„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (170/2-XIმპ; 22/10/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-27
ბიუროს ნომერი 82
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ55“ ქვეპუნქტი:
„ჰ55) მეთაური − სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი.“.
2. 81 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შესაძლებელია
განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
სტრუქტურისგან
განსხვავებული
სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და მართვის ორგანოები, აგრეთვე
დადგინდეს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და მეთაურის
თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესები და პირობები.“.
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. მეთაურზე, ვრცელდება ამ კანონით რექტორისათვის განსაზღვრული ნორმები, თუ
კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
პროექტი წარმოადგენს „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია (შემდგომში - აკადემია) წარმოადგენს
სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის ფუნქციონირებაც ემყარება
სამხედრო იერარქიითა და დისციპლინით მართვას. აღნიშნულის გათვალისწინებით,
აკადემიის ხელმძღვანელის უშუალო ჩართულობით, აკადემიაში წარიმართება სასწავლო
პროცესი, რომელიც იუნკერებს და მსმენელებს ეხმარება სამხედრო სულისკვეთების
ჩამოყალიბებაში, რათა მათ შეძლონ მაღალი ხარისხის განათლების მიღება და სამხედრო
მომზადება. გარდა იუნკერებისა და მსმენელებისა, აკადემიაში ადმინისტრაციული და
დამხმარე პერსონალიც უმეტესწილად დაკომპლექტებულია სამხედრო მოსამსახურეებით,
რომელთა მართვა და კონტროლი აკადემიის ხელმძღვანელის მიერ ხორციელდება
კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო წესრიგის დაცვით. შესაბამისად, თავდაცვის
კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებით, იცვლება ტერმინი და აკადემიის
ხელმძღვანელთან მიმართებაში „რექტორის“ ნაცვლად მიეთითება „მეთაური“. ამდენად,
აუცილებელია, ცვლილება ასევე განხორციელდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში და სამხედრო უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულების
ხელმძღვანელს, „რექტორის“ ნაცვლად, ეწოდოს „მეთაური“. შესაბამისად, მე-2 მუხლს
დაემატება „ჰ55“ ქვეპუნქტი, რომლითაც განიმარტება ტერმინი: „მეთაური“. აგრეთვე,
ცვლილება შევა 81 მუხლში და ახლებურად ჩამოყალიბდება მე-5 პუნქტი, ასევე, აღნიშნულ
მუხლს დაემატება მე-6 პუნქტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დაკავშირებული საკითხები
მოწესრიგებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად,
აღნიშნული საკითხების დახვეწა/სხვაგვარად დარეგულირება საჭიროებს აღნიშნულ კანონში
ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის მიღებით დაზუსტდება სამხედრო უმაღლესი
დაწესებულების ხელმძღვანელთან დაკავშირებული საკითხი.
საგანმანათლებლო
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
თავდაცვის კოდექსში განსახორციელებული ცვლილებით, იცვლება ტერმინოლოგია და
სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების „რექტორის“ ნაცვლად, მიეთითება
სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების „მეთაური“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ცვლილება, ასევე,
განხორციელდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და სამხედრო
უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს, „რექტორის“ ნაცვლად,
ეწოდოს „მეთაური“. შესაბამისად, მე-2 მუხლს დაემატება „ჰ55“ ქვეპუნქტი, რომლითაც
განიმარტება ტერმინი: „მეთაური“. აგრეთვე, ცვლილება შევა 81 მუხლში და ახლებურად
ჩამოყალიბდება მე-5 პუნქტი, ასევე, აღნიშნულ მუხლს დაემატება მე-6 პუნქტი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია
„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
გათვალისწინებული შესაბამისი დებულებების ამოქმედების ვადასთან. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.