„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
16.06.2026
ავტორი
ფრაქცია „საქართველოსთვის“
ნომერი
#344/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01/11/2023, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.021096 შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „3. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: [მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 43 1 −44 3 , 44 5 , 44 7 −44 11 , 45-ე−46-ე, 46 2 −46 4 , 46 7 −46 11 , 48-ე, 49-ე, 50 1 , 51-ე−55 1 , 55 3 , 55 4 , 56-ე, 57-ე−59-ე, 59 3 −მე-60, 60 3 −61 1 , 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69 4 , 69 6 , 71ე, 71 1 , 72 1 −77-ე, 78-ე და 79 1 −79 3 მუხლებით, 79 4 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 79 4 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებისა), 79 5 −მე-80, 82 1 −82 5 , 84-ე−86-ე, 87 1 −89 3 , 91 2 , 91 3 , 94-ე, 95-ე, 99-ე, 100 1 , 100 2 , 103 1 , 104-ე და 105 1 მუხლებით, 115 2 მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 116 4 მუხლის მე-2 ნაწილით, 116 5 მუხლის მე-2 ნაწილით, 116 6 მუხლის მე-2 ნაწილით, 116 7 მუხლის მე-2 ნაწილით, 127 1 მუხლის მე-5 ნაწილით, 128 1 −128 6 , 143-ე, 144-ე, 144 10 , 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე და 153 1 მუხლებით, 153 3 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 153 5 მუხლით, 153 6 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−154 2 , 155 1 და 155 2 მუხლებით, 155 3 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155 6 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 155 7 −156-ე და 157 1 −158 1 მუხლებით, 158 5 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 159 4 −159 10 , 163-ე, 164-ე, 164 4 , 165 1 −165 3 , 166-ე და 166 1 მუხლებით, 166 2 მუხლის მე-2 ნაწილით, 170 1 მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 171 2 −171 4 მუხლებით, 171 5 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე18 ნაწილებით, 172-ე, 172 4 −172 6 , 173-ე, 173 4 −173 7 , 173 9 და 173 14 −173 16 მუხლებით, 174 1 მუხლით, 174 15 მუხლის მე-4 ნაწილით, 175 1 და 175 2 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177 8 , 177 9 , 177 11 და 177 12 მუხლებით, 177 13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 179 1 −179 3 , 181 6 , 183-ე, 187-ე, 187 1 , 189-ე, 192-ე, 195-ე, 196 3 , 196 6 და 197 1 მუხლებით, 197 3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 199 1 მუხლით, აგრეთვე საქმეებს ამ კოდექსის 208 1 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ეს ცვლილება საკანონმდებლო ინიციატივის პაკეტის ნაწილია. კერძოდ, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს იმ არაპროპორციული და გაუმართლებელი დისკრეციული ნორმების გაუქმებას, რომლებმაც პრაქტიკაში ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა მოქალაქეთა მიერ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა. ეს შეზღუდვები სცდება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური ჩარევის ფარგლებს და არსებითად აბრკოლებს მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლებას, ვინაიდან მოქმედი რედაქციით: გაუქმდა პასუხისმგებლობის გადანაწილებული სისტემა და მთელი ტვირთი ერთ პირს „ორგანიზატორს“ დაეკისრა, რაც მას პოლიტიკური ზეწოლის ადვილ სამიზნედ აქცევს; შეკრების ადმინისტრირება სამოქალაქო უწყებიდან სრულად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარა, რაც პროცესის მკაცრ პოლიციურ კონტროლს ნიშნავს; შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა უფლება, სავალდებულოდ მიუთითოს შეკრების ადგილი, დრო ან სვლაგეზი, რაც ხშირად ფაქტობრივი აკრძალვის ტოლფასია; უმეტესად შეკრების ჩატარებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობა სავალდებულო გახდა, რაც აუქმებს სპონტანური პროტესტის შესაძლებლობას; აიკრძალა პროტესტი ქალაქის აქტიურ წერტილებში, რითაც მშვიდობიანი მანიფესტაციის არეალი მკვეთრად შევიწროვდა; სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ნივთების აკრძალვა დაუსაბუთებელია, რადგან დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა ისედაც უზრუნველყოფილია სისხლის სამართლის კოდექსით. წინამდებარე კანონპროექტი აღადგენს 2024 წლამდე არსებულ სამართლებრივ სტანდარტს: ის აუქმებს პოლიციურ კონტროლს, უბრუნებს მუნიციპალიტეტს შეკრების ადმინისტრირების უფლებამოსილებას, აღადგენს პასუხისმგებლობის გადანაწილებულ მოდელს („მარწმუნებელი/რწმუნებული“) და აუქმებს პროტესტის გამოხატვის არაპროპორციულ აკრძალვებს, რითაც უზრუნველყოფს შეკრების თავისუფლების კონსტიტუციურ გარანტიებს. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ საქართველოს კანონში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილების მიზანია „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან მიმართებაში კოდექის ჰარმონიზაცია და სამართალდარღვევად შერაცხული ქმედებებისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული სასჯელის დადგენა, ასევე საჭიროა შეკრებებისა და მანიფესტაციების წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები დაუბრუნდეს 2024 წლამდე არსებულ ნორმატიულ სტატუს-კვოს, რათა ამ ფუნდამენტური, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზაციას არ შეექმნას საფრთხე და მოსალოდნელი, ბუნდოვანი და წინასწარგანუსჭვრეტადი ნორმების საფუძველზე გამოწვეული თვითცენზურით ან/და უფლებამოსილი პირების მხრიდან კანონის ნორმატიული შინაასის ინტერპრეტაციით არასწორად არავის შეეზღიუდოს ეს ფუნდამენტური უფლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კანონში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ჩამონათვალში საჭირო გახდა შესულიყო ტექნიკური ცვლილება, რაც დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლითან და მის სტრუქტურასთან, რადგან შეიცვალა მოქმედი პუნქტების ნუმერაცია. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებით, კერძოდ, კოდექსის 1741 მუხლის სტრუქტურული გადამუშავებითა და მოქმედი პუნქტების ნუმერაციის ცვლილებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკანონმდებლო კოლიზიის თავიდან აცილებისა და ნორმათშემოქმედებითი ტექნიკის მოთხოვნათა დაცვის მიზნით, დღის წესრიგში დადგა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ჩამონათვალში შესაბამისი ტექნიკური ხასიათის ცვლილების განხორციელების საჭიროება, რომელიც ძალაში შედის (ცვლილების ნორმატიული შინაარსი) 2028 წლის 1-ლი სექტემბრიდან (თავად ცვლილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე). ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მოქმედი პუნქტების ნუმერაციის ცვლილებასთან მიმართებით, სრულად ჰარმონიზდება საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ნორმები. ნორმათშემოქმედებითი ტექნიკის მოთხოვნათა დაცვით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ჩამონათვალში განხორციელდება შესაბამისი ტექნიკური ხასიათის ცვლილება, რაც უზრუნველყოფს კოდექსის შიდა სტრუქტურულ თავსებადობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის ცვლილების განხორციელება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ჩამონათვალში. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია საქართველოს 1 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 მუხლის სტრუქტურული გადამუშავებითა და მოქმედი პუნქტების ნუმერაციის ცვლილებით.ნორმათშემოქმედებითი ტექნიკის მოთხოვნათა დაცვისა და საკანონმდებლო კოლიზიის თავიდან აცილების მიზნით, პროექტი უზრუნველყოფს სასამართლოს განსჯადი საქმეების ჩამონათვალის შესაბამისობაში მოყვანას კოდექსის განახლებულ სტრუქტურასთან. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ნორმატიული შინაარსი ძალაში შევა 2028 წლის 1-ლი სექტემბრიდან (თავად ცვლილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე) . ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის პროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია კონსტიტუციით გარანტირებული, ფუნდამენტური უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე. კანონის პროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესითგანხილვას): დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის ხარჯებთან დაკავშირებული და არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენითსახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულპირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს არ ექნება ფინანსური გავლენა რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათწევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითადიქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვი“ ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“