„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
06.05.2026
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#305/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-11
ბიუროს ნომერი 136

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი3“ ქვეპუნქტი: „ი3) საქართველოს საჰაერო კოდექსის პირველი მუხლის ჰ32 ქვეპუნქტით გათვალისწინებული კეიპტაუნის კონვენციის (შემდგომ - კეიპტაუნის კონვენცია) ფარგლებში უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებაზე;“. 2. 39-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ ქვეპუნქტი: „ე2) კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებაზე - 50 ლარს;“. 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXXIV5 თავი: “თავი XXXIV5 კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების განხილვის გამარტივებული წესი მუხლი 30932. დასაშვებობა ამ თავით დადგენილი გამარტივებული წესით შეიძლება განხილულ იქნეს კეიპტაუნის კონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე, ამავე კონვენციით გათვალისწინებული კრედიტორის მიერ წარმოდგენილი განცხადება, უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე. მუხლი 30933. განცხადება კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე 1. განცხადება, კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რომელიც წარმოადგენს საქმის გამარტივებული წესით განხილვის საფუძველს, მიზნად უნდა ისახავდეს სასამართლოს მიერ კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული კრედიტორის მიმართ ამ კოდექსის 30935 მუხლით განსაზღვრული უფლების დაცვის ერთი ან რამდენიმე ღონისძიების გამოყენების თაობაზე ბრძანების მიღებას. 2. განცხადებას კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია და შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) სასამართლოს დასახელება; ბ) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების დასახელებები; გ) განმცხადებლის მოთხოვნა, გამოყენებულ იქნეს ამ კოდექსის 30935 მუხლით განსაზღვრული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებ(ებ)ის კონკრეტული სახე(ები); დ) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ე) მტკიცებულება, კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული ხელშეკრულების დარღვევის (დეფოლტის) არსებობის თაობაზე; მოვალის მიერ ვ) კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული მოვალის თანხმობა, კრედიტორის მიერ კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებ(ებ)ის გამოყენების თაობაზე. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას სასამართლო განიხილავს კეიპტაუნის კონვენციის შესაბამისი დებულებებისა და ამ კოდექსით დადგენილი საპროცესო ნორმების დაცვით. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას სასამართლო განიხილავს განცხადების შეტანიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება სასამართლოს შეიძლება წარედგინოს კრედიტორის მიერ სარჩელის აღძვრამდეც. მუხლი 30934. განსჯადობა 1. განცხადება კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე საქართველოს საერთო სასამართლოებში შეიტანება იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელს გააჩნია უფლებამოსილება კეიპტაუნის კონვენციის 43-ე მუხლის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება სასამართლოში შეიტანება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება სასამართლოს შეიძლება წარედგინოს მიუხედავად იმისა, დავის საგანზე სარჩელი განსახილველად წარედინება საქართველოს საერთო სასამართლოებს, კეიპტაუნის კონვენციის ხელშემკვრელი სხვა სახელმწიფოს სასამართლოს თუ არბიტრაჟს. მუხლი 30935. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებები 1. ამ კოდექსის 30933 მუხლით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული კრედიტორის მიმართ გამოიყენოს უფლების დაცვის დროებითი ღონისძიება, რომელიც შეიძლება იყოს: ა) საავიაციო ობიექტის შენარჩუნება, მისი ღირებულების შენარჩუნების ჩათვლით; ბ) საავიაციო ობიექტის მფლობელობაში ან შესანახად გადაცემა ან მიბარება; გ) საავიაციო ობიექტის გადაადგილების აკრძალვა; დ) საავიაციო ობიექტის იჯარით გადაცემა, ან საავიაციო ობიექტის და მისგან მიღებული შემოსავლის მართვა, თუ ეს არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის „ა-გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად; ე) საავიაციო ობიექტის გასხვისება და აქედან მიღებული შემოსავლის განაწილება, თუ აღნიშნულზე არსებობს შეთანხმება კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებულ კრედიტორსა და მოვალეს შორის; ვ) საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა. 2. კრედიტორი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების სასამართლოში ხელახლა შეტანის გზით. მუხლი 30936. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების მიღებაზე უარის თქმა 1. თუ სასამართლო გამოარკვევს, რომ კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით, მათ შორის, მისი 30933 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და განმცხადებელს დაუბრუნებს განცხადებას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. 2. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. მუხლი 30937. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანება კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანებაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ ბრძანება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას და მისი გასაჩივრების წესი და ვადა, აგრეთვე კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯების მხარეთა შორის განაწილების წესი. მუხლი 30938. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანების გასაჩივრება კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამასთან, ეს ვერ შეაჩერებს ბრძანების აღსრულებას. მუხლი 30939. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანების გაუქმება 1. ამ კოდექსის 30933 მუხლით გათვალისწინებული განცხადების სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში, კრედიტორმა სარჩელი უნდა აღძრას ამ თავით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს ბრძანების მიღებიდან 10 დღის ვადაში. თუ ამ ვადაში კრედიტორი არ აღძრავს სარჩელს ან არ აცნობებს სასამართლოს ამგვარი სარჩელის საქართველოს ფარგლებს გარეთ აღძვრის თაობაზე, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას ამ თავით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გაუქმების შესახებ. 2. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ბრძანებას კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ბრძანებას კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კეიპტაუნის 2001 წლის კონვენციას“, რომელიც აერთიანებს „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციასა და „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციის“ ოქმს „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ (შემდგომ კეიპტაუნის კონვენცია), საქართველო შეუერთდა 2025 წლის 1 ივლისს (საქართველოს პარლამენტის დადგენილება N890-IIIრს-XIმპ). კეიპტაუნის კონვენციის 49-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული საერთაშორისო ინსტრუმენტი საქართველოსთვის ძალაში შევიდა 2025 წლის 1 დეკემბერს. შესაბამისად, საქართველოსთვის საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფს კერძო პირთა მიერ კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის საშუალებების ეფექტურ გამოყენებას. კეიპტაუნის კონვენცია წარმოადგენს კერძო საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტს, რომელიც აწესრიგებს კერძო პირთა სახელშეკრულებო ურთიერთობებს საავიაციო ობიექტებთან მიმართებით დადებული შემდეგი კატეგორიის საერთაშორისო ხელშეკრულებების არსებობისას: • ხელშეკრულება მოთხოვნის უზრუნველყოფის თაობაზე; • პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულება; • მშრალი (საოპერაციო) იჯარა; • ნასყიდობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საავიაციო ობიექტებში მოიაზრება სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფიუზელაჟი, სამოქალაქო შვეულმფრენი და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ძრავა. კეიპტაუნის კონვენციის მიზანია საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით დადებული კერძო საერთაშორისო ხელშეკრულებების პირობებში, კრედიტორთა უფლებების ეფექტური დაცვა ტრანსნაციონალური ერთგვაროვანი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებით. აღნიშნული სისტემა ითვალისწინებს კრედიტორთა მიერ სასამართლოს გზით უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებების გამოყენებას, სახელშეკრულებო დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. კონვენციის მე-13 მუხლი (ოქმის X მუხლთან ერთად) კრედიტორს ანიჭებს უფლებას მიმართოს სასამართლოს უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებ(ებ)ის გამოსაყენებლად. ეს ღონისძიებებია: ა) საავიაციო ობიექტის შენარჩუნება, მისი ღირებულების შენარჩუნების ჩათვლით; ბ) საავიაციო ობიექტის მფლობელობაში, კონტროლის ქვეშ ან შესანახად გადაცემა; გ) საავიაციო ობიექტის გადაადგილების აკრძალვა; დ) საავიაციო ობიექტის იჯარით გადაცემა, ან საავიაციო ობიექტის და მისგან მიღებული შემოსავლის მართვა, თუ ეს არ არის გათვალისწინებული ამ ნაწილის „ა-გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად; ე) საავიაციო ობიექტის გასხვისება და აქედან მიღებული შემოსავლის განაწილება, თუ აღნიშნულზე არსებობს შეთანხმება კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებულ კრედიტორსა და მოვალეს შორის; ვ) საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღება და ექსპორტი. აღნიშნულ ინსტიტუტს კეიპტაუნის კონვენცია მოიხსენიებს, როგორც „speedy relief”-ს და მას ანიჭებს ე.წ. sui generis მნიშვნელობას. კეიპტაუნის კონვენციის ოფიციალური კომენტარი აზუსტებს, რომ აღნიშნული ინსტიტუტი კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს სასამართლოს მიერ აღქმული უნდა იყოს, როგორც დამოუკიდებელი უფლების დაცვის ინსტიტუტი, რომელიც განსხვავდება ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფისგან1. მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ კეიპტაუნის კონვენციით დადგენილი უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენებისას, აუცილებელია კრედიტორმა სასამართლოს წარუდგინოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დეფოლტის მტკიცებულება და მოვალის თანხმობა, გამოყენებულ იქნეს უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებ(ები)ა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისგან განსხვავებულ წინაპირობას წარმოადგენს. დამატებით განსხვავებას წარმოადგენს კონვენციის დაშვება მასზედ, რომ კონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებით ღონისძიებაზე, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს იმის მიუხედავად, თავად განიხილავს თუ არა ხელშეკრულებიდან წარმოშობილ დავას. თუმცა იმისათვის, რომ სასამართლომ შეძლოს კონვენციის მე-13 მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებაზე მსჯელობა, აუცილებელია მას გააჩნდეს კონვენციით გათვალისწინებული უფლებამოსილება (იურისდიქცია). ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ კეიპტაუნის კონვენციის მე-13 მუხლით განსაზღვრული უფლების დაცვის ინსტიტუტი მნიშვნელოვნად განსხვავდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის მომწესრიგებელი ნორმებისგან. შესაბამისად, აუცილებელია საქართველოს მოქმედ საპროცესო კანონმდებლობაში ასახულ იქნეს კეიპტაუნის კონვენციით დადგენილი ე.წ. sui generis რეჟიმი, რომელიც კონკრეტულად ამ კონვენციით გათვალისწინებულ უფლების დაცვის დროებით ღონისძიებებს ეხება. შესაბამისად, აუციელებლია ცვლილებები შეტანილ იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში და დაემატოს ახალი თავი, კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების განხილვის გამარტივებული წესის შესახებ. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით, კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია კეიპტაუნის კონვენციასთან საქართველოს შეერთებით. ამასთან, როგორც (Official Commentary on the Convention on the International Interests in Mobile Equipment and Protocol thereto on Matters Specific to Aircraft Objects, by Prof.Sir Roy Goode CBE, Revised 5th Edition) 1 ზემოთ აღინიშნა, კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიება განსხვავდება საქართველოს საპროცესო კოდექსით გარანტირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისგან. შესაბამისად,კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებების შესახებ სათანადო ნორმები ასახულ უნდა იქნეს საქართველოს საპროცესო კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კონვენციის კანონპროექტის მე-13 მუხლით მიღებით, უზრუნველყოფილი გათვალისწინებული უფლების იქნება კეიპტაუნის დაცვის დროებითი ღონისძიებ(ებ)ის ეფექტური გამოყენება. კერძოდ, იმ კერძო საერთაშორისო ხელშეკრულების მხარე კრედიტორს, რომლის მიმართაც ვრცელდება კეიპტაუნის კონვენცია, შესაძლებლობა ექნება საქართველოს საერთო სასამართლოებში შეიტანოს განცხადება უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე და მოითხოვოს ამ კონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენება მიუხედავად იმისა, სარჩელი შეიტანება საქართველოს საერთო სასამართლოებში, კეიპტაუნის კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოს სასამართლოში თუ არბიტრაჟში. შედეგად, კანონპროექტი შექმნის სამართლებრივ საფუძველს იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლოებმა ეფექტურად გამოიყენონ კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის ე.წ. „sui generis“ ღონისძიებები, რაც გაზრდის ქვეყნის სანდოობას საერთაშორისო ავიაციის ბაზარზე და უზრუნველყოფს კრედიტორთა უფლებების დაცვას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტი უზრუნველყოფს კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში კრედიტორის მიერ სარჩელის შეტანამდე ან მის შემდგომ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებ(ებ)ის გამოყენებას საქართველოს საერთო სასამართლოებში შესაბამისი განცხადების შეტანის გზით, თუ კი საქართველოს საერთო სასამართლოებს გააჩნია აღნიშნულზე კონვენციით განსაზღვრული უფლებამოსილება. წარმოდგენილი კანონპროექტი აყალიბებს კრედიტორის მიერ ამგვარი განცხადების წარდგენის საფუძვლებს და ადგენს იმ პროცესუალურ ნორმებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ განცხადების განხილვისას. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით: 1. კოდექსის 38-ე მუხლს ემატება ახალი „ი3“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს განცხადებაზე კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე; 2. კოდექსის 39-ე მუხლს ემატება ახალი „ე2“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს სახელმწიფო ბაჟის ოდენობას განცხადებაზე კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე. სახელმწიფო ბაჟის ოდენობად განისაზღვრა 50 ლარი, მსგავსად სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებისა; 3. კოდექსს ემატება ახალი “თავი XXXIV5“- „კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების განხილვის გამარტივებული წესი“, რომლის: 3.1. მუხლი 30932 ადგენს, რომ წინამდებარე თავით განიხილება კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის განცხადება, ამ კონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით, უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე. კონვენციის მე-13 მუხლი შეიცავს უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების მომწესრიგებელ პროცესიალურ ნორმებს, რომლებსაც გააჩნია უშუალო მოქმედების ძალა და რომელთა გამოყენება სავალდებულოა სასამართლოსთვის; 3.2. მუხლი 30933 განსაზღვრავს კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების დასაშვებობის წინაპირობებს. კერძოდ, მისი პირველი ნაწილი ადგენს, რომ აღნიშნული განცხადების მიზანი უნდა იყოს კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლო ბრძანების მიღება. 30933 მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს კრედიტორის მიერ წარდგენილი განცხადების აუციელებელ რეკვიზიტებსა და დასართავ დოკუმენტებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი აზუსტებს, რომ კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადება საქართველოს საერთო სასამართლოებში განიხილება „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კეიპტაუნის 2001 წლის კონვენციის“ შესაბამისი დებულებებისა და ამავე კოდექსით დადგენილი საპროცესო ნორმების დაცვით. აღნიშნული გამომდინარეობს კეიპტაუნის კონვენციის მე-14 მუხლიდან, გამოყენებისას, რომელიც სასამართლომ ითხოვს, რომ უფლების იხელმძღვანელოს დაცვის საშუალების ადგილობრივი ეროვნული სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ სასამართლომ კრედიტორის განცხადება უნდა განიხილოს მისი შეტანიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა დადგენილია საქართველოს მიერ კეიპტაუნის კონვენციასთან შეერთების დროს გაკეთებული დეკლარაციით. ვადის განსაზღვრისას, საქართველომ იხელმძღვანელა ამავე კოდექსით სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების განხილვის ვადით. ამასთან, კონვენცია ითხოვს, რომ განცხადების განხილვის ვადა განსაზღვრულ იქნეს სამუშაო დღეებით. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი კრედიტორს აძლევს უფლებას, უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენება მოითხოვოს დავის საგანზე სარჩელის აღძვრამდეც, მსგავსად სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებისა. 3.3. 30934 მუხლი აწესრიგებს განსჯადობის საკითხს. კერძოდ, მისი პირველი ნაწილის მიხედვით, კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადება საქართველოს საერთო სასამართლოებმა უნდა განიხილონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულზე მათ გააჩნიათ კეიპტაუნის კონვენციის 43-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება. კეიპტაუნის კონვენციის 43-ე მუხლი ადგენს, რომ მე-13 მუხლის ფარგლებში უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე შესაძლებელია იმსჯელოს იმ ქვეყნის სასამართლომ, რომელიც ხელშეკრულების მხარეთა მიერ იქნება შერჩეული, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია საავიაციო ობიექტი. უფლების დაცვის კონკრეტული ღონისძიების გამოყენებისას (როგორიცაა საავიაციო ობიექტის იჯარით გაცემა ან გაყიდვა), უფლებამოსილება ასევე გააჩნია იმ ქვეყნის სასამართლოსაც, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია მოვალე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ამ თავით გათვალისწინებული განცხადება სასამართლოში შეიტანება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ ამ თავით გათვალისწინებული განცხადება სასამართლოს შეიძლება წარედგინოს მიუხედავად იმისა, დავის საგანზე სარჩელი განსახილველად წარედინება საქართველოს საერთო სასამართლოებს, კეიპტაუნის კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოს სასამართლოს თუ არბიტრაჟს. მოცემული გამომდინარეობს კეიპტაუნის კონვენციის 43-ე მუხლიდან, რომელიც უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების თაობაზე განცხადებას განიხილავს სასარჩელო წარმოებისგან დამოუკიდებლად. აღნიშნული დაშვების აუცილებლობა განაპირობა კრედიტორის შესაძლო საჭიროებამ ამგვარი ღონისძიების გამოყენება მოითხოვოს სახელმწიფოში, სადაც განთავსებულია საავიაციო ობიექტი, მისი აღსრულების გამარტივების მიზნით (მაგ. როდესაც კრედიტორი ითხოვს საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღებასა და ექსპორტს), მიუხედავად იმისა, თუ სად შეაქვს მას სარჩელი მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის თაობაზე. სწორედ აღნიშნული მოქნილი მექანიზმი იცავს კრედიტორის უფლებებს ყველაზე ეფექტურად სახელშეკრულებო დეფოლტის არსებობისას; 3.4. 30935 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს უფლების დაცვის იმ ღონისძიებებს, რომლის გამოყენების თაობაზე კრედიტორს შეუძლია სასამართლოს მიმართოს ამ თავით გათვალისწინებული განცხადებით. ამ მუხლით მოხდა კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული კრედიტორის უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებების იმპლემენტაცია, რომლებიც კონვენციის სხვადასხვა მუხლით არის განსაზღვრული (კონვენციის მუხლი 13(1) და ოქმის IX და X მუხლები). შესაბამისად, წარმოდგენილი მუხლი ადგენს დროებითი ღონისძიებების სახეებს.; ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს უფლების დაცვის ერთი დროებითი ღონისძიების შეცვლა მეორით, თუ სასამართლოს წარუდგენს ახალ განცხადებას. 3.5. 30936 მუხლის გათვალისწინებული პირველი ნაწილი ადგენს კეიპტაუნის კონვენციით უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების მიღებაზე სასამართლოს მიერ უარის თქმის საფუძველს. კერძოდ, თუ სასამართლო გამოარკვევს, რომ კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით, მათ შორის, მისი 30933 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და განმცხადებელს დაუბრუნებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, რაც ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით; 3.6. 30937 მუხლი ადგენს, რას უნდა მოიცავდეს კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანება. კერძოდ, ბრძანებაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ იგი ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას და მისი გასაჩივრების წესი და ვადა, აგრეთვე უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯების განაწილების წესი (კრედიტორსა და მოვალეს შორის). 3.7. 30938 მუხლის მიხედვით, კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს ბრძანებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რაც ვერ შეაჩერებს ბრძანების აღსრულებას. 3.8. 30939 მუხლით განისაზღვრა ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში სასამართლო აუქმებს კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიღებულ ბრძანებას. კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ აღნიშნული ბრძანება გამოცემულია დავის საგანზე სარჩელის აღძვრამდე, კრედიტორი ვალდებულია სარჩელი აღძრას, ბრძანების მიღებიდან 10 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული გამოიწვევს სასამართლო ბრძანების გაუქმებას. თუ კრედიტორი სარჩელს აღძრავს კეიპტაუნის კონვენციის სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოში ან არბიტრაჟში, იგი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გააუქმებს ბრძანებას კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ბრძანებას კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ. სასამართლო აღნიშნულ ბრძანებას ასევე აუქმებს მხარეთა მორიგების შემთხვევაშიც, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება 2026 წლის 1 აგვისტოდან, ვინაიდან მისი ამოქმედება დაკავშირებულია „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი დებულებების ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყარო, როგორც ამოქმედების წელს (2026 წელი), ასევე საშუალოვადიან პერიოდში (2026-2029 წლები) იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტით, კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების სასამართლოში შეტანისას, კრედიტორისთვის გათვალისწინებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით, რაც გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბიუჯეტის აღნიშნული ნაწილის ზრდის მოცულობა დამოკიდებული იქნება სასამართლოში სასარჩელო მიმართვის სიხშირეზე. თუ ერთი განცხადებით ითხოვს კრედიტორი უფლების დაცვის რამდენიმე ღონისძიების გამოყენებას, სახელმწიფო ბაჟიც გადაიხდევინება ერთგზის. დამატებით სხვა ღონისძიების მოთხოვნის შემთხვევაში, კრედიტორი სასამართლოს მიმართავს ახალი განცხადებით, რომელზეც ასევე გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი. სახელმწიფო ბაჟის გადახდა გაასაჩივრებს სასამართლოს კრედიტორს/მოვალეს ბრძანებას კეიპტაუნის მოუწევს იმ კონვენციით შემთხვევაშიც, თუ გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე. თუ სასამართლო დაუშვებლად ცნობს კრედიტორის განცხადებას კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, კრედიტორს ახალი განცხადების შეტანისას ხელახლა უწევს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ან თუ იგი კერძო საჩივრით გაასაჩივრებს სასამართლო განჩინებას განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე, იგი ვალდებულია გადაიხადოს კერძო საჩივრისთვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟი, 50 ლარის ოდენობით. შესაბამისად, აღნიშნული იქონიებს ფინანსურ გავლენას სახელმწიფოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ გამოიწვევს მის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. იმ შემთხვევაშიც, თუ კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სასამართლოში შეტანილი განცხადებების რაოდენობის ზრდას, აღნიშნული არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, ვინაიდან აღნიშნული საქმეები განხილულ იქნება სასამართლოების არსებული ადამიანური და ტექნიკური რესურსის ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი კანონპროექტით, კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების სასამართლოში შეტანისას, კრედიტორისთვის გათვალისწინებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდა (50 ლარის ოდენობით). ამასთან, თუ ერთი განცხადებით ითხოვს კრედიტორი უფლების დაცვის რამდენიმე ღონისძიების გამოყენებას, სახელმწიფო ბაჟიც გადაიხდევინება ერთგზის. დამატებით სხვა ღონისძიების მოთხოვნის შემთხვევაში, კრედიტორი სასამართლოს მიმართავს ახალი განცხადებით, რომელზეც ასევე გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი. თუ სასამართლო დაუშვებლად ცნობს კრედიტორის განცხადებას კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, კრედიტორს ახალი განცხადების შეტანისას ხელახლა უწევს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ან თუ კერძო საჩივრით გაასაჩივრებს სასამართლო განჩინებას განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე, იგი ვალდებულია გადაიხადოს კერძო საჩივრისთვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟი (50 ლარი). სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოვალეს მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ გაასაჩივრებს სასამართლოს ბრძანებას კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე. კანონპროექტით გათვალისწინებულია კრედიტორისთვის ხელმისაწვდომი 6 სახის უფლების დაცვის დროებითი ღონისძიება: ა) საავიაციო ობიექტის შენარჩუნება, მისი ღირებულების შენარჩუნების ჩათვლით- ამ მიზნით შესაბამისი ფინანსური რესურსის გაღება მოუწევს მოვალეს, როგორიცაა: საავიაციო ობიექტის სადაზღვევო პრემიის გადახდა, ობიექტის პარკირების საფასურის გადახდა, საავიაციო ობიექტისთვის საჭირო სახმელეთო მომსახურების საფასურის გადახდა და საავიაციო ობიექტის პერიოდული რემონტის ხარჯების გაღება; აღნიშნული მომსახურების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს, რიგ შემთხვევებში, აეროდრომის ექსპლუატანტის ან საავიაციო ტექნიკური მომსახურების საწარმოს სასარგებლოდ. ბ) საავიაციო ობიექტის მფლობელობაში, კონტროლის ქვეშ ან შესანახად გადაცემა- ამ მიზნით ფინანსური ხარჯების გაღება შესაძლოა მოუწიოს კრედიტორს, თუ ის თავად უზრუნველყოფს საავიაციო ობიექტის შენახვას, როგორიცაა საავიაციო ობიექტის შესანახად ანგარის დაქირავება. თუ საავიაციო ობიექტი გადაეცემა მესამე პირს, იმავე ხარჯების გაღება შესაძლოა დაეკისროს მოვალესაც, სასამართლოს გადაწყვეტილებით; თუ საავიაციო ობიექტის შენახვა ხორციელდება აეროდრომის სიახლოვეს, შენახვის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აეროდრომის ექსპლუატანტის სასარგებლოდ; გ) საავიაციო ობიექტის გადაადგილების აკრძალვა - გამოიწვევს პარკირების საფასურის გადახდას კრედიტორის ან მოვალის მიერ, სასამართლოს გადაწყვეტილებით; ამ შემთხვევაშიც, პარკირების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს აეროდრომის ექსპლუატანტის სასარგებლოდ; დ) საავიაციო ობიექტის იჯარით გადაცემა, ან საავიაციო ობიექტის და მისგან მიღებული შემოსავლის მართვა- იჯარით მიღებულ შემოსავალს იღებს კრედიტორი; ე) საავიაციო ობიექტის გასხვისება და აქედან მიღებული შემოსავლის განაწილება, თუ აღნიშნულზე არსებობს შეთანხმება კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებულ კრედიტორსა და მოვალეს შორის - ობიექტის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა უნდა განაწილდეს კონვენციის დებულებების მიხედვით კრედიტორებს შორის უპირატესობის წესის გამოყენებით. თავდაპირველად, დაკმაყოფილდება იმ კრედიტორის ვალდებულება, რომელსაც გააჩნია ობიექტთან დაკავშირებული უპირატესი საერთაშორისო ინტერესი. დარჩენილი თანხა კი გადანაწილდება სხვა კრედიტორებზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან ნაშთი დაუბრუნდება მოვალეს თუ ის ობიექტის მესაკუთრეა. ვ) საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღება და ექსპორტი - საავიაციო ობიექტის ფიზიკური ექსპორტი საქართველოს ტერიტორიიდან მოითხოვს კრედიტორის მიერ ფინანსური ხარჯების გაღებას, როგორიცაა ეკიპაჟის დაქირავება, საწვავით ობიექტის გამართვა, აეროპორტის მომსახურების საფასურის გადახდა. შესაბამისად, აღნიშნული იქონიებს კრედიტორზე, მოვალეზე, საავიაციო ტექნიკური მომსახურების საწარმოზე და აეროდრომის ექსპლუატანტზე ფინანსურ ზეგავლენას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წარმოდგენილი კანონპროექტით, კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების სასამართლოში შეტანისას, კრედიტორისთვის გათვალისწინებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით. მისი განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, რომელიც გადაიხდევინება განცხადებაზე სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, რომელიც ასევე შეადგენს 50 ლარს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. მისი მიღება გამომდინარეობს „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კეიპტაუნის 2001 წლის კონვენციასთან“ („მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენცია და „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციის“ ოქმი „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“) საქართველოს შეერთებით. წარმოდგენილი პროექტით საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელდება კეიპტაუნის კონვენციის მე-13 და 43-ე მუხლებით და „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კეიპტაუნის კონვენციის“ ოქმის „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ IX და X მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების ასახვა. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირისის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლემაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.