„პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (311/2--XIმპ, 08.05.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-18
ბიუროს ნომერი 140
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. პენიტენციურ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
26.12.2023, სარეგისტრაციო კოდი: 100030010.05.001.102169) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამსახურისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებას ამტკიცებს მინისტრი.“.
2. მე-13 მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოსამსახურის სამსახურებრივ შეუთავსებლობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.“;
ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
3. მე-16 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე, სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეულ
მოსამსახურეს სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე სამედიცინო დასკვნის ან/და მისი
ფიზიკური მომზადების დონის გათვალისწინებით, მისივე თანხმობით, სამსახურის გენერალური
დირექტორის ბრძანებით შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა 5 წლამდე ვადით. ეს არ
გამორიცხავს მოსამსახურის სამსახურიდან ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლით
გათავისუფლების შესაძლებლობას.“.
4. მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე მოსამსახურემ ჩაიდინა ახალი დისციპლინური
გადაცდომა;
ე) მოსამსახურემ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება,
მისი ანალოგი ან პრეკურსორი ან მოიხმარა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, თუ აღნიშნული
ქმედება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.“.
5. 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)
სამსახურში
ალკოჰოლის,
ნარკოტიკული
საშუალების,
ფსიქოტროპული
ან
ახალი
ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;“.
6. 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ)
მოსამსახურეები
სამსახურის
გენერალური
დირექტორის
ბრძანებით
შეიძლება
განსაკუთრებულ რეჟიმზე იქნენ გადაყვანილი.“.
7. 23-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მოსამსახურეს, რომელსაც ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება გამოყენებული აქვს,
განსაკუთრებული გარემოების გამო შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი დამატებითი შვებულება
კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოსამსახურის მოკლევადიანი
დამატებითი შვებულება ანაზღაურდება და ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ანგარიშში
არ ითვლება.“.
8. 29-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)
წერილობითი
განცხადება/პატაკი,
თუ
მოსამსახურის
თანამდებობაზე
დანიშვნის
უფლებამოსილების მქონე პირი თანახმაა მისი სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებაზე
(წელიწადში არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა);“;
ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა;“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელი ვალდებულია არ დაუშვას სამუშაოზე მოსამსახურე
ან/და სხვა პირი, რომელიც ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი
ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ამ საფუძველზე სამსახურისგან
ჩამოშორებულ პირს სამსახურისგან ჩამოშორების პერიოდისთვის ხელფასი არ ეძლევა.“.
9. 30-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოსამსახურე, რომელიც თვითნებურად, 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნით მიატოვებს სამსახურს,
მისი მიტოვების მომდევნო სამუშაო დღიდან ჩაითვლება სამსახურიდან გათავისუფლებულად.“.
10. 32-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილება, სტრუქტურა და მართვის წესი, აგრეთვე ამ
კოდექსის 57-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საკითხები განისაზღვრება პენიტენციური
დაწესებულების დებულებით. პენიტენციური დაწესებულების დებულებას ამტკიცებს მინისტრი.“.
11. 38-ე მუხლის:
ა) მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით (გარდა ექსტერნატის გამოცდის,
ერთიანი ეროვნული გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების შემთხვევებისა)
პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლებით;“;
ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს
უფლება აქვს, ამ დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით მიიღოს ამანათი.“.
12. 47-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბრალდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათსა და ფოტოსურათის ელექტრონულ ვერსიას
პატიმრობის დაწესებულება დაქტილოსკოპირებიდან და ფოტოგრაფირებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში
უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.“.
13. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 50. ბრალდებულის მიერპენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვება
1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს, გასცეს ნებართვა ბრალდებულის მიერ
პენიტენციური დაწესებულების დროებით, 2 დღე-ღამემდე ვადით დატოვებაზე, თუ მიღებულია
სარწმუნო ცნობა ბრალდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისთვის საშიში
ავადმყოფობის თაობაზე, ან სხვა განსაკუთრებულ, პირად გარემოებასთან დაკავშირებით, ან თუ
აუცილებელია ბრალდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა.
ბრალდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვებასთან დაკავშირებული
ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
2.
ბრალდებულის
მიერ
პენიტენციური
დაწესებულების
დროებით
დატოვების
წესს
განსაზღვრავს მინისტრი.“.
14. 53-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასამართლოს მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნიდან არაუგვიანეს 20
კალენდარული დღისა სამსახურის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ,
თუ რომელი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა მოიხადოს მსჯავრდებულმა
სასჯელი.
2. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის
სასჯელის მოსახდელად გაგზავნას სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილების ასლის
მიღებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად მიღებიდან 60
კალენდარული დღის ვადაში შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია
გუნდს მსჯავრდებულის რისკის განსაზღვრის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით წარუდგინოს სათანადო ინფორმაცია.“.
15. 57-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის:
ა.ა) „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) იმ კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა
ნივთებისა
და
საგნების
ჩამონათვალი,
რომლებიც
შეიძლება
შეიძინოს
ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში;
პ) იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა
შეძენა,
შენახვა,
ტარება,
მოხმარება
ან/და
რომლებით
სარგებლობაც
ეკრძალება
ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას;“;
ა.ბ) „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ)
ბრალდებულის/მსჯავრდებულის,
მისი
მოთავსების
ადგილის,
აგრეთვე
ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ნივთების შემოწმების
ჩატარების წესები;
ს) პაემნების მოწყობის, კორესპონდენციისა და ამანათის მიღება-ჩაბარების წესები.“;
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პენიტენციური დაწესებულების დებულების დასაცავად პენიტენციურ დაწესებულებაში
შეიძლება
განხორციელდეს
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
პირადი
სრული
ან
არასრული
შემოწმება,
აგრეთვე
მისი
მოთავსების
ადგილის
და
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ნივთების შემოწმება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის
პირად შემოწმებას ახორციელებს პენიტენციური დაწესებულების იმავე სქესის თანამშრომელი.“;
გ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პენიტენციურ დაწესებულებაში იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და
დოკუმენტების შეტანის წესი, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით
სარგებლობაც
ეკრძალება
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
და
იწვევს
სისხლის
სამართლის
პასუხისმგებლობას, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
6. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია პენიტენციური დაწესებულების
ნორმალური ფუნქციონირებისთვის ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას ამ მუხლის
მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ბრძანებით დადგენილი წესით გასცეს სპეციალური წერილობითი
ნებართვა
პენიტენციურ
დაწესებულებაში
იმ
ნივთების,
ნაკეთობების,
ნივთიერებებისა
და
დოკუმენტების შეტანაზე, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით
სარგებლობაც
ეკრძალება
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
და
იწვევს
სისხლის
სამართლის
პასუხისმგებლობას.“.
16. 58-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10.
ამ
მუხლის
შესაბამისად
დაარქივებულ
მასალას
ბრალდებული/მსჯავრდებული
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა პენიტენციურ დაწესებულებაში.
აღნიშნული მასალა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს/კანონიერ წარმომადგენელს
შეიძლება
გადაეცეს
მხოლოდ
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსით
გათვალისწინებულ შემთხვევებში ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“.
17. 62-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის
„ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებისა, შესაბამისი პენიტენციური
დაწესებულების
ხელმძღვანელობა
სამედიცინო
პერსონალთან
ერთად
დაუყოვნებლივ
უზრუნველყოფს
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
სამედიცინო
შემოწმებას.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი აქტი. ამ აქტის
ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.“.
18. 66-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების არაუმეტეს 15 კალენდარული
დღის ვადით შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი
მინისტრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა
მინისტრის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრამდე.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის მოქმედების დროს
სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან ამ დაწესებულების
უსაფრთხოების დანაყოფის/სამსახურის მიერ აღნიშნულ დაწესებულებაში აკრძალული ნივთების,
ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულპროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური
დაუმორჩილებლობის, მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება ან საფრთხე ექმნება
სახელმწიფო უსაფრთხოებას, მინისტრის სათანადო მიმართვის საფუძველზე, საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
გადაწყვეტილებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს
ან/და
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
სპეციალური
ქვედანაყოფებით.“.
19. 69-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს სახალხო დამცველი, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის წინასწარი
წერილობითი თანხმობით – სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია მინისტრის
ბრძანებით
დამტკიცებული
წესისა
და
სახელმწიფო
საიდუმლოების
შესახებ
საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, განახორციელოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
გასეირნების ადგილების, საექიმო-სამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტის, საერთო სარგებლობის
საშხაპეების,
საერთო
სარგებლობის
საპირფარეშოებისა
და
შეხვედრის
ოთახების,
ხოლო
ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობით – მისი ან/და მისი უშუალო განთავსების პირობების
ფოტოგადაღება.“.
20. 72-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ამანათის მიღების შეზღუდვა ან/და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების
შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;“;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღე-ღამემდე ვადით;“.
21. 75-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელი უნდა დაეკისროს დისციპლინური
დარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.“.
22. 82-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სააპელაციო სასამართლოში
შეიძლება გაასაჩივროს მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა მისთვის გადაწყვეტილების (განჩინების)
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 სამუშაო
დღის ვადაში. მიღებულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს
და მოწინააღმდეგე მხარეს.“.
23. 88-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისგან გასათავისუფლებლად
მსჯავრდებული, მისი ადვოკატი/კანონიერი წარმომადგენელი ან პენიტენციური დაწესებულების
დირექტორი კანონით დადგენილი წესით, საექიმო დასკვნის საფუძველზე მსჯავრდებულის
გათავისუფლების
შესახებ
მიმართავს
სამინისტროს
და
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას ან სასამართლოს.“.
24. 89-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 89. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება. უვადო თავისუფლების
აღკვეთის გადასინჯვა. სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით
სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან, სასჯელის სახით დანიშნული
უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი
სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის, შესაბამისად, 72-ე, 721 და 73-ე მუხლებით.“.
25. 90-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) 1 თანამშრომელი;“.
26. 91-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ მსჯავრდებულმა (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა) ფაქტობრივად
მოიხადა სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის კანონით დადგენილი ვადა,
პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი
შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და
დამუშავებას
დამატებითი
დრო
სჭირდება,
პენიტენციური
დაწესებულება
უფლებამოსილია
აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს.
2. მსჯავრდებულს, მის ადვოკატს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვთ,
საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია.“.
27. 92-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მსჯავრდებულს, მის ადვოკატს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი
რისკის მსჯავრდებულისა, მისი ადვოკატისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით
დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო
მსუბუქი სახის სასჯელით − საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით − შეცვლის
საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა.
2. მსჯავრდებულს, მის ადვოკატს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვთ,
საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია.“.
28. 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თავისუფლების აღკვეთის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური
დაწესებულება მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააგენტოს ტერიტორიული
ორგანოს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროსა
(შემდგომ − პრობაციის ბიურო) და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს აცნობებს მსჯავრდებულის
პენიტენციური
დაწესებულებიდან
გათავისუფლების,
მისი
საცხოვრებელი
შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ.“.
29. 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ადგილის,
„ა.გ)
ახლო
ნათესავთან
შეხვედრით
(პაემნით),
ადვოკატთან,
დიპლომატიური
წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან
შეხვედრით (თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა);“.
30. 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ამანათით ისეთი ნივთების, ნივთიერებების ან/და ნაკეთობების მიღების უფლების მიცემა,
რომელთა ქონის უფლებაც მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში, ჩვეულებრივ, არ აქვს,
მაგრამ რომელთა ქონაც აკრძალული არ არის;“.
31. 99-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) შეინახოს კვების პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები სათანადოდ
გამოყოფილ ადგილებსა და სათავსებში;“.
32. მე-100 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით მიმართოს პენიტენციური
დაწესებულების
დირექტორს
ან
მის
მიერ
უფლებამოსილ
პირს.
იგი
ვალდებულია
ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით, 5 სამუშაო დღის ვადაში უპასუხოს.“.
33. 101-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჩივრის შეტანის საფუძველია პენიტენციურ სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი
თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და ამ
კოდექსით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა.“.
34. 104-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში ის უმოკლეს ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 3
კალენდარული დღისა, უნდა შეკეთდეს ან უნდა განთავსდეს საჩივრების ახალი ყუთი.“.
35. 105-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჩივრის გადაგზავნიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა საჩივრების ყუთთან
გამოიკვრება გადაგზავნილი საჩივრის რეგისტრაციის ნომერი და შესაბამისი კონვერტის კოდი.“.
36. 109-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჩივრის განხილვის შედეგები შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5
სამუშაო დღისა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ხელწერილით გაეცნობა და მის პირად საქმეს
დაერთვება.“.
37. 113-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან/და ჰიგიენის
დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთი, პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს მას
სეზონის შესაფერისი ტანსაცმლით/ფეხსაცმლით ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი
ნივთით. მისი ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.“.
38. 116-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით სატელეფონო საუბრის
უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის
სატელეფონო საუბარი აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ამ კოდექსის 115-ე
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის ოჯახის წევრები
არიან. ბრალდებული/მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრთან
სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობის თაობაზე მიმართავს პენიტენციური დაწესებულების
დირექტორს ამ უფლებით სარგებლობამდე 10 კალენდარული დღით ადრე. პენიტენციურ
დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრთან სატელეფონო საუბრის უფლება ბრალდებულს შეიძლება
შეეზღუდოს
გამომძიებლის
მსჯავრდებულს
–
ან
პროკურორის
პენიტენციური
მოტივირებული
დაწესებულების
გადაწყვეტილებით,
დირექტორის
ხოლო
მოტივირებული
გადაწყვეტილებით.“.
39. 117-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და ფულადი
გზავნილი უნაღდო ანგარიშსწორებით ახლო ნათესავს, ხოლო პენიტენციური დაწესებულების
დირექტორის ნებართვით – სხვა პირს. თუ ფულადი გზავნილი ნაღდი ფულის სახით არის
გამოგზავნილი, ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ გადაეცემა და გამომგზავნს უბრუნდება.“.
40. 120-ე მუხლის:
ა) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. პენიტენციური დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების
მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ორგანიზებას უწევს ხანმოკლე პაემანს, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც არსებობს ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემაზე მოტივირებული უარის თქმის
საფუძველი. ამ საფუძვლის არსებობის თაობაზე ინფორმაცია განმცხადებელს იმავე დღეს უნდა
მიეწოდოს.“;
ბ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემნის მიმდინარეობაზე
ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა, მაგრამ მოსმენის
გარეშე. ამის თაობაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან ხანმოკლე პაემნის მსურველი პირის
წინასწარ
გაფრთხილება
სავალდებულოა,
გარდა
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
41. 121-ე მუხლის მე-5–მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საოჯახო პაემნის მოთხოვნით მსჯავრდებული წერილობით მიმართავს თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების დირექტორს საოჯახო პაემნის განხორციელებამდე 10 სამუშაო დღით ადრე.
ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
დირექტორს უნდა წარუდგინოს ქალ მსჯავრდებულთან ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას საოჯახო პაემნის
განხორციელებაზე თანხმობის შესახებ ან მასზე მოტივირებული უარის თქმის თაობაზე.
მსჯავრდებულს ეს გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება.
7. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების დირექტორი სამსახურის გენერალურ დირექტორს მიმართავს შუამდგომლობით
წახალისების ფორმით საოჯახო პაემნის განხორციელების თაობაზე. ამ შუამდგომლობის მიღებიდან 3
სამუშაო დღის ვადაში სამსახურის გენერალური დირექტორი თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების დირექტორს წახალისების ფორმით საოჯახო პაემნის განხორციელებაზე თანხმობას
აძლევს ან მოტივირებულ უარს ეუბნება. სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობის
შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას
მსჯავრდებულისთვის წახალისების ფორმით საოჯახო პაემნის უფლების მიცემის შესახებ.
8. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება საოჯახო პაემნის უფლების მიცემის შესახებ
გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა ორგანიზებას უწევს საოჯახო პაემანს და
ამის თაობაზე განმცხადებელს აცნობებს.“.
42. 122-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პენიტენციური დაწესებულება ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების
მიღებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა ორგანიზებას უწევს ხანგრძლივ პაემანს, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც არსებობს ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემაზე მოტივირებული უარის თქმის
საფუძველი. ამ საფუძვლის არსებობის თაობაზე ინფორმაცია განმცხადებელს 10 სამუშაო დღის ვადაში
უნდა მიეწოდოს.“.
43. 123-ე მუხლის:
ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.
ვიდეოპაემნის
მოთხოვნის
თაობაზე
მსჯავრდებულის
განცხადება
პენიტენციური
დაწესებულების დირექტორს უნდა წარედგინოს ვიდეოპაემნის გამართვამდე არაუგვიანეს 7
კალენდარული დღისა.“;
ბ) მე-10 და მე-11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ორგანიზებას უზრუნველყოფს სამსახური.
11.
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
შემთხვევების
გარდა,
მსჯავრდებულთან ვიდეოპაემანზე ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით
მეთვალყურეობა, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე მსჯავრდებულისა და მასთან ვიდეოპაემნის
მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა.“.
44. 124-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 124. მსჯავრდებულის მიერპენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვება
1. სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს პენიტენციური
დაწესებულების დროებით დატოვების უფლება:
ა) თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა მსჯავრდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან
სიცოცხლისთვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე;
ბ) სოციალური აქტივობის განსახორციელებლად, აგრეთვე, ექსტერნატის გამოცდის, ერთიანი
ეროვნული გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად;“.
გ) სხვა განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით.
2. თუ აუცილებელია მსჯავრდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში
მონაწილეობა, უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე სამსახურის შესაბამისი
სტრუქტურული ქვედანაყოფი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო
მოქმედებაში მონაწილეობას.
3. განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების
დროებით დატოვების უფლების მისაღებად მსჯავრდებული, მისი ადვოკატი/კანონიერი
წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი პენიტენციური დაწესებულების დირექტორს შუამდგომლობით
მიმართავს.
ამ
შუამდგომლობაში
უნდა
მიეთითოს
მსჯავრდებულის
მიერ
პენიტენციური
დაწესებულების დროებით დატოვების მოტივი და ადგილი, სადაც მან უნდა გაატაროს თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების გარეთ ყოფნისთვის განკუთვნილი დრო (შემდგომ − დანიშნულების
ადგილი).
4. განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების
დროებით დატოვების უფლება არ მიეცემა იმ მსჯავრდებულს, რომელიც ამ კოდექსის მე-60 მუხლის
მე-2 ნაწილის შესაბამისად პატიმრობის დაწესებულებაშია გადაყვანილი.
5. პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეღამეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც.
6. მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების ვადა შედის
სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.
7. სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით პენიტენციური დაწესებულების
დროებით დატოვების უფლება მსჯავრდებულს ეძლევა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის
წარდგინებით და მისი პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით.
ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამსახურის გენერალური დირექტორის
ბრძანებით დგინდება მსჯავრდებულის თანმხლებ თანამშრომელთა რაოდენობა. მსჯავრდებულის
გაცილება ხდება პენიტენციური დაწესებულებიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან.
8. მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების ხარჯები (გარდა
იმ ხარჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში
მონაწილეობის მისაღებად მსჯავრდებულის გაყვანასთან) ანაზღაურდება მისი ან მისი ოჯახის
სახსრებით. მინისტრის მიერ დადგენილი წესით მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური
დაწესებულების დროებით დატოვების უფლება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი ხარჯების
აუნაზღაურებლად.
9.
მსჯავრდებულის მიერ
პენიტენციური დაწესებულების დროებით
დატოვების წესი
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.
45. 125-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების მისაღებად
მსჯავრდებული, მისი ადვოკატი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი სამსახურის
გენერალურ დირექტორს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ
შუამდგომლობით მიმართავს. ამ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს მსჯავრდებულის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის მოტივი და დანიშნულების
ადგილი.“.
46. 126-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გირაო არის ფულადი თანხა. ფულადი თანხა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სააგენტოს დეპოზიტზე შეაქვს
მსჯავრდებულის ადვოკატს/კანონიერ წარმომადგენელს, ოჯახის წევრს ან მისი სახელით სხვა პირს,
რომელიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წინაშე იღებს წერილობით ვალდებულებას, რომ
ის
უზრუნველყოფს
მსჯავრდებულის
სათანადო
ქცევასა
და
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადებას. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი. ამ ოქმის
ერთი ასლი გირაოს შემტანს გადაეცემა.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გირაო 3 სამუშაო
დღის ვადაში შეიტანება სამსახურის ანგარიშზე.“;
გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. პირადი თავდებობისას მსჯავრდებულის ადვოკატი/კანონიერი წარმომადგენელი, ახლო
ნათესავი ან მისი სახელით სხვა პირი იღებს წერილობით ვალდებულებას, რომ ის უზრუნველყოფს
მსჯავრდებულის სათანადო ქცევასა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში
გამოცხადებას.“.
47. 1261 მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ ამ მუხლით გათვალისწინებული
პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 ნაწილით
განსაზღვრულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადაეცემა მისი მიღებიდან არაუგვიანეს მე-2
კალენდარული დღისა.“.
48. 141-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საავადმყოფოში მოწყობილი დროებითი საგუშაგო შედგება ესკორტირების ჯგუფის
წევრებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაცვასა და
მეთვალყურეობას. საჭიროების შემთხვევაში დროებითი საგუშაგო შეიძლება გაძლიერდეს სხვა
მოსამსახურეებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონმდებლობის კოდიფიცირების ფარგლებში 2023 წლის 15 დეკემბერს მიღებულ იქნა
პენიტენციური კოდექსი, რომელმაც ჩაანაცვლა პატიმრობის კოდექსი და „სპეციალური პენიტენციური
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნულის შედეგად ერთ საკანონმდებლო აქტში
გაერთიანდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების, აგრეთვე, სპეციალური
პენიტენციური სამსახურის სისტემის ფუნქციონირების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმები;
ამასთანავე,
მნიშვნელოვნად
გაუმჯობესდა
როგორც
ბრალდებულთა
და
მსჯავრდებულთა
უფლებრივი მდგომარეობა, ისე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური
დაცვის გარანტიები; საკანონმდებლო თვალსაზრისით დაიხვეწა და დაზუსტდა ცალკეული
რეგულაციები.
პენიტენციური კოდექსის მოქმედების ორწლიანმა პერიოდმა, კოდექსის ცალკეული ნორმების
მოქმედების პრაქტიკამ, აგრეთვე, ამავე კოდექსიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტებზე მუშაობის
პროცესმა დღის წესრიგში დააყენა კოდექსის კომპლექსურად, ტექნიკური გადახედვის საჭიროება.
აღნიშნულის ფარგლებში, შესწავლილ იქნა და გამოვლინდა ის ცალკეული, უმეტეს შემთხვევაში, –
ტექნიკური ხასიათის, საკითხები და რეგულაციები, რომლებიც დამატებით დაზუსტებას, ახლებურ
რეგულირებას და ზოგიერთ შემთხვევაში – ხარვეზების აღმოფხვრას საჭიროებს. აქედან გამომდინარე,
გამოიკვეთა კოდექსში სათანადო, ერთიანი შესწორებების შეტანის აუცილებლობა, რაც ბრალდებულთა
და მსჯავრდებულთა უფლებების უკეთ რეალიზებისა და პენიტენციური სისტემის ეფექტიანი
ფუნქციონირებისკენ არის მიმართული.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
პენიტენციური სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ცალკეული რეგულაციები,
რომლის
შეცვლას/დაზუსტებას
საჭიროებს,
პენიტენციურ
კოდექსშია
ასახული,
რის
გამოც
აუცილებელია აღნიშნულ კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
შედეგად
შეიცვლება/დაზუსტდება
პენიტენციური
სისტემის
ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ცალკეული რეგულაციები, მათ შორის, აღმოიფხვრება ამავე
კოდექსის სხვა ნორმებთან მიმართებით არსებული ცალკეული ხარვეზები (მათ შორის, დაზუსტდება
ვადები) და ტექნიკური/ტერმინოლოგიური თვალსაზრისით გასწორდება აღნიშნული კოდექსის
ცალკეულ ნორმათა რედაქციები. პენიტენციურ კოდექსში შესატანი ცვლილებები ხელს შეუწყობს
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების უკეთ რეალიზებასა და პენიტენციური სისტემის
ეფექტიან ფუნქციონირებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
სამსახურის სისტემასა და მოსამსახურესთან დაკავშირებული ცვლილებები
1. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ –
სამსახური) პენიტენციური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების
ამოღებას (მე-6 მუხლის მე-4 ნაწილი), რადგან, მიზანშეწონილია, პენიტენციურ კოდექსში არ იქნეს
მოხსენიებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტრუქტურული ერთეულის სახელწოდება
და, შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი/მინისტრი არ
იყოს შეზღუდული შესაბამისი აღნიშნული სამსახურის სტრუქტურული მოწყობის საკითხებში.
მაგალითად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია
მონიტორინგის
დეპარტამენტი,
რომელიც
მითითებულ
კოდექსში
„შიდა
კონტროლის
განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფად“ არის მოხსენიებული. მიზანშეწონილია,
აღნიშნული მიდგომა ამავე სამსახურის პენიტენციურ დეპარტამენტზეც გავრცელდეს.
2. კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები აწესრიგებს თანამდებობრივი შეუთავსებლობის
საკითხებს, კერძოდ, არსებული რეგულირებით, მოსამსახურეს უფლება არ აქვს, ეკავოს სხვა
თანამდებობა სხვა საჯარო დაწესებულებაში ან კერძო დაწესებულებაში, აგრეთვე სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისას ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო,
პედაგოგიური ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა. მოსამსახურემ შეთავსებით სხვა თანამდებობა
შეიძლება დაიკავოს მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში. ამასთან, ეს
შეზღუდვა არ ვრცელდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის წევრზე,
რომელიც თავის საქმიანობას პენიტენციურ დაწესებულებაში ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს განსაზღვრავს „კორუფციის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, რის გამოც სპეციალური პენიტენციური
სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები, მიზანშეწონილია,
განისაზღვრებოდეს აღნიშნული კანონით. ეს განსაკუთრებით უფრო მნიშვნელოვანია თამდებობრივ
შეუთავსებლობასთან დაკავშირებით
ამ კანონში უკანასკნელ
პერიოდში განხორციელებული
ცვლილების გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, კოდექსის მე-13 მუხლში განისაზღვრება, რომ
მოსამსახურის
სამსახურებრივ
შეუთავსებლობასთან
დაკავშირებული
საკითხები
წესრიგდება
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. მე-16 მუხლის მე-3 ნაწილში ცვლილებით განისაზღვრება, რომ სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე, სამსახურში ყოფნის ზღვრულ
ასაკს მიღწეულ მოსამსახურეს სამსახურის
ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე სამედიცინო დასკვნის ან/და მისი ფიზიკური მომზადების
დონის გათვალისწინებით, მისივე თანხმობით, სამსახურის ვადა 5 წლამდე ვადით შეიძლება
გაუგრძელდეს, ნაცვლად საქართველოს იუსტიციის მინისტრისა (შემდგომ – მინისტრი) , სამსახურის
გენერალური დირექტორის ბრძანებით, რადგან, თავისი არსით, აღნიშნული უფლებამოსილება საჯარო
დაწესებულების (სამსახურის) ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს.
4. მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში შეტანილი რედაქციული და
შინაარსობრივი შესწორებით ზუსტდება, რომ, სხვა შემთხვევების გარდა, დისციპლინური გადაცდომა
მძიმეა,
თუ:
1)
დისციპლინური
პასუხისმგებლობის
მქონე
მოსამსახურემ
ჩაიდინა
ახალი
დისციპლინური გადაცდომა; 2) მოსამსახურემ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა
ნარკოტიკული საშუალება, მისი ანალოგის ან პრეკურსორი ან მოიხმარა ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერება, თუ აღნიშნული ქმედება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
5. 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში ზუსტდება, რომ მოსამსახურეს ეკრძალება
სამსახურში არა მხოლოდ ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული
ნივთიერების, არამედ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნაც; აღნიშნული
ქვეპუნქტი ზუსტდება რედაქციული თვალსაზრისითაც.
6. 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში ცვლილებით განისაზღვრება, რომ მოსამსახურეები,
ნაცვლად მინისტრისა, განსაკუთრებულ რეჟიმზე შეიძლება იყვნენ გადაყვანილი სამსახურის
გენერალური დირექტორის ბრძანებით, რადგან აღნიშნულ გადაწყვეტილებას, თავისი არსით, უნდა
იღებდეს დაწესებულების ხელმძღვანელი – სამსახურის გენერალური დირექტორი.
7. 29-ე მუხლის:
•
მე-3
ნაწილის
„ზ“
ქვეპუნქტში
ზუსტდება,
რომ
მოსამსახურის
სამსახურებრივი
ურთიერთობის შეჩერების ერთ-ერთი საფუძველია მოსამსახურის (მოქმედი რედაქციით –
მინისტრის მიერ განსაზღვრული მოსამსახურის) კადრების განკარგულებაში აყვანა.
აღნიშნული შესწორება განპირობებულია იმით, რომ, დღეს არსებული მდგომარეობით,
სამსახურის შტატით გათვალისწინებულ ყველა მოსამსახურეს აქვს სახელმწიფო სპეციალური
წოდება და დამატებით მოსამსახურეთა რამე კატეგორიის მინისტრის მიერ განსაზღვრის
საჭიროება არ არსებობს;
•
მე-4 ნაწილში ზუსტდება, რომ უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელი ვალდებულია არ
დაუშვას სამუშაოზე მოსამსახურე ან/და სხვა პირი არა მხოლოდ ალკოჰოლის, ნარკოტიკული
საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების, არამედ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების
ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაშიც. აღნიშნული ნაწილი ზუსტდება რედაქციული
თვალსაზრისითაც.
8. 32-ე მუხლის მე-3 ნაწილში ცვლილებით განისაზღვრება, რომ პენიტენციური დაწესებულების
დებულებას, ნაცვლად სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინებისა, უშუალოდ მინისტრი
დაამტკიცებს. ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პენიტენციური სისტემის ფუნქციონირებასთან
დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დანარჩენ საკითხზე ნორმატიული აქტის (მათ შორის,
სამსახურისა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებების) ყოველგვარი წარდგინების გარეშე,
უშუალოდ გამოცემის უფლებამოსილება მინისტრს აქვს.
ბრალდებულის/მსჯავრდებული უფლებრივი მდგომარეობა
1. კოდექსის 38-ე მუხლის:
•
მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში
მყოფი
მსჯავრდებული
არ
სარგებლობს
განსაკუთრებულ,
პირად
გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების
უფლებით. კოდექსის 124-ე მუხლის თანახმად, სამსახურის გენერალურმა დირექტორმა
მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს სამკურნალო დაწესებულებისა და თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულების
დროებით
დატოვების
უფლება
სხვა
განსაკუთრებულ
გარემოებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია,
რომ
მსჯავრდებულები
ერთიან
ეროვნულ/სამაგისტრო
გამოცდებზე
პენიტენციური დაწესებულებიდან გადიან სწორედ სხვა განსაკუთრებულ გარემოებასთან
დაკავშირებით. უმაღლესი განათლების მიღების უფლება (გარდა ციფრული უნივერისტეტის)
განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულსაც აქვს და იგი ვერ
სარგებლობს განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვების
უფლებით.
გარკვეული
სირთულეები
იქმნება
პრაქტიკაში,
ამიტომ
ცვლილებით
განისაზღვრება განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულის მიერ
განათლების მიღების უზრუნველსაყოფად დაწესებულების დატოვების შესაძლებლობა.
შესაბამისი ცვლილება შედის 124-ე მუხლშიც;
•
მე-7 ნაწილში ზუსტდება, რომ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამ დაწესებულების დებულებით
დადგენილი წესით მიიღოს ამანათი (გზავნილის ნაცვლად), რადგან, პრაქტიკაში, გზავნილს
პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებები აღარ ითვალისწინებს. რეალურად, გზავნილში
ამანათის ფოსტის მეშვეობით მიღება მოიაზრება (შესაბამისი ცვლილება შედის, აგრეთვე,
კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „ს“ ქვეპუნქტში, 72-ე მუხლის პირველი ნაწილის
„ე“ ქვეპუნქტსა და 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტში).
2. კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, ბრალდებული სარგებლობს განსაკუთრებულ, პირად
გარემოებებთან დაკავშირებით პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვების უფლებით, ხოლო
124-ე მუხლის მიხედვით, მსჯავრდებული სარგებლობს განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან
დაკავშირებით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლებით. კოდექსის ამ ნორმების სიტყვა-სიტყვითი
განმარტებიდან
გამომდინარე,
ბრალდებული
არ
სარგებლობს
სამკურნალო
დაწესებულების
დატოვების უფლებით, მაშინ, როდესაც იგივე სამკურნალო დაწესებულების დატოვების უფლება
მსჯავრდებულს აქვს. თუ ბრალდებული სარგებლობს პატიმრობის დაწესებულების დროებით
დატოვების უფლებით, მას იგივე უფლება სამკურნალო დაწესებულების შემთხვევაშიც უნდა ჰქონდეს.
გასათვალისწინებელია
ისიც,
რომ
დაწესებულებას
ბრალდებული/მსჯავრდებული
დროებით
საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მიზნითაც ტოვებს. ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით, 50-ე მუხლში „პატიმრობის დაწესებულება“ იცვლება, ზოგადად, „პენიტენციური
დაწესებულებით“. ანალოგიური ცვლილება შედის კოდექსის 124-ე მუხლშიც.
3. 57-ე მუხლის:
•
პირველი ნაწილი განსაზღვრავს საკითხებს, რომლებიც პენიტენციური დაწესებულების
დებულებით უნდა იქნეს გათვალისწინებული. წარმოდგენილი ცვლილებით აღნიშნული
ნაწილის „ო“ ქვეპუნქტში სიტყვები: „და სხვა საგნების ჩამონათვალი“ იცვლება, „სხვა
ნივთებისა და საგნების ჩამონათვალით“ (შესაბამისი ცვლილება შედის, აგრეთვე, კოდექსის
66-ე მუხლის მე-5 ნაწილშიც), ხოლო „პ“ ქვეპუნქტის ფორმულირებიდან: „იმ კვების
პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების ჩამონათვალი,
რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობაც ეკრძალება
ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“, ხდება
სიტყვების „კვების პროდუქტების“ ამოღება, რადგან დაწესებულების დებულებების
მიხედვით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ არცერთი კვების პროდუქტის ქონა
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ იწვევს (შესაბამისი ცვლილება შედის, აგრეთვე,
57-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებშიც);
•
პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც პენიტენციური
დაწესებულების დებულებით უნდა იქნეს გათვალისწინებული, არის „ჩხრეკისა და
შემოწმების ჩატარების წესები“. ვინაიდან „ჩხრეკა“ საპროცესო ტერმინია, ცვლილების
მიხედვით,
აღნიშნული
ქვეპუნქტი
„ბრალდებულის/მსჯავრდებულის,
მისი
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
ყალიბდება
მოთავსების
საკუთრებაში/სარგებლობაში
შემდეგი
რედაქციით:
ადგილის,
აგრეთვე
არსებული
ნივთების
შემოწმების ჩატარების წესები“. შესაბამისი რედაქციით ყალიბდება, აგრეთვე, კოდექსის 57-ე
მუხლის მე-2 ნაწილიც: პენიტენციური დაწესებულების დებულების დასაცავად პენიტენციურ
დაწესებულებაში შეიძლება განხორციელდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი
სრული ან არასრული შემოწმება, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილის და
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
შემოწმება.
საკუთრებაში/სარგებლობაში
პირად
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
არსებული
შემოწმებას
ნივთების
ახორციელებს
პენიტენციური დაწესებულების იმავე სქესის თანამშრომელი“.
4. კოდექსის მთელ ტექსტში (58-ე მუხლის მე-10 ნაწილი, 88-ე მუხლის პირველი ნაწილი, 91-ე
მუხლის მე-2 ნაწილი, 92-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“
ქვეპუნქტი, 124-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 125-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 126-ე მუხლის პირველი და მე-7
ნაწილები) სიტყვა „დამცველი“, რომელიც მოძველებული ტერმინია, იცვლება მოქმედი საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ტერმინით „ადვოკატი“.
5. 62-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ
შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობა სამედიცინო პერსონალთან ერთად
დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმებას. ვინაიდან
დროებითი საგუშაგოს ან დამატებითი საგუშაგოს მოწყობის შემთხვევაში (მათი მოწყობა ხდება
სამკურნალო დაწესებულებაში) რელევანტური არ არის სამედიცინო შემოწმება, აღნიშნული ნაწილი
ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „4. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ, გარდა ამ
მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებისა,
შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობა სამედიცინო პერსონალთან ერთად
დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმებას.
6. 69-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველი, აგრეთვე
საქართველოს
სახალხო
დამცველის
წინასწარი
წერილობითი
თანხმობით
–
სპეციალური
პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესისა და
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად,
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით განახორციელოს პენიტენციურ დაწესებულებაში მათი
ან/და მათი უშუალო განთავსების პირობების, გასეირნების ადგილების, საექიმო-სამედიცინო პუნქტის,
კვების ობიექტის, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის საპირფარეშოებისა და
შეხვედრის ოთახების ფოტოგადაღება“.
მოქმედი რედაქციით შესაძლებელია აღნიშნული ნორმის ისეთი ინტერპრეტირება, რომ საერთო
სივრცეების
ფოტოგადაღება
ბრალდებულზეა/მსჯავრდებულზეა
გამომდინარე, ცვლილებით აღნიშნული ნაწილი დაკორექტირდა
დამოკიდებული.
აქედან
შემდეგი რედაქციით: „8.
საქართველოს სახალხო დამცველი, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის წინასწარი
წერილობითი თანხმობით – სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია მინისტრის
ბრძანებით
დამტკიცებული
წესისა
და
სახელმწიფო
საიდუმლოების
შესახებ
საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, განახორციელოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
გასეირნების ადგილების, საექიმო-სამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტის, საერთო სარგებლობის
ხოლო
ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობით – მისი ან/და მისი უშუალო განთავსების პირობების
საშხაპეების,
საერთო
სარგებლობის
საპირფარეშოებისა
და
შეხვედრის
ოთახების,
ფოტოგადაღება“.
7. 89-ე მუხლში მოცემულია სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან
დაკავშირებული საკითხების დეტალური რეგულირება.
აღსანიშნავია, რომ მითითებული მუხლით რეგულირდება მხოლოდ სასჯელის მოხდისგან
პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები (პრაქტიკულად, უცვლელად
არის გადმოტანილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან, რითაც საკანონმდებლო
ნორმათა დუბლირება ხდება), თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით არის
რეგულირებული უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვასთან და სასჯელის მოუხდელი
ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხებიც, რომლებიც
პენიტენციურ კოდექსში არ არის ასახული.
აქედან გამომდინარე, ერთგვაროვანი მიდგომის მიზნით, ტექნიკური ცვლილების სახით,
პენიტენციური კოდექსის 89-ე მუხლიდან ამოდის შინაარსობრივი რეგულაციები და მასში რჩება
მხოლოდ მითითება, რომ სამივე ზემოხსენებულ შემთხვევასთან დაკავშირებული რეგულაციები
მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, კერძოდ, აღნიშნული მუხლით
განისაზღვრება, რომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან, სასჯელის სახით
დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის
უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კოდექსის 89-ე მუხლის ახალი რედაქციიდან გამომდინარე, კოდექსის
90-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტსა და 93-ე მუხლის მე-2 ნაწილში შედის ტექნიკური
ცვლილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების
სახელწოდებასთან დაკავშირებით.
8. 99-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში სიტყვები: „საკვები პროდუქტები“ იცვლება
სიტყვებით: „კვების პროდუქტები“.
9. 101-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები: „სასჯელაღსრულების სფეროში“ იცვლება
სიტყვებით: „პენიტენციურ სფეროში“.
10. 113-ე მუხლის პირველი ნაწილში სიტყვებიდან: „სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლით“
ხდება სიტყვის – „სპეციალური“ ამოღება. ტერმინოლოგიური ცვლილება შედის, აგრეთვე, კოდექსის
117-ე მუხლის პირველ ნაწილში.
11. 120-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით ხანმოკლე პაემნის მიმდინარეობის ვიზუალურ ან/და
ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას ახორციელებს პენიტენციური დაწესებულების
წარმომადგენელი. წარმოდგენილი ცვლილებით ხდება სუბიექტის დაზუსტების ამოღება, რადგან
ხანმოკლე პაემნის ვიზუალურ ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას ახორციელებს
არა სრულად პენიტენციური დაწესებულება, არამედ სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული
ერთეულიც. იგივე შინაარსის ცვლილება შედის კოდექსის 123-ე მუხლის მე-11 ნაწილებშიც,
ვიდეოპაემანთან დაკავშირებით.
12. 123-ე მუხლით წესრიგდება ვიდეოპაემანთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული
მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ორგანიზებას მისი წერილობითი
თანხმობის საფუძველზე უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება.
არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ვიდეოპაემნის ინიციატორი არის არა გარეშე პირი,
არამედ უშუალოდ მსჯავრდებული. აქედან გამომდინარე, მითითებული ნაწილი ყალიბდება შემდეგი
რედაქციით: „10. მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ორგანიზებას უზრუნველყოფს სამსახური“.
შესაბამისი ცვლილება შედის 123-ე მუხლის მე-6 ნაწილშიც, რომელშიც ზუსტდება ვიდეოპაემნის
ინიციატორი,
კერძოდ,
ვიდეოპაემნის
მოთხოვნის
თაობაზე
განცხადებას
პენიტენციური
დაწესებულების დირექტორს წარუდგენს მსჯავრდებული.
13. 126-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გირაო, როგორც ფულადი თანხა, თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით შეაქვთ
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დეპოზიტზე. პროექტის მიხედვით, ფულადი თანხა
შეტანილ უნდა იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დეპოზიტზე, ვინაიდან
კოდექსის 125-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის პერიოდში მისი გადაადგილების კონტროლს
(მონიტორინგს) აღნიშნული სააგენტო ახორციელებს.
14. 141-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები: „საბადრაგო ჯგუფი“ იცვლება სიტყვებით:
„ესკორტირების ჯგუფი“.
კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული ვადების დაზუსტება
აღსანიშნავია, რომ კოდექსის ცალკეულ ნორმებში, რომლებშიც გარკვეული მოქმედებების
განხორციელების ვადებია (დღეების სახით) მითითებული, არ არის დაზუსტებული, შესაბამისი
დღეები სამუშაოა თუ კალენდარული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვადებთან მიმართებით პრაქტიკაში
ერთგვაროვანი მიდგომებია, მიზანშეწონილია მათი დაზუსტება.
აქედან გამომდინარე, კოდექსის ცალკეულ ნორმებში (23-ე, 29, 30-ე, 47-ე, 50-ე, 53-ე, 66-ე, 72-ე, 75ე, 82-ე, 91, მე-100, 104-ე, 105, 109-ე, 116-ე, 120, 121-ე, 122-ე, 123-ე, 124-ე, 126-ე და 1261 მუხლები)
ზუსტდება ვადების სახით განსაზღვრული შესაბამისი დღეები იმ პრინციპით, რომ სამუშაო დღეებად
განისაზღვრება ის ვადები, რომლებიც მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციული/სამსახურებრივი
ფუნქციის შესრულებას უკავშირდება, ხოლო სხვა შემთხვევაში –კალენდარულ დღეებად. ამასთანავე,
ცალკეულ შემთხვევაში, ვადის არსის გათვალისწინებით დღე განისაზღვრება (ზუსტდება) „დღე-ღამის“
სახით. დაზუსტებები არ აუარესებს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას
და შეესაბამება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ამ ვადების გამოყენების პრაქტიკას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რათა დროულად აღმოიფხვრას
პენიტენციურ კოდექსში არსებული ტექნიკური/ტერმინოლოგიური ხარვეზები, რაც, თავის მხრივ,
აუცილებელია ამ კოდექსიდან გამომდინარე სათანადო კანონქვემდებარე აქტების გამოცემისათვის.
ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი, მიზანშეწონილია, განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, რათა დროულად
აღმოიფხვრას პენიტენციურ კოდექსში არსებული ტექნიკური/ტერმინოლოგიური ხარვეზები, რაც,
თავის მხრივ, აუცილებელია ამ კოდექსიდან გამომდინარე სათანადო კანონქვემდებარე აქტების
გამოცემისათვის (განახლებისთვის).
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსებასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო
ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს
ან
მის
სისტემაში
არსებული
უწყების
მიერ
მისაღებ
პირდაპირ
ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
მოსალოდნელია
კანონპროექტით
განსაზღვრულ
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლება იქონიოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის
მოსამსახურეთა ფინანსურ შედეგებზე შემდეგი გარემოებების გამო:
1. კოდექსის მოქმედი რედაქციის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, მოსამსახურეს
უფლება არ აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა სხვა საჯარო დაწესებულებაში ან კერძო დაწესებულებაში,
აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას,
გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა. მოსამსახურემ შეთავსებით
სხვა თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში.
ამასთან, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო
პერსონალის წევრზე, რომელიც თავის საქმიანობას პენიტენციურ დაწესებულებაში ახორციელებს.
პროექტის მიხედვით კი, კოდექსის მე-13 მუხლში განისაზღვრება, რომ მოსამსახურის
სამსახურებრივ
შეუთავსებლობასთან
დაკავშირებული
საკითხები
წესრიგდება
„კორუფციის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით. თავის მხრივ, აღნიშნული კანონით
განისაზღვრება, რომ საჯარო მოსამსახურეს (მათ შორის, იგულისხმება სპეციალური პენიტენციური
სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეც) უფლება აქვს, ახორციელებდეს
ანაზღაურებად
დაწესებულების
სამეცნიერო,
პედაგოგიურ,
ხელმძღვანელის
ან
შემოქმედებით
საქართველოს
საქმიანობას
მხოლოდ
კანონმდებლობით
შესაბამისი
განსაზღვრული
უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ
ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ხოლო
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური
თანამდებობის დაკავება მას შეუძლია მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული
საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
ამასთანავე, საკანონმდებლო პაკეტში შემავალ ზემოაღნიშნულ კანონში ცვლილების პროექტით
განისაზღვრება, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის წევრს (გარდა
ამავე სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა,
აგრეთვე, პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელისა) უფლება აქვს, ზემოთ აღნიშნული
შეთავსებითი საქმიანობების გარდა, განახორციელოს ანაზღაურებადი საქმიანობა სამედიცინო
სფეროში, ამავე სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით
გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, იმავე საკანონმდებლო
ცვლილების პროექტით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში (მათ
შორის,
სპეციალური
მუშაკსა/სოციალური
პროფესიულ
პენიტენციური
მუშაკის
ზედამხედველს
სამსახურიც
იგულისხმება)
დასაქმებულ
პროფესიულ
ზედამხედველსა
და
(გარდა
დაწესებულებების
ხელმძღვანელებისა
ამავე
სოციალურ
ფსიქოლოგს/ფსიქოლოგის
და
მათ
მოადგილეებისა, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელებისა და მათი
მოადგილეებისა) უფლება აქვთ, ამ მუხლით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობების გარდა,
აგრეთვე,
განახორციელონ
ანაზღაურებადი
საქმიანობა
ამავე
სამინისტროს
სისტემის
სხვა
დაწესებულებაში სოციალურ მუშაკად ან ფსიქოლოგად, აგრეთვე, მათ პროფესიულ ზედამხედველად
შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული
წერილობითი თანხმობის საფუძველზე. მათი შრომის ანაზღაურება გაიცემა „საჯარო დაწესებულებაში
შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეთავსებით მუშაობასთან დაკავშირებით შესაბამის
საკანონმდებლო აქტებში ცვლილებამ შესაძლოა ფინანსური შედეგები იქონიოს სპეციალური
პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ფინანსურ შედეგებზე, რომლის კონკრეტული ოდენობა
დამოკიდებული იქნება შეთავსებით საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემულ თანხმობებზე და მის
საფუძველზე დამატებითი შეთავსებითი სამუშაოს შედეგად მიღებული შრომის ანაზღაურების
ოდენობებზე.
2. კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში შეტანილი რედაქციული და
შინაარსობრივი შესწორებით ზუსტდება, რომ, სხვა შემთხვევების გარდა, დისციპლინური გადაცდომა
მძიმეა, თუ: 1) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე მოსამსახურემ ჩაიდინა ახალი
დისციპლინური გადაცდომა; 2) მოსამსახურემ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა
ნარკოტიკული საშუალება, მისი ანალოგი ან პრეკურსორი ან მოიხმარა ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერება, თუ აღნიშნული ქმედება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ამდენად,
ფართოვდება იმ ნივთიერებათა ნუსხა, რომელთა მოხმარებაც იწვევს მძიმე დისციპლინურ
გადაცდომას და შესაბამისი სახდელის დაკისრებას.
იმის გათვალისწინებით, რომ კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით,
მოსამსახურე სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს მხოლოდ მძიმე
დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების
შემთხვევაში, როგორც წესი სამსახურიდან დათხოვნას/გათავისუფლებას გამოიწვევს, სამსახურიდან
დათხოვნილი/გათავისუფლებული მოსამსახურე ვეღარ მიიღებს შრომის ანაზღაურებას. კონკრეტული
ფინანსური შედეგები დამოკიდებული იქნება შესაბამისი საფუძვლით მოსამსახურის სამსახურიდან
დათხოვნის/გათავისუფლების შემთხვევათა რაოდენობაზე,
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.