„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (252/3-XIმპ, 21/01/2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონების პროექტები გამომდინარე „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (252/3-XIმპ, 21/01/2026): (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 8
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 8
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-01-29
ბიუროს ნომერი 106
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„მოქალაქეთა
პოლიტიკური
გაერთიანებების
შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ.
76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„3. პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობასთან
დაკავშირებული, ამ კანონით დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე იმ
პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური
მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ
რესურსებს იყენებს.
4. განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე ფიზიკურ პირზე ამ
კანონთან
ერთად
ვრცელდება
საქართველოს
ორგანული
კანონით
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამოუკიდებელი კანდიდატისთვის
დადგენილი ნორმები.“.
2. 71 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 71
განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირად მიიჩნევა
სუბიექტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული პოლიტიკურ პარტიად,
თუმცა თავისი საქმიანობის შინაარსითა და საჯარო მოქმედებით, მათ შორის,
მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში
მონაწილეობით, არსებითად ჰგავს პოლიტიკურ პარტიას.“.
3. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3-მე-6 პუნქტები:
„3. დაუშვებელია პარტიის წევრი იყოს პირი, რომელმაც უცხოური ძალის
ინტერესების
გამტარებელ
ორგანიზაციასთან
დადებული
შრომითი
ხელშეკრულების საფუძველზე სრულად ან ნაწილობრივ მიიღო შემოსავალი.
აღნიშნულ
პირს
ეკრძალება
პოლიტიკური
პარტიის
წევრობა
იმ
კალენდარული წლიდან 8 წლის განმავლობაში, როცა მან ბოლოს მიიღო
შემოსავალი უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისგან.
4. ამ კანონის მიზნებისათვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი
ორგანიზაცია არის:
ა) ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დაფუძნებული, რომელიც არ არის
„სპორტის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და
მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ
კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში
მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო
უცხოური ძალაა;
გ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად
ფლობს
საქართველოში
მოქმედ
მასობრივი
ინფორმაციის
ბეჭდურ
2
საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული
მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური
ძალაა;
დ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან
ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს
სახელმწიფო
ენაზე
გამავრცელებელი
ინტერნეტსაშუალებისთვის
განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ
კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული
შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.
5. ამ კანონის მიზნებისათვის უცხოური ძალა არის:
ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
გ)
იურიდიული
პირი,
რომელიც
საქართველოს
კანონმდებლობის
საფუძველზე არ არის დაფუძნებული;
დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია,
კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი
გაერთიანება,
რომელიც
უცხო
სახელმწიფოს
სამართლის
ან/და
საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.
6. აუდიტის სამსახურის მიერ აღნიშნული საკითხის თაობაზე მიღებული
გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.“.
4. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პარტიის, პარტიის წევრისა და განცხადებული
პარტიულ-პოლიტიკური
მიზნის მქონე პირის ქონება და ფინანსები, მათი ფინანსური საქმიანობის
მონიტორინგი“.
3
5. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. პოლიტიკური პარტიის მიერ ნებისმიერი უცხოური სახსრების მიღება
იწვევს ამ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირის საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.“.
6. 261 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარტიისთვის ამ თავით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება პირზე,
რომელსაც თავად აქვს განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნები და
რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ
რესურსებს იყენებს.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფიზიკური პირი, რომელსაც თავად აქვს განცხადებული
პარტიულ-
პოლიტიკური მიზნები და ამ მიზნებისთვის გასწევს ხარჯებს, ვალდებულია
შექმნას სპეციალური ფონდი.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.
შეზღუდვების
პოლიტიკური
მიზანია
მიზნების
პარტიის
მქონე
და
განცხადებული
პარტიულ-
პირის
პოლიტიკურ
მიზნებთან
დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების რეგულირება და მათი
გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ამ მუხლით განსაზღვრულ პირებზე
შეზღუდვები
ვრცელდება
მხოლოდ
იმ
ქმედებებისთვის,
უკავშირდება
საარჩევნო
მიზნების
მისაღწევად
რომლებიც
ფინანსური
ან
სხვა
მატერიალური ან არამატერიალური რესურსების გამოყენებას. შეზღუდვები
არ
ვრცელდება
ეკონომიკურ/სამეწარმეო
საქმიანობაზე,
საკუთრების
უფლებაზე, სხვა კერძოსამართლებრივ უფლებებსა და თავისუფლებებზე, თუ
ისინი არ უკავშირდება საარჩევნო მიზნებს ან/და არ ხორციელდება
4
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისათვის გვერდის
ავლის მიზნით.“;
დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეიძლება გამოყენებულ
იქნეს
გამოხატვის
თავისუფლებისა
და
წინასაარჩევნო
აგიტაციის
წინააღმდეგ.“.
ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვები მოქმედებს პირისთვის პარტიულპოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსის მინიჭებიდან. აღნიშნული
სტატუსი პირს შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერ დროს იმ მომენტიდან, როდესაც
პირმა
აღნიშნული
მიზანი
გამოავლინა.
აუდიტის
სამსახურის
მიერ
აღნიშნული საკითხის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ
აჩერებს მის მოქმედებას.“.
ვ) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის მიერ
აკრძალული შემოწირულების მიღება, დეკლარაციის წარუდგენლობა ან
დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა იწვევს ამ განცხადებული
პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.“.
7. 341 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული
ფაქტის
დადგენის
მიზნით
უფლებამოსილია
განახორციელოს პარტიის წევრის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.
სახელწმიფო
აუდიტის
სამსახური
უზრუნველყოფს
მონიტორინგის
5
შედეგების
ხელმისაწვდომობას
შესაბამისი
ადმინისტრაციული
ორგანოსთვის.“.
ბ) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) მონიტორინგის განსახორციელებლად პარტიისგან, პარტიის წევრისგან,
განცხადებული
პარტიულ-პოლიტიკური
მიზნის
მქონე
პირისგან
გამოითხოვოს ინფორმაცია მისი ფინანსების შესახებ;“;
გ) მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) პარტიის ან განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის
მიერ
ამ
თავით
გათვალისწინებული
ვალდებულების
ჯეროვნად
შეუსრულებლობის შემთხვევაში მისცეს მას მითითება შესაბამისი ხარვეზის
აღმოფხვრის
შესახებ
და
აღნიშნული
ხარვეზის
აღმოსაფხვრელად
გონივრული ვადა განუსაზღვროს;“;
დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია პარტიის, პარტიის
წევრის ან განცხადებული
პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის
ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით განახორციელოს აგრეთვე
შემდეგი ღონისძიებები:
ა) ფიზიკური პირის გამოკითხვა ამ კანონით დადგენილი წესით;
ბ)
ფიზიკური
პირის
მაგისტრატი
მოსამართლის
წინაშე
დაკითხვა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
გ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან
(მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან
საჭირო
ინფორმაციის,
მათ
შორის,
განსაკუთრებული
კატეგორიის
პერსონალური მონაცემის, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების
(გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო
საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაციის, გამოთხოვა.“.
6
8. 342 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
პარტიის/საარჩევნო
სუბიექტის
ან
განცხადებული
პარტიულ-
პოლიტიკური მიზნის მქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით
აკრძალული
შემოწირულების/საწევრო
შენატანის
მიღება
ან/და
შემოწირულების/საწევრო შენატანის დამალვა −
გამოიწვევს
ამ
შემოწირულების/საწევრო
შენატანის
საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას და პარტიის/საარჩევნო სუბიექტის ან
განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის დაჯარიმებას
აღნიშნული შემოწირულების/საწევრო შენატანის ორმაგი ოდენობით.“.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
პარტიის,
საარჩევნო
სუბიექტის
ან
განცხადებული
პარტიულ-
პოლიტიკური მიზნის მქონე პირის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ
საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების ან საწევრო
შენატანის მიღება ან/და შემოწირულების ან საწევრო შენატანის თაობაზე
ინფორმაციის დამალვა −
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ შემოწირულების ან საწევრო შენატანის ორმაგი
ოდენობით.”.
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მის მიერ მოთხოვნილი, ამ
კანონით ან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი
ვალდებულების შეუსრულებლობა ან კანონის თანახმად პარტიისთვის ან
განცხადებული
პარტიულ-პოლიტიკური
მიზნის
მქონე
პირისთვის
7
მიცემული შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მითითების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით,
კვალიფიციური პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით, სხვა სუბიექტის
დაჯარიმებას 2 000 ლარით.“.
9. 343 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის მიერ პარტიის, პარტიის წევრის, საარჩევნო სუბიექტის
ან განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის ფინანსური
საქმიანობის მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია,
შეიძლება ნებაყოფლობით გამოჰკითხოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.
დაუშვებელია გამოსაკითხი პირის იძულება, წარადგინოს მტკიცებულება ან
გასცეს ინფორმაცია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
8
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტის მიზანია პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენებისა და
გარე ჩარევებისგან დაცვის უზრუნველყოფა. პოლიტიკური პარტია, როგორც
საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი
მოქალაქეთა
ნებაყოფლობითი,
დამოუკიდებელი
გაერთიანება,
მნიშვნელოვანია შედგებოდეს იმ პირთაგან, რომელთაც არ ამოძრავებთ
ქართულ სახელმწიფოებრიობაზე უპირატესი და მის ფარგლებს მიღმა
არსებული გარე ინტერესი.
აქედან
გამომდინარე,
აუცილებელია
საკანონმდებლო
ცვლილების
განხორციელება, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკური პარტიის წევრობის
ისეთ გამომრიცხველ გარემოებას, რომელიც მიუთითებს მის ფინანსურ
დამოკიდებულებას უცხოურ ძალასთან.
საკითხის
სრულყოფილი
რეგულირების
მიზნით,
საჭიროა
კანონში
გამოყენებული ტერმინის — „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე“ —
ჩანაცვლება ტერმინით — „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის
მქონე“, რაც უზრუნველყოფს სამართლებრივი რეგულირების შინაარსობრივ
დაზუსტებას, გაფართოებასა და მისი ეფექტიანობის ზრდას.
9
გამომდინარე იქიდან, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ქმნის რეალურ
საფრთხეს, რომ პოლიტიკური პროცესები და გადაწყვეტილებები აღმოჩნდეს
უცხო გავლენის ქვეშ, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს
ფუნდამენტურ პრინციპებს, შესაბამისად, სახელმწიფო სუვერენიტეტის,
დემოკრატიული
მმართველობისა
და
პოლიტიკური
პროცესის
დამოუკიდებლობის დაცვის მიზნით, საჭიროა პოლიტიკური პარტიის
ხელმძღვანელი პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
დაკისრება უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში. აღნიშნული
პრინციპი
საჭიროა
გავრცელდეს
აგრეთვე
განცხადებული
პარტიულ-
პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახული მიზნების მიღწევა, მისი არსიდან გამომდინარე,
საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას „მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
საკანონმდებლო
ცვლილების
შედეგად,
განისაზღვრება
პოლიტიკური
პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი, რაც დაკავშირებული იქნება
უცხოური ძალისგან შემოსავლის მიღებაზე. „განცხადებული საარჩევნო
მიზნის მქონე“ — ჩანაცვლდება ტერმინით — „განცხადებული პარტიულპოლიტიკური
მიზნის
მქონე“,
რეგულირების
შინაარსობრივ
ეფექტიანობის
ზრდას.
რაც
უზრუნველყოფს
დაზუსტებას,
აგრეთვე,
უცხოური
სამართლებრივი
გაფართოებასა
დაფინანსების
და
მისი
მიღების
შემთხვევაში, განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირისა
10
და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად:
განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის
საფუძველი. კერძოდ, ის პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით
არის დასაქმებული ორგანიზაციაში, რომელიც ფინანსდება უცხოური
ძალისგან,
ეკრძალება
პოლიტიკური
პარტიის
წევრობა
8
წლის
განმავლობაში;
„განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე“ — ჩანაცვლდება ტერმინით
— „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე“;
უცხოური
დაფინანსების
მიღების
შემთხვევაში,
განისაზღვრება
პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირისა და განცხადებული
პარტიულ-პოლიტიკური
მიზნის
მქონე
სუბიექტის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან
მიმართებაში
(კანონპროექტი
არ
არის
ინიციირებული
საქართველოს
მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება
11
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი
მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო
გვიანდელი ვადის დადგენას.
ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის
მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან, მათ შორის, საჭირო დამატებითი ადამიანურიმატერიალური
რესურსის
მობილიზებასთან
(ასეთის
საჭიროების
შემთხვევაში), დაკავშირებით ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურისთვის
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
12
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში. აღნიშნულმა პროცესმა შესაძლოა მოითხოვს
ადამიანური რესურსის მობილიზება, რაც ასევე დაკავშირებული იქნება
დამატებით ხარჯებთან. ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურისთვის
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი
ფინანსური
ვალდებულებების
(საშინაო
ან
საგარეო
ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
13
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და
ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
ხელშეკრულების/შეთანხმების
შეთანხმებებთან,
არსებობის
აგრეთვე,
შემთხვევაში,
ისეთი
რომელსაც
14
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და
ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის
მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტი,
ან/და
სამუშაო
საერთაშორისო
ჯგუფი,
რომელმაც
მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
15
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის
სფეროში,
იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი
მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება“.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ქართული ოცნება“.
16