„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.01.2026
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
ნომერი
#252/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 10
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 8
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-01-29
ბიუროს ნომერი 106

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15313 მუხლი: „მუხლი 15313. მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა 1. მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას − 20 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა, − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას − 40 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებული ან განსახორციელებელი აქტივობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22910 მუხლი: 1 „მუხლი 22910. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ კოდექსის 15313 სამართალდარღვევის მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.“. 3. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 392 პუნქტი: „392. ამ კოდექსის 15313 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილი პირები.“. 4. 242-ე მუხლის 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. ამ კოდექსის 552, 555, 556, 1502, 1503, 1511, 152-ე და 1523−152 9 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153 4 მუხლით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539, 15313, 1583 და 1584 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებითა და 17210 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევს გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 5. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 171-ე და 1752 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღეღამის ვადაში, ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 142-ე და 154-ე მუხლებით, 1741 მუხლის მე-4, მე-6, მე-8 და მე9 ნაწილებითა და 1742 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 501, 511, 513, 533, 55-ე, 552, 553, 555, 556, 582, 592, 61-ე და მე-80 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 99ე, 1001, 1002, 103-ე, 1032 და 1033 მუხლებით, 1034 მუხლის პირველი და მე-2 2 ნაწილებით, 104-ე, 1051, 1071, 141-ე, 143-ე−1441, 1443−1445, 14410, 145-ე, 1461, 148-ე−1501, 1511, 152-ე, 1522−1529, 153-ე, 15313, 1541, 1542, 156-ე−1581,159ე, 1595−1599, 163-ე, 164-ე, 1661, 167-ე, 170-ე, 174-ე და 175-ე მუხლებით, 177ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1771 მუხლით, 177 13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და 1791, 180-ე−1831, 185-ე−1852, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 7 დღის ვადაში.“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკური პარტიისთვის დაუშვებელია შემოწირულების მიღება საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან. ამის გათვალისწინებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს მეწარმე იურიდიული პირის მიერ მათი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებს მიღმა პოლიტიკური პროცესებზე არაპროპორციული გავლენის პრევენციასა და პოლიტიკური პროცესების სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და თანასწორი მონაწილეობის უზრუნველყოფას. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მეწარმე იურიდიული პირები, როგორც ეკონომიკური ძალაუფლების მქონე პირები, ფლობენ მნიშვნელოვან ფინანსურ, ორგანიზაციულ და საკომუნიკაციო რესურსებს, რომელთა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ქმნის რისკს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირება განხორციელდება არა საზოგადოებრივი ინტერესების, არამედ კერძო ეკონომიკური ინტერესების გავლენით. რეგულაცია არ ზღუდავს მეწარმე იურიდიული პირის თავისუფლებას განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა ან გამოხატოს მოსაზრება მის საქმიანობასთან პირდაპირ დაკავშირებულ საკითხებზე. შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ აქტივობაზე, რომელიც 4 ფუნქციურად არ უკავშირდება მის სამეწარმეო მიზნებს და ფაქტობრივად პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად გამოიყენება. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით განისაზღვრება პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისთვის, რომლებითაც პოლიტიკური აქტივობა არ არის დაკავშირებული სუბიექტის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან და სცდება მისი პროფესიული ან დარგობრივი ინტერესების დაცვას. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს პოლიტიკური კონკურენციის თანასწორ პირობებში განხორციელებას, დემოკრატიულ პროცესების დაცვას ეკონომიკური ძალაუფლების დომინირებისგან და საზოგადოების ნდობის გაძლიერებას პოლიტიკის ფორმირების პროცესის მიმართ. ა.ა.ბ) არსებული აუცილებლობა: პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, დაწესდება სანქცია და მეწარმე იურიდიული პირები არ განახორციელებენ იმ პოლიტიკურ აქტივობას, რომელიც არ არის საქმიანობასთან, დაკავშირებული მათ ძირითად რაც მნიშვნელოვნად გაზრდის პროცესების მიმართ გამჭვირვალობას და იურიდიული პირების მხრიდან ფინანსური რესურსების გამოყენებით პოლიტიკურ სამეწარმეო პოლიტიკური შეამცირებს მეწარმე და ორგანიზაციული გადაწყვეტილებებზე არაპროპორციული გავლენის მოხდენის რისკს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება შესაბამისი მუხლები და ნაწილები, რომლებითაც დგინდება ახალი ადმინისტრაციული სახდელი 5 მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. ამავე სამართალდარღვევის მუხლის შენიშვნაში ხდება პოლიტიკური აქტივობის განმარტება. აგრეთვე განისაზღვრება სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და ადმინისტრაციული სახდელი დადებაზე უფლებამოსილი ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილების მიზნებიდან გამომდინარე არ არის გათვალისწინებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): 6 ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რაც გამოწვეული იქნება პროექტით დაწესებული ახალი სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული სანქციის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვით, რომლის დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევის ფულადი ოდენობაც ყოველწლიურ რაოდენობაზე. კანონპროექტით, სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი ნორმები, რომელთა საფუძველზეც მეწარმე იურიდიული პირების მიერ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის სამეწარმეო საქმიანობასთან გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით, განმეორებით იგივე ქმედების ჩადენა - 40 000 ლარის ოდენობით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან ახალი სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელი იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, რაც დაკავშირებული იქნება ადმინისტრაციულ ხარჯებთან, ხოლო ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევის ყოველწლიურ რაოდენობაზე. 7 ამასთან, კანონპროექტით წარმოდგენილი ახალი სამართალდარღვევების განხილვისა და მასზე ოქმის შედგენის უფლებამოსილება ექნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილის პირს, შესაბამისად საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯების გამოყოფა მოხდება საელმწიფო აუდიტის სამსახურის ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვითსახელმწიფოსარეკისრებაახალიფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენ პირებზე, მათთვის ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, კერძოდ, განისაზღვრება ჯარიმის ოდენობა 20 000 ლარის ოდენობით, აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა განისაზღვრება 40 000 ლარის ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგინდება მეწარმე იურიდიული პირის მიერ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისათვის რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, რაც 8 გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით, აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 40 000 ლარის ოდენობით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტით მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არახდენს გავლენას ქალისადამამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის სტანდარტებთან: მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: 9 კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. 10 ე) კანონპროექტის ავტორი ფრაქცია „ქართული ოცნება“. ვ) კანონპროექტის ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნება“. 11