„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (190/2-XIმპ, 12/11/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი
18
20
შინაარსის 15 −15 პუნქტები:
18
„15 . საქართველოს მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის
ნებართვა − 8 ლარი.
1519. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის
ნებართვა − 8 ლარი.
1520. საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის
ან/და
მისი
წევრი
იურიდიული
პირის/ინდივიდუალური
მეწარმის
მიერ
(რომელსაც
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად
დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით
აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის მიერ (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც
სროლის სახეობაა) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვა − 16
ლარი.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს ავტორობით მომზადებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონის
პროექტის
შემუშავებით.
დასახელებული
ცვლილებით, მკაცრდება ხმოვან (აკუსტიკურ) იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები.
კერძოდ, ნებართვას დაექვემდებარება ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენის ნებართვის
მოპოვება, მათ შორის, სავალდებულო იქნება საქართველოს მოქალაქის მიერ ხმოვანი
(აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანა და უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ხმოვანი
(აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანა.
გარდა ამისა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით ცვლილება შედის
გამომდინარე იქიდან, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში და
განისაზღვრება ნებართვის ახალი სახეები. გამომდინარე იქიდან, რომ „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული საქმიანობა იბეგრება
სანებართვო მოსაკრებლით და მხოლოდ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ კანონით დადგენილი სანებართვო
საქმიანობის განხორციელებისთვის დაწესებული მოსაკრებლების სახეებსა და განაკვეთებს, მათი
გადახდევინების
წესსა
და
ვადებს,
საჭიროა
თანმდევი
ცვლილება
განხორციელდეს
დასახელებულ კანონშიც.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სანებართვო მოსაკრებლის დაწესება და გადახდევინება ხორციელდება მხოლოდ „სალიცენზიო
და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. გამომდინარე
აქედან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
განსაზღვრული ხმოვან (აკუსტიკურ) იარაღთან დაკავშირებული საქმიანობის სანებართვო
მოსაკრებლით დაბეგვრისთვის აუცილებელია ცვლილება განხორციელდეს „სალიცენზიო და
სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად განისაზღვრება სანებართვო საქმიანობის მოსაკრებლების
განაკვეთები ხმოვან (აკუსტიკურ) იარაღის საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „სალიცენზიო და სანებართვო
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, რომლითაც დგინდება
სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები ცალკეული საქმიანობისთვის. კერძოდ, საქართველოს
მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვისთვის და
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის
ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 8 ლარი.
ამასთან,
16
ლარის
ოდენობით
სანებართვო
მოსაკრებლის
განაკვეთი
განისაზღვრება
საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი
წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ (რომელსაც საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული
ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული
ეროვნული სპორტული ორგანიზაციის მიერ (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის
სახეობაა) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანისთვის.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი
ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან,
მისი
ამოქმედება
დაკავშირებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებით
გამოწვეული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსებას
საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) უზრუნველყოფს არსებული ტექნიკური და ადამიანური
რესურსის გამოყენებით, რომლის დაფინანსების წყაროა სააგენტოს საკუთარი შემოსავლები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონის პროექტი გავლენას მოახდენს სააგენტოსა და სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, რადგან წარმოდგენილი ცვლილებებით ხმოვან (აკუსტიკური) იარაღთან
დაკავშირებული ნებართვების გაცემისთვის განისაზღვრება მოსაკრებლის განაკვეთები.
კერძოდ, საქართველოს მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში
შემოტანის ნებართვისთვის და უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის
საქართველოში შემოტანის ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 8 ლარი. ამასთან, 16
ლარის ოდენობით სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება საქართველოს სპორტის
სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის
სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული
პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი
ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული
ორგანიზაციის მიერ (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) ხმოვანი
(აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანისთვის.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
ის
სუბიექტები,
რომლებიც
მოიპოვებენ
ხმოვანი
(აკუსტიკური) იარაღთან დაკავშირებულ ნებართვას, მოსაკრებლის სახით გადაიხდიან
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით განსაზღვრულ თანხას, რაც გაზრდის
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, ხოლო, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე გავლენა სრულად დამოკიდებული იქნება აღნიშნული სუბიექტების ოდენობაზე.
ამავდროულად, ხსენებული მომსახურების გაწევისთვის დაწესებული საფასურის გადახდისას
თანხის ჩარიცხვა განხორციელდება სააგენტოს ბიუჯეტში, რაც გაზრდის სააგენტოს შემოსავალს.
ამასთან, რამდენადაც სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულია
შემოსავლის არანაკლებ 10% გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში, მისი შემოსავლების ზრდა
პროპორციულად გაზრდის სააგენტოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასარიცხი თანხის
ოდენობასაც. საგულისხმოა, რომ აღნიშნული შემოსავლების მიღებაც დამოკიდებული იქნება
კანონის ამოქმედების შემდეგ ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელთა და ასევე, დაჩქარებული
მომსახურების რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
საგულისხმოა, რომ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღთან დაკავშირებულ ნებართვებს გასცემს
სააგენტო. დასახელებულ ფუნქციას სააგენტო განახორციელებს არსებული ტექნიკური და
ადამიანური რესურსის გამოყენებით, რისთვისაც აუცილებელი ხარჯების დაფარვა მოხდება
სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან, რაც დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფას არ
საჭიროებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების
მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი კანონის პროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირთათვისაც, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც ხმოვანი (აკუსტიკური)
იარაღთან დაკავშირებული საქმიანობა იქნება სანებართვო საქმიანობა, რომლისთვისაც
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით განისაზღვრება სანებართვო
მოსაკრებლების განაკვეთი, (მოსაკრებლების ოდენობა მოცემულია განმარტებითი ბარათის „ბ.ბ“
ქვეპუნქტში). შესაბამისად ის სუბიექტები, რომლებიც მოიპოვებენ დასახელებულ ნებართვას,
მოსაკრებლის სახით გადაიხდიან აღნიშნულ თანხას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით დგინდება სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების
განაკვეთი.
კერძოდ,
საქართველოს
მოქალაქის
მიერ
ხმოვანი
(აკუსტიკური)
იარაღის
საქართველოში შემოტანის ნებართვისთვის და უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ხმოვანი
(აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთი
იქნება 8 ლარი. ამასთან, 16 ლარის ოდენობით სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი
განისაზღვრება საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
აღიარებული
სროლის
სახეობის
ეროვნული
სპორტული
ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის
მიერ (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს
დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო
სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის მიერ
(რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის
საქართველოში შემოტანისთვის.
საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი სანებართვო მოსაკრებლების განაკვეთი დადგინდა
ცალკეული სახის სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების არსებული განაკვეთების
ანალიზის საფუძველზე, რაც თანაზომადია ანალოგიური სახის სხვა შენატანებთან.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.