„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (345/3-XIმპ, 16.06.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №360160000.05.001.017511. 02.10.2014) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ბიომრავალფეროვნების
შესანარჩუნებლად და მისი მდგრადი გამოყენებისათვის უზრუნველყოს საქართველოს
ტერიტორიაზე
ცოცხალი
გენმოდიფიცირებული
ორგანიზმების
გარემოში
ინტროდუქციის, საბაზრო ქსელში განთავსების, იმპორტისა (გარდა მათი ჩაკეტილ
სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტისა და საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის
საკვების
წარმოების
მიზნით
გადამუშავებისთვის
დაშვებული
ცოცხალი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა) და რეექსპორტის აკრძალვა ამ სფეროში
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად;“.
2. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გარემოში ინტროდუქცია – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში გამიზნული
შეტანა;“;
გ) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საქმიანობის განმახორციელებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც
გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს ჩაკეტილ სისტემაში იყენებს ან ახორციელებს ცხოველის
საკვების წარმოების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტსა და გადამუშავებას ;“.
3. მე-7 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21) გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი და გადამუშავება ნებადართულია, თუ
იგი მიეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული გენმოდიფიცირებული
ორგანიზმის სახეობას.“;
ბ) მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება, აგრეთვე,
ცხოველის საკვების წარმოების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული
გენომიდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი და გადამუშავება საჭიროებს შესაბამის
ლიცენზიას, რომელსაც გასცემს სამინისტრო.
4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების,
აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის
განკუთვნილი, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდის, ხორბლისა და
ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზია გაიცემა საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსით, ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
5. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების
ლიცენზია, აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების
წარმოებისთვის განკუთვნილი, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდის,
ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზია არ აუქმებს და არ ცვლის
საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო
ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, ნებართვას/ლიცენზიას.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:
„101. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების
წარმოებისთვის
განკუთვნილი, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდის, ხორბლისა და
ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზია
1. ცხოველის საკვების წარმოების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი და გადამუშავება შესაბამის ლიცენზიას
საჭიროებს.
2. ლიცენზია გაიცემა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტსა და გადამუშავებაზე, ცხოველის საკვების
წარმოების მიზნით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემა დაშვებულია
მხოლოდ იმ სახეობის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტსა და
გადამუშავებაზე, რომელიც რეგისტრირებულია
ევროკავშირის გენმოდიფიცირებული
სურსათისა და ცხოველთა საკვების რეესტრში, ევროკავშირის კანონმდებლობის
შესაბამისად. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული გენმოდიფიცირებული
ორგანიზმების სახეობები მტკიცდება და განახლდება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.
საქართველოს
ტერიტორიაზე
დაუშვებელია
ცოცხალი
გენმოდიფიცირებული სიმინდის, ხორბლისა და ვაზის იმპორტი.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის მისაღებად განაცხადი სამინისტროში
შეტანილი უნდა იქნეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით და იგი უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „ლიცენზიებისა
და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის მისაღებად სამინისტროში შეტანილ
განაცხადს უნდა ერთვოდეს:
ა) ლიცენზიის მაძიებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) მოკლე ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, დაგეგმილი
საქმიანობის განხორციელების არეალისა და მისი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისგან,
დაცული ტერიტორიებისგან, რეკრეაციული სივრცეებისგან და ტყის ფონდისგან
დაშორების შესახებ;
გ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის დახასიათება;
დ)
ცოცხალი
გენმოდიფიცირებული
ორგანიზმის
საქართველოს
ტერიტორიაზე
იმპორტითა და გადამუშავებით გამოწვეული პოტენციური საფრთხის (რისკის) შეფასება;
6. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის
განკუთვნილი, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდის, ხორბლისა და
ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზია გაიცემა, თუ:
ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონითა
და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით
დადგენილ პირობებს;
ბ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ უზრუნველყოფილია უსაფრთხოების ყველა ზომა,
რომლებიც უზრუნველყოფს საფრთხის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას, მათ შორის,
პოტენციური საფრთხის (რისკის) შეფასებისას გათვალისწინებულია სათანადო დაშორება
საქმიანობის განხორციელების ადგილსა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, დაცულ
ტერიტორიებს, რეკრეაციულ სივრცეებს და ტყის ფონდს შორის;
დ) ლიცენზიის გაცემის დამატებითი პირობები შესაძლოა განისაზღვროს საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.
7. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების
წარმოებისთვის
განკუთვნილი, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდის, ხორბლისა და
ვაზისა)
იმპორტისა
და
გადამუშავების
ლიცენზიის
მფლობელი
ლიცენზიით
გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებელისას ვალდებულია, შეასრულოს
შემდეგი პირობები:
ა) მიიღოს უსაფრთხოების ყველა ზომა და უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს ცოცხალი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში ინტროდუქცია ან/და სხვა პროდუქტებთან
შერევა მისი იმპორტის, ტრანპორტირების, შენახვისა და გადამუშავებისას;
ბ) უზრუნველყოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მიკვლევადობა იმპორტის,
ტრანსპორტირების, შენახვისა და გადამუშავების ყველა ეტაპზე;
გ)
შეინახოს
და
განაახლოს
ინფორმაცია
იმპორტირებული
ცოცხალი
გენმოდიფიცირებული
ორგანიზმების
ადგილწარმოშობის,
რაოდენობის,
ტრანსპორტირების, შენახვის, გადამუშავებისა და გადამუშავების შედეგად მიღებული
პროდუქტის შემდგომი გამოყენების/განკარგვის შესახებ;
დ) დაიცვას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირების წესები;
ე) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები ცხოველის
საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული
გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ;
ვ) დაიცვას ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პოტენციური
საფრთხის (რისკის) შეფასების საფუძველზე სამინისტროს მიერ განსაზღვრული პირობები;
ზ) ლიცენზიის დამატებითი პირობები შესაძლოა განისაზღვროს საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.“.
5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. ადმინისტრაციული წარმოება
1. სამინისტრო ამ კანონის მე-10 და 101 მუხლებით განსაზღვრული ლიცენზიების
გაცემისათვის ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის, ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. სამინისტრო ამოწმებს ამ კანონის მე-10 და 101 მუხლებით განსაზღვრული ლიცენზიების
მისაღებად შეტანილი განაცხადების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
სამინისტრო
უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს კანონით
მოთხოვნების
დაცვის
სრულყოფილი
შემოწმებისათვის
საჭირო
დადგენილი
დამატებითი
ინფორმაციის წარდგენა, თუ ეს აუცილებელია შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.“.
6. მე-12 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მე-10 და 101 მუხლებით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემის ან
ლიცენზიების გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებებს სამინისტრო იღებს
შესაბამისი განაცხადის წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.“;
ბ) მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონის მე-10 და 101 მუხლებით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემის, მათში
ცვლილების შეტანის, მათი მოქმედების შეჩერების, განახლების ან მათი გაუქმების შესახებ
გადაწყვეტილებებს სამინისტრო აქვეყნებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
4. ამ კანონის მე-10 და 101 მუხლებით განსაზღვრული ლიცენზიების ფორმები
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. ამ კანონის მე-10 და 101 მუხლებით განსაზღვრული ლიცენზიების მიღებისათვის
ლიცენზიის მაძიებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იხდის
სალიცენზიო მოსაკრებელს.“;
გ) მე-7-მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დაუშვებელია ამ კანონის მე-10 და 101 მუხლებით განსაზღვრული ლიცენზიების
გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ლიცენზიების რაოდენობის შეზღუდვის მოტივით, გარდა
კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.
8. ამ კანონის მე-10 და 101 მუხლებით განსაზღვრული ლიცენზიების სხვა პირისათვის
გადაცემა აკრძალულია.
9. ამ კანონის მე-10 და 101 მუხლებით განსაზღვრული ლიცენზიების მფლობელის მიერ
სალიცენზიო პირობების შესრულება კონტროლდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.“.
7. მე-15 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. საქმიანობის განმახორციელებლის ვალდებულებები გენმოდიფიცირებული
ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას“.
8. 22-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი (გარდა ამ კანონით
გათვალისწინებული მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტისა და
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
განსაზღვრული
იმ
ცოცხალი
გენომიდიფიცრებული ორგანიზმის იმპორტის შემთხვევებისა, რომელიც გადამუშავდება
ცხოველის საკვების წარმოების მიზნით) და რეექსპორტი. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს
პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისათვის/რეექსპორტისათვის ამ კანონით
დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს
ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. იგი ვალდებულია
გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული
მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტისა და საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრული იმ ცოცხალი გენომიდიფიცრებული ორგანიზმის
იმპორტის შემთხვევებისა, რომელიც გადამუშავდება ცხოველის საკვების წარმოების
მიზნით)/რეექსპორტის
შემთხვევაში
დაუყოვნებლივ
აცნობოს
სამართალდამცავ
ორგანოებს, ხოლო გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების,
აგრეთვე,
ცხოველის
საკვების
წარმოების
მიზნით
საქართველოს
ტერიტორიაზე
დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების მიზნით
იმპორტის შემთხვევაში – სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია იმპორტირებული
გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რაოდენობისა და მწარმოებლის შესახებ.“.
9. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21.
საქართველოს
ტერიტორიაზე
დაშვებული
ორგანიზმის
გადამუშავების
მიზნით
დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს:
ცოცხალი
გენმოდიფიცირებული
ტრანსპორტირებისას
თანდართულ
ა) რომ იგი საქართველოში დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმია,
განკუთვნილი არ არის გარემოში ინტროდუქციისათვის და მისი ტრანსპორტირება
ხორციელდება
მისი
გადამუშავების
მიზნით
მხოლოდ
ცხოველის
საკვების
წარმოებისთვის;
ბ) შესაბამისი საკონტაქტო პირის სახელი, მისამართი და სხვა ცნობები ტვირთის შესახებ
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.“.
10. 27-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„1. სამინისტრო ქმნის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრს,
რომელშიც აღირიცხება ამ კანონით ნებადართული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების
შესახებ ინფორმაცია. ამ რეესტრის დოკუმენტურ ვერსიასთან ერთად იქმნება
ელექტრონული ვერსია, რომელიც სპეციალურ ინტერნეტგვერდზე განთავსდება.“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების
ლიცენზიის, აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების
წარმოებისთვის განკუთვნილი, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდის,
ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის გაცემის ყოველი
კონკრეტული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია, რომელშიც აღწერილია შესაბამისი
გენმოდიფიცირებული
ორგანიზმის
ზოგადი
მახასიათებლები
და
მითითებულია
ლიცენზიის მიმღები;“;
ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დ1 პუნქტი:
„დ1) ცნობები ცხოველის საკვების წარმოების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე
იმპორტირებული და გადასამუშავებლად დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული
ორგანიზმის მახასიათებლებისა და ადგილწარმოშობის შესახებ;
11. კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ა.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონითა და საქართველოს სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გასცემს
ცოცხალი
გენმოდიფიცირებული
ორგანიზმების
ჩაკეტილ
სისტემაში
გამოყენების
ლიცენზაიასა და საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების
წარმოებისთვის განკუთვნილი, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდის,
ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიას;“.
მუხლი 2.
1.
საქართველოს მთავრობამ 2027 წლის პირველ იანვრამდე მიიღოს დადგენილება
ცხოველის საკვების წარმოების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისა და
გადამუშავებისთის
დაშვებული
ცოცხალი
გენმოდიფიცირებული
ორგანიზმების
სახეობათა შესახებ.
2.
სამინისტრომ 2027 წლის პირველ იანვრამდე შეიმუშავოს და დაამტკიცოს
საქართველოს
ტერიტორიაზე
დაშვებული, ცხოველის
საკვების
წარმოებისთვის
განკუთვნილი, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდის, ხორბლისა და
ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის ფორმა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2027 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ცოცხალი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტები,
მათ
შორის,
მაგალითად,
სოიოს
შროტი,
წარმოადგენს
მეცხოველეობისა
და
მეფრინველეობის სექტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკვებ კომპონენტს. საქართველოში
არსებული საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე, დღესდღეობით ქვეყანაში
დაშვებული არაა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი და გადამუშავება
ცხოველის საკვების წარმოების მიზნით. შესაბამისად, საქართველოს მოთხოვნა ამ
პროდუქტზე სრულად არის დამოკიდებული იმპორტზე, რაც ზრდის როგორც ფასების
მერყეობის, ისე მიწოდების რისკებს.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
მიზანშეწონილია,
ცოცხალი
გენმოდიფიცირებული
ორგანიზმების, მათ შორის, გენმოდიფიცირებული სოიოს მარცვლის იმპორტისა და
ადგილობრივი გადამუშავების დაშვება მკაფიოდ განსაზღვრული რეგულაციური ჩარჩოს
ფარგლებში. აღნიშნული მიდგომა არ ეწინააღმდეგება მონრეალის 2000 წლის 29 იანვრის
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმს“.
ამასთან, ევროკავშირის კანონმდებლობა არ ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს,
გახდნენ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან თავისუფალი ზონა.
შესაბამისად, დღესდღეობით ევროკავშირის არცერთი ქვეყანის ტერიტორია არ
წარმოადგენს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან თავისუფალ ზონას,
თუმცა, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში აკრძალულია მათი კულტივაცია და აღნიშნული
საკითხი ექვემდებარება მკაცრ რეგულირებას.
კანონპროექტის მიხედვით, კვლავ აკრძალული რჩება, ცოცხალი გენმოდიფიცირებული
ორგანიზმების გარემოში ინტროდუქცია, საბაზრო ქსელში განთავსება, იმპორტი (გარდა
მათი
ჩაკეტილ
სისტემაში
გამოყენების
მიზნით
იმპორტისა
და
საქართველოს
ტერიტორიაზე ცხოველის საკვების წარმოების მიზნით გადამუშავებისთვის დაშვებული
ცოცხალი
გენმოდიფიცირებული
ლიცენზირების
რეჟიმს
კი
ორგანიზმის
დაექვემდებარება
იმპორტისა)
მხოლოდ
იმ
და
რეექსპორტი.
სახეობის
ცოცხალი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი და გადამუშავება, რომელიც განკუთვნილია
ცხოველის საკვების წარმოების მიზნით და რეგისტრირებულია
ევროკავშირის
გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველთა საკვების რეესტრში, ევროკავშირის
კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთი მიდგომა სრულად შეესაბამება საერთაშორისო
პრაქტიკას, სადაც ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, გამოყენება დასაშვებია
მხოლოდ ცხოველების საკვების წარმოებისთვის და მკაცრად აკრძალულია მისი დათესვა
და კულტივაცია. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული გენმოდიფიცირებული
ორგანიზმების სახეობები მტკიცდება და განახლდება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.
ამასთან,
პოტენციური
რისკების
თავიდან
აცილების
მიზნით
საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია ცოცხალი გენმოდიფიცირებული სიმინდის,
ხორბლისა და ვაზის იმპორტი.
აღსანიშნავია,
რომ
„ცოცხალი
გენმოდიფიცირებული
ორგანიზმების
შესახებ“
საქართველოს კანონის პირველი ვერსია, რომელიც შემუშავებული იყო საქართველოს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ და რომელიც
საქართველოს
პარლამენტმა
2014
წელს
მიიღო,
ითვალისწინებდა
გაცილებით
ლიბერალურ მიდგომას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების საქართველოს
ტერიტორიაზე იმპორტსა და გამოყენებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ცოცხალი
გენმოდიფიცირებული
ორგანიზმების
დაშვებული
სახეობები
განისაზღვრებოდა
მინისტრის ბრძანებით და შეტანილი იყო შესაბამის რეესტრში. ამ სახეობების
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი დასაშვები იყო როგორც მათი შემდგომი
გადამუშავების, ასევე საბაზრო ქსელში განთავსების მიზნით და აღნიშნული არ
საჭიროებდა
ლიცენზიას.
გათვალისწინებული
იყო
ასევე,
მხოლოდ
დასაშვები
იყო
რეექსპორტი.
გენმოდიფიცირებული
ლიცენზია
ორგანიზმის
ჩაკეტილ
სისტემაში გამოყენებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კლასიფიცირებული იყო
უსაფრთხოების მეორე კლასის მიხედვით. წარმოდგენილი კანონპროექტი კი აწესებს
უფრო
მკაცრ
ტერიტორიაზე
რეგულირებას.
ცოცხალი
კერძოდ,
მნიშვნელოვნად
გენმოდიფიცირებული
ზღუდავს
ორგანიზმების
საქართველოს
შემოტანასა
და
გამოყენებას გარდა ჩაკეტილ სისტემაში მათი გამოყენებისა და ცხოველის საკვების
საწარმოებლად გადამუშავებისთვის განკუთვნილი იმ სახეობებისა, რომლებიც
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით და რეგისტრირებულია
ევროკავშირის გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველთა საკვების რეესტრში.
აღნიშნული საქმიანობები სრულად ექვემდებარება ლიცენზირებას. წარმოდგენილი
კანონპროექტით ასევე აკრძალულია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების
საბაზრო ქსელში განთავსება და რეექსპორტი.
ეკონომიკური თვალსაზრისით, ადგილობრივი გადამუშავების განვითარება ქმნის
რამდენიმე
მნიშვნელოვან
ეფექტს.
უპირველეს
ყოვლისა,
მცირდება
იმპორტზე
დამოკიდებულება მზა პროდუქტის (შროტის) ნაწილში და იზრდება ღირებულების შექმნა
ქვეყნის შიგნით. მეორე მხრივ, წარმოების ლოკალიზაცია ამცირებს ლოგისტიკურ და
ტრანსპორტირების ხარჯებს, რაც საბოლოოდ პოზიტიურად აისახება საკვების
თვითღირებულებაზე და შესაბამისად, მეცხოველეობის პროდუქციის ფასებზე. გარდა
ამისა, ადგილობრივი გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარება ზრდის
ეკონომიკურ აქტივობას, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და აძლიერებს სექტორის
კონკურენტუნარიანობას.
მნიშვნელოვანია, ასევე, ტექნოლოგიური ასპექტი, მაგალითად სოიოს მარცვლის
გადამუშავების პროცესში (თერმული და მექანიკური ზემოქმედების შედეგად) პროდუქტი
კარგავს გამრავლების უნარს, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს გარემოსდაცვით რისკებს,
რომლებიც დაკავშირებულია გენმოდიფიცირებული კულტურების გავრცელებასთან.
შესაბამისად,
სწორად
რეგულირებული
მოდელის
პირობებში
შესაძლებელია
ბიოუსაფრთხოების დაცვა და ეკონომიკური სარგებლის მიღება ერთდროულად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, მათ შორის, გენმოდიფიცირებული
სოიოს იმპორტის და გადამუშავების დაშვება (ლიცენზიის საფუძველზე), მკაცრი
კონტროლისა
და
მიზნობრივი
გამოყენების
პირობებში
(ცხოველის
საკვების
წარმოებისთვის), უზრუნველყოფს მიწოდების სტაბილურობას, ამცირებს ფასებზე
ზეწოლას და ქმნის საფუძველს ადგილობრივი წარმოების მდგრადი განვითარებისათვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ცოცხალი
გენმოდიფიცირებული
ორგანიზმების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
შეტანილი იქნება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტერიტორიაზე
დასაშვები გახდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ცოცხალი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმ სახეობის იმპორტი და გადამუშავება, რომელიც
განკუთვნილია მხოლოდ ცხოველის საკვების საწარმოებლად.
შესაბამისად,
კანონს
გენმოდიფიცირებული
ემატება
101
ორგანიზმის
მუხლი,
იმ
რომელიც
სახეობის
არეგულირებს
იმპორტისა
და
ცოცხალი
გადამუშავების
ლიცენზიის გაცემის პროცედურასა და წესს, რომელიც გადამუშავდება მხოლოდ
ცხოველის საკვების წარმოების მიზნით. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული იქნება
მხოლოდ იმ სახეობის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი და
გადამუშავება, რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირის გენმოდიფიცირებული
სურსათისა და ცხოველთა საკვების რეესტრში. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
101 მუხლი ითვალისწინებს შესაბამისი ლიცენზიის გაცემის წინაპირობებს, მათ შორის,
პოტენციური საფრთხის (რისკის) შეფასებას და ადგენს ლიცენზიატის ვალდებულებებს
საქმიანობის განხორციელების პროცესში. კერძოდ, ლიცენზიანტი ვალდებულია, თავისი
საქმიანობა
განახორციელოს
უსაფრთხოების
წესების
დაცვით;
უზრუნველყოს
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მიკვლევადობა იმპორტის, ტრანსპორტირების,
შენახვის, გადამუშავებისა და მიღებული პროდუქტის შემდგომი გამოგენების ეტაპზე;
შეინახოს და განაახლოს ინფრომაცია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების
იმპორტირებული რაოდენობების, წარმოშობის, ტრანსპორტირების, შენახვისა და
გადამუშავების შესახებ; დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
მოთხოვნები ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული
ორგანიზმებისა
და
მათგან
წარმოებული
გენმოდიფიცირებული
პროდუქტის
ეტიკეტირების შესახებ.
ამ ცვლილებიდან გამომდინარე, ცვლილება შედის პირველ, მე-4, მე-7-მე-8, მე-11-მე-12, მე15, 22-ე, 25-ე, 27-ე-28-ე მუხლებში. ამ ცვლილებების მიხედვით რეგულირდება ცოცხალი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტსა და გადამუშავებასთან დაკავშირებული
ძირითადი საკითხები და პირობები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი გარდა პირველი მუხლისა ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. ხოლო, ამ კანონის
პირველი მუხლი ამოქმედდება 2027 წლის პირველი იანვრიდან, ვინაიდან ამ მუხლით
გათვალისწინებული წესების ამოქმედება დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის
მიერ ცხოველის საკვების წარმოების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისა და
გადამუშავებისთვის
დაშვებული
ცოცხალი
გენმოდიფიცირებული
ორგანიზმების
სახეობათა შესახებ დადგენილების მიღებასთან. აღნიშნული დადგენილება საქართველოს
მთავრობამ უნდა მიიღოს 2027 წლის პირველ იანვრამდე. ამასთან, გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2027 წლის პირველ იანვრამდე უნდა შეიმუშავოს და
დაამტკიცოს საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული
ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის ფორმა.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი მიზანშეწონილია მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან
მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დასრულდეს შესაბამისი
ცვლილებების ასახვა კანონმდებლობაში და შესაძლებელი გახდეს საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
საქართველოს
ტერიტორიაზე
დაშვებული
გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმ სახეობის იმპორტი, რომელიც გადამუშავდება
მხოლოდ ცხოველის საკვების წარმოების მიზნით.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
გენმოდიფიცირებული
ორგანიზმის
იმპორტისათვის/რეექსპორტისათვის
„ცოცხალი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
მოთხოვნების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს განახორციელებს
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
საჯარო
სამართლის
იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. აღნიშნული ზედამხედველობისა და
კონტროლისთვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირი
–
შემოსავლების სამსახურის ასიგნებები. ხოლო, საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის
გაცემას განახორცილებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო. აღნიშნულთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, მათ შორის, გენმოდიფიცირებული
სოიოს მარცვლის იმპორტისა და ადგილობრივი გადამუშავების დაშვება (მკაფიოდ
განსაზღვრული რეგულაციური ჩარჩოს ფარგლებში) ხელს შეუწყობს ადგილობრივი
წარმოების განვითარებას. აღნიშნული, თავის მხრივ, გაზრდის ეკონომიკურ აქტივობას.
შესაბამისად, მოსალოდნელია საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა, როგორც მოგების
გადასახადის (სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე), ისე საშემოსავლო
გადასახადის
(სახელმწიფო
ან/და
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე) მიმართულებით, რაც დაკავშირებულია ახალი
საწარმოო პროცესების, დასაქმებისა და ბიზნესაქტივობის ზრდასთან. ამასთან, იზრდება
დაკავშირებული სექტორების - ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და მომსახურების - ბრუნვაც,
რაც დამატებით ფისკალურ ეფექტს ქმნის.
მნიშვნელოვანია, რომ იმპორტის სტრუქტურის ცვლილება (მზა პროდუქციიდან
ნედლეულზე
გადასვლა)
საგადასახადო
შემოსავლებს
არ
ამცირებს,
არამედ
საშუალოვადიან პერიოდში ქმნის მათი ზრდის პოტენციალს, რადგან ღირებულების
უფრო დიდი ნაწილი დაიბეგრება ქვეყნის შიგნით.
ამასთანავე, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით, გენმოდიფიცირებული
ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავებისთვის წესდება სალიცენზიო მოსაკრებელი 20
000 ლარის ოდენობით. შესაბამისად ის სუბიექტები, რომლებიც მოიპოვებენ აღნიშნული
საქმიანობის ლიცენზიას, მოსაკრებლის სახით გადაიხდიან შესაბამის თანხას. გავლენა
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე სრულად დამოკიდებული იქნება იმ
სუბიექტების ოდენობაზე, რომლებიც განახორციელებენ ცოცხალი გენმოდიფიცირებული
ორგანიზმის იმპორტსა და გადამუშავებას.
ამ კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლითაც სამართალდარღვევად განისაზღვრება
საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის
იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის პირობების დარღვევა და საქმიანობის
განხორციელება
ლიცენზიის
გარეშე.
სახელმწიფო
ბიუჯეტში
შესული
თანხა
დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობასა და დაკისრებული
ჯარიმის ოდენობაზე. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის პირობების
დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით. საქმიანობის
განხორცილება
შესაბამისი
ლიცენზიის
გარეშე
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ
დაჯარიმდება
25 000
ლარით,
აღნიშნული სამართალდარღვევის
განმეორებისა და ყველა შემდეგ ჯერზე ჩადენის შემთხვევაში კი პირი დაჯარიმდება 50 000
ლარით. აღნიშნულს გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
რომლის ოდენობაც დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა
რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
გენმოდიფიცირებული
ორგანიზმის
იმპორტისათვის/რეექსპორტისათვის
„ცოცხალი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
მოთხოვნების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს განახორციელებს
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
საჯარო
სამართლის
იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, არსებული მატერიალურ-ტექნიკური
ბაზისა და ადამიანური რესურსების ფარგლებში. ხოლო, საქართველოს ტერიტორიაზე
დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების
ლიცენზიის გაცემას განახორცილებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო, არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ადამიანური
რესურსების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, მათ შორის, გენმოდიფიცირებული
სოიოს მარცვლის იმპორტისა და ადგილობრივი გადამუშავების დაშვება (მკაფიოდ
განსაზღვრული რეგულაციური ჩარჩოს ფარგლებში) ხელს შეუწყობს ადგილობრივი
გადამუშავების განვითარებას. ამასთან, ადგილობრივი გადამუშავების განვითარება
დაკავშირებულია ახალი საწარმოო პროცესებისა და ბიზნესაქტივობის ზრდასთან, რაც
ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების
დასაქმებულთა შემოსავლების ზრდას.
შექმნას
და
პოტენციურ
საწარმოში
ადგილობრივი გადამუშავების განვითარება შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას
მზა პროდუქტის (შროტის) ნაწილში, რაც თავის მხრივ ამცირებს გარე შოკების,
საერთაშორისო ფასებისა და მიწოდების შეფერხებების გავლენას სამომხმარებლო
სექტორზე. გარდა ამისა, ადგილობრივი გადამუშავების განვითარება დადებით გავლენას
მოახდენს იმ სექტორებზე, რომლებიც სოიოს შროტს საკვებ დანამატად იყენებენ.
წარმოების ლოკალიზაცია ამცირებს ლოგისტიკურ და ტრანსპორტირების ხარჯებს,
ზრდის პროდუქტის ხელმისაწვდომობას. შედეგად, კი მოსალოდნელია პროდუქციის
თვითღირებულების შემცირება ან სტაბილურობის ხელშეწყობა.
გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავებისთვის კანონპროექტი
ითვალისწინებს შესაბამისი ლიცენზიის გაცემის წინაპირობებს, მათ შორის, პოტენციური
საფრთხის (რისკის) შეფასებას და ადგენს ლიცენზიატის ვალდებულებებს საქმიანობის
განხორციელების პროცესში. შესაბამისად, აღნიშნული გავლენას მოახდენს იმ პირებზე,
ვისზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. გარდა ამისა, „სალიცენზიო და სანებართვო
მოსაკრებლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტით, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და
გადამუშავებისთვის წესდება სალიცენზიო მოსაკრებელი 20 000 ლარის ოდენობით.
შესაბამისად, ის სუბიექტები, რომლებიც მოიპოვებენ აღნიშნული საქმიანობის ლიცენზიას,
მოსაკრებლის სახით გადაიხდიან შესაბამის თანხას.
ამასთან,
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
იქონიებს
იმ
პირების
ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, კერძოდ, იმ პირების
ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც საქმიანობას განახორციელებენ საქართველოს
ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და
გადამუშავების ლიცენზიის გარეშე ან დაარღვევენ აღნიშნული ლიცენზიის პირობებს.
კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული
ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსით“
გათვალისწინებული იქნება ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით; საქმიანობის განხორცილება
შესაბამისი
ლიცენზიის
გარეშე
კი
დაჯარიმდება
25
000
ლარით,
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ აღნიშნული სამართალდარღვევის
განმეორებისა და ყველა შემდეგ ჯერზე ჩადენის შემთხვევაში კი პირი დაჯარიმდება 50 000
ლარით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის დაწესებას.
ბ1)
ბავშვის
უფლებრივ
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
დადებულ
ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
პარლამენტის
წევრები:
შოთა
ბერეკაშვილი,
მაია
ბითაძე,
ანტონ
ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ილია ინჯია, თორნიკე ბერეკაშვილი, ირაკლი
მეზურნიშვილი, გიორგი ჭყონია, გიორგი ხახუბია, დავით დოლიძე და ვარლამ
ლიპარტელიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, მაია ბითაძე, ანტონ
ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ილია ინჯია, თორნიკე ბერეკაშვილი, ირაკლი
მეზურნიშვილი, გიორგი ჭყონია, გიორგი ხახუბია, დავით დოლიძე და ვარლამ
ლიპარტელიანი.