„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (311/2--XIმპ, 08.05.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-18
ბიუროს ნომერი 140
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ
უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 45-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური
სამსახური) შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილი
თანამშრომელი კომპეტენტურ ორგანოს გამოკვლევისთვის წარუდგენს სპეციალური პენიტენციური
სამსახურისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულების (შემდგომ −
პენიტენციური დაწესებულება) ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის იმ
მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მათ
ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარეს.“.
2. 239-ე მუხლის 64-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„64. სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე
მყოფი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ ამ კოდექსის 45-ე და 451
მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში
აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს სპეციალური პენიტენციური
სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილი
თანამშრომელი.“.
3. 246-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული
ქვედანაყოფის უფლებამოსილ თანამშრომლებს – ამ კოდექსის 45-ე და 451 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში;“.
4. 248-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირადი გასინჯვა შეიძლება აწარმოონ საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული
ბიუროს სტრუქტურული ერთეულის − აღსრულების პოლიციის სამმართველოს საამისოდ უფლებამოსილმა
თანამდებობის
პირებმა
და
სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
შიდა
კონტროლის
განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა, ხოლო
საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ
უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ნივთების გასინჯვა შეიძლება აწარმოონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროს,
სახელმწიფო
დაცვის
სპეციალური
სამსახურის,
სამოქალაქო
ავიაციის
ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო და საბაჟო
ორგანოების, სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული
ერთეულის − აღსრულების პოლიციის სამმართველოს საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა
და სპეციალური პენიტენციური სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული
ქვედანაყოფის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით
უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში − აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების
თანამდებობის პირებმა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება უკავშირდება პენიტენციურ კოდექსში შესატან ცვლილებას, რომლის
თანახმად, პენიტენციურ კოდექსში სახელდებით აღარ იქნება მოხსენიებული საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური
პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სპეციალური პენიტენციური სამსახური) რომელიმე
სტრუქტურული ერთეული და, შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური
დირექტორი/მინისტრი არ იქნება შეზღუდული აღნიშნული სამსახურის სტრუქტურული მოწყობის
საკითხებში. საგულისხმოა, რომ ეს მიდგომა პენიტენციურ კოდექსში უკვე არსებობს, კერძოდ, სპეციალური
პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია მონიტორინგის დეპარტამენტი,
რომელიც მითითებულ კოდექსში ყველგან „შიდა კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ
ქვედანაყოფად“ არის მოხსენიებული. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, აღნიშნული მიდგომა
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზეც გავრცელდეს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
მონიტორინგის
დეპარტამენტი
სახელდებით
არის
მოხსენიებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რის გამოც, იმისათვის,
რათა აღნიშნული დეპარტამენტი არა სახელწოდებით, არამედ ფუნქციური დანიშნულების მიხედვით იქნეს
მოხსენიებული, აუცილებელია აღნიშნულ კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
შედეგად,
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში, პენიტენციური კოდექსის მსგავსად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის
დეპარტამენტი, სახელწოდების ნაცვლად, მოხსენიებული იქნება ფუნქციური დანიშნულების შესაბამისად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში,
„სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
მონიტორინგის
დეპარტამენტის“
ნაცვლად,
მიეთითება
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული
ქვედანაყოფი“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი
ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე,
რაც
პენიტენციურ
კოდექსში
სათანადო
ცვლილების განხორციელებასთან არის დაკავშირებული. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი უკავშირდება პენიტენციურ კოდექსში ცვლილების ამოქმედების დროს და, ამდენად,
მიზანშეწონილია, განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსებასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ან/და
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო
ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს პირდაპირ ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს
მდგომარეობაზე.
არ
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი
მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.