„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
16.06.2026
ავტორი
ფრაქცია „საქართველოსთვის“
ნომერი
#344/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 080.000.000.05.001.000.648 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 347-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 347. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა ამ აქციის ორგანიზატორის მიერ, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ეს ცვლილება საკანონმდებლო ინიციატივის პაკეტის ნაწილია. კერძოდ, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს იმ არაპროპორციული და გაუმართლებელ დისკრეციული ნორმების გაუქმებას, რომლებმაც პრაქტიკაში ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა მოქალაქეთა მიერ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა. ამასთან, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესაბამისად საკანონმდებლო პაკეტით ასევე განისაზღვრა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ნორმების ჰარმონიზაცია. ცვლილებების მიზანია კანონმდებლობაში სამართლებრივი თანმიმდევრულობის მიღწევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების შესაბამისობაში მოყვანა შეკრებებისა და მანიფესტაციების წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. შედეგად, საქართველოს კანონის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 174¹ე მუხლის პროექტიდან ამოღებულ იქნა მე-9 და მე-10 ნაწილები, რომელთა დარღვევისთვის სახდელშეფარდებული პირის მიერ იმავე სამართალდარღვევის განმეორებითი ჩადენა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებადაა მიჩნეული. ამიტომ, ტექნიკურად აუცილებელია ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტების ნორმატიული შინაარსის შესაბამისობაში მოყვანა. თუმცა, ამ ტექნიკურ მიზეზზე მეტად დემოკრატიული საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველოს კანონის, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 347-ე მუხლი დაუბრუნდეს 2025 წლის 16 ოქტომბრამდე არსებულ რედაქციას. შეკრების/მანიფესტაციის წესის განმეორებითი დარღვევა, რომელიც არ იწვევს მძიმე შედეგს - თავისი ბუნებით ადმინისტრაციული ხასიათისაა. მისი კრიმინალიზაცია პრაქტიკაში ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის მოქალაქეთა მიერ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას და შექმნის ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც სცდება დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი ლეგიტიმური შეზღუდვის ფარგლებს და არსებითად აბრკოლებს მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების შესაბამისად, საჭიროა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანა, რაც, ტექნიკური შესაბამისობის მიღწევასთან ერთად, უზრუნველყოფს შეკრებისა და მანიფესტაციის ფუნდამენტური უფლების ეფექტურ რეალიზებას და გამოხატვის თავისუფლების პროპორციულ სამართლებრივ დაცვას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციასა და სამართლებრივ თანმიმდევრულობას. ამასთან, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია - შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის დადგენილი პასუხისმგებლობა გახდება პროპორციული და დაცული იქნება გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლება, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიული სტანდარტების განმტკიცებასა და სამართლებრივი გარანტიების ეფექტურ რეალიზებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის ლიბერალიზაციასა და ჰარმონიზაციაში. მოქმედი რედაქცია, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას შეკრების ან მანიფესტაციის წესის უბრალოდ განმეორებით დარღვევისთვის (ადმინისტრაციული სახდელის დადების მიუხედავად), იცვლება. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ დადგება მხოლოდ ადმინისტრაციული წესების განმეორებით დარღვევისთვის. სისხლის სამართალებრივი დევნის განხორციელება შესაძლებელი გახდება მაშინ, თუ შეკრების ორგანიზატორის ქმედებამ რეალურად გამოიწვია მძიმე შედეგი, რაც შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციის მქონე სუბიექტებს მისცემს შესაძლებლობას, შიშის გარეშე ისარგებლონ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის პროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია კონსტიტუციით გარანტირებული, ფუნდამენტური უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე. კანონის პროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესითგანხილვას): დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის ხარჯებთან დაკავშირებული და არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენითსახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულპირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის ამოქმედება პირდაპირ ფინანსურ გავლენას არ ახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებზედაც ვრცელდება აღნიშნული კანონის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათწევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითადიქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვი“ ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“