„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (311/2--XIმპ, 08.05.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-18
ბიუროს ნომერი 140
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის
შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მუხლი 72 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 72. სააგენტოში კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელება
სამინისტრო ხელს უწყობს სააგენტოში ისეთი კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელებას,
რომელთა მიზანია მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, დანაშაულის პრევენციისა და
რეაბილიტაციის პროგრამების მეცნიერული შესწავლა.“.
2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეებზე ვრცელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის, აგრეთვე ამ კანონის
8 მუხლისა და III1 თავის 111 და 112 მუხლების, 115 მუხლის (გარდა იმავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა), 1113
1
მუხლის (გარდა იმავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა), 1114 მუხლის (გარდა პირველი პუნქტის „გ“
ქვეპუნქტისა, აგრეთვე მე-8 და მე-10 პუნქტებისა) და 1115 მუხლის, 1118 მუხლის (გარდა იმავე მუხლის პირველი
პუნქტის „თ“−„ი“ ქვეპუნქტებისა), 1119 მუხლის, 1120 მუხლის (გარდა იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ვ“
ქვეპუნქტებისა), 1121 მუხლის, 1122 მუხლის, 1124 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, აგრეთვე, მე-2 და
მე-6 პუნქტების მოქმედება. სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეებზე აგრეთვე ვრცელდება „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისი ნორმების
მოქმედება, თუ ამ პუნქტის პირველი წინადადებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.
3. 112 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საჯარო მოსამსახურის სტატუსთან შეუთავსებელი სხვა საქმიანობის განხორციელება.“.
4. 1113 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. სააგენტოს
ბიუჯეტის შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი.“.
5. 1118 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის შემცირება (ამ კანონის 1120 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შემთხვევაში);“.
6. 1121 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დისციპლინური წარმოება ხორციელდება ამ მუხლით, აგრეთვე, მინისტრის მიერ დამტკიცებული
მოსამსახურეთა ეთიკის ნორმებისა და დისციპლინური წარმოების წესით.
2. სააგენტოს უფროსი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ნორმატიული
აქტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის
დაკისრების თაობაზე. სააგენტოს უფროსის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე
გადაწყვეტილებას მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით იღებს მინისტრი.“.
ბ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. 1122 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თანამდებობიდან დროებით გადაყენებული მოსამსახურე გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს
ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე.
გამართლებულ მოსამსახურეს უნაზღაურდება თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში
მიუღებელი ხელფასი.“.
8. 221 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური
პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) სტრუქტურული
ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
2025 წლის 17 დეკემბერს მიღებულ იქნა „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა
რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 მაისიდან
რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა ნაწილის – კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა
რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის საკითხი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულებისა პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) კომპეტენციიდან გადადის
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის
უფლებამოსილებაში, რის გამოც საჭიროა სააგენტოს უფლებამოსილებებიდან ამოღებულ იქნეს რთული
ქცევის მქონე არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მეცნიერული შესწავლის ფუნქცია.
2025 წლის 17 დეკემბერს, აგრეთვე, მასშტაბური ცვლილება იქნა შეტანილი „დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის
მიხედვით 2026 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო სპეციალური წოდებების მიღების უფლება მიენიჭათ
სააგენტოს მოსამსახურეებს. შესაბამისად, სააგენტოს მოსამსახურეებზე, მათ შორის, სააგენტოს უფროსსა და
მის მოადგილეებზე გავრცელდა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის დამახასიათებელი
სამსახურის გავლის სპეციალური წესები, რომელთა მცირე ნაწილი, მათ შორის, დისციპლინური
წარმოებასთან დაკავშირებული ცალკეული რეგულაციები გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს, რის გამოც
აუცილებელია მათი აღმოფხვრა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტის მიზანია „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პენიტენციურ კოდექსთან შესაბამისობაში
მოყვანა, რომელიც სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალურ და სამოქალაქო დანაყოფებად
დაყოფას აღარ ითვალისწინებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საკანონმდებლო ხარვეზები „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონშია ასახული, რის გამოც აუცილებელია აღნიშნულ კანონში
შესაბამისი ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების
წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „კანონთან
კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონთან
და პენიტენციურ კოდექსთან.
გარდა ზემოაღნიშნულისა, აღმოიფხვრება სააგენტოს მოსამსახურეებთან მიმართებით ცალკეული, მათ
შორის, დისციპლინური წარმოებასთან დაკავშირებული ცალკეული ხარვეზები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:
1. კანონის 72 მუხლის თანახმად, სამინისტრო ხელს უწყობს სააგენტოში ისეთი კრიმინოლოგიური
კვლევების განხორციელებას, რომელთა მიზანია რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი
დანაშაულის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, დანაშაულის პრევენციისა და
რეაბილიტაციის პროგრამების მეცნიერული შესწავლა.
პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული მუხლიდან რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა მიერ
ჩადენილი დანაშაულის მეცნიერული შესწავლის ფუნქციის ამოღებას, რადგან „კანონთან კონფლიქტში მყოფ
არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2026 წლის
1 მაისიდან კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის საკითხი
სააგენტოს კომპეტენციიდან გადავიდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის
რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის უფლებამოსილებაში. აღნიშნულ არასრულწლოვანთა მიერ
ჩადენილი დანაშაულის
განხორციელდება.
მეცნიერული
შესწავლა,
ზოგადი
წესით,
სხვადასხვა
სუბიექტების
მიერ
2. კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია, რომ სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეებზე
ვრცელდება კანონის მხოლოდ ცალკეული ნორმები. აღნიშნული განპირობებულია საჯარო სამართლის
იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობრივი სტატუსით, რაც დადგენილია
მათი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული რეგულაციებით.
მოქმედი ნორმების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა ხსენებული თანამდებობის პირებზე დისციპლინური
პასუხისმგებლობის გავრცელების მიზანშეწონილობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტით გათვალისწინებული კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით
განისაზღვრება, რომ გარდა იმავე მუხლის მე-8 პუნქტისა და კანონის 81 მუხლისა, სააგენტოს უფროსსა და მის
მოადგილეებზე აგრეთვე გავრცელდება კანონის III1 თავით (სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესი) გათვალისწინებული შემდეგი რეგულაციები:
•
111 მუხლი (სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის
პრინციპები და სამართლებრივი საფუძვლები);
•
112 მუხლი (მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები);
•
115 მუხლი (პირის მოსამსახურედ მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვები), გარდა იმავე მუხლის „ი“
ქვეპუნქტისა (პროექტის მიხედვით, გამონაკლისიდან ხდება იმავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის ამოღება,
რომლის თანახმად, „მოსამსახურედ არ მიიღება ... პირი, რომელიც საჯარო სამსახურიდან
გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო და მისი გათავისუფლებიდან 1 წელი არ
გასულა, აგრეთვე პირი, რომელიც სხვა სამსახურიდან გათავისუფლდა ქცევის ზოგადი წესების
უგულებელყოფის ან დარღვევის გამო, რომელიც მიმართულია მოსამსახურისა და სამსახურის
დისკრედიტაციისკენ“. აღნიშნული გამონაკლისის ამოღებით შესაბამისი პირის ზემოხსენებულ
•
თანამდებობებზე მიღება დაუშვებელი იქნება;
1113 მუხლი (მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა), გარდა იმავე მუხლის მე-3 და
მე-4 პუნქტებისა (ამ მხრივ პროექტი ცვლილებას არ ითვალისწინებს);
•
1114 მუხლის (მოსამსახურის შვებულებები), გარდა პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე, მე-8 და
მე-10 პუნქტებისა: სასწავლო (მათ შორის, პროფესიული განვითარებისთვის) შვებულება; შვებულების
რიგითობა;
•
1115 მუხლი (მოსამსახურის შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და
შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო);
•
1118 მუხლი (მოსამსახურის წახალისება), გარდა იმავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“−„ი“
ქვეპუნქტებისა (გამონაკლისიდან ამოდის და, ამდენად, შესაბამის პირებზე გავრცელდება ამავე
პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი – წახალისების სახით პირისთვის დისციპლინური სახდელის ვადამდე
მოხსნის შესაძლებლობა);
•
1119 მუხლი (დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი და მოსამსახურის
დისციპლინური გადაცდომის სახეები);
•
1120 მუხლი (დისციპლინური სახდელები), გარდა იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ვ“
ქვეპუნქტებისა. შესაბამისად, დისციპლინური სახდელის სახით, დასაშვები ხდება ზემოაღნიშნული
•
პირებისთვის შენიშვნის მიცემა და მათი სამსახურისგან გათავისუფლება;
1121 მუხლი (დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და გამოყენების ზოგადი წესი);
•
1122 მუხლი (მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება);
•
1123 მუხლი (მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა);
•
1124 მუხლის (სამსახურიდან გათავისუფლება) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი (სამსახურიდან
გათავისუფლება მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო), აგრეთვე, მე-2 და მე-6 პუნქტები
(მოსამსახურე, რომელიც თვითნებურად, 5 დღეზე მეტი ხნით მიატოვებს სამსახურს, მისი
თვითნებური მიტოვების მეორე სამუშაო დღიდან სამსახურიდან გათავისუფლებულად ითვლება;
სამსახურიდან გათავისუფლებული მოსამსახურე ვალდებულია დააბრუნოს მისთვის სამსახურებრივი
სარგებლობისთვის გადაცემული ქონება (მატერიალური ფასეულობები).
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს ემატება მეორე წინადადება, რომლის
თანახმად, სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეებზე აგრეთვე ვრცელდება „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და
სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისი ნორმების მოქმედება, თუ ამ
პუნქტის პირველი წინადადებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული“.
3. 112 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად, მოსამსახურეს ეკრძალება
საჯარო მოხელის სტატუსთან შეუთავსებელი სხვა საქმიანობის განხორციელება. იმის გათვალისწინებით, რომ
კანონის თანახმად, „მოსამსახურედ“ ითვლება სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე საჯარო
მოსამსახურე, რომლებიც შეიძლება იყვნენ მოხელეებიც და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სხვა პირებიც, აღნიშნულ ქვეპუნქტში სიტყვები: „საჯარო მოხელე“ იცვლება სიტყვებით:
„საჯარო მოსამსახურე“.
4. კანონის 1113 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდის
ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს
მოსამსახურის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიც აქვს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან არსებობს
თეორიული რისკი იმისა, რომ შესაძლოა სააგენტოს საბიუჯეტო ასიგნებები არ შეუმცირდეს, მაგრამ
შეუმცირდეს საკუთარი შემოსავლები, რაკი შესაბამისი ამკრძალავი ნორმა არ არსებობს, თეორიულად, ამის
გამო არსებობს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდის შემცირების შესაძლებლობა. ამიტომ,
მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების შემცირების თეორიული რისკის გამორიცხვისთვის განისაზღვრება,
რომ სააგენტოს ბიუჯეტის (მასში მოიაზრება როგორც საბიუჯეტო ასიგნებები, ისე საკუთარი შემოსავლები)
შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი.
5. კანონის 1118 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის
სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული
სირთულის, მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის ან/და განსაკუთრებული დამსახურებისთვის
მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების ერთ-ერთი შემდეგი ფორმა: „დისციპლინური სახდელის
მოქმედების ვადის შემცირება (ამ კანონის 1120 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შემთხვევაში)“. კანონის 1120 მუხლის პირველი პუნქტის
„დ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დისციპლინური
სახდელია
„არაუმეტეს
10
სამუშაო
დღის
თანამდებობრივი სარგოს დაკავება“, ხოლო „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი –
„თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით“.
აღსანიშნავია, რომ კანონის 1120 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
დისციპლინურ სახდელს, ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელისგან
განსხვავებით, ერთჯერადი ხასიათი აქვს და იგი დაკავშირებული არ არის დისციპლინური სახდელის ვადის
შემცირებასთან. აქედან გამომდინარე, პროექტის მიხედვით, დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის
შემცირება კანონის 1120 მუხლის პირველი პუნქტის მხოლოდ „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სახდელზე გავრცელდება.
6. კანონის 1121 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს
სააგენტოს შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი. მოსამსახურეთა ეთიკის
ნორმებსა და დისციპლინური წარმოების წესს ამტკიცებს მინისტრი“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,
„სააგენტოს უფროსი სააგენტოს შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის
დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების
თაობაზე“, ხოლო მე-10 პუნქტის მიხედვით, „მოსამსახურეთა ეთიკის ნორმებსა და დისციპლინური წარმოების
წესს ამტკიცებს მინისტრი“.
აღსანიშნავია, რომ არსებული წესით, რაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით არის განსაზღვრული,
დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს როგორ სააგენტოს შიდა კონტროლის განმახორციელებელი
სტრუქტურული ერთეული, ისე – სამინისტროს გენერალური ინსპექცია. აქედან გამომდინარე,
მიზანშეწონილია, 1121 მუხლის ამოღებულ იქნეს დებულებები, რომლებიც დისციპლინური წარმოების
მხოლოდ
სააგენტოს
შიდა
კონტროლის
განმახორციელებელი
სტრუქტურული
ერთეულის
მიერ
განხორციელებას უკავშირდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზემოთ მითითებული მუხლის პირველი
პუნქტით განისაზღვრება, რომ „დისციპლინური წარმოება ხორციელდება ამ მუხლით, აგრეთვე, მინისტრის
მიერ დამტკიცებული მოსამსახურეთა ეთიკის ნორმებისა და დისციპლინური წარმოების წესით“ (შესაბამისად,
დუბლირების თავიდან აცილების მიზნით ამავე მუხლიდან ხდება მე-10 პუნქტის ამოღება), ხოლო მე-2
პუნქტით განისაზღვრება, რომ სააგენტოს უფროსი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურისთვის
დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე. სააგენტოს უფროსის მიმართ დისციპლინური სახდელის
დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებას მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით იღებს
მინისტრი“.
7. კანონის 1122 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „თანამდებობიდან დროებით გადაყენებული
მოსამსახურე გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს
შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე. გამართლებულ მოსამსახურეს უნაზღაურდება თანამდებობაზე
იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში მიუღებელი თანამდებობრივი სარგო“.
იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტოს მოსამსახურე 2026 წლის 1 მარტიდან სარგებლობს სახელმწიფო
სპეციალური წოდების მიღების უფლებით, პენიტენციური კოდექსის 29-ე მუხლის მე-7 ნაწილის მსგავსად,
უფრო სამართლიანი იქნება, გამართლებულ მოსამსახურეს აუნაზღაურდეს არა მხოლოდ თანამდებობაზე
იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში მიუღებელი თანამდებობრივი სარგო, არამედ შრომის ანაზღაურების
სტაბილური (ყოველთვიურად მისაღები კომპონენტებიც, როგორიცაა წოდებრივი სარგო და წელთა
ნამსახურობის დანამატი). აქედან გამომდინარე, პროექტით კანონის 1122 მუხლის მე-7 პუნქტის მეორე
წინადადება ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „გამართლებულ პირს აუნაზღაურდება თანამდებობაზე
იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში მიუღებელი ხელფასი“.
8. კანონის 221 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და
ნასამართლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც შედგება 5
წევრისგან, მათ შორის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში შემავალი
სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურისგან.
იმის გათვალისწინებით, რომ პენიტენციური კოდექსი (ამოქმედდა 2024 წლის 1 იანვრიდან) აღარ
ითვალისწინებს „სამოქალაქო დანაყოფს“, პროექტის მიხედვით ზემოაღნიშნული ქვეპუნქტიდან ხდება
ფრაზის – „სამოქალაქო დანაყოფში შემავალი“ – ამოღება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რათა დროულად აღმოიფხვრას კანონში არსებული
ცალკეული ხარვეზები. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი,
აღმოიფხვრას
მიზანშეწონილია,
კანონში
არსებული
განხილულ
იქნეს
დაჩქარებული
ტექნიკური/ტერმინოლოგიური
წესით,
ხარვეზები,
რათა
რაც,
დროულად
თავის
მხრივ,
აუცილებელია ამ კანონიდან გამომდინარე სათანადო კანონქვემდებარე აქტების გამოცემის ან ამ აქტებში
ცვლილებების შეტანისათვის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსდება სააგენტოს
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
მოახდენს
სახელმწიფო
რესპუბლიკის
ბიუჯეტის
რესპუბლიკური
საშემოსავლო
ან/და
ნაწილზე.
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონის 11 მუხლის მე-7 პუნქტის ახალი რედაქციის მიხედვით,
თანამდებობიდან დროებით გადაყენებული მოსამსახურე გამართლების შემთხვევაში მას უნაზღაურდება
22
თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში მიუღებელი ხელფასი, თანამდებობრივი სარგოს
ნაცვლად, რის გამოც ამ შემთხვევაში იგი მიიღებს არა მხოლოდ თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელ
პერიოდში მიუღებელ თანამდებობრივ სარგოს, არამედ, წოდებრივ სარგოსაც და წელთა ნამსახურობის
დანამატსაც. იმის გათვალისწინებით, რომ წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი,
თანამდებობრივი სარგოს მსგავსად, აგრეთვე იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, კანონპროექტის
სახელმწიფო
ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილზე
დამოკიდებული
იქნება
შესაბამისი
შემთხვევების
რაოდენობაზე, აგრეთვე, შესაბამის პერიოდში არსებული წოდებრივი სარგოსა და სახელფასო დანამატის
ოდენობაზე.
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო,
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ან/და
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონის 1122 მუხლის მე-7 პუნქტის ახალი რედაქციის მიხედვით,
თანამდებობიდან დროებით გადაყენებული მოსამსახურე გამართლების შემთხვევაში მას უნაზღაურდება
თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში მიუღებელი ხელფასი, თანამდებობრივი სარგოს
ნაცვლად, რის გამოც ამ შემთხვევაში იგი მიიღებს არა მხოლოდ თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელ
პერიოდში მიუღებელ თანამდებობრივ სარგოს, არამედ, წოდებრივ სარგოსაც და წელთა ნამსახურობის
დანამატსაც.
აქედან
გამომდინარე,
კანონპროექტის
სახელმწიფო
ბიუჯეტის
ხარჯვით
ნაწილზე
დამოკიდებული იქნება შესაბამისი შემთხვევების რაოდენობაზე, აგრეთვე, შესაბამის პერიოდში არსებული
წოდებრივი სარგოსა და სახელფასო დანამატის ოდენობაზე.
კანონპროექტი
გავლენას
არ
იქონიებს
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო
ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს,
აგრეთვე
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების
მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონის 1113 მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადების ახალი
რედაქციის მიხედვით, სააგენტოს ბიუჯეტის (ნაცვლად საბიუჯეტო ასიგნებებისა) შემცირება არ შეიძლება
იყოს მოსამსახურის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი. აღნიშნულის შედეგად, სააგენტოს
მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდის შემცირებისგან იმ შემთხვევაშიც იქნება დაზღვეული, თუ
სააგენტოს საბიუჯეტო ასიგნებები არ შემცირდება, მაგრამ შემცირდება სააგენტოს საკუთარი შემოსავლები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტით გათვალისწინებული კანონის 1122 მუხლის მე-7 პუნქტის
ახალი რედაქციის მიხედვით, თანამდებობიდან დროებით გადაყენებული მოსამსახურე გამართლების
შემთხვევაში მას უნაზღაურდება თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში მიუღებელი
ხელფასი, თანამდებობრივი სარგოს ნაცვლად, რის გამოც ამ შემთხვევაში იგი მიიღებს არა მხოლოდ
თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში მიუღებელ თანამდებობრივ სარგოს, არამედ,
წოდებრივ სარგოსაც და წელთა ნამსახურობის დანამატსაც.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი
არ
იქონიებს
ზეგავლენას
ბავშვის
უფლებრივ
მდგომარეობაზე.
პროექტი
ითვალისწინებს სააგენტოს ფუნქციებიდან რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი
დანაშაულის მეცნიერული შესწავლის ფუნქციის ამოღებას, რადგან „კანონთან კონფლიქტში მყოფ
არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2026
წლის 1 მაისიდან კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის
საკითხი სააგენტოს კომპეტენციიდან გადავიდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი
არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის უფლებამოსილებაში. აღნიშნულ
არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მეცნიერული შესწავლა, ზოგადი წესით, სხვადასხვა
სუბიექტების, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული
ერთეულის, მიერ განხორციელდება, თუმცა იგი არც პირდაპირ და არც ირიბად გავლენას არ მოახდენს
შესაბამისი ბავშვების (არასრულწლოვნების) უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან
ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო
ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი
მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.