„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
06.05.2026
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#305/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-11
ბიუროს ნომერი 136

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.020190) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. საქართველოს საჰაერო კოდექსის პირველი მუხლის ჰ32 ქვეპუნქტით გათვალისწინებული კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმისწარმოების მიმდინარეობისას და კრედიტორის მოთხოვნებთან დაკავშირებით მოქმედებს ამავე კონვენციით დადგენილი მოთხოვნები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კეიპტაუნის 2001 წლის კონვენციას“, რომელიც აერთიანებს „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციასა და „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციის ოქმს „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ (შემდგომ - „კეიპტაუნის კონვენცია“), საქართველო შეუერთდა 2025 წლის 1 ივლისს (საქართველოს პარლამენტის დადგენილება N890-IIIრს-XIმპ). კეიპტაუნის კონვენციის 49-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული საერთაშორისო ინსტრუმენტი საქართველოსთვის ძალაში შევიდა 2025 წლის 1 დეკემბერს. შესაბამისად, საქართველოსთვის საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფს კერძო პირთა მიერ კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის საშუალებების ეფექტურ გამოყენებას. კეიპტაუნის კონვენცია წარმოადგენს კერძო საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტს, რომელიც აწესრიგებს კერძო პირთა სახელშეკრულებო ურთიერთობებს საავიაციო ობიექტებთან მიმართებით დადებული შემდეგი კატეგორიის საერთაშორისო ხელშეკრულებების არსებობისას: • • • • ხელშეკრულება მოთხოვნის უზრუნველყოფის თაობაზე; პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულება; მშრალი (საოპერაციო) იჯარა; ნასყიდობა. ამასთან, საავიაციო ობიექტებში მოიაზრება სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფიუზელაჟი, სამოქალაქო შვეულმფრენი და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ძრავა. კეიპტაუნის კონვენციის მიზანია საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით დადებული კერძო საერთაშორისო ხელშეკრულებების პირობებში, კრედიტორთა უფლებების ეფექტური დაცვა ტრანსნაციონალური ერთგვაროვანი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებით. კონვენციის ფარგლებში, განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს კრედიტორი, რომლის მოვალის მიმართაც იწყება გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. ვინაიდან გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას, კრედიტორთა უფლებების რეალიზაცია სრულად კანონის ფარგლებში ექცევა და მასზე ვრცელდება მნიშვნელოვანი შეზღუდვები მორატორიუმის ფარგლებში, კეიპტაუნის კონვენცია ითვალისწინებს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედებას, რომელიც კრედიტორს უტოვებს შესაძლებლობას, გამოიყენოს კონვენციით მინიჭებული უფლების დაცვის საშუალებები, კანონით გათვალისწინებული მორატორიუმისა თუ სხვა შეზღუდვების მიუხედავად. მაგალითად, გარკვეული დათქმებით, კრედიტორს კვლავ რჩება უფლება, მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისას, მფლობელობაში დაიბრუნოს საავიაციო ობიექტი და მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე. ვინაიდან აღნიშნული რეჟიმი ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობისგან მკვეთრად განსხვავებულ სამართლებრივ რეგულირებას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების თვალსაზრისით, აუცილებელია კეიპტაუნის კონვენციის დებულებებზე მითითება ეროვნულ კანონმდებლობაში, რათა სრულად იქნეს უზრუნველყოფილი კრედიტორთა უფლებების ეფექტური დაცვა საქართველოში იმ შემთხვევაში, თუ მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყება საქართველოს სასამართლოებში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით, კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია კეიპტაუნის კონვენციასთან საქართველოს შეერთებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტი შექმნის სამართლებრივ საფუძველს იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლოებში მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისას, ამოქმედდეს კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული განსაკუთრებული რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული კრედიტორის უფლებები ეფექტურად იქნება დაცული, კანონით გათვალისწინებული მორატორიუმის ამოქმედების მიუხედავად. აღნიშნული უზრუნველყოფს კრედიტორებისთვის რისკების შემცირებას მოვალის შესაძლო გადახდისუუნარობისას, რაც პირდაპირ აისახება საავიაციო ობიექტების დაფინანსების ღირებულებაზე. საერთაშორისო პრაქტიკით, კეიპტაუნის კონვენციის ეფექტიანი იმპლემენტაცია ქვეყნის ავიაკომპანიებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ფინანსური შეღავათები (მაგ., OECD-ის ექსპორტის საკრედიტო პრემიის 10%-იანი ფასდაკლება), რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საოპერაციო ხარჯებს და აძლიერებს ეროვნული ავიაციის კონკურენტუნარიანობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტი უზრუნველყოფს კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისას, ამავე კონვენციით გათვალისწინებული კრედიტორის მოთხოვნების მიმართ კეიპტაუნის კონვენციის ნორმების ამოქმედებას. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით: კანონის მე-4 მუხლს ემატება ახალი მე-5 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კეიპტაუნის 2001 წლის კონვენციით (რომელიც აერთიანებს „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციასა და „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციის ოქმს „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“) განსაზღვრული მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობისას, კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული კრედიტორის მოთხოვნებთან დაკავშირებით მოქმედებს ამავე კონვენციით დადგენილი მოთხოვნები. აღნიშნული ითვალისწინებს „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ ოქმის XI მუხლის „ა ალტერნატივით“ გათვალისწინებული განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედებას, რომელიც აწესებს რიგ მოთხოვნებს რეაბილიტაციის/გაკოტრების მმართველისა და მართვაში მყოფი მოვალის მიმართ, აწესებს გამონაკლისებს კანონით დადგენილი მორატორიუმის მოქმედებასთან დაკავშირებით, კრედიტორს ანიჭებს უფლებას გამოიყენოს კონვენციით გარანტირებული უფლების დაცვის საშუალებები, როგორიცაა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები კეიპტაუნის და საქართველოს სასამართლოებს ავალდებულებს ითანამშრომლონ კონვენციის ხელშემკვრელი ქვეყნის სასამართლოებთან და რეაბილიტაციის/გაკოტრების მმართველებთან, რათა საქართველოს ტერიტორიაზე შეუფერხებლად აღსრულდეს „ა ალტერნატივის“ რეჟიმის ფარგლებში მიღებული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებები იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სასამართლოების იურისდიქციის ქვეშ განთავსებულია დავის საგანი (საავიაციო ობიექტი). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება 2026 წლის 1 აგვისტოდან, ვინაიდან მისი ამოქმედება დაკავშირებულია „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი დებულებების ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებულია მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობისას, „ა ალტერნატივის“ რეჟიმის ამოქმედება, რაც ითვალისწინებს მორატორიუმის რეჟიმის შეჩერებას, რის საფუძველზეც კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებით, რომელიც დაკავშირებულია კრედიტორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან. ამასთან, „ა ალტერნატივის“ რეჟიმის ფარგლებში, კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს საქართველოში უცხო ქვეყნის სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწვეტილების ცნობა და აღსრულება, რაც დაკავშირებულია მის მიერ შესაბამისი სახელმწიფო ბაჟისა და აღსრულების საფასურის გადახდასთან. ვინაიდან სასამართლოსთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში, აღნიშნული გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას. აღსრულების საფასური მიემართება სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს ბიუჯეტში, საიდანაც 10%-ს ბიურო მიმართავს სახელმწიფო ბიუჯეტში. შესაბამისად, ორივე შემთხვევაში შედეგია სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდა. შესაბამისად, აღნიშნული იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ გამოიწვევს მის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით გათვალისწინებულია მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობისას, „ა ალტერნატივის“ რეჟიმის ამოქმედება, რაც ითვალისწინებს მორატორიუმის რეჟიმის შეჩერებას, რის საფუძველზეც კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებით, რომელიც დაკავშირებულია კრედიტორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან. ამასთან, „ა ალტერნატივის“ რეჟიმის ფარგლებში, კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს საქართველოში უცხო ქვეყნის სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწვეტილების ცნობა და აღსრულება, რაც დაკავშირებულია მის მიერ შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის, აღსრულების საფასურის ან კერძო აღმასრულებლის საზღაურის გადახდასთან. თუ კრედიტორი კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმეზე მოითხოვს უცხო ქვეყნის არბიტრაჟის გადაწყვეტილების საქართველოში ცნობასა და აღსრულებას კერძო აღმასრულებლის მეშვეობით, აღნიშნული ითვალისწინებს მის მიერ კერძო აღმასრულებლის საზღაურის გადახდას. შესაბამისად, აღნიშნული იქონიებს გავლენას კრედიტორის ფინანსურ ხარჯებსა და კერძო აღმასრულებლის ფინანსურ შემოსავლებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. მისი მიღება გამომდინარეობს „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კეიპტაუნის 2001 წლის კონვენციასთან“ („მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენცია და მისი ოქმი „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“) საქართველოს შეერთებით. წარმოდგენილი პროექტით საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელდება კეიპტაუნის კონვენციის 30-ე მუხლითა და „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ ოქმის I, XI და XII მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების ასახვა. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.