„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
16.06.2026
ავტორი
ფრაქცია „საქართველოსთვის“
ნომერი
#344/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 1741 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1741. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა 1. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. 3. სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. 4. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11 და 111 მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“ 2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−46-ე, 462−464, 467−4611, 48-ე, 49-ე, 501, 51ე−551, 553, 554, 56-ე, 57-ე−59-ე, 593−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 696, 71-ე, 711, 72 1 −77-ე, 78-ე და 791−793 მუხლებით, 794 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებისა), 795−მე-80, 821−825, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1152 მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2 ნაწილით, 1165 მუხლის მე-2 ნაწილით, 116 6 მუხლის მე-2 ნაწილით, 1167 მუხლის მე-2 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−128 6 , 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე და 1531 მუხლებით, 1533 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 1535 მუხლით, 153 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 15313−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−158 1 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−165 3 , 166-ე და 1661 მუხლებით, 1662 მუხლის მე-2 ნაწილით, 1701 მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739 და 17314−17316 მუხლებით,174 1 მუხლით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178ე, 1791−1793, 1816, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966 და 1971 მუხლებით, 197 3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით, აგრეთვე საქმეებს ამ კოდექსის 2081 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში.“ 6 3. 209-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 209. შინაგან საქმეთა ორგანოები 1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861, 1071–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142 და 1151 მუხლებით, 1152 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე9 ნაწილებისა), 1161–1163 მუხლებით, 1164 მუხლის პირველი ნაწილით, 1165 მუხლის პირველი ნაწილით, 1166 მუხლის პირველი ნაწილით, 1167 მუხლის პირველი ნაწილით, 1168, 118-ე–1184, 119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–22 და მე-6–7 2 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული 2 4 5 7 8 სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 135 –135 , 139 , 152 და 152 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე და 1562–1564 მუხლებით, 1662 მუხლის პირველი ნაწილით, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა)), 17415 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416–17418, 1761 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა) და 17715, 180-ე–1811, 1813–1815, 1817, 182-ე–1826, 190-ე, 1902–1911 და 198 3 მუხლებით. 2. ამ კოდექსის 1075 და 1151 მუხლებით, 1152 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 116 1 –1163 მუხლებით, 1164 მუხლის პირველი ნაწილით, 1165 მუხლის პირველი ნაწილით, 116 6 მუხლის პირველი ნაწილით, 1167 მუხლის პირველი ნაწილით, 1168, 118-ე–1184 და 119-ე– 122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–22 და მე-6−7 2 ნაწილებითა და 1291 და 1352–1354 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესებისა და თოვლზე/ყინულზე, სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე), აგრეთვე პარაპლანით ფრენის განხორციელების დროს უსაფრთხოების წესების დაცვას, ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. 21. ამ კოდექსის 4210, 861, 1142, 1527 და 1528 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1562–1564 მუხლებით, 171 1 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა)), 17417 და 17418 მუხლებით, 177-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-3, მე6–მე-7, მე-9–მე-11 და მე-14 ნაწილებითა და 1763, 17715, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების (გარდა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა) საქმეს განიხილავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ უფლებამოსილი პირი.“ 4. 262-ე მუხლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 262. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის ვადები 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და სხვა მასალების მიღებიდან 15 დღის ვადაში, გარდა ამ კოდექსის 38-ე მუხლის 22 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 11. ამ კოდექსის 45-ე, 451, 166-ე, 173-ე და 17316 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 3 დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ზეპირ განხილვას იწყებს დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების სხვა მასალების მიღებისთანავე, თუ პირის მიმართ გამოყენებულია ადმინისტრაციული დაკავება და ამოწურული არ არის ადმინისტრაციული დაკავების ვადა. 2. ამ კოდექსის 171-ე და 1752 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 142-ე და 154-ე მუხლებით, 1741 მუხლით’ 1742 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 501, 511, 513, 533, 55-ე, 552, 553, 555, 556, 582, 592, 61-ე და მე- 80 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 99ე, 1001, 1002, 103-ე, 1032 და 1033 მუხლებით, 1034 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 104ე, 1051, 1071, 141-ე, 143-ე−1441, 1443−1445, 14410, 145-ე, 1461, 148-ე−1501, 1511, 152-ე, 1522−1529, 153-ე, 15313, 1541, 1542, 156-ე−1581, 159-ე, 1595−1599, 163-ე, 164-ე, 1661, 167-ე, 170-ე, 174-ე და 175-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1771 მუხლით, 177 13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და 1791, 180-ე−1831, 185-ე−1852, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966 და 197 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 7 დღის ვადაში. 3. საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის სხვა ვადებიც“. 5. 295-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 295. კონფისკაციის შესახებ დადგენილების აღსრულების განმახორციელებელი ორგანოები 1. კონფისკაციის შესახებ დადგენილებას აღასრულებს: ა) აღმასრულებელი − ამ კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას; საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს 2 4 უფლებამოსილი პირი − ამ კოდექსის 156 −156 და 167-ე მუხლებით, 180-ე მუხლით, 180 1 მუხლის მე-5 ნაწილით, 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1811, 1813−1815 და 1817 მუხლებით, 182-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 1821, 1823−1826 და 1831 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას; ა1) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სათანადო უფლებამოსილი პირი − ამ კოდექსის 1825 და 1826 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას; ბ) ნადირობის წესების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირი – ამ კოდექსის 853 მუხლით, 86-ე მუხლით (ნადირობის წესების დარღვევისათვის) 196-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისას; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირი – ამ კოდექსის 1553 მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 157-ე მუხლით, 1715 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით და 194-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას; გ1) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი – ამ კოდექსის 1511 და 1512 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153 4 მუხლით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539 და 1562 მუხლებითა და 156 4 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას;“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ეს ცვლილება საკანონმდებლო ინიციატივის პაკეტის ნაწილია. კერძოდ, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს იმ არაპროპორციული და გაუმართლებელი დისკრეციული ნორმების გაუქმებას, რომლებმაც პრაქტიკაში ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა მოქალაქეთა მიერ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა. ეს შეზღუდვები სცდება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური ჩარევის ფარგლებს და არსებითად აბრკოლებს მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლებას, ვინაიდან მოქმედი რედაქციით: გაუქმდა პასუხისმგებლობის გადანაწილებული სისტემა და მთელი ტვირთი ერთ პირს „ორგანიზატორს“ დაეკისრა, რაც მას პოლიტიკური ზეწოლის ადვილ სამიზნედ აქცევს; შეკრების ადმინისტრირება სამოქალაქო უწყებიდან სრულად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარა, რაც პროცესის მკაცრ პოლიციურ კონტროლს ნიშნავს; შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა უფლება, სავალდებულოდ მიუთითოს შეკრების ადგილი, დრო ან სვლაგეზი, რაც ხშირად ფაქტობრივი აკრძალვის ტოლფასია; უმეტესად შეკრების ჩატარებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობა სავალდებულო გახდა, რაც აუქმებს სპონტანური პროტესტის შესაძლებლობას; აიკრძალა პროტესტი ქალაქის აქტიურ წერტილებში, რითაც მშვიდობიანი მანიფესტაციის არეალი მკვეთრად შევიწროვდა; სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ნივთების აკრძალვა დაუსაბუთებელია, რადგან დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა ისედაც უზრუნველყოფილია სისხლის სამართლის კოდექსით. წინამდებარე კანონპროექტი აღადგენს 2024 წლამდე არსებულ სამართლებრივ სტანდარტს: ის აუქმებს პოლიციურ კონტროლს, უბრუნებს მუნიციპალიტეტს შეკრების ადმინისტრირების უფლებამოსილებას, აღადგენს პასუხისმგებლობის გადანაწილებულ მოდელს („მარწმუნებელი/რწმუნებული“) და აუქმებს პროტესტის გამოხატვის არაპროპორციულ აკრძალვებს, რითაც უზრუნველყოფს შეკრების თავისუფლების კონსტიტუციურ გარანტიებს. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ საქართველოს კანონში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილების მიზანია „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან მიმართებაში კოდექის ჰარმონიზაცია და სამართალდარღვევად შერაცხული ქმედებებისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული სასჯელის დადგენა, ასევე საჭიროა შეკრებებისა და მანიფესტაციების წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები დაუბრუნდეს 2024 წლამდე არსებულ ნორმატიულ სტატუს-კვოს, რათა ამ ფუნდამენტური, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზაციას არ შეექმნას საფრთხე და მოსალოდნელი, ბუნდოვანი და წინასწარგანუსჭვრეტადი ნორმების საფუძველზე გამოწვეული თვითცენზურით ან/და უფლებამოსილი პირების მხრიდან კანონის ნორმატიული შინაასის ინტერპრეტაციით არასწორად არავის შეეზღიუდოს ეს ფუნდამენტური უფლება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესაბამისად, საჭიროა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ნორმების ჰარმონიზაცია. ცვლილებების მიზანია კანონმდებლობაში სამართლებრივი თანმიმდევრულობის მიღწევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების შესაბამისობაში მოყვანა შეკრებებისა და მანიფესტაციების წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიზანია შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის დაწესებული არაპროპორციული ადმინისტრაციული სანქციების 2024 წლამდე არსებულ ნორმატიულ სტატუსკვომდე დაბრუნება და უალტერნატივო პატიმრობის სახით დადგენილი სასჯელების გაუქმება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების ეფექტიანი დაცვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს კანონში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 174¹ე მუხლი სრულად ჰარმონიზდება შეკრების თავისუფლების კონსტიტუციურ სტანდარტებთან. ცვლილების შედეგად, უქმდება 2024 წლიდან შემოღებული რეპრესიული სანქციები და პასუხისმგებლობა უბრუნდება 2024 წლამდე არსებულ სამართლებრივ სტატუს-კვოს. კერძოდ: • შეკრების ზოგადი წესის დარღვევისთვის დადგენილი ჯარიმები 5000 ლარიდან 500 ლარამდე, ხოლო ორგანიზატორისთვის 15000 ლარიდან 5000 ლარამდე შემცირდა. • სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირების ხელის შეშლასთან დაკავშირებული ქმედებებისთვის პატიმრობის მაქსიმალური ვადა 60 დღიდან ისევ 15 დღემდე შემცირდა, რითაც აღდგა ადრინდელი, უფრო ზომიერი და პროპორციული მიდგომა. • გაუქმდა ნორმა, რომელიც სამართალდარღვევის შემთხვევაში პატიმრობას ერთადერთ შესაძლო სახდელად აწესებდა. ცვლილებით, პატიმრობა აღარ იქნება უალტერნატივო ზომა, ხოლო განმეორებითი დარღვევა აღარ იწვევს სანქციის ავტომატურ გამკაცრებას, ის მაკვალიფიცირებელ გარემოებად აღარ ითვლება. • გაუქმდება პასუხისმგებლობა ისეთი ნივთების ფლობისთვის, რომლებიც სამოქალაქო ბრუნვაშია. კანონპროექტი ეფუძნება ლოგიკას, რომ თუ ნივთი დანაშაულის ჩადენის იარაღად იქნება გამოყენებული, პასუხისმგებლობა დადგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ხოლო წინასწარი აკრძალვები მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების თვითნებური შეზღუდვის ბერკეტია. • ამ ცვლილებებით, კანონმდებლობა ითვალისწინებს მართლწესრიგის დაცვას ისე, რომ არ დაირღვეს მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლება - გამოხატონ საკუთარი აზრი სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან გადაჭარბებული პოლიციური ზეწოლის გარეშე. • ტექნიკური ცვლილება შევიდა კანონის იმ მუხლებში, რომელიც დაკავშირებულია 1741 მუხლითან და მის სტრუქტურასთან, რადგან შეიცვალა მოქმედი პუნქტების ნუმერაცია. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის პროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია კონსტიტუციით გარანტირებული, ფუნდამენტური უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე. კანონის პროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესითგანხილვას): დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის ხარჯებთან დაკავშირებული და არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გარკვეულ ნომინალურ შემცირებას. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის ანალიზი ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლს, რომლის თანახმადაც: „ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა“, რაც ნიშნავს იმას, რომ ვრცელდებიან ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ და აღუსრულებელ სამართალდარღვევებზეც. ვინაიდან წინამდებარე კანონპროექტი არსებითად ამსუბუქებს ან აუქმებს ბოლო ორ წელში დაწესებულ სანქციებს 1741 მუხლზე, ნორმას ენიჭება უკუქცევითი ძალა. შესაბამისად, ბიუჯეტზე გავლენის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება არა მომავალში პოტენციურად მისაღები შემოსავალი, არამედ უკვე გამოწერილი, მაგრამ აღუსრულებელი ჯარიმების მოცულობა, რომლებიც ექვემდებარებიან შემცირებას ან სრულ გაუქმებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უწყებები არ აწარმოებენ მონაცემთა კლასიფიკაციას 1741 მუხლის კონკრეტული ქვეპუნქტებისა და ბიუჯეტში ფაქტობრივად აკუმულირებული თანხების მიხედვით. ამასთან, აღნიშნული მუხლი ბოლო პერიოდში განიცდიდა ხშირ შინაარსობრივ ცვლილებებს, რაც ართულებს ზუსტ პროგნოზირებას. გასათვალისწინებელია, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის კლება ნომინალურია. ვინაიდან 2024 წლიდან შესული რეპრესიული ჯარიმების მოცულობა ხშირად აღემატება მოქალაქეთა საშუალო თვიურ შემოსავალს, აღნიშნული დავალიანებები დიდწილად განეკუთვნება „რთულად ამოსაღებ“ კატეგორიას. შესაბამისად, ბიუჯეტი რეალურად კარგავს არა გარანტირებულ შემოსავალს, არამედ თეორიულ მისაღებ დავალიანებას. ბიუჯეტზე გავლენის პროგნოზირება ხდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების საერთო რაოდენობის (7,810 ერთეული) და ზემოაღნიშნული მუხლის სანქციების გათვალისწინებით. განვიხილოთ შესაძლო სცენარები: მინიმალური სცენარი: თუ ვივარაუდებთ, რომ ყველა ჯარიმა იყო ყველაზე დაბალი (2,000 ლარი) - ბიუჯეტი „დაკარგავს“ 15.6 მილიონ ლარს. რეალისტური სცენარი: თუ ვივარაუდებთ, რომ საშუალო ჯარიმა 5,000 ლარია - ბიუჯეტი „დაკარგავს“ 39 მილიონ ლარს. მაქსიმალური სცენარი: თუ გავითვალისწინებთ უფრო დიდ ჯარიმებს (ორგანიზატორებისთვის და განმეორებით დარღვევებისთვის) - მაქსიმალური თეორიული დანაკლისი შეიძლება იყოს 56.6 მილიონი ლარი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენითსახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულპირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მოქმედება პირდაპირ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებმაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2026 წლის თებერვლამდე და რომელთა მიმართაც გამოცემული დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. კანონპროექტის ამოქმედების შედეგად ეს პირები გათავისუფლდებიან დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის - ჯარიმისა და საურავისგან, ან მათ მიმართ გავრცელდება ცვლილების შესაბამისი, შემსუბუქებული სანქცია. უმძიმესი ფინანსური ტვირთის მოხსნა მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, განსაკუთრებით იმ პირებისთვის, რომლებსაც ამ არაპროპორციული ჯარიმების დაფარვა უჭირდათ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათწევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითადიქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვი“ ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“