„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (190/2-XIმპ, 12/11/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სპორტის კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 10
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება საქართველოს
მთავრობის მიერ დამტკიცებულ ცივი და ცივი სასროლი იარაღის ტექნიკური
მახასიათებლებს.“.
2. მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
3. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. აკრძალულია ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა მიერ ელექტროშოკური მოწყობილობის
დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება.
ელექტროშოკური მოწყობილობის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვება დასაშვებია საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული ორგანოს ან კერძო დაცვითი
საქმიანობის
განმახორციელებელი
ორგანიზაციების,
აგრეთვე
საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ, საკუთარი
უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.“.
4. 141 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საქართველოს მთავრობამ შეიძლება დაამტკიცოს:
ა) ელექტროშოკური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
ბ) გაზის აეროზოლური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
გ) აკუსტიკური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
დ) ცივი და ცივი სასროლი იარაღის ტექნიკური მახასიათებლები.“.
5. მე-16 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობა ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის
ან/და გაზის აეროზოლური მოწყობილობის შემთხვევაში.“.
6. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“
ქვეპუნქტი:
„თ1) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ან/და გაზის აეროზოლური მოწყობილობის შემძენ
ფიზიკურ პირს შეძენილი იარაღი გადასცეს მხოლოდ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს
წერილობითი თანხმობის (ცნობა) წარდგენის საფუძველზე.“.
7. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით,
საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის
ლიცენზიის გაცემის საფუძველი
1. სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო
მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის
მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება;
ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
გ) იურიდიული პირისთვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია),
ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული
და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ
ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას:
გ.ა) სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის
ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის
უფლების ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე
არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
გ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი,
მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია, ამ კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენებისა და
შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის
დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ) ინდივიდუალური მეწარმისთვის:
დ.ა) ცნობები მისი ნასამართლობის/მისთვის უფლების ჩამორთმევის, მისი ამ კანონის 27-ე
მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის
მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი,
მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია, ამ კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენებისა და
შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის
დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო
ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით),
რომლებიც
ლიცენზიის
მფლობელს
ლიცენზიით
ნებადართული
საქმიანობის
განხორციელებაში დაეხმარებიან, ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების
ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე
არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე მათი სათანადო განათლების
ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის
რეკომენდაცია, ამ კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი
გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენებისა და შენახვის წესებთან დაკავშირებით
გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი);
ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ;
ვ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ
შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი
დოკუმენტი, რომელსაც გასცემს იმავე ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული
უფლებამოსილი პირი;
ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი
კომისიის რეკომენდაცია.
2. სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო
მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის
გაცემამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია შეუთანხმოს საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ლიცენზიის გაცემა ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის
ან/და გაზის აეროზოლური მოწყობილობის ვაჭრობის შემთხვევაში .“.
8. მე-19 მუხლის:
ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო
ბრუნვაში დაშვებული, კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის,
პნევმატური იარაღის შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა,
გადაზიდვა ან გადაგზავნა.“;
ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 - 84 პუნქტები:
„81. ნებართვას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით გაზის აეროზოლური
მოწყობილობის შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა,
გადაზიდვა ან გადაგზავნა.
82. ნებართვას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის
შეძენა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, გარდა ამ მუხლის 83
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
83. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამის ლიცენზიას/ნებართვას
საჭიროებს გაზის აეროზოლური მოწყობილობის, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის დამზადება
(წარმოება), შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან ამ იარაღით ვაჭრობა.
84. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული
წერილობითი თანხმობის (ცნობის) საფუძველზე, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ან/და გაზის
აეროზოლური მოწყობილობის შეძენის, საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის,
გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის უფლებამოსილება აქვს პირს, რომელსაც
შეუსრულდა 18 წელი.“.
9. 211 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 211. გაზის (აირის) იარაღის ტარების წესი, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, გაზის
აეროზოლური მოწყობილობის ტარება ან ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, გაზის აეროზოლური
მოწყობილობის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესი
1. დაუშვებელია გაზის (აირის) იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება, აგრეთვე საჯარო
სივრცეში დემონსტრირება. გაზის (აირის) იარაღის საჯარო სივრცეში დემონსტრირებად არ
ჩაითვლება მისი საჯარო სივრცეში თავდაცვის მიზნით გამოყენება.
2. დაუშვებელია ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ან გაზის აეროზოლური მოწყობილობის
ფიზიკური პირის მიერ ტარება. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება გულისხმობს ისეთი
გარემოების არსებობას, როდესაც ფიზიკურ პირს ეს იარაღი თან აქვს − ხელში უჭირავს,
სხეულზე აქვს მიმაგრებული ან ტანსაცმელში ინახავს.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული
წერილობითი თანხმობის (ცნობის) საფუძველზე დასაშვებია ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის
შეძენა, გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა ამ კანონის მე-2 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული მიზნით, მხოლოდ განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან
განცალკევებულად, რაც გამორიცხავს მისი დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობას.
ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესი
განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
4. გაზის აეროზოლური მოწყობილობის შეძენის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესი
განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
5. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსით
განსაზღვრული
შესაბამისი
პასუხისმგებლობის დაკისრებას.“.
10. 22-ე მუხლის:
ა) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული გაზის
აეროზოლური
მოწყობილობის,
ხმოვანი
(აკუსტიკური)
იარაღის
ამ
მუხლით
გათვალისწინებული ნებართვის/ლიცენზიის გაცემამდე
საქართველოს თავდაცვის
სამინისტრო ვალდებულია შეუთანხმოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის გაცემა.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს
კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღი და კაჟიანი,
ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.“.
11. 24-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საქართველოს მოქალაქის მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის 82 პუნქტით გათვალისწინებული
სამოქალაქო
იარაღის
საქართველოში
შემოტანა
ხორციელდება
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული
შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის
ერთდროულად შემოსატანი რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ფედერაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ
(რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული
ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი) ან
სპორტული ორგანიზაციის მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის 82 პუნქტით გათვალისწინებული
სამოქალაქო
იარაღის
საქართველოში
შემოტანა
ხორციელდება
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული
შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.“.
12. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს ამ კანონის მე-19
მუხლის 82 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღი, თუ არსებობს საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საფუძვლები.“.
13. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“
ქვეპუნქტი:
„კ1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული
წერილობითი თანხმობის (ცნობის) საფუძველზე განახორციელოს ხმოვანი (აკუსტიკური)
იარაღის ან/და გაზის აეროზოლური მოწყობილობის შეძენა, საქართველოში შემოტანა,
საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა;“.
14. 355 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 356 მუხლი:
„მუხლი 356. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის და გაზის აეროზოლური მოწყობილობის
რეგულირების დროებითი წესი
1. ამ კანონის ამოქმედებამდე შეძენილი ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ან/და გაზის
აეროზოლური
მოწყობილობის
გადატანა-გადაზიდვა
ან
გადაგზავნა
საჭიროებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს თანხმობას (ცნობა).
2. იკრძალება ამ კანონის ამოქმედებამდე შეძენილი ელექტროშოკური მოწყობილობის
სამოქალაქო ბრუნვაში დაშვება, გარდა ადმინისტრაციული ორგანოს, კერძო დაცვითი
საქმიანობის
განმახორციელებელი
ორგანიზაციების,
აგრეთვე,
საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ საკუთარი
უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გამოყენების შემთხვევისა.
მუხლი 2. გამოსაცემი ნორმატიული აქტები
1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების გამოცემა
2026 წლის 1 თებერვლამდე;
2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2026 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს
შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა 2026 წლის 1 თებერვლამდე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია იარაღის ბრუნვის სფეროში არსებული
სამართლებრივი
რეგულაციების
განახლებისა
და
უსაფრთხოების
მოთხოვნებთან
შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებით. მოქმედი კანონმდებლობა რიგ შემთხვევებში ვერ
უზრუნველყოფს იარაღის კონკრეტული სახეობების ბრუნვის პროცესის სათანადო
კონტროლსა და გამჭვირვალე მართვას, რაც ქმნის როგორც ადმინისტრაციულ, ისე
უსაფრთხოების რისკებს.
კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით ნებართვას/რეგისტრაციას არ ექვემდებარება ხმოვანი
(აკუსტიკური) იარაღის ბრუნვა. აღნიშნული იარაღის ფლობისთვის მინიმალური ასაკი
დადგენილი არ არის. თუმცა, იკრძალება მისი ტარება და დადგენილია მისი გადატანაგადაზიდვის წესები. აგრეთვე, გაზის აეროზოლური მოწყობილობა არ საჭიროებს ნებართვას.
მისი ფლობისთვის მინიმალური ასაკი არ არის დადგენილი. რაც შეეხება ელექტროშოკურ
მოწყობილობას,
მისი
ბრუნვისთვის
რაიმე
ნებართვის/ლიცენზიის
სახეს
ქართული
კანონმდებლობა არ იცნობს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება ადგენს მხოლოდ
ჯანმრთელობისათვის დასაშვებ ნორმებს.
ამგვარი არასრულყოფილი სამართლებრივი რეგულირება იწვევს პრაქტიკულ სირთულეებს,
მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოებისთვის პრობლემურია ზემოაღნიშნული იარაღების
მოძრაობისა და გამოყენების კონტროლი, რაც ზრდის მათი არასათანადო ან დანაშაულებრივი
მიზნებისთვის გამოყენების რისკებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, საკანონმდებლო დონეზე გაიწეროს
რეგულაციები,
რომლებიც
მნიშვნელოვნად
შეუწყობს
ხელს
აკუსტიკური
იარაღის,
ელექტროშოკური მოწყობილობის და გაზის აეროზოლური მოწყობილობის ბრუნვის
ეფექტიან კონტროლს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და
მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, აკუსტიკური
იარაღის, ელექტროშოკური მოწყობილობის და გაზის აეროზოლური მოწყობილობის
ბრუნვის ახლებური მოწესრიგებისთვის აუცილებელია ცვლილებები შევიდეს დასახელებულ
კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, აკრძალული იქნება ელექტროშოკური მოწყობილობის ფიზიკურ ან
იურიდიულ პირთა მიერ ელექტროშოკური მოწყობილობის დამზადება, შეძენა, შენახვა,
ტარება,
გადატანა,
გადაზიდვა,
გადაგზავნა
ან/და
გასაღება,
გარდა
კანონით
გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
შესაბამის
ლიცენზირებას/ნებართვას
დაექვემდებარება
გაზის
აეროზოლური მოწყობილობის, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის დამზადება (წარმოება),
შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან ამ იარაღით ვაჭრობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტის თანახმად, აკრძალული იქნება ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა მიერ
ელექტროშოკური მოწყობილობის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა,
გადაგზავნა ან/და გასაღება. ელექტროშოკური მოწყობილობის სამოქალაქო ბრუნვაში
დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული
ორგანოს ან კერძო დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების, აგრეთვე
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ,
საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
შესაბამის ლიცენზირებას/ნებართვას დაექვემდებარება გაზის აეროზოლური მოწყობილობის
და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შემოტანა, დამზადება (წარმოება), შეკეთება, იმპორტი,
ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან ამ იარაღით ვაჭრობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ტერიტორიული
ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის (ცნობის) საფუძველზე, ხმოვანი
(აკუსტიკური) იარაღის ან/და გაზის აეროზოლური მოწყობილობის შეძენის, საქართველოში
შემოტანის, საქართველოდან გატანის, გადატანის, გადაზიდვის ან
უფლებამოსილება ექნება მხოლოდ იმ პირს რომელსაც შეუსრულდა 18 წელი.
გადაგზავნის
ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა, გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა „იარაღის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით,
დასაშვები იქნება სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი
თანხმობის (ცნობის) საფუძველზე, მხოლოდ განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან
განცალკევებულად, რაც გამორიცხავს მისი დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობას.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომ –
მომსახურების სააგენტო) ფიზიკურ პირზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შემოტანის
ნებართვას გასცემს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი
თანხმობის (ცნობის) საფუძველზე.
სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო
მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის
გაცემამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება სამინისტროს
შეუთანხმოს შესაბამისი ლიცენზიის გაცემა ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ან/და გაზის
აეროზოლური მოწყობილობის ვაჭრობის შემთხვევაში.
ამასთან,
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტრო
ვალდებული
იქნება
საქართველოს
კანონმდებლობით გაზის აეროზოლური მოწყობილობის და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის
ნებართვის/ლიცენზიის
გაცემამდე
სამინისტროს
შეუთანხმოს
შესაბამისი
ნებართვის/ლიცენზიის გაცემა.
გარდა ამისა, შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირი ვალდებული იქნება ხმოვანი (აკუსტიკური)
იარაღის ან/და გაზის აეროზოლური მოწყობილობის შემძენ ფიზიკურ პირს შეძენილი იარაღი
გადასცეს მხოლოდ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობა)
წარდგენის საფუძველზე.
საქართველოს მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანა
განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მომსახურების
სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. ხმოვანი (აკუსტიკური)
იარაღის ერთდროულად შემოსატანი რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.
საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების
გამოცემა:
ელექტროშოკური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
გაზის აეროზოლური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
აკუსტიკური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
ცივი და ცივი სასროლი იარაღის ტექნიკური მახასიათებლები.
მომსახურების
სააგენტოს
მიერ
გაცემული
შესაბამისი
ნებართვის
საფუძველზე
განხორციელდება, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და
მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ (რომელსაც საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად
დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი) ან სპორტული
ორგანიზაციის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება ექნება, საქართველოში შემოიტანოს ხმოვანი (აკუსტიკური)
იარაღის, თუ იარსებებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული
საფუძვლები.
გაზის აეროზოლური მოწყობილობის შეძენის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესი
განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
წარმოდგენილი კანონის პროექტის გარდამავალი დებულებებით განსაზღვრულია, რომ ამ
კანონის ამოქმედებამდე შეძენილი ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ან/და გაზის
აეროზოლური მოწყობილობის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა საჭიროებს სამინისტროს
ტერიტორიული ორგანოს თანხმობას (ცნობა). ამასთან, იკრძალება ამ კანონის ამოქმედებამდე
შეძენილი ელექტროშოკური მოწყობილობის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვება, გარდა
ადმინისტრაციული
ორგანოს,
კერძო
დაცვითი
საქმიანობის
განმახორციელებელი
ორგანიზაციების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფიზიკური ან
იურიდიული პირების მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით
გამოყენების შემთხვევისა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებით
გამოწვეული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს მთავრობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა
და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში.
მომსახურების სააგენტო ხარჯების დაფინანსებას უზრუნველყოფს არსებული ტექნიკური და
ადამიანური რესურსის გამოყენებით რომლის დაფინანსების წყაროა სააგენტოს საკუთარი
შემოსავლები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. კერძოდ, წარმოდგენილი კანონის
დაექვემდებარება შემდეგი საქმიანობები:
პროექტით
ლიცენზირებას/ნებართვას
საქართველოს მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში
შემოტანა;
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში
შემოტანა
გაზის აეროზოლური მოწყობილობის, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის დამზადება
(წარმოება), შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან ამ იარაღით
ვაჭრობა.
მომსახურების სააგენტოს მიერ აღნიშნული ლიცენზიების/ნებართვების გაცემისთვის
განისაზღვრება მომსახურების საფასური. კერძოდ:
საქართველოს მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის
ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე –
10 ლარი;
საქართველოს მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის
ნებართვის
მიღების
თაობაზე
განცხადების
წარდგენიდან
4
სამუშაო
დღის
განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ
ერთეულ იარაღზე – 40 ლარი;
უცხო
ქვეყნის
მოქალაქეზე
ხმოვანი
(აკუსტიკური)
იარაღის
საქართველოში
შემოტანისა ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ
იარაღზე – 10 ლარი;
უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის
ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის
განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ
ერთეულ იარაღზე – 40 ლარი.
გაზის აეროზოლური მოწყობილობის, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის დამზადება
(წარმოება), შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან ამ იარაღით
ვაჭრობა – 100 ლარი.
წარმოდგენილი მომსახურების გაწევისთვის დაწესებული საფასურის გადახდისას თანხის
ჩარიცხვა განხორციელდება მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტში, რაც გაზრდის სააგენტოს
შემოსავალს. ამასთან, რამდენადაც სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,
ვალდებულია შემოსავლის არანაკლებ 10% გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში, მისი
შემოსავლების ზრდა პროპორციულად გაზრდის სააგენტოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში
გადასარიცხი თანხის ოდენობასაც. საგულისხმოა, რომ აღნიშნული შემოსავლების მიღება
დამოკიდებული იქნება კანონის ამოქმედების შემდეგ ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელთა და
ასევე, დაჩქარებული მომსახურების რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, კანონის აღსრულებისთვის აუცილებელია
ცალკეული სამართლებრივი აქტების მიღება. კერძოდ, საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განისაზღვრება ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში
ერთდროულად შემოსატანი რაოდენობა,
საფუძვლები და საქართველოდან
გატანის
წინაპირობები.
ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი დაამტკიცებს გაზის აეროზოლური
მოწყობილობის შეძენის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის და საკუთრებაში ან
სარგებლობაში არსებული ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ან/და გაზის აეროზოლური
მოწყობილობის თაობაზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოში განცხადების წესს.
საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა ექნება დაამტკიცოს:
ელექტროშოკური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
გაზის აეროზოლური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
აკუსტიკური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
ცივი და ცივი სასროლი იარაღის ტექნიკური მახასიათებლები.
კანონპროექტი ასევე საქართველოს მთავრობას, სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს განუსაზღვრავს ვალდებულებას, უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე
აქტების გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტების მიღება და წარმოდგენილ საკანონმდებლო
ცვლილებებთან ცალკეული სამართლებრივი აქტების შესაბამისობის უზრუნველყოფა
დაკავშირებული იქნება ადმინისტრაციულ ხარჯებთან, ხოლო ხარჯების დაფინანსება
განხორციელდება ზემოაღნიშნული უწყებების ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი კანონის პროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირთათვისაც, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც გაზის აეროზოლური
მოწყობილობის და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შემოტანა, დამზადება (წარმოება),
შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან ამ იარაღით ვაჭრობა იქნება
სანებართვო/სალიცენზიო
საქმიანობა,
რომლისთვისაც
განისაზღვრება
სანებართვო/სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთი (ლიცენზიის/მოსაკრებლების ოდენობა
მოცემულია განმარტებითი ბარათის „ბ.ბ“ ქვეპუნქტში). შესაბამისად ის სუბიექტები,
რომლებიც მოიპოვებენ დასახელებულ ნებართვას/ლიცენზიას, მოსაკრებლის სახით
გადაიხდიან აღნიშნულ თანხას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
წარმოდგენილი
კანონპროექტით
განისაზღვრება,
რომ
სამინისტროს
ტერიტორიული
ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის (ცნობის) საფუძველზე, ხმოვანი
(აკუსტიკური) იარაღის ან/და გაზის აეროზოლური მოწყობილობის შეძენის, საქართველოში
შემოტანის,
საქართველოდან
გატანის,
გადატანის,
გადაზიდვის
ან
გადაგზავნის
უფლებამოსილება ექნება მხოლოდ იმ პირს რომელსაც შეუსრულდა 18 წელი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონის პროექტი დადებით გავლენას
მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან უზრუნველყოფილი იქნება მისი
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლება, ამასთან დაცული იქნება ბავშვის უვნებელ
გარემოში ცხოვრების უფლება.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.