„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-14
ბიუროს ნომერი 125
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო
გადაყვანის ორგანიზებასა და მართვას ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი, ხოლო
საქართველოს დედაქალაქსა და სხვა თვითმმართველ ქალაქში მსუბუქი ავტომობილით −
ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ორგანიზებასა და მართვას − ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტისა და სხვა თვითმმართველი ქალაქის მერიის სტრუქტურული
ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.“.
2. 51 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს დედაქალაქსა და სხვა თვითმმართველ ქალაქში მსუბუქი
ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა;“;
ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს დედაქალაქსა და სხვა თვითმმართველ ქალაქში მსუბუქი
ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვისა.“.
3. 52 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
საქმიანობის ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ
უფლებამოსილი მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მთავრობა, მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებული იურიდიული პირი, ხოლო რუსთავი-თბილისის მარშრუტზე − ქალაქ
რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით
დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით. სხვა თვითმმართველ ქალაქში ნებართვას
გასცემს თვითმმართველი ქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მის მიერ
დაფუძნებული იურიდიული პირი. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა
და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.“;
ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
საქმიანობაზე ნებართვას გასცემს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მის
მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული
ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. ხოლო სხვა
თვითმმართველ ქალაქში - თვითმმართველი ქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული
ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.
საქართველოს დედაქალაქსა და სხვა თვითმმართველ ქალაქებში მსუბუქი
ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საავტომობილო
მომზადება
ტრანსპორტის
განპირობებულია
შესახებ“
საქართველოს
საქართველოს
ორგანულ
კანონის
კანონში
პროექტის
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ განსახორციელებელი ცვლილების შესაბამისად.
მოქმედი კანონმდებლობით, თვითმმართველ ქალაქებს (გარდა თბილისისა) არ
გააჩნიათ შესაძლებლობა, დააფუძნონ საჯარო სამართლი იურიდიული პირი. ორგანული
კანონის პროექტით გათვალისწინებულია თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა)
მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესაძლებლობა, რაც
უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების ეფექტიან განხორციელებას,
მათ შორის მუნიციპალური სერვისების მიწოდებას, ადმინისტრაციული პროცესების
დაჩქარებას და სხვადასხვა ნებართვასთან დაკავშირებული მომსახურებების შესრულებას.
შესაბამისად, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვროს, რომ
თვითმმართველი
ქალაქების
მიერ
დაფუძნებულ
იურიდიულ
პირებს
ექნებათ
შესაძლებლობა, გასცენ ნებართვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
რეგულარული
სამგზავრო
გადაყვანისა
და
მსუბუქი
ავტომობილით
−
ტაქსით
(M1 კატეგორია) გადაყვანის თაობაზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
შემთხვევაში
სათანადოდ
მოწესრიგდება
„ა.ა.ა“
ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქების მიერ დაფუძნებულ
იურიდიულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, გასცენ ნებართვა თვითმმართველი
ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა და
მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის თაობაზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა შესაბამისი მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტი.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველი ქალაქი გადაწყვეტს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის დაფუძნებას, აღნიშნული ხელს შეუწყობს თვითმმართველი ქალაქის
მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, ვინაიდან თვითმმართველ ქალაქს
მიენიჭება უფლებამოსილება, სანებართვო საქმიანობის განხორციელებისას დააწესოს
ნებართვის გაცემის საფასური. სსიპ-ების დაფუძნების შედეგად, გაჩნდება დაჩქარებული
მომსახურების გაწევის შესაძლებლობა, რომლის საფასურიდან მიღებული შემოსავალიც
მიემართება
სსიპ-ის
ბიუჯეტში,
ხოლო
კანონით
დადგენილი
მოსაკრებლები
-
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველი ქალაქი გადაწყვეტს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის დაფუძნებას, აღნიშნული დაკავშირებული იქნება საბიუჯეტო
ხარჯებთან. ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სერვისის
განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭება სსიპ-ს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
წარმოშობს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის
შესაბამისად,
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირი,
საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ფიზიკურ და
იურიდიულ პირებს შესთავაზებს სერვისებს და ამ მიზნით დააწესებს შესაბამის საფასურს,
მათ შორის, დაჩქარებული მომსახურების საფასურის სახით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით
არ
დგინდება
გადასახადი,
მოსაკრებელი
ან სხვა
სახის
გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2)
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტით
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
პარლამენტის
წევრები:
ირაკლი
ქადაგიშვილი,
ირაკლი
შატაკიშვილი, ზვიად შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, დიმიტრი სამხარაძე, დიმიტრი
ხუნდაძე, ნიკა ელისაშვილი, ნინო წილოსანი, ზაურ დარგალი, შოთა ხაბარელი, ზაზა
ლომინაძე, არჩილ ბერიძე, გიორგი ხახუბია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს
პარლამენტის
წევრები:
ირაკლი
ქადაგიშვილი,
ირაკლი
შატაკიშვილი, ზვიად შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, დიმიტრი სამხარაძე, დიმიტრი
ხუნდაძე, ნიკა ელისაშვილი, ნინო წილოსანი, ზაურ დარგალი, შოთა ხაბარელი, ზაზა
ლომინაძე, არჩილ ბერიძე, გიორგი ხახუბია.