„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.01.2026
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
ნომერი
#252/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 10
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 9
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-01-29
ბიუროს ნომერი 106

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) 13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 14-16 პუნქტები: „14. გრანტად მიიჩნევა აგრეთვე სხვა სახელმწიფოს მიერ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის, ასევე ამ კანონის მე-4 მუხლის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირისთვის ან საქართველოს იურიდიული პირისათვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. 15. გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ამ მუხლის 14 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად: ა) ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ ამ სახსრების მიმღები ამავე სახსრების გამცემისთვის ტექნიკურ დახმარებას ეწევა ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით; 1 ბ) უსასყიდლოდ გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით. 16. გრანტად მიიჩნევა აგრეთვე სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული თავისი წარმომადგენლობისთვის, ფილიალისთვის ან განყოფილებისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები (ეს პუნქტი არ ვრცელდება ბიზნეს საქმიანობის განხორციელების მიზნით ფულადი სახსრების გადაცემის შემთხვევაზე).“. 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას.“. 3. 51 მუხლის: ა) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას საჭიროებს იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული გრანტის მიღება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას.“. ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული იმ სახსრების გაცემა ან/და მიღება, რომლებიც თავისი ბუნებით გრანტია, მაგრამ გაცემულია/მიღებულია ამ კანონის მე-5 ან 52 მუხლით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით.“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 მუხლი: „მუხლი 52. ამ კანონის მე-2 მუხლის 14-16 გათვალისწინებული გრანტის გაცემის წესი ქვეპუნქტით 2 1. ამ კანონის მე-2 მუხლის 14-16 ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრანტის გაცემის საფუძველია მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება (განურჩევლად იმისა, იგი ერთი დოკუმენტით არის წარმოდგენილი თუ რამდენიმე, ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტით, და მიუხედავად მისი კონკრეტული სახელწოდებისა), ხოლო თუ ამ მუხლით გათვალისწინებული გრანტის გამცემი ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტია მისი წერილობითი გადაწყვეტილება. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული გრანტის გაცემა საჭიროებს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ან ხელშეკრულების პროექტი ფულადი ან ნატურალური ფორმით გადასაცემი სახსრების გადამცემმა თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს. საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი/ორგანო უფლებამოსილია გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვოს.“. 5. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.“. 6. 61 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. თუ მონიტორინგის განხორციელების დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება გამოავლინა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია მის ხელთ არსებული ყველა მასალა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის საგამოძიებო ორგანოს გადაუგზავნოს.“. 3 ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ კანონის ისეთი დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამ დარღვევასთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საგამოძიებო ორგანო.“. 7. 64 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ მუხლის პირველი ნაწილი ვრცელდება მხოლოდ იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალის მიერ იმ გრანტის მიღების შემთხვევაზე, რომელიც მან იმ იურიდიული პირისგან მიიღო, რომლის ფილიალიც ის არის.“. მუხლი 2. 1. თუ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის „12“ პუნქტით გათვალისწინებულმა სხვა სახელმწიფოს იურდიულმა პირმა გრანტი ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღო და ეს გრანტი არ გამოუყენებია, ეს იურიდიული პირი ვალდებულია მიღებული გრანტის გამოყენებაზე თანხმობის მისაღებად ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს მიმართოს. თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ამ იურიდიულ პირს ეკრძალება მიღებული გრანტის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განსახორციელებლად გამოყენება. მიღებული გრანტის გამოყენება იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3191 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 2. თუ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის პირს გრანტი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აქვს მიღებული და ეს გრანტი არ გამოუყენებია, ეს პირი ვალდებულია მიღებული გრანტის გამოყენებაზე თანხმობის მისაღებად ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს მიმართოს. 4 3. თუ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირს მიღებული აქვს ისეთი გრანტი, რომელიც გრანტის მიღების დროს საქართველოს მთავრობის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ თანხმობის არ საჭიროებდა, თუმცა ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ეს გრანტი ასეთ თანხმობას საჭიროებს, ამ გრანტის მიმღები ვალდებულია მიღებული გრანტის გამოყენებაზე თანხმობის მისაღებად ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს მიმართოს. ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ამ იურიდიულ პირს ეკრძალება მიღებული გრანტის გამოყენება. მიღებული გრანტის გამოყენება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 5
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისა და განმტკიცების მიზნით 2025 წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტმა განახორციელა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლითაც უცხოური გრანტის მიღების წესი და პროცედურები დადგინდა. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყნის შიგნით და გარეთ არაერთხელ გახდა უსამართლო და დაუსაბუთებელი კრიტიკის საგანი. მიღებული უცხოური დაფინანსების დამალვის მიზნით იმ იურიდიულმა პირებმა, რომლებშიც ძირითადად კონცენტრირებულია უცხოური დაფინანსება დემონსტრაციულად, საჯაროდ განაცხადა უარი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე. შედეგად, ამ იურიდიული პირების მიერ მიღებული უცხოური დაფინანსება ამ დრომდე გაუმჭვირვალეა. მათი აღნიშნული განცხადებები და მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა საჯაროდ იქნა მხარდაჭერილი შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკოსების მიერ, რაც თავის მხრივ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს. საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიღების აუცილებლობა და მართებულობა და შესაბამისად, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსების უსამართლო 6 კრიტიკა ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებიდან მალევე დადასტურდა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელი უმაღლესი თანამდებობის პირების საჯარო განცხადებებით, რომლებმაც განაცხადეს, რომ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი სახსრები კანონმდებლობის დარღვევითა და არამიზნობრივად იხარჯებოდა. მათი განცხადებით აღნიშნული თანხები, მათ შორის, სხვადასხვა სახელმწიფოს ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენისა და ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით გამოიყენებოდა. ზემოაღნიშნული განცხადებების გათვალისწინებით, დღესდღეობით უკვე დავის საგანს არ წარმოადგენს და ფაქტობრივად ცალსახად დადასტურებულია, რომ ყოველთვის არსებობს იმის საშიშროება, რომ ნებისმიერი უცხოური დაფინანსება საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. აღნიშნულ საშიშროებას უფრო მეტად რეალურს ხდის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ გავრცელებული ოფიციალური განცხადებები, რომლებშიც აღნიშნავენ, რომ ისინი ყველას გზას ეძებენ იმისთვის, რათა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით შეძლონ საქართველოში უცხოური დაფინანსების შემოტანა.1 საქართველოს სუვერენიტეტის ასეთი აშკარა დარღვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირების გარეშე ვერ დარჩება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სუვერენიტეტის უფრო მეტად დაცვისა და განმტკიცების მიზნით, წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტდება და მკაცრდება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შესაბამისი წესები. ა.ა.ბ) არსებული აუცილებლობა: 1 პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების https://www.youtube.com/watch?v=h1By_oglrEA 7 „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სათანადოდ მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით:  გრანტის ამჟამინდელი განმარტებიდან ცალკე გამოიყოფა და „გრანტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 14 ქვეპუნქტის სახით ზუსტდება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე სხვა სახელმწიფოს მიერ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის, ასევე ამ კანონის მე-4 მუხლის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირისთვის ან საქართველოს იურიდიული პირისათვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 52 მუხლის სახით ასევე ზუსტდება ასეთი გრანტის გაცემის წესი; 8  „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 15 ქვეპუნქტის სახით ზუსტდება, რომ გრანტად აგრეთვე მიიჩნევა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 14 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად: ა) ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ ამ სახსრების მიმღები ამავე სახსრების გამცემისთვის ტექნიკურ დახმარებას ეწევა ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით; ბ) უსასყიდლოდ გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით;  „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 16 ქვეპუნქტის სახით ასევე ზუსტდება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული თავისი წარმომადგენლობისთვის, ფილიალისთვის ან განყოფილებისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები (ეს პუნქტი არ ვრცელდება ბიზნეს საქმიანობის განხორციელების მიზნით ფულადი სახსრების გადაცემის შემთხვევაზე);  დგინდება, რომ იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიულმა პირმა, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას, გრანტის მიღებამდე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს/პირის თანხმობა უნდა მიიღოს;  დგინდება, რომ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის ისეთი დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამ დარღვევასთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საგამოძიებო ორგანო. 9 ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს ინიციირებული. მთავრობის მიერ არ არის ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხლვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: საჭიროების შემთხვევაში კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. 10 ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის თანახმად, გრანტის მიღებამდე შესაბამის პირებს საქარველოს მთავრობისგან ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოსგან/პირისგან წინასწარი თანხმობის მიღება მოუწევთ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. 11 ბ2 ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: 12 დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნება“. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ფრაქცია „ქართული ოცნება“. 13