსახურების
შესაბამისი მუხლები.
მიზანი 8 - მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებათა დაცვა
ამოცანა 8.1.
შეკრებისა
და
გაერთიანების
უფლებათა
დაცვის
მაღალი
სტანდარტის
გარანტირება
საერთაშორისო/ევროპული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. სახელმწიფოს მიერ,
შეკრების უფლების ლეგიტიმური და პროპორციული შეზღუდვის დროს საერთაშორისო სტანდარტების
განგრძობადი დანერგვა და ეფექტიანი აღსრულება
აქტივობა 8.1.1 შინაგან საქმეთა თანამშრომლებისთვის საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
53
2024 წელს, საფრანგეთის რესპუბლიკისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული
ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა სწავლება "მასების დემოკრატიული მართვა", რომელიც
შედგებოდა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილისგან. სწავლების თეორიული ნაწილი მოიცავდა
სამეთაურო (ხელმძღვანელი რგოლი) გამოცდილების გაზიარების თემებს, რაც თავის მხრივ გულისხმობს
სხვადასხვა ვითარებაში მასების მართვის ღონისძიებების დაგეგმვას, მართვასა და აღსრულებას. სწავლების
ჩატარებას უზრუნველყოფდა საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების
რესპუბლიკური ქვედანაყოფების მთავარი სამმართველოს ინსტრუქტორები. სწავლებაში მონაწილეობა
მიიღეს შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საშუალო რგოლის თანამდებობის პირებმა,
რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი სხვადასხვა სახის მასების მართვის ღონისძიებების დაგეგმვაში,
მართვასა და აღსრულებაში. სწავლებაში მონაწილეობა მიიღო სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა
დეპარტამენტის 20 მოსამსახურემ.
ამოცანა 8.2
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება შეკრებისა და
მანიფესტაციის უფლების უზრუნველსაყოფად
აქტივობა 8.2.1 შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელთა
გადამზადება,
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება შეკრებისა და
მანიფესტაციის უფლების უზრუნველსაყოფად
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ახალად დანიშნული მოსამსახურე საბრძოლო
მომზადებისა და გადამზადების სამმართველოში გადის საბაზისო სასწავლო კურს, რომელიც მოიცავს მასების
მართვის ტექნიკას და ტაქტიკას, ასევე ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებას
საერთაშორისო/ევროპული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. მოსამსახურეთა
დანაყოფში დაბრუნების შემდეგ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეების
მომზადება/გადამზადება მიმდინარეობს შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებათა დაცვის და
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის საკითხებში, რომელიც მოიცავს როგორც
ინდივიდუალურ მომზადებას ასევე ჯგუფში და დანაყოფის შემადგენლობაში მოქმედებებს.
მიზანი 9 - რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უზრუნველყოფა და სეკულარიზმის პრინციპების
შემდგომი განმტკიცება
ამოცანა 9.1
რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მაღალი სტანდარტების დაცვის, პატივისცემის და რელიგიური
გაერთიანებების მიერ საქმიანობის შეუზღუდავად განხორციელების უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა
საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის
დახვეწის გზით
აქტივობა 9.1.1 რელიგიისა და რწმენის თავისუფლების და მისი გარანტიების შესახებ ცნობიერების
ამაღლების ტრენინგები საჯარო მოხელეებისათვის (შსს, პენიტენციური სისტემა, თავდაცვის სამინისტრო და
სხვა საჯარო უწყებები)
პასუხისმგებელი უწყება: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო
54
მიმდინარე აქტივობა
აქტივობა 9.1.2 რელიგიისა და რწმენის თავისუფლების და მისი გარანტიების შესახებ ცნობიერების
ამაღლების
ტრენინგები
საქართველოში
რეგისტრირებული
რელიგიური
ორგანიზაციების
წარმომადგენლებისთვის
პასუხისმგებელი უწყება: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო
რელიგიისა და რწმენის თავისუფლების და მისი გარანტიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით,
რელიგიის სააგენტომ არასამთავრობო ორგანიზაცია „კულტურული მრავალფეროვნების ჰარმონიული
განვითარების ცენტრთან“ ერთად, პროექტის - „ქვემო ქართლის რელიგიური ლიდერები ადამიანის
უფლებების დაცვისა და ჰარმონიული განვითარებისთვის“ ფარგლებში, 2024 წლის 5 მარტს გამართა
ტრენინგი. ამ ტრენინგის მიზანი იყო საქართველოს ქრისტიანი და მუსლიმი სასულიერო პირებს შორის
მშვიდობიანი,
ჰარმონიული
ურთიერთობისა
და
თანამშრომლობის
ხელშეწყობა.
ტრენინგში
მონაწილეობდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის,
მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო პირები და მრევლი, სადაც მუსლიმმა და ქრისტიანმა სასულიერო
პირებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.
აქტივობა 9.1.3 საზოგადოებაში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების და მისი გარანტიების შესახებ
ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო/სოციალური კამპანიის წარმოება
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო
ყოველწლიურად გამოიცემა ინტერრელიგიური კალენდარი (კედლის და ბრაილის შრიფტით). პროექტი
გულისხმობს სხვადასხვა რელიგიური თემების (ამჟამად 14 რელიგიური მიმდინარეობა) დღესასწაულთა
თავმოყრას ერთი კალენდრის ფორმატში. კალენდარი ყოველწლიურად ვრცელდება რელიგიურ თემებში,
პრაქტიკულად ყველა საჯარო უწყებაში, უნივერსიტეტებში და სხვ. აღნიშნული პროექტი თავის მხრივ ხელს
უწყობს განსხვავებულ რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთცნობადობის ამაღლებას და ინტერრელიგიური
კულტურის განვითარებას, ასევე საჯარო საინფორმაციო/სოციალური ცნობიერების ამაღლებას რელიგიური
მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მიმართულებით.
ამასთანავე, თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში, სამების საკათედრო ტაძარში და ფონიჭალის
წმინდა თამარის სახელობის ეკლესიაში შშმ პირების, კერძოდ უსინათლოთა რელიგიური უფლებების
განხორციელების ხელშესაწყობად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და
საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით, ხატებთან განთავსდა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი
ლოცვები და ტროპარ-კონდაკები.
აქტივობა 9.1.4 „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული
რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი
ღონისძიების განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N117
დადგენილებაში ცვლილების განხორციელება და ოთხ რელიგიურ გაერთიანებასთან ერთად, საბჭოთა
პერიოდში მიყენებული ზიანის სიმბოლური და ნაწილობრივი ანაზღაურება სხვა რელიგიური
გაერთიანებებისთვისაც
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო
2024 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს
მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხა, 4 რელიგიურ ორგანიზაციას
(ისლამური, იუდაური, რომაულ-კათოლიკური და სომხურ-სამოციქულო) შორის გაანაწილა:
55
სულ 2024 წლის ჯამურად
დასახელება
სსიპ
სრულიად
სამმართველო
საქართველოს
მუსლიმთა
4,150,000
სსიპ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი
წმ. ეკლესიისა საქართველოს ეპარქია
1,100,000
სსიპ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო
ადმინისტრაცია
700,000
სსიპ საქართველოს ებრაელთა კაშირი
550,000
სულ
6,500,000
აქტივობა 9.1.5 საზოგადოების ცნობიერების გაზრდის მიზნით კვლევა „რელიგიური ნიშნით რეპრესიები
საბჭოთა საქართველოში“
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - რელიგიიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო
საზოგადოების ცნობიერების გაზრდის მიზნით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით,
2022 წელს, შეიქმნა პროექტი „რელიგიური ნიშნით რეპრესიები საბჭოთა საქართველოში (შსს-ს არქივის
მიხედვით)“, რომელმაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური
კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსში გაიმარჯვა. პროექტი დასრულდა 2025 წლის მარტში და
გამოიცა წიგნი „რელიგიური რეპრესიები საბჭოთა საქართველოში“. ამავდროულად 2024 წელს
მიმდინარეობდა მუშაობა 2023 წლის დეკემბერში გამარჯვებულ მეორე საგრანტო პროექტზე „სასულიერო
პირთა რეპრესიები საბჭოთა პერიოდის საქართველოში (ცენტრალური და ადგილობრივი არქივების
მონაცემების მიხედვით)“. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს პირველის ერთგვარ გაგრძელებას, რომელიც
მოიცავს საქართველოს მასშტაბით არსებულ არქივებში დაცული ინფორმაციის დამუშავებას. პროექტი
დასრულდება 2026 წელს.
აქტივობა
9.1.6 საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების
ისტორიული მესაკუთრეებისათვის დაბრუნების პროცესის გაგრძელება
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო
საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით,
საქართველოს სახელმწიფოს, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის ვალდებულება
გააჩნია, თუმცა საქართველოს სახელმწიფო რელიგიურ გაერთიანებებს უბრუნებს იმ საკულტო ნაგებობებს,
რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სახელმწიფოს ფაქტობრივ საკუთრებაში აღმოჩნდა.
ხსენებული პოლიტიკის ფარგლებში, ბოლო 1 წლის განმავლობაში, მუსლიმ თემს გადაეცათ – 27 მეჩეთი და
ეტაპობრივად მიმდინარეობს დარჩენილი მეჩეთების გადაცემაც.
ამოცანა 9.2
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციისა და რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი
დანაშაულის პრევენცია და ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირების განხორციელება
56
აქტივობა 9.2.1 „რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე“ ეფექტიანი
საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ სახელმძღვანელო მითითების განახლება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი საპროცესო
ხელმძღვანელობის შესახებ სახელმძღვანელო მითითება განახლდება სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ
საანგარიშო პერიოდში.
აქტივობა 9.2.2 რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლის სამართლის
საქმეთა შესწავლა და ანალიზი
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში
მომზადდა რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების 2022-2024 წლების ანალიზი.
ანალიზი მოიცავს რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების კრიმინოლოგიურ და
სისხლისსამართლებრივ ასპექტებს, არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს. აღნიშნული ანალიზის
შედეგები, ქართულ და ინგლისურ ენებზე გასაჯაროვდა საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე.
აქტივობა 9.2.3 პრევენციული ღონისძიებების გამართვა განხორციელება საზოგადოების ცნობიერების
ამაღლებისა და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის აღმოფხვრის მიზნით
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა მეექვსე წელია აქტიურად მონაწილეობს ევროპის საბჭოს ცნობიერების
ამაღლების კამპანიაში „მე ვირჩევ თანასწორობას“. 2024 წლის 21-23 ივნისს, სპეციალიზებულმა პროკურორებმა
და პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა მონაწილეობა მიიღეს ,,Tbilisi Open Air“ის ფესტივალში. ფესტივალზე დამსწრე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროკურატურის
წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია მიაწოდეს შეუწყნარებლობით მოტივირებულ
დანაშაულებზე პროკურატურის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ.
აქტივობა 9.2.4 პროკურორთა/ პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება რელიგიური
ნიშნით
შეუწყნარებლობის
მოტივით
ჩადენილი
დანაშაულის
ეფექტიანი
გამოძიებისა
და
სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისა
და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 2 სასწავლო აქტივობა განხორციელდა. შედეგად, პროკურატურის 19
თანამშრომელი გადამზადდა. სასწავლო აქტივობები მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: ტოლერანტობის და
მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) და ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული
ცენტრის ორგანიზებით, ორთვიან ჰიბრიდულ სასწავლო კურსს და დასკვნით workshop-ს თემაზე - რელიგიის
და რწმენის თავისუფლება ყველასთვის; ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსს
- სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და სიძულვილის ენა. 3 თვის განმავლობაში მონაწილეები
ყველა იმ ძირითადი საკითხის შესახებ გადამზადდნენ, რომლებიც სიძულვილით მოტივირებული
57
დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას მოიცავს, მათ შორის რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით
ჩადენილი დანაშაულის საკითხებიც განიხილებოდა.
აქტივობა 9.2.5 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადება რელიგიური ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სსიპ - შსს აკადემიის პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამის ფარგლებში ისწავლება საგანი ადამიანის უფლებები, რომლიც ითვალიწინებს სიძულვილით
მოტივირებული დანაშაულის თემატიკას, მათ შორის, რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით
ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით.
პოლიციელთა საბაზისო მომზადების პროგრამის ფარგლებში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის
თემატიკაზე, 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სწავლება გაირა 521-მა მსმენელმა.
შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფების 370-მდე
თანამშრომელი გადაამზადეს დისკრიმინაციის ნიშნის იდენტიფიცირების შესახებ, მათ შორის, რელიგიური
ნიშნით.
2024 წლის 3-4 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენინგი - „დისკრიმინაციასთან ბრძოლა
და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამოძიება: ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს სტანდარტები“. ტრენინგს დაესწრო სამინისტროს 22 წარმომადგენელი. ტრენინგის თემატიკა
ასევე მოიცავდა რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის საკითხებს.
2024 წლის 19-22 ივნისს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სამინისტროს 3 თანამშრომელი იმყოფებოდა
სასწავლო ვიზიტით სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში. აღნიშნული სწავლების თემატიკა
ასევე მოიცავდა რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის საკითხებს.
აქტივობა 9.2.6 სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის (მათ შორის რელიგიური ნიშნით
დისკრიმინაციისა და რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი) შემთხვევების
გამოძიებისას დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირების და საჭირო მტკიცებულებების მოპოვების
ინსტრუმენტებზე რეკომენდაციების შემუშავება
პასუხისმგებელი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
სიძულვილის მოტივის ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება, გამოძიება და სათანადო აღრიცხვა ეფექტიანი
გამოძიების წარმოების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
58
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საკითხები
არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებითაა დარეგულირებული,
მათ შორისაა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (სტამბოლის კონვენცია),
საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური ულებების შესახებ, რასობრივი დისკრიმინაციის ყველა
ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენცია, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის კონვენცია, შესაბამისად ერთიანი სტანდარტის ჩამოსაყალიბებლად საჭირო გახდა სპეციალური
სახელმძღვანელო დოკუმენტების შექმნა, რომელიც მორგებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
მანდატთან, შესაბამისად, ევროპის საბჭოს პროექტის "თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის
დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, დისკრიმინაციის ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი, სწრაფი და ყოვლისმომცველი გამოძიების
შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტი შემუშავდა და დამტკიცდა, რაც სამსახურის საქმიანობის
სპეციფიკასთან შესაბამისობაში მოიყვანეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ხარისხის
მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
აქტივობა 9.2.7 სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის (მათ შორის რელიგიური ნიშნით
დისკრიმინაციისა და რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი) თემაზე თანამშრომლების
გადამზადება
პასუხისმგებელი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის (მათ შორის რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციისა და
რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი) მაღალკვალიფიციური გამოძიების
უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პარტნიორი და დონორი საერთაშორისო
ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით აქტიურად ახდენდა თანამშრომლების
გადამზადებას დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების თემაზე.
აღსანიშნავია, რომ სამსახურის შექმნიდან, ხსენებულ თემატიკასთან დაკავშირებით გადამზადდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაერთი თანამშრომელი, მათ შორის ევროპის საბჭოს ჩართულობით
ორგანიზებულ ტრენინგზე, რომელიც ეხებოდა „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი
გამოძიებას“, 49 თანამშრომელი.
ამოცანა 9.3
ეფექტიანი ღონისძიებების გატარება სახელმწიფოში სეკულარიზმის გასაძლიერებლად, მათ შორის
განათლების სისტემაში
აქტივობა 9.3.1 ტრენინგები საჯარო სკოლის დირექტორებისთვის განათლების სისტემაში სეკულარიზმის
გაძლიერების და პროზელიტიზმისა და ინდოქტრინაციის პრევენციის მიზნით
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო
მიმდინარე აქტივობა
აქტივობა 9.3.2 საზოგადოებაში სეკულარიზმის მნიშვნელობისა და გაძლიერების შესახებ ცნობიერების
ამაღლების მიზნით საინფორმაციო/სოციალური კამპანიის წარმოება
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო
59
საზოგადოებაში სეკულარიზმის მნიშვნელობისა და გაძლიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით,
2024 წლის ოქტომბრის თვეში რელიგიის სააგენტომ დაიწყო პროექტის „სახელმწიფო ენა სასულიერო
პირებისათვის“ მეოთხე ეტაპი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს მუსლიმი თემის, სომეხთა
სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიისა და საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის
წარმომადგენლები. სულ, ქართულ ენას სხვადასხვა დონეზე დაეუფლა 233 სასულიერო პირი. ქართული ენის
შესწავლის პროცესში ასევე ჩართულები არიან რელიგიური ლიდერებიც. პროექტი დაიწყო 2019 წელს.
მიზანი 10 - ადამიანის უფლებათა ეფექტიანი დაცვა საგანგებო მდგომარეობისა ან სხვა არაორდინალურ
სიტუაციაში, მათ შორის ეპიდემიის/პანდემიის დროს
ამოცანა 10.1
საქართველოს კანონმდებლობის დახვეწა, რომელიც დეტალურად მოაწესრიგებს ეპიდემიით/პანდემიით
გამოწვეულ როგორც საგანგებო მდგომარეობის, ისე ორდინალურ სიტუაციაში ადამიანის უფლებათა
შეზღუდვების წესებსა და ფარგლებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
აქტივობა 10.1.1 ჯანმრთელობის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
2024 წელს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდნ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრომ, სხვადასხვა უწყების ჩართულობით შეიმუშავა ჯანმრთელობის
უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAPHS) პროექტი, რომელიც 2025 წელს წარედგინება
მთავრობის ადმინისტრაციას განსახილველად.
აქტივობა 10.1.2 პაციენტის უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შესრულების მონიტორინგი
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2023 წლის 29 სექტემბრის N№69/ნ ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს 2024-2025 წლების
პაციენტის უსაფრთხოების პროგრამა. პროგრამა მოიცავს მონიტორიგისა და შეფასების ინსტრუმენტებს.
1. კოორდინაცია, პოლიტიკა და მმართველობა პაციენტის უსაფრთხოების მიზნებისთვის: პაციენტის
უსაფრთხოების ეროვნული საბჭო, რომელიც 2023 წლის ივლისში ჩამოყალიბდა, ასრულებს ცენტრალური
მაკოორდინირებული ორგანოს როლს პაციენტისთვის თავიდან აცილებადი ზიანის ელიმინაციის
უზრუნველყოფის მიმართულებით, პაციენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო
გამოცდილების, ეროვნული კანონმდებლობის, მარეგულირებელი აქტების, ღონისძიებების, პროექტების,
პროგრამების იდენტიფიცირების შედეგად, პაციენტის უსაფრთხოების პროგრამის შემუშავების და დანერგვის
ხელშეწყობის გზით. საბჭოს შეხვედრა გაიმართა 2 ჯერ.
ახალი სალიცენზიო, სანებართვო პირობები და სტანდარტები შემუშავდა და განახლდა შემდეგ საქმიანობებში:
კარდიოქირურგია; გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (EMERGENCY); რეანიმაცია; ქირურგია;
ბარიატრიული ქირურგია; ნარკოლოგია; ქიმიოთერაპია; ინფექციური დაავადებების მართვა; ფსიქიატრია;
დამხმარე რეპროდუქციული სერვისებისთ მომსახურება; სასწრაფო სამედიცინო დახმარების სალიცენზიო
პირობები; დიალიზი და სხვ.
60
2. ჯანდაცვის სისტემის სანდოობის გაზრდა: 2023 წელს დაინერგა ასოციაციების შეფასების და აღიარების
მექანიზმი. ამ დროისთვის დარგობრივი ასოციაციის სტატუსი მიენიჭა 15 ორგანიზაციას.
3. კლინიკური პროცესების უსაფრთხოების უზრუნველყოფა: სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო
აკრედიტაცია დაწყებულია რეგულირდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 26 იანვრის N4/ნ ბრძანებით.
მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, გასულ წელს უპრეცენდენტო
მასშტაბის და მნიშვნელობის რეფორმები გატარდა ფარმაცევტულ სფეროში. მედიკამენტზე დაწესდა
რეფერენტული ფასი. ჩამოყალიბდა ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვის ახალი მექანიზმი. წამლის
ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც სამინისტრომ 2023 წელს აამოქმედა, სრული დატვირთვით
განაგრძობს მუშაობას.
გასული წლიდან, მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სრულად
დაინერგა GMP/GDP სტანდარტები.
4. სამედიცინო სფეროში პაციენტის და მათი ოჯახების ჩართულობის გაძლიერება: პაციენტის უსაფრთხოების
საკითხებზე მოსახლეობის და სამედიცინო პერსონალის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩატარდა 2
საინფორმაციო კამპანია. 2023 წლიდან, ყოველწლიურად აღინიშნება პაციენტის უსაფრთხოების
საერთაშორისო დღე (17 სექტემბერი).
5. ჯანდაცვის პერსონალის განათლების და უნარ-ჩვევების გაუმჯობესების წახალისება და უსაფრთხოების
უზრუნველყოფა: 2024 წლის 21 თებერვალს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონებში საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც ექთნებისა და
ბებიაქალთა პროფესიები რეგულირებად პროფესიებად იქცა. ასევე, კანონით განისაზღვრა ექთნებისა და
ბებიაქალთა საბაკალავრო, დიპლომისშემდგომ და უწყვეტ განათლებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ცვლილებები ასევე განსაზღვრავს ექთნებისა და ბებიაქალებისთვის მუშაობის უფლების მოპოვების წესებს,
პროფესიულ კომპეტენციებს, საზღვარგარეთ მიღებული განათლების აღიარების პროცედურებს, ეთიკურ
კოდექსებს, პროფესიული პასუხისმგებლობის მარეგულირებელ ჩარჩოს და სხვა მნიშვნელოვან მექანიზმებს,
რომლებიც შემუშავდა ევროპის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით.
დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება ექიმთა
სერტიფიცირების ინსტრუმენტის - სასერტიფიკაციო-საგამოცდო ტესტების და ერთიანი დიპლომის
შემდგომი საკვალიფიკაციო ტესტების მუდმივ რეჟიმში განახლება/მომზადება.
უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობების ფარგლებში მისანიჭებელი კრედიტ-ქულების სისტემა
შესაბამისობაში მოვიდა კრედიტების ევროპულ სისტემასთან.
პირველად შეიქმნა ევროპულ და სხვა მოწინავე ქვეყნებში უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების
ფარგლებში მინიჭებული კრედიტ-ქულების საქართველოში აღიარების მექანიზმი.
დიპლომისშემდგომ განათლებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სარეზიდენტო
მზადება უფინანსდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 000-ზე
ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე პირებს პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში. ექიმთა კვალიფიკაციის
ამაღლების მიზნით, მიმდინარეობს უწყვეტი სამედიცინო განათლების სავალდებულო სისტემის
ეტაპობრივად შემოღების პროცესი.
61
6. ინფორმაციის, კვლევების, ცოდნის ნაკადების და რისკების მართვა: განისაზღვრა პაციენტის უსაფრთხოების
ინდიკატორების პაკეტი პჯდ დაწესებულების დონეზე ანგარიშგებისთვის, რომელიც შესაბამისობაშია
პაციენტის უსაფრთხოების გლობალურ ინდიკატორებთან და სამიზნეებთან.
7. პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის სინერგია, თანამშრომლობა და სოლიდარობა: 2023 წელს
დაინერგა ასოციაციების შეფასების და აღიარების მექანიზმი. ამ დროისთვის დარგობრივი ასოციაციის
სტატუსი მიენიჭა 15 ორგანიზაციას. 2024 წლის 17 სექტემბერს ჩატარდა პაციენტის უსაფრთხოების დღე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროფესიული ასოციაციებისა და სამედიცინო დაწესებულებების
წარმომადგენლები. გამოიკვეთა შემდგომი სათანამშრომლო თემები.
პრიორიტეტი II - ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის გაძლიერება და ამისთვის სისტემური
გარანტიების გაუმჯობესება
მიზანი 11 - ჯანმრთელობის უფლების დაცვის გარანტიების გაძლიერება და ხარისხიანი ჯანმრთელობის
დაცვის მომსახურებაზე, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე თანაბარი და დროული
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ამოცანა 11.1
საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებების გაუმჯობესების მიზნით, დაავადებათა პრევენციისა და
კონტროლისკენ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების გაუმჯობესება; ფსიქიკური ჯანმრთელობის
უფლების ყველასთვის თანაბრად უზრუნველყოფა; ხარისხიანი სერვისებისა და მედიკამენტების
ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
აქტივობა 11.1.1 საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების განგაშის სისტემის მზადყოფნის შეფასება და ქვეყნის
მასშტაბით გაფართოვება
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოტენციურ საფრთხეებზე ეფექტური
რეაგირების მიზნით
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსიპ -112
2024 წელს საქართველომ განახორციელა ერთობლივი გარე შეფასება (JEE). ერთობლივი გარე შეფასება (JEE)
არის ნებაყოფლობითი, თანამშრომლობითი, მრავალსექტორული პროცესი ქვეყნის შესაძლებლობების
შესაფასებლად, რათა თავიდან აიცილოს, აღმოაჩინოს და სწრაფად მოახდინოს რეაგირება საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის რისკებზე, ბუნებრივად წარმოქმნილი თუ განზრახ ან შემთხვევითი მოვლენების გამო. JEE
ეხმარება ქვეყნებს გამოავლინონ ყველაზე კრიტიკული ხარვეზები ჯანდაცვის
სისტემებში, რათა
პრიორიტეტულად მიმართონ შესაძლებლობები გაძლიერებული მზადყოფნისა და რეაგირებისთვის.
აღნიშნული შეფასების ფარგლებში განისაზღვრა ქვეყნის პროგრესი და ხარვეზები ასევე გაიცა
რეკომენდაციები იმ 19 ტექნიკურ სფეროში, რომელთა შეფასებაც მოხდა.
საქართველო ეტაპობრივად ახორციელებს შეფასების დოკუმენტში ასახული რეკომენდაციების შესრულებას,
რომლის ნათელი მაგალითიცაა ჯანმრთელობის უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAPHS)
სამუშაო ვერსიის შექმნა, რომელიც მიმართული იქნება იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომელიც
გამოვლინდა ერთობლივი მუშაობის შედეგად.
62
გეგმა წარმოადგენს კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებულ დოკუმენტს, რომელიც ხელს შეუწყობს
ძირითადი შესაძლებლობების განხორციელებას (აღმოაჩინოს, შეაფასოს, შეატყობინოს და რეაგირება
მოახდინოს) და დაფუძნებული იქნება ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპებსა და მთავრობის ერთიან
მიდგომაზე ყველა სახის საფრთხეზე რეაგირების თვალსაზრისით.
გეგმის მიზანია, ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის ეროვნული პრიორიტეტების განსაზღვრა და შესაბამისი
რესურსების იდენტიფიცირება, როგორც ეროვნული მექანიზმების გამოყენებით, ასევე - საერთაშორისო
პარტნიორების მხარდაჭერით.
აქტივობა 11.1.2 ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მრავალპროფილური კლინიკების მოდელის
დანერგვის გაუმჯობესება პრაქტიკაში,
ინსტიტუციონალიზაციის მაქსიმალურად შემცირებისა და
ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დაუბრკოლებლად, სხვებთან თანაბარ პირობებში მისაღებად
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
2024 წლის განმავლობაში აივ ინფექცია/შიდსზე, ვირუსულ ჰეპატიტებსა და სქესობრივი გზით გადამდებ
ინფექციებზე კონსულტირებისა და ინფორმირების მომსახურება მიეწოდა 57,000 ზე მეტ 18+ ასაკის აივ
ინფექციის მაღალი რისკის მქონე პირს (ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლები, მსმ-ები, სექსმუშაკები) და აივ/შიდსით დაავადებულ პირს, საჭიროების შემთხვევაში მოხდა მათი გადამისამართება აივ
ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასო კვალიფიციური დიაგნოსტიკისა და
მკურნალობის მომსახურების მისაღებად.
აქტივობა 11.1.3 სტაციონარგარე ფსიქიატრიული სერვისებისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის
კომპონენტების გაძლიერება, მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდა
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
მომზადებულია სათემო ამბულატორიისა და მობილური გუნდების სტანდარტების სამუშაო ვერსია, რომლის
გადახედვა და დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმება 2025 წლის ბოლომდე იგეგმება. მიმდინარეობს
სტაციონარგარე სერვისების დაფინანსების მეთოდოლოგიის გადახედვა და გაუმჯობესება.
აქტივობა 11.1.4 ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებებსა და მკურნალობის სტანდარტებში სექსუალური
და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებასთან დაკავშირებული საკითხების ასახვა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
დამტკიცებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის ოჯახის
დაგეგმვის გაიდლაინი და სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპი). გაეროს მოსახლეობის ფონდის
ფინანსური დახმარებით, მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის გადამზადება. ფსიქიკური ჯანმრთელობის
სტაციონარული სერვისების ახალ სტანდარტში ასახული იქნება ორსულობაზე ქალთა ტესტირების
საკითხები.
აქტივობა 11.1.5 ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებამდე ლაბორატორიული კვლევების
ჩატარების ვალდებულების დაწესება და შესაბამისი რესურსების გამოყოფა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში
მყოფი რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
63
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა 2024 წლიდან ითვალისწინებს იმ პაციენტების კვებით,
პირადი ჰიგიენის საგნებითა და გადაუდებელი ქირურგიული და თერაპიული სტომატოლოგიური, ასევე
სამედიცინო მომსახურებით და წამლის გვერდითი ეფექტების კონტროლის უზრუნველყოფას, რომლებიც
გადიან სტაციონარულ მომსახურებას. ამჟამად მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევების დამატების
მექანიზმებზე მუშაობა.
აქტივობა 11.1.6 ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარის ბენეფიციარების უზრუნველყოფა კიბოს სკრინინგ
პროგრამებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის პირობებში ასახვით
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ძუძუს კიბოს,
საშვილოსნოს ყელის კიბოს, კოლორექტული კიბოს სკრინინგულ კვლევებს, სხვადასხვა ასაკობრივი
ჯგუფებისთვის, რომელთა შორის იგულისხმება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებიც.
სტაციონარის მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყოს გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობა. მონაცემები რა
სახის სკრინინგული კვლევა ჩაუტარდა პირს, ხელმისაწვდომია, თუმცა, აღნიშნული პირი იმყოფებოდა თუ
არა იმავდროულად ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სკრინინგის ბაზაში არ ფიქსირდება. ამ ინფორმაციის
მიღება შესაძლებელია ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ანგარიშგების ბაზებიდან.
ექსპერტების მიერ შემუშავდება მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტების სკრინინგის
პროტოკოლი ან მეთოდოლოგია, რომელიც გადაეცემა გამსვლელ მობილურ ბრიგადებს და მათი დახმარებით
მოხდება სკრინინგის უზრუნველყოფა.
აქტივობა 11.1.7 პირველადი ჯანდაცვის შეღავათების პაკეტში შემავალი სერვისებისა და მედიკამენტების
გადახედვა, განფასება, შესაბამისობაში მოყვანა მოსახლეობის საჭიროებებთან
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
2024 წელს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე მოიხსნა წლიური ლიმიტი. გაფართოვდა
ნოზოლოგიური ჯგუფები, კერძოდ, დაემატა გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები.
შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა, კერძოდ 2023 წლის 12 თვის მონაცემებით
ქრონიკული მედიკამენტები გამოიყენა 364’500 ბენეფიციარმა, ხოლო 2024 წლის 12 თვის მონაცემებით კი 385’264.
2023 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდა რეფერენტული ფასების სისტემა და 2024 წლის 31 დეკემბრის
მდგომარეობით, 7’093 სამკურნალო საშუალებაზე, მათ შორის ქრონიკულ მედიკამენტებზე, მოქმედებს
რეფერენტული ფასი 297 INN-ის ქვეშ. აღნიშნულმა, დაახლოებით 40%-ით კიდევ უფრო გააიაფა
მედიკამენტები.
2022 წელს „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი გახდა სახელმწიფო სამედიცინო
ჰოლდინგი. დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 1004 სოფლის ამბულატორია, სადაც
დასაქმებულია 1283 ექიმი და 1542 ექთანი, რომელთა შრომის ანაზღაურების გაუმჯობესება ეტაპობრივად
ხორციელდება. 2025 წელს სოფლის ექიმის ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 1’362.50 ლარით (ნაცვლად
1’262.50 ლარის), ხოლო სოფლის ექთნის/ფერშლის 1’118.75 ლარით (ნაცვლად 1018.75 ლარის).
2022 წელს დაიწყო სოფლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ინოვაციური ტექნოლოგიების,
კერძოდ ტელემედიცინის დანერგვა. 50 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა აპარატურით და 3100-მდე სოფლად
64
მცხოვრებ ადამიანს ჩაუტარდა სპეციალისტის კონსულტაცია ტელემედიცინის სერვისის საშუალებით. 2025
წლის მეორე კვარტალში დაგეგმილია კიდევ 60 სოფლის ამბულატორიის ჩართვა ტელემედიცინის სერვისების
მიწოდების ქსელში.
ამოცანა 11.2
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისების თანაბარი
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასთვის;
აქტივობა 11.2.1 ყველა ადამიანისთვის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებაზე
ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების, მათ
შორის ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი სერვისების, პაკეტის შემუშავება საბაზისო პაკეტში
ინტეგრაციისთვის
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2024 წლიდან დაიწყო
მშობიარობის შემდგომი ვიზიტის და ფსიქოლოგის კონსულტაციის დაფინანსება. პროგრამას ასევე დაემატა
გალაქტოზემიაზე, ადრენოგენიტალურ სინდრომსა და ბიოტინიდაზას დეფიციტზე სკრინინგი. პროგრამის
წარმატების მაჩვენებელია ანტენატალური ვიზიტებით მაღალი მოცვა (95%), ისევე, როგორც კვალიფიციური
სამედიცინო პერსონალის მიერ მიღებული მშობიარობების მაღალი - 100%-იანი წილი.
აქტივობა 11.2.2 სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების
დაცვის, პატივისცემისა და გაძლიერების მიზნით, ყველა ადამიანისთვის ასაკის შესაბამის, ყოვლისმომცველ
და მეცნიერულად ზუსტ ინფორმაციასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - ლ . საყვარელიძის სახელობის დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს მოსახლეობის
ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები დედათა ბავშვთა სერვისების, ასევე სქესობრივ და რეპროდუქციულ
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ.
აქტივობა 11.2.3
მშობიარობის შემდგომი ზრუნვისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისების
ინტეგრირება დედათა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2024 წლიდან დაიწყო
მშობიარობის შემდგომი ვიზიტის და ფსიქოლოგის კონსულტაციის დაფინანსება.
აქტივობა 11.2.4 ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა, მათ შორის გინეკოლოგიური სავარძლების
გამოყენების და სამედიცინო მანიპულაციების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
65
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
როგორც სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო პირობები, ისე მაღალი რისკის შემცველი
სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს ადაპტირებული ინფრასტრუქტურის
მოწყობასა და სამედიცინო მანიპულაციების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
„სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ მშენებლობა/რეაბილიტაციის
პროექტში გათვალისწინებულია ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
აქტივობა 11.2.5 პედიატრების, გინეკოლოგებისა და სამშობიარო სახლის თანამშრომლების ცოდნისა და
კვალიფიკაციის ამაღლება შშმ პირთა სპეციფიკის გათვალისწინებით
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
სამეანო-ნეონატოლოგიური მომსახურების შემთხვევაში ექიმები 2 წელიწადში ერთხელ უნდა
მონაწილეობდნენ უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამაში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად
განიხილება შშმ პირთათვის სერვისების მიწოდების თავისებურებები.
აქტივობა 11.2.6 საბაზისო და ავადობისა და სიკვდილიანობის მძიმე ტვირთის მქონე დაავადებების
სამკურნალო მედიკამენტებზე სახელმწიფო სუბსიდირების გაფართოება (მედიკამენტების სიის განახლება;
ფინანსური რესურსების განსაზღვრა და პროგრამის ბიუჯეტში ასახვა; რეფერენს ფასების და მართული
შემოტანის ხელშეკრულებების დანერგვა)
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
2024 წელს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე მოიხსნა წლიური ლიმიტი. გაფართოვდა
ნოზოლოგიური ჯგუფები, კერძოდ, დაემატა გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები.
შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა, 2023 წლის 12 თვის მონაცემებით
ქრონიკული მედიკამენტები გამოიყენა 364’500 ბენეფიციარმა, ხოლო 2024 წლის 12 თვის მონაცემებით კი 385’264.
2023 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდა რეფერენტული ფასების სისტემა და 2024 წლის 31 დეკემბრის
მდგომარეობით, 7093 სამკურნალო საშუალებაზე, მათ შორის ქრონიკულ მედიკამენტებზე, მოქმედებს
რეფერენტული ფასი 297 INN-ის ქვეშ. აღნიშნულმა, დაახლოებით 40%-ით კიდევ უფრო გააიაფა
მედიკამენტები.
ასევე, 2024 წელს, მართული შესვლის შეთანხმების (MEA) პრინციპებზე დაყრდნობით სამინისტრომ შეისყიდა
21 დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტი კომპანია როშისა და ნოვარტისისგან.
2024 წელს აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის პირველი რიგის სამკურნალო მედიკამენტების 100% და
მეორე რიგის საერთო რაოდენობის 65%-მდე შესყიდული იქნა სახელმწიფო ასიგნებების ფარგლებში.
დანარჩენი მედიკამენტები შესყიდული იყო შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის
გლობალური
ფონდის საგრანტო პროგრამის ფარგლებში. როგორც სახელმწიფო, ისე დონორული
დაფინანსების ფარგლებში, შესყიდვისთვის გამოყენებული იყო შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან
ბრძოლის გლობალური ფონდის გაერთიანებული შესყიდვის მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს მცირე ბაზრის
მქონე ქვეყნებისთვის ხარისხიანი მედიკამენტების ოპტიმალურ ფასად შესყიდვის შესაძლებლობას.
ამოცანა 11.3
66
უვნებელ სურსათზე საზოგადოების ინფორმირებისა და სურსათის უვნებლობაზე სახელმწიფო კონტროლის
გაუმჯობესება.
აქტივობა 11.3.1 სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ანგარიშების შესახებ ინფორმაციის
განთავსება სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ. გვერდზე
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო
მომხმარებელთა ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო,
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის შესაბამისად, ყოველწლიურად ახორციელებს
სამომხმარებლო ბაზრის, მათ შორის, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების
კვების ბლოკების, მარკეტების, ცხოველთა სასაკლაოების, საცხობების, აგრარული ბაზრების და ა.შ.
შემოწმებას. კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება საზოგადოებას. გარდა
ამისა, სააგენტოში შემუშავებულია საზოგადოების ინფორმირების სტანდარტული საოპერაციო პროცედურა,
რომელიც აღწერს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების პროცესს და იწყება
მყისიერად - ლაბორატორიული კვლევის შედეგად სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების, ქიმიური
დაბინძურების, პათოგენური მიკროორგანიზმების და ა.შ. გამოვლენისთანავე, რისკის ხასიათის, მასშტაბისა
და სერიოზულობის გათვალისწინებით.
სახელმწიფო კონტროლის შედეგები კვარტალურად, ხოლო წლის ანგარიშები ყოველწლიურად ქვეყნდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.
აქტივობა 11.3.2 დაინტერესებული მხარეების, მ.შ. ბიზნესოპერატორების ინფორმირების და ცნობიერების
ამაღლების მიზნით ღონისძიების განხორციელება: საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება და სააგენტოს ვებ.
გვერდზე დამხმარე სახელმძღვანელოების განთავსება
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო
ბიზნესოპერატორთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, პერიოდულად იმართება სამუშაო შეხვედრები
და ტრენინგები. 2024 წელს, საკანონმდებლო ცვლილებებთან და სურსათის უვნებლობის სფეროში არსებულ
სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ჩატარდა 103 შეხვედრა, გადამზადდა 1019 პირი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ ცნობადობა ყოველწლიურად იზრდება, რასაც მოწმობს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების რაოდენობის ზრდა.
2024 წელს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სურსათის უვნებლობის დეპარტამენტში
შემოსულია 1469 შეტყობინება (მოქალაქეთა სატელეფონო შეტყობინება - 1370, დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან/საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან - 28,
სხვა უწყებებიდან - 71), რომელზეც გატარდა შესაბამისი რეაგირება. დეპარტამენტი აწარმოებს აღნიშნული
შეტყობინებებისა და შესაბამისი რეაგირებებისას მიღებული შედეგების ელექტრონულ აღრიცხვას.
ბიზნესოპერატორთათვის საჭირო ყველა ინფორმაცია, სახელმძღვანელო მითითებები და რეკომენდაციები
განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდზე:
https://nfa.gov.ge/Ge/Page/Information%20for%20business%20operators
აქტივობა 11.3.3 სახელმწიფო კონტროლის - ინსპექტირების განხორციელება
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო
2024 წელს ჩატარდა 36 985 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება 18422, მათ შორის, გეგმური - 8681;
არაგეგმური - 1189, აღიარების მინიჭების მიზნით - 274; გადამოწმება - 8278; დოკუმენტური შემოწმება - 11287;
67
მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში,
სხვადასხვა დასახელების სურსათის /სასმელი წყლის 6174
ნიმუში/სინჯია გამოკვლეული. დარღვევების მაჩვენებელმა შეადგინა 9.5%.
მიზანი 12 - სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა და სიღარიბის შემცირება.
ამოცანა 12.1
სოციალური დაცვის სისტემისა და დახმარების ეფექტურობის და მიზნობრიობის გაუმჯობესება;
აქტივობა 12.1.1 ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგიის და
ადმინისტრირების სქემის დანერგვა
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ოჯახების სოციალურეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის განახლებაზე, რათა ახალმა მოდელმა უფრო მეტად
უპასუხოს ოჯახების, განსაკუთრებით ბავშვიანი შინამეურნეობების გამოწვევებს და საჭიროებებს.
შემუშავებულია მეთოდოლოგიის პირველადი სამუშაო ვერსია.
აქტივობა 12.1.2 სამინისტროსთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ საცხოვრისის შესახებ კანონპროექტის
შემუშავება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
საერთაშორისო სტანდარტებისა და ქვეყნების კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, საცხოვრისის საკითხებზე
მომუშავე სამუშაო ჯგუფის მიერ საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით შემუშავებულია საცხოვრისის
პოლიტიკის კონცეპტუალური ჩარჩო. დოკუმენტი სამუშაო ვერსიაა, საჭიროებს სათანადოდ გადამუშავებას
და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ეროვნულ მიზნებთან თანხვედრაში მოყვანას.
აქტივობა 12.1.3 უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ 3 და მეტი 18 წლამდე
ასაკის შვილი, უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებელი ფართით
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 8 იანვრის №1 დადგენილების საფუძველზე დამტკიცდა
„უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი
სახელმწიფო პროგრამა“, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 17 იანვრის №2/ნ ბრძანებით განისაზღვრა
უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების
კრიტერიუმები. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ოჯახი იყოს
მრავალშვილიანი (3 და მეტი არასრულწლოვანი) და სოციალურად დაუცველი. 2024 წელს აღნიშნული
პროგრამის ფარგლებში განხილულ იქნა 824 ოჯახის საკითხი, დადებითი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 570
ოჯახთან დაკავშირებით. 106 ოჯახს სახელმწიფომ შეუსყიდა საცხოვრებელი.
აქტივობა 12.1.4 სოციალური მუშაობის სფეროში იდენტიფიცირებულ საჭიროებებზე საპასუხოდ, შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და ინიცირება
68
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პარლამენტი
2024 წელს, პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები „სოციალური
მუშაობის შესახებ“ კანონში, რომლის აუცილებლობაც განპირობებული იყო ქვეყანაში არსებული
პროფესიონალ სოციალურ მუშაკთა მწვავე დეფიციტით. ცვლილებების თანახმად, გაგრძელდა სოციალურ
მუშაკად საქმიანობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი, განისაზღვრა სერტიფიცირებისთვის საჭირო
გარდამავალი პერიოდი და სოციალური მუშაკის პროფესიაში შესვლის პირობები, შეიქმნა უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების სტიმულირების მექანიზმები, რათა განავითარონ სოციალური
მუშაობის მიმართულებით აკადემიური პროგრამები.
აღნიშნული ცვლილებების შედეგად:
გაიზრდება სოციალურ მუშაკთა რაოდენობა, რაც შეამცირებს წლების მანძილზე დაუძლეველ
დეფიციტს და მისგან გამოწვეულ ხარვეზებს სოციალური მუშაობის სფეროში.
სოციალური მუშაობის სექტორში შეიქმნება კონკურენტული გარემო და დამსაქმებელს
არჩევანის მეტი შესაძლებლობა მიეცემა.
გაიზრდება სოციალური მუშაობის აკადემიური პროგრამების მიმართ დაინტერესება, რადგან
წარმოდგენილი ცვლილებები იძლევა სოციალურ მუშაკად დასაქმების შესაძლებლობას
პროგრამის დასრულებამდე.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ განსაკუთრებული
შეთავაზების პირობებში მოიზიდონ სტუდენტები და შესაბამისად, განავითარონ სოციალური
მუშაობის პროგრამები, მათ შორის დამატებითი (Minor) პროგრამები.
ამოცანა 12.2
სიღარიბისა და კვების დეფიციტით გამოწვეული საფრთხის პრევენცია/შემცირება, მოსახლეობის მოწყვლად
ოჯახებში მცხოვრები ბავშვებისთვის;
აქტივობა 12.2.1 კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისთვის უზრუნველყოფილია საკვებ
პროდუქტებზე წვდომა
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა სხვა საკითხებთან ერთად
ითვალისწინებს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარებას.
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა მოიცავს: კრიზისულ
მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარებას; ხელოვნური კვების საჭიროების მქონე ბავშვთა
საკვები ვაუჩერით უზრუნველყოფას; ფენილკეტონურიისა და ცელიაკიის მქონე ბავშვთა საკვები ვაუჩერით
უზრუნველყოფას.
ყოველთვიურად ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურებას დაახლოებით 2,000 ბენეფიციარი იღებს.
საქართველოს მასშტაბით, პროგრამაში ჩართულია 500-ზე მეტი მომსახურების მიმწოდებელი ობიექტი, მათ
შორის, მაღაზიები და აფთიაქები.
ამოცანა 12.3
დასაქმების ხელშეწყობა შრომის ბაზრის აქტიური და სამართლიანი პოლიტიკის გაძლიერებით;
69
აქტივობა 12.3.1 თავისუფალი სამუშაო ადგილების მოძიება და სამუშაოს მაძიებლების დასაქმების მიზნით,
დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლის ოპერატიული დაკავშირება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
2024
წელს
დასაქმების
ხელშეწყობის
სახელმწიფო
პროგრამის,
საშუამავლო
მომსახურების
გაწევა/განვითარების კომპონენტის ფარგლებში, 1 416 დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ 16 366 თავისუფალ
სამუშაო ადგილზე ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს
მაძიებლებს. ვაკანსიების ფარგლებში შეირჩა და დამსაქმებლებთან გაიგზავნა 4 085 სამუშაოს მაძიებელი. მათ
შორის 2 314 ქალი, ახალგაზრდა 237, შშმ პირი 169.
ასევე, არსებულ ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევისთვის რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელთა ფართო
მოცვის მიზნით, დამსაქმებლების მოთხოვნით საანგარიშო პერიოდში ჩატარდა 58 მასობრივი
გასაუბრება/ინტერვიუ.
საშუამავლო მომსახურების ფარგლებში დასაქმებულია 1 548 სამუშაოს მაძიებელი.
აქტივობა 12.3.2 შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) განახლება/ახალი
მოდულების დამატება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის მიზანია სამუშაოს მაძიებლების, დამსაქმებლებისა და მათ
მიერ მოწოდებული ვაკანსიების აღრიცხვა. ასევე, სამუშაოს მაძიებელთა საკვალიფიკაციო მონაცემების
დამუშავება, ანალიზი და სისტემაში რეგისტრირებული ვაკანსიებთან ავტომატური დაკავშირება, ვაკანსიის
საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან თავსებადობის შემთხვევაში.
საანგარიშო პერიოდში, მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი ადამიანური კაპიტალის განვითარების ახალი
პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს სრულიად ახალი სისტემის შექმნა უახლესი ტექნიკური
სტანდარტების დაცვით. შრომის ბაზრის მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის აშენებისთვის
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან ევროკავშირის
ტექნიკური დახმარების ჯგუფის სპეციალისტები, სააგენტოს, სამინისტროსა და საინფორმაციო
ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომდგენლები.
2024 წელს შეიქმნა სამუშაოს მაძიებლისა და დამსაქმებლის მოდულები. შემუშავდა სამუშაოს მაძიებლების და
დამსაქმებლის ავტომატურად დაკავშირების ფუნქციონალის ლოგიკა/მოთხოვნები.
მომზადდა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის პირველი ეტაპის დანერგვის გეგმა. გრძელდება
მუშაობა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ სხვა მოდულებზე. ახალი სისტემის დასრულება დაიგეგმა
2025 წლის ბოლოსთვის.
სისტემაში სულ დარეგისტრირებულია 380 630 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის 2024 წელს სისტემაში
რეგისტრაცია გაიარა 8 484 სამუშაოს მაძიებელმა, მათ შორის ქალი - 5 794, ახალგაზრდა - 3 269.
აქტივობა 12.3.3 სამუშაოს მაძიებელთა ჩართვა პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ სახელმწიფო
პროგრამებში: პროფესიული მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, საკვანძო კომპეტენციების განვითარება
70
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
2024 წელს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული
მომზადების, პროფესიული გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კომპონენტის ფარგლებში,
საანგარიშო პერიოდში, სასწავლო პროცესი დაიწყო 39 საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 66 მოთხოვნად
პროფესიაზე ჩაერთო 3 692 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის ქალი - 3034, ახალგაზრდა - 871. შშმ პირი 67.
ამასთან, სასწავლო პროცესი დაასრულა 1 172 მოსარგებლემ. ხოლო, 2 520 მოსარგებლე სწავლას დაასრულებს
2025 წლის პირველ კვარტალში.
2023 წლის პროგრამის მონაწილეებიდან, 2024 წელს დასაქმდა 309 პირი. 2024 წლის პროგრამის
მონაწილეებიდან დასაქმებულია 2589. სულ პროგრამის ფარგლებში 2024 წელს დასაქმებულია 2 898 პირი.
გარდა ამისა, სტაჟირების კომპონენტის ფარგლებში, ჩაერთო და ხელშეკრულება გაფორმდა 20
დამსაქმებელთან, რომელთა მიერ წარმოდგენილ ვაკანსიებზე სტაჟირების პროცესში ჩაერთო 81 სამუშაოს
მაძიებელი, მათ შორის 70 ქალი, 34 ახალგაზრდა და 2 შშმ პირი. შედეგად დასაქმებულია 38 სამუშაოს
მაძიებელი.
აქტივობა 12.3.4 სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების
დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოებრივ სამუშაოებზე
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
2024 წელს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში სულ დასაქმდა
31 192 სოციალურად დაუცველი.
გარდა ამისა, 2024 წელს ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა - 9 393 სოციალურად დაუცველი პირი; ხოლო
საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება მოახდინა - 801 პირმა.
აქტივობა 12.3.5 Do IT with the E პროგრამის განხორციელება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
-
სააგენტომ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2024 წელს დაიწყო ახალი პროგრამა - “Do IT with the EU“,
რომელიც შედგება ორი კომპონენტისგან: სერთიფიცირება და დასაქმება.
სასერთიფიკატო პროგრამების კომპონენტში ონლაინ ტრენინგებს ახორციელებს “New Horizons” (Bulgaria)”.
2024 წელს, პროგრამის 32 განსხვავებულ კურსზე, ჯამში დარეგისტრირდა 8,733 აპლიკანტი, რომელთაგანაც
3,475 იყო უნიკალური. დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან კონკურსის შედეგად ტრენინგების
გასავლელად შეირჩა 1046 ადამიანი, მათ შორის, 387 ქალი და 460 კურსდამთავრებული, მათ შორის, 129 ქალი.
დასაქმების პროგრამის კომპონენტში, კი კურსები საქართველოს 10 რეგიონში გადანაწილდა 6 პარტნიორ
საერთაშორისო IT კომპანიას შორის: EPAM - აჭარა; შიდა ქართლი; ExactPro - გურია; სამცხე-ჯავახეთი; რაჭალეჩხუმი და ქვემო სვანეთი; DataArt - სამეგრელო-ზემო სვანეთი; ქვემო ქართლი; Swift Making Science იმერეთი; Lineate - მცხეთა-მთიანეთი და Quantori - კახეთი. 2024 წლის 12-21 აგვისტოს პერიოდში,
საქართველოს ათივე რეგიონში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან, სადაც
დამსწრეები დეტალურად გაეცნენ დასაქმების პროგრამას, გლობალურ ტენდენციებს IT დასაქმების ბაზარზე
71
და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს. კურსებზე სულ შემოვიდა 1,527 უნიკალური აპლიკანტის
განაცხადი, აპლიკანტი, მათ შორის, 662 ქალის; აქედან, 414 ბენეფიციარი, მათ შორის, 157 ქალი. ამჟამად,
მიმდინარეობს კურსებზე სწავლების პროცესი. დასაქმების კომპონენტში კი - 1,527 (უნიკალური) აპლიკანტი,
მათ შორის, 662 ქალი; აქედან, 414 ბენეფიციარი, მათ შორის, 157 ქალი.
ამოცანა 12.4
სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება/განხორციელება, რომლებიც მიმართული
იქნება სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისა და უმუშევრობის აღმოფხვრისკენ
აქტივობა 12.4.1 სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების
დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოებრივ სამუშაოებზე
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
2024 წელს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში სულ დასაქმდა
31 192 სოციალურად დაუცველი.
გარდა ამისა, 2024 წელს ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა - 9 393 სოციალურად დაუცველი პირი; ხოლო
საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება მოახდინა - 801 პირმა.
მიზანი 13 - განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში
სწავლის“ პრინციპის დაცვით.
ამოცანა 13.1
მაღალი ხარისხის განათლებაზე, მათ შორის ინკლუზიურ განათლებაზე, სკოლამდელ სერვისებზე თანაბარი
და საყოველთაო მისაწვდომობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით სიღარიბეში და სახელმწიფო ზრუნვაში
მყოფი ბავშვებისთვის, ისევე როგორც რეგიონებში მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობისა და
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის;
აქტივობა 13.1.1 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა/რეაბილიტაცია
პასუხისმგებელი უწყება:
რეგიონული განვითარებისა
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
და
ინფრასტრუქტურის
სამინისტრო/
2024 წელს დასრულდა 42 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა და 2 სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულების რეაბილიტაცია. აშენდა მათ შორის ვანის მუნიციპალიტეტში სოფელ მუქედაში 50 ბავშვზე
გათვლილი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 75 ბავშვზე გათვლილი, ქ. ფოთში 130 ბავშვზე
გათვლილი, თელავის მუნიციპალიტეტში სოფელ ვარდისუბანში 180 ბავშვზე გათვლილი, ლანჩხუთის
მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის 50 ბავშვზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება.
განხორციელდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელი მუხურის და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი
თეზის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაცია.
ზემოაღნიშნული პროექტების
განხორციელების მიზნით, 2024 წელს მიიმართა 85 მლნ ლარზე მეტი.
72
აქტივობა 13.1.2 ადამიანის უფლებების სიღრმისეულად გააზრების მიზნით სკოლების დაწყებით, საბაზო და
საშუალო საფეხურებზე მოსწავლის მიერ საკუთარი და სხვა ადამიანების უფლება-მოვალეობების შესახებ
სწავლების გაგრძელება, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ბავშვის
უფლებათა კონვენციით, ქვეყნის კონსტიტუციით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ცნებების
და დებულებების გაცნობიერებასა და დაცვას
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლამ მოსწავლეებში უნდა განავითაროს და
განამტკიცოს პოზიტიური დამოკიდებულებები და ის ღირებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს
ტოლერანტი, ადამიანური ღირსების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ფასეულობების
პატივისმცემელი პიროვნების ჩამოყალიბებას. ეროვნული სასწავლო გეგმის საზოგადოებრივი მეცნიერებების
ჯგუფის საგნობრივი პროგრამები მეტად კონცენტრირებულად წარმოადგენს აღნიშნულ საკითხებს. საგანი
„მოქალაქეობა“ მიზნად ისახავს მოსწავლეს ხელი შეუწყოს უმთავრესი სოციალური უნარ-ჩვევების
(მაგალითად: თანამშრომლობა, კონფლიქტის მართვა, ემპათია, განსხვავებული აზრის პატივისცემა)
გამომუშავებაში, დაეხმაროს მოქალაქის უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების გათავისებაში, რაც
ცალსახად ძალადობის საწინააღმდეგოდაა მიმართული; მოსწავლეები შეისწავლიან ადამიანის უფლებებს,
თავისუფლებებსა და მოვალეობებს, დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა: თანასწორობა,
ტოლერანტობა და ა. შ.; გაეცნობიან ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ადამიანის უფლებათა
ევროპული კონვენციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის დებულებებს.
აქტივობა 13.1.3 მოსწავლის მიერ დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლების გაგრძელება, რომლებიც
მოიცავს: კანონის უზენაესობის, თანასწორობის, მრავალფეროვნების, მედიაწიგნიერების, გლობალური
მოქალაქეობის, არაძალადობრივი მეთოდებით მოქმედების, ტოლერანტობის გამოვლენის და სხვ.
პრინციპების ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებას.
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაძლიერებეულია სამოქალაქო განათლების კომპონენტი,
რომელიც მოიცავს ბავშვის უფლებების, თანასწორობის, ტოლერანტობის, დემოკრატიის პრინციპების,
არაძალადობრიობის საკითხებს, რაც წარმოდგენილია „მე და საზოგადოების“ (III-IV კლასი), „ჩვენი
საქართველოს“ (V-VI კლასი) და „მოქალაქეობის“ (VII-IX კლასი) საგნებში.
გლობალურ მოქალაქეობასთან, მდგრად განვითარებასთან, თანასწორობასა და ადამიანის უფლებების დაცვის
ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები წარმოდგენილია საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ
ჯგუფში შემავალ საგნებში:
·
გეოგრაფია
1.
გლობალური დემოგრაფიული გამოწვევები და ცვლილებები - თემის ფარგლებში მოსწავლემ უნდა
შეძლოს:
- გააანალიზოს დემოგრაფიული პროცესებით გამოწვეული ცვლილებებისა (მაგ.: მიგრაცია, მეურნეობის
სხვადასხვა დარგის განვითარება, „მწვანე რევოლუცია“) და გეოგრაფიული გარსის (ლითოსფერო, ატმოსფერო,
ჰიდროსფერო, ბიოსფერო, ნოოსფერო) ურთიერთდაკავშირებულობა და ურთიერთზეგავლენა;
- მოსახლეობის ძირითადი მახასიათებლებისა და დინამიკის (მოსახლეობის ცვლილება, დემოგრაფიული
სიტუაცია - ხანდაზმულთა ხვედრითი წილის ზრდა, გაახალგაზრდავება, დემოგრაფიული პოლიტიკა,
დემოგრაფიული ტენდენციები - გადასვლის ფაზები) გაანალიზება ბუნებრივ და საზოგადოებრივ სისტემებზე
მათი გავლენის დასადგენად;
- გლობალურ დემოგრაფიულ პროცესებზე მსჯელობისას მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინება
(ნიადაგის დაბინძურება და ეროზია).
73
2. რესურსების გამოყენებისა და მართვის გლობალური გამოწვევები და ცვლილებები - თემის ფარგლებში
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
- გააანალიზოს რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული პროცესებისა და პრობლემების (მაგ.:
რესურსების არათანაბარი განაწილება და რესურსურსუზრუნველყოფა) ზეგავლენა გეოგრაფიულ გარსზე;
- მოსახლეობის ძირითადი მახასიათებლებისა და განლაგების (სიმჭიდროვე, ეკომიგრაცია) გაანალიზება
რესურსების გამოყენებაზე მათი გავლენის დასადგენად;
- რესურსების გამოყენებაზე და მართვაზე მსჯელობისას მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინება
(გაუდაბნოება, ნარჩენების მართვა, მდგრადი ტურიზმი).
·
ისტორია
კონკრეტული თემის ფარგლებში მოსწავლემ უნდა შეძლოს სოციალური და პოლიტიკური მოვლენებისა და
პროცესების გაანალიზება (საკვლევ თემასთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების ტიპოლოგიურად
დაჯგუფება; სხვადასხვა პერსპექტივიდან გაანალიზება; მათ შორის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების
დადგენა; საკვლევი თემის ისტორიული მნიშვნელობის გააზრება; მისი ინტერპრეტირება მოვლენის
თანამედროვის თვალით), მათი დაკავშირება/შედარება შესაბამისი პერიოდის საქართველოს ისტორიის
საკითხებთან.
·
მოქალაქეობა
1.
გლობალური მოქალაქეობა - თემის ფარგლებში მოსწავლემ უნდა შეძლოს:
- ადამიანის პიროვნული განვითარებისა და გლობალურ მოქალაქედ ჩამოყალიბებისთვის არსებითი
ფაქტორების (იდენტობა, თვითრეფლექსია, თვითმართვა, სოციალური ცნობიერება, ურთიერთობის უნარი,
გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებლობის აღება, ემპათია, ასერტულობა, კონფლიქტების
არაძალადობრივი მეთოდებით მართვა, მედიაწიგნიერება და ციფრული კომპეტენციები) გაანალიზება;
- ადამიანის სოციალური უნარებისა და გლობალური მოქალაქეობის არსებითი მახასიათებლებისა
დემოკრატიის პრინციპებთან (თანასწორობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა,
ინკლუზიურობა, არაძალადობრივი მეთოდების გამოყენება, ტოლერანტობა) დაკავშირება;
- გლობალური მოქალაქის თვალსაწიერიდან აქტუალური პრობლემების გამოკვეთა და მათი გადაჭრის გზების
შერჩევა (მათ შორის, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის
გზების დასახვა, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება, დეზინფორმაციის ამოცნობა და მხილება);
- გლობალური მოქალაქეობის არსებითი მახასიათებლების მდგრადი განვითარების პრონციპებთან
დაკავშირება.
2.
სამართლებრივი კულტურა - თემის ფარგლებში მოსწავლემ უნდა შეძლოს:
- საზოგადოებაში არსებული პრობლემების გამოკვეთა და გაანალიზება, რომლებიც ხელს უწყობს/უშლის
სამართლებრივი კულტურის დამკვიდრებას;
- სამართლებრივი სახელმწიფოს მახასიათებლების, მართლმსაჯულების სისტემისა და ადამიანის უფლებების
დაცვის მექნიზმების გაანალიზება დემოკრატიის პრინციპების ჭრილში;
- სამართლებრივი კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობისთვის მოქალაქის პერსონალური როლისა და
კონკრეტული აქტივობების განსაზღვრა;
- სამართლებრივ კულტურასთან დაკავშირებული პრობლემებსა და დილემებზე მსჯელობისას მდგრადი
განვითარების პრინციპების გათვალისწინება.
გარდა ამისა, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მედიაწიგნიერება ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაა.
შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე
ყველა საგნობრივ ჯგუფში. მოსწავლეები შეისწავლიან ონლაინ სივრცეში საკუთარი ციფრული იდენტობის
სათანადოდ მართვას, კონფიდენციალობის დაცვას, სხვადასხვა ონლაინ სერვისის სათანადოდ გამოყენებას.
მოსწავლეები შეისწავლიან ციფრული მოქალაქეობის ფარგლებში შემავალ საკითხებს, რათა მოახდინონ იმ
საფრთხეების იდენტიფიცირება, რომლებიც ციფრულ სამყაროში ნავიგაციას ახლავს თან. საგანში
"მოქალაქეობა" მუშავდება თემა - „დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების, როგორც დემოკრატიული
74
საზოგადოების განვითარების ხელშემშლელი პირობისა და მასთან დაკავშირებული კონტრსტრატეგიების
მნიშვნელობის გააზრება, სადაც აქცენტი კეთდება საზოგადოებასა და პოლიტიკაზე სოციალური მედიის
ზეგავლენაზე“. თემის ფარგლებში ერთ-ერთი შესასწავლი საკითხი არის „მედიაწიგნიერება და ციფრული
კომპეტენცია ყალბ ახალ ამბებთან გასამკლავებლად“.
დამატებით აღსანიშნავია, რომ:
- სკოლებში მხარდაჭერილი იყო საშუალო საფეხურზე მედიაწიგნიერების არჩევითი კურსის სწავლება და
პროექტების განხორციელება. 2024 წელს მედიაწიგნიერებაში 1000-ზე მეტი მასწავლებელი დამატებით
გადამზადდა. 2024-2025 სასწავლო წლიდან მედიაწიგნიერება 227-მა სკოლამ აირჩია.
- 60 ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებაში გრძელდებოდა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული
პროექტის - „დემოკრატია იწყება სკოლაში - მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში
სკოლასა და ადგილობრივ თემში“ განხორციელება. პროექტის პროგრამა გათვალისწინებულია სკოლის
მოსწავლეებისთვის და მიზნად ისახავს მოსწავლეებში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების,
სამოქალაქო ჩართულობისა და სკოლასა თუ თემში გადაწყვეტილების მიღების პროცესში
მათი
მონაწილეობის ხელშეწყობას.
აქტივობა 13.1.4 სკოლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე მოსწავლის მიერ მდგრადი
განვითარების პრინციპების სწავლების გაგრძელება, მათ შორის სუფთა გარემოსთან, დაბინძურებასთან,
კლიმატის ცვლილებასთან, ბუნებრივი კატასტროფების რისკებთან, რესურსების რაციონალურ
გამოყენებასთან, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული და სხვა საკითხების სწავლება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ეროვნულ სასწავლო გეგმაში მდგრადი განვითარება ერთ-ერთი გამჭოლი მიმართულებაა გეოგრაფიის საბაზო
და საშუალო საფეხურის სტანდარტებში. მდგრადი განვითარების 17-ივე მიზნის დაფარვა და მათზე
მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ხდება არა მარტო მსოფლიოს, არამედ საქართველოს მაგალითების
გაცნობითაც. კერძოდ, გარემოს მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბების მნიშვნელობის
ჩვენება, ბუნებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ სისტემებს შორის ურთიერთმიმართების გააზრება,
ბუნებრივი და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ ადეკვატური ქცევის
ჩამოყალიბებაა საბაზო საფეხურის გეოგრაფიის სტანდარტით განსაზღვრული მიზნები. ეს მიზნები კი
მუშავდება გეოგრაფიის სტანდარტით განსაზღვრულ ყველა მსხვილ თემაში. კერძოდ:
o
თემა: დედამიწა - მდგრადი განვითარება
გლობალური ეკოლოგიური პრობლემების (კლიმატის გლობალური ცვლილება, მსოფლიო ოკეანის
დაბინძურება) გაანალიზება; მათზე რეაგირებისა და პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების, დაცული
ტერიტორიების ზრდისა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის გააზრება;
o
თემა: ანტარქტიდა - მდგრადი განვითარება
ანტარქტიდისთვის დამახასიათებელი მდგრადი განვითარების პრობლემების (ოზონის ხვრელი, ზეწრული
მყინვარების დნობა) გაანალიზება; მათზე რეაგირებისა და პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების
მნიშვნელობის გააზრება; ეს საკითხები მთლიანად არის დაფარული ცამეტივე თემაში, კონტინენტისა და
საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი ეკოლოგიური პრობლემებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება საშუალო საფეხურს, აქ ერთ-ერთ სავალდებულო თემაა „რესურსების გამოყენებისა და მართვის
გლობალური კანონზომიერებები“, რომელიც გულისხმობს მათ შესწავლას; ასევე მოცემულია სხვა
გარემოსდაცვითი საკითხები და რისკები (კლიმატის ცვლილება, სტიქიური მოვლენები, ნარჩენები, ქიმიური
75
ნივთიერებები, რადიაციული გამოსხივება); ეკონომიკის სექტორების ზემოქმედება გარემოზე (სოფლის
მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, ტრანსპორტი, მრეწველობა და ენერგეტიკა) და სხვა.
საგანში "მოქალაქეობა" საბაზო საფეხურზე ერთ-ერთი შედეგია, მოსწავლემ შეძლოს მდგრადი განვითარების
პრინციპების გააზრება და მათ საფუძველზე (მათ შორის, ყოველდღიურ და საგანგებო (ბუნებრივი და
ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეულ) ვითარებაში უსაფრთხოების წესების დაცვით) მოქმედება.
შესაბამისად, ეს მიზანი მუშავდება საგნის სტანდარტით განსაზღვრულ ყველა თემაში. კერძოდ:
o
თემა: თემი, რომელშიც ვცხოვრობ
მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი და სათემო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელებისას მდგრადი
განვითარებისა და დემოკრატიის პრინციპების (თანასწორობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა,
პასუხისმგებლობა, ინკლუზიურობა, არაძალადობრივი მეთოდებით მოქმედება, ტოლერანტობა)
გათვალისწინებით მოქმედება.
o
თემა: ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
მოსწავლემ უნდა შეძლოს ეკოლოგიური, გარემოსადცვითი, კულტურულ მემკვიდრეობასთან
დაკავშირებული პრობლემების ანალიზისას მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიის პრინციპების
(თანასწორობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, ინკლუზიურობა, არაძალადობრივი
მეთოდებით მოქემდება, ტოლერანტობა) მოქმედება.
o
თემა: მეწარმეობა და ბიზნესი
მოსწავლემ უნდა შეძლოს ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისას/სამეწარმეო საქმიანობის
დაგეგმვისას მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინება.
აქტივობა 13.1.5
მოსწავლის მიერ სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი
ასპექტების (კანონმორჩილება, ადამიანის უფლებების აღიარება) შესწავლის გაგრძელება კონკრეტული
მექანიზმების, მაგალითებისა და დილემების განხილვით (ძალადობის პრევენცია, კიბერუსაფრთხოების
უზრუნველყოფა და სხვა).
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, საშუალო საფეხურზე სამოქალაქო განათლების
ფარგლებში მოსწავლეებისთვის შეთავაზებულია სავალდებულო პროექტები X, XI და XII კლასებში.
თითოეულ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს 1 სემესტრის განმავლობაში. სასწავლო წლის მანძილზე უნდა
განხორციელდეს 2 პროექტი, შესაბამისად, საგანში საფეხურის განმავლობაში - ჯამში 5-6 პროექტი. მოსწავლის
მიერ შესრულებული პროექტი არ ფასდება განმსაზღვრელი შეფასებით. შესაბამისად, მოსწავლეები საშუალო
საფეხურზე საგნის „მოქალაქეობის“ სწავლასთან ერთად, ცოდნას იღრმავებენ პროექტული დავალებებით,
რომლებიც ორიენტირებულია სასკოლო თემის საჭიროებებზე. პროექტების შეთავაზება ხდება სამინისტროს
მხრიდან გრიფირებული სასკოლო რესურსის სახით. რესურსი მოსწავლეებს სთავაზობს საკითხებს,
რომლებიც ხელს უწყობს სასკოლო სამართლებრივი კულტურის გაძლიერებას.
აქტივობა 13.1.6 სკოლების დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მოსწავლის მიერ ჯანმრთელობასთან
დაკავშირებული საკითხების სწავლების გაგრძელება, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად მოიცავს
ბავშვთა უსაფრთხოების, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, შრომით ექსპლუატაციასთან
დაკავშირებულ საკითხებს
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
76
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის საგნის „მოქალაქეობა“ სასწავლო თემაში: ჯანსაღი ცხოვრება მოსწავლემ უნდა შეძლოს საკანონმდებლო დოკუმენტებზე დაყრდნობით იმის გაანალიზება, თუ რა შეიძლება
გახდეს ჯანმრთელობისა და განათლების უფლების დარღვევის საფუძველი (ადრეულ ასაკში ქორწინება,
არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაცია). საკვანძო შეკითხვებია: რატომ არის ადრეულ ასაკში
ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევა? რატომ უშლის იგი ხელს საზოგადოებაში თვითდამკვიდრებას?
მოსწავლემ უნდა იმსჯელოს იმაზე, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება ხელს უშლის პიროვნულ ზრდასა და
განვითარებას, ხშირად წარმოადგენს ადამიანის უფლებათა (რეპროდუქციული ჯანმრთელობის, განათლების
და სხვ.) დარღვევის საფუძველს. ადრეული ქორწინება ისწავლება საბაზო საფეხურზე ჯანსაღი ცხოვრების
თემის ფარგლებში. ეს საკითხი ასახულია გრიფირებულ სახელმძღვანელოებში.
სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები გამჭოლად ისწავლება სხვადასხვა დისციპლინაში.
დაწყებითი საფეხურის საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დაემატა სხეულის
აგებულასთან, ძალადობის ამოცნობასა და პირადი სივრცის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგადი
განათლების საბაზო საფეხურის ბიოლოგიის სტანდარტი ითვალისწინებს ადამიანის ორგანიზმის ყველა
ორგანოთა სისტემის სწავლებას. გათვალისწინებულია, რომ რეპროდუქციულ ორგანოთა სისტემასა და
რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემების სწავლება საქართველოს საჯარო სკოლებში
უნდა დაიწყოს საბაზო საფეხურიდან მოსწავლეებში გარდატეხის ასაკის დადგომის პერიოდში, რათა მათ
მიიღონ სრულყოფილი/აკადემიური ცოდნა საკუთარი სხეულის აგებულების, ფუნქციონირების, ჰიგიენისა და
ჯანმრთელობის დარღვევების რისკების შესახებ. სქესობრივი აღზრდა გულისხმობს მხოლოდ იმ საკითხებს,
რომლებიც მოიცავს: ქალის და მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოთა სისტემების აგებულებასა და
ფუნქციებს; რეპროდუქციულ ჯანმრთელობას (ნაადრევ ქორწინებასთან/ორსულობასთან დაკავშირებული
რისკები; ნაყოფის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები; ნაყოფის განვითარების შეწყვეტის შედეგები;
არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის საშუალებები; რეპროდუქციული სისტემის დაავადებების
პროფილაქტიკა და ადრეული გამოვლენა).
აქტივობა 13.1.7 სკოლამდელი განათლების დაწესებულების აღმზრდელების/აღმზრდელ-პედაგოგების,
სპეციალისტების ,ასევე, სკოლის მასწავლებლებისა და ინკლუზიური განათლების დამხმარე
სპეციალისტების, მულტიგუნდის წევრების პროფესიული განვითარება ინკლუზიური განათლების
მიმართულებით
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2024 წელს 23 მუნიციპალიტეტში ჩატარდა ,,ადრეული ინკლუზიური განათლების’’ ტრენინგ-მოდული,
რომელიც გაიარა 488 აღმზრდელ-პედაგოგმა, ,,სპეციალური მასწავლებლის განვითარების შესავალი კურსი’’ 178-მა სპეციალურმა მასწავლებელმა, ,,სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტის მომზადების კურსი’’ 588 ინდივიდუალურმა ასისტენტმა.
ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე საგნის მასწავლებლებისათვის ჩატარდა ტრენინგები:
„ინდივიდუალური სასწავლო გეგმა“, „კლასის მართვა’’, ,,ბავშვის განვითარება და განვითარების დარღვევები’’
და ,,ინკლუზიური განათლების შესავალი კურსი“, გადამზადდა 422 საგნის მასწავლებელი.
სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალი კურსი, გაიარა 178 სპეციალურმა
მასწავლებელმა. კურსი მოიცავს: სწავლისა და განვითარების თეორიებს; განვითარებას, განვითარების
დარღვევებს; მოსწავლის ჰოლისტურ შეფასებას (აკადემიური, კოგნიტური, კომუნიკაციური, ქცევის და სხვა);
ინდივიდუალური სასწავლო გეგმასა და სწავლა-სწავლების სტრატეგიებს; რთული ქცევის მართვას
(პოზიტიური ქცევის ინტერვენციები და მხარდაჭერა).
რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის გაიარა 90-მა სპეციალურმა
მასწავლებელმა. მისი მიზანია რეგიონის სპეციალურმა მასწავლებლებმა გაიზიარონ თბილისის წარმატებული
77
სკოლების ინკლუზიური განათლების პრაქტიკა, ნახონ თუ რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური
განათლების წარმატებას სკოლაში, დასვან შეკითხვები, შეისწავლონ სწავლების და სსსმ მოსწავლის
კლასში/სკოლაში ინტეგრაციის ეფექტური სტრატეგიები. 2023-2024 წელს რეგიონული სასწავლო ტური
წარმატებით გაიარა 150 სპეციალურმა მასწავლებელმა. ჟესტური ენის კურსის I, II დონე გაიარა 31-მა, III დონე
- 20-მა. უსინათლო მოსწავლის სწავლის მეთოდებისა და სტრატეგიების შესახებ კურსი გაიარა 15-მა
მასწავლებელმა.
სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტის მომზადება გაიარა 746 ასისტენტმა;
ტრენინგ-მოდული „პოზიტიური ქცევის მხარდამჭერი მიდგომა და რთული ქცევის მართვა სასკოლო
გარემოში" გაიარა 54-მა ფსიქოლოგმა.
ტრენინგ-მოდული ,,პრატიკოსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული მხარდაჭერა“ გაიარა 201-მა
პრაქტიკოსმა სპეციალურმა მასწავლებელმა.
საქართველოს მაღალმთიან და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში სპეციალური მასწავლებლების
დეფიციტის შევსებისთვის აქტიურად განხორციელდა აქტივობები, 2023-2024 წლებში კვალიფიციური
კადრებით დაკმაყოფილდა 5 სკოლა. მომსახურეობა გაეწია 10 სსსმ მოსწავლესა და 100-მდე ადგილობრივ
საგნის მასწავლებელს.
2024 წელს კურსები ჩატარდა შემდეგი რაოდენობით: ადრეული ინკლუზიური განათლება - 21 ჯგუფი;
სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალი კურსი - 10 ჯგუფი; სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტის მომზადება - 32 ჯგუფი;
პოზიტიური ქცევის მხარდამჭერი სისტემა - 4 ჯგუფი.
მშობელთა, მასწავლებელთა, ადრეული განათლების სპეციალისტთა და სხვა დაინტერესებული პირების
ინკლუზიური განათლებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა 9 საგანმანათლებლო ვებინარი, ჯამში
ესწრებოდა 3000-მდე მონაწილე, ხოლო www.educationhouse.ge-ზე აქვს 3500-მდე ნახვა.
აქტივობა 13.1.8
სენსორული დარღვევების მქონე მოსწავლეთა საკითხებზე ტრენინგპროგრამების
განხორციელება მასწავლებლებისა და ინკლუზიური განათლების დამხმარე სპეციალისტებისათვის
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2024 წელს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მხედველობისა და სმენის
დარღვევის მიმართულებით ჩაატარა რამდენიმე ტრენინგ-მოდული. ჟესტური ენის კურსის I, II და III დონეზე
გადამზადდა 51 სპეციალისტი (I, II დონე გაიარა 31-მა პირმა, III დონე - 20 პირმა).
ჩატარდა ტრენინგ-მოდული ,,უსინათლო მოსწავლეთა სწავლების მეთოდები და სტრატეგიები“,
სპეციალისტებმა და მშობლებმა შეისწავლეს ბრაილის ანბანის გამოყენება და გაეცნენ უსინათლო მოსწავლეთა
სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს. აღნიშნული ტრენინგ-მოდული გაიარა 15-მა მასწავლებელმა.
"მცირემხედველ მოსწავლეთა სწავლების მეთოდები და სტრატეგიები" გაიარა 120-მდე მონაწილემ.
აქტივობა 13.1.9 ინკლუზიური განათლების კომპონენტის ტრანზიცია მანდატურის სამსახურში
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის შემდგომი გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით
დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (№3663-XIIIმს-Xმპ, 15.11.2023) საქართველოს კანონის თანახმად, სსიპ -საგანმანათლებლო
78
დაწესებულების მანდატურის სამსახურში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული ინკლუზიური და
სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) სახით. განხორციელდა აღნიშნული
სტრუქტურული ერთეულის დასაკომპლექტებლად საჭირო ღონისძიებები, კერძოდ, კონკურსის საფუძველზე
შეირჩა და დაინიშნა ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო)
მმართველობითი რგოლის 8 თანამშრომელი.
2024 წლის 1 ივნისიდან სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ოფიციალურად
დაიწყო ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების განხორციელება და გადაეცა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინკლუზიური განათლების
მულტიდისციპლინური გუნდის ფუნქციები და უფლებამოსილებები. ამასთანავე, ფსიქოსაგანმანათლებლო
შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების ფარგლებში დაფუძნდა სპეციალიზებული საკონსულტაციო
მომსახურება ქცევის, სმენის, მხედველობის, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების მიმართულებით.
ამჟამად, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების და სპეციალიზებული საკონსულტაციო
მომსახურების უზრუნველყოფაში ჩართულია 80 სპეციალისტი, აქედან 55 ინკლუზიური განათლების
მულტიდისციპლინური გუნდის უფლებამონაცვლეა, 25 უზრუნველყოფს სპეციალიზებულ საკონსულტაციო
მომსახურებას: ქცევის სირთულეების მიმართულებით - 20 სპეციალისტი, სწავლის კომპლექსური
სირთულეების/აუტიზმის მიმართულებით - 3 სპეციალისტი, სმენის სირთულეების მიმართულებით - 1
სპეციალისტი, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სირთულეების მიმართულებით - 1 სპეციალისტი.
დამტკიცების პროცესშია ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესი და
პირობები.
ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების შემდგომი გაუმჯობესებისა და
განვითარების მიზნით მომზადდა ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნის ხარისხის მონიტორინგის
კრიტერიუმები, რთული ქცევის მიმართულებით სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების
უზრუნველყოფის პროტოკოლის სამუშაო ვერსია, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების
მომსახურების მიღებაზე მომართვისა და შეფასების დასკვნების ახალი ფორმები, რომელთა გამოყენებაც
ხორციელდება პილოტირების რეჟიმში. განხორციელდა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე
მოსწავლეთა ინტეგრირებული კლასებისთვის 2018 წელს შემუშავებული კონცეფციის რევიზია და მასზე
დაყრდნობით მომზადდა ინტეგრირებული კლასების მომსახურების ხარისხის მონიტორინგის
კრიტერიუმები. ამასთანავე, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მომზადდა რამდენიმე დოკუმენტის
სამუშაო ვერსია: ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების ხარისხის
მონიტორინგის შიდა სისტემა, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების
უწყვეტი
პროფესიული
განვითარების
სისტემა,
არაქართულენოვანი
მოსწავლეებისთვის
ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევის ფარგლებში თარჯიმნის მომსახურების უზრუნველყოფის
პროცედურა, ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერ ცენტრსა და მანდატურის სამსახურის
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრს შორის თანამშრომლობისა და მულტიდისციპლინური პრინციპით
მუშაობის პროცედურა.
ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების ფარგლებში მომართვებისა და
ანგარიშგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, დაიწყო მუშაობა ახალი ელექტრონული პროგრამის
შექმნასთან დაკავშირებით, რომლის ინტეგრირებაც მოხდება მანდატურის სამსახურის ელექტრონულ
სისტემაში (erofficer.emis.ge).
ამოქმედდა ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი, რომლის
საშუალებითაც დაინტერესებულ პირებს ეძლევათ მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.
79
ამოცანა 13.2
ხარისხიან უმაღლეს განათლებაზე მისაწვდომობის გაუმჯობესება და მთელი ცხოვრების განმავლობაში
სწავლის პრინციპზე დაფუძნებული პროფესიული განათლების თანაბარი მისაწვდომობის უზრუნველყოფა
ყველასთვის
აქტივობა 13.2.1 პროფესიული განათლების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, მნიშვნელოვანია პროფესიული
განათლების გეოგრაფიული ქსელის გაფართოება. ამ მიზნით, ბოლო წლების განმავლობაში ფუნქციონირება
დაიწყო არაერთმა კოლეჯმა ახალ ლოკაციებზე.
საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა სამი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა:
ბორჯომში, ბოლნისსა და გურჯაანში, ხოლო ხაშურსა და წყალტუბოში ახლად განვითარებულმა კოლეჯებმა
ავტორიზაციის პროცესისთვის დაიწყეს მზადება. ასევე გაგრძელდა ბათუმში კოლეჯის „ბლექსი“ ახალი
შენობის მშენებლობის პროცესი, რომლის ფარგლებში დაგეგმილია 560 სტუდენტზე გათვლილი
სამსართულიანი შენობისა და 50 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის აშენება.
2024 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში, გაიხსნა კოლეჯის „სპექტრი“ ფილიალი, სადაც
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ პროფესიული მომზადებისა და პროფესიული
გადამზადების პროგრამებზე შემდეგი მიმართულებებით: შედუღება, ელექტრორკალური შედუღება,
ელექტროობა, ხის მხატვრული დამუშავება და ავეჯის კონსტრუირება.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ორ ლოკაციაზე - სამტრედიასა და თეთრიწყაროში, როგორც
საქართველოს რკინიგზის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს და საკვანძო რეგიონებში, ფუნქციონირება
დაიწყო ინოვაციურმა ჰიბრიდულმა სასწავლო ცენტრებმა თანამედროვე აღჭურვილობით.
პროფესიულ განათლებაზე გეორგაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით ხაზგასასმელია
კერძო სექტორთან მიმდინარე თანამშრომლობა. კერძოდ, სამინისტროსა და „ბიქეი ქონსთრაქშენის“
თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო სამშენებლო კოლეჯის „კონსტრუქტ2“ ფილიალის დაფუძნებასთან
დაკავშირებული სამუშაოები, ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქ. ვალეში.
2024 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო
საკვანძო მნიშვნელობის პროექტი, საპილოტე რეჟიმში, საქართველოს მასშტაბით 20 საჯარო სკოლაში
დაინერგა ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელშიც პილოტირების ეტაპზე
300-ზე მეტი პირი ჩაერთო. შერჩეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, პირველ ეტაპზე დაინერგა
6 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ბაღის დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, Front-end
დეველოპმენტი, კომპიუტერული ქსელი და სისტემები, სასტუმრო მომსახურება და სარესტორნო
მომსახურება. ინიციატივა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სკოლაშივე, სრულ
ზოგად განათლებასთან ერთად დაეუფლონ პროფესიას. საჯარო სკოლების მიერ პროფესიული განათლების
დანერგვა ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას, მისი იმიჯის
გაუმჯობესებას, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების პროფესიულ განათლებაში შემოსვლასა და შრომის
ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას.
აღსანიშნავია, საჯარო სკოლების გაძლიერება პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების
პროგრამების დანერგვის მიმართულებით. აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, 2024 წელს
პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების
მოპოვების შედეგად შვიდ საჯარო სკოლაში დაიწყო აღნიშნული პროგრამების განხორციელება სხვადასხვა
80
რეგიონებში (ონი, სამტრედია, მარტვილი, ჭიათურა, ასპინძა, ზესტაფონი, ახალციხე). აღნიშნული
ინიციატივის განხორციელება ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, მათ შორის
ზრდასრული პირებისათვის, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
აქტივობა 13.2.2
პროფესიული კვალიფიკაციების
თანამშრომლობით ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად
შემუშავება/გადამუშავება
კერძო
სექტორთან
პასუხისმგებელი უწყება: არასამეწარმეო იურიდიული პირი - პროფესიული უნარების სააგენტო
პროფესიული უნარების სააგენტოს კოორდინაციით, დარგის ექსპერტების, მეთოდოლოგიური მხარდაჭერის
სპეციალისტების, დარგობრივი ორგანიზაციების, კერძო კომპანიებისა და პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების აქტიური ჩართულობით საანგარიშო პერიოდში
შემუშავდა/განვითარდა/განახლდა სხვადასხვა სფეროს 56 პროფესიული კვალიფიკაცია. განხორციელებული
საქმიანობის შედეგად, 2023-2024 წლებში ჯამში შემუშავებულია/განახლებულია 89 პროფესიისა და
პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი (მათ შორის დამტკიცებულია 49 პროფესიისა და პროფესიული
საგანმანათლებლო სტანდარტი).
აქტივობა 13.2.3 პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების მასშტაბის ზრდა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო/პროფესიული უნარების
სააგენტო
2024 წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი იყო 700-ზე მეტი პროფესიული მომზადების/გადამზადების
პროგრამა.
2024 წელს ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტომ აქტიურად გააგრძელა ზრდასრულთა განათლების
სისტემის განვითარება, რაც გულისხმობს ფორმალური განათლების სივრცეში პროფესიული
მომზადება/გადამზადების პროგრამების შეთავაზებას. აღნიშნული პროგრამების მასშტაბის გაზრდის მიზნით
სააგენტომ წარმართა ინტენსიური საკონსულტაციო შეხვედრები როგორც კერძო სექტორის
წარმომადგენლებთან, ისე არსებულ პროვაიდერებთან.
საანგარიშო პერიოდში, სააგენტოს მხარდაჭერით შემუშავდა 86 ახალი პროფესიული მომზადებაგადამზადების პროგრამა, საიდანაც 34 პროგრამა ხორციელდება კერძო სექტორის/ არასაგანმანათლებლო
დაწესებულებების მიერ. ჯამურად სისტემის ფარგლებში მსმენელებისთვის ხელმისაწვდომია 580-ზე მეტი
პროგრამა. ამავდროულად, პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების შემდეგ მნიშვნელოვანია
უფლებამოპოვებული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რაც, აგრეთვე სააგენტოს მანდატის ნაწილია.
ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტომ განიხილა და შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით დააფინანსა
390 პროგრამა.
საანგარიშო პერიოდში, აქტიურად წარიმართა სამუშაოები პროფესიული მომზადებისა და პროფესიული
გადამზადების პროგრამების მასშტაბის გაზრდის მიმართულებით. სისტემაში ხორციელდება 596
პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამა, რომლებსაც ახორციელებენ როგორც
კერძო და საჯარო, ისე საგანმანათლებლო და არასაგანმანათლებლო ტიპის დაწესებულებები. აღსანიშნავია,
რომ 230 პროგრამა სწორედ 2024 წელს დაემატა სისტემას. პროფესიული განათლების სისტემაში
ყოველწლიურად მზარდია როგორც პროგრამების რაოდენობა, ისე პროგრამების დაფინანსების მიზნით
გამოყოფილი შესაბამისი პროგრამის ბიუჯეტიც. სამინისტროს ბიუჯეტით, პროფესიული უნარების
სააგენტოს კოორდინაციით, 2024 წელს დაფინანსდა 5800-მდე პირის სწავლება პროფესიული მომზადებისა და
პროფესიული გადამზადების პროგრამების ფარგლებში. ჯამურად კი 2024 წელს აღნიშნულ პროგრამებში
ჩაერთო 9700-მდე პირი, რაც წინა წლის მაჩვენებელს დაახლოებით 33%-ით აღემატება. ხაზგასასმელია, რომ
81
ზრდასრულთა განათლების სისტემის დანერგვიდან 2024 წლის ჩათვლით, პროფესიული მომზადებისა და
პროფესიული გადამზადების პროგრამებზე ჩარიცხული მსმენელების ჯამური რაოდენობა 29 000-ზე მეტია.
ასევე აღსანიშნავია საჯარო სკოლების გაძლიერება პროფესიული მომზადებისა და პროფესიული
გადამზადების პროგრამების დანერგვის მიმართულებით. აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით,
2024 წელს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების
უფლების მოპოვების შედეგად, საქართველოს რეგიონების შვიდ საჯარო სკოლაში დაიწყო აღნიშნული
პროგრამების განხორციელება (ონი, სამტრედია, მარტვილი, ჭიათურა, ასპინძა, ზესტაფონი, ახალციხე), რაც
ხელს უწყობს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებზე ხელმისაწვდომობის
ზრდას.
აქტივობა 13.2.4 სოციალურად მოწყვლადი 16 ჯგუფის სტუდენტთა დაფინანსება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
2024 წლის მონაცემებით სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო გრანტით დაფინანსდა 5523
სტუდენტი.
2024-2025 სასწავლო წელს სოციალური პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო
გრანტის
მოპოვება
შეეძლო
სხვადასხვა
მოწყვლადი
ჯგუფის
(მაღალმთიანი
რეგიონის
სკოლადამთავრებულები, მრავალშვილიანი, ობოლი, შშმ, ტერიტორიულ მთლიანობისთვის ბრძოლაში
დაღუპულთა
შვილები,
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისას
დაღუპული
სამხედრო
მოსამსახურეების შვილები, სამშვიდობო მისიებში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების შვილები,
მზრუნველობასმოკლებული, აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი სკოლადამთავრებულები, ბოშა მოზარდი,
აუტისტური სპექტრის მქონე პირი, რეპატრიანტის სტატუსის მქონე, სოციალურად დაუცველები,
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
მცხოვრები
პირები,
გამყოფი
ხაზის
მიმდებარე
სოფლების
სკოლადამთავრებულები) სტუდენტებს. სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტი მოიპოვა 1577
სტუდენტმა.
აქტივობა 13.2.5 პროფესიული განათლების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიში/პროფესიული
უნარების სააგენტო
ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე ჩატარდა საინფორმაციო კამპანია
პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და მისი შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლების
მიზნით. შეხვედრებზე მოწვეული იყვნენ არაქართულენოვანი საჯარო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეები,
სკოლის ადმინისტრაცია, არაქართულენოვანი სექტორის მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული
მხარეები. შეხვედრებზე დამსწრეები ეცნობოდნენ როგორც ზოგადად პროფესიული განათლების
შესაძლებლობებს, ისე მათ მუნიციპალიტეტში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების
შესაძლებლობებსა და შეთავაზებებს. კამპანიის ფარგლებში ჩატარდა ხუთი შეხვედრა მარნეულის,
ახალქალაქის, დმანისის, თელავისა და კაჭრეთისა მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო
468 პირმა. კამპანიის ფარგლებში მომზადდა ერთი სომხურენოვანი და ერთი აზერბაიჯანულენოვანი ვიდეო
რგოლი პროფესიული განათლების შესაძლებლობების გასაცნობად.
ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტო აქტიურად მუშაობს პროფესიული განათლების, პროფესიების
პოპულარიზაციასა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. 2024 წელს
განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
82
ჩატარდა კონკურსი კულინარიაში, რომელიც მიზნად ისახავდა პროფესიის ცნობადობის გაზრდას ფართო
აუდიტორიაში, პროფესიული განათლების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მოტივაციის
ამაღლებასა და მათ გაცნობას დამსაქმებლებისთვის. კონკურსმა გააერთიანა სხვადასხვა პროფილის
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლებმაც საკუთარი ადამიანური რესურსი დაუთმეს
კონკურსს და სტუდენტებს შესაძლებლობა მისცეს პრაქტიკულ გარემოში გამოეცადათ საკუთარი
შესაძლებლობები. ღონისძიება გაშუქდა როგორც ტრადიციული, ისე ციფრული და სოციალური მედიაარხების საშუალებით.
განხორციელდა მასშტაბური საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია, რომელიც მოიცავდა როგორც
ტრადიციულ, ისე ციფრულ მედიას. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა სლოგანი „იპოვე საქმე, რომელიც შენია“ და
მომზადდა სხვადასხვა საიმიჯო ვიდეორგოლი, რომელიც აერთიანებდა სტუდენტებისა და
კურსდამთავრებულების წარმატების მაგალითებს, ინკლუზიურობის პრინციპებსა და პროფესიული
განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინტეგრირებული
პროფესიული პროგრამების პოპულარიზაციას. კამპანიის შედეგად 2024 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო
პროგრამებზე რეგისტრაცია გაიარა 7,418 აპლიკანტმა, რაც პროფესიული განათლების მიმართ მზარდ
ინტერესსა და საინფორმაციო აქტივობების ეფექტიანობას ადასტურებს.
დაიწყო მუშაობა პროფესიული უნარების სააგენტოს ვებგვერდზე, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული
ნაბიჯია, ვინაიდან იგი დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის მოძიების პროცესში მარტივად
სანავიგაციო პლატფორმა გახდება.
პროფესიული განათლების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით 2024 წლის განმავლობაში
აქტიურად ტარდებოდა სხვადასხვა ტიპის შეხვედრები და ღონისძიებები. ამავე წელს პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის პერიოდში, შემოდგომასა და გაზაფხულზე, ყველა საჯარო
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უზრუნველყოფილი იყო ფართომასშტაბიანი
საინფორმაციო კამპანიები და ღია კარის დღეები. სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები
აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას საინფორმაციო გადაცემებში.
წლის განმავლობაში ასევე აქტიურად წარიმართა საინფორმაციო შეხვედრები ქვეყნის სხვადასხვა
მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლებში ინტეგრირებული პროგრამების დანერგვის შესახებ, რომელთა
ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს მიეწოდათ ინფორმაცია სამინისტროს
მიერ დაწყებული ახალი ინიციატივის შესახებ. შედეგად, საქართველოს მასშტაბით 20 საჯარო სკოლაში
დანერგილ ინტეგრირებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებში პილოტირების ეტაპზე 300-ზე
მეტი პირი ჩაერთო.
ამასთანავე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის პროფესიული განათლების შესახებ
ინფორმაციის მიწოდების მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი აქტიურად იყო ჩართული შერიგებისა
და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაგეგმილ
ფართომასშტაბიან ორენოვან საინფორმაციო/ცნობიერების ამაღლების კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც
განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და სხვა საკითხებთან
დაკავშირებით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ
სოფლებში. ამავე მიზნით, სამინისტრო ჩართული იყო გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ა(ა)იპ
- პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც
ჩატარდა შეხვედრები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტების სკოლის
მოსწავლეებთან.
აქტივობა 13.2.6 სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამით ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენელთათვის განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა
83
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ -ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და
ინტეგრაციის პროგრამა მოიცავს სახელმწიფო ენის შემსწავლელ 30, როგორც ქართული ენის ზოგადი
კომპეტენციების, ასევე დარგობრივი მიმართულების პროფესიული ლექსიკით გაჯერებულ სპეციალურ
კურსს, რომელიც მორგებულია სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე, პროფესიული საქმიანობისა და შესაბამისი
მიმართულებებით განათლების შემდგომი გაგრძელებისათვის შესაბამისი საფუძვლის მომზადებაზე. სკოლის
მიერ 2024 წელს შემუშავებული კურსები სწორედ განათლების შემდგომი ხელმისაწვდომობის გაზრდას
ემსახურება:
საბაზისო გარდამავალი (A2+ დონე) – სასწავლო პროცესსა და სწავლის შედეგებზე დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ
მსმენელთა უმეტესობას (40%-მდე) უჭირს B1 დონის პროგრამის დაძლევა. აღნიშნული კურსი მსმენელს სძენს
ენის ფლობის B1 დონეზე სწავლის გაგრძელებისთვის საჭირო ენობრივ კომპეტენციას, ასევე, შინაარსის
გათვალისწინებით, მაქსიმალურად უწყობს ხელს შემსწავლელთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების
ჩამოყალიბებასა და მიღებული ცოდნა-გამოცდილების რეალურ სიტუაციებში ტრანსფერს.
სრული ქართული (B2 დონე) - შემუშავდა ბენეფიციართათვის, რომელთაც სურთ უფრო ღრმად შეისწავლონ
ენა/აიმაღლონ ენობრივი კომპეტენცია, რათა მიეცეთ განათლების შემდგომი გაგრძელებისა და პროფესიული
განვითარების შესაძლებლობა.
ფუნქციურ-აკადემიური წერის პრაქტიკული კურსი - კურსის საჭიროება გამოიკვეთა სახელმწიფო ენის
სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამაში ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა
(აბიტურიენტთა) აქტიური ჩართულობისა და მათ საჭიროებებზე დაკვირვების შედეგად. იგი ემსახურება
შემსწავლელთათვის აკადემიური აზროვნების სწავლებას და ფუნქციური წერის პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა
და კულტურის ჩამოყალიბებას.
საწყისი ქართული (A1 დონე) კურსი მედიცინის დარგობრივი მიმართულებით - ბოლო 2 წლის განმავლობაში
მსმენელთა შორის იმატა სამედიცინო სფეროში დასაქმებულმა/დასაქმებით დაინტერესებულთა რაოდენობამ,
რომლებიც საჭიროებენ შესაბამისი პროფესიული სფეროსთვის დამახასიათებელი სიტყვა-გამოთქმებისა და
დარგობრივი ლექსიკის მიწოდებას.
2024 წელს სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ქართული ენის სხვადასხვა
კურსის მეშვეობით გადაამზადა 5 525 ბენეფიციარი, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი 1
929 აბიტურიენტი, რომლებიც შემდეგ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად ემზადებოდნენ, ასევე 110
სტუდენტი.
ამოცანა 13.3
ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისათვის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე
პირებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა
აქტივობა 13.3.1 არაქართულენოვანი სკოლების სხვადასხვა საგნის ადგილობრივი მასწავლებლებისა და
სკოლის პერსონალის სახელმწიფო ენის კურსით გადამზადება.
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სახელმწიფო ენის კურსი A1, A2 და B1 დონეზე 2024 წელს წარმატებით გაიარა 380-მა მასწავლებელმა.
84
აქტივობა 13.3.2 ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების არაქართულენოვან
სკოლებში დეფიციტის შევსების მიზნით კონსულტანტ- მასწავლებლების გადანაწილება
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში დეფიციტის
შევსების მიზნით, 2024 წელს გაგზავნილი იყო 144 კონსულტანტ-მასწავლებელი.
აქტივობა 13.3.3
არაქართულენოვანი სკოლების ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლების
პროფესიული გადამზადება
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისადმი პედაგოგების მხრიდან
პროფესიული გადამზადების მოთხოვნა არ დაფიქსირებულა.
აქტივობა 13.3.4
არაქართულენოვანი სკოლების სხვადასხვა საგნის ადგილობრივი მასწავლებლების
გადამზადება პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგ-კურსით
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
2024 წელს განხორციელებული ,,გრძელვადიანი
მასწავლებლებისთვის" მოიცავდა შემდეგ მოდულებს:
o
o
o
o
ტრენინგ-კურსი
არაქართულენოვანი
სკოლების
Teams-ის პლატფორმის გაცნობა;
თანამედროვე მიდგომები სწავლებასა და შეფასებაში;
კომუნიკაცია და მოსწავლეთა მოტივაცია;
პოზიტიური სასწავლო გარემო.
სულ გადამზადებულია 303 მასწავლებელი.
აქტივობა 13.3.5 ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი საჯარო მოსამსახურეების პროფესიული
ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ -ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენელი საჯარო მოსამსახურეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების
პროფესიულ ზრდასა და განვითარებას სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის ფარგლებში
ხელმისაწვდომი სხვადასხვა სასწავლო პროგრამისა და კურსის მეშვეობით.
ქართული ენის ზოგადი კომპეტენციების ამაღლებისა და დარგობრივი მიმართულებების პროფესიული
ლექსიკით გაჯერებულ 30 კურსთან ერთად, სკოლა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ
მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს სთავაზობს სპეციალურად მათ საჭიროებებზე
მორგებულ საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამას. პროგრამა მოიცავს 3 დარგობრივ კურსს და ხელს
უწყობს საჯარო მოსამსახურეთა ზოგადი და დარგობრივი ენობრივი კომპეტენციების ამაღლებასა და
პროფესიული უნარების განვითარებას, სამუშაო სივრცეში სახელმწიფო ენის წარმატებით გამოყენებას,
ქართულენოვან კოლეგებთან თანამშრომლობის გაძლიერებას გამოცდილების ურთიერთგაზიარებით, და
შედეგად, მათ სწრაფ და ეფექტიან ინტეგრაციას საჯარო მართვის სივრცეში.
85
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ენის კურსების გავლა
შეუძლია ნებისმიერ საჯარო მოხელესა და საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს.
2024 წელს სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში გადამზადდა საბიუჯეტო
ორგანიზაციებში დასაქმებული 283 პირი.
აქტივობა 13.3.6 სახელმწიფო ენაში მომზადების მოდულების შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო/პროფესიული უნარების
სააგენტო
არაქართულენოვანი ბენეფიციარებისთვის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის,
პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საანგარიშო პერიოდში, გაგრძელდა
მუშაობა სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის განვითარებაზე.
პროფესიული უნარების სააგენტო აქტიურად მუშაობს სახელმწიფო ენისა და პროფესიული განათლების
საფეხურზე ტრანზიციის ხელშეწყობის ახალ პროგრამაზე, რომელიც ჰოლისტური მიდგომითაა შექმნილი. ის
მიზნად ისახავს შემსწავლელი მოამზადოს პროფესიული განათლების საფეხურზე სრულფასოვანი და
მდგრადი ტრანზიციისთვის. პროგრამა მორგებულია სამიზნე ჯგუფის გამოწვევებზე, მიმართულია იმ
ბარიერების შემცირებისკენ, რაც ეთნიკური უმცირესობების წინაშე დგას და აფერხებს მათ სრულფასოვან
მონაწილეობასა და ჩართულობას როგორც განათლების სისტემაში, ისე, ზოგადად, საზოგადოებაში. აქედან
გამომდინარე, პროგრამა შედგება სამი თემატური ბლოკისგან: სახელმწიფო ენის ბლოკი, საკვანძო
კომპეტენციების განვითარების ბლოკი და კარიერული ორიენტაციის ბლოკი.
ახალი პროგრამა ეფუძნება საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წელს დამტკიცებულ „ქართული ენის ფლობის
დონეების ზოგად აღწერილობას“ და მოიცავს 4 დონის მოდულს A1-დან B2 დონის ჩათვლით.
პროგრამა მორგებული იქნება შემსწავლელთა სოციო-კულტურულ თავისებურებებსა და ინტერესებზე,
დანერგავს რეალურ სიტუაციურ კონტექსტებს სასწავლო მასალებსა და სასწავლო პროცესში, უზრუნველყოფს
რეალურ და/ან რეალურთან მიახლოებული ენობრივი მასალების (რეალისტური ტექსტები, ვიდეოები)
გამოყენებას. აქედან გამომდინარე, პროგრამაში გარდა ენობრივი კომპეტენციებისა, ჩაშენებულია ისეთი
საკვანძო კომპეტენციების განვითარება, როგორებიცაა: ციფრული, ინტერკულტურული, სამოქალაქო და
დამოუკიდებლად სწავლის კომპეტენციები.
უკვე შემუშავებულია:
• პროგრამის მოდულების ნაწილი;
• პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
• საგანმანათლებლო რესურსების ნაწილი, მათ შორის A1 და A2 დონის შესაბამისი სახელმძღვანელოები და
ასევე, დამატებითი რესურსები.
მუშავდება პროგრამის განხორციელებისა და სტუდენტთა ჩარიცხვის წესი, ასევე, შესაბამისი რესურსები
პროგრამის მასწავლებლებისთვის. პარალელურად, პროფესიული უნარების სააგენტომ შეიმუშავა პროგრამის
მასწავლებლებისა და მსმენელების შერჩევის მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები. ამავე დროს, პროფესიული
უნარების სააგენტო მუშაობს პროგრამის მასწავლებლებისა და მის განხორციელებაში ჩართული კადრების
მომზადების პროგრამაზე, მათი მხარდაჭერისა და ქოუჩინგის სქემაზე.
პროგრამის მართვისა და რეგისტრაციის ელექტრონული პლატფორმის შემუშავება იგეგმება პროგრამის
ჩარჩოს დამტკიცების შემდგომ.
მიმდინარეობს სახელმწიფო ენის მარეგულირებელი ჩარჩოს ხელახალი გადამუშავება პროგრამის
განახლებული კონცეფციის შესაბამისად, რომელიც ენის სწავლების პარალელურად მოიაზრებს მსმენელის
მომზადებას პროფესიული განათლების საფეხურზე ტრანზიციისთვის. შესაბამისად, პროგრამის პირველად
აღწერილობას ემატება გამჭოლი კომპეტენციების განვითარებისა და კარიერული ორიენტაციის ნაწილი.
86
აქტივობა 13.3.7 ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის
(ე.წ 1+4) მოდიფიცირება/ახალი კონცეფცია
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
2024 წელს საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა „ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამის“ (ე.წ. 4+1) შუალედური ანგარიში. მოცემული შუალედური ანგარიში
წარმოადგენს უფრო კომპლექსური „ეთნიკური უმცირესობების განათლების ხარისხისა და
ხელმისაწვდომობის კვლევის“ ნაწილს და შეეხება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მოქმედი
საშეღავათო პოლიტიკის საკვანძო ასპექტის - სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის - ეფექტიანობის
შეფასებას.
კვლევამ ცხადყო, რომ პროგრამას მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები აქვს, განსაკუთრებით სტუდენტების
ჩართულობის კუთხით. ანგარიშში ასევე აღწერილია მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამის წინაშე
არსებული ძირითადი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც მისი შინაარსისა და სტრუქტურის,
ისე ხელმისაწვდომობისა და ინტეგრაციის საკითხებთან.
სსიპ საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი 2025 წელს დაასრულებს მუშაობას ეთნიკური
უმცირესობების განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კომპლექსურ კვლევაზე, რაც მოიცავს
წინასასკოლო, სასკოლო, უმაღლესი და პროფესიული განათლების პროგრამებში ჩართული მოსწავლეებისა
და ახალგაზრდების საჭიროებების კვლევას და სისტემური გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების
გენერირებას. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ კვლევაში ასახული იქნება 2025 წელს სსიპ საგანმანათლებლო
კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ ქართული, როგორც მეორე ენის მიმართულებით (მე-7 კლასი)
განხორციელებული სახელმწიფო შეფასების შედეგები, მიგნებები და რეკომენდაციებიც.
2024 წელს გაორმაგდა ზოგადი უნარების ტესტების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ჩარიცხული სტუდენტების
დაფინანსება და 2024-2025 სასწავლო წლისთვის შეადგინა 900 000 ლარი.
აქტივობა 13.3.8 ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე არასრულწლოვანი მოსწავლეებისთვის
ქართული ენის კურსების შეთავაზება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ქართული ენის შემსწავლელ ერთწლიან კურსზე დამატებით ჩაირიცხა საქართველოში თავშესაფრის
მაძიებელი და საერთაშორისო დაცვის მქონე 8 ბენეფიციარი, ხოლო 2023 წლის სექტემბერში ჩარიცხულმა 5
ბენეფიციარმა 2024 წლის ივნისს დაამთავრა სასწავლო წელი. ქართული ენის დონის დაძლევის მიზნით
ჩატარებული გამოცდის შედეგების თანახმად, A1 დონე დაძლია 2 ბენეფიციარმა, A2 დონე - 2-მა
ბენეფიციარმა, 2 ბავშვს გაცდენების გამო შეუჩერდა სტატუსი და ამოირიცხა პროგრამიდან. 2024 წლის
სექტემბერში კურსზე ჩაირიცხა 8 ბენეფიციარი. სწავლება მიმდინარეობს როგორც დასწრებით, ისე
დისტანციური/ელექტრონული ფორმატით (მშობლების განცხადების საფუძველზე). 2024 წლის დეკემბრის
ბოლოს სასწავლო წელი დაამთავრა იანვარში ჩარიცხულმა 2-მა ბენეფიციარმა, რომლებმაც წარმატებით
დაძლიეს A2 დონე. 3 ბენეფიციარს ჩაუტარდა A1 დონის გამოცდა, რომელზეც გამოცხადდა მხოლოდ ერთი
ბენეფიციარი.
სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ა(ა)იპ - „გუდავაძე-პატარკაციშვილის
ფონდს", გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისსა (UNHCR) და
WORLD VISION საქართველოს შორის 2024 წელს გაფორმდა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
“საქართველოში
მცხოვრები
ლტოლვილი
მოსწავლეებისთვის
სახელმწიფო
ენის
სწავლებაზე
87
ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა” განხორციელების მიზნით. პროექტის ფარგლებში თავშესაფრის მაძიებელი
სკოლის მოსწავლეებისთვის ქართული ენის ონლაინ გაკვეთილები კვირაში 2-ჯერ ტარდებოდა. სულ
ჩართული იყო 190 მოსწავლე. სამუშაო ჯგუფების მიერ შეიქმნა ქართულის, როგორც უცხო ენის კურიკულუმი,
და სახელმძღვანელო "პარალელები".
ამოცანა 13.4
დისტანციური სწავლებისა და სხვადასხვა ალტერნატიული სასწავლო პლატფორმების გაძლიერება;
კომპიუტერული ტექნიკისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.
აქტივობა 13.4.1 დისტანციური სასწავლო პლატფორმის - www.elearning.gov.ge - განახლება
პასუხისმგებელი უწყება:
სააგენტო"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "ციფრული მმართველობის
დისტანციური სასწავლო პლატფორმა www.elearning.gov.ge განახლებულია; განახლდა კიბერუსაფრთხოების
საბაზისო კურსის ინტერფეისი, დაკორექტირდა საგამოცდო საკითხები და გაუმჯობესდა ციფრული
სერტიფიკატის გენერაციის მექანიზმი.
აქტივობა 13.4.2 დისტანციურ სასწავლო პლატფორმაზე (www.elearning.gov.ge) კიბერუსაფრთხოების და
ციფრული მმართველობის მიმართულებით კურსების დამატება
პასუხისმგებელი უწყება:
სააგენტო"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "ციფრული მმართველობის
დისტანციურ სასწავლო პლატფორმას www.elearning.gov.ge დაემატა კურსი „კიბერკრიზისის მენეჯმენტი“,
რომელიც ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ შიდა მომხმარებლებისთვის. ამ პლატფორმას დაემატა
აგრეთვე კურსი „ინფორმაციული უსაფრთხოება (კრიტიკული სუბიექტებისთვის)“, რომელიც განკუთვნილია
მხოლოდ ცალკეული ორგანიზაციებისთვის.
აქტივობა 13.4.3 საჯარო სკოლების ინტერნეტ საკომუნიკაციო მაჩვენებლებით უზრუნველყოფა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მაღალგამტარიანი ოპტიკური არხებით უზრუნველყოფილია სკოლების 70% (100 და 50 Mb), ხოლო დანარჩენი
სკოლების შემთხვევაში, სადაც კავშირი უზრუნველყოფილია რადიო ტექნოლოგიით, გაუმჯობესებულია
კავშირის სიჩქარე: 10-20 და 30 Mb.
აქტივობა 13.4.4 პროფესიული განათლების საფეხურზე საკვანძო კომპეტენციების განვითარების მიზნით
არაფორმალური განათლების სერვისების განვითარება
პასუხისმგებელი უწყება: ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტო
ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით შემუშავდა კონკურსის „საკვანძო კომპეტენციების
განვითარებაზე ორიენტირებული არაფორმალური საგანმანათლებლო კურსების შექმნა და დანერგვა“
დაფინანსების გაცემის წესი. კონკურსის მიზანია არაფორმალური საგანმანათლებლო სერვისების
განვითარება, კურსის მონაწილეებში მინიმუმ ერთი საკვანძო კომპეტენციის განვითარება. იგი
მასწავლებლებს/დაინტერესებულ პირებს სთავაზობს შესაძლებლობას, თავიანთი იდეები განახორციელონ
არაფორმალური განათლების კონტექსტში. სულ შემოვიდა 62 განაცხადი, საიდანაც დაფინანსდა 14
88
საგანმანათლებლო დაწესებულების 15 არაფორმალური კურსი. კურსები გადანაწილებულია საქართველოს 10
რეგიონში.
კონკურსის ფარგლებში განმცხადებლებისა და განმახორციელებლების მხრიდან შემუშავდა არაფორმალური
საგანმანათლებლო კურსების სილაბუსები, სასწავლო რესურსებთან ერთად, რომელშიც გამოყენებულია
არაფორმალური განათლების მეთოდები. კურსები მოიცავს აქტივობებს, რომლებიც მიმართულია რბილი და
ტრანსფერული უნარების განვითარებისკენ.
ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ მესამედ გამოცხადებული კონკურსის „პროფესიულ
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა და განვითარება“
ფარგლებში, შემოვიდა 57 განაცხადი, საიდანაც დაფინანსდა 25 პროექტი. პროექტები 11 რეგიონშია
გადანაწილებული და ხორციელდება 24 საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. დაფინანსებული
პროექტების საშუალო ხანგრძლივობა 3 თვეა. მათი თემატიკები მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთ
საკითხებს, როგორიცაა: ციფრული ტრანსფორმაცია, მეწარმეობა, გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები,
გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდული საქმიანობა, ინოვაციების ხელშეწყობა და ა.შ. პროექტის
ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მოიცავს სეზონურ ბანაკებს, სასწავლებლებში სტუდენტური სივრცეების
მოწყობას, ინტელექტუალურ და სპორტულ ჩემპიონატებს, ინტერესთა/ჰობი კლუბების ჩამოყალიბებას და
სხვა. კონკურსის მიზანს წარმოადგენს, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მრავალფეროვანი
სტუდენტური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, სასწავლებლებში არაფორმალური განათლების
მეთოდების დამკვიდრება, სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებში საკვანძო კომპეტენციების
განვითარება და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
აქტივობა 13.4.5 1. „ქართული ენის დისტანციური სკოლის“ გამოყენებით უცხოეთში მცხოვრები ქართველი
მოსწავლეებისათვის სინქრონული ონლაინ-გაკვეთილების ჩატარება; 2. აფხაზეთის ოკუპირებულ
ტერიტორიაზე არსებული სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების პროფესიული განვითარება და
სწავლების ხელშეწყობა დისტანციური ფორმატით, კერძოდ, მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საგნის ონლაინ
გაკვეთილის, ხოლო მასწავლებლებისთვის საგნობრივი, ონლაინ ტრენინგების ორგანიზება
პასუხისმგებელი უწყება:
სსიპ -მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
საანგარიშო პერიოდში, გადამზადდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების 150
მასწავლებელი, ასევე 500 მოსწავლეს ჩაუტარდა საგნობრივი ონლაინ 832 შეხვედრა, უცხოეთში მცხოვრები
ქართველი მოსწავლეებისათვის ჩატარდა 15 300 ქართული ენის დისტანციური გაკვეთილი, ხოლო საკვირაო
სკოლების 68 მასწავლებლისთვის ჩატარდა 18 ონლაინ ტრენინგი, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე
არსებული სკოლების მხარდამჭერი მიმართულებით შეიქმნა 1 და დიასპორის მიმართულებით A2 დონის
სახელმძღვანელო; დისტანციური სწავლების მიმართულებით შეიქმნა 9, აფხაზეთის ოკუპირებულ
ტერიტორიაზე არსებული სკოლების მხარდამჭერი მიმართულებით 3 და არაფორმალური განათლების
მიმართულებით 4 ტრენინგმოდული.
აქტივობა 13.4.6 "განათლების e სახლის" პორტალის ადმინისტრირება
პასუხისმგებელი უწყება:
სსიპ -მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
"განათლების E სახლის" პორტალზე (https://educationhouse.ge/) 2024 წელს ატვირთულია 635-მდე რესურსი.
რესურსების ატვირთვის პროცესი გრძელდება. რესურსების თემატიკა მრავალფეროვანია და ემსახურება:
ბენეფიციარებისათვის განათლების სისტემის მიზნებისა და სტრატეგიების გაცნობას, ეროვნული სასწავლო
გეგმით
გათვალისწინებული
სასწავლო
რესურსების
მომზადებას,
მასწავლებლის
პროფესიის
პოპულარიზაციას,
განათლების მეცნიერების მხარდაჭერას, სკოლის ადმინისტრაციისა
და
მასწავლებლებისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
89
აქტივობა 13.4.7 ქართველი მასწავლებლების ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მასწავლებლებთან დამეგობრების
ხელშესაწყობად eTwinning-ის ონლაინ პლატფორმაზე (ESEP) რეგისტრაცია და პროექტებში მონაწილეობა.
ასევე, პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მასწავლებელთა გადამზადება სხვადასხვა
ტრენინგმოდულით
პასუხისმგებელი უწყება:
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
eTwinning -ის პროგრამაში ჩართული მასწავლებლების რაოდენობა 600-ით გაიზარდა, ESEP-ზე
რეგისტრირებულია 5240 მასწავლებელი;
2024 წელს გააქტიურდა 637 პროექტი, 577 პროექტი წარდგენილი იყო ხარისხის ნიშანზე, საიდანაც 534
ეროვნული, ხოლო 320 ევროპული ხარისხის ნიშანი მიიღო;
საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობისთვის 13 მასწავლებელი გაემგზავრა
ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში;
85% ახლად რეგისტრირებული მასწავლებლებისა გადამზადდა სხვადასხვა ტრენინგმოდულით, მათ
შორის 577 eTwinning-ის პროექტების ინიცირებასა და 100 მათ ეფექტურ მართვაში;
მომზადდა და ქართულად ითარგმნა დამხმარე რესურსები, მათ შორის "eTwinning-ის ისტორიები:
კეთილდღეობის ხელშეწყობა სკოლაში" და „საერთო სასკოლო კეთილდღეობის დიდი წიგნი“;
9-11 სექტემბერს ჩატარდა საერთაშორისო სემინარი „კეთილდღეობა სკოლაში“, რომელშიც
მონაწილეობდა 100 მასწავლებელი, მათ შორის 50 მასწავლებელი ევროპის 14 ქვეყნიდან;
STEAM საკლუბო აქტივობების ხელშეწყობისთვის 15 სკოლა შეირჩა, მათ გადაეცათ დამხმარე
რესურსები;
120 მასწავლებელი ესწრებოდა 15 დეკემბერს ჩატარებულ წლის შემაჯამებელ კონფერენციას,
რომელზეც დაჯილდოვდნენ წლის აქტიური მასწავლებლები.
მიზანი 14 - შრომითი უფლებების ეფექტიანი დაცვა და შრომის უსაფრთხოების სისტემების განგრძობადი
გაუმჯობესება.
ამოცანა 14.1
შრომის კანონმდებლობაზე არსებული საზედამხედველო მექანიზმების განვითარება და გაძლიერება
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; შრომის უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერება სამუშაო
ადგილებზე;
აქტივობა 14.1.1 შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ასოცირების
ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული ევროდირექტივების დამუშავება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და პრაქტიკაში
სრულყოფილად დანერგვის მიმართულებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებების შესაბამისად, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით
ნაკისრი ვალდებულებების ეფექტურად აღსრულების მიზნით, 2024 წლის 15 მარტიდან 2 წლის ვადით დაიწყო
მუშაობა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების ახალმა პროექტმა „საქართველოში უსაფრთხო
და ჯანსაღი სამუშაო გარემოს გაუმჯობესება ევროკავშირის სტანდარტებისა და მოწინავე საერთაშორისო
პრაქტიკის შესაბამისად“, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ასოცირების ხელშეკრულების XXX
90
დანართით განსაზღვრული შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის 19 დირექტივაზე. პროექტის
ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში შემუშავდა და განახლდა 3 ტექნიკური რეგლამენტის პროექტი 4
დირექტივის საფუძველზე.
აქტივობა 14.1.2 სსიპ "აღსრულების ეროვნულ ბიუროში" შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის
მომზადება. შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი რეაგირებითი და პრევენციული მექანიზმების
გაუმჯობესება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნულ ბიუროში შრომის უსაფრთხოების
პოლიტიკის დოკუმენტის პროექტი მომზადებულია.
ამოცანა 14.2
შრომითი მედიაციის სისტემის გაძლიერება; სოციალური დიალოგის ეფექტიანი და განგრძობადი
განვითარება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე;
აქტივობა 14.2.1 კოლექტიური შრომითი დავების მედიატორთა გადამზადება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
2024 წელს მედიატორთა გადამზადება არ განხორციელებულა
აქტივობა 14.2.2 ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე მოქმედი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი
კომისიის მიერ შრომასა და მის თანმდევ ურთიერთობებში არსებული და რეგიონის წინაშე დასმული
საკითხების განხილვის მიზნით კომისიის სხდომის და სამუშაო ჯგუფის შეხვედრების ჩატარება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
2024 წლის 13 აგვისტოს ხელი მოეწერა მემორანდუმს „ღირსეული შრომის პროგრამის“ შესახებ. საქართველოს
„ქვეყნის ღირსეული შრომის პროგრამა“ წარმოადგენს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 2024-2025
წლებში საქართველოს მხარდაჭერის შესახებ სამმხრივი კონსულტაციების შედეგს. პროგრამის პროექტი
შეთანხმდა 2023 წლის ნოემბერსა და 2024 წლის თებერვალში გამართულ სამმხრივ საპროექტო სემინარებზე.
პროგრამა პირველია საქართველოსთვის და ორი წელი გაგრძელდება, რათა უზრუნველყოფილ იქნას
შესაბამისობა გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულებასთან (UNSDCF), რომლის
ვადაც 2025 წელს იწურება. იგი მხარს უჭერს „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიას“ და ხელს
უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ პრიორიტეტებს, რომლებიც მოცემულია მდგრადი
განვითარების მიზნების მეინსტრიმინგის, აქსელერაციისა და პოლიტიკის მხარდაჭერის მისიაში (MAPS),
განსაკუთრებით მდგრადი განვითარების მიზანში №8. პროგრამის მიზანია ქვეყნის დახმარება აღნიშნულ
გამოწვევებთან გამკლავებაში. 2024-2025 წლების პერიოდში მას აქვს ორი პრიორიტეტი: სოციალური
დიალოგის განვითარება და სამართლიანი ტრანზიცია ეკონომიკურ ცვლილებებთან ადაპტაციის მიზნით.
აქტივობა 14.2.3 სხვადასხვა დარგის სპეციალისტისთვის მედიაციის შესახებ ყოველწლიური კონფერენციების
და ფორუმების უზრუნველყოფა
პასუხისმგებელი უწყება: წევრობაზე დაფუძნებული სსიპ - საქართველოს მედიატორთა ასოციაცია
91
საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, 2024 წლის განმავლობაში სხვადასხვა დარგის სპეციალისტისთვის
განახორციელა ყოველწლიური ფორუმები, კერძოდ ინტერდისციპლინარული ფორუმი იურისტებისთვის და
ბიზნეს წარმომადგენლებისთვის.
აქტივობა 14.2.4 სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს
მედიაციის როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და
დარგის პოპულარიზაციას
პასუხისმგებელი უწყება: წევრობაზე დაფუძნებული სსიპ - საქართველოს მედიატორთა ასოციაცია
მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და
დარგის პოპულარიზაციის მიზნით, ასოციაციამ სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე არაერთი კონკურსი
განახორციელა, მათ შორის იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში.
აქტივობა 14.2.5 სხვადასხვა ორგანიზაციაში თანამშრომლებისთვის მედიაციის შესახებ ტრენინგების
ჩატარება და ინფორმირებულობა, რომელიც ხელს შეუწყობს შრომითი კატეგორიის დავის არსებობის
შემთხვევაში პრობლემის გადასაჭრელად მედიაციის გამოყენებას. ეს კი ხელს შეუწყობს სასამართლო
სისტემის განტვირთვას
პასუხისმგებელი უწყება: წევრობაზე დაფუძნებული სსიპ - საქართველოს მედიატორთა ასოციაცია
2024 წლის განმავლობაში განხორციელდა ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა
მიიღეს ინფორმაცია შრომითი კატეგორიის დავის არსებობის შემთხვევაში პრობლემის გადასაჭრელად
მედიაციის გამოყენების შესახებ.
ამოცანა 14.3
შრომის კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელებისთვის შესაფერისი პირობების შექმნა და შრომის
ინსპექციის სამსახურის გაძლიერება.
აქტივობა 14.3.1 შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საქმეების შესწავლა
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით 2024 წლის საანგარიშო
პერიოდში განხორციელდა 3201 ინსპექტირება. განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში
პირველადი ინსპექტირებების შედეგად შემოწმდა 1901 ობიექტი. განხორციელებული ინსპექტირებები შეეხო
84 157-მდე დასაქმებულ პირს, გაიცა 20 081 მითითება და შედგა 2279 ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი.
აქტივობა 14.3.2 შრომის უფლებებზე ზედამხედველობის მიმართულებით საქმეების შესწავლა
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შრომის უფლებებზე ზედამხედველობის მიმართულებით 2024
წლის საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 2205 აქტივობა, განხორციელებული ზედამხედველობის
ფარგლებში პირველადი ინსპექტირებების/მონიტორინგის
შედეგად
შემოწმდა 1290 ობიექტი.
92
განხორციელებული ინსპექტირებები შეეხო 29 702-მდე დასაქმებულ პირს, გაიცა 2934 მითითება, შედგა 920
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ 316 დადგენილება.
აქტივობა 14.3.3 სამუშაო ადგილზე თანასწორობის კუთხით საქმეების შესწავლა
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ სამუშაო ადგილზე თანასწორობის კუთხით, 2024 წლის საანგარიშო
პერიოდში სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციული მოპყრობა ჯამში დადგენილ იქნა 72 სუბიექტის მიმართ.
გარდა ამისა, სამუშაო ადგილებზე, არაჯანსაღი ან/და მტრული სამუშაო გარემოს არსებობა, ასევე,
დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებების პრაქტიკაში აღსრულების გამოწვევები,
გამოვლინდა 14 სუბიექტის მიმართ.
აქტივობა 14.3.4 შრომითი ნორმების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო/სამუშაო
შეხვედრების ჩატარება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შრომით ნორმების შესახებ საზოგადოების ცნობიერების
ამაღლების მიზნით, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 525 საინფორმაციო/სამუშაო შეხვედრა.
აქტივობა 14.3.5 სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების
საშტატო ერთეულის შექმნა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების მექანიზმების გასაძლიერებლად
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
შრომის უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალისტების გადამზადების მიზნით, ტრენინგები/სასწავლო
პროგრამები გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეთა ტრანზიციის პროგრამით (შესაბამის სასწავლო
დაწესებულებებთან გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმები). 2024 წლის განმავლობაში, კავკასიის
საერთაშორისო უნივერსიტეტში, შრომის უსაფრთხოების სასწავლო კურსი გაიარა 16-მა სამხედრო
მოსამსახურემ (აქედან: 13 ზღვრულ ასაკს მიღწეული მოქმედი და 3 დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურე),
რომელთაგან 2 უკვე დასაქმდა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.
2025 წლის განმავლობაში გათვალისწინებულია საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა შრომის უსაფრთხოების
საკითხების რეგულირების წესის (SOP) განსაზღვრის მიზნით. ამასთან, პარტნიორებთან ორმხრივი
თანამშრომლობის ფარგლებში მოთხოვნილია ვორქშოფის/სემინარის ჩატარება შრომის უსაფრთხოების
საკითხებზე.
მიზანი 15 - საკუთრების უფლების დაცვა და ხელშეწყობა შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური
მექანიზმების გაძლიერებით.
ამოცანა 15.1
საკუთრების უფლების დაცვა კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვისას.
93
აქტივობა 15.1.1 ევროკავშირის სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოების მიზნით
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“
საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობა და
დასაინიციირებლად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა, ევროკავშირის სასაქონლო ნიშნების
რეგულაციებიდან გამომდინარე (მათ შორის, გაფართოვება და გაზრდა იმ საკითხთა წრისა, რომლის
განხილვაც შეუძლია სააპელაციო პალატას. მის განსახილველ საკითხთა წრეს ემატება სასაქონლო ნიშნის
რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება იმავე საფუძვლებით, რომლითაც,
მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ სასამართლოში შეიძლებოდა რეგისტრაციის ბათილად ცნობის
მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე იგეგმება სააპელაციო პალატის რეფორმა და დებულების ცვლილება)
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს პარლამენტი
სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“;
საქართველოში სასაქონლო ნიშნების სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების, დახვეწის,
ეფექტიანობისა და ერთგვაროვნების უზრუნველსაყოფად, ასევე, სასაქონლო ნიშნების დაცვის სფეროში
მოქმედი ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან, კერძოდ, ევროპარლამენტისა და
საბჭოს 2015 წლის 16 დეკემბრის 2015/2436 სასაქონლო ნიშნების დირექტივასა და ევროპარლამენტისა და
საბჭოს 2017 წლის 14 ივნისის 2017/1001 ევროკავშირის სასაქონლო ნიშნების რეგულაციასთან ჰარმონიზების
მიზნით, შემუშავდა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებათა პროექტი,
რომელიც ინიციირებისთვის წარედგინა საქართველოს მთავრობას. აღნიშნული კანონი საქართველოს
პარლამენტმა მიიღო 2024 წლის 21 თებერვალს.
ხაზგასასმელია, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების
საფუძველზე, სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებთან ერთად, გაფართოვდა საქპატენტთან არსებული
სააპელაციო პალატის ფუნქციები. აღნიშნული ცვლილების თანახმად, სააპელაციო პალატას შეუძლია
იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აქამდე განიხილებოდა მხოლოდ
სასამართლოს მიერ (მაგალითად, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია არაკეთილსინდისიერი განზრახვით
განხორციელდა; თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით ან/და სასაქონლო ნიშნის გამოყენებით ირღვევა მესამე
პირის საავტორო უფლებები; თუ სასაქონლო ნიშანი შეიცავს ისეთ საფირმო სახელწოდებას, რომელზე
უფლებებიც წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, რის შედეგადაც
ჩნდება აღრევის შესაძლებლობა და სხვ.).
აქტივობა 15.1.2 ევროკავშირის სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოების მიზნით
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის აღსრულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მექანიზმების
განახლება, კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობა და დასაინიციირებლად საქართველოს მთავრობისთვის
წარდგენა
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს პარლამენტი
სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“;
ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP)
ფარგლებში
მომზადდა
იმ
საკანონმდებლო
პაკეტის
პირველადი
ვერსია,
რომელიც
განაახლებს
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო მექანიზმებს.
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემდგომ დახვეწაზე, რის
საფუძველზეც
განხორციელდება
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისობაში
მოიყვანა
შემდეგ
საერთაშორისო შეთანხმებებთან და რეგულაციებთან:
შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების
შესახებ (TRIPS);
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2024/48/EC (IPRED) დირექტივა;
94
ევროპარლამენტისა და საბჭოს 608/2023 რეგულაცია;
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2017/1001 რეგულაცია;
ევროკავშირის საბაჟო კოდექსი (UCC).
აქტივობა 15.1.3 სასყიდლიანი ხელშეკრულებების, მათ შორის, იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულებების
რეგისტრაციით და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამარტივებული წარმოების ფარგლებში
აღსრულების ქვემდებარე აქტის გამოცემით შელახული საკუთრების უფლების აღდგენის ეფექტიანი
მექანიზმის შექმნა
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოამზადა შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.
ამოცანა 15.2
მიწის საკუთრების რეგისტრაციის სისტემის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის შემდგომი გაუმჯობესება.
აქტივობა 15.2.1 1986-2005 წლების საკომლო წიგნების დამუშავება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ -"საქართველოს ეროვნული არქივი"
1986-2005 წლების საკომლო წიგნებში არსებული მონაცემები შეტანილია სპეციალურ პროგრამაში „საკომლო
წიგნების პროგრამა მიწის სისტემური რეგისტრაციისათვის“. დამუშავებულია 730-ზე მეტი სასოფლო საბჭოს
1900-მდე საკომლო წიგნი.
აქტივობა 15.2.2 1992-2007 წლების მიწის ფლობის შესახებ არსებული დოკუმენტების (მიწის მიღება-ჩაბარების
აქტები, მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები, მიწის განაწილების სიები) დამუშავება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "საქართველოს ეროვნული არქივი"
1992-2007 წლების მიწის ფლობის შესახებ დოკუმენტებში (მიწის მიღება-ჩაბარების აქტებში, მიწის
გადასახადის გადამხდელთა სიებში, მიწის განაწილების სიებში) არსებული მონაცემები შეტანილია
სპეციალურ ფორმაში. დამუშავებულია 680-მდე სასოფლო საბჭოს დოკუმენტი.
აქტივობა 15.2.3 1992-2007 წლების აღმასკომის გადაწყვეტილებების დამუშავება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "საქართველოს ეროვნული არქივი"
1992-2007 წლების აღმასკომის/საკრებულოს/მერიის დოკუმენტებში არსებული ის მონაცემები, რომლებიც
საჭიროა მიწის სისტემური რეგისტრაციისთვის, შეტანილია სპეციალურ ფორმაში. დამუშავებულია 52
ქალაქის გადაწყვეტილებები.
აქტივობა 15.2.4 მიწის სისტემური რეგისტრაციის დასრულება
პასუხისმგებელი უწყება:
სააგენტო"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული
95
2024 წელს (01.01.2024 – 31.12.2024) მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აიზომა 688325
მიწის ნაკვეთი (185 225 ჰა). მათგან რეგისტრირებულია 616075 მიწის ნაკვეთი (653004 ჰა). დღეში იზომება
საშუალოდ 3500 მიწის ნაკვეთი და რეგისტრირდება საშუალოდ 2700 მიწის ნაკვეთი.
პროექტის დაწყებიდან 2025 წლის თებერვლამდე აიზომა 1727770-ზე მეტი მიწის ნაკვეთი (988697 ჰა), ხოლო
საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1201725-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე (878630 ჰა).
აღნიშნული მიმართულებით გადამზადდა და დასაქმდა 1000-მდე ფიზიკური პირი. მობილიზებულია 232
მაღალი გამავლობის ავტომობილი და 4 მიკროავტობუსი, 407 ერთეული პლანშეტი, 407 კომპლექტი მაღალი
სიზუსტის გეოდეზიური ხელსაწყო GNSS მიმღები (GPS), 12 ტაქეომეტრი და 9 დრონი.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2025 წლის
ბოლომდე გაგრძელდა.
აქტივობა 15.2.5 მიწის ნაკვეთებზე რეგისტრირებული უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების ხარისხის
კონტროლის საქმიანობების დასრულება
პასუხისმგებელი უწყება:
სააგენტო"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში შესაბამისი გეგმა-გრაფიკის მიხედვით დაიგეგმა
რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაახლოებით 30%-ის ცვლილება. ხარისხის კონტროლის შედეგად
სამუშაო პროცესში გამოვლინდა, რომ ცვლილებას საჭიროებდა 65%-ზე მეტი რეგისტრირებული მონაცემი,
რომლებიც სრულად გასწორებულია. ხარისხის კონტროლის სამუშაოები გრძელდება.
ხარისხის მონიტორინგის მიზნით სისტემატურად მიმდინარეობს მიწის სისტემური რეგისტრაციის
ფარგლებში მიღებული სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების საქართველოს კანონმდებლობასა და შიდა
სახელმძღვანელოებთან შესაბამისობის გადამოწმება. ამასთანავე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების
მიზნით ყოველდღიურად ხორციელდება 600-მდე სატელეფონო ზარი.
ამოცანა 15.3
ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმების შემდგომი გაუმჯობესება.
აქტივობა 15.3.1 ევროკავშირის სტანდართებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოების მიზნით
„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობა და დასაინიცირებლად
საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს პარლამენტი
სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“;
საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების მიზნით შემუშავდა და
დასაინიციირებლად წარედგინა საქართველოს მთავრობას „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში
შესატან ცვლილებათა პროექტი, რომლის მეშვეობითაც „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში აისახება
რეკომენდაციები და მოხდება საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება დიზაინის სამართლებრივი
დაცვის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 1998 წლის 13 ოქტომბრის 98/71/EC დირექტივასთან და
გაერთიანების დიზაინების შესახებ 2001 წლის 12 დეკემბრის საბჭოს (EC) No 6/2002 რეგულაციასთან.
96
„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი 2025
წლის 27 მარტს განსახილველად გაეგზავნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას. საქართველოს
მთავრობის მიერ პაკეტი მოწონებულ იქნა და წარედგინა საქართველოს პარლამენტს განსახილველად.
მიმდინარე წლის 17 ივნისს პაკეტი განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ხოლო 23 ივნისს კი – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა.
დღეის მდგომარეობით პაკეტი მზადაა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტზე (წამყვანი
კომიტეტი) განსახილველად, რის შემდგომაც წარდგენილი იქნება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
პირველი მოსმენით განსახილველად.
აქტივობა 15.3.2 ევროკავშირის სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოების მიზნით
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობა და
დასაინიცირებლად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა (შესატანი ცვლილების პროექტი ეხება
შუალედური მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს)
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს პარლამენტი
სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“;
საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების მიზნით შემუშავდა და
დასაინიციირებლად წარედგინა საქართველოს მთავრობას „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“
საქართველოს კანონში შესატან ცვლილებათა პროექტი, რომლის მეშვეობითაც კანონში აისახება
რეკომენდაციები და მოხდება საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება 2019/790/EU საავტორო და
მომიჯნავე უფლებების შესახებ ერთიან ციფრულ ბაზარზე დირექტივასთან იმ ნაწილში, რომელიც შეეხება
როგორც შუალედური მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრას საავტორო,
მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევი ქმედებებისათვის, ასევე,
პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლებს. პროექტი მიზნად ისახავს ინტერნეტ სივრცეში
საავტორო და მომიჯნავე უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებით ევროკავშირის კანონმდებლობით
გათვალისწინებული თანამედროვე სტანდარტებისა და მიდგომების ქართულ კანონმდებლობაში დანერგვას.
კანონპროექტის მომზადებისას, ასევე, გამოყენებულ იქნა ევროპარლამენტისა და საბჭოს 2000/31/EC
დირექტივა (ელექტრონული კომერციის დირექტივა).
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის პროექტი 2025 წლის 8 აპრილს განსახილველად გაეგზავნა საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციას. საქართველოს მთავრობის მიერ პროექტი მოწონებულ იქნა და განსახილველად წარედგინა
საქართველოს პარლამენტს, სადაც, მიმდინარე წლის 20 ივნისს პროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, ხოლო 23 ივნისს – ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტმა. დღეის მდგომარეობით პროექტი მზადაა საქართველოს პარლამენტის კულტურის
კომიტეტზე (წამყვანი კომიტეტი) განსახილველად, რის შემდგომაც წარდგენილი იქნება პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.
მიზანი 16 - ჯანსაღ გარემოზე ადამიანის უფლების დაცვისა და უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესება.
ამოცანა 16.1
საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და განხორციელების
უზრუნველყოფა, მათ შორის საერთაშორისო გარემოსდაცვითი ნორმებისა და სტანდარტების დანერგვა
97
აქტივობა 16.1.1 მომწესრიგებელ სამართლებრივ აქტებში ნაკლოვანებების იდენტიფიცირება/მოწესრიგება, ამ
სფეროებში გარემოს დაცვის მექანიზმების, ადამიანის უფლებების მიდგომების გაუმჯობესება/დანერგვა.
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
„ზოგიერთ საღებავში, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციაში აქროლადი
ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობის, აგრეთვე მათი იმპორტისა და ბაზარზე განთავსების შესახებ
ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 აპრილის №127
დადგენილება - შემუშავდა „2004 წლის 21 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/42/CE დირექტივა
ზოგიერთ საღებავსა და ლაქში და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციაში ორგანული
ნაერთების გამოყენებით გამოწვეული აქროლადი ორგანული ნაერთების გაფრქვევის შეზღუდვის შესახებ,
რომლითაც შესწორებები შედის დირექტივაში 1999/13/EC“-ის მიხედვით;
აქტების ჩამონათვალი, რომლებზეც დაიწყო მუშაობა 2024 წელს:
●
●
●
●
●
●
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტი - კანონის პროექტი წარდგენილია საქართველოს პარლამენტში, მიმდინარეობს
საკომიტეტო მოსმენები - შემუშავდა „2003 წლის 13 ოქტომბრის დირექტივა 2003/87/EC სათბურის
გაზების ემისიის ვაჭრობის სისტემის ჩამოყალიბების თაობაზე ევროკავშირის ფარგლებში და საბჭოს
დირექტივა 96/61/EC-ში ცვლილების თაობაზე“-ის მიხედვით „სათბურის ეფექტის გამომწვევი
გაზების გაფრქვევის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესი“ - მუშავდება „გარემოს დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
საფუძველზე;
„სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის მონაცემთა დამოწმების წესი“ - მუშავდება
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტის საფუძველზე;
„სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი - მუშავდება „ევროპის პარლამენტისა და საბჭოს
2000 წლის 23 ოქტომბრის დირექტივა 2000/60/EC რომელიც ადგენს საზოგადოების მოქმედების ჩარჩოს
წყლის პოლიტიკის სფეროში”-ის მიხედვით;
„მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესი“ შესახებ
ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების
პროექტი - მუშავდება „ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2000 წლის 23 ოქტომბრის დირექტივა
2000/60/EC რომელიც ადგენს საზოგადოების მოქმედების ჩარჩოს წყლის პოლიტიკის სფეროში”-ის
მიხედვით;
მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის
დადგენილების პროექტი - მუშავდება „ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2000 წლის 23 ოქტომბრის
დირექტივა 2000/60/EC რომელიც ადგენს საზოგადოების მოქმედების ჩარჩოს წყლის პოლიტიკის
სფეროში”-ის მიხედვით
„სააუზო მართვის საკონსულტაციო–საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი - მუშავდება „ევროპის
პარლამენტისა და საბჭოს 2000 წლის 23 ოქტომბრის დირექტივა 2000/60/EC რომელიც ადგენს
საზოგადოების მოქმედების ჩარჩოს წყლის პოლიტიკის სფეროში”-ის მიხედვით.
აქტივობა 16.1.2 ქიმიური ნივთიერებების და ნარევების შესახებ“ კანონის პროექტის შემუშავება
პასუხისმგებელი უწყება: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობს სამინისტრო/ ნარჩენებისა და ქიმიური
ნივთიერებების მართვის დეპარტამენტი
მიმდინარე აქტივობა
98
ამოცანა 16.2
გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ფართო საზოგადოების დროულად წვდომის უზრუნველყოფა; გარემოზე
ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესის საჯაროობის და
გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული პირების მონაწილეობის მექანიზმების
გაუმჯობესება;
აქტივობა 16.2.1 საჯარო განხილვების ორგანიზება, გამართვა,
ცენტრის საკომუნიკაციო არხებით ინფორმაციის გავრცელება
მონიტორინგი და განხილვების შესახებ
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
2024 წელს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ჩატარდა 193 საჯარო განხილვა.
მათ შორის, სკოპინგის - 116, გარემოზე ზემოქმედების შეფასების - 74 და სტრატეგიული გარემოსდაცვითი
შეფასების - 3 საჯარო განხილვა. ჯამში 2024 წელს ჩატარდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით
გათვალისწინებული საჯარო განხილვების 100%.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე
(ei.gov.ge) ქვეყნდება ინფორმაცია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე
ადმინისტრაციული წარმოებისა და საჯარო განხილვის შესახებ. პორტალზე ინფორმაციის მოძიების
გამარტივებისთვის დამატებულია საძიებო ფილტრები, რომელიც მომხმარებლის ინტერესის შესაბამისად
იძლევა შესაძლებლობას მიიღონ სასურველი ინფორმაცია. გაფილტვრა შესაძლებელია, როგორც კონკრეტული
პროცედურის, პროცედურის სტატუსის, კატეგორიის, საქმიანობის/სტრატეგიული დოკუმენტის, საქმიანობის
განმახორციელებლის/დამგეგმავი ორგანოს, რეგიონის, მუნიციპალიტეტის, ქალაქის/სოფლის და შენიშვნების
წარმოდგენის ვადის შესაბამისად.
ინფორმაცია, ასევე, გავრცელდა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საკომუნიკაციო
არხებით: ვებ-გვერდი (eiec.gov.ge), ფეისბუქ-გვერდი და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ცენტრის 7000მდე გამომწერთან.
აქტივობა 16.2.2 სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიების მიერ სალიცენზიო პირობების
შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიების
სახელმწიფო ზედამხედველობის (სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ) თაობაზე,
ყოველკვარტალურად განახლებადი ინფორმაცია გამოქვეყნებულია: https://www.namr.gov.ge/control-oflicenses?scrollTo=regulation-of-license-conditions.
აქტივობა 16.2.3 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების რეესტრის გამოქვეყნება და მუდმივი
განახლება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
ყოველკვარტალურად განახლებადი ლიცენზიების რეესტრი სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული
სააგენტოს
ვებ-გვერდზე
გამოქვეყნებულია:
https://www.namr.gov.ge/licenses?scrollTo=license-transferapplication-samples.
99
ამოცანა 16.3
სუფთა ჰაერსა და ხარისხიან სასმელ წყალზე წვდომის მუდმივად გაუმჯობესება
აქტივობა 16.3.1 ქალაქების 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/შპს
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია"
2024 წელს დასრულდა 2 ქალაქის წყალმომარაგებით უზრუნველყოფის პროექტი, კერძოდ ქალაქებში: ვალე და
ქარელი. აღნიშნულისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიმართა დაახლოებით 13 მლნ ლარი.
აქტივობა 16.3.2 გარემოს დაცვის მოქმედებათა მე-4 ეროვნული პროგრამის ატმოსფერული ჰაერის დაცვის
მიმართულებით გათვალისიწინებული აქტივობების განხორციელება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის გაფართოების მიზნით 2024 წელს დამონტაჟდა 8
ავტომატური სადგური შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი,
ზუგდიდი, მესტია. ასევე შესყიდული იქნა 1 მობილური სადგური. ყველა სადგურზე განთავსდა
გრავიმეტრული ხელსაწყო. მონაცემები ახალი ავტომატომატური სადგურებიდან განთავსებულია
პორტალზე.
ქართველი და ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით, ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის
„გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა“ ხელშეწყობით, მომზადდა
თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის პროექტი.
გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა 2024 წლის 2 აგვისტოს, რომლის შემდეგაც იგი დასამტკიცებლად
წარედგინა საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 სექტემბრის N1361
განკარგულებით დამტკიცდა თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა 20242026 წლებისთვის (https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/35129).
იმავე პროექტის ფარგლებში მომზადდა საბაზისო კვლევა შავი ზღვის ზონაში ჰაერის დაბინძურების კუთხით
არსებული მდგომარეობის შესახებ და შემუშავდა შავი ზღვის ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის
2025-2027 წლების გეგმის პროექტი. საბაზისო კვლევის შედეგები და გეგმის პროექტის სამუშაო ვერსია
განხილული იქნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31
ოქტომბრის N2-812 ბრძანების საფუძველზე შექმნილი შავი ზღვის ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის
გაუმჯობესების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ 18 ოქტომბერს და 21 ნოემბერს. მიმდინარეობს
გეგმის პროექტის საბოლოო ვერსიის შემუშავება. პროექტის საჯარო განხილვა და მისი საქართველოს
მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა დაგეგმილია 2025 წლის I კვარტალში.
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შემუშავდა ატმოსფერული
ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის ზონების და აგლომერაციების კლასიფიკაციის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების პროექტი, რომლის
დამტკიცებაც დაგეგმილია უახლოეს მომავალში.
ბენზინის შენახვისა და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებიდან აქროლადი ორგანული ნაერთების (აონები) გაფრქვევების შემცირების მიზნით შემუშავებულია „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი
კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს
მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებასა და „ნავთობის ბაზების უსაფრთხო ექსპლუატაციის
შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის
№65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები.
100
პროექტებთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში ჩატარდა კონსულტაციები კერძო სექტორის
წარმომადგენლებთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შუამავლობით. განხილვების საფუძველზე
მიმდინარეობს კანონქვემდებარე აქტების პროექტების საბოლოო ვერსიის შემუშავება, რომელიც უახლოეს
მომავალში წარედგინება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად.
შემუშავდა და საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 აპრილის N127 დადგენილებით დამტკიცდა „ზოგიერთ
საღებავში, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციაში აქროლადი ორგანული
ნაერთების (აონ) შემცველობის, აგრეთვე, მათი იმპორტის და ბაზარზე განთავსების შესახებ ტექნიკური
რეგლამენტი“, რომელიც ძალაში შედის 2025 წლის 1 ივლისიდან. 28 მარტს სსიპ გარემოსდაცვითი
ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა შეხვედრა ლაქ- საღებავების მწარმოებელი, იმპორტიორი,
დისტრიბუტორი და რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც მათ მიეწოდათ
ინფორმაცია დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. 19 აპრილს ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის
პროექტის „გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა“ ფარგლებში, სსიპ
ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის
ოფიცრებისთვის გაიმართა ტრენინგი ლაქ-საღებავების სექტორიდან აქროლადი ორგანული ნაერთების
შემცირების თაობაზე.
დაიწყო ევროკავშირის ახალი პროექტი - „ჰაერის ხარისხის ინსტრუმენტებისა და ავტომობილების ემისიის
სტანდარტების გაუმჯობესება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის უკეთესი დაცულობისთვის”,
რომლის მთავარ ღონისძიებებს წარმოადგენს: ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავება
დასავლეთის ზონისთვის; დიზელისძრავიანი მსუბუქი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვის ეფექტიანი
მექანიზმების იდენტიფიცირება; უფრო სუფთა სატრანსპორტო საშუალებების (ელექტრო, ჰიბრიდი)
წახალისების მხრივ განხორციელებული ღონისძიებების შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების
შემუშავება ავტოპარკში მათი წილის გაზრდის მიზნით; წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის
პორტალის განახლება და მობილური აპლიკაციის შემუშავება;
მომზადდა სხვადასხვა სექტორებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების 1990- 2022 წწ
ანგარიში და წარედგინა „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ კონვენციის”
(ჰაერის კონვენცია) ოქმის სამდივნოს.
სხვადასხვა სექტორიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სივრცითი განაწილების
ანგარიშის მომზადების მიზნით გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ორგანიზებით საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს
სპეციალისტებს 2024 წლის აპრილში ჩაუტარდათ ტრენინგები. ტრენინგზე მიღებულ გამოცდილებაზე
დაყრდნობით დაგეგმილია ანგარიშის შემუშავება 2023 წლის საბაზისო მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც
ასევე წარედგინება ჰაერის კონვენციის სამდივნოს 2025 წელს.
ევროკავშირის რეგიონული პროექტის “ევროკავშირი გარემოსთვის-წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი
მონაცემები” და ავსტრიის გარემოს სააგენტოს მხარდაჭერით ევროპელი ექსპერტის მიერ შეფასდა
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ინვენტარიზაციისა და პროგნოზირების ანგარიშები
და შემუშავდა რეკომენდაციები მათი გაუმჯობესების მიზნით.
ამოცანა 16.4
ნარჩენების მართვა ადამიანის ცხოვრებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად
აქტივობა 16.4.1 ნარჩენების მართვის სფეროში კანონმდებლობის სრული ჰარმონიზება ევროკავშირის
კანონმდებლობასთან.
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნეობის სამინისტრო
101
ნარჩენების მართვის კოდექსში შეტანილ იქნა ცვლილებები (2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041-XIVმსXმპ “ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”), რომლითაც განისაზღვრა მწარმოებლის
გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნები, მათ შორის ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევები და შესაბამისი საჯარიმო სანქციები.
დაწყებულია პროექტი „საქართველოში საკანალიზაციო შლამის მდგრადი მართვისა და ხელახალი
გამოყენების სტრატეგიის მომზადებისთვის“, რაც ითვალისწინებს: საქართველოში შლამის მართვის
ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასებას, შლამის უსაფრთხო მართვისა და ხელახალი გამოყენების პრაქტიკისა
და საქართველოში არსებული პირობებისთვის შესაფერისი ტექნოლოგიების შესახებ რეკომენდაციების
მომზადებას; ეროვნული კანონმდებლობის, რეგულაციებისა და დამხმარე სახელმძღვანელოს პროექტების
შემუშავებას; შლამის უსაფრთხო მართვის შესახებ შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის
შესაძლებლობების გაძლიერებისა და ტრენინგის პროგრამების შემუშავებას; საპილოტე პროგრამის
დიზაინის/გეგმის შემუშავება მუნიციპალიტეტისთვის შლამის მართვისა და ხელახალი გამოყენების მიზნით.
ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა და შევიდა ცვლილება „მიმდინარე
კონტროლის პროცედურების ჩტარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული
საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის
ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“
ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებაში მწარმოებლის გაფართოებული
ვალდებულების ორგანიზაციისათვის გადაცემული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამოწერასთან
დაკავშირებით.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების ოთხი ტექნიკური რეგლამენტის
მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2024 წლის 30
ივლისის N2-668 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ზეთების, საბურავების, ელექტრო და ელექტრო
მოწყობილობების, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვების, ხელახალი გამოყენების,
აღდგენისა და რეციკლირების სამიზნე მაჩვენებლების გამოთვლის მეთოდოლოგია.
ამოცანა 16.5
გარემოსდაცვით სფეროში მართლმსაჯულების
სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა
საერთაშორისო
აქტივობა 16.5.1 გარემოსდაცვით სფეროში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის დარღვევების შესახებ
ინფორმაციის მოგროვება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
2024 წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, გარემოსდაცვითი
მიმართულებით საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 98 განცხადება.
სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სრულად დაკმაყოფილდა 42 განცხადება;
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 4 განცხადება. მათგან:
1 შემთხვევაში-მოთხოვნის ნაწილი არ მუშავდებოდა განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ფორმით; 1
შემთხვევაში-პასუხის გაცემის დროისთვის, მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტი არ იყო დამუშავებული
სრულად; 2 შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავდა პერსონალური მონაცემებს ).
არ დაკმაყოფილდა განცხადება 7 შემთხვევაში;
102
45 განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის
საფუძველზე,
განსახილველად გადაეგზავნა შესაბამის სახელმწიფო უწყებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეცნობა
განმცხადებელს.
აქტივობა 16.5.2 გარემოსდაცვითი დანაშაულების შესახებ მოსამართლეებისა და სასამართლოს ანალიტიკური
რგოლების ცნობიერების ამაღლება
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა
„გარემოსდაცვითი მართლმსაჯულება“ - ჩატარდა 1 ტრენინგი, დაესწრო 18 მოსამართლე.
აქტივობა 16.5.3 გარემოსდაცვითი დანაშაულების შესახებ სასამართლო პრაქტიკის ანალიზი
პასუხისმგებელი უწყება: უზენაესი სასამართლო
გარემოსდაცვითი დანაშაულების შესახებ სასამართლო პრაქტიკის კვლევა დასრულდება ადამიანის
უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვადაში.
ამოცანა 16.6
გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
აქტივობა 16.6.1 მასწავლებლების შესაძლებლობების განვითარება
პასუხისმგებელი უწყება: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
2024 წელს პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ 20-საათიანი ტრენინგის
ფარგლებში გადამზადდა დაწყებითი კლასის 1032 მასწავლებელი. 2021 წლიდან 2024 წლის ჩათვლით,
პროგრამის ფარგლებში, ჯამში 7010 მასწავლებელია გადამზადებული.
2024 წელს სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტის 3 საჯარო სკოლის 33 მასწავლებელს ჩაუტარდა 2-დღიანი
ტრენინგი თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებთან კომუნიკაცია“. ასევე, „სურსათის
უვნებლობისა და ხარისხის“ შესახებ 2-დღიანი ტრენინგი ჩაუტარდა 52 მასწავლებელს.
ჯამში 2024 წელს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით 1117 მასწავლებელი გადამზადდა.
აქტივობა
16.6.2
პროგრამის
„გარემოსდაცვითი
და
აგრარული
განათლება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო და საშუალო საფეხურისთვის შემუშავება
სკოლაში“-
პასუხისმგებელი უწყება: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ევროკავშირის მხარდაჭერით შეიმუშავა
“გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” - საბაზო და საშუალო საფეხურების პროგრამის
გარემოსდაცვითი ნაწილი. 2023-2024 წლების განმავლობაში მომზადდა პროგრამის ტექსტური ნაწილი და
შემუშავდა სასწავლო მასალა, რომელიც ორივე სფეროსთვის მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს:
●
●
●
●
●
კლიმატის ცვლილება;
ტრადიციული და ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსები;
გზა მდგრადობისკენ - ცირკულარული ეკონომიკა;
ქალაქების მდგრადი განვითარება;
მდგრადი წარმოება და მოხმარება;
103
●
●
●
●
●
●
●
●
●
●
●
●
●
მსოფლიო ოკეანე და მასთან დაკავშირებული პრობლემები;
ნარჩენების მართვა;
ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება;
წყლის რესურსების მდგრადი მართვა;
სურსათის უვნებლობა;
სოფლის მეურნეობის გამოწვევები და მიღწევები;
აკვაკულტურა და მეთევზეობა;
ცხოველთა ჯანმრთელობა და კეთილღეობა;
მცენარეთა დაცვა;
მემცენარეობა;
აგრონომია;
კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა;
ბიომეურნეობა და ფერმერული მეურნეობის მართვა
აქტივობა 16.6.3 პროგრამის - ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელობისა და მისი სოციალურ-ეკონომიკური
სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრები მუნიციპალიტეტებში
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
პროექტის - „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - “ECO.Georgia” ფარგლებში ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების სკოლის
მოსწავლეებისთვის 2024 წელს ჩატარდა 23 საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „ტყის მდგრადი მართვა და
საქართველოს ტყეები“ - სულ 455 მონაწილე. ასევე, ჩატარდა 4 საინფორმაციო შეხვედრა თემაზე:„ტყის
სექტორში არსებული სიახლეები და ენერგოეფექტური ღუმელები“ ახმეტის, თელავის, ყვარლისა და
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში - 217 მონაწილე. ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელობისა და მისი
სოციალურ-ეკონომიკური სარგებლიანობის შესახებ ჯამში ჩატარდა 27 ცნობიერების ასამაღლებელი
შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 672 პირმა. 2024 წელს ზემოაღნიშნული ინდიკატორი შესრულდა
100%-ით.
აქტივობა 16.6.4 პროგრამის - ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის წარმოება კლიმატის ცვლილებით
გამოწვეული რისკების მართვის მიმართულებით
პასუხისმგებელი უწყება: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
●
●
●
●
●
●
●
●
პროექტის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“
ფარგლებში 2024 წელს ჩატარდა ტრენინგები:
ტრენინგი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის - 279 მონაწილე;
ტრენინგი შშმ პირებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის დროს ქცევის წესების შესახებ - 53
მონაწილე;
ტრენინგი ახალგაზრდებისთვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის
მართვასა და საფრთხის რუკების მნიშვნელობაზე - 31 მონაწილე;
კოორდინატორების ტრენინგი სკოლის მოსწავლეებისთვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული
კატასტროფების შესახებ - 1953 მონაწილე;
ახალგაზრდა მოხალისეების ტრენინგი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის
შესახებ - 30 მონაწილე;
საბაზისო ტრენინგები- კლიმატის ცვლილებვით გამოწვეული კატასტროფების შესახებ (სპეციფიკური
საფრთხეები და ქცევის წესები) - სამინისტროს თანამშრომლებისთვის (რეინჯერები, მეტყევეები, გზდ)
– 207 მონაწილე;
ტრენინგი პარტნიორ უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალთან კლიმატის ცვლილებისა და
კატასტროფების რისკის მართვის თემის ინტეგრირებაზე სასწავლო პროცესში - 26 მონაწილე;
104
●
●
●
●
●
●
●
●
●
●
მედია ტრენინგი თემაზე „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება“ –
66 მონაწილე.
ტრენინგი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ სკოლის დირექტორებისა და
სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის - 139 მონაწილე;
მწვანე ბანაკი - „კლიმატის ელჩები“ – 51 მონაწილე;
საფრთხის რუკების ტრენინგი ადგილობრივი თვითმართველობისთვის და სამინისტროს
თანამშრომლებისთვის - 16 მონაწილე;
საფრთხის რუკების ტრენინგი ადგილობრივი თვითმართველობისთვის - 87 მონაწილე;
„მწვანე სტიპენდიანტების“ ინტერესებისა და საჭიროებების განსაზღვრის, სტაჟირების
შესაძლებლობებისა და დასაქმების პერსპექტივების განხილვის მიზნით გაიმართა საინფორმაციო
შეხვედრა მწვანე და აგროსტიპენდიანტებთან - 34 პირი.
პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა 12 მუნიციპალიტეტში - 78 მონაწილე.
საინფორმაციო შეხვედრა შშმ-ების საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების შესახებ - 44 მონაწილე.
ახალგაზრდული ფორუმი - 80 მონაწილე.
ვებინარები ახალგაზრდებისთვის კლიმატთან დაკავშირებულ პროფესიებსა და გარემოსდაცვით
თემებზე - 245 მონაწილე.
ჯამში, 2024 წელს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების მართვის მიმართულებით ცნობიერების
ასამაღლებელ კამპანიებში მონაწილეობდა 3339 პირი.
აქტივობა 16.6.5 პროგრამის - სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვის მიზნით, ქვეყანა გადადის მდინარეთა
სააუზო მართვის ევროპულ მოდელზე. განისაზღვრება მდინარეთა 7 სააუზო უბანი: ალაზანი-იორის; ხრამიდებედას; მტკვრისა და თერგის; ენგურის; რიონის; ჭოროხი-აჭარისწყლის; ბზიფი-კოდორის. სააუზო უბნის
დონეზე წყლის რესურსების დაგეგმვისა და მართვის განხორციელების მიზნით, თითოეული სააუზო
უბნისთვის მომზადდება და განხორციელდება მართვის გეგმა.
მდინარეთა სააუზო მართვის პროცესებში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მიზნით, თითოეულ
სააუზო უბანში შეიქმნება საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭო. მომზადებულია “სააუზო მართვის
საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ”
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს სააუზო მართვის
საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შემადგენლობის დამტკიცების, საბჭოს საქმიანობის, მის მიერ
წინადადების, რეკომენდაციების და დასკვნების შემუშავების და წარდგენის წესს და საბჭოს მუშაობასთან
დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მიზანი 17 - სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით, ბიზნესის და ადამიანის უფლებების ჩარჩო
სტანდარტების გაძლიერება
ამოცანა 17.1
ბიზნესი და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ჩარჩო სტანდარტების დამკვიდრება, მათ შორის
კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით
აქტივობა 17.1.1 მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სახელმძღვანელოსა და აქსელერაციის
პროგრამის შემუშავება ბიზნესი და ადამიანის უფლებების თემაზე და მისი პოპულარიზაცია
105
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოში"
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე
2024 წელს, პირველ კვარტალში, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ჩართულობით, გაეროს გლობალური
შეთანხმების საქართველოს ქსელის (UN Global Compact Network Georgia) მიერ მომზადდა მცირე და საშუალო
ზომის საწარმოებისთვის ESG სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსია, რომელიც მოიცავს სოციალურ (მათ შორის,
ბიზნესის და ადამიანის უფლებებს), გარემოსდაცვით და მმართველობით საკითხებს.
აქტივობა 17.1.2 სახელმწიფო საწარმოებში, ბიზნესი და ადამიანის უფლებების ჩარჩო სტანდარტების შესახებ
ცნობიერების ამაღლება და მათი განხორციელების ხელშეწყობა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
2024 წლის აპრილში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (UN Global Compact Network
Georgia) ორგანიზებით და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართა შეხვედრა სახელმწიფო
საკუთრებაში არსებულ საწარმოებში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების პრინციპების დანერგვის
ხელშეწყობის შესახებ, რომელსაც ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სახელმწიფო საწარმოების წარმომადგენლები. შეხვედრაზე
განხილული იყო ბიზნესისა და ადამიანის უფლებების პრინციპების მნიშვნელობა და გაეროს გლობალური
შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო ,,სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული საწარმოების მიერ ადამიანის უფლებების პატივისცემის შესახებ’’. დამატებით, აღნიშნული
სახელმძღვანელო გაზიარდა 15 სახელმწიფო საწარმოს წარმომადგენლებთან, მათი ინფორმირებულობის
დონის გაზრდის მიზნით.
ამოცანა 17.2
დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების (მედიაცია, არბიტრაჟი) მიერ დავის გადაწყვეტის
პროცესში „ბიზნესი და ადამიანის უფლებების“ ჩარჩო სტანდარტების გამოყენების დამკვიდრება
აქტივობა 17.2.1 დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის - მედიაციის შესახებ ინფორმაციის
მიწოდების და სერვისის პოპულარიზაციის მიზნით, ღონისძიებების ორგანიზება მოქალაქეებისა და ბოზნეს
სექტორის მონაწილეობით.
პასუხისმგებელი უწყება: წევრობაზე დაფუძნებული სსიპ - საქართველოს მედიატორთა ასოციაცია
დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის - მედიაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდების და სერვისის
პოპულარიზაციის მიზნით, ასოციაციამ, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ,,სცადე
მედიაციის’’ ფარგლებში შეხვედრები გამართა.
პრიორიტეტი III - თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვა სახელმწიფო პოლიტიკაში და მათი
დანერგვა პრაქტიკაში და ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობა დისკრიმინაციის გარეშე
მიზანი 18- უმცირესობების უფლებების დაცვის გაძლიერება და თანასწორი გარემოს განმტკიცების
ხელშეწყობა.
106
ამოცანა 18.1
თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული
განგრძობადი გაუმჯობესება;
კანონმდებლობისა
და
მისი
ეფექტიანი
აღსრულების
აქტივობა 18.1.1
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ მოთხოვნადი სამართლებრივი აქტების თარგმნა ეთნიკური
უმცირესობების ენაზე
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო
დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
2024 წელს ძალაში შევიდა პენიტენციური კოდექსი, რომელმაც ჩაანაცვლა პატიმრობის კოდექსი და რომელიც
ითარგმნა 2 უცხოურ ენაზე (აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე). პენიტენციური კოდექსი ხელმისაწვდომია
აგრეთვე აფხაზურ და ოსურ ენებზე.
მოთხოვნის შესაბამისად, ითარგმნება პენიტენციური კოდექსიდან გამომდინარე მიღებული ახალი
სამართლებრივი აქტები.
აქტივობა 18.1.2
მსჯავრდებულთა ჩართვა ფსიქო-სოციალურ ტრენინგიში "სტიგმა-დისკრიმინაცია"
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო
დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
ფსიქოსოციალურ ტრენინგში „სტიგმა და დისკრიმინაცია“ მონაწილეობდა 148 მსჯავრდებული.
აქტივობა 18.1.3
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განსაკუთრებული კატეგორიის პატიმრებთან მოპყრობის შესახებ
ცნობიერების ამაღლება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო
დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
უნივერსალური ტრენინგმოდულის გამოყენებით, რომელიც განსაკუთრებული კატეგორიის პატიმრებთან
მოპყრობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის საკითხსაც მოიცავს, გადამზადებულია სპეციალური
პენიტენციური სამსახურის 173 თანამშრომელი.
ამოცანა 18.2
სახელმწიფო სერვისების დაგეგმვისა და მიწოდების პროცესში ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული
შესაძლებლობს მქონე პირების საჭიროებების გათვალისწინება თანასწორობის უფლების უზრუნველყოფის
მიზნით;
აქტივობა 18.2.1
107
სსიპ ,,იუსტიციის სახლში"
მოთხოვნად
უმცირესობებისა და შშმ პირთათვის
სერვისებზე
ვიდეორგოლების
მომზადება
ეთნიკური
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "იუსტიციის სახლი"
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის სერვისებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ
კითხვებზე მომზადდა 10 საინფორმაციო ვიდეორგოლი. ვიდეორგოლებს აქვს სუბტიტრები სომხურ და
აზერბაიჯანულ ენებზე. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის უზრუნველყოფილია აგრეთვე სათანადო
თარგმანი.
აქტივობა 18.2.2
სსიპ ,,იუსტიციის სახლის" თანამშრომლებისთვის ჟესტურ ენაში სასწავლო კურსის ჩატარება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ -"იუსტიციის სახლი"
ჟესტური ენის ტრენინგი გაიარა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის „წინა ხაზის“
76-მა თანამშრომელმა. ტრენინგის დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლის აღნიშნულ თანამშრომლებს
შეუძლიათ, თარჯიმნის გარეშე, დამოუკიდებლად გაუწიონ მომსახურება ყრუ და სმენადაქვეითებულ
მომხმარებელს.
აქტივობა 18.2.3
ახლადგახსნილი იუსტიციის სახლების
სტანდარტების“ შესაბამისად
მისაწვდომობის უზრუნველყოფა, „მისაწვდომობის ეროვნული
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ -"იუსტიციის სახლი"
აშენდა და გაიხსნა 4 იუსტიციის სახლი: სამტრედიის იუსტიციის სახლი, ხაშურის იუსტიციის სახლი, შროშის
იუსტიციის სახლი და თერჯოლის იუსტიციის სახლი. ეს იუსტიციის სახლები სრულად აკმაყოფილებს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს.
აქტივობა 18.2.4
1986-2005 წლების სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე არსებული საკომლო წიგნების დამუშავება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ -"საქართველოს ეროვნული არქივი"
1986-2005 წლების სომხურ და აზერბაიჯანულენოვან საკომლო წიგნებში არსებული მონაცემები შეტანილია
სპეციალურ პროგრამაში „საკომლო წიგნების პროგრამა მიწის სისტემური რეგისტრაციისათვის“.
დამუშავებულია 20-მდე სასოფლო საბჭოს/საკრებულოს 100-მდე საკომლო წიგნი.
აქტივობა 18.2.5
1992-2007 წლების სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე დაცული მიწის ფლობის შესახებ არსებული
დოკუმენტების დამუშავება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ -"საქართველოს ეროვნული არქივი"
1992-2007 წლების მიწის ფლობის შესახებ სომხურ და აზერბაიჯანულენოვან დოკუმენტებში (მიწის მიღებაჩაბარების აქტებში, მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში, მიწის განაწილების სიებში) არსებული
მონაცემები შეტანილია სპეციალურ ფორმაში. დამუშავებულია 20-მდე სასოფლო საბჭოს/საკრებულოს
108
დოკუმენტები (მათ შორის მიწის განაწილების სიები, მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები, მიწის მიღებაჩაბარების აქტები).
აქტივობა 18.2.6
1992-2007 წლების სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შესრულებული აღმასკომის გადაწყვეტილებების
დამუშავება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ -"საქართველოს ეროვნული არქივი"
1992-2007 წლების აღმასკომის/საკრებულოს/მერიის სომხურ და აზერბაიჯანულენოვან დოკუმენტებში
არსებული ის მონაცემები, რომლებიც საჭიროა მიწის სისტემური რეგისტრაციისთვის, შეტანილია სპეციალურ
ფორმაში. დამუშავებულია 7 ქალაქის - ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, ბოლნისი, დმანისი, მარნეული
და წალკა - გადაწყვეტილებები.
აქტივობა 18.2.7
,,პრევენციული კომუნიკაციის” პროექტის ფარგლებში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების
შესახებ საინფორმაციო შეხვედრების გამართვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, მათ შორის,
სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
„პრევენციული კომუნიკაციის პროექტის“ ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების − ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის
სააღსრულებო ბიუროების აღმასრულებლებსა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის
სააღსრულებო პროცედურებისა და ფინანსურ დავებთან დაკავშირებული რისკების შესახებ საინფორმაციო
ხასიათის 5 შეხვედრა გაიმართა, კერძოდ:
შეხვედრა გაიმართა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებსა და მარნეულის №6 საჯარო
სკოლის დაახლოებით 30 მოსწავლეს/მასწავლებლებს (მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენლებს) შორის, სადაც განხილულ იქნა ფინანსური ვალდებულებების, ადმინისტრაციული
ჯარიმების და არასასურველი ვალისგან თავის დაცვის შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები;
სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლებმა ფინანსური ვალდებულებებისა და რისკების
შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების გაცნობის მიზნით შეხვედრები გამართეს შემდეგ
საგანმანათლებლო დაწესებულებებში:
−
−
ადიგენის რაიონი, სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლა (დამსწრეთა რაოდენობა: 25 მოსწავლე);
−
−
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (დამსწრეთა რაოდენობა: 60 სტუდენტი);
ქ. ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის №3 საჯარო სკოლა (დამსწრეთა რაოდენობა: 40
მოსწავლე);
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − კოლეჯი „ოპიზარი“ (დამსწრეთა რაოდენობა: 45 მონაწილე).
აქტივობა 18.2.8
სსიპ "აღსრულების ეროვნული ბიუროს" იმ თანამშრომლების გადამზადება შშმ პირებთან კომუნიკაციის
მიმართულებით, რომლებიც შესაძლოა იმყოფებოდნენ შშმ პირებთან კომუნიკაციაში
109
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს ოთხმა თანამშრომელმა გაიარა
ტრენინგი თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები“. აღსრულების ეროვნული
ბიუროს თანამშრომელთა აღნიშნული მიმართულებით გადამზადება პერმანენტულად მიმდინარეობს.
აქტივობა 18.2.9
სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ადმინისტრაციული ოფისის შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული
ტექნიკით სრულად აღჭურვა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
საჯარო სამართლის იურიდიული პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეისყიდა შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე ორიენტირებული ტექნიკური აღჭურვილობა (ბრაილის
პრინტერი, კლავიატურა და ეკრანი).
აქტივობა 18.2.10
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო სერვისის
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოში
- სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროში "თარჯიმნის" დანიშვნა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მიმდინარე აქტივობა
აქტივობა 18.2.11
კანონების აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმნა და ვებგვერდზე განთავსება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე"
საჯარო სამართლის იურიდიული პირმა − საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ თარგმნა და ვებგვერდზე
განათავსა 30 კანონი სომხურ ენაზე და 24 კანონი აზერბაიჯანულ ენაზე.
სომხურ ენაზე ნათარგმნია 65 საკანონმდებლო აქტი, ხოლო აზერბაიჯანულ ენაზე – 56 საკანონმდებლო აქტი.
ამასთანავე, UNDP-ის პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის
გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში 2024 წელს სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნა და
ვებგვერდზე განთავსდა დამატებით 7 კანონი.
აქტივობა 18.2.12
საინფორმაციო/ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების
შესახებ
პასუხისმგებელი უწყება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატი
110
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო
მინისტრის აპარატის ინიციატივითა და კოორდინირებით, განხორციელდა სახელმწიფო სერვისებისა და
პროგრამების შესახებ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომლის
ფარგლებში ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენელ მოსახლეობასთან, მათთვის გასაგებ ენაზე 60-მდე შეხვედრა გაიმართა.
კამპანიის ფარგლებში 170 სოფლის 3000-მდე ადგილობრივ მოსახლეს მიეწოდა ინფორმაცია
საგანმანათლებლო, სოციალური, ჯანდაცვის, ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, იურიდიული დახმარების
მიმართულებით არსებულ მექანიზმებზე, შესაძლებლობებსა და სახელმწიფო პროგრამებზე, ასევე სხვა
მნიშვნელოვან საკითხებზე
აქტივობა 18.2.13
გასვლითი საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში
ბეჭდური საინფორმაციო მასალის გავრცელება
ეთნიკური უმცირესობების ენებზე, მათ შორის, ბრაილის შრიფტით
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
გავრცელებულია 2500 საინფორმაციო ბეჭდური მასალა საქართველოს ყველა რეგიონში.
ეთნიკური უმცირესობებისთვის უფასო იურიდიული სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის
მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა გამართეს 20 შეხვედრა, რომელსაც
საერთო ჯამში 500-მდე ადამიანი
დაესწრო. ამ შეხვედრებზე დარიგდა საინფორმაციო თემატური
(იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მოზარდი და
დანაშაული, შრომის უფლებები, შშმ პირთა უფლებები) ტრიპლეტები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე საერთო რაოდენობით 2500 ცალი. სამსახურს არ დაუბეჭდავს და არ გაუვრცელებია ბრაილის შრიფტით
დაბეჭდილი ტრიპლეტები.
აქტივობა 18.2.14
შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე
მომზადებული როგორც ახალი, ასევე განახლებული ვიდეო ინსტრუქციების სურდო ენაზე თარგმნა და
საჯაროდ განთავსება
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - შემოსავლების სამსახური
2024 წელს სსიპ - შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განსათავსებლად მომზადებული/განახლებული
ვიდეო ინსტრუქციები ითარგმნა სურდო ენაზე და დაერთო თითოეულს (ჯამურად 9 ვიდეო ინსტრუქციიდან,
7 ვიდეო ინსტრუქცია). ვიდეო ინსტრუქციები განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://rs.ge/VideoInstructions.
ამოცანა 18.3
სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის
ინფორმაციაზე ხელისაწვდომობისა და საჯარო
პროცესებში მონაწილეობის გაუმჯობესებისა და
სრულფასოვანი სამოქალაქო თანასწორობის მისაღწევად
აქტივობა 18.3.1
ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების გატარება არაქართულენოვან საბავშვო
ბაღებში: სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა ბილინგვური მიდგომით
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
111
"ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა
ეროვნული
უმცირესობების სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში" ქვეპროგრამის ფარგლებში, ტრენინგმოდულით - "ადრეული ინკლუზიური განათლება'', ცენტრში მოქმედი "ინკლუზიური განათლების"
პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 73 სკოლამდელი ბილინგვური განათლების პროგრამის მონაწილე
(ნინოწმინდას მუნიციპალიტეტიდან 28 პირი, ახალქალაქიდან - 27, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან - 1 და
მარნეულის მუნიციპალიტეტიდან - 17). ტრენინგ-მოდული "ადრეული ინკლუზიური განათლება'' მოიცავს
40 საკონტაქტო საათს და ფარავს შემდეგ თემებს: ადრეული ინკლუზიური განათლების არსი, ღირებულებები,
უნივერსალური დიზაინი; ენობრივი, ფიზიკური, პერცეფციული, ინტელექტუალური და პერვაზიული
დარღვევების ძირითადი მახასიათებლები, დარღვევის მქონე ბავშვების თამაშის სპეციფიკა. მონაწილეები
ეცნობიან კონკრეტულ შემთხვევებს, მსჯელობენ ქცევითი და ემოციური რეგულაციის მხარდაჭერისა და
პოზიტიური კომუნიკაციის შესახებ, აანალიზებენ მშობლის როლს, ბავშვის ტრანზიციის პროცესს სახლიდან
ბაღში, ბაღიდან სკოლაში. ამავდროულად, ითვალისწინებენ განსაკუთრებული საჭიროების ფართო სპექტრს,
კულტურულ მრავალფეროვნებას, თემისა და თემში არსებულ რესურსებს.
ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ესტონეთის
საერთაშორისო განვითარების ცენტრისა (ESTDEV) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ ერთობლივი
პროექტის - "ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ადრეული ბილინგვური განათლება" - ფარგლებში, ბილინგვური
მასწავლებლების კომპეტენციების გაზრდის მიზნით, ესტონელი ექსპერტების მიერ ჩატარდა სასწავლო
ტრენინგები და ვებინარი როგორც პირისპირ, ისე ონლაინ. ტრენინგების/ვებინარის მიზანი იყო პროგრამაში
ჩართული მხარეების შესაძლებლობების გაზრდა, სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერება და
აღსაზრდელთა შედეგების გაუმჯობესება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და მჭიდრო
თანამშრომლობის გზით. ესტონელი ექსპერტები ესტუმრნენ ბილინგვურ პროგრამაში ჩართულ სკოლამდელ
დაწესებულებებს, ადგილზე შეისწავლეს სიტუაცია, დაესწრნენ ბილინგვური მასწავლებლების მიერ
განხორციელებულ
აქტივობებს
და
გაუზიარეს
საუკეთესო
პრაქტიკა
(იხ.
ბმულები:
https://estdev.ee/en/articles/early-steps-integration-bilingual-education-kindergartens-georgia;
https://www.facebook.com/unicefgeorgia/videos/1819592875476271).
პროგრამაში ჩართული ექსპერტების მიერ შემუშავდა მშობლიურენოვანი და ქართულენოვანი რესურსები:
გზამკვლევი მშობლიურენოვანი მასწავლებლებისათვის, რომელიც განკუთვნილია 3-4 წლიან და 4-5-წლიან
ასაკობრივ ჯგუფებში სამუშაოდ. სახელმძღვანელოში თავმოყრილი აქტივობები ითვალისწინებს ბავშვის
ჰოლისტურ განვითარებას. თითოეულ თემაში აქტივობები/თამაშები დაჯგუფებულია თემატური
მიმართულებების მიხედვით.
ქართულენოვანი რესურსების ნაკრები „ჩვენი სამყარო“
საგანმანათლებლო რესურსების ნაკრების – „ჩვენი სამყაროს“ კომპონენტებია:
1. საბავშვო მოთხრობები – საგანგებოდ შექმნილ მოთხრობათა სამი სერია. ყოველი სერია აერთიანებს
რვა მოთხრობას, რომელთაგან თითოეული ცალ-ცალკე წიგნადაა დაბეჭდილი. ილუსტრირებულ
მოთხრობებში ასახულია ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული სიტუაციები;
2. ილუსტრირებული ბარათების პაკეტი, რომელიც ხელს უწყობს ლექსიკის ძალდაუტანებლად და
თამაშ-თამაშით ათვისებას;
3. მოდულები – თითოეულ მოთხრობას თითო მოდული ახლავს, რომელიც წარმოადგენს გზამკვლევს
მრავალფეროვანი აქტივობებითა და თამაშებით. ისინი დაჯგუფებულია თემატური
მიმართულებების მიხედვით. თამაშები ხშირად უკავშირდება მოთხრობაში ასახულ ამბებს.
აქტივობა 18.3.2
112
ქართული ენის
სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების გატარება
არაქართულენოვან
სკოლებში/სექტორებზე: ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ბილინგვური მიდგომით საჯარო
არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე.
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებისა და დანერგვის
ხელშეწყობის მიზნით 169 სკოლაში დაწყებით საფეხურზე 5 საგანი (მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, მე და
საზოგადოება, სახვითი ხელოვნება და ჩვენი საქართველო) ინერგება ბილინგვურად, რაც გულისხმობს
შემდეგს:
ჩატარდა ყოველკვირეული ქოუჩინგი;
ორ საგანში (ბუნებისმეტყველებასა და მე და საზოგადოებაში) მოხდა პედაგოგიკური პრაქტიკის
კვლევის პილოტირება და ინსტრუმენტების შემუშავება პედაგოგიკური კვლევისთვის;
სამიზნე ჯგუფის უკუკავშირის საფუძველზე განახლდა აღნიშნულ 5 საგანში სასწავლო რესურსები,
ასევე შემუშავდა მეთოდიკური გზამკვლევი, შეფასების რუბრიკები;
ჩატარდა ორდღიანი კონფერენცია, სადაც ბილინგვური სწავლების სპეციალისტებმა ერთმანეთს
გაუზიარეს პრაქტიკის კვლევის შედეგები და საუკეთესო პრაქტიკის ნიმუშები. ღონისძიებას
ესწრებოდა 150-მდე პირი;
შედგა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის (მარნეული, გარდაბანი, დმანისი, ბოლნისი) სკოლების
ადმინისტრაციასთან, მშობლებთან და ბილინგვური სწავლების სპეციალისტებთან საინფორმაციო
სახის შეხვედრები;
გაიმართა საინფორმაციო სახის შეხვედრები უნივერსიტეტების (თელავის, თბილისის, ილიაუნისა და
ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტები) შესაბამისი ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის
სტუდენტებთან ბილინგვური განათლების პროგრამაში მათი ჩართვის მიზნით.
ბილინგვური სწავლების დანერგვის მიზნით, განახლდა/შემუშავდა, დაიბეჭდა და დარიგდა შემდეგი
სახის ბილინგვური საგანმანათლებლო რესურსები:
1. სახელმძღვანელოები:
სახვითი ხელოვნება, მე-2 კლასი(მასწავლებლის წიგნი მოსწავლის წიგნის, მოსწავლის რვეული);
მე და საზოგადოება, მე-3 კლასი (მასწავლებლის წიგნი მოსწავლის წიგნის, მოსწავლის რვეული);
ბუნებისმეტყველება, მე-3 კლასი (მასწავლებლის წიგნი მოსწავლის წიგნის, მოსწავლის რვეული);
2. დამატებითი საგანმანათლებლო რესურსები:
მათემატიკა, მე-2, მე-3 და მე-4 კლასებისთვის (მასწავლებლის გზამკვლევი და მოსწავლის სამუშაო
რვეულები);
მე და საზოგადოება, მე-4 კლასი (მასწავლებლის გზამკვლევი და მოსწავლის სამუშაო რვეულები);
სახვითი ხელოვნება, მე-3 და მე-4 კლასი (მასწავლებლის გზამკვლევი და მოსწავლის სამუშაო
რვეულები);
ბუნებისმეტყველება, მე-4 კლასი (მასწავლებლის გზამკვლევი და მოსწავლის სამუშაო რვეულები);
ჩვენი საქართველო, მე-5 და მე-6 კლასი (მასწავლებლის გზამკვლევი და მოსწავლის სამუშაო
რვეულები).
ამასთან, მიმდინარეობს ყოველკვირეული ქოუჩინგი ბილინგვური სწავლების სპეციალისტებისათვის. ამ
ეტაპისათვის გადამზადებულია 150-მდე სკოლის 400-მდე მასწავლებელი.
ამოცანა 18.4
თანასწორობის უფლების რეალიზების უზრუნველყოფა უმცირესობათა ჯგუფებისთვის, მათ შორის
ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, შშმ პირთა თანასწორობის უფლების რეალიზებისათვის;
113
აქტივობა 18.4.1
თანასწორობის უფლების შესახებ ტრენინგების ჩატარება საზოგადოების დაინტერესებული პირებისათვის,
მათ შორის, ეთნიკური ან/და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "საქართველოს იუსტიციის სასწავლო
ცენტრი"
ჩატარდა 6 ტრენინგი თანასწორობის უფლების საკითხებზე, მათ შორის, ოჯახში ძალადობასა და ქალთა
მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საკითხზე. ტრენინგების ნაწილი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე
გაიმართა. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 88 პირმა. ამასთანავე, თანასწორობის უფლების საკითხებზე 84
ტრენინგი ჩატარდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სკოლების 677 მასწავლებლისა და 960
მოსწავლისათვის.
აქტივობა 18.4.2
ტიპური განვითარებისა და სსსმ მოზარდების, მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების
წარმომადგენელი მოსწავლეების თანამშრომლობისა და სოციალიზაციის ხელშეწყობისთვის არაფორმალური
განათლების სასკოლო პროექტების განხორციელება.
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მოწყვლადი ჯგუფების (ბოშები, მესხები, შშმ და სსსმ მოსწავლეები) სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის
მიმართულებით საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში ხორციელდება სხვადასხვა
პროექტი. საანგარიშო პერიოდისთვის, პროექტის ფარგლებში ამუშავებულ კლუბებში, ჩართულია 400-მდე
მოსწავლე (ბენეფიციარები და მოხალისეები).
ეთნიკური უმცირესობების (ბოშა და მოლდაველი) მოსწავლეების სოციალიზაციისთვის 20 საჯარო სკოლაში
განხორციელდა სხვადასხვა პროექტი. პროგრამაში ჩართული სკოლების ადმინისტრაციასთან ჩატარდა
საინფორმაციო შეხვედრები. სკოლებში შედეგზე ორიენტირებული საქმიანობა განხორციელდა.
მიმდინარეობდა პროცესის მუდმივი მონიტორინგი როგორც დისტანციურად, ისე სკოლებში ვიზიტებით.
აქტივობა 18.4.3
შშმ პირთა ჩართულობით პანელური დისკუსიებისა და სხვა ცნობიერების ასამაღლებელი, მათ შორის, შშმ
პირთათვის სერვისების შესახებ ღონისძიებების ჩატარება
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
ჩატარდა 3 შეხვედრა.
1.
2.
2024 წლის 30 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ), გაიმართა იურიდიული
დახმარების სამსახურმა ჩაატარა შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემის
წარმომადგენლებთან, სადაც იმსჯელეს სამსახურის მანდატზე და საქმიანობაზე. ორგანიზაციების
წარმომადგენლებმა ისაუბრეს შშმ პირებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის
გაუმჯობესებისთვის და გამოკვეთეს რეკომენდაციები სამოქმედო გეგმის სათანადო
აღსრულებისთვის.
2024 წლის 2 აპრილს აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა შეხვედრა
რუსთავის დღის ცენტრ „კესანე“ - ში, სადაც შშმ ბავშვთა მშობლებთან ერთად იმსჯელეს
სამსახურის ჩართულობაზე იკურიდიული პრობლემატიკის მოგვარებსთან დაკავშირებით.
114
3.
2024 წლის 27-აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში „მაკ
ჯორჯიას და ზუგდიდის დამოუკიდებელი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი მომსახურების ინტერაქციული გამოფენა, რომელშიც
მონაწილეობდნენ შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები, შშმ პირთა მომსახურების გამწევი
ორგანიზაციები და სპეციალისტები, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა საკითხებით დაინტერესებული ფართო
საზოგადოება.
შესრულებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა განთავსებულია სამსახურის ვებგვერდზე: http://las.ge/ka/p/5/news
აქტივობა 18.4.4
შესაბამისი შეხვედრების ჩატარება ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ
რეგიონებში
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საანგარიშო პერიოდში თანასწორობის თემაზე კახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებში ჩატარებულია 6
შეხვედრა.
აქტივობა 18.4.5
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადება ეფექტური გამოძიების წარმოების მეთოდებში
ეროვნული და ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებში
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სსიპ - შსს აკადემიაში, 2024 წლის განმავლობაში, პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის
მოტივით ჩადენილი დანაშაულის თემატიკაზე, გადამზადდა 521 მსმენელი.
ასევე, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების თემაზე, მათ შორის,
ეროვნული და ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით
გადამზადდა შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 370-მდე თანამშრომელი.
2024 წლის 3-4 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენინგი - „დისკრიმინაციასთან ბრძოლა
და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამოძიება: ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს სტანდარტები“. ტრენინგს დაესწრო სამინისტროს 22 წარმომადგენელი. ტრენინგის თემატიკა
ასევე მოიცავდა ეროვნული და ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის საკითხებს.
2024 წლის 19-22 ივნისს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით სამინისტროს 3 წარმომადგენელი იმყოფებოდა
სასწავლო ვიზიტით სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში. აღნიშნული სწავლების თემატიკა
ასევე მოიცავდა ეროვნული და ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის საკითხებს.
ამოცანა 18.5
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე მსხვერპლზე ორიენტირებული
რეაგირების გაუმჯობესება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების
გათვალისწინებით;
115
აქტივობა 18.5.1
დისკრიმინაციის, მათ შორის, რასობრივი დისკრიმინაციის თემაზე მოსამართლეთათვის ტრენინგების
ჩატარება
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა
„დისკრიმინაციის აკრძალვა, შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები“- ჩატარდა 1 ტრენინგი,
დაესწრო 1 მოსამართლე და 14 მოხელე.
აქტივობა 18.5.2
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით ეროვნული
სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობის ანალიზი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
პრაქტიკასთან. დისკრიმინაციის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკის
მოძიება და თარგმნა.
პასუხისმგებელი უწყება: უზენაესი სასამართლო
საანგარიშო პერიოდში მოძიებულ და შესწავლილ იქნა 2024 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული
185 გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებს.
კვლევა დასრულდება ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებულ ვადაში და მასში განხილულ იქნება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები და
საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში.
აქტივობა 18.5.3
მოსამართლეთა გადამზადება სექსუალური შევიწროვების საკითხებზე
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა
„სქესობრივი დანაშაული”- ჩატარდა 2 ტრენინგი ,დაესწრო 5 მოსამართლე და 14 მოხელე.
აქტივობა 18.5.4
სექსუალური შევიწროების საქმეებზე ეროვნული სასამართლო პრაქტიკის განზოგადება და ანალიზი
საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გათვალისწინებით
პასუხისმგებელი უწყება: უზენაესი სასამართლო
საანგარიშო პერიოდში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების მიერ მომზადდა
და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა კვლევა თემაზე სექსუალური შევიწროება საზოგადოებრივ ადგილებში (საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკის
ანალიზი). დამატებით, 2024 წელს მომზადდა სტატია თემაზე - „სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება
(საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების, საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობისა და
სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა), რომელშიც განხილულია სექსუალური შევიწროება, როგორც სქესის
ნიშნით დისკრიმინაცია და გაანალიზებულია საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობა და საერთაშორისო
სასამართლოების პრაქტიკა. სტატია გამოქვეყნებულია ჟურნალში - “მართლმსაჯულება და კანონი“.
აქტივობა 18.5.5
116
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლის სამართლის
საქმეთა შესწავლა და ანალიზი, მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში,
სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება/განახლება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში
მომზადდა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების 2023 წლის სისხლის სამართლის საქმეთა
ანალიზი. სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის საფუძველზე, საქართველოს გენერალური
პროკურორის ბრძანებით დამტკიცდა, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში პროკურორებისა და
პროკურატურის გამომძიებლებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელო მითითება - „შეუწყნარებლობით
მოტივირებული დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი
ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ“.
აქტივობა 18.5.6
„დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით
სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა და გამოქვეყნება
ჩადენილი
დანაშაულის
სეგრეგირებული
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
საქართველოს უზენაესი სასამართლო; სსიპ - საქსტატი; სპეციალური საგამოძებო სამსახური.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას, სპეციალური საგამოძიებო
სამსახურს, უზენაეს სასამართლოსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატი) შორის გაფორმებული
მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი
დანაშაულის შესახებ მონაცემთა ერთიანი სისტემის შესაქმნელად გაფორმდა, 2024 წელს გამოქვეყნდა 2023
წლის სტატისტიკური მონაცემები.
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და
ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი და სეგრეგირებული სტატისტიკური
მონაცემები, ქართულ და ინგლისურ ენებზე, საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე:
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/680/diskriminatsiis-nishnit-sheutsqnareblobis-motivit-chadenilidanashaulis-statistika
საქართველოს პროკურატურას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის
გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, 2024 წლის 1 მარტს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის ვებ-გვერდზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნდა დისკრიმინაციის ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სრული - 2023 წლის სტატისტიკური მონაცემები.
2024 წლის მონაცემები დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების
თაობაზე გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე.
ცალკეული სამოხელეო დანაშაულების პრევენციის სპეციალური საბჭოს მისიის - არასათანადო მოპყრობის
წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი პოლიტიკითა და ნაყოფიერი თანამშრომლობის გზით განხორციელების
უზრუნველსაყოფად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
გააფორმა საქართველოს პროკურატურასთან, იუსტიციის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა
და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. სპეციალური საგამოძიებო სამსახური სისტემატურად
117
აღრიცხავს „დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის“ სეგრეგირებულ
სტატისტიკურ მონაცემებს, რომელთაც შემდგომ სამუშაო შეხვედრების ფარგლებში უზიარებს ზემოხსენებულ
მემორანდუმზე ხელმომწერ სამართალდამცავ უწყებებს, რა დროსაც ხორციელდება მიღწეული შედეგების
ანალიზი და იგეგმება განსახორციელებელი შემდგომი ნაბიჯები. აღნიშნული ხელს უწყობს უწყებებს შორის
თანამშრომლობის ზრდას და კოორდინირებულ მოქმედებას აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის
წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაში.
აქტივობა 18.5.7
პრევენციული ღონისძიებების განხორციელება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და დისკრიმინაციის
ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის აღმოფხვრის მიზნით
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა მეექვსე წელია აქტიურად მონაწილეობს ევროპის საბჭოს ცნობიერების
ამაღლების კამპანიაში „მე ვირჩევ თანასწორობას“. 2024 წლის 21-23 ივნისს, სპეციალიზებულმა პროკურორებმა
და პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა მონაწილეობა მიიღეს ,,Tbilisi Open Air“ის ფესტივალში. ფესტივალზე დამსწრე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროკურატურის
წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია მიაწოდეს შეუწყნარებლობით მოტივირებულ
დანაშაულებზე პროკურატურის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ.
აქტივობა 18.5.8
პროკურორთა/ პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება დისკრიმინაციის ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი
დევნის საკითხებზე
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი
გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე, პროკურორთა და პროკურატურის
გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 3 სასწავლო აქტივობა განხორციელდა. შედეგად,
პროკურატურის 49 თანამშრომელი გადამზადდა. კერძოდ სასწავლო აქტივობები მოიცავდა შემდეგ
მიმართულებებს: ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, HELP-ის პროგრამის 3 თვიან სასწავლო კურსს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და სიძულვილის ენა და საქართველოს პროკურატურისა და
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობით, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა
მკვლელობების (ფემიციდი) ეფექტიანი გამოძიებისა
და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ
პროკურორებისა და პროკურატურის მენეჯერების ორი ჯგუფისთვის ტრენინგებს;
გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა ორთვიანი მოსამზადებელი ინტენსიური სასწავლო
კურსის ფარგლებში, სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის
მოტივით ჩადენილი დანაშაულების საკითხებზე პროკურატურის 50 სტაჟიორი, მათ შორის 43 სტაჟიორპროკურორი და 7 სტაჟიორ-გამომძიებელი გადამზადდა.
აქტივობა 18.5.9
შსს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის საჭიროებისამებრ ჩართვა (მშობლიურ ენაზე
ინფორმაციის მიწოდება საჭიროების შემთხვევაში) სისხლის სამართლის იმ საქმეებში, რომლებშიც
დანაშაული ჩადენილია ეთნიკური ნიშნით
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
118
საანგარიშო პერიოდში, შსს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ჩართულობის
საჭიროება არ დაიდენტიფიცირებულა, იმ სისხლის საქმეებში, რომლებშიც დანაშაული ჩადენილი იყო
ეთნიკური ნიშნით
აქტივობა 18.5.10
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელთა სპეციალიზაცია დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ
დანაშაულებში
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2023 წლის სექტემბრიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამომძიებელთა
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ორგანიზების წესი დამტკიცდა, რის შესაბამისადაც, ადამიანის
უფლებების დაცვის დეპარტამენტის ჩართულობით, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
აკადემიაში, მიმდინარეობს გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა. სამინისტრო,
დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირებისა და გამოძიების ხარისხის
გაუმჯობესების მიზნით, გეგმავს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამომძიებელთა
კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსების ფარგლებში, გამომძიებელთა გადამზადებას, დისკრიმინაციული
ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების თემატიკაზე.
აქტივობა 18.5.11
შსს კოორდინატორების გადამზადება დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2024 წლის განმავლობაში შსს მოწმისა და დაზარალებულის 9 კოორდინატორი გადამზადდა ფსიქოლოგიურ
ასპექტებზე, რომელიც მოიცავდა ასევე დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთან
კომუნიკაციის სტანდარტებს.
აქტივობა 18.5.12
საზოგადოებრივი ადვოკატებისა და სამსახურის ფსიქოლოგების პროფესიული გაძლიერება თემატურ
საკითხებზე
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
ჩატარებულია 26 თემატური ტრენინგი
1.
2024 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ
გაიმართა 3 ტრენინგი თემაზე - ,,ბავშვის მშობლისგან განცალკევების დაუშვებლობა’’. გადამზადდა
იურიდიული დახმარების სამსახურის 18 თანამშრომელი
2.
2024 წელს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ჩატარდა 5 ტრენინგი თემაზე
- ,,შრომითი სამართლის საკითხები’’. გადამზადდა იურიდიული დახმარების სამსახურის 46
თანამშრომელი.
3.
2024 წელს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ჩატარდა 3 ტრენინგი თემაზე
- ,,სასესხო ურთიერთობის სამართლებრივი რეგულირება მატერიალური და პროცესუალური ასპექტები’’.
გადამზადდა იურიდიული დახმარების სამსახურის 18 თანამშრომელი.
119
4.
2024 წელს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ჩატარდა 3 ტრენინგი თემაზე
- ,,მიწის რეგისტრაციის საკითხები’’. გადამზადდა იურიდიული დახმარების სამსახურის 12
თანამშრომელი.
5.
2024 წელს, ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL)
და ფლორიდის შტატის მაიამი-დეიდის ოლქის ადვოკატების ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით,
ჩატარდა 2 ტრენინგი თემაზე - ,,ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უნარ-ჩვევები’’. გადამზადდა
იურიდიული დახმარების სამსახურის 14 თანამშრომელი.
6.
2024 წელს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის
მხარდაჭერით, ჩატარდა 3 ტრენინგი თემაზე - ,,კონფლიქტის მართვა და მედიატორის უნარ-ჩვევები’’.
გადამზადდა იურიდიული დახმარების სამსახურის 56 თანამშრომელი.
7.
2024 წელს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით, ჩატარდა 1
ტრენინგი თემაზე - ,,მოქალაქეობის არქონის საკითხები’’. გადამზადდა იურიდიული დახმარების
სამსახურის 6 თანამშრომელი.
8.
2024 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერით, ჩატარდა 1 ტრენინგი თემაზე
- ,, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგი და საქართველოს კონტექსტი''. გადამზადდა
იურიდიული დახმარების სამსახურის 23 თანამშრომელი.
9.
2024 წელს, იურიდული დახმარების სამსახურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს
(INL) თანამშრომლობის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადვოკატთა ასოციაციის
წარმომადგენლებისთვის გაიმართა 1 ტრენერთა ტრენინგი თემაზე - ,,ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
უნარ-ჩვევები’’. გადამზადდა იურიდიული დახმარების სამსახურის 7 თანამშრომელი.
10. 2024 წელს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ჩატარდა 1 ტრენინგი თემაზე
-,,საერთაშორისო სამართალწარმოება’’. გადამზადდა იურიდიული დახმარების სამსახურის 22
თანამშრომელი.
11. 2024 წელს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ჩატარდა 3 ტრენინგი თემაზე
,,შენობა-ნაგებობებზე უფლების რეგისტრაციის საკითხები’’. გადამზადდა იურიდიული დახმარების
სამსახურის 11 თანამშრომელი.
შესრულებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა შეგიძლიათ ვრცლად იხილოთ
სამსახურის ვებ-გვერდზე: http://las.ge/ka/p/5/news
ამოცანა 18.6
თანასწორობის უფლებისა და შემწყნარებლობის ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა;
აქტივობა 18.6.1
დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის
მიწოდება შეხვედრების გზით.
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
120
საანგარიშო პერიოდში, შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცნობიერების
ასამაღლებელი შეხვედრები გამართეს შიდა ქართლის: ზერტის, ბერუშეთის, კირბალის, ხურვალეთის,
წითელუბნის, შავშვების, ტირძნისის, ტყვიავის, ზემო ნიქოზის, მერეთისა და გუგუთიანთკარის ადგილობრივ
მოსახლეობასთან.
შეხვედრებზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის,
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე.
აქტივობა 18.6.2
მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის (DE&I) საკითხების კონცეპტუალიზაცია
ინტეგრირება თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სისტემაში
და
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მიმდინარეობს მუშაობა ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის პროექტზე, რომლის მიზანია
დამსახურებაზე დაფუძნებული ადამიანური რესურსების მართვის სისტემის შემდგომი განვითარება,
მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიური ორგანიზაციული გარემოს უზრუნველყოფით.
DE&I სახელმძღვანელოს შემუშავების მიზნით, მიმდინარეობს საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა.
შემუშავებულია სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების დამუშავების წესი. განსაზღვრული
პერიოდულობით მუშავდება სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემები და მზადდება ანგარიშები
შშმ პირთა ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, 2025 წლიდან გათვალისწინებულია შესაბამისი
ტრენინგების/სემინარების ორგანიზება თანამშრომლებისთვის (სამიზნე ჯგუფების მიხედვით).
აქტივობა 18.6.3
დისკრიმინაციის ფორმების შესახებ საინფორმაციო ვიდეოების შექმნა და გავრცელება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "საქართველოს იუსტიციის სასწავლო
ცენტრი"
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის Faceboook-გვერდზე
განთავსებულია 5 ვიდეორგოლი დისკრიმინაციის ფორმების შესახებ.
აქტივობა 18.6.4
თანასწორობისა და ინკლუზიის შესახებ საბაზისო ტრენინგ-მოდულის შექმნა და მოსწავლეებისთვის
ტრენინგების ციკლის გამართვა საქართველოს მასშტაბით
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "საქართველოს იუსტიციის სასწავლო
ცენტრი"
აღნიშნულ საკითხზე 84 ტრენინგი ჩატარდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სკოლებში, რომლებშიც
მონაწილეობა მიიღო 960-მა მოსწავლემ.
აქტივობა 18.6.5
121
დეზინფორმაციის/პროპაგანდის თემებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ეთნიკური უმცირესობებით
მჭიდროდ დასახლებული რეგიონების წარმომადგენლებისთვის (პედაგოგები, საჯარო მოხელეები,
ახალგაზრდები, ქალები) საინფორმაციო სემინარის ჩატარება
პასუხისმგებელი უწყება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატი
ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის
რეგიონებში მცხოვრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის (საჯარო მოხელეები, პედაგოგები, სკოლის
დირექტორები, ქალები, ახალგაზრდები, სოციალური მუშაკები და ექიმები), წარმომადგენელთა (70- მდე
ახალგაზრდა) მონაწილეობით გაიმართა „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა“ (3 ნაკადი). სემინარების
მონაწილეებმა ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მიიღეს სახელმწიფოს მიერ ეთნიკური
უმცირესობების ახალგაზრდებისთვის დანერგილი მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ, ასევე ისეთ
აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა სამოქალაქო თანასწორობა, დეზინფორმაცია და პროპაგანდა,
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მედია-წიგნიერება, ახალგაზრდული
ლიდერობა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში, ქალთა უფლებები და თავისუფლებები, გენდერული
თანასწორობა და სხვა.
აქტივობა 18.6.6
გასვლითი საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება შემდეგ საკითხებზე: „დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნიშნების მიხედვით". "დისკრიმინაციის
დაუშვებლობა, ტოლერანტობა, თანასწორუფლებიანობა, ბულინგის აკრძალვა"
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
2024 წლის განმალობაში, სულ ჩატარდა 78
შეხვედრა, სადაც მოსახლეობასთან განხილული იყო
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნიშნების
მიხედვით". "დისკრიმინაციის დაუშვებლობა, ტოლერანტობა, თანასწორუფლებიანობა, ბულინგის აკრძალვა"
და სხვა.
შესრულებული
აქტივობების
http://las.ge/ka/p/5/news
შესახებ
ვრცელი
ინფორმაცია
განთავსებულია
ვებ-გვერდზე:
ამოცანა 18.7
სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში უმცირესობათა მონაწილეობის
ხელშეწყობა.
აქტივობა 18.7.1
ე.წ. "1+4 სტაჟირების პროგრამის" განხორციელება
პასუხისმგებელი უწყება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატი
2024 წლის 2 აგვისტოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატმა "ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით" („1+4 პროგრამა“)
მოსარგებლე პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების პროგრამაზე მიღება გამოაცხადა.
წარმოდგენილი (50-ზე მეტი) განაცხადებიდან მხოლოდ 2 კანდიდატმა დააკმაყოფილა კონკურსით
განსაზღვრული მოთხოვნები, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ სტაჟირება გაევლოთ შერიგებისა და
122
სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.
აქტივობა 18.7.2
ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების ახალგაზრდებთან
საგანმანათლებლო შეხვედრების გამართვა
კულტურულ-
პასუხისმგებელი უწყება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატი
სახელმწიფო მინისტის აპარატის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მოძღვნილი
ღონისძიებების ფარგლებში სამცხე-ჯავახეთისა (ქ. ახალქალაქი) და ქვემო ქართლის (ქ. მარნეული)
რეგიონებში განხორციელდა მასშტაბური ღონისძიებები, რაც ითვალისწინებდა გასართობი და შემეცნებითი
სივრცეების მოწყობას მრავალფეროვანი კომპონენტებით, მათ შორის თემატური სტენდები და შემეცნებითი
გამოფენები, სპორტული აქტივობები, ახალგაზრდული ღონისძიებები, საბავშვო სპექტაკლები და
წარმოდგენები. გაიმართა საუბრები და დისკუსიები ახალგაზრდებთან. წლის განმავლობაში სახელმწიფო
მინისტრის აპარატის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართული ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ
დასახლებულ მუნიციპალიტეტებში გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში (5
ღონისძიება). ზემოაღნიშნული ღონისძიებების ბენეფიციართა უმრავლესობას (დაახლოებით 85%)
ახალგაზრდები წარმოადგენდნენ
აქტივობა 18.7.3
ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში სოციალურეკონომიკურ პროგრამებსა და სერვისებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრების გამართვა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში"
2024 წლის განმავლობაში, კახეთის რეგიონულ საკონსულტაციო ცენტრში, გაიმართა რეგიონის ბიზნეს
სექტორთან ერთი საინფორმაციო შეხვედრა ექსპორტის მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ, რომელსაც 30
მონაწილე დაესწრო.
მიზანი 19 - სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მოსახლეობის სრულფასოვანი და თანასწორი
მონაწილეობის ხელშეწყობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ცენტრალურ და ადგილობრივ
დონეებზე მონაწილეობის უზრუნველყოფა.
ამოცანა 19.2
მოწყვლადი ჯგუფების თანასწორი მონაწილეობის უზრუნველყოფა საარჩევნო პროცესებში.
აქტივობა 19.2.1
ცესკოს საინფორმაციო ვიდეორგოლების მომზადება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ მომზადდა
საინფორმაციო ვიდეორგოლები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისთვის შეთავაზებული სერვისების
123
შესახებ, ითარგმნა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე და განთავსდა ცესკოს ვებგვერდზე, YouTube არხზე და
რეგიონულ ტელევიზიებში. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამის პლატფორმებზე.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის როგორც აზერბაიჯანულ, ასევე, სომხურ ენებზე ითარგმნა 21
ვიდეორგოლი. ნათარგმნი ვიდეორგოლები იხილეთ ბმულებზე:
●
●
აზერბაიჯანულენოვანი ვიდეორგოლები - https://shorturl.at/H3kUv
სომხურენოვანი ვიდეორგოლები - https://shorturl.at/r4xCt
ნათარგმნი ვიდეორგოლები საარჩევნო პერიოდში გავრცელდა შემდეგ რეგიონულ ტელევიზიებში:
●
●
●
●
„რადიო-ტელევიზია ფარვანა“ - სომხურ ენაზე
„ტელერადიო კომპანია ატვ-12“ - სომხურ ენაზე
„ტელეკომპანია მარნეული ტვ“- აზერბაიჯანულ ენაზე
„შპს ტოკ ტვ“ - სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე
ასევე, აუდიო რგოლები ვრცელდებოდა რადიო „ნორის“ საშუალებით, როგორც სომხურ, ისე, აზერბაიჯანულ
ენებზე. ამასთანავე, აღნიშნული ვიდეორგოლები საზოგადოებისთვის ასევე ხელმისაწვდომი იყო
საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმებზე:
➢ www.1tv.ge/am
➢ https://www.tiktok.com/@arachinalik
➢ www.1tv.ge/az
➢ https://www.tiktok.com/@birincikanal
აქტივობა 19.2.2
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო
დოკუმენტაციისა და სხვა საინფორმაციო მასალების სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნა/გავრცელება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო
ფონდის (IFES) მხარდაჭერით ითარგმნა:
ორი ტიპის საარჩევნო დოკუმენტაცია
➢ საარჩევნო ბიულეტენი (ქართულ-სომხურ, ქართულ-აზერბაიჯანულ, ხოლო შერეულ საარჩევნო
უბნებზე ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ ენებზე);
➢ ამომრჩეველთა ერთიანი სია (ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე).
ხუთი ტიპის საინფორმაციო მასალა
➢
➢
➢
➢
ბიულეტენის შევსების წესი;
საინფორმაციო პოსტერები;
საინფორმაციო ფლაერები;
მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევები მარტივად წასაკითხ
ფორმატში;
➢ ბროშურა ,,არჩევნებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა თანაბარი
მონაწილეობა“.
ნათარგმნი ბიულეტენის შევსების წესი, საარჩევნო უბნებზე განთავსების მიზნით მომზადებული
საინფორმაციო პოსტერები და ფლაერები იხილეთ ბმულებზე:
124
სომხურენოვანი - https://shorturl.at/ilxFe
აზერბაიჯანულენოვანი - https://shorturl.at/Irlfy
მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობის აზერბაიჯანულენოვანი გზამკვლევები მარტივად
წასაკითხ ფორმატში იხილეთ ბმულებზე:
არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი მარტივად წასაკითხ ფორმატში - ელექტრონული
ტექნოლოგიების გამოყენებით - https://shorturl.at/weQHg
არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი მარტივად წასაკითხ ფორმატში - ტრადიციული წესით https://shorturl.at/8ATAu
მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობის სომხურენოვანი გზამკვლევები მარტივად
წასაკითხ ფორმატში იხილეთ ბმულებზე:
არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი მარტივად წასაკითხ ფორმატში - ელექტრონული
ტექნოლოგიების გამოყენებით - https://shorturl.at/wSkgP
არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი მარტივად წასაკითხ ფორმატში - ტრადიციული წესით https://shorturl.at/yzz50
სომხურენოვანი ბროშურა ,,არჩევნებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა თანაბარი
მონაწილეობა“ იხილეთ ბმულზე - https://shorturl.at/a7Hua
აზერბაიჯანულენოვანი ბროშურა ,,არჩევნებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა
თანაბარი მონაწილეობა“ იხილეთ ბმულზე - https://shorturl.at/B6kU3.
რაც შეეხება, საარჩევნო დოკუმენტაციისა და საინფორმაციო მასალების გავრცელების გზებს,
ზემოთხსენებული საარჩევნო დოკუმენტაცია, ბიულეტენის შევსების წესი და კენჭისყრაში მონაწილეობის
ამსახველი პოსტერი განთავსებული იყო საარჩევნო უბნებზე. ხოლო, ნათარგმნი საინფორმაციო მასალები,
საჭიროების შესაბამისად, გავრცელდა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში
ჩატარებული ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების
საკითხებზე მომუშავე ჯგუფისა და სხვადასხვა ჩართულ მხარესთან გამართული შეხვედრების
მიმდინარეობისას.
ზემოთაღნიშნულის გარდა, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირების მიზნით ცესკოს ვებგვერდზე, ბანერში „ინფორმაცია
ეთნიკური უმცირესობებისთვის“ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე განთავსდა ინფორმაცია:
➢ ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების გადამოწმების შესახებ;
➢ 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების შესახებ;
➢ არჩევნებისთვის
რეგისტრირებული
საერთაშორისო
და
ადგილობრივი
დამკვირვებელი
ორგანიზაციებისა და აკრედიტებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ.
➢ აზერბაიჯანულენოვანი ბანერი იხილეთ ბმულზე - https://shorturl.at/knWJC
➢ სომხურენოვანი ბანერი იხილეთ ბმულზე - https://shorturl.at/HwR3H
რაც შეეხება სასწავლო მასალას, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და საარჩევნო
სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი) 2024 წლის 26
ოქტომბრის არჩევნებისთვის, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და ელექტრონული
ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე კენჭისყრის ჩატარების პროცედურულ სიახლეებზე საარჩევნო
კომისიების წევრების და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირის ინფორმირების ხელშეწყობის მიზნით,
2024 წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში, შეიმუშავა შესაბამისი სახელმძღვანელო და სამახსოვრო
ინსტრუქციები.
125
საარჩევნო ინფორმაციაზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, შემუშავებული მასალა
გამოქვეყნდა ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე:
➢ სახელმძღვანელო ინსტრუქციები ხელმისაწვდომია ბმულზე - bit.ly/42Jbn6A
➢ სამახსოვრო ინსტრუქციები წარმოდგენილია ბმულზე - https://bit.ly/4jF7qpD
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, ზემოაღნიშნული რესურსი ითარგმნა ეთნიკური
უმცირესობების ენებზე (სომხური და აზერბაიჯანული ენები), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის
(IFES) მხარდაჭერით.
სახელმძღვანელო და სამახსოვრო ინსტრუქციები მატერიალური ფორმით გადაეცათ საოლქო/საუბნო
საარჩევნო კომისიების წევრებს, ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე 4
ჯგუფის წარმომადგენლებს, ასევე, არჩევნებზე რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებელი
ორგანიზაციების და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათი მოთხოვნის შესაბამისად.
აქტივობა 19.2.3
ინფორმირების კამპანიის - "ვესაუბრებით ამომრჩევლებს" განხორციელება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის,
საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო ფართომასშტაბიანი ინფორმირების
კამპანიის განხორციელება.
ინფორმირების კამპანიის ფარგლებში განხორციელდა 5 000-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა და ინფორმაცია
მიეწოდა 600 000- ზე მეტ ამომრჩეველს. შეხვედრები ჩატარდა სახელმწიფო, კერძო და საგანმანათლებლო
დაწესებულებებში, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. კამპანიამ მოიცვა:
·
მუნიციპალური დაწესებულებები- 80 000-მდე ამომრჩეველი;
·
20 მეტროსადგური- 30 000-მდე ამომრჩეველი;
·
იუსტიციის სახლის 27 ფილიალი-23 000-მდე ამომრჩეველი;
·
საგანმანათლებლო რესურსცენტრები-18 000-მდე ამომრჩეველი;
·
საჯარო უწყებები-100 000-მდე ამომრჩეველი;
·
ბიზნესსექტორი-30 000-მდე ამომრჩეველი;
·
სხვა უწყებები 30 000-მდე ამომრჩეველი;
·
საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება- 44 000-მდე ამომრჩეველი ;
·
იმიტირებული კენჭისყრა-123 000-მდე ამომრჩეველი.
ინფორმირების კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებული ძალისხმევა იქნა გაწეული ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირებისთვის, ინფორმირების კამპანიის ფარგლებში ეთნიკური
უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ჩატარდა შემდეგი შეხვედრები:
ბიზნეს სექტორის
o გარდაბანი - 7 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 502 პოტენციური ამომრჩეველი;
o მარნეული - 6 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 390 პოტენციური ამომრჩეველი;
o ბოლნისი - 14 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 1313 პოტენციური ამომრჩეველი;
o წალკა - 2 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 23 პოტენციური ამომრჩეველი;
o თეთრწყარო - 1 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 30 პოტენციური ამომრჩეველი;
o ახალციხე - 1 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 139 პოტენციური ამომრჩეველი;
o ახალქალაქი - 3 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 431 პოტენციური ამომრჩეველი;
o ნინოწმინდა - 5 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 285 პოტენციური ამომრჩეველი;
o ლაგოდეხი - 1 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 42 პოტენციური ამომრჩეველი.
126
ბაღების გაერთინება
o გარდაბანი - 7 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 561 პოტენციური ამომრჩეველი;
o მარნეული - 2 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 85 პოტენციური ამომრჩეველი.
ყრუთა კავშირის ფილიალი
o მარნეული - 1 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 32 პოტენციური ამომრჩეველი.
სხვადასხვა საჯარო უწყება
o ნინოწმინდა - 2 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 32 პოტენციური ამომრჩეველი;
o ახალქალაქი - 9 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 417 პოტენციური ამომრჩეველი;
o ახალციხე - 10 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 275 პოტენციური ამომრჩეველი;
o ბოლნისი - 5 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 63 პოტენციური ამომრჩეველი;
o გარდაბანი - 3 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 32 პოტენციური ამომრჩეველი;
o დმანისი - 2 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 16 პოტენციური ამომრჩეველი;
o თეთრწყარო - 5 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 61 პოტენციური ამომრჩეველი;
o თელავი - 10 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 139 პოტენციური ამომრჩეველი;
o ლაგოდეხი - 5 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 63 პოტენციური ამომრჩეველი;
o მარნეული - 7 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 93 პოტენციური ამომრჩეველი;
o საგარეჯო - 2 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 76 პოტენციური ამომრჩეველი;
o წალკა - 4 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 33 პოტენციური ამომრჩეველი.
ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები
o
o
o
o
o
o
o
o
o
o
o
o
o
o
o
o
o
o
o
o
o
o
o
o
წალკა - 2 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 89 პოტენციური ამომრჩეველი;
ახალქალაქი - 2 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 78 პოტენციური ამომრჩეველი;
ახალციხე - 4 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 247 პოტენციური ამომრჩეველი;
ბოლნისი - 10 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 393 პოტენციური ამომრჩეველი;
დმანისი - 1 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 34 პოტენციური ამომრჩეველი;
თეთრწყარო - 4 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 86 პოტენციური ამომრჩეველი;
თელავი - 2 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 88 პოტენციური ამომრჩეველი;
ლაგოდეხი - 3 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 71 პოტენციური ამომრჩეველი;
მარნეული - 6 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 195 პოტენციური ამომრჩეველი;
ნონოწმინდა - 3 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 72 პოტენციური ამომრჩეველი;
საგარეჯო - 12 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 361 პოტენციური ამომრჩეველი.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“
წალკა - 1 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 25 პოტენციური ამომრჩეველი;
ახალქალაქი - 1 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 17 პოტენციური ამომრჩეველი;
ახალციხე - 1 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 18 პოტენციური ამომრჩეველი;
ბოლნისი - 1 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 21 პოტენციური ამომრჩეველი;
გარდაბანი - 1 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 15 პოტენციური ამომრჩეველი;
დმანისი - 1 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 19 პოტენციური ამომრჩეველი;
თეთრიწყარო - 1 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 15 პოტენციური ამომრჩეველი;
თელავი - 2 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 48 პოტენციური ამომრჩეველი;
ლაგოდეხი - 1 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 21 პოტენციური ამომრჩეველი;
მარნეული - 1 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 30 პოტენციური ამომრჩეველი;
ნინოწმიდა - 1 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 12 პოტენციური ამომრჩეველი;
საგარეჯო - 1 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 20 პოტენციური ამომრჩეველი.
127
სოკარ ენერჯი ჯორჯია
o
o
o
o
ლაგოდეხი - 1 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 19 პოტენციური ამომრჩეველი;
დმანისი - 1 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 14 პოტენციური ამომრჩეველი;
მარნეული - 2 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 47 პოტენციური ამომრჩეველი;
ბოლნისი - 2 შეხვედრა, შეხვედრას დაესწრო 43 პოტენციური ამომრჩეველი.
ინფორმირების კამპანიის განხორციელებისას ძირითადი აქცენტი გაკეთდა მოქალაქეებისა და საარჩევნო
პროცესში ჩართული მხარეების ინფორმირებაზე არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა
და მათთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ. შეხვედრებს ატარებდნენ ცესკოს აპარატისა და საოლქო
საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები ქართულ ენაზე, საჭიროების შემთხვევაში საოლქო საარჩევნო
კომისიების
წევრებს
შესაძლებლობა
ჰქონდათ
ეთნიკური
უმცირესობების
წარმომადგენელი
ამომრჩევლებისათვის ინფორმაცია მიეწოდებინათ მათთვის გასაგებ ენებზე.
აქტივობა 19.2.4
საარჩევნო სამართლის სასწავლო კურსში
სტუდენტების გადამზადება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ახალციხის)
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
სწავლების ცენტრმა, 2023 და 2024 წლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ
ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის III-IV კურსის სტუდენტებისთვის განახორციელა საავტორო
პროგრამა საარჩევნო სამართლის დარგში. საანგარიშო პერიოდში სასწავლო პროგრამაში ჯამში
მონაწილეობა მიიღო 243 სტუდენტმა (ქალი - 137, კაცი - 106).
საავტორო პროგრამა უნივერსიტეტის სასწავლო ბადეში გათვალისწინებულია არჩევით საგნად და
იკითხება სასწავლო წლის გაზაფხულის ან/და შემოდგომის სემესტრში. სილაბუსის შესაბამისად,
პროგრამას მინიჭებული აქვს 5 კრედიტი, მოიცავს 125 საათს, მათ შორის: 15 საათი - ლექცია; 30 საათი სემინარი/სამუშო ჯგუფებში მუშაობა; 2 საათი - შუალედური გამოცდა; 2 საათი - დასკვნითი გამოცდა; 76
საათი - სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობა. ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა საშუალოდ შეადგენს
30 მონაწილეს.
სასწავლო სილაბუსის მიხედვით, იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
ეცნობიან არჩევნებთან დაკავშირებულ შიდასახელმწიფოებრივ რეგულაციებს და საერთაშორისო
საარჩევნო პრაქტიკას. სასწავლო პროგრამა თანამედროვე სწავლების სტრატეგიას ეფუძნება, ყურადღება
ეთმობა სტუდენტების როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკაში პროფესიული უნარ-ჩვევების
დახვეწას. სტუდენტების სამუშაო ჯგუფებში მუშაობა მათ შორის მოიცავს საარჩევნო დავებზე
იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვას. ლექციები იკითხება სახელმწიფო ენაზე.
აქტივობა 19.2.5
შშმ ამომრჩევლების ინფორმირება საარჩევნო პროცესის შესახებ
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა ინფორმირების კამპანია, მათი
128
საარჩევნო უფლებებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებას შესახებ. შეხვედრების ფარგლებში
იმართებოდა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრირება და იმიტირებული კენჭისყრა.
შეხვედრებზე დამსწრე ყველა პირმა თავად მიიღო მონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში და პირადად
მიიღო ინფორმაცია ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების შესახებ. შეხვედრების დროს გავრცელდა
არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი მარტივად წასაკითხ ფორმატში, რომელიც საარჩევნო სისტემების
საერთაშორისო ფონდის (IFES) დახმარებით დაიბეჭდა ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ
ენებზე. გზამკვლევი გავრცელება მიმდინარეობდა სამიზნე ჯგუფებთან შეხვედრების ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ ასეთი ფართომასშტაბიანი შეხვედრების ციკლი წელს პირველად გაიმართა. კერძოდ:
−
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სსიპ - საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტმა (სწავლების ცენტრი) შეიმუშავეს არჩევნებში
მონაწილეობის გზამკვლევი მხარდაჭერის მიმღები პირების საჭიროებების გათვალისწინებით და
საინფორმაციო-სასწავლო მოდული. ამ მოდულის გამოყენებით, სწავლების ცენტრის ტრენერებმა
გადაამზადეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე 8 არასამთავრობო
ორგანიზაციის 14 წარმომადგენელი/თანამშრომელი, რომლებმაც თავის მხრივ, ამ მოდულის
მეშვეობით 170-მდე ბენეფიციარს მიაწოდეს ინფორმაცია არჩევნებში დამოუკიდებლად
მონაწილეობის
შესაძლებლობის
შესახებ;
იხ.
ბმული
https://cesko.ge/ge/siakhleebi/presrelizebi/singleview/11033591-saarchevno-siakhleebsa-da-teknologiebs-dushetis- shshm-pirta-pansionatshimtskhovrebi-pirebi-da-tanamshromlebi-gaetsnen.
−
საინფორმაციო-სასწავლო შეხვედრა გაიმართა დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
პანსიონატში მცხოვრები პირებისა და თანამშრომლებისთვის. შეხვედრაში მონაწილეობდა 110 პირი;
იხ. ბმული https://cesko.ge/ge/siakhleebi/pres-relizebi/singleview/11033591-saarchevno-siakhleebsa-dateknologiebs-dushetis- shshm-pirta-pansionatshi-mtskhovrebi-pirebi-da-tanamshromlebi-gaetsnen.
−
ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ ორ ეტაპად განხორციელდა ჟესტური ენის თარჯიმანთა
გადამზადება საარჩევნო საკითხებში: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონაწილეობა
არჩევნებში, საარჩევნო ადმინისტრაციის სერვისები ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღემდე
პერიოდში და საუბნო საარჩევნო კომისიის სერვისები ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის პროცესში.
ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 62 პირმა;·
იხ. ბმული https://cesko.ge/ge/siakhleebi/presrelizebi/singleview/11033626-zhesturi-enis-tarjimnebis-treningi-saarchevno- sakitkhebshi
−
ყრუ პირებთან გაიმართა 5 საინფორმაციო-სასწავლო შეხვედრა: თბილისში, მარნეულში, რუსთავში,
გორში, ქუთაისსა და ბათუმში. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 226-მა პირმა;
(https://cesko.ge/ge/siakhleebi/pres-relizebi/singleview/11033522-sakartvelos-qruta-kavshirshi-saarchevnosiakhleebisa-da- teknologiebis-shesakheb-sainformatsio-shekhvedra-gaimarta )
−
უსინათლო პირებთან გაიმართა 5 საინფორმაციო-სასწავლო შეხვედრა ბათუმში, ქუთაისში,
ახალციხეში, გორსა და თბილისში. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 191-მა პირმა. (იხ. ბმული
https://cesko.ge/ge/siakhleebi/pres-relizebi/singleview/11034768-shekhvedra-usinatlo-amomrchevlebtantsentralur- saarchevno-komisiashi.)
−
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინფორმირების მიზნით, ცესკოს ვებგვერდზე
განათავსა შემდეგი ინფორმაცია (იხ. ბმული https://cesko.ge/ge/inpormacia-shshm-pirebistvis2024baneri):
−
ინფორმაცია იმ საარჩევნო უბნების შესახებ, სადაც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და
ტრადიციული მეთოდით დაიგეგმა არჩევნები;
−
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში შეიქმნა 3031 საარჩევნო უბანი, აქედან 917
საარჩევნო უბანი აღიჭურვა ადაპტირებული/მისაწვდომი ინფრასტრუქტურით.
−
უსინათლო პირებისთვის განთავსდა ბიულეტენები და ბიულეტენების შევსების წესი ეკრანის
წამკითხველი პროგრამისთვის („ხმოვანი პროგრამა“) ადვილად წასაკითხ ფორმატში;
129
−
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცედურების შესახებ განთავსდა
ვიდეორგოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის;
−
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ გადაღებული საინფორმაციო-სასწავლო
ვიდეორგოლები;
−
„არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი მარტივად წასაკითხ ფორმატში“ (ელექტრონული
ტექნოლოგიების გამოყენებით და ტრადიციული წესით) - არჩევნებში დამოუკიდებლად
მონაწილეობის სახელმძღვანელოები მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის (ასევე, გზამკვლევი
შესაძლოა გამოყენებული იქნეს ყველა იმ პირის მიერ, რომელთაც სურთ ინფორმაციის მარტივად
წაკითხვად ფორმატში მიღება). სახელმძღვანელოებზე დატანილია QR კოდი, რომლის მეშვეობით
ინფორმაცია მისაწვდომია ყრუ პირებისთვის ჟესტურ ენაზე, ხოლო უსინათლო პირებისთვის აუდიო
ფორმატში;
−
−
ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნის მოთხოვნის წესი/პროცედურა;
−
შშმ პირებისთვის საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული უფლებები და პროცედურები.
ცესკოს დადგენილებებით დარეგულირებული ფიზიკური მდგომარეობის მქონე (ზედა კიდურების
არმქონე) ამომრჩევლების ხმის მიცემის პროცედურები;
აღსანიშნავია, რომ ცესკოს მიერ მომზადებული ყველა ვიდეორგოლი და საარჩევნო პერიოდში გამართული
ცესკოს ყველა საინფორმაციო ბრიფინგი მისაწვდომია ყრუ პირებისთვის ჟესტურ ენაზე.
ამასთან, ცესკოს ვებგვერდი ადაპტირებულია უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის, რომლის
საშუალებითაც შესაძლებელია საკუთარი მონაცემების ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადამოწმება.
აქტივობა 19.2.6
მხარდამჭერის მიმღები პირების ინფორმირება მათი საარჩევნო უფლების შესახებ
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი წლების მანძილზე გამოწვევად
სახელდებოდა. პირველად, ცესკომ მოამზადა არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი მარტივად წასაკითხ
ფორმატში (https://cesko.ge/ge/chven-shesakheb/ganvitareba-da-mightsevebi-2016)
ქართულ ენაზე (ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და ტრადიციული წესით გასამართი
კენჭისყრისთვის). გზამკვლევზე დატანილი QR კოდის მეშვეობით ინფორმაცია მისაწვდომი იყო ყრუ
პირებისთვის ჟესტურ ენაზე, ხოლო უსინათლო პირებისთვის – აუდიო ფორმატში. საარჩევნო სისტემების
საერთაშორისო ფონდის (IFES) დახმარებით გზამკვლევი ითარგმნა აზერბაიჯანულ, სომხურ, ინგლისურ
ენებზე და გავრცელდა გამართული შეხვედრების დროს. გარდა ამისა, გზამკვლევში ასახული ინფორმაცია
სასარგებლო იყო ნებისმიერი პირისთვის, ვისაც სურდა ინფორმაციის მარტივად წასაკითხ ფორმატში მიღება,
მათ შორის ხანდაზმული ამომრჩევლებისთვის. 2024 წლის 3 ივლისს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლობითა და საარჩევნო სისტემების
საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, სწავლების ცენტრმა ჩაატარა საინფორმაციო-სასწავლო კურსი
არჩევნებში მხარდაჭერის მიმღები პირების მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სწავლების
ცენტრმა შექმნა სასწავლო მოდული მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის მარტივად წასაკითხ ფორმატში
შემუშავებული არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევის მიხედვით. შეხვედრას დაესწრნენ თბილისში
მოქმედი მხარდაჭერის მიმღები პირების საკითხებზე მომუშავე რვა ადგილობრივი არასამთავრობო
ორგანიზაციის შპს „ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“; „ბარბარე 21“; „ხელი-ხელს“; შპს
„დათე“; „ჩემი ოჯახი“; „სათნოების გზა“; ა(ა)იპ „ბასილიადა“; „ანიკა“ 12-მა წარმომადგენელმა, მათ შორის იყო
10 (83%) ქალი და ორი (17%) კაცი. შემდგომში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა
საინფორმაციო-სასწავლო კურსისა და შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, 170-მდე ბენეფიციარს
130
(მხარდაჭერის მიმღები პირები) გააცნეს ხმის მიცემის პროცესში ამომრჩევლებისთვის გათვალისწინებული
სიახლეები და საარჩევნო სერვისები.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტოსთან ერთად, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით
საინფორმაციო-სასწავლო შეხვედრა გაიმართა დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
პანსიონატში მცხოვრები პირებისა და თანამშრომლებისთვის. შეხვედრაში მონაწილეობდა 110 პირი.
აქტივობა 19.2.7
კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნების უზრუნველყოფა შშმ ამომრჩევლებისთვის განკუთვნილი სერვისებით
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირებს, ტრადიციულად, სხვადასხვა სერვისი შესთავაზა. კერძოდ:
−
უსინათლო ამომრჩევლებს – ყველა საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენის შესავსები
ჩარჩო/ფორმა;
−
−
მცირემხედველ ამომრჩევლებს – ყველა საარჩევნო უბანზე გამადიდებელი ლინზა;
−
ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს – ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული კენჭისყრაში
მონაწილეობის ამსახველი პოსტერი, მასზე დატანილი QR კოდით, რომლის საშუალებით ყრუ და
სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს შეეძლოთ ინფორმაციის მიღება ჟესტურ ენაზე; ასევე, კონტაქტჰაბის ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორის მომსახურება;
−
მხარდაჭერის მიმღებ პირებს – ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული კენჭისყრაში მონაწილეობის
ამსახველი პოსტერი, მასზე დატანილი QR კოდით, რომლის საშუალებით მათ ინფორმაციის მიღება
შეეძლოთ ასევე აუდიო ფორმატში.
ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს – ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის სპეციალური
კაბინა;
ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის მისაწვდომი იყო 1 262 ადაპტირებული
ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული საარჩევნო რუკის საშუალებით
(https://ems-map.cec.gov.ge/) შეეძლოთ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის
სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ, მათ შორის
დასურათებულ ფორმატში.
აქტივობა 19.2.8
საუბნოს საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადება შშმ პირებისთვის მისაწვდომი სერვისების შესახებ
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სპეციალური ინსტრუქციის მიხედვით გადამზადდნენ საუბნო
საარჩევნო კომისიების წევრები შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი სერვისების გამართულად მიწოდების
მიზნით. კომისიის წევრებმა გაიარეს გადამზადება, რომელიც ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ამომრჩევლებთან საუბრის ეთიკას, ქცევის ნორმებსა და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის
ხელშეწყობისთვის დანერგილ სერვისებს. სასწავლო კურსი ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხელმისაწვდომი იყო ელექტრონულ პლატფორმაზე www.electiontraining.cec.gov.ge.
131
მიზანი 20 - ბავშვის უფლებების დაცვისა და მათი კეთილდღეობის მექანიზმების გაუმჯობესება ბავშვის
საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით; დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი პოლიტიკის
გაძლიერება.
ამოცანა 20.1
ბავშვთა მიმართ ძალადობაზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და პრევენციის მექანიზმების გაძლიერება,
მათ შორის, აღმზრდელობით და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობისგან თავისუფალი გარემოს
შექმნის ხელშეწყობით
აქტივობა 20.1.1
სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი
მომსახურებით უზრუნველყოფა
ძალადობის
მსხვერპლი
ბავშვების
ფსიქოსოციალური
თერაპიის
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დღის ცენტრებში
მომსახურებით უზრუნველყოფის (6-დან 18 წლამდე შშმ სტატუსის მქონე და არმქონე ბავშვები)
ქვეპროგრამაში ინტეგრირდა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების ფსიქოსოციალური კონსულტირების
მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი, რომლის მიზანია სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებული
ბავშვის ფსიქო-ემოციური გაძლიერება და მხარდაჭერა. ასევე, ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებისას
ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდება, ბავშვის განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ან ალტერნატიულ მომსახურებებში ჩართვისა და სოციალური
ინტეგრაციის ხელშეწყობის
მიზნით. კომპონენტის ღონისძიებებია: სასიცოცხლო და სახელობოპროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა; სოციალური უნარების გაძლიერებაში მხარდაჭერა;
არასრულწლოვნის
ქცევითი
დარღვევების
შეფასება
და
მართვა;
სოციალური
პედაგოგის,
ფსიქოკონსულტანტის ან ფსიქოთერაპევტის მომსახურება; ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და ზრუნვის
საჭიროებებზე ორიენტირებული კონსულტაციები და სხვა. 2024 წელს სერვისის მიწოდების მსურველი
ორგანიზაცია ვერ გამოვლინდა.
აქტივობა 20.1.2
საქართველოს მთავრობის N437 დადგენილებით დამტკიცებული ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის
(რეფერირების) პროცედურების დახვეწა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს მთავრობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჩართულია "ბავშვთა დაცვის
მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016
წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილებით დამტკიცებული პროცედურების განხორციელებაში.
ამავდროულად, მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასრუწლოვანთა
რეფერირების ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს ზრუნვის სააგენტოსთან.
მომზადდა „პრაქტიკული სახელმძღვანელო განათლების სფეროში ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევათა
მართვის შესახებ", რომლის მიზანია განათლების სფეროში ბავშვთა ქორწინების შემთხვევათა მართვის
ყოვლისმომცველი ჩარჩოს წარმოდგენა. იგი მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებების როლსა და
პასუხისმგებლობებს ბავშვთა ქორწინებასთან დაკავშირებით. სახელმძღვანელო მორგებულია საქართველოს
132
სამართლებრივ და პრაქტიკულ კონტექსტს, ასევე მოიცავს ძირითად ცნებებს, კომუნიკაციის სტრატეგიებს,
მიმართვის პროცედურებსა და პრაქტიკულ მაგალითებს.
აქტივობა 20.1.3
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრების (ბარნაჰუსი)
რაოდენობის და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა სექსუალური ძალადობისა და სექსუალური
ექსპლოატაციის მსხვერპლი ბავშვებისათვის
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
2024 წელს ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის (ბარნაჰუსი)
სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა არ გაზრდილა. თუმცა, მისი გაფართოება სამომავლოდ
დაგეგმილია.
აქტივობა 20.1.4
ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების
განხორციელება, მათ შორის, რეგიონებში
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
ზრუნვის სააგენტო აქტიურად ახორციელებს ცნობიერების ამაღლების კამპანიებსა და საინფორმაციო
ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს როგორც სააგენტოს სერვისების პოპულარიზაციას, ასევე ქალთა და
ბავშვთა უფლებებთან, ტრეფიკინგის პრევენციასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით
საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას. ამ მიმართულებით შემდეგი ღონისძიებები განხორციელდა:
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი მსოფლიო კამპანია (2024 წლის 25 ნოემბერი - 10
დეკემბერი): კამპანიის მიზანი იყო გენდერული ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება,
ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების
პოპულარიზაცია. კამპანიის ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით
სხვადასხვა ჯგუფებთან 75-მდე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. მომზადდა და დაიბეჭდა ბრენდირებული
საინფორმაციო მასალები გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ფინანსური მხარდაჭერით;
ტრეფიკინგთან ბრძოლის ევროპული დღე (18 ოქტომბერი): კამპანიის ფარგლებში ჩატარდა 25 საინფორმაციო
შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 800-ზე მეტმა ადამიანმა.
საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები: 2024 წელს გაიმართა 30-ზე მეტი საინფორმაციო და სამუშაო
შეხვედრა, რომლებიც ეხებოდა ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას.
აქტივობა 20.1.5
ბავშვთა ქორწინების საკითხებზე ეროვნული სასამართლო პრაქტიკის განზოგადება და ანალიზი
პასუხისმგებელი უწყება: უზენაესი სასამართლო
133
ზემოაღნიშნულ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილება კვლევას
მოამზადებს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვადაში,
2025 წელს.
აქტივობა 20.1.6
არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეებზე
მონიტორინგის განხორციელება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და
სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა არასრულწლოვანთა
წინააღმდეგ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის საქმეთა მონიტორინგი. მონიტორინგისას ყურადღება
ექცეოდა მსხვერპლი ბავშვის დაზარალებულად ცნობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების
დროულობას, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის სწორი კვალიფიკაციით დაწყებას,
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სწორად დაგეგმვასა და ჩატარებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების
გათვალისწინებით.
აქტივობა 20.1.7
არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეებზე
გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებების გაანალიზება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და
სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში, შესწავლილია 2023-2024 წლებში არასრულწლოვანთა მიმართ
ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები.
შესწავლისას, ყურადღება გამახვილდა ნორმათა განმარტების, დანაშაულთა ურთიერთგამიჯვნის საკითხებსა
და მტკიცებულებით სტანდარტზე. ასევე, გაანალიზდა განაჩენის გამოტანისას სასამართლოს მიდგომები.
ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, მომზადდა შესაბამისი ანალიზი.
აქტივობა 20.1.8
ბავშვთა მიმართ სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლაში
ორგანიზაციების მონაწილეობით მულტიუწყებრივი შეხვედრების ჩატარება
ჩართული უწყებებისა
და
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, ბავშვთა მიმართ სქესობრივი დანაშაულის და სექსუალური ექსპლუატაციის თემაზე მომუშავე
უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ჩატარდა სამუშაო შეხვედრები.
პროკურატურის ინიციატივით, გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა მართლმსაჯულების სისტემის
წარმომადგენლებთან, რომელსაც სქესობრივი დანაშაულის საქმეებზე მომუშავე დასავლეთ საქართველოსა და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორები და დასავლეთ საქართველოს
სააპელაციო და რაიონული სასამართლოების მოსამართლეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს
სექსუალური ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეთა გამოძიების,
სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის პრაქტიკული გამოწვევები.
134
პროკურატურის ინიციატივით, გაიმართა მულტიუწყებრივი შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსა და სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს არასრულწლოვანთა და შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა საქმეებში საპროცესო წარმომადგენლის და ფსიქოლოგის მონაწილეობის
საკითხები, ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში იდენტიფიცირებული სხვა
პრაქტიკული გამოწვევები.
საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო
ორგანიზაციებისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ოჯახში ძალადობისა და სქესობრივი დანაშაულის (მათ შორის
არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით,
პროკურატურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
აქტივობა 20.1.9
არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით
სამიზნე აუდიტორიასთან შეხვედრების გამართვა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
აქტივობა შესაძლებელია შესრულდეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საანგარიშო პერიოდში, 2026
წლის ბოლომდე.
აქტივობა 20.1.10
მსხვერპლ ბავშვთა ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, მსხვერპლ
ბავშვთა ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში გადამისამართებული საქმეების გაანალიზება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და
სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში შესწავლილია სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც
2022-2024 წლებში, თბილისის ფსიქოლოგიურ-სოციალური ცენტრში (ამოქმედების შემდეგ) ჩატარდა
სექსუალური ძალადობის დაზარალებულ/მოწმე ბავშვებთან საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. სხვა
მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შესწავლილია ცენტრის ფსიქოლოგების მიერ შედგენილი
არასრულწლოვანი მოწმის/დაზარალებულის პირველადი ფსიქოლოგიური შეფასებები. ასევე, გაანალიზდა
ფსიქოლოგიური და კომპლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზების დანიშვნის პრაქტიკა.
აქტივობა 20.1.11
პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლებისა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების
კვალიფიკაციის ამაღლება ბავშვთა მიმართ ძალადობის ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი
დევნის საკითხებზე
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, ბავშვთა მიმართ ძალადობის ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის
საკითხებზე, პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლებისა და პროკურატურის მოწმისა და
დაზარალებულის კოორდინატორების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 8 სასწავლო აქტივობა
განხორციელდა. შედეგად, პროკურატურის 50 თანამშრომელი გადამზადდა. ეროვნული და საერთაშორისო
135
სასწავლო ვიზიტების ფარგლებში, პროკურატურის თანამშრომლებმა დარგის ექსპერტებისგან მიიღეს
ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების
საბაზისო ნიშნები, მათი დროული იდენტიფიცირება, პრობლემის ხარისხის განსაზღვრა და მართვა; ბავშვთა
დაცვის კრიზისის აქტუალობა და ეფექტური რეაგირების საჭიროება ონლაინ ექსპლუატაციასა და ბავშვების
გაუჩინარების შემთხვევებში; კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ არსებული
სერვისები; არასრულწლოვანთა და ოჯახური დანაშაულების თავისებურებები, მსხვერპლთა და მოძალადეთა
სერვისები, რეფერირების წესი და არსებული გამოწვევები; განვითარებადი ტექნოლოგიები, საფრთხეები და
შესაძლებლობები ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დასაცავად;
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპები, არასრულწლოვანი დაზარალებული და
მოწმე, კანონიერი და საპროცესო წარმომადგენელი, არასრულწლოვანთა მიმართ საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარების თავისებურებანი, არასრულწლოვნის მიმართ ძალის, სპეციალური საშუალებების და
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, აღკვეთის ღონისძიებები, არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი
დევნის თავისებურებები, განრიდება/მედიაცია, სასამართლო განხილვის თავისებურებები, სასჯელის
სახეები, სასჯელის დანიშვნა და აღსრულება, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის
ფსიქოლოგიური ასპექტები, ბავშვთა მიმართ ძალადობის გააზრება ბავშვის განვითარების კონტექსტში,
არასრულწლოვნის გამოკითხვის ჩატარების მეთოდოლოგია.
გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა ორთვიანი მოსამზადებელი ინტენსიური სასწავლო
კურსის ფარგლებში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ბავშვთა მიმართ ძალადობის ეფექტიანი
გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე პროკურატურის 50 სტაჟიორი, მათ შორის 43
სტაჟიორ-პროკურორი და 7 სტაჟიორ-გამომძიებელი გადამზადდა.
აქტივობა 20.1.12
შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს გაძლიერება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2024 წლიდან არასრულწლოვნების
დეპარტამენტშიც.
საქმეთა
სამმართველო
ამოქმედდა
აჭარის
ა/რ
პოლიციის
აქტივობა 20.1.13
სხვადასხვა კამპანიის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის სკოლებში ძალადობის
ფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლების შეხვედრების ჩატარება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2024 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის
თანამშრომლები, საინფორმაციო კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში, ადგილობრივი
საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისსა და საქართველოს
სხვადასხვა რეგიონების სკოლებში. კამპანიის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლები 1100-ზე მეტ
მოსწავლეს, 400-ზე მეტ მშობელს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი
მუნიციპალიტეტების გენდერული საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. გარდა ამისა, კამპანიის
ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა სამოქალაქო განათლების 100-მდე პედაგოგთან და საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებთან. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების
ამაღლება ბავშვთა ქორწინების საზიანო შედეგების, ამ მიმართულებით არსებული სამართლებრივი
რეგულაციების და ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოსაფხვრელად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. 2024 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა დაიწყო კამპანია სკოლის მოსწავლეებისათვის - „უფლებები
136
ბავშვებისთვის“. კამპანიის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლის რეგიონის
სკოლებში, პოლიციელებთან ერთად, ჩაატარეს 11 საგანმანათლებლო შეხვედრა სხვადასხვა თემებზე, მათ
შორის: ძალადობა/ცუდი და უღირსი ქცევა, ბულინგი და კიბერბულინგი, ჯანსაღი ცხოვრების წესი ნივთიერებების ავადმოხმარება და ადიქციის სხვა ფორმების პრევენცია და სხვ. კამპანიის ფარგლებში,
შეხვედრები ჩატარდა ასევე რუსთავის, მარნეულის და გარდაბნის 11 სკოლაში, რასაც საერთო ჯამში დაესწრო
400 - მდე მოსწავლე.
აქტივობა 20.1.14 საჯარო სკოლების მასწავლებლებთან შეხვედრების ჩატარება ბავშვთა მიმართ ძალადობის
ფორმებზე დაცვის მექანიზმებზე, რთული ქცევის ამოცნობაზე მართვასა და პრევენციაზე
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2024 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის
თანამშრომლები, საინფორმაციო კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში, ადგილობრივი
საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისსა და საქართველოს
სხვადასხვა რეგიონების სკოლებში, სადაც სამოქალაქო განათლების 100-მდე პედაგოგს შეხვდნენ. საუბარი
შეეხებოდა სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის, ნაადრევ ქორწინებას, ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებსა
და დაცვის მექანიზმებს.
აქტივობა 20.1.15
ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში პროტოკოლით გამოკითხვის
მხოლოდ ვიდეო-ჩანაწერის არსებული საკანონმდებლო რეგულირების გადახედვა/შეცვლა.
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს გენერალური
პროკურატურა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს საერთო სასამართლოები
2024 წელს, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში, პროტოკოლით
გამოკითხვის ვიდეო-ჩანაწერის მტკიცებულებად გამოყენების შესახებ არსებული საკანონმდებლო
რეგულირების შეცვლის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე
ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში განხორციელდა საერთაშორისო
პრაქტიკის ანალიზი. აღნიშნულის საფუძველზე, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების გამოკითხვის
საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის მიზნით, პროკურატურის მიერ მომზადდა საკანონმდებლო
ცვლილებების პაკეტი.
2024
წელს,
პროკურატურამ
სექსუალური
ძალადობის
მსხვერპლ
არასრულწლოვანთა
გამოკითხვის/დაკითხვის შესახებ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, დიდი ბრიტანეთისა და
ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პროკურატურის, პოლიციისა და Light House-ის
(სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება დიდ
ბრიტანეთში) წარმომადგენლებთან ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში, დიდი
ბრიტანეთის მაგალითზე, განიხილეს გამოძიების ეტაპზე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი
არასრულწლოვნების გამოკითხვის, ვიდეო ჩანაწერის მტკიცებულებად გამოყენებისა და ჯვარედინი
დაკითხვის სპეციფიკა.
აქტივობა 20.1.16
ბავშვთა ასაკში ქორწინების საერთო სტატისტიკური მონაცემების წარმოება და ამ სტატისტიკის
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
137
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტში, ბავშვთა ასაკში
ქორწინების საერთო სტატისტიკური მონაცემები მუშავდება მიზნობრივად, მანუალური წესით. აღნიშნული
გულისხმობს, ყოველდღიურ რეჟიმში, ბავშვობის ასაკში ქორწინების დანაშაულთან დაკავშირებული
სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებას, არაერთი კრიტერიუმის მიხედვით. მაგალითისთვის, მსგავსი
ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ ჟღერდება კამპანიის ,,ნუ წაართმევ ბავშვობას“ მიმდინარეობისას,
რომლებსაც სამინისტრო წლებია უკვე ახორციელებს და ასევე, სამუშაო შეხვედრების თუ სხვა აქტივობების
ფარგლებში.
აქტივობა 20.1.17
ბავშვთა უფლებების შესახებ ტრენინგმოდულის შექმნა და ტრენიგების ციკლი სამოქალაქო განათლების
მასწავლებლებისთვის ან/და მოსწავლეებისთვის
პასუხისმგებელი უწყება: იუსტიციის სამინისტროს სსიპ "საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი"
ბავშვის უფლებების საკითხზე 84 ტრენინგი ჩატარდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სკოლების
მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 1637-მა პირმა.
აქტივობა 20.1.18
საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არასრულწლოვანთა უფლებების შესახებ
ცნობიერების ამაღლება
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების გაზრდის მიზნით, თბილისისა და რეგიონების სკოლებში
ჩატარდა 19 შეხვედრა.
შესრულებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა ვრცლად განთავსებულია ვებ-გვერდზე:
http://las.ge/ka/p/5/news
ამოცანა 20.2
ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განმახორციელებელ უწყებებში, მათ შორის მუნიციპალიტეტებში, ბავშვზე
მორგებული გარემოს შექმნა და დასაქმებულ პირთა სპეციალიზაცია
აქტივობა 20.2.1
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს
ბავშვებთან
მომუშავე
სპეციალისტების
გადამზადება/სპეციალიზაცია
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების საკითხებში
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტო
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში თანამშრომელთა გადამზადება 2024 წელს ორ ეტაპად
იყო დაგეგმილი. პროცესი იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.
138
პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა, რის შედეგადაც 25 თანამშრომელი სერტიფიცირდა. სამომავლოდ
იგეგმება მეორე ეტაპის განხორციელებაც.
აქტივობა 20.2.2
შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ბავშვზე მორგებული სივრცეების გაფართოება და
მოწყობა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2024 წლიდან არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ამოქმედდა
აჭარის პოლიციის დეპარტამენტშიც.
აქტივობა 20.2.3
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბავშვისთვის გასაგებ ენაზე დოკუმენტების მომზადება და გავრცელება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112", მოზარდებში გადაუდებელი დახმარების
ნომრის ცნობადობის გაზრდის მიზნით, სისტემატურად ახორციელებს შეხვედრებს კერძო და საჯარო
სკოლების მოსწავლეებთან როგორც 112-ის შენობაში სტუმრობით, ისე სკოლებში ვიზიტების
განხორციელებით. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებს გადაეცემათ, მათთვის გასაგებ ენაზე
და მათზე მორგებული დიზაინით შექმნილი, ,,ფლაერები" და საინფორმაციო ბროშურები. 2024 წელს შსს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა უზრუნველყო 2500 საინფორმაციო ბროშურის
დაბეჭდვა. „ნუ წაართმევ ბავშვობის“ კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს სერვის ცენტრებსა და
იუსტიციის სახლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით
დამზადებული 130 საინფორმაციო პოსტერი განთავსდა, რომელშიც განმარტებულია რა ასაკის ადამიანი
ითვლება ბავშვად; ბავშვობის ასაკში ქორწინება ქორწინებასთან დაკავშირებული მძიმე შედეგები, ასევე,
ჩამოთვლილია ის სახელმწიფო უწყებები, რომლებსაც აღნიშნულზე რეაგირების ვალდებულება გააჩნიათ.
პოსტერში მითითებულია ინფორმაცია, ბავშვობის ასაკში სავარაუდო ქორწინების/ქორწინების იძულების
ფაქტის ფლობის შემთხვევაში, მომართვის გზებზეც. საანგარიშო პერიოდში, Unicef-ის მხარდაჭერით
დაიბეჭდა ბავშვთა ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის შესახებ 2500 ბუკლეტი ქართულ,
აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ბუკლეტები განთავსდა საპოლიციო დანაყოფებში და მათი გავრცელების
მიზანს წარმოადგენდა ბავშვთა ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში ვიზიტების, იქ არსებული
სერვისებისა და
სხვა რელევანტური საკითხების შესახებ ბავშვებისთვის, მათთვის გასაგებ ენაზე
ინფორმაციის მიწოდება.
აქტივობა 20.2.4
პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლებისა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაცია და სპეციალიზებულ თანამშრომელთა
კვალიფიკაციის ამაღლება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, საქართველოს პროკურატურისა და ევროკავშირის (EU) თანამშრომლობის ფარგლებში,
პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი განხორციელდა თემაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთა ურთიერთობის მეთოდიკა.
შედეგად, საქართველოს პროკურატურას 21 სპეციალიზებული პროკურორი და 1 სპეციალიზებული
გამომძიებელი შეემატა.
139
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების
მიზნით, 7 სასწავლო აქტივობა განხორციელდა და 25 სპეციალიზებული თანამშრომელი გადამზადდა.
სასწავლო აქტივობების ფარგლებში, მონაწილეები შემდეგ საკითხებზე გადამზადდნენ: ბავშვთა ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემების საბაზისო ნიშნების ამოცნობა და მართვა; სხვადასხვა ფსიქიკური და ქცევითი
აშლილობების ზოგადი მიმოხილვა, როგორც დელიქვენტობის რისკის ფაქტორი; თანამშრომლობითი და
მულტიუწყებრივი კოორდინაციის მნიშვნელობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში; ბარნაჰუსის
სერვისების საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა; ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია და
სექსუალური ძალადობა; ტექნოლოგიური პლატფორმების საშუალებით, ბავშვთა ონლაინ სექსუალური
ძალადობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
აქტივობა 20.2.5
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური ს 2 ოფისში ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნა
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
მიმდინარე აქტივობა
აქტივობა 20.2.6
ადღგენითი ურთიერთობების კულტურის დანერგვა იმ სკოლებში, სადაც წარმოდგენილია მანდატურის
სამსახური სოციალური მუშაობის კომპონენტით
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
მანდატურის სამსახური აქტიურად აგრძელებს მუშაობას აღდგენითი პროცესების დანერგვის
მიმართულებით ყველა იმ სკოლაში (80 საჯარო სკოლა), სადაც წარმოდგენილია სოციალური მუშაობის
კომპონენტით. ხსენებული მიდგომა სკოლებს სთავაზობს ახლებურ ხედვას, რომელიც ორიენტირებულია არა
დასჯაზე/სახდელზე, არამედ ურთიერთობების აღდგენაზე, საჭიროებების მიგნებასა და გააზრებაზე,
ურთიერთპატივისცემის დანერგვასა და მეგობრული გარემოს შექმნაზე. აქედან, 7 სკოლაში საპილოტედ
დაიწყო აღდგენითი სასკოლო პრაქტიკის დამკვიდრება (მანდატურის სამსახურის სუპერვიზიით სკოლების
მიერ ხდება ხსენებული მიდგომების ათვისება). მანდატურის სამსახურის მიერ სკოლებისთვის შემუშავდა
აღდგენითი მიდგომის დანერგვის გზამკვლევი, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
აღდგენითი ურთიერთობების კულტურის ხელშეწყობის მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)
მხარდაჭერით შვიდივე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ასევე აღნიშნული სკოლების მიერ
აღდგენით პროცესებზე სამუშაოდ განსაზღვრულმა მასწავლებლებმა და მანდატურის სამსახურის ამავე
სკოლებში განაწილებულმა სოციალურმა მუშაკებმა გაიარეს გადამზადება სფეროს საერთაშორისო
ექსპერტებთან. სკოლების მიერ განისაზღვრა პასუხისმგებელი პირი/პირები აღდგენითი პრაქტიკის
დანერგვის მიზნით. ასევე შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომელთა მიზანია სკოლებში საპრევენციო და
აღდგენითი პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა, მომხდარ ინციდენტებზე აღდგენითი მიდგომით
რეაგირებისთვის საჭირო რეკომენდაციების მომზადება და აღსრულების მექანიზმის გამართულად მუშაობის
მონიტორინგი. ამ მიზნით სკოლების ნაწილმა შეიმუშავა შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები.
ადმინისტრაციის წარმომადგენლები და განსაზღვრული მასწავლებლები რეგულარულად მართავენ
აღდგენით წრეებს და საინფორმაციო შეხვედრებს სასკოლო თემთან. მანდატურის სამსახურის
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მხარდაჭერით, შვიდივე სკოლამ დაიწყო აღდგენითი მიდგომის
დანერგვის სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც ეფუძნება მანდატურის სამსახურის მიერ საუკეთესო
საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებულ ინდიკატორებს. სამოქმედო გეგმები შეიმუშავა უკვე
ოთხმა სკოლამ, ხოლო სამი სკოლა დაასრულებს სამოქმედო გეგმებზე მუშაობას 2025 სასწავლო წლის
ბოლომდე.
140
აღდგენითი მიდგომა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს. კერძოდ, ხაზგასასმელია
საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში უპრეცედენტო პროექტი - სასკოლო მედიაცია, რომელიც
აღდგენითი პროცესების, კონფლიქტებზე რეაგირებისა და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის ერთ-ერთი
საუკეთესო მექანიზმია. მედიაციის პროცესს მანდატურის სამსახურის გადამზადებული სპეციალისტები
უძღვებიან, რომელთაგან 20 ევროკავშირის მხარდაჭერით დამატებით გადამზადდა მედიატორად 2024 წელს.
აქტივობა 20.2.7
მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურებების ხარისხის უზრუნველყოფა
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
ფსიქოსოციალური მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, ფსიქოსოციალური
მომსახურების ცენტრის მიერ 2023 წლის ბოლოს შემუშავდა ფსიქოლოგთა და სოციალურ მუშაკთა
მომსახურების შეფასების ინსტრუმენტი.
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში დანერგილია შიდა და გარე სუპერვიზიის კომპონენტი, რაც ხელს
უწყობს სპეციალისტების პროფესიულ განვითარებასა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფას. ცენტრს
ჰყავს პროფესიული მენტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ თანამშრომელთა პროფესიული და
საშემსრულებლო უნარების შეფასებასა და მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვას ცენტრის სუპერვიზიის კონცეფციის
შესაბამისად. საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები 2024 წლის
განმავლობაში იღებდნენ სისტემის შიდა სუპერვიზიას. აღნიშნული საკითხები განიხილებოდა
ინდივიდუალური/ჯგუფური სუპერვიზიის ფარგლებში, რომელიც იმართებოდა მინიმუმ თვეში ერთხელ.
სულ 2024 წელს სოციალური მუშაკებისთვის ჩატარდა სუპერვიზიის 401 ინდივიდუალური და 16 ჯგუფური,
ხოლო ფსიქოლოგებისთვის 527 ინდივიდუალური სესია.
ფსიქოსოციალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, ცენტრში შეიქმნა პოზიცია
მეთოდოლოგიური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რაც გულისხმობს მტკიცებულებაზე დაფუძნებული
მომსახურების პრაქტიკის შემუშავებასა და დანერგვას, ფსიქოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ პირთა
პროფესიული ზრდის უწყვეტობის ხელშეწყობას, საშემსრულებლო უნარების შეფასებას, მათ გაუმჯობესებაზე
ზრუნვას და პროფესიულ მხარდაჭერას.
აქტივობა 20.2.8
დაწყებითი და საბაზო განათლების ნაადრევად მიტოვების პრევენციული მექანიზმების გაძლიერება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია
მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა საბაზო საფეხურის მიღწევის დონის
დაძლევამდე. მე-19 მუხლის 121 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე
მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და
მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის N04/ნ ბრძანების შესაბამისად, არასრულწლოვანი მოსწავლის
მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, სრულწლოვანი მოსწავლე სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების
შესახებ განცხადებით. არასრულწლოვანი მოსწავლის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებამდე
სკოლა ვალდებულია მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის
სოციალურ მუშაკთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეფერირების გზით, დაადგინოს მშობლის/კანონიერი
წარმომადგენლის მოთხოვნის მიზეზები. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი
ვალდებულია, თავის მხრივ, მოიკვლიოს და არასრულწლოვნის განათლების უფლების შეზღუდვასთან
141
დაკავშირებული სავარაუდო გარემოების გამოვლენის შემთხვევაში, განახორციელოს რეფერირება შესაბამის
ორგანოში.
სკოლის ნაადრევად მიტოვების პრევენციისთვის სამინისტროს დაწესებული აქვს რეგულაციები მოსწავლეთა
სკოლის გაცდენების მონიტორინგისთვის. სკოლა ვალდებულია სასწავლო წლის განმავლობაში ზედიზედ 45
სასწავლო დღის განმავლობაში მოსწავლის სკოლაში ან დისტანციური, სრულად ელექტრონული ფორმით
ჩატარებულ გაკვეთილებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ეფექტური რეაგირება მოახდინოს. პირველ
ეტაპზე, მოსწავლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, არაუგვიანეს მე-10 დღეს, კლასის დამრიგებელი
ვალდებულია სკოლის ადმინისტრაციას წარუდგინოს წერილობითი ანგარიში (გაცდენის მიზეზი, მის
სასწავლო პროცესში ჩასართავად გატარებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგის აღწერა და სხვ.).
ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ კი კლასის დამრიგებელთან ერთად პროცესში სოციალური
მუშაკები ერთვებიან, რომლებიც ახორციელებენ ოჯახში ვიზიტს ბავშვის მიმართ ნებისმიერი ფორმით
ძალადობის გამოვლენისთანავე ხორციელდება რეფერალი შესაბამის უწყებებში: შინაგან საქმეთა
სამინისტროში, სსიპ -სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში. იმ შემთხვევაში, როცა ოჯახი საცხოვრებლად
საზღვარგარეთ
მიემგზავრება
და
ხდება
მოსწავლის
საქართველოს
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში მოსწავლის სტატუსის შეწყვეტა/შეჩერება, მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა სწავლა
გააგრძელოს საზღვარგარეთ არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და საქართველოში დაბრუნების
შემდეგ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის შესაბამისად გააგრძელოს სწავლა
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (აღიდგინოს შეჩერებული სტატუსი). აღნიშნული
მიმართულებით ზუსტი აღრიცხვისა და უტყუარი ინფორმაციის მიღების მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა,
რათა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინფორმაციის მიმოცვლის გზით შესაძლებელი გახდეს
სტატუსშეჩერებული
მოსწავლეების
უცხოეთში
გამგზავრების
შესახებ
ინფორმაციის
დადასტურება/დაზუსტება.
დამატებით
აღსანიშნავია,
რომ
საერთაშორისო
გამოცდილების
გათვალისწინებითა და საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის სხვა ქვეყნების სისტემებთან
ჰარმონიზაციისთვის შევიდა ცვლილება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლითაც
2025 წლიდან სავალდებულო განათლება ხდება 10 წლიანი, ნაცვლად 9 წლიანისა. ცვლილების შედეგად
მოსწავლეები უფრო მომზადებულები და ჩამოყალიბებულები იქნებიან იმისათვის, რომ მიიღონ მეტად
გააზრებული გადაწყვეტილება: განაგრძონ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საშუალო
საფეხურზე თუ პროფესიულ სასწავლებელში. თუ მოსწავლე გადაწყვეტს სწავლის შეწყვეტას, ის იქნება 15-16
წლის (ერთი წლით დიდი, ვიდრე აქამდე არსებული რეგულაციით).
აქტივობა 20.2.9
სკოლის მიღმა დარჩენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების რაოდენობის შემცირება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
2022 წელს იდენტიფიცირებული სკოლის მიღმა დარჩენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 611
ბავშვიდან 2024-2025 სასწავლო წლისთვის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში
მოსწავლის აქტიური სტატუსით ირიცხება 40 ბავშვი.
2023 წლის სექტემბერში დაწყებული სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის მეორე ციკლი
დასასრულს უახლოვდება. დამუშავდა 43,072 ბავშვის მონაცემი. 2024 წლის ბოლოსთვის არსებული
მონაცემებით, ბავშვების რაოდენობა, რომელთაც არასდროს ჰქონიათ საგანმანათლებლო ისტორია/არ
ყოფილან ასახული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში მოსწავლის სტატუსით შეადგენს
550-მდე პირს. მათგან მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით 470-მდე ბავშვი არის
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, უმეტესწილად მძიმე და მრავლობითი დარღვევებით. მონიტორინგის
დასრულების შემდეგ მონაცემები დაზუსტდება და გაგრძელდება შესაბამის პირებთან მუშაობა რელევანტური
უწყებების ჩართულობით, რათა სრულად უზრუნველყოფილ იქნეს ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობა.
142
აქტივობა 20.2.10
სოციალური მუშაობის ჩატარების დელეგირების დოკუმენტის მიღება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
მომზადებულია „მუნიციპალიტეტებზე სოციალური მუშაობის ჩატარების უფლებამოსილებების
დელეგირების შესახებ“ დოკუმენტის პირველადი სამუშაო ვერსია, რომელიც განხილულ იქნა რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაწილეობით.
აქტივობა 20.2.11
ბავშვის შემთხვევის მართვის საკოორდინაციო მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის
შეხვედრების ორგანიზება
მუნიციპალიტეტში
პასუხისმგებელი უწყება: მთავრობის ადმინისტრაცია
2024 წლის განმავლობაში, ბავშვის შემთხვევის მართვის საკოორდინაციო მექანიზმის ჩამოყალიბების მიზნით,
მთავრფობის ადმინისტრაციის ჩართულობით, ბავშვთან დაკავშირებული ქეისების მართვის 84
მუნიციპალური შეხვედრა გაიმართა. ამ უკანასკნელში მონაწილეობას იღებდნენ თემატური სახელმწიფო
უწყებების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. შეხვედრებზე ბავშვთა პერსონალური მონაცემების
დაცვის წესების საფუძველზე, განიხილებოდა ბავშვის ინტერესების დარღვევასთან დაკავშირებული
შემთხვევები. შედეგად, თემატურმა სამსახურებმა შეიმუშავეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი
კოორდინირებული გეგმები კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკის შესაბამისად.
აქტივობა 20.2.12
ბავშვის შემთხვევის მართვის ელექტრონული სისტემის შექმნა
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ბავშვის უფლებათა კოდექსის თანახმად, სახელმწიფომ უნდა შექმნას მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის
ერთიანი ელექტრონული სისტემა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სფეროში ბავშვის უფლებების
რეალიზების ამსახველი სტატისტიკური მონაცემების, მათ შორის, ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის,
ბავშვის მიმართ ძალადობის მიზეზებისა და შედეგების, მსჯავრდების შემთხვევების რაოდენობის, შესაბამისი
პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობის შესახებ მონაცემების, შეგროვებასა და ანალიზს.
მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ბავშვის პერსონალური
მონაცემების დაცვის ინსტრუქციას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
ბავშვის უფლებათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებით, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის
ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტრუქციის
შემუშავების ვადა 2026 წლის 1 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.
ამოცანა 20.3
ბავშვზე, მათ შორის კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანზე, მორგებული
მართლმსაჯულების, დანაშაულის პრევენციისა და რესოციალიზაციის/რეაბილიტაციის მექანიზმების
გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
143
აქტივობა 20.3.1
განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გაძლიერება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
განრიდებულ იქნა 1083 პირი. მედიატორთა შორის განაწილდა მედიაციის 834 საქმე. გაიმართა მედიაციის 343
კონფერენცია, რომლებშიც მონაწილეობდა 470 არასრულწლოვანი/21 წლამდე ასაკის სრულწლოვანი პირი.
აქტივობა 20.3.2
არასრულწლოვნების/21 წლამდე პირებისთვის უნიფიცირებული რისკის და საჭიროებების შეფასების
მექანიზმის დახვეწა
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
გაიმართა სამუშაო შეხვედრები ევროკავშირის პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის
ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ადგილობრივი კონსულტანტისა და სპეციალური პენიტენციური
სამსახურის
წარმომადგენლების
მონაწილეობით.
დამუშავდა
„კანონთან
კონფლიქტში
მყოფ
არასრულწლოვანთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით ინდივიდუალური შეფასების
ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
იუსტიციის მინისტრის ბრძანების პროექტი.
აქტივობა 20.3.3
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების ჩართვა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებსა
და მომსახურებებში
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა
და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციარეაბილიტაციის დეპარტამენტის სპეციალისტები მუშაობდნენ 1264 არასრულწლოვანთან. მათგან 1085
არასრულწლოვანმა მონაწილეობა მიიღო აღნიშნული სააგენტოს მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო
პროგრამებსა და მომსახურებებში.
აქტივობა 20.3.4
7-დან 14 წლამდე და რთული ქცევის მქონე
არასრულწლოვანთა რეფერირების პროგრამებში
10-დან
18
წლამდე
არასრულწლოვნების
ჩართვა
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროგრამებში მონაწილეობდა 163 ბენეფიციარი. მათგან
სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობდა 52 ბენეფიციარი, ხოლო სხვადასხვა ტიპის სერვისებში − 79
ბენეფიციარი.
აქტივობა 20.3.5
144
შესაბამისი სამუშაოთა აღწერის შემუშავება პენიტენციურ დაწესებულებებში ბავშვებთან მომუშავე
ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისთვის
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო
დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
საანგარიშო პერიოდში, მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები.
აქტივობა 20.3.6
"კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით
ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის დამტკიცების
შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო
დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
აქტივობის შესრულებისთვის საჭირო ძირითადი სამუშაოები დასრულებულია.
აქტივობა 20.3.7
არასრულწლოვან
ბრალდებულ/მსჯავრდებულებთან
შემხებლობაში
სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში
მყოფი
თანამშრომლების
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო
დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
გადამზადდა არასრულწლოვან ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შეხების მქონე 36 თანამშრომელი.
აქტივობა 20.3.8
ბრალდებულ და განრიდებულ არასრულწლოვანთა საქმეების მონიტორინგის განხორციელება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, საქართველოს
პროკურატურაში მრავალი წელია დანერგილია ბრალდებულ და განრიდებულ არასრულწლოვანთა სისხლის
სამართლის საქმეთა მონიტორინგის მექანიზმი. მონიტორინგის ფარგლებში, ხდება სისხლის სამართლის
საქმეთა დეტალური შესწავლა, გამოძიების დაწყებიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. 2024
წელს, განხორციელდა 674 განრიდებული და 490 ბრალდებული არასრულწლოვნის სისხლის სამართლის
საქმეთა მონიტორინგი. სისხლის სამართლის საქმეები შესწავლილია კანონთან კონფლიქტში მყოფ
არასრულწლოვანთა მიმართ გადაწყვეტილებების მიღების დროულობისა და დასაბუთებულობის
მიმართულებით.
აქტივობა 20.3.9
კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა განრიდების გაძლიერების მიზნით, არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების შედეგების გაანალიზება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
მტკიცებულებებზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების მიზნით,
პროკურატურა ყოველწლიურად აანალიზებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შედეგებს, ამუშავებს
145
სტატისტიკურ ინფორმაციას და ამზადებს შესაბამის ანგარიშს. 2024 წელს, ბრალდებულ და განრიდებულ
არასრულწლოვანთა
სისხლის
სამართლის
საქმეთა
მონიტორინგის
საფუძველზე,
მომზადდა
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შედეგების ანგარიში, რომელიც მოიცავს განრიდებულ და
ბრალდებულ არასრულწლოვანთა ძირითად სტატისტიკურ ინფორმაციას. ანგარიში, ასევე, ასახავს
ინფორმაციას კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილების
დროულობის, განრიდებამდე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და სასამართლოდან განრიდების
მიზნით დაბრუნებული საქმეების, განრიდებულ არასულწლოვანთა მიერ განრიდების/განრიდება-მედიაციის
ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში ჩადენილი განმეორებითი დანაშაულის, განრიდების/განრიდებამედიაციის ხელშეკრულების ვადებისა და ხელშეკრულების პირობების, არასრულწლოვანთა მიმართ
განხორციელებული სისხლის სამართლებრივი დევნის შედეგების შესახებ.
აქტივობა 20.3.10
რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეფერირების პროცენტული რაოდენობის ზრდის მიზნით,
პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწევლობის საფუძვლით
შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეების
გაანალიზება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და
სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში, გაანალიზდა პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწევლობის
საფუძვლით შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეები. ასევე, დამუშავდა მონაცემები, რამდენად
დროულად ხდება 14 წლამდე ასაკის პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა საქმეებზე გამოძიების შეწყვეტა და
14 წლამდე არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში გადამისამართება. საქმეთა ანალიზის საფუძველზე,
მომზადდა ანგარიში. იდენტიფიცირებული გამოწვევების თაობაზე ინფორმაცია მიეწოდათ პროკურატურის
სტრუქტურულ ერთეულებს.
აქტივობა 20.3.11
ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, საქართველოს პროკურატურის
სტრუქტურულ ერთეულებში ბავშვზე მორგებული სივრცის მოწყობა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ ბავშვზე მორგებული გარემოს კონცეფციის დანერგვა 2018 წელს დაიწყო.
საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მიმართულებას, ბავშვზე
მორგებული სივრცის მინიმუმ ერთ სტრუქტურულ ერთეულში ყოველწლიურად გახსნა წარმოადგენს. 2024
წელს, სტრატეგიით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, ბავშვზე მორგებული სივრცე გაიხსნა ხაშურის
რაიონულ პროკურატურაში.
აქტივობა 20.3.12
ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელებისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის
გაძლიერების მიზნით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მომუშავე სპეციალისტების მონაწილეობით
ადგილობრივი მულტიდისციპლინური საბჭოების შეხვედრების ჩატარება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, მომზადდა არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური საბჭოს რეგიონული
შეხვედრების ერთიანი ანგარიში და ჩატარდა მულტიუწყებრივი შემაჯამებელი სხდომა. არასრულწლოვანთა
ადგილობრივი მულტიდისციპლინური საბჭოს რეგიონული შეხვედრების შემაჯამებლ სხდომაზე,
პროკურატურის წარმომადგენლებმა ცენტრალური მულტიდისციპლინური საბჭოს სხდომის მონაწილეებს
146
მიაწოდეს შემაჯამებელი ინფორმაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით
პროკურატურის მიერ განხორციელებული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ. ასევე,
მულტიდისციპლინური საბჭოს წევრებს მიეწოდათ 2023 წლის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში,
პროკურატურის ინიციატივით გამართული არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური
საბჭოების სხდომების მუშაობის შედეგების შესახებ.
აქტივობა 20.3.13
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითადი სტატისტიკური მონაცემების კვლევა და გამოქვეყნება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და
სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში, განხორციელდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
ძირითადი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი. სტატისტიკური მონაცემები დამუშავდა დანაშაულის
სახისა და კატეგორიის, პროკურატურის სტრუქტური ერთეულის, სქესის და სხვა მნიშვნელოვანი
პარამეტრების მიხედვით. მონაცემები აისახა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შედეგების ანგარიშში,
რაც გამოქვეყნდება პროკურატურის ვებ-გვერდზე.
აქტივობა 20.3.14
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მახასიათებლების კრიმინოლოგიური კვლევა და
გამოქვეყნება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და
სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში, განხორციელდა კანონთან კონფლიქტში მყოფი
არასრულწლოვნების მახასიათებლების კრიმინოლოგიური კვლევა. გაანალიზდა კანონთან კონფლიქტში
მყოფი არასრულწლოვნების ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა: ფიზიკური და ფსიქიკური
ჯანმრთელობა, განათლება, ეკონომიკური და ოჯახური მდგომარეობა, მშობლებთან ცხოვრების ფაქტი,
ძალადობის გამოცდილება, მავნე ჩვევებზე დამოკიდებულება, საზოგადოებისადმი დამოკიდებულება და ა.შ.
კვლევა სწორი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობას
იძლევა.
აქტივობა 20.3.15
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემატიკაზე მომუშავე პროფესიონალებთან მულტიუწყებრივი
შეხვედრის ჩატარება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე მომუშავე უწყებათა ხელმძღვანელებისა და
პრაქტიკოს პროფესიონალთა მონაწილეობით, ჩატარდა 2 მულტიუწყებრივი სამუშაო შეხვედრა.
მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში
არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. ასევე, იმსჯელეს იდენტიფიცირებული გამოწვევების გადაჭრის
გზებზე და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე.
აქტივობა 20.3.16
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების
განახლება
147
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
არასრულწლოვანთა საქმეების მონიტორინგის და მულტიუწყებრივი სამუშაო შეხვედრების პროცესში
იდენტიფიცირებული საკითხების საფუძველზე, პროკურატურა პერიოდულად ახდენს სახელმძღვანელო
მითითებების შემუშავებას, მოქმედი ინსტრუქციების გადამუშავებას, განახლებასა და სისტემატიზაციას.
სახელმძღვანელო მითითებების განახლების მიზანია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში
საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, სამართლებრივ ნორმათა ერთგვაროვანი განმარტება და
პრაქტიკაში დანერგვა. 2024 წელს, მომზადდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე
არსებული სახელმძღვანელო მითითებების კრებულის განახლებული ვერსია, რომელზე მუშაობაც
დასრულდება 2025 წელს.
აქტივობა 20.3.17
განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის კვლევა და გამოქვეყნება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, საქართველოს პროკურატურამ დაიწო მუშაობა განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი
განმეორებითი დანაშაულის კვლევის მეთოდოლოგიის განახლებაზე. კვლევის მეთოდოლოგიის შეფასებისა
და შემდგომი დახვეწის მიზნით, აღნიშნულს წინ უსწრებდა, 2022 წელს განხორციელებული რეციდივის
ანგარიშის გაგზავნა ევროკავშირის პროექტის - „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა
საქართველოში“ - ექსპერტისთვის, რომლის მონაწილეობით ონლაინ და პირისპირ ფორმატში სამუშაო
შეხვედრები გაიმართა.
სამუშაო შეხვედრებზე, განიხილეს ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია
სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით. განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი განმეორებითი
დანაშაულის მორიგი კვლევა 2025 წელს, განახლებული მეთოდოლოგიის საფუძველზე ჩატარდება და
გამოქვეყნდება.
ამოცანა 20.4
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების, მათ შორის რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების დაცვის
მექანიზმების შემდგომი გაძლიერება
აქტივობა 20.4.1
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მომსახურებების შეფასება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
2024 წელს, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მომსახურებების შეფასება არ განხორციელდა.
აქტივობა 20.4.2
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრევენციული მომსახურებების განვითარება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
2024 წელს, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის არსებულ სერვისებზე ცვლილებები არ
განხორციელებულა
148
აქტივობა 20.4.3
ბავშვთა შრომისა და ბავშვთა ტრეფიკინგის შემთხვევების შესაბამისი გამოვლენისა და რეაგირების
საკითხებზე სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს
თანამშრომელთა გადამზადება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
ბავშვთა შრომისა და ტრეფიკინგის შემთხვევების დროული გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების
საკითხებზე ჩატარებული ტრენინგების შედეგად 50 თანამშრომელი გადამზადდა.
ტრენინგები განხორციელდა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მათ შორის "World Vision
საქართველოს", დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის,
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) და საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მონაწილეობით.
აქტივობა 20.4.4
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თემთან აქტიური კომუნიკაცია, მუშაობა და ცნობიერების ამაღლება
სახელმწიფოში არსებულ სერვისებზე
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
მობილური ჯგუფები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრულ
ოჯახის ან ბავშვის მხარდამჭერ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია მიუსაფარი ბავშვების მიტოვებისა და
ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, ასევე მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და საზოგადოებაში
ინტეგრაცია.
2024 წლის განმავლობაში მობილური ჯგუფების მიერ დამყარდა 412 ახალი კონტაქტი, რაც კიდევ უფრო
აძლიერებს ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის სისტემას.
აქტივობა 20.4.5
რთულ
ქცევაზე
რეაგირების
მექანიზმების
კონცეფციის
პროფესიონალებთან/ექსპერტებთან უკუკავშირის მისაღებად
გაცნობა
და
განხილვა
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
2024 წელს რთულ ქცევაზე რეაგირების მექანიზმების კონცეფცია არ შემუშავებულა.
აქტივობა 20.4.6
ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის ტრეფიკინგისგან
დაცვის საქართველოს
2024-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის შესრულების 2024-2026 წლების
სამოქმედო გეგმის შემუშავება და ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოზე წარდგენა
დამტკიცების მიზნით
149
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საანგარიშო პერიოდში, მიმდინარეობდა მუშაობა ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის
ძალადობისგან, მათ შორის ტრეფიკინგისგან დაცვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაზე.
აქტივობა 20.4.7
ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის ტრეფიკინგისგან
დაცვის საქართველოს
2024-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის შესრულების 2024-2026 წლების
სამოქმედო გეგმის შესრულების ყოველწლიური პროგრეს ანგარიშების მომზადება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საანგარიშო პერიოდში, მიმდინარეობდა მუშაობა ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის
ძალადობისგან, მათ შორის ტრეფიკინგისგან დაცვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაზე.
აქტივობა 20.4.8
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების, მათ შორის რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნებისთვის,
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მომსახურების მიწოდების მიზნით მობილური ჯგუფის შექმნა
პასუხისმგებელი უწყება: იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო"
აქტივობის სამოქმედო გეგმის ვადაში შესრულების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, მიმდინარეობდა მუშაობა.
ამოცანა 20.5
ალტერნატიული ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა
აქტივობა 20.5.1
სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა და
მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობისას 2024
წელს გაანალიზდა სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის
ქვეპროგრამის გამოწვევები, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების მომართვებიდან გამომდინარე
გაანალიზდა ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საჭიროებები და მიღებულ იქნა
გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ ახალგაზრდას, რომელსაც შეუსრულდა 21
წელი და არ დაუსრულებია სწავლა, მომსახურება გაუგრძელდეს ბაკალავრიატის (უწყვეტად 4 სასწავლო
წელი) დასრულებამდე. ამასთან, გასულ წელს დაიგეგმა მომსახურებაში მოსარგებლის დაფინანსების
ოდენობის ზრდა და შშმ სტატუსის არმქონე პირისთვის თვეში 600 ლარის ნაცვლად შეადგინა 750 ლარი.
ამოცანა 20.6
150
ბავშვების, მათ შორის შშმ ბავშვების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის უზრუნველყოფა და ბავშვის
ოჯახიდან განცალკევების პრევენციის ხელშეწყობა
აქტივობა 20.6.1
ოჯახების მხარდამჭერი მომსახურებების განვითარება ბავშვის მიტოვების პრევენციის მიზნით
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
ქვეყანაში დასრულდა ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაცია. ბავშვები უკვე აღარ იმყოფებიან დიდი ზომის
ინსტიტუციებში. ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის ბოლო აქტივობა ითვალისწინებდა თბილისის ჩვილ
ბავშვთა სახლის დახურვას ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის
მომსახურების ამოქმედებას, სადაც ბენეფიცარები იღებენ სპეციალიზებულ, ხანგრძლივ, კომპლექსურ
სამედიცინო მოვლას და სოციალურ მხარდაჭერას.
ბავშვის ოჯახიდან განცალკევების პრევენციის ხელშეწყობის პრიორიტეტის ცხოვრებაში რეალიზებისთვის,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო, როგორც ბავშვთა კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი უწყება, პარტნიორ საერთაშორისო
და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ეტაპობრივად აფართოებს ქვეყნის
მასშტაბით სოციალური მომსახურებათა ქსელს. ამასთან, ზრდის სახელმწიფო ბავშვზე ზრუნვის სოციალური
პროგრამის ასიგნებას, რათა მის ფარგლებში სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში
უზრუნველყოფილ იქნეს საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურებების განვითარება. იზრდება სამიზნე
ჯგუფების რაოდენობაც, ამასთან, იმგვარად, რომ ბავშვთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილების
მიღების პროცესში გათვალისწინებულ იქნეს ბავშვის უპირატესი ინტერესები.
ყოველწლიურად იზრდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“
ბიუჯეტი და მრავალფეროვანი ხდება პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მომსახურებები. 2024 წლის
ბიუჯეტი 2023 წლის ბიუჯეტთან (66 550 000) შედარებით გაიზარდა დაახლოებით 20%-ით და შეადგინა 80 037
972 ლარი, შესაბამისად, გაიზარდა მთელი რიგი ქვეპროგრამებისა და კომპონენტების ბიუჯეტები და
გაფართოვდა ამ მომსახურებებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობებიც. 2024 წლის განმავლობაში
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბავშვებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა მომსახურების
მიმწოდებლად დარეგისტრირდა 73 ორგანიზაცია (მათ შორის, ნაწილმა გაიარა ხელახალი რეგისტრაცია).
შესაბამისად, გაიზარდა მომსახურებების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და რეგისტრირებულ
ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ, უზრუნველყონ დამატებითი ბენეფიციარების მომსახურება.
აქტივობა 20.6.2
ბავშვის ოჯახიდან განცალკევების პრევენციის გაძლიერების კუთხით არსებული სერვისების/ქვეპროგრამების
შეფასება
პასუხისმგებელი უწყება:
საქრთველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
დევნილთა, შრომის,
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობისას
გადაწყდა, რომ შემუშავებულიყო პროგრამის შეფასების ძირითადი ინდიკატორები, რომელიც პირველ ეტაპზე
შეეხება ცალკეული ქვეპროგრამების/კომპონენტების შეფასებას სამინისტროს მიერ განსაზღვრული
პერიოდულობით და მოიცავს პროგრამების/კომპონენტების განხორციელებადობის, საჭიროების,
შესაბამისობის, ეფექტურობის, ეფექტიანობის, გავლენისა და მდგრადობის შესწავლას რაოდენობრივი და
თვისებრივი ინდიკატორების გამოყენებით.
ინდიკატორების ახალი სისტემის მეშვეობით 2025 წელს,
საპილოტე რეჟიმში, განხორცილედება 5 ქვეპროგრამის/კომპონენტის, მათ შორის, ბავშვთა ადრეული
151
განვითარების ქვეპროგრამისა და ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის შეფასება. დანერგილი
ინდიკატორების სისტემა იძლევა საშუალებას, დროულად გაანალიზდეს პროგრამის მოსარგებლეთა
შედეგები, იდენტიფიცირდეს გამოწვევები, მათ შორის, ბავშვის ოჯახიდან განცალკევების საჭიროების
შემთხვევათა შემცირების ხელშეწყობის თვალსაზრისით, და დაიგეგმოს პროგრამის განვითარების შემდგომი
ნაბიჯები. აღნიშნული დაეხმარება პოლიტიკის შემქმნელებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და
შედეგებზე ორიენტირებული სოციალური მომსახურების მიწოდების განხორციელებაში. დანერგილი
ინდიკატორების გამოყენებით სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის ყველა ქვეპროგრამის
შეფასების განხორციელება მოხდება ეტაპობრივად.
აქტივობა 20.6.3
იურიდიული დახმარების სამსახურის ფსიქოლოგების პროფესიული გაძლიერება
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
აღნიშნულ აქტივობასთან დაკავშირებით, 2024 წელს ტრენინგები არ ჩატარებულა.
აქტივობა 20.6.4
„ბავშვზე ზრუნვის ერთიანი ტექნიკური რეგლამენტის“ განახლება და სკოლა პანსიონის ზრუნვის
სტანდარტის ინტეგრირება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ „ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის
სტანდარტის“ ბაზაზე მომზადდა ,,სკოლებში/რესურსსკოლებში პანსიონური მომსახურების სტანდარტი“,
რომელიც განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. განხილვის შედეგად საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიეწოდა ცალკეული კომენტარები. საკვანძო სამსჯელო თემას
წარმოადგენდა უწყებებს შორის მონიტორინგისა და ზედამხედველობის ორგანოს განსაზღვრა, ვინაიდან
სტანდარტის პროექტზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე უწყების უფლებამოსილება, რომლებიც
პასუხისმგებელი იყვნენ საზედამხედველო ფუნქციის შესრულებაზე სხვადასხვა მიმართულებით. ამ
საკითხზე მუშაობა არ არის დასრულებული.
ამოცანა 20.7
ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სისტემის გაძლიერება
აქტივობა 20.7.1
დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგიის 3-წლიანი სამოქმედო
გეგმის განახლება დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის უფლებებზე ფოკუსირებით
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მომზადდა დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგიის 2025-2027
წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც დამტკიცდება უახლოეს მომავალში.
აქტივობა 20.7.2
152
დედიდან შვილზე აივ ინფექვიის, სიფილისისა და B ჰეპატიტის გადაცემის ელიმინაციის 3-წლიანი სამოქმედო
გეგმის შემუშავება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის უფლებებზე ფოკუსირებით
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
დედიდან შვილზე აივ ინფექვიის, სიფილისისა და B ჰეპატიტის გადაცემის ელიმინაციის საკითხები ასახულია
დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგიის 2025-2027 წლების
სამოქმედო გეგმაში.
აქტივობა 20.7.3
"ბავშვის ბენეფიტი"/მიზნობრივი პროგრამის გაფართოება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის განახლებაზე, რათა ახალმა მოდელმა უკეთესად უპასუხოს
ოჯახების, განსაკუთრებით, ბავშვიანი შინამეურნეობების გამოწვევებს და საჭიროებებს. შემუშავებულია
მეთოდოლოგიის პირველადი სამუშაო ვერსია. 2024 წელს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის
გაფართოება და ბავშვის ბენეფიტის ფულადი კომპონენტის მატება არ განხორციელებულა.
ამოცანა 20.8
განათლების ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ბავშვებს (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის
და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს) მისცემს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას
აქტივობა 20.8.1
შშმ პირთა უფლებების
მასწავლებლებისთვის
შესახებ
ტრენინგების
ციკლი
საჯარო
სკოლების
ადმინისტრაციისა
და
პასუხისმგებელი უწყება: იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი"
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზიის საკითხებზე ჩატარდა 36 ტრენინგი სამცხეჯავახეთისა და ქვემო ქართლის სკოლების 677 მასწავლებლისათვის.
აქტივობა 20.8.2
პროფესიული განათლების საფეხურზე საორიენტაციო სერვისის დანერგვა შშმ და სსსმ პირებისთვის
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს
პროფესიული უნარების სააგენტო
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტრო/პროფესიული
შემუშავებულია საორიენტაციო სერვისის მხარდამჭერი რესურსები: საორიენტაციო სერვისის გზამკვლევი და
ინსტრუმენტების პაკეტი. გზამკვლევში დეტალურადაა აღწერილი სერვისის პროცედურები და
რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაუწიოს ეფექტური მომსახურება დაწესებულების სერვისის
მიმწოდებელმა გუნდმა სერვისში ჩართულ პირებს. რესურსებზე მუშაობის პროცესში, გადაიხედა სსსმ და შშმ
პირთა პროფესიულ პროგრამებზე შერჩევის პროცედურის, ე.წ. პრაქტიკული მოსინჯვის არსებული
153
დაკვირვების ინსტრუმენტი და მომზადდა ახალი დივერსიფიცირებული შეფასებისა და დაკვირვების
ფორმები, რომელიც ორიენტირებულია პროფესიის შესაბამისი უნარებისა და შესაძლებლობების გაზომვაზე.
პროფესიულ განათლებაში ჩართულობის მხარდასაჭერად შშმ და სსსმ პირებისთვის შემუშავდა კარიერის
მართვის სერვისი - საორიენტაციო სერვისი, რომელიც მორგებულია პირის ინდივიდუალურ საჭიროებებზე,
ინტერესებსა და შესაძლებლობებზე. ის მიზნად ისახავს სერვისში ჩართული პირებისთვის ინფორმირებული
პროფესიული არჩევანის გაკეთებაში მხარდაჭერასა და პროფესიული განათლების საფეხურზე ტრანზიციის
ხელშეწყობას.
საორიენტაციო სერვისის პლატფორმის შემუშავებისთვის განახლდა სამუშაო პროცესი და გადამუშავდა
პლატფორმის ტექნიკური აღწერილობა, შემუშავდა საორიენტაციო სერვისის მხარდამჭერი რესურსები. მათ
შორის, მომზადდა საორიენტაციო სერვისის გზამკვლევი და ინსტრუმენტების პაკეტი. გზამკვლევში
დეტალურადაა აღწერილი სერვისის პროცედურები და რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაუწიოს
ეფექტური მომსახურება დაწესებულების სერვისის მიმწოდებელმა გუნდმა სერვისში ჩართულ პირებს.
რესურსებზე მუშაობის პროცესში, გადაიხედა სსსმ და შშმ პირთა პროფესიულ პროგრამებზე შერჩევის
პროცედურის, ე.წ. პრაქტიკული მოსინჯვის არსებული დაკვირვების ინსტრუმენტი და მომზადდა ახალი
დივერსიფიცირებული შეფასებისა და დაკვირვების ფორმები, რომელიც ორიენტირებულია პროფესიის
შესაბამისი უნარებისა და შესაძლებლობების გაზომვაზე. მეთოდოლოგიური რესურსები მომზადდა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უწყვეტი განათლების უკეთესი შესაძლებლობები
პარტნიორობის გზით“ ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
2024 წელს გადამუშავდა სარეგისტრაციო ელექტრონული პორტალის ტექნიკური აღწერილობა. აგრეთვე,
გადამუშავდა ბრძანების პროექტი ,,პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციისა და
ინკლუზიური პროფესიული განათლების განხორციელების წესი და პირობები“, რომლის დამტკიცების
შემდეგ საორიენტაციო სერვისი ეტაპობრივად დაინერგება საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ამოცანა 20.9
ეფექტიანი ღონისძიებების გატარება ძალადობის მსხვერპლი/მიუსაფარი ბავშვების რეაბილიტაციისა და
სოციალური ინტეგრაციის ხელშესაწყობად
აქტივობა 20.9.1
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრევენციული მომსახურებების განვითარება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
2024 წელს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის დამატებითი სერვისი არ შექმნილა.
დღეის მდგომარეობით ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის ფუნქციონირებს 4 დღის ცენტრი
(თბილისი -2. რუსთავი-1, ქუთაისი -1) და სამი თავშესაფარი (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი). ქვეპროგრამაში
ჩართულ არასრულწლოვნებს მიეწოდებათ როგორც დღის ცენტრის ასევე 24 საათიანი მომსახურება, სადაც
დაკმაყოფილებულია როგორც პირველადი საჭიროებები, (კვების, ჰიგიენის, ტანსაცმელი) ასევე
უზრუნველყოფილია სამედიცინო და საგანმანათლებლო ღონისძიებები, ბავშვის ასაკის და განვითარების
შესაბამისად. მომსახურებებში სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს მუშაობა ბავშვების სოციალური
უნარების განვითარებისა და გაძლიერებისათვის, ახალ გარემოში ადაპატაციისა უნარ-ჩვევების გაძლიერებასა
და ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაციის ან/და ზრუნვის სხვა ალტერნატიულ ფორმაში გადაყვანისათვის.
ასევე, ამ პროგრამიდან ხორციელდება არასრულწლოვანთა სხვა მხარდამჭერ პროგრამებში
154
ტრანზიცია/გადამისამართება, როგორიცაა 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური ინკლუზიის დღის
ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი და ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე
მოზარდების დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი, რომლის ერთ-ერთ სამიზნე
ჯგუფს სწორედ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები (8-18 წლამდე) წარმოადგენენ. აღნიშნული
პროგრამის ღონისძიებებია სოციალური უნარების გაძლიერებაში მხარდაჭერა, არასრულწლოვანის მაკრო და
მიკრო სოციალური გარემოს ანალიზი/ინტერვენცია, სოციალურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერა და ზრუნვა
სასიცოცხლო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
აქტივობა 20.9.2
ძალადობის მსხვერპლი/მიუსაფარი ბავშვებისათვის ფსიქოსოციალური
უზრუნველყოფა (მათ შორის, სუიციდის პრევენციის მიზნით)
თერაპიის
მომსახურებით
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
ფსიქოსოციალური თერაპიის მომსახურებით უზრუნველყოფისა და სუიციდის პრევენციის მიზნით, ზრუნვის
სააგენტოს დირექტორის ბრძანებით (N SCA 5 23 00000193 30/11/2023) დამტკიცდა „ბავშვებსა და მოზარდებში
სუიციდის რისკის შეფასებისა და სუიციდის რისკზე რეაგირებისთვის საჭირო ინსტრუმენტები“.
ბრძანება ითვალისწინებს სუიციდის შემთხვევებზე რეაგირების პროტოკოლის შემუშავებას, რომელიც
უზრუნველყოფს სუიციდის რისკზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას. პროტოკოლს თან ახლავს სუიციდის
რისკის იდენტიფიცირების სპეციალური კითხვარი (სკრინინგი), რომელიც სპეციალისტებს საშუალებას
აძლევს, დაუყოვნებლივ გამოავლინონ არსებული რისკები და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ შესაბამისი
პრევენციული ზომები. პროტოკოლი განკუთვნილია როგორც სოციალური მუშაკებისთვის, ისე სააგენტოში
დასაქმებული სხვა დამხმარე სპეციალისტებისთვის.
აქტივობა 20.9.3
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების ხარისხის კონტროლისა და სისტემატური
მონიტორინგის მექანიზმის განვითარება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
2024 წელს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამაზე
მუშაობისას გაიწერა პროგრამის შეფასების ძირითადი ინდიკატორები, რომელიც შეეხება ზოგიერთი
ქვეპროგრამების/კომპონენტების შეფასებას სამინისტროს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით და მოიცავს
პროგრამების/კომპონენტების
განხორციელებადობის,
საჭიროების,
შესაბამისობის,
ეფექტურობის,
ეფექტიანობის, გავლენისა და მდგრადობის შესწავლას რაოდენობრივი და თვისებრივი ინდიკატორების
გამოყენებით. ინდიკატორების ახალი სისტემის მეშვეობით 2025 წელს საპილოტე რეჟიმში განხორცილედება
5 ქვეპროგრამის/კომპონენტის, მათ შორის, ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამისა და ბავშვთა
რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის შეფასება. დანერგილი ინდიკატორების სისტემა სამინისტრის
მისცემს საშუალებას, დროულად გაანალიზდეს პროგრამის მოსარგებლეთა შედეგები, იდენტიფიცირდეს
გამოწვევები და დაგეგმოს პროგრამის განვითარების შემდგომი ნაბიჯები. ასეტი მიდგომა დაეხმარება
პოლიტიკის შემქმნელებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და შედეგებზე ორიენტირებული სოციალური
მომსახურების მიწოდების განხორციელებაში. დანერგილი ინდიკატორების გამოყენებით სოციალური
რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის ყველა ქვეპროგრამის შეფასება ეტაპობრივად განხორციელდება.
155
ამასთან, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების ხარისხის კონტროლისა და
სისტემატური მონიტორინგის მექანიზმის განვითარების მიზნით, მიმდინარე ეტაპზე უპირატესობა ენიჭება
მონიტორინგის ინსტრუმენტების გაუმჯობესებასა და დარღვევებზე რეაგირების მექანიზმების შემუშავებას.
ამ მიმართულებით, ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენ საქართველოს“ და ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლობის
ფარგლებში, შემუშავდა მონიტორინგის ინსტრუმენტები შემდეგი დაწესებულებებისთვის:
დედათა და ბავშვთა თავშესაფრები
18 წლამდე ასაკის ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის სახლები
18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის სახლები
მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრები
მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრები
ამჟამად მონიტორინგის ინსტრუმენტების შემუშავების პროცესი იმპლემენტაციის ეტაპზეა, ხოლო ახალი
მიდგომის შესაბამისად ამ ორგანიზაციების შერჩევითი შემოწმება დაგეგმილია 2025 წლის ბოლომდე.
აქტივობა 20.9.4
ბავშვთა 24 საათიან მომსახურებებში დასაქმებულ პირთა და მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს
სოციალური მუშაკების გადამზადება რთული ქცევის ბენეფიციართა, ემოციური გამწვავების პრევენციისა და
მართვის, არასრულწლოვნებთან მუშაობის კუთხით გამოვლენილ სხვა სპეციფიკურ თემატიკაზე
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
2024 წელს რთული ქცევის ბენეფიციარების, ემოციური გამწვავების პრევენციისა და მართვის, ასევე
არასრულწლოვანებთან მუშაობის თემატიკაზე 104 თანამშრომელი გადამზადდა.
აღნიშნული ტრენინგები ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინსტიტუციური ზრუნვის
მიღმა“ (Beyond Institutional Care) ფარგლებში, „ვორლდ ვიჟენის“ მიერ გაცემული გრანტისა და დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის
მხარდაჭერით.
აქტივობა 20.9.5
მიუსაფარი ბავშვებისათვის იურიდიული დახმარების სამსახურის ფსიქოლოგების მიერ საკონსულტაციო
შეხვედრების ჩატარება
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
მიუსაფარი ბავშვებისათვის ჩატარდა 2 შეხვედრა, 2024 წლის 1 ივნისს - ხაშურის და გორის საოჯახო ტიპის
სახლებში.
აქტივობა 20.9.6
მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრებსა და კრიზისულ თავშესაფრებში ტრანზიტული საგანმანათლებლო
პროგრამის განხორციელება.
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
156
2024 წელს „ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა“ კვლავ ხორციელდებოდა სსიპ სახელმწიფო
ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიუსაფარ ბავშვთა ყველა
დღის ცენტრსა და კრიზისულ თავშესაფარში. პროგრამაში ჩართული იყო 113 მოზარდი. პროგრამა
ორიენტირებულია სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების ზოგადი განათლების სისტემაში
რე/ინტეგრირებაზე, ასევე ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების მიერ სწავლის ვადაზე ადრე,
სავალდებულო ზოგადი განათლების დასრულებამდე მიტოვების პრევენციაზე. მუშაობს 6 მიმართულებით:
სასიცოცხლო უნარების განვითარების ხელშეწყობა;
აკადემიური უნარების განვითარების ხელშეწყობა;
სპორტული და კულტურული ღონისძიებები;
პროფორიენტაციის მხარდაჭერა; სკოლის გაძლიერების
ხელშეწყობა; საინფორმაციო კამპანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის ბავშვის განათლების
უფლების და მოწყვლადი ბავშვების საჭიროებების მიმართ.
პროგრამის ფარგლებში მუშაობს სპეციალისტების მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც შედგება
სპეციალური მასწავლებლების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების და ტრენერებისგან. გამოიყენება
განმავითარებელი, პორტფოლიოზე დაფუძნებული შეფასება. პროგრამა მუდმივად ვითარდება და
ფართოვდება მიუსაფარი ბავშვების საჭიროებებზე მორგების მიზნით.
ამოცანა 20.10
მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა
აქტივობა 20.10.1
ახალი მინდობით აღმზრდელების, მათ შორის სპეციალიზებული და ჩამნაცვლებელი, მოზიდვა/რეგისტრაცია
პასუხისმგებელი უწყება:
დახმარები სააგენტო
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
2024 წელს დარეგისტრირდა 102 მინდობით აღმზრდელი ოჯახი, ხოლო მინდობით აღზრდაში განთავსდა 151
არასრულწლოვანი.
აქტივობა 20.10.2
მინდობით აღმზრდელთა გაძლიერება და პროფესიული მხარდაჭერა
პასუხისმგებელი უწყება:
დახმარები სააგენტო
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
2024 წლის 5 ივლისს, სააგენტოსა და ა(ა)იპ „ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს“ შორის
გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ, რომელიც მოიცავს მინდობით აღმზრდელთა მოძიებას,
გადამზადებას, შემდგომ მხარდაჭერას და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისთვის სავალდებულო
მოსამზადებელი კურსის მიწოდებას.
ტრენინგი გაიარა 102-მა პირმა, რაც ხელს შეუწყობს მინდობით აღმზრდელი ოჯახების კვალიფიკაციისა და
უნარების გაუმჯობესებას.
ამოცანა 20.11
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია
157
აქტივობა 20.11.1
საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის დაგეგმვა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ახალგაზრდების
ინფორმირებულობის და ცოდნის დონის ასამაღლებლად და ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებული
სტიგმის შესამცირებლად
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
გაძლიერდება ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საკომუნიკაციო
ღონისძიებები, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ
სტიგმის დასაძლევად. 2021 წლის მაისიდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ადმინისტრირებად, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახ. პროგრამის
ფარგლებში, ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების პროფესიული სატელეფონო სერვისი - 2 911 000.
ცხელი ხაზის მეშვეობით, ხორციელდება როგორც ფსიქოლოგიური, ისე საინფორმაციო სახის
კონსულტაციები, საჭიროების შემთხვევაში, ხდება რესპონდენტთა გადამისამართება კრიზისულ
მულტისისტემურ სერვისებში. ცხელი ხაზს, ასევე, მიმართავენ რესპონდენტები უკვე დადგენილი
ფსიქოლოგიური პრობლემებით.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით,
2025 წელს, დაგეგმილია საკომუნიკაციო ინტერვენციების ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება, სადაც
ასახული იქნება 2026 წლის ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახ. პროგრამაში გასათვალისწინებელი ფსიქიკური
ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის სერვის(ებ)ის შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები.
აქტივობა 20.11.2
გართობის ინდუსტრიის (ღამის კლუბები, მუსიკალური ფესტივალები) წარმომადგენელთათვის
ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციისა და ზიანის შემცირების შესახებ გზამკვლევის
შემუშავება და დანერგვა
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
გართობის ინდუსტრიის (ღამის კლუბები, მუსიკალური ფესტივალები) წარმომადგენელთათვის
ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციისა და ზიანის შემცირების შესახებ გზამკვლევი არ
შემუშავებულა.
ამოცანა 20.12
პატიმართა და თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნების მიერ ხარისხიანი განათლების მიღების
უზრუნველყოფა
აქტივობა 20.12.1
არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული პირებისთვის ზოგადი განათლების მომსახურების
მიწოდება.
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ დაახლოებით 141 ბრალდებულ/მსჯავრდებულ მოსწავლეს
მიეწოდებოდა ზოგადი განათლების მომსახურება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
158
საგნების მიხედვით. 2024 წელს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასდა პენიტენციურ
დაწესებულებაში მყოფი 4 არასრულწლოვანი მსჯავრდებული, ოთხივე მათგანს დაუდასტურდა სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროება, გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები სასწავლო პროცესის დაგეგმვის მიზნით და
გამოიყო დაფინანსება ერთი სპეციალური მასწავლებლის საშტატო ერთეულისთვის. ამასთან,
ბრალდებულ/მსჯავრდებულ მოსწავლეებთან მომუშავე ყველა მასწავლებელმა გაიარა გადამზადება
ინკლუზიური განათლების ტრენინგმოდულით, თითოეული მათგანი საქმიანობას ახორციელებს
ინდივიდუალური მიდგომით, მოსწავლეთა სპეციალური საჭიროებების გათვალისწინებით.
გარდა აღნიშნულისა, ბრალდებული/მსჯავრდებული მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იყო ზოგადი
განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი
საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამების ექსტერნატის ფორმით
დაძლევის გამოცდებში მონაწილეობა.
მიზანი 21 - გენდერული თანასწორობის პრინციპის გაძლიერება ცხოვრების ყველა სფეროში, სამართლებრივი
გარანტიების მიხედვით თანასწორობის უზრუნველსაყოფად და ამავე პრინციპის ფაქტობრივი რეალიზაციის
ხელშესაწყობად; თანაბარი შესაძლებლობებისა და ფაქტობრივი თანასწორობის უზრუნველსაყოფად
სისტემური და ინსტიტუციური მექანიზმების გაუმჯობესება და ქალებისა და გოგოების გაძლიერება.
ამოცანა 21.1
გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი
კოორდინაციის გაუმჯობესებით
სახელმწიფო
მექანიზმების
გაძლიერება,
მათ
შორის
აქტივობა 21.1.1
საქართველოს პროკურატურაში გენდერულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებისათვის გენდერული
თანასწორობისა და მეინსტრიმინგის ინსტრუმენტების შესახებ ტრენინგის ჩატარება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურაში გენდერულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრმა 1-მა პროკურორმა
(მენეჯერი), გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ HELP-ის ონლაინ
სასწავლო კურსი გაიარა. კურსი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: გენდერული თანასწორობა და გენდერული
მეინსტრიმინგის ცნებები, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები და გენდერული თანასწორობის
პოლიტიკის ჩარჩო, გენდერული მეინსტრიმინგის როლი პრაქტიკაში - ხელშემწყობი ფაქტორები, გენდერული
ანალიზის ჩატარება, გენდერულად მგრძნობიარე კომუნიკაცია.
აქტივობა 21.1.2
სექსუალური შევიწროვების პრევენციის საკითხებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ
თანამშრომელთა გადამზადება
პასუხისმგებელი უწყება: შინაგან საქმეთა სამინისტრო
2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ზემოაღნიშნულ თემატიკაზე პოლიციელთა
საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლება
გაიარა 521-მა მსმენელმა. 2023 წლიდან სსიპ - საქართველოს შსს აკადემიაში მიმდინარეობს გამომძიებელთა
გადამზადება სქესობრივი დანაშაულების გამოძიების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების და
სექსუალური შევიწროების შესახებ. ზემოაღნიშნული კურსის ფარგლებში, 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის
159
31 დეკემბრის ჩათვლით სწავლება გაიარა 204-მა მსმენელმა. შსს ადამიანის უფლებების დაცვის
დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ გადამზადდა 25 მართლწესრიგის ოფიცერი ისეთ საკითხებზე,
როგორიცაა შემაკავებელი ორდერი და რისკის შეფასების ინსტრუმენტი; ძალადობის განმეორებითი რისკის
განსაზღვრა; ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება; საზოგადოებრივ ადგილას სექსუალური
შევიწროების განმარტება; სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმი და სხვ.
აქტივობა 21.1.3
საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და გოგონებისთვის
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
2024 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდა ერთი შეხვედრა სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში.
აქტივობა 21.1.4
სქესის ნიშნით ჩაშლილი მონაცემების რეგულარული შეგროვების სისტემის დანერგვა საჯარო სამსახურში
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო
საჯარო სამსახურის ბიურომ შეიმუშავა 620 საბაზისო გენდერული ინდიკატორი და თითოეული მათგანის
აღწერილობა.
ინდიკატორები
დაჯგუფდა
შემდეგ
კატეგორიებად:
ზოგადი
ინდიკატორები,
შერჩევა/რეკრუტირება, ტრენინგები და განვითარება, კარიერის მართვა, შეფასების სისტემა, სახელფასო
ბიუჯეტის განაწილება, გენდერული თანასწორობა. გენდერული საბაზისო ინდიკატორები შემუშავებულია
ადგილობრივი საკანონმდებლო და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
საბაზისო გენდერული ინდიკატორები საჯარო სამსახურის ბიუროს მისცემს შესაძლებლობას, დეტალურად
გააანალიზოს გენდერული თანასწორობის მდგომარეობა საჯარო სამსახურში და აწარმოოს გენდერულ
ანალიზზე დამყარებული ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა.
საჯარო სამსახურის ბიუროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლობით,
გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, იდენტიფიცირდა პროფესიული საჯარო
მოხელეების შესახებ გენდერული ინდიკატორები, რომლებიც ინტეგრირდა და გამოქვეყნდა გენდერული
სტატისტიკის პორტალზე. აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს სტატისტიკურ მონაცემებზე წვდომის
გაზრდას ყველა დაინტერესებული პირისთვის და საჯარო სამსახურის სისტემაში გენდერული თანასწორობის
მდგომარეობის შესახებ საქართველოს პროგრესის გაზომვის შესაძლებლობას რეგიონული და გლობალური
მასშტაბით.
აქტივობა 21.1.5
გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ ონლაინ ტრენინგ კურსის შემუშავება საჯარო მოხელეებისთვის
პასუხისმგებელი უწყება: საჯარო სამსახურის ბიურო
საანგარიშო პერიოდში, გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ ონლაინ ტრენინგ კურსის შემუშავება არ
დაწყებულა.
აქტივობა 21.1.7
მშობლის შვებულებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საჯარო სამსახურში
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო
160
საანგარიშო პერიოდში, საჯარო სამსახურის ბიურომ შეიმუშავა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში მამობის
შვებულების შემოღების მიზნით ცვლილებების პროექტის პირველადი ვერსია, რომელიც არ წარდგენილა
პარლამენტისთვის დასამტკიცებლად.
ბიურომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, შეიმუშავა გენდერულად მგრძნობიარე
დასაქმების პოლიტიკის შესახებ პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო
დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ციკლში გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების
პოლიტიკის არსის, ასევე, მისი შემადგენელი ელემენტების გააზრებას, ასევე, ადამიანური რესურსების
მართვის ორგანიზაციულ პროცესებში გენდერულად მგრძნობიარე ინდიკატორების გაჩენას და შესაბამისი
ინსტრუმენტების დანერგვას.
აღნიშნულ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით, შეიქმნა ტრენინგ მოდული საჯარო დაწესებულებებში
დასაქმებული ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების წარმომადგენლებისთვის და ჩატარდა ორი
საპილოტე ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების, მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სხვა დამოუკიდებელი
უწყებების 40-მდე წარმომადგენელმა.
ამასთანავე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა დასაქმების ადგილას მოქნილ და
ოჯახზე მორგებულ სამუშაო პირობებთან დაკავშირებით კარგი პრაქტიკის კვლევა. კვლევის მიზანია,
მიმოიხილოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში არსებული
ოჯახზე მორგებული და მოქნილი სამუშაო პირობების პოლიტიკა და წარმოადგინოს საქართველოსთან
მისადაგებული რეკომენდაციები.
აქტივობა 21.1.8
უძრავ ქონებაზე წვდომის გაუმჯობესება - ქალთა თანასაკუთრების რეგისტრაციის წახალისება საზოგადოების
ცნობიერების ამაღლების გზით
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტო"
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალი მესაკუთრეების
რაოდენობა და, შესაბამისად, უძრავი ქონების სამოქალაქო ბრუნვაში მათი მონაწილეობა. ქალთა საკუთრების
უფლების რეგისტრაცია და სარეგისტრაციო პროცესში საჭირო ყველა სათანადო პროცედურა თავისუფლად
ხელმისაწვდომია.
2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, უძრავი ქონების 49.9%-ზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება
ქალს ეკუთვნის. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში 2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე
რეგისტრირებული მესაკუთრის 48.6% (586928) ქალია.
ყოველწლიურად მიმდინარეობს ინფორმირებულობის გაზრდასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია
ქალთა უფლებებზე. ამ მიზნით გაიმართა არაერთი პრეზენტაცია. კამპანიის ფარგლებში აღინიშნა ქალთა
საერთაშორისო დღე და ინფორმაცია გავრცელდა სოციალური ქსელების მეშვეობით. მედიასა და სოციალურ
ქსელებში სხვადასხვა ფორმით ვრცელდებოდა ინფორმაცია მარეგისტრირებელ ორგანოში დასაქმებული
ქალების შესაბამის პროცესებში მონაწილეობაზე.
აქტივობა 21.1.9
ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების
მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის შეხვედრები
161
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების
მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების საკითხებზე მსჯელობა გაიმართა გენდერული
თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე კომისიის
სდომაზე. 2024 წლის მარტის თვეში.
ამოცანა 21.2
ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, მათ შორის თანასწორი გარემოს განმტკიცების გზით
აქტივობა 21.2.1
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში/შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ღონისძიებებში
ქალების ჩართულობის გაზრდა
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც წარიმართება
„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
დასაქმების ხელშეწყობის
აქტივობები გაწერილია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ და საქართველოს მთავრობის
მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც ემსახურება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი,
მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი სამუშაოს მაძიებლების მხარდაჭერას და დასაქმების ხელშეწყობას.
ზემოაღნიშნულ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის
ღონისძიებებში საანგარიშო პერიოდში სულ მონაწილეობა მიიღო 11 636 სამუშაოს მაძიებელმა, რომელთა
შორისა 8 312 ქალია, რაც 297 ერთეულით მეტია წინა წელთან შედარებით.
აქტივობა 21.2.2
ორსულობის და
მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების არსებული რეგულაციების
საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების მარეგულირებელ ნორმატიულ ბაზაში ცვლილებები არ
განხორციელებულა.
აქტივობა 21.2.3
საარჩევნო სუბიექტების/ქალი კანდიდატების გადამზადება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისია
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, საარჩევნო პროცესებში
ქალთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, სწავლების ცენტრმა 2024 წლის 26 ოქტომბრის
არჩევნებისთვის რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების ქალ წარმომადგენლებთან ორი საინფორმაციო
შეხვედრა ჩაატარა. პროექტის კონცეფციის მიხედვით, საინფორმაციო-სასწავლო კურსი ჰიბრიდული
162
მეთოდით ჩატარდა: 4 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში პირისპირ შეხვედრის ფორმატში და 7 ოქტომბერს
დისტანციური პლატფორმის გამოყენებით. ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის რეგისტრირებული პოლიტიკური
პარტიების წარმომადგენლებმა და საჯარო პოლიტიკაში აქტიურად ჩართულმა ქალებმა მიიღეს (ჯამში 40
მონაწილე).
თემატურად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, სწავლების ცენტრის ექსპერტ-ტრენერმა პოლიტიკური
პარტიების ქალ წარმომადგენლებთან საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობის გლობალური გამოწვევები
განიხილა, მათ შორის, გენდერული სტერეოტიპები, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა,
კიბერ-შევიწროება და ისაუბრა მათი დაძლევისთვის საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებულ
ინსტრუმენტებზე. საარჩევნო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრაზე ასევე
დეტალურად იქნა განხილული საარჩევნო ტექნოლოგიური სიახლეები და ელექტრონული აპარატების
გამოყენებით 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე კენჭისყრის პროცესის წარმართვის ძირითადი ასპექტები.
აქტივობა 21.2.4
თავდაცვის ძალებში სამეთაურო პოზიციებზე ქალ სამხედრო მოსამსახურეთა დაწინაურების ხელშეწყობა,
შესაბამისი პოლიტიკის უზრუნველყოფით
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მოქმედებს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო
მოსამსახურეთა დაწინაურების კონცეფცია,“ რომელიც სამართლიანობის, ობიექტურობისა და
გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს დაწინაურების ისეთი სისტემის
ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური და მაღალი პოტენციალის მქონე კადრების
დაწინაურებას მათი განათლების, ცოდნის დონის, გამოცდილების, უნარ-ჩვევებისა და სამუშაოს შესრულების
ხარისხის გათვალისწინებით.
ოფიცერთა და სერჟანტთა პროფესიული და კარიერული განვითარების მოქნილი და ეფექტური სისტემის
უზრუნველყოფის მიზნით, თავდაცვის სამინისტროში მოქმედებს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სისტემის ოფიცერთა პროფესიული და კარიერული განვითარების კონცეფცია'' და „საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს სერჟანტთა პროფესიული და კარიერული განვითარების კონცეფცია.“
უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრის (DCAF), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და
დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობის ფორმატში, პროგრამის - „თავდაცვის სამინისტროში
სამხედრო ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება“ - ფარგლებში, 2024 წელს ჩატარდა ტრენინგი მენტორინგის
შესახებ, რომელსაც დაესწრო 22 სხვადასხვა წოდებისა და თანამდებობის მქონე სამხედრო და სამოქალაქო
პირი, მათ შორის 19 ქალი, 3 კაცი.
პროექტის „ლიდერები გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, 2024 წელს, ჩატარდა მორიგი სემინარი
თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების მაღალი დონის თანამდებობის პირებისთვის
(სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები), თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიასთან თავსებადი
საერთო ხედვის ჩამოყალიბებისა და ლიდერების მხრიდან გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის
გაძლიერების მიზნით.
2023-2024 წლებში, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების პირველი და მე-4 ქვეითი ბრიგადების
საბრძოლო მხარდაჭერის ასეულისა და მექანიზირებული ქვეითი ასეულის მეთაურებად დაინიშნა ორი ქალი
სამხედრო მოსამსახურე (სამხედრო წოდება - კაპიტანი). ასევე, 2024 წელს, პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა და
საშტაბო პოზიციაზე (სამმართველოს უფროსი) დაწინაურდა ერთი ქალი სამხედრო მოსამსახურე.
163
აქტივობა 21.2.5
სახელმწიფო პროგრამებში სქესის მიხედვით ჩაშლილი მონაცემების შეგროვება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე
საქართველოში"; სსიპ - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
2024 წლისთვის სქესის მიხედვით ჩაშლილი
საქართველოში“ შემდეგი პროგრამებისთვის:
●
●
●
●
●
მონაცემები
ხელმისაწვდომია
სააგენტოს
„აწარმოე
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილი (2024
წლის ბოლოს მდგომარეობით, სესხების/ლიზინგის საგნების რაოდენობის 35% და მოცულობის 32%
მოდის ისეთ კომპანიებზე, რომლის დირექტორი ან/და დამფუძნებელი ან/და 50%+ წილის მფლობელი
ქალია);
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილი (2024 წლის
ბოლოსთვის, 2015-2023 წლების ბენეფიციარების 43% პროცენტი ქალია და მათზე გაცემულია
გრანტების 44%);
საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა (სქესის მიხედვით ჩაშლილი მონაცემების
შეგროვება დაიწყო 2023 წლის მაისიდან. 2024 წლის ბოლოს მდგომარეობით, სესხების რაოდენობის
32% და მოცულობის 28% მოდის ისეთ კომპანიებზე, რომლის დირექტორი ან/და დამფუძნებელი ან/და
50%+ წილის მფლობელი ქალია);
მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა (2024 წლის სექტემბრიდან დეკემბრის
ჩათვლით პერიოდში, სესხების (როგორც რაოდენობის, ისე მოცულობის) 66% მოდის ქალ მეწარმეებზე
ან ისეთ იურიდიულ პირებზე, რომელსაც პროგრამაში ჩართვამდე ბოლო 6 თვის მანძილზე ჰყავს
100%-იანი წილის მესაკუთრე ქალ(ებ)ი);
„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამა (სქესის მიხედვით ჩაშლილი
მონაცემების შეგროვება დაიწყო 2024 წლის თებერვლიდან. 2024 წლის ბოლოს მდგომარეობით,
სესხების რაოდენობის 32% და მოცულობის 33% მოდის ქალ ბენეფიციარებზე).
ასევე, 2024 წლისთვის სსიპ -„საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“ ყველა მსხვილ
პროგრამაზე აგროვებს ქალთა მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას, კერძოდ:
●
●
●
●
●
●
მხოლოდ 2024 წელს ტექნოპარკების 5 მიმართულების ფარგლებში 206 აქტივობა/პროგრამებზე
(Hardware პროტოტიპირების ხელშეწყობა ფაბლაბებში; ICT განათლება; ინოვაციური მეწარმეობის
განვითარება; სტარტაპების საზოგადოების გაძლიერება; STEAM განათლება) სააგენტომ
უპასპინძლა/გადაამზადა 17,905 მოსარგებლე, მათ შორის, 9,459 ქალი, 5,013 ბენეფიციარი, მათ შორის,
2,320 ქალი;
თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, მე-12 რაუნდის ფარგლებში, პროგრამის 50
ფინალისტი სტარტაპიდან 32-ში გვხვდება ქალი დამფუძნებელი (სულ - 42 ქალი), ხოლო ჯამურად
დაფინანსებული 20 პროექტიდან 15-ში არის მინიმუმ ერთი ქალი დამფუძნებელი (სულ - 23 ქალი); მე13 რაუნდის ფინალისტებიდან 22 კომპანიაში გვხვდება მინიმუმ ერთი ქალი დამფუძნებელი (სულ 25 ქალი);
რეგიონული საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 422 აპლიკანტიდან 177 ქალია, ხოლო გამარჯვებული
42 სტარტაპიდან 14 ქალია;
პრე-აქსელერატორის პროგრამის 366 ბენეფიციარიდან, 193 ქალია;
ინოვაციური ბანაკები 216 ბენეფიციარიდან, 139 ქალია;
ტექნოლოგიური კვირეულებსა და საზაფხულო სკოლაში გადამზადებული 206 ბენეფიციარიდან, 144
ქალია;
164
●
●
●
●
5 საერთაშორისო ღონისძიებაში (Web Summit 2024-ის გარდა) მონაწილეობა მიიღო 1,908 ვიზიტორმა,
მათ შორის, 657-მა ქალმა;
Do IT in Georgia პროგრამას ჰყავს 10,940 (უნიკალური) აპლიკანტი, მათ შორის, 5,842 ქალი; ასევე, 2,046
ბენეფიციარი, მათ შორის, 1,122 ქალი; 1,348 კურსდამთავრებული, მათ შორის, 857 ქალი. ამასთან,
სერტიფიკატი მოიპოვა 1,171-მა მათგანმა, მათ შორის, 759 ქალმა;
Code IT ტექნოპარკებში (5 ფაზა) განაცხადი შემოიტანა 1,280-მა აპლიკანტმა, მათ შორის, 477 ქალმა;
გადამზადდა 672 ბენეფიციარი, მათ შორის, 247 ქალი. პროგრამას ჰყავდა 166 კურსდამთავრებული,
მათ შორის, 49 ქალი;
Do IT with the EU პროგრამის სერტიფიცირების კომპონენტს ჰყავს 3,475 (უნიკალური) აპლიკანტი,
მათ შორის, 1,570 ქალი; აქედან, 1,046 ბენეფიციარი, მათ შორის, 387 ქალი და 460 კურსდამთავრებული,
მათ შორის, 129 ქალი. დასაქმების კომპონენტში კი - 1,527 (უნიკალური) აპლიკანტი, მათ შორის, 662
ქალი; აქედან, 414 ბენეფიციარი, მათ შორის, 157 ქალი.
აქტივობა 21.2.6
კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის კავშირების დამყარების
ინტეგრაციისთვის საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების გზით
პასუხისმგებელი უწყება:
"აწარმოე საქართველოში"
მხარდაჭერა
მეწარმე
ქალთა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ -
2024 წლის განმავლობაში, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამართა
5 შეხვედრა ქალ მეწარმეებთან, რომელთაც ჯამში 500-ზე მეტი ქალი მეწარმე ესწრებოდა (მათ შორის, 2
შეხვედრა ტრენინგის ხასიათს ატარებდა). ამას გარდა, ჯამში ჩატარებულია 14 საინფორმაციო სექტორული
შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ჭრილში, სადაც ქალი მეწარმეების ჯამური მონაწილეობა
შეადგენდა 45%-ს.
აქტივობა 21.2.7
ექსპორტის მენეჯერთა სასერთიფიკატო კურსის მეშვეობით, ქალი მენეჯერების ინფორმირება და მხარდაჭერა,
რათა მოიპოვონ წვდომა ახალ საერთაშორისო ბაზრებზე
პასუხისმგებელი უწყება:
"აწარმოე საქართველოში"
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ -
2024 წლის განმავლობაში ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში გადამზადდა 71 პირი,
მათ შორის, 41 (58%) არის ქალი. ჩატარებულია 3 კურსი, 2 თბილისში და 1 ბათუმში. ბათუმში ჩატარებული
კურსის ფარგლებში გადამზადდა 10 ექსპორტის მენეჯერი ქალი, ხოლო თბილისში ჩატარებული კურსების
ფარგლებში – 31 ექსპორტის მენეჯერი ქალი.
აქტივობა 21.2.8
ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობა პროექტების მართვის უნარ-ჩვევების სწავლების გზით
პასუხისმგებელი უწყება:
"აწარმოე საქართველოში"
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ -
2024 წელს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის
რედიზაინი განხორციელდა, შესაბამისად, ამ ნაწილში ტრენინგები არ ჩატარებულა. ამუშავდა
მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ტრენინგების ჩატარებას არ
ითვალისწინებს. თუმცა, რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების საქმიანობის ფარგლებში, ბიზნეს
165
მოდელირებისა და ბიზნეს გეგმის შედგენის მიმართულებით, 2024 წელს 11 ტრენინგის/სამუშაო შეხვედრის
ფარგლებში გადამზადებულია 51 ქალი მეწარმე.
აქტივობა 21.2.9
ტექნოლოგიური მეწარმეობის კვირეულის განხორციელება პანკისის ხეობის მკვიდრი გოგონებისთვის
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო"
2024 წელს, კახეთის რეგიონის ტექნოპარკებში ჩატარდა პროექტი - STEAM გოგონები, რომელშიც ჩაერთო 102
გოგონა. ისინი გადამზადდნენ მეწარმეობისა და ელექტრონიკის მიმართულებით და იმუშავეს პრობლემების
ტექნოლოგიური გადაწყვეტის გზებზე. ახმეტის ტექნოპარკში განხორციელდა ქალთა პროფესიული
გადამზადების პროგრამა, სადაც ჩართულები იყვნენ ახალგაზრდა დედები (5 ქალი), რომელთაც ჰყავთ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი შვილები.[1] ამავე ტექნოპარკში განხორციელდა პროექტი „STEAM
გოგონები 2“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 18-მა ბენეფიციარებმა მაღრაანიდან და პანკისის ხეობიდან.
აქტივობა 21.2.10
მენტორშიფის პროგრამის განხორციელება ინოვატორი ქალებისთვის
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო"
აქტივობის განხორციელება დაგეგმილია 2025 წელს.
აქტივობა 21.2.11
ქალთა ეკონომიკური
განხორციელება
გაძლიერების
ხელშეწყობისთვის
ქალი
ინოვაციური
მეწარმეების
ფორუმის
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო"
აქტივობის განხორციელება დაგეგმილია 2025 წელს.
აქტივობა 21.2.12
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს" საგრანტო პროგრამაში - "ინოვაციების
გრანტები რეგიონებისთვის", ქალთა მონაწილეობის ხელშემწყობი მექანიზმის გამოყენება საგრანტო
განაცხადის შეფასების პროცესში
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო"
“ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის” საგრანტო პროგრამა საანგარიშო წელს განხორციელდა
საქართველოს 10 რეგიონში (აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა
ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი და ქვემო-ქართლი). სააგენტომ, პროგრამის
ფარგლებში, სულ მიიღო 422 განაცხადი და გამოვლინდა 42 გამარჯვებული (მათ შორის, 14 ქალი).
დამატებითი ორი ქულის მინიჭების მექანიზმი გამოყენებულ იქნა 6 სტარტაპთან მიმართებით.
აქტივობა 21.2.13
166
პროფესიულ განათლებასა და დასაქმებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრა.
პროფესიული განათლების საფეხურზე გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისთვის, გენდერული
პოლიტიკის შემუშავება/დანერგვა და პროფესიებთან დაკავშირებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების
შეცვლა.
პასუხისმგებელი უწყება: პროფესიული უნარების საააგენტო
პროექტი "თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამა - პროექტი ADB"ის ფარგლებში, ორ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში (კოლეჯი "იბერია" ქუთაისში და კოლეჯი
"პრესტიჟი" თელავში) დაინერგა გენდერული პოლიტიკა: დამტკიცდა სექსუალური შევიწროების
საწინააღმდეგოდ შესაბამისი მექანიზმი. მისი ამოქმედებისათვის, ადმინისტრაციის თანამშრომელთა და
მასწავლებელთათვის ჩატარდა ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კოლეჯების 156-მა
თანამშრომელმა (115 ქალი (74%) და 41 კაცი (26%). აქედან 58 თანამშრომელს (40 ქალი და 18 კაცი) ტრენინგი
პირისპირ ჩაუტარდა, ხოლო 98-მა თანამშრომელმა (75 ქალი და 23 კაცი) გაიარა სახალხო დამცველის
სასერთიფიკატო ონლაინ კურსი.
პროფესიებთან დაკავშირებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლის მიზნით ორივე კოლეჯში
ჩატარდა მარკეტინგული კამპანია, სადაც ფოკუსი გაკეთდა მამაკაცების მიერ დომინირებულ პროფესიებში
ქალების ჩართულობის გაზრდაზე.
აქტივობა 21.2.14
განათლების სისტემაში გენდერული თანასწორობის პლატფორმის ინსტრუმენტის გაძლიერება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
2024 წლის 29 თებერვალს - 2 მარტს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორგანიზებითა და ნორვეგიის
საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა „საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს გენდერული მეინსტრიმინგის პლატფორმის“ წევრებისთვის თემაზე გენდერული
მეინსტრიმინგი განათლების სისტემაში.
შეხვედრის ფარგლებში პლატფორმის წევრებმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა
განიხილეს შემდეგი საკითხები: განათლების სფეროში გენდერული მეინსტრიმინგის მნიშვნელობა და
განათლების პოლიტიკის სფეროში არსებული გენდერული უთანასწორობები, განათლების სფეროში
გენდერის განზომილების ინტეგრაციის გზები და პრაქტიკული მაგალითები, მონაწილეები გაეცნენ
სახელმძღვანელოს „გენდერული თანასწორობის გეგმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და
კვლევითი ორგანიზაციებისთვის“. 2024 წლის 3-4 მარტს ჩატარდა ტრენინგი „გენდერული თანასწორობის
გეგმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ორგანიზაციებისთვის“. სამიზნე
აუდიტორიას წარმოადგენდნენ, უნივერსიტეტებისა და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
2024 წლის 29 თებერვალს -2 მარტის შეხვედრის შემდეგ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან გაზიარდა (ბმულის
მეშვეობით google drive-ზე) პლატფორმის სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია შეხვედრის შედეგად
განხილული იდეების, მოსაზრებებისა და შენიშვნების ასახვის მიზნით.
აქტივობა 21.2.15
ქალთა არაფორმალური დასაქმების საკითხების კვლევა
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობის და სოციალური საკითხების სამინისტრო
167
საანგარიშო პერიოდში, კვლევა არ ჩატარებულა.
ამოცანა 21.3
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების, მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დაცვის და
პრევენციული მექანიზმების გაძლიერება
აქტივობა 21.3.1
ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული სერვისების შეფასება შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინების
მიმართულებით
პასუხისმგებელი უწყება:
დახმარები სააგენტო
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
ზრუნვის სააგენტოს დირექტორის მიერ 2024 წლის 7 ივლისს გამოცემული ბრძანება (N SCA 8 24 00000087)
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე განხორციელებული ძალადობისას სოციალური მუშაკის
რეაგირების სამუშაო ინსტრუმენტების დამტკიცების შესახებ“ წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ამ
მიმართულებით. აღნიშნული ბრძანება ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების დაცვას და შესაბამისი სერვისების გაუმჯობესებას.
აქტივობა 21.3.2
ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე რეაგირების გაუჯობესების მიზნით სოციალური მუშაკების
საჭიროებების შეფასება და სახელმძღვანელოს მომზადება
პასუხისმგებელი უწყება:
დახმარები სააგენტო
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა
სოციალური მუშაკების საჭიროებების შეფასება და მომზადდა შესაბამისი ხელმძღვანელო. სააგენტოს
დირექტორის მიერ 2024 წლის 2 მაისს გამოიცა ბრძანება (N SCA 6 24 00000067) „ბავშვთა და ადრეულ ასაკში
ქორწინების შემთხვევათა მართვისას გამოსაყენებელი ფორმების, ინსტრუქციებისა და სოციალური
მუშაკებისთვის ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა მართვის შესახებ პრაქტიკული
სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“. აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს სოციალური მუშაკების
მომზადებას და შესაბამისი ინსტრუმენტების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ადრეულ ასაკში ქორწინების
პრობლემის ეფექტურად მართვას.
აქტივობა 21.3.3
სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებისთვის მეთოდოლოგიისა/ ინსტრუმენტების შემუშავება
პასუხისმგებელი უწყება:
დახმარები სააგენტო
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
2024 წელს მონაცემთა შეგროვებისა და ინფორმაციის ანალიზის მექანიზმის გამართვის მიზნით, ზრუნვის
სააგენტოს აქტიური ძალისხმევით შეიქმნა სააგენტოს ანალიტიკისა და სტატისტიკის სამსახური. აღნიშნული
სამსახური, სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში შემავალი სერვისების შესახებ სტატისტიკური
168
მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის გზით, უზრუნველყოფს ეფექტიან და კოორდინირებულ მუშაობას
სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ ყველა ერთეულს შორის.
ასევე, სამსახური პასუხისმგებელია სხვადასხვა სამოქმედო გეგმებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით
ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების
კოორდინაციაზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეთოდოლოგიის დოკუმენტის სრულყოფა.
აქტივობა 21.3.4
სასამართლოს მანდატურის სამსახურის გადამზადება ძალადობის მსხვერპლი ქალის უსაფრთხოების
უზრუნველყოფის საკითხებზე
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა
სასწავლო მოდული შემუშავებულია.
აქტივობა 21.3.5
მოსამართლეთა გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა
„ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“- ჩატარდა 1 ტრენინგი, დაესწრო 1 მოსამართლე და 13
მოხელე.
აქტივობა 21.3.6
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით ეროვნული პრაქტიკის
განზოგადება და ანალიზი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ჭრილში.
პასუხისმგებელი უწყება: უზენაესი სასამართლო
საანგარიშო პერიოდში, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით
ეროვნული სასამართლოს პრაქტიკის შესწავლის მიზნით, მოძიებულ იქნა და მუშავდება ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები. ასევე, 2025 წელს გამოიცემა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით უზენაესი სასამართლოს
განმარტებების კრებული.
დამატებით, 2024 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების მიერ ქართულ
ენაზე ითარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილებები, ქალთა
მიმართ ძალადობის საკითხებზე.
აქტივობა 21.3.7
დაზარალებულთა უფლებების ეფექტიანი დაცვის მიზნით, ოჯახური და სქესობრივი ძალადობის სისხლის
სამართლის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ჩართულობის გაზრდა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
169
საქართველოს გენერალური პროკურორის 2024 წლის 16 სექტემბრის ბრძანებით განისაზღვრა, რომ
პროკურორმა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართვა სავალდებულო წესით უნდა
უზრუნველყოს სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლთა სისხლის სამართლის საქმეებში. შედეგად, 2024 წელს,
პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების მიერ, სისხლის სამართლის კოდექსის 137ე-141-ე მუხლებით (სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული
დანაშაულები) კვალიფიცირებული 174 საქმის ფარგლებში, მხარდაჭერა გაეწია 312 დაზარალებულს/მოწმეს,
რაც აღემატება წინა წლის მონაცემებს.
2024 წელს, გასული წლების მსგავსად, მაღალი იყო მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების
ჩართულობა ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებშიც. კერძოდ, 2024 წელს,
კოორდინატორები ჩართულნი იყვნენ 111 (ოჯახური დანაშაული) და 1261 (ოჯახში ძალადობა) მუხლით
კვალიფიცირებულ 1721 სისხლის სამართლის საქმეში. კოორდინატორების მიერ მხარდაჭერა გაეწია ოჯახში
ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 2227 დაზარალებულს/მოწმეს.
აქტივობა 21.3.8
ოჯახური დანაშაულის საქმეებზე მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება.
მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, სახელმძღვანელო მითითებების
შემუშავება/განახლება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და
სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში, ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე
ეფექტიანი რეაგირების მიზნით, განხორციელდა ოჯახური დანაშაულის საქმეთა მონიტორინგი, რომლის
ფარგლებშიც შესწავლილი იქნა დევნადაწყებული, მიმდინარე და გამოძიებაშეწყვეტილი სისხლის
სამართლის საქმეები. ასევე, გაანალიზდა ოჯახური დანაშაულის საქმეებზე მიღებული სასამართლოს
გადაწყვეტილებები. საქმეთა შესწავლის მიზანი იყო გამოძიების დაწყების და საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარების დროულობის, კვალიფიკაციის სისწორის, დაზარალებულად ცნობის, მტკიცებულებათა
სტანდარტის შეფასების და გამოძიების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისა და
კანონიერების შემოწმება, ასევე, სასამართლო პრაქტიკის ანალიზი და მიმდინარე ტენდენციების
იდენტიფიცირება. მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე მომზადდა განახლებული
სახელმძღვანელო მითითება.
აქტივობა 21.3.9
სქესობრივი დანაშაულის საქმეებზე მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება.
მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, სახელმძღვანელო მითითებების
შემუშავება/განახლება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და
სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში, განხორციელდა სქესობრივი დანაშაულის საქმეთა
მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, მომზადდა ანალიზი და განახლდა სახელმძღვანელო
მითითება „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე
გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების შესახებ“.
აქტივობა 21.3.10
170
„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის და პრევენციის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს“
კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად, ოჯახურ დანაშაულზე, ქალთა მიმართ გენდერულ ძალადობასა და
სქესობრივ დანაშაულებზე სეგრეგირებული სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვის გაუმჯობესება და
პერიოდული გამოქვეყნება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
ოჯახურ დანაშაულზე სტატისტიკურ მონაცემებს სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული
პროგრამის მეშვეობით ამუშავებს საქართველოს გენერალური პროკურატურის ანალიტიკური სამმართველო,
ხოლო ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ფემიციდის საქმეებზე სტატისტიკურ მონაცემებს
აღრიცხავს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი. სტატისტიკური
მონაცემები აღირიცხება „THE BIG FIVE” მეთოდოლოგიის მიხედვით - ბრალდებულის და მსხვერპლის სქესი,
ასაკი, ბრალდებულის სოციალური კავშირი მსხვერპლთან, ძალადობის ფორმა, ტერიტორიული
განფენილობა. 2024 წლიდან, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება გაუმჯობესდა და მონაცემები
მუშავდება ძალადობის ფორმების მიხედვით. სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნებულია საქართველოს
პროკურატურის ვებ-გვერდზე.
აქტივობა 21.3.11
ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობის და სქესობრივი დანაშაულების თემატიკაზე
მომუშავე უწყებების ანდა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, მულტიუწყებრივი შეხვედრების
ჩატარება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში
ძალადობის და სქესობრივი დანაშაულების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის
გზებზე.
პროკურატურის ინიციატივით გაიმართა მულტიუწყებრივი შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ
- სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს
წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური
დანაშაულის პრაქტიკული ასპექტები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
აქტივობა 21.3.12
სქესობრივი დანაშაულის საქმეებზე პრაქტიკაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით,
სპეციალიზებულ პროკურორებთან შეხვედრების ჩატარება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, პროკურატურის ინიციატივით გაიმართა მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებთან
საკოორდინაციო შეხვედრა, რომელსაც სქესობრივი დანაშაულის საქმეებზე მომუშავე დასავლეთ
საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორები ესწრებოდნენ.
საკოორდინაციო შეხვედრას დასავლეთ საქართველოს სააპელაციო და რაიონული სასამართლოების
მოსამართლეებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს სექსუალური ძალადობის გამოძიების,
სისხლისსამართლებრივი დევნის, კვალიფიკაციის, მტკიცებულებათა სტანდარტის საკითხები და
სასამართლო განხილვის პროცესში არსებული პრაქტიკული გამოწვევები.
აქტივობა 21.3.13
171
პროკურორთა / პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ქალთა მიმართ და ოჯახში
ძალადობის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის
საკითხებზე, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 8
სასწავლო აქტივობა განხორციელდა. შედეგად, პროკურატურის 92 თანამშრომელი გადამზადდა. სასწავლო
ღონისძიებებზე განხილულ საკითხებს შორისაა გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების
(ფემიციდი) ეფექტიანი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა, ქალთა ხელმისაწვდომობა
მართლმსაჯულებაზე, გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელება, გენდერული
ნიშნით ძალადობა და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომები, მულტიდისციპლინური მიდგომის
მნიშვნელობა ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებში და სხვ.
სასწავლო აქტივობებს შორის მნიშვნელოვანია, ევროპის საბჭოს დისტანციური სწავლების პლატფორმის
HELP-ის კურსი - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე და ერთწლიანი მენტორინგის პროგრამა,
ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ.
ასევე, საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა ორთვიანი მოსამზადებელი ინტენსიური სასწავლო კურსი
განხორციელდა. შედეგად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პროკურატურის 50 სტაჟიორი,
მათ შორის 43 სტაჟიორ-პროკურორი და 7 სტაჟიორ-გამომძიებელი გადამზადდა.
აქტივობა 21.3.14
შსს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის გენდერული ნიშნით საქმეებში ჩართვის მაჩვენებლის
გაზრდა
პასუხისმგებელი უწყება: შინაგან საქმეთა სამინისტრო
აქტივობის შესრულების მიზნით, სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადაში, გაგრძლედება მუშაობა.
აქტივობა 21.3.15
შემაკავებელი ორდერის ეფექტიანობის კვლევა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი მუდმივ რეჟიმში შეიმუშავებს, აახლებს და ამზადებს
რეკომენდაციებს (მათ შორის, აუდიო-ვიდეო ფორმატით) და უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს თანამშრომლებისთვის მათ ხელმისაწვდომობას. საანგარიშო პერიოდში, ზემოაღნიშნული
დეპარტამენტის მიერ, აუდიო-ვიდეო ფორმატით გამოქვეყნდა„ შემაკავებელი ორდერის ოქმის შევსებისა და
ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების ინსტრუქცია“.
აქტივობა 21.3.16
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა გადამზადება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის
საკითხებზე
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მუდმივად, განგრძობად რეჟიმში მიმდინარეობს ,,ქალთა მიმართ
ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობა“ საგნის სწავლება.
172
2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სწავლება გაიარა 521-მა მსმენელმა.
შსს აკადემიაში, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31
დეკემბრის ჩათვლით ზემოაღნიშნული კურსის ფარგლებში სწავლება გაიარა 226-მა მსმენელმა.
ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში ჩაატარეს 23 სამუშაო შეხვედრა/ტრენინგი , მათ შორის, ოჯახში და
ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, საერთო ჯამში შეხვედრებს დაესწრო 1350 -მდე თანამშრომელი.
2024 წელს, შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახში და ქალთა მიმართ
ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით
ჩადენილი დანაშაულებზე საინფორმაციო შეხვედრა/ ტრენინგი ჩაატარეს სამეგრელო-ზემო სვანეთში,
რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების ქალი წარმომადგენლები.
აქტივობა 21.3.17
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა გადამზადება სქესობრივი დანაშაულების გამოძიების
თეორიულ-პრაქტიკულ ასპექტებზე
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2023 წლიდან სსიპ - საქართველოს შსს აკადემიაში მიმდინარეობს გამომძიებელთა გადამზადება სქესობრივი
დანაშაულების გამოძიების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების და სექსუალური შევიწროების შესახებ.
ზემოაღნიშნული კურსის ფარგლებში, 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სწავლება
გაიარა 204-მა მსმენელმა.
აქტივობა 21.3.18
შსს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის მოქმედების
პრინციპებზე
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში ჩაატარეს 23 სამუშაო შეხვედრა/ტრენინგი, სხვადასხვა თემაზე,
მათ შორის, ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის მოქმედებისა და ოჯახში და ქალთა მიმართ
ძალადობის საკითხებზე, შეხვედრებს დაესწრო 1350 -მდე თანამშრომელი.
აქტივობა 21.3.19
ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის მოქმედების პრინციპებზე
ჩატარება
საინფორმაციო კამპანიის
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
აქტივობა შესრულდება სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადაში.
აქტივობა 21.3.20
სექსუალური ძალადობის, გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციასა და რეაგირების საკითხებზე
თანამშრომელთა გადამზადება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
173
2024 წლის განმავლობაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის
კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის დახმარებით, საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა
და იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „სამუშაო ადგილზე
სექსუალური შევიწროების შემთხვევების გამოკვლევა მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომებით“, რომლის
ფარგლებშიც გადამზადდა 20 თანამშრომელი. ასევე, საანგარიშო პერიოდში, თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩატარდა სემინარი
თემაზე - "სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმები",
რომელსაც დაესწრო აკადემიის 40 თანამშრომელი.
აქტივობა 21.3.21
მოქმედი გენდერული მრჩევლების გადამზადება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერით, 2024 წელს გადამზადდა 40 მოქმედი გენდერული
მრჩეველი.
აქტივობა 21.3.22
Ⴑაზოგადოებრივი ადვოკატების გადამზადება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
2024 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერით, ჩატარდა 1 ტრენინგი თემაზე - ,,
ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგი და საქართველოს კონტექსტი''. გადამზადდა
იურიდიული დახმარების სამსახურის 23 თანამშრომელი.
შესრულებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა ვრცლად განთავსებულია სამსახურის ვებგვერდზე: http://las.ge/ka/p/5/news
აქტივობა 21.3.23
სასამართლოს მანდატურის სამსახურის გადამზადება ძალადობის მსხვერპლი ქალის უსაფრთხოების
უზრუნველყოფის საკითხებზე
პასუხისმგებელი უწყება:
სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა
საანგარიშო პერიოდში, მიმდინარეობდა მუშაობა მოდულის შემუშავებაზე.
აქტივობა 21.3.24
მოსამართლეთა გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით
პასუხისმგებელი უწყება:
სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა
აქტივობით გათვალისწინებულ საკითხებზე ჩატარებულ ტრენინგს -„ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში
ძალადობა“, დაესწრო 1 მოსამართლე და 13 მოხელე.
აქტივობა 21.3.25
174
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით ეროვნული პრაქტიკის
განზოგადება და ანალიზი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ჭრილში.
პასუხისმგებელი უწყება:
უზენაესი სასამართლო
საანგარიშო პერიოდში, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით
ეროვნული სასამართლოს პრაქტიკის შესწავლის მიზნით, მოძიებულ იქნა და მუშავდება ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები. ასევე, 2025 წელს გამოიცემა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით უზენაესი სასამართლოს
განმარტებების კრებული.
დამატებით, 2024 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების მიერ ქართულ
ენაზე ითარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილებები, ქალთა
მიმართ ძალადობის საკითხებზე.
ამოცანა 21.4
გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება; მსხვერპლთა დაცვის
და რეაბილიტაციის მექანიზმების გაძლიერება და თავშესაფრის ხელმისაწვდომობა
აქტივობა 21.4.1
გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულების მსხვერპლთა რეაბილიტაციის სერვისების
შეფასება
პასუხისმგებელი უწყება:
დახმარები სააგენტო
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
ზრუნვის სააგენტოს მიერ მუდმივად ხდება თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების მუშაობის შეფასება,
არა მხოლოდ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლთა
რეაბილიტაციის სერვისების შეფასების თვალსაზრისით.
2024 წელს ზრუნვის სააგენტოს მონიტორინგისა
და
ინსპექტირების ჯგუფმა, ჯამში განახორციელა
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა არსებული თავშესაფრების და კრიზისული ცენტრების
საქმიანობის 14 მონიტორინგი. აქედან 3 მონიტორინგი გეგმიური იყო, ხოლო 11 -არაგეგმიური.
მონიტორინგისას შეფასდა საცხოვრებელი გარემოს (თავშესაფრების) უსაფრთხოება და ადეკვატურობა;
საკვებით, მედიკამენტებისა და პირველადი მოხმარების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფა; მსხვერპლის
დახმარებასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული იურიდიული, ფსიქოლოგიურ-სოციალური და სამედიცინო
მომსახურების დროულად ორგანიზება/მიღება; კრიზისულ სიტუაციებში რეაგირება; ბენეფიციართა
უფლებრივი მდგომარეობა.
გამოყენებული იქნა ადგილზე დაკვირვების მეთოდი. სერვისით მოსარგებლე პირები, წინასწარ
შემუშავებული კითხვარის საშუალებით, ნებაყოფლობით გამოიკითხნენ ინდივიდუალურად (მათთვის
მისაღებ პრივატულ გარემოში).
მოხდა ბენეფიციართა პირადი დოკუმენტაციის და მართვის გეგმების გაცნობა. მიღებული ინფორმაციისა და
დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე, ერთ შემთხვევაში მომზადდა ანგარიში, ხოლო მეორე შემთხვევაში
ბენეფიციართან გასაუბრების ოქმი.
175
აქტივობა 21.4.2
სოციალური მუშაკებისა და ბენეფიციარებთან მომუშავე სხვა სპეციალისტების გადამზადება, ცნობიერების
ამაღლება გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით
პასუხისმგებელი უწყება:
დახმარები სააგენტო
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
2024 წელს, გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებულ საკითხზე გადამზადდა
სააგენტოს 3 თანამშრომელი. ტრენინგები ჩატარდა „გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women)“ მიერ,
ევროკავშირის საბჭოს ბელგიის პრეზიდენტობის, EEAS-სა და ევროკომისიის ერთობლივი ორგანიზებით.
აქტივობა 21.4.3
პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ქალი-გოგონა ბრალდებულ/მსჯავრდებულთა სკრინინგი
შესაბამისი ინსტრუმენტით
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო
დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
პენიტენციურ სისტემაში, 2020 წლიდან დანერგილია „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა
პირველადი სკრინინგის კითხვარი“, რომელიც ივსება სრულწლოვან ქალ მსჯავრდებულებთან მიმართებით.
ეს ინსტრუმენტი იძლევა იმის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, იყო თუ არა ქალი მსჯავრდებული
ძალადობის მსხვერპლი და რა სახის დახმარებას ან მხარდაჭერას საჭიროებს იგი. სკრინინგის კითხვარი იყოფა
ორ ნაწილად: „ოჯახში ძალადობა“ და „ქალთა მიმართ ძალადობა“.
აქტივობა 21.4.4
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბრალდებულ-მსჯავრდებულების უზრუნველყოფა
საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებებით
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო
დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი სკრინინგის კითხვარის“ შედეგად
მინიჭებული ქულების მიხედვით დგინდება მომსახურების მიწოდების საჭიროება 3 სხვადასხვა
მიმართულებით:
−
მსჯავრდებული
თვალსაზრისით;
−
მსჯავრდებული საჭიროებს გადამისამართებას პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედ შესაბამის
სარეაბილიტაციო პროგრამაში;
−
მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს ფსიქოლოგიური მომსახურება.
საჭიროებს
ინფორმაციის
მიწოდებას
ინფორმირებულობის
გაზრდის
ამ მიმართულებით პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებული ქალებისთვის დანერგილია შემდეგი
მომსახურებები: შემთხვევის მართვა; ქალთა სამოტივაციო პროგრამა „ქალგა“; საინფორმაციო შეხვედრა
ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და არსებული მომსახურებების საკითხებზე;
ფსიქოლოგიური მომსახურება.
2024 წელს ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობდა 67 ქალი მსჯავრდებული.
აქტივობა 21.4.5
176
გამომძიებელთა გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის პრევენციის, გამოვლენის,
მეორეული ვიქტიმიზაციის საკითხებზე
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2024 წლის განმავლობაში, სსიპ - საქართველოს შსს აკადემიაში, პოლიციელთა საბაზისო მომზადების
სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო კურსი გაიარა 521-მა მსმენელმა, რომლის ფარგლებშიც
მიმდინარეობდა ,,ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობა“ საგნის სწავლება.
2023 წლიდან სსიპ - საქართველოს შსს აკადემიაში მიმდინარეობს გამომძიებელთა გადამზადება ქალთა
მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ. 2024 წელს
ზემოაღნიშნული კურსის ფარგლებში სწავლება გაიარა 226-მა მსმენელმა.
შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში ჩაატარეს 23 სამუშაო შეხვედრა/ტრენინგი, სხვადასხვა თემაზე,
მათ შორის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, შეხვედრებს დაესწრო 1350 -მდე
თანამშრომელი. საანგარიშო პერიოდში გადამზადდა 25 მართლწესრიგის ოფიცერიც ქალთა მიმართ და
ოჯახში ძალადობის საკითხებზე.
აქტივობა 21.4.7
საპოლიციო სერვისებზე განგრძობად და სისტემატურ რეჟიმში ძალადობის მსხვერპლებისთვის
ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ., ადვილად ხელმისაწვდომი და მარტივად გასაგები ფორმით
ინფორმაციის გავრცელება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2024 წლის განმავლობაში შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების ქალ წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრები ჩაატარეს შიდა
ქართლში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან - ბერშუეთი, კირბალი, ზერტი,
ხურვალეთი, წითელუბანი, შავშვები, ტირძნისი, ტყვიავი, ზემო ნიქოზი, მერეთი, გუგუთიანთკარი და
სამეგრელო-ზემო სვანეთში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ლიასა და ორსანტიაში. შეხვედრას
ესწრებოდნენ ზემოაღნიშნულ სოფლებში მცხოვრები ქალები. შეხვედრების მონაწილეებს ოჯახში და ქალთა
მიმართ ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის
მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს მხრიდან
განხორციელებულ ღონისძიებებზე, ქვეყანაში არსებულ ძალადობისგან დაცვის სამართლებრივ მექანიზმებსა
და პოლიციისადმი მომართვის გზებზე მიეწოდათ ინფორმაცია.
2024 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის
საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით,
სამეგრელო-ზემო
სვანეთის, დუშეთისა და შიდა ქართლის, გამყოფი ხაზის მიმდებაზე სოფლებში მცხოვრებ ქალებთან 5
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ ქალთა
მიმართ და ოჯახში ძალადობაზე, შემაკავებელი ორდერის ფარგლებში მსხვერპლთა დაცვის, მათ შორის
ელექტრონული სამაჯურის გამოყენების მექანიზმებზე, ასევე, სახელმწიფო სერვისებისა და უფასო
იურიდიული დახმარების საკითხებზე.
2024 წელს, პირველ ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ბავშვობის ასაკში
ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების
177
ამაღლების, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების
მიზნით, საინფორმაციო კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“. კამპანიის ფარგლებში, დეპარტამენტის
წარმომადგენლებმა, ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლებთან ერთად - გურიის, კახეთის,
ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისა და თბილისის სკოლების 1100-ზე მეტ
მოსწავლეს, 400-ზე მეტ მშობელს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი
მუნიციპალიტეტების გენდერული საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. გარდა ამისა, კამპანიის
ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა სამოქალაქო განათლების 100-მდე პედაგოგთან და საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებთან. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების
ამაღლება ბავშვთა ქორწინების საზიანო შედეგების, ამ მიმართულებით არსებული სამართლებრივი
რეგულაციების და ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოსაფხვრელად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს სერვის ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით დამზადებული 130 საინფორმაციო პოსტერი
განთავსდა, რომელშიც განმარტებულია ვინ ითვლება ბავშვად, რომ ბავშვობის ასაკში ქორწინება დანაშაულია,
ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული მძიმე შედეგები, ასევე, ჩამოთვლილია ის სახელმწიფო
უწყებები, რომლებსაც რეაგირების ვალდებულება გააჩნიათ.
კამპანიის ფარგლებში, 2 000 000-ზე მეტ აბონენტს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნა ბავშვობის ასაკში
ქორწინების დანაშაულებრივ ხასიათსა და პოლიციისადმი მომართვის გზებზე.
აქტივობა 21.4.8
გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლის სამართლის საქმეთა
შესწავლა და ანალიზი
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი
ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის
სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგს. მომზადდა 2023 წლის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი,
რომელიც მოიცავს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების
კრიმინოლოგიურ და სისხლისსამართლებრივ ასპექტებს, არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს.
აქტივობა 21.4.9
პროკურორთა/ პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება გენდერული დისკრიმინაციის
მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი დანაშაულების საკითხებზე, პროკურორთა და
პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 8 სასწავლო აქტივობა განხორციელდა.
შედეგად, პროკურატურის 125 თანამშრომელი გადამზადდა. სასწავლო აქტივობებს შორის აღსანიშნავია
საქართველოს პროკურატურისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობით,
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდი) ეფექტიანი გამოძიებისა და
სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ პროკურორებისა და პროკურატურის მენეჯერებისთვის
ჩატარებული ტრენინგები ორი ჯგუფისთვის (შედეგად, პროკურატურის 32 თანამშრომელი გადამზადდა);
ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, HELP-ის პროგრამის ორი სასწავლო კურსი - ქალთა მიმართ და ოჯახში
ძალადობა (3-თვიანი სასწავლო კურსის შედეგად 41 თანამშრომელი გადამზადდა); ევროპის საბჭოს
178
მხარდაჭერით განხორციელებული 12-თვიანი მენტორინგის პროგრამა ქალთა მართლმსაჯულებაზე
ხელმისაწვდომობის შესახებ. მენტორინგის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო გენდერული
დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი დანაშაულების საკითხებს (პროგრამის შედეგად 10 სპეციალიზებული
პროკურორი გადამზადდა).
ასევე, საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა 2-თვიანი მოსამზადებელი ინტენსიური სასწავლო კურსი
განხორციელდა. შედეგად, დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი დანაშაულების საკითხებზე
პროკურატურის 50 სტაჟიორი, მათ შორის 43 სტაჟიორ-პროკურორი და 7 სტაჟიორ-გამომძიებელი
გადამზადდა.
ამოცანა 21.5
ქალთა მონაწილეობის გაზრდა მშვიდობის და უსაფრთხოების დამკვიდრების პოლიტიკის განხორციელებაში
აქტივობა 21.5.1
სერჟანტთა და კაპრალთა შემადგენლობაში ქალთა რაოდენობის გაზრდის წახალისების მიზნით, ქალთა
რეკრუტირების კონცეფციის შემუშავება და დანერგვა
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ქალთა რეკრუტირების ხედვის განსაზღვრა გათვალისწინებულია 2025 წლიდან, არსებული სიტუაციისა და
საჭიროებათა ანალიზის, საუკეთესო პრაქტიკის შესწავლისა და პარტნიორებთან კონსულტაციის
საფუძველზე. შესაბამისი კონცეპტუალური დოკუმენტის პროექტი წარდგენილი იქნება განსახილველად 2026
წლისთვის.
აქტივობა 21.5.2
"ქალებზე, მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების იმპლემენტაციის
ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავების კოორდინაცია და შესრულების ანგარიშის მომზადება
პასუხისმგებელი უწყება:
მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებითა და დარგობრივი სახელმწიფო უწყებების
ჩართულობით, 2024 წელს, შემუშავდა „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების
საბჭოს რეზოლუციების იმპლემენტაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის 2023 წლის მონიტორინგის წლიური
ანგარიში. ასევე, 2023 წლის ექვსთვიანი პროგრეს-ანგარიში. ანგარიშების შემუშავდა პასუხისხმგებელი
უწყებების მიერ მოწოდებული შესრულების ანგარიშების საფუძველზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშები შესაბამისობაშია „პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების
წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის N629 დადგენილებით
განსაზღვრულ წლიური ანგარიშის შემუშავების მეთოდოლოგიასთან.
ამოცანა 21.6
ქალებისა და გოგოების მიმართ საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა და ბავშვთან ქორწინების შემთხვევებზე
პრევენციული და რეაგირების ზომების გაძლიერება
აქტივობა 21.6.1
179
ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების საქმეებზე მონიტორინგის
შესაბამისი ანგარიშის მომზადება
პასუხისმგებელი უწყება:
განხორციელება და
საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და
სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში, ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების
მონიტორინგის მიზნით, შესწავლილია 2023-2024 წლებში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140ე, 143-ე და 1501 მუხლით გამოძიებადაწყებული სისხლის სამართლის საქმეები და დამუშავდა სტატისტიკური
მონაცემები. ასევე, გაანალიზდა ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც მიღებულია გადაწყვეტილება
ამ დანაშაულებზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მომზადდა ანგარიში.
აქტივობა 21.6.2
ნაადრევი ქორწინების პრევენციის და ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო ხასიათის
შეხვედრების ჩატარება პროკურორების და კოორდინატორების ჩართულობით
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს პროკურატურა
ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიაში საქართველოს
პროკურატურა წლებია აქტიურად მონაწილეობს. 2024 წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში,
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, სულ 33 ღონისძიება განხორციელდა, მათგან 17 შეხვედრაში
მონაწილეობა მიიღეს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა და მოსახლეობას
მიაწოდეს ინფორმაცია კოორდინატორის სამსახურის როლის შესახებ ძალადობის მსხვერპლთა უფლებების
დაცვისა და მხარდაჭერის პროცესში. განსახილველი საკითხები ასევე მოიცავდა ნაადრევ ქორწინებასთან
დაკავშირებულ ასპექტებს. პროკურატურის წარმომადგენლებმა მთელი საქართველოს მასშტაბით,
საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს მოსახლეობასთან. შეხვდნენ მოსწავლეებს, მასწავლებლებს,
სტუდენტებს, ექიმებს, საჯარო მოხელეებს. შეხვედრები გაიმართა ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენლებთან კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.
აქტივობა 21.6.3
ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციისთვის
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საანგარიშო პერიოდში აქტივობა არ განხორციელებულა.
აქტივობა 21.6.4
ადრეულ ასაკში ქორწინების თემაზე, სისტემატიურად და კოორდინირებულად ცნობიერების ამაღლების
კამპანიების ჩატარება, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2024 წელს, პირველ ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ბავშვობის ასაკში
ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების
ამაღლების, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების
მიზნით, საინფორმაციო კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“.
კამპანიის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების
თანამშრომლებთან ერთად - გურიის, კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის
რეგიონებისა და თბილისის სკოლების 1100-ზე მეტ მოსწავლეს, 400-ზე მეტ მშობელს, მასწავლებელს, სკოლის
180
ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გენდერული საბჭოების წარმომადგენლებს
შეხვდნენ. ასევე, შეხვედრები გაიმართა სამოქალაქო განათლების 100-მდე პედაგოგთან და საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებთან. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა
ცნობიერების ამაღლება ბავშვთა ქორწინების საზიანო შედეგების, ამ მიმართულებით არსებული
სამართლებრივი რეგულაციების და ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოსაფხვრელად შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის
სამინისტროს სერვის ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაეროს
მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით დამზადებული 130 საინფორმაციო პოსტერი განთავსდა, რომელშიც
განმარტებულია ვინ ითვლება ბავშვად, რომ ბავშვობის ასაკში ქორწინება დანაშაულია, ადრეულ ასაკში
ქორწინებასთან დაკავშირებული მძიმე შედეგები, ასევე, ჩამოთვლილია ის სახელმწიფო უწყებები, რომლებსაც
რეაგირების ვალდებულება გააჩნიათ. კამპანიის ფარგლებში, 2 000 000-ზე მეტ აბონენტს მოკლე ტექსტური
შეტყობინება გაეგზავნა ბავშვობის ასაკში ქორწინების დანაშაულებრივ ხასიათსა და პოლიციისადმი
მომართვის გზებზე. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის კამპანიის ფარგლებში, ჩატარდა ესეების კონკურსი და 90მდე მონაწილიდან სამი გამარჯვებული გამოვლინდა. თელავის, ამბროლაურის და ქუთაისის სკოლის 3
მოსწავლე, რომლებიც პრიზებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
აქტივობა 21.6.5
ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ერთიანი კონცეფციის
მეთოდოლოგიის შემუშავება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის
სპეციალიზებული თანამშრომლები, კომპეტენციის ფარგლებში, ყოველდღიურ რეჟიმში ამონიტორინგებენ
არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე სამართალწარმოების ხარისხს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტში , ბავშვთა ასაკში
ქორწინების საერთო სტატისტიკური მონაცემები მუშავდება მიზნობრივად, მანუალური წესით. აღნიშნული
გულისხმობს, ყოველდღიურ რეჟიმში, ბავშვობის ასაკში ქორწინების დანაშაულთან დაკავშირებული
სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებას, არაერთი კრიტერიუმის მიხედვით. მაგალითისთვის, მსგავსი
ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ ჟღერდება კამპანიის ,,ნუ წაართმევ ბავშვობას“ მიმდინარეობისას,
რომლებსაც სამინისტრო წლებია უკვე ახორციელებს და ასევე, სამუშაო შეხვედრების თუ სხვა აქტივობების
ფარგლებში.
აქტივობა 21.6.6
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის ბავშვთა ასაკში ქორწინების შემთხვევებზე ერთიანი
ოპერაციული პროცედურების (SOP) შემუშავება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ, საანგარიშო პერიოდში, მიმდინარეობდა „ბავშვობის
ასაკში ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულთა ეფექტიან გამოძიებაზე“ და „არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების“ რეკომენდაციების განახლებული ფორმით შემუშავება.
აქტივობა 21.6.7
"ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა
და პირობების" დამტკიცების შესახებ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
181
მინისტრის 2019 წლის 06/ნ ბრძანებაში ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების
ასახვის მიზნით ცვლილებების განხორციელება
პასუხისმგებელი უწყება: პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის
სამსახური
2023 წელს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ინიცირებული იქნა
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა
და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების პროექტი, რომელშიც
დეკლარირებულად, ცალკე გამოიყო ოჯახის შექმნის მიზნით 18 წლამდე მოსწავლის არარეგისტრირებული
კავშირი/კავშირის რისკის (ნაადრევი ქორწინება) შემთხვევა და გაიწერა მისი გამოვლენისა და მართვის
პროცედურა. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევიდა 2024 წლის 12 თებერვალს.
აქტივობა 21.6.8
გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენელი ახალგაზრდა ოჯახებისთვის საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება
პასუხისმგებელი უწყება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატი
ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის
რეგიონებში მცხოვრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის მონაწილეობით სახელმწიფო მინისტრის აპარატის
ორგანიზებით გაიმართა ინტერაქტიული ტრენინ - სემინარი- „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო
ინტეგრაციის პროცესში“, რომელშიც მონაწილეობდნენ ქალები, სოციალური მუშაკები, ექიმები,
ახალგაზრდული ოჯახების წარმომადგენლები (30 ბენეფიციარი) ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ
დასახლებული მუნიციპალიტეტებიდან. სემინარის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ისეთ
აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია, ქალთა უფლებები და
თავისუფლებები, გენდერული თანასწორობა და სხვა.; ამასთანავე, წარმოადგინეს თავისი ხედვები ადგილზე,
სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ქალებისთვის დამატებით შესაძლებლობების შექმნისა და
გაძლიერების მიზნით.
აქტივობა 21.6.9
ჯანდაცვის მუშაკთა ცნობიერების ამაღლება გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის და მავნე პრაქტიკების
პრევენციისთვის
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობის და სოციალური საკითხების სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციის საკითხზე სამედიცინო საზოგადოების ცნობიერების
ამაღლების მიზნით, სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ძალისხმევით შეიქმნა და გავრცელდა
საინფორმაციო ბროშურა და საკომუნიკაციო სახელმძღვანელო სამედიცინო პროფესიონალებისთვის.
შემუშავდა საინფორმაციო ბუკლეტი მომავალი მშობლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, რომელიც
ნათლად განმარტავს ნაყოფის სქესის განსაზღვრის დაბალი სიზუსტის გამო ორსულობის 14 კვირამდე სქესის
დადგენას.
182
გაეროს მდგრადი განვითარების ჯანდაცვასთან დაკავშირებული მიზნების, დედათა და ახალშობილთა
სტრატეგიის განხორციელებისთვის კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა იქნება მიმართული სამინისტროს მიერ
მიმართული დედათა და ბავშვთა უფლებების გაუმჯობესების მიმართულებით.
ამოცანა 21.7
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე
აქტივობა 21.7.1
ქალთა მიმართ ძალადობის ფორმებზე ცნობიერების ამაღლების შეხვედრები განხორციელება ქალებისა და
გოგონების ყველა ჯგუფის განსაკუთრებით, ეროვნული ან/და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი
ქალებისა და შშმ ქალებისთვის
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2024 წლის განმავლობაში შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეხვედრები
ჩაატარეს შიდა ქართლში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში - ბერშუეთი, კირბალი, ზერტი, ხურვალეთი,
წითელუბანი, შავშვები, ტირძნისი, ტყვიავი, ზემო ნიქოზი, მერეთი, გუგუთიანთკარი და სამეგრელო-ზემო
სვანეთში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ლიასა და ორსანტიაში. შეხვედრას ესწრებოდნენ
ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების ქალი წარმომადგენლები და ზემოაღნიშნულ სოფლებში მცხოვრები
ქალები.
შეხვედრების მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) და დისკრიმინაციის
ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს
მხრიდან განხორციელებულ ღონისძიებებზე, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, მსხვერპლთა დაცვის
მექანიზმების, მათ შორის შემაკავებელი ორდერისა და ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების
შესაძლებლობის თაობაზე და პოლიციისადმი მომართვის გზებზე.
2024 წელს შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღო კასპის
მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ ბოჟამში, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ
ქარქუშაანში , ქარელის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ აბანოში, ქ. ზუგდიდში კონფლიქტის
შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან და ქარელის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზისპირა სოფელ
საციხურში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის,
სახელმწიფო სერვისებისა და უფასო იურიდიული დახმარების საკითხებზე გამართულ საინფორმაციო
შეხვედრაში. შეხვედრაში მონაწილე პირებს მიეწოდათ ინფორმაცია შემაკავებელი ორდერის ფარგლებში
მსხვერპლთა დაცვის, მათ შორის ელექტრონული სამაჯურის გამოყენების მექანიზმებზე.
აქტივობა 21.7.2
ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში სამოქალაქო
საზოგადოების ჩართულობით საინფორმაციო კამპანიების წარმოება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
აქტივობა მიმდინარეა
აქტივობა 21.7.3
ტრენინგების ციკლი თემაზე "ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირების
მექანიზმები" საზოგადოების დაინტერესებული პირებისათვის
183
პასუხისმგებელი უწყება:
იუსტიციის სამინისტროს სსიპ -"საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი"
ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით ჩატარდა 6 სამართლებრივი ტრენინგი თემაზე „ოჯახში და
ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირების მექანიზმები“, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო
88 პირმა.
აქტივობა 21.7.4
გასვლითი საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ქალთა უფლებების შესახებ
პასუხისმგებელი უწყება:
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
აღნიშნული აქტივობის ფარგლებში სამსახურმა ჩაატარა 23 შეხვედრა:
2024 წლის 25 იანვარი ქ. ოზურგეთი, ბიუროს შენობაში, ქალები სოფელ შემოქმედში;
2024 წლის 21 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში;
2024 წლის 21 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში;
2024 წლის 25 თებერვალს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში;
2024 წლის 25 თებერვალს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში;
2024 წლის 28 თებერვალს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში;
2024 წლის 19 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში;
2024 წლის 20 მარტს, ხომის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში;
2024 წლის 21 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში;
2024 წლის 25 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში;
2024 წლის 27 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში;
2024 წლის 5 აპრილს, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში;
2024 წლის 10 აპრილს, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელი ნოქალაქევი;
2024 წლის 12 აპრილს, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელი ხორში;
2024 წლის 15 აპრილს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჟამში (გამყოფი ხაზი);
2024 წლის 18 აპრილს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში (გამყოფი ხაზი);
2024 წლის 16 აპრილს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში;
2024 წლის 14 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარქუშაანში (გამყოფი ხაზი);
2024 წლის 30 ივლისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში (გამყოფი ხაზი);
2024 წლის 9 სექტემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში (გამყოფი ხაზი);
2024 წლის 13 აგვისტო, ფოთის დევნილთა ჩასახლების პირველ ფლიგელში;
2024 წლის 13 აგვისტო, ფოთის დევნილთა ჩასახლების მეორე ფლიგელში;
2024 წლის 30 აგვისტო -გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში (გამყოფი ხაზი);
შესრულებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა ვრცლად განთავსებულია სამსახურის ვებგვერდზე: http://las.ge/ka/p/5/news
აქტივობა 21.7.5
ძალადობის პრევენციის მიზნით, სხვადასხვა თემებზე მანდატურის სამსახურის მიერ საინფორმაციო და
საგანმანათლებლო შეხვედრების, კამპანიების ჩატარება სკოლებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
184
საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა სოციალური მუშაობის კომპონენტით წარმოდგენილ სკოლებში
ნივთიერებების მოხმარების პრევენციაზე მიმართული ორი პროგრამა: 13 წლამდე მოსწავლეებისათვის
პროგრამა - მტკიცებულებითი მეთოდის გამოყენებით (EUDAP unplugged program) ,,ცოცხალი შესრულებით,
ანუ, ფონოგრამის გარეშე“ და ნარკოპრევენციის პროგრამა 13 წლის ზევით მოზარდებისთვის ,,სარისკო
ქცევების პრევენცია’’.
სოციალური მუშაობის კომპონენტით წარმოდგენილ სკოლებში 2024 წელს დაიწყო ცხოვრებისეული უნარების
განვითარების პროგრამა მე-4, მე-5, მე-6, მე-9,მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეთათვის.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები, სკოლებში
ძალადობის პრევენციის მიზნით, სხვადასხვა მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდებითა და ტექნიკებით
ატარებენ საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებს, ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს
მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მშობლებთან ისეთ
თემებზე, როგორიცაა: სარისკო ქცევების პრევენცია, ემოციის რეგულაცია, ბრაზის მართვა, ძალადობის, მათ
შორის ბულინგის, კიბერბულინგის, სიძულვილის ენის გავლენის შედეგები, პრევენცია და რეაგირება;
ანტიდისკრიმინაციული მიდგომები, ტოლერანტობა, სტერეოტიპები, ადამიანის უფლებები, ადრეული
ქორწინება, გენდერული დისკრიმინაცია, კრიმინალური იდეოლოგია/სუბკულტურა, საგზაო უსაფრთხოება,
აღზრდა და აღზრდის სტილები, ეფექტიანი კომუნიკაცია, გარდატეხის ასაკის თავისებურებები, რთული
ქცევის მართვა და სხვა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ აქტივობებში, ყოველწლიურად ერთვება ათიათასობით
მოსწავლე, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი და მშობელი, კერძოდ:
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლების მიერ სოციალური მუშაობის ფარგლებში 2024
წლის განმავლობაში სხვადასხვა საინფორმაციო, საგანმანათლებლო, შემეცნებით, სპორტულ, სადისკუსიო და
საინტერვენციო აქტივობაში ჩაერთო: 11 564 მასწავლებელი, 1 596 დირექციის წარმომადგენელი, 136 140
მოსწავლე, 21 210 მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ·
2024 წლის განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ტრენერმა
მანდატურებმა და კოორდინატორებმა 777 საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გამართეს
მოსწავლეებთან ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ადამიანის და ბავშვის უფლებები, სტერეოტიპი და
დისკრიმინაცია, კიბერბულინგი და სიძულვილის ენა, ძალადობა, გენდერული თანასწორობა, ადრეული
ქორწინება და უსაფრთხო სკოლა. აღნიშნულ შეხვედრებს ჯამში დაესწრო 24 327 მოსწავლე. ·
წლის განმავლობაში მანდატურებისა და კოორდინატორების მიერ მანდატურის სამსახურის საქმიანობის,
ასევე კიბერ ბულინგისა და სიძულვილის ენის შესახებ შეხვედრები გაიმართა სკოლის დირექტორებთან,
პედაგოგებთან და მშობლებთან. სულ გაიმართა 261 შეხვედრა, რომელსაც დაესწრო 7788 ადამიანი.
მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, მანდატურებმა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
წარმომადგენლებმა მთელი საქართველოს მასშტაბით 244 საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ცნობიერების
ამაღლების კამპანია ჩაატარეს მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლის წარმომადგენლების მონაწილეობით
პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის საკითხებზე. შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა
მანდატურის სამსახურის საქმიანობასთან, სიძულვილის ენასა და კიბერბულინგთან დაკავშირებული
საკითხებიც.·
2024 წელს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა
და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმსა და ქალაქ ოზურგეთში, გაიმართა ბავშვის უფლებების
თემაზე მოსწავლეების მიერ მომზადებული პოსტერებისა და ნახატების გამოფენა. ასევე, გაიმართა
მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაში თანასწორობის შესახებ.·
185
2024 წლის ნოემბერში, თანასწორობის კვირეულის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში საქართველოს
მასშტაბით 60-მდე საჯარო სკოლაში, მოეწყო მოსწავლეების მიერ მომზადებული პოსტერებისა და ნახატების
გამოფენა, რომელთა შინაარსიც ეხებოდა არადისკრიმინაციულ მიდგომებს, სტერეოტიპსა და ადამიანის
უფლებებს. გამოფენებს წინ უძღოდა ტრენერი მანდატურებისა და სოციალური მუშაკების მიერ
მოსწავლეებთან შეხვედრების ჩატარება სტერეოტიპისა და დისკრიმინაციის თემებზე.·
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის“
ფარგლებში 14 საჯარო სკოლაში მოსწავლეების მიერ მომზადებული პოსტერებისა და ნახატების გამოფენა
მოეწყო, რომელთა შინაარსიც ეხებოდა ადრეულ ქორწინებას. გამოფენებს წინ უძღოდა ტრენინგი,
მანდატურებისა და კოორდინატორების მიერ მოსწავლეებთან შეხვედრების ჩატარება ადრეული ქორწინების
თემაზე.·
ევროპის საბჭოს პროექტის „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“
მხარდაჭერითა და მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის
წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში
გაიმართა შეხვედრები, სადაც მონაწილეობა მიიღო 276-მა მოსწავლემ და 45 სკოლის წარმომადგენელმა.
აქტივობა 21.7.6
ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებზე მანდატურების გადამზადება
პასუხისმგებელი უწყება: პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის
სამსახური
2024 წელს განახლდა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ 2022 წელს
მანდატურის სამსახურისთვის შექმნილი მოდული „გენდერული მეინსტრიმინგი განათლებაში: ძალადობა
გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“. მოდულს დაემატა ახალი სესია ტექნოლოგიების გამოყენებით
ჩადენილი ძალადობის შესახებ. აღნიშნული პროგრამით, მანდატურის სამსახურის 40-მა სოციალურმა
მუშაკმა და 30-მდე მანდატურმა გაიარა ტრენერთა ტრენინგი.
მიზანი 22 - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მათი მონაწილეობის გაზრდა.
დაცვის
გაძლიერება
და
ამოცანა 22.1
შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სოციალური მოდელის დანერგვა და მისი პრინციპების დაცვით
ჯანმრთელობისა და ბიოფსიქოსოციალური დაცვის მექანიზმების გაძლიერება
აქტივობა 22.1.1
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამედიცინო სერვისის მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად
სამედიცინო დაწესებულებების ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის, სერვისების მისაწვდომობის
სტანდარტის შემუშავება/გაუმჯობესება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ქვეყნის
მასშტაბით
შეზღუდული
უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
შესაძლებლობის
მქონე
პირთათვის
(შშმ
პირებისათვის)
დაცვის არსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ამისთვის,
186
გათვალისწინებულია განსაკუთრებული მიდგომები, მათი უსაფრთხო გადაადგილების კუთხით, რაც
ასახულია შესაბამის მარეგულირებელ დოკუმენტებში. როგორც
სტაციონარული დაწესებულების
სანებართვო პირობები მოიცავს პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო
გადაადგილების კუთხით, ასევე
ხსენებულ პირთა უსაფრთხო გადაადგილების პირობები
გათვალისწინებულია ამბულატორიული სერვისის წარმოებისას. 2
შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც საქმიანობენ სალიცენზიო /სანებართვო/ მაღალი
რისკის შემცველი საქმიანობების შეტყობინების რეჟიმში, ასევე, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები
უზრუნველყოფენ
მარეგულირებელი
დოკუმენტებით
განსაზღვრულ
მოთხოვნას
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება არქიტექტურულგეგმარებითი ხასიათის მოთხოვნებს, შენობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ
ადაპტაციისათვის, აღნიშნული განსაზღვრულია „ტექნიკური რეგლამენტის – „მისაწვდომობის ეროვნული
სტანდარტების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის №732
დადგენილებით.
აქტივობა 22.1.2
შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შეფასების ბიოფსიქოსოციალური მოდელი დანერგვის ხელშეწყობა
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
დამტკიცდა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალური (ბფს)
მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა. აღნიშნული
სამოქმედო გეგმა გათვლილია 2023-2025 წლებზე და მიზნად სახავს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას,
რომლებიც
უზრუნველყოფენ
და
ხელს
შეუწყობენ
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
ბავშვის/სრულწლოვანი პირის სტატუსის დადგენის სისტემაში ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვას.
ამ დოკუმენტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის მინიჭების სისტემის
რეფორმის მხარდაჭერა და შშმ პირთა უფლებების დაცვის სისტემური გარანტიების გაძლიერება, რაც
განაპირობებს ახალი მოდელის ეტაპობრივი დანერგვის შესაძლებლობას. სამოქმედო გეგმის ფარგლებში
შემუშავებულია კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავს ბფს მოდელით სტატუსის დადგენის პრინციპებს,
ასაბუთებს მის შესაბამისობას შშმ პირთა უფლებების გაეროს კონვენციასთან, მის უპირატესობას არსებულ
სისტემასთან მიმართებაში და განმარტავს ბფს მოდელით სტატუსის დადგენის კომპონენტებს (ბიოლოგიური,
ფსიქოლოგიური და სოციალური).
შექმნილია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის
აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზანია სხვა
საკითხებთან ერთად ისეთი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა, როგორიცაა შეზღუდული
შესაძლებლობის სტატუსის დადგენის სისტემაში ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვა და სხვებთან
თანაბარი
შესაძლებლობის
ხელშემწყობი
სოციალური
და
ალტერნატიული
ზრუნვის
მომსახურებების/პროგრამების მისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდა. გაეროს ბავშვთა ფონდის
მხარდაჭერით შეიქმნა შემთხვევის მართვის გაიდლაინი, რომელიც აღწერს შეზღუდული შესაძლებლობის
2
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების
შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებასა
და „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს
მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებები, ასევე „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციის განსაზღვრისა
და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ"
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანება;
187
სტატუსის დადგენის თითოეულ ეტაპს, ბავშვის/სრულწლოვანი პირის უფლებებს და განმარტავს თითოეული
სპეციალისტის როლსა და ფუნქციებს. შექმნილია შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის
დადგენის გაიდლაინი და კითხვარი, რომელიც დეტალურად აღწერს სრულ პროცესს. აღნიშნული
დოკუმენტების მიხედვით ბავშვებმა ასაკის, შესაძლებლობის და ინტერესის/სურვილის მიხედვით
მონაწილეობა უნდა მიიღონ შშმ სტატუსის დადგენის პროცესში, უნდა შეაფასონ საკუთარი საჭიროებები და
ძლიერი მხარეები.
2024 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა დაასრულა კვლევა ბფს შეფასების საფუძველზე შშმ ბავშვის
ინდივიდუალურ საჭიროებზე დაფუძნებული სოციალური პაკეტის შემუშავების შესახებ. შემდგომ ეტაპზე
დაგეგმილია გაიდლაინის მომზადება ცალკე შეფასების სპეციალისტებისათვის, თუ როგორ უნდა
განისაზღვროს ბავშვის საჭიროებებზე მორგებული პაკეტი შეფასების შედეგების მიხედვით. გაეროს
სააგენტოების - UNFPA და OHCHR მიერ განხორციელდა შესაძლებლობის შეზღუდვის შეფასების პროცესში
ჩართვისათვის საჭირო ინფორმირებული თანხმობის პრაქტიკის კვლევა, რომელშიც ჩართული იყო შშმ
პირებისგან შემდგარი 3 ფოკუს ჯგუფი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ინფორმირებული
თანხმობის ალტერნატიული ფორმების შემუშავება. ექსპერტიზ ფრანსის პროექტის ტექნიკური დახმარებით
შემუშავებულია სპეციალური სატრენინგო კურსი ფუნქციური შეფასების სპეციალისტებისათვის, რომელიც
განხილვის ეტაპზეა შესაბამისი დარგის ექსპერტებთან. პერიოდულად მუშავდება მომსახურებების მიმღებთა
სავარაუდო რაოდენობის განსასაზღვრად რელევანტური უწყებებიდან მიღებული სტატისტიკა.
აქტივობა 22.1.3
სანოტარო საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების საერთაშორისო სტანდარტებთან
შესაბამისობაში მოყვანა, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ქმედუნარიანობის შემოწმების კუთხით
სანოტარო საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შშმ პირთა უფლებადამცველ
საერთაშორისო დოკუმენტებთან, მათ შორის, გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან
შესაბამისობაში მოყვანა სანოტარო მოქმედების შესრულების პროცესში შშმ პირთა უფლებების სათანადოდ
განხორციელების მიზნით
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ჩაატარა კვლევა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სანოტარო მოქმედებებში მონაწილეობის თავისებურებებისა და
პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით. ამასთანავე, მომზადდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში,
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“
ინსტრუქციაში შესატანი შესაბამისი ცვლილებების პროექტები.
აქტივობა 22.1.4
შშმ პირთათვის სამედიცინო მომსახურების მისაწვდომობის მიზნით
სერვისების მისაწვდომობის
სტანდარტის შემუშავება/დანერგვა მათ შორის გენდერული თავისებურებების გათვალისწინებით.
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ქვეყნის
მასშტაბით
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთათვის
(შშმ
პირებისათვის)
უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის დაცვის არსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ამისთვის,
გათვალისწინებულია განსაკუთრებული მიდგომები, მათი უსაფრთხო გადაადგილების კუთხით, რაც
ასახულია შესაბამის მარეგულირებელ დოკუმენტებში. როგორც
სტაციონარული დაწესებულების
სანებართვო პირობები მოიცავს პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო
188
გადაადგილების კუთხით, ასევე
ხსენებულ პირთა უსაფრთხო
გათვალისწინებულია ამბულატორიული სერვისის წარმოებისას. 3
გადაადგილების
პირობები
შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც საქმიანობენ სალიცენზიო /სანებართვო/ მაღალი
რისკის შემცველი საქმიანობების შეტყობინების რეჟიმში, ასევე, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები
უზრუნველყოფენ
მარეგულირებელი
დოკუმენტებით
განსაზღვრულ
მოთხოვნას
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება არქიტექტურულგეგმარებითი ხასიათის მოთხოვნებს, შენობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ
ადაპტაციისათვის, აღნიშნული განსაზღვრულია „ტექნიკური რეგლამენტის – „მისაწვდომობის ეროვნული
სტანდარტების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის №732
დადგენილებით.
ამოცანა 22.2
შშმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და მისაწვდომობის გარანტიების გაძლიერება
აქტივობა 22.2.1
დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სოციალური მომსახურებების და დასაქმების ახალი პროგრამების
განვითარება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამაში“ ინტეგრირდა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდამჭერი საინფორმაციოსაკონსულტაციო მომსახურების კომპონენტი. საკონსულტაციო ცენტრები უზრუნველყოფენ შშმ პირთა
საკონსულტაციო-საინფორმაციო მხარდაჭერას, საჭირო მომსახურებებში გადამისამართებას და მათი
უფლებების ადვოკატირებას. ასეთი ცენტრები ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს სულ 5 რეგიონში
(იმერეთი, აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი, გურია).
დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით 2024 წელს ხორციელდებოდა ახალდანერგილი
პერსონალური ასისტენტისა და შინმოვლის პროგრამების გეოგრაფიული არეალის გაფართოება. 2024 წლის
მანძილზე პერსონალური ასისტენტის მომსახურება ხელმისაწვდომი იყო შემდეგ რეგიონებში: თბილისი,
კახეთი (სიღნაღი), მცხეთა-მთიანეთი (დუშეთი), იმერეთი (საჩხერე/ბაღდათი), გურია (ჩოხატაური) და აჭარა
(ბათუმი/ქედა/შუახევი). მომსახურებით მოსარგებლე იყო 126 ბენეფიციარი. 2024 წელს შინმოვლის სერვისი
ხელმისაწვდომი შემდეგ რეგიონებში: თბილისი, იმერეთი (ბაღდათი, ქუთაისი), გურია (ჩოხატაური), აჭარა
(შუახევი, ქედა), შიდა ქართლი (გორი), ქვემო ქართლი (დმანისი) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (ზუგდიდი).
მომსახურებით ისარგებლა 104-მა ბენეფიციარმა.
3
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების
შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებასა
და „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს
მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებები, ასევე „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციის განსაზღვრისა
და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ"
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანება.
189
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის #46 დადგენილებით დამტკიცდა „დასაქმების
ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც მოიცავს ღია შრომის ბაზარზე დასაქმების
ხელშეწყობისთვის 3 ქვეპროგრამას.
ზემოაღნიშნულ სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს კომპონენტებს, რომლებიც უშუალოდ შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაა განკუთვნილი. ესენია:
1.
2.
სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტი, რომლის ამოცანაა
სამუშაოს მაძიებელი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების, შშმ და სსსმ
პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ
ან არსებულ, თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების
სუბსიდირება;
დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი, რომლის მიზანია დამსაქმებლის
ფინანსური მხარდაჭერა ისეთი სამუშაო გარემოს შექმნისთვის, რომელიც შშმ/სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის იქნება ადაპტირებული და შენარჩუნებული 3
წლის ვადით.
2024 წელს ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში, შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობის მიზნით,
სააგენტოს სერვის ცენტრში ინდივიდუალური კონსულტირება გაიარა 525 შშმ პირმა. შედეგად დასაქმებულია
31 შშმ პირი.
დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ თავისუფალ სამუშაო ადგილზე საშუამავლო მომსახურების გაწევის
მიზნით, ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს.
ვაკანსიების ფარგლებში შეირჩა და დამსაქმებლებთან გაიგზავნა 169 შშმ პირი. შედეგად დასაქმებულია 64 შშმ
პირი.
მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 267 მოწყვლადი ჯგუფის სამუშაოს მაძიებელს გაუწიეს
მხარდაჭერითი მომსახურება, აქედან შშმ პირი - 188. დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფებისა და შშმ
პირთათვის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მოძიებული იქნა 148 ვაკანსია, დასაქმებულია 30 შშმ პირი.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელების შედეგად
დასაქმებულია 181 შშმ პირი.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში დასაქმების სააგენტომ სულ ჩაატარა 7 დასაქმების ფორუმი, სადაც
მონაწილეობა მიიღო 245 დამსაქმებელმა და 1400-ზე მეტმა პირმა. შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან
დაკავშირებით 14 ივნისს, თელავში გაიმართა შშმ/სსმ პირთა დასაქმების ფორუმი, კახეთის სახელმწიფო
რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან და თელავის ისტორიული
მუზეუმის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით. ფორუმზე სამუშაოს მაძიებლებს საშუალება ჰქონდათ
გაცნობოდნენ 20-მდე დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ 100 ვაკანსიის შესახებ ინფორმაციას. კომპანიის
წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრის პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა
ჰქონდათ გაცნობოდნენ მცირე მეწარმეების მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა- გაყიდვას.
სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში, 9 აპრილს, გორის მერიასთან და საზოგადოება
,,ბილიკთან’’ ერთად შშმ პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანს
წარმოადგენდა შშმ პირთა სერვისებისა და პროგრამების პოპულარიზაცია, გორის რეგიონში შშმ პირთა
რეგისტრაცია და მათი დასაქმების პროგრამებში ჩართვა. ასევე, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და
არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობა შშმ თემთან დაკავშირებულ საკითხებზე.
190
2024 წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭო.
საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა შშმ პირების დასაქმებასთან დაკავშირებულ არსებულ გამოწვევებზე და მათ
მხარდასაჭერად სამუშაო ადგილზე გასაწევ მხარდამჭერ სერვისებზე. შშმ პირთა დასაქმების ხელშესაწყობად
და სამუშაო ადგილებზე მათ მხარდასაჭერად საბჭო აქტიურად გააგრძელებს შეხვედრებს.
აქტივობა 22.2.2
პოლიციის შენობების ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის უზრუნველყოფა, ყველა შშმ პირის და ამ პროცესში
სენსორული და ფიზიკური ნიშნით შშმ პირების დამოუკიდებლად გადაადგილების საჭიროებების
გათვალისწინება ახალ შენობებში
2024 წელს, დასრულდა ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორის და ქ. თბილისის, ავჭალის ქ. №7-ში
მდებარე მესამე დამხმარე შენობის სარემონტო სამუშაოები, რომლებიც ადაპტირებულია შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებზე. ასევე, საანგარიშო პერიოდში, დასრულდა სარემონტო სამუშაოები ქუთაისის
დროებითი მოთავსების იზოლატორში, რომლის ფარგლებშიც, შენობა ადაპტირდა შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე. დასრულებულია, აგრეთვე, ონის მუნიციპალიტეტში
სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობა, რომელიც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე.
აქტივობა 22.2.3
სამართალდამცავთა გადამზადება შშმ პირთა უფლებებსა და კომუნიკაციის სტანდარტებში
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2024 წელს, შშმ პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტებზე გადამზადდნენ საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები და შსს აკადემიის მსმენელები, ჯამში 1100-მდე
პირი.
აქტივობა 22.2.4
თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდის შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
შშმ პირების საჭიროებების გათვალისწინებით, 2024 წლის განმავლობაში აქტიურად განხორციელდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდისთვის შესაბამისი ინფორმაციისა და ვიზუალური
ეფექტების (შრიფტი, ფერები) მოძიება. ვებ-გვერდის განახლება 2025 წელს იგეგმება.
აქტივობა 22.2.5
ეტლით მოსარგებლე პირებისათვის სანოტარო ბიუროების მისაწვდომობის გაუმჯობესება, კერძოდ, იმ
საპილოტე სანოტარო ბიუროების განსაზღვრა და ადაპტირება, რომელიც უზრუნველყოფს ძირითად
რეგიონებში მისაწვდომი ბიუროების არსებობას
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოსბის სფეროში შემავალი სსიპ
- "საქართველოს ნოტარიუსთა პალატა"
ეტლით მოსარგებლე პირთა მიერ შესაბამისი შენობებით სარგებლობის შესაძლებლობის გაუმჯობესების
მიზნით განისაზღვრა და ადაპტირდა სხვადასხვა სანოტარო ბიურო; კერძოდ, საპილოტე რეჟიმში ადაპტირდა
191
5 სანოტარო ბიურო (2 სანოტარო ბიურო ქ. თბილისში და თითო-თითო სანოტარო ბიურო ქ. ბათუმში, ქ.
წნორსა და ქ. მარნეულში). ადაპტირებული სანოტარო ბიუროების შესახებ ინფორმაცია აისახა საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე, პალატის წლიურ
ანგარიშსა და შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტებში. 2025 წელს დაგეგმილია 7 სანოტარო ბიუროს იმავე
სტანდარტით შერჩევა და ადაპტირება.
აქტივობა 22.2.6
ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად, სსიპ
"სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" დისტანციური მომსახურების სამსახურის ჟესტური ენის
მცოდნე თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო კურსი ჟესტურ ენაში
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტო"
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულია
ჟესტური ენის მცოდნე 1 თანამშრომელი, რომელმაც 2022 წელს წარმატებით გაიარა სურდოთარჯიმნის
სერტიფიცირების პროგრამა და ფლობს ქართული ჟესტური ენის თარჯიმნის სერტიფიკატს. საჯარო
სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით
შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო სერვისების სააგენტოს თანამშრომლების აღნიშნული
მიმართულებით გადამზადება.
აქტივობა 22.2.7
მობილურ აპლიკაციაში (Las Georgia) ხშირად დასმული კითხვების განთავსება შშმ პირებზე მორგებული
ფორმატით
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
მობილური აპლიკაციის ადაპტირების პროცესი დაწყებულია. სამსახურის მიერ გადაცემულია ტექნიკური
დავალება მობილური აპლიკაციის (Las Georgia) ადაპტირებისათვის უსინათლო და მცირემხედველ პირებზე.
საიტს დაემატება როგორც კონტრასტის ცვლილებები, შრიფტის გადიდება და დაპატარავება, ასევე
სამომავლოდ ტექსტის გახმოვანების ფუნქცია ქართულ ენაზე.
აქტივობა 22.2.8
ჰაკათონის - "ტექნოლოგიები შესაძლებლობებისთვის" - ორგანიზება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა საჭიროებებზე მორგებული ტექნოლოგიური გადაწყვეტის შემუშავების მიზნით
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო"
2024 წელს, წინამდებარე აქტივობა სახეცვლილი ფორმატით განხორციელდა. პროექტის ჩატარება დაგეგმილი
იყო თბილისის ტექნოპარკში, თუმცა სარემონტო სამუშაოების გამო, საჭირო გახდა პროექტის
განხორციელების ადგილის ცვლილება. საანგარიშო პერიოდში, სააგენტომ ნაცვლად ერთის, რამდენიმე
პროექტი განახორციელა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე საპასუხოდ, კერძოდ:
●
●
პროექტის - „ერთად ყველაფერს შევძლებთ“ - ფარგლებში, ახმეტის ტექნოპარკში ჩატარდა გრაფიკული
დიზაინის კურსი. აქტივობაში ჩაერთო 17 ბენეფიციარი, მათ შორის, 5 შშმ პირი, მათგან, 3 ქალი;
ზუგდიდის ტექნოპარკში სააგენტომ განახორციელა პროექტი - ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირები და ტექნოლოგიები", რომელშიც გადამზადდა 12 შშმ პირი, მათგან 10 ქალი;
192
●
გურჯაანის ტექნოპარკში განხორციელდა პროექტი - „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი
ფაბლაბთან ერთად“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 12-მა შშმ პირმა, მათ შორის, 9 ქალმა.
ახმეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ვორქშოფში, სადაც მონაწილეებმა შექმნეს 2D და 3D
მოდელები, შემდგომ კი 3D პრინტერისა და ლაზერული მჭრელის გამოყენებით ისინი გააცოცხლეს,
მონაწილეობა მიიღო 3-მა შშმ პირმა, მათ შორის, 2 იყო ქალი
აქტივობა 22.2.9
მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
მიმდინარე აქტივობა
აქტივობა 22.2.10
პერსონალური ასისტენტის მომსახურების
მისაწვდომობის გათვალისწინებით
დანერგვა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს
მასშტაბით,
ტერიტორიებიდან
გეოგრაფიული
დევნილთა,
შრომის,
დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით 2024 წელს ხორციელდებოდა ახლადდანერგილი
პერსონალური ასისტენტის მომსახურების გეოგრაფიული არეალის გაფართოება. 2024 წლის მანძილზე
პერსონალური ასისტენტის მომსახურება ხელმისაწვდომი იყო შემდეგ რეგიონებში: თბილისი, კახეთი
(სიღნაღი), მცხეთა-მთიანეთი (დუშეთი), იმერეთი (საჩხერე/ბაღდათი), გურია (ჩოხატაური) და აჭარა
(ბათუმი/ქედა/შუახევი). მომსახურებით მოსარგებლე იყო 126 ბენეფიციარი. 2025 წლიდან გაგრძელდა
კომპონენტის გაფართოების ტენდენცია.
აქტივობა 22.2.11
შშმ პირთა ავტომობილებისთვის განკუთვნილი პარკირების ერთიანი წესის შემუშავება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
შშმ პირთა ავტომობილებისთვის განკუთვნილი პარკირების ერთიანი წესის შემუშავების საკითხებზე
მსჯელობა გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის
უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის სხდომაზე 2023 წლის დეკემბერიში. კომიტეტის წევრები და
მოწვეული სპეციალისტები შეთანხმდნენ, რომ მულტიდისციპლინური და კოორდინირებული მუშაობა
გაგრძელდებოდა აღნიშნული საკითხის ირგვლივ.
2024 წლის 6 მარტს, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროში არსებული შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის იმპლემენტაციისაკენ მიმართულ
ღონისძიებათა განმახორციელებელი საბჭოს კომიტეტების გაერთიანებულ შეხვედრაზე განხილულ იქნა 2
საკითხი:
შშმ სტატუსის განმსაზღვრელი ნოზოლოგიები ან ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის სიმძიმის
ინტენსივობა, რომელიც შეიძლება წარმოშობდეს ქალაქში ავტომობილის სპეციალური პარკირების
ადგილით სარგებლობის უფლებას;
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის მარეგულირებელი მოქმედი სამართლებრივი აქტების
საფუძველზე გადაადგილების უნარის შეზღუდვის გათვალისწინების შესაძლებლობა სპეციალური
საცნობი ნიშნის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტაციაში.
193
საბჭომ განხილვის შედეგად შეუმუშავა რეკომენდაცია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე
პირებზე საცნობი ნიშნის გაცემა და სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის უფლება
განისაზღვროს
ქმედობაუნარიანობის
შეზღუდვის
კატეგორიისა
და
ხარისხის
საფუძველზე
(დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის შეზღუდვა II ან III ხარისხის).
საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები გაითვალისწინა ქალაქ თბილისის საკრებულომ და მცირედი
შესწორებებით შეიტანა „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების
პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე
გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე
ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით
ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის
27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში.
აქტივობა 22.2.12
მკვეთრად გამოხატული შშმ პირისათვის (რომელსაც აღნიშნული სტატუსი დატანილი აქვს პირადობის
მოწმობაზე) და მისი ასისტენტისათვის ერთი ბილეთის ფასად მგზავრობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა
პასუხისმგებელი უწყება: სს - "საქართველოს რკინიგზა"
2024 წლის განმავლობაში გაიმართა სამუშაო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა აღნიშნული
საკითხის დანერგვის პროგრამული და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პრობლემები. გამოვლენილი
პრობლემური საკითხების გათვალისწინებით, საწყის ეტაპზე განიხილება აღნიშნული შესაძლებლობის
უზრუნველყოფა რკინიგზის საბილეთო სალაროებში. სამუშაო ჯგუფი ასევე აქტიურად მუშაობს შშმ პირების
ბაზების მოპოვებისა და პერსონალური ასისტენტების იდენტიფიცირების საკითხებზე, რაც მნიშვნელოვან
ფაქტორს წარმადგენს გაბილეთიანების პროცესში.
ამოცანა 22.3
შშმ პირთა თანასწორობის გარანტიების გაძლიერება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბარი
მონაწილეობის უზრუნველყოფა გონივრული მისადაგების პრინციპის დანერგვით
აქტივობა 22.3.1
შრომისა და დასაქმების სფეროში გონივრული მისადაგების პრინციპის/სტანდარტების დანერგვა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
გაეროს განვითარების პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის-ფაზა 2“ ექსპერტული მხარდაჭერით
მიმდინარეობს მუშაობა სახელმძღვანელოზე - „სამუშაო ადგილებზე გონივრული მისადაგების პრინციპები“.
აქტივობა 22.3.2
სასამართლო ფორმების ადაპტირება უსინათლო და მხედველობადაქვეითებულ პირთა საჭიროებებზე
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
194
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის
შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, 2021 წლიდან ყოველწლიურად ამტკიცებს
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ“ საერთო სასამართლოების
სამოქმედო გეგმებს. სამოქმედო გეგმა სამ ძირითად მიზანს ადგენს, ესენია: 1. შშმ პირთათვის სასამართლო
შენობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, 2. შშმ პირთათვის სასამართლო სერვისებზე ხელმისაწვდომობის
გაზრდა და 3. საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების ხელმისაწვდომობის გაზრდა. სამოქმედო
გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭო აქტიურად თანამშრომლობს შშმ თემთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების
ჯგუფმა შეიმუშავა ადაპტირებული სასამართლო ფორმების (სარჩელი, შესაგებელი) სამუშაო ვერსია,
რომლებიც შენიშვნებისა და რეკომენდაციებისთვის რამდენჯერმე წარედგინა შშმ თემს. ამჟამად
მიმდინარეობს სასამართლო ფორმების საბოლოო რედაქტირებული ვერსიების შემუშავება. მომზადებული
სასამართლო ფორმები 2025 წელს დასამტკიცებლად წარედგინება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
აქტივობა 22.3.3
მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთათვის ტრენინგების ჩატარება შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირებთან კომუნიკაციის შესახებ
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა
აქტივობა არ განხორციელებულა
აქტივობა 22.3.4
მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთათვის ტრენინგების
შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ შესახებ
ჩატარება
გაეროს
„შეზღუდული
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები“- ჩატარდა 1 ტრენინგი დაესწრო 6 მოსამართლე და
6 მოხელე.
აქტივობა 22.3.5
ცნობიერების ამაღლება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი"112"-ის თანამშრომლებისთვის,
შშმ პირებთან კომუნიკაციისა და მათი საჭიროებების თაობაზე
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2024 წელს შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის 29 თანამშრომელმა შსს
აკადემიაში გაიარა ტრენინგ-კურსი თემატიკაზე „,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა
და კომუნიკაციის სტანდარტი“.
აქტივობა 22.3.6
შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე
თანამშრომლების გადამზადება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური
195
უნივერსალური ტრენინგმოდულის გამოყენებით, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებთან დაკავშირებულ საკითხებსაც მოიცავს, გადამზადებულია
სპეციალური პენიტენციური სამსახურის 173 თანამშრომელი.
აქტივობა 22.3.7
ანალიტიკური კვლეევბის ჩატარება შშმ თემის საჭიროებებთან დაკავშირებით, მათივე ჩართულობით
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
2024 წლის 30 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ), იურიდიული დახმარების სამსახურმა
ჩაატარა შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემის წარმომადგენლებთან. შეხვედრის
მიზანი იყო სამსახურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის
სამოქმედო გეგმის განხილვა და წარდგენა შშმ პირთა თემისთვის, ისევე როგორც სამომავლო საჭიროებების
დადგენა მათთვის მწვავე საკითხებზე. შეხვედრას დაესწრნენ შემდეგი ორგანიზაციები: გუშაგი; საქართველოს
ყრუთა კავშირი; შშმ პირთა და მშობელთა კოალიცია “მოძრაობა ცვლილებებისთვის”. ორგანიზაციების
წარმომადგენლებმა ისაუბრეს სხვადასხვა საჭიროებებზე შშმ პირებისთვის მართლმსაჯულების
ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის და გამოკვეთეს რეკომენდაციები სამოქმედო გეგმის სათანადო
აღსრულებისთვის. დასასრულს, დამსწრე პირები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, კერძოდ, შშმ
პირთა საჭიროებებიდან გამომდინარე აქტუალურ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ფოკუს
ჯგუფის შექმნაზე ანალიტიკური კვლევისთვის.
აქტივობა 22.3.8
მარაკეშის შეთანხმების რატიფიკაციისთვის საჭირო პროცედურების დაწყება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ინტელექტუალუტი საკუთრების ეროვნული ცენტრი
მარაკეშის ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფოს მიერ რატიფიცირდა 2024 წლის 24 სექტემბერს.
მარაკეშის შეთანხმების საფუძველზე და მისი დებულებების გათვალისწინებით, მომზადდა და
განხორციელდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება (2023 წლის
15 დეკემბრის კანონი).
აქტივობა 22.3.9
საერთაშორისო დაცვის მიმართულებით სპეციფიკური საჭიროების მქონე პირთა (მათ შორის შშმ პირთა)
ადრეული იდენტიფიკაციის მექანიზმის შემუშავება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საანგარიშო პერიოდში, აღნიშნულ აქტივობასთან დაკავშირებით ღონისძიებები არ განხორციელებულა.
ამოცანა 22.4
შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის ეროვნული მექანიზმების გაძლიერება
აქტივობა 22.4.1
მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ადამიანური რესურსის გაზრდა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
196
2024 წელს, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შემადგენლობა გაიზარდა შტატგარეშე ხელშეკრულებით
დასაქმებული 1 თანამშრომლით.
აქტივობა 22.4.2
შშმ პირთა უფლებების შესახებ, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, წლიური გეგმების შესრულების
გაერთიანებული ანგარიშის მომზადება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მიერ, 2024 წლის
განმავლობაში მომზადდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და
თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2023
წლის შესრულების ანგარიში“. აღნიშნული ანგარიში 2024 წლის 5 აგვისტოს N1100 განკარგულებით
საქართველოს მთავრობის მიერ წარედგინა საქართველოს პარლამენტს.
აღნიშნული ანგარიში ასახავს 2023 წელს, შსაბამისი ადმინისტრაციული ორგანიების მიერ გაწეული
ძალისმევის შესახებ ინფორმაციას კერძოდ, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“
საქართველოს კანონის მიერ დადგენილი ვალდებულების შესაბამისად, შშმ პირთა შესახებ 2023 წლის
სამოქმედო გეგმები დაამტკიცეს როგორც საქართველოს სამინისტროებმა, ასევე, ყველა მუნიციპალიტეტმა და
20-მდე სხვა საჯარო დაწესებულებამ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2022 წელს დამტკიცებულ
ყოველწლიური გეგმების რაოდენობრივ მაჩვენებელს. შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტების,
გაწეული ადამიანური და ფინანსური ძალისხმევის პარალელურად, გაიზარდა 2023 წელს დაინიცირებული
და განხორციელებული აქტივობების რიცხვი. აღნიშნული ღონისძიებების მიზნობრიობა და მასშტაბურობა
დადებით გავლენას ახდენს შშმ პირთა უფლებების ეფექტიანი რეალიზების პროცესზე.
აღნიშნული დოკუმენტი 7 ძირითადი თავისგან შედგება და წარმოადგენს შშმ პირთა უფლებების შესახებ
სამოქმედო გეგმების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შეჯამებას და ეხმიანება „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის და „შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში გაწერილ ვალდებულებებს.
ამოცანა 22.5
შშმ პირთა დისკრიმინაციისაგან დაცვის გაძლიერება და შშმ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე
ეფექტიანი რეაგირება
აქტივობა 22.5.1
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის
სტანდარტებისა და მეთოდიკის შესახებ“ სახელმძღვანელო მითითების შესრულების მონიტორინგი
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, შშმ პირების მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო
სტანდარტების პრაქტიკაში იმპლემენტაციის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების სისხლის
სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, მომზადდა შშმ პირთა და შშმ
არასრულწლოვანთა მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეთა 2023 და 2024 წლების
ანალიზები, რომლებიც მოიცავს შშმ პირების, მათ შორის ქალებისა და არასრულწლოვნების მიმართ
197
ჩადენილი დანაშაულების, ასევე კანონთან კონფლიქტში მყოფი შშმ არასრულწლოვნების საქმეების
სისხლისსამართლებრივ და კრიმონოლოგიურ ასპექტებს. ანალიზების შედეგები, ქართულ და ინგლისურ
ენებზე გასაჯაროვდა საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე.
აქტივობა 22.5.2
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ჩართულობის ზრდა შშმ პირთა, მათ შორის შშმ ქალთა და
არასრულწლოვანთა მონაწილეობით არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წლის 16 სექტემბრიდან, შშმ პირთა უფლებების ეფექტიანი დაცვის, მართლმსაჯულების პროცესში
მონაწილეობის გამარტივების, დაცვისა და დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის, ემოციური
მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით,
პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები სავალდებულო წესით ერთვებიან
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) მსხვერპლის სისხლის სამართლის საქმეებში. 2024 წელს, წინა
წელთან შედარებით, შშმ პირთა საქმეებში კოორდინატორთა ჩართულობა გაზრდილია 60%-ით.
აქტივობა 22.5.3
პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლების, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების
კვალიფიკაციის ამაღლება შშმ პირებთან კომუნიკაციის და შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების
გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, შშმ პირებთან კომუნიკაციის და შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების საკითხებზე
პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლების, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ევროპის საბჭოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობით,
პროკურორებისა და მოსამართლეების ორი ჯგუფისთვის, ჩატარდა ტრენინგი თემაზე - შეზღუდული ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებები მართლმსაჯულების
განხორციელების პროცესში. პროკურატურის წარმომადგენლები გაეცნენ საერთაშორისო კანონმდებლობას და
პრაქტიკას, არსებულ ინსტრუმენტებსა და მიმართულებებს, შშმ პირთა მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის
უფლების განხორციელების მიმართულებით. შედეგად, 19 პროკურორი და პროკურატურის 6 მენეჯერი
გადამზადდა.
საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გასასვლელად შერჩეული კანდიდატების გადამზადების
მიზნით, 2024 წელს ორთვიანი მოსამზადებელი ინტენსიური სასწავლო კურსი განხორციელდა. შშმ ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების საკითხებზე ორი ჯგუფის ფარგლებში,
პროკურატურის 50 სტაჟიორი, მათ შორის 43 სტაჟიორ-პროკურორი და 7 სტაჟიორ-გამომძიებელი
გადამზადდა.
აქტივობა 22.5.4
შშმ ქალების სამართალწარმოებაზე მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გამომძიებლებისთვის ტრენინგების
ჩატარება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
აქტივობა მიმდინარეა.
აქტივობა 22.5.5
198
შშმ პირის მიმართ დისკრიმინაციის
სტატისტიკის წარმოება.
ნიშნით/შეუწყნარებლობის
მოტივით
ჩადენილი დანაშაულის
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2020 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას, უზენაეს
სასამართლოსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატი) შორის დისკრიმინაციის ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესახებ მონაცემთა ერთიანი სისტემის შესაქმნელად
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღსანიშნავია, რომ მხარეთა მიერ, 2023 წელს ახალი მემორანდუმი გაფორმდა, სადაც უკვე სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის მანდატიც გაიწერა.
ზემოაღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში 2024 წელს გამოქვეყნდა 2023 წლის სტატისტიკური მონაცემები.
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და
ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი და სეგრეგირებული სტატისტიკური
მონაცემები, ქართულ და ინგლისურ ენებზე, საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე:
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/680/diskriminatsiis-nishnit-sheutsqnareblobis-motivit-chadenilidanashaulis-statistika
ზემოაღნიშნულ ანგარიშში აღრიცხულია ასევე შშმ პირის მიმართ დისკრიმინაციის ნიშნით/შეუწყნარებლობის
მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაც.
აქტივობა 22.5.6
გამოძიების ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვან და არასრულწლოვან პირთა
ეფექტური ჩართულობის სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტების შესახებ სასწავლო მოდულის
შემუშავება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
აქტივობა ამ ეტაპზე არ განხორციელებულა.
ამოცანა 22.6
შშმ პირთა დასაქმება და განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, „შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა სოციალური და ეკონომიკური
ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება
აქტივობა 22.6.1
შშმ პირებზე ორიენტირებული დასაქმების პროგრამების განვითარება და დანერგვა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
199
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის #46 დადგენილებით დამტკიცდა „დასაქმების
ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც მოიცავს ღია შრომის ბაზარზე დასაქმების
ხელშეწყობისთვის 3 ქვეპროგრამას.
ზემოაღნიშნულ სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს კომპონენტებს, რომლებიც უშუალოდ შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაა განკუთვნილი. ესენია:
1.
2.
სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტი, რომლის ამოცანაა
სამუშაოს მაძიებელი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების, შშმ და სსსმ პირთა
დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან
არსებულ, თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების
სუბსიდირება;
დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი, რომლის მიზანია დამსაქმებლის
ფინანსური მხარდაჭერა ისეთი სამუშაო გარემოს შექმნისთვის, რომელიც შშმ/სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის იქნება ადაპტირებული და შენარჩუნებული 3
წლის ვადით.
2024 წელს ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში, შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობის მიზნით,
სააგენტოს სერვის ცენტრში ინდივიდუალური კონსულტირება გაიარა 525 შშმ პირმა. შედეგად დასაქმებულია
31 შშმ პირი.
დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ თავისუფალ სამუშაო ადგილზე საშუამავლო მომსახურების გაწევის
მიზნით, ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს.
ვაკანსიების ფარგლებში შეირჩა და დამსაქმებლებთან გაიგზავნა 169 შშმ პირი. შედეგად დასაქმებულია 64 შშმ
პირი.
მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 267 მოწყვლადი ჯგუფის სამუშაოს მაძიებელს გაუწიეს
მხარდაჭერითი მომსახურება, აქედან შშმ პირი - 188. დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფებისა და შშმ
პირთათვის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მოძიებული იქნა 148 ვაკანსია, დასაქმებულია 30 შშმ პირი.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელების შედეგად
დასაქმებულია 181 შშმ პირი.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში დასაქმების სააგენტომ სულ ჩაატარა 7 დასაქმების ფორუმი, სადაც
მონაწილეობა მიიღო 245 დამსაქმებელმა და 1400-ზე მეტმა პირმა. შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან
დაკავშირებით 14 ივნისს, თელავში გაიმართა შშმ/სსმ პირთა დასაქმების ფორუმი, კახეთის სახელმწიფო
რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან და თელავის ისტორიული
მუზეუმის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით. ფორუმზე სამუშაოს მაძიებლებს საშუალება ჰქონდათ
გაცნობოდნენ 20-მდე დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ 100 ვაკანსიის შესახებ ინფორმაციას. კომპანიის
წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრის პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა
ჰქონდათ გაცნობოდნენ მცირე მეწარმეების მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა- გაყიდვას.
სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში, 9 აპრილს, გორის მერიასთან და საზოგადოება
,,ბილიკთან’’ ერთად შშმ პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანს
წარმოადგენდა შშმ პირთა სერვისებისა და პროგრამების პოპულარიზაცია, გორის რეგიონში შშმ პირთა
რეგისტრაცია და მათი დასაქმების პროგრამებში ჩართვა. ასევე, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და
არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობა შშმ თემთან დაკავშირებულ საკითხებზე.
200
2024 წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭო.
საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა შშმ პირების დასაქმებასთან დაკავშირებულ არსებულ გამოწვევებზე და მათ
მხარდასაჭერად სამუშაო ადგილზე გასაწევ მხარდამჭერ სერვისებზე. შშმ პირთა დასაქმების ხელშესაწყობად
და სამუშაო ადგილებზე მათ მხარდასაჭერად საბჭო აქტიურად გააგრძელებს შეხვედრებს.
აქტივობა 22.6.2
"საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული შშმ პირების სტატუსის შესახებ ინფორმაციის შეგროვების სისტემის
შექმნა და პილოტირება"
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, შემუშავებულია
საჯარო სამსახურში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ მონაცემების
შეგროვების მეთოდოლოგიის პირველადი ვერსია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურში დასაქმებული შშმ პირების შესახებ მონაცემთა
შეგროვების სისტემატიზაციის მიზნით, მომდევნო ეტაპზე, საჯარო სამსახურის ბიურომ განახორციელა
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში (eHRMS) შესაბამისი ველის ინტეგრაცია.
შედეგად, გამარტივდა საჯარო დაწესებულებებისგან შშმ პირების დასაქმების სტატუსის შესახებ
ინფორმაციის შეგროვება.
საჯარო სამსახურის ბიურო განახლებული სისტემით აგრძელებს ყოველწლიურად საჯარო სამსახურში
დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას და
გამოქვეყნებას, რომელიც ჩაშლილია სქესის, პოზიციის (მენეჯერული, არამენეჯერული), ორგანიზაციული
ჯგუფის და რეგიონის მიხედვით. სტატისტიკური მონაცემები ქვეყნდება ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე
და საჯაროდ ხელმისაწვდომია.
აქტივობა 22.6.3
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული პლატფორმების (HR.GOV.GE-ს და EHRMS) დახვეწა
და მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგება
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო
eHRMS სისტემაში განახლდა დასაქმებულთა და გათავისუფლებულთა ბაზების სტრუქტურა და მონაცემები
გახდა სრულყოფილი. კერძოდ, მონაცემთა დამუშავება შესაძლებელი გახდა მეტი ინდიკატორის
გათვალისწინებით.
eHRMS სისტემისთვის, ასევე, შემუშავდა მონაცემთა ბაზების დამუშავების პროცედურა, სადაც დეტალურადაა
გაწერილი მონაცემების დამუშავების ყველა ეტაპი და ქმედება. აღნიშნული ეტაპები ინტეგრირდება eHRMS
სისტემაში, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა ვალიდაციას. აღნიშნული ცვლილებებით გაიზრდება
მონაცემთა სანდოობა და შემცირდება მონაცემთა მოძიებისა და დამუშავებისათვის საჭირო დროითი
დანახარჯი, როგორც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის, ასევე, ბიუროს მანდატის ფარგლებში ანალიტიკური
მიზნებისათვის.
საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების ელექტრონული მმართველობის პროცესის განვითარების
მიზნით, განახლდა eHRMS სისტემის რამდენიმე მოდული, მათ შორის პროფესიული განვითარების მოდული,
სადაც შესაძლებელი გახდა ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმების შეტანა. აღნიშნულის
201
შესაბამისად, განახლდა ანგარიშგების ნაწილი, რამაც გაამრავალფეროვნა მიღებული მონაცემები და შექმნა
უფრო დეტალურ მონაცემებზე დაკვირვებისა და წინასწარ შემუშავებული ინდიკატორების სქემის მიხედვით
მონაცემთა დამუშავების შესაძლებლობა.
საანგარიშო პერიოდში, შემუშავდა hr.gov.ge-ის განახლების კონცეფცია, რომელიც ეფუძნება არსებული
მდგომარეობის კვლევას და ითვალისწინებს რეკომენდაციებს საიტის გაუმჯობესებისათვის. შემუშავდა
ტექნიკური დავალების დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს hr.gov.ge-ის გადაწერა
ახალ ტექნოლოგიაზე დოკუმენტში არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით. საანგარიშო პერიოდში
განხორციელდება სისტემაში არსებული ცალკეული ფუნქციონალების ლოგიკის ცვლილება, ახალი
ფუნქციონალების შემუშავება და ახალი მოდულების ინტეგრირება.
საანგარიშო პერიოდში, სრულად განახლდა ინფორმაცია www.hr.gov.ge-ზე არსებული ხშირად დასმული
კითხვების ველისთვის. ელექტრონული რეზიუმეს შევსების პროცესში მომხმარებელთა დახმარების მიზნით
შემუშავდა ვებგვერდზე არსებული სარეკომენდაციო წერილების შაბლონების განახლებული ვარიანტები.
მოქალაქეთა მომსახურების პროცესის ერთგვაროვანი მიდგომებით განხორციელების მიზნით, შეიქმნა
დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს ვებგვერდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ როგორც
შინაარსობრივ, ისე ტექნიკურ საკითხებს.
აქტივობა 22.6.4
"საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების წარმომადგენლებისათვის შშმ
პირების უფლებების შესახებ ონლაინ ტრენინგის ჩატარება"
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო
22.6.5 აქტივობის ფარგლებში შემუშავებული ელექტრონული სასწავლო კურსის პილოტირება მოხდა 2024
წელს და 2025 წლის თებერვლის მონაცემებით, კურსი გაიარა 37-მა საჯარო მოსამსახურემ.
აქტივობა 22.6.5
"საჯარო მოხელეთათვის შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ელექტრონული სასწავლო
მოდულის შემუშავება"
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო
საჯარო სამსახურში შშმ პირთა საჭიროებების შესახებ საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით,
საანგარიშო პერიოდში, დასრულდა მუშაობა შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ელექტრონულ
სასწავლო კურსზე, რომელიც განთავსებული და ხელმისაწვდომია ერთიან ელექტრონულ სასწავლო
პლატფორმაზე (elearning.csb.gov.ge).
აქტივობა 22.6.6
თავდაცვის სამინისტროში შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა სამართლიანი და ხელსაყრელი სამუშაო
პირობების უზრუნველყოფით
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
2024 წელს განხორციელდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შშმ პირებისთვის ინკლუზიური
გარემოს შექმნის, მათი საჭიროებების განსაზღვრისა და ამ საკითხებზე თანამშრომელთა ცნობიერების დონის
დადგენის კვლევა“. თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის თანამშრომლებისა და
ასევე, საკონკურსო და შერჩევის კომისიის წევრებისთვის განისაზღვრა “ტრენინგის მოთხოვნა” (ტრენინგის
202
ჩატარების დასაბუთება სატრენინგო კონტენტის მითითებით) პარტნიორ ორგანიზაციებთან და სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისთვის წარსადგენად.
აქტივობა 22.6.7
პროფესიული განათლების ინკლუზიური განვითარების პოლიტიკის შემუშავება
პასუხისმგებელი უწყება: ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო
პროფესიული განათლების სერვისების ინკლუზიურ განვითარებასთან დაკავშირებული აქტივობები
ასახულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთიან ეროვნულ სტრატეგიასა და მის
სამოქმედო გეგმაში.
შემუშავდა ინკლუზიური პროფესიული განათლების კონცეფცია, რომელიც წარმოადგენს სტრატეგიულ
ხედვას პროფესიული და ზრდასრულთა განათლების სისტემაში ინკლუზიურობის მიღწევისთვის საჭირო
პოლიტიკური და საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის, ასევე, საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის
მიმართულებით. კონცეფცია მიზნად ისახავს ყველა დამატებითი საჭიროების მქონე ჯგუფისთვის
პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. დოკუმენტის შემუშავების პროცესში
ჩატარდა როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი კვლევა, დაიდენტიფიცირდა და გაანალიზდა
თითოეული სამიზნე ჯგუფის წინაშე არსებული ბარიერები, ხოლო ადგილობრივ გამოცდილებასა და
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავდა იდენტიფიცირებული ბარიერების
აღმოფხვრაზე ორიენტირებული სისტემური რეკომენდაციები. დოკუმენტი შემუშავდა აზიის განვითარების
ბანკის მხარდაჭერით. ამასთანავე, პროფესიული უნარების სააგენტოში დაგეგმილია მუშაობის დაწყება
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების მექანიზმის შექმნაზე, რომლის ნაწილიც
გახდება სერვისების შეფასება ინკლუზიურობის კუთხით.
აქტივობა 22.6.8
პროფესიული განათლების საფეხურზე დამატებითი საჭიროებების მქონე ჯგუფების საჭიროებების შეფასების
სისტემის დანერგვა
პასუხისმგებელი უწყება: ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო
2024 წელს პროფესიული უნარების სააგენტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროსთან ერთად, გადაამუშავა ინკლუზიური პროფესიული განათლების მარეგულირებელი
დოკუმენტი „პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციისა და ინკლუზიური
პროფესიული განათლების განხორციელების წესი და პირობები“, რომელიც მოაწესრიგებს მთელ რიგ
საკითხებს, მათ შორის, პროფესიული განათლების საფეხურზე სსსმ პირის სტატუსის მინიჭების პროცედურას,
საორიენტაციო სერვისის უზრუნველყოფის მექანიზმს, სსსმ/შშმ სტუდენტებისთვის ინდივიდუალურად
მორგებული სასწავლო პროცესისა და საგანმანათლებლო პირობების უზრუნველყოფის საკითხს.
პროფესიული განათლების სერვისების ინკლუზიურობის შეფასების მიზნით მუშავდება პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
თვითშეფასების
მექანიზმი,
რომელშიც
ჩაინტეგრირდება
ინკლუზიურობის კომპონენტი.
აქტივობა 22.6.9
პროფესიული
გაძლიერება
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
ინკლუზიური
განვითარების
ინსტიტუციური
პასუხისმგებელი უწყება: ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
203
შემუშავებულია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ინკლუზიურ პროფესიულ განათლებაში
ჩართული გუნდის უწყვეტი პროფესიული განვითარების მოდელი, რომლის მიზანია უზრუნველყოს გუნდის
წევრთა უწყვეტი პროფესიული განვითარება, რაც ხარისხიანი ინკლუზიური განათლების საფუძველს შექმნის.
დოკუმენტი დაეყრდნო როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, ისე ადგილობრივ გამოცდილებას.
კონცეფციაში წარმოდგენილია სისტემაში მიმდინარე ცვლილებები, ინკლუზიური პროფესიული განათლების
მხარდამჭერი სისტემა, გუნდის უწყვეტი განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობები.
ყველა საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც
პასუხისმგებელია ინკლუზიურ პროფესიულ განათლებაზე. ინკლუზიური პროფესიული განათლების
სპეციალისტებთან ერთად საჭიროების შემთხვევაში ასევე დასაქმებულები არიან სასწავლო პროცესის
ასისტენტები. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და
ინკლუზიურ პროფესიულ განათლებაზე პასუხისმგებელი პირების განვითარებას, საკუთარი კომპეტენციის
ფარგლებში უზრუნველყოფს ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტო.
ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტები დასაქმებულები არიან თითქმის ყველა
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ამჟამად ირიცხებიან სსსმ/შშმ სტუდენტები. იმ
პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც დიდი რაოდენობით სსსმ/შშმ სტუდენტი იღებს განათლებას,
დასაქმებულები არიან სასწავლო პროცესის ასისტენტებიც.
ამჟამად, 33 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ჰყავს 39 ინკლუზიური პროფესიული
განათლების სპეციალისტი და 13 სასწავლო პროცესის ასისტენტი. აღნიშნული კადრის ძირითადი
დანიშნულებაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პროფესიული სტუდენტებისათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათი
სწავლების ხელშეწყობა და ინკლუზიური პროფესიული განათლების, როგორც სერვისის განვითარებაზე
ზრუნვა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა
პროფესიული განათლების საფეხურზე ინკლუზიური განვითარების მიმართულებით, რაც გულისხმობს
პროფესიული განათლების პოლიტიკის, სერვისებისა და პროგრამების მორგებას სხვადასხვა დამატებითი
საჭიროებების მქონე ჯგუფებზე. პროფესიულ განათლებაში სსსმ და შშმ პირების მაქსიმალური ჩართულობის
უზრუნველსაყოფად, გაგრძელდა მუშაობა საორიენტაციო სერვისის განვითარების მიმართულებით,
რომელიც დაეხმარება სსსმ და შშმ პირებს ინფორმირებული პროფესიული არჩევანის მიღებაში და
პროფესიული განათლების საფეხურზე ტრანზიციაში.
აქტივობა 22.6.10
ინკლუზიური განვითარების მიმართულებით პროფესიული
წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერება
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
პასუხისმგებელი უწყება: ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინკლუზიური განვითარების მიმართულებით
დასაქმებული სპეციალისტების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სააგენტოს მიერ მომზადებულია
შესაბამისი მოდელი მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად. 2024 წელს ამ
მიმართულებით მომზადდა ტრენინგ-მოდულები შემდეგ საკითხებზე: სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროებების მქონე პირთა სასწავლო პროცესში მხარდაჭერა (საჭირო მოდიფიკაციები, ინდივიდუალური
სასწავლო გეგმა, პროგრესის შეფასება), ტრანზიციის მხარდაჭერა - პროფესიული განათლების საფეხურსა და
დასაქმების ადგილზე, ინკლუზიური პროფესიული განათლების კონცეპტუალური გააზრება. აგრეთვე,
ინკლუზიური პროფესიული განათლების კონცეპტუალური გააზრების ტრენინგი ჩაუტარდათ ინკლუზიური
204
პროფესიული განათლების სპეციალისტებსა და სასაწავლო პროცესის ასისტენტებს (სულ 38 პირს). მიზანი
გახლდათ დაწესებულებებში დასაქმებული ზემოთ აღნიშნული კადრების კომპეტენციების გაძლიერება და
ინკლუზიური, დისკრიმინაციისგან თავისუფალი და პატივისცემაზე დაფუძნებული სერვისის
მიწოდებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ემპათია,
ტოლერანტობა, სოციალური სამართლიანობა, ინკლუზია.
გარდა
ამისა,
ინკლუზიური
განვითარების
მიმართულებით
დასაქმებული
სპეციალისტების
შესაძლებლობების გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს პროფესიული სააგენტოს სსსმ და შშმ პირთა
მხარდაჭერის საკონსულტაციო გუნდი, რომელიც უწყვეტ პროფესიულ მხარდაჭერასა და კონსულტირებას
უწევს დაწესებულებებს სსსმ და შშმ სტუდენტებისთვის ხარისხიანი საგანმანათლებლო პირობების
უზრუნველსაყოფად.
სპეციალისტების შესაძლებლობების გაძლიერებისა და მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების
უზრუნველსაყოფად, 2024 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა ინკლუზიური პროფესიული განათლების
მხარდამჭერი დარგობრივი ქსელი, რომლის მთავარი მიზანია ერთმანეთთან დააკავშიროს პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულების ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტები, რათა მათ შეძლონ
ურთიერთთანამშრომლობა (peer support) და დაგროვილი ცოდნის, გამოცდილებისა და რესურსების
ერთმანეთთან გაზიარება, რის შედეგადაც, ქსელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხიანი პროფესიული
განათლების მიწოდება სხვადასხვა გამოცდილებების (background), ინტერესებისა და საჭიროების მქონე
სტუდენტებისთვის.
აქტივობა 22.6.11
შშმ პირების უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო მომსახურების
დაფუძნებისა და განვითარების ხელშესაწყობად მომზადდა „უმაღლესი ინკლუზიური განათლების
გზამკვლევი“. დოკუმენტში წარმოდგენილი მიდგომები და შემოთავაზებები ეფუძნება განვითარებული
ქვეყნების გამოცდილებას. გზამკვლევში ყურადღება გამახვილებულია შეზღუდული შესაძლებლობის,
დასწავლის სპეციფიკური სირთულეების, ქრონიკული და მწვავე სამედიცინო და ფსიქიკური ჯანმრთელობის
მდგომარეობის მქონე სტუდენტების სპეციალურ საგანმანათლებლო მხარდაჭერაზე, რომელიც უმაღლესი
განათლების მისაწვდომობის გაზრდის მიზნით უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებული გამოცდებისა და
უშუალოდ უმაღლესი განათლების პროცესში შეიძლება იქნას გამოყენებული.
შშმ პირების მხარდაჭერას უზრუნველყოფენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სხვადასხვა
ცენტრები (საფაკულტეტო ადმინისტრაციის კოორდინატორები, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა
მხარდაჭერის ცენტრი, უწყვეტი განათლების ცენტრი, კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის
დეპარტამენტი, ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი, სტუდენტური სერვისის ცენტრი). სსიპ - ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილია შშმ/სსსმ
სტუდენტების მხარდამჭერი ცენტრები.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად, ვალდებულნი არიან ჰქონდეთ ადაპტირებული გარემო
სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.
205
2024 წელს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროებების შესაბამისი ხელმისაწვდომი გარემო შეუქმნა:
o
o
o
o
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - 233 გამოსაცდელს;
მასწავლებელთა სხვადასხვა გამოცდაზე - 34 გამოსაცდელს;
საერთო სამაგისტრო გამოცდებზე - 20 გამოსაცდელს;
სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე - 1 გამოსაცდელს.
„სოციალური პროგრამის“ ფარგლებში 2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების აკრედიტებულ საბაკალავრო საგანმანათლებო პროგრამებზე დაფინანსდა 107 შშმ
სტუდენტი, ხოლო სამაგისტრო პროგრამაზე - 4 შშმ სტუდენტი.
აქტივობა 22.6.12
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში შშმ
პირთა დაფინანსება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ -"აწარმოე
საქართველოში"
2024 წელს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის
ფარგლებში კონკურსი არ გამოცხადებულა. განხორციელდა პროგრამის რედიზაინი და 2024 წლის
სექტემბრიდან მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა მეწარმეებს საშუალებას აძლევს,
აიღონ 20 000 ლარიდან 50 000 ლარამდე სესხი ბანკიდან, ფიქსირებულ 8.5%-ში და 80%-იანი გარანტიით. გარდა
ამისა, იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომელთა 50%-ზე მეტი წილის მესაკუთრე არის საქართველოს
მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური პაკეტის მიმღები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების საკონსულტაციო
მომსახურების კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია 5%-ით გაზრდილი თანადაფინანსება
(არაუმეტეს 95%-სა). 2024 წლის განმავლობაში შშმ მეწარმე სუბიექტებს აღნიშნული თანადაფინანსებით არ
უსარგებლიათ.
აქტივობა 22.6.13
"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის დახვეწა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების
ხელშეწყობის მიზნით
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საანგარიშო პერიოდში,
"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი არ მომზადებულა.
ამოცანა 22.7
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება შშმ პირთა უფლებების შესახებ
აქტივობა 22.7.1
შშმ პირთებთან, მათ შორის შშმ თემთან შეხვედრების ჩატარება
206
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
ჩატარებულია 3 შეხვედრა.
1.
2.
3.
2024 წლის 30 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ), იურიდიული დახმარების
სამსახურმა ჩაატარა შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემის
წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო სამსახურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და წარდგენა შშმ პირთა
თემისთვის. შეხვედრას დაესწრნენ შემდეგი ორგანიზაციები: გუშაგი; საქართველოს ყრუთა
კავშირი; შშმ პირთა და მშობელთა კოალიცია “მოძრაობა ცვლილებებისთვის”. ორგანიზაციების
წარმომადგენლებმა ისაუბრეს სხვადასხვა საჭიროებებზე შშმ პირებისთვის მართლმსაჯულების
ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის და გამოკვეთეს რეკომენდაციები სამოქმედო გეგმის
სათანადო აღსრულებისთვის.
2024 წლის 2 აპრილს აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფსიქოლოგკონსულტანტების მიერ განხორციელდა შეხვედრა რუსთავის დღის ცენტრ „კესანე“ - ში;
2024 წლის 27-აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში „მაკ
ჯორჯიას და ზუგდიდის დამოუკიდებელი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი მომსახურების ინტერაქციული გამოფენა, რომელშიც
მონაწილეობდნენ შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები, შშმ პირთა მომსახურების გამწევი
ორგანიზაციები და სპეციალისტები, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა საკითხებით დაინტერესებული ფართო
საზოგადოება.
შესრულებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა ვრცლად განთავსებულია სამსახურის ვებგვერდზე: http://las.ge/ka/p/5/news
აქტივობა 22.7.2
შშმ პირთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, შშმ თემთან და საზოგადოების
წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება პროკურორების ჩართულობით
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა შშმ ქალებისა და გოგონების უფლებებზე,
საჭიროებებსა და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის საკითხებზე, საზოგადოების წარმომადგენლებთან,
მათ შორის შშმ ქალებთან და შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 4
საინფორმაციო შეხვედრა გამართეს რუსთავში, თელავში, გორსა და თბილისში. პროკურორებმა შეხვედრებზე
იმსჯელეს შშმ ქალებისა და გოგონების უფლებებზე, საჭიროებებსა და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის
საკითხებზე, ამ მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე და არსებულ
გამოწვევებზე. ასევე, განიხილეს შშმ მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის
სტანდარტების შესახებ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების შესრულების მონიტორინგის
შედეგები. მონაწილეებმა წარადგინეს საკუთარი მოსაზრებები.
მიზანი 23 - ხანდაზმულთა უფლებების დაცვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გაძლიერება.
ამოცანა 23.1
207
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხანდაზმულთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა; სოციალური და
ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით უზრუნველყოფა დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური
ცვლილების შედეგების გათვალისწინებით
აქტივობა 23.1.2
ხანდაზმულებზე ორიენტირებული დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების დანერგვა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით, გარდა „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული ბენეფიციარებისა, დამატებით გათვალისწინებულია „სპეციალური სტატუსის მქონე
ბენეფიციარები“, რომლებშიც სხვა მოსარგებლეებთან ერთად წარმოდგენილი არიან საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული საპენსიო ასაკის მოქალაქეები.
2024 წელს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განსაზღვრულ აქტივობებში 1002-მა საპენსიო ასაკის
მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 882 ქალი. აქედან დასაქმებულია 764 პირი, მათ შორის, 678 ქალი.
აქტივობა 23.1.3
ასაკოვან და ხანდაზმულ პირთა უფლებების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს
შექმნა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საანგარიშო პერიოდში, აქტივობით განსაზღვრულ საკითხზე მიმდინარეობდა მუშაობა.
ამოცანა 23.2
ხანდაზმულთა დაცვა მათ მიმართ ძალადობის ეფექტიანი გამოვლენის, რეაგირებისა და პრევენციის გზით
აქტივობა 23.2.1
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს
ადმინისტრირების და დაფინანსების ქვეშ მყოფ დაწესებულებებში მყოფი ბენეფიციარების ცნობიერების
ამაღლება ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტო
ზრუნვის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების (თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები) ყველა
ბენეფიციართან მომსახურების გაწევის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ძალადობის საკითხებზე
ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
აქტივობა 23.2.2
ხანდაზმულთა 24 საათიან დაწესებულებებში ძალადობის გამოვლენის ინსტრუმენტის შემუშავება
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტო
208
ხანდაზმულთა 24-საათიანი ძალადობის გამოვლენის ინსტრუმენტი ამჟამად შემუშავებული არ არის.
აქტივობა 23.2.3
ხანდაზმულთა 24 საათიანი მომსახურების მონიტორინგის მექანიზმის გაძლიერება
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტო
გაზრდილია მონიტორინგის განმახორციელებელ თანამშრომელთა რაოდენობა და სერვისების დაფარვის
მასშტაბი (გეგმიური და არაგეგმიური მონიტორინგის გზით).
აქტივობა 23.2.4
ხანდაზმულ პირთა მიმართ ჩადენილი ძალადობის სისხლის სამართლის საქმეების შესწავლა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა
2024 წელს, საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ხანდაზმულთა
მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის, მათ მიმართ ძალადობის ეფექტიანი გამოვლენის, რეაგირებისა და
პრევენციის მიმართულებებზე. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა ხანდაზმულთა ძალადობისგან
ეფექტიანი დაცვისა და მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, შეასრულა ადამიანის უფლებათა
დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულება და შეისწავლა ხანდაზმულ
პირთა მიმართ 2023 წელს ჩადენილი დანაშაულების 600-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე. საქმეთა
მონიტორინგის ფარგლებში, გამოვლინდა გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების
ტენდენციები და გაანალიზდა კრიმინოლოგიური ასპექტები. აღნიშნული ანალიზები, ქართულ და ინგლისურ
ენებზე გასაჯაროვდა საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე.
აქტივობა 23.2.5
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემაკავებელი ორდერის ფარგლებში სტატისტიკის წარმოება, 60+
მოქალაქეებისთვის, ოჯახში ძალადობის სახეობის გათვალისწინებით და ანალიზი
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში შემაკავებელი ორდერებსა და
ხანდაზმულ პირთა დასაცავად გამოცემულ შემაკავებელ ორდერებთან დაკავშირებით სტატისტიკური
მონაცემების დამუშავება წარმოებს მსხვერპლის და მოძალადის მოქალაქეების სქესის, მსხვერპლის და
მოძალადის ასაკის, ძალადობის ფორმისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით.
შემაკავებელ ორდერებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები განთავსებულია შსს საჯარო
ინფორმაციის საინფორმაციო პორტალზე
https://info.police.ge/page?id=786&parent_id=102
ამოცანა 23.3
დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება
აქტივობა 23.3.1
209
დაბერების საკითხზე 2024-2025 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება/დამტკიცება, რომელიც
ორიენტირებული იქნება ხანდაზმული პირების უფლებების ეფექტიან დაცვაზე
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს მთავრობა
გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ტენიკური
მხარდაჭერით მომზადებულია მოსახლეობის დაბერების საკითხებზე 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის
პროექტი და საანგარიშო პერიოდში, მიმდინარეობდა დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმების პროცესი.
ამოცანა 23.4
მენტალური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის სერვისების უზრუნველყოფა
ხანდაზმული პირებისთვის, რომლებზეც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა COVID-19-ის პანდემიის გამო
დაწესებულმა შეზღუდვებმა
აქტივობა 23.4.1
ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზის მეშვეობით ხანდაზმულთა სატელეფონო ფსიქოლოგიური
დახმარების უზრუნველყოფა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
2021 წლის მაისიდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
მიერ ადმინისტრირებად, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახ. პროგრამის ფარგლებში, ფუნქციონირებს
ფსიქოლოგიური დახმარების პროფესიული სატელეფონო სერვისი - 2 911 000. ცხელი ხაზის მეშვეობით,
ხორციელდება როგორც ფსიქოლოგიური, ისე საინფორმაციო სახის კონსულტაციები, საჭიროების
შემთხვევაში, ხდება რესპონდენტთა გადამისამართება კრიზისულ მულტისისტემურ სერვისებში. ცხელი
ხაზს, ასევე, მიმართავენ რესპონდენტები უკვე დადგენილი ფსიქოლოგიური პრობლემებით.
ამოცანა 23.5
ხანდაზმული პირებისთვის ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომის ხელშეწყობა და მათი გამოყენებისთვის
საჭირო უნარ-ჩვევების სწავლება, გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებისა და ინფორმაციაზე
ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად
აქტივობა 23.5.1
ელ. სერვისების გამოყენების შესახებ, ხანდაზმული პირებისთვის შეხვედრების ჩატარება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ -"ციფრული მმართველობის სააგენტო"
საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა მუშაობა აქტივობით განსაზღვრულ ღონისძიებაზე.
ამოცანა 23.6
210
სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მყოფი ხანდაზმული პირებისთვის სერვისების
უწყვეტობის უზრუნველყოფა, როგორიცაა ფსიქიატრიული მომსახურება, პალიატიური და გერიატრიული
ზრუნვა
აქტივობა 23.6.1
ხანდაზმულთა საჭიროებებზე ორიენტირებული ახალი მომსახურებების განვითარება და მომსახურების
უწყვეტობის მიზნით რეფერალის სისტემის შექმნა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
ხანდაზმულთა საჭიროებებზე ორიენტირებული
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში.
ტერიტორიებიდან
მომსახურების
უწყვეტი
დევნილთა,
ხაზი
შრომის,
ინტეგრირებულია
მიზანი 24 - საერთაშორისო დაცვის მქონე პირების, თავშესაფრის მაძიებლების, მოქალაქეობის არმქონე
პირების, მიგრანტების, ეკომიგრანტებისა და დაბრუნებული მიგრანტების უფლებების განგრძობადი დაცვა
და ხელშეწყობა.
ამოცანა 24.1
თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების რეალიზების უზრუნველყოფა საქართველოს
პოლიტიკის შესაბამისად და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობა
საინტეგრაციო
აქტივობა 24.1.1
უცხოელთა ინტეგრაციის არსებული პროგრამის განახლება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო
წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო)
საანგარიშო პერიოდში, სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის
სააგენტოს დირექტორის, 2024 წლის 26 თებერვლის IDP 4 24 00000195 ბრძანებით, დამტკიცდა განახლებული
ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა. განახლებული პროგრამის ფარგლებში დაემატა 2 ახალი კომპონენტი
(სპორტის, შემოქმედებითი და შემეცნებითი კურსების დაფინანსება, გასვლითი აქტივობების (ექსკურსიების)
დაფინანსება). სერვისები ხელმისაწვდომია ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში. მიმდინარე ეტაპზე, პროგრამა
შედგება 6 კომპონენტისგან, კერძოდ:
1. ქართული ენის შემსწავლელი კურსი; 2. სოციალურ-კულტურული ცნობიერების ამაღლების კურსი; 3.
საკონსულტაციო სერვისები; 4. სამედიცინო დახმარება; 5. ინტერნეტის საფასურის და ტრანსპორტირების
საფასურის ანაზღაურება; 6. სპორტული/ შემეცნებითი / შემოქმედებითი კურსების დაფინანსება.
აქტივობა 24.1.2
სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელთა გადამზადება საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა
და თავშესაფრის მაძიებლების საკითხებში
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
211
2024 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს
სასაზღვრო პოლიციის 35 თანამშრომელი გადამზადდა. ამასთან, 2024 წლის 18-21 მარტს, გაეროს
ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენინგები, რომლებიც მოიცავდა
საერთაშორისო დაცვისა და თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებს. ტრენინგებს დაესწრო სამინისტროს
საპატრულო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის 72 თანამშრომელი.
ამოცანა 24.2
თავშესაფრის ეროვნული სისტემის გადატვირთულობის თავიდან აცილება
აქტივობა 24.2.1
მიგრანტთა და საერთაშორისო დაცვის მქონე, პირთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებებისა და
ინტეგრაციის შესაძლებლობების შესახებ
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2024 წელს შეხვედრები გაიმართა:
თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების
მიერ გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მიმართულებით
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის
პრაქტიკის, მიდგომებისა და მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო სერვისების შესახებ.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობის ორგანიზებით,
შსს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საინფორმაციო სესიები საქართველოს
ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელებისთვის.
ამასთან, საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს მისაღებ სივრცეში და თავშესაფრის მაძიებელთა
მიმღებ ცენტრში განთავსებულია საინფორმაციო დაფები, სადაც მოთავსებულია გაეროს ლტოლვილთა
უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ მოწოდებული საინფორმაციო
ბროშურები, რომელშიც მითითებულია ყველა ის უწყება და ორგანიზაცია, რომლებიც ჩართულნი არიან
თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა დახმარებასა და ადგილობრივ
ინტეგრაციაში. გარდა ამისა, თავშესაფრის მაძიებლებს ინფორმაცია მიეწოდებათ თავშესაფრის პროცედურის,
მათი უფლებებისა და ვალდებულებების, ასევე სოციალურ გარანტიებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული
პროცედურის ყველა ეტაპზე.
აქტივობა 24.2.2
საერთაშორისო დაცვის საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხის კონტროლის მექანიზმის
ანალიზი და საჭიროებისამებრ განახლება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს მიგრაციის დეპარტამენტში დანერგილია ხარისხის კონტროლის მექანიზმი, რომლის ფარგლებში
პერიოდულად და საჭიროებისამებრ ხორციელდება თავშესაფრის პროცედურების ჯეროვანი აღსრულების
შეფასება. აღნიშნული მოიცავს საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ
მომზადებული დასკვნისა და გადაწყვეტილების ხარისხის შეფასებას, სტატუსის დადგენის პროცედურების
(მათ შორის, თარჯიმნების საქმიანობის) მონიტორინგს, წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოძიებული
ინფორმაციის (COI) შეფასებას და თავშესაფრის/საერთაშორისო დაცვის საკითხებზე საქართველოს საერთო
სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობა/ანალიზს.
212
საანგარიშო პერიოდში, თავშესაფრის პროცედურის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ხარისხის
უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამსახურის მიერ, თავშესაფრის პროცედურაში ჩართული
უფლებამოსილი პირებისთვის, საერთაშორისო და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული
თავშესაფრის სფეროსათვის რელევანტური გადაწყვეტილებების გასაცნობად, გაიმართა სამუშაო შეხვედრები.
ამოცანა 24.3
ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა ლეგალურად მყოფ უცხოელთა ინტეგრაციასთან მიმართებით
აქტივობა 24.3.1
ინტეგრაციის პოლიტიკის ერთიანი მიდგომების დოკუმენტის შემუშავება, ინტეგრაციის სამუშაო ჯგუფის
ფარგლებში
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო დაცვის მქონე პირებთან დაკავშირებული ინტეგრაციის პოლიტიკის
დოკუმენტის სამუშაო ვერსია შესათანხმებლად გაეგზავნა სამუშაო ჯგუფის წევრ უწყებებს. უკუკავშირის
საფუძველზე, შემუშავდა ინტეგრაციის პოლიტიკის დოკუმენტი. მიმდინარე ეტაპზე, დასრულდა კონცეფციის
საჯარო განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან, რის საფუძველზეც შემუშავდა ინტეგრაციის პოლიტიკის
საბოლოო დოკუმენტი. მიმდინარე ეტაპზე, დაგეგმილია დოკუმენტის მთავრობისთვის წარდგენა.
ამოცანა 24.4
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ (ეკომიგრანტი)
ოჯახების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება
აქტივობა 24.4.1
კანონპროექტის მომზადების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შეკრება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
საანგარიშო პერიოდში, აქტივობა არ განხორციელებულა
ამოცანა 24.5
ეკომიგრაციის გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გატარება
აქტივობა 24.5.1
ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნების მომზადება, სადაც დგინდება საკარმიდამო ნაკვეთის და
საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამომწვევი მიზეზები და მუშავდება რეკომენდაციები პრევენციული
ღონისძიებების გასატარებლად, მათ შორის ოჯახის გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანა, რომელიც
წარმოადგენს ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭების საფუძველს
213
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო
2024 წლის განმავლობაში გეოლოგიური კუთხით შეფასდა 4266 ოჯახის (კომლი) საკარმიდამო
ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, რომელსაც საფუძვლად დაედო სხვადასხვა მხარეების
მუნიციპალიტეტებიდან, უწყებებიდან და ცალკეული მოქალაქეებისგან შემოსული წერილობითი
კორსეპონდეცია, ასევე სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების დროს შემოსული სატელეფონო
შეტყობინებები;
2024 წლის განმავლობაში 1370 ოჯახზე (კომლი) გაიცა რეკომენდაცია გეოლოგიურად მდგრად
ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებით (მათ შორის 181 კომლისთვის ადგილზე დემონტაჟის
რეკომენდაცია);
2024 წელს 2896 ოჯახთან (კომლი) დაკავშირებით გაიცა რეკომენდაცია პრევენციულ ღონისძიებების
გატარებასთან დაკავშირებით;
2024 წელს, მოქალაქეთა საკარმიდამო ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების შეფასებისთვის,
მომზადდა 1461 ვიზუალური-საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა. ყველა მათგანი გადაეგზავნა სსიპ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს;
2024 წელს მომზადებული ყველა დასკვნა (1461) გადაეგზავნა შესაბამის მუნიციპალიტეტებს, სადაც
მოცემულია ინფორმაცია როგორც გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადასაყვანი ოჯახების (1370)
შესახებ, ასევე იმ ოჯახებთან (2896) დაკავშირებით, რომლებსაც ესაჭიროებათ პრევენციული
ღონისძიებების გატარება.
აქტივობა 24.5.2
ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭების მიზნით თოვლის ზვავების რისკის ქვეშ მყოფი საკარმიდამო ნაკვეთებისა
და საცხოვრებელი სახლების შეფასება
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო
მიმდინარე წელს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეაფასა 180 საკარმიდამო ნაკვეთზე არსებული შენობანაგებობები, მათი მიმდებარე ტერიტორია, ასევე ნაკვეთებზე მისასვლელი გზები.
შეფასების შედეგები:
მაღალი რისკი – 3
საშუალო რისკი – 50
დაბალი რისკი – 92
არაზვავსაშიში – 35
სულ ჯამში – 180
აღნიშნული შეფასების საფუძველზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები განიხილავენ ეკომიგრანტის
სტატუსის მინიჭების საკითხს, თუმცა აღნიშნულ პროცესში სააგენტო არ არის ჩართული.
ამოცანა 24.6
ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფა
აქტივობა 24.6.1
ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლების მიზნით, მათთვის ახალი საცხოვრებელი
სახლების შესყიდვა
214
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
(სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო)
2024 წელს ეკომიგრანტთა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის
შეძენილ იქნა 392 საცხოვრებელი სახლი;
2023 წლის 8 სექტემბრის სტიქიური მოვლენების შედეგად, ლანჩხუთისა და ოზურგეთის
მუნიციპალიტეტებში დაზარალებულმა 565 ოჯახმა, საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი
სახლების სანაცვლოდ, მიიღო საკომპენსაციო თანხა;
ჭიათურის მუნიციპალიტეტში ანთროპოგენული კატასტროფის შედეგად დაზარალებულმა 7 ოჯახმა მიიღო
საკომპენსაციო თანხა;
ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულმა 49
საკომპენსაციო თანხა.
ოჯახმა მიიღო
ამოცანა 24.7
საკონსულო სერვისების ხელმისაწვდომობისა
საქართველოს მოქალაქეებისთვის
და
ხარისხის
გაუმჯობესება
საზღვარგარეთ
მყოფი
აქტივობა 24.7.1
საქართველოს საკონსულო დაწესებულებების დაფარვის არეალის გაფართოება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
2024 წელს გაიხსნა საქართველოს 2 ახალი გენერალური საკონსულო საფრანგეთში (ქალაქი ლიონი) და
პოლონეთში (ქალაქი კრაკოვი). ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური და პროცედურული ღონისძიებები,
დაწესებულებების სრულყოფილად ამოქმედებისა და ფუნქციონირების დაწყებისათვის.
ასევე, გაიხსნა საპატიო კონსულის მეთაურობით საქართველოს 5 ახალი საკონსულო დაწესებულება იაპონიაში
(ქალაქი კაგოშიმა), აშშ-ში (ქალაქი ორლანდო), ლუქსემბურგში, ესპანეთში (ქალაქი ვალენსია) და უნგრეთში
(ქალაქი სეგედი).
აქტივობა 24.7.2
საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (GeoConsul) მოდერნიზაცია
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საანგარიშო წელს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, ამოქმედდა და სრულყოფილად
ფუნქციონირებს საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (Geoconsul) ვებგვერდი
ახალი ფუნქციონალი - საკონსულო აღრიცხვის ელექტრონული რეესტრი (ფუნქციონალი, რომელის
მეშვეობით მოქალაქე ვებგვერდზე შეძლებს გადაამოწმოს, იმყოფება თუ არა ის საკონსულო აღრიცხვაზე).
აქტივობა 24.7.3
215
საზღვარგარეთ საქართველოს
თანამშრომელთა გადამზადება
საკონსულო
თანამდებობის
პირთა
და
საკონსულო
დეპარტამენტის
პასუხისმგებელი უწყება: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საანგარიშო წელს, საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო
პროგრამის გაზაფხულის სესია გაიარა საგარეო საქმეთა სამინისტროს 34-მა თანამშრომელმა, ხოლო
შემოდგომის სესია გაიარა- 24-მა თანამშრომელმა.
გაიმართა საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც
მონაწილეობა მიიღო 64-მა საკონსულო თანამდებობის პირმა მსოფლიოს 52 ქვეყნიდან.
ამოცანა 24.8
დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდაჭერა
აქტივობა 24.8.1
დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის არსებული პროგრამის განახლება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, (სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო
წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო)
სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის, 2024
წლის 15 თებერვლის IDP 8 24 00000153 ბრძანებით დამტკიცდა განახლებული რეინტეგრაციის სახელმწიფო
პროგრამა. განახლებული პროგრამის ფარგლებში დაემატა რამდენიმე ახალი კომპონენტი (ერთჯერადი
ფულადი დახმარების სახით თანხის გაცემა, დაბრუნებული მიგრანტი ბავშვებისთვის სპორტული /
შემოქმედებითი / შემეცნებითი კურსების დაფინანსება) და გაიზარდა პროგრამის ლიმიტები სხვადასხვა
კომპონენტში. მიმდინარე ეტაპზე, პროგრამა შედგება 6 კომპონენტისგან, კერძოდ:
1. სოციალური ინიციატივების დაფინანსება ან ეკონომიკური აგენტის სუბსიდირება; 2. სამედიცინო
დახმარება და / ან მედიკამენტების დაფინანსება; 3. პროფესიული მომზადება-გადამზადება და
კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; 4. დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გამოკვეთილი
საჭიროებების შემთხვევაში დაბრუნებისთანავე; 5. ერთჯერადი ფულადი დახმარება; 6. სპორტული /
შემეცნებითი / შემოქმედებითი კურსების დაფინანსება დაბრუნებული მიგრანტი ბავშვებისთვის.
აქტივობა 24.8.2
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა შესახებ მონაცემების გაუმჯობესება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, (სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო
წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო)
საანგარიშო პერიოდში, გაფორმდა ხელშეკრულება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა (IOM) და
ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს (ITA) შორის დაბრუნებულ მიგრანტთა მონაცემთა ბაზის
პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მიმდინარე ეტაპზე, დასრულდა მონაცემთა ბაზის
პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკურ დავალებაზე მუშაობის პროცესი და მიმდინარეობს მონაცემთა
ბაზის დეველოპმენტი.
216
პრიორიტეტი IV - რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის შედეგად
დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისა და
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა
მიზანი 25. - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და
ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და მათი უფლებების დაცვის
ხელშეწყობა საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზების გზით; იძულებით გადაადგილებულ პირთა
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით
უზრუნველყოფა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა
ამოცანა 25.1.
იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული
დაბრუნების უზრუნველყოფის ხელშეწყობა ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელების და
საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზების, მათ შორის, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო
ინსტრუმენტების, არსებული მოლაპარაკებების ფორმატების და საერთაშორისო სასამართლოების
ინსტრუმენტის ეფექტიანად გამოყენების გზით
აქტივობა 25.1.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და
ლტოლვილების უფლებების დაცვის, მათ შორის, საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების
საკითხის პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დასმა; ძალისხმევის გაგრძელება
სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტში (განცხადებებში, ანგარიშებში, დეკლარაციებში, რეზოლუციებში და
სხვ.) საკითხის სათანადოდ ასახვის მიზნით
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საანგარიშო პერიოდში ხორციელდებოდა ყველა შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატის
გამოყენება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და
ლტოლვილების უფლებების დაცვის, მათ შორის, საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების
ხელშეწყობის მიზნით. საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმატებით აგრძელებდა მუშაობას სხვადასხვა
საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს დევნილი მოსახლეობის უფლებების დაცვის
საკითხის წამოსაწევად, იქნებოდა ეს გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო თუ სხვ. აღნიშნული საქმიანობის შედეგად
ზემოხსენებული საკითხების ასახვა მოხდა არაერთ საერთაშორისო დოკუმენტში.
ამ თვალსაზრისით აღსანიშნია:
ივნისში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში მიღებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან,
საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა
და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", რომელიც 64 ქვეყნის (საქართველოს ჩათვლით) მიერ იქნა
ინიცირებული. რეზოლუცია ადასტურებს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების
განუყოფელ უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად; გმობს აღნიშნულ რეგიონებში ძალისმიერი
გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს; და ამასთანავე, ავალებს გაერო-ს გენერალურ მდივანს
რეზოლუციის შესრულების თაობაზე ანგარიშის (გამოქვეყნდა 2024 წლის 29 აპრილს) მომზადებას. მაისში
მიღებული ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება დღის წესრიგის საკითხის — „ევროპის საბჭო და კონფლიქტი
217
საქართველოში“ ფარგლებში, რომელშიც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს
საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული
დაბრუნების უზრუნველყოფის მიმართულებით. ოქტომბერში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC)
57-ე სესიის ფარგლებში მიღებული რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“, რომელშიც საბჭო
შეშფოთებას გამოთქვამს, რომ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ
პირებსა და ლტოლვილებს კვლავ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების
უფლება.
აპრილსა და ნოემბერში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 29-ე და 30-ე კონსოლიდირებული ანგარიშები
"კონფლიქტი საქართველოში" ასახავს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების
უფლებრივ მდგომარეობას.
სექტემბერსა და დეკემბერში ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ მიღებული განცხადებები
მოუწოდებს რუსეთს უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო
და ღირსეული დაბრუნება საკუთარ სახლებში.
აქტივობა 25.1.2. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვის, მათ შორის, საკუთარ სახლში
უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის დასმა და ძალისხმევის გაგრძელება საკითხის საგნობრივი
განხილვისთვის
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
2024 წელს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60, 61-ე და 62-ე რაუნდებზე ქართულმა
მხარემ მწვავედ დააყენა რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების
აუცილებლობა, მათ შორის მოლაპარაკებების დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთ-ერთი მთავარი
საკითხი — იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და
ღირსეული დაბრუნების აუცილებლობა. აღსანიშნია, რომ რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების ჩვეული
პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს საკითხის დასმისთანავე. წლის განმავლობაში
მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და
აშშ-სთან, როგორც მოლაპარაკებების მონაწილესთან, მოლაპარაკებების ფორმატის ფარგლებში აღნიშნულ
საკითხზე საგნობრივი დისკუსიის გამართვის და ხელშესახები შედეგის მიღწევისთვის გზების გამონახვის
მიზნით.
აქტივობა 25.1.3. "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II" (ე.წ. ომის საქმე) საქმის აღსრულების მიზნით ევროპის
საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში ქართული მხარის აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ სახელმწიფოთაშორის საქმეზე („აგვისტოს ომის საქმეზე“) ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურები. მინისტრთა კომიტეტი
გამოსცემს მკაცრ გადაწყვეტილებებს/რეზოლუციებს რუსეთის მიმართ, სადაც აღნიშნულია რუსეთისთვის,
როგორც მოპასუხე სახელმწიფოსთვის, დაკისრებული კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, ადამიანის
უფლებათა მასობრივ დარღვევებზე რუსეთის მიერ საფუძვლიანი, ყოვლისმომცველი, დამოუკიდებელი,
ეფექტიანი და დროული გამოძიების ჩატარების უზრუნველყოფის ვალდებულება და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების
უზრუნველყოფის უპირობო ვალდებულება.
218
სხვა საკითხებთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესაძლო გზების მოძიებისთვის ქართული მხარის
ინიციატივით და მინისტრთა კომიტეტის 2024 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით საკითხი გადაეცა
ევროპის საბჭოს საერთაშორისო საჯარო სამართლის საკითხებზე სამართლებრივ მრჩეველთა კომიტეტს
(CAHDI); კერძოდ, კომიტეტს უნდა გამოეკვლია საერთაშორისო სამართალთან შესაბამისი ყველა შესაძლო გზა,
რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით რუსეთისთვის
დაკისრებული
სამართლიანი
დაკმაყოფილების
გადახდას
უზრუნველყოფს.
აღნიშნულის
განსახორციელებლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სხვა სახელმწიფოებთან ერთად ჩაერთო
საქართველოც. სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად მომზადდა სათანადო დოკუმენტი, რომელიც ამჟამად
ევროპის საბჭოს ფარგლებში განიხილება და ჯერჯერობით არ არის საჯარო.
ამოცანა 25.2 .
იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და საცხოვრებელი
პირობების გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა ეფექტიანი ღონისძიებების
განხორციელების გზით;
აქტივობა 25.2.1. ე.წ. "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი
სახლების შესყიდვა
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; (სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო
წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო)
საანგარიშო პერიოდში შესყიდულია 1358 საცხოვრებელი სახლი/ბინა დევნილი ოჯახებისთვის.
აქტივობა 25.2.2. დევნილი ოჯახების მართლზომიერ სარგებლობაში არსებული უძრავი ქონებების დაკანონება
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; (სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო
წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო)
სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული და დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული
შესაბამისი საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში დაურეგისტრირდა 359 დევნილ ოჯახს.
აქტივობა 25.2.3. ახალაშენებულ კორპუსებში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; (სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო
წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო)
ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში განსახლდა 262 დევნილი ოჯახი.
აქტივობა 25.2.4. დევნილთა თვითდასაქმებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობის
პროგრამის განვითარება
219
პასუხისმგებელი უწყება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; (სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო
წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო)
2024 წელს, თვითდასაქმების
დევნილი/ეკომიგრანტი.
ხელშეწყობის
მიზნით,
პროგრამის
ფარგლებში
დაფინანსდა
177
2024 წელს, დევნილთა და ეკომიგრანტთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსდა 2023 წლის ამავე
პროგრამის მონაწილეებიდან 30 განმცხადებელი.
2024 წელს, პროგრამის - „დევნილთა და ეკომიგრანტთათვის სასათბურე მეურნეობების დაფინანსება“
ფარგლებში. მონაწილეობა მიიღო 57-მა პირმა, აქედან დაფინანსდა 17 იძულებით გადაადგილებული პირი,
მათთვის მოეწყო 80, 120 და 160 კვ.მ. ზომის სასათბურე მეურნეობები. ამასთან, განხორციელდა დაფინანსებულ
ბენეფიციართა
დატრენინგება
სასათბურე-სამეურნეო
საქმიანობის
წარმატებით
წარმართვასთან
დაკავშირებით.
2024 წელს, პროგრამის - „მეწარმეთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, დაფინანსდა 30 მეწარმე სუბიექტი.
გამარჯვებული
მეწარმე
დევნილებისა
და
ეკომიგრანტებისათვის,
სამეწარმეო
საქმიანობის
გაფართოების/გაუმჯობესებისა და დამატებით აღჭურვისთვის მიზნით, შეძენილი იქნა ძირითადი
საშუალებები.
2024 წელს სამედიცინო დახმარების კომპონენტით ისარგებლა 71-მა ბენეფიციარმა.
2024 წელს, ტრანსპორტირებით უზრუნველყოფილი იქნა 261 დევნილი/ეკომიგრანტი.
ამოცანა 25.3.
ინკლუზიური სამშვიდობო პროცესისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა
იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის დევნილ ქალთა პრობლემების სამშვიდობო პროცესში
გათვალისწინების და ამ პროცესში დევნილ ქალთა ჩართულობის გაზრდის გზით.
აქტივობა 25.3.1. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის წარმომადგენლების
რეგულარული შეხვედრები კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან და მათი უფლებების დამცველ
არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც განიხილება მოლაპარაკებების პროცესების მიმდინარეობა და ასევე
დევნილ ქალთა უფლებები და საჭიროებები
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
2024 წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში
ჩართული დიპლომატები მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სახის შეხვედრებში სამოქალაქო
საზოგადოების ჩართულობით, სადაც განიხილებოდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის
განხორციელებისა და დევნილ ქალთა უფლებებისა და საჭიროებების საკითხები.
აქტივობა 25.3.2. იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა, მათ შორის, ქალთა უფლებებისა და
საჭიროებების დაყენება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
2024 წელს გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სამი რაუნდის (მე-60 რაუნდი 4-5 აპრილს,
61-ე რაუნდი - 25-26 ივნისს, 62-ე რაუნდი 5-6 ნოემბერს) ფარგლებში, საქართველოს წარმომადგენლები
220
აყენებდნენ იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა, მათ შორის, ქალთა უფლებრივ
მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და საჭიროებებს. ამასთან, აღნიშნული თემა განხილვის საგანი
იყო როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან (ევროკავშირი, გაერო,
ეუთო), ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან
მუშაობისას, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში სათანადო ყურადღება დაეთმოს
კონფლიქტით დაზარალებული ქალების საჭიროებებს და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და მათი
უფლებების თემებზე მომუშავე ორგანიზაციების წინადადებებს.
მიზანი 26 - საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების, ადამიანის
უფლებების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
ამოცანა 26.1.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად
დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობა ყველა შესაძლო
ღონისძიების განხორციელებისა და საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზების, მათ შორის, ორმხრივი და
მრავალმხრივი საერთაშორისო ინსტრუმენტების, აგრეთვე არსებული მოლაპარაკებების ფორმატების და
საერთაშორისო სასამართლოების ინსტრუმენტის ეფექტიანად გამოყენების გზით;
აქტივობა 26.1.1. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რუსეთის ოკუპაციით გამოწვეული ადამიანის
უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული პრობლემების დაყენება პარტნიორ ქვეყნებთან და
საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში;
ძალისხმევის გაგრძელება სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტში (განცხადებებში,
დეკლარაციებში, რეზოლუციებში და სხვ.) საკითხის სათანადოდ ასახვის მიზნით
ანგარიშებში,
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და
ჰუმანიტარული კუთხით არსებული უმძიმესი მდგომარეობა, საანგარიშო პერიოდში, აქტიურად იყო
დასმული და განხილული ორმხრივ ფორმატში გამართული ვიზიტებისას, ყველა დონის შეხვედრასა თუ
პოლიტიკურ კონსულტაციებზე.
აღნიშნული საკითხი აქტიურად იდგა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული მნიშვნელოვანი
ფორმატების დღის წესრიგში: საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული დიალოგი
უსაფრთხოების საკითხებზე - 23 იანვარი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს სხდომა
- 20 თებერვალი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შეხვედრა - 14 მარტი,
ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტთან შეხვედრა - 10 აპრილი, ევროკავშირის
ზოგად საქმეთა საბჭოს მონაწილეებთან შეხვედრა - 30 აპრილი.
ეფექტურად იყო გამოყენებული სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი ფორმატები, მათ შორის:
გაერო-ს უშიშროების საბჭო, გენერალური ასამბლეის და მისი ძირითადი კომიტეტების და ადამიანის
უფლებათა საბჭოს ფორმატები; ეუთოს მუდმივი საბჭო, მინისტრთა საბჭო, საპარლამენტო ასამბლეა; ევროპის
საბჭოს მინისტერიალი, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი, საპარლამენტო ასამბლეა, ადგილობრივ და
რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებდა აქტიური ძალისხმევის განხორციელებას პარტნიორ
სახელმწიფოებთან და ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რათა საერთაშორისო
221
დოკუმენტებში სათანადოდ ასახულიყო ზემოხსენებული საკითხები. საქართველოს მიერ გაწეული აქტიური
დიპლომატიური საქმიანობის შედეგად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რუსეთის ოკუპაციით
გამოწვეული ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული პრობლემების საკითხი აისახა
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცალკეული ქვეყნების მიერ მიღებულ დოკუმენტებში —
დეკლარაციებში, რეზოლუციებში, გადაწყვეტილებებში, ანგარიშებსა თუ განცხადებებში, ასევე, პრესრელიზებში. მათ შორისაა:
o გაერო-ს გენერალური ასამბლეის „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ
ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“
რეზოლუცია;
o გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის
რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა
სტატუსის შესახებ“;
o გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“;
o 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს
განცხადება;
o ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება ''ევროპის საბჭო და
კონფლიქტი საქართველოში'';
o ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 29-ე და 30-ე კონსოლიდირებული ანგარიშები "კონფლიქტი
საქართველოში";
o ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალის დეკლარაცია;
o ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური რეზოლუცია;
o ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 2540;
o ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებები;
o ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბუქარესტის დეკლარაცია;
o საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივი განცხადება;
საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული
დიალოგის შეხვედრის ერთობლივი განცხადება;
-
ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის
(CFSP) იმპლემენტაციის თაობაზე;
ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის
(CSDP) იმპლემენტაციის თაობაზე;
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია;
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის
შესახებ;
აქტივობა 26.1.2. საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება და დევნილი, კონფლიქტით დაზარალებული
ქალებისთვის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების, კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის და
გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის შესახებ
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2024 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის
ინიციატივით, შიდა ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში
მცხოვრებ ქალებთან 5 საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
222
შეხვედრების მონაწილეებს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) და
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის
კუთხით სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ ღონისძიებებზე, ქვეყანაში არსებულ ძალადობისგან
დაცვის სამართლებრივ მექანიზმებსა და პოლიციისადმი მომართვის გზებზე მიეწოდათ ინფორმაცია.
2024 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის
საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით,
სამეგრელო-ზემო
სვანეთის, დუშეთისა და შიდა ქართლის; გამოყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებთან 5
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია ოჯახში და ქალთა მიმართ
ძალადობის, მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების, მათ შორის შემაკავებელი ორდერისა და ელექტრონული
ზედამხედველობის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე და სახელმწიფო სერვისების/ უფასო იურიდიული
დახმარების საკითხებზე.
აქტივობა 26.1.3. "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)" (ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე) საქმეზე დავის
აქტიური წარმოება
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
2024 წლის 9 აპრილს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ საქმეზე („განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე“)
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ადამიანის უფლებათა
ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მახლობლად საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების,
დაკავების, თავდასხმის, მკვლელობისა და ამგვარი ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის
პრაქტიკისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე. წ. ბორდერიზაციის პირობებში
მიმდინარეობს.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აღნიშნული დავის ფარგლებში გრძელდება საქმისწარმოება
დაზარალებული პირებისთვის კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ადამიანის
უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად მომზადდა კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია
დაზარალებული პირებისთვის კომპენსაციის გადახდის თაობაზე, დაზარალებულ პირთა ნუსხა და 1000-მდე
დოკუმენტი მტკიცებულების სახით (მათ შორის, რუსეთის მიერ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის
სიცოცხლის უფლების ხელყოფის, წამების აკრძალვის დარღვევისა და უკანონოდ დაკავების მსხვერპლთა
სისტემატიზებული ნუსხა დეტალური მტკიცებულებებით (ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით,
საპროცესო დოკუმენტებით, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებით, მედიაწყაროებით) და
ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის სხვადასხვა უფლების დარღვევის მსხვერპლთა სია შესაბამისი ახსნაგანმარტებებით).
აქტივობა 26.1.4. დამატებითი საკონსულტაციო ცენტრების გახსნა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
2024 წელს ახალი საკონსულტაციო ცენტრი არ გახსნილა.
აქტივობა 26.1.5. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რუსეთის
ოკუპაციით გამოწვეული ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული პრობლემების
დასმა და ძალისხმევის გაგრძელება საკითხის საგნობრივი განხილვისთვის
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რუსეთის ოკუპაციით გამოწვეული ადამიანის უფლებებისა და
ჰუმანიტარული კუთხით არსებული პრობლემების საკითხი ქართულმა მხარემ მწვავედ დააყენა 2024 წელს
223
გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60, 61-ე და 62-ე რაუნდებზე. გრძელდებოდა
ინტენსიური მუშაობა ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე როგორიც არის, მათ
შორის ქართველთა სიცოცხლის უფლების ხელყოფა, დაკავებები და გატაცებები, გადაადგილების
თავისუფლება და სხვ. საგნობრივი დისკუსიის გამართვისა და გადაწყვეტის გზების გამონახვის მიზნით.
აღნიშნული თემები განხილვის საგანი იყო როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების
თანათავმჯდომარეებთან (ევროკავშირი, გაერო, ეუთო), ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და
პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან მუშაობისას.
აქტივობა 26.1.7. ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM)
შეხვედრებში საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული
პრობლემების განხილვა და მუშაობა მათი გადაჭრის მიმართულებით
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
2024 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე
რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში 7 შეხვედრა გაიმართა, მათ შორის ერთი ტექნიკური ხასიათის.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნულ შეხვედრებზე დააყენეს, ოკუპაციის შედეგად
ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე მდგარი ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა/საკითხი. მათ შორის
მოთხოვნილ იქნა უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება და
ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლებით უზრუნველყოფა. ყურადღება
გამახვილდა ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის დამაზიანებელ შედეგებზე. განსაკუთრებული
ყურადღება დაეთმო თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხს, რასთან დაკავშირებითაც, ცენტრალური
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოითხოვეს დამნაშავე პირის/პირების მიმართ სამართლის
დაუყონებლივ აღსრულება. ასევე, განხილულ იქნა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის
პრობლემების გადაჭრის გზები, მათი საჭიროებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
აქტივობა 26.1.8 მუშაობის გაგრძელება გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის,
(IPRM) ფუძემდებლური პრინციპების დაცვით, აღდგენის მიმართულებით
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების
ფარგლებში, განაგრძობდნენ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე
რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის მიმართულებით. მიუხედავად ამისა, აღნიშნულის განხორციელება
საოკუპაციო ძალების დესტრუქციული მიდგომის გამო, ვერ მოხერხდა. საოკუპაციო რეჟიმის
წარმომადგენლები ფორმალურად თანხმობას აცხადებდნენ ოკუპირებულ გალში IPRM-ის შეხვედრების
აღდგენაზე, თუმცა რეალურად, ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ.
აქტივობა 26.1.9. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით
მოქმედი „ცხელი ხაზის“ ეფექტური გამოყენება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ინციდენტების პრევენციის,
მათი განმუხტვისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლის მიზნით
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ინციდენტების
პრევენციის, მათი განმუხტვისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლის მიზნით, აქტიურად
იყენებდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედ
„ცხელი ხაზის“ მექანიზმს. საანგარიშო პერიოდში „ცხელი ხაზი“ 2 264-ჯერ გააქტიურდა, მათ შორის
224
ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 316-ჯერ, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით - 1
948-ჯერ.
ამოცანა 26.2.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად
დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური, მათ შორის, ჯანმრთელობის, განათლების,
ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი საჭიროებების გათვალისწინებითა და ეფექტიანი
ღონისძიებების განხორციელების გზით;
აქტივობა 26.2.1. ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურის
განვითარება
პასუხისმგებელი უწყება:
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის
საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს კოორდინაციით, 2024 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, გამყოფი ხაზის მიმდებარე
სოფლებში დასრულებული და მიმდინარე პროექტების რაოდენობამ შეადგინა 160, რომელთა საერთო
ღირებულება 64 მლნ ლარს აღემატება. აქედან საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით
მიიმართა დაახლოებით 43,14 მლნ ლარი; წყალმომარაგების განვითარებისთვის დაახლოებით 0,205 მლნ
ლარი; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისთვის დაახლოებით 19,01 მლნ ლარი და საბაზისო
ინფრასტრუქტურისთვის დაახლოებით 1,57 მლნ ლარი.
კერძოდ:
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ონის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის, გორის,
კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე 18 სოფელში დაფინანსდა საგზაო
ინფრასტრუქტურის განვითარების 17 და წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგების ერთი პროექტი,
რომელთა დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხა დაახლოებით 9,4 მლნ ლარს შეადგენს.
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მესტიის და ონის მუნიციპალიტეტების გამყოფი
ხაზის მიმდებარე ორ სოფელში დაფინანსდა გზის მოწყობის ერთი და წყალმომარაგების სისტემების
მოწესრიგების ერთი პროექტი, რომელთა დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხა დაახლოებით შეადგენს
0,52 მლნ ლარს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან გამყოფი ხაზის მიმდებარე 114 სოფელში დაფინანსდა 127 პროექტი,
რომელთა განხორციელების მიზნით გამოიყო დაახლოებით 1,5 მლნ ლარი. აღნიშნული პროგრამა მიზნად
ისახავს სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, როგორიცაა სოფლების
საუბნო გზების, ხიდების, მოსაცდელების, გარე განათების, წყლის სისტემების, მინი ჰესების, სანიაღვრე
არხების, სასაფლაოების, სკვერების, საბავშვო ბაღების, თავშეყრის ადგილების და სხვა მცირე
ინფრასტრუქტურის მოწყობასა და რეაბილიტაციას.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტები (სულ 33,5 მლნ
ლარის ღირებულების): დასრულებული პროექტები:
225
1. აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზის კმ1(0+650)-ზე, მდ. სურამულაზე ახალი სახიდე
გადასასვლელის მშენებლობა (1 342 309 ლარი);
2. ზუგდიდი-ანაკლია საავტომობილო გზის კმ8-კმ14 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები (12 099 999
ლარი);
3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში ხერგიანის ქუჩაზე გზის
სარეაბილიტაციო სამუშაოები (1 085 429 ლარი);
4. ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ღარში (ქ. ონის სათავე ნაგებობასთან) მდ. რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები
(553 754 ლარი).
მიმდინარე პროექტები:
1. საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის პირველ ლოტზე დარჩდენილი სამუშაოები (6 073 994 ლარი);
2. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-16) ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის
საავტომობილო გზის 107-ე კმ-ის და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების
გაუმჯბესების მიზნით ჩასატარებელი დაჩენილი სამუშაოების, დაზიანებული საყრდენი კედლების და
ჩაწყვეტილი ვაკისის აღდგენის სამუშაოები (6 090 625 ლარი);
3. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-100) ხაიში-საკენი-ომარიშარას საავტომობილო გზის კმ0+000კმ2+200 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები (6 244 716 ლარი).
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორცელებული პროექტები (სულ 19,01 მლნ
ლარის ღირებულების) დასრულებული პროექტები:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა (3 439
641ლარი);
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. რუხში100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა (4 669 341
ლარი);
3. ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ღარში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტირება/მშენებლობა (1
278 332 ლარი);
4. ქ. ზუგდიდში,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ ერგეტაში და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფ.
ლიაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტირება/მშენებლობა (5 375 041 ლარი);
5.
გორის
მუნიციპალიტეტის
სოფ.
შავშვებში
პროექტირება/მშენებლობა (2 084 000 ლარი);
100
ბავშვზე
გათვლილი
საბავშვო
ბაღის
6. გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ფლავის 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტირება/მშენებლობა
(2 170 777 ლარი).
აქტივობა 26.2.3. ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები
სტუდენტების უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
გალის რაიონის პედაგოგების გადამზადებისა და აბიტურიენტების ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების
პროგრამის ფარგლებში, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, გამყოფ ხაზზე საზღვრის
კვეთისას წარმოშობილი პრობლემების გამო ქვეპროგრამა განახორციელა დისტანციურად (ონლაინ რეჟიმში).
226
გალის რაიონის პედაგოგების საგნობრივი წვრთნის ონლაინ რეჟიმში ტრეინინგები ჩაუტარდა 46
მასწავლებელს, რომელთაც ეროვნული გამოცდებისათვის მოამზადეს 210 აბიტურიენტი.
„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში,
2023-2024 სასწავლო წლის სწავლის საფასურით დაფინანსდა 1520 სტუდენტი.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის სიახლოვეს არსებული უნივერსიტეტების სსიპ
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური
სტიპენდიით 2023-2024 სასწავლო წლისთვის (თვეში 300 ლარის ოდენობით პირველ სემესტრში - 313
სტუდენტი, მეორე სემესტრში - 309 სტუდენტი).
2025 წლის თებერვალში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურით დაფინანსდა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1432 სტუდენტი.
ამოცანა 26.3.
ინკლუზიური სამშვიდობო პროცესისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის, კონფლიქტით
დაზარალებულ ქალთა პრობლემების სამშვიდობო პროცესში გათვალისწინების და ამ პროცესში საოკუპაციო
ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალთა ჩართულობის გაზრდის გზით;
აქტივობა 26.3.1. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის წარმომადგენლების
რეგულარული შეხვედრები კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან და მათი უფლებების დამცველ
ორგანიზაციებთან, სადაც განიხილება როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობა, ასევე
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის, ქალების საჭიროებები
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართული დიპლომატები
2024 წლის განმავლობაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სახის შეხვედრებში კონფლიქტით
დაზარალებული ქალებისა და მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციების ჩართულობით, სადაც
განიხილებოდა როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობა, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე
სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის, ქალების საჭიროებები.
აქტივობა 26.3.2. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობის, მათ შორის, ქალების
პრობლემებისა და საჭიროებების დაყენება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
2024 წელს გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 60-ე, 61-ე და 62-ე რაუნდებზე საქართველოს
წარმომადგენლებმა წამოჭრეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის,
ქალების პრობლემებისა და საჭიროებების საკითხები. ამ კონტექსტში საქართველოს დელეგაცია
განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა ქალთა გამოწვევებსა და უფლებრივ მდგომარეობაზე. ამასთანავე,
აღნიშნული
საკითხი
განიხილებოდა
როგორც
ჟენევის
საერთაშორისო
მოლაპარაკებების
თანათავმჯდომარეებთან (ევროკავშირი, გაერო, ეუთო), ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და
პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, აშშ-სთან თანამშრომლობის პროცესში, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი
227
მოგვარების ფარგლებში სათანადო ყურადღება დაეთმოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების
საჭიროებებს, ასევე მათ მიერ და მათი უფლებების თემებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ
ინიციატივებს. ამავდროულად, ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა და კონსულტაციები გადაადგილების
თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ასევე რუსეთის ოკუპაციის შედეგად
წარმოქმნილ სხვა უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა გამოწვევებზე, კონსტრუქციული
დისკუსიის გამართვისა და გადაჭრის გზების მოძიების მიზნით.
აქტივობა 26.3.3. საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება კონფლიქტით დაზარალებული ქალების და ქალთა
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების
მექანიზმის (IPRM) შეხვედრების მიმდინარეობის თაობაზე
პასუხისმგებელი უწყება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატი
2024 წელს, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, გრძელდებოდა შეხვედრები ქალთა საკითხებზე მომუშავე
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან,
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და გამოწვევების, მათ შორის
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების შედეგების გაზიარების, ასევე,
მათი საჭიროებების გამოვლენისა და გაანალიზების მიზნით.
მიზანი 27 -საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უსაფრთხოების, ადამიანის
უფლებების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა სახელმწიფოს
პოზიტიური ვალდებულების შესაბამისად.
ამოცანა 27.1.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების
დაცვის ხელშეწყობა ყველა შესაძლო ღონისძიების გატარებისა და საერთაშორისო ძალისხმევის
მობილიზების, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ინსტრუმენტების, მათ შორის არსებული
მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების გზით;
აქტივობა 27.1.1. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების უფლებების დაცვის
საკითხის პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში დასმა; ძალისხმევის
გაგრძელება სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტში (განცხადებებში, ანგარიშებში, დეკლარაციებში,
რეზოლუციებში და სხვ.) საკითხის სათანადოდ ასახვის მიზნით
პასუხისმგებელი უწყება: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების უფლებების დაცვის საკითხი საანგარიშო
პერიოდში აქტიურად იყო დასმული და განხილული ორმხრივ ფორმატში გამართული ვიზიტებისას, ყველა
დონის შეხვედრასა თუ პოლიტიკურ კონსულტაციებზე.
აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ მნიშვნელოვან
ფორმატებში, როგორიცაა 23 იანვარს გამართული უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის მე6 შეხვედრა, 20 თებერვალს გამართული საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს სხდომა,
14 მარტს გამართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შეხვედრა, 10
აპრილს გამართული ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტთან შეხვედრა, 30
აპრილს გამართული ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს მონაწილეებთან შეხვედრა.
228
ეფექტურად იყო გამოყენებული სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი ფორმატები, მათ შორის:
გაერო-ს უშიშროების საბჭო, გენერალური ასამბლეის და მისი ძირითადი კომიტეტების და ადამიანის
უფლებათა საბჭოს ფორმატები; ეუთოს მუდმივი საბჭო, მინისტრთა საბჭო, საპარლამენტო ასამბლეა; ევროპის
საბჭოს მინისტერიალი, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი, საპარლამენტო ასამბლეა, ადგილობრივ და
რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებდა აქტიური ძალისხმევის განხორციელებას პარტნიორ
სახელმწიფოებთან და ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რათა საერთაშორისო
დოკუმენტებში სათანადოდ ასახულიყო ზემოხსენებული საკითხები, რუსეთის ფედერაციის მიერ თავისი
ვალდებულებების შესრულებისთვის საერთაშორისო წნეხის გაზრდის მიზნით. ქართული მხარის მიერ
გაწეული დიპლომატიური საქმიანობის შედეგად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები
პირების უფლებების დაცვის საკითხი აისახა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცალკეული ქვეყნების მიერ
მიღებულ დოკუმენტებში — დეკლარაციებში, რეზოლუციებში, გადაწყვეტილებებში, ანგარიშებსა თუ
განცხადებებში, ასევე, პრეს-რელიზებში. მათ შორისაა:
გაერო-ს გენერალური ასამბლეის „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ
ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“
რეზოლუცია;
გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის
რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა
სტატუსის შესახებ“;
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“;
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს
განცხადება;
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება ''ევროპის საბჭო და
კონფლიქტი საქართველოში'';
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 29-ე და 30-ე კონსოლიდირებული ანგარიშები "კონფლიქტი
საქართველოში";
ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალის დეკლარაცია;
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური რეზოლუცია;
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 2540;
ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებები;
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბუქარესტის დეკლარაცია;
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივი განცხადება;
საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული
დიალოგის შეხვედრის ერთობლივი განცხადება;
ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის
(CFSP) იმპლემენტაციის თაობაზე;
ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის
(CSDP) იმპლემენტაციის თაობაზე;
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია;
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის
შესახებ;
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ.
აქტივობა 27.1.2. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვის საკითხის დასმა და ძალისხმევის გაგრძელება საკითხის საგნობრივი
განხილვისთვის
229
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული
პრობლემების საკითხი ქართულმა მხარემ მწვავედ დააყენა 2024 წელს გამართულ ჟენევის საერთაშორისო
მოლაპარაკებების 60-ე, 61-ე და 62-ე რაუნდებზე. გრძელდებოდა ინტენსიური მუშაობა ოკუპირებულ
ტერიტორიებზე ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე, როგორიც არის მათ შორის
ქართველების სიცოცხლის უფლების ხელყოფა, დაკავებები და გატაცებები, გადაადგილების თავისუფლება და
სხვ. საგნობრივი დისკუსიის გამართვისა და გადაწყვეტის გზების გამონახვის მიზნით. აღნიშნული თემები
განხილვის საგანი იყო როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან
(ევროკავშირი, გაერო, ეუთო), ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან, მათ
შორის აშშ-სთან მუშაობისას.
ამოცანა 27.2.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის
საერთაშორისო მექანიზმების შეუზღუდავი წვდომისა და რეგულარული მონიტორინგის, აგრეთვე
ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM)
შესვლის და მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელების უზრუნველყოფის ხელშეწყობა
საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების გზით;
აქტივობა 27.2.1.ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა (EUMM) და ადამიანის
უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების წვდომის საკითხის დაყენება პარტნიორ ქვეყნებთან და
საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში; ძალისხმევის გაგრძელება სხვადასხვა საერთაშორისო
დოკუმენტში (განცხადებებში, ანგარიშებში, დეკლარაციებში, რეზოლუციებში და სხვ.) საკითხის სათანადოდ
ასახვის მიზნით
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ქართული მხარე ყველა შესაბამის ფორმატში მუდმივად აყენებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე
უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო
მექანიზმების სრული და შეუზღუდავი დაშვების საკითხს, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის
ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელების
აუცილებლობას.
აღნიშნული თემები განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა ჟენევის საერთაშორისო
მოლაპარაკებების მე-60, 61-ე და 62-ე რაუნდებზე. აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა ჟენევის საერთაშორისო
მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და აშშ-სთან, როგორც მოლაპარაკებების მონაწილესთან.
ინტენსიურად გამოიყენებოდა ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატები — პარტნიორ სახელმწიფოებთან
მიმდინარე სხვადასხვა დონის შეხვედრები თუ პოლიტიკური კონსულტაციები, ასევე, ევროკავშირსა და
საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგის ფორმატები, როგორიცაა: საქართველოსა და ევროკავშირს შორის
უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის მე-6 შეხვედრა; საქართველოსა და ევროკავშირს
შორის ასოცირების საბჭოს სხდომა; „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის თანამდებობის პირთა
შეხვედრაზე; ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის შეხვედრა; ევროკავშირის
ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრა.
წლის განმავლობაში ეფექტურად იყო გამოყენებული საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი
ფორმატები, მათ შორის: გაერო-ს უშიშროების საბჭო, გენერალური ასამბლეის და მისი ძირითადი
230
კომიტეტების და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატები; ეუთოს მუდმივი საბჭო, მინისტრთა საბჭო,
საპარლამენტო ასამბლეა; ევროპის საბჭოს მინისტერიალი, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი,
საპარლამენტო ასამბლეა, ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი.
საერთაშორისო დოკუმენტებში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორების
სრული და შეუზღუდავი წვდომის უზრუნველყოფის აუცილებლობის საკითხის სათანადოდ ასახვის მიზნით
სამინისტრომ აქტიური ძალისხმევა გასწია პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო
ორგანიზაციებთან. მათ შორის, აღსანიშნია:
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“;
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს
განცხადებები;
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება ''ევროპის საბჭო და
კონფლიქტი საქართველოში'';
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 29-ე და 30-ე კონსოლიდირებული ანგარიშები „კონფლიქტი
საქართველოში“;
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით ეუთოში საქართველოს
მეგობართა ჯგუფის განცხადება;
ეუთოს 31-ე მინისტერიალის ფარგლებში ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი
განცხადება.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივი განცხადება;
საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული
დიალოგის შეხვედრის ერთობლივი განცხადება;
ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის
(CFSP) იმპლემენტაციის თაობაზე;
ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის
(CSDP) იმპლემენტაციის თაობაზე.
საერთაშორისო თანამეგობრობა სხვადასხვა მნიშვნელოვან ფორმატში, განცხადებებსა და სხვადასხვა
დოკუმენტში აქტიურად მოუწოდებდა რუსეთის ფედერაციას, რათა საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და შესაძლებლობა მისცეს მონიტორებს,
შეუზღუდავად განახორციელონ მისიის მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. საერთაშორისო
თანამეგობრობის მიერ მუდმივად ესმებოდა ხაზი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო
ორგანიზაციების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დაშვების აუცილებლობას.
აქტივობა 27.2.2. ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა (EUMM) და ადამიანის
უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების წვდომის საკითხის დაყენება ჟენევის საერთაშორისო
მოლაპარაკებების ფორმატში
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
2024 წელს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60, 61-ე და 62-ე რაუნდებზე ერთ-ერთი
პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) და ადამიანის
უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების წვდომის უზრუნველყოფა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში,
რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადგილზე არსებული მდგომარეობის ობიექტურად შეფასებისა და
ადამიანის უფლებათა დარღვევებზე დროული რეაგირებისთვის. ზემოხსენებული თემა განხილულ იქნა
როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან (ევროკავშირი, გაერო, ეუთო),
ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან, აღნიშნულ
საკითხზე საგნობრივი დისკუსიის გამართვის და ხელშესახები შედეგის მიღწევის გზების გამონახვის მიზნით.
231
ამოცანა 27.3.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებსა და სხვა სიკეთეებზე
ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათ შორის, ჩართულობის პოლიტიკისა და სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი
უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების გზით;
აქტივობა 27.3.1. საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება საოკუპაციო ხაზების მიმდებარედ
პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
იურიდიული
დახმარების
სამსახურს
2024
წელს
ვალდებულებად
აღებული
ჰქონდა
საკონსულტაციო/საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ასევე,
საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში
მცხოვრებ დევნილებთან და დევნილთა ჩასახლებებში.
ვალდებულების ფარგლებში შეხვედრები ჩატარდა:
2024 წლის 15 აპრილს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჟამში;
წლის 18 აპრილს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში;
2024 წლის 14 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარქუშაანში
2024 წლის 30 ივლისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში.
2024 წლის 9 სექტემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში.
6.2024 წლის 13 აგვისტო, ფოთის დევნილთა ჩასახლებაში.
2024 წლის 30 აგვისტო -გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში.
შესრულებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა ვრცლად განთავსებულია სამსახურის ვებგვერდზე: http://las.ge/ka/p/5/news
აქტივობა 27.3.2. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების უმაღლესი განათლების ხელშეწყობა
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის
მქონე პირების უმაღლესი განათლების ხელშეწყობის'' პროგრამის ფარგლებში 2024-2025 სასწავლო წლის
შემოდგომის სემესტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სწავლის უფლება მიენიჭა საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ 192 პირს, რომელთაგან დაფინანსდა 182 სტუდენტი. სულ 2024 წელს
გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდა 816 სტუდენტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან,
ხოლო შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური - 769 სტუდენტს.
2024 წელს დიმიტრი გულიას და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიით (თვეში 300 ლარის ოდენობით)
უზრუნველყოფილია 4 სტუდენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
განახლდა „სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების“ პროგრამა, რომლის ბენეფიციარები არიან
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები. უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელებამდე, ბენეფიციარებს
შესაძლებლობა აქვთ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, ინტენსიური სწავლების ფარგლებში დაეუფლონ
ქართულ ენას ან გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნის დონე/საკომუნიკაციო უნარები და ქართულად
გაიარონ მათთვის სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის საჭირო დარგობრივი საგნები.
232
ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან პროგრამის სწავლის საფასურით, სტიპენდიითა და საერთო
საცხოვრებლით. 2024-2025 სასწავლო წელს პროგრამაზე ჩაირიცხა 18 პირი.
აქტივობა 27.3.3. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფასო, ხარისხიან ჯანდაცვაზე
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
პასუხისმგებელი უწყება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის
აპარატი
2024 წელს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან, უფასო ჯანდაცვაზე
წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, შეუფერხებლად გრძელდებოდა „სახელმწიფო რეფერალური
პროგრამის“ ეფექტიანი ფუნქციონირება და მის ფარგლებში საჭირო სამედიცინო მომსახურების უფასოდ
გაწევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის.
2024 წელს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისგან, დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან სამედიცინო დახმარების შუამდგომლობის
თაობაზე, სახელმწიფო მინისტრის აპარატში შემოვიდა 1,514 განცხადება (1,202 განაცხადი აფხაზეთის
რეგიონიდან, 312 განაცხადი ცხინვალის რეგიონიდან). ასევე მიმდინარეობდა, 2023 წელს განხორციელებული
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის
აღნიშნული პროგრამის მიღმა არსებული ჯანმრთელობის დაცვის სპეციალურ სახელმწიფო პროგრამებში
ჩართვა და უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევა სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში მოქმედი
ნეიტრალური პირადი ნომრის ფლობის საფუძველზე.
გარდა ამისა, გრძელდებოდა აფხაზეთის რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების მხარდაჭერა და
სტატუს-ნეიტრალური საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, იმუნიზაციის და გრიპის ვაქცინების,
დიაბეტის, ტუბერკულოზისა და აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტების, ანტივირუსული ტესტებისა და
სამედიცინო აღჭურვილობის რეგულარულად მიწოდება, რომელთა ღირებულებამ, 2024 წელს დაახლოებით 1
მილიონი ლარი შეადგინა. ჯამში, ყოველწლიურად, საქართველოს მთავრობის მიერ ჯანდაცვის კომპონენტზე
დახარჯული თანხა 8 მილიონამდე ლარს აღწევს.
აქტივობა 27.3.4. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის კომერციულ გრანტებზე წვდომის
ხელშეწყობა "მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის" საქმიანობის მხარდაჭერის გზით
პასუხისმგებელი უწყება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის
აპარატი
გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობისა და ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ფუნქციონირებას
აგრძელებდა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში მოქმედი „მშვიდობის
ფონდი უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც გრანტებს გასცემს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ერთობლივი
ბიiprmზნეს-პროექტების მხარდასაჭერად.
2024 წლის 12 აპრილს, „მშვიდობის ფონდში“ ფინანსური კონტრიბუციების მობილიზების მიზნით,
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა ფართე შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ
ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნა ფონდი მიერ
მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო
თანამშრომლობის და ფონდის წარმატებული საქმიანობის შედეგად, შვეიცარიის და გაერთიანებული სამეფოს
მთავრობების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაფინანსების გაზრდის შესახებ.
2024 წელს ჩატარდა მშვიდობის ფონდის რიგით მე-5 საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც
დარეგისტრირდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან 62 ბიზნეს - განაცხადი, ხოლო კომისიის მიერ
გამოვლინდა 16 გამარჯვებული პროექტი.
233
აქტივობა 27.3.5. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სამოქალაქო და სტატუსნეიტრალურ დოკუმენტებზე / რეგისტრაციის შესაძლებლობებზე წვდომის ხელშეწყობა
პასუხისმგებელი უწყება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის
აპარატი
სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შესაბამისად, გაგრძელდა ოკუპირებულ
რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე, მათ შორის, საქართველოს
მოქალაქეობაზე გამარტივებული წესით წვდომის უზრუნველყოფა. 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა
დაუდგინდა ოკუპირებული რეგიონებიდან 189 ადამიანს.
აქტივობა 27.3.6. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის შერიგებისა და ჩართულობის
პოლიტიკის ფარგლებში მოქმედი სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ერთიანი საინფორმაციო
პორტალის შექმნა
პასუხისმგებელი უწყება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის
აპარატი
ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის
ფარგლებში ხელმისაწვდომი ყველა პროგრამისა და სერვისის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიწოდების
უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან
მჭიდრო უწყებათაშორისი თანამშრომლობით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობითა და საერთაშორისო
პარტნიორების მხარდაჭერით, შექმნა ერთიანი საინფორმაციო პორტალი (www.openbf.info). პორტალის
უმთავრესი დანიშნულებაა მოსახლეობისათვის ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთიან სისტემაში თავმოყრილი,
სრულყოფილი და დეტალური ინფორმაციის მაქსიმალურად მარტივ და გასაგებ ენაზე მიღების
ციფრული/ონლაინ წყაროს შექმნა, რომლის მეშვეობითაც მათ საშუალება ეძლევათ დაუბრკოლებლად
გაეცნონ ზემოხსენებული პოლიტიკით გათვალისწინებული სხვადასხვა მიმართულებით - ჯანდაცვის,
განათლების, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, სამოქალაქო სერვისების მიღებისა და სხვა, მათთვის
მოქმედ/ხელმისაწვდომ საჯარო სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობებს, ასევე, პოლიტიკის
ფარგლებში შემუშავებულ სამშვიდობო ინიციატივებს. ამასთან, საინფორმაციო პორტალი ემსახურება
შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევის უკეთ
წარმოჩენის, ჩართულობის გაზრდისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნებს. პორტალი
ხელმისაწვდომია ქართულ, აფხაზურ, ოსურ და ინგლისურ ენებზე. საინფორმაციო პორტალის პრეზენტაცია
2024 წლის 2 აგვისტოს გაიმართა პარლამენტის, სახელმწიფო უწყებების, საქართველოში აკრედიტებული
დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო
საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით.
ამოცანა 27.4.
ინკლუზიური სამშვიდობო პროცესისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა
სამშვიდობო პროცესში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალთა ჩართულობისა და
მათი საჭიროებების გათვალისწინების გზით.
აქტივობა 27.4.1. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის წარმომადგენლების
რეგულარული შეხვედრები კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან და მათი უფლებების დამცველ
ორგანიზაციებთან, სადაც განიხილება როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობა, ასევე
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის, ქალების საჭიროებები
234
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართული დიპლომატები
2024 წლის განმავლობაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სახის შეხვედრებში კონფლიქტით
დაზარალებული ქალებისა და მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციების ჩართულობით, სადაც
განიხილებოდა როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობა, ასევე საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის, ქალების საჭიროებები.
აქტივობა 27.4.2. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის, ქალთა
პრობლემებისა და საჭიროებების განხილვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში
პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60, 61-ე და 62-ე რაუნდებზე საქართველოს დელეგაციამ დააყენა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის, ქალთა პრობლემები და
საჭიროებები. აღნიშნული თემა განხილვის საგანი იყო როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების
თანათავმჯდომარეებთან (ევროკავშირი, გაერო, ეუთო), ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და
პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან მუშაობისას, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების
პროცესში სათანადო ყურადღება დაეთმოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალების საჭიროებებს
და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ წინადადებებს. ამავდროულად,
გრძელდებოდა ინტენსიური მუშაობა და კონსულტაციები თავისუფალი გადაადგილების პრობლემებზე,
ისევე, როგორც რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილ სხვა უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის
უფლებათა გამოწვევებზე, საგნობრივი დისკუსიის გამართვის და გადაწყვეტის გზების გამონახვის მიზნით.
აქტივობა 27.4.3. რეგულარული შეხვედრები ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან, მათ შორის, "ქალთა საინფორმაციო პლატფორმის"
ფარგლებში, ქალთა საჭიროებების გამოვლენისა და სამშვიდობო პროცესში გათვალისწინების მიზნით
პასუხისმგებელი უწყება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის
აპარატი
სამშვიდობო პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო
მინისტრის აპარატი, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, აგრძელებდა შეხვედრებს ქალთა საკითხებზე
მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე, გამყოფ ხაზებთან მდებარე
კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სოფლებში მცხოვრებ ქალებთან მათი საჭიროებების გამოვლენისა და
გაანალიზების მიზნით. 2024 წელს შეხვედრები გამყოფ ხაზთან მდებარე 10-მდე სოფლის ადგილობრივ
მოსახლეობასთან გაიმართა.
დასკვნა
2023 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგიის მიღებითა და დამტკიცებით,
საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა დაცვის ვალდებულების მიმართ სახელმწიფოს ერთგულება. ხოლო საქართველოს
ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის მიღებამ მნიშვნელოვანი საფუძველი
შექმნა აღნიშნული სტრატეგიული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების პრაქტიკაში დანერგვისა და
რეალიზების მიმართულებით.
235
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული
პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, საანგარიშო პერიოდში, განხორციელებული
ძალისხმევა, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს სახელმწიფოს
მზარდ პრიორიტეტს. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის
2024 წლის შესრულების ანგარიშმა მოიცვა მნიშვნელოვანი საქმიანობები სამოქმედო გეგმის ოთხივე
სტრატეგიული პრიორიტეტის და 27 მიზნის შესაბამისად.
ანგარიში ცხადყოფს, რომ 2024 წლის განმავლობაში, სახელმწიფოში ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით,
მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელდა. ამასთანავე, საფუძველი ჩაეყარა ისეთ აქტივობებს, რომელთა
განხორციელება სხვა ღონისძიებებთან ერთად, იგეგმება, 2025 და მომდევნო წლებშიც.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის 2024
წლის შესრულების ანგარიში წარმოადგენს აღნიშნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემუშავებულ პირველ
ანგარიშს, ხოლო მომდევნო ანგარიშები შემუშავდება შესაბამის საანგარიშო პერიოდებშიც.
მიუხედავად განხორციელებული ძალისხმევისა და პროგრესისა, კვლავ რჩება გამოწვევები ადამიანის
უფლებების სრული და ეფექტიანი რეალიზების მიმართულებით. შესაბამისად, საქართველოს
პასუხისმგებელი ორგანოები, კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებენ მუშაობას ადამიანის უფლებების
რეალიზების ხელშეწყობაზე საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო
გეგმის შესაბამისად.
236