„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის
უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 39) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 3
ამ კანონის მიზნებისათვის :
ა) „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით;
ბ) „მანიფესტაცია“ არის მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი საჯარო გამოსვლა, ქუჩაში
მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატების,
ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით;
გ) „მარწმუნებელი“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორი;
დ) „რწმუნებული“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორის მიერ ნდობით აღჭურვილი პირი;
ე) „ორგანიზატორი“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორის მიერ აქციის ორგანიზების
ხელმძღვანელობისთვის გამოყოფილი პირი;
ვ) „პასუხისმგებელი პირები“ არიან შეკრების ან მანიფესტაციის რწმუნებული და ორგანიზატორი;
ზ) უფლებამოსილი წარმომადგენელი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ამ
კანონით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად გამოყოფილი პირი;
თ) „შეზღუდვის პროპორციულობა“ არის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით
დაცული სიკეთეების შესაბამისი შეზღუდვა, რომელიც ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტიანი და
ყველაზე ნაკლებად შემზღუდველი საშუალებაა. უფრო მკაცრი ზომები გამოყენებული უნდა იქნეს
მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით დაცული
სიკეთეების მიღწევა სხვაგვარად შეუძლებელია;
ი) თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე
პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში მყოფ პირად ითვლება;
ი.ა) საქართველოს პროკურატურის მუშაკი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული
პირისა);
ი.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე;
ი.გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი;
ი.დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურე;
ი.ე)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელი;
ი.ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე;
ი.ზ) საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურე;
ი.თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე;
ი.ი) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;
ი.კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
მოსამსახურე;
ი.ლ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
მოსამსახურე. „
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 5
1. ამ კანონით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წინასწარი
გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას
იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტრანსპორტის
მოძრაობა გადაკეტილია შეკრებისგან ან მანიფესტაციისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრების ან მანიფესტაციის
ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სავალდებულოა რწმუნებულის/რწმუნებულების მიერ სათანადო
გაფრთხილების შეტანა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში შეკრების ან მანიფესტაციის
ჩატარების ადგილის მიხედვით. გაფრთხილებას ხელს აწერენ შეკრების ან მანიფესტაციის
ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელი პირები.
3 . შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები არ
შეიძლება იყვნენ პირები, რომლებსაც არ შესრულებიათ 18 წელი.“
3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
1. გაფრთხილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში შეტანილი უნდა იქნეს მის ჩატარებამდე
არაუგვიანეს 5 დღისა.
11. სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შემთხვევაში დასაშვებია,
შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ გაფრთხილება
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის
დაუცველად იქნეს შეტანილი. ამ შემთხვევაში განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს დაუყოვნებლივ,
გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის
ორგანიზების/ჩატარების შესახებ ინფორმაცია.
2. გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს:
ა) შეკრების ან მანიფესტაციის ფორმა, მიზანი, ჩატარების ადგილი ან სვლაგეზი, დაწყებისა და
დამთავრების დრო, თარიღი, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა;
ბ) მარწმუნებლის ვინაობა;
გ) პასუხისმგებელი პირების ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი (მისამართი), საკონტაქტო
ტელეფონის ნომერი, გაფრთხილების შეტანის თარიღი და დრო.
3. გაფრთხილებას თან უნდა ერთვოდეს რწმუნების დამადასტურებელი საბუთი. წერილობით უნდა
აღინიშნოს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი
პირების მიერ აქციის მსვლელობისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა.
4. გაფრთხილებას ხელს აწერენ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის
პასუხისმგებელი პირები.
5. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო გაფრთხილების მიღებისთანავე მის ასლზე
ადასტურებს გაფრთხილების მიღების თარიღსა და დროს.
6. გაფრთხილების მიმღები თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, განუმარტონ შეკრების ან
მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელ პირებს ამ კანონის
მოთხოვნები და გააფრთხილონ ისინი დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში
მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ.
7. შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება გაფრთხილებაში აღნიშნულ დროსა და ადგილას, მასში
მითითებული მიზნისა და სვლაგეზის შესაბამისად.
8. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებ ისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები და მისი
მონაწილენი ვალდებული არიან, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
მოთხოვნები და შეასრულონ გაფრთხილებით ნაკისრი ვალდებულებანი.“
4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
1. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობებში და მათი
შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე:
ა)საქართველოს
პროკურატურის,
პოლიციის,
პენიტენციური
დაწესებულებებისა
და
სამართალდამცავი ორგანოების შენობები;
ბ) რკინიგზის სადგურები, აეროპორტები, პორტები.
11. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება პენიტენციური დაწესებულების გარე
აკრძალულ ზოლში და მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.
2. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში და
მათი შესასვლელებიდან ასი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.
3. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების,
ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება.
4 .დმინისტრაციული ორგანო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზედაც ტარდება შეკრება ან
მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან
აცილების მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან
მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა. ამ პუნქტით
გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული
გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3
პუნქტით დადგენილი წესით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების
არსი არ იყოს უგულებელყოფილი.
5. სასამართლო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზედაც ტარდება შეკრება ან
მანიფესტაცია, შენობის ბლოკირების, დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან
აცილებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის
მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით
ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული
გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და
საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით
დადგენილი წესით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს
უგულებელყოფილი.
6. დაუშვებელია საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და ისეთი მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც
მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური
სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის
წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან
ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“
განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად.“
5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10
1. საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების,
დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის
განმავლობაში, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელი
პირების თანდასწრებით განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის
შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით გადასცეს მათ რეკომენდაცია ამის შესახებ,
თუ:
ა) შეკრება ან მანიფესტაცია რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და
ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას;
ბ) სხვა აქციის (რომელზედაც გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელ ორგანოში) ჩატარება დაგეგმილია იმავე ადგილზე და იმავე დროს.
2. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაში
გამოყოფს უფლებამოსილ წარმომადგენელს და ამის შესახებ წერილობით ატყობინებს შეკრების ან
მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელ პირებს.“
6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11
1. დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას მოწოდება
საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის
დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი
მოწოდება, რომელიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ,
რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა,
პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
2. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ:
ა) იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან
ცივი იარაღი;
ბ) იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს
შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის
ზიანის მიყენების მიზნით;
გ) იქონიონ ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერება;
დ) იქონიონ ალკოჰოლიანი სასმელები;
ე ) განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისა თვის, მათ შორის, დაარღვიონ
ამ კანონის 111 მუხლის მოთხოვნები .
3. დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის მიმდინარეობისას ისტორიული, არქეოლოგიური,
არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობის, ძეგლის,
მემორიალის ბლოკირება, ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება ან/და
ხელყოფა.“
სხვაგვარი
7. მე-111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 111
1. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან
სრულად გადაკეტვის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია
მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის
აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით
შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია. როდესაც მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანო არ ახორციელებს ან ვერ ახორციელებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ
უფლებამოსილებას, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება
ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია, თუ
შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან
მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შეუძლებელია და დაცულია ამ კანონით დადგენილი ყველა
წესი.
3. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან საქართველოს მთავრობა ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული
გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3
პუნქტით დადგენილი წესით.
4. დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს
შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე დაუშვებელია ტრანსპორტის
სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.
5. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის სავალი
ნაწილის
გადაკეტვის
აუცილებლობის
შემთხვევაში,
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის
სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა.“
8. მე - 112 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 112
1. შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია დაიცვას ბალანსი
შეკრების ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც
ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს
შეკრება ან მანიფესტაცია. აღნიშნულ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა განაგრძონ თავიანთი
საქმიანობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბალანსის დაცვის მიზნით შეიძლება
დაწესდეს დროისა და ადგილის შეზღუდვა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით
და მოხდეს ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით დროისა და ადგილის შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს
ორი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი შეკრების ან მანიფესტაციის არსებობის შემთხვევაში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ წესდება, თუ ამავე მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებულ პირთა უფლებები დროის მცირე მონაკვეთში იზღუდება.“
9. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 12
1. შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს შეკრების
ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სათანადო პირობები და განსაზღვროს
ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტი.
2. სახელმწიფო დაწესებულებებს, თანამდებობის პირებსა და მოქალაქეებს უფლება არა აქვთ,
ხელი შეუშალონ ამ კანონით დადგენილი წესის დაცვით შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციასა
და ჩატარებას, მოქალაქეთა მიერ საკუთარი შეხედულებების საჯაროდ გამოხატვას.“
10. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13
1. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა
მასობრივად დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ,
უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნისთანავე. შეკრების ან მანიფესტაციის არშეწყვეტის
შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის შესაწყვეტად და მის
მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
2. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა
არამასობრივად დარღვევის, ასევე ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე3 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ უფლებამოსილი წარმომადგენლის გაფრთხილებიდან
უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორი ვალდებულია დარღვევის აღმოსაფხვრელად
მოუწოდოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას.
3. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნის დარღვევის ან/და ამ კანონის
111 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში
გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორი ვალდებულია მოუწოდოს
შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას, რათა
გაიხსნას ტრანსპორტის სავალი ნაწილი ან/და აღდგეს ტრანსპორტის მოძრაობა.
4. თუ ორგანიზატორმა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში ჩამოთვლილი დარღვევების
აღმოსაფხვრელად გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ მოუწოდა შეკრების ან
მანიფესტაციის მონაწილეებს და არ მიმართა ყველა გონივრულ ქმედებას, მას დაეკისრება
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
5. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ ამ კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნათა
ინდივიდუალურად დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
6. თუ ორგანიზატორმა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ვალდებულება არ შეასრულა
ან შეასრულა, მაგრამ ვერ აღმოფხვრა დარღვევა გონივრულ ვადაში, სამართალდამცავი ორგანოები
დარღვევის აღმოსაფხვრელად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გასახსნელად ან/და ტრანსპორტის
მოძრაობის აღსადგენად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
7. შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს
სასამართლოში, რომელიც სამი სამუშაო დღის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით განიხილავს ამ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს თითოეულ
ინსტანციაში .
8. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევით საჯაროდ შეკრების
ან/და მანიფესტაციის ჩატარების შემთხვევაში უფლებამოსილი წარმომადგენელი ამ
შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეებს განუმარტავს აღნიშნული შეკრების/მანიფესტაციის
კანონსაწინააღმდეგო ხასიათს და მოსთხოვს მის შეწყვეტას. თუ ამ მოთხოვნიდან 15 წუთის
განმავლობაში შეკრება/მანიფესტაცია არ შეწყდა, სამართალდამცავი ორგანო მის შესაწყვეტად
გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.“
11. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია არ დაუშვას შეკრების ან
მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები,
რომელთა შესაბამისად, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო საფრთხე
ემუქრება კონსტიტუციურ წყობილებას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე უფლებამოსილია არ დაუშვას საჯაროდ შეკრება
ან/და მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები,
რომელთა შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ეს შეკრება ან/და მანიფესტაცია მიმართული იქნება
ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან
განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს
შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის
პოპულარიზაციისკენ. ამ პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად.
2. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც 2 სამუშაო დღის
განმავლობაში იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე კანონპროექტის მიზანია შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების
დაცვა და 2024 წლამდე მოქმედი სამართლებრივი სტანდარტის, სტატუს-კვოს აღდგენა. ბოლო ორ
წელიწადში განხორციელებულმა ცვლილებებმა არსებითად შეცვალა კანონმდებლობის შინაარსი
და შეკრების თავისუფლება, ნაცვლად დაცული ფუნდამენტური უფლებისა, აქცია სახელმწიფო
კონტროლისა და პოლიციური შეზღუდვების ობიექტად.
პროექტი ითვალისწინებს იმ არაპროპორციული და გაუმართლებელი დისკრეციული ნორმების
გაუქმებას, რომლებმაც პრაქტიკაში ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა მოქალაქეთა მიერ
გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა და შექმნა
შეზღუდვები, რომლებიც სცდება
დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი ლეგიტიმური შეზღუდვის ფარგლებს და არსებითად
აბრკოლებს მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლებას, რადგან კანონში შესული ბოლოდროინდელი
ცვლილებებით/მოქმედი რედაქციით:
•
პასუხისმგებლობის გადანაწილებული სისტემა გაუქმდა და მთელი ტვირთი ერთადერთ
პირს, „ორგანიზატორს“ დაეკისრა. ეს მოდელი არ ითვალისწინებს იმას, რომ შეკრების
ინიცირება და მისი პრაქტიკული ორგანიზება ხშირად სხვადასხვა პირთა კომპეტენციაა
(მარწმუნებელი/რწმუნებული) . შედეგად, თეორიულად შესაძლოა აქციის ლიდერი
პოლიტიკური ზეწოლის ადვილ სამიზნედ იქცეს. ამიტომ, აღნიშნული კანონპროექტი
აღადგენს პასუხისმგებლობის გაზიარების მოდელს, რაც უზრუნველყოფს შეკრების
თავისუფლების რეალურ დაცვას.
•
უფლებამოსილი პირის სტატუსის მუნიციპალური (სამოქალაქო) ორგანოდან შინაგან
საქმეთა სამინისტროში გადატანით, შეკრების ადმინისტრირების პროცესი სრულად მოექცა
ძალოვანი უწყების გავლენის ქვეშ. აღნიშნული ცვლილება არღვევს დემოკრატიულ
სახელმწიფოში მიღებულ ბალანსს და შეკრების მართვის პროცესს ანიჭებს პოლიციური
ზედამხედველობის ხასიათს, ნაცვლად მისი სამოქალაქო ხასიათის უზრუნველყოფისა.
•
შემოვიდა შსს-ს გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეკრება ხალხის
სამოძრაო ადგილზე (მაგალითად, ტროტუარზე) იმართება და არ იწვევს გზის ბლოკირებას.
ეს სრულად აუქმებს სპონტანური პროტესტის შესაძლებლობას. ამასთან, შსს-ს მიენიჭა
უფლება, ორგანიზატორს თავს მოახვიოს შეკრების ჩატარების „ალტერნატიული“ ადგილი,
დრო ან სვლაგეზი, რაც წარმოადგენს დე ფაქტო აკრძალვას უფლებას გამოხატვის უფლების
რეალიზაციაზე.
•
გაფრთხილების წარდგენა მუნიციპალიტეტის ნაცვლად პირდაპირ შსს-ს საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტში განისაზღვრა, რითაც სამოქალაქო უწყება საერთოდ გამოირიცხა
პროცესიდან და შეკრების უფლების რეალიზაცია იქცა საპოლიციო ნებართვის საგნად.
•
დახურულ სივრცეში ან შენობაში შეკრების გამართვა დაექვემდებარა მესაკუთრის წინასწარ
წერილობით თანხმობას, რაც ზღუდავს პროტესტის გამოხატვის ალტერნატიულ ფორმებს.
გარდა ამისა, აკრძალული ტერიტორიების ჩამონათვალი გაფართოვდა, რითაც ქალაქის
ნებისმიერ აქტიურ წერტილში მშვიდობიანი პროტესტი კანონგარეშე გამოცხადდა.
•
აიკრძალა სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სხვადასხვა ნივთების ქონა, რაც
გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ნივთი/საგანი იქცევა დანაშაულის
ჩადენის ობიექტად, აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში ისედაც
მოცემულია ქმედების დანაშაულად აღმწერი ნორმები, მათ შორის სასჯელიც. თუმცა,
დამდგარი დანაშაულებრივი შედეგის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ნივთების
აკრძალვა ემსახურება ნორმის ინტერპრეტაციით გამოყენების შესაძლებლობას
სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან პროეტესტის არაპროპორციული ჩახშობისთვის.
შესაბამისად, გარდა იმისა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში შესატანი ცვლილების მიზანია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში
დაგეგმილ ცვლილებებთან კოდექსის ჰარმონიზაცია და სამართალდარღვევად შერაცხული
ქმედებებისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული სასჯელის დადგენა, ასევე საჭიროა შეკრებებისა
და მანიფესტაციების წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი
ნორმები დაუბრუნდეს 2024 წლამდე არსებულ ნორმატიულ სტატუს-კვოს. ეს აუცილებელია
იმისათვის, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ამ ფუნდამენტური უფლების
რეალიზაციას საფრთხე არ შეექმნას და ბუნდოვანი, წინასწარ განუჭვრეტადი ნორმების
საფუძველზე გამოწვეული თვითცენზურით ან/და უფლებამოსილი პირების მხრიდან კანონის
ნორმატიული შინაარსის თვითნებური ინტერპრეტაციით არავის შეეზღუდოს შეკრებისა და
მანიფესტაციის უფლება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზემოაღნიშნული რეპრესიული ნორმების შენარჩუნება არაპროპორციულად ზღუდავს
კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებებისა და მანიფესტაციების ფუნდამენტური უფლების
განხორციელებას. სამართალდამცავ ორგანოებს მინიჭებული აქვთ ზედმეტად ფართო, ბუნდოვანი
დისკრეცია, რაც სამართლებრივად დაუცველს ხდის ნებისმიერ მშვიდობიან დემონსტრანტს.
აღნიშნული სამართლებრივი დისბალანსის აღმოფხვრა და ძველი, დემოკრატიული სტანდარტების
დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების გზით, რათა
აღდგეს კონსტიტუციური ბალანსი და შეკრების უფლება კვლავ დაუბრუნდეს სამოქალაქო
კონტროლისა და უფლების თავისუფალი რეალიზების რეჟიმს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიზანია შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციით გარანტირებული
თავისუფლების დაცვა ნებისმიერი არაპროპორციული ჩარევისგან, 2024 წლამდე არსებული
ნორმატიული სტატუს-კვოს სრული დაბრუნება, სპონტანური შეკრებების სამართლებრივი
რეაბილიტაცია და იმ ბარიერების აღმოფხვრა, რომლებიც მშვიდობიან შეკრებას აქცევს
ხელისუფლების ნებართვას დაქვემდებარებულ ქმედებად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროეტის თანახმად:
კვლავ შემოდის ცნებები „მარწმუნებელი“ და „რწმუნებული“, რაც უზრუნველყოფს
პასუხისმგებლობის გადანაწილებას და აზღვევს ორგანიზატორთა ინდივიდუალური დევნის
რისკებს.
შეკრებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ფუნქციები შსს-დან კვლავ გადადის
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში (მერიაში), რითაც აღდგება საპროტესტო სივრცის
სამოქალაქო მართვის პრინციპი.
უქმდება წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ხალხის სამოძრაო
ადგილზე (ტროტუარზე) იმართება და არ იწვევს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვას.
უქმდება შსს-ს უფლებამოსილება, გასცეს სავალდებულო მითითებები შეკრების ალტერნატიული
ადგილის, დროის ან სვლაგეზის შესახებ. საჯარო უწყებას კვლავ ექნება მხოლოდ
არასავალდებულო „რეკომენდაციის“ გაცემის უფლება.
პროექტი აუქმებს აკრძავლვას სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ნივთის/საგნისთის, თუ ის
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის საგნად არ იქცა. შეკრების
მონაწილეებს აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ პროტესტის გამოხატვის ფორმა, 20-მეტრიანი
ზონის დაცვით - რაც უზრუნველყოფს კრიტიკული დაწესებულებების შეუფერხებელ მუშაობას.
სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ნებისმიერი ნივთის აკრძალვა შეკრების დროს იურიდიულად
დაუსაბუთებელია, რადგან ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა ნივთის
გამოყენებით იქნეს ჩადენილი, უკვე დარეგულირებულია საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით. შესაბამისად, კანონი უნდა რეაგირებდეს მხოლოდ კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო
ქმედებაზე და არა თავად ნივთის ფლობაზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის პროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. დაუყოვნებლივ ამოქმედება
განპირობებულია კონსტიტუციით გარანტირებული, ფუნდამენტური უფლების მნიშვნელობიდან
გამომდინარე. კანონის პროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესითგანხილვას):
დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის ხარჯებთან დაკავშირებული და არ საჭიროებს დაფინანსების
წყაროს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენითსახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულპირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის ამოქმედება პირდაპირ ფინანსურ გავლენას არ ახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე, რომლებზედაც ვრცელდება აღნიშნული კანონის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა
და
შეთანხმებებს.
კანონპროექტის
ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
მომზადება
არ
არის
დაკავშირებული
ასეთ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათწევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითადიქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვი“
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“