„რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
08.04.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, ზაზა ლომინაძე, ზაურ დარგალი, არჩილ ბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, შოთა ხაბარელი, ნიკა ელისაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ზვიად შალამბერიძე, დიმიტრი სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხახუბია
ნომერი
#295/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-14
ბიუროს ნომერი 125

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1112, 14.03.1998, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო თვითმმართველი ქალაქის შემთხვევაში (გარდა თბილისისა) - მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით.”. ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. გარე რეკლამაზე მითითებული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის ორგანოს ან თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ რეკლამის გამავრცელებელზე გაცემული ნებართვის ნომერი.”. 2. 21-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისათვის პასუხისმგებელი არიან მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები ან თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.”; ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. რეკლამის დამკვეთს, მწარმოებელსა და გამავრცელებელს უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოს მიმართონ განცხადებით მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ან თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ. გადაწყვეტილების 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული განცხადების სასამართლოში შეტანა არ აჩერებს მუნიციპალიტეტის ორგანოს ან თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადაწყვეტილების შესრულებას, თუ სასამართლომ არ გამოიტანა გადაწყვეტილება მისი შეჩერების შესახებ.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსახორციელებელი ცვლილების შესაბამისად. მოქმედი კანონმდებლობით, თვითმმართველ ქალაქებს (გარდა თბილისისა) არ გააჩნიათ შესაძლებლობა, დააფუძნონ საჯარო სამართლი იურიდიული პირი და შესაბამისად, განახორციელონ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ცალკეული სანებართვო საქმიანობები. კერძოდ, ორგანული კანონის პროექტით გათვალისწინებულია თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების ეფექტიან განხორციელებას, მათ შორის მუნიციპალური სერვისების მიწოდებას, ადმინისტრაციული პროცესების დაჩქარებას და სხვადასხვა ნებართვასთან დაკავშირებული მომსახურებების შესრულებას. შესაბამისად, მიზანშეწონილია ცვლილებების შეტანა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში, რათა უზრუნველყოფილი იყოს თვითმმართველი ქალაქების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ჩართულობა იმ სანებართვო საქმიანობებში, რომლებიც დაკავშირებულია მუნიციპალური კომპეტენციის განხორციელებასთან, მათ შორის: მშენებლობის ნებართვების ადმინისტრირება, აგრეთვე სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დადგენა და გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის გაცემა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სათანადოდ მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით დგინდება ნორმატიული საფუძველი მუნიციპალური სერვისების მიწოდების ეფექტიანობის ამაღლებისა და ადმინისტრაციული პროცესების ოპტიმიზაციისთვის. წინამდებარე კანონპროექტი წარმოადგენს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" განხორციელებული რეფორმის ლოგიკურ გაგრძელებას და შექმნის თანმიმდევრულ სამართლებრივ ჩარჩოს თვითმმართველი ქალაქების დეცენტრალიზებული უფლებამოსილებების რეალიზებისთვის. თვითმმართველი ქალაქის არქიტექტურული განვითარების მიზნით, ერთიანი ხედვისა და იერსახის დაცვისათვის აუცილებელია კანონში გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის გამცემის უფლებამოსილება მიენიჭოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსთან ერთად მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსაც. გარე რეკლამის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან ცალკე განხორციელება არაეფექტური იქნება, მუნიციპალიტეტში გარე რეკლამის ადგილების განსაზღვრის, გარე რეკლამის იერსახის დადგენისა და აუქციონის თუ პირდაპირი წესით გადაცემის შემთხვევაში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველი ქალაქი გადაწყვეტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებას, აღნიშნული ხელს შეუწყობს თვითმმართველი ქალაქის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, ვინაიდან თვითმმართველ ქალაქს მიენიჭება უფლებამოსილება, სანებართვო საქმიანობის განხორციელებისას დააწესოს ნებართვის გაცემის საფასური. სსიპ-ების დაფუძნების შედეგად, გაჩნდება დაჩქარებული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა, რომლის საფასურიდან მიღებული შემოსავალიც მიემართება სსიპ-ის ბიუჯეტში, ხოლო კანონით დადგენილი მოსაკრებლები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფასთან, ვინაიდან რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევის გამოვლენისათვის ადმინისტრაციული სახდელის და მისთვის დაკისრებისთვის კანონით დადგენილი გათვალისწინებული წესით ხარჯების დაფინანსება ხორციელდებოდა და განხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნულ უფლებამოსილებას განახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შესთავაზებს სერვისებს და ამ მიზნით დააწესებს შესაბამის საფასურს, მათ შორის, დაჩქარებული მომსახურების საფასურის სახით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ზვიად შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, დიმიტრი სამხარაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ნიკა ელისაშვილი, ნინო წილოსანი, ზაურ დარგალი, შოთა ხაბარელი, ზაზა ლომინაძე, არჩილ ბერიძე, გიორგი ხახუბია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ზვიად შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, დიმიტრი სამხარაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ნიკა ელისაშვილი, ნინო წილოსანი, ზაურ დარგალი, შოთა ხაბარელი, ზაზა ლომინაძე, არჩილ ბერიძე, გიორგი ხახუბია.