„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
08.04.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, ზაზა ლომინაძე, ზაურ დარგალი, არჩილ ბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, შოთა ხაბარელი, ნიკა ელისაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ზვიად შალამბერიძე, დიმიტრი სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხახუბია
ნომერი
#295/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-14
ბიუროს ნომერი 125

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) საკრებულოს უფლებამოსილებას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების გარდა, აგრეთვე განეკუთვნება თვითმმართველი ქალაქის მერის წარდგინებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, აგრეთვე მისი დებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება.“. 2. 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მერი: ა) თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებას (დებულებას);“. 3. 105-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განკარგვა − მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსთვის, ავტონომიური რესპუბლიკისთვის, შესაბამისი მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის, თბილისისა და სხვა თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში გადაცემა;“. და დადგენილი წესით საკუთრებაში/სარგებლობაში უსასყიდლოდ 3. 1061 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1062 მუხლი: „მუხლი 1062. თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების წესი 1. თვითმმართველი ქალაქის საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, თვითმმართველი ქალაქის საკრებულო უფლებამოსილია დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. თვითმმართველი ქალაქის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც თვითმმართველი ქალაქის მერის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს წინამდებარე მუხლით განსაზღვრულ საქმიანობას. 3. თვითმმართველი ქალაქის საკრებულო უფლებამოსილია მერის წარდგინებით დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მშენებლობის შეტყობინების შეთანხმების ან მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების შემუშავების, შესაბამისი კვლევის ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, გარე რეკლამის განთავსების რეგულირების, ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფისა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირების ან სხვა მიზნით. 4. ამ მუხლით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, აგრეთვე, მისი დებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას, თვითმმართველი ქალაქის მერის წარდგინებით, იღებს თვითმმართველი ქალაქის საკრებულო. 5. თვითმმართველი ქალაქის საკრებულო უფლებამოსილია, თვითმმართველი ქალაქის მერის წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდების/დებულებით განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურების, საფასურის ოდენობა. 6. თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონმდებლობით ან/და თავისი დებულებით გათვალისწინებული საქმიანობა. 7. მერი უფლებამოსილია თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესი და პირობები. 8. თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებით. 9. თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თვითმმართველი ქალაქის მერი. 10. თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს უფლებამოსილებების განსახორციელებლად მოძრავი ქონება გადაეცემა სარგებლობის ან საკუთრების უფლებით, ხოლო უძრავი ქონება - სარგებლობის უფლებით, ამ კანონით დადგენილი წესით. თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერი. 11. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია თავის საკუთრებაში არსებული ქონება უსასყიდლოდ გადასცეს თვითმმართველ ქალაქს. 12. თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თანხმობით საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია თავის საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობაში გადასცეს ამ კანონის XV თავითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 13. თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით). 14. თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თვითმმართველი ქალაქის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 15. თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, მის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ პროექტის მომზადება განპირობებულია იმ გარემოებებით, რომ თვითმმართველ ქალაქებს, გარდა თბილისისა, არ აქვთ უფლება, დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამასთანავე, თვითმმართველი ქალაქები (გარდა თბილისისა) უფლებამოსილნი არ არიან განახორციელონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრული საქმიანობა, მომსახურება ან/და დაჩქარებული მომსახურება, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურება, გარე რეკლამის განთავსების რეგულირება და სხვა. თვითმმართველი ქალაქების მიერ სხვადასხვა მნიშვნელოვანი სფეროს (მათ შორისსამშენებლო, სატრანსპორტო, სარეკლამო ან/და სხვა), მართვის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, მიზანშეწონილია მათ კანონით მიენიჭოთ უფლება, მერის წარდგინებით დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირი მშენებლობის შეტყობინების შეთანხმების ან მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების ჩატარებისა და დეტალური რეკომენდაციების გეგმების შემუშავების, მომზადების, გარე შესაბამისი რეკლამის კვლევის განთავსების რეგულირების, ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფისა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირების ან სხვა მიზნით. ქალაქის არქიტექტურული, სატრანსპორტო და ურბანული განვითარების მიზნით, ერთიანი ხედვისა და იერსახის დაცვისათვის აუცილებელია კანონში სხვადასხვა სანებართვო რეგულირების შემოღება, რადგანაც ზემოხსენებული ნებართვების გაცემის უფლებამოსილების საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან ცალკე განხორციელება არაეფექტური იქნება. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია თვითმმართველი ქალაქების საქმიანობის ეფექტიანობის გაძლიერება, მათთვის დამატებითი ინსტიტუციური მექანიზმის - საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესაძლებლობის განსაზღვრის გზით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოთხოვნის შესაბამისი მუნიციპალური სერვისების მიწოდება. ამასთანავე, ცვლილებების უფლებამოსილება, შედეგად, განსაზღვრონ თვითმმართველ შესაბამისი საქმიანობის, ქალაქებს მიენიჭებათ მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასური, რაც, ერთი მხრივ, შექმნის მუნიციპალური სერვისების დაჩქარებული წესით მიღების შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, საჯარო და მუნიციპალური სერვისების დახვეწა ხელს შეუწყობს თვითმმართველი ქალაქების ფინანსური თვითკმარობის ზრდას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სათანადოდ მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს, მერის წარდგინებით, მიენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის, დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება. აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას, მშენებლობის შეტყობინების შეთანხმების ან მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების შემუშავების, შესაბამისი კვლევის ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, გარე რეკლამის განთავსების რეგულირების, ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფისა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირების ან სხვა მიზნით. ამასთანავე, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს მიენიჭება უფლებამოსილება, თვითმმართველი ქალაქის მერის წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურების საფასურის ოდენობა. ცვლილებების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის მერს ექნება უფლებამოსილება, დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველი ქალაქი გადაწყვეტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებას, კანონპროექტის მიღება განაპირობებს ფინანსური გავლენის წარმოქმნას, როგორც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებას არ ექნება სავალდებულო ხასიათი თვითმმართველი ქალაქებისათვის. თვითმმართველი ქალაქის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება გავლენას იქონიებს თვითმმართველი ქალაქის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგანაც კანონის საფუძველზე მოხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების გაწევა. ამასთანავე, სსიპ-ებში დასაქმდებიან პირები, რომლებიც გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადებს, რაც გავლენას მოახდენს შესაბამისი დონის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. სსიპ-ების დაფუძნების შედეგად, გაჩნდება დაჩქარებული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა, რომლის საფასურიდან მიღებული შემოსავალიც მიემართება სსიპ-ის ბიუჯეტში, ხოლო კანონით დადგენილი მოსაკრებლები - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველი ქალაქი გადაწყვეტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებას, აღნიშნული დაკავშირებული იქნება საბიუჯეტო ხარჯებთან. ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სერვისის განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭება სსიპ-ს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შესთავაზებს სერვისებს და ამ მიზნით დააწესებს შესაბამის საფასურს, მათ შორის, დაჩქარებული მომსახურების საფასურის სახით. ამასთანავე, თვითმმართველი ქალაქების მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შემთხვევაში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, სადაც დასაქმდებიან პირები და მიიღებენ შესაბამის შრომის ანაზღაურებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი და მოსაკრებელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტით მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ზვიად შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, დიმიტრი სამხარაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ნიკა ელისაშვილი, ნინო წილოსანი, ზაურ დარგალი, შოთა ხაბარელი, ზაზა ლომინაძე, არჩილ ბერიძე, გიორგი ხახუბია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ზვიად შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, დიმიტრი სამხარაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ნიკა ელისაშვილი, ნინო წილოსანი, ზაურ დარგალი, შოთა ხაბარელი, ზაზა ლომინაძე, არჩილ ბერიძე, გიორგი ხახუბია.