„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.11.2025
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#190/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 1813 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1813. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შესაბამისი ნებართვის გარეშე შემოტანა, ტარება ან ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა 1. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შესაბამისი ნებართვის გარეშე შემოტანა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 2. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება ან ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 3. ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით რომელიმე ჩადენისთვის განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით, იარაღის კონფისკაციით.“. 2. 1816 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1817 მუხლი: „მუხლი 1817. ელექტროშოკური მოწყობილობის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება 1. ელექტროშოკური მოწყობილობის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას კონფისკაციით. 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.“. 3. 1825 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1826 მუხლი: „მუხლი 1826. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ან/და გაზის აეროზოლური მოწყობილობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გარეშე დამზადება (წარმოება), შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან ამ იარაღით აღნიშნული ლიცენზიის გარეშე ვაჭრობა 1. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ან/და გაზის აეროზოლური მოწყობილობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გარეშე დამზადება (წარმოება), შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან ამ იარაღით აღნიშნული ლიცენზიის გარეშე ვაჭრობა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.“. 4. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861, 1071–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142 და 1151 მუხლებით, 1152 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161–1163 მუხლებით, 1164 მუხლის პირველი ნაწილით, 1165 მუხლის პირველი ნაწილით, 116 6 მუხლის პირველი ნაწილით, 1167 მუხლის პირველი ნაწილით, 1168, 118-ე–1184, 119-ე და 120- ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–22 და მე-6–72 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 1352–1354, 1395, 1527 და 152 8 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე და 1562–1564 მუხლებით, 1662 მუხლის პირველი ნაწილით, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა)), 174 1 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-7 ნაწილებით, 17415 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 174 15 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416–17418, 1761 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა) და 17715, 180-ე–1811, 1813– 1815, 1817, 182-ე–1826, 190-ე, 1902–1911 და 1983 მუხლებით.“. 5. 220-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) განიხილოს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და მიიღოს შესაბამისი დადგენილება (მათ შორის, ელექტრონული დადგენილება), აგრეთვე გასცეს სააღსრულებო ფურცელი იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1711 მუხლით (საქართველოს თავდაცვის ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის), 1825, 1826, 1941, 1961, 1967 და 197-ე მუხლებით, 1973 მუხლის პირველი ნაწილითა და 198-ე−1982 მუხლებით.“; 6. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ კოდექსის 4210, 45-ე, 451, 583, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 1151−1168, 118-ე–1184 და 119ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–22 და მე-6–72 ნაწილებითა და 134-ე, 1352–1354, 1395, 150-ე, 1527, 1528, 1533, 1536, 1562–1564, 166-ე, 1662, 167-ე, 173-ე, 17314−17316, 1741, 17415–17418, 1752, 1761, 1763, 177-ე, 1771, 17715, 180-ე–1815, 1817, 182-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანო.“. 7. 242-ე მუხლი მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ კოდექსის 1711 მუხლით (საქართველოს თავდაცვის ძალების დაწესებულების შენობანაგებობაში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის), 1825, 1826, 1941, 1961, 1967 და 197-ე მუხლებით, 1973 მუხლის პირველი ნაწილითა და 198-ე−1982 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ დგება. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიიღება ამ კოდექსის 266-ე მუხლით გათვალისწინებული დადგენილება, რომელშიც, ამ კოდექსის 266-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა, უნდა მიეთითოს საბანკო რეკვიზიტები, რომლებითაც დაკისრებული ჯარიმა უნდა იქნეს გადახდილი, აგრეთვე მისი გადახდის ვადა და სამართლებრივი შედეგები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ამ ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობას.“. 8. 249-ე მუხლის მე-5 და 51 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კოდექსის 167-ე, 180-ე, 1801, 181-ე, 1813−1815, 1817, 182-ე, 1821, 1823−1826 და 183-ე მუხლებით პოლიციის გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას თანამშრომელს უფლება აქვს, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე ჩამოართვას პირს იარაღი და საბრძოლო მასალა/ვაზნა. ამის შესახებ ჩანაწერი კეთდება აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში და მასში მიეთითება ჩამორთმეული იარაღის მარკა ან მოდელი, კალიბრი, სერია და ნომერი და საბრძოლო მასალის/ვაზნის რაოდენობა და სახეობა. იმ პირის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩაიდინა, იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის ჩამორთმევა, პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში. 51. ამ კოდექსის 1825 ანდა 1826 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სათანადო უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე ჩამოართვას პირს იარაღი და ვაზნა. ამის შესახებ ჩანაწერი კეთდება აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში და მასში მიეთითება ჩამორთმეული იარაღის მარკა ან მოდელი, კალიბრი, სერია და ნომერი და ვაზნის რაოდენობა და სახეობა.“. 9. 295-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აღმასრულებელი − ამ კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას; საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი − ამ კოდექსის 1562−1564 და 167-ე მუხლებით, 1741 მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით, 180ე მუხლით, 1801 მუხლის მე-5 ნაწილით, 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1811 და 1813−181 მუხლებით, 1817 მუხლით, 182-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 1821, 1823−1826 და 183 1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას; 5 ა1) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სათანადო უფლებამოსილი პირი − ამ კოდექსის 1825 და 1826 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი პროექტის შემუშავება განპირობებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი) სამართალდარღვევათა განამტკიცებს იარაღის კოდექსი უკანონო (შემდგომ − ბრუნვასთან დაკავშირებულ არაერთ სამართალდარღვევას, თუმცა საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები ადასტურებს, რომ მოქმედი სამართალდარღვევები ვერ ფარავს ყველა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და დანაშაულის პრევენციის კონტექსტში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში იმ იარაღთა არსებობა, რომლებიც მიეკუთვნებიან თავდაცვის იარაღთა კატეგორიას, თუმცა თავისი არსით განკუთვნილნი არიან ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად ან დასაზიანებლად. ამავდროულად, სწორედ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია არსებობდეს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც განამტკიცებს სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის მექანიზმებს სამოქალაქო და თავდაცვის იარაღის სახეებს მიკუთვნებულ ცალკეულ იარაღთა/მოწყობილობათა თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში მიმოქცევისას. მაშასადამე, რამდენადაც „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით ხმოვან (აკუსტიკურ) იარაღთან, ელექტროშოკურ მოწყობილობასთან და გაზის (აეროზოლურ) მოწყობილობასთან დაკავშირებული რეგულაციები განისაზღვრება შემუშავების/გაუმჯობესების ახლებურად, მიზნით, პრევენციული მნიშვნელოვანია თანმდევი მექანიზმების ცვლილება განხორციელდეს სამართალდარღვევათა კოდექსში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმის გათვალისწინებით, რომ სამართალდარღვევათა კოდექსი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს იარაღის უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ სამართალდარღვევებისათვის, ამ დარგში ცალკეული არამართლზომიერი ქმედებებისათვის პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება შევიდეს დასახელებულ კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება ელექტროშოკური მოწყობილობის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან გასაღებისათვის, ასევე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ან/და გაზის აეროზოლური მოწყობილობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გარეშე დამზადების (წარმოების), შეკეთების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტისთვის ან ამ იარაღით აღნიშნული ლიცენზიის გარეშე ვაჭრობისთვის, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შესაბამისი ნებართვის გარეშე შემოტანისათვის ან/და შეძენის წესის დარღვევისათვის. ამავდროულად, ზემოხსენებული სამართალდარღვევები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვემდებარე საქმეთა ნუსხაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით, სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ნორმები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება პასუხისმგებლობა შემდეგი ქმედებებისათვის:  ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შესაბამისი ნებართვის გარეშე შემოტანა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით;  ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენის წესის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას  500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით; სამართალდარღვევათა კოდექსის 1813 მუხლის პირველი ან მეორე ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, −  გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. სამართალდარღვევათა კოდექსის 1813 მუხლით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით, იარაღის  კონფისკაციით; ელექტროშოკური მოწყობილობის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით;  სამართალდარღვევათა კოდექსის გათვალისწინებული რომელიმე 1817 მუხლის ადმინისტრაციული პირველი ნაწილით სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით;  ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ან/და გაზის აეროზოლური მოწყობილობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გარეშე დამზადება (წარმოება), შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან ამ იარაღით აღნიშნული ლიცენზიის გარეშე ვაჭრობა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ;  სამართალდარღვევათა კოდექსის 1826 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. ამავდროულად, წარმოდგენილი პროექტით, სამართალდარღვევათა კოდექსის 1817 მუხლით განსაზღვრული ქმედება (ელექტროშოკური მოწყობილობის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების ქვემდებარე საქმეთა ნუსხაში, ხოლო 1826 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა (ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ან/და გაზის აეროზოლური მოწყობილობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გარეშე დამზადება (წარმოება), შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან ამ იარაღით აღნიშნული ლიცენზიის გარეშე ვაჭრობა) − საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვემდებარე სამართალდარღვევათა ნუსხაში. გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ან/და გაზის აეროზოლური მოწყობილობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გარეშე დამზადების (წარმოების), შეკეთების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ან ამ იარაღით აღნიშნული ლიცენზიის გარეშე ვაჭრობის ჩადენისას არ შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიიღება სამართალდარღვევათა კოდექსის 266-ე მუხლით გათვალისწინებული დადგენილება, რომელშიც, სამართალდარღვევათა კოდექსის 266-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა, უნდა მიეთითოს საბანკო რეკვიზიტები, რომლებითაც დაკისრებული ჯარიმა უნდა იქნეს გადახდილი, აგრეთვე მისი გადახდის ვადა და სამართლებრივი შედეგები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ამ ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შესაბამისი ნებართვის გარეშე შემოტანის, ასევე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენის წესების დარღვევის, ელექტროშოკური მოწყობილობის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან გასაღების, ან/და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ან/და გაზის აეროზოლური მოწყობილობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გარეშე დამზადების (წარმოების), შეკეთების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ან ამ იარაღით აღნიშნული ლიცენზიის გარეშე ვაჭრობისას, პოლიციის თანამშრომელს ან/და თავდაცვის სამინისტროს სისტემის სათანადო უფლებამოსილ პირს უფლება ექნება, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე ჩამოართვას პირს იარაღი და საბრძოლო მასალა/ვაზნა, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს სხვა, ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საერთო სასამართლოების ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რაც გამოწვეული იქნება პროექტით განსაზღვრული ახალი სამართალდარღვევებისთვის დაწესებული ფულადი სანქციის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვით. წარმოდგენილი ცვლილებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება შემდეგი ქმედებებისთვის:  ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შესაბამისი ნებართვის გარეშე შემოტანა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით;  ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენის წესის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით;  სამართალდარღვევათა კოდექსის 1813 მუხლის პირველი ან მეორე ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.  სამართალდარღვევათა კოდექსის 1813 მუხლით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით, იარაღის კონფისკაციით;  ელექტროშოკური მოწყობილობის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით,  სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით; სამართალდარღვევათა კოდექსის 1817 გათვალისწინებული რომელიმე მუხლის ადმინისტრაციული პირველი ნაწილით სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით;  ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ან/და საქართველოს კანონმდებლობით გაზის აეროზოლური გათვალისწინებული მოწყობილობის შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გარეშე დამზადება (წარმოება), შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან ამ იარაღით აღნიშნული ლიცენზიის გარეშე ვაჭრობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის  კონფისკაციით ან უამისოდ; სამართალდარღვევათა კოდექსის 1826 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილი საშემოსავლო ცვლილება ნაწილზე. გავლენას კერძოდ, მოახდენს ზემოაღნიშნული დარღვევებისთვის დაწესებული ჯარიმის გადახდისას, სამართალდამრღვევის მიერ თანხის ჩარიცხვა განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტში. ასევე, ცვლილებები ითვალისწინებს ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირებისთვის სანქციის სახით სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის დაკისრებას, რაც აგრეთვე მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში და სახელმწიფო მისი რეალიზაციით ბიუჯეტის მიღებული შემოსავალი გავლენას მოახდენს საშემოსავლო ნაწილზე. საგულისხმოა, რომ ხსენებული შემოსავლების მიღება დამოკიდებულია სამართალდარღვევის ყოველწლიურ რაოდენობაზე, ასევე კონფისკებულ სამართალდარღვევის საგნის რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რაც გამოწვეული იქნება ახალი სამართალდარღვევებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით (ახალი სამართალდარღვევების შესახებ იხ. განმარტებითი ბარათის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი). საგულისხმოა, რომ შესაბამისი სამართალდარღვევის განხილვისა და ოქმის შედგენის უფლება ექნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. ამავდროულად, ახალი სამართალდარღვევების ადმინისტრირება განხორციელდება არსებული ადამიანური რესურსის გამოყენებით. აგრეთვე, ქმედებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციულ ხარჯებთან, ხოლო ოქმის გამოწერა დაკავშირებული იქნება ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევათა ყოველწლიურ რაოდენობაზე. ხსენებული ხარჯები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში დაიფარება. გარდა ზემოაღნიშნულისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ წარმოდგენილი პროექტი, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის სანქციის სახით ითვალისწინებს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას, რაც მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო კონფისკებული სამართალდარღვევის საგნის რეალიზაციამდე მისი შენახვის ხარჯები გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. გარდა ამისა, სამართალდამრღვევის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული გასაჩივრების უფლებით სარგებლობის შემთხვევაში, საერთო სასამართლოების მიერ საქმის განხილვა მოხდება მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. წარმოდგენილი ხარჯების ოდენობა დამოკიდებულია სამართალდარღვევის ყოველწლიურ რაოდენობაზე, ასევე კონფისკებულ სამართალდარღვევის საგნის რაოდენობაზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება წარმოდგენილი კანონის პროექტი. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებით სამართალდარღვევათა საფუძველზეც განისაზღვრება კოდექსს ემატება პასუხისმგებლობა ახალი ცალკეული ნორმები, რომელთა ქმედებებისათვის (იხ. განმარტებითი ბარათის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას მოახდენს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაჯარიმდებიან პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის. ამასთან, დამრღვევის მიმართ სანქციის სახით გამოყენებული სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია გავლენას მოახდენს სამართალდარღვევის ფინანსურ მდგომარეობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წარმოდგენილი კანონპროექტი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ახალი სამართალდარღვევებისათვის. კერძოდ, ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის სახედ და ზომად ცალკეული სამართალდარღვევებისათვის დადგენილია ჯარიმა შემდეგი ოდენობით:  ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შესაბამისი ნებართვის გარეშე შემოტანა − გამოიწვევს  დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენის წესის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;  სამართალდარღვევათა კოდექსის 1813 მუხლის პირველი ან მეორე ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.  სამართალდარღვევათა კოდექსის 1813 მუხლით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;  ელექტროშოკური მოწყობილობის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;  სამართალდარღვევათა კოდექსის გათვალისწინებული 1817 რომელიმე მუხლის ადმინისტრაციული პირველი ნაწილით სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;  ხმოვანი (აკუსტიკური) საქართველოს იარაღის ან/და კანონმდებლობით გაზის აეროზოლური მოწყობილობის გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გარეშე დამზადება (წარმოება), შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან ამ იარაღით აღნიშნული ლიცენზიის გარეშე ვაჭრობა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;  სამართალდარღვევათა კოდექსის 1826 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით. საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი ჯარიმის ოდენობა დადგინდა იარაღთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების ანალიზის საფუძველზე, რაც თანაზომადია ანალოგიური სანქციებთან. სახის სხვა სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებულ ფულად ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.