„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
06.05.2026
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#305/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-11
ბიუროს ნომერი 136

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №1920, 30.05.1998, გვ. 37) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „რ) საქართველოს საჰაერო კოდექსის პირველი მუხლის ჰ32 ქვეპუნქტით გათვალისწინებული კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებაზე - 50 ლარი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კეიპტაუნის 2001 წლის კონვენციას“, რომელიც აერთიანებს „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციასა და მის ოქმს „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ (შემდგომ -„კეიპტაუნის კონვენცია“), საქართველო შეუერთდა 2025 წლის 1 ივლისს (საქართველოს პარლამენტის დადგენილება N890-IIIრს-XIმპ). კეიპტაუნის კონვენციის 49-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული საერთაშორისო ინსტრუმენტი საქართველოსთვის ძალაში შევიდა 2025 წლის 1 დეკემბერს. შესაბამისად, საქართველოსთვის საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფს კერძო პირთა მიერ კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის საშუალებების ეფექტურ გამოყენებას. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, რომელიც ითვალისწინებს კრედიტორთა მიერ სასამართლოს გზით კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებების გამოყენებას, სახელშეკრულებო დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, ხორციელდება მოსარჩელის მიერ სასამართლოში ახალი სახის, კერძოდ კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების წარდგენის შესაძლებლობის დამატება, რაც იწვევს შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის დადგენის აუცილებლობას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით, კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია კეიპტაუნის კონვენციასთან საქართველოს შეერთებით. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიება განსხვავდება საქართველოს საპროცესო კოდექსით გარანტირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისგან. შესაბამისად, კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებების შესახებ სათანადო ნორმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ასახვის გამო, წარმოდგენილი ცვლილება ასახულ უნდა იქნეს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით, დადგინდება სახელმწიფო ბაჟი კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების საქართველოს საერთო სასამართლოებში სასამართლოში შეტანისთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტი უზრუნველყოფს კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში კრედიტორის მიერ სარჩელის შეტანამდე ან მის შემდგომ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებ(ებ)ის გამოყენებისას საქართველოს საერთო სასამართლოებში შესაბამისი განცხადების შეტანისთვის დადგინდეს შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი, 50 ლარის ოდენობით. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, კანონის მე4 მუხლის პირველ პუნქტს ემატება „რ“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს სახელმწიფო ბაჟს 50 ლარის ოდენობით კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებაზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება 2026 წლის 1 აგვისტოდან, ვინაიდან მისი ამოქმედება დაკავშირებულია „საქართველოს საქართველოს კანონის ამოქმედების ვადასთან. საჰაერო პროექტით კოდექსში ცვლილების გათვალისწინებული შეტანის შესაბამისი შესახებ“ დებულებების ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტით, კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების სასამართლოში შეტანისას, კრედიტორისთვის გათვალისწინებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით, რაც გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას. თუ ერთი განცხადებით ითხოვს კრედიტორი უფლების დაცვის რამდენიმე ღონისძიების გამოყენებას, სახელმწიფო ბაჟიც გადაიხდევინება ერთგზის. დამატებით სხვა ღონისძიების მოთხოვნის შემთხვევაში, კრედიტორი სასამართლოს მიმართავს ახალი განცხადებით, რომელზეც ასევე გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი. სახელმწიფო ბაჟის გადახდა კრედიტორს/მოვალეს მოუწევს იმ შემთხვევაშიც, თუ გაასაჩივრებს სასამართლოს ბრძანებას კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე. თუ სასამართლო დაუშვებლად ცნობს კრედიტორის განცხადებას კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, კრედიტორს ახალი განცხადების შეტანისას ხელახლა უწევს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ან თუ იგი კერძო საჩივრით გაასაჩივრებს სასამართლო განჩინებას განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე, იგი ვალდებულია გადაიხადოს კერძო საჩივრისთვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟი, 50 ლარის ოდენობით. შესაბამისად, აღნიშნული იქონიებს ფინანსურ გავლენას სახელმწიფოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ გამოიწვევს მის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი კანონპროექტით, კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების სასამართლოში შეტანისას, კრედიტორისთვის გათვალისწინებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდა (50 ლარის ოდენობით). ამასთან, თუ ერთი განცხადებით ითხოვს კრედიტორი უფლების დაცვის რამდენიმე ღონისძიების გამოყენებას, სახელმწიფო ბაჟიც გადაიხდევინება ერთგზის. დამატებით სხვა ღონისძიების მოთხოვნის შემთხვევაში, კრედიტორი სასამართლოს მიმართავს ახალი განცხადებით, რომელზეც ასევე გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი. თუ სასამართლო დაუშვებლად ცნობს კრედიტორის განცხადებას კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, კრედიტორს ახალი განცხადების შეტანისას ხელახლა უწევს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ან თუ კერძო საჩივრით გაასაჩივრებს სასამართლო განჩინებას განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე, იგი ვალდებულია გადაიხადოს კერძო საჩივრისთვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟი (50 ლარი). სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოვალეს მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ გაასაჩივრებს სასამართლოს ბრძანებას კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წარმოდგენილი კანონპროექტით, კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების სასამართლოში შეტანისას, კრედიტორისთვის გათვალისწინებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით. მისი განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, რომელიც გადაიხდევინება განცხადებაზე სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, რომელიც ასევე შეადგენს 50 ლარს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. მისი მიღება გამომდინარეობს „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კეიპტაუნის 2001 წლის კონვენციასთან“ („მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენცია და მისი ოქმი „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“) საქართველოს შეერთებით. წარმოდგენილი პროექტით საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელდება კეიპტაუნის კონვენციის მე-13 და 43-ე მუხლებით და „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ ოქმის IX და X მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების ასახვა. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.