„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
08.04.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, ზაზა ლომინაძე, ზაურ დარგალი, არჩილ ბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, შოთა ხაბარელი, ნიკა ელისაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ზვიად შალამბერიძე, დიმიტრი სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხახუბია
ნომერი
#295/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-14
ბიუროს ნომერი 125

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018717) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 25-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) საკრებულოს მიერ, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირში დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოები დგინდება საჯარო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში.“. ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის და სხვა თვითმმართველი ქალაქებისა) დაფინანსებაზე მყოფი ან/და მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის და სხვა თვითმმართველი ქალაქებისა) მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს;”; ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) საკრებულოს მიერ, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ყაველაშვილი მიხეილ
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსახორციელებელი ცვლილების შესაბამისად. კერძოდ, ორგანული კანონის პროექტით გათვალისწინებულია თვითმმართველი ქალაქის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების ეფექტიან განხორციელებას, მათ შორის მუნიციპალური სერვისების მიწოდებას, ადმინისტრაციული პროცესების დაჩქარებასა და სხვადასხვა ნებართვასთან დაკავშირებული მომსახურებების შესრულებას. ვინაიდან საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსახორციელებელი ცვლილების მიზანია უზრუნველყოფილ იქნეს მოთხოვნის შესაბამისი მუნიციპალური სერვისის მიწოდება, თვითმმართველი ქალაქების საქმიანობის ეფექტიანობის გაძლიერება, მათ შორის სამშენებლო სფეროს მართვის ეფექტიანობის გაზრდა და ამ მიზნით დებულებით განსაზღვრულ საქმიანობასა და მომსახურებასთან ერთად დაჩქარებული მომსახურება, რაც გულისხმობს ამ დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა მაღალ კომპეტენციას, კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებას, მნიშვნელოვანია, რომ ამ პირთა თანამდებობირივი სარგო შეესაბამებოდეს მათ მიერ შესასრულებელ ფუნქციურ დატვირთვას და მოთხოვნას მათი მაღალი კვალიფიცურობის და სამუშაო გამოცდილების თაობაზე. აგრეთვე, ვინაიდან „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს შესაბამის სარგოს რეგულაციას სხვა თვითმმართველი ქალაქების მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დასაქმებულთა თანამდებობრივ სარგოსთან დაკავშირებით, ორგანული კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილების შედეგად, რომელიც ყველა თვითმმართველ ქალაქს ანიჭებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილებას, აუცილებელი გახდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების განხორციელება, რათა კანონმდებლობა მოიცავდეს თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის მკაფიო სამართლებრივ მექანიზმს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: სათანადოდ მოწესრიგდება „ა.ა.ა“ კანონპროექტით განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს მიერ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და სსიპ-ში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოს დადგენის წესი, რომლის თანახმადაც, დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოები დგინდება საჯარო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. ხოლო ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველი ქალაქი გადაწყვეტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებას, აღნიშნული იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. თვითმმართველი ქალაქების მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმდებიან პირები, რომლებიც გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადებს, რაც გავლენას მოახდენს შესაბამისი დონის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: თვითმმართველი ქალაქის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, მანამდე, სანამ საჯარო სამართლის იურიდიული პირი საკუთარი შემოსავლებით არ უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯების დაფარვას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებიც დასაქმდებიან თვითმმართველი ქალაქების მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. საჯარო სამართლის იურიდიული პირში დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოები დგინდება საჯარო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: მდგომარეობაზე კანონპროექტით კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ზვიად შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, დიმიტრი სამხარაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ნიკა ელისაშვილი, ნინო წილოსანი, ზაურ დარგალი, შოთა ხაბარელი, ზაზა ლომინაძე, არჩილ ბერიძე, გიორგი ხახუბია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ზვიად შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, დიმიტრი სამხარაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ნიკა ელისაშვილი, ნინო წილოსანი, ზაურ დარგალი, შოთა ხაბარელი, ზაზა ლომინაძე, არჩილ ბერიძე, გიორგი ხახუბია.