„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.11.2025
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#190/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ზ2“ ქვეპუნქტი: „ე.ზ2) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი;“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ო2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო3“ ქვეპუნქტი: ო3) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა;“; ბ) „პ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი: „ბ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 156 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვების გაცემა;“; გ) „რ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ2“ ქვეპუნქტი: „რ2) საქართველოს მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა;“. 3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ11“და „მ12“ ქვეპუნქტები: „მ11) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანისა ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი; მ12) საქართველოს მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი;“. 4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 46 და 47 პუნქტები: „46. საქართველოს მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე 40 ლარია. 47. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე 40 ლარია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით. დასახელებული ცვლილებით, მკაცრდება ხმოვან (აკუსტიკურ) იარაღთან და მისი ვაზნებთან დაკავშირებით რეგულაციები. კერძოდ, ნებართვას დაექვემდებარება ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენის ნებართვის მოპოვება, მათ შორის, სავალდებულო იქნება საქართველოს მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანა და უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომ − მომსახურების სააგენტო) ეკისრება დამატებითი ფუნქციების განხორციელება, რაც საჭიროებს დასახლებული ნებართვების გაცემის უზრუნველყოფას. აღნიშნულიდან გამომდინარე თანმდევი საკანონმდებლო ცვლილების სახით მომზადდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული სანებართვო, სარეგისტრაციო, საექსპერტო, საინფორმაციო და სხვა სახის მომსახურების სამართლებრივ (აკუსტიკურ) იარაღთან მოწესრიგებას. დაკავშირებული აღნიშნულიდან საქმიანობის გამომდინარე, ნებართვების ხმოვან გაცემის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია ცვლილება განხორციელდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, ხმოვან (აკუსტიკურ)იარაღთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვების გაცემისთვის განისაზღვრება სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების საფასურები, ამასთან დადგინდება დაჩქარებული მომსახურების საფასურებიც. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტით, ცვლილება შედის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში. წარმოდგენილი ცვლილებებით უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანისა ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე დადგინდება - 10 ლარის ოდენობით, ხოლო შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე იქნება 40 ლარი. პროექტით, იდენტური ოდენობის საფასურებია დადგენილი საქართველოს მოქალაქისთვისაც. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება მომსახურების სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტით მომსახურების სააგენტოს მიერ კონკრეტული ნებართვების გაცემისთვის განისაზღვრება მომსახურების საფასური. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე იქნება 10 ლარი; საქართველოს მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 40 ლარი; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანისა ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 40 ლარი. წარმოდგენილი მომსახურების გაწევისთვის დაწესებული საფასურის გადახდისას თანხის ჩარიცხვა განხორციელდება მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტში, რაც გაზრდის სააგენტოს შემოსავალს. ამასთან, რამდენადაც მომსახურების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულია შემოსავლის არანაკლებ 10% გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში, მისი შემოსავლების ზრდა პროპორციულად გაზრდის მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასარიცხი თანხის ოდენობასაც. საგულისხმოა, რომ აღნიშნული შემოსავლების მიღება დამოკიდებული იქნება კანონის ამოქმედების შემდეგ ნებართვისა მაძიებელთა რაოდენობასა და ასევე, დაჩქარებული მომსახურების რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტით მომსახურების სააგენტოს მიერ კონკრეტული ნებართვების გაცემისთვის განისაზღვრება მომსახურების საფასური. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე იქნება 10 ლარი; საქართველოს მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 40 ლარი; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანისა ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 40 ლარი. საგულისხმოა, რომ დასახელებულ ნებართვებს გასცემს მომსახურების სააგენტო. ზემოაღნიშნულ ფუნქციას მომსახურების სააგენტო განახორციელებს არსებული ტექნიკური და ადამიანური რესურსის გამოყენებით, რისთვისაც აუცილებელი ხარჯები დაფარვა მოხდება მომსახურების სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან, რაც დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი კანონის პროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება და დადგინდება მომსახურების საფასური, რამდენადაც ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანა იქნება სანებართვო საქმიანობა, ხოლო ნებართვების მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემის შემთხვევაში განისაზღვრება საფასური საქართველოს მოქალაქის და უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ (საფასურის ოდენობა მოცემულია განმარტებითი ბარათის „ბ.ბ“ ქვეპუნქტში). შესაბამისად ის სუბიექტები, რომლებიც მოიპოვებენ დასახელებულ ნებართვას, საფასურის სახით გადაიხდიან აღნიშნულ თანხას. ხარჯის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება მოთხოვნის რაოდენობაზე. ამასთან იმაზე თუ რამდენი პირი ისარგებლებს დაჩქარებული მომსახურებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: საგულისხმოა, რომ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შემოტანის ნებართვებს – მომსახურების სააგენტო გასცემს, რისთვისაც განისაზღვრება მომსახურების საფასური. კერძოდ:  საქართველოს მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი;  საქართველოს მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე 40 ლარი;  უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანისა ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი;  უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე 40 ლარი. საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი მომსახურების საფასურის ოდენობა დადგინდა მომსახურების მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურებისთვის კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობის თანაზომადია ანალოგიური სახის სხვა საფასურთან. ანალიზის საფუძველზე, რაც ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.