„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (252/3-XIმპ, 21/01/2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონების პროექტები გამომდინარე „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (252/3-XIმპ, 21/01/2026): (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 10
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 7
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-01-29
ბიუროს ნომერი 106
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 194-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხზე
აქტივობის განხორციელების მიზნით.“;
ბ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოს ხელისუფლებაზე,
სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე
რაიმე
გავლენის
მოხდენის
რწმენით
ან
განზრახვით
განხორციელებული ან განსახორციელებელი ისეთი საქმიანობა,
რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის
ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან
შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის
ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან
საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან
გამომდინარეობს.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3191 და 3192 მუხლები:
„მუხლი 3191. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა,
უცხოეთის ორგანიზაციასთან ან უცხოელ პირთან არამართლზომიერი
თანამშრომლობა
1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის
პირველი პუნქტითა და 51 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
უცხოური გრანტის იმავე კანონით გათვალისწინებული გრანტის
1
გამცემისგან გრანტის მიმღების მიერ შესაბამისი თანხმობის გარეშე
პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღება ან ასეთი გრანტის გამოყენება,
აგრეთვე, იმავე კანონით გათვალისწინებული თანხმობის გარეშე
სათანადო დოკუმენტში მითითებული მიზნისგან განსახვავებული
მიზნით საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხზე
აქტივობის განსახორციელებლად გრანტის მიმღების მიერ ამ ნაწილით
განსაზღვრული უცხოური გრანტის გამოყენება,ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით
ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით ექვს წლამდე.
2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 14
პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გარეშე იმავე პუნქტით
გათვალისწინებული გრანტის მიღება, აგრეთვე, „გრანტების შესახებ"
საქართველოს კანონის 15 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის
გარეშე ტექნიკური დახმარების გაწევა,ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით
ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით ექვს წლამდე.
3. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის „12“
პუნქტით განსაზღვრული სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ
იმავე კანონით გათვალისწინებული თანხმობის გარეშე გრანტის
პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღება ან ასეთი გრანტის გამოყენება,ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით
ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით ექვს წლამდე.
4. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-4
პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ან ნატურალური ფორმით
გადაცემული იმ სახსრების მიღება ან გამოყენება, რომელიც თავისი
ბუნებით გრანტია, მაგრამ გაცემულია იმავე კანონის მე-5 ან 52
მუხლებით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან
თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით,ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით
ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით ექვს წლამდე.
2
5. სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის
საქართველოსთან
დაკავშირებულ
პოლიტიკურ
საკითხებზე
აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის,
სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის
პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა,ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით
ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით ექვს წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული
პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ
პოლიტიკურ საკითხზე აქტივობად მიიჩნევა პირის მიერ საქართველოს
ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების
ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან
განზრახვით განხორციელებული ან განსახორციელებელი საქმიანობა,
რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო
პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, მიღებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ის
საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური
პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან,
მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სხვა სახელმწიფოს
იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებულ ფილიალზე,
წარმომადგენლობაზე, განყოფილებაზე.
მუხლი 3192. საქართველოს პოლიტიკური პარტიის მიერ უცხოური
სახსრების მიღება
საქართველოს პოლიტიკური პარტიის მიერ ნებისმიერი სახის
უცხოური შემოწირულების მიღება,ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით
ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით ექვს წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის
შემთხვევაში ამავე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა
3
ეკისრება
შესაბამისი
თანამდებობის პირს.“.
პოლიტიკური
პარტიის
ხელმძღვანელ
3. 355-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
355.
ქონებრივი
მდგომარეობის
დეკლარაციის
წარუდგენლობა ან დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის
შეტანა
1. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა,
ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის
დადების შემდეგ, ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი
მონაცემის შეტანა, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით
ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. პოლიტიკურ-პარტიული მიზნის მქონე სუბიექტის მიერ
დეკლარაციის წარუდგენლობა, დეკლარაციაში განზრახ არასრული ან
არასწორი მონაცემის შეტანა ან საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ
ვადაში
დეკლარაციაში
არსებული
ხარვეზის
აღმოუფხვრელობა,ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით
ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
მუხლი 2.
1. თუ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის „12“
პუნქტით გათვალისწინებულმა სხვა სახელმწიფოს იურდიულმა პირმა
გრანტი ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღო და ეს გრანტი არ
გამოუყენებია, ეს იურიდიული პირი ვალდებულია მიღებული
გრანტის
გამოყენებაზე
თანხმობის
მისაღებად
ამ
კანონის
ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობას ან
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ
პირს/ორგანოს მიმართოს. თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების
მიღებამდე ამ იურიდიულ პირს ეკრძალება მიღებული გრანტის
საქართველოსთან
დაკავშირებულ
პოლიტიკურ
საკითხებზე
აქტივობის განსახორციელებლად გამოყენება. მიღებული გრანტის
4
გამოყენება იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3191
მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
2. თუ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის „გრანტების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის პირს გრანტი
საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აქვს მიღებული და ეს
გრანტი არ გამოუყენებია, ამ პირს უფლება აქვს მიღებული გრანტის
გამოყენებაზე თანხმობის მისაღებად ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის
ვადაში საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ
განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს მიმართოს. თუ ამ პირმა
შესაბამისი თანხმობა ვერ მიიღო, ეს პირი ვალდებულია მიღებული
გრანტი არ გამოიყენოს. მიღებული გრანტის გამოყენება იწვევს
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3191 მუხლით
გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ყაველაშვილი
მიხეილ
5
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისა და განმტკიცების მიზნით
2025 წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტმა განახორციელა
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები „გრანტების შესახებ“
საქართველოს კანონში, რომლითაც უცხოური გრანტის მიღების წესი
და პროცედურები დადგინდა.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული აღნიშნული
საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყნის შიგნით და გარეთ არაერთხელ
გახდა უსამართლო და დაუსაბუთებელი კრიტიკის საგანი. მიღებული
უცხოური დაფინანსების დამალვის მიზნით იმ იურიდიულმა პირებმა,
რომლებშიც ძირითადად კონცენტრირებულია უცხოური დაფინანსება
დემონსტრაციულად, საჯაროდ განაცხადა უარი საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
ვალდებულებების
შესრულებაზე. შედეგად, ამ იურიდიული პირების მიერ მიღებული
უცხოური დაფინანსება ამ დრომდე გაუმჭვირვალეა. მათი აღნიშნული
განცხადებები და მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობის უხეში
დარღვევა საჯაროდ იქნა მხარდაჭერილი შესაბამისი საერთაშორისო
ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკოსების მიერ,
რაც, თავის მხრივ, არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს.
საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად ზემოაღნიშნული
საკანონმდებლო
ცვლილების
მიღების
აუცილებლობა
და
მართებულობა
და
შესაბამისად,
სხვადასხვა
საერთაშორისო
ორგანიზაციისა და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსების უსამართლო
კრიტიკა ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებიდან მალევე
დადასტურდა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების
ამჟამინდელი
ხელისუფლების
წარმომადგენელი
უმაღლესი
თანამდებობის პირების საჯარო განცხადებებით, რომლებმაც
განაცხადეს, რომ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის
6
გამოყოფილი
სახსრები
კანონმდებლობის
დარღვევითა
და
არამიზნობრივად იხარჯებოდა. მათი განცხადებით აღნიშნული
თანხები, მათ შორის, სხვადასხვა სახელმწიფოს ხელისუფლებაზე
ზეგავლენის მოხდენისა და ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით
გამოიყენებოდა.
ზემოაღნიშნული
განცხადებების
გათვალისწინებით,
დღესდღეობით უკვე დავის საგანს არ წარმოადგენს და ფაქტობრივად
ცალსახად დადასტურებულია, რომ ყოველთვის არსებობს იმის
საშიშროება, რომ ნებისმიერი უცხოური დაფინანსება საქართველოს
სუვერენიტეტის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. აღნიშნულ
საშიშროებას უფრო მეტად რეალურს ხდის სხვადასხვა საერთაშორისო
ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ
გავრცელებული ოფიციალური განცხადებები, რომლებშიც აღნიშნავენ,
რომ ისინი ყველას გზას ეძებენ იმისთვის, რათა საქართველოს
კანონმდებლობის გვერდის ავლით შეძლონ საქართველოში უცხოური
დაფინანსების შემოტანა. საქართველოს სუვერენიტეტის ასეთი აშკარა
დარღვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი
რეაგირების გარეშე ვერ დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს
სუვერენიტეტის უფრო მეტად დაცვისა და განმტკიცების მიზნით,
წარმოდგენილი
კანონპროექტით
წესდება
პასუხისმგებლობა
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შესაბამისი
წესები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების
აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან
გამომდინარე,
მოითხოვს
საკანონმდებლო
ცვლილების
განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სათანადოდ მოწესრიგდება
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
2025 წლის 16 აპრილს განხორციელებული საკანონმდებლო
ცვლილებით დადგინდა წესი, რომლის თანახმად, „გრანტების შესახებ“
7
საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულმა გრანტის
მიმღებმა უცხოური გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის ან
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი
პირის/ორგანოს წინასწარი თანხმობით უნდა მიიღოს. წარმოდგენილი
კანონპროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული გრანტის
მიმღები უცხოურ გრანტს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს
მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს
წინასწარი თანხმობის გარეშე მიიღებს, ამ უცხოური გრანტის მიმღები
სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას
დაექვემდებარება.
შესაბამისად, კანონპროექტით სისხლის სამართლის კოდექსს ემატება
3191 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც დანაშაულად
განისაზღვრება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2
მუხლის პირველი პუნქტითა და 51 მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრული
უცხოური
გრანტის
იმავე
კანონით
გათვალისწინებული გრანტის გამცემისგან გრანტის მიმღების მიერ
შესაბამისი თანხმობის გარეშე პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღება ან
ასეთი გრანტის გამოყენება.
2025 წლის 16 აპრილს განხორციელებული საკანონმდებლო
ცვლილებით ასევე დადგინდა, რომ უცხოური გრანტი მხოლოდ
საგრანტო ხელშეკრულებაში მითითებული მიზნებისთვის შეიძლება
იქნეს გამოყენებული. სხვა მიზნებისთვის გრანტის გამოყენება
დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემისა (დონორის) და საქართველოს
მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული
უფლებამოსილი
პირის/ორგანოს
თანხმობით.
წარმოდგენილი
კანონპროექტით იმ შემთხვევაში, თუ გრანტის მიმღები მიღებულ
უცხოურ გრანტს საგრანტო ხელშეკრულებაში მითითებული
მიზნისგან განსხვავებული მიზნით გამოიყენებს, გრანტის მიმღები
სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას დაექვემდებარება.
შესაბამისად, კანონპროექტით სისხლის სამართლის კოდექსს ემატება
3191 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც დანაშაულად
განისაზღვრება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული თანხმობის გარეშე სათანადო დოკუმენტში
მითითებული მიზნისგან განსახვავებული მიზნით საქართველოსთან
დაკავშირებულ
პოლიტიკურ
საკითხზე
აქტივობის
განსახორციელებლად გრანტის მიმღების მიერ უცხოური გრანტის
გამოყენება.
8
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა იურიდიული პირი
საზღვარგარეთ
დარეგისტრირდა
და
საქართველოსთან
დაკავშირებული პოლიტიკური საკითხების თაობაზე აქტივობას
საზღვარგარეთიდან აგრძელებენ. გარდა ამისა, უფრო მეტად
გაძლიერდა საქართველოს სუვერიტეტის ხელყოფა იმ იურიდიული
პირების მიერ, რომლებიც ყოველთვის საზღვარგარეთ იყვნენ
დარეგისრირებულნი, თუმცა მათი საქმიანობის ძირითად სფეროს
საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე აქტივობის
განხორციელება წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე,
წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალი
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ის იურიდიული
პირები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან დარეგისტრირებულნი და
მათი
საქმიანობის
ძირითად
სფეროს
საქართველოსთან
დაკავშირებული საკითხების თაობაზე აქტივობის განხორციელება
წარმოადგენს, ვალდებულნი არიან გრანტი მხოლოდ საქართველოს
მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული
უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობით მიიღონ, ამასთანავე,
წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ კანონპროექტით დგინდება, რომ თუ ასეთი იურიდიული პირი
გრანტს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ
განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობის გარეშე
მიიღებს,
ის
სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას
დაექვემდებარება. შესაბამისად, კანონპროექტით სისხლის სამართლის
კოდექსს ემატება 3191 მუხლის მე-3 ნაწილი, რომლითაც დანაშაულად
განისაზღვრება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის
„12“ პუნქტით განსაზღვრული სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის
მიერ იმავე კანონით გათვალისწინებული თანხმობის გარეშე გრანტის
პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღება ან ასეთი გრანტის გამოყენება.
უნდა აღინინშოს ისიც, რომ ამჟამად მოქმედ კანონმდებლობა არ
ითვალისწინებს სპეციალურ მუხლს, რომლითაც სისხლის სამართლის
წესით დაისჯება თვალთმაქცური გარიგების შედეგად გრანტის მიღება.
შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 3191
მუხლის მე-4 ნაწილი, რომლითაც სპეციალური მუხლით დანაშაულად
9
განისაზღვრება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის
მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ან ნატურალური
ფორმით გადაცემული იმ სახსრების მიღება ან გამოყენება, რომელიც
თავისი ბუნებით გრანტია, მაგრამ გაცემულია იმავე კანონის მე-5 ან 52
მუხლებით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან
თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა
შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში
დარეგისტრირებული იურიდიული პირები, ასევე სხვა ქვეყნის
მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ან საზღვარგარეთ
რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს უხდიან ფულს იმის
სანაცვლოდ, რომ მათ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევით
საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობა
განახორციელონ.
აღნიშნულიდან
გამომდინარე
საქართველოს
1
სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 319 მუხლის მე-5 ნაწილი,
რომლითაც დანაშაულად განისაზღვრება სხვა სახელმწიფოს
მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან
დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების
სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი
სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ
გადაცემა.
ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები დაისჯება ჯარიმით,
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ხუთას
საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.
წარმოდგენილი კანონპროექტი შესაბამისი იურიდიული პირის
პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის
შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი
საქართველოს
მთავრობის
მიერ
არ
არის
ინიციირებული.
10
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი,
ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის
თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი
ითვალისწინებს
კანონის
გამოქვეყნებისთანავე
ამოქმედებას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხლვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
საჭიროების შემთხვევაში კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
აუცილებელი ხარჯები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დაფინანსდება.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტით გათვალისწინებული შესაბამისი დანაშაულის
ჩადენის
შემთხვევაში,
სასჯელის
სახით,
მათ
შორის,
გათვალისწინებული იქნება ჯარიმა. შესაბამისად, კანონპროექტის
მიღება გავლენას მოახდენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტზე
შემოსავლების ზრდის მიმართულებით. შემოსავლების ოდენობა
დამოკიდებული იქნება ჯარიმის შეფარდების სიხშირესა და
შეფარდებული ჯარიმის ოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
11
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ
მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო
ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის
მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი ჯარიმის შეფარდებას შესაძლებლობას ითვალისწინებს
იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც
კანონპროექტით გათვალისწინებულ დანაშაულს ჩაიდენენ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის
ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტი
არ
ახდენს
გავლენას
ბავშვის
უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2 )
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
12
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი
ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის
მომზადება
არ
არის
დაკავშირებული
ასეთ
ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი
მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც
მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება
კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
13
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც
მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი
მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ფრაქცია „ქართული ოცნება“.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
ფრაქცია „ქართული ოცნება“.
14