„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (170/2-XIმპ; 22/10/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-27
ბიუროს ნომერი 82
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს ცვლილება და 1971
მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1971. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების
მიზნით პირის გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა ან/და სამედიცინო შემოწმების
გასავლელად პირის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოუცხადებლობა ან
მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოცხადების შემდეგ სამედიცინო
შემოწმებისაგან (მათ შორის დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისაგან) თავის არიდება“;
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით
პირის გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა ან/და სამედიცინო შემოწმების გასავლელად
პირის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოუცხადებლობა ან
მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოცხადების შემდეგ სამედიცინო
შემოწმებისაგან (მათ შორის დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისაგან) თავის არიდება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
პროექტი წარმოადგენს „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს და მიზნად ისახავს წვევამდელის
სამედიცინო შემოწმებასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას, კერძოდ:
თავდაცვის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ წვევამდელი გამოძახების
შემთხვევაში არ გამოცხადდება გამწვევ კომისიაში ან/და სამედიცინო შემოწმების
გასავლელად არ გამოცხადდება მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში ან
გამოცხადების შემდეგ არ გაივლის სამედიცინო შემოწმებას, გაწვევის უფლებამოსილების
მქონე სუბიექტი შესაბამის მასალებს სასამართლოს გადასცემს. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის
კოდექსის 70-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, წვევამდელი სამედიცინო შემოწმებას,
საჭიროების შემთხვევაში, გადის ასევე დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების სახით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილება განხორციელდება თავდაცვის კოდექსის 67-ე
მუხლის მე-5 ნაწილში და წვევამდელის მიერ სამედიცინო შემოწმებისაგან თავის
არიდებასთან დაკავშირებულ ნორმაში დაზუსტდება, მათ შორის დამატებითი სამედიცინო
გამოკვლევების, საკითხი. კერძოდ, 67-ე მუხლის მე-5 ნაწილში, სამედიცინო შემოწმებასთან
ერთად დაემატება, მათ შორის დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები. აღნიშნული
უზრუნველყოფს წვევამდელის მიერ მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში
გამოცხადების შემდგომ, მათ შორის დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისაგან თავის
არიდების პრევენციას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
1971 მუხლის არსებული რედაქციის მიხედვით, ადმინისტრაცულ პასუხისმგებლობას იწვევს
მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოუცხადებლობა. პრაქტიკაში
გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც პირი ცხადდება მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო
კომისიაში, თუმცა არ გადის სამედიცინო შემოწმებას, მათ შორის დამატებით გამოკვლევებს,
წარგზავნის შემთხვევაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება
განხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971
მუხლში და მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე გამოცხადების შემდგომ
სამედიცინო შემოწმებისაგან, მათ შორის დამატებითი სამედიცინო გამოკლვევებისაგან, თავის
არიდება გამოიწვევს წვევამდელის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წვევამდელის მიერ სამედიცინო შემოწმების გასავლელად მუდმივმოქმედ სამედიცინო
საექსპერტო კომისიაში გამოუცხადებლობის საკითხები მოწესრიგებულია საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, შესაბამისად, აღნიშნული საკითხების
დახვეწა/სხვაგვარად
განხორციელებას.
დარეგულირება
საჭიროებს
აღნიშნულ
კანონში
ცვლილებების
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის მიღებით დაზუსტდება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის მიხედვით დასჯადი იქნება ასევე მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო
კომისიაში გამოცხადების შემდეგ წვევამდელის მიერ სამედიცინო შემოწმებისაგან თავის
არიდება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის
მიხედვით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების
მიზნით, პირის გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა ან სამედიცინო შემოწმების
გასავლელად პირის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოუცხადებლობა
იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ცვლილებით საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლი შესაბამისობაში მოვა თავდაცვის კოდექის 67-ე
მუხლის მე-5 ნაწილთან და ახლებურად ჩამოყალიბდება აღნიშნული მუხლის სათაური და
პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, პირის მიერ, მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო
კომისიაში გამოცხადების შემდეგ, სამედიცინო შემოწმებისაგან (მათ შორის დამატებითი
სამედიცინო გამოკვლევებისაგან), თავის არიდება
გამოიწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია
„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
გათვალისწინებული შესაბამისი დებულებების ამოქმედების ვადასთან. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
არ
გამოიწვევს
აუცილებელი
ხარჯების
გამოყოფას
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971
მუხლს ემატება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ახალი ზომა. კერძოდ, წვევამდელი,
რომელიც ცხადდება მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე და უარს აცხადებს
სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე (მათ შორის დამატებით სამედიცინო
გამოკვლევებზე), დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით. ამდენად, ჯარიმის გადახდა
გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე და შემოსავლის ოდენობა
დამოკიდებული იქნება იმ პირთა (წვევამდელთა) რაოდენობაზე, რომლებიც უარის
განაცხადებენ სამედიცინო შემოწმების გავლაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის პირველი
ნაწილით, პირი დაჯარიმდება 1000 ლარით, თუ იგი სამედიცინო შემოწმების მიზნით,
მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე გამოცხადდების შემდეგ უარს იტყვის
სამედიცინო შემოწმების გავლაზე. ამდენად, კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ
პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ამასთან,
თავდაცვის კოდექსის 70-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ
სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირისთვის (წვევამდელისათვის) ჩატარებული სამედიცინო
გამოკვლევა, მათ შორის დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა არ ფინანსდება გასაწვევი
პირის მიერ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის პირველი
ნაწილის მოქმედი რედაქციით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის
თავის არიდების მიზნით, პირის გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა ან სამედიცინო
შემოწმების გასავლელად პირის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში
გამოუცხადებლობა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ცვლილების თანახმად,
აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი ჩანაწერი იმ პირთა მიმართ, რომლებიც ცხადდებიან
მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში, თუმცა, უარს აცხადებენ სამედიცინო
შემოწმების გავლაზე. ვინაიდან, მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე
გამოუცხადებლობისათვის კოდექსით დადგენილია ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით,
მიზანშეწონილია კომისიაზე გამოცხადების შემდეგ სამედიცინო კვლევებისთვის მათ შორის
დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისათვის თავის არიდებაზე ჯარიმის ოდენობა
განისაზღვროს ასევე 1000 ლარის ოდენობით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.