„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
08.05.2026
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#311/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-18
ბიუროს ნომერი 140

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 188 და 189 პუნქტები: „188. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის წევრს (გარდა ამავე სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა), აგრეთვე პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელისა) უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობების გარდა, განახორციელოს ანაზღაურებადი საქმიანობა სამედიცინო სფეროში, ამავე სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 189. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში დასაქმებულ სოციალურ მუშაკსა/სოციალური მუშაკის პროფესიულ ზედამხედველსა და ფსიქოლოგს/ფსიქოლოგის პროფესიულ ზედამხედველს (გარდა ამავე დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და მათ მოადგილეებისა, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა) უფლება აქვთ, ამ მუხლით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობების გარდა, აგრეთვე განახორციელონ ანაზღაურებადი საქმიანობა ამავე სამინისტროს სისტემის სხვა დაწესებულებაში სოციალურ მუშაკად ან ფსიქოლოგად, აგრეთვე, მათ პროფესიულ ზედამხედველად შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში შესაბამის პირთა შრომის ანაზღაურება უნდა გაიცეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებული სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის, აგრეთვე, მათი პროფესიული ზედამხედველის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის შესაბამისი დაწესებულებისადმი თანამდებობრივი დაქვემდებარების საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“. მუხლი 2 საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2026 წლის 1 ივლისამდე გამოსცეს ნორმატიული აქტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში შეთავსებითი საქმიანობის განმახორციელებელი სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ამავე სამინისტროს სისტემის შესაბამისი დაწესებულებისადმი თანამდებობრივი დაქვემდებარების განსაზღვრის შესახებ. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: 1. კანონპროექტის მიღება უკავშირდება პენიტენციურ კოდექსში შესატან ცვლილებას, რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები განისაზღვრება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით. კერძოდ, კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები აწესრიგებს თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს, კერძოდ, არსებული რეგულირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეს უფლება არ აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა სხვა საჯარო დაწესებულებაში ან კერძო დაწესებულებაში, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა. მოსამსახურემ შეთავსებით სხვა თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში. ამასთან, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის წევრზე, რომელიც თავის საქმიანობას პენიტენციურ დაწესებულებაში ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს განსაზღვრავს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, რის გამოც სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები, მიზანშეწონილია, განისაზღვროს აღნიშნული კანონით. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია ამ კანონში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით. ამდენად, კანონპროექტის მიზანია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პენიტენციურ კოდექსში შესატან ცვლილებასთან შესაბამისობაში მოყვანა. 2. 2025 წლის 17 დეკემბერს მიღებულ იქნა „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 მაისიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში იქმნება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი (შემდგომ – ცენტრი). ზემოაღნიშნული ცენტრი: წარმართავს და კოორდინაციას უწევს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის (არასრულწლოვანი, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, და რომელსაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია 14 წელი) კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესს; შეიმუშავებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემის ეფექტიანობისთვის საჭირო სერვისების/პროგრამების კონცეფციებს და ახორციელებს მას; უზრუნველყოფს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლისთვის შესაბამისი მხარდამჭერი კონსულტაციის გაწევასა და არასრულწლოვანის ოჯახის ჩართვას არსებულ სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერ სერვისებში, აგრეთვე, ახორციელებს კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. კანონის თანახმად, 2026 წლის 1 ივლისიდან ფუნქციონირებას დაიწყებს არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლი – ცენტრის სტრუქტურული ერთეული, სადაც კანონის შესაბამისად განხორციელდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ღონისძიებები. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების მიზანია მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რეაბილიტაცია და მხარდაჭერა, რაც ემსახურება არასრულწლოვანის უფლებების დაცვას და არ წარმოადგენს მისი დასჯის ღონისძიებას. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში დასაშვებია 10 წლიდან 14 წლამდე ასაკის კანონთან კონფლიქტში მყოფი იმ არასრულწლოვანის გადამისამართება, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება 10 წლიდან 14 წლამდე ასაკში ჩაიდინა. ცენტრის, როგორც ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სათანადო, კვალიფიციური სპეციალისტების – სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების, აგრეთვე, მათი პროფესიული ზედამხედველების საქმიანობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში დასაქმებულ სოციალურ მუშაკსა/სოციალური მუშაკის პროფესიულ ზედამხედველსა და ფსიქოლოგს/ფსიქოლოგის პროფესიულ ზედამხედველს (გარდა ამავე დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და მათ მოადგილეებისა, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა) უფლება ჰქონდეთ, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობების (ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობა) გარდა, აგრეთვე, განახორციელონ ანაზღაურებადი საქმიანობა ამავე სამინისტროს სისტემის სხვა დაწესებულებაში სოციალურ მუშაკად ან ფსიქოლოგად, აგრეთვე, მათ პროფესიულ ზედამხედველად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შეთავსებით საქმიანობის განხორციელებას აწესრიგებს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, რის გამოც, იმისათვის, რათა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა ცალკეული თანამშრომლების შეთავსებითი საქმიანობა დასაშვები იყოს, აუცილებელია აღნიშნულ კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი პენიტენციურ კოდექსში შესატან ცვლილებასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის შეთავსებით საქმიანობასთან დაკავშირებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში დასაქმებულ სოციალურ მუშაკსა/სოციალური მუშაკის პროფესიულ ზედამხედველსა და ფსიქოლოგს/ფსიქოლოგის პროფესიულ ზედამხედველს (გარდა ამავე დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და მათ მოადგილეებისა, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა) უფლება ექნებათ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობების (ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობა) გარდა, აგრეთვე განახორციელონ ანაზღაურებადი საქმიანობა ამავე სამინისტროს სისტემის სხვა დაწესებულებაში სოციალურ მუშაკად ან ფსიქოლოგად, აგრეთვე, მათ პროფესიულ ზედამხედველად. აღნიშნული, თავის მხრივ, მნიშვნელოვან დადებით გავლენას იქონიებს ცენტრის საქმიანობის სათანადოდ განხორციელებაზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლს ემატება 18 და 189 პუნქტები, კერძოდ: 8 • 188 პუნქტის მიხედვით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის წევრს (გარდა ამავე სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელისა) უფლება აქვს, ამავე კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობების გარდა, განახორციელოს ანაზღაურებადი საქმიანობა სამედიცინო სფეროში, ამავე სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამასთანავე, განისაზღვრება, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას; • 189 პუნქტის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში დასაქმებულ სოციალურ ფსიქოლოგს/ფსიქოლოგის მუშაკსა/სოციალური პროფესიულ მუშაკის ზედამხედველს პროფესიულ (გარდა ზედამხედველსა ამავე და დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და მათ მოადგილეებისა, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა) უფლება აქვთ, ამ მუხლით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობების გარდა, აგრეთვე განახორციელონ ანაზღაურებადი საქმიანობა ამავე სამინისტროს სისტემის სხვა დაწესებულებაში სოციალურ მუშაკად ან ფსიქოლოგად, აგრეთვე, მათ პროფესიულ ზედამხედველად შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. ამასთანავე, კანონპროექტით კეთდება დათქმა, რომ შეთავსებითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში შესაბამის პირთა შრომის ანაზღაურება უნდა გაიცეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებული სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის, აგრეთვე, მათი პროფესიული ზედამხედველის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის შესაბამისი დაწესებულებისადმი თანამდებობრივი დაქვემდებარების საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რაც, ერთი მხრივ, პენიტენციურ კოდექსში სათანადო ცვლილების განხორციელებასთან არის დაკავშირებული, ხოლო, მეორე მხრივ, შესაბამის მოსამსახურეთა მიერ შეთავსებითი საქმიანობის დაშვების დაუყოვნებლივი ამოქმედების საჭიროებით არის განპირობებული. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი უკავშირდება პენიტენციურ კოდექსში ცვლილებასა და „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებას და, ამდენად, მიზანშეწონილია, განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსებასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: პენიტენციური კოდექსის მოქმედი რედაქციის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, მოსამსახურეს უფლება არ აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა სხვა საჯარო დაწესებულებაში ან კერძო დაწესებულებაში, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა. მოსამსახურემ შეთავსებით სხვა თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში. ამასთან, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის წევრზე, რომელიც თავის საქმიანობას პენიტენციურ დაწესებულებაში ახორციელებს. საკანონმდებლო პაკეტში შემავალი პენიტენციურ კოდექსში ცვლილების პროექტის მიხედვით კი, იმავე კოდექსის მე-13 მუხლში განისაზღვრება, რომ მოსამსახურის სამსახურებრივ შეუთავსებლობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით. თავის მხრივ, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით საჯარო მოსამსახურეს (მათ შორის, იგულისხმება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეც) უფლება აქვს, ახორციელებდეს ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ხოლო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავება მას შეუძლია მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამასთანავე, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში წინამდებარე ცვლილებით განისაზღვრება, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის წევრს (გარდა ამავე სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა, აგრეთვე, პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელისა) უფლება აქვს, ზემოთ აღნიშნული შეთავსებითი საქმიანობების გარდა, განახორციელოს ანაზღაურებადი საქმიანობა სამედიცინო სფეროში, ამავე სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, იმავე საკანონმდებლო ცვლილების პროექტით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში (მათ შორის, სპეციალური პენიტენციური სამსახურიც იგულისხმება) დასაქმებულ სოციალურ მუშაკსა/სოციალური მუშაკის პროფესიულ ზედამხედველსა და ფსიქოლოგს/ფსიქოლოგის პროფესიულ ზედამხედველს (გარდა ამავე დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და მათ მოადგილეებისა, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა) უფლება აქვთ, ამ მუხლით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობების გარდა, აგრეთვე, განახორციელონ ანაზღაურებადი საქმიანობა ამავე სამინისტროს სისტემის სხვა დაწესებულებაში სოციალურ მუშაკად ან ფსიქოლოგად, აგრეთვე, მათ პროფესიულ ზედამხედველად შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. მათი შრომის ანაზღაურება გაიცემა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეთავსებით მუშაობასთან დაკავშირებით „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში წინამდებარე ცვლილებამ შესაძლოა ფინანსური შედეგები იქონიოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის, აგრეთვე, ამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის სხვა დაწესებულებებში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებზე/სოციალური მუშაკის პროფესიულ ზედამხედველებსა და ფსიქოლოგებზე/ფსიქოლოგის პროფესიულ ზედამხედველებზე (გარდა ამავე დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და მათ მოადგილეებისა, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა), რომლის კონკრეტული ოდენობა დამოკიდებული იქნება შეთავსებით საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემულ თანხმობებზე და მის საფუძველზე დამატებითი შეთავსებითი სამუშაოს შედეგად მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ იქონიებს პირდაპირ ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში დასაქმებული სოციალურ მუშაკების, ფსიქოლოგებისა და მათი პროფესიულ ზედამხედველებისთვის ამავე სამინისტროს სისტემის სხვა დაწესებულებაში სოციალურ მუშაკად ან ფსიქოლოგად, აგრეთვე, მათ პროფესიულ ზედამხედველად შეთავსებით საქმიანობა, თავის მხრივ, მნიშვნელოვან დადებით გავლენას იქონიებს ცენტრის ბენეფიციარ არასრულწლოვანთა მიმართ კვალიფიციური და სათანადო მიდგომებით მათ რეაბილიტაციასა და მხარდაჭერაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.