„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.10.2025
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#170/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-27
ბიუროს ნომერი 82

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. თავდაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.10.2023, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.05.001.021033) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ წვევამდელი გამოძახების შემთხვევაში არ გამოცხადდება გამწვევ კომისიაში ან/და სამედიცინო შემოწმების გასავლელად არ გამოცხადდება მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში ან გამოცხადების შემდეგ არ გაივლის სამედიცინო შემოწმებას, (მათ შორის დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებს) გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტი შესაბამის მასალებს სასამართლოს გადასცემს.“. 2. 77-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით, ხოლო სამხედრო სასწავლებელში − სამხედრო სასწავლებლის მეთაურის სამართლებრივი აქტით.“. 3. 115-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო სასწავლებლის წესდებით შეიძლება განისაზღვროს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილისგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, მართვის ორგანოები, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და სამხედრო სასწავლებლის მეთაურის თანამდებობის დაკავების წესები.“. 4. 117-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამხედრო სასწავლებლის სტუდენტი კანონიერი წარმომადგენლის მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით შეიძლება გახდეს 17 წლის პირი.“. ან 5. 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ზედამხედველობას უწევს მოხალისეთა ორგანიზაციისა და მოხალისის მიერ ამ კოდექსით დადგენილი პირობებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, აგრეთვე, მოხალისეთა ორგანიზაციების მიერ მიღებული ქონებით სარგებლობასა და ფულადი სახსრების ხარჯვას.“. 6. 170-ე მუხლის მე-4 ნაწილის: ა) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ყოველკვარტალურად, ასევე, მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ანგარიში მის მიერ მიღებული ქონებით სარგებლობისა და ფულადი სახსრების ხარჯვის თაობაზე და ინფორმაცია განხორციელებული/დაგეგმილი საქმიანობის შესახებ;“; ბ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) განსაზღვროს საკუთარი მართვის ორგანოების სტრუქტურა და მათი არჩევის წესი, ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის მიერ დამტკიცებული ზოგადი წესის შესაბამისად;“. მუხლი 2. თავდაცვის კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორმა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის დამტკიცება უზრუნველყოს ამ კანონის გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: პროექტი მიზნად ისახავს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთან, სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას. კერძოდ: თავდაცვის კოდექსის 70-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, წვევამდელი სამედიცინო შემოწმებას გადის ასევე დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების სახით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია წვევამდელის მიერ სამედიცინო შემოწმებისაგან თავის არიდებასთან დაკავშირებულ ნორმაში დაზუსტდეს დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების საკითხიც. კერძოდ, კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილში, სამედიცინო შემოწმებასთან ერთად დაემატოს, მათ შორის დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები. აღნიშნული უზრუნველყოფს წვევამდელის მიერ მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოცხადების შემდგომ დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისაგან თავის არიდების პრევენციას. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება განხორციელდება ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია (შემდგომში - აკადემია) წარმოადგენს სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის ფუნქციონირებაც ემყარება სამხედრო იერარქიითა და დისციპლინით მართვას. შესაბამისად, წესდების თანახმად, აკადემიის მისიას წარმოადგენს ქვეყნისათვის ღირსეული, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე სამხედრო ოფიცრების მომზადება. აღნიშნულის გათვალისწინებით, აკადემიაში წარიმართება სასწავლო პროცესი, აკადემიის ხელმძღვანელის უშუალო ჩართულობით, რომელიც იუნკერებს და მსმენელებს ეხმარება სამხედრო სულისკვეთების ჩამოყალიბებაში, რათა მათ შეძლონ მაღალი ხარისხის განათლების მიღება და სამხედრო მომზადება. გარდა იუნკერებისა და მსმენელებისა, აკადემიაში ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალიც უმეტესწილად დაკომპლექტებულია სამხედრო მოსამსახურეებით, რომელთა მართვა და კონტროლი აკადემიის ხელმძღვანელის მიერ ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო წესრიგის დაცვით. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, აკადემიას შესაძლებელია ჰქონდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან განსხვავებული სტრუქტურა და სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელისათვის დანიშვნის საგამონაკლისო წესის დადგენის შესაძლებლობა. სწორედ აღნიშნული რეგულაცია იძლევა საშუალებას, აკადემიის რექტორი იყოს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, რომელიც ასრულებს სამხედრო მეთაურის ფუნქციებს. რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, ყველა მოწინავე და ნატოს წევრი უმრავლესი ქვეყნის (როგორებიცაა: კანადა, ფინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ბელგია, ესტონეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ავსტრია და ა.შ.) სამხედრო აკადემიაში ხელმძღვანელი იწოდება, როგორც Commandat (მეთაური) ან Superintendent/Commanding Officer და ა.შ. ამასთან, ნატოს სტანდარტებითაც, სამხედრო სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი აღიქმება, როგორც სამხედრო მეთაური, რომელიც აკადემიური განათლების პარალელურად ასრულებს ოპერატიულ და სტრატეგიულ სამეთაურო ფუნქციას. შესაბამისად, ცვლილება შედის თავდაცვის კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილსა და 115-ე მუხლის პირველ ნაწილში და „რექტორის“ ნაცვლად, მიეთითება: „მეთაური“. თავდაცვის კოდექსის 117-ე მუხლის თანახმად, სამხედრო სასწავლებლის სტუდენტი, მშობლების თანხმობით შეიძლება გახდეს 17 წლის პირი. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც პირს ჰყავს სხვა კანონიერი წარმომადგენელი. შესაბამისად, მიზანშეწონილია აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილში, „მშობლის“ ნაცვლად, მიეთითოს „კანონიერი წარმომადგენელი ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანო“. თავდაცვის კოდექსის მოქმედი რედაქციით, მოხალისეთა ორგანიზაციებს არ აქვთ მათ მიერ მიღებული ქონებით სარგებლობის და ფულადი სახსრების ხარჯვის უფლებამოსილება. აღნიშნული უფლებამოსილების მოხალისეთა ორგანიზაციებისთვის მინიჭებისა და მოხალისეთა ორგანიზაციების ფინანსური დამოუკიდებლობის მიზნით, ცვლილება შედის თავდაცვის კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტში. კერძოდ, სსიპ - თავდაცვის მოხალისე ზედამხედველობას გაუწევს მოხალისეთა ორგანიზაციისა და მოხალისის მიერ, თავდაცვის კოდექსით დადგენილი პირობებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ასევე, მოხალისეთა ორგანიზაციების მიერ მიღებული ქონებით სარგებლობასა და ფინანსური სახსრების ხარჯვას. თავდაცვის კოდექსის 170-ე მუხლის მიხედვით, მოხალისეთა ორგანიზაცია ვალდებულია, მოხალისეობის მიზნების მისაღწევად მიღებული გრანტი ან/და სხვა დაფინანსება გადასცეს სსიპ - თავდაცვის მოხალისეს. ასევე, ამ უკანასკნელის მიერ დადგენილი პერიოდულობით წარუდგინოს მას ინფორმაცია განხორციელებული/დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში განსახორციელებელი ცვლილებით მოხალისეთა ორგანიზაციებს დაეკისრებათ ვალდებულება, ყოველ კვარტალში და მოთხოვნისთანავე წარუდგინონ ანგარიში სსიპ – თავდაცვის მოხალისეს მათ მიერ მიღებული ქონების გამოყენების თაობაზე, ასევე, ფულადი სახსრების ხარჯვისა და განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. ამასთან, „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხალისეთა ორგანიზაციებმა საკუთარი მართვის ორგანოების სტრუქტურა და მათი არჩევის წესი, განსაზღვრონ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის მიერ დამტკიცებული ზოგადი წესის შესაბამისად. აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს მოხალისეთა ორგანიზაციების ფინანსური და მმართველობითი პროცესების სამართლებრივ მოწესრიგებას და ზედამხედველობის, გამჭვირვალობისა და კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთან, სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგებულია თავდაცვის კოდექსით, შესაბამისად, აღნიშნული საკითხების დახვეწა/სხვაგვარად განხორციელებას. დარეგულირება საჭიროებს აღნიშნულ კანონში ცვლილებების ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: პროექტის მიღებით დაზუსტდება სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთან, სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცვლილებით, თავდაცვის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილში განხორციელდება ცვლილება და წვევამდელის მიერ სამედიცინო შემოწმებისაგან თავის არიდების ნაწილში, ზუსტდება მათ შორის დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისაგან თავის არიდების საკითხი. აკადემია წარმოადგენს სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის ფუნქციონირებაც ემყარება სამხედრო იერარქიითა და დისციპლინით მართვას. შესაბამისად, წესდების თანახმად, აკადემიის მისიას წარმოადგენს ქვეყნისათვის ღირსეული, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე სამხედრო ოფიცრების მომზადება. ამდენად, ცვლილება შედის თავდაცვის კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილსა და 115-ე მუხლის პირველ ნაწილში და „რექტორის“ ნაცვლად, მიეთითება: „მეთაური“. თავდაცვის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილში, „მშობლის“ ნაცვლად, მიეთითება „კანონიერი წარმომადგენელი ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანო“, რათა 17 წლის ასაკის პირი, რომელსაც მშობლის ნაცვლად ჰყავს სხვა კანონიერი წარმომადგენელი ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანო, გახდეს აკადემიის სტუდენტი. პროექტის მიხედვით, თავდაცვის სფეროში მოხალისეთა ორგანიზაციების ფინანსური დამოუკიდებლობის მიზნით, ცვლილება შედის თავდაცვის კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტში. კერძოდ, სსიპ - თავდაცვის მოხალისე ზედამხედველობას გაუწევს მოხალისეთა ორგანიზაციისა და მოხალისის მიერ, თავდაცვის კოდექსით დადგენილი პირობებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ასევე, მოხალისეთა ორგანიზაციების მიერ მიღებული ქონებით სარგებლობასა და ფინანსური სახსრების ხარჯვას. თავდაცვის კოდექსის 170-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, მოხალისეთა ორგანიზაცია აღარ იქნება ვალდებული, მოხალისეობის მიზნების მისაღწევად მიღებული გრანტი ან/და სხვა დაფინანსება გადასცეს სსიპ - თავდაცვის მოხალისეს. მისი ვალდებულება, ცვლილებით, იქნება სსიპ - თავდაცვის მოხალისეს, ყოველკვარტალურად, ასევე, მოთხოვნისთანავე, წარუდგინოს ანგარიში მის მიერ მიღებული ქონებით სარგებლობისა და ფულადი სახსრების ხარჯვის თაობაზე და ინფორმაცია განხორციელებული/დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. ამასთან, მოხალისეთა ორგანიზაციების შიდა სტრუქტურა და მმართველობის წესი განისაზღვრება სსიპ - თავდაცვის მოხალისესთან შეთანხმებით, რაც უზრუნველყოფს მოხალისეთა ორგანიზაციების ფინანსური და მმართველობითი პროცესების სამართლებრივ მოწესრიგებას და ზედამხედველობის, გამჭვირვალობისა და კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო. კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდება კანონის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ვინაიდან, აღნიშნულ ვადამდე თავდაცვის კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორმა უნდა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის დამტკიცება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: თავდაცვის კოდექსის მოქმედი რედაქციით განსაზღვრულია, რომ მოხალისეთა ორგანიზაციები მიღებულ გრანტს ან დაფინანსებას გადასცემენ სსიპ - თავდაცვის მოხალისეს, ხოლო ცვლილებით მოხალისეთა ორგანიზაციები უფლებამოსილი იქნებიან დამოუკიდებლად განკარგონ საკუთარი ფინანსური რესურსები. ვინაიდან სსიპ - თავდაცვის მოხალისეს, აღარ დაეკისრება მიღებული გრანტების მიღების, აღრიცხვის ან განაწილების ვალდებულება, შემცირდება ფინანსური ბრუნვის, ზედამხედველობისა და ანგარიშგების ტექნიკური პროცედურები, რაც არ გამოიწვევს მისი ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: 67-ე მუხლის მე-5 ნაწილში განხორციელებული ცვლილება არ მოახდენს გავლენას იმ პირებზე რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან თავდაცვის კოდექსის 70-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირისთვის (წვევამდელისათვის) ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევა, მათ შორის დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა არ ფინანსდება გასაწვევი პირის მიერ. თავდაცვის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირი, რომელსაც არ აქვს მშობლის თანხმობა ვერ ჩაირიცხება სამხედრო სასწავლებელში. შესაბამისად, მას სწავლის მიზნით შესაძლოა ჩაებარებინა სხვა სასწავლებელში და გადაეხადა სწავლის საფასური. ცვლილების თანახმად, 17 წლის პირი შეძლებს გახდეს სამხედრო სასწავლებლის სტუდენტი, კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით. ვინაიდან სამხედრო სასწავლებელში სწავლა, აღნიშნული პირისათვის არის ანაზღაურების გარეშე, ცვლილება დადებით გავლენას იქონიებს ასეთი პირის სტუდენტად გახდომის შემთხვევაში მის ფინანსურ მდგომარეობაზე. მოხალისეთა ორგანიზაციები წარმოადგენენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დაფუძნებულ კერძო სამართლის - არაკომერციულ (არასამეწარმეო) იურიდიულ პირებს. ცვლილება ითვალისწინებს მოხალისეთა ორგანიზაციების ფინანსური ავტონომიის გაზრდას, რაც გულისხმობს, რომ საკუთარი შეხედულებით, განკარგონ მიღებული გრანტები, ინდივიდუალური ან საწევრო შემოწირულობები. ამასთან, ცვლილებით მოხალისეთა ორგანიზაციებს ეკისრებათ, სსიპ - თავდაცვის მოხალისესთან ფულადი სახსრების ხარჯვის (მათ შორის, საკუთარი საქმიანობისა და დაფინანსების გამოყენების) შესახებ ყოველკვარტალური, ასევე, მოთხოვნისთანავე ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება. აგრეთვე, მოხალისეთა ორგანიზაციები საკუთარი მართვის ორგანოების სტრუქტურას და მათი არჩევის წესს განსაზღვრავენ სსიპ - თავდაცვის მოხალისის მიერ დამტკიცებული ზოგადი წესის შესაბამისად. აღნიშნული ცვლილებები არ იწვევს დამატებითი ფინანსური ან ადამიანური რესურსის გამოყოფას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.